© ევროპის საბჭო/ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო, 2012. წინამდებარე თარგმანი შესრულებულია ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა სატრასტო ფონდის ხელშეწყობით (/humanrightstrustfund). სასამართლოსათვის იგი სავალდებულო ხასიათს არ ატარებს. დამატებითი ინფორმაციისათვის იხილეთ საავტორო უფლებების სრული მიმოხილვა მოცემული დოკუმენტის ბოლოს.
Council of Europe/European Court of Human Rights, 2012. This translation was commissioned with the support of the Human Rights Trust Fund of the Council of Europe (/humanrightstrustfund). It does not bind the Court. For further information see the full copyright indication at the end of this document.
Conseil de l’Europe/Cour Européenne des Droits de l’Homme, 2012. La présente traduction a été effectuée avec le soutien du Fonds fiduciaire pour les droits de l’homme du Conseil de l’Europe (/humanrightstrustfund). Elle ne lie pas la Cour. Pour plus de renseignements veuillez lire l’indication de copyright/droits d’auteur à la fin du présent document.
საინფორმაციო შეტყობინება სასამართლოს პრეცედენტულ სამართალზე #101
ოქტომბერი 2007
ლინდონი, ოჩაკოვსკი-ლორენი და ჟული (Lindon, Otchakovsky-Laurens and July) საფრანგეთის წინააღმდეგ - 21279/02
გადაწყვეტილება 22.10.2007 [დიდი პალატა]
მე-10 მუხლი
მუხლი 10.1
გამოხატვის თავისუფლება
რომანის ავტორს და გამომცემელს პასუხისმგებლობა დაეკისრა ექსტრემისტი მემარჯვენე პარტიისა და მისი პრეზიდენტის ცილისწამებისთვის: დარღვევა არ ჰქონდა ადგილი
გაზეთის დირექტორს პასუხისმგებლობა დაეკისრა ცილისწამებისთვის ზემოთ აღნიშნული მსჯავრდების საწინააღმდეგოდ სადავო პასაჟებისა და პროტესტის განმეორების პეტიციის გამოქვეყნების შემდეგ: დარღვევას არ ჰქონდა ადგილი
მე-6 მუხლი
სისხლის სამართალწარმოება
მუხლი 6.1
მიუკერძოებელი სასამართლო
სააპელაციო სასამართლოს მიუკერძოებლობა, მაშინ როცა მოსამართლეთაგან ორს, რომელთაც გადაწყვიტეს, რომ გაზეთში კონკრეტული ნოველიდან პასაჟების რეპროდუცირება იყო ცილისმწამებლური, უკვე მიჩნეული ქონდათ ეს პასაჟები ცილისმწამებლურად ავტორისა და გამომცემლის წინააღმდეგ არსებული სამართალწარმოებისას: დარღვევას არ ქონდა ადგილი
ფაქტები: მწერალი, ბატონი ლინდონი არის ავტორი ნაშრომისა, რომელიც წარმოდგენილ იქნა როგორც რომანი და აქვს შემდეგი სათაური Le Procès de Jean-Marie Le Pen (ჟან-მარი ლო პენის გასამართლება). რომანი ეხება „ფრონტ ნაციონალის“ - ულტრამემარჯვენე პოლიტიკური პარტიის თავმჯდომარეს. ბატონი ოჩაკოვსკი-ლორენი გამომცემელია. ნამდვილ ამბავზე აგებული რომანი, თუმცა ასევე მხატვრული ელემენტებით, „ფრონტ ნაციონალის“ აქტივისტის სასამართლო პროცესს აღწერს. აქტვისტმა პარტიის სხვა აქტივისტებთან ერთად პოსტერების გაკვრისას ჩრდილოეთ აფრიკული წარმოშობის ახალგაზრდა მამაკაცის ცივსისხლიანი მკვლელობა ჩაიდინა. რომანში ღიად დაისმის საფრანგეთში რასიზმის ზრდისთვის და ამ სენთან ბრძოლის სირთულეებთან მიმართებით „ფრონტ ნაციონალისა“ და ბატონი ლე პენის პასუხისმგებლობის საკითხი.
„ფრონტ ნაციონალისა“ და ბატონი ლე პენის მიერ ინიცირებული სამართალწარმოების შედეგად ბატონ ოჩაკოვსკი-ლორენს პასუხისმგებლობა დაეკისრა ცილისწამებისთვის, ხოლო ბატონ ლინდონს ამ სამართალდარღვევაში თანამონაწილეობისთვის. ორივენი დაჯარიმდნენ, დაეკისრათ ზიანის ანაზღაურება ერთობლივად და დაევალათ სასამართლო გადაწყვეტილების შესახებ ინფორმაციის გამოქვეყნება. სასამართლომ რომანიდან ოთხი პასაჟი მიიჩნია ცილისმწამებლურად, მიუთითა რა რომ მომჩივნებისთვის მიწერილი დანაშაული გამოგონილი იყო და ავტორმა დაამახინჯა ფაქტები ბატონი ლე პენისა და მისი პარტიის მიმართ მკითხველთა მტრული დამოკიდებულების გასაძლიერებლად.
ერთი თვის შემდეგ ყოველდღიურმა გაზეთ Libération-მა გამოაქვეყნა სტატია პეტიციის ფორმით მსჯავრდების წინააღმდეგ, რომელსაც 97 მწერალი აწერდა ხელს. სტატიაში სრულად იყო მოცემული ის პასაჟები, რომლებიც სასამართლომ ცილისმწამებლურად მიიჩნია და სადაოს ხდიდნენ მის დახასიათებას.
Libération-ის საგამომცემლო დირექტორი ბატონი ჟული „ფრონტ ნაციონალმა“ და ბატონმა ლე პენმა სასამართლოში იხმეს, სადაც ის დამნაშავედ ცნეს ცილისწამებაში და განუსაზღვრეს ჯარიმის გადახდა და ზიანის ანაზღაურება, არა მწერალთა მოსაზრებების გაშუქებისთვის, არამედ იმ სამართალდარღვევის ჩადენისთვის, რისთვისაც ბატონ ლინდონსა და ბატონ ოჩაკოვსკი-ლორენს პასუხისმგებლობა დაეკისრათ, სადავო პასაჟების რეპროდუცირებისთვის.
პარიზის სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა ბატონი ლინდონისა და ოჩაკოვსკი-ლორენის მიმართ გადაწყვეტილება ჯარიმის, ზიანის ანაზღაურების დაკისრებისა და წიგნიდან ცილისმწამებლური სამი პასაჟის ნაწილში. ეს პასაჟები შეიცავდა შემდეგ მინიშნებებს ბატონ ლე პენზე: ის არის „არა პოლიტიკური პარტიის თავმჯდომარე, არამედ მკვლელების ბანდის მეთაური“, ალ კაპონეს მსგავსად; მისი სიტყვები და მტკიცებები სავსეა „რასისტული მითითებით...რომელიც ვერ ინიღბება“ და რომ „მათში ჩაქსოვილია კაცობრიობის ისტორიის ყველაზე უარეს სისაძაგლეთა მთელი სპექტრი“; და რომ ის არის „ვამპირი, რომელიც საკუთარი ელექტორატის უბედურებით საზრდოობს, ხანდახან მათ სისხლითაც, როგორც მისი მტრების სისხლით“. სასამართლომ მიიჩნია, რომ ავტორმა არ მოახდინა გამოხატული მოსაზრებებისგან საკმარისი დისტანცირება და, პოლიტიკური ბრძოლასთან მიმართებით კითხვის დასმის ან სამოქალაქო პარტიების იდეების ან ღირებულებების სიძულვილის გაკრიტიკების გარეშე, მიუთითა, რომ სხვა ფაქტორები, რომელთაც შეეძლო, გაემყარებინა კეთილსინდისიერების დაცვა (ზომიერად და წინასწარი გადამოწმების საფუძველზე გაკეთებული ვარაუდები) არ არსებობდა. საკასაციო სასამართლომ ძალაში დატოვა გადაწყვეტილება.
პარალელურად პარიზის სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა ბატონი ჟულის მსჯავრდება. რაც შეეხება სტატიის ცილისმწამებლურ ბუნებას, სასამართლო დაეყრდნო ბატონი ლინდონისა და ბატონი ოჩაკოვსკი-ლორენის წინააღმდეგ მიღებული გადაწყვეტილების დასაბუთებას, რაც მისი განცხადებით „აქაც მოქმედებდა“. სასამართლომ აღარ გაითვალისწინა კეთილსინდისიერების დაცვის არგუმენტი, რადგანაც პეტიციის ავტორების მიზანი იყო მათი მხარდაჭერის გამოხატვა მატიე ლინდონის მიმართ „დაუმორჩილებლად, მტკიცედ განმეორებით იმ პასაჟებისა, რომლებიც სასამართლომ ცილისმწამებლურად მიიჩნია ამ მინიშნებების ცილისმწამებლურ ბუნებასთან მიმართებით კითხვების დასმის გარეშე“. საკასაციო სასამართლომ არ დააკმაყოფილა ბატონი ჟულის საჩივარი კანონმდებლობის ნაწილში, კერძოდ კი იმ არგუმენტთან მიმართებით, რომ სააპელაციო სასამართლო მიკერძოებული იყო, რადგანაც მისი თავმჯდომარე და ერთერთი მოსამართლე მონაწილეობდნენ ბატონი ლინდონისა და ბატონი ოჩაკოვსკი-ლორენის საქმის განხილვაში.
კანონმდებლობა: მე-10 მუხლი - განმცხადებელთა პასუხისმგებლობის სამართლებრივ საფუძველს წარმოადგენს 1881 წლის 29 ივლისის პრესის თავისუფლების კანონის ნათელი და ხელმისაწვდომი დებულებები ცილისწამების შესახებ, რაც, ეროვნული კანონმდებლობის თანახმად, შესაძლოა აისახოს მხატვრული ლიტერატურის ნაწარმოებში, სადაც ადამიანზე, რომელიც ცილისწამებაზე მიუთითებს აშკარა მინიშნებაა. ამასთან დაკავშირებით პრეცედენტული სამართალი მოძველებული და მეტად მწირი გახლდათ. თუმცა, გამომცემლობის სფეროში მოღვაწეებს ევალებათ, იცნობდნენ საკანონმდებლო ნორმებს და პრეცედენტულ სამართალს, მათ შორის კონსულტაცია გაიარონ შესაბამისი სპეციალიზაციის იურისტთან. შესაბამისად, ჩარევა კანონით იყო განსაზღვრული და ასევე ემსახურებოდა სხვათა რეპუტაციის ან უფლებების დაცვის ლეგიტიმურ მიზანს. ავტორსა და გამომცემელზე დაკისრებული სასჯელი არ იყო მიმართული მთელს რომანში მოცემული არგუმენტაციის წინააღმდეგ, არამედ ამ ნაშრომის მხოლოდ სამი პასაჟის შინაარსს ეხებოდა. აღნიშნული პასაჟების ცილისმწამებლურობის შესაფასებლად სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოყენებული კრიტერიუმი შეესაბამება მე-10 მუხლს.
იმის მითითება, რომ ყველა ნაწარმოებმა, მათ შორის რომანისტულმა, შეიძლება გამოიწვიოს პასუხისმგებლობა ცილისწამებისთვის, შეესაბამება მე-10 მუხლს. საყოველთაოდ ცნობილია, რომ ყველას ვინც ქმნის ან ავრცელებს ლიტერატურულ ნაწარმოებს, წვლილი შეაქვს იდეებისა და მოსაზრებების გაცვლაში, რაც აუცილებელია დემოკრატიული საზოგადოებისთვის, შესაბამისად, სახელმწიფოზეა მოვალეობა, არასათანადოდ არ შეზღუდოს მათი გამოხატვის თავისუფლება, განსაკუთრებით ისეთ შემთხვევებში, როგორიც ეს წინამდებარე საქმეში იყო, როდესაც ნაწარმოები შეიცავს პოლიტიკურ ან საბრძოლო განაცხადებს. მიუხედავად ამისა, რომანისტებმა და მათი ნაშრომების პოპულარიზაციით დაკავებულმა პირებმა უნდა გაითავისონ გარკვეული „მოვალეობები და პასუხისმგებლობა“. ცილისწამების დადგენა არ შეიძლება გაკრიტიკებულ იქნეს პრობლემური პასაჟების მტრული შინაარსის თვალსაზრისით და იმიტომ რომ მათ დაასახელეს „ფრონტ ნაციონალი“ და მისი თავმჯდომარე. უფრო მეტიც, ცილისმწამებლურად ჩაითვალა მხოლოდ ის მინიშნებები, რომლებიც ავტორის მოსაზრებებს ასახავდა და არა ისინი, რომელთაგანაც ავტორი დისტანცირდა.
სააპელაციო სასამართლოს მიგნება, რომ სამი პრობლემური პასაჟი არ ეფუძნებოდა საბაზისო გადამოწმებას, ასევე შეესაბამება სტრასბურგის პრეცედენტულ სამართალს. ფაქტების კონსტატაციის, რომელთა არსებობის დემონსტრირებაც შესაძლებელი იყო და სუბიექტურ შეფასების გამიჯვნა, რომლის ნამდვილობა არ იყო გამყარებული მტკიცებულებით, ყოველთვის არ არის აუცილებელი რომანის ამონარიდების განხილვისას, გარდა იმ შემთხვევისა, როგორც წინამდებარე საქმეშია, როდესაც ნაწარმოებში აღრეულია ფაქტები და მხატვრული ნაწილი და შედეგად არის არა მხოლოდ მხატვრული შემოქმედება, არამედ ხდება ნამდვილი პერსონაჟებისა და ფაქტების წარმოჩენა. ასევე მისაღები იყო განმცხადებლებისგან იმის მოთხოვნა, რომ რომანის პასაჟებში ასახულ ვარაუდებს, რომლებიც ცილისმწამებლურად ჩაითვალა, ჰქონდა „საკმარისი ფაქტობრივი საფუძველი“ რადგანაც არ იყო წმინდად სუბიექტური მოსაზრება არამედ წარმოადგენდა ფაქტების ვარაუდს. ამასთან, სააპელაციო სასამართლომ მიიღო შეფასებითი მიდგომა, გააკრიტიკა რა განმცხადებლები არა იმისთვის, რომ ვერ დაადასტურეს მტკიცებათა ნამდვილობა, არამედ იმისთვის, რომ ვერ განახორციელეს წინასწარი „საბაზისო გადამოწმება“.
სააპელაციო სასამართლოს მიგნება, რომ სადავო ჩანაწერების შინაარსი არ იყო საკმარისად „მშვიდი“ ასევე შეესაბამება სტრასბურგის პრეცედენტულ სამართალს. სააპელაციო სასამართლომ მოახდინა ფაქტების გონივრული შეფასება, იმის დადგენისას, რომ ადამიანის მიმსგავსებისას, თუნდაც პოლიტიკოსის, როგორიც არის ბატონი პენი, ის დაექვემდებარა სასტიკ კრიტიკას, როგორც „მკვლელების ბანდის მეთაური“, მიეწერა მკვლელობა, თუნდაც გამოგონილი პერსონაჟის მიერ ჩადენილი, რომელსაც ის „ადვოკატირებდა“ და ის აღწერეს როგორც „ვამპირი, რომელიც მისი ელექტორატის უბედურებით საზრდოობდა, ხანდახან კი მათ სისხლითაც“, „ასეთ საკითხებში დასაშვები ზღვარის გადამეტება მოხდა“. პოლიტიკურ დაპირისპირებაში ჩართულებმა უნდა აჩვენონ მოდერაციისა და შესაბამისობის მინიმალური ზღვარი. ოპონენტის სტიგმატიზების გამომხატველმა და ძალადობისა და სიძულვილის წამახალისებელმა ჩანაწერმა გადააჭარბა იმას, რაც დასაშვებია პოლიტიკურ დებატში, თვით იმ პირთან მიმართებით, ვისაც პოლიტიკურ სპექტრში ექსტრემისტული პოზიცია აქვს.
მოკლედ რომ შეჯამდეს, სააპელაციო სასამართლოს მხრიდან ავტორისა და გამომცემლის ბრალდება ემყარებოდა „შესაბამის და საკმარის“ საფუძვლებს. დაკისრებული პასუხისმგებლობა არ იყო არაპროპორციული.
რაც შეეხება ბატონ ჟულის, Libération-ის გამომცემლობის დირექტორს, მას პასუხისმგებლობა დაეკისრა პეტიციის გამოქვეყნებისთვის, რომელშიც ნოველიდან იმ ამონარიდების რეპროდუქცია მოხდა, რომლებიც შეიცავდა „განსაკუთრებულად სერიოზულ ვარაუდებს“ და შეურაცხმყოფელ მინიშნებებს და რომლის ხელმომწერები, იმეორებდნენ რა ამ ვარაუდებს და მინიშნებებს დადასტურებით, უარყოფდნენ რომ ეს ამონარიდები ცილისმწამებლური იყო, მიუხედავად საპირისპირო სასამართლო გადაწყვეტილებისა.
რომანის შეურაცხმყოფელი შინაარსის, ასევე ცილისმწამებლური მინიშნებების საზოგადოებაზე პოტენციური გავლენის, რაც მაღალი ტირაჟის ეროვნული ყოველდღიური გაზეთის მეშვეობით მოხდა, და იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ აუცილებელი არ იყო ამ ამონარიდების რეპროდუცირება ავტორისა და გამომცემლის პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ სრული ანგარიშის წარმოსადგენად და კრიტიკისთვის, ბატონმა ჟულიმ ამ მინიშნებების რეპროდუცირებით გადააჭარბა „პროვოცირების“ დასაშვებ ზღვარს. ასევე ანგარიშგასაწევია დასახელებული პირების რეპუტაციისა და სხვათა უფლებების დაცვის აუცილებლობა. აღსანიშნავია, რომ დაკისრებული ჯარიმა და ზიანის ანაზღაურება მოკრძალებული იყო.
დადგენილება: დარღვევას არ ქონდა ადგილი (ცამეტი ხმა ოთხის წინააღმდეგ).
მუხლი 6.1 – ბატონმა ჟულიმ განაცხადა, რომ სასამართლო მოკლებული იყო მიუკერძოებლობას, ვინაიდან ორ მოსამართლეს იმ სამი მოსამართლიდან რომელთაც განიხილეს პეტიციის გამოქვეყნებით ცილისწამებისთვის მისი პასუხისმგებლობის საკითხი, გადაწყვეტილება ქონდათ მიღებული პეტიციაში რომანიდან ციტირებული შეურაცხმყოფელი პასაჟების ცილისმწამებლურ ბუნებასთან დაკავშირებით.
თუმცა, არ არსებობდა მტკიცებულება, რომელიც მიუთითებდა, რომ ეს ორი მოსამართლე პირადი მიკერძოების გავლენით მოქმედებდა როდესაც მათ საქმის გარემოებები მოისმინეს, რაც შეეხება პარიზის სააპელაციო სასამართლოს კოლეგიის შემადგენლობას, ეს შიში არ იყო ობიექტურად დასაბუთებული შემდეგ მიზეზთა გამო.
მიუხედავად იმისა, რომ ისინი დაკავშირებული იყვნენ, ამ ორი საქმის ფაქტობრივი გარემოებები განსხვავდებოდა და „პასუხისგებაში მიცემული“ არ იყო იგივე. უფრო მეტიც, ისიც ნათელი იყო, რომ რომანის ავტორისა და გამომცემლის საქმეზე მიღებულ გადაწყვეტილებებში არ იყო არანაირი წინასწარი ვარაუდი ბატონი ჟულის ბრალეულობის შესახებ. ბატონი ჟულის საქმეზე გადაწყვეტილებაში პარიზის სააპელაციო სასამართლომ განსახილველი პასაჟების ცილისმწამებლურ ბუნებასთან დაკავშირებით მიუთითა ბატონი ლინდონისა და ბატონი ოჩაკოვსკი-ლორენის საქმეზე სასამართლო გადაწყვეტილებაზე მხოლოდ იმიტომ რომ ეს გადაწყვეტილება უკვე წარმოადგენდა res judicata-ს. ბატონი ჟულის კეთილსინდისიერად მოქმედების საკითხი ღიად დარჩა, მიუხედავად პირველი გადაწყვეტილებისა.
გაკრიტიკებული ორი მოსამართლის კოლეგიაში მონაწილეობას არ შეეძლო შეებღალა სასამართლოს ობიექტურობა და მიუკერძოებლობა: რაც შეეხება ცილისმწამებლური ტექსტის დახასიათებას, ნებისმიერი სხვა მოსამართლისთვის სავალდებულო იქნებოდა res judicata პრინციპი, რაც ნიშნავდა იმას, რომ ამ ორ მოსამართლეს არანაირი გავლენა არ მოუხდენია მეორე გადაწყვეტილების შესაბამის ნაწილზე; და რაც შეეხება კეთილსინდისიერების საკითხს, რომელიც ამ ორ საქმეს შორის მჭიდრო კავშირის მიუხედავად სრულიად დამოუკიდებელი საკითხი იყო, არ არსებობს მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა, რომ მოსამართლეები მოქმედებდნენ წინა საქმეზე მათი შეფასების ზეგავლენით.
დადგენილება: დარღვევას არ ქონდა ადგილი (ერთხმად)
© ევროპის საბჭო/ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო
სამდივნოს მიერ მომზადებული ეს მოკლე შეჯამება სავალდებულო არ არის სასამართლოსთვის
სასამართლო გადაწყვეტილებების მოკლე შეჯამებებისთვის მიჰყევით ბმულს Case-Law Information Notes
© ევროპის საბჭო/ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო, 2012
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს ოფიციალური ენებია ინგლისური და ფრანგული. წინამდებარე თარგმანი შესრულებულია ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა სატრასტო ფონდის ხელშეწყობით (/humanrightstrustfund). იგი სასამართლოსათვის სავალდებულო ხასიათს არ ატარებს და არც მის ხარისხზე აკისრებს პასუხისმგებლობას. მოცემული დოკუმენტი შეიძლება ჩამოტვირთულ იქნას ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს HUDOC სასამართლო პრაქტიკის მონაცემთა ბაზიდან () ან ნებისმიერი სხვა მონაცემთა ბაზიდან, რომელთანაც სასამართლომ მოახდინა მისი გაზიარება. დასაშვებია თარგმანის რეპროდუქცირება არაკომერციული მიზნებისათვის იმ პირობით, რომ მოხდება საქმის სრული სახელწოდების ციტირება, მოცემულ საავტორო უფლებების აღნიშვნასა და ადამიანის უფლებათა სატრასტო ფონდზე მითითებით. წინამდებარე თარგმანის ნებისმიერი ნაწილის კომერციული მიზნებით გამოყენების სურვილის შემთხვევაში, გთხოვთ მოგვწეროთ შემდეგ მისამართზე: publishing@.
© Council of Europe/European Court of Human Rights, 2012
The official languages of the European Court of Human Rights are English and French. This translation was commissioned with the support of the Human Rights Trust Fund of the Council of Europe (/humanrightstrustfund). It does not bind the Court, nor does the Court take any responsibility for the quality thereof. It may be downloaded from the HUDOC case-law database of the European Court of Human Rights () or from any other database with which the Court has shared it. It may be reproduced for non-commercial purposes on condition that the full title of the case is cited, together with the above copyright indication and reference to the Human Rights Trust Fund. If it is intended to use any part of this translation for commercial purposes, please contact publishing@.
© Conseil de l’Europe/Cour européenne des droits de l’homme, 2012
Les langues officielles de la Cour européenne des droits de l’homme sont le français et l’anglais. La présente traduction a été effectuée avec le soutien du Fonds fiduciaire pour les droits de l’homme du Conseil de l’Europe (/humanrightstrustfund). Elle ne lie pas la Cour, et celle-ci décline toute responsabilité quant à sa qualité. Elle peut être téléchargée à partir de HUDOC, la base de jurisprudence de la Cour européenne des droits de l’homme (), ou de toute autre base de données à laquelle HUDOC l’a communiquée. Elle peut être reproduite à des fins non commerciales, sous réserve que le titre de l’affaire soit cité en entier et s’accompagne de l’indication de copyright ci-dessus ainsi que de la référence au Fonds fiduciaire pour les droits de l’homme. Toute personne souhaitant se servir de tout ou partie de la présente traduction à des fins commerciales est invitée à le signaler à l’adresse suivante : publishing@.
Full & Egal Universal Law Academy