© ევროპის საბჭო/ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო, 2012. წინამდებარე თარგმანი შესრულებულია ევროპის საბჭოს ადამიანის © ევროპის საბჭო/ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო, 2012. წინამდებარე თარგმანი შესრულებულია ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა სატრასტო ფონდის ხელშეწყობით (/humanrightstrustfund). სასამართლოსათვის იგი სავალდებულო ხასიათს არ ატარებს. დამატებითი ინფორმაციისათვის იხილეთ საავტორო უფლებების სრული მიმოხილვა მოცემული დოკუმენტის ბოლოს.
Council of Europe/European Court of Human Rights, 2012. This translation was commissioned with the support of the Human Rights Trust Fund of the Council of Europe (/humanrightstrustfund). It does not bind the Court. For further information see the full copyright indication at the end of this document.
Conseil de l’Europe/Cour Européenne des Droits de l’Homme, 2012. La présente traduction a été effectuée avec le soutien du Fonds fiduciaire pour les droits de l’homme du Conseil de l’Europe (/humanrightstrustfund). Elle ne lie pas la Cour. Pour plus de renseignements veuillez lire l’indication de copyright/droits d’auteur à la fin du présent document.
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო
მეხუთე სექცია
საქმე მ. გერმანიის წინააღმდეგ
(საჩივარი ნო. 19359/04)
გადაწყვეტილება
სტრასბურგი
2009 წლის 17 დეკემბერი
საბოლოო
10/05/2010
წინამდებარე გადაწყვეტილება საბოლოო გახდება, კონვენციის 44-ე მუხლის მე-2 ნაწილით დადგენილ პირობებში, იგი შესაძლებელია დაექვემდებაროს რედაქტირებას
წინამდებარე საქმეზე მ. გერმანიის წინააღმდეგ,
ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ (მეხუთე სექცია) შემდეგი შემადგენლობით:
პეერ ლორენსენი, პრეზიდენტი
რენატე იეგერი,
კარელ იუნგვირთი,
მარკ ვილიგერი,
იზაბელ ბერო-ლეფევრი,
მირიანა ლაზაროვა ტრაიკოვსკა,
ზდრავკა კალაიჯიევა, მოსამართლეები
და კლაუდია უესტერდიკი, სექციის გამწესრიგებელი
ითათბირა რა ფარულად 2009 წლის 24 ნოემბერს,
გამოიტანა შემდეგი გადაწყვეტილება, მიღებული მოცემულ დღეს:
პროცედურა
1.საქმეს საფუძვლად დაედო საჩივარი (ნო. 19359/04) გერმანიის ფედერალური რესპუბლიკის წინააღმდეგ, რომელიც ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა კონვენციის ("კონვენცია") 34-ე მუხლის შესაბამისად, 2004 წლის 24 მაისს სასამართლოში შეიტანა გერმანიის მოქალაქემ, ბ-ნმა მ.-მა ("მომჩივანი"). მომჩივანმა ისარგებლა იურიდიული დახმარებით. 2008 წლის 7 ივლისს პალატის პრეზიდენტმა გამოხატა თანხმობა დაეკმაყოფილებინა მომჩივნის მიერ 2008 წლის 1 ივლისს წარმოდგენილი თხოვნა არ გაჟღერებულიყო მისი სახელი (სასამართლოს რეგლამენტი, მუხლი 47 $ 3).
2.მომჩივანი დავობდა კონვენციის მე-5 მუხლის 1 ნაწილის დარღვევას მისი პრევენციული დაპატიმრების ვადის გაგრძელების გამო იმ დადგენილი ათწლიანი ვადის მიღმა, რომელიც წარმოადგენდა დანაშაულის ჩადენისა და მსჯავრდების დროისათვის მოქმედი სამართლებრივი დებულებებით განსაზღვრულ მაქსიმუმს. იგი ასევე აღნიშნავდა, რომ პრევენციული პატიმრობის უკუძალით გაგრძელება განუსაზღვრელი ვადით არღევდა კონვენციის მე-7 მუხლის 1 ნაწილით დაცულ მის უფლებას არ დაეკისროს იმაზე მძიმე, სასჯელი ვიდრე გამოიყენებოდა დანაშაულის ჩადენის მომენტისათვის.
3.მეხუთე სექციის პალატამ მომჩივანს კომუნიკაცია გაუგზავნა 2007 წლის 13 მარტს. მისაღებობისა და საქმის არსებითი განხილვის შესახებ მოსმენა შედგა საჯაროდ ადამიანის უფლებთა შენობაში, სტრასბურგში 2008 წლის 1 ივლისს (რეგლამენტის წესი 54, ნაწილი 3).
სასამართლოს წინაშე წარსდგნენ:
(ა) მთავრობის მხარეს
ქ-ნი ა. ვიტლინგ-ვოჟელი, მინისტერიალდირიგენტინი,აგენტი
ბ-ნი ჰ. შოხი, სისხლის სამართლის პროფესორი მრჩეველი
ბ-ნი მ. ბორნმანი, პროკურორი
ბ-ნი ბ. ბომი, მინისტერიალდირიგენტინი
ქ-ნი გ. ლონჰარდტი, პროკურორი,
ბ-ნი ჯ. ბახმანი, შვალმშტადტის ციხის მმართველიკონსულტანტები;
(ბ) მომჩივნის მხარეს
ბ-ნი ბ. შროერი,
ბ-ნი ა.ჰ. სტოპი,მრჩეველი,
ბ-ნი ტ. შულა, კონსულტანტი
სასამართლომ მოუსმინა ქ-ნი ვიტლინგ-ვოჟელის, ბ-ნი შოხის და ბ-ნი სტოპის მოხსენებებს, ისევე როგორც დასმული შეკითხვებზე მათ პასუხებს.
4.2008 წლის 1 ივლისის გადაწყვეტილებით, მოსმენის შედეგად, სასამართლომ საჩივარი მისაღებად მიიჩნია.
5.მომჩივანმა, ისევე როგორც მთავრობამ, წარმოადგინეს წერილობითი არგუმენტები (რეგლამენტის მუხლის 59, ნაწილი 1).
ფაქტები
I. საქმის გარემოებანი
6.მომჩივანი დაიბადა 1957 წელს და ამჟამად შვალმსტადტის ციხეში იმყოფება.
ა. მომჩივნის წინარე მსჯავრდებები, მისი პრევენციული პატიმრობის შესახებ ბრძანება და მისი აღსრულება
1. მომჩივნის წინარე მსჯავრდებები
7. სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის ასაკის მიღწევის შემდეგ მომჩივანი მსჯავრდებულ იქნა შვიდჯერ მაინც და მხოლოდ რამდენიმე კვირა გაატარა ციხის გარეთ.
8.1971 და 1975 წლებში იგი განმეორებით იქნა მსჯავრდებული ჯგუფურად ჩადენილი ქურდობისა და ყაჩაღობისათვის. იგი ციხიდან ოთხჯერ გაიქცა.
9.1977 წლის 5 ოქტომბერს კასელის რაიონულმა სასამართლომ, გამოიყენა რა ახალგაზრდა დამნაშავეებთან დაკავშირებული კანონმდებლობა, მომჩივანს მსჯავრი დააკისრა მკვლელობის მცდელობაში, ჯგუფურად ჩადენილ ძარცვას, სახიფათო თავდასხმასა და შანტაჟში და მიუსაჯა ექვსი წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა. ციხიდან გამოსვლიდან დაახლოებით ერთ კვირაში მომჩივანმა, თანამონაწილეებთან ერთად დააზიანა და გაძარცვა მისი ნაცნობი და აიძულა დაზარალებული პირი, რომელიც ჰომოსექსუალი გახლდათ, ხელი მოეწერა სესხების ფურცელზე. ამასთანავე, მან დააზიანა და ეცადა მოეკლა მისი მსხვერპლი მომდევნო დღეს შეიტყო რა, რომ ამ უკანასკნელმა განაცხადა ძარცვის შესახებ პოლიციაში. ექსპერტ დ.-ს ანგარიშის გათვალსიწიებით სასამართლომ დაადგინა, რომ მომჩივანი დაავადებული გახლდათ პათოლოგიური გონებრივი აშლილობით, რის გამოც მისი სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა შემსუბუქდა (სისხლის სამართლის კოდექსის 21-ე მუხლი).
10.1979 წლის 8 მარტს ვისბადენის რაიონულმა სასამართლომ მომჩივანი დამნაშავედ სცნო მომეტებული საფრთხის მომცველი თავდასხმის ჩადენაში და მიუსაჯა ერთი წლითა და ცხრა თვით პატიმრობა, ასევე შემდგომ ფსიქიატრიულ საავადმყოფოში განთავსება სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე (იხ. პარაგრაფი 47, ქვემოთ). მოსრჩელემ დააზიანა ციხის ბადრაგი თავში მძიმე მეტალის ყუთის სროლით და საშალით ჭრილობა მიაყენა საყვედურის მიღების გამო. ექსპერტ დ.-ს მიხედვით მომჩივანი დაავადებული იყო სერიოზული პათოლოგიური გონებრივი აშლილობით, რის შედეგადაც მისი სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა შემსუბუქდა.
11.1981 წლის 9 იანვარს მარბურგის რაიონულმა სასამართლომ აპელაციისას, მომჩივანი დამნაშავედ სცნო სხვა პატიმარზე თავდასხმაში, რომელსაც ადგილი ჰქონდა საკნის კარების დახურვა-არ დახურვის შესახებ განხილვის შედეგად. გაითვალისწინა რა 1979 წლის 8 მარტს ვისბადენის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებით დაკისრებული სასჯელი, მიუსაჯა კუმულაციური სასჯელი ორი წლითა და ექვსი თვის ვადით პატიმრობის სახით. ამასთანავე, ძალაში დატოვა ბრძანება მომჩივნის ფსიქიატრიულ საავადმყოფოში გათავსების შესახებ. სამართალწარმოებისას ექსპერტმა დაადგინა, რომ მომჩივანს პათოლოგიური ტვინის აშლილობის ნიშნები აღარ აღენიშნებოდა.
2. მომჩივნის წინააღმდეგ პრევენციული პატიმრობის შესახებ ბრძანება
12.1986 წლის 17 ნოემბერს მარბურგის რაიონულმა სასამართლომ მომჩივანი დამნაშავედ სცნო მკვლელობისა და ძარცვის მცდელობაში და მიუსაჯა ხუთი წლით თავისუფლების აღკვეთა. სასამართლომ ასევე მოითხოვა მისი განთავსება პრევენციულ პატიმრობაში (Sicherungsverwahrung) სისხლის სამართლის კოდოექსის 66-ე მუხლის 1 ნაწილის შესაბამისად (იხ. პარაგრაფები 49-50, ქვემოთ). მან დაადგინა, რომ როდესაც მომჩივნის დაკავების პირობები ფსიქიატრიულ საავადმყოფოში, სადაც იგი იმყოფებოდა 1984 წლის ოქტომბრიდან შემსუბუქდა, მან 1985 წლის 26 ივლისს გაძარცვა და ეცადა მოეკლა ქალი, რომელმაც მოხალისეობრივ საფუძველზე სურვილი გამოხატა მასთან ერთად გაეტარებინა დრო ქალაქში, საავადმყოფოს გარეთ. ნევროლოგიური და ფსიქიატრიული ექსპერტის მ.-ის ანგარიშის გათვალისწინებით, სასამართლომ დაადგინა, რომ მომჩივანი ისევ იყო დაავადებული სერიოზული გონებრივი აშლილობით, რომელიც, თუმცა, აღარ კვალიფიცირდებოდა პათოლოგიურად და აღარ საჭიროებდა სამედიცინო მკურნალობას. შესაბამისად, მას არ უმოქმედია შემსუბუქებული სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის ფარგლებში და ფსიქიატრიულ საავადმყოფოში მისი განთავსების წინაპირობებს, სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე, აღარ ჰქონდა ადგილი. თუმცა, მას ქონდა ძლიერი მიდრეკილება იმგვარი დანაშაულების ჩადენისაკენ, რომელიც სერიოზულად აზიანებდა მისი მსხვერპლის ფიზიკურ სიმრთელეს. სავარაუდო გახლდათ, რომ იგი ჩაიდენდა შემდგომ სპონტანულ ძალადობას და რომ იგი სახიფათო გახლდათ საზოგადოებისათვის. შესაბამისად, აუცილებელი გახლდათ მისი პრევენციული პატიმრობა.
3. მომჩივნის პრევენციული პატიმრობის შესახებ ბრძანების აღსრულება
13.1991 წლის 18 აგვისტოდან მოყოლებული მომჩივანი, სრულად მოიხადა რა საპატიმრო სასჯელი, იმყოფებოდა პრევენციული პატიმრობის ქვეშ შვალმსტადის ციხეში.
14.1992 წლის 14 იანვარს გიბენის რაიონულმა სასამართლომ უარი განაცხადა შეეჩერებინა პრობაციით მომჩივნის პრევენციული პატიმრობა და განთავსება ფსიქიტრიულ საავადმყოფოში. იგი დაეფუძნა ექსპერტ მ.-ის მიერ წარმოდგენილ ანგარიშს, რომელმაც დაასკვნა, რომ დიდი ალბათობით მომჩივანი კიდევ ჩაიდენდა დანაშაულებს მისი დანაშაულისადმი მიდრეკილების გამო სისხლის სამართლის კოდექსის 66-ე მუხლის მნიშვნელობით, თუმცა ნაკლებად სავარაუდო გახლდათ მის მიერ დანაშაულის ჩადენა ფსიქიატრიული მდგომარეობის გამო სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად.
15.1995 წლის 26 ოქტომბერს მომჩივანმა ისარგებლა ერთდღიანი გათავისუფლებით და მიიმალა, თუმცა ჩაბარდა პოლიციას 1995 წლის 17 ნოემბერს.
16.1998 წლის 17 ნოემბერს მარბურგის რაიონულმა სასამართლომ არ დააკმაყოფილა მოთხოვნა პრობაციით მომჩივნის პრევენციული პატიმრობისა და მისი ფსიქიატრიულ საავადმყოფოში განთავსების შეწყვეტის შესახებ, როგორც ეს აქამდე განხორციელდა 1994 წლის 20 სექტემბერსა და 1996 წლის 13 ნოემბერს. სასამართლომ გაითვალისწინა ის ფაქტი, რომ იმ პერიოდში, მომჩივანი, რომელიც იმ დროისათვის ასოცირდებოდა "სქინჰედებთან", თავს დაესხა და ცხვირი გაუტეხა თანაპატიმარს და სასტიკი შეურაცხყოფა მიაყენა შვალმსტადტის ციხის უფროსს.
ბ. შესაბამისი სამართალწარმოება
1. მარბურგის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება
17.2001 წლის 10 აპრილს მარბურგის რაიონულმა სასამართლომ არ დააკმაყოფილა მომჩივნის მოთხოვნა პრობაციით შეწყვეტილიყო 1986 წლის 17 ნოემბრის სასამართლო ორდერის საფუძველზე დადგენილი მისი პრევენციული პატიმრობა და 1981 წლის 9 იანვარს განსაზღვრული განთავსება ფსიქიატრიულ საავადმყოფოში. სისხლის სამართლის კოდექსის 67ე § 3 მუხლის გამოყენებით (იხ. პარაგრაფი 56, ქვემოთ), სასამართლომ დაადგინა, რომ გადახედის შესახებ მოთხოვნა არ მიიღებოდა ორი წლის ვადის განმავლობაში.
18.მომჩივნის წინარე მსჯავრდებებისა და ციხეში მისი ქცევის გათვალისწინებით რაიონულმა სასამართლომ დაადგინა. რომ რთული წარმოსადგენი იქნებოდა, მომჩივნის გათავისუფლების შემთხვევაში, მას არ ჩაედინა შემდგომი სერიოზული დანაშაულები (მუხლი 67დ § 2 სისხლის სამართლის კოდექსი, იხ. პარაგრაფი 53, ქვემოთ). სასამართლომ განიხილა მომჩივნის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებანი, რომელიც წარმოდგენილი გახლდათ ოფიციალურად დანიშნული ადვოკატის მიერ პირადად. მან შემდეგ კონსულტაციები მიიღო შვალმსტადტის ციხისა და მარბურგის პროკურატურისაგან, რომლის დროსაც ორივე უწყებამ რეკომენდაცია გასცა მასზედ, რომ პრობაციით არ შეწყვეტილიყო მოსაჩელის პატიმრობა. იგი ასევე დაეთანხმა სასამართლო ფსიქიატრიის მოწვეული ექსპერტის კ.-ს ანგარიშს. ექსპერტმა აღნიშნა, რომ მომჩივანი რომელსაც გააჩნდა ნარცისული ხასიათი და სრულიად დაცლილ იყო ემპათიისაგან, ვერ განიხილებოდა ფსიქოპათიური აშლილობის მქონედ და საჭიროებდა დაკვირვებას რამდენიმე წლის განმავლობაში მანამდე, სანამ შესაძლებელი იქნებოდა გაკეთებულიყო დასკვნა მასზედ, რომ იგი აღარ იყო საზოგადოებისათვის სახიფათო.
19.რაიონულმა სასამართლომ დაადგინა, რომ იგი აწესებდა მომჩივნის პრევენციული პატიმრობის გაგრძელებას 2001 წლის 8 აპრილის პერიოდის შემდეგ, როდესაც (მას შემდეგ რაც მომჩივანი გაიქცა პატიმრობიდან და აღნიშნული გამოიქვითა) იგი მოიხდიდა მისი პრევენციული პატიმრობის ათ წელს. მოცემულ გადაწყვეტილებას არ გააჩნდა არანაირი კონსტიტუციური ხელისშემშლელი ფაქტორი. სამართლოს მიხედვით, მომჩივნის განაგრძობადი პრევენციული პატიმრობა ნებადართული გახლდათ სისხლის სამართლის 1998 წელს შესწორებული კოდექსის 67დ§ 3 მიხედვით (იხ. პარაგრაფი 53, ქვემოთ). სისხლის სამართლის კოდექსის შესავალი კანონის 1ა(3) ნაწილში, 1998 წლის ცვლილების მიხედვით, მოცემული მუხლი გამოყენებადად გამოცხადდა იმ პატიმრებთან მიმართებაშიც, რომელთა პრევენციული პატიმრობის შესახებ გადაწყვეტილებაც მიღებულ იქნა კანონში ცვლილებების შეტნამდე (იხ. პარაგრაფი 54, ქვემოთ). ფედერალურმა საკონსტიტუციო სასამართლომ უარი განაცხადა მიეღო საკონსტიტუციო სარჩელი, რომელიც არაპირადპირ ეხებოდა კანონში ცვლილებას. მომჩივნის დანაშაულებრივი წარსულის სიმძიმისა და შესაძლო მომავალი დანაშაულების გათვალისწინებით მისი განგრძობადი პრევენციული პატიმრობა არ ჩაითვალა არაპროპორციულად.
20.რაც შეეხება მომჩივნის ფსიქიატრიულ სავადმყოფოში განთავსების შესახებ გადაწყვეტილებას, მომჩივნის მოთხოვნა ვადამდელად ჩაითვალა, რადგან იმ დროისათვის არც იყო და არც იგეგმებოდა მისი ფსიქიატრიულ საავადმყოფოში განთავსება.
2. მაინის ფრანკფურტის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება
21.2001 წლის 26 ოქტომბერს მაინის ფრანკფურტის სააპელაციო სასამართლომ შეასწორა მარბურგის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება ამ მხრივ და გააუქმა 1981 წლის 9 იანვრის დადგენილება მომჩივნის ფსიქიატრიულ საავადმყოფოში განთავსების შესახებ. ძალაში დატოვა რა რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილების დანარჩენი ნაწილი, მან გადაწყვიტა პრობაციის საფუძველზე არ შეეწყვიტა მარბურგის რაიონული სასამართლოს 1986 წლის 18 ნოემბრის გადაწყვეტილებით დადგენილი მომჩივნის პრევენციული პატიმრობა და მოითხოვა მისი პატიმრობის ვადის გაგრძელება 2001 წლის 8 სექტემბერს, ათი წლის ვადის გასვლის შემდეგაც. მან დაადასტურა, რომ გადაწყვეტილების გადახედვის შესახებ მოთხოვნა მიუღებელი იქნებოდა ორი წლის განმავლობაში.
22.სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ მომჩივნის ფსიქიატრიულ საავადმყოფოში განთავსების შესახებ ბრძანება მიზანმოკლებული გახლდათ. 1985 წლიდან მოყოლებული სისხლის სამართლის სასამართლოებისათვის წარდგენილი ექსპერტების ანგარიშების გათვალისწინებით, ნათელი გახლდათ, რომ მომჩივანი აღარ იყო პათოლოგიურად კვალიფიცირებადი სერიოზული გონებრივი აშლილობით ავად.
23.რაც შეეხება მომჩივნის, რომელიც წარმოდგენილი გახლდათ ადვოკატის მიერ, პრევენციულ პატიმრობას, სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა რა რაიონული სასამართლოს არგუმენტები, დაადგინა, რომ მომჩივნის სახიფათო ხასიათი აუცილებელს ხდიდა მის განგრძობად პატიმრობას. მის მიერ ჩადენილი და მომავალში გათავისუფლების შემთხვევაში შესაძლო დანაშაულების გათვალისწინებით, მისი განგრძობადი პატიმრობა პროპორციულად იქნა მიჩნეული. მომჩივნის დაკავებისათვის გადამწყვეტ გარემოებებში არსებითი ცვლილებები არ იყო მოსალოდნელი მომავალი ორი წლის განმავლობაში (მუხლი 67ე§3, სისხლის სამართლის კოდექსი).
24.სააპელაციო სასამართლოს მიხედვით, სისხლის სამართლის 1998 წელს შეცვლილი კოდექსის 67ე §3 მუხლი კონსტიტუციური გახლდათ. სასამართლო დაეთანხმა, რომ იმ დროისათვის როდესაც მომჩივანის შეეფარდა პრევენციული პატიმრობა, იგი უნდა დასრულებულიყო მაქსიმუმ ათ წელში. თუმცა სისხლის სამართლის კოდექსის 2§6 მუხლი (იხ. პარაგრაფი 48, ქვემოთ) იძლეოდა უფლებას უკუძალით გაუარესებულიყო მომჩივნის ვითარება იმდენად, რამდენადაც საქმე ეხებოდა გამოსწორებისა და პრევენციის ღონისძიებებს. ამგვარი ზომები არ კლასიფიცირებოდა როგორც სასჯელი, არამედ როგორც პრევენციული ზომები და შესაბამისად არ იკრძალებოდა საბაზისო კანონის 103 §2 მუხლით როგორც უკუძალის მქონე სისხლისსამართლებრივი დებულება (იხ. პარაგრაფი 61, ქვემოთ).
25.შესაბამისად, მომჩივნის განგრძობადი პრევენციული პატიმრობა არ არღვევდა კანონის უზენაესობის პრინციპის ფარგლებში დამკვიდრებულ უკუძალის აკრძალვას. საჯარო ინტერესების საფუძველზე შეფასებისას, კერძოდ კი საზოგადოების სახიფათო დამნაშავეთაგან დაცვა, ამართლებდა ამგვარი უკუძალის მქონე დებულებების გამოყენებას კანონმდებლის მიერ მოცემულ საქმეში.
3. ფედერალური საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება
26.2001 წლის 26 ნოემებერს მომჩივანმა, რომელსაც წარმოადგენდა ადვოკატი, წარადგინა საჩივარი ფედერალურ საკონსტიტუციო სასამართლოში. გაასაჩივრა რა ის გადაწყვეტილებები, რომელიც აწესებდა მის განგრძობად პრევენციულ პატიმრობას ათწლიანი ვადის დასრულების შემდეგ. იგი ჩიოდა, რომ მოცემული გადაწყვეტილებები ეფუძნებოდა სისხლის სამართლის კოდექსის 1998 წელს შესწორებულ 67დ § 3 მუხლს, რომლის პირობების მიხედვითაც მსჯავრდებული პირის პირველი პრევენციული პატიმრობის ხანგრძლივობა შეიძლება გაგრძელებულიყო უკუძალით არსებული მაქსიმუმ ათწლიანი ვადიდან განუსაზღვრელ ვადამდე. შესაბამისად, მოცემული დებულება არღვევდა საბაზისო კანონის 103 § 2 მუხლით დადგენილ, სასჯელის უკუძალით გამოყენების აკრძალვას, უკუძალით გამოყენებით ამკრძალავ კანონმდებლობას კანონის უზენაესობის ფარგლებში, პროპორციულობის პრინციპს და თავისუფლების უფლებას საბაზისო კანონის 2 § 2 მუხლის მეორე წინადადების შესაბამისად (იხ. პარაგრაფი 57, ქვემოთ). ამასთანავე, გასაჩივრებული დებულება შედეგად იწვევდა უარის თქმას პატიმრობის პირობების შემსუბუქებაზე, რაც მას მისცემდა საშუალებას დაედასტურებინა, რომ იგი აღარ იყო საზოგადოებისათვის სახიფათო. შედეგად, აღნიშნულმა გამოიწვია სამუდამო პატიმრობა გათავისუფლების შესაძლებობის გარეშე.
27.2004 წლის 5 თებერვალს ფედერალური საკონსტიტუციო სასამართლოს რვა მოსამართლისაგან შემდგარმა კოლეგიამ ჩაატარა მოსმენა, სადაც გაეცნო რა ფსიქიატრ-ექსპერტისა და ციხის რამდენიმე მმართველის მოსაზრებას, არ დააკმაყოფილა მომჩივნის საკონსტიტუციო სარჩელი (2 Bვღ 2029/01) აშკარა დაუსაბუთებლობის გამო. მის ჯეროვან და გულდასმით არგუმენტირებულ გადაწყვეტილებაში (84 გვერდიანი) სასამართლომ მიიჩნია, რომ სისხლის სამართლის კოდექსის 67დ § 3 მუხლი, სისხლის სამართლის კოდექსის შესავალი კანონის 1ა(3) ნაწილთან ერთობლიობაში, 1998 წლის ცვლილებების გათვალისწინებით, შესაბამისობაში იყო საბაზისო კანონთან.
(ა) თავისუფლების უფლება
28.ფედერალურმა საკონსტიტუციო სასამართლომ დაადგნა, რომ პრევენციული პატიმრობა სისხლის სამართლის კოდექსის 67დ § 3 მუხლის საფუძველზე პროპორციულად ზღუდავდა საბაზისო კანონის 2 § 2 მუხლით დადგენილ თავისუფლების უფლებას.
29.სასამართლომ ხაზი გაუსვა, რომ რაც უფრო დიდი ხანი იმყოფებოდა პირი პრევენციულ პატიმრობაში, მით უფრო მკაცრდებოდა თავისუფლების შეზღუდვის პროპორციულობასთან დაკავშირებული მოთხოვნები. თუმცა, სისხლის სამართლის კოდექსის 67დ § 3 მუხლი ითვალისწინებდა თავისუფლების უფლების გაზრდილ მნიშვნელობას ათწლიანი პატიმრობის შემდეგ. იგი აწესებდა უფრო მაღალ სტანდარტს საფრთხიდან გამომდინარე სამართლებრივ ინტერესთან (რომელიც იცავდა დაზარალებულის მხოლოდ ფიზიკურ ან გონებრივ ხელშეუვალობას) და მომჩივნის სახიფათოობის დასტურთან მიმართებაში (ითხოვდა რა ჯეროვნად დასაბუთებულ ანგარიშს მოწვეული გამოცდილი ფსიქიატრ-ექსპერტისაგან). მან ასევე დაადგინა, რომ პატიმრობის დასრულება წესი, ხოლო მისი გაგრძელება კი გამონაკლისი გახლდათ, რომელიც უნდა გამოყენებულიყო უკიდურეს შემთხვევაში. მეტიც, პროცედურული დებულებები პრევენციულ პატიმრობასთან დაკავშირებით (სისხლის სამართლის კოდექსის მუხლები 67გ§1, 67დ§§2 და 3 და 67ე) აწესებდა რეგულარულ გადახედვას რათა განესაზღვრა, თუ რამდენად იყო შესაძლებელი პირის პატიმრობის შეწყვეტა ან დასრულება. მომავალი ხიფათის პროგნოზირებისათვის შემსუბუქებული პატიმრობის პირობების განსაკუთრებული მნიშვნელობის გათვალისწინებით, სასჯელის აღსრულებაზე პასუხისმგებელ სასამართლოს არ გააჩნდა უფლება სათანადო მიზეზის გარეშე დათანხმებულიყო ციხის ხელისუფლების უარს შეემსუბუქებინათ პატიმრობის პირობები როგორც შესაძლო წინაპირობა პატიმრის პრევენციული პატიმრობის დასრულების გზაზე.
30.პრევენციული პატიმრობა მიზნად ისახავდა არა წარსული დანაშაულებისათვის პასუხისგებას, არამედ მომავალი დანაშაულების თავიდან აცილებას. შესაბამისად, Länder -ს უნდა უზრუნველეყო, რომ პატიმარს ჰქონოდა საშუალება გაეუმჯობესებინა პატიმრობის პირობები ციხის მოთხოვნებთან სრული შესაბამისობით.
(ბ) სისხლის სამართლის კანონებისათვის უკუძალის აკრძალვა
31.ფედერალურმა საკონსტიტუციო სასამართლომ ასევე აღნიშნა, რომ სისხლის სამართლის კოდექსის მუხლი 67დ §3, სისხლის სამართლის კოდექსის შესავალი კანონის 1ა(3) ნაწილთან ერთობლიობაში არ არღვევდა საბაზისო კანონის 103 §2 მუხლს. სისხლის სამართლის კანონების უკუძალის აბსოლუტური აკრძალვა დადგენილი გახლდათ მოცემული მუხლით და იგი არ ვრცელდებოდა სისხლის სამართლის კოდექსში მოცემულ გამოსწორებისა და პრევენციის ღონისძიებებზე, მათ შორის პრევენციულ პატიმრობაზე.
32."დასჯილი" და "დასჯადი მოქმედების" ცნების განმარტებისას, საბაზისო კანონის 103 §2 მუხლთან დაკავშირებით, ფედერალურმა საკონსტიტუციო სასამართლომ დაადგინა, რომ მოცემული მუხლი ვრცელდებოდა მხოლოდ იმ სახელმწიფო ღონისძიებებზე, რომელიც ასახავდა სახელმწიფოს მიერ უკანონო და ბრალეული ქმედებისათვის გმობას და მოიცავდა სასჯელის დაკისრებას ბრალის საკომპენსაციოდ. საბაზისო კანონისა და 103 §2 მუხლის მოცემული არსის გათვალისწინებით, იგი არ ვრცელდებოდა სახელმწიფოს სხვა ზომებზე, რომელიც ერეოდა პირის უფლებებში.
33.კერძოდ, საბაზისო კანონის 103 §2 მუხლი არ ვრცელდებოდა გამოსასწორებელ და პრევენციულ ღონისძიებებზე, რომლებიც ყოველთვის განსხვავებულად აღიქმებოდა სისხლის სამართლის კოდექსის მიერ დაწესებული სანქციების სისტემისაგან, რომელსაც გააჩნია ორშრიანი სასჯელისა და გამასწორებელი და პრევენციული ღონისძიებების სისტემა. ის ფაქტი, რომ ღონისძიება დაკავშირებული იყო უკანონო ქმედებასთან ან, რომ იმსახურებდა მნიშვნელოვან ჩარევას თავისუფლების უფლებაში საკმარისი არ გახლდათ. განსხვავებით სასჯელისაგან, პრევენციული პატიმრობა არ ისახავდა მიზნად დასჯას სისხლისსამართლებრივი ბრალეულობისათვის, არამედ წარმოდგენდა პრევენციულ ზომას, რომელიც მიზნად ისახავს საზოგადოების დაცვას სახიფათო დამნაშავისაგან. შესაბაისად, პრევენციული პატიმრობა არ იყო მოცული 103 §2 მუხლით, მიუხედავად იმისა, რომ იგი პირდაპირ კავშირში იყო მაკვალიფიცირებელ დანაშაულთან.
(გ) ლეგიტიმური მოლოდინების დაცვა კანონის უზენაესობის შესაბამისად
34.ფედერალურმა საკონსტიტუციო სასამართლომ დაადგინა ექვსი ხმით ორის წინააღმდეგ, რომ პირველადი პრევენციული პატიმრობის დროს პატიმრობის მაქსიმალური ვადის გაუქმება და შესაბამისი დებულების გამოყენება (სისხლის სამართლის კოდექსის 67დ §3 მუხლი, სისხლის სამართლის კოდექსის შესავალი კანონის 1ა(3) მუხლთან ერთობლიობაში) იმ დამნაშავეების მიმართ, რომლებიც განთავსებულ იქნენ პრევენციულ პატიმრობაში მოცემული დებულების მიღებასა და ძალაში შესვლამდე და რომელთაც ჯერ სრულად არ მოეხადათ დაკისრებული სასჯელი, შესაბამისობაში გახლდათ კანონის უზენაესობის პრინციპით მოქმედ სახელმწიფოში გარანტირებულ ლეგიტიმურ მოლოდინებთან (საბაზისო კანონის 2 §2 და 20 §3 მუხლები ერთობლიობაში; იხ. პარაგრაფი 59, ქვემოთ).
35.სასამართლომ ხაზი გაუსვა, რომ შესწორებული სისხლის სამართლის კოდექსის 67დ §3 მუხლი უკუძალით არ ცვლიდა იმ სამართლებრივ შედეგებს, რომელიც გამომდინარეობდა მსჯავრმდებელი სასამართლოს მიერ გამოტანილი საბოლოო გადაწყვეტილებაში განსაზღვრული დანაშაულიდან. დანაშაულის აღსრულებაზე პასუხისმგებელი სასამართლოს ვალდებულებას მუდმივად წარმოადგენდა იმის განსაზღვრა, თუ რამდენად და რა ხნით უნდა განთავსებულიყო პირი პრევენციულ პატიმრობაში.
36.მიუხედავად ამისა, პრევენციული პატიმრობის პირველი პერიოდის მაქსიმალური ხანგრძლივობა, როგორც ეს განსაზღვრული გახლდათ სისხლის სამართლის კოდექსის 67დ 1 და მე-3 ნაწილებში, აძლევდა პატიმარს საფუძველს ჰქონოდა გათავისუფლების იმედი ათი წლის გასვლის შემდეგ. თუმცა, სისხლის სამართლის კოდექსის 2 §6 მუხლის მიხედვით (იხ პარაგრაფი 48, ქვემოთ), პრევენციული პატიმრობის ათწლიანი მაქსიმალური ვადა, მსგავსად ყველა სხვა გამოსასწორებელი და პრევენციული ზომებისა, დაექვემდებარა კანონში გატარებულ ცვლილებებს.
37.არსებული ინტერესების ანალიზისას, ფედერალურმა საკონსტიტუციო სასამართლომ დაადგინა, რომ კანონმდებლის ვალდებულება დაიცვას საზოგადოების წევრები მათ სიცოცხლეში ჯანმრთელობასა და სექსუალურ ხელშეუხებლობაში ჩარევისაგან ძალავდა პატიმრის არგუმენტს ათწლიანი ვადის განგრძობადი გამოყენების მიმართ. იმის გამო, რომ სისხლის სამართლის კოდესის 67დ §3 მუხლი წარმოადგენდა წესიდან გამონაკლისს და იმ პროცედურული გარანტიების გათვალისწინებით, რომელიც მასთან იყო დაკავშირებული, მისი უკუძალით გამოყენება არ ჩაითვალა არაპროპორციულად.
(დ) ადამიანური ღირსება
38.ფედერალურმა საკონტიტუციო საამართლომ შემდეგ დაადგინა, რომ პიროვნების ადამიანური ღირსება, ასახული საბაზისო კანონის 1§1 მუხლში არ აწესებდა კონსტიტუციურ მოთხოვნას მასზედ, რომ დაწესებული ყოფილიყო ფიქსირებული მაქსიმალური პერიოდი მსჯავრდებული პირის პრევენციული პატიმრობისას. პიროვნების ღირსება არ ირღვეოდა გრძელვადიანი პრევენციული პატიმრობისასაც კი, თუკი ეს უკანასკნელი აუცილებელი გახლდათ მოცემული პირისაგან გამომდინრე განგრძობადი საფრთხის გამო. თუმცა, პრევენციული პატიმრობის მიზანი გახლდათ პატიმრების რეაბლიტირება და პასუხისმგებლობით აღსავსე ცხოვრების დანერგვა ციხის გარეთ გასვლის შემდეგ. ადამიანური ღირსება საჭიროებდა კანონებსა და სააღსრულებო პროგრამებს, რომელიც პატიმრებს აძლევდა რეალურ საშუალებას აღედგინათ თავისუფლება.
39.მოცემულ შემთხვევაში არსებული პრევენციული პატიმრობა აკმაყოფილებდა აღნიშნულ მოთხოვნებს. სასჯელის აღსრულებაზე პასუხისმგებელ სასამართლოებს ევალებოდათ მსჯავრდებული ციხის ვადის დასრულებამდე (სისხლის სამართლის კოდექსი, მუხლი 67გ §1) და შემდეგ მინიმუმ ორ წელიწადში ერთხელ (სისხლის სამართლის კოექსი, მუხლი 67ე§2) განეხილათ, თუ რამდენად შესაძლებელი გახლდათ ღონისძიების შეწყვეტა. პრევენციულ პატიმრობაში ათი წლის გატარებისას და კონკრეტული საფრთხის არარსებობის შემთხვევაში, ისინი ღონისძიებსა დასრულებულად გამოაცხადებდნენ სისხლის სამართლის კოდექსის 67დ §3 მუხლის მიედვით. პრაქტიკაში პრევენციულ პატიმრობაში მყოფი პირების გათავისუფლება ხდებოდა გარკვეული დროის ციხეში გატარების შემდეგ.
(ე) კანონიერი მოსამართლის უფლებამოსილების მოხსნა
40.ბოლოს, ფედერალურმა საკონსტიტუციო სასამართლომ დაადგინა, რომ აკრძალვა კანონიერი მოსამართლის იურისდიქციიდან მოხსნაზე, გარანტირებულის საბაზისო კანონის 101 §1 მუხლის მიხდვით (იხ. პარაგრაფი 60, ქვემოთ) არ გამოიყენებოდა. სისხლის სამართლის კოდექსის 67დ §3 მუხლით უსარგებლო არ გახლდათ სასამართლოს გადაწყვეტილება განგრძობად პრევენციულ პატიმრობაზე, რომელიც ითვალისწინებდა მოცემული საქმის ყველა გარემოებას.
გ. მომჩივნის წინააღმდეგ პრევენციული პატიმრობის ბრძანების აღსრულება პრაქტიკაში
41.შვალმსტადტის ციხეში, მომჩივნის მსგავსად, პრევენციულ პატიმრობაში მყოფი პირები განცალკევებით არიან განთავსებულნი იმ პატიმრებისაგან, რომლებიც იხდიან სასჯელს. მსჯავრდებულ პატიმრებთან შედარებით ისინი გარკვეული პრივილეგიებით სარგებლობენ. მაგალითად, მათ აქვთ უფლება ჩაიცვან და გარეცხონ საკუთარი ტანისამოსი და ჰქონდეთ ჯიბის ფული. მათ შეუძლიათ დაკავდნენ სპორტით სხვა დარბაზში და უფლებამოსილნი არიან გავიდნენ ეზოში რამდენიმე საათით მეტი ხნით. მათ შეუძლიათ საკუთარი, უფრო კომფორტული საკნები აღჭურვონ დამატებითი ავეჯითა და დანადგარებით და ისარგებლონ უფრო ხანგრძლივი მნახველთა საათებით.
42.რაც შეეხება საზოგადოებაში რეინტეგრაციის ზომებს, შვალმსტადტის ციხეში განთავსებულ პრევენციულ პატიმრებს, მსგავსაც სხვა ციხეებში მყოფი პატიმრებისა, სთავაზობენ ყოველკვირეულ დისკუსიის ჯგუფებს, რომელიც გულისხმობს გასართობი საქმიანობისა და ყოველდღიური ცხოვრები ორგანიზების შესახებ ინფორმაციას. ამასთანავე, ტარდება ინდივიდუალური დისკუსიები რათა გაუმჯობესდეს პატიმართა ინტეგრაცია ჯგუფში; ორ კვირაში ერთხელ ეწყობა მაცხოვრებელთა ჯგუფის საღამო, რომელიც inter alia მიზნად ისახავს პატიმრების მოტივირებას ისარგებლონ შეთავაზებული მკურნალობით. საჭიროების შემთხვევაში, პატიმრებს სთავაზობენ ინდივიდუალური თერაპიის სესიებს მოწვეულ სპეციალისტთან ან ჯგუფურ თერაპიას სხვა ციხის სოციალურ-თერაპიულ დაწესებულებაში. პატიმრებს შეუძლიათ ასევე მოითხოვონ კონსულტაცია ფსიქოლოგთან ან სოციალურ მუშაკთან, რომელიც პასუხისმგებელია კრისიზული სიტუაციების მართვაზე.
43.მომჩივანი გადიოდა თერაპიას პრევენციულ პატიმრობაში განთავსებიდან მოყოლებული. 1993 წლის დასაწყისიდან იგი გადის თერაპიის სესიებს შვალმსტადტის ციხის ფსიქოლოგთან. 2000 წლის სექტემბრიდან 2003 წლის მარტამდე იგი სარგებლობდა რეგულარული ინდივიდუალური თერაპიის შეხვედრებით მოწვეულ ფსიქოლოგთან. თერაპიის დასრულების შემდეგ, იმ დროისათვის, საჭიროდ აღარ იქნა მიჩნეული მისი გაგრძელება. ამასთანავე, მომჩივანი რეგულარული ინტერვალებით მოწმდებოდა ფსიქიატრების მიერ, რათა შეფასებულიყო მისი საფრთხისმომცველობა და ნება დაერთოთ შესაბამისად შემსუბუქებულიყო ციხის რეჟიმი. მომჩივნის პრევენციული პატიმრობის პირობების შემსუბუქებასთან დაკავშირებით უნდა აღინიშნოს, რომ ამ დროისათვის მას ეძლევა თანხლებით დატოვების მცირე პერიოდები (Ausführungen) წელიწადში რამდენიმეჯერ. იგი სარგებლობს საცოლესთან რეგულარული ვიზიტებით (თვეში საშუალოდ სამჯერ), რომელზეც დაინიშნა 2005 წლის შემდეგ. იგი მუშაობდა, მცირე წყვეტით, ციხეში და ამჯერად მუშაობს ციხის მეტალის სახელოსნოში, სადაც მისი შემოსავალი ხელზე შეადგენს თვეში დაახლოებით 350-დან 543 ევრომდე.
44.ფსიქიატრი ექსპერტის ანგარიშისა და 2006 წლის სექტემბერში დამატებითი ფსიქოლოგიური ანგარიშის მიხედვით, მომჩივანმა მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა საზოგადოებაში რეინტეგრაციისაკენ, კერძოდ კი უარი განაცხადა მის კრიმინალურ იდენტობაზე, რომელიც მას განვითარებული ჰქონდა ბავშვობიდან და დაიწყო აზროვნება მანამდე, სანამ განახორციელებს რაიმე ქმედებას. მისი ახალი ურთიერთობა საცოლესთნ აღიქმებოდა შემდგომ პოზიტიურ მოვლენად და ასევე გააუმჯობესებდა მის სოციალურ პირობებს ციხიდან გათავისუფლების შემთხვევში. თუმცა მოცემული მიდგომა ჯერ არ არის სტაბილური და ლოიალურობისა და ემპათიის ნაკლებობა სხვათა მიმართ, ისევე როგორც სახიფათო იმპულსურობა, რომელიც კიდევ ერთხელ იქნა გამომჟღავნებული მომჩივნის მხრიდან, როდესაც ხელი გაარტყა სხვა პატიმარს 2005 წელს საცხობი დანადგარის ირგვლივ წამოჭრილი დავის გამო, მაინც შეინიშნება. ექსპერტები რეკომენდაციას იძლეოდნენ შენარჩუნებულიყო და ფრთხილად გაგრძელებულიყო არსებული ღონისძიებანი, რათა შემსუბუქებულიყო მომჩივნის პრევენციული პატიმრობისას დადგენილი პირობები.
II. შესაბამისი ეროვნული, შედარებითი და საერთაშორისო კანონმდებლობა და პრაქტიკა
ა. ეროვნული კანონმდებლობა და პრაქტიკა
1. სასჯელები და გამოსასწორებელი და პრევენციული ღონისძიებანი
45.უკანონო მოქმედებების პასუხად გერმანიის სისხლის სამართლის კოდექსი განასხვავებს სასჯელს (Strafen) და ე.წ. გამოსასწორებელ და პრევენციულ ღონისძიებებს (Maßregeln der Besserung und Sicherung). სანქციების მოცემული ორდონიანი სისტემა, რომლის შემოტანაც განიხილებოდა მე-19 საუკუნის დასასრულიდან, ინკორპორირებულ იქნა სისხლის სამართლის კოდექსში კანონით, რომელიც ეხებოდა სახიფათო გამოუსწორებელ დამნაშავეებს და გამოსასწორებელ და პრევენციულ ღონისძიებებს (გამოუსწორებელ დამნაშავეთა შესახებ კანონი - Gesetz gegen gefährliche Gewohnheitsverbrecher und über Maßregeln der Besserung und Sicherung) 1933 წლის 24 ნოემბერს. პრევენციულ პატიმრობასთან დაკავშირებული წესები ძალაში რჩებოდა, დიდწილად უცვლელად, 1945 წლის შემდეგ და დაექვემდებარა რამდენიმე რეფორმას, რომელიც კანონმდებელმა განახორციელა 1969 წლის შემდეგ.
46.სასჯელები (იხ. მუხლები 38 და შემდეგი, სისხლის სამართლის კოდექსი) ძირითადად მოიცავს საპატიმრო სასჯელებსა და ჯარიმებს. ჯარიმა განისაზღვრება მოპასუხის ბრალის შესაბამისად (სისხლის სამართლის კოდექსი, მუხლი 46 §1).
47.გამოსასწორებელი და პრევენციული ღონისძიებანი (იხ. სისხლის სამართლის კოდექსის მუხლები 61 და შემდეგ) დიდწილად მოიცავს განთავსებას ფსიქიატრიულ საავადმყოფოში (სისხლის სამართლის კოდექსის მუხლი 63) ან დეტოქსიფიკაციის დაწესებულებაში (სისხლის სამართლის კოდექსის მუხლი 64) ან პრევენციულ პატიმრობას (სისხლის სამართლის კოდექსის მუხლი 66). მოცემული ღონისძიებები მიზნად ისახავს სახიფათო დამნაშავის რეაბილიტირებას ან მათგან საზოგადოების დაცვას. მოცემული ღონისძიებები პატიმრებს შესაძლებელია შეეფარდოთ სასჯელზე დამატებით (შეადარე მუხლები 63 და შემდეგი). თუმცა, აუცილებელია, რომ მოცემული ღონისძიებანი დამნაშავის მიერ ჩადენილი ან სავარაუდო დანაშაულების სიმძიმისა და თავად მოპასუხეთა საფრთხის პროპორციული გახლდეთ (სისხლის სამართლის კოდექსის მუხლი 62).
48.სისხლის სამართლის კოდექსის დებულებათა დროებითი გამოყენება დამოკიდებულია მასზედ, თუ რამდენად უკავშირდება იგი სასჯელებსა თუ გამოსასწორებელ და პრევენციულ ღონისძიეებს. სასჯელი განისაზღვრება კანონით, რომელიც მოქმედებდა დანაშაულის ჩადენის დროისათვის (სისხლის სამართლის კოდექსის მუხლი 2 §1); თუკი დანაშაულის დასრულების დროისათვის მოქმედი კანონი შეიცვლება სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების გამოტანამდე, გამოიყენება უფრო მსუბუქი კანონი (მუხლი 2 §3). მეორეს მხრივ, გადაწყვეტილებანი გამოსასწორებელი და პრევენციული ღონისძიებების შესახებ ეფუძნება იმ კანონს, რომელიც მოქმედებს გადაწყვეტილების მიღების დროისათვის, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც კანონი აწესებს განსხვავებულ მოთხოვნას (მუხლი 2 §6).
2. პრევენციული პატიმრობის შესახებ სისხლის სამართლის კოდექსისა და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის დებულებანი
(ა) პრევენციული პატიმრობის შესახებ ბრძანება
49.მსჯავრმდებელი სასამართლო უფლებამოსილია, დამნაშავის მსჯავრდებისას, საპატიმრო სასჯელთან ერთად, ბრძანოს მისი პრევენციული პატიმრობაში განთავსება გარკვეულ პირობებში იმ შემთხვევაში, თუ დამნაშავე საზოგადოებისათვის საფრთხის მომცველად განიხილება (სისხლის სამართლის კოდექსი, მუხლი 66).
50.კერძოდ, მსჯავრმდებელი სასამართლო ბრძანებს პრევენციულ პატიმრობას სასჯელზე დამატებით იმ შემთხვევაში, თუ პირს სასჯელი შეეფარდა განხრახი დანაშაულისათვის, რომელიც ითვალისწინებს მინიმუმ ორი წლით თავისუფლების აღკვეთას და თუკი შემდეგი პირობები დაკმაყოფილებულია: პირველი, დამნაშავე უკვე ორჯერ უნდა იყოს მსჯავრდებული, სადაც ყოველი მსჯავრდებისას მას მიესაჯა მინიმუმ ერთი წელი პატიმრობა იმ განხზრახი დანაშაულებისათვის, რომელიც მან ჩაიდინა ახალ დანაშაულამდე. მეორე, დამნაშავეს უკვე მოხდილი უნდა ჰქონოდა საპატიმრო სასჯელი ან დაპატიმრებული უნდა ყოფილიყო გამოსასწორებელი და პრევენციული ღონისძიების ფარგლებში ორი წლის ვადით მაინც. მესამე, დამნაშავესა და მის ქმედებებზე ჩატარებულმა ყოვლისმომცველმა შეფასებამ უნდა დაადგინოს, რომ სერიოზული დანაშაულების ჩადენისაკენ მისი მიდრეკილების გამო, მათ შორის ისეთი დანაშაულებისას, რომლებმაც სერიოზული ზიანი შეიძლება მიაყენოს დაზარალდებულ პირებს ფიზიკურად ან გონებრივად, ან გამოიწვიოს სერიოზული ეკონომიკური ზიანი, დამნაშავე წარმოადგენს საფრთხეს საზოგადოებისათვის (იხ. მუხლი 66 §1).
51.სისხლის სამართლის კოდექსის 67გ მუხლი არეგულირებს მსჯავრდებული პირებისადმი პრევენციული პატიმრობის შესახებ იმ ბრძანების გამოცემას, რომელთა აღსრულებაც არ ხდება დაუყოვნებლივ მათი დამდგენი გადაწყვეტილების ძალაში შესვლისთანავე. მუხლის 1 ნაწილი მიუთითებს, რომ თუკი პატიმრობის ვადა მოხდილი იქნება თანადროულად დაკისრებულ პრევენციულ პატიმრობში განთავსებამდე, სასჯელის აღსრულებაზე პასუხისმგებელმა სასამართლომ (ანუ რაიონული სასამართლოს სპეციალური პალატა, რომელიც შედგება სამი პროფესიონალი მოსამართლისაგან, იხ. სასამართლოს ორგანიზების შესახებ კანონის 78ა და 78ბ(1) მუხლები) უნდა განიხილოს პატიმრობის ვადის დასრულებამდე, შესაბამისი მიზნის გათვალისწინებით, თუ რამდენად არის პირის პრევენციული პატიმრობა ისევ აუცილებელი. თუკი არ არის, იგი შეწყვეტს პრობაციით პრევენციული პატიმრობის აღსრულების შესახებ ბრძანებას; პირის ქმედებებზე ზედამხედველობა (Füჰრუნგსაუფსიცჰტ) იწყება შეწყვეტასთან ერთად.
(ბ) პრევენციული პატიმრობის ხანგრძლივობა
(i) 1998 წლის 31 იანვრამდე მოქმედი დებულებანი
52. მომჩივნის მიერ დანაშაულის ჩადენისა და მისი მსჯავრდების დროისათვის მოქმედი სისხლის სამართლის კოდექსის 67დ მუხლის შესაბამისი ნაწილი აღნიშნავდა შემდეგს:
მუხლი 67დ პატიმრობის ხანგრძლივობა
"(1) პატიმრობა დეტოქსიფიკაციის დაწესებულებაში არ უნდა აჭარბებდეს ორ წელს და რევენციული პატიმრობის პირველი პერიდი არ უნდა აღემატებოდეს ათ წელს.
(2) თუკი არ არსებობს მაქსიმალური ხანგრძლივობის განმსაზღვრელი დებულება ან თუკი ვადა ჯერ არ ამოწურულა, სასამართლო შეწყვეტს პატიმრობის შემდეგ აღსრულებას პრობაციით, როგორც კი იარსებებს გამართლებადი საფუძველი, რათა შემოწმდეს თუ რამდენად არის შესაძლებელი პატამრის გათავისუფლება შემდეგი უკანონო ქმედების ჩადენის საფრთხის გარეშე. შეწყვეტა ავტომატურად გამოიწვევს დამნაშავეზე ზედამხედველობის დაწყებას.
(3) მაქსიმალური ვადის ამოწურვის შემდეგ პატიმარი უნდა გათავისუფლდეს, ღონისძიება შესაბამისად დასრულდებული იქნება."
(ii) 1998 წლის 31 იანვრიდან მოქმედი შესწორებული დებულება
53.1998 წლის 26 იანვრის სექსუალური დანაშაულებისა და სხვა სახიფათო დანაშაულების შესახებ კანონით, რომელიც ძალაში შევიდა 1998 წლის 31 იანვარს სისხლის სამართლის კოდექსის 67დ მუხლი შესწორდა მომჩივნის პრევენციულ პატიმრობაში პირველად ყოფნის დროს. შეცვლილი დებულების შესაბამისი ნაწილები აღნიშნავდნენ შემდეგს:
მუხლი 67დ პატიმრობის ხანგრძლივობა
"(1) პატიმრობა დეტოქსიფიკაციის დაწესებულებაში არ უნდა აღემატებოდეს ორ წელს ...
(2) თუკი არ არსებობს დებულება მაქსიმალური ხანგრძლივობის შესახებ ან თუ ვადა ჯერ არ ამოწურულა, სასამართლო შეწყვეტს პრობაციით პატიმრობის ბრძანების შემდეგ აღსრულებას როგორც კი სავარაუდო შეიქნება, რომ კონკრეტული პირი აღარ ჩაიდენს შემდეგ უკანონო მოქმედებებს გათავისუფლების შემდეგ. შეწყვეტა ავტომატურად გამოიწვევს დამნაშავის ქმედებებზე ზედამხედველობას.
(3) თუკი პირმა გაატარა ათი წელი პრევენციულ პატიმრობაში, სასამართლო ღონისძიებას დასრულებულად გამოაცხადებს თუკი აღარ იარსებებს საფრთხე რომ პატიმარი, მისი დამნაშავეობრივი ტენდენციების გამო ჩაიდენს სერიოზულ დანაშაულებს და დაზარალებულებს მიაყენებს მნიშვნელოვან ფსიქოლოგიურ ან ფიზიკურ ზიანს. დასრულება ავტომატურად გამოიწვევს დამნაშავის ქმედებებზე ზედამხედველობას."
54. რაც შეეხება ratione temporis გამოყენებას სისხლის სამართლის კოდექსის შეცვლილ 67დ მუხლთან მიმართებაში, სისხლის სამართლის კოდექსის შესავალი კანონი, შესაბამის ნაწილში აღნიშნავს შემდეგს:
ნაწილი 1ა პრევენციული პატიმრობის წესების გამოყენება
(3) სისხლის სამართლის კოდექსის მუხლი 67დ, შეცვლილი 1998 წლის 26 იანვრის სექსუალური დანაშაულებისა და სხვა სახიფათო დანაშაულების შესახებ კანონით (ფედერალური ჟურნალი I, გვ.160) გამოყენებულ იქნება შეზღუდვების გარეშე."
55.რაც შეეხება სასამართლოს შეფასებას, რომელიც მოითხოვებოდა სისხლის სამართლის კოდექსის 67დ §3 მუხლითა და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის შემდგომი გადაწყვეტილებებით 67დ §2, 463 §2 მუხლების საფუძველზე, სექსუალური დანაშაულებისა და სხვა სახიფათო დანაშაულების შესახებ კანონის ცვლილებების მიხედვით, აღსრულებაზე პასუხისმგებელი სასამართლო ვალდებული გახლდათ გაეარა კონსულტაცია კონკრეტული თემის ექსპერტთან მასზედ, თუ რამდენად სავარაუდო იყო, რომ მსჯავრდებული პირი გათავისუფლების შემდეგ ჩაიდენდა სერიოზულ დანაშაულს. ასევე, ამ უკანასკნელის წარმოსადგენად სავალდებულო გახლდათ დამცველი ადვოკატის დანიშნვა.
(გ) მსჯავრდებული პირის პრევენციული პატიმრობის გადახედვა
56.სისხლის სამართლის კოდექსის 67გ §§2 და 3 მუხლთან ერთად, სისხლის სამართლის კოდექსის 67ე მუხლი ითხოვს მსჯავრდებული პირის პრევენციული პატიმრობის გადახედვას. სასამართლოს შეუძლია ნებისმიერ დროს გადახედოს თუ რამდენად მიზანშეწონილია პრევენციული პატიმრობის შესახებ ბრძანების მომავალი აღსრულების შეწყვეტა პრობაციით. იგი ვალდებულია გადახედვა აწარმოოს დადგენილ ვადებში (მუხლი 67ე §1). პრევენციული პატიმრებისათვის მოცემული ვადა განისაზღვრება ორი წლით (მული 67ე §2). სასამართლო უფლებამოსილია შეამციროს მოცემული ვადა, მაგრამ ასევე შეუძლია დაადგინოს პირობები დაწესებულ ვადებში გადახედვისათვის, რომლის დადგომამდეც მოთხოვნა გადახედვის შესახებ მიუღებლად ჩაითვლება (მუხლი 67ე §3).
3. საბაზისო კანონის დებულებანი და ფედერაციული საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკა
57.საბაზისო კანონის 2 §2 მუხლი აღნიშნავს, რომ პიროვნების თავისუფლება ხელშეუვალია.
58.საბაზისო კანონის 20 §3 მუხლის მიხედვით კანონმდებელი იზღუდება კონსტიტუციური წესრიგით, აღმასრულებელი და სასამართლო კი კანონით და სამართლით.
59.ფედერალური საკონსტიტუციო სასამართლოს განმტკიცებული სასამართლო პრაქტიკის მიხედვით საბაზისო კანონის 2 §2 მუხლი 20 §3 მუხლთან ერთობლიობაში იცავს კანონიერ მოლოდინს სახელმწიფოში, რომელიც იმართება კანონის უზენაესობის პრინციპის შესაბამისად. კანონი შესაძლებელია უკუძალით იქნას გამოყენებული იმდენად, რამდენადაც მისი სამართლებრივი შედეგები არ დადგება მის გამოქვეყნებამდე, მისი განმარტება მოიცავს მოვლენებს "მიმდინარეობის პერიოდში" მის გამოცემამდე (ე.წ. unechte Rückwirkung იხ. ფედერალური საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებანი (BVerfGE), ნაწ.72, გვ 200 და შემდეგ, 242, და ნაწ. 105, გვ. 17 და შემდეგი და 37 და შემდეგი). უკუძალის მქონე კანონებთან დაკავშირბით, ამ მხრივ ზოგადი უპირატესობა არ ენიჭება სამართლებრივი სიცხადისა და ლეგიტიმურ მოლოდინთა დაცვას კანონმდებლის იმ მიზანთან შედარებით, რომელიც მიზნად ისახავს არსებული მართლწერიგის შეცვლას შეცვლილი რეალობის საპასუხოდ. კანონმდებელს შეუძლია მიიღოს ასეთი უკუძალის მქონე კანონები თუ კანონმდებლის მიზანის მნიშვნელობა ზოგადი სიკეთის მისაღწევად გადაწონის ლეგიტიმური მოლოდინის დაცვის ინტერესს (იხ. ფედერალური საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწვეტილება მოცემულ საქმეში, გვ. 70-73, შემდგომი მითითებების სასამართლო პრაქტიკაზე).
60.საბაზისო კანონის 101 §1 მუხლის შესაბამისად, არავინ შეიძლება იყოს გათავისუფლდეს კანონიერი მოსამართლის იურისდიქციისაგან.
61.საბაზისო კანონის 103 §2 მუხლის მიხედვით მოქმედება შესაძლებელია დაისაჯოს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი მისი დასჯადობის ფაქტი განისაზღვრებოდა კანონით მანამდე, სანამ მოხდა მოცემული მოქმედების ჩადენა.
4. პრევენციული პატიმრობის ბრძანების აღსრულებასთან დაკავშირებული წესები და პრაქტიკა
(ა) სასჯელის აღსრულების შესახებ კანონი
62.სასჯელის აღსრულების შესახებ (ფედერალური) კანონი (Strafvollzugsgesetz) აყალიბებს წესებს ციხეებში პატიმრობის სასჯელის აღსრულებისა და გამოსასწორებელ და პრევენციულ პატიმრობასთან დაკავშირებულ თავისუფლების აღკვეთის ღონისძიებების აღსრულებასთან დაკავშირებით (იხ. კანონის ნაწილი 1). მისი დებულებები გამოიყენებოდა ყველა Länder--ში 2007 წლის 31 დეკემბრამდე. მას შემდეგ Länder--ებს მიენიჭათ უფლებამოსილება მოცემულ საკითხებზე თავად მიეღოთ კანონმდებლობა. იმ შემთხვევებში, როდესაც მოხდა აღნიშნული უფლებამოსილებით სარგებლობა, პრევენციული დაპატიმრების აღსრულების შესახებ მიღებული ბრძანებები დიდწილად არ განსხვავდებოდა სასჯელის აღსრულების შესახებ კანონით დაწესებული დებულებებისაგან.
63.სასჯელის აღსრულების შესახებ კანონის მე-2 ნაწილი ეხება პატიმრობის სასჯელის აღსრულების მიზანს. პატიმრობის სახით დაკისრებული სასჯელის მოხდის ხანგრძლივობა ხელს უნდა უწყობდეს სოციალურად პასუხისმგებელი ცხოვრების გაძღოლის საშუალების მიცემას შემდგომი დანაშაულის ჩადენის გარეშე (აღსრულების მიზანი; პირველი წინადადება). პატიმრობის სასჯელის აღსრულება ასევე მიზნად ისახავა საზოგადოების დაცვას შემდგომი დანაშაულებისაგან (მეორე წინადადება).
64.სასჯელის აღსრულების შესახებ კანონის 129-ე და 135-ე ნაწილები ეხება სპეციალურ წესებს პრევენციული პატიმრობის ბრძანების აღსრულებასთან დაკავშირებით. 129-ე ნაწილი მიუთითებს, რომ ის პირები, რომლებიც იმყოფებიან პრევენციულ პატიმრობაში პატიმრობას მოიხდიან უსაფრთხო პირობებში საზოგადოების დაცვის მიზნით (პირველი წინადადება). მათ უნდა გაეწიოთ დახმრება რათა ხელახლა შეეგუონ ციხის მიღმა ცხოვრებას (მეორე წინადადება). სხვაგვარად მითითების გარეშე (მოცემული კანონის ნაწილები 131 და 135), დებულებები, რომელიც ვრცელდება საპატიმრო სასჯელის აღსრულებას გავრცელდება mutatis mutandis პრევენციულ პატიმრობაზეც (კანონის 130-ე ნაწილი).
65.სასჯელის აღსრულების შესახებ კანონის 131-ე ნაწილის მიხედვით, იმ დაწესებულების აღჭურვილობა, სადაც ხდება პირთა განთავსება პრევენციული პატიმრობის მოსახდელად, კერძოდ კი საკნები, ისევე როგორც მათი კარგად ყოფნის უზრუნველმყოფი კონკრეტული ღონისძიებანი იმგვარად უნდა განისაზღვროს, რომ დაეხმაროს პატიმრებს მოახდინონ საკუთარი ცხოვრების ორგანიზება მოცემულ დაწესებულებაში გონივრული ფორმით და დაიცვან ისინი ხანგრძლივი თავისუფლების აღკვეთის ღონისძიებით გამოწვეული ზიანისაგან. შესაძლებლობის ფარგლებში მაქსიმალურად უნდა მოხდეს მათი პერსონალური საჭიროებების გათვალისწინება. მოცემული კანონის 132-ე ნაწილი მიუთითებს, რომ პატიმრებს უფლება აქვთ ჩაიცვან საკუთარი ტანისამოსი და გამოიყენონ საკუთარი საძინებელი თეთრეული, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც აკრძალვა დადგინდება უსაფრთხოების მიზნით და იმ პირობით, რომ ისინი თავად უზრუნველყოფენ წმენდას, შეკეთებასა და რეგულარულ გამოცვლას საკუთარი ხარჯით. მეტიც, კანონის 133-ე ნაწილის მიხედვით, პატიმრებს უფლება აქვთ დაკავდნენ ანაზღაურების გარეშე მიზნებისათვის, რომელიც ემსახურება გათავისუფლების შემდეგ ანაზღაურებადი დასაქმებისათვის საჭირო უნარების გამოუშავებას, შენარჩუნებას ან განვითარებას. ისინი ასევე იღებენ ჯიბის ფულს. კანონის 134-ე მუხლის მიხედვით, პატიმრობის პირობები შეიძლება შემსუბუქდეს და სპეციალური, ერთ თვემდე ვადით "შვებულება" შესაძლებელია მიეცეთ პატიმრებს რათა მოხდეს იმის შეფასება, თუ რამდენად არიან ეს უკანასკნელნი მზად გათავისუფლებისათვის.
66.სასჯელის აღსრულების შესახებ კანონის 140(1) ნაწილი აღნიშნავს, რომ პრევენციული პატიმრობის მოხდა ხორციელდება ან ცალკე დაწესებულებაში, ან ციხის განცალკევებულ ფრთაში, რომელიც გამოყოფილია პატიმრობის მოსახდელად.
(ბ) სტატისტიკური მასალა
67.მთავრობის მიერ წარმოდგენილი სტატისტიკის მიხედვით, რომელიც არ გასაჩივრებულა მომჩივნის მიერ, გერმანიის სასამართლოებმა 2005 წელს გამოსცეს სულ 75 ბრძანება პრევენციული პატიმრობის შესახებ, მათ შორის 42 ეხებოდა სექსუალურ დამნაშავეებს. 2007 წლის 31 მარტისათვის გერმანიაში სულ 415 პირი იმყოფებოდა პრევენციულ პატიმრობაში. 2002 წელს, პრევენციული პატიმრობის პირველი პერიოდისათვის პატიმრობის საშუალო ხანგრძლივობა გახლდათ ორი წელი და სამი თვიდან შვიდ წლამდე სხვადასხვა Länder მიხედვით. გასულ წელს, 261 პირს, რომლებიც პირველად იმყოფებოდნენ პრევენციულ პატიმრობაში, შეეხოთ პრევენციული პატიმრობის მაქსიმალური ათწლიანი ხანგრძლივობის გაუქმება, რომელიც განხორციელდა 1998 წლის ცვლილებებით, სისხლის სამართლის კოდექსის 67დ §3 მუხლისა და სისხლის სამართლის კოდექსის შესავალი კანონის 1ა(3) ნაწილის მიხედვით ერთობლიობაში. 2008 წელს 70 პირზე ჰქონდა გავლენა კანონის ცვლილებას, იმყოფებოდნენ რა პრევენციულ პატიმრობაში უკვე ათ წელზე მეტი ხნის განმავლობაში.
68.მთავრობის მიერ წარმოდგენილი სტატისტიკური მასალის მიხედვით, რომელიც არ გასაჩივრებულა მომჩივნის მიერ, 2006 წლისათვის გერმანიას 100,000 მაცხოვრებელზე ჰყავდა 95 პატიმარი, მაშინ როდესაც, მაგალითისათვის, ესტონეთში იგივე რაოდენობის, ანუ 100,000 მაცხოვრებელზე პატიმართა მაჩვენებელი გახლდათ 333, ჩეხეთის რესპუბლიკაში - 185, ესპანეთში - 149, ინგლისა და უელსში - 148, საფრანგეთში - 85, შვეიცარიაში - 83, დანიაში - 77 და ნორვეგიაში - 66. ამასთანავე, ევროპის საბჭოს ყოველწლიური საპატიმრო სტატისტიკის მიხედვით, 2006 წლის კვლევა, დათარიღებული 2007 წლის 12 დეკემბრით (PC-CP (2007) 9 prov. 2, გვ. 47) იმ პატიმართა მთლიანი რაოდენობა, რომლებსაც მიესაჯათ პატიმრობა ათი წელი და მეტი, მათ შორის უვადო თავისუფლების აღკვეთის ვადით 2006 წლის 1 სექტემბრისათვის გახლდათ შემდეგი: გერმანია - 2907, ესტონეთი - 402, ჩეხეთის რესპუბლიკა - 1435, ესპანეთი - 3568, ინგლისი და უელსი - 12 049, საფრანგეთი 8 620, დანია - 172 და ნორვეგია - 184.
ბ. შედარებითი სამართალი
1. საზოგადოების სახიფათო დამნაშავეებისაგან დაცვის სისტემები
69. სასამართლოს წინაშე არსებული ინფორმაციისა და მასალის მიხედვით, ევროპის საბჭოს წევრ სახელმწიფოებმა აირჩიეს განსხვავებული გზები იმ მსჯავრდებული დამნაშავეებისაგან საზოგადოების დასაცავად, რომლებმაც დანაშაულები ჩაიდინეს სრული სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობით (მსგავსად მომჩივნისა, მოცემულ დროს) და რომლებიც მოიცავენ საფრთხეს მასზედ, რომ კიდევ ჩაიდენენ სერიოზულ დანაშაულებს პატიმრობიდან გათავისუფლების შემდეგ. შესაბამისად, მოცემული პირები საზოგადოებისათვის საფრთხის მომცველნი არიან.
70.გერმანიის გარდა, კონვენციის ხელშემკვრელმა კიდევ შვიდმა სახელმწიფომ მაინც დააწესა პრევენციული პატიმრობის სისტემა იმ მსჯავრდებულ დამნაშავეთა მიმართ, რომლებიც ითვლებიან არაჯანსაღი ფსიქიკის მქონედ ანუ, სხვაგვარად რომ ვთქვათ, რომლებმაც იმოქმედეს სრული სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის ფარგლებში როდესაც ჩაიდინეს დანაშაულ(ებ)ი და რომლებიც სახიფათოდ ითვლებიან საზოგადოებისათვის რადგანაც დიდია მათ მიერ დანაშაულის ხელახლა ჩადენის ალბათობა. აღნიშნულ ქვეყნებს მიეკუთვნება ავსტრია (იხ. ავსტრიის სისხლის სამართლის კოდექსის მუხლები 23 და შემდეგი და 47 და შემდეგი, ასევე ავსტრიის სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 435-ე და შემდეგი მუხლები), დანია (იხ. დანიის სისხლის სამართლის კდოექსის 70-ე და შემდეგი მუხლები), იტალია (იხ. იტალიის სისხლის სამართლის კოდექსის 199-ე და შემდეგი მუხლები), ლიხტენშტეინი (იხ. ლიხტენშტეინის სისხლის სამართლის კოდექსის 23-ე და შემდგომი და 47-ე მუხლები და ლიხტენშტეინის სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 345-ე და შემდგომი მუხლები), სან მარინო (იხ. სან მარინოს სისხლის სამართლისკოდექსის 121-ე და შემდგომი მუხლები), სლოვაკია (იხ. სლოვაკიის სისხლის სამართლის კოდექსის 81-ე და 82-ე მუხლები) და შვეიცარია (იხ. შვეიცარიის სისხლის სამართლის კოდექსის 56-ე და შემდეგი მუხლები). მოცემულ სახელმწიფოებში პრევენციული პატიმრობა, როგორც წესი, განისაზღვრება განმხილელი სასამართლოს მიერ, რომლის აღსრულებაც ზოგადად ხდება მას შემდეგ, რაც მოცემული პირი მოიხდის სასჯელს (გამონაკლისი გახლავთ დანია, სადაც პრევენციული პატიმრობის შეფარდება ხდება ციხის საპატიმრო სასჯელის ნაცვლად). პატიმრის სახიფათოობა პერიოდულად განიხილება და მათი გათავისუფლება ხდება პრობაციით თუკი მიიჩნევა, რომ ისინი საზოგადოებისათვის საფრთხეს აღარ წარმოადგენენ.
71.რაც შეეხება განთავსების ადგილსა და ხანგრძლივობას, პრევენციულ პატიმრობაში მყოფი პირები თავსდებიან სპეციალურ დაწესებულებებში ავსტრიაში (იხ. ავსტრიის სისხლის სამართლის კდოექსის 23-ე მუხლი), ლიხტენშტეინში (იხ. ლიხტენშტეინის სისხლის სამართლის კოდექსის 23-ე მუხლი), სან მარინოში (იხ. სან მარინოს სისხლის სამართლის კოდექსის 121-ე და შემდგომი მუხლები), სლოვაკიაში (იხ. სლოვაკიის სისხლის სამართლის კოდექსის 81-ე მუხლი) და შვეიცარიაში (იხ. შვეიცარიის სისხლის სამართლის კოდექსის 64-ე მუხლი). მართალია იტალიის კანონმდებლობაც მოითხოვს, რომ პრევენციული პატიმრობის მოხდა უნდა განხორციელდეს სპეციალიზებულ დაწესებულებებში (შეადარე იტალიის სისხლის სამართლის კოდექსის 215-ე და შემგომ მუხლებს), როგორც ჩანს პრაქტიკაში ამგვარი დაწესებულებანი არ არსებობს და მოცემული პატიმრები განთავსებულნი არიან ჩვეულებრივ ციხეებში, სპეციალურ პატიმრობის რეჟიმში. დანიაში პრევენციულ პატიმრობაში მყოფი სახიფათო დამნაშავეები ასევე განთავსებულნი არიან ჩვეულებრივ ციხეებში სპეციალურ პატიმრობის რეჟიმში. დანიაში, იტალიაში, სან მარინოში, სლოვაკიაში (იხ. სლოვაკიის სისხლის სამართლის კოდექსის 82 §2 მუხლის ცალსახა დებულება) და შვეიცარიაში, შესაბამისი დებულებანი არ აწესებენ პრევენციული პატიმრობის ხანგრძლივობას. განსხვავებულია სისტემა ავსტრიასა და ლიხტენშტეინში, სადაც აღნიშნულმა პატიმრობამ არ უნდა გადააჭარბოს ათწლიან ვადას (იხ. როგორც ავსტრიის, ისე ლიხტენშტეინის სისხლის სამართლის კოდექსების 25§1 მუხლები).
72.რაც შეეხება პრევენციული პატიმრობის დებულებების დროებით გამოყენებას, უნდა აღინიშნოს, რომ შესაბამის დებულებათა ფორმულირების მიხედვით რიგ ქვეყნებში, შესაძლებელია მათი უკუძალით გამოყენება. შესაბამისად, იტალიის სისხლის სამართლის კოდექსის მე-200 მუხლის მიხედვით გადაწყვეტილება პრევენციული ღონისძიებების შესახებ უნდა დაეფუძნოს იმ კანონს, რომელიც ძალაშია მისი აღსრულების დროისათვის, ხოლო სლოვაკიის სისხლის სამართლის კდოექსის 2 §3 მუხლის მიხდვით, გადაწყვეტილებანი უნდა ეფუძნებოდეს იმ კანონს, რომელიც ძალაში გახლდათ უსაფრთხოების ზომის დაკისრების შესახებ გადაწყვეტილების მიღების დროისათვის. დანიის სისხლის სამართლის კოდექსის 4 §1 მუხლის მიხედვით, საკითხი თუ რამდენად უნდა მოხდეს დანაშაულზე პრევენციული პატიმრობითი სასჯელის დადგენა განიხილება იმ კანონის გამოყენებით, რომელიც ძალაში გახლდათ იმ დროს, როდესაც მოხდა სისხლისსამართლებრივი სამართალწარმოების შედეგად გადაწყვეტილების მიღება. სან მარინოს სისხლის სამართლის კოდექსი, ანალოგიურად, არ კრძალავს პრევენციული ღონისძიებების უკუძალით გამოყენებას. განსხვავებულია მიდგომა შვეიცარიაში, ავსტრიასა და ლიხტენშტეინში, სადაც იკრძალება პრევენციული ღონისძიების უკუძალით გამოყენება როგორც ავსტრიის ისე ლიხტენშტეინის სისხლის სამართლის კოდექსის 23 §1 და შემდგომი მუხლების მიხედვით, მსგავსად შვეიცარიის კანონმდებლობისა.
73.კონვენციის მრავალ სხვა ხელშემკვრელ სახელმწიფოში არ არსებობს პრევენციული პატიმრობის სისტემა და დამნაშავეთა სახიფათო ხასიათი გაითვალისწინება მათი სასჯელის განზღვრისა და აღსრულების დროს. ასეთ შემთხვევებში, საპატიმრო სასჯელები იზრდება დამნაშავის სახიფათოობის გამო, განსაკუთრებით რეციდივიზმის შემთხვევაში.ამ მხრივ უნდა აღინიშნოს, რომ კონვენციის ხელშემკვრელ სახელმწიფოთა სასამართლოებისაგან განსხვავებით, გაერთიანებლ სამეფოში, სასჯელის განმსაზღვრელი სასამართლოები უვადო თავისუფლების აღკვეთისას აშკარად განასხვავებენ სასჯელის სადამსჯელო და პრევენციულ ნაწილებს. სადამსჯელო იგივე "სატარიფო" პერიოდი წარმოადგენს დამნაშავის დასჯის ფორმას. მას შემდეგ რაც მოხდება სადამსჯელო ნაწილის მოხდა, პატიმარი ითვლება სასჯელის პრევენციულ ნაწილში და შესაძლებელია მისი გათავისუფლება პრობაციით თუკი იგი საზოგადოებისათვის საფრთხეს აღარ წარმოადგენს (იხ. ინტერ ალია სისხლის სამართლის შესახებ კანონი 2003, ნაწილები 269 და 277 და დანაშაულის (სასჯელის) შესახებ კანონი 1997, ნაწილი 28). მეორეს მხრივ, დამნაშავის სახიფათოობა ზოგადად გავლენას ახდენს როგორც პატიმრობის პირობებზე, ისევე როგორც სასჯელის შემცირების ან პრობაციით გათავისუფლებით სარგებლობის შანსებზეც.
2. განსხვავება სასჯელს, პრევენციულ ზომებს და მათგან გამომდინარე შედეგებს შორის
74.კონვენციის ხელშემკვრელ სახელმწიფოებში სასჯელებსა და პრევენციულ ზომებს შორის და მოცემული სანქციის კვალიფიკაციის მიხედვით გამომდინარე შედეგების განხილვისას უნდა აღინიშნოს, რომ ერთ სახელმწიფოში მოქმედი იდენტური სახეობის ზომები შეიძლება დაკვალიფიცირდეს როგორც სასჯელი, ხოლო მეორეში კი როგორც პრევენციული ზომა. შესაბამისად, პირის ქმედებებზე ზედამხედველობა გათავისუფლების შემდეგ, მაგალითად საფრანგეთის სისხლის სამართლის კოდექსის 131-36-1 და შემდგომი მუხლების მიხედვით განისაზღვრება როგორც სასჯელი, ხოლო იტალიის სისხლის სამართლის კოდექსის 215-ე და 228-ე მუხლების მიხედვით კი როგორც პრევენციული ღონისძიება.
75.2008 წლის 25 თებერვლის კანონი სასჯელის შემდგომ პრევენციულ პატიმრობასთან დაკავშირებით, რომელიც ამცირებს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას გონებრივი აშლილობის გამო (Loi relative à la rétention de sûreté et à la déclaration d’irresponsabilité pénale pour cause de trouble mental) აწესებს პრევენციულ პატიმრობას საფრანგეთის კანონმდებლობაში. საფრანგეთის სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 706-53-13 მუხლის მიხდვით, მოცემული ღონისძიება შესაძლებელია შეეფარდოს განსაკუთრებულად სახიფათო დამნაშავეებს, რომლებიც წარმოადგენენ რეციდივის საფრთხეს იმის გამო, რომ დაავადებულნი არიან სერიოზული პიროვნული აშლილობით. საფრანგეთის საკონსტიტუციო საბჭომ 2008 წლის 21 თებერვლის გადაწყვეტილებით (no. 2008-562 DC, Official Gazette (Journal officiel) 26 თებერვალი 2008, გვ. 3272) დაადგინა, რომ ამგვარი პრევენციული პატიმრობა, რომელიც ეფუძნებოდა არა მსჯავრდებული პირის ბრალს, არამედ მიზნად ისახავდა პირის მიერ განმეორებითი დანაშაულის ჩადენის პრევენციას, ვერ დაკვალიფიცირებოდა როგორც სასჯელი (გადაწყვეტილების §9). ამ მხრივ, სასამართლომ გამოამჟღავნა გერმანიის ფედერალური საკონსტიტუციო სასამართლოს მსგავსი მიდგომა გერმანიის კანონმდებლობით პრევენციული პატიმრობის შეფასებაზე (იხ. პარაგრაფები 31-33, ზემოთ). მიუხედავად ამისა, მისი პატიმრობითი ბუნების, ხანგრძლივობის, განუსაზღვრელად განგრძობადობისა და იმის გამო, რომ მას აწესებს სასამართლო მსჯავრდების შემდეგ, საფრანგეთის საკონსტიტუციო საბჭომ მიიჩნია, რომ კანონის გამოცემამდე სასჯელის შემდგომი პრევენციული პატიმრობა არ შეიძლება დაწესდეს უკუძალით დანაშაულის ჩადენაში მსჯავრდებული პირის წინააღმდეგ (გადაწყვეტილების §10). მხრივ, იგი მივიდა გერმანიის ფედერალური საკონსტიტუციო სასამართლოსაგან განსხვავებულ დასკვნამდე (იხ. პარაგრაფები 31-33 და 34-37 ზემოთ).
გ. საერთაშორისო მონიტორინგის განმახორციელებელი ორგანოების დაკსვნები პრევენციული პატიმრობის შესახებ
1. ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარი76.ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარმა, ბ-ნმა თომას ჰამარბერგმა გერმანიაში 2006 წლის 9-11 და 15-18 ოქტომბრის ვიზიტის შედეგად (ჩომმDH (2007) 14, 11 ივლისი 2007) მითითება გააკეთა მის მიერ წოდებულ "უსაფრთხო პატიმრობაზე" (Sicherungsverwahrung):
"230 ვიზიტის დროს კომისარმა განიხილა უსაფრთხო პატიმრობის საკითხი რამდენიმე Länder ხელისუფალთან, მოსამართლესა და სამედიცინო ექსპერტთან. კომისარმა უწყის თუ რა საზოგადოებრივი წნეხი აკისრია მოსამართლეებსა და სამედიცინო ექსპერტებს, როდესაც ისინი იღებენ გადაწყვეტილებას იმ პირის გათავისუფლებაზე, რომელმაც შესაძლოა ჩაიდინოს სერიოზული დანაშაული. შეუძლებელია წინასწარ განვჭვრიტოთ სრული სიზუსტით თუ რამდენად ჩაიდენს პირი ხელახლა დანაშაულს. ფსიქიატრები რეგულარულად აფასებენ იმ დაპატიმრებული პირის ქცევას, რომელმაც შესაძლოა განსხვავებულად იმოქმედოს ციხის გარეთ ყოფნისას. ამასთანავე, რთულია განჭვრეტილ იქნას ყველა ის გარემო-პირობა, რომელიც ელის დამნაშავეს ციხის გარეთ.
204. კომისარი მოგვიწოდებს უსაფრთხო პატიმრობის უკიდურესად გონივრული გამოყენებისაკენ. ამასთანავე, განხილულ უნდა იქნას ალტერნატიული ზომები მანამდე, სანამ მოხდება უსაფრთხო პატიმრობის შეფარდება. კომისარი შეწუხებულია უსაფრთხო პატიმრობის ფარგლებში თავისუფლებაშეზღუდულ პირთა რაოდენობის ზრდის გამო. იგი მოუწოდებს გერმანიის ხელისუფლებას დაუკვეთონ დამოუკდებელი კვლევა უსაფრთხო პატიმრობის იმპლემენტაციის ირგვლივ, რათა მოხდეს ღონისძიებათა შეფასება საზოგადოების დაცვისა და დაპატიმრებულ ინდივიდზე გავლენის გათვალისწინებით. ...
206. ამასთანავე, კომისარმა შეიტყო, რომ უსაფრთხო პატიმრობას დაქვემდებარებული პირები რეგულარულად განიცდიან მომავლისადმი რწმენის კარგვას და ხელს იქნევენ საკუთარ თავზე. მოცემული ფაქტი მოგვიწოდებს ფსიქოლოგიური და ფსიქიატრიული ზრუნვის საჭიროებაზე. სამედიცინო მოსაზრება შესაძლებელია პერიოდულად გაიყოს იმ პირთა მიმართ ზრუნვის ეფექტიანობასთან დაკავშირებით, რომლებიც იმყოფებიან უსაფრთხო პატიმრობში, მართლაც, მათი თანდათანობითი რეაბილიაციისა და გათავისუფლების ალბათობა არ უნდა გამოირიცხოს. შესაბამისად, უსაფრთხო პატიმრობაში მყოფმა პირებმა უნდა მიიღონ ადექვატური სამედიცინო მკურნალობა ან სხვა სახის ზრუნვა, რომელიც მიესადაგება მათ კონკრეტულ ვითარებას."
2. წამებისა და არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის ან სასჯელის საწინააღმდეგო ევროპული კომიტეტი
77.გერმანიაში 2005 წლის 20 ნოემბრიდან 2 დეკემბრამდე ვიზიტის შედეგად გერმანიის მთავრობისადმი წარდგენილ ანგარიშში (CPT/Inf (2007) 18, 18 აპრილი 2007) წამებისა და არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის ან სასჯელის საწინააღმდეგო ევროპულმა კომიტეტმა (წამების საწინააღმდეგო კომიტეტი-წსკ) წარმოადგინა შემდეგი დასკვნები ბერლინ-ტეგელის ციხეში "უსაფრთხო განთავსების ბლოკთან" დაკავშირებით (Sicherungsverwahrung):
"94. საცხოვრებელი პირობები ბლოკში კარგი ან ძალიან კარგი სტანდარტისა გახლდათ, რამდენიმე განსაკუთრებით პოზიტიური ელემენტით: კარგად აღჭურვილი ინდივიდუალრი ოთახები სანიტარიული კვანძით; ნათელი და გონივრულად სივცითი კომუნალური გარემო; პატარა სამზარეულო თავისი აღჭურვილობით პატიმრებისათვის რათა მოამზადონ ცხელი სასმელი და მარტივი საკვები, და სივრცე რეცხვის, გაშრობისა და გაუთავებისათვის.
95. პრინციპში, პატიმრებს გააჩნდათ წვდომა იგივე აქტივობებისადმი რაც ჩვეულებრივ პატიმრებს (მაგ. სამუშაო, განათლება, ა.შ). ამასთანავე, შესაბამისი კანონმდებლობის მიხედვით, პატიმრები სარგებლობდნენ რიგი სპეციალური პრივილეგიით. კერძოდ, საკნის კარი ღია გახლდათ მთელი დღის განმავლობაში და პატიმრებს ეძლეოდათ დამატებითი დრო მნახველთა მისაღებად (თვეში ორი საათი ნაცვლად ერთისა), გარე აქტივობებისათვის (ოთხი საათი ნაცვლად ერთისა არასამუშაო დღეებში), ამანათების მიღებაზე (ექვსი ნაცვლად სამისა წლიურად) და ჯიბის ფულთან დაკავშირებით (თუკი არ იყო სამუშაო). ასევე აღსანიშნავია, რომ ყველა პატიმარს ჰქონდა შეუზღუდავი წვდომა ტელეფონზე.
96. თეორიაში მაინც, ბლოკი იძლეოდა დადებითი საპატიმრო ცხოვრების წარმოების საშუალებას. თუმცა, ყველა პატიმარს არ შეეძლო ესარგებლა მოცემული საშუალებებით, რაც გასაკვირი არ გახლავთ თუ გავითვალისწინებთ, რომ სამეციდინო პერსონალის მიხედვით, პატიმართა უმრავლესობა დაავადებული გახლდათ მრავალჯერადი პიროვნული აშლილობით. პატიმართა უდიდესი უმრავლესობა სრულიად დემოტივირებული გახლდათ, და მხოლოდ ორი მათგანი სარგებლობა გარე აქტივობებით, სამი მათგანი მუშაობდა სრულ განაკვეთზე, ხოლო ერთი კი ნახევარ-განაკვეთზე. თორმეტ პატიმარს შესთავაზეს მუშაობა, მაგრამ არ გამოხატეს სურვილი ჩართულიყვნენ საქმიანობაში. შესაბამისად, პატიმართა უდიდესი უმრავლესობა მარტო ატარებდა დროს საკანში ტელევიზორის ყურებასა თუ ვიდეო თამაშების თამაშით.
იმ პატიმართა შორისაც კი, რომლებიც კისრულობდნენ და უმკლავდებოდნენ ბლოკში ყოველდღიურ ცხოვრებას, ისეთი შთაბეჭდილება რჩებოდა, რომ ყოველივე აღნიშნული წარმოდგენდა დროის გატარების სტრატეგიას, ყოველგვარი რეალური მიზნის გარეშე. როგორც ჩანს, აღნიშნული უკავშრდებოდა მათ უვადო Sicherungsverwahrung-ს. რამდენიმე პატიმარმა გამოკითხვისას ნათლად გამოხატა მისი პოზიცია, რომ იგი გარეთ ვერასდროს გავიდოდა, ხოლო ერთმა მათგანმა კი აღნიშნა, რომ ერთადერთი რისი გაკეთებაც შეეძლო გახლდათ სიკვდილისათვის მომზადება.
97. ციხის ადმინისტრაციის მიხედვით, პერსონალი მუშაობდა სპეციალური მკურნალობის კრიტერიუმების მიხედვით, რომლის მიზანიც გახლდა ინდივიდის გათავისუფლება Sicherungsverwahrung--საგან; აქცენტი კეთდებოდა საზოგადოებისათვის საფრთხის შემცირებაზე, ისევე როგორც ხანგრძლივი პატიმრობის შედეგად მიყენებული ფიზიკური და ფსიქოლოციური გავლენის მართვაზე. მიუხედავად აღნიშნულისა, დელეგაციამ შენიშნა, რომ პრაქტიკაში პერსონალი (მათ შორის სოციაური მუშაკებიც) ეჭვის თვალით უყურებდნენ მათ ბლოკის მიღმა ყოფნას და შესაბამისად, მინიმუმამდე ჰქონდათ დაყვანილი პერსონალისა და პატიმრების კონტაქტი. ...
99. პერსონალის ჩართულობის ნაკლულობა იმ პატიმრებთან, რომლებიც მეტ-ნაკლებად უკეთ მართავდნენ საკუთარ ვითარებას, გაუმართლებელი გახლდათ. პატიმრებისათვის პასუხისმგებლობისა და დამოუკიდებლობის გარკვეული ხარისხის მინიჭება არ გულისხმობდა, რომ პერსონალს ისინი მიეტოვებინათ. მოვლის ვალდებულების იგნორირება დუშვებელია, განსაკუთრებით კი პატიმართა ესოდენ სპეციალური ჯგუფის მიმართ. დელეგაციას დარჩა შთაბეჭდილება, რომ პერსონალი თავად არ იყო ჩამოყალიბებული თუ როგორ ეწარმოებინათ სამუშაო ამგვარ პატიმრებთან. პატიმრების მიერ საკუთარი საპატიმრო ცხოვრების მართვის ხელშეწყობასთან ერთად არსებობს მიმდინარე მხარდაჭერის აუცილებლობა, რათა მათ შეძლონ განუსაზღვრელი ვადით პატიმრობის გადატანა, ისევე როგორც წარსული მძიმე ქცევებისა და სავარაუდო ფსიქოლოგიური პრობლემებისადმი თვალის გასწორება. სერიოზულად არასაკმკარისი გახლდათ ფსიქოლოგიური ზრუნვა და დახმრება; "წსკ" რეკომენდაციას იძლევა გატარდეს დაუყოვენებელი ღონისძიებანი მოცემული ნაკლოვანების გამოსასწორებლად.
100. რთული შეკითხვა, თუ როგორ მოხდეს პრაქტიკაში ჰუმანური და შესაბამისობში მყოფი პოლიტიკის გატარება Sicherungsverwahrung-ში მყოფი პირების მიმართ, განხილულ უნდა იქნას დაუყოვნებლივ და თან უმაღლეს ინსტანციაში. ამგვარ პატიმრებთან მუშაობა წარმოადგენს ციხის პერსონალის ერთ-ერთ ყველაზე რთულ გამოწვევას.
Sicherungsverwahrung--ის პატიმართა მცირე (მაგრამ მზარდი) რაოდენობის პოტენციურად განუსაზღვრელი განთავსების გამო, უნდა არსებობდეს მოცემული ბლოკის მიზნების და მათი მიღწევის რეალურად მიღწევის განსაკუთრებით ნათელი ხედვა. მიდგომა საჭიროებს ზრუნვის მაღალ დონეს, რომელიც მოიცავს მრავალიდისციპლინის მქონე პერსონალს, ინტენსიურ მუშაობას პატიმრებთან ინდივიდუალურად (სწრაფად მომზადებული ინდივიდუალური გეგმების საშუალებით) რომელიც შესაბამისობაში იქნება გათავისუფლებისაკენ მავალ გეგმასთან, რომელიც, თავსითავად, უნდა წარმოადგენდეს რეალურ ვარიანტს. სისტემამ უნდა დაუშვას ოჯახური კავშირების შენარჩუნება, საჭიროებისამებრ.
"წსკ" რეკომენდაციას იძლევა მასზედ, რომ გერმანიის ხელისუფლებამ, ზემოთმითითებული კომენტარების გათვალისწინებით, დაიწყოს Sicherungsverwahrung-მიდგომის დაუყოვნებელი განხილვა ტეგელის ციხეში და, საჭიროებისამებრ, გერმანიის სხვა დაწესებულებებში, რომლებშიც განთავსებულნი არიან Sicherungsverwahrung-".
3. გაეროს ადამიანის უფლებათა კომიტეტი
78.2008 წლის 7-დან 25 ივლისამდე ჩატარებულ სესიაზე მიღებულ დასკვნით დებულებებში, საფრანგეთის მიერ წარმოდგენილ ანგარიშში, სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების საერთაშორისო პაქტის მე-40 მუხლის მიხედვით (CCPR; იხ. CCPR/C/FRA/CO/4 31 ივლისი 2008) გაეროს ადამიანის უფლებათა კომიტეტმა შემდეგი აღნიშნა:
"16. კომიტეტი შეწუხებულია წევრ სახელმწიფოს უფლებამოსილების მოთხოვნით, რომელიც ეფუძნება ნომერ 2008/174 კანონს (25 თებერვალი 2008), რომლის მიხედვითაც იგი უფლებამოსილია სისხლისსამართლებრივ საქმეში მოპასუხეები განათავსოს განახლებად ერთწლიან სამოქალაქო პრევენციულ პატიმრობაში მათი "სახიფათოობის" გამო, მას შემდეგაც კი, რაც ეს უკანასკნელნი მოიხდიან დაკისრებულ თავისუფლების აღმკვეთ სასჯელს. მაშინ როდესაც საკონსტიტუციო საბჭომ აკრძალა კანონის უკუძალით გამოყენება და მოსამართლე, რომელიც სისხლისსამართლებრივ საქმეში მოპასუხეს სასჯელს აკისრებს განიხილავს მომავალ სამოქალაქო პრევენციულ პატიმრობას როგორც განუყოფელ ნაწილს საქმეში არსებული თავდაპირველი დისპოზიციისა. მიუხედავად ამისა, კომიტეტის აზრით პრაქტიკა მაინც პრობლემური გახლავთ პაქტის მე-9, მე-14 და მე-15 მუხლებთან მიმართებაში."
სამართალი
I. კონვენციის მე-5 მუხლის სავარაუდო დარღვევა
79.მომჩივანი დავობდა, რომ მისი განგრძობადი პრევენციული პატიმრობა იმ ათწლიანი ვადის მიღმა, რომელიც წარმოადგენდა ამგვარი პატიმრობის მაქსიმალურ ვადას იმ სამართლებრივი დებულებების მიხედვით, რომელიც გამოიყენებოდა დანაშაულის ჩადენისა და მსჯავრდების დროს, არღვევდა კონვენციის მე-5 მუხლის 1 ნაწილს, რომლის შესაბამისი ნაწილიც აღნიშნავს შემდეგს:
1. ყველას აქვს თავისუფლებისა და პირადი უსაფრთხოების უფლება. არავის შეიძლება აღეკვეთოს თავისუფლება, გარდა შემდეგი შემთხვევებისა და მხოლოდ კანონით დადგენილი პროცედურის შესაბამისად:
ა.უფლებამოსილი სასამართლოს მიერ მსჯავრდების შემდეგ პირის კანონიერი დაპატიმრება; ...
გ. პირის კანონიერი დაკავება ან დაპატიმრება, უფლებამოსილი სამართლებრივი ორგანოს წინაშე მის წარსადგენად, როდესაც არსებობს ამ პირის მიერ სამართალდარღვევის ჩადენის გონივრული ეჭვი, ან გონივრულადაა მიჩნეული პირის მიერ სამართალდარღვევის ჩადენის ან მისი ჩადენის შემდეგ მიმალვის აღკვეთის აუცილებლობა; ...
ე. პირის კანონიერი დაპატიმრება გადამდებ დაავადებათა გავრცელების თავიდან ასაცილებლად, ან სულით ავადმყოფის, ალკოჰოლიკის, ნარკომანისა და მაწანწალის კანონიერი დაპატიმრება;.."
80.მთავრობა ასაჩივრებდა ამგვარ მიდგომას.
ა. მხარეთა არგუმენტები
1. მომჩივანი
81.მომჩივნის მიხედვით, მისი პრევენციული პატიმრობა არ გახლდათ მოცული კონვენციის მე-5 მუხლის 1 ნაწილის (ა) პუნქტით. არ არსებობდა საკმარისი მიზეზობრივი კავშირი ათწლიანი პატიმრობის შემდეგ მის განგრძობად პატიმრობასა და 1986 წელს მის მსჯავრდებას შორის. როდესაც მარურგის რაიონულმა სასამართლომ ბრძანა მისი პრევენციული პატიმრობა 1986 წელს, მაშინ ამგვარი პატიმრობა შეიძლება გაგრძელებულყო მაქსიმუმ ათი წლის ვადით შესაბმისი სამართლებრივი დებულებების მიხედვით. შესაძლებელია, რომ მარბურგის რაიონულ სასამართლოს არც კი დაეწესებინა პრევენციული პატიმრობა, რომ სცოდნოდა რომ მოცემული ღონისძიება ძალაში იქნებოდა ათ წელზე მეტი ხნის განმავლობაში. მისი განგრძობადი პრევენციული პატიმრობა ათწლიანი პატიმრობის მოხდის შემდეგ, შესაბამისად, ეფუძნებოდა მხოლოდ 1998 წელს კანონში შესულ ცვლილებებს, რომლითაც გაუქმდა პრევენციული პირველი პატიმრობის მაქსიმალრი ვადა და არა მის მსჯავრდებას 1986 წელს. კანონში ცვლილება რომ არ განხორციელებულიყო, იგი ავტომატურად გათავისუფლდებოდა 2001 წელს და აღარ მოხდებოდა სასჯელის აღსრულებაზე პასუხისმგებელი სასამართლოს იურისდიქციის განხორციელება მისი პრევენციული პატიმრობის გასაგრძელებლად. მსჯავრდების დროს დაწესებული პირველი პრევენციული პატიმრობის მაქსიმალური ვადის გათვალისწინებით, კანონში ცვლილების განხორციელება, რომლის საშუალებითაც მოხდა მაქსიმალური ვადის გაუქმება, ეხებოდა საკითხს თუ რამდენად გამოყენებადი გახდათ პრევენციული პატიმრობა და არა მხოლოდ მისი აღსრულება. შესაბამისად, მიზეზობრივი კავშირი მის მსჯავრდებასა და მის პრევენციულ პატიმრობას შორის ათწლიანი პატიმრობის მოხდის შემდეგ უკვე აღარ არსებობდა.
82.მომჩივანი ასევე ავითრებდა ხედვას, რომ მისი პატიმრობა არც "კანონიერი" გახლდათ და არც "კანონით დადგენილი პროცედურის შესაბამისი" როგორც ეს მოთხოვნილია მე-5 მუხლის 1 ნაწილში. განსხვავებით ფედერალური საკონსტიტუციო სასამართლოსი, მრავალი მეცნიერი მიიჩნევდა, რომ პრევენციული პატიმრობა და მისი მაქსიმალური ათწლიანი ვადის გაუქმება, პირველ ჯერზე დაწესების შემთხვევაში, არაკონსტიტუციური იყო. პირველად პრევენციული პატიმრობის მაქსიმალური პერიოდი უნდა განისაზღვროს კანონით. დანაშაულის ჩადენის დროს იგი ვერ განჭვრეტდა, რომ მისი მაქსიმალური ხანგრძლივობა გაუქმდებოდა და უმალვე შევიდოდა ძალაში იმ დროს, როდესაც იგი უკვე პრევენციულ პატიმრობაში იმყოფებოდა და რომ იგი შეიძლება პრევენციული პატიმარი ყოფილიყო ათ წელზე მეტი ვადით. მისი უფლება კანონიერ პატიმრობაზე ვერ ბალანსდებოდა საზოგადოების უსაფრთხოების ინტერესით.
2. მთავრობა
83.მთავრობის აზრით, მომჩივნის გაგნრძობადი პრევენციული პატიმრობა შესაბამისობაში გახლდათ კონვენციის მე-5 მუხლის 1 ნაწილის (ა) პუნქტთან. მომჩივნის პრევენციული პატიმრობა მის მიერ პატიმრობის ათი წლის ვადის მოხდის შემდეგ განხორციელდა "მსჯავრდების შემდეგ", შესაბამისად ჯერ კიდევ არსებობდა საკმარისი მიზეზობრივი კავშირი მის პირველად მსჯავრდებასა და თავისუფლების აღკვეთას შორის. 1986 წლის 17 ნოემბრის გადაწყვეტილებაში მარბუგრის რაიონულმა სასამართლომ მსჯავრი დასდო და სასჯელი დააკისრა პატიმარს ხუთი წლით თავისუფლების აღკვეთის სახით და მოითხოვა მისი პრევენციულ პატიმრობაში განთავსება ნებისმიერი მაქსიმალური ვადის მითითების გარეშე. სისხლის სამართლის კოდექსის დებულებების მიხედვით, მარბურგის რაიონულ სასამართლოს რომელმაც დააწესა სასჯელი, უნდა გადაეწყვიტა დაეწესებინა თუ არა პრევენციული ღონისძიება, ხოლო რაიონულ სასამართლოს კი, რომელიც პასუხისმგებელი გახლდათ ღონისძიეის აღსრულებაზე, მსჯავრდებული პირის პრევენციული პატიმრობის ხანგრძლივობაზე. შესაბამისად, ორივე სასამართლო, როგორც სასჯელის დამკისრებელი, ისე ის სასამართლო, რომელიც პასუხისმგებელი გახლდათ სასჯელის აღსრულებაზე მონაწილეობდა მომჩივნის "მსჯავრდებაში კომპეტენტური სასამართლოს მიერ". სისხლის სამართლის კოდექსის მე-2 მუხლის მე-6 ნაწილის მიხედვით (იხ. პარაგრაფი 48, ზემოთ), კანონმდებელს ყოველთვის შეეძლო ხელახლა შემოეტანა პრევენციული პატიმრობა მაქსიმალრი ხანგრძლივობის გარეშე, დაუყოვნებლივ ძალაში შესვლით. აღნიშნულის გათვალისწინებით, პრევენციული პატიმრობის პირველი პერიოდის მაქსიმალური ხანგრძლივობის შემდგომი გაუქმება არ არღვევდა მიზეზობრივ კავშირს მომჩივნის პირველად მსჯავრდებას 1986 წელსა და მის განგრძობად პრევენციულ პატიმრობას შორის.
84.მთავრობა ასევე დავობდა, რომ მომჩივნის განგრძობადი პრევენციული პატიმრობა "კანონიერი" და "კანონით განსაზღვრული პროცედურის შესაბამისი" გაახლდათ მე-5 მუხლის 1 ნაწილის შესაბამისად. ეროვნულმა სასამართლოებმა დაადასტურეს მომჩივნის შემდგომი პატიმრობის შესაბამისობა ეროვნულ კანონმდებლობასთან. მომჩივნის არგუმენტების საწინააღმდეგოდ, მისი პრევენციული პატიმრობა არ ეფუძნებოდა მხოლოდ სისხლის სამართლის კოდექსის 67დ მუხლს, არამედ დაკისრებული გახლდათ მარბურგის რაიონული სასამართლოს მიერ 2001 წლის აპრილში სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მიერ დადგენილი პროცედურის შესაბამისად. იგი ამასთანავე აკმაყოფილებდა განჭვრეტადობის ტესტს. პრევენციული პატიმრობის მაქსიმალური ხანგრძლივბა არ უნდა ყოფილიყო განჭვრეტადი დანაშაულის ჩადენის დროს, რადგან დამნაშავის სახიფთოობა არ დასრულებულა განსაზღვრული ვადის შემდეგ. მომჩივანი ლეგიტიმურად ვერც იმას გაითვალისწინებდა რომ მისი პრევენციული პატიმრობის პირველი პერიოდის მაქსიმალური ხანგრძლივობა არ გაუქმდებოდა, მინიმუმ იმიტომ მაინც, რომ პრიორიტეტი მოცემულ მოლოდინთან დაკავშირებით ენიჭებოდა საზოგადოების დაცვას. სისხლის სამართლის კოდექსის მე-2 მუხლის მე-6 ნაწილის მიხედვით, გადაწყვეტილებანი გამოსასწორებელ და პრევენციულ ღონისძიებებთან დაკავშირებით მიღებული უნდა გახლდეთ გადაწყვეტილების მიღების დროს მოქმედი დებულებების საფუძველზე (ორივე, სასჯელის დამკისრებელი და აღსრულებაზე პასუხისმგებელი სასამართლოს მიერ) და არა იმ დროს მოქმედ დებულებაზე, რომელიც ძალაში გახლდათ დანაშაულის ჩადენის დროს. შესაბამისად, ნათელი გახლდათ, რომ კანონმდებელს შეეძლო მიენიჭებინა უფლებამოსილება სასამართლოებისათვის ნებისმიერ დროს დაეწესებინათ პრევენციული პატიმრობა განუსაზღვრელი ვადით. მეტიც, არსებობდა მრავალი თხოვნა გაუქმებულიყო პირველი პრევენციული პატიმრობის მაქსიმალური ვადა, რომელიც შემოღებულ იქნა მხოლოდ 1975 წელს.
85.ამასთანავე, მთავრობამ აღნიშნა, რომ მომჩივნის განგრძობადი პრევენციული პატიმრობა არ გახლდათ თვითნებური, რადგანაც სასჯელის აღსრულებაზე პასუხისმგებელმა სასამართლოებმა მოითხოვეს პრევენციული პატიმრობა ათ წელზე მეტი ხნის ვადით მხოლოდ როგორც წესიდან გამონაკლისი და მისი გაგრძელება შესაძლებელი გახლდათ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი შესაძლებელი იყო, რომ მოცემული პირი ჩაიდენდა სერიოზულ სექსუალურ ან ძალადობრივ დანაშაულებს.
ბ. სასამართლოს შეფასება
1. შესაბამისი პრინციპების შეჯამება
ა. თავისუფლების აღკვეთის საფუძვლები
86.მე-5 მუხლის 1 ნაწილის (ა) - (ვ) პუნქტები წარმოადგენს თავისუფლების აღკვეთის ნებადართული საფუძვლების ამომწურავ სიას და თავისუფლების აღკვეთა, რომელიც არ ხვდება მოცემულ ერთ-ერთ მიზანში ვერ ჩაითვლება კანონიერად (იხ.inter alia, Guzzardi v. Italy, 6 ნოემბერი 1980, § 96, Series A no. 39; Witold Litwa v. Poland, no. 26629/95, § 49, ECHR 2000‑III; და Saadi v. the United Kingdom [GC], no. 13229/03, § 43, ECHR 2008‑ ... ). თუმცა, ერთი საფუძვლის გამოყენება არ ნიშნავს მეორის გამოუყენებლობას; თავისუფლების აღკვეთა შესაძლებელია, გარემოებების მიხედვით, გამართლებული გახლდეთ ერთი ან მეტი პუნქტით (იხ, სხვა მრავალს შორის Eriksen v. Norway, 27 მაისი 1997, § 76, Reports of Judgments and Decisions 1997‑III; Erkalo v. the Netherlands, 2 სექტემბერი 1998, § 50, Reports 1998‑VI; და Witold Litwa, ციტირებული ზემოთ, § 4).
87.მე-5 მუხლის 1 ნაწილის (ა) პუნქტის მიზნებისათვის სიტყვა "მსჯავრადება" ფრანგული ტექსტის გათვალისწინებით ("condamnation") გაგებულ უნდა იქნას როგორც დანაშაულის ჩადენის შემდეგ კანონის საფუძველზე ბრალის (იხ.Guzzardi, ციტირებული ზემოთ, § 100) და სასჯელის ან სხვა თავისუფლების აღმკვეთი ღონისძიების დამდგენი (იხ. Van Droogenbroeck v. Belgium,24 ივნისი 1982, § 35, Series A No. 50).
88.ამასთანავე, სიტყვა "შემდეგ" ხსენებული პუნქტ (ა)-ში არ გულისხმობს მხოლოდ იმას, რომ "პატიმრობა" უნდა მოჰყვებოდეს "მსჯავრდებას" დროში: დამატებით, "პატიმრობა" უნდა გამომდინარეობდეს, მიჰყვებოდეს და დამოკიდებული უნდა იყოს "მსჯვრდებაზე" (იხ. საქმე Van Droogenbroeck, ციტირებული ზემოთ, § 35). ანუ, უნდა არსებობდეს საკმარისი მიზეზობრივი კავშირი მსჯავრდებასა და თავისუფლების აღკვეთას შორის (იხ.Weeks v. the United Kingdom, 2 მარტი 1987, § 42, Series A no. 114; Stafford v. the United Kingdom [GC], no. 46295/99, § 64, ECHR 2002‑IV; Waite v. the United Kingdom, no. 53236/99, § 65, 10 დეკემბერი 2002; da Kafkaris v. Cyprus [GC], no. 21906/04, § 117, ECHR 2008‑...). თუმცა, დროის დინებასთან ერთად, კავშირი თავდაპირველ მსჯავრდებასა და შემდგომ თავისუფლების აღკვეთას შორის თანდათანობით სუსტდება (შეადარე საქმეს Van Droogenbroeck, ციტირებული ზემოთ, § 40, და Eriksen, ციტირებული ზემოთ, § 78). (ა) პუნქტით მოთხოვნილი მიზეზობრივი კავშირი შესაძლებელია გაწყდეს თუკი მიღწეულ იქნება პოზიცია, რომელშიც გადაწყვეტილება პირის არ გათავისუფლების ან ხელახლა დაპატიმრების შესახებ ეფუძნებოდა იმ მიზეზებს, რომელიც შეუსაბამო გახლდათ თავდაპირველი გადაწყვეტილების მიზანთან (სასჯელის დამკისრებელი სასამართლოს მიერ) ან თუ, შეფასებისას არაგონივრული გახლდათ მოცემული მიზნების გათვალისწინებით. მოცემულ პირობებში, პატიმრობა რომელიც თავდაპირველად კანონიერ გახლდათ, გადაიზრდება თვითნებურ თავისუფლების აღკვეთაში და, შესაბამისად, შეუსაბამო იქნება მე-5 მუხლთან (შეადარე საქმებს Van Droogenbroeck, ციტირებული ზემოთ, § 40; Eriksen, ციტირებული ზემოთ, § 78; და Weeks, ციტირებული ზემოთ, § 49).
89.მე-5 მუხლის 1 ნაწილის (გ) პუნქტის მიხედვით, პირის პატიმრობა გამართლებულია, როდესაც "გონივრულადაა მიჩნეული პირის მიერ სამართალდარღვევის ჩადენის აღკვეთის აუცილებლობა". თუმცა, დაპატიმრების საფუძველი არ არის მორგებული ზოგადი პრევენციის პოლიტიკას, რომელიც მიმართულია პირის ან პირთა კატეგორიის მიმართ, რომლებიც საფრთხხეს წარმოადგენენ მათ მიერ დანაშაულის ჩადენისადმი მიდრეკილების გამო. კონვენცია ხელშემკვრელ სახელმწიფოებს სთავაზობს მხოლოდ კონკრეტული და გარკვეული დანაშაულების პრევენციას (იხ.Guzzardi, ციტირებული ზემოთ, § 102; შეადარე ასევე Eriksen, ციტირებული ზემოთ, § 86). აღნიშნული დასტურდება მხოლობით ფორმაში ტერმინის გამოყენებით ("დანაშაული"), ისევე როგორც მე-5 მუხლის მიზნით, კერძოდ კი იმის უზრუნველყოფით, რომ არავის უნდა აღეკვეთოს თავისუფლება თვითნებურად (იხ.Guzzardi, ibid).
ბ. "კანონიერი" დაპატიმრება "კანონით დადგენილი პროცედურის შესაბამისად"
90.მე-5 მუხლის 1 ნაწილის შესაბამისი სასამართლოს პრაქტიკით დადგენილია, რომ თავისუფლების ნებისმიერი აღკვეთა, (ა)-(ვ) პუნქტებში მითითებულ გამონაკლისთან ერთად, უნდა ამასთანავე იყოს "კანონიერი". როდესაც საქმე ეხება პატიმრობის "კანონიერებას", მათ შორის იმას თუ რამდენად იყო გათვალისწინებული "კანონით განსაზღვრული პროცედურა", კონვენცია დიდწილად ეფუძნება ეროვნულ კანონმდებლობას და აწესებს არსობრივ და პროცედურულ წესებთან შესაბამისობის ვალდებულებას (იხ. სხვა მრავალს შორის, Erkalo, ციტირებული ზემოთ, § 52; Saadi v. the United Kingdom, ციტირებული ზემოთ, § 67; და Kafkaris, ციტირებული ზემოთ, § 116). იგი პირველ რიგში მოითხოვს, რომ ნებისმიერი დაკავება ან დაპატიმრება ეფუძნებოდეს სამართლებრივ დებულებას ეროვნულ კანონმდებლობაში, თუმცა ამასთანავე ეხება კანონის ხარისხს, ითხოვს რა, რომ ეს უკანასკნელი შესაბამისობაში იყოს კანონის უზენაესობასთან, ცნება, რომელიც განუყოფელი გახლავთ კონვენციის ყოველი მუხლისათვის (იხ. Stafford, ციტირებული ზემოთ, § 63, და Kafkaris, ციტირებული ზემოთ ოვე, § 116). "კანონის ხარისხი" ამ შემთხვევაში გულისხმობს, რომ როდესაც ეროვნული კანონი ახდენს თავისუფლების აღკვეთის ავტორიზებას, იგი უნდა გახლდეთ საკმარისად ხელმისაწვდომი, კონკრეტული და განჭვრეტადი გამოყენებისას, რათა თავიდან იქნას აცილებული თვითნებურობის საფრთხე (იხ.Amuur v. France, 25 ივნისი 1996, § 50, Reports 1996‑III; Nasrulloyev v. Russia, no. 656/06, § 71, 11 ოქტომბერი 2007; და Mooren v. Germany [GC], no. 11364/03, § 76, 9 ივლისი 2009). კონვენციით დადგენილი "კანონიერების" სტანდარტი, შესაბამისად, ითხოვს, რომ ყველა კანონი იყოს საკმარისაც მკვეთრი რათა პირს - საჭიროების შემთხვევაში შესაბამისი დახმარებით - მიეცეს საშუალება განჭვრიტოს, არსებულ ვითარებაში გონივრულობის ფარგლებში, ის შედეგები, რომელიც შესაძლებელია მოჰყვეს კონკრეტულ მოქმედებას (იხ. Steel and Others v. the United Kingdom, 23 სექტემბერი 1998, § 54, Reports 1998‑VII, და Baranowski v. Poland,
no. 28358/95, § 52, ECHR 2000‑III).
91.თუმცა, ეროვნულ კანონდებლობასთან შესაბამისობა არ გახლავთ საკმარისი: მე-5 მუხლის 1 ნაწილი დამატებით მოითხოვს, რომ თავისუფლების აღკვეთა უნდა შეესაბამებოდეს ინდივიდის თვითებობისაგან დაცვის მიზანს (იხ. სხვა მრავალს შორის Winterwerp v. the Netherlands, 24 ოქტომბერი 1979, § 37, Series A No. 33; Saadi v. the United Kingdom,, ციტირებული ზემოთ, § 67; და Mooren, ციტირებული ზემოთ, § 72).
2. მოცემული პრინციპების გამოყენება წინამდებარე საქმეში
92.სასამართლომ უნდა განსაზღვროს თუ რამდენად იყო მომჩივანი, მისი ათ წელზე ხანგრძლივი პრევენციული პატიმრობის დროს, თავისუფლება აღკვეთილი მე-5 მუხლის 1 ნაწილის (ა)-(ვ) პუნქტების შესაბამისად. იგი, პირველ რიგში განიხილავს თუ რამდენად ხვდებოდა მომჩივნის თავდაპირველი განთავსება პრევენციულ პატიმრობაში კონვენციის მე-5 მუხლის 1 ნაწილით დადგენილ ნებადართულ პატიმრობის საფუძვლებში. თუ არა, განიხილება უფრო კონკრეტული შეკითხვა მასზედ, თუ რამდენად ახდენდა ათწლიანი მაქსიმალური ხანგრძლივობის გაუქმება პრევენციული პატიმრობის პირველი შემთხვევისათვის გავლენას შესაბამისობაზე მე-5 მუხლის 1 ნაწილთან, მომჩივნის განგრძობადი პატიმრობის შემთხვევაში მოცემული პერიოდის გასვლის შემდეგ.
93.მთავრობის მიხედვით, მომჩივნის პრევენციული პატიმრობა გამართლებული გახლდათ მე-5 მუხლის 1 ნაწილის (ა) პუნქტით. მართლაც, კომისიამ არაერთგზის დაადგინა, რომ პრევენციული პატიმრობა, დაკისრებული სასჯელის განმსაზღვრელი სასამართლოს მიერ ციხის პატიმრობასთან ერთად ან მის მაგიერ გახლდათ, პრინციპში, გამართლებული კონვენციის მე-5 მუხლის 1 ნაწილით დადგენილი "უფლებამოსილი სასამართლოს მიერ მსჯავრდების შემდეგ პირის კანონიერი დაპატიმრების" მოთხოვნის შესაბამისად (რაც შეეხება პრევენციულ პატიმრობას გერმანიის სისხლის სამართლის კოდექსის 66-ე მუხლის მიხედვით, იხ. X. v. Germany, no 4324/69, კომისიის 1971 წლის 4 თებერვლის გადაწყვეტილება და Dax v. Germany, no. 19969/92, კომისიის 1992 წლის 7 ივლისის გადაწყვეტილება შემდეგი მითითებებით; რაც შეეხება "მთავრობის განკარგულებაში განთავსებას" ნიდერლანდებში, მსგავსი ზომა, რომელიც ეხებოდა გარკვეული გონებრივი ნაკლოვანებების მქონე პირებს, იხ. X. v. the Netherlands, no. 6591/74, კომისიის 1975 წლის 26 მაისის გადაწყვეტილება, Collection 35, გვ. 90; ნორვეგიაში პრევენციულ პატიმრობასთან დაკავშირებით, მსგავსი ზომა გამოყენებული შეზღუდული გონებრივი შესაძლებლობის მქონე პირებისადმის, იხ. X. v. Norway, no. 4210/69 კომისიის 1970 წლის 24 ივლისის გადაწყვეტილება, გვ.1 და შემდეგი, მითითებებით: ხოლო დანიაში გარკვეული გონებრივი ნაკლოვანებების მქონე პირთა მიმართ სპეციალურ პატიმრობასთან დაკავშირებით, იხ. X. v. Denmark, no. 2518/65, კომისიის 1965 წლის 14 დეკემბრის გადაწყვეტილება, Collection 18, გვ. 4 და შემდეგი).
94.სასამართლომ აღნიშნა, მაგალითად, რომ ბელგიაში არსებული სისტემა რეციდივისტთა და გამოუსწორებელ დამნაშავეთა ხელისუფლების განკარგულებაში გათავსების შესახებ, რომელიც განისაზღვრებოდა სასჯელთან ერთად, წარმოადგენდა პატიმრობას "კომპეტენტური სასამართლოს მიერ მსჯავრდების შემდეგ" კონვენციის მე-5 მუხლის 1 ნაწილის (ა) პუნქტის შესაბამისად (Van Droogenbroeck, ციტირებული ზემოთ, §§ 33-42). ანალოგიურად, მან მიიჩნია, რომ პრევენციული პატიმრობის ნორვეგიული სისტემა, რომელიც უსაფრთხოების ზომის ფარგლებში, განუვითარებელი ან დაზიანებული გონებრივი შესაძლებლობის მქონე პირებს ათავსებდა პრევენციულ პატიმრობაში, პრინციპში ხვდებოდა 5 §1(ა) მუხლის ქვეშ (იხ. Eriksen, ციტირებული ზემოთ, § 78).
95.სასამართლო იმეორებს, რომ "მსჯავრდება" 5 §1 მუხლის (ა) პუნქტით ასახავს დანაშაულში ბრალს და სასჯელის დაკისრებას ან სხვა თავისუფლების აღმკვეთი ღონისძიების გამოყენებას (იხ. პარაგრაფი 87, ზემოთ). იგი მიუთითებს, რომ მომჩივნის პრევენციული პატიმრობა განისაზღვრა მარბურგის რაიონული სასამართლოს 1986 წლის 17 ნოემბრის გადაწყვეტილებით (სასჯელის დამდგენი სასამართლო), რომელმაც იგი დამნაშავედ სცნო inter alia, მკვლელობის მცდელობაში (იხ. პარაგრაფი 12, ზემოთ). 1991 წლის აგვიტოს შემდეგ მომჩივანი, რომელმაც მოიხადა მისი საპატიმრო სასჯელი, განთავსებული გახლდათ პრევენციულ პატიმრობაში, რადგანაც სასამართლომ, რომელიც პასუხისმგებელი გახლდათ სასჯელის აღსრულებაზე, უარი განაცხადა შეეწყვიტა პრევენციული პატიმრობის შესახებ ბრძანება პრობაციით (იხ. პარაგრაფი 13 და შემდეგი).
96.სასამართლო მიიჩნევს, რომ მომჩივნის თავდაპირველი პრევენციული პატიმრობა გამომდინარეობდა 1986 წელს სასჯელის დამკისრებელი სასამართლოს მიერ მისი "მსჯავრდებიდან". ამ უკანასკნელმა იგი დამნაშავედ სცნო მკველობის მცდელობაში და მიუსაჯა პრევენციული პატიმრობა, სასჯელი ან სხვა ზომა, რომელიც მოიცავდა თავისუფლების აღკვეთას. სასამართლო აღნიშნავს, რომ მთავრობის აზრით, პრევენციული პატიმრობა არ განისაზღვრება დამნაშავის პირადი ბრალით, არამედ იმ საფრთხით, რომელსაც იგი საზოგადოებას უქმნის (იხ. პარაგრაფი 113, ქვემოთ). იგი მიიჩნევს, რომ სისხლის სამართლის კოდექსის 66 §1 მუხლის მიხედვით, პრევენციული პატიმრობის ბრძანება ყოველთვის დამოკიდებულია და განისაზღვრება სასამრთლოს მიერ პირის დამნაშავეობასთან ერთად (იხ. პარაგრაფები 49-50, ზემოთ). მომჩივნის მოთავსება პრევენციულ პატიმრობაში შესაბამისად თავდაპირველად მოცული გახლდათ მე-5 მუხლის 1 ნაწილის (ა) პუნქტით. სასამართლოს სურს დაამატოს, თუმცა, რომ მთავრობის არგუმენტისაგან განსხვავებით, იმ სასამართლოთა გადაწყვეტილებანი, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან სასჯელის აღსრულებაზე, დარჩენილიყო მომჩივანი პატიმრობაში არ აკმაყოფილებს "მსჯავრდების" მოთხოვნას 5 §1(ა) მიხედვით, რადგან აღარ მოიცავენ დანაშაულში პირის ბრალეულობის დადგენას.
97.იმისათვის, რომ განისაზღვროს თუ რამდენად გამართლებული გახლდათ მომჩივნის პრევენციული პატიმრობა ათწლიანი ვადის მიღმა კონვენციის 5 §1(ა) მუხლის მიხედვით, სასამართლომ უნდა განიხილოს თუ რამდენად იყო პატმრობა "მსჯავრდების შემდეგ" ანუ, თუ არსებობს საკმარისი მიზეზობრივი კავშირი სასჯელის დამკისრებელი სასამართლოს მიერ 1986 წელს მომჩივნის მსჯავრდებასა და 2001 წლის 8 სექტემბრის შემდეგ მის განგრძობად თავისუფლების აღკვეთას შორის.
98.სასამართლო აღნიშნავს, რომ მთავრობის მიხედვით, სასჯელის განმსაზღვრელმა სასამართლომ მომჩივანს მიუსაჯა პრევენციული პატიმრობა ნებისმიერ ვადაზე მითითების გარეშე და რომ სასჯელის აღსრულებაზე პასუხისმგებელი სასამართლოს ვალდებულებას შეადგენდა განესაზღვრა მომჩივნის პრევენციული პატიმრობის ხანგრძლივობა. სისხლის სამართლის კოდექსის 2 §6 მუხლი იძლეოდა პირველი ვადით პრევენციული პატიმრობის მაქსიმალური ხანგრძლივობის გაუქმების საშუალებას, დაუყოვნებლივ ძალაში შესვლის გზით, სასჯელის აღსრულებაზე პასუხისმგებელ სასამართლოებს გააჩნდათ უფლებამოსილება მოეთხოვათ მოსარჩლის განგრძობადი პრევენციული პატიმრობის გაგრძელება ათწლიანი ვადის გავლის შემდეგაც, 1998 წელს კანონში განხორციელებული ცვლილებების შესაბამისად. მთავრობა, შესაბამისად დავობდა, რომ სისხლის სამართლის კოდექსის 67დ მუხლის ცვლილება არ არღვევდა მიზეზობრივ კავშირს მომჩივნის მსჯავრდებასა და მის განგრძობად პატიმრობას შორის.
99.სასამართლო ვერ იზიარებს მოცემულ არგუმენტს. მართალია, სასჯელის დამკისრებელმა სასამართლომ ბრძანა მომჩივნის პრევენციულ პატიმრობაში განთავსება 1986 წელს ვადის განსაზღვრის გარეშე. თუმცა, სასჯელის განმსაზღვრელი სასამართლოები არასდროს განსაზღვრავენ ხანგრძლივობას შესაბამისი სისხლის სამართლის კოდექსის დებულების შესაბამისად (იხ. სისხლის სამართის კოდექსის მუხლები 66 და 56გ-ე, პარაგრაფები 49 და შემდგომი, ზემოთ). როგორც მთავრობამ თავად აღნიშნა, სასჯელის განმსაზღვრელ სასამართლოებს გააჩნიათ იურისდიქცია რათა მხოლოდ განსაზღვრონ თუU რამდენად უნდა მოითხოვონ პრევენციული პატიმრობა კონკრეტულ დამნაშავესთან მიმართებაში. სასჯელის აღსრულებაზე პასუხისმგებელ სასამართლოებს შემდეგ მოეთხოვებათ მიიღონ გადაწყვეტილება ბრძანების აღსრულების დეტალებზე, მათ შორის დამნაშავის პრევენციული პატიმრობის ზუსტ ხანგრძლივობაზეც. თუმცა, სასჯელის აღსრულებაზე პასუხისმგებელი სასამართლოები უფლებამოსილნი არიან მხოლოდ მომჩივნის პრევენციული პატიმრობის ხანგრძლივობის განსაზღვრაზე იმ ბრძანების ფარგლებში, რომელიც გამოიტანა სასჯელის განმსაზღვრელმა სასამართლომ შესაბამის დროს გამოყენებად კანონთან ერთად.
100.სასამართლო აღნიშნავს, რომ მომჩივნის პრევენციული პატიმრობის ბრძანება მიღებულ იქნა სასჯელის განმსაზღვრელი სასამართლოს მიერ 1986 წელს. იმ დროისათვის სასამართლოს ამგვარი ბრძანება, სისხლის სამართლის კოდექსის იმ დროს მოქმედ 67დ §1 მუხლთან ერთობლიობაში (იხ პარაგრაფი 52, ზემოთ) გულისხმობდა, რომ მომჩივანი, რომლის წინააღმდეგაც პირველად განისაზღვრა პრევენციული პატიმრობა, შესაძლებელია დაკავებულნი ყოფილიყვნენ პრევენციული პატიმრობის ფარგლებში მაქსიმუმ ათი წლის ვადით. შესაბამისად, სისხლის სამართლის კოდექსის 67ს მუხლის 1998 წლის ცვლილება რომ არა (იხ. პარაგრაფი 53, ზემოთ), რომელიც გამოყენებადად იქნა მიჩნეული იმ პრევენციული პატიმრობის ბრძანებებზეც - მსგავსად მომჩივნის შემთხვევისა- რომელიც გამოტანილი იყო შეცვლილი დებულების ძალაში შესვლამდე (სისხლის სამართლის კოდექსის შესავალი კანონი, ნაწილი 1ა(3); იხ. პარაგრაფი 54, ზემოთ), მომჩივანი გათავისუფლებული იქნებოდა პრევენციული პატიმრობის ათწლიანი ვადის ამოწურვის შემდეგ, მიუხედავად იმისა განიხილებოდა იგი საზოგადოებისათვის საფრთხის მომცველად თუ არა. კანონში ცვლილების გარეშე, სასჯელის აღსრულებაზე პასუხისმგებელ სასამართლოს არ ექნებოდა იურისდიქცია განევრცო მომჩივნის პრევენციული პატიმრობის ხანგრძლივობა. შესაბამისად, სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობდა საკმარისი მიზეზობრივი კავშირი მომჩივნის, სასჯელის განმსაზღვრელი სასამართლოს მიერ 1986 წელს მსჯავრდებასა და მის განგრძობად თავისუფლების აღკვეთას შორის ათწლიანი პრევენციული პატიმრობის ვადის შემდეგ, რომელიც შესაძლებელი გახდა კანონში 1998 წელს შესული ცვლილებების შედეგად.
101.სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემული საქმე უნდა განსხვავდეს ამ მხრივ Kafkaris საქმისაგან (ციტირებული ზემოთ). Kafkaris საქმეში მან მიიჩნია, რომ არსებობდა საკმარისი მიზეზობრივი კავშირი მომჩივნის მსჯავრდებასა და მის განგრძობად პატიმრობას შორის ოცწლიანი პატიმრობის შემდეგ. ბ-ნი კაფკარისის განგრძობადი პატიმრობა ოცწლიანი ვადის მიღმა შესაბამისობაში გახლდათ სასჯელის განმსაზღვრელი სასამართლოს გადაწყვეტილებასთან, რომელმაც მას უვადო პატიმრობა მიუსაჯა და გარკვევით აღნიშნა, რომ მომჩივანს დაეკისრა თავისუფლების აღკვეთა მთელი დარჩენილი ცხოვრების მანძილზე, როგორც ეს გაწერილი გახლდათ ციხის რეგულაციებში, იმ დროს მოქმედი ქვემდებარე კაონმდებლობის შესაბამისად (ibid., §§ 118-21). განსხვავებით აღნიშნული საქმიდან, მომჩივნის პრევენციული პატიმრობა ათწლიანი ვადის მიღმა არ იყო დადგენილი სასჯელის განმსაზღვრელი სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების გამოტანის დროისათვის მოქმედი სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამის დებულებებთან ერთობლიობაში.
102.სასამართლომ უნდა განიხილოს თუ რამდენად გახლდათ მომჩივნის პრევენციული პატიმრობა ათი წლის ვადის გასვლის შემდეგ გამართლებული მე-5 მუხლის 1 ნაწილის რომელიმე პუნქტით. იგი აღნიშნავს, რომ ამ მხრივ ეროვნულ სასამართლოებს მოცემული საკითხი არ განუხილავთ, რადგან არ მოეთხოვებოდათ გერმანიის საბაზო კანონის დებულებების მიხედვით. სასამართლო მიიჩნევს, რომ (ბ), (დ) და (ვ) პუნქტები ცალსახად არარელევანტურია. მე-5 მუხლის 1 ნაწილის (გ) პუნქტით, მეორე ალტერნატივა, პირის პატიმრობა შესაძლებელია გამართლებული გახლდეთ "როდესაც გონივრულად აუცილებლად მიიჩნევა მის მიერ დანაშაულის ჩადენის პრევენცია". მოცემულ საქმეში მომჩივნის განგრძობადი პატიმრობა გამართლებული გახლდათ იმ სასამართლოს მიერ, რომელიც პასუხისმგებელი იყო სასჯელის აღსრულებაზე იმ საფრთხის გამო, რომ მომჩივანს შეეძლო ჩაედინა შემდგომი სერიოზული დანაშაულები - მსგავსად მის მიერ უკვე ჩადენილისა- გათავისუფლების შემთხვევაში (იხ. პარაგრაფები 18 და 23, ზემოთ). მოცემული პოტენციური მომავალი დანაშაულები არ არის საკმარისად კონკრეტული და სპეციფიური, როგორც ამას ითხოვს სასამართლოს პრაქტიკა (იხ, განსაკუთრებით საქმე Guzzardi, ციტირებული ზემოთ, § 102) უშუალოდ ჩადენის ადგილის, დროისა და მსხვერპლთან დაკავშირებით, შესაბამისად, არ ხვდება მე-5 მუხლის 1 ნაწილის (გ) პუნქტში. მოცემული დასკვნა განმტკიცებულია 1(გ) პუნქტის ინტერპრეტაციით მე-5 მუხლის სრულად გათვალისწინებით. მე-5 მუხლის მე-3 ნაწილის მიედვით, 1 ნაწილის (გ) პუნქტით დაკავებული ყველა პირი დაუყოვნებლივ უნდა იქნას წარდგენილი მოსამართლის წინაშე და გასამართლდეს გონივრულ ვადაში ან გათავისუფლდეს საქმის განხილვის განმავლობაში. თუმცა, პირები, რომელთა მოთავსებაც ხდება პრევენციულ პატიმრობაში არ წარედგინებიან დაუყოვნებლივ მოსამართლეს და სამართლდებიან პოტენციური მომავალი დანაშაულებისათვის. სასამართლო აღნიშნავს, რომ ამ მხრივ კრიმინოგენული გამოცდილება აჩვენებს, რომ ხშირია რეციდივიზმის საფრთხე განმეორებითად მსჯავრდებული დამნაშავის მხრიდან, მიუხედავად იმისა ჰქონდა თუ არა მას მისჯილი პრევენციული პატიმრობა (იხ. აგრეთვე §203 ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისრის 2007 წლის 11 ივლისის ანგარიშიდან, პარაგრაფი 76, ზემოთ).
103.სასამართლომ განიხილა თუ რამდენად შეიძლება ყოფილიყო მომჩივანი პრევენციულ პატიმრობაში 2001 წლის სექტემბრის შემდეგ მე-5 მუხლის 1 ნაწილის (ე) პუნქტის მიხედვით როგორც "სულით ავადმყოფი". მიუხედავად იმისა, რომ სასამართლო არ გამორიცხავს იმის შესაძლებლობას, რომ რიგ დამნაშავეთა პრევენციული პატიმრობა შესაძლოა მართლც აკმაყოფილებდეს პატიმრობის მოცემულ პირობას, იგი აღნიშნავს, რომ ფრანკფურტ ამ მაინის სააპელაციო სასამართლოს მიერ მოცემულ საქმეში აღინიშნა, რომ მომჩივანი აღარ იყო უკვე დაავადებული სერიოზული გონებრივი აშლილობით (იხ. პარაგრაფი 22, ზემოთ). ნებისმიერ შემთხვევაში, ეროვნულ სასამართლოებს მათი არგუმენტაცია მომჩივნის შემდგომი დაკავების შესახებ არ დაუფუძნებიათ მის სულიერ ავადმყოფობაზე. შესაბამისად, მისი პატიმრობა ვერ გამართლდება მე-5 მუხლის 1 ნაწილის (ე) პუნქტით.
104.სასამართლო აღნიშნავს, რომ მოცემული საჩივარი ეხება მომჩივნის პატიმრობის კანონიერების საკითხს. იგი იმეორებს, რომ ეროვნული კანონი უნდა იყოს გარკვეული ხარისხის, კერძოდ კი განჭვრეტადი გამოყენებაში, რათა თავიდან იქნეს აცილებული თვითნებობის საფრთხე (იხ. პარაგრაფი 90, ზემოთ). სასამართლოს გააჩნია სერიოზული ეჭვები თუ რამდენად შეეძლო მომჩივანს, მოცემულ დროს, განეჭვრიტა გონივრულობის ფარგლებში, არსებული გარემოებების გათვალისწინებით, რომ მისი დანაშაული გამოიწვევდა მის პრევენციულ პატიმრობას განუსაზღვრელი ვადით. სასამართლოს ეჭვი ეპარება განსაკუთრებით, თუ რამდენად შეეძლო მომჩივანს განეჭვრიტა, რომ მაშინ მოქმედი სამართლებრივი დებულებები შეიცვლებოდა და უმალვე ძალაში შევიდოდა მას შემდეგ, რაც მას უკვე ჩადენილი ჰქონდა დანაშაული. ზემორე მოცემული დასკვნის გათვალისწინებით მასზედ, რომ მომჩივნის პრევენციული პატიმრობა ათ წელზე ხანგრძლივი ვადით გაუმართლებელი გახლდათ მე-5 მუხლის 1 ნაწილით, მოცემული საკითხის განხილვა სასამართლოს საჭიროდ არ მიაჩნია.
105.შესაბამისად, ადგილი ჰქონდა კონვენციის მე-5 მუხლის 1 ნაწილის დარღვევას.
II. კონვენციის მე-7 მუხლის სავარაუდო დარღვევა
106.მომჩივანი დავობდა, რომ მისი პრევენციული პატიმრობის უკუძალით გახანგრძლივება მაქსიმალური ვადით ათი წლიდან განუსაზღვრელ ვადამდე არღვევდა მის უფლებას არ დაეკისროს დანაშაულის ჩადენის დროს მოქმედზე მძიმე სასჯელი. იგი დაეფუძნა კონვენციის მე-7 მუხლის 1 ნაწილს, რომელიც აღნიშნავს შემდეგს:
1. არავის შეიძლება დაედოს მსჯავრი რაიმე დანაშაულისთვის ისეთი მოქმედების ან უმოქმედობის გამო, რომელიც არ წარმოადგენდა დანაშაულს ეროვნული ან საერთაშორისო სამართლის მიხედვით იმ დროს, როდესაც იგი ჩაიდინეს. არც იმაზე უფრო მკაცრი სასჯელი შეიძლება შეეფარდოს ვინმეს, ვიდრე სასჯელი, რომელიც გამოიყენებოდა დანაშაულის ჩადენის დროს.
107.მთავრობა არ დაეთანხმა მოცემულ პრეტენზიას.
ა. მხარეთა არგუმენტები
1. მომჩივანი
108.მომჩივნის მიხედვით, პრევენციულ პატიმრობაში ყოფნის ათი წლის შემდეგ, განგრძობადი პრევენციული პატიმრობის შესახებ ბრძანებით მას დაეკისრა უფრო მძიმე სასჯელი უკუძალით, რაც ეწინააღმდეგება კონვენციის მე-7 მუხლის 1 ნაწილს. პრევენციული პატიმრობა წარმოადგენდა "სასჯელს" მოცემული მუხლის მნიშვნელობით. იგი დავობდა, რომ ეროვნული სასამართლოების პოზიცია მასზედ, რომ პრევენციული პატიმრობის გერმანულ სისხლის სამართლის კოდექსში შემოღების შემდეგ იგი არ ითვლებოდა "სასჯელად" და ამიტომ შესაძლებელია გამოყენებული ყოფილიყო უკუძალით, არ წარმოადგენდა ჯეროვან არგუმენტს იმის გათვალისწინებით, რომ პრევენციული პატიმრობა შემოღებულ იქნა გამოუსწორებელ დამნაშავეთა შესახებ კანონით 1933 წლის 24 ნოემბერს, ანუ ნაცისტური რეჟიმის დროს. სასჯელის აღსრულების შესახებ კანონის 129 ნაწილის მიხედვით (იხ. პარაგრაფი 64, ზემოთ), სანქცია, დაკისრებული დანაშაულის ჩადენის შედეგად და ადმინისტრირებული სისხლის სამართლის სასამართლოს მიერ ისახავდა იგივე მიზანს რასაც საპატიმრო სასჯელის აღსრულება (იხ. სასჯელის აღსრულების შესახებ კანონის მე-2 ნაწილი, პარაგრაფი 63, ზემოთ), კერძოდ კი საზოგადოების დაცვას პატიმრისაგან (პრევენცია( და ამ უკანასკნელის დახმარებას მომზადებულიყო ციხის მიღმა ცხოვრებისათვის (საზოგადოებაში რეინტეგრაცია).
109.მომჩივნის აზრით, პრევენციული პატიმრობა ასევე სასჯელს წარმოადგენდა მისი ბუნების გამო. აღნიშნულს ადასტურებდა ის ფაქტი, რომ ზომის განსაზღვრა ხდებოდა სისხლის სამართლის სასამართლოების მიერ დანაშაულის ჩადენის გამო და რომ მისი მარეგულირებელი წესები გაწერილი გახლდათ "სასჯელის" აღსრულების კანონში. პრევენციული პატიმრობა უკავშირდებოდა დამნაშავის ბრალს სწორედ იმიტომ, რომ მისი დაწესება შესაძლებელი გახლდათ მხოლოდ გარკვეული წინარე დანაშაულის ჩადენის შემდეგ და ვერ განესაზღვრებოდა პირს, რომელიც მოქმედებდა სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის გარეშე.
110.მომჩივანი შემდგომ აღნიშნავს, რომ გერმანიაში არ არსებობს სპეციალური დაწესებულებანი პრევენციულ პატიმრობაში მყოფი პირებისათვის. პრევენციული პატიმრები განთავსებულნი არიან ჩვეულებრივ ციხეებში და ენიჭებათ მცირე პრივილეგიები, მაგალითად საკუთარი ტანისამოსის ტარების უფლება, იმ პირებთან შედარებით, რომლებიც იხდიან სასჯელს იგივე ციხეებში (იხ. სასჯელის აღსრულების შესახებ კანონის ნაწილები 131-135; პარაგრაფები 64-65 ზემოთ). თუმცა, მოცემული პრივილეგიები არ ცვლიდნენ იმ ფაქტს, რომ პრევენციული პატიმრობის აღსრულების ბრძანება დიდწილად არ განსხვავდებოდა საპატიმრო სასჯელისაგან. როგორც პირი, რომელიც იმყოფებოდა პრევენციულ პატიმრობაში, მომჩივანს ენიჭებოდა უფრო ცოტა შემამსუბუქებელი პირობები ვიდრე ჩვეულებრივ პატიმრებს. მეტიც, პრევენციულ პატიმრობაში მყოფი პირისადმი არ ხდებოდა სპეციალური ზომების მიღება გარდა იმისა, რომელიც ენიჭებოდა ჩვეულებრივ პატიმარს, რათა მომხდარიყო მისი მომზადება ციხის მიღმა პასუხისმგებლობით აღსავსე ცხოვრებისათვის. მომჩივნის პირობები პრევენციული პატიმრობისას შვალმსტადტის ციხეში არ განსხვავდებოდა იმ პირობებისაგან, რომელიც მას ჰქონდა იგივე ციხეში სასჯელის მოხდისას. იგი მუშაობდა ისევე, როგორც მაშინ როდესაც იხდიდა სასჯელს და, გარდა პერიოდული მცირე ტერიტორიის დატოვებისა ესკორტის თანხლებით, ადგილი არ ჰქონდა არანაირ მცდელობას მოემზადებინათ ეს უკანასკნელი ციხის მიღმა ცხოვრებისათვის, ასევე ხელმისაწვდომი არ გახლდათ თერაპიაც.
პატიმრის რეალური ვითარების და არა სისხლის სამართლის კოდექსში მოცემული პირობების გათვალისწინებით, არ არსებობდა რაიმე მნიშვნელოვანი სხვაობა საპატიმრო სასჯელისა და პრევენციული პატიმრობის ბრძანების აღსრულებას შორის.
111.ამასთანავე, განუსაზღვრელი ვადით პრევენციული პატიმრობის სიმკაცრე, რომელის აღსრულებაც ხდებოდ 5 წლიანი საპატიმრო სასჯელის შემდეგ და მასზე დამატებით, გამოიხატებოდა იმ ფაქტით, რომ მომჩივანს აღეკვეთა თავისუფლება - მისი პრევენციული პატიმრობის ბრძანების საფუძველზე - აწ უკვე დაახლოებით თვრამეტი წლის განმავლობაში. იგი ასაჩივრებდა, რომ აღნიშნულის შედეგად, იგი დაპატიმრებული გახლდათ იმაზე დიდწილად ხანგრძლივი ვადით, ვიდრე მსჯავრდებული დამნაშავის მიერ მოხდილი საპატიმრო ვადა, რომელმაც, მისგან განსხვავებით მოკლა ადამიანი და მიესაჯა მხოლოდ საპატიმრო სასჯელი, დამატებით პრევენციული პატიმრობის გარეშე. იმის გათვალისწინებით, რომ იგი უკვე დაპატიმრებული გახლდათ ოცდაორ წელზე მეტი ხნის განმავლობაში მისი 1986 წლის მსჯავრდების საფუძველზე და ის ფაქტი, რომ ადგილი ჰქონდა მხოლოდ ორ ინციდენტს, რომელიც განხორციელდა მრავალი წლის წინ მაღალი უსაფრთხოების ციხეში ყოფნისას, ადასტურებდა, რომ მან ისწავლა საკუთარი ემოციების კონტროლი და რომ მისი განგრძობადი პატიმრობა გაუმართლებელი გახლდათ.
112.მომჩივანმა აღნიშნა, რომ მისი პრევენციული პატიმრობის უკუძალით გაგრძელება, სასჯელი რომელიც ნათლად იყო კანონის მიერ განსაზღვრული მაქსიმუმ ათი წლის ვადით დანაშაულის ჩადენის დროისათვის, შესაბამისად არღვევდა პრინციპს, რომ მხოლოდ კანონს შეუძლია სასჯელის განსაზღვრა (nulla poena sine lege), რაც ასახულია კიდეც კონვენციის მე-7 მუხლში.
2. მთავრობა
113.მთავრობის აზრით, მომჩივნის პრევენციული პატიმრობა ათ წელზე ხანგრძლივი ვადით არ არღვევდა მე-7 მუხლის 1 ნაწილით დადგენილ აკრძალვას სასჯელის უკუძალით გაზრდასთან დაკავშირებით, რადგან პრევენციული პატიმრობა არ წარმოადგენდა "სასჯელს" მოცემული დებულების მნიშვნელობით. გერმანიის სისხლის სამართლის კანონმდებლობას გააჩნდა ორ-დონიანი სანქციების სისტემა, რომელიც მკვეთრად მიჯნავდა ურთიერთისაგან სასჯელსა და ე.წ. გამოსასწორებელ და პრევენციულ ღონისძიებებს, მაგალითად პრევენციულ პატიმრობას. სასჯელი სადამსჯელო ხასიათის გახლდათ და განისაზღვრებოდა დამნაშავის პიროვნული ბრალის მიხედვით. გამოსასწორებელი და პრევენციული ღონისძიებანი კი, მეორეს მხრივ, იყო პრევენციული ხასიათის და მათი დაკისრება ხდებოდა დამნაშავის საფრთხის გამო, მიუხედავად მისი ბრალისა. მოცემული ორ-დონიანი სისტემა, შემოტანილი 1933 წელს, შეფასებულ იქნა და დადასტურდა, რომ შეესაბამებოდა დემოკრატიულად მიღებულ კანონმდებლობას რამდენიმე შემთხვევისას მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ. პრევენციული პატიმრობა იყო უკანასკნელი ზომა, რომელიც მიმართული გახლდათ საზოგადოების იმ საფრთისაგან დასაცავად, რომელიც გამომდინარეობდა ყველაზე სახიფათო დამნაშავეებისაგან, როგორც ეს მითითებული გახლავთ სისხლის სამართლის კოდექსის იმ ნაწილში, რომელიც ეხება პრევენციული პატიმრობის ბრძანებას და პრევენციული პატიმრობის გაგრძლებას (იხ. პარაგრაფები 47 და 49-56, ზემოთ) და მათ შეზღუდულ გამოყენებას ეროვნული სასამართლოების მიერ. განსხვავებით სასჯელისაგან, პრევენციული პატიმრობა შესაძლებელია შეწყდეს პრობაციით ნებისმიერ დროს იმ პირობით, რომ სავარაუდო იქნება რომ პატიმარი აღარ ჩაიდენს სერიოზულ დანაშაულს ციხის მიღმა. როგორც ეს დადასტურდა კიდეც ფედერალური საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ მოცემულ საქმეში. პრევენციული პატიმრობა შესაბამისად არ გალდათ სასჯელი, რომელზეც ვრცელდებოდა უკუძალით სასჯელის ამკრძალავი დებულება.
114.მთავრობის მიხედვით, პრევენცული პატიმრობის ბრძანების აღსრულება განსხვავდებოდა მნიშვნელოვნად საპატიმრო სასჯელის აღსრულებისაგან როგორც საკანონმდებლო დებულებებით (იხ. კერძოდ, სასჯელის აღსრულების შესახებ კანონის 129-135 ნაწილები; პარაგრაფები 64-65, ზემოთ), ისე პრაქტიკით. მართალია, რომ არ არსებობდა ცალკე დაწესებულება პრევენციული პატიმრობსიათვის გერმანიის Läნდერ ეკონომიკური მოსაზრებებისა და სამკურნალო დაწესებულებების სპექტრის გათვალისწინებით. ერთი ცენტრალური დაწესებულების შექმნა გერმანიაში პრევენციულ პატიმრობაში მყოფი პირებისათვის შეუძლებელს გახდიდა ნათესავების ან პატიმრის სოციალურ ინტეგრაციაში ჩართული პირების ვიზირებს, მაშინ როდესაც ორივე ჯგუფი მნიშვნელოვან როლს თამაშობს. ამიტომაც, პრევენციულ პატიმრობაში მყოფი პირები განთავსებულნი არიან ციხის ცალკე ფრთაში. თუმცა, ჩვეულებრივ პატიმრებთან შედარებით, პრევენციულ პატიმრობაში მყოფ პირებს გააჩნდათ რიგი პრივილეგიები: განსხვავებით პატიმრებისაგან, მათ ჰქონდათ უფლება ეტარებინათ საკუთარი ტანისამოსი და ესარგებლათ უფრო ხანგრძლივი ვიზიტებით თვეში ორი საათით მაინც. მათ ასევე ჰქონდათ უფრო მეტი ჯიბის ფული და უფლება მიეღოთ უფრო მეტი ამანათი ვიდრე ჩვეულებრივ პატიმრებს. ამასთანავე, სურვილის შემთხვევაში, მათ შეეძლოთ ჰქონოდათ ინდივიდუალური საკანი, რომელიც არ იკეტება დღის განმავლობაში, რომლის აღჭურვისა და მოწყობის უფლებაც მათ ჰქონდათ. რაც შეეხება უშუალოდ მომჩივნის პრევენციულ პატიმრობას, მთავრობმ ხაზი გაუსვა, რომ იგი აღარ იღებდა თერაპიულ მკურნალობას, რადგანაც ფსიქოლოგმა მიიჩნია, რომ მისი მკურნალობა დასრულებული გახლდათ. მომჩივანს ჰქონდა თითქმის ყოველდღიური საუბრები სოციალურ მუშაკებთან და ფსიქოლოგებთან საკუთარი სურვილით, იგი მონაწილეობდა განმხილველ ჯგუფურ შეხვედრებში ორ კვირაში ერთხელ. ფსიქიატრი ექსპერტის რეკომენდაციით, მომჩივანი სარგებლობდა შემსუბუქებული პირობებით პრევენციული პატიმრობისას, მაგალითად მცირე ვადიანი ციხის დატოვება ესკორტის თანხლებით (იხ. პარაგრაფები 43-44, ზემოთ).
115.პრევენციული პატიმრობის სიმკაცრე და ხანგრძლივობა არ გახლავთ საკმარისი რათა ჩაითვალოს "სასჯელად" კონვენციის მე-7 მუხლის 1 ნაწილის მხიედვით. შესაბამისი სასამართლოების მიხედვით, მომჩივანი ჯერ ისევ სახიფათო გახლდათ საზოგადოებისათვის, მიუხედავად იმისა ჩაიდინა თუ არა, და თუ კი, მაშინ როგორი სახის, დანაშაული ციხეში. მთავრობა შემდეგ დავობდა, რომ სასამართლოს გადაწყვეტილების მხიედვით Kafkaris საქმეში (ციტირებული ზემოთ, §§ 151-152), შემდგომი ცვლილებები, რომელიც გავლენას არ ახდენდა პირველადი გადაწყვეტილებით დაკისრებულ სასჯელზე, არამედ მხოლოდ სასჯელის აღსრულების ხანგრძლივობა, არ არღვევდა მე-7 მუხლის 1 ნაწილს. მოცემული კიდევ უფრო მეტად ვრცელდებოდა წინამდებარე საქმეზე, სადაც თავდაპირველი გადაწყვეტილებით განსაზღვრა პრევენციული ღონისძიება (განსხვავებით სასჯელისა), კერძოდ კი პრევენციული პატიმრობა, ვადის მითითების გარეშე.
116.მთავრობამ ხაზი გაუსვა, რომ ორ-დონიანი სისტემა სადაც არსებობს სასჯელები და გამოსასწორებელი და პრევენციული ღონისძიებანი, შესაძლებელს ხდიდა დამნაშავეთათვის სასჯელი შემოფარგლულიყო მკაცრად აუცილებელი ფორმით, რომელიც მოახდენდა დამნაშავის ბრალის კომპენსირებას. ევროპის საბჭოს სადამსჯელო სტატისტიკის მიხედვით (იხ. პარაგრაფი 68, ზემოთ), შედეგად გერმანიას ჰქონდა საპატიმრო სასჯელების უკიდურესად დაბალი მაჩვენებელი და მისი სასამართლოები პირს აკისრებდნენ მოკლე საპატიმრო სასჯელებს ევროპის საბჭოს სხვა წევრ სახელმწიფოებთან შედარებით. აღნიშნული ადასტურებდა, რომ ორ-დონიან სისტემას მივყავართ შეზღუდულ და პასუხისმგებლობით აღსავსე სადამსჯელო პრაქტიკამდე. თუმცა, საბაზისო კანონში გაჟღერებლი პრინციპი მასზედ, რომ სასჯელი არ უნდა აჭარბებდეს პირის ბრალს, ხელს უშლიდა გერმანიის სისხლის სამართლის სასამართლოებს დაეწესებინათ უფრო ხანგრძლივი საპატიმრო სასჯელი ნაცვლად პრევენციული პატიმრობისა, რომელიც პრევენციული ხასიათისა გახლდათ და მიზნად ისახავდა საზოგადოების დაცვას. კონვენციის ხელშემკვრელი სხვა სახელმწიფოებიც, მათ შორის ავსტრია, დანია, იტალია, ლიხტენშტეინი, სან მარინო, სლოვაკეთი და შვეიცარიაც იყენებდნენ პრევენციული პატიმრობის სისტემას.
ბ. სასამართლოს შეფასება
1. შესაბამის პრინციპთა შეჯამება
117.მე-7 მუხლში მოცემული გარანტია, რომელიც კანონის უზენაესობის განუყოფელ ელემენტს წარმოადგენს, მნიშვნელოვან ადგილს იკავებს კონვენციისმიერ დაცვის სისტემაში, როგორც ეს ხაზგასმულია კიდეც იმ ფაქტით, რომ მისგან გადახვევა დაუშვებელია კონვენციის მე-15 მუხლის მიხედვით ომისა და სხვა საგანგებო მდგომარეობის დროს. იგი განიხლული და გამოყენებული უნდა იყოს მისი ობიექტისა და მიზნის შესაბამისად იმგვარად, რომ წარმოდგენდეს ეფექტიან დაცვას თვითნებური დევნის, მსჯავრდებისა და დასჯისაგან (იხ. S.W. v. the United Kingdom, 22 noemberi 1995, § 34, Series A no. 335‑B; C.R. v. the United Kingdom, 22 ნოემბერი 1995, § 32, Series A no. 335‑C; Streletz, Kessler and Krenz v. Germany [GC], nos. 34044/96, 35532/97 და 44801/98, § 50, ECHR 2001‑II; და Kafkaris, ციტირებული ზემოთ, § 137).
118.მე-7 მუხლი, inter alia, მოიცავს პრინციპს, რომ მხოლოდ კანონს შეუძლია განსაზღვროს დანაშაული და შესაბამისი სასჯელი (nullum crimen, nulla poena sine lege). მაშინ როდესაც იგი კრძალავს სისხლის სამართლის კანონმდებლობის უკუძალით გამოყენებას ბრალდებულის საწინააღმდეგოდ (იხ.Kokkinakis v. Greece 25 მაისი 1993, § 52, Series A No. 260 A) ან განავრცობს არსებული დანაშაულების მასშტაბს იმ ქმედებებზე, რომელიც მანამდე არ წარმოდგენდნენ სისხლისსამართლებრივ დანაშაულს, იგი ამასთანავე აყალიბებს პრინციპს, რომ სისხლის სამართლის კანონი არ უნდა განიმარტოს ბრალდებულის საზიანოთ, მაგალითად ანალოგიით (იხ.Uttley v. the United Kingdom (dec.), no. 36946/03, 29 ნოემბერი 2005, და Achour v. France [GC], no. 67335/01, § 41, ECHR 2006‑IV).
119."კანონზე" საუბრისას, მე-7 მუხლი ეფუძნება იგივე ცნებას, რომელიც კონვენციაში მოცემულია იგივე ტერმინის ნებისმიერი გამოყენებისას, ცნებას, რომელიც მოიცავს ხარისხობრივ მოთხოვნებს, მათ შორის ხელმისაწვდომობასა და განჭვრეტადობას (იხ.Cantoni v. France, 15 ნოემბერი 1996, § 29, Reports 1996‑V; Coëme and Others v. Belgium, nos. 32492/96, 32547/96, 32548/96, 33209/96 და 33210/96, § 145, ECHR 2000‑VII; და Achour, ციტირებული ზემოთ, § 42). აღნიშნული ხარისხობრივი მოთხოვნები დაკმაყოფილებული უნდა იყოს როგორც დანაშაულის, ისევე იმ სასჯელის განსაზღვრისას, რომელთან დაკავშირებითაც ხდება მისი დადგენა (იხ. Achour,ციტირებული ზემოთ, § 41, და Kafkaris, ციტირებული ზემოთ, § 140). ინდივიდი უნდა ხვდებოდეს შესაბამისი დებულების ფორმულირების გაცნობისას, საჭიროების შემთხვევაში სასამართლოს განმარტების დახმარებით, თუ რომელი მოქმედებანი თუ უმოქმედობანი შეიქმნს მას სისხლისსამართლებრივად პასუხისმგებელს და თუ რა სასჯელი იქნება დაკისრებული მოცემული მოქმედების ჩადენისა და/თუ უმოქმედობისათვის (შეადარე Cantoni, ციტირებული ზემოთ, § 29; Uttley, ციტირებული ზემოთ; და Kafkaris, ციტირებული ზემოთ, § 140).
120."სასჯელის" ცნება მე-7 მუხლის მიხედვით ავტონომიური ხასიათისაა, იმისათვის რომ მე-7 მუხლით დაწესებული დაცვა ეფექტიანი იყოს, სასამართლოს უნდა შეეძლოს შეაფასოს თუ რამდენად წარმოადგენს კონკრეტული ზომა არსობრივად "სასჯელს" მოცემული დებულების მიხედვით (იხ.Welch v. the United Kingdom, 9 თებერვალი 1995, § 27, Series A No. 307 A; Jamil v. France, 8 ივნისი 1995, § 30, Series A No. 317 B; და Uttley, ციტირებული ზემოთ). მე-7 მუხლის 1 ნაწილის მეორე წინადადების ფორმულირება აღნიშნავს, რომ სასჯელის არსებობის განსაზღვრისას პირველადი შეფასება ეხება იმას, თუ რამდენად არის განხილული ზომა დაკისრებული "სისხლისსამართლებრივ დანაშაულში" მსჯავრდების შემდეგ. სხვა მნიშვნელოვანი ფაქტორები მოიცავს ღონისძიების დახასიათებას ეროვნული კანონმდებლობის მიხედით, მის ბუნებასა და მიზანს, პროცედურებს, რომელიც განისაზღვრება მისი მიღებისა და იმპლემენტაციისას და მის სიმკაცრეს (იხ.Welch, ციტირებული ზემოთ, § 28; Jamil, ციტირებული ზემოთ, § 31; Adamson v. the United Kingdom (dec.), no. 42293/98, 26 იანვარი 1999; Van der Velden v. the Netherlands (dec.), no. 29514/05, ECHR 2006 XV; ანდ Kafkaris, ციტირებული ზემოთ, § 142). თუმცა ზომის სიმკაცრე არ არის თავისთავად გადამწყვეტი, მაგალითად, მრავალი პრევენციული ხასიათის არა-სისხლისსამართლებრივ ზომას შეიძლება ჰქონდეს მნიშვნელოვანი გავლენა მოცემულ პირზე (იხ.Welch, ციტირებული ზემოთ, § 32; შეადარე Van der Velden, ციტირებული ზემოთ).
121.როგორც კომისიის, ისე სასამართლოს პრაქტიკა განასხვავებს ღონისძიებებს, რომელიც არსობრივად წარმოდგენს "სასჯელს" და ზომებს, რომელიც ეხება "სასჯელის" და მის "აღსრულებას". შედეგად, როდესაც ზომის ბუნება და მიზანი ეხება სასჯელის შემსუბუქებას ან რეჟიმის ცვლილებას ვადამდელი გათავისუფლებისათვის, იგი არ წარმოადგენს "სასჯელის" ნაწილს მე-7 მუხლის მიხედვით (იხ.inter alia, Hogben v. the United Kingdom, no. 11653/85, კომისიის გადაწყვეტილება 3 მარტი 1986, DR 46, p. 231; Grava v. Italy, no. 43522/98, § 51, 10 ივლისი 2003; და Kafkaris,ციტირებული ზემოთ, § 142). თუმცა, პრაქტიკაში განსხვავება ამ ორს შორის არ არის ყოველთვის მარტივი განსამიჯნი (იხ.Kafkaris, ibid., da Monne v. France (dec.), no. 39420/06, 1 აპრილი 2008).
2. მოცემული პრიციპების გამოყენება ქვემორე საქმეში
122.სასამართლო განიხილავს მოცემული პრინციპების გათვალისწინებით, თუ რამდენად არღვევდა მომჩივნის პრევენციული პატიმრობის გაგრძელება მაქსიმალური ათწლიანი ვადიდან განუსაზღვრელ ვადამდე კონვენციის მე-7 მუხლის 1 ნაწილის მეორე წინადადებით დაწესებულ სასჯელის უკუძალით გამოყენების აკრძალვას.
123.სასამართლო აღნიშნავს, რომ იმ დროს, როდესაც მომჩივანმა ჩაიდინა მკვლელობის მცდელობა 1985 წელს, პრევენციული პატიმრობის ბრძანება, მიღებული სასჯელის განმსაზღვრელი სასამართლოს მიერ პირველად, სისხლის სამართლის კოდექსის იმ დროს მოქმედ 67დ §1 მუხლთან ერთობლიობაში, გულისხმობდა, რომ მომჩივანი შეიძლება განთავსებულიყო პრევენციულ პატიმრობაში მაქსიმუმ ათი წლის ვადით (იხ. პარაგრაფები 99-100, ზემოთ). 1998 წელს სისხლის სამართლის კოდექსის 67დ მუხლის ცვლილების შედეგად, სისხლის სამართლის კოდექსის შესავალი კანონის 1ა(3) მუხლთან ერთობლიობაში, რომელმაც გააუქმა მოცემული მაქსიმალური ვადა და ძალში უმალვე შევიდა, სასჯელის აღსრულებაზე პასუხისმგებელმა სასამართლომ 2001 წელს მოითხოვა მომჩივნის განგრძობადი პრევენციული პატიმრობა ათ წელზე ხანგრძლივი ვადით. შესაბამისად, მომჩივნის პრევენციული პატიმრობა გაგრძელდა უკუძალით იმ კანონის მიხედვით, რომელიც მიღებულ იქნა მას შემდეგ რაც მომჩივანმა ჩაიდინა დანაშაული - იმ დროისათვის, როდესაც მას უკვე მოხდილი ჰქონდა ექვს წელზე მეტი ხანი პრევენციულ პატიმრობაში.
124.სასამართლომ, ითვალისწინებს რა სასამართლო პრაქტიკით დადგენილ კრიტერიუმებს, უნდა განსაზღვროს თუ რამდენად წარმოადგენდა მომჩივნის პრევენციული პატიმრობა "სასჯელს" მე-7 მუხლის 1 ნაწილის მეორე წინადადების მნიშვნელობით. იგი აღნიშნავს, რომ მომჩივანის პრევენციული პატიმრობა შეეფარდა მარბურგის რაიონული სასამართლოს მიერ 1986 წელს, "სისხლისსამართლებრივ დანაშაულში" მსჯავრდების შემდეგ, კერძოდ კი მკვლელობის მცდელობისა და ძარცვის გამო. მართლაც, სისხლის სამართლის კოდექსის 66 §1 მუხლის მიხედვით, პრევენციული პატიმრობა შესაძლებელია შეეფარდოს მხოლოდ იმ პირს, რომელსაც, სხვა მოთხოვნებთან ერთად, დაეკისრა სასჯელი განძრახი დანაშაულისათვის, რომელიც შედეგად იწვევს მინიმუ ორი წლის ვადით თავისუფლების აღკვეთას (იხ. პარაგრაფები 49-50).
125.რაც შეეხება პრევენციული პატიმრობის დახასიათებას ეროვნული კანონმდებლობის მიხედვით, სასამართლო აღნიშნავს, რომ გერმანიაში მოცემული ზომები არ ითვლება სასჯელად რომელზეც ვრცელდება სასჯელის უკუძალის სრული აკრძალვა. სასჯელის აღსრულებაზე პასუხისმგებელი სასამართლოების დასკვნა მოცემულ საქმეში დადასტურდა ფედერალური საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ ჯეროვნად ჩამოყალიბებულ გადაწყვეტილებაში (იხ. პარაგრაფები 27-40, ზემოთ). გერმანიის სისხლის სამართლის კოდექსის დებულებების მიხედვით პრევენციული პატიმრობა წარმოადგენს გამოსასწორებელი დაპრევენციული ხასიათის ღონისძიებას. ამგვარი ზომები ყოველთვის განცალკევებით განიხილებოდა სასჯელისაგან აწ უკვე ხანგრძლივად დამკვიდრებული ორ-დონიანი სანქციების სისტემის მიხედვით გერმანიის სისხლის სამართლის კანონმდებლობის მიხედვით. განსხვავებით სასჯელებისაგან, იგი მიზნად ისახავს არა სისხლისსამართლებრივი ბრალისათვის დასჯას, არამედ არის სრულიად პრევენციული ხასიათის და მიზნად ისახავს საზოგადოების დაცვას სახიფათო დამნაშავეებისაგან. მოცემული ნათელი დასკვნა, სასამართლოს აზრით, კითხვის ნიშნის ქვეშ არ აყენებს იმ ფაქტს, რომ პრევენციული პატიმრობა პირველად შემოტანილი იქნა გერმანიის სისხლის სამართლის კანონმდებლობით, როგორც მომჩივანმა აღნიშნა კიდეც, გამოუსწორებელ დამნაშავეთა შესახებ კანონით 1933 წლის 24 ნოემბერს, ანუ ნაცისტური რეჟიმის დროს. როგორც კომისიამ აღნიშნა 1971 წელს (იხ. X. v. Germany, ციტირებული ზემოთ), დებულებანი პრევენციულ პატიმრობზე მოწონებულ იქნა გერმანიის კანონმდებლის მიერ - რამდენიმე შემთხვევისას - 1945 წლის შემდეგაც.
126.თუმცა, როგორც ზემოთაც აღინიშნა (პარაგრაფი 120), "სასჯელის" ცნება მე-7 მუხლის მიხედვით ავტონომიური მასშტაბისაა და შესაბამისად, ეროვნულ კანონმდებლობში არსებული კვალიფიკაციით შეზღუდვის გარეშე, სასამართლოს მიერ უნდა დადგინდეს თუ რამდენად შეიძლება ჩაითვალოს ესა თუ ის ზომა სასჯელად. ამ მხრივ სასამართლო აღნიშნავს, რომ მსგავსი ზომები შეიძლება და უკვე ამის მაგალითებიც არსებობს, რომ ჩაითვალოს სასჯელად ერთ სახელმწიფოში, ხოლო მეორეში კი პრევენციულ ზომად, რომელზეც არ ვრცელდება nulla poena sine lege პრინციპი. შესაბამისად, მაგალითად რეციდივისტების და გამოუსწორებელი დამნაშავეების "მთავრობის განკარგულების ქვეშ განთავსება" ბელგიაში, რომელიც დიდწილად ჰგავს გერმანიის კანონმდებლობით დადგენილ პრევენციულ პატიმრობას ჩაითვალა "სასჯელად" ბელგიის კანონმდებლობის მიხედვით (იხ.Van Droogenbroeck, ციტირებული ზემოთ, § 19). საფრანგეთის საკონსტიტუციო საბჭომ, თავის მხრივ, დაადგინა 2008 წლის 21 თებერვლის გადაწყვეტილებით (ნო. 2008 562 Dჩ), რომ საფრანგეთის კანონმდებლობაში ახლხანს შემოღებული პრევენციული პატიმრობა არ წარმოადგენდა სასჯელს, მაგრამ მაინც არ შეიძლება გამოყენებულიყო უკუძალით, განსაკუთრებით კი განუსაზღვრელი ვადით ხანგრძლივობის შემთხვევში (იხ. პარაგრაფი 75, ზემოთ; იხ. შემდგომი მაგალითი, პარაგრაფში 74, ზემოთ).
127.სასამართლო შესაბამისად განიხილავს პრევენციული პატიმრობის ზომის ბუნებას. იგი აღნიშნავს დასაწყისშივე, რომ მსგავსად სხვა საპატიმრო სასჯელისა, პრევენციული პატიმრობა მოიცავს თავისუფლების აღკვეთას. ამასთანავე, იმის გათვალისწინებით თუ როგორ ხდება პრევენციული პატიმრობის შესახებ ბრძანების აღსრულება რეალურად გერმანიაში, ჩვეულებრივ საპატიმრო სასჯელებთან შედარებით, გასაოცარია, რომ პრევენციულ პატიმრობაში მყოფი პირები განთავსებულნი არიან ჩვეულებრივ ციხეებში, თუმცა, ცალკე ფრთაში. არსებული მცირე ცვლილებები პატიმრობის რეჟიმთან დაკავშირებით იმ ჩვეულებრივ პატიმრებთან შედარებით, რომლებიც იხდიან საპატიმრო სასჯელს, მათ შორის პრივილეგია ჩაიცვან საკუთარი ტანისამოსი და დამატებით აღჭურვონ ციხის საკნები, ვერ შენიღბავენ იმ ფაქტს, რომ არ არსებობს დიდი განსხვავება საპატიმრო სასჯელისა და პრევენციული პატიმრობის მოხდას შორის. აღნიშნული ასევე დასტურდება იმ ფაქტით, რომ სასჯელის აღსრულების შესახებ კანონი მცირედად ეხება პრევენციული პატიმრობის აღსრულებას და რომ, გარდა ამისა, დებულებანი საპატიმრო სასჯელის აღსრულების შესახებ მასზე ვრცელდება mutatis mutandis (იხ. მოცემული კანონის ნაწილები 129 - 135, პარაგრაფები 64-65 ზემოთ).
128. ამასთანავე, იმ რეალური ვითარების გათვალისწინებით რომელშიც იმყოფებიან პრევენციულ პატიმრობში მყოფი პირები, სასამართლო ვერ დაეთანხმება მთავრობის არგუმენტს (იხ. პარაგრაფი 113, ზემოთ), რომ პრევენციული პატიმრობა მიზნად ისახავდა მხოლოდ პრევენციულ და არა სადამსჯელო მიზანს. იგი აღნიშნავს, რომ სისხლის სამართლის კოდექსის 66-ე მუხლის მიხედვით, პრევენციული პატიმრობის შესახებ ბრძანება შეიძლება გამოტანილი იქნას იმ პირის წინააღმდეგ, რომლებიც განმეორებით არიან მსჯავრდებულნი გარკვეული სიმძიმის სისხლისსამართლებრივი დანაშაულის ჩადენაში. იგი აღნიშნავს, რომ როგორც ჩანს არ არსებობს სპეციალური ზომები, ინსტრუმენტები ან დაწესებულები გარდა ჩვეულებრივი გრძელვადიანი პატიმრებისათვის არსებულისა, რომელიც მიმართული იქნებოდა პრევენციულ პატიმრობაში მყოფი პირებისადმი იმ მიზნით, რომ შემცირებულიყო ის საფრთხე რომელსაც ისინი წარმოადგენენ და, შესაბამისად, მათი პატიმრობის ხანგრძლივობა შემცირებულიყო უკიდურესად აუცილებელ ხანგრძლივობამდე და ამგვარად მომხდარიყო მათ მიერ შემდეგი დანაშაულების ჩადენის პრევენცია.
129.სასამართლო ეთანხმება როგორც ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისრის (იხ. მისი ანგარიშის §206, პარაგრაფი 76, ზემოთ), ისე "წსკ"-ს (იხ. მისი ანგარიშის §100, პარაგრაფი 77, ზემოთ) მასზედ, რომ პრევენციულ პატიმრობას დაქვემდებარებული პირები, პოტენციურად უვადოდ ხანრძლივი პატიმრობის გამო, განსაკუთრებულად საჭიროებენ ფსიქოლოგიურ დახმარებასა და ზრუნვას. დანაშაულის პრევენციის მიზნის მიღწევა საჭიროებს, როგორც ეს საფუძვლიანად იქნა "წსკ" მიერ აღნიშნული (ibid) "ზრუნვის მაღალ დონეს, რომელიც განხორციელდება მრავალი სფეროს წარმომადგენელთაგან შექმნილი გუნდით, პატიმრებთან ინდივიდუალური ინტენსიური მუშაობით (ინდივიდუალური გეგმების მიხედვით), გათავისუფლებისაკენ მიმართული სამუშაო პროგრამით, სადაც ყოველივე აღნიშნული უნდა წარმოადგენდეს რეალობას". სასამართლო მიიჩნავს, რომ პრევენციულ პატიმრობაში მყოფ პირებს უნდა გაეწიოთ ამგვარი დახმარება და ზრუნვა მათ მიერ დანაშაულის ხელახლა ჩადენის შემცირების რეალური მცდელობის ფარგლებში, რაც შედეგად გამოიწვევს დანაშაულის პრევენციას და შესაძლებელს გახდის მათ გათავისუფლებას. სასამართლო არ ივიწყებს იმ ფაქტს, რომ "პატიმრების ჯგუფთან მუშაობა წარმოადგენს ციხის პერსონალის ურთულეს გამოწვევას" (იხ. "წსკ" ანგარიში § 100, პარაგრაფი 77 ზემოთ). თუმცა, პრევენციული პატიმრობის განუსაზღვრელი ვადით გაგრძელებისას, გარკვეული ქმედებები უნდა განხორციელდეს პატიმართა დასახმარებლად, რომლებიც, როგორც წესი ვერ ახერხებენ გათავისუფლებისაკენ წარმატებით სვლას საკუთარი ძალებით. სასამართლო მიიჩნევს, რომ ამჟამად არ არსებობს დამატებითი და მნიშვნელოვანი ზომები - გარდა იმისა, რაც ხელმისაწვდომია ჩვეულებრივი პატიმრისათვის, რომელიც იხდის სასჯელს სადამსჯელო მიზნით - რომელიც უზრუნველყოფდა მოცემული პირის მიერ დანაშაულების ჩადენის პრევენციას.
130.მეტიც, სასჯელის აღსრულების შესახებ კანონის მე-2 და 129-ე ნაწილების მიხედვით, როგორც სასჯელის, ისე გამოსასწორებელი და პრევენციული ზომების აღსრულება ისახავს ორ მიზანს, კერძოდ კი საზოგადოების დაცვას და პატიმრისადმი დახმარებას, შეძლოს სოციალურად პასუხისმგებლობით აღსავსე ცხოვრების გაძღოლა ციხის მიღმა. მიუხედავად იმისა, რომ შესაძლებელია ითქვას რომ სასჯელი უპირატესად სადამსჯელო მიზანს ისახავს, მაშინ როდესაც გამოსასწორებელი და პრევენცული ღონისძიებები პრევენციისაკენ არის მიმართული, მაინც ნათელია, რომ ადგილი აქვს მოცემულ სანქციათა გადაფარვას. ამასთანავე, პრევენციული პატიმრობის განუსაზღვრელი ვადით ხანგრძლივობის გათვალისწინებით, იგი შესაძლებელია ჩაითვალოს დანაშაულისათვის დამატებით სასჯელად და გამოიწვიოს აშკარად შემაკავებელი ეფექტი. ნებისმიერ შემთხვევაში, როგორც უკვე აღინიშნა კიდეც სასამართლოს მიერ, პრევენციის მიზანი შესაძლებელია შესაბამისობაში მოდიოდეს სადამსჯელო მიზანთან და განხილულ იქნას სასჯელის არსის შემადგენელ ელემენტად (იხ.Welch, ციტირებული ზემოთ, §30).
131.რაც შეეხება პრევენციული პატიმრობის შესახებ ბრძანების გამოცემისა და იმპლემენტაციის პროცედურას, სასამართლო აღნიშნავს, რომ პრევენციული პატიმრობის შესახებ ბრძანება გამოიცემა (სისხლისსამართლებრივის) სასჯელის განმსაზღვრელი სასამართლოების მიერ. მისი აღსრულება კი განისაზღვრება სასჯელის აღსრულებაზე პასუხისმგებელი სასამართლოს მიერ, ე.ი. იმ სასამართლოების მიერ, რომლებიც ასევე განეკუთვნებიან სისხლისსამართლებრივ სისტემას, თუმცა განსხვავებული პროცედურით.
132.დაბოლოს, პრევენციული პატიმრობის სიმკაცრესთან დაკავშირებით - რაც თავისთავად გადამწყვეტი არ გახლავთ (იხ. პარაგრაფი 120, ზემოთ) - სასამართლო აღნიშნავს, რომ მოცემული ზომა იწვევს პატიმრობას, რომელსაც, კანონში 1998 წელს შეტანილი ცვლილებების გათვალისწინებით, აღარ გააჩნია მაქსიმალური ვადა. ამასთანავე, პრევენციული პატიმრობის პრობაციით შეწყვეტა დამოკიდებულია სასამართლოს დასკვნაზე მასზედ, რომ მოცემული პატიმარი აღარ ჩაიდენს შემდეგ (სერიოზულ) დანაშაულებს (იხ სისხლის სამართლის კოდექსის 67დ მუხლი, პარაგრაფი 53, ზემოთ), პირობა, რომელიც უკიდურესად რთული შესასრულებელია (იხ. ამ კუთხით ადამიანის უფლებათა კომისრის დასკვნა, რომ "შეუძლებელია წინასწარ განისაზღვროს სრული დარწმუნებულობით თუ რამდენად ჩაიდენს ადამიანი ახალ დანაშაულს"; ანგარიშის § 203, ციტირებული პარაგრაფში 76, ზემოთ). შესაბამისად, სასამართლო ასკვნის, რომ მოცემული ზომა არის ერთ-ერთი ყველაზე მკაცრი - თუ არა ყველაზე მკაცრი - რომელიც შეიძლება დაკისრებულ იქნას გერმანიის სისხლის სამართლის კოდექსის ფარგლებში. იგი ამ მხრივ აღნიშნავს, რომ განგრძობადი პრევენციული პატიმრობის გამო, მომჩივანი აღმოჩნდა უფრო ფართო ნეგატიური გავლენის ქვეშ - რადგანაც პრევენციული პატიმრობის ვადა სამჯერ აღემატებოდა მის საპატიმრო სასჯელს - ვიდრე იქნებოდა საპატიმრო სასჯელის შემთხვევაში.
133.აღნიშნულის გათვალისწინებით, გადახედა რა ვითარებას და შეაფასა რა იგი დამოუკიდებლად, სასამართლო ასკვნის, რომ პრევენციული პატიმრობა გერმანიის სისხლის სამართლის კოდექსის მიხედვით კვალიფიცირდება როგორც "სასჯელი" კონვენციის მე-7 მუხლის 1 ნაწილის მიხედვით.
134.სასამართლო ასევე იმეორებს, რომ იგი განასხვავებს სასამართლო პრაქტიკას იმ ღონისძიებებთან მიმართებაში, რომელიც არსობრივად წარმოადგენს "სასჯელს" - და რომელზეც ვრცელდება უკუძალით გამოყენების აბსოლუტური აკრძალვა - და "სასჯელის" "აღსრულების" ღონისძიებებს შორის (იხ. პარაგრაფი 121, ზემოთ). შესაბამისად, მან უნდა განსაზღვროს თუ რამდენად იყო ზომა, რომელმაც შეზღუდული ვადით პატიმრობა გადააქცია შეუზღუდავი ვადით პატიმრობად, დამატებითი სასჯელი თუ ეხებოდა მხოლოდ მომჩივნის მიერ დანაშაულის ჩადენის დროს მოქმედი სასჯელის აღსრულებას.
135.სასამართლო აღნიშნავს, რომ მთავრობის არგუმენტის მიხედვით სასჯელის განმსაზღვრელმა სასამართლომ მომჩივნის პრევენციული პატიმრობა განსაზღვრა ვადის მითითების გარეშე. მთავრობა მიუთითებდა, რომ შესაბამისად, ზომის გაგრძელება წარმოადგენდა სასჯელის განმსაზღვრელი სასამართლოს მიერ დაკისრებული სასჯელის აღსრულებას. სასამართლო ვერ იზიარებს მოცემულ არგუმენტს. როგორც მან აღნიშნა ზემოთ (იხ. პარაგრაფები 99-101 და 123), მომჩივნის მიერ დანაშაულის ჩადენის დროისათვის, სასჯელის განმსაზღვრელმა სასამართლომ ბრძანა მისი პრევენციული პატიმრობა სისხლის სამართლის კოდექსის 67დ §1 მუხლის მაშინ მოქმედი ვერსიის საფუძველზე, რომლის მიხედვითაც მომჩივანი შეიძლება პატიმრობაში ყოფილიყო მაქსიმუმ ათი წლის განმავლობაში. მომჩივნის პრევენციული პატიმრობის გაგრძელება სასჯელის აღსრულებაზე პასუხისმგებელი სასამართლოების მიერ სისხლის სამართლის კოდექსის 67დ მუხლში განხორციელებული ცვლილებების გათვალსიწინებით ეხება არა მარტო იმ სასჯელს (პრევენციული პატიმრობა ათ წლამდე ვადით) რომელიც დაეკისრა მომჩივანის მის მიერ დანაშაულების ჩადენის დროს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. იგი წარმოადგენს დამატებით სასჯელს, რომელიც მომჩივანს დაეკისრა უკუძალით, იმ კანონის მიხედვით, რომელიც ძალაში შევიდა მას შემდეგ, რაც მომჩივანმა ჩაიდინა დანაშაული.
136.ამ მხრივ, მოცემული საქმე უნდა განვასხვავოთ Kafkaris საქმისაგან (ციტირებული ზემოთ). ბ-ნ Kafkaris -ს მიუსაჯეს უვადო პატიმრობა იმ სისხლის სამართლის კანონმდებლობის მიხედვით, რომელიც გამოიყენებოდა მის მიერ დანაშაულის ჩადენის დროს. ვერ ვიტყოდით, რომ იმ დროისათვის უვადო პატიმრობა ნამდვილად უდრიდა თავისუფლების აღკვეთას ოცი წლის ვადით (ibid, §§143 და შემდეგი). განსხვავებით მოცემული საქმისაგან, სისხლის სამართლის ის დებულებანი, რომელიც გამოყენებულ იქნა მომჩივნის მიერ დანაშაულის ჩადენის დროს ნათლად და არაბუნდოვნად განსაზღვრავდა პირველი ვადით პრევენციულ პატიმრობას მაქსიმუმ ათი წლის ვადით.
137.აღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლო ასკვნის, რომ ადგილი ჰქონდა კონვენციის მე-7 მუხლის 1 ნაწილის დარღვევას.
III. კონვენციის 41-ე მუხლის გამოყენება
138.კონვენციის 41-ე მუხლის მიხედვით:
"თუ სასამართლო დაადგენს, რომ დაირღვა კონვენცია ან მისი ოქმები, ხოლო შესაბამისი მაღალი ხელშემკვრელი მხარის შიდასახელმწიფოებრივი სამართალი დარღვევის მხოლოდ ნაწილობრივი გამოსწორების შესაძლებლობას იძლევა, საჭიროების შემთხვევაში, სასამართლო დაზარალებულ მხარეს მიაკუთვნებს სამართლიან დაკმაყოფილებას."
ა. ზიანი
139.მომჩივანი ითხოვდა მინიმუმ 172,000 ევროს ანაზღაურებას მორალური ზიანისათვის იმ გრძელვადიანი უკანონო პატიმრობის გამო, რომელშიც იგი იმყოფებოდა 2001 წლიდან მოყოლებული მე-5 და მე-7 მუხლების დარღვევით და მიუხედავად იმ ფაქტისა, რომ მან აწარმოვა მრავალი ხანგრძლივი პროცესი ეროვნულ სასამართლოებში გათავისუფლების მისაღწევად. იგი შეეხო სასამართლოს მიერ Karataş v. Turkey ([GC], no. 23168/94, ECHR 1999-IV), და Kokkinakis v. Greece (25 მაისი 1993, Series A No. 260-A) საქმეში მიკუთვნებულ კომპენსაციას და დავობდა, რომ მას უნდა მიენიჭოს კომპენსაცია თვეში 2000 ევროს ოდენობით, ეს უკანასკნელი წარმოადგენდა რა საშუალო თვიურ ხელფასს გერმანიაში. მატერიალურ ზიანთან დაკავშირებით მომჩივანმა აღნიშნა, რომ მას იურიდიული დახმარება გაეწია ეროვნული სასამართლოების წინაშე საქმის წარმოებისას. მომჩივნის ადვოკატი ითხოვნდა ნებისმიერი თანხის გადახდას მის ანგარიშზე, მიუთითებდა რა მინდობილობაზე, რომელიც ინტერ ალია, აძლევდა მას უფლებას მიეღო ნებისმიერი გადახდა საქმის მეორე მხარის სახელზე.
140.მთავრობამ მომჩივნის მიერ მორალური ზიანის ფარგლებში მოთხოვნილი თანხა გადაჭარბებულად მიიჩნია. იგი დავობდა, რომ სისხლისსამართლებრივი დევნის ღონისძიებებისათვის კომპენსაციის შესახებ კანონის (Gesetz über die Entschädigung für Strafverfolgungsmaßnahmen) 7 §3 ნაწილის მიხედვით უკანონო პატიმრობისათვის დღიურ ანაზღაურებად განისაზღვრებოდა 11 ევრო. მათ სასამართლოს მიანდეს სამართლიანი რაოდენობის განსაზღვრა.
141.სასამართლო აღნიშნავს, რომ მან დაადგინა მომჩივნის პატიმრობა ათ წელზე ხანგრძლივი ვადით კონვენციის 5 §1 და 7 §1 მუხლების დარღვევად, შესაბამისად, მომჩივანი კონვენციის დარღვევით იყო დაკავებული 2001 წლის 8 სექტემბრიდან მოყოლებული (იხ. პარაგრაფი 19, ზემოთ). აღნიშნულს წესით უნდა გამოეწვია მორალური ზიანი სტრესისა და იმედგაცრუების სახით, რაც ვერ კომპენსირდება მხოლოდ დარღვევის დადგენით. საქმის ყველა გარემოებისა და სამართლიანად შეფასების გათვალისწინებით, სასამართლო მომჩივანს მიაკუთვნებს 50,000 ევროს დამატებული ნებისმიერი შესაბამისი გადასახადი. მომჩივნის ადვოკატის მიერ წარმოდგენილი მინდობილობის გათვალისწინებით, რომელიც მას ანიჭებს უფლებამოსილებას მიიღოს ნებისმიერი გადახდა საქმისწარმოების სხვა მხარის მიერ, სასამართლო მომჩივნისათვის მიკუთვნებული თანხის გადარიცხვას ითხოვს მისი ადვოკატის ფედუციურ საბანკო ანგარიშზე.
ბ. ხარჯები
142. მომჩივანს, რომელმაც ისარგებლა იურიდიული დახმარებით როგორც ეროვნული სასამართლოების, ისე სასამართლოს წინაშე წარმოებისას არ წამოუყენებია მოთხოვნა ხარჯების ასანაზღაურებლად. შესაბამისად, სასამართლო ამ კუთხით მას თანხას არ მიაკუთვნებს.
გ. საურავი
143.სასამართლო თვლის, რომ საურავი უნდა განისაზღვროს ევროპის ცენტრალური ბანკის სესხის საშუალო განაკვეთის ოდენობით, პლიუს სამი პროცენტი.
აღნიშნულის საფუძველზე სასამართლო ერთხმად
1.ადგენს, რომ ადგილი ჰქონდა კონვენციის მე-5 მუხლის 1 ნაწილის დარღვევას;
2.ადგენს, რომ ადგილი ჰქონდა კონვენციის მე-7 მუხლის 1 ნაწილის დარღვევას;
3.ადგენს:
(ა) რომ მოპასუხე სახელმწიფომ, კონვენციის 44-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით გადაწყვეტილების ძალაში შესვლიდან სამი თვის განმავლობაში, მომჩივანს უნდა გადაუხადოს 50, 000 (ორმოცდაათი ათასი) ევრო მორალური ზიანისათვის, დამატებული ნებისმიერი გადასახადი, რომელიც ეკისრება მოცემულ თანხას და გადაირიცხოს მისი ადვოკატის ფედუციურ საბანკო ანგარიშზე;
(ბ) ზემოხსენებული სამი თვის გასვლიდან ანაზღაურებამდე, თანხას დაეკისრება საპროცენტო განაკვეთი, რომელიც განისაზღვრება ევროპის ცენტრალური ბანკის სესხის საშუალო განაკვეთის ოდენობით, პლიუს სამი პროცენტი.
4.უარყოფს მომჩივნის დანარჩენ მოთხოვნას სამართლიან დაკმაყოფილებაზე;
შესრულებულია ინგლისურ და ფრანგულ ენებზე და გაცხადებულია წერილობით 2009 წლის 17 დეკემბერს, სასამართლო რეგლამენტის 77-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილის მიხედვით.
კლაუდია ვესტერდიკიპერ ლორენსენი
სასამართლო გამწესრიგებელი პრეზიდენტი
© ევროპის საბჭო/ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო, 2012
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს ოფიციალური ენებია ინგლისური და ფრანგული. წინამდებარე თარგმანი შესრულებულია ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა სატრასტო ფონდის ხელშეწყობით (/humanrightstrustfund). იგი სასამართლოსათვის სავალდებულო ხასიათს არ ატარებს და არც მის ხარისხზე აკისრებს პასუხისმგებლობას. მოცემული დოკუმენტი შეიძლება ჩამოტვირთულ იქნას ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს HUDOC სასამართლო პრაქტიკის მონაცემთა ბაზიდან () ან ნებისმიერი სხვა მონაცემთა ბაზიდან, რომელთანაც სასამართლომ მოახდინა მისი გაზიარება. დასაშვებია თარგმანის რეპროდუქცირება არაკომერციული მიზნებისათვის იმ პირობით, რომ მოხდება საქმის სრული სახელწოდების ციტირება, მოცემულ საავტორო უფლებების აღნიშვნასა და ადამიანის უფლებათა სატრასტო ფონდზე მითითებით. წინამდებარე თარგმანის ნებისმიერი ნაწილის კომერციული მიზნებით გამოყენების სურვილის შემთხვევაში, გთხოვთ მოგვწეროთ შემდეგ მისამართზე: publishing@.
© Council of Europe/European Court of Human Rights, 2012
The official languages of the European Court of Human Rights are English and French. This translation was commissioned with the support of the Human Rights Trust Fund of the Council of Europe (/humanrightstrustfund). It does not bind the Court, nor does the Court take any responsibility for the quality thereof. It may be downloaded from the HUDOC case-law database of the European Court of Human Rights () or from any other database with which the Court has shared it. It may be reproduced for non-commercial purposes on condition that the full title of the case is cited, together with the above copyright indication and reference to the Human Rights Trust Fund. If it is intended to use any part of this translation for commercial purposes, please contact publishing@.
© Conseil de l’Europe/Cour européenne des droits de l’homme, 2012
Les langues officielles de la Cour européenne des droits de l’homme sont le français et l’anglais. La présente traduction a été effectuée avec le soutien du Fonds fiduciaire pour les droits de l’homme du Conseil de l’Europe (/humanrightstrustfund). Elle ne lie pas la Cour, et celle-ci décline toute responsabilité quant à sa qualité. Elle peut être téléchargée à partir de HUDOC, la base de jurisprudence de la Cour européenne des droits de l’homme (), ou de toute autre base de données à laquelle HUDOC l’a communiquée. Elle peut être reproduite à des fins non commerciales, sous réserve que le titre de l’affaire soit cité en entier et s’accompagne de l’indication de copyright ci-dessus ainsi que de la référence au Fonds fiduciaire pour les droits de l’homme. Toute personne souhaitant se servir de tout ou partie de la présente traduction à des fins commerciales est invitée à le signaler à l’adresse suivante : publishing@.
Full & Egal Universal Law Academy