© ევროპის საბჭო/ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო, 2013. წინამდებარე თარგმანი შესრულებულია ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა სატრასტო ფონდის ხელშეწყობით (/humanrightstrustfund). სასამართლოსათვის იგი სავალდებულო ხასიათს არ ატარებს. დამატებითი ინფორმაციისათვის იხილეთ საავტორო უფლებების სრული მიმოხილვა მოცემული დოკუმენტის ბოლოს.
Council of Europe/European Court of Human Rights, 2013. This translation was commissioned with the support of the Human Rights Trust Fund of the Council of Europe (/humanrightstrustfund). It does not bind the Court. For further information see the full copyright indication at the end of this document.
Conseil de l’Europe/Cour Européenne des Droits de l’Homme, 2013. La présente traduction a été effectuée avec le soutien du Fonds fiduciaire pour les droits de l’homme du Conseil de l’Europe (/humanrightstrustfund). Elle ne lie pas la Cour. Pour plus de renseignements veuillez lire l’indication de copyright/droits d’auteur à la fin du présent document.
საინფორმაციო ბარათი სასამართლოს პრეცედენტულ საქმეზე #164
ივნისი 2013
ლავრეჩოვი ჩეხეთის რესპუბლიკის წინააღმდეგ - 57404/08
გადაწყვეტილება 20.6.2013 [სექცია V]
მუხლი 1 დამატებითი ოქმი # 1
მუხლი 1; დამატებითი ოქმი #1-ის პუნქტი 1
საკუთრებით შეუფერხებელი სარგებლობის უფლება
მომჩივანის მიერ გადახდილი გირაოს თანხის კონფისკაცია მიუხედავად მისი გამართლებისა: არ არის დარღვევა
ფაქტები – 2001 წელს მომჩივანს, რუსეთის მოქალაქეს, ბრალი წაუყენეს ჩეხეთის რესპუბლიკაში საიდუმლო ვაჭრობასა და თაღლითობაში და მიესაჯა წინასწარი პატიმრობა. მომდევნო წელს ის გაათავისუფლეს პატიმრობიდან გირაოთი და უზრუნველყოფის სახით მას მოეთხოვა 400 000 ევროს ექვივალენტის გადახდა. საბოლოოდ სასამართლო პროცესი გაიმართა განსასჯელის დაუსწრებლად ვინაიდან ის დიდი ხნის განმავლობაში არ იმყოფებოდა ქვეყანაში და მან ვერ შეძლო კონტაქტის შენარჩუნება საქმის მწარმოებელ სასამართლოსთან სასამართლო პროცესთან დაკავშირებით და არ მიუწოდებია სასამართლოსთვის არც მისი მისამართი სადაც შეიძლებოდა გადაგზავნილიყო ინფორმაცია. მიუხედავად იმისა, რომ საბოლოოდ მომჩივანი გაამართლეს წაყენებულ ბრალდებებში უზრუნველყოფისთვის გადახდილ თანხაზე მან დაკარგა უფლება ვინაიდან მან დაარღვია გირაოს პირობები.
კანონი – მუხლი 1 დამატებითი ოქმი #1: გირაოს კონფისკაცია წარმოადგენს მომჩივნის საკუთრების უფლებაში ჩარევას. ღონისძიებები შესაბამისობაში იყო კანონიერების მოთხოვნებთან და ემსახურებოდა კანინიერ მიზანს განხორციელებულიყო სისხლის სამართლებრივი დევნა და დანაშაულთან ბრძოლა და მომხდარიყო დანაშაულის პრევენცია, რაც უდაოდ წარმოადგენს ზოგად ინტერესს. მიუხედავად იმისა რომ 400 000 ევროს ოდენობის გირაო მნიშვნელოვნად მაღალი თანხაა სადაო მის პროპორციულობასთან მიმართებით იყო მისი დადგენის და არა მისი კონფისკაციის მომენტი. მოცემულ საქმეში მომჩივანი არ დაობდა, რომ თანხა იყო არაგონივრული და მან მოახერხა უზრუნველყოფის დროულად და ყოველგვარი გართულების გარეშე წარმოდგენა. ძირითადი საკითხი მოცემულ საქმეში მდგომარეობდა იმაში რომ მისი გამართლების შემდეგ უნდა მომხდარიყო თუ არა ამის გათვალისწინება გირაოს კონფისკაციაზე გადაწყვეტილების მიღების მომენტში.
გირაოს მიზანი იყო სისხლის სამართალწარმოების სწორად წარმართვა და კონკრეტულად კი ბრალდებულის სასამართლო განხილვაზე გამოცხადების უზრუნველყოფა. მოცემულ საქმეში სამართალწარმოების განხორციელებას მნიშვნელოვნად შეეშალა ხელი მომჩივანის მიერ გირაოს პირობების დარღვევის გამო. ის არ გამოცხადებულა არცერთ დაგეგმილ სასამართლო პროცესზე და არ გაუწევია არანაირი დახმარება სასამართლოსთვის საქმის განხილვის პროცესში, მიუხედავად იმისა რომ მისთვის ცნობილი იყო რომ მსგავსი ქმედებით ის არღვევდა გირაოს პირობებს. ამან გამოიწვია სამართალწარმოების პროცესის მნიშვნელოვნად გაჭიანურება და ასევე მომჩივანისთვის დოკუმენტაციის გადაცემაში პრობლემები. ფაქტი იმისა, რომ მომჩივანი საბოლოოდ გამართლდა არ ნიშნავს იმას, რომ მისი სისხლის სამართლებრივი დევნა იყო უკანონი ან გაუმართლებელი. მტკიცების სხვა სტანდარტი (გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი) იყო საჭირო ბრალდებისთვის და სისხლის სამართლებრივი დევნისთვის (როგორც წესი გონივრული ეჭვი დანაშაულის ჩადენის შესახებ). გონივრული ეჭვის შემთხვევებს ადგილი ჰქონდა რამაც საბოლოოდ არ გამოიწვია ბრალდება გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით. მიუხედავად ამისა, ესეთ სიტუაციებში სახელმწიფოს აქვს ლეგიტიმური ინტერესი იმ პირების მიმართ რომელთა შესახებაც არსებობს გონივრული ეჭვი გაატაროს ზომები, რომ მათ არ აარიდონ თავი მართლმსაჯულებას ან ხელი არ შეუშალონ მართლმსაჯულების განხორციელების პრიოცესს. შესაბამისად, სამართალწარმოების შედეგი ვერ იქონიებს პირდაპირ გავლენას იმ საკითხთან დაკავშირებით მოხდეს თუ არა გირაოს უზრუნველყოფის კონფისკაცია. საკითხი უფრო იმაში მდგომარეობს კონფისკაცია არის თუ არა პროპორციული იმის გათვალსიწინებით რომ მოხდა გირაოს პირობების დარღვევა სამართალწარმოების პროცესში. მიუხედავად იმისა რომ მომჩივანს შესაძლებელია ჰქონდა ობიექტური მიზეზები იმისა თუ რატომ არ ესწრებოდა ის სასამართლო პროცესს, რაც მისი პასპორტის მოპარვით იყო გამოწვეული, გადაწყვეტილება დაუსწრებელი სასამართლო პროცესის ჩატარების შესახებ არ ყოფილა მიღებული ორი წლისა და რვა თვის განმავლობაში მას შემდეგ რაც მან ახალი პასპორტი მიიღო. ამ გარემოებებში, ეროვნული სასამართლოების მიერ დადგინდა რა რომ მომჩივანი თავს არიდებდა სისხლის სამართლებრივ დევნას რჩებოდა რა ქვეყნის გარეთ რამოდენიმე წლის განმავლობაში გამოყენებული ღონისძიება არ ჩანს არაგონივრულად. მომჩივანისთვის ცნობილი იყო რა რომ ის არღვევდა გირაოს პირობებს არსებითი დროის განმავლობაში მას უნდა ეცნობებინა სასამართლოსთვის მისი რუსეთში საცხოვრებელი ადგილი და რეგულარულ კონტაქტში უნდა ყოფილიყო სასამართლოსთან, რაც მან არ შეასრულა. ბოლოს, კონფისკაციის შესახებ გადაწყვეტილება მიღებული იყო მას შემდეგ რაც შეჯიბრებითობის პროცესი სრულად ამოიწურა, ეროვნულმა სასამართლოებმა სიფრთხილით სრულად შეისწავლეს შესაბამისი საკითხები და საკუთარი გადაწყვეტილებისთვის წარმოადგინეს მნიშვნელოვანი საფუძვლები. დამატებითი ოქმი #1-ის მუხლი 1-ის საპროცესო მოთხოვნები ამით დაკმაყოფილდა. ამ გარემოებებში გადაწყვეტილება მომჩივანის გირაოს კონფისკაციის შესახებ აკმაყოფილებს “სამართლიანობის ბალანსს“ საზოგადოების ზოგადი ინტერესების მოთხოვნასა და მომჩივანის უფლებების მოთხოვნას შორის.
დასკვნა: არ არის დარღვევა (ექვსი ხმა ერთის წინააღმდეგ).
© ევროპის საბჭო/ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო
სამდივნოს მიერ მომზადებული მოცემული მოკლე მიმოხილვა
სასამართლოსათვის არასავალდებულოა.
იხილეთ აქ სასამართლო პრაქტიკის საინფორმაციო ბროშურები
© ევროპის საბჭო/ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო, 2013
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს ოფიციალური ენებია ინგლისური და ფრანგული. წინამდებარე თარგმანი შესრულებულია ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა სატრასტო ფონდის ხელშეწყობით (/humanrightstrustfund). იგი სასამართლოსათვის სავალდებულო ხასიათს არ ატარებს და არც მის ხარისხზე აკისრებს პასუხისმგებლობას. მოცემული დოკუმენტი შეიძლება ჩამოტვირთულ იქნას ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს HUDOC სასამართლო პრაქტიკის მონაცემთა ბაზიდან () ან ნებისმიერი სხვა მონაცემთა ბაზიდან, რომელთანაც სასამართლომ მოახდინა მისი გაზიარება. დასაშვებია თარგმანის რეპროდუქცირება არაკომერციული მიზნებისათვის იმ პირობით, რომ მოხდება საქმის სრული სახელწოდების ციტირება, მოცემულ საავტორო უფლებების აღნიშვნასა და ადამიანის უფლებათა სატრასტო ფონდზე მითითებით. წინამდებარე თარგმანის ნებისმიერი ნაწილის კომერციული მიზნებით გამოყენების სურვილის შემთხვევაში, გთხოვთ მოგვწეროთ შემდეგ მისამართზე: publishing@.
© Council of Europe/European Court of Human Rights, 2013
The official languages of the European Court of Human Rights are English and French. This translation was commissioned with the support of the Human Rights Trust Fund of the Council of Europe (/humanrightstrustfund). It does not bind the Court, nor does the Court take any responsibility for the quality thereof. It may be downloaded from the HUDOC case-law database of the European Court of Human Rights () or from any other database with which the Court has shared it. It may be reproduced for non-commercial purposes on condition that the full title of the case is cited, together with the above copyright indication and reference to the Human Rights Trust Fund. If it is intended to use any part of this translation for commercial purposes, please contact publishing@.
© Conseil de l’Europe/Cour européenne des droits de l’homme, 2013
Les langues officielles de la Cour européenne des droits de l’homme sont le français et l’anglais. La présente traduction a été effectuée avec le soutien du Fonds fiduciaire pour les droits de l’homme du Conseil de l’Europe (/humanrightstrustfund). Elle ne lie pas la Cour, et celle-ci décline toute responsabilité quant à sa qualité. Elle peut être téléchargée à partir de HUDOC, la base de jurisprudence de la Cour européenne des droits de l’homme (), ou de toute autre base de données à laquelle HUDOC l’a communiquée. Elle peut être reproduite à des fins non commerciales, sous réserve que le titre de l’affaire soit cité en entier et s’accompagne de l’indication de copyright ci-dessus ainsi que de la référence au Fonds fiduciaire pour les droits de l’homme. Toute personne souhaitant se servir de tout ou partie de la présente traduction à des fins commerciales est invitée à le signaler à l’adresse suivante : publishing@.
Full & Egal Universal Law Academy