© ევროპის საბჭო/ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო, 2012. წინამდებარე თარგმანი შესრულებულია ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა სატრასტო ფონდის ხელშეწყობით (/humanrightstrustfund). სასამართლოსათვის იგი სავალდებულო ხასიათს არ ატარებს. დამატებითი ინფორმაციისათვის იხილეთ საავტორო უფლებების სრული მიმოხილვა მოცემული დოკუმენტის ბოლოს.
Council of Europe/European Court of Human Rights, 2012. This translation was commissioned with the support of the Human Rights Trust Fund of the Council of Europe (/humanrightstrustfund). It does not bind the Court. For further information see the full copyright indication at the end of this document.
Conseil de l’Europe/Cour Européenne des Droits de l’Homme, 2012. La présente traduction a été effectuée avec le soutien du Fonds fiduciaire pour les droits de l’homme du Conseil de l’Europe (/humanrightstrustfund). Elle ne lie pas la Cour. Pour plus de renseignements veuillez lire l’indication de copyright/droits d’auteur à la fin du présent document.
საინფორმაციო ბარათი სასამართლოს პრეცედენტულ საქმეზე #125
2009 წლის დეკემბერი
მ.გერმანიის წინააღმდეგ – 19359/04
გადაწყვეტილება 17.12.2009 (V სექცია)
მუხლი 5
მუხლი 5-1
თავისუფლების აღკვეთა
კანონიერი დაკავება და დაპატიმრება
მომჩივანის გახანგრძლივებული პრევენციული პატიმრობა რომლის ვადა აღემატება პატიმრობისთვის არსებულ მაქსიმალურ ვადას: დარღვევა
მუხლი 7
მუხლი 7-1
უფრო მკაცრი სასჯელი
უკუქმედება
პრევენციული პატიმრობის მაქსიმალური ვადის 10 წლის უვადოდ გაზრდა უკუქმედებით: დარღვევა
ფაქტები - 1986 წელს მომჩივანი ცნეს დამნაშავედ მკვლელობის მცდელობაში და ძარცვაში და მას მიესაჯა პატიმრობა ხუთი წლის ვადით. ამასთანავე, სასამრთლომ დაადგინა მისი პრევენციულ პატიმრობაში განთავსება. პრევენციული პატიმრობა გამოყენებული იქნა როგორც საჭირო ღონისძიება მომჩივანთან მიმართებით მისი მძიმე დანაშაულის ჩადენისკენ მიდრეკილების გამო რომელიც სერიოზულ ზიანს აყენებდა მის მიერ ჩადენილი დანაშაულის მსხვეპრლებს. მას უკვე ჰქონდა დანაშაულებრივი წარსული და იმყოფებოდა პატირმობაში რამოდენიმეჯერ სხვადასხვა დანაშაულისთვის, როგორიცაა მკვლელობის მცდელობა, ქურდობა, შეურაცყოფა და შანტაჟი. სასამართლოს აზრით ის პასუხისმგებელი იყო სპონტანურად ჩადენილ ძალადობრივ ქმედებებზე და წარმოადგენდა საზოგადოებისათვის საფრთხეს. მომჩივანის პატიმრობის ვადა ამოიწურა 1991 წლის აგვისტოში და ამის შემდეგ მას შეუფარდეს პრევენციული პატიმრობა. 2001 წლის აპრილში სასამართლომ უარი თქვა მის გათავისუფლებაზე პატიმრობაში დაბრუნების პირობით და გადაწყვიტა მისი პრევენციულ პატიმრობაში დატოვება 2001 წლის 8 სექტემბრისშემდეგ, ანუ მას შემდეგ როდესაც იწურება პატიმრობის მსგავსი ფორმისთვის დადგენილი მაქსიმალური ათწლიანი ვადა. ამ გადაწყვეტილების მიღებისას სასამართლომ გამოიყენა სისხლის სამართლის კოდექსი და მასში 1998 წელს შესული ცვლილებები. მან დაადგინა რომ დებულებები რომელიც ცვლილებების საფუძველზე შევიდა კოდექსში ასევე ეხებოდა იმ პატიმრებს რომლებიც იმყოფებოდნენ პრევენციულ პატირმობაში კანონის ძალაში შესვლამდე და ასევე აღნიშნა მომჩივანის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმე, მისი დანაშაულებრივი წარსული და მის მიერ სამომავლოდ დანაშაულის ჩადენის შესაძლებლობა და დაადგინა რომ მისი პრევენციულ პატიმრობაში ყოფნა არ წარმოადგენდა არათანაზომიერ ქმედებას. სააპელაციო სასამართლომ დაადასტურა, რომ ვინაიდან მომჩივანი წარმოადგენს სახიფათო პიროვნებას მისი გახანგრძლივებული პრევენციული პატიმრობა საჭირო ღონისძიებაა და დაამატა რომ ესეთი პატიმრობა არ ეწინააღმდეგება სისხლის სამართლის კანონმდებლობაში არსებულ უკუქმედებით დებულებებს. მომჩივანის საკონსტიტუციო სარჩელი არ იყო წარმატებული. ფედერალურმა საკონსტიტუციო სასამართლომ დაადგინა, რომ პატიმრობის მაქსიმალური ვადის გაუქმება და ამ ღონისძიების გამოყენება იმ დამნაშავეების მიმართ რომლებიც იმყოფებიან პრევენციულ პატირმობაში ახალი კანონის ამოქმედებამდე და რომელთაც პატიმრობის ვადა არ აქვთ მოხდილი კონსტიტუციის შესაბამისია. მან ასევე დაადგინა რომMსისხლის სამართლის კოდექსის საკანონმდებლო ცვლილების უკქმედითი გამოყენება არ იყო არათანაზომიერი.
კანონი- მე-5-ე მუხლი ნაწილი1: სასამართლომ დაადასტურა რომ მომჩივანის პრევენციული პატიმრობა ათ წლიანი ვადის ამოწურვამდე გამოწვეული იყო მისი “სასჯელით” დადგენილი 1986 წელს იმ სასამართლოს მიერ რომელმაც მას პატიმრობა მიუსაჯა და შესაბამისად მასზე ვრცელდებოდა მე-5-ე მუხლის ნაწილი 1, (ა) ქვეპუნქტი. სასამართლომ დაადგინა რომ არ არსებობდა მიზეზობრივი კავშირი მის სასჯელსა და მისი თავისუფლების გახანგრძლივებულ შეზღუდვას პრევენციული პატირმობით ათწლიანი ვადის ამოწურვის შემდეგ, რომელიც შესაძლებელი გახდა 1998 წლის საკანონმდებლო ცვლილებებით. გადაწყვეტილების აღსრულებაზე პასუხისმგებელმა სასამართლომ მომჩივანის გახანგრძლივებული თავისუფლების შეზღუდვა გაამართლა იმ საფუძვლით რომ მომჩივანმა შესაძლოა ჩაიდინოს დამატებითი სერიოზული დანაშაული – იმის მსგავსი რაც მას წარსულში აქვს ჩადენილი – მისი გათავისუფლების შემთხვევაში. ეს სამომავლო პოტენციური დანაშაული არ იყო საკმარისად კონკრეტულად ჩამოყალიბებული და განსაზღვრული, არ იძლეოდა საშუალებას დადგენილიყო დანაშაულის ჩადენის ადილი და დრო, მისი მსხვერპლები, როგორც ეს სასამართლოს პრეცედენტული სამართლით არის დადგენილი და შესაბამისად არჯდება მე-5-ე მუხლის პირველი ნაწილის, პარაგრაფი (გ) ფარგლებში. ეროვნულმა სასამართლოებმა არ დააფუძნეს თავიანთი გადაწყვეტილება მომჩივანის სამომავლო პატიმრობის საჭიროების შესახებ იმაზე რომ მომჩივანი იყო არაჯანსაღი პიროვნება. ასე რომ მისი პატიმრობა ვერ იქნება გამართლებული მე-5-ე მუხლის პირველი ნაწილის (ე) ქვეპუნქტით. მომჩივანის პრევენციული პატიმრობა ათ წელზე მეტი ხნის ვადით ვერ იქნება გამართლებული მე-5-ე მუხლის ნაწილი 1-ის ვერცერთი ქვეპუნქტით.
დასკვნა: დარღვევა (ერთხმად)
მე-7-ე მუხლი, ნაწილი 1: სასამართლოს უნდა განესაზღვრა მომჩივანის პრევენციული დაკავება წარმოადგენდა თუ არა “სასჯელს” ამ დებულების ფარგლებში. გერმანული კანონმდებლობით ეს ღონისძიება არ მიიჩნევა სასჯელად რომელსაც ეხება უკუქმედების აკრძალვა არამედ წარმოადგენს პრევენციისა და გამოსასწორებისკენ მიმართულ ქმედებას რომლის მიზანია საზოგადოების დაცვა საშიში დამნაშავისგან. პატიმრობის მსგავსად პრევენციული პატიმრობა წარმოადგენს თავისუფლების შეზღუდვას. პირები, რომელთაც სასჯელის ფორმად განესაზღვრათ პრევენციული პატიმრობა ჩვეულებრივ საპატიმროებში იხდიან სასჯელს მაგრამ სხვა ფლიგელში. მცირე განსხვავებები პრევენციული პატიმრობის ჩვეულებრივ პატიმრობასთან შედარებით, როგორიცაა პატიმრის უფლება საკუთარი ტანსაცმელი ეცვას, იყოს განთავსებული უფრო კომფორტულ საკნებში ვერ დაფარავს იმ ფაქტს რომ არსებითი განსხვავება საპატიმრო სასჯელსა და პრევენციულ პატიმრობას შორის არ არსებობს. საკმარისი ფსიქოლოგიური მხარდაჭერა მიმართული პრევენციულ პატიმრობაში მყოფ პირებზე არარსებობს იმისათვის რომ მოხდეს ამ პირების მიერ მომავალში დანაშაულის ჩადენის პრევენცია. ამიტომ სასამართლო ვერ დაეყრდნობა სახელმწიფოს არგუმენტს რომ პრევენციული პატიმრობა ემსახურება მხოლოდ პრევენციულ და არადამსჯელ მიზნებს. სისხლის სამართლის კოდექსის მიხედვით პრევენციული პატიმრობა შეიძლება გამოყენებული იყოს იმ პირების მიმართ ვისაც განმეორებით აქვს ჩადენილი გარკვეული სიმძიმის სისხლის სამართლის დანაშაული. მისი შეუზღუდავი ვადის გათვალისწინებით, პრევენციული პატიმრობა შეიძლება აღქმულ იქნას როგორც სასჯელის დამატებითი ფორმა და შეიცავს შემაკავებელ კომპონენტს. სისხლის სამართლის მართლმსაჯულების სასამართლოები ჩართულნი იყვნენ პრევენციული პატიმრობის დადგენაში და იმპლემენტაციაში. პრევენციული დაკავების დროებითი შეჩერება პრობაციის საფუძველზე საჭიროებდა სასამართლოს მიერ იმის დაგდენას რომ არ არსებობდა დაკავებული პირის მიერ მომავალში დანაშაულის ჩადენის საფრთხე, რაც რთულად შესასრულებელი პირობა იყო. ეს ღონისძიება აღმოჩნდა რომ იყო მკაცრი – თუ ყველაზე მკაცრი არა- რომელიც შეიძლება პიროვნებას მიესაჯოს გერმანული კანონმდებლობით. ამ გარემოებების გათვალისწინებით სასამართლომ დაადგინა რომ რევენციული პატიმრობა გერმანული სისხლის სამართლის კოდექსით უნდა უყოს კვალიფიცირებული როგორც “სასჯელი” კონვენციის მე-7-ე მუხლის პირველი ნაწილის მიზნებისთვის. სასამართლო ვერ დაარწმუნა სახელმწიფოს არგუმენტებმა რომ მომჩივანის პატიმრობის ვადის გაგრძელება ეხებოდა სასამართლოს მიერ მომჩივანისათვის დადგენილი სასჯელის აღსრულებას. ამის გათვალისწინებით, მომჩივანის დაკავების დროს, როდესაც მან ჩაიდინა დანაშაული ის შეიძლებოდა პრევენციულ პატიმრობაში ყოფილიყო მაქსიმუმ 10 წლის ვადით და ვადის გაგრძელება წარმოადგენდა დამატებით სასჯელს რომელიც მას დაეკისრა უკუქმედებით, იმ კანონით რომელიც მიღებული იყო მის მიერ დანაშაულის ჩადენის შემდგომ.
დასკვნა: დარღვევა (ერთხმად)
მუხლი 41: 50 000 ევრო მორალური ზიანის ასანაზღაურებლად
© ევროპის საბჭო/ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო, 2012
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს ოფიციალური ენებია ინგლისური და ფრანგული. წინამდებარე თარგმანი შესრულებულია ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა სატრასტო ფონდის ხელშეწყობით (/humanrightstrustfund). იგი სასამართლოსათვის სავალდებულო ხასიათს არ ატარებს და არც მის ხარისხზე აკისრებს პასუხისმგებლობას. მოცემული დოკუმენტი შეიძლება ჩამოტვირთულ იქნას ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს HUDOC სასამართლო პრაქტიკის მონაცემთა ბაზიდან () ან ნებისმიერი სხვა მონაცემთა ბაზიდან, რომელთანაც სასამართლომ მოახდინა მისი გაზიარება. დასაშვებია თარგმანის რეპროდუქცირება არაკომერციული მიზნებისათვის იმ პირობით, რომ მოხდება საქმის სრული სახელწოდების ციტირება, მოცემულ საავტორო უფლებების აღნიშვნასა და ადამიანის უფლებათა სატრასტო ფონდზე მითითებით. წინამდებარე თარგმანის ნებისმიერი ნაწილის კომერციული მიზნებით გამოყენების სურვილის შემთხვევაში, გთხოვთ მოგვწეროთ შემდეგ მისამართზე: publishing@.
© Council of Europe/European Court of Human Rights, 2012
The official languages of the European Court of Human Rights are English and French. This translation was commissioned with the support of the Human Rights Trust Fund of the Council of Europe (/humanrightstrustfund). It does not bind the Court, nor does the Court take any responsibility for the quality thereof. It may be downloaded from the HUDOC case-law database of the European Court of Human Rights () or from any other database with which the Court has shared it. It may be reproduced for non-commercial purposes on condition that the full title of the case is cited, together with the above copyright indication and reference to the Human Rights Trust Fund. If it is intended to use any part of this translation for commercial purposes, please contact publishing@.
© Conseil de l’Europe/Cour européenne des droits de l’homme, 2012
Les langues officielles de la Cour européenne des droits de l’homme sont le français et l’anglais. La présente traduction a été effectuée avec le soutien du Fonds fiduciaire pour les droits de l’homme du Conseil de l’Europe (/humanrightstrustfund). Elle ne lie pas la Cour, et celle-ci décline toute responsabilité quant à sa qualité. Elle peut être téléchargée à partir de HUDOC, la base de jurisprudence de la Cour européenne des droits de l’homme (), ou de toute autre base de données à laquelle HUDOC l’a communiquée. Elle peut être reproduite à des fins non commerciales, sous réserve que le titre de l’affaire soit cité en entier et s’accompagne de l’indication de copyright ci-dessus ainsi que de la référence au Fonds fiduciaire pour les droits de l’homme. Toute personne souhaitant se servir de tout ou partie de la présente traduction à des fins commerciales est invitée à le signaler à l’adresse suivante : publishing@.
Click here for the Case-Law Information Notes
Full & Egal Universal Law Academy