© ევროპის საბჭო/ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო, 2013. წინამდებარე თარგმანი შესრულებულია ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა სატრასტო ფონდის ხელშეწყობით (/humanrightstrustfund). სასამართლოსათვის იგი სავალდებულო ხასიათს არ ატარებს. დამატებითი ინფორმაციისათვის იხილეთ საავტორო უფლებების სრული მიმოხილვა მოცემული დოკუმენტის ბოლოს.
Council of Europe/European Court of Human Rights, 2013. This translation was commissioned with the support of the Human Rights Trust Fund of the Council of Europe (/humanrightstrustfund). It does not bind the Court. For further information see the full copyright indication at the end of this document.
Conseil de l’Europe/Cour Européenne des Droits de l’Homme, 2013. La présente traduction a été effectuée avec le soutien du Fonds fiduciaire pour les droits de l’homme du Conseil de l’Europe (/humanrightstrustfund). Elle ne lie pas la Cour. Pour plus de renseignements veuillez lire l’indication de copyright/droits d’auteur à la fin du présent document.
საინფორმაციო ბიულეტენი სასამართლოს პრეცედენტულ სამართალზე №165
ოქტომბერი 2013
მ.ა. კვიპროსის წინააღმდეგ - 41872/10
განჩინება 23.7.2013 [მე-IV სექცია]
მე-5 მუხლი
მუხლი 5-1
თავისუფლების შეზღუდვა
იმიგრანტთა ჯგუფის პოლიციის განყოფილებაში გადაყვანა და გარკვეული პერიოდით იქ გაჩერება უკანონოდ მაცხოვრებელთა იდენტიფიკაციისა და დეპორტაციის მიზნით: დარღვევა
მე-13 მუხლი
სამართლებრივი დაცვის ეფექტიანი საშუალება
დეპორტაციის შესახებ ბრძანების ავტომატურად შეჩერების ეფექტით სამართლებრივი დაცვის საშუალებათა არარსებობა: დარღვევა
№ 4-ე პროტოკოლის მე-4 მუხლი
უცხოელთა კოლექტიური გაძევების აკრძალვა
მსგავსი ფორმულირების მქონე დეპორტაციის შესახებ ინდივიდუალური ბრძანებები გაცემული იმიგრანტთა ჯგუფის თითოეულ წევრთან მიმართებაში თავშესაფრის მინიჭების პროცედურის დასრულების შემდეგ: დარღვევა არ დადგინდა.
ფაქტები - სირიაში მცხოვრები ეთნიკურად ქურთი მომჩივანი სირიიდან 2005 წელს გაიქცა, ხოლო კვიპროსში, თავშესაფრის მინიჭების შესახებ შუამდგომლობაზე მას უარი ეთქვა. 2008 წელს, ახალი ინფორმაციის საფუძველზე, თავშესაფრის მინიჭების სამსახურმა მისი საქმე ხელახლა გახსნა. 2010 წელს, სანამ მისთვის თავშესაფრის მინიჭების თაობაზე სამართალწარმოება ჯერ კიდევ მიმდინარეობდა, მომჩივანი მთავრობის თავშესაფრის მინიჭების პოლიტიკის საწინააღმდეგო 24-საათიან საპროტესტო აქციებს შეუერთდა. ხელისუფლებამ დემონსტრანტთა ტერიტორიიდან გაყვანა იმ მიზეზით გადაწყვიტა, რომ იქ ანტისანიტარია სუფევდა, ადგილი ჰქონდ ელექტროენერგიის უკანონო მოხმარებასა და საზოგადოების მხრიდან საჩივრებმა იმატა. 2010 წლის ივნისში, დილით ადრე, 250-მდე პოლიციელი მივიდა ბანაკში, დემონსტრანტები ჩასვეს ავტობუსებში და მიიყვანეს პოლიციის განყოფილებაში, სადაც მათი საიმიგრაციო სტატუსების დადგენა უნდა განხორციელებულიყო. ლტოლვილის სტატუსის მქონე პირები ან bona fide თავშესაფრის მაძიებლები - გაათავისუფლეს. ის პირები, რომლებიც ქვეყანაში უკანონოდ ცხოვრობდნენ, დეპორტაციის მიზნით დააკავეს. 22 დემონსტრანტის დეპორტაცია იმ დღესვე განხორციელდა, ხოლო დანარჩენ 44-ს, მომჩივნის ჩათვლით, ქვეყანაში უკანონო ყოფნისთვის ბრალი წარედგინათ და კვიპროსის საპატიმრო ადგილებში გადაიყვანეს. ხელისუფლებამ ჩათვალა, რომ მომჩივანი რესპუბლიკაში უკანონოდ იმყოფებოდა და მიუხედავად იმისა, რომ თავშესაფრის მინიჭების შესახებ სამართალწარმოება ჯერ კიდევ მიმდინარეობდა, მისი დაკავებისა და დეპორტაციის შესახებ ბრძანებები გასცა. მომდევნო დღეს, მომჩივანმა სხვა 43 ეთნიკურად ქურთ პირთან ერთად, სასამართლო რეგლამენტის 39-ე მუხლის საფუძველზე, ევროპულ სასამართლოს დროებითი ზომების მიღების თხოვნით მიმართეს. სასამართლომ კვიპროსის მთავრობას მიუთითა, რომ მათ არ უნდა მოეხდინათ ხსენებულ პირთა დეპორტაცია მანამ, სანამ სასამართლოს არ ექნებოდა საშუალება მიეღო და შეესწავლა ყველა ის საბუთი, რომელიც მათ მოთხოვნებს უკავშირდებოდა. 2010 წლის აგვისტოში, შინაგან საქმეთა მინისტრმა მომჩივანი უკანონო იმიგრანტად გამოაცხადა და ამტკიცებდა, რომ მან მომავალი ქურთი იმიგრანტებისგან, მათთვის კვიპროსში ცხოვრებისა და მუშაობის უფლების მოპოვების სანაცვლოდ, ფული აიღო. ამის საფუძველზე, დაკავებისა და დეპორტაციის ახალი ბრძანებები გაიცა, ხოლო წინა ბრძანებები გაუქმდა. მომჩივანთან დაკავშირებით რეგლამენტის 39-ე მუხლის შესაბამისი დროებითი ზომა ევროპულ სასამართლოში 2010 წლის სექტემბერში განიხილეს და ძალაში დატოვეს. მომჩივანმა მისი დაკავების გასაჩივრების მიზნით შიდა სასამართლოების წინაშე სამართალწარმოება წამოიწყო (habeas corpus proceedings). საბოლოოდ, 2012 წელს, უზენაესმა სასამართლომ მას უარი უთხრა საჩივრის დაკმაყოფილებაზე; ამასობაში, 2011 წლის მაისში ის გაათავისუფლეს და ლტოლვილის სტატუსი მიანიჭეს.
სამართალი - მე-2 და მე-3 მუხლები: მომჩივანს მიენიჭა ლტოლვილის სტატუსი და სირიაში დეპორტაცია აღარ ემუქრებოდა, შესაბამისად, მას არ შეეძლო ემტკიცებინა, რომ ამ მუხლების მნიშვნელობით, მისი უფლებები დაირღვა.
დასკვნა: დაუშვებელია (შეუთავსებელია ratione personae)
მე-13 მუხლი მე-2 და მე-3 მუხლებთან მიმართებაში: მომჩივნის საჩივრები მე-2 და მე-3 მუხლების მნიშვნელობით იყო სადავო, შესაბამისად, მას შეეძლო დაყრდნობოდა მხოლოდ მე-13 მუხლს. მიუხედავად იმისა, რომ ლტოლვილის სტატუსის მოპოვების შედეგად მისი სირიაში დეპორტაციის რისკი აღარ არსებობდა, სასამართლო კონტროლის არაეფექტიანობასთან დაკავშირებით მისი პრეტენზიები დღის წესრიგიდან არ მოიხსნა. საჩივრიდან გამომდინარე, მას ჯერ კიდევ შეეძლო იმის მტკიცება, რომ ის „მსხვერპლი“ იყო.
თუ საჩივარი გულისხმობდა, რომ მე-2 და მე-3 მუხლების დარღვევით მომჩივნის ქვეყნიდან განდევნა მისი წამების რეალურ რისკს გამოიწვევდა, სამართლებრივი დაცვის ზომები უნდა ყოფილიყო იმდაგვარი, რომ თავიდან აეცილებინა ისეთი ზომების მიღება, რომლებიც ეწინააღმდეგება კონვენციას და რომელთა შედეგი პოტენციურად შეუქცევადი იქნებოდა; ეს ეროვნული ხელისუფლების მხრიდან დაჟინებულ ყურადღებას მოითხოვდა, განსაკუთრებით სწრაფ პასუხსა და ავტომატურად შეჩერების ეფექტს. იმ დროს დაკავებისა და დეპორტაციის შესახებ ბრძანებები გამოცემული იყო, მომჩივნის საქმეს თავშესაფრის მინიჭების სამსახური განიხილავდა და შიდა კანონმდებლობის შესაბამისად, მსგავსი სამართალწარმოება თავისთავად დეპორტაციის შემაჩერებელი იყო. ამგვარად, მომჩივანი კვიპროსში კანონიერად იმყოფებოდა და დეპორტაცია მას არ უნდა შეხებოდა. მიუხედავად ამისა, მისი დეპორტაციის შესახებ ბრძანება რამოდენიმე თვის მანძილზე ინახებოდა, იმ დროს, როცა თავშესაფრის მინიჭების შესახებ სამართალწარმოება ჯერ კიდევ მიმდინარეობდა და ერთადერთი მიზეზი, რატომაც მისი სირიაში დეპორტაცია არ განხორციელდა იყო სასამართლოს წესების 39-ე მუხლის გამოყენება. მთავრობის აღიარებით, ეს ვითარება ხელისუფლების მიერ დაშვებული შეცდომის შედეგად შეიქმნა. ამ შეცდომის აღსაკვეთად შიდა სამართლებრივი დაცვის არანაირი ეფექტიანი საშუალება არ არსებობდა. გარდა ამისა, არ არსებობდა ეფექტიანი გარანტიები მომჩივნის არამართლზომიერი დეპორტაციისგან დასაცავად. კერძოდ, დეპორტაციის ბრძანების გაუქმების შესახებ უზენაეს სასამართლოში მიმართვას და დეპორტაციის შეჩერების დროებითი ბრძანების შესახებ საჩივარს დეპორტაციის ავტომატურად შეჩერების ეფექტი არ ჰქონდა. იმდენად, რამდენადაც მთავრობა ამტკიცებდა, რომ უკანასკნელი საშუალება „პრაქტიკაში“ შემაჩერებელი იყო, მე-13 მუხლით გათვალისწინებულმა მოთხოვნებმა და კონვენციის სხვა დებულებებმა, გარანტიების სახე მიიღო და არა უბრალო განცხადებებისა და პრაქტიკაშაი მოგვარების სურვილის. ჯამში, მომჩივანს კონვენციის მე-2 და მე-3 მუხლების საჩივართან დაკავშირებით სამართლებრივი დაცვის ეფექტიანი საშუალება არ გააჩნდა.
დასკვნა - დარღვევა (ერთხმად).
(ამასთან დაკავშირებით იხ. Gebremedhin [Gaberamadhien] v. France, 25389/05, 26 April 2007, Information Note 96; and De Souza Ribeiro v. France [GC], 22689/07, 13 December 2012, Information Note 158)
მე-5 მუხლის 1-ლი ნაწილი: იმისათვის, რომ მომჩივნის დაკავების კანონიერება შეფასებულიყო, სასამართლომ სამი განსხვავებული ეტაპი გამოჰყო და შეისწავლა.
პირველი, რაც შეეხება მის პოლიციის განყოფილებაში გადაყვანას, დემონსტრანტებს არ დაუტოვეს სხვა არჩევანი გარდა იმისა, რომ ჩამსხდარიყვნენ ავტობუსებში და გარკვეული პერიოდის მანძილზე პოლიციის განყოფილება არ დაეტოვებინათ. პოლიციის მიერ ჩატარებული ოპერაციის იძულებითი ხასიათის, მისი მასშტაბისა და მიზნის გათვალისწინებით, მათ შორის, იმ ფაქტის, რომ ოპერაცია დილით ძალიან ადრე ჩატარდა, დე ფაქტო თავისუფლების შეზღუდვას ჰქონდა ადგილი. რაც შეეხება თავისუფლების შეზღუდვის სამართლებრივ საფუძველს, მთავრობა დაეყრდნო პოლიციის უფლებამოსილებებსა და ვალდებულებებს დაპატიმრებასთან და ასევე საზოგადოებრივ გზებზე წესრიგის დამყარებასა და მოძრაობის რეგულირებასთან დაკავშირებით. თუმცა გაცხადებული არ იყო, რომ რომელიმე ამ უფლებამოსილებათაგანი იყო ფაქტობრივად გამოყენებული მომჩივნის დასაპატიმრებლად. არსებითად, მთავრობა არც ამტკიცებდნენ, რომ მომჩივნის დასაპატიმრებლად რომელიმე ზემომითითებული უფლებამოსილება გამოიყენეს. გარდა ამისა, ნათელი იყო, რომ ოპერაციის მიზანს რესპუბლიკის ტერიტორიაზე უკანონოდ მცხოვრებ დემონსტრანტთა იდენტიფიკაცია და მათი დეპორტაცია წარმოადგენდა. ხელისუფლებამ ჩათვალა, რომ მკვეთრი რეაქციის პროვოცირების გარეშე, ადგილზე ეფექტიანი მოკვლევის ჩატარება შეუძლებელი იქნებოდა, შესაბამისად, ყველა აქციის მონაწილე გადაიყვანეს საგანგებო სიტუაციათა შტაბში. მართალია, სასამართლომ გაიზირა ის სირთულეები, რომლის წინაშეც კვიპროსის ხელისუფლება აღმოჩნდა - მაგრამ, მათ არ გააჩნდათ არანაირი მკაფიო სამართლებრივი საფუძველი თავისუფლების შეზღუდვის მიზნით მიღებული ზომების გასამართლებლად. ამიტომ, იმ პერიოდში მომჩივნისთვის თავისუფლების შეზღუდვა ეწინააღმდეგებოდა მე-5 მუხლის პირველ ნაწილს.
მეორე, მომჩივნის დაკავება 2010 წელს გამოცემული დეპორტაციისა და დაკავების ბრძანებების საფუძველზე იყო უკანონო, ვინაიდან ბრძანებები გამოიცა შეცდომით იმ დროს, როცა მისი თავშესაფრის მინიჭების შესახებ შუამდგომლობის ხელახალი განხილვა ჯერ კიდევ მიმდინარეობდა და მას იმ დროისთვის კანონიერი მაცხოვრებლის სტატუსი ჰქონდა.
და ბოლოს, მომჩივნის დაკავების პერიოდში - 2010 წლის აგვისტოდან 2011 წლის მაისამდე - კანონით დადგენილი პროცედურა არ შესრულებულა, ვინაიდან შიდა კანონმდებლობის შესაბამისად, მას ახალი დეპორტაციისა და დაკავების ბრძანების შესახებ შეტყობინება არ მისვლია.
ჯამში, მომჩივნის დაკავების მთელი პერიოდი - 2010 წლის ივნისიდან 2011 წლის მაისამდე - მე-5 მუხლის 1-ლი ნაწილის დარღვევით განხორციელდა
დასკვნა: დარღვევა (ერთხმად).
(იხ. Austin and Others v. the United Kingdom [GC], 39692/09, 40713/09 and 41008/09, 15 March 2012, Information Note 150; and Medvedyev და Others v. France [GC], 3394/03, 29 March 2010, საინფორმაციო ბიულეტენი 128).
მე-4 პროტოკოლის მე-4 მუხლი: ყველა დაინტერესებულ პირს საკუთარი გარემოებების გამოკვლევის საშუალება ჰქონდა. კერძოდ, მათი თავშესაფრის მინიჭების მოთხოვნით შუამდგომლობები ინდივიდუალურ საფუძველზე, ხუთ წელზე მეტხანს იხილებოდა. ვინც გაასაჩივრა, მათი საჩივრები ინდივიდუალურად განიხილეს და უარი ეთქვათ. თავშესაფრის მინიჭების შესაბამისმა უწყებამ დაინტერესებულ პირებს შესაბამისი გადაწყვეტილებების შემცველი წერილები გაუგზავნა. ხელისუფლებამ თითოეულ პირზე დეპორტაციისა და დაკავების ბრძანების გამოცემამდე, მათთან დაკავშირებით საფუძვლიანი შემოწმება ჩაატარა. ხელისუფლებამ დაკავებულ პირებს გაუგზავნა ინდივიდუალური წერილები მათი დაკავებისა და დეპორტაციის შესახებ ინფორმაციით. ის ფაქტი, რომ დემონსტრანტები, მომჩივნის ჩათვლით, ერთად გადაიყვანეს პოლიციის განყოფილებაში, ის რომ ზოგიერთის დეპორტაცია მოხდა ჯგუფურად ან თუნდაც ის ფაქტი, რომ დეპორტაციის შესახებ ბრძანებები და შესაბამისი წერილები იდენტურად იყო ფორმულირებული და შესაბამისად არ ახდენდა მითითებას თავშესაფრის არმინიჭების შესახებ კონკრეტულ გადაყვეტილებებზე, არ არის თავისთავად მაჩვენებლი იმისა, რომ ადგილი ჰქონდა სასამართლოს პრაქტიკით გათვალისწინებული კოლექტიური ზომის მიღებას.
მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთი დაინტერესებული პირის სტატუსთან დაკავშირებით, მომჩივნის ჩათვლით, მოხდა შეცდომა, ეს არასასიამოვნო ფაქტი არ ადასტურებს იმას, რომ კოლექტიურ გაძევებას ჰქონდა ადგილი.
დასკვნა: დარღვევა არ დადგინდა (ერთხმად).
(იხ. აგრეთვე Čonka v. Belgium, 51564/99, 5 February 2002, საინფორმაციო ბიულეტენი 39)
სასამართლომ მე-5 მუხლის მე-2 ნაწილის დარღვევა არ დაადგინა, თუმცა დაადგინა მე-5 მუხლის მე-4 ნაწილის დარღვევა (სასამართლო განხილვის ოპერატიულობა)
მუხლი 41-ე: 10 000 ევრო (EUR) მორალური ზიანისთვის.
© ევროპის საბჭო/ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო
სამდივნოს მიერ მომზადებული მოცემული მოკლე მიმოხილვა
სასამართლოსათვის არასავალდებულოა.
იხილეთ აქ სასამართლო პრაქტიკის საინფორმაციო ბროშურები
© ევროპის საბჭო/ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო, 2013
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს ოფიციალური ენებია ინგლისური და ფრანგული. წინამდებარე თარგმანი შესრულებულია ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა სატრასტო ფონდის ხელშეწყობით (/humanrightstrustfund). იგი სასამართლოსათვის სავალდებულო ხასიათს არ ატარებს და არც მის ხარისხზე აკისრებს პასუხისმგებლობას. მოცემული დოკუმენტი შეიძლება ჩამოტვირთულ იქნას ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს HUDOC სასამართლო პრაქტიკის მონაცემთა ბაზიდან () ან ნებისმიერი სხვა მონაცემთა ბაზიდან, რომელთანაც სასამართლომ მოახდინა მისი გაზიარება. დასაშვებია თარგმანის რეპროდუქცირება არაკომერციული მიზნებისათვის იმ პირობით, რომ მოხდება საქმის სრული სახელწოდების ციტირება, მოცემულ საავტორო უფლებების აღნიშვნასა და ადამიანის უფლებათა სატრასტო ფონდზე მითითებით. წინამდებარე თარგმანის ნებისმიერი ნაწილის კომერციული მიზნებით გამოყენების სურვილის შემთხვევაში, გთხოვთ მოგვწეროთ შემდეგ მისამართზე: publishing@.
© Council of Europe/European Court of Human Rights, 2013
The official languages of the European Court of Human Rights are English and French. This translation was commissioned with the support of the Human Rights Trust Fund of the Council of Europe (/humanrightstrustfund). It does not bind the Court, nor does the Court take any responsibility for the quality thereof. It may be downloaded from the HUDOC case-law database of the European Court of Human Rights () or from any other database with which the Court has shared it. It may be reproduced for non-commercial purposes on condition that the full title of the case is cited, together with the above copyright indication and reference to the Human Rights Trust Fund. If it is intended to use any part of this translation for commercial purposes, please contact publishing@.
© Conseil de l’Europe/Cour européenne des droits de l’homme, 2013
Les langues officielles de la Cour européenne des droits de l’homme sont le français et l’anglais. La présente traduction a été effectuée avec le soutien du Fonds fiduciaire pour les droits de l’homme du Conseil de l’Europe (/humanrightstrustfund). Elle ne lie pas la Cour, et celle-ci décline toute responsabilité quant à sa qualité. Elle peut être téléchargée à partir de HUDOC, la base de jurisprudence de la Cour européenne des droits de l’homme (), ou de toute autre base de données à laquelle HUDOC l’a communiquée. Elle peut être reproduite à des fins non commerciales, sous réserve que le titre de l’affaire soit cité en entier et s’accompagne de l’indication de copyright ci-dessus ainsi que de la référence au Fonds fiduciaire pour les droits de l’homme. Toute personne souhaitant se servir de tout ou partie de la présente traduction à des fins commerciales est invitée à le signaler à l’adresse suivante : publishing@.
Full & Egal Universal Law Academy