© ევროპის საბჭო/ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო, 2012. წინამდებარე თარგმანი შესრულებულია ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა სატრასტო ფონდის ხელშეწყობით (/humanrightstrustfund). სასამართლოსათვის იგი სავალდებულო ხასიათს არ ატარებს. დამატებითი ინფორმაციისათვის იხილეთ საავტორო უფლებების სრული მიმოხილვა მოცემული დოკუმენტის ბოლოს.
Council of Europe/European Court of Human Rights, 2012. This translation was commissioned with the support of the Human Rights Trust Fund of the Council of Europe (/humanrightstrustfund). It does not bind the Court. For further information see the full copyright indication at the end of this document.
Conseil de l’Europe/Cour Européenne des Droits de l’Homme, 2012. La présente traduction a été effectuée avec le soutien du Fonds fiduciaire pour les droits de l’homme du Conseil de l’Europe (/humanrightstrustfund). Elle ne lie pas la Cour. Pour plus de renseignements veuillez lire l’indication de copyright/droits d’auteur à la fin du présent document.
საინფორმაციო ბარათი სასამართლოს პრეცედენტულ საქმეზე #116
2009 წლის თებერვალი
L’Erablière A.S.B.L. ბელგიის წინააღმდეგ – 49230/07
გადაწყვეტილება 24.2.2009 (II სექცია)
მუხლი 6
სამოქალაქო სამართალწარმოება
მუხლი 6-1
სამოქალაქო უფლებები და ვალდებულებები
ადგილობრივი გარემოს დამცველი ასოციაციის საჩივარი არა საზოგადო ინტერესების დაცვის გამო: მუხლი 6 შესაბამისია
სასამართლოს ხელმისაწვდომობა
გადაწყვეტილების მიღება იმის თაობაზე რომ აპელაცია დაუშვებელია ვინაიდან ის ეხება სადაო გადაწყვეტილებას ფაქტებთან მიმართებით: დარღვევა
ფაქტები: მომჩივანი არის არამომგებიანი ასოციაცია, რომელიც იბრძვის გარემოს დაცვისთვის მარს ნასონის რეგიონში, რომელიც ძირითადად შედგება ხუთი ბელგიური მუნიციპალიტეტისგან. 2004 წელს ერთერთმა მუნიციპალიტეტმა წერილობით შეატყობინა მომჩივან ასოციაციას, რომ გაიცა ნაგავსაყრელის ტერიტორიის გაზრდის დაგეგმარების ნებართვა. მომჩივანმა ასოციაციამ სასამართლოში გაასაჩივრა ეს გადაწყვეტილება და მოითხოვა მისი შეჩერება. მოგვიანებით 2004 წელს Conseild’ Etat–მა არ მიიღო სარჩელი გადაწყვეტილების შეჩერების თაობაზე იმ საფუძვლით რომ იქ დავის გამომწვევი ფაქტები არ იყო სწორად განმარტებული. 2007 წლის გადაწყვეტილებით ასოციაციის განცხადება სასამართლო განხილვის თაობაზე დაუშვებლად იქნა ცნობილი ვინაიდან ის არ შეიცავდა ფაქტებს რომელიც უზრუნველყოფდა დამატებით ინფორმაციას არამედ ის მხოლოდ ეხებოდა გასაჩივრებულ ღონისძიებას. ამასთანავე, Conseild’ Etat-მა, იგივე შემადგენლობით რომელმაც 2007 წლის გადაწყვეტილება გამოიტანა, განიხილა დაგეგმარების ნებართვის საქმე იგივე საკითხზე 2001 წელს გადაუდებელ სარჩელზე და 2005 წელს არსებითად. მომხსენებლი სამივე საქმეზე იყო ერთიდაიგივე პირი.
კანონი: მუხლი 6 შესაბამისობა: მომჩივანი ასოციაციის წესდებით ჩანს რომ მისი მიზანი შეზღუდულია სივრცეში და შინაარსით და წარმოადგენს გარემოს დაცვას მარს ნასონის რეგიონში, რეგიონი რომელიც სულ ხუთ მუნიციპალიტეტს აერთიანებს გარკვეულ ტერიტორიაზე. ასოციაციის ყველა დამფუძნებელი და ადმინისტრატორები ცხოვრობდნენ ამ მუნიციპალიტეტებში და ამიტომ შეიძლება განხილული ყოფილიყვნენ ადგილობრივ მაცხოვრებლებად რომელზეც გავლენას ახდენს ნაგავსაყრელის ტერიტორიის გაზრდის პროექტი. ნაგავსაყრელის ტერიტორიის გაზრდა მისი პირველადი ზომის მეხუთედით სავარაუდოდ გავლენას მოახდენს მათ პირად ცხოვრებაზე და არა უმნიშვნელოდ, იმ ყოველდღიური უსიამოვნო გარემოებების გამო რასაც ეს ნაგავსაყრელი გამოიწვევს და რაც თავის მხრივ ზეგავლენას იქონიებს შესაბამის მუნიციპალიტეტებში მათ ქონებაზე. მიზეზი იმისა, რომ კონვენციამ არ დაუშვა საჩივარი საზოგადო ინტერესების დაცვის გამო გამოწვეული იყო იმით რომ სასამართლოს თავი აერიდებინა ინდივიდუალური სარჩელებისთვის რომელიც შესაძლოა წარმოდგენილი ყოფილი ქვეყნის ყველა მოქალაქისთვის მოქმედი კანონმდებლობის საფუძველზე ან სასამართლო გადაწყვეტილების საფუძველზე რომლის მონაწილე მხარესაც არ წარმოადგენენ სხვები. მომჩივანი ასოციაციის ქმედება ვერ იქნება მიჩნეული საზოგადო ინტერესების დაცვის გამო წარმოდგენილ სარჩელად მოცემული საქმის გარემოებების და განსაკუთრებით სადაო ღონისძიების ბუნების, მომჩივანი ორგანიზაციის სტატუსის და მისი დამფუძნებლების გათვალისწინებით, ასევე იმ ფაქტის გათვალისწინებით რომ ორგანიზაციის მიზანი შეზღუდულია შინაარსით და სივრცეში და “ზოგადი ინტერესის” გამო რომელსაც ის იცავს. შესაბამისად მომჩივანი ასოციაციის მიერ წამოყენებული “საკითხი” და მასთან საკმარისი კავშირის მქონე “უფლება” იძლევა საშუალებას ასოციაცია განხილულ იქნას იურიდიულ პირად იმისათვის რომ მუხლი 6 იყოს შესაბამისი.
მომჩივანი ასოციაციის სასამართლოს ხელმისაწვდომობის უფლება: ართმევს თუ არა ასოციაციას საქმის არსებითად განხილვის უფლებას მომჩივანი ასოციაციის მიერ საკითხის სასამართლო განხილვაზე უარი Conseild’ Etat-ის მიერ და მის მიერ ჩამოყალიბებული უარის მიზეზები? ამ კონკრეტულ შემთხვევაში არ შეიძლება ითქვას რომ საკითხის სასამართლო განხილვის მოთხოვნა წარდგენილი იყო ისე რომ მან საშულება არ მისცა Conseild’ Etat –ს გაცნობოდა საქმის ფაქტებს. გარდა ამისა, Conseild’ Etat-ს ერთიდაიგივე მოსამართლეს ადრე განხილული ქონდა დაგეგმარების განაცხადი იგივე საკითხთან დაკავშირებით, გამოტანილი აქვს სააპელაციო გადაწყვეტილება, გადაუდებელ სარჩელზე და არსებითად განხილულ საქმეზე. მომხსენებელიც იყო ერთიდაიგივე ადამიანი სამივე შემთხვევაში. არსებული გარემოებების გათვალისინებით მომჩივანი ასოციაციის სასამართლო ხელმისაწვდომობის უფლებაზე დაწესებული შეზღუდვა არ იყო მართლმსაჯულების ადმინისტრირების და კანონიერი რწმენის მიზნის თანაზომიერი.
დასკვნა: დარღვევა (ერთხმად)
მუხლი 41-3000 ევრო მორალური ზიანის ასანაზღაურებლად
© ევროპის საბჭო/ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო, 2012
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს ოფიციალური ენებია ინგლისური და ფრანგული. წინამდებარე თარგმანი შესრულებულია ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა სატრასტო ფონდის ხელშეწყობით (/humanrightstrustfund). იგი სასამართლოსათვის სავალდებულო ხასიათს არ ატარებს და არც მის ხარისხზე აკისრებს პასუხისმგებლობას. მოცემული დოკუმენტი შეიძლება ჩამოტვირთულ იქნას ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს HUDOC სასამართლო პრაქტიკის მონაცემთა ბაზიდან () ან ნებისმიერი სხვა მონაცემთა ბაზიდან, რომელთანაც სასამართლომ მოახდინა მისი გაზიარება. დასაშვებია თარგმანის რეპროდუქცირება არაკომერციული მიზნებისათვის იმ პირობით, რომ მოხდება საქმის სრული სახელწოდების ციტირება, მოცემულ საავტორო უფლებების აღნიშვნასა და ადამიანის უფლებათა სატრასტო ფონდზე მითითებით. წინამდებარე თარგმანის ნებისმიერი ნაწილის კომერციული მიზნებით გამოყენების სურვილის შემთხვევაში, გთხოვთ მოგვწეროთ შემდეგ მისამართზე: publishing@.
© Council of Europe/European Court of Human Rights, 2012
The official languages of the European Court of Human Rights are English and French. This translation was commissioned with the support of the Human Rights Trust Fund of the Council of Europe (/humanrightstrustfund). It does not bind the Court, nor does the Court take any responsibility for the quality thereof. It may be downloaded from the HUDOC case-law database of the European Court of Human Rights () or from any other database with which the Court has shared it. It may be reproduced for non-commercial purposes on condition that the full title of the case is cited, together with the above copyright indication and reference to the Human Rights Trust Fund. If it is intended to use any part of this translation for commercial purposes, please contact publishing@.
© Conseil de l’Europe/Cour européenne des droits de l’homme, 2012
Les langues officielles de la Cour européenne des droits de l’homme sont le français et l’anglais. La présente traduction a été effectuée avec le soutien du Fonds fiduciaire pour les droits de l’homme du Conseil de l’Europe (/humanrightstrustfund). Elle ne lie pas la Cour, et celle-ci décline toute responsabilité quant à sa qualité. Elle peut être téléchargée à partir de HUDOC, la base de jurisprudence de la Cour européenne des droits de l’homme (), ou de toute autre base de données à laquelle HUDOC l’a communiquée. Elle peut être reproduite à des fins non commerciales, sous réserve que le titre de l’affaire soit cité en entier et s’accompagne de l’indication de copyright ci-dessus ainsi que de la référence au Fonds fiduciaire pour les droits de l’homme. Toute personne souhaitant se servir de tout ou partie de la présente traduction à des fins commerciales est invitée à le signaler à l’adresse suivante : publishing@.
Click here for the Case-Law Information Notes
Full & Egal Universal Law Academy