© ევროპის საბჭო/ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო, 2012. წინამდებარე თარგმანი შესრულებულია ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა სატრასტო ფონდის ხელშეწყობით (/humanrightstrustfund). სასამართლოსათვის იგი სავალდებულო ხასიათს არ ატარებს. დამატებითი ინფორმაციისათვის იხილეთ საავტორო უფლებების სრული მიმოხილვა მოცემული დოკუმენტის ბოლოს.
Council of Europe/European Court of Human Rights, 2012. This translation was commissioned with the support of the Human Rights Trust Fund of the Council of Europe (/humanrightstrustfund). It does not bind the Court. For further information see the full copyright indication at the end of this document.
Conseil de l’Europe/Cour Européenne des Droits de l’Homme, 2012. La présente traduction a été effectuée avec le soutien du Fonds fiduciaire pour les droits de l’homme du Conseil de l’Europe (/humanrightstrustfund). Elle ne lie pas la Cour. Pour plus de renseignements veuillez lire l’indication de copyright/droits d’auteur à la fin du présent document.
საინფორმაციო შეტყობინება სასამართლოს პრეცედენტულ სამართალზე #139
მარტი, 2011
ლაუტსი (Lautsi) და სხვები იტალიის წინააღმდეგ - 30814/06
გადაწყვეტილება 18.3.2011 [დპ]
1-ელი დამატებითი ოქმის მე-2 მუხლი
მშობლების ფილოსოფიური მრწამსის პატივისცემა
მშობლების რელიგიური მრწამსის პატივისცემა
ჯვარცმის გამოსახვა საჯარო სკოლების საკლასო ოთახებში: დარღვევას არ ქონდა ადგილი
ფაქტები - საჯარო სკოლის მმართველთა შეხვედრაზე, რომელსაც განმცხადებლის შვილებიც ესწრებოდნენ, განმცხადებელმა განაცხადა, რომ საკლასო ოთახში ჯვარცმის არსებობა არღვევდა სეკულარიზმის პრინციპს, რაზე დაყრდნობითაც სურდა მას შვილების აღზრდა. სკოლის მმართველთა გადაწყვეტილების საფუძველზე, რომლითაც გადაწყდა ჯვარცმის საკლასო ოთახებში დატოვება, მან მიმართა ადმინისტრაციულ სასამართლოს. პარალელურად ამისა განათლების მინისტრმა მიიღო დირექტივა, რომლითაც სკოლის ხელმძღვანელებს მითითებას აძლევდა, უზრუნველეყოთ საკლასო ოთახებში ჯვარცმის გამოსახვა. განმცხადებლის საჩივარი საბოლოოდ არ დაკმაყოფილდა უმაღლესი ინსტანციის ორგანოს - Consiglio di Stato- მიერ. განმცხადებელმა და მისმა ორმა ვაჟმა (მეორე და მესამე განმცხადებლების) განაცხადი წარადგინეს ევროპულ სასამართლოში, რომელმაც 2009 წლის 3 ნოემბერს მიიღო გადაწყვეტილება, რომელშიც ერთხმად დადგინდა 1-ელი დამატებითი ოქმი მე-2 მუხლის დარღვევა კონვენციის მე-9 მუხლთან ერთობლიობაში (იხილეთ საინფორმაციო შეტყობინება #124).
კანონმდებლობა - 1-ელი დამატებითი ოქმის მე-2 მუხლი: საჯარო სკოლების საკლასო ოთახებში ჯვარცმის არსებობასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მოპასუხე სახელმწიფოს განათლებასთან და სწავლებასთან დაკავშირებული ფუნქციების ნაწილს წარმოადგენდა და შესაბამისად 1-ელი დამატებითი ოქმის მე-2 მუხლის მეორე წინადადების ფარგლებში ექცეოდა. ამან ეს აქცია სფეროდ, სადაც აქტუალური გახდა სახელმწიფოს ვალდებულება, პატივი ეცა მშობლების უფლებისთვის, უზრუნველეყოთ მათი შვილების განათლება და სწავლება თავიანთი რელიგიური და ფილოსოფიური მრწამსის შესაბამისად. მიუხედავად იმისა, რომ გასაგები იყო განმცხადებლის მხრიდან იმ საჯარო სკოლის საკლასო ოთახებში ჯვარცმის გამოსახვით, სადაც მისი შვილები წარსულში სწავლობდნენ, სახელმწიფოს მხრიდან მისი ფილოსოფიური მრწამსის შესაბამისად საკუთარი შვილებისთვის განათლების მიცემისა და სწავლების უზრუნველყოფის უფლების პატივისცემის ნაკლებობის დანახვა, თუმცა მისი სუბიექტური მოსაზრება არ იყო საკმარისი 1-ელი დამატებით ოქმის მე-2 მუხლის დარღვევის დასადგენად.
საჯარო სკოლის საკლასო ოთახებში ჯვარცმის არსებობის შესახებ გადაწყვეტილება რეალურად ექცეოდა მოპასუხე სახელმწიფოს თავისუფალი შეფასების ფარგლებში. უფრო მეტიც, საჯარო სკოლებში რელიგიური სიმბოლიკის გამოსახვასთან დაკავშირებით ევროპული კონსესუსის არ არსებობაც ამ მიდგომის სასარგებლოდ მოქმედებდა. თუმცა თავისუფალი შეფასების ფარგლები ევროპულ ზედამხედველობასთან ერთად უნდა განხილულიყო. ჯვარცმის - ნიშანი, რომელიც უდავოდ ქრისტიანობაზე მიუთითებს - საჯარო სკოლის საკლასო ოთახებში არსებობის განსაზღვრით, მართლაც წესები უთითებდა ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობის უპირატეს ხილულობას სასკოლო გარემოში. თუმცა ეს არ იყო საკმარისი მოპასუხე სახელმწიფოზე ინდოქტრინაციის პროცესისთვის პასუხისმგებლობის დაკისრებისთვის. უფრო მეტიც, კედელზე გამოსახული ჯვარცმა არსებითად პასიური სიმბოლოა, რაც არ შეიძლება ჩათვლილიყო მოსწავლეებზე დიდაქტიკური მოწოდების ან რელიგიურ აქტივობაში ჩართვის მსგავსი გავლენის მქონედ. დიდი პალატა არ დაეთანხმა პალატის მიდგომას, რომელმაც დაადგინა, რომ საკლასო ოთახებში ჯვარცმის გამოსახვას მნიშვნელოვანი ზეგავლენა ექნებოდათ მეორე და მესამე განმცხადებლის შემთხვევაში, რომლებიც იმ დროისთვის თერთმეტი და ცამეტი წლის იყვნენ. ჯვარცმის საშუალებით სკოლებში ქრისტიანობის მეტი ხილულობის ეფექტის განხილვა უნდა მომხდარიყო პროექცირებულად. პირველ რიგში, ჯვარცმის გამოსახვა არ ასოცირდებოდა ქრისტიანობის სავალდებულო სწავლებასთან. მეორეც, იტალიამ პარალელურად გახსნა სასკოლო გარემო სხვა რელიგიებისთვის. და განმცხადებლებმა ვერ დაამტკიცეს საკლასო ოთახებში ჯვარცმის არსებობით სწავლების მეთოდებში პროზელიტისტური ტენდენციების განვითარების წახალისება; ვერც ის დაამტკიცეს, რომ მეორე და მესამე განმცხადებელმა მასწავლებლის მხრიდან თავისი მოვალეობების შესრულებისას ჯვარცმის არსებობაზე ტენდენციური მინიშნებები განიცადეს. და ბოლოს, პირველი განმცხადებელი სრულად უფლებამოსილი რჩებოდა აღეზარდა და რჩევები მიეცა შვილებისთვის, ამასთან მიმართებით განეხორციელებია მისი, როგორც ბუნებრივი განმანათლებლის ფუნქციები და მიმართულება მიეცა მათთვის მისი ფილოსოფიური მრწამსის შესაბამისად. შესაბამისად, იმ საჯარო სკოლის საკლასო ოთახებში ჯვარცმის შენარჩუნებისას, სადაც პირველი განმცხადებლის შვილები სწავლობდნენ, სახელმწიფო ორგანოები მოქმედებდნენ მოპასუხე სახელმწიფოსთვის დადგენილი თავისუფალი შეფასების ფარგლებში, რაც მას გააჩნდა განათლებისა და სწავლების სფეროში მისი ფუნქციების შესრულებისას ვალდებულებებთან, მშობლის რელიგიური და ფილოსოფიური მრწამსის შესაბამისად განათლებისა და სწავლების უზრუნველყოფის უფლებასთან მიმართებით.
დადგენილება: დარღვევას არ ქონდა ადგილი (თხუთმეტი ხმა ორის წინააღმდეგ).
© ევროპის საბჭო/ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო
სამდივნოს მიერ მომზადებული ეს მოკლე შეჯამება სავალდებულო არ არის სასამართლოსთვის
სასამართლო გადაწყვეტილებების მოკლე შეჯამებებისთვის მიჰყევით ბმულს Case-Law Information Notes
© ევროპის საბჭო/ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო, 2012
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს ოფიციალური ენებია ინგლისური და ფრანგული. წინამდებარე თარგმანი შესრულებულია ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა სატრასტო ფონდის ხელშეწყობით (/humanrightstrustfund). იგი სასამართლოსათვის სავალდებულო ხასიათს არ ატარებს და არც მის ხარისხზე აკისრებს პასუხისმგებლობას. მოცემული დოკუმენტი შეიძლება ჩამოტვირთულ იქნას ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს HUDOC სასამართლო პრაქტიკის მონაცემთა ბაზიდან () ან ნებისმიერი სხვა მონაცემთა ბაზიდან, რომელთანაც სასამართლომ მოახდინა მისი გაზიარება. დასაშვებია თარგმანის რეპროდუქცირება არაკომერციული მიზნებისათვის იმ პირობით, რომ მოხდება საქმის სრული სახელწოდების ციტირება, მოცემულ საავტორო უფლებების აღნიშვნასა და ადამიანის უფლებათა სატრასტო ფონდზე მითითებით. წინამდებარე თარგმანის ნებისმიერი ნაწილის კომერციული მიზნებით გამოყენების სურვილის შემთხვევაში, გთხოვთ მოგვწეროთ შემდეგ მისამართზე: publishing@.
© Council of Europe/European Court of Human Rights, 2012
The official languages of the European Court of Human Rights are English and French. This translation was commissioned with the support of the Human Rights Trust Fund of the Council of Europe (/humanrightstrustfund). It does not bind the Court, nor does the Court take any responsibility for the quality thereof. It may be downloaded from the HUDOC case-law database of the European Court of Human Rights () or from any other database with which the Court has shared it. It may be reproduced for non-commercial purposes on condition that the full title of the case is cited, together with the above copyright indication and reference to the Human Rights Trust Fund. If it is intended to use any part of this translation for commercial purposes, please contact publishing@.
© Conseil de l’Europe/Cour européenne des droits de l’homme, 2012
Les langues officielles de la Cour européenne des droits de l’homme sont le français et l’anglais. La présente traduction a été effectuée avec le soutien du Fonds fiduciaire pour les droits de l’homme du Conseil de l’Europe (/humanrightstrustfund). Elle ne lie pas la Cour, et celle-ci décline toute responsabilité quant à sa qualité. Elle peut être téléchargée à partir de HUDOC, la base de jurisprudence de la Cour européenne des droits de l’homme (), ou de toute autre base de données à laquelle HUDOC l’a communiquée. Elle peut être reproduite à des fins non commerciales, sous réserve que le titre de l’affaire soit cité en entier et s’accompagne de l’indication de copyright ci-dessus ainsi que de la référence au Fonds fiduciaire pour les droits de l’homme. Toute personne souhaitant se servir de tout ou partie de la présente traduction à des fins commerciales est invitée à le signaler à l’adresse suivante : publishing@.
Full & Egal Universal Law Academy