© ევროპის საბჭო/ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო, 2016 წელი. თარგმანი მომზადებულია ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა მიზნობრივი ფონდის მიერ (/humanrightstrustfund). თარგმანი არ ავალდებულებს სასამართლოს. დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ სრული მითითება საავტორო უფლების შესახებ დოკუმენტის ბოლოს.
© Council of Europe/European Court of Human Rights, 2016. This translation was commissioned with the support of the Human Rights Trust Fund of the Council of Europe (/humanrightstrustfund). It does not bind the Court. For further information see the full copyright indication at the end of this document.
© Conseil de l’Europe/Cour européenne des droits de l’homme, 2016. La présente traduction a été effectuée avec le soutien du Fonds fiduciaire pour les droits de l’homme du Conseil de l’Europe (/humanrightstrustfund). Elle ne lie pas la Cour. Pour plus de renseignements veuillez lire l’indication de copyright/droits d’auteur à la fin du présent document.
საინფორმაციო შეტყობინება სასამართლოს პრეცედენტულ სამართალზე 188
აგვისტო-სექტემბერი 2015
M. და M. ხორვატიის წინააღმდეგ (M. and M. v. Croatia) - 10161/13
გადაწყვეტილება 3.9.2015 [სექცია I]
მუხლი 8
მუხლი 8-1
ოჯახური ცხოვრების პატივისცემა
პირადი ცხოვრების პატივისცემა
ბავშვის აზრის არ მოსმენა მეურვეობასთან დაკავშირებული გაჭიანურებული საქმისწარმოებისას: დარღვევა
მუხლი 3
ეფექტიანი გამოძიება
მცირეწლოვანის წინააღმდეგ ოჯახში ძალადობის ბრალდების მყისიერად გამოუძიებლობა: დარღვევა
ფაქტები – კონვენციასთან დაკავშირებულ საქმისწარმოებაში დედა (მეორე განმცხადებელი) და მისი ქალიშვილი (პირველი განმცხადებელი), დაბადებული 2001 წელს, ჩიოდნენ, რომ ეროვნულმა სახელმწიფო ორგანოებმა ვერ შეძლეს სათანადო ზომების მიღება პირველი განმცხადებლის არასათანადო ფიზიკური და ფსიქოლოგიური მოპყრობისგან დაცვა, რასაც მის მიმართ მამა ახორციელებდა. მამა პირველ განმცხადებელზე მეურვეობას ახორციელებდა 2007 წლიდან, როდესაც ის და მეორე განმცხადებელი განქორწინდნენ. მისი მეურვეობის ქვეშ ყოფნისას პირველი განმცხადებელი რამდენჯერმე გახდა მისგან სიტყვიერი შეურაცხყოფისა და ფიზიკური ძალადობის მუქარის სამიზნე. ეს დასრულდა 2011 წლის 1 თებერვლის ინციდენტით, როდესაც მან [განმცხადებელს] სახეში გაარტყა და ყელში ხელი წაუჭირა, პარალელურად კი სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა. მომდევნო დღეს განმცხადებლებმა აღნიშნულის შესახებ პოლიციას განუცხადეს და ასევე აცნობეს მანამდე მომხდარი სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფის თაობაზე. შედეგად მამის წინააღმდეგ დაიწყო სისხლის სამართლის საქმისწარმოება, თუმცა ეს პროცედურები კვლავ მიმდინარეობდა ევროპული სასამართლოს წინაშე საქმის განხილვის მომენტისთვის, მისი ინიცირებიდან ოთხნახევარი წლის შემდეგაც.
პარალელურად მეორე განმცხადებელმა წამოიწყო სამოქალაქო სამართალწარმოება მამის წინააღმდეგ, პირველ განმცხადებელზე მეურვეობის მოპოვების მოთხოვნით. მისი განაცხადი დროებითი მეურვეობის თაობაზე არ დაკმაყოფილდა 2011 წლის ივნისში მას შემდეგ რაც ეროვნულმა სასამართლომ ექსპერტებისა და სოციალური მუშაკების დასკვნაზე დაყრდნობით, იმის თაობაზე რომ პირველი განმცხადებელი მამის სახლში არ იმყოფებოდა შემდგომი არასათანადო მოპყრობის საფრთხის ქვეშ. მეურვეობასთან დაკავშირებული საქმისწარმოება ევროპული სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების მიღების მომენტისთვის კვლავ მიმდინარეობდა. პირველი განმცხადებელი, რომელმაც მკაფიოდ დააფიქსირა დედასთან ცხოვრების ძლიერი სურვილი და დაეწყო ქცევითი პრობლემები, მათ შორის თვითდაზიანებები, კვლავ განაგრძობდა მამასთან ცხოვრებას საკუთარი ნების საწინააღმდეგოდ.
კანონმდებლობა
მუხლი 3: განმცხადებლის მცირე ასაკის გათვალისწინებით, ოჯახში ძალადობის ქმედებები, რომლის წინაშეც ის აღმოჩნდა მამასთან ერთად ცხოვრებისას, შეიძლება მიჩნეულიყო დამამცირებელ მოპყრობად მე-3 მუხლის მნიშვნელობით. განმცხადებლებმა 2011 წლის 1 თებერვლის ინციდენტის შესახებ პოლიციას მეორე დღესვე შეატყობინეს და პირველი განმცხადებლის დაზიანებების სამედიცინო დოკუმენტირებაც შედგა. ეს მტკიცებულება [ადამიანის უფლებათა ევროპული] სასამართლოს აზრით საკმარისი იყო ეროვნული სახელმწიფო ორგანოების წინაშე განმცხადებლების საჩივრის სადავოდ მისაჩნევად და შესაბამისად კითხვის ნიშნის დასასმელად როგორც სახელმწიფოს პროცესუალური ვალდებულებებისა, გამოეძიებია მისი ბრალდებები, ისე მისი პოზიტიური ვალდებულებისა, დაეცვა [განმცხადებელი] შემდგომი ძალადობისგან.
(a) პროცესუალური ვალდებულებები – რაც შეეხება გამოძიების ვალდებულებას, ეროვნულმა სახელმწიფო ორგანოებმა გადაწყვიტეს სისხლის სამართლებრივი დევნა ეწარმოებიათ მხოლოდ იმ ფაქტთან დაკავშირებით, რაც ყველაზე მძიმედ იქნა მიჩნეული პირველი განმცხადებლის წინააღმდეგ მიმართულ მთელ რიგ ქმედებებს შორის, ნაცვლად იმისა, რომ მამისთვის ბრალი წარედგინათ ერთი ან მეტი დანაშაულის ჩადენისთვის, რაც მოიცავდა გაცხადებული არასათანადო მოპყრობის ყველა დონეს და შესაძლებლობას მისცემდა სახელმწიფო ორგანოებს შექმნილი ვითარებისთვის ეპასუხათ ერთიანობაში. უფრო მეტიც, მამის წინააღდეგ სისხლის სამართლის საქმისწარმოება გაგრძელდა დაახლოებით ოთხნახევარი წელი, სანამ [ადამიანის უფლებათა ევროპული] სასამართლო გადაწყვეტილებას მიიღებდა, ეროვნული დონის სახელმწიფო ორგანოების მიერ გამოწვეული მნიშვნელოვანი დაგვიანებებით. შედეგად გამოძიება არ აკმაყოფილებდა ეფექტიანობის დეფინიციის თანდაყოლილი მყისიერებისა და დასაბუთებული მოკვლევის მოთხოვნებს.
დადგენილება: დარღვევა (ხუთი ხმა ორის წინააღმდეგ).
(b) დაცვის ვალდებულება – განმცხადებლები ასევე ჩიოდნენ, რომ 2011 წლის 1 თებერვლის ინციდენტის შემდეგ ეროვნულმა სახელმწიფო ორგანოებმა პირველი განმცხადებელი კვლავ მამის მეურვეობაში დატოვეს, რითაც დაარღვიეს მათი პოზიტიური ვალდებულება, თავიდან აეცილებიათ ოჯახში ძალადობის ხელახლა განმეორება. თუმცა, სასამართლომ დაადგინა, რომ სადავო დროის მანძილზე ეროვნულმა სახელმწიფო ორგანოებმა გონივრული ნაბიჯები გადადგეს შემდგომი არასათანადო მოპყრობის რისკის შესაფასებლად და ასაწონად. აღსანიშნავია, რომ პირველი განმცხადებლის მდგომარეობას ყურადღებით აკვირდებოდა სოციალური მუშაობის სახელმწიფო ორგანოები ბავშვთა დაცვის ღონისძიებების მეშვეობით, რაც მოქმედებდა 2011 წლის სექტემბრიდან 2014 წლის მარტამდე. უფრო მეტიც, როგორც ადგილობრივი სოციალური კეთილდღეობის ცენტრის რეკომენდაციებით და სამედიცინო ექსპერტების ერთობლივი დასკვნით დადგენილი იყო, განმცხადებელი არ იმყოფებოდა არასათანადო მოპყრობის რისკის ქვეშ თავისი მამის სახლში. 2011 წლის ივნისში სასამართლოს გადაწყვეტილება დედისთვის შვილზე დროებითი მეურვეობის მიკუთვნებაზე უარის თქმის შესახებ ეფუძნებოდა შესაბამისი სოციალური კეთილდღეობის ცენტრის რეკომენდაციას და სხვა მტკიცებულებას. ასევე იმ ფაქტს, რომ მამის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმისწარმოება კვლავ მიმდინარეობდა. შესაბამისად ის მიღებულ იქნა ყველა შესაბამისი მასალის ყურადღებით შესწავლის შედეგად.
დადგენილება: დარღვევას არ ქონდა ადგილი (ერთხმად).
პირველ განმცხადებელთან დაკავშირებით მე-3 მუხლთან მიმართებით ზემოთ აღნიშნული მიგნების გათვალისწინებით სასამართლომ ასევე დაადგინა, რომ მე-8 მუხლის დარღვევას არ ქონდა ადგილი მეორე განმცხადებელთან და სახელმწიფოს ვალდებულებასთან მიმართებით, დაეცვათ მისი ქალიშვილი არასათანადო მოპყრობისგან.
მუხლი 8: სასამართლო მიიჩნევს, რომ განმცხადებლების საჩივარი იმის თაობაზე, რომ ეროვნულმა სახელმწიფო ორგანოებმა უგულებელყვეს პირველი განმცხადებლის სურვილი ეცხოვრა დედასთან და რომ მას არ მოუსმინეს მეურვეობასთან დაკავშირებული საქმისწარმოებისას, წარმოშობდა საკითხებს მათი პირადი და ოჯახური ცხოვრების პატივისცემის უფლებასთან მიმართებით, რაც იმიჯნებოდა მე-3 მუხლთან მიმართებით წარმართული მსჯელობისგან და შესაბამისად საჭიროებდა ცალკე შესწავლას.
თავისთავად ის ფაქტი, რომ მეურვეობასთან დაკავშირებული საქმისწარმოება ოთხი წლისა და სამი თვის განმავლობაში მიმდინარეობდა, განამტკიცებდა დასკვნას იმის თაობაზე, რომ მოპასუხე სახელმწიფომ ვერ შეასრულა კონვენციის მე-8 მუხლიდან გამომდინარე მისი პოზიტიური ვალდებულებები. ამასთან, წინამდებარე საქმეზე ბევრად მეტი სიფხიზლე იყო საჭირო, რადგანაც ის ეხებოდა ტრავმირებულ ბავშვს, რომელმაც მშობლების კონფლიქტური ურთიერთობების გამო ძლიერი ფსიქოლოგიური მღელვარება გადაიტანა, რაც თვითდაზიანებითი ქცევით დაგვირგვინდა.
თუმცა, იკვეთებოდა, რომ ეროვნულმა სასამართლოებმა ვერ გააცნობიერეს ვითარების სიმძიმე და საგანგაშოობა და საქმისწარმოების გაჭიანურება მხოლოდ ამძიმებდა პირველი განმცხადებლის სირთულეებს. სასამართლო განსაკუთრებით შეაწუხა იმ ფაქტმა, რომ ოთხი წლისა და სამი თვის მანძილზე პირველ განმცხადებელს არც კი მოუსმინეს საქმისწარმოებისას და არ მიეცა საშუალება გამოეხატა თავისი მოსაზრება, ვისთან ამჯობინებდა ცხოვრებას. ბავშვის უფლებათა კონვენციის d მე-12 მუხლის გათვალისწინებით ევროპული კონვენციის მე-8 მუხლიდან გამომდინარე ბავშვთა უფლებებზე ზეგავლენის მქონე სასამართლო და ადმინისტრაციული საქმისწარმოებისას ვერ გაცხადდება, რომ ბავშვები, რომელთაც შესწევთ უნარი ჩამოაყალიბონ საკუთარი აზრი, საკმარისად ჩართულები არიან გადაწყვეტილების მიღების პროცესში, თუკი მათ არ მიეცათ შესაძლებლობა მათთვის მოესმინათ და ამ გზით გამოეხატათ საკუთარი მოსაზრებები. რთული იქნება იმის მტკიცება, რომ პირველი განმცხადებლის ასაკისა და სიმწიფის გათვალისწინებით მას არ შესწევდა უნარი ჩამოეყალიბებინა საკუთარი აზრი და თავისუფლად გამოეხატა ის.
წინამდებარე საქმეზე მოწვეულმა ექსპერტმა თავდაპირველად დაადგინა, რომ არცერთი მშობელი არ იყო სათანადო უნარის მქონე ეზრუნა პირველ განმცხადებელზე და შემდგომ დაადგინა, რომ [განმცხადებელს] დედასთან სურდა ცხოვრება. ორივე მშობელი ერთ ქალაქში ცხოვრობდა და მეურვეობის შესახებ გადაწყვეტილების შეცვლა არ გამოიწვევდა მისთვის სკოლის შეცვლას და მისი ჩვეული სოციალური გარემოსგან მოწყვეტას. შესაბამისად, პირველი განმცხადებლის სურვილის უპატივცემულობა იმის თაობაზე, თუ რომელ მშობელთან სურდა მას ცხოვრება, საქმის კონკრეტული გარემოებების გათვალისწინებით, არღვევდა მისი პირადი და ოჯახური ცხოვრების პატივისცემის უფლებას. ამასთან, მეურვეობასთან დაკავშირებული საქმისწარმოების გაჭიანურებულმა ხასიათმა დაარღვია მეორე განმცხადებლის მე-8 მუხლით დადგენილი უფლებები.
დადგენილება: დარღვევა (ერთხმად).
მუხლი 41: 19 500 ევრო პირველ განმცხადებელს და 2 500 ევრო მეორე განმცხადებელს არამატერიალური ზიანის სანაცვლოდ.
© ევროპის საბჭო/ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო
სამდივნოს მიერ მომზადებული მოცემული მოკლე მიმოხილვა
სასამართლოსათვის არასავალდებულოა.
იხილეთ აქ სასამართლო პრაქტიკის საინფორმაციო ბროშურები
© ევროპის საბჭო/ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო, 2015
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს ოფიციალური ენებია ინგლისური და ფრანგული. წინამდებარე თარგმანი შესრულებულია ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა სატრასტო ფონდის ხელშეწყობით (/humanrightstrustfund). იგი სასამართლოსათვის სავალდებულო ხასიათს არ ატარებს და არც მის ხარისხზე აკისრებს პასუხისმგებლობას. მოცემული დოკუმენტი შეიძლება ჩამოტვირთულ იქნას ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს HUDOC სასამართლო პრაქტიკის მონაცემთა ბაზიდან () ან ნებისმიერი სხვა მონაცემთა ბაზიდან, რომელთანაც სასამართლომ მოახდინა მისი გაზიარება. დასაშვებია თარგმანის რეპროდუქცირება არაკომერციული მიზნებისათვის იმ პირობით, რომ მოხდება საქმის სრული სახელწოდების ციტირება, მოცემულ საავტორო უფლებების აღნიშვნასა და ადამიანის უფლებათა სატრასტო ფონდზე მითითებით. წინამდებარე თარგმანის ნებისმიერი ნაწილის კომერციული მიზნებით გამოყენების სურვილის შემთხვევაში, გთხოვთ მოგვწეროთ შემდეგ მისამართზე: publishing@.
© Council of Europe/European Court of Human Rights, 2015
The official languages of the European Court of Human Rights are English and French. This translation was commissioned with the support of the Human Rights Trust Fund of the Council of Europe (/humanrightstrustfund). It does not bind the Court, nor does the Court take any responsibility for the quality thereof. It may be downloaded from the HUDOC case-law database of the European Court of Human Rights () or from any other database with which the Court has shared it. It may be reproduced for non-commercial purposes on condition that the full title of the case is cited, together with the above copyright indication and reference to the Human Rights Trust Fund. If it is intended to use any part of this translation for commercial purposes, please contact publishing@.
© Conseil de l’Europe/Cour européenne des droits de l’homme, 2015
Les langues officielles de la Cour européenne des droits de l’homme sont le français et l’anglais. La présente traduction a été effectuée avec le soutien du Fonds fiduciaire pour les droits de l’homme du Conseil de l’Europe (/humanrightstrustfund). Elle ne lie pas la Cour, et celle-ci décline toute responsabilité quant à sa qualité. Elle peut être téléchargée à partir de HUDOC, la base de jurisprudence de la Cour européenne des droits de l’homme (), ou de toute autre base de données à laquelle HUDOC l’a communiquée. Elle peut être reproduite à des fins non commerciales, sous réserve que le titre de l’affaire soit cité en entier et s’accompagne de l’indication de copyright ci-dessus ainsi que de la référence au Fonds fiduciaire pour les droits de l’homme. Toute personne souhaitant se servir de tout ou partie de la présente traduction à des fins commerciales est invitée à le signaler à l’adresse suivante : publishing@.
Full & Egal Universal Law Academy