Geo: დოკუმენტი მომზადებულია საქართველოს უზენაესი სასამართლოს ანალიტიკური განყოფილების ადამიანის უფლებათა ცენტრის (www.supremecourt.ge) მიერ. თარგმანის ხელახალი გამოქვეყნების ნებართვა გაცემულია მხოლოდ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს HUDOC-ის მონაცემთა ბაზაში განთავსების მიზნით.
Eng: The document was provided by the Supreme Court of Georgia, Human Rights Centre of the Analytical Department (www.supremecourt.ge). Permission to republish this translation has been granted for the sole purpose of its inclusion in the European Court of Human Rights database HUDOC.
LTD BEQANASI v. GEORGIA
შპს ბექანასი საქართველოს წინააღმდეგ
საჩივარი 28407/19
გადაწყვეტილება
სტრასბურგი
11 ივლისი 2024
განსახილველი საქმის საგანი
საქმე ეხება, ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის 1-ლი ოქმის 1-ლი მუხლის მიხედვით, სახელმწიფოს მიერ მომჩივანი კომპანიის კუთვნილი ტრაქტორის კონფისკაციას, რომელიც კლასიფიცირებული იყო, როგორც დანაშაულის იარაღი.ადმინისტრაციული სამართალწარმოება2018 წლის 27 ივლისს, მცხეთის რიონული სასამართლოს მაგისტრატმა მოსამართლემ, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის (“გარემოს დაცვის სამინისტრო”) შუამდგომლობის საფუძველზე, დაადგინა მომჩივანი კომპანიის პასუხისმგებლობა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევაში, მოქმედი ნებართვის გარეშე ბუნებრივი რესურსების ექსპლუატაციისათვის (კერძოდ, მისთვის ნებადართული ტერიტორიის გარეთ ტრაქტორის გამოყენება) და დააკისრა ჯარიმის გადახდა 1000 ლარის (“Gel”) (დაახლოებით 350 ევრო (EUR)) ოდენობით და დამატებით 201 ლარი (დაახლოებით 70 ევრო) მომჩივანი კომპანიის მიერ გარემოსათვის მიყენებული ზიანის კომპენსირებისათვის.2018 წლის 13 სექტემბერს, სახელმწიფოს აპელაციის საფუძველზე, თბილისის სააპელაციო სასამართლომ საქმე განსახილველად დაუბრუნა მცხეთის სააპელაციო სასამართლოს. 2018 წლის 5 ოქტომბერს, მაგისტრატმა მოსამართლემ ბრძანა, კომპანიისათვის დაკისრებულ ჯარიმასა და კომპენსაციასთან ერთად, მომჩივნის კომპანიის ტრაქტორის (2011 წელს 54,560 აშშ დოლარად ნაყიდი (დაახლოებით 49,087 ევრო) კონფისკაცია. მაგისტრატმა მოსამართლემ დაადგინა, რომ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 571-ე მუხლის თანახმად დანაშაულის იარაღად კლასიფიცირებული ინსტრუმენტი ექვემდებარებოდა კონფისკაციას (იხილეთ ქვემოთ, პარაგრაფი 8).2018 წლის 29 ნოემბერს თბილისის სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 571-ე მუხლი ითვალისწინებს დანაშაულის ჩადენის ყველა ინსტრუმენტის კონფისკაციას. ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება არ საჩივრდება.მომჩივანი კომპანია, კონვენციის 1-ლი ოქმის 1-ლი მუხლის მიხედვით, ჩიოდა, რომ მისი ტრაქტორის კონფისკაცია არაპროპორციული ღონისძიება იყო.
კონსტიტუციური სამართალწარმოება2019 წლის 30 დეკემბერს მომჩივანმა კომპანიამ საკონსტიტუციო სასამართლოში შეიტანა კონსტიტუციური სარჩელი და დავობდა, რომ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 571-ე მუხლი არ შეესაბამებოდა კონსტიტუციის მე-19 მუხლის 1-ელ და მე-2 პუნქტებს (საკუთრების უფლება). იგი ამტკიცებდა, inter alia, რომ კონფისკაციის იძულებითი ხასიათი, როგორც ამას ითვალისწინებს ასკ-ის 571-ე მუხლი, იყო არაკონსტიტუციური, რამდენადაც იგი ხელს უშლიდა სასამართლოებს თითოეული საქმის ინდივიდუალური გარემოებების გათვალისწინებით საჯარო და კერძო ინტერესების დაბალანსებაში. გარდა ამისა, ადმინისტრაციული სანქციის ინდივიდუალიზაციის შეუძლებლობა ეწინააღმდეგებოდა საკუთრების უფლებასთან დაკავშირებული პროპროციულობის პრინციპს, რაც გათვალისწინებულია კონსტიტუციით და კონვენციით.2020 წლის 12 ნოემბერს საკონსტიტუციო სასამართლომ დააკმაყოფილა ზემოთ ხსენებული კონსტიტუციური სარჩელი, რომლითაც, ასკ-ის 571-ე მუხლის შინაარსი არაკონსტიტუციურად ცნო. მან, სხვა საკითხებთან ერთად, დაადგინა, რომ კონფისკაციის იძულებითი ხასიათი პრობლემურია, ვინაიდან იგი არ იძლეოდა საქმის ინდივიდუალური გარემოებების განხილვის ან ინდივიდუალური და პროპორციული სანქციების გამოყენების შესაძლებლობას.
მნიშვნელოვანი სამართლებრივი ჩარჩო
საქართველოს ადმინისრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის (“ასკ”), შესაბამისი დებულებები, რომელიც იმ დროისათვის მოქმედი იყო, იკითხება შემდეგნაირად:“მუხლი 29. იმ საგნის კონფისკაცია, რომელიც ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის იარაღი ან უშუალო ობიექტი იყო
იმ საგნის კონფისკაცია, რომელიც ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის იარაღი ან უშუალო ობიექტი ... გულისხმობს მის სახელმწიფოს საკუთრებაში იძულებით, უსასყიდლოდ გადაცემას. კონფისკაციას ექვემდებარება მხოლოდ სამართალდამრღვევის საკუთრებაში არსებული საგანი, თუ საქართველოს საკანონმდებლო აქტით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
...”
“ მუხლი 571. წიაღით სარგებლობა სათანადო ლიცენზიის გარეშე
წიაღით სარგებლობა სათანადო ლიცენზიის გარეშე გამოიწვევს დაჯარიმებას 2 000 ლარიდან 2 500 ლარამდე, სამართალდარღვევის იარაღის კონფისკაციით ან უამისოდ და სამართალდარღვევის ობიექტის კონფისკაციით ...”
სასამართლოს შეფასება
კონვენციის 1-ლი ოქმის 1-ლი მუხლის სავარაუდო დარღვევასასამართლო არ იზიარებს მთავრობის არგუმენტს, რომ მომჩივან კომპანიას შემთხვევაზე პასუხისმგებელი ტრაქტორის მძღოლისაგან უნდა მოეთხოვა ზიანის ანაზღაურება. იგი ამასთან დაკავშირებით აღნიშნავს, რომ მომჩივანი კომპანიის საჩივრის არსი ეხებოდა სახეომწიფო ხელისუფლების მიერ საკუთრების კონფისკაციის იძულებით ბუნებას და არა ჯარიმის დაკისრებას და/ან მძღოლის ქმედების შედეგად გამოწვეული ზიანის ანაზღაურებას ( იხილეთ, Andonoski v. the former Yugoslav Republic of Macedonia, no. 16225/08, §§ 23-24, 17 სექტემბერი 2015, და B.K.M. Lojistik Tasimacilik Ticaret Limited Sirketi v. Slovenia, no. 42079/12, § 50, 17 იანვარი 2017, შემდგომი მითითებებით).რაც შეეხება ამოუწურაობასთან დაკავშირებით მთავრობის საჩივრის მეორე ნაწილს, რომელიც შეეხებოდა მომჩივანი კომპანიის მიერ საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელის შეტანას ადმინისტრაციული სამართალწარმოების პარალელურად და არა მისი დასრულების შემდეგ, სასამართლო მიუთითებს, რომ მან, საქართველოს წინააღმდეგ წინა საქმეებში, უკვე განიხილა ინდივიდუალური კონსტიტუციური სარჩელის ეფექტურობა კონვენციის 35-ე მუხლის მნიშვნელობისათვის და დასკვნის სახით თქვა, რომ საკონსტიტუციო სასამართლო არ შეიძლება მიჩნეულ იქნეს ეფექტურ საშუალებად, რომლისთვის მიმართვაც მომჩივნებს მოეთხოვებათ (იხილეთ, A.D. and Others v. Georgia, nos. 57864/17 და 2 სხვა, § 50, 1 დეკემბერი 2022, შემდგომი მითითებებით). წინამდებარე საქმეში, რაიმეს სხვაგვარად დადგენის საფუძველი არ არსებობს.სასამართლო ასევე მიუთითებს, რომ საჩივარი არ არის აშკარად დაუსაბუთებელი კონვენციის 35 § 3 (a) მუხლის მნიშვნელობით, იგი არც დაუშვებელია სხვა რაიმე საფუძვლით. ამდენად, იგი უნდა გამოცხადდეს დასაშვებად.მნიშვნელოვანი ზოგადი პრინციპები შეჯამებულ იქნა საქმეში B.K.M. Lojistik Tasimacilik Ticaret Limited Sirketi v. Slovenia (no. 42079/12, §§ 35‑38, 17 იანვარი 2017; იხილეთ ასევე, Markus v. Latvia, no. 17483/10, §§ 64‑67, 11 ივნისი 2020).უდავოა, რომ მომჩივანი კომპანიის საკუთრების კონფისკაცია წარმოადგენდა კონვენციის 1-ლი ოქმის 1-ლი მუხლით გათვალისწინებულ უფლებებში ჩარევას. გარდა ამისა იგი ეფუძნებოდა ასკ-ის 571 მუხლს, ანუ გათვალისწინებული იყო კანონით. მომჩივანი კომპანია უპირისპირდება მთავრობის არგუმენტს იმასთან დაკავშირებით, რომ ტრაქტორის კონფისკაციას, წინამდებარე საქმის გარემოებებში, ჰქონდა გარემოს დაცვის ლეგიტიმური მიზანი. სასამართლო ვერ ხედავს ზემოხსენებული საკითხის განხილვის აუცილებლობას, რამდენადაც სადავო კონფისკაცია სხვა მიზეზებით არღვევდა კონვენციის 1-ელი ოქმის 1-ელ მუხლს.სასამართლო მიუთითებს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე, რომლითაც დაადგინა, რომ ასკ-ის 571-ე მუხლის ნორმატიული წაკითხვა იყო არაკონსტიტუციური, რამდენადაც იგი არ იძლეოდა სხვადასხვა ინტერესებს შორის დაბალანსების საშუალაბას ან ჩარევის პროპორციულობის შეფასების შესაძლებლობას (იხილეთ ზემოთ, პარაგრაფი 7). სასამართლომ დაადგინა, რომ სანქციის სახით კონფისკაციის ღონისძიების სავალდებულო ბუნება თავისთავად არ შეუძლია უზრუნველყოს აუცილებელი სამართლიანი ბალანსი საერთო ინტერესების მოთხოვნებსა და ინდივიდუალური საკუთრების უფლების დაცვას შორის. სასამართლომ ანალოგიურად დაადგინა, განსხვავებულ მაგრამ შესადარებელ კონტექსტში, რომ სანქციის სახით კონფისკაციის ღონისძიების სავალდებულო ბუნებას თავისთავად არ შეუძლია უზრუნველყოს სამართლიანი ბალანსი საერთო ინტერესების მოთხოვნებსა და პირის საკუთრების უფლების დაცვას შორის და მომჩივნებს ართმევს საქმეზე დავის შესაძლებლობას ან ნებისმიერი წარმატების პერსპექტივას (იხილეთ, Andonoski, ციტირებული ზემოთ, §§ 37-38, და B.K.M. Lojistik Tasimacilik Ticaret Limited Sirketi, ციტირებული ზემოთ, §§ 44-49; ასევე იხილეთ, G.I.E.M. S.r.l. and Others v. Italy [GC], nos. 1828/06 და 2 სხვა, § 303, 28 ივნისი 2018; Gyrlyan v. Russia, no. 35943/15, §§ 31-33, 9 ოქტომბერი 2018; და Krayeva v. Ukraine, no. 72858/13, §§ 30-33, 13 იანვარი 2022). სასამართლო წინამდებარე საქმეში ვერ ხედავს ვერანაირ მიზეზს სხვაგვარად დადგენისათვის.ასკ-ის 571 მუხლის მიხედვით, რომელიც მოქმედებდა შესაბამის დროს, დანაშაულის ინსტრუმენტის კონფისკაცია სავალდებულო იყო. ამ კუთხით რაიმე დისკრეციის არარსებობა ეროვნულ სასამართლოებს ცალკეული სიტუაციების შეფასების შესაძლებლობის საშუალებას არ უტოვებდა, რაც ნებისმიერ ამგვარ შეფასებას უშედეგოდ აქცევს. სასამართლო იმეორებს, რომ იმისათვის რომ პროპორციულობა დაცული იყოს, ჩარევა უნდა შეესაბამებოდეს დარღვევის სიმძიმეს და სანქცია, რომლის მიზანია დასჯა, დანაშაულის სიმძიმეს - წინამდებარე საქმეში, ნებართვის პირობების შეუსრულებლობა. ის ზიანი, რაც მომჩივანმა კომპანიამ გამოიწვია გარემოში იყო უმნიშვნელო (70 ევრო, იხილეთ ზემოთ, პარაგრაფი 1), მაშინ, როცა ტრაქტორის კონფისკაციით გამოწვეული ზიანი, რაც დაჯდა 49,087 ევრო, უდავოდ არსებითი იყო მომჩივანი კომპანიისათვის. გარდა ამისა, კონფისკაციის ღონისძიება გამოიყენებოდა მატერიალურ კომპენსაციასთან ერთად სახელმწიფოს მიერ გამოწვეული ზიანისათვის (იხილეთ, იქვე). ამ გარემოებების გათვალისწინებითა და იმის ხაზგასმით, რომ პროპორციულობის შეფასება გამორიცხული იყო ეროვნული გადაწყვეტილებებიდან, სასამართლო ადგენს, რომ „სამართლიანი ბალანსის“ დაცვის მოთხოვნა არ შესრულებულა, 1-ელი ოქმის 1-ელი მუხლის თანახმად.შესაბამისად, ადგილი აქვს კონვენციის 1-ლი ოქმის 1-ლი მუხლის დარღვევას.
კონვენციის 41-ე მუხლის გამოყენებამომჩივანმა კომპანიამ მოითხოვა 49,087 ევრო მატერიალურ ზიანთან დაკავშირებით, როგორც ტრაქტორის ღირებულება და 64,232 ევრო მიუღებელი შემოსავლისათვის.მთავრობა ამტკიცებდა, რომ მომჩივან კომპანიას სარჩელი არ შეუტანია ტრაქტორის მძღოლის წინააღმდეგ. რაც შეეხება დაკარგულ მოგებას, მათი აზრით, მოთხოვნილი თანხა დაუსაბუთებელი იყო.სასამართლო იმეორებს, რომ მატერიალურ ზიანთან დაკავშირებით არსებობს პრინციპი, რომ მომჩივანი შეძლებისდაგვარად უნდა მოთავსდეს ისეთ პოზიციაზე, რომელზეც იგი იქნებოდა, დარღვევას რომ არ ჰქონოდა ადგილი - სხვა სიტყვებით, რომ ვთქვათ restitutio in integrum. ეს შეიძლება მოიცავდეს კომპენსაციას, როგორც რეალურად განცდილი ზარალის (damnum emergens) და ზარალის, ან შემცირებული მოგების, რომელიც მოსალოდნელია მომავალში (lucrum cessans). მომჩივანზეა იმის მტკიცება, რომ მატერიალური ზიანი გამოიწვია დარღვევამ ან სავარაუდო დარღვევებმა (იხილეთ, G.I.E.M. S.r.l. and Others v. Italy (სამართლიანი დაკმაყოფილება) [GC], nos. 1828/06 და 2 სხვა, §§ 37-39, 12 ივლისი 2023).რაც შეეხება მატერიალური ზიანის შეფასებას, სასამართლო მიიჩნევს, რომ მომჩივანი კომპანიის მითითება 2011 წლის ნასყიდობის ხელშეკრულებაში არსებულ ფასზე (იხილეთ ზემოთ, პარაგრაფი 3) არ უნდა იქნას გათვალისწინებული, ვინაიდან ზიანი იმ დროის მიხედვით უნდა განისაზღვროს, როდესაც კონფისკაცია მოხდა, ანუ 2018 წელი.სასამართლო დამატებით მიიჩნევს, რომ, ტრაქტორის იმავე მდგომარეობაში აღდგენა, როგორშიც იყო კონფისკაციის დროს, მომჩივან კომპანიას იმავე მდგომარეობაში ჩააყენებს, როგორშიც იქნებოდა, დარღვევა რომ არ ყოფილიყო. რაც შეეხება მომჩივანი კომპანიის მოთხოვნას მიუღებელი შემოსავლის თაობაზე, სასამართლო, მის ხელთ არსებული დოკუმენტების გათვალისწინებით, უარს აცხადებს მასზე, როგორც დაუსაბუთებელზე.
ამ მიზეზებით, სასამართლო, ერთხმად,
აცხადებს საჩივარს დასაშვებად;ადგენს, რომ ადგილი ჰქონდა კონვენციის 1-ელი ოქმის 1-ელი მუხლის დარღვევას;ადგენს,(ა) რომ მოპასუხე სახელმწიფომ მომჩივანს უნდა დაუბრუნოს, კონვენციის 44-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, გადაწყვეტილების საბოლოო მიღების დღიდან სამი თვის განმავლობაში, ჩამორთმეული ტრაქტორი, იმავე მდგომარეობაში, როგორშიც იგი იყო კონფისკაციის დროს;
(ბ) რომ, ასეთი რესტიტუციის წარუმატებლობის შემთხვევაში, მოპასუხე სახელმწიფომ მომჩივან კოპანიას უნდა გადაუხადოს შესაბამისი კომპენსაცია, იმავე სამი თვის ვადაში;
(გ) რომ სამი თვის გასვლიდან ანგარიშსწორებამდე ზემოაღნიშნულ თანხებზე გადასახდელი იქნება მარტივი საპროცენტო განაკვეთი ევროპის ცენტრალური ბანკის ზღვრული საკრედიტო განაკვეთის ტოლი დეფოლტის პერიოდში, დამატებით 3 პროცენტული სარგებელი;
არ აკმაყოფილებს მომჩივანი კომპანიის დანარჩენ მოთხოვნებს სამართლიანი დაკმაყოფილების შესახებ.