© ევროპის საბჭო/ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო, 2015. წინამდებარე თარგმანი შესრულებულია ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა სატრასტო ფონდის ხელშეწყობით (/humanrightstrustfund). სასამართლოსათვის იგი სავალდებულო ხასიათს არ ატარებს. დამატებითი ინფორმაციისათვის იხილეთ საავტორო უფლებების სრული მიმოხილვა მოცემული დოკუმენტის ბოლოს.
© Council of Europe/European Court of Human Rights, 2015. This translation was commissioned with the support of the Human Rights Trust Fund of the Council of Europe (/humanrightstrustfund). It does not bind the Court. For further information see the full copyright indication at the end of this document.
© Conseil de l’Europe/Cour Européenne des Droits de l’Homme, 2015. La présente traduction a été effectuée avec le soutien du Fonds fiduciaire pour les droits de l’homme du Conseil de l’Europe (/humanrightstrustfund). Elle ne lie pas la Cour. Pour plus de renseignements veuillez lire l’indication de copyright/droits d’auteur à la fin du présent document.
მეორე სექცია
MAGYAR KERESZTÉNY MENNONITA EGYHÁZ და სხვები უნგრეთის წინააღმდეგ
((საჩივარი #. 70945/11, 23611/12, 26998/12, 41150/12, 41155/12, 41463/12, 41553/12, 54977/12 and 56581/12)
გადაწყვეტილება
(არსებითი)
[ამონარიდი]
სტრასბურგი
8 აპრილი 2014
წინამდებარე გადაწყვეტილება საბოლოოა კონვენციის მუხლი 44 § 2-ის მიხედვით, თუმცა შესაძლებელია დაექვემდებაროს სარედაქციო გადახედვას
საქმეზე Magyar Keresztény Mennonita Egyház და სხვები უნგრეთის წინააღმდეგ
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს (მეორე სექციამ) შემდეგი შემადგენლობით:
გუიდო რაიმონდი, თავმჯდომარე,
იშლ კარაკაში,
ანდრას საჯო,
ნებოჟა ვუჩინიჩი,
ჰელენ კელერი,
ეგისიჯუს კურიჩი,
რობერტ სპანო,მოსამართლეები,
და სტენლი ნაისმიტი, სხდომის გამწესრიგებელი,
2014 წლის 18 თებერვალს განმარტოებით ითათბირა,
გამოიტანა შემდეგი გადაწყვეტილება, რომელიც მიიღო იმავე დღეს:
პროცედურა
1. საქმეს საფუძვლად უდევს ცხრა საჩივარი (#. 70945/11, 23611/12, 26998/12, 41150/12, 41155/12, 41463/12, 41553/12, 54977/12 and 56581/12) უნგრეთის რესპუბლიკის წინააღმდეგ, რომელიც ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა კონვენციის ("კონვენცია") 34-ე მუხლის შესაბამისად სასამართლოში შევიდა უნგრეთში მოქმედი სხვადასხვა რელიგიური თემების მღვდელთმსახურნი და წევრების მიერ 2011 წლის 16 ნოემბერს, 3 და 24 აპრილს და 28 ივნისს და 2012 წლის 19 და 29 აგვისტოს შესაბამისად.
2. მომჩივნებს წარმოადგენდნენ ბ–ნი დ. კარსაი (საჩივარი #. 70945/11, 23611/12, 26998/12, 41150/12, 41155/12, 41463/12 და 56581/12), ბ–ნი ლ. ბალტაი (საჩივარი #. 41553/12) და ბ–ნი ქ. ტორდაი (საჩივარი #. 54977/12), ადვოკატები, რომლებიც იურიდიულ პრაქტიკას ახორციელებენ ბუდაპეშტში, გიალსა და ბუდაპეშტში შესაბამისად.
უნგრეთის სახელმწიფოს („სახელმწიფო“) ინტერსებს იცავდა ბ–ნი ზ. ტალოდი, აგენტი, საჯარო ადმინისტრირების და იუსტიციის სამინისტროს წარმომადგენელი.
3. მომჩივნები დაობდნენ მე–11 მუხლის ფარგლებში განხილული კონვენციის მე–9–ე და მე14–ე მუხლებთან ერთად, რომლის მიხედვით ეკლესიებისთვის რეგისტრაციის ჩამორთმევა და შემდეგ განმეორებით რეგისტრაცია იწვევდა მათი რელიგიის თავისუფლების უფლების შელახვას და იყო დისკრიმინაციული. კონვენციის მე–6–ე და მე–13–ე მუხლების ფარგლებში, ისინი აცხადებდნენ რომ შესაბამისი პროცედურა არ იყო სამართლიანი და არ იძლეოდა გამოსწორების ეფექტურ საშუალებას. ზოგიერთი მომჩივანი ასევე აცხადებდა რომ ადგილი ჰქონდა კონვენციის დამატებითი ოქმი #1–ის პირველი მუხლის დარღვევას რაც გამოწვეული იყო ეკლესიის სტატუსის დაკარგვის შედეგად სახელმწიფოს სუბსიდირების დაკარგვით.
4. 2012 წლის 27 სექტემბერს სახელმწიფოს გადაეცა შეტყობინება საჩივრის შესახებ.
5. საჩივარი #. 41463/12–თან დაკავშირებით, დიდმა ბრიტანეთმა არ გამოიყენა მისი უფლება კონევნციის 36–ე მუხლის § 1–ის ფარგლებში წარმოედგინა წერილობითი კომენტარები საქმეზე.
ფაქტები
I. საქმის გარემოებები
6. მომჩივნები არიან რელიგიური თემის წარმომადგენლები და ინდივიდუალური პირები. მომჩივანი თემები არსებობდნენ და კანონიერად მოქმედებდნენ უნგრეთში, როგორც სასამართლოს მიერ რეგისტრირებული ეკლესიები 1990 წლის კანონი # IV–ის შესაბამისად („1990 წლის კანონი ეკლესიის შესახებ“).
...
16. 2011 წლის ეკლესიის კანონის დანართში ჩამოთვლილი ეკლესიების გარდა ყველა დანარჩენმა რელიგიურმა თემმა, რომელიც ადრე ეკლესიად იყო რეგისტრირებული დაკარგა ეკლესიის სტატუსი მაგრამ მათ შეეძლოთ საქმიანობის გაგრძელება ასოციაციის ფორმით. იმ შემთხვევაში თუ ეკლესიის სტატუსის შენარჩუნება სურდათ მაშინ რელიგიური თემი ვალდებული იყო მიემართა პარლამენტისათვის ინდივიდუალური აღიარების თხოვნით.
18. გადაწყვეტილება #6/2013 (III. 1.)–ით საკონსტიტუციო სასამართლომ 2011 წლის ეკლესიის კანონის ზოგიერთი დებულება არაკონსტიტუციურად ცნო და გააუქმა ისინი უკუქცევითი მოქმედებით.
ამავე დროს, ზოგიერთმა მომჩივანმა მიმართა თხოვნით პასუხისმგებელ მღვდელთმსახურს დაერეგისტრირებინათ ისინი როგორც ეკლესია, მაგრამ ამ განცხადებაზე მათ უარი ეთქვათ იმ საფუძვლით, რომ მიუხედავად საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებისა – 2011 წლის ეკლესიის კანონი არ იძლეოდა მოთხოვნილი რეგისტრაციის საშუალებას.
19. საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ, რამოდენიმე მომჩივანმა მიმართა ეროვნულ საგადასახადო და საბაჟო სააგენტოს („NTCA“) თხოვნით მიენიჭებინათ მათთვის კოდი რომელიც მათ საშუალებას მისცემდა მიეღოთ საშემოსავლო გადასახადის ერთი პროცენტი იმ თანხიდან რომელიც გადასახადების გადამხდელებმა შეიძლება ეკლესიას შესწირონ. NTCA–მაშეწყვიტა პროცედურები და მოუწოდა მომჩივნებს პარლამენტის წინაშე აღიარების პროცედურის ინიცირებისკენ. მომჩივნების პოზიციაში ეს განიხილებოდა როგორც დამატებითი უგულებელყოფა საკონსტიტუტიო სასამართლოს გადაწყვეტილების.
20. რამოდენიმე მომჩვანმა აღიდგინა ეკლესიის სტატუსი საკონსტიტუციო გადაწყვეტილების საუძველზე.
II. შესაბამისი ეროვნული კანონმდებლობა
ა. შესაბამის კანონმდებლობაშ მომხდარი ცვლილებები
21. 1990 წლის 12 თებერვლიდან 2011 წლის 31 დეკემბრამდე რელიგიური საქმიანობა რეგულირდებოდა 1990 წლის კანონი # IV („1990 წლის კანონი ეკლესიის შესახებ“), რომელიც რელიგიურ თემებს სადაც ასზე მეტი წევრი იყო განმარტავდა როგორც ეკლესიას.
22. 2012 წლის 1 იანვრიდან, 1990 წლის კანონი ეკლესიის შესახებ შეიცვალა 2011 წლის კანონით #. CCVI („2011 წლის კანონი ეკლესიის შესახედბ“). ახალი კანონის მიხედვით, რელიგიურ თემებს აქვს ეკლესიად ან რელიგიური საქმიანობის განმახორციელებელ ასოციაციად არსებობის უფლება („რელიგიური ასოციაცია“ საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ გამოყენებული ტერმინის შესაბამისად). მხოლოდ იმ გაერთიანებებს შეუნარჩუნდათ ეკლესიის სტატუსი, რომლებიც ჩამოთვლილი არიან 2011 წლის ეკლესიის შესახებ კანონის დანართში და რომლებიც კლასიფიცირებულნი არიან ეკელსიად პარლამენტის მიერ და რომლებიც გარკვეულ პირობებს აკმაყოფილებენ. ამ რეგულაციის საკონსტიტუციო საფუძველი უზრუნველყოფილია ძირითადი კანონის გარდამავალი დებულებების მუხლი 21(1), რომელიც პარლამენტს ანიჭებს უფლებამოსილებას მოახდინოს აღიარებული ეკლესიების იდენტიფიცირება შესაბამის ძირითად კანონში და განმარტოს იმ ეკლესიების აღიარების კრიტერიუმები, რომლებიც მომავალში დამატებით გაწევრიანდება. ადრე რეგისტრირებული ეკლესიების ახალი წესის მიხედვით რეგისტრაცია შეიძლებოდა მომხდარიყო მათი მოთხოვნის საფუძველზე ასოციაციებად და ისინი ამ საფუძვლით შეძლებდნენ საქმიანობის გაგრძელებას. მაგრამ ახალი წესების მიხედვით ისინი არ იყვნენ უფლებამოსილნი მიეღოთ საბიუჯეტო სუბსიდიები. თავდაპირვლეად (1990 წლის ეკლესიის შესახებ კანონის მიხედვით) არსებობდა 406 რეგისტრირებული ეკელსია, მაშინ როდესაც 2011 წლის ეკლესიის შესახებ კანონის დანართში მხოლოდ თოთხმეტი ეკლესია იყო მითითებული. დანართში, რომელიც ძალაში შევიდა 2012 წლის 1 მარტიდან, ჩამოთვლილია ოცდაშვიდი ეკლესია და საეკლესიო გაერთიანება, რაც ჯამში შეადგენს ოცდათორმეტ ეკლესიას. საგადასახადო უწყებების მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციის შესაბამისად ეს ოცდათორმეტი ეკლესია ზუსტად არ წარმოადგენს იმ ოცდათორმეტ ეკლესიას რომელსაც ყველაზე მეტად უჭერენ მხარს თუ ეს მხარდაჭერა იზომება გადასახადის გადამხდელთა მიერ ნებაყოფლობითი საგადასახადო შემოწირულობების ოდენობით მათ სასარგებლოდ.
2012 წლის 28 დეკემბერს საკონსტიტუციო სასამართლომ სხვა დებულებებთან ერთად გააუქმა ძირითადი კანონის გარდამავალი დებულებები, რომელიც პარლამენტს ანიჭებდა უფლებამოსილებას მოეხდინა აღიარებული ეკლესიების იდენტიფიცირება. 2013 წლის 26 თებერვალს მან ასევე გააუქმა 2011 წლის ეკლესიის შესახებ კანონის ის დებულებები რომლითაც მომჩივნებს კანონის ძალით ჩამოერთვათ ეკლესიის სტატუსი.
23. ნაწილობრივ ზემოთ ხსენებული საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების საპასუხოდ პარლამენტის უფლებამოსილება ეკლესიისთვის სპეციალური სტატუსის მინიჭების შესახებ კვლავ შეტანილ იქნა ძირითად კანონში, მასში მეოთხე ცვლილების საფუძველზე, რომელიც ძალაში შევიდა 2013 წლის 1 პარილს. ამით მოხდა ტერმინების „ეკლესიის“ და „სხვა რელიგიური აქტივობების განმახორციელებელი ორგანიზაციების“ დამკვიდრება. სადაც ეკლესია წარმოადგენს ისეთ ორგანიზაციას რომელთანაც სახელმწიფო თანამშრომლობს თემის მიზნების მისაღწევად და რომელთაც სახელმწიფო აღიარებს. 2011 წლის ეკლესიის შესახებ კანონის მიხედვით, რომელმაც ცვლილება განიცადა 2013 წლის 1 აგვისტოს, ამჟამად მოქმედი ტერმინი არის „რელიგიური თემი“, ეს ტერმინი მოიცავს როგორც „გაერთიანებულ ეკლესიებს“ (bevett egyház) ისევე „რელიგიური საქმიანობის განმახორციელებელ ორგანიზაციებს“ (vallási tevékenységet végző szervezet). ყველა ეს გაერთიანება უფლებამოსილია გამოიყენოს ტერმინი „ეკლესია“ (egyház) საკუთარ სახელში.
24. მოქმედი წესების მიხედვით, რელიგიურ თემს „გაერთიანებულ ეკლესიად“ ჩამოყალიბებისთვის სჭირდება დაამტკიცოს, რომ მას აქვს საერთაშორისო დონეზე არსებობის ასწლიანი გამოცდილება ან რომ ის ორგანიზებული ფორმით ფუნქციონირებს უნგრეთში ოცი წლის განმავლობაში და მისი წევრები არიან ეროვნული მოსახლეობის დაახლოებით 0.1 პროცენტი. ამასთანავე მან უნდა დაამტკიცოს მისი განზრახვა და სახელმწიფოსთან გრძელვადიანი თანამშრომლობის უნარი საზოგადოებრივი, თემის ინტერესების მხარდასაჭერად. მეორეს მხრივ, პირთა წრეს შეუძლია გახდეს „რელიგიური საქმიანობის განმახორციელებელი ორგანზიაცია“ თუ მას ჰყავს მინიმუმ 10 წევრი და თუ ამ ფორმით არის რეგისტრირებული სასამართლოს მიერ.
25. ძირითადი კანონის მეხუთე ცვლილება (რომელიც ძალაში შევიდა 2013 წლის 1 ოქტომბერს) გამიზნული იყო საკონსტიტუციო დონეზე იმ უფლების აღიარებისთვის, რომლითაც ყველას შეუძლია შექმნას სპეციალური სამართლებრივი ერთობა („რელიგიური თემი“) რელიგიური საქმიანობის განხორციელების მიზნით, და სახელმწიფოს შეუძლია ითანამშრომლოს ზოგიერთ მათგანთან თემის მიზნების მისაღწევად მათთვის „გაერთიანებული ეკლესიის“ სტატუსის მინიჭების გზით. „გაერთიანებული ეკლესიების“ და „რელიგიური საქმიანობის განმახორციელებელი სხვა ორგანიზაციების“ რელიგიის თავისუფლების ფარგლებში ერთიანობის ხაზგასასმელად ეს ტერმიენბი შეიცვალა საერთო ტემრინით „რელიგიური თემი“ მთელს ძირითად კანონში..
უნგრული კანონმდებლობით არსებული წესების მიხედვით გაერთიანებული ეკლესიები სარგებლობენ განსაკუთრებული დამოკიდებულებით კონკრეტულად საგადასახადო და დაფინანსების, სუბსიდირების სფეროში. კონკრეტულად კი, მხოლოდ გაერთიანებული ეკლესიები არიან უფლებამოსილნი მიიღონ პირადი საშემოსვალო გადასახადის ერთი პროცენტი მოსახლეობის მიერ შემოწირული თანხიდან და ასევე შესაბამისი სახელმწიფო სუბსიდირება. ამასთანავე გადაწყვეტილებით # 6/2013 (III. 1.), საკონსტიტუციო სასამართლომ განმარტა არა ამომწურავი სია (იხილეთ გადაწყვეტილების პუნქტები 158–დან 167–მდე ქვემოთ 34–ე პუნქტში), რამოდენიმე აქტივობისა, რომელთა განხორციელება მხარდაჭერილია – სამართლებრივი, ეკონომიკური, ფინანსური და პრაქტიკული პირობებით – კანონმდებლის მიერ გაერთიანებული ეკელსიის შემთხვევაში და არ ვრცელდება სხვა რელიგიურ თემებზე: ეს მაგალითად მოიცავს რელიგიურ განათლებას და აღმსარებლობას სახელმწიფო ინსტიტუტებში, სასაფლაოების საქმიანობას, მათ შორის რელიგიური დაკრძალვა, ბეჭდვითი რელიგიური მასალების გამოქვეყნება და რელიგიური ნივთების წარმოება და მარკეტინგი.
მიუხედავად იმისა, რომ მომჩივნებმა ნაწილობრივ აღიდგინეს იურიდიული სტატუსი, ისინი ვერ სარგებლობენ მსგავსი განსაკუთრებული დამოკიდებულებით, რომელიც მხოლოდ ხელმისაწვდომია გაერთიანებული ეკლესიებისათვის.
...
კანონი
....
II. კონვენციის მე–9–ე და მე–11–ე მუხლების ნაგულვები დარღვევა
44. მომჩივნები დაობდნენ მე–11–ე მუხლის ფარგლებში განხილული მე–9–ე მუხლთან ერთად, რომლის მიხედვითაც რეგისტრაციის გაუქმება და ეკლესიების განმეორებით რეგისტრაცია წარმოადგენდა მათი რელიგიის თავისუფლების და შეკრების თავისუფლების უფლების შელახვას.
45. სასამართლო აცხადებს, რომ ახლო წარსულში მან არსებითად მსგავსი საჩივარი განიხილა, რომელიც ეხებოდა რელიგიური ორგანიზაციის განმეორებით რეგისტრაციაზე უარს კონვენციის მე–11–ე მუხლის საფუძველზე განხილულს მე–9–ე მუხლთან ერთად (იხილეთ ხსნის არმიის მოსკოვის ფილიალი რუსეთის წინააღმდეგ (Moscow Branch of the Salvation Army v. Russia), no. 72881/01, §§ 74 და 75, ECHR 2006‑XI). სასამართლო მიზანშეწონილად მიიჩნევს იგივე მიდგომის გამოყენებას მოცემულ საქმეზე. .
46. კონვენციის მე–9–ე მუხლი ადგენს შემდეგს:
„1. ყველას აქვს უფლება აზრის, სინდისისა და რელიგიის თავისუფლებისა; ეს უფლება მოიცავს რელიგიის ან რწმენის შეცვლის თავისუფლებას და აგრეთვე, თავისუფლებას, როგორც ინდივიდუალურად, ისე სხვებთან ერთად, საქვეყნოდ ან განკერძოებით, გააცხადოს თავისი რელიგია თუ რწმენა აღმსარებლობით, სწავლებით, წესების დაცვითა და რიტუალების აღსრულებით.
2. რელიგიის ან რწმენის გაცხადების თავისუფლება ექვემდებარება მხოლოდ ისეთ შეზღუდვებს, რომლებიც თავალისწინებულია კანონით და აუცილებელია დემოკრატიულ საზოგადოებაში საზოგადოებრივი უსაფრთხოების ინტერესებისათვის, საზოგადოებრივი წესრიგის, ჯანმრთელობის თუ მორალის, ან სხვათა უფლებათა და თავისუფლებათა დასაცავად.“
კონვენციის მე–11–ე მუხლი დგენს შემდეგს:
“1. ყველას აქვს უფლება მშვიდობიანი შეკრების თავისუფლებისა, აგრეთვე სხვებთან გაერთიანების თავისუფლებისა, მათ შორის, უფლება პროფესიული კავშირების შექმნისა და მასში გაერთიანებისა საკუთარი ინტერესების დასაცავად.
2. დაუშვებელია რაიმე შეზღუდვის დაწესება ამ უფლებათა განხორციელებაზე, გარდა ისეთი შემთხვევისა, რომელიც გათავისუფლებულია კანონით და აუცილებელია დემოკრატიულ საზოგადოებაში ეროვნული უშიშროების ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების ინტერესებისათვის, უწესრიგობის ან დანაშაულის აღსაკვეთად, ჯანმრთელობისა თუ მორალის ან სხვათა უფლებათა და თავისუფლებათა დასაცავად....”
47. სახელმწიფო ამ არგუმენტს არ დაეთანხმა....
ბ. არსებითი მხარე
1. მხარეთა პოზიციები
(ა) სახელმწიფო
57. სახელმწიფო აცხადებდა, რომ საჩივარში მოყვანილი მოვლენები და ქმედებები არ წარმოადგენდა მომჩივნების რელიგიის თავისუფლების და შეკრების თავისუფლების უფლებაში ჩარევას.
58. პირველი, სახელმწიფო აღნიშნავდა, რომ ეკლესიად აღიარება 2011 წლის ეკლესიის შესახებ კანონის მიხედვით, არ ახდენდა გავლენას სხვადასხვა უფლებებზე, რომელიც დაკავშირებულია რელიგიის თავისუფლებასთან, კონკრეტულად კი აღმსარებლობის და რელიგიის თავისუფლების უფლებასთან, სხვებთან ერთად რელიგიის საზოგადოებაში გამოხატვის თავისუფლების უფლება, რწმენის ან რელიგიის საფუძველზე დისკრიმინაციის აკრძალვის უფლება, მშობლების უფლება უზრუნველყონ განათლება საკუთარ რწმენასთან შესაბამისობაში, განათლებაში, სოციალურ მზრუნველობაში, ბავშვის მოვლისას და სასჯელაღსრულების ინსტიტუტებში რელიგიის თავისუფლების უფლება, მედიის საშუალებით რელიგიური რწმენის გადმოცემის უფლება, და პირის რელიგიური რწმენის შესახებ პირადი მონაცემების დაცვის უფლება. მომჩივნების ბრალდებების საპირისპიროდ, ეს უფლებები, რომლებიც არის რელიგიის თავისუფლების არსებითი ელემენტები, არ ყოფილა განკუთვნილი მხოლოდ აღიარებული ეკლესიებისა და მათი წევრებისთვის.
59. მეორე, სახელმწიფო აცხადებდა, რომ სასამართლოს მიერ ადრე განხილული საქმეებისგან კონკრეტილად კი ხსნის არმიის მოსკოვის ფილიალის საქმისგან (Moscow Branch of the Salvation Army (ზემოთ ციტირებული, §§ 96-97) განსხვავებით, მომჩივანი თემის იურიდიული პირი მოცემულ შემთხვევაში საფრთხის ქვეშ არ ყოფილა. მომჩივნები არ აცხადებდნენ, რომ მათ დაკარგეს იურიდიული პირის სტატუსი. ისინი არ გაუქმებულან და შეინარჩუნეს იურიდიული პირის სრულყოფილი ფორმა. მათი იურიდიული პირის ფორმა გადაკეთდა კანონის საფუძველზე სხვა ფორმად ყოველგვარი ჩარევის გარეშე. შესაბამისად კონვენციის მე–9–ე და მე–11–ე მუხლით დაგდენილ უფლებებში ჩარევას ადგილი არ ჰქონია.
60. სახელმწიფო დამატებით აღნიშნავდა, რომ რელიგიის ან რწმენის გამოხატვის თავისუფლება მე–9–ე მუხლის მიხედვით არ ანიჭებს მომჩივან თემებს ან მათ წევრებს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დამატებით ფინანსური სახსრების მიღების შესაძლებლობას და არც უფლებას მიიღონ სახელმწიფო სუბსიდია, რომელიც განკუთვნილია ეკლესიებისათვის. შესაბამისად, ასეთი სუბსიდიების დაკარგვა ვერ იქნება მიჩნეული მომჩივანის უფლებაში ჩარევად კონვენციის მე–9–ე მუხლის ფარგლებში.
61. სახელმწიფომ ასევე განაცხადა, რომ იმ შემთხვევაშიც კი თუ ეკლესიის შესახებ 2011 წლის სადაო კანონი მიჩნეულ იქნება ჩარევად, ის არის კანონია, რომელიც მიღებულია პარლამენტის წევრთა ხმათა ორი მესამედით. მომჩვნების არგუმენტი რომ 2011 წლის ეკლესიის შესახებ კანონი საჯარო სამართლის მიხედვით ბათილია არ იქნა გაზიარებული საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ. 2011 წლის ეკლესიის შესახებ კანონის ის დებულებები, რომლებიც მიჩნეული იყო არაკონსტიტუციურად არ ახდენდა გავლენას მომჩვნების მდგომარეობაზე, მაშინ როდესაც სხვა დებულბები კანონის, რომელიც მომჩვნებმა გაასაჩივრეს არ იქნა მიჩნეული არაკონსტიტუციურად.
62. უფრო მეტიც, ნაგულვები ჩარევა ემსახურებოდა საზოგადოებრივი წესრიგის და სხვების უფლებების და თავისუფლებების დაცვის კანონიერ მიზანს. მას შემდეგ რაც 1996 წელს ძალაში შევიდა კანონი #CXXVI პირადი საშემოსავლო გადასახადის კონკრეტული ოდენობის გადასახადის გადამხდელის შეხედულებისამებრ გამოყენების შესახებ და 1997 წლის ვატიკანის შეთანხმება საეკლესიო საქმიანობის სახელმწიფო დაფინანსების შესახებ, 1990 წლის ეკლესიის შესახებ კანონმა წარმოშვა გაუთვალისწინებელი დარღვევები, რომელთა პრევენციაც შეუძლებელი იყო 1989 წლის კონსტიტუციით შექმნილ სამართლებრივ გარემოში. მიღებულ იქნა ახალი კანონი იმისათვის, რომ დასრულებულიყო ეგრეთ წოდებული „საეკლესიო ბიზნესი“, რომელშიც ეკლესიები იქმნებოდა მხოლოდ სახელმწიფო სუბსიდიების მისაღებად იმისათვის რომ შეენახათ სოციალური მზრუნველობის ან განათლების ხელშემწყობი ინსტიტუტები, ან თუნდაც პირადი გამორჩენის მიზნით, ყოველგვარი ნამდვილი საეკლესიო საქმიანობის განხორციელების გარეშე. 2011 წლის ბოლოს უნგრეთში ჯამში რეგისტრირებული იყო 406 ეკლესია. სახელმწიფოს საბიუჯეტო რესურსების შემცირების პირობებში და პარალელურად რეალური საეკლესიო საქმიანობის განმახორციელებელი ორგანიზაციებისათვის ხელმისაწვდომი ფინანსების შემცირებისას არსებობდა საეკლესიო სუბსიდირების ბოროტად გამოყენების დასრულების მწვავე სოციალური საჭიროება.
63. ამავე დროს, სოციალური და საგანმანათლებლო ინსტიტუტების დაფინანსების საერთო სისიტემაში მიმდინარე რეფორმა ასევე მოითხოვდა ცვლილებებს რელიგიური თემების ინსტიტუციების სახელმწიფო დაფინანსების სისტემაში. შესაბამისად, არსებობდა ეკლესიების რეგისტრაციის წესის ცვლილების მწვავე სოციალური საჭიროება .
64. 2011 წლის ეკლესიის შესახებ კანონი განმარტავდა რელიგიურ საქმიანობას მხოლოდ იმისათვის, რომ იურიდიული მიზნებისათვის მომხდარიყო ეკლესიების აღიარება სახელმწიფო–ეკლესიის ურთიერთობებში მაგრამ ამავე დროს თეოლოგიური მნიშვნელობით რელიგიური თემების თვით გამორკვევაში სახელმწიფოს ჩაურევლობის პრინციპი შენარჩუნებული იყო. უნგრული კანონმდებლობა ადგენდა რელიგიური თემების იურიდიული პირის ორ ეტაპიან სისტემას, რომელიც არის რამოდენიმე ევროპულ ქვეყანაში მოქმედი მოდელის მსგავსი. თვით იდენტიფიცირებული რელიგიურ თემებს თავისუფლად შეუძლიათ განახორციელონ საქმიანობა როგორც ასოციაციებმა კონვენციის მე–9–ე და მე–11–ე მუხლების მიხედვით, მაშინ როდესაც ის რელიგიური თემები, რომლებსაც სურთ სახელმწიფოსთან სპეციალური ურთიერთობების დამყარება და მასთან ერთად სოციალური პასუხისმგებლობის გაზიარება მოეთხოვებათ, რომ გაიარონ მათი საქმიანობის შეფასება სპეციალური ორგანოების მიერ.
65. სახელმწიფო აცხადებდა, რომ მათი მიდგომა იყო შესაბამისობაში კონევნციის პრეცედენტულ სამართლათან, კონკრეტულად კი იმ შემთვევებთან, როდესაც სასამართლო დაეყრდნო ეროვნული უწყებების პოზიციას „რელიგიის“ განმარტებისას რეგისტრაციის მიზნებისათვის (სახელმწიფო ცტირებდა კიმლია და სხვები რუსეთის წინააღმდეგ (Kimlya and Others v. Russia), nos. 76836/01 და 32782/03, § 79, ECHR 2009). შესაბამისად 2011 წლის ეკლესიის შესახებ კანონში მოცემული რელიგიური საქმიანობის განმარტება და სახელმწიფო უწყების მიერ ორგანიზაციის რელიგიური ბუნების შეფასება არ იყო წინააღმდეგობაში კონვენციის მე–9–ე მუხლთან. 2011 წლის კანონი შესაბამისობაშ იყო ნეიტრალიტეტის და მიუკერძოებლობის მოთხოვნებთან ვინაიდან ის არ ემყარებოდა ერთი კონკრეტული რელიგიის კონკრეტულ მახასიათებლებს და შესაფერისი იყო რამოდენიმე ეკლესიის აღიარებისთვის, რომელიც წარმოადგენდა რელიგიების და რელიგიური რწმენის მრავალფეროვნებას.
66. უნგრეთში ეკლესიად ადრე რეგისტრირებას არ აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა სახელმწიფო ორგანოების მიერ ორგანიზაციის რელიგიური ბუნების აღიარებისთვის, ვინაიდან ეკლესიად რეგისტრაცია 1990 წლის ეკლესიის შესახებ კანონის მიხედვით ემყარებოდა ორგანიზაციის დამაარსებლების თვით გამორკვევას ყოველგვარი არსებითი შეფასების გარეშე. მსგავსი შეფასება დამკვიდრდა მხოლოდ 2011 წლის კანონით ეკლესიის შესახებ იმ მიზნით რომ მომხდარიყო თვით გამორკვევისადმი გადაჭარბებული პატივისცემის ბოროტად გამოყენების პრევენცია. საკონსტიტუციო სასამართლომ გადაწყვეტილებაში # 6/2013 (III. 1.), მოახდინა ციტირება მაგალითების, რომელშიც 1990 წლის ეკლესიის შესახებ კანონის მიხედვით ეკლესიის რეგისტრაციის საკითხებში კომპეტენტური სასამართლო უწყებები ატარებდნენ თვით გამორკვეული ეკლესიების, რომლებიც რეგისტრაციას ითხოვდნენ, საქმიანობის რელიგიური ბუნების შემოწმებას; მაგრამ ეს შემოწმება არ იყო სისტემური და არ არსებობდა რელიგიის და რელიგიური საქმიანობის იურიდიული განმარტება; ამიტომ სასამართლო პრაქტიკა ამ საკითხზე განსხვავებული იყო. საკონსტიტუციო სასამართლოს მხოლოდ ხსენებული გადაწყვეტილება არსებობდა, რომელიც ნათელს ხდიდა რომ მომჩივანის ბრალდების საწინააღმდეგოდ სახელმწიფო უწყებებს არ ეკრძალებოდათ მოეხდინათ იდენტიფიცირება და გამოევლინათ რწმენა და რეალური პრაქტიკა არსებული თუ შესაძლო ეკლესიისა ჭეშმარიტად რელიგიური ბუნების იყო თუ არა. მეორეს მხრივ, საკონსტიტუციო სასამართლომ დაადგინა, რომ დამატებითი საპროცესო გარანტიები უნდა იყოს კავშირში სახელმწიფო უწყების მიერ ამ უფლებამოსილების გამოყენებასთან.
67. სახელმწიფო აცხადებდა, რომ მიუხედავად საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებისა საპროცესო გარანტიებში არსებული სხვაობების შესახებ, ორგანიზაციის საქმინობის რელიგიური ბუნების არსებითი შეფასება ხორციელდებოდა ნეიტრალურად და მიუკერძოებლად 2011 წლის ეკლესიის შესახებ კანონის შესაბამისად. თავდაპირველად კანონმდებლობით დადგენილი იყო მიუკერძოებელი აზრის მიღება დამოუკიდებელი უწყებისგან, უნგრეთის მეცნიერებათა აკადემიიდან, ეროვნული უმცირესობების აღიარების პროცედურების შესაბამისად. როდესაც აკადემიამ უარი განაცხადა შესაბამის სფეროში საექსპერტო დასკვნით გადაწყვეტილების მიმღებთა უზრუნველყოფაზე, რელიგიური საკითხების შესახებ საპარლამენტო კომისიამ გადაწყვიტა რჩევა ეთხოვა სხვა დამოუკიდებელი და სანდო ექსპერტებისათვის, რომლებიც დაადგენდნენ კანდიდატი ეკლესიის სწავლება იყო თუ არა რელიგიური ბუნების და სარგებლობდა თუ არა იგი საერთაშორისო აღიარებით. იმის გათვალისწინებით, რომ სასამართლომ ასევე მიუთითა ევროპულ კონსენსუსზე როგორც წამყვან პრინციპზე რელიგიის განსაზღვრისას ეს მიდგომა უნგრეთის უწყებების მიერ ვერ იქნება მიჩნეული თვითნებურად ან ისეთად რომელიც სცდება მათი თავისუფალი შეფასების ფარგლებს.
68. რაც შეეხება გამოყენებული ღონსძიებების პროპორციულობას ზემოთ ხსენებული მიზნების მისაღწევად სახელმწიფო ამბობდა, რომ 2011 წლის ეკლესიის შესახებ კანონით დადგენილი „ხელახალი რეგისტრაციის“ მოთხოვნა იყო ყველაზე ნაკლებად ამკრძალავი ღონისძიება და შესაბამისად ეს ღონისძიება იყო დასახული მიზნის პროპორციული. ეს მოთოხვნა არ ადგენდა არაპროპორციულ ტვირთს რელიგიური ორგანიზაციებისათვის: მათ მოეთხოვებოდათ მხოლოდ მარტივი დეკლარაციის შევსება რელიგიური საქმიანობის გაგრძელების განზრახვის შესახებ და ასევე მცირე ცვლილებების შეტანა მათ წესდებებში იმისათვის, რომ შეენარჩუნებინათ იურიდიული პირის სტატუსი. ისინი ასევე იყვნენ უფლებამოსილნი მოეთხოვათ მათი საეკლესიო სტატუსი აღიარების მარტივი პროცედურის განხორციელებით პარლამენტის წინაშე.
(ბ) მომჩვნები
69. მომჩვნები აცხადებდნენ, რომ მათი გამართული საეკელსიო სტატუსის დაკარგვა 2011 წლის ეკლესიის შესახებ კანონის მიღების შემდეგ წარმოადგენდა მათი რელიგიის თავისუფლების უფლებაში ჩარევას. რელიგიური თემების გამართული ფუნქციონირება მოითხოვდა კონკრეტული და შესაბამისი სამართლებრივი სტატუსით სარგებლობას რაც არის ეკლესიის სტატუსი სამართლებრივი გაგებით. უნგრეთში რელიგიურ თემებს ჰქონდათ გონივრული შესაძლებლობა ყოფილიყვნენ ეკლესიად რეგისტრირებულნი 1990 წლიდან და მომჩვნებიც მართლაც სარგებლობდნენ ამ სტატუსით. ის ფაქტი, რომ 2012 წლის 1 იანვრიდან ეკლესიების უმეტესობა (მათ შორის მომჩვნების) კარგავდნენ ეკლესიის სტატუსს და იძულებულნი იყვნენ გადაკეთებულიყვნენ ჩვეულებრივ სამოქალაქო ასოციაციად ან საერთოდ შეეწყვიტათ არსებობა სამართლებრივად წარმოადგენდა მათი რელიგიის თავისუფლების უფლებაში ჩარევას, განსაკუთრებით კი მას შემდეგ რაც მათ დაკარგეს ეკლესიის სტატუსი და ამით მათ ჩამოერთვათ პრივილეგიები, რომელიც ხელს უწყობდა მათ რელიგიურ საქმიანობას. ის ფაქტი, რომ ეს პრივილეგიები დღეიდან იყო გარანტირებული მხოლოდ იმ ეკლესიებისათვის რომლებიც პარლამენტის მიერ იყო აღიარებული მათ აყენებდათ არსებითად არახელსაყრელ მდგომარეობაში vis-à-vis ამ ეკლესიებისა.
70. მომჩივნები აცხადებდნენ, რომ რელიგიის თავისუფლების უფლება ასევე მოიცავს მოლოდინს რომ წევრებს ექნებათ თავისუფლად შეკრების საშუალება სახელმწიფოს თვითნებური ჩარევის გარეშე. შესაბამისად, სახელმწიფოს ეკრძალება დაარეგულიროს სახელმწიფო–ეკლესიის ურთიერთობები თვითნებურად; ამ სფეროში ნებისმიერი სახის ჩარევა უნდა იყოს კანონით დაგდენილი, ემსახურებოდეს კანონიერ მიზანს და უნდა იყოს აუცილებელი დემოკრატიულ საზოგადოებაში. ეკლესიის რეგისტრაციის მოთხოვნა უნდა ყოფილიყო ობიექტური და გინივრული, ვინაიდან ამ შემთხვევაში სახელმწიფოს ეკისრებოდა ნეიტრალიტეტის და მიუკერძოებლობის ვალდებულება. შესაბამისად, თუ რელიგიური თემი დააკმაყოფილებდა სამართლებრივ მოთხოვნას მაშინ ის უფლებამოსილი იყო დარეგისტრირებულიყო ეკლესიად და რეგისტრაციის პროცედურა უნდა ეფუძნებოდეს სამართლიანობის გარანტიებს..
71. მაგრამ მათი ეკლესიად განმეორებითი რეგისტრაციის პირობები და პროცედურები არა მხოლოდ გამკაცრდა 1990 წლის ეკლესიის შესახებ კანონთან შედარებით არამედ მეტ ტვირთს აკისრებდა თემებს და იყო უსამართლო, აძლევდა უფლებას პარლამენტს თვითნებურად შეეშალა ხელი განმეორებითი რეგისტრაციის მცდელობისას პოლიტიკური მოსაზრებებიდან გამომდინარე.
72. დიდი ხნის განმავლობაშ არსებობის მოთხოვნის პირობა მომჩივნება მიიჩნიეს რომ იყო ობიექტური მაგრამ მიუხედავად ამის დაობდნენ რომ ეს კრიტერიუმი არ იყო გონივრული. მათ მიუთითეს, რომ კომუნისტური რეჟიმი სულ რაღაც ოც წლის დასრულებული იყო უნგრეთში. იქამდე კი წარმოუდგენელი იყო ახალი რელიგიური მოძრაობის რეგისტრაცია ან რაიმე ფომრით არსებობა ქვეყანაში. შესაბამისად, ყველა ახლაი რელიგიური მოძრაობა კარგავდა „ეკლესიად“ რეგისტრაციის შესაძლებლობას, რაც არღვევს კონვენციის მე–9–ე მუხლს;
73. ამასთანავე, 2011 წლის ეკლესიის შესახებ კანონი ასევე ადგენდა ნაკლებად ობიექტურ კრიტერიუმს, კონკრეტულად კი მოთხოვნას რომ რელიგიური თემის საქმიანობა არ უნდა უქმნიდეს არანაირ საფრთხეს ეროვნულ უსაფრთხოებას და რომ მისი პრინციპები არ უნდა არღვევდნენ ჯანმრთელობის უფლებას, სიცოცხლის დაცვას ან ადამიანის ღირსებას. მომჩვნების განმეორებით რეგისტრაციის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა მიუხედავად იმისა, რომ არ არსებობდა სახელმწიფოს ან საზოგადოებრივი წესრიგისთვის საფრთხის შექმნის არანაირი მტკიცებულება.
74. ზემოთ თქმულიდან გამომდინარე მომჩივნები აცხადებდნენ, რომ 2011 წლის ეკლესიის შესახებ კანონის მიხედვით რელიგიურ თემს შესაძლოა ეთქვას უარი რეგისტრაციაზე იმ შემთხვევაშიც კი თუ ის აკმაყოფილებს შესაბამის ობიექტურ კრიტერიუმებს, სიტუაცია რომელიც თვითნებური ჩარევის საშუალებას იძლევა.
2. სასამართლოს შეფასება
(ა) ზოგადი პრინციპები
75. სასამართლო იმეორებს, რომ აზრის, სინდისის და რელიგიის თავისუფლება, როგორც ეს მე–9–ე მუხლით არის დადგენილი, წარმოადგენს „დემოკრატიული საზოგადოების“ საფუძველს კონვენციის ფარგლებში. რელიგიური თავისუფლება არის ინდივიდუალური ცნობიერების საკითხი და იგი ასევე ეხება „რელიგიის გამოხატვის“ თავისუფლებას როგორც მარტო, პრივატულად ისე საჯაროდ სხვებთან ერთად და ასევე იმ პირთა წრეში რომელთა რწმენასაც პირი იზიარებს.
Bearing witness in words and deeds is bound up with the existence of religious convictions (იხილეთ კოკინაკისი საბერძნეთის წინააღმდეგ (Kokkinakis v. Greece), 25 მაისი 1993, § 31, სერიები A no. 260, და ბუსკარინი და სხვები სან მარინოს წინააღმდეგ (Buscarini and Others v. San Marino) [GC], no. 24645/94, § 34, ECHR 1999-I).
76. სასამართლო არ თვლის საჭიროდ გადაწყვიტოს in abstracto რელიგიური თემის ფორმალურად რეგისტრაცია წარმოადგენს თუ არა კონვენციის მე–9–ე მუხლით დადგენილ უფლებაში ჩარევას. მაგრამ სასამართლო აღნიშნავს, რომ სახელმწიფოს აქვს ვალდებულება იყოს ნეიტრალური და მიუკერძოებელი მარეგულირებელი ძალაუფლების გამოყენებისას რელიგიის თავისუფლების სფეროში და მისი სხვადასხვა რელიგიებთან, კონფესიებთან და სარწმუნოებასთან ურთიერთობისას (იხილეთ ბესარაბიის მეტროპოლიტენის ეკლესია (Metropolitan Church of Bessarabia), [no. 45701/99, ECHR 2001‑XII], § 116, და Religionsgemeinschaft der Zeugen Jehovas, [no. 40825/98, 31 ივლისი 2008], § 97). ამ სფეროში ძალაუფლების გამოყენებისას სახელმწიფო უწყებების მიერ ნეიტრალიტეტის ვერ შენარჩუნების ფაქტების დემონსტრირება წარმოადგენს იმ დასკვნის საფუძველს, რომ სახელმწიფო ჩაერია მორწმუნეთა თავისუფლებაში გამოხატონ საკუთარი რელიგია კონვენციის მე–9–ე მუხლის ფარგლებში. სასამართლო იმეორებს, რომ გამონაკლის შემთხვევებში რელიგიის თავისუფლების უფლება ისე როგორც ეს გარანტირებულია კონვენციით გამორიცხავს ნებისმიერი სახის დისკრეციას სახელმწიფოს მხრიდან განსაზღვროს რამდენად კანონიერია რელიგიური რწმენა ან ამ რწმენის გამოხატვის საშუალებები (იხილეთ ჰასანი და ჩაუში ბულგარეთის წინააღმდეგ (Hasan and Chaush [v. Bulgaria [GC]), no. 30985/96, ECHR 2000-XI], §§ 77‑78). მართლაც, სახელმწიფოს ნეიტრალიტეტის და მიუკერძოებლობის ვალდებულება, ისე როგორც ეს დადგენილია სასამართლოს პრეცედენტული სამართლით, არ არის შესაბამისობაში სახელმწიფოს ნებისმიერ ძალაუფლებასთან შეაფასოს რელიგიური რწმენის კანონიერება. (იხილეთ ბესარაბიის მეტროპოლიტენის ეკლესია (Metropolitan Church of Bessarabia), ზემოთ ციტირებული, § 123).
77. ამ კონტექსტში მე–9–ე მუხლი უნდა იყოს განმარტებული კონვენციის მე–11–ე მუხლთან ერთად, რომელიც იცავს გაერთიანების სიცოცხლეს სახელმწიფოს გაუმართლებელი ჩარევისგან. ამ საკითხთან დაკავშირებით სასამართლო იხსენებს მის გადაწყვეტილებას საქმეზე ჰასანი და ჩაუში (Hasan and Chaush) (ზემოთ ციტირებული, § 62):
“სასამართლო ადგენს, რომ რელიგიური გაერთიანებები ტრადიციულად, როგორც წესი არსებობენ ორგანიზებული სტრუქტურის ფორმით. ისინი ემორჩილებიან წესებს, რომელიც მიმდევრების მიერ ხშირად აღქმულია, როგორც ღვთაებრივი წარმოშობის. რელიგიურ ცერემონიებს აქვთ საკუთარი მნიშვნელობა და ღვთაებრივი ღირებულება მორწმუნეებისთვის, როდესაც ისინი ტარდება ღვთისმსახურთა მიერ, რომლებიც უფელებამოსილნი არიან ამ წესების შესაბამისად. რელიგიური ღვთისმსახურების განმახორციელებელი პირი უდაოდ მნიშვნელოვანია თემის ყველა წევრისათვის. თემის ცხოვრებაში ჩართულობა არის პირის რელიგიის გამოხატვა რომელიც დაცულია კონვენციის მე–9–ე მუხლით.
რელიგიური თემის ორგანიზაციის საკითხის განხილვისას კონვენციის მე–9–ე მუხლი უნდა იყოს განხილული მე–11–ე მუხლთან ერთად, რომელიც იცავს ორგანიზაციის სიცოცხლეს სახელმწიფოს გაუმართლებელი ჩარევისგან. ამ კუთხით თუ განვიხილავთ, მორწმუნეთა რელიგიის თავისუფლების უფლება ასევე მოიცავს მოლოდინს, რომ თემი უფლებამოსილი იქნება იფუნქციონიროს მშვიდობიანად, სახელმწიფოს თითნებური ჩარევისგან თავისუფლად. მართლაც, რელიგიური თემების ავტონომიურ არსებობას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს პლურალიზმისთვის დემოკრატიულ საზოგადოებაში და შესაბამისად წარმოადგენს მე–9–ე მუხლით შემოთავაზებული დაცვისთვის მნიშვნელოვან საკითხს. ის პირდაპირ ეხება არა მხოლოდ თემის ორგანიზაციულ ფორმას როგორც ესეთს, არამედ რელიგიის თავისუფლების უფლების ეფექტურ გამოყენებას ყველა მისი აქტიური წევრის მიერ. მაშინ როდესაც თემის ორგანიზაციული სიცოცხლე არ არის დაცული კონვენციის მე–9–ე მუხლით პირის რელიგიის თავისუფლების ყველა სხვა ასპექტი გახდება მოწყვლადი”.
78. სასამართლო დამატებით აღნიშნავს, რომ იურიდიული პირის შექმნის შესაძლებლობა იმისათვის რომ იმოქმედო კოლექტიურად საერთო ინტერესებისათვის არის გაერთიანების თავისუფლების ერთ–ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ასპექტი, რომლის გარეშეც ეს უფლება დაკარგავს აზრს და მნიშვნელობას. სასამართლო მუდმივად იზიარებს მოსაზრებას, რომ ეროვნული უწყებების უარი პირთა გაერთიანებისთვის იურიდიული სტატუსის მინიჭების შესახებ წარმოადგენს მომჩივნების შეკრების თავისუფლების უფლებაში ჩარევას (იხილეთ გორზელიკი და სხვები პოლონეთთის წინააღმდეგ (Gorzelik and Others v. Poland) [GC], no. 44158/98, § 52 et passim, ECHR 2004‑I, და სიდიროპულოსი და სხვები საბერძნეთის წინააღმდეგ (Sidiropoulos and Others v. Greece), 10 July 1998, § 31 et passim, ანგარიშები, განჩინებები და გადაწყვეტილებები (Reports of Judgments and Decisions) 1998‑IV). სახელმწიფო უფლებამოსილია იცოდეს რომ ასოციაციის მიზანი და საქმიანობა შესაბამისობაშია კანონმდებლობაში დადგენილი მოთხოვნებისა, მაგრამ მათ ეს ისე უნდა გააკეთონ რომ ეს მოქმედება შესაბამისობაში იყოს მათ კონვენციით დადგენილ ვალდებულებასთან, რაც შეიძლება გახდეს კონვენციის ორგანოების მიერ გადასინჯვის საგანი. (იხილეთ სიდიროპულოსი (Sidiropoulos), ზემოთ ციტირებული, § 40). როდესაც რელიგიური თემის ორგანიზაციული ფორმა სადაო იყო, მის აღიარებაზე უარი ასევე მიჩნეული იყო მომჩივანის რელიგიის თავისუფლების უფლებაში ჩარევად კონვენციის მე–9–ე მუხლის ფარგლებში (იხილეთ ბესარაბიის მეტროპოლიტენის ეკლესია (Metropolitan Church of Bessarabia), ზემოთ ციტირებული, § 105).
79. სახელმწიფოს უფლებამოსილება დაიცვას მისი ინსტიტუტები და მოქალაქეები ისეთი გაერთიანებებისგან, რომლებმაც შესაძლოა საფრთხე შეუქმნან მათ უნდა იყოს გამოყენებული ზომიერად, ვინაიდან შეკრების თავისუფლების უფლებიდან გამონაკლისები ძალიან მკაცრად უნდა იყოს ინტერპრეტირებული და მხოლოდ დამაჯერებელმა და უდაო მიზეზებმა შეიძლება გაამართლოს ამ თავისუფლების შეზღუდვები. ნებისმიერი სახის ჩარევა უნდა წარმოადგენდეს „მწვავე სოციალურ საჭიროებას“; შესაბამისად, ტერმინი „აუცილებელი“ ვერ იქნება მოქნილი და გამოყენებული როგორც „საჭირო“ ან „სასურველი“ (იხილეთ გორზელიკი (Gorzelik), ზემოთ ციტირებული, §§ 94-95).
80. როდესაც სასამართლო გულდასმით შეისწავლის საქმეს, მისი ამოცანა არ მდგომარეობს იმაში, რომ ჩაანაცვლოს მისი საკუთარი მოსაზრება შესაბამისი ეროვნული უწყების მოსაზრებით არამედ შეისწავლოს მათ მიერ მათი დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში მიღებული გადაწყვეტილებები. ეს არ ნიშნავს იმას, რომ სასამართლო უნდა შეიზღუდოს იმის გარკვევით მოპასუხე სახელმწიფომ გონივრულად, ფრთხილად და კეთილსინდისიერად გამოიყენა თუ არა მისთვის მინიჭებული დისკრეცია; სასამართლომ უნდა განიხილოს საჩივარში წარმოდგენილი ჩარევა მთლიანობაში და განსაზღვროს ის იყო თუ არა „კანონიერი მიზნის პროპორციული“ და ეროვნული უწყებების მიერ წარმოდგენილი საკუთარი პოზიციის გამამართლებელი საფუძვლები არის „შესაბამისი და საკმარისი“. ასე მოქმედებისას სასამართლომ უნდა დაკმაყოფილდეს და დაინახოს, რომ ეროვნულმა უწყებებმა გამოიყენეს სტანდარტები, რომლებიც შესაბამისობაში იყო კონვენციით დადგენილ პრინციპებთან და რომ მათ საკუთარი გადაწყვეტილება დააფუძნეს შესაბამისი ფაქტების მისაღებ შეფასებაზე (იხილეთ თურქეთის გაერთიანებული კომუნისტური პარტია და სხვები თურქეთის წინააღმდეგ, (United Communist Party of Turkey and Others v. Turkey), 30 იანვარი 1998, § 47, ანგარიშები 1998‑I, და Partidul Comunistilor (Nepeceristi) and Ungureanu რუმინეთის წინააღმდეგ (Partidul Comunistilor (Nepeceristi) and Ungureanu v. Romania), no. 46626/99, § 49, ECHR 2005‑I (ამონარიდები)).
(ბ) პრინციპების მოცემულ საქმესთან შესაბამისობა
(i) მოხდა თუ არა ჩარევა
81. სასამართლოს აზრით მომჩივანი თემები კანონიერად არსებობდნენ და საქმიანობდნენ უნგრეთში და რეგისტრირებულნი იყვნენ ეკლესიებად კომპეტენტური სასამართლოს მიერ 1990 წლის ეკლესიის შესახებ კანონის შესაბამისად. 2011 წლის ეკლესიის შესახებ კანონმა შეცვალა ყველა ადრე რეგისტრირებული ეკლესიის სტატუსი ასოციაციად გარდა იმ აღიარებული ეკლესიებისა, რომელიც ჩამოთვლილი იყო 2011 წლის ეკლესიის შესახებ კანონში. იმ შემთხვევაში თუ რელიგიურ თემებს სურდათ ეკლესიად ფუნქციონირების გაგრძელება მაშინ საჭირო იყო მათ მიემართათ პარლამენტისთვის ინდივიდუალური აღიარებისთვის.
82. სასამართლომ ადრე ორ საქმეზე დაადგინა (იხილეთ ხსნის არმიის მოსკოვის ფილიალი (Moscow Branch of the Salvation Army), ზემოთ ციტირებული, § 67, და მოსკოვის საენტოლოგიის ეკლესია რუსეთის წინააღმდეგ (Church of Scientology Moscow v. Russia), no. 18147/02, § 78, 5 აპრილი 2007) რომ განმეორებით რეგისტრაციაზე უარი წარმოადგენდა ჩარევას რელიგიური ორგანიზაციის შეკრების თავისუფლების უფლებაში და ასევე მისი რელიგიის თავისუფლების უფლებაში.
83. სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეში გამოყენებული ღონისძიება იწვევდა მომჩვივნების ეკლესიად რეგისტრაციაზე უარს და შესაბამისად წარმოადგენდა მათ უფლებაში ჩარევას, რომელიც დადგენილი იყო კონვენციის მე–9–ე და მე–11–ე მუხლებით. შესაბამისა უნდა განისაზღვროს ჩარევა აკმაყოფილებდა თუ არა ამ დებულებების მე–2–ე პუნქტს ანუ ეს ჩარევა იყო თუ არა „კანონით განსაზღვრული“, „ემსახურებოდა ერთ ან მეტ კანონიერ მიზანს“ და აუცილებელი იყო „დემოკრატიულ საზოგადოებაში“ (იხილეთ, ბესარაბიის მეტროპოლიტენის ეკლესია, (Metropolitan Church of Bessarabia), ზემოთ ციტირებული, § 106).
84. სახელმწიფოს ძალაუფლება ამ სფეროში სიფრთხილით უნდა იყოს გამოყენებული, შეკრების თავისუფლების უფლების გამონაკლისები მკაცრად უნდა იყოს ინტერპრეტირებული და მხოლოდ დამაჯერებელი და უდავო მიზეზების საფუძველზე შეიძლება მოხდეს ამ თავისუფლების შეზღუდვა. ამასთან დაკავშირებით სასამართლო იმეორებს საკუთარ პოზიციას რომელიც ფორმულირებული აქვს გორზელიკის (Gorzelik) (ზემოთ ციტირებული§§ 94-95) და მოსკოვის იეჰოვას მოწმეები რუსეთის წინააღმდეგ (Jehovah’s Witnesses of Moscow v. Russia), (no. 302/02, § 100, 10 ივნისი 2010) საქმეებზე. უდავო მიზეზის არსებობის მტკიცების ტვირთი აწევს მოპასუხე სახელმწიფოს (იხილეთ, mutatis mutandis, ვალიანატოსი და სხვები საბერძნეთის წინააღმდეგ (Vallianatos and Others v. Greece) [GC], nos. 29381/09 და 32684/09, § 85, ECHR 2013). შესაბამისად სახელმწიფომ მოცემულ საქმეზე უნდა აჩვენოს, რომ საჭირო იყო კანონიერი მიზნის მისაღწევად უკვე აღიარებული ეკლესიებისთვის საკუთარი სტატუსის შენარჩუნების, რელიგიის გამოხატვის აკრძალვა.
(ii) კანონით განსაზღვრული
85. ეს საკითხი მხარეებს არ გაუხდიათ სადაო. სასამართლო დაკმაყოფილებულია რომ გასაჩივრებუკლი ჩარევა დადგენილი იყო კანონით, კონკრეტულად კი 2011 წლის ეკლესიის შესახებ კანონით.
(iii) კანონიერი მიზანი
86. სახელმწიფო აცხადებდა, რომ გასაჩივრებული ჩარევა, თუ მსგავსი არსებობდა, შეიძლება განხილულ იქნას როგორც კანონიერი მიზნისკენ სწრაფვა რაც მდგომარეობს სხვების უფლებების და თავისუფლებების, ასევე კონვენციის მე–9–ე მუხლის § 2 ფარგლებში საზოგადოებრივი წესრიგის დაცვაში, კონკრეტულად კი იმ ორგანიზაციების გაუქმებაში, რომლებიც აცხადებდნენ რომ ახორციელებდნენ რელიგიურ საქმიანობას მაგრამ მათი რეალური მიზანი იყო ფინანსური მოგების მიღება. მომჩივნები არ დაეთანხმნენ ამ მოსაზრებას.
სასამართლოს მიაჩნია, რომ სადაო ღონისძიება შეიძლება მიჩნეულ იქნას კანონიერი მიზნის მისაღწევ საშუალებად თუ ის ემსახურება საზოგადოებრივი წესრიგის დაცვას და დანაშაულის პრევენციას კონვენციის მე–11–ე მუხლის §2–ის მიზნებიდან გამომდინარე, კონკრეტულად კი თაღლითური მოქმედებების.
(iv) აუცილებელი დემოკრატიულ საზოგადოებაში
(α) განსჯის ფარგლები
87. სახელმწიფო დაეყრდნო პრინციპს, რომელიც გადმოცემული იყო საქმეში ქიმლია და სხვები (Kimlya and Others) (§ 79, იხილეთ პუნქტი 65 ზემოთ), რომლის მიხედვითაც საენტოლოგიის მოძღვრების სადაო ბუნება გახდა საფუძველი იმისა რომ შეფასება გადასცემოდა ეროვნულ უწყებებს ამ საკითხზე ერთიანი ევროპული შეთანხმების არ არსებობის გამო და ასევე იმის გამო რომ სხვადასხვა ქვეყნების უწყებებმა წამოიწყეს პროცედურები ამ რელიგიური ჯგუფების წინააღმდეგ. სასამართლოს აზრით, ამ მოქმედებებით მოხდა იმის დემონსტრირება რომ არსებობს სწავლების რელიგიურ ბუნებაზე ოფიციალური დავა. ამ კონკრეტულ კონტექსტში რელიგიის სადაო ბუნება შესაძლოა გახდეს სახელმწიფოს განსჯის ფართო ფარგლების საფუძველი მისის წავლების შეფასებისას.
88. მაგრამ სასამართლო არ იზიარებს იმ აზრს, რომ მსგავსი მიდგომა შეიძლება ავტომატურად მოერგოს ისეთ სიტუაციებს, როდესაც რელიგიური ჯგუფი კანონის მიხედვით არ არის აღიარებული როგორც სრულყოფილი ეკლესია ევროპული ქვეყნების იურისდიქციებში. ამ კონსენსუსის არ არსებობა მარტივად ვერ გახდება მხოლოდ ეროვნული უწყებების შეფასების საგანი, განსაკუთრებით კი მაშინ, როდესაც საკითხი ეხება მიღებული რელიგიების ორგანიზაციული ფორმის აღიარებას (წარსულში სრულფასოვანი ეკლესიების) და არა საკამათო სწავლების რელიგიად აღიარებას. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ არა ტრადციულმა რელიგიებმა რომელიმე ქვეყანაში შეიძლება ვერ ისარგებლონ კონვენციის დაცვით არსებითად კი იმ ფაქტის გამო, რომ ისინი სხვა ქვეყნებში კანონის მიხედვით ეკლესიად არ არიან აღიარებულნი. ეს იქნება მე–9–ე და მე–11–ე This would render the guarantees afforded by Articles 9 and 11 largely illusory in terms of guaranteeing proper organisational forms for religions.
89. შესაბამისად სასამართლო მიიჩნევს, რომ მიუხედავად იმისა რომ სახელმწიფოს ამ სფეროში აქვს გარკვეული განსჯის ფარგლები ის სრულად ვერ იქნება დამოკიდებული ეროვნული უწყებების მიერ რელიგიის და რელიგიური ორგანიზაციების შეფასებაზე; წევრ სახელმწიფოში მიღებული საკითხის შესაბამისი სამართლებრივი გადაწყვეტა უნდა იყოს შესაბამისობაში სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან და ექვემდებარებოდეს სასამართლოს გადასინჯვას.
(β) პოზიტიური ვალდებულება
90. სასამართლო მიიჩნევს, რომ სახელმწიფოს ეკისრება პოზიტიური ვალდებულება შექმნას სისტემა, რომელიც საშუალებას აძლევს რელიგიურ თემებს მიიღონ იურიდიული სტატუსი. იგივე ვრცელდება რელიგიის და რელიგიური საქმიანობის ტერმინების განმარტებაზე. სასამართლოს აზრით, ამ დეფინიციებს პირდაპირი გავლენა აქვთ პირის მიერ რელიგიის თავისუფლების უფლების გამოყენებაზე და შეუძლიათ შეზღუდონ ეს უფლება იმ შემთხვევაში თუ პირის მოქმედება არ მიიჩნევა რელიგიურ საქმიანობად. გაეროს ადამიანის უფლებათა კომიტეტის აზრით . . . , ეს დეფინიცია ვერ იქნება ინტერპრეტირებული რელიგიის არა ტრადიციული ფორმების საზიანოდ – მოსაზრება, რომელსაც სასამართლო იზიარებს. ამასთან დაკავშირებით სასამართლო იმეორებს, რომ სახელმწიფოს ნეიტრალიტეტის და მიუკერძოებლობის ვალდებულება, ისე როგორც ეს სასამართლოს პრეცედენტული სამართლით არის დადგენილი, არ არის შესაბამისობაში სახელმწიფოს არანაირ ძალაუფლებასთან შეაფასოს რელიგიური რწმენის კანონიერება (იხილეთ ბესარაბიის მეტროპოლიტენის ეკლესია (Metropolitan Church of Bessarabia), ზემოთ ციტირებული, §§ 118 და 123, და ჰასანი და ჩაუში ( Hasan and Chaush), ზემოთ ციტირებული, § 62). მაგრამ მოცემული საქმე არ ეხება რელიგიის დეფინიციას უნგრულ კანონმდებლობაში.
91. სასამართლო დამატებით აღნიშნავს, რომ კონვენციის მე–11–ე მუხლი მე–9–ე მუხლთან ერთად არ ადგენს უფლებას რელიგიური ორგანიზაციებისთვის ჰქონდეთ კონკრეტული სამართლებრივი სტატუსი. კონვენციის მე–9–ე და მე–11–ე მუხლები სახელმწიფოსგან მხოლოდ იმას მოითხოვენ, რომ რელიგიურ თემებს მიეცეთ შესაძლებლობა მიიღონ სამოქალაქო სამართლით დადგენილი სამართლებრივი ფორმა; მათ არ სჭირდებათ კონკრეტული საჯარო სამართლის სტატუსის მიღება.
92. რელიგიური თემისთვის მინიჭებულ სამართლებრივ სტატუსში განსხვავებები არ უნდა იწვევდეს მათი მიმდევრების შესახებ არასასურველ საზოგადობერივ მოსაზრებებს, რაც შესაძლოა სენსიტიური იყოს რელიგიის ან მისი ხორცშმსხმელი ეკლესიის ოფიციალური შეფასებისას სახელმწიფოს მიერ საჯარო სივრცეში. რამოდენიმე ქვეყნის ტრადიციების მიხედვით ეკლესიის სტატუსის მინიჭება და სახელმწიფოს აღიარება არსებითია სოციალური რეპუტაციისთვის, რომლის გარეშეც რელიგიური თემები შესაძლოა მიჩნეულ იქნენ საეჭვო სექტებად. სხვა სიტყვებით, რელიგიური თემის ეკლესიად აღიარებაზე უარმა შეიძლება გააძლიეროს წინასწარ შექმნილი ცუდი აზრები ამ რელიგიის მცირე რაოდენობის მიმდევრების, თემების მიმართ, განსაკუთრებით კი ახალი ან არატრადიციული სწავლების რელიგიების მიმართ.
93. იურიდიულ სტატუსებს შორის განსხვავებების და რელიგიური თემების მიერ სახელმწიფოსთან თანამშრომლობის შეფასებისას (სადაც სახელმწიფო, მისი განსჯის ფარგლებში, ირჩევს თანამშრომლობის საკონსტიტუციო მოდელს), სასამართლო დამატებით მიუთითებს, რომ ამ გასხვავებებს გავლენა აქვს თემის ორგანიზებაზე და შესაბამისად რელიგიის პრაქტიკაში გამოყენებაზე როგორც ინდივიდუალურად ისე კოლექტიურად. მართლაც, რელიგიური ასოციაციები არ არის უბრალოდ ინსტრუმენტები ინდივიდუალური რელიგიური მისწრაფებისთვის. სიღრმისეულად თუ მივუდგებით, რელიგია ქმნის კონტექსტს პირადი თვით გამორკვევისთვის და ემსახურება პლურალიზმს საზოგადოებაში. მორწმუნეთათვის შეკრების თავისუფლების გარანტირებული დაცვა აძლევს საშუალებას ინდივიდუალურ პირებს მისდიონ საერთო რწმენით ნაკარნახევ კოლექტიურ გადაწყვეტილებებს განახორციელონ საერთო პროექტები.
94. სასამართლო უყურადღებოდ ვერ დატოვებს რისკს, რომელსაც შესაძლოა გრძნობდნენ რელიგიის მიმდევრები რომელთაც მხოლოდ შეწყნარება ხდება და მათ მიმართ კეთილგანწყობა არ არსებობს – იმ შემთვევაში თუ სახელმწიფო უარს ამბობს მისი რელიგიური ორგანიზაციების აღიარებასა და მხარდაჭერაზე მაშინ როდესაც მსგავსი უპირატესობით სარგებლობენ სხვა აღმსარებლობის წარმომადგენლები. ეს ასე ხდება ვინაიდან რელიგიის კოლექტიური გამოყენება რომელიც ნაკრნახევია ამ რელიგიის დოქტრინის მიერ შეიძლება არსებითი იყოს რელიგიის თავისუფლების უფლების შეუზღუდავი გამოყენებისთვის. სასამართლოს აზრით ეს აღქმული სისუსტე უკავშირდება პირის მიერ რელიგიის გამოხატვას.
(γ) მომჩივანის რელიგიური თემისთვის რეგისტრაციაზე უარი
95. სასამართლო აღნიშნავს, რომ 2011 წლის ეკლესიის შესახებ კანონის დაუყოვნებლივ მიღებამ გამოიწვია ის, რომ ადრე სრულფასოვანი ეკლესიები, რომლებიც უფლებამოსილნი იყვნენ მიეღოთ პრივილეგიები, დაფინანსება და შემოწირულობები, დაკარგეს ეს სტატუსი და საუკეთესო შემთხვევაში შეეძლოთ მიეღოთ ასოციაციის სტატუსი, მაგრამ მსგავსი შესაძლებლობებით ვეღარ ისარგებლებდნენ. მართალია საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებამ ნაწილობრივ ამ ჩარევას წერტილი დაუსვა. სახელმწიფოს პოზიციაში აღნიშნული იყო რომ ამით მოხდა ნაგულვები დარღვევის სრულად აღდგენა; მაგრამ მომჩივნები დაობდნენ რომ ისინი ვეღარასდროს ისარგებლებდნენ წარსული სტატუსით.
96. მომჩივანი თემების რეგისტრაციაზე უარის შეფასებისას მნიშვნელოვანია აღვნიშნოთ, რომ ისინი ადრე ეკლესიებად აღიარებულნი იყვნენ უნგრული კანონმდებლობით რომელიც ძალაში იყო როდესაც უნგრეთი გახდა კონვენციის ხელშემკვრელი სახელმწიფო და რომელიც ძალაში იყო 2011 წლის ეკლესიის შესახებ კანონის მიღებამდე.
ამასთანავე, სასამართლო აღნიშნავს რომ მიუხედავად იმისა, რომ აღიარებს სახელმწიფოს ლეგიტიმურ შეშფოთებას გამოწვეულს ქვეყანაში ადრე არსებული ეკლესიების დიდ ოდენობასთან დაკავშირებული პრობლემით (იხილეთ პუნქტი 62 ზემოთ) – სახელმწიფოს არ მოუხდენია დემონსტრირება იმისა რომ მან სცადა პრობლემის მოგვარების ნაკლებად მკაცრი გზების გამოყენება, როგორიცაა სასამართლო კონტროლი ან იმ ეკლესიის გაუქმება, რომლებიც ბოროტად იყენებენ სტატუსს.
97. სასამართლო მიიჩნევს, რომ სადაო კანონმდებლობის შედეგი იყო არსებული და მოქმედი ეკლესიებისთვის სამართლებრივი ჩარჩოს ჩამორთმევა, რაც ზოგიერთ შემთხვევაში გრძელვადიან მიზანს ისახავდა როგორც ფინანსური ისე რეპუტაციის კუთხით.
(δ) მომჩვანი თემების განმეორებიოთ რეგისტრაციის შესაძლებლობა
98. სასამართლო აღნიშნავს, რომ არსებული კანონმდებლობის შესაბამისად უნგრეთში არსებობს ეკლესიის აღიარების ორ ეტაპიანი სისტემა. რამოდენიმე ეკლესია, ეგრეთ წოდებული გაერთიანებული ეკლესიები, სარგებლობენ ეკლესიის სრული სტატუსით, მათ შორის პრივილეგიებით, სუბსიდიებით და საგადასახადო შემოწირულობებით. დანარჩენი რელიგიური ასოციაციები უფლებამოსინი არიან გამოიყენონ იარლიყი „ეკლესია“ 2013 წლის აგვისტოდან მაგრამ ბევრად ნაკლები პრივილეგიებით სარგებლობენ, და შეზღუდული აქვთ შესაძლებლობა არსებული კატეგორიიდან გადავიდნენ გაერთიანებული ეკლესიის კატეგორიაში. მოცემულ საქმეში არსებული მომჩივნები, წარსულში სრულფასოვანი ეკლესიები, ეხლა აღმოჩდნენ მეორე კატეგორიაში და მათი უფლებები და მატერიალური შესაძლებლობები გამოხატონ საკუთარი რელიგია არსებითად შეიზღუდა თუ შევადარებთ მათ წარსულ სტატუსს ან ეხლა გაერთაინებული ეკელსიების სტატუსს.
99. სასამართლო აღნიშნავს, რომ სახელმწიფოს არგუმენტები რომელიც ერთის მხრივ ემყარებოდა გაერთიანებული ეკლესიების სტატუსზე გადასვლის შესაძლებლობას და მეორეს მხრივ ამ გადასვლასთან დაკავშირებული პირობების გონივრულობას, კონკრეტულად კი ობიექტურ კრიტერიუმებს დაკავშირებულს ეკლესიის არსებობის ხანგრძლივობასთან და მინიმალურ წევრობას და ეროვნული უსაფრთხოებისთვის საფრთხის არ არსებობას, რომელსაც პარლამენტი წყვეტს.
100. სასამართლო ეკლესიის აღიარების ორ ეტაპიან სისტემაზე აცხადებს რომ მას აკმაყოფილებს ორ ეტაპიანი სქემა და ის per se ჯდება სახელმწიფოს განსჯის ფარგლებში (იხილეთ სინდიკატი “Păstorul cel Bun” რუმინეთის წინააღმდეგ (Sindicatul “Păstorul cel Bun” v. Romania) [GC], no. 2330/09, § 138, ECHR 2013 (ამონარიდები)). მიუხედავად ამისა ყველა მსგავსი სქემა როგორც წესი იმ ქვეყნის ისტორიულ–საკონსტიტუციო ტრადიციებს ეკუთვნის სადაც ის მოქმედებს და სახელმწიფო ეკლესიის სისტემა შეიძლება განხილული იყოს კონვენციის მე–9–ე მუხლის შესაბამისი განსაკუთრებით კი იმ შემთხვევაში თუ ეს მდგომარეობა იქამდე არსებობდა სანამ ხელშემკვრელი სახელმწიფო მოახდენდა კონვენციის რატიფიკაციას
(იხილეთ დარბი შევედეთის წინააღმდეგ (Darby v. Sweden), no. 11581/85, კომისიის ანგარიში, 9 მაისი 1989, § 45, სერიები A no. 187).
მაგალითად, სასამართლომ ადრე გაიაზიარა რომ დამატებითი დაფინანსება სახელმწიფო ბიუჯეტიდან სახელმწიფო ეკლესიისთვის არ არღვევდა კონვენციას, იმ ფაქტის გათვალისწინებით რომ სახელმწიფო ეკელსიის თანამშრომლები იყვნენ საჯარო მოხელეები, რომლებსაც ჰქონდათ მთლიანად საზოგადოებისადმი და არა მხოლოდ მათი კონკრეტული რელიგიური ჯგუფისადმი გარკვეული უფლებები და ვალებულებებით (იხილეთ ასოციაცია ასატრუ ისლანდიის წინააღმდეგ (Ásatrúarfélagið v. Iceland) (dec.), no. 22897/08, § 34, 18 სექტემბერი 2012). უფრო ზოგადად კი ეკლესია აღნიშნავს, რომ ეკლესიების დაფინანსება და სხვა მათთვის მინიჭებული მატერიალური ან ფინანსური უპირატესობა, რაც არ იქნება შესაბამისობაში კონვენციასთან, არ უნდა იყოს დისკრიმინაციული ან გადაჭარბებული, იმავე საზოგადოებაში სხვა ორგანიზაციების მიერ მსგავსი საქმიანობისთვის აშკარად არაპროპორციული.
101. მოცემულ შემთხვევაში სასამართლო ადგენს, რომ სახელმწიფოს არ წარმოუდგენია არანაირი დამაჯერებელი მტკიცებულება იმის დემონსტრირებისთვის, რომ გაერთიანებული ეკლესიების სია რომელიც 2011 წლის ეკლესიის შესახებ კანონის დანართში იყო წარმოდგენილი სრულად ასახავს უნგრეთის ისტორიულ ტრადიციებს და ის არ მოიცავს მომჩივან რელიგიურ თემებს და შეიძლება აღქმული იყოს ისე რომ ასახავს უფრო 1895 წლის საქმის გარემოებებს და უგულებელყოფს უფრო შედარებით ახალ ისტორიულ მოვლენებს.
102. სასამართლო აღნიშნავს, რომ გაერთიანებული ეკლესიების აღიარების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს პარლამენტი, მეტისმეტად პოლიტიკური ორგანო, რომელმაც ეს გადაწყვეტილებები უნდა მიიღოს ხმათა ორი მესამედით. ვენეციის კომისია ადგენს რომ ხმების საჭირო რაოდენობა აშკარად დამოკიდებულია არჩევნების შედეგებზე . . . შესაბამისად, ეკლესიის აღიარების მინიჭება ან უარი შესაძლოა დამოკიდებული იყოს პოლიტიკურ მოვლენებზე ან სიტუაციებზე. ესეთი სქემა საფუძველშივე უგულებელყოფს ნეიტრალიტეტს და შეიცავს თვითნებობის რისკს. სიტუაცია სადაც რელიგიური თემები მცირდება რაც იწვევს პოიტიკური პარტიის ხმების მიღების მცდელობას ყოვლად შეუსაბამოა ამ სფეროშ სახელმწიფოს ნეიტრალიტეტის მოთხვნასთან.
103. სასამართლო მიიჩნევს, რომ არ იქნება გონივრული მომჩივან რელიგიურ თემებს მოეთხოვოთ დაემორჩილონ ისეთ პროცედურას, რომელიც ვერ იძლევა ობიექტური შეფასების გარანტიას არა პოლიტიკური ორგანოს მიერ. ...
104. განმეორებითი რეგისტრაციის პროცედურის პოლიტიკური მიკერძოებით გაჟღენთვასთან ერთად სასამართლომ დაადგინა რომ რეგისტრაციაზე უარი რელიგიის ფუნდამენტური პრინციპების შესახებ ინფორმაციის ვერ წარმოდგენის გამო შეიძლება გამართლებული იყოს საქმის კონკრეტულ გარემოებებში იმის დასადგენად აღიარების მაძიებელი რელიგიური ერთობა წარმოადგენს თუ არა საფრთხეს დემოკრატიული საზოგადოებისთვის (იხილეთ Cârmuirea Spirituală a Musulmanilor din Republica Moldova v. Moldova (dec.), no. 12282/02, 14 June 2005). მაგრამ მოცემულ საქმეში სასამართლო მიიჩნევს, რომ სახელმწიფოს არ წარმოუდგენია განახლებული შემოწმების მოთხოვნის საფუძველს წარმოადგენდა უკვე მოქმედი ეკლესიების საზოგადოებისთვის შესაძლო საფრთხე თუ მათი სწავლების შინაარსის განსაზღვრა, რაც ეს დადგენილია 2011 წლის ეკლესიის შესახებ კანონით... მათ არც იმ მტკიცებულებების დემონსტრირება მოუხდენია რომ არსებობდა რეალური საფრთხე მომჩივნების მხრიდან (შედარებისთვის მოსკოვის საენტოლოგიის ეკლესია, (Church of Scientology Moscow), ზემოთ ციტირებული, § 93). სასამართლო აღნიშნავს, რომ მოცემული დროისთვის მომჩივნები უკვე წლების განმავლობაში კანონიერად, რელიგიურ თემებად მოქმედებდნენ უნგრეთში. სასამართლოს წინაშე არ არსებობს მტკიცებულება იმისა, რომ ამ პერიოდში რაიმე პროცედურა იყო დადგენილი სახელმწიფო უწყებების მიერ რომლითაც ისინი ცდილობდნენ მომჩივნების არსებობის გასაჩივრებას, კონკრეტულად კი იმ საფუძვლით რომ ისინი მომქმედებდნენ უკანონოდ ან დანაშაულებრივად. მათი განმეორებით რეგისტრაციის მოთხოვნის მიზეზები უნდა ყოფილიყო შესაბამისად ძლიერი და დამაჯერებელი (იხილეთმოსკოვის საენტოლოგიის ეკლესია, (Church of Scientology Moscow,) ზემოთ ციტირებული, § 96, და ხსნის არმისს მოსკოვის ფილიალი (Moscow Branch of The Salvation Army); ზემოთ ციტირებული, § 96). მოცემულ საქმეში არ ყოფილა წარმოდგენილი ეროვნული უწყებების მიერ .
105. იმ შემთხვევაშიც კი თუ ჩავთვლით, რომ არსებობდა მძიმე და დამაჯერებელი მიზეზები რომლითაც სასამართლო ჩათვლიდა, რომ მომჩივან რელიგიურ ჯგუფებს არ ჰქონდათ სამართლიანი საშუალება (იხილეთ Religionsgemeinschaft der Zeugen Jehovas, ზემოთ ციტირებული, § 92) მიეღოთ სამართლებრივი აღიარება განსაკუთრებით კი თუ გავითვალისწინებთ პროცედურების პოლიტიკურ ბუნებას.
(ε) მომჩივანი თემების შესაძლებლობა ისარგებლონ მატერიალური უპირატესობებით იმისათვის, რომ მოახდინონ საკუთარი რელიგიის გამოხატვა და ამ საკითხთან დაკავშირებით სახელმწიფოსთან თანამშრომლობა
106. სასამართლო მიიჩნევს, რომ რელიგიის ან რწმენის გამოხატვის თავისუფლება დადგენილი კონვენციის მე–9–ე მუხლით არ ანიჭებს მომჩივან ასოციაციებს ან მათ წევრებს უფლებას მოიპოვონ დამატებითი დაფინანსება სახელმწიფო ბიუჯეტიდან (იხილეთ Ásatrúarfélagið, ზემოთ ციტირებული, § 31), მაგრამ სუბსიდირება რომელსაც იღებენ სხვადასხვა რელიგიური თემები და შესაბამისად არაპირდაპირ სხვადასხვა რელიგიები საჭიროებს მკაცრ შემოწმებას (იხილეთ, mutatis mutandis, გორზელიკი (Gorzelik), ზემოთ ციტირებული, § 95).
107. სასამართლომ უკვე აღნიშნა, რომ რელიგიური საზოგადოების მიერ მიღებული პრივილეგია, კონკრეტულად კი გადასახადების სფეროში, ხელს უწყობს მათ მიერ რელიგიური მიზნების სისრულეში მოყვანას (იხილეთ Association Les Témoins de Jéhovah v. France, no. 8916/05, §§ 49 და 52-53, 30 ივნისი 2011) და შესაბამისად სახელმწიფოს აკისრებს ვალდებულებას კონვენციის მე–9–ე მუხლის ფარგლებში იყოს ნეიტრალური ამ რესურსების და პრივილეგიების განსაზღვრისას და ძალაუფლების გამოყენებისას (იხილეთ Religionsgemeinschaft der Zeugen Jehovas and Others v. Austria, ზემოთ ციტირებული, § 92). როდესაც კონვენციის მე–9–ე და მე–11–ე მუხლების ფარგლებში პოზიტიური ვალდებულების შესრულებისას სახელმწიფო ნებაყოფლობით წყვეტს რელიგიური ორგანიზაციებისთვის სუბსიდირების და სხვა უპირატესობების მინიჭებას – პრივილეგიები, რომელიც კონვენციის მუხლების ფართო სფეროში შედის – იგი ვერ გამოიყენებს დისკრიმინაციულ ღონისძიებებს ამ პრივილეგიების განსაზღვრისას (იხილეთ, mutatis mutandis, ე.ბ საფრანგეთის წინააღმდეგ (E.B. v. France) [GC], no. 43546/02, §§ 48-49, 22 იანვარი 2008, და Savez crkava “Riječ života” და სხვები ხორვატიის წინააღმდეგ ( Savez crkava “Riječ života” and Others v. Croatia), no. 7798/08, § 58, 9 დეკემბერი 2010). იმ შემტხვევაშიც თუ კი სახელმწიფო გადაწყვეტს შეამციროს ან ჩამოართვას რელიგიურ ორგანიზაციებს პრივილეგიები გამოყენებული ღონისძიება ასევე ვერ იქნება დისკრიმინაციული.
108. სასამართლოს აზრით, სახელმწიფოს უნდა ჰქონდეს მნიშვნელოვანი თავისუფლება აირჩიოს სხვადასხვა რელიგიურ თემებთან თანამშრომლობის ფორმები, განსაკუთრებით კი იმ შემთხვევაში როდესაც ეს ჯგუფები მნიშვნელოვნად განსხვავდებიან ერთმანეთისგან როგორც ორგანიზაციული ფორმით ისე მათი წევრების ოდენობით და საქმიანობით რომელიც მათი სწავლებიდან გამომდინარეობს. ეს კი მეტისმეტად მნიშვნელოვანია მაშინ, როდესაც სახელმწიფო ირჩევს იმ რელიგიურ ჯგუფებს რომლებთანაც აპირებს თანამშრომლობას. ზემოთ ხსენებული სახელმწიფო პრივილეგიას კიდევ უფრო მეტი მნიშვნელობა ენიჭება, როდესაც საქმე ეხება რელიგიური თემების მიერ განხორციელებულ საზოგადოებრივ, სოციალურ ამოცანებს რომელიც პირდაპირ კავშირში მათ სულიერ ცხოვრებასთან არ არის (ეს არ ეხება მაგალითად საქველმოქმედო აქტივობებს რომელიც რელიგიური ვალდებულებებიდან გამომდინარეობს). ამ კუთხით სახელმწიფოებს აქვთ გარკვეული განსჯის ფარგლები როდესაც ისინი აყალიბებენ რელიგიურ თემებთან ურთიერთობის ფორმებს. ამასთან დაკავშირებით სასამართლო მიუთითებს უნგრეთის სახელმწიფო–ეკლესიას შორის ურთიერთობის კონკრეტულ კონტესტზე, კონკრეტულად კი ფაქტზე რომ უნგრეთში ეკლესიები გახდნენ ისეთი ღონისძიების ობიექტები, რომელმაც მათ ჩამოართვა 1945 წლის შემდეგ მინიჭებული უფლებები ...
109. საჯარო ინტერესის ამოცანების აუთსორსინგისთვის პარტნიორების შერჩევისას სახელმწიფო არ უნდა მოქმედებდეს დისკრიმინაციულად რელიგიური თემების მიმართ. სახელმწიფოს ნეიტრალიტეტი მოითხოვს, რომ როდესაც სახელმწიფო ირჩევს ითანამშრომლოს რელიგიურ თემებთან, პარტნიორების არჩევანი უნდა ემყარებოდეს დადგენილ კრიტერიუმებს, რომელიც მაგალითად კავშირშია მათ მატერიალურ უნარებთან. სახელმწიფოს მიერ აღიარების, პარტნიორობის და სუბსიდირების კუთხით დადგენილმა განსხვავებებმა არ უნდა შექმნას ისეთი სიტუაცია რომელშიც რელიგიური თემის წევრები თავს მეორე ხარისხოვან მოქალაქეებად იგრძნობენ სახელმწიფოს ნაკლებად კეთილგანწყობილი დამოკიდებულების გამო მათი თემის მიმართ რელიგიური მიზეზების.
110. სასამართლო მიიჩნევს, რომ უნგრული კანონმდებლობის მიხედვით გაერთიანებული ეკლესიები სარგებლობენ შეღავათიანი დამოკიდებულებით, განსაკუთრებით კი გადასახადების და სუბსიდირების სფეროში ... გაერთიანებული ეკლესიების მიერ მოპოვებული უპირატესობები მნიშვენლოვანია და ხელს უწყობს მათ მიერ რელიგიური მიზნებისკენ სწრაფვას მათი სპეციალური ორგანიზაციული ფორმის საფუძველზე.
111. სასამართლოს აზრით, სახელმწიფოსათვის მინიჭებული თავისუფლება თავად დაარეგულირონ ურთიერთობა ეკლესიასთან უნდა მოიცავდეს შესაძლებლობას მოახდინონ პრივილეგიების მოდიფიცირება საკანონმდებლო საშუალებებით. მაგრამ ეს თავისუფლება ვერ იქნება ისეთი ფართო რომ მან გავლენა იქონიოს სახელმწიფოს ნეიტრალიტეტსა და მიუკერძოებლობაზე ამ სფეროში.
მოცემულ საქმეში პრივილეგიების ჩამორთმევა (გამოწვეული ეკლესიების რეგისტრაციის გაუქმებით და შემდეგ გაერთიანებული ეკლესიის სტატუსის ვერ მიღებით) ეხებოდა მხოლოდ რამოდენიმე სარწმუნოებას, მათ შორის მომჩივნებს. ნათელია, რომ მომჩივანი თემები ვერ აკმაყოფილებდნენ კანონმდებლის მიერ დადგენილ კუმულაციურ კრიტერიუმებს, კონკრეტულად კი მიმდევრების მინიმალურ რაოდენობას და არსებობის მინიმალურ ხანგრძლივობას. ეს კრიტერიუმები უდავოდ აყენებენ მომჩივნებს, რომელთაგან ზოგი არის ახალი და/ან პატარა თემი, არაუპირატეს მდგომარეობაში რაც არ არის შესაბამისობაში ნეიტრალიტეტის და მიუკერძოებლობის მოთხოვნასთან. რაც შეეხება რელიგიური ჯგუფის არსებობის ხანგრძლივობას სასამართლო იზიარებს, რომ გონივრული მინიმალური ხანგრძლივობა შეიძლება საჭირო იყოს ახლად შექმნილი და უცნობი რელიგიური ჯგუფებისათვის. მაგრამ ვერანაირად ვერ იქნება გამართლებული ამ მოთხოვნის დაწესება რელიგიურ ჯგუფებზე, რომლებიც შეიქმნა მას შემდეგ რაც შეზღუდვები კონფესიურ ცხოვრებაზე მოიხსნა კომუნისტური რეჟიმის დასრულების შემდეგ უნგრეთში და რომელიც ამ დროისთვის უკვე საკმაოდ ნაცნობი უნდა იყოს კომპეტენტური ორგანოებისათვის, როცა ვერ აკმაყოფილებენ არსებობის ხანგრძლივობის მოთხოვნას. ამასთან დაკავშირებით სასამართლო აღნიშნავს ვენეციის კომისიის მოსაზრებას რომლის მიხედვითაც შესაბამისი პერიოდი გადამეტებულია ...
112. სასამართლო ვერ ხედავს, რომ მომჩივნებს ეკრძალებათ რელიგიის პრაქტიკაში განხორციელება როგორც იურიდიულ პირებს, ანუ როგორც ასოციაციას, სტატუსი რომელიც უზრუნვლეყოფს მათ ფორმალურ ავტონომიას სახელმწიფოს vis-à-vis. მიუხედავად ამისა მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით ეკლესიების მიერ განხორციელებული გარკვეული რელიგიური საქმიანობა არ არის ხელმისაწვდომი რელიგიური ასოციაციისთვის, ფაქტორი რომელსაც სასამართლოს აზრით გავლენა აქვს ამ უკანასკნელის რელიგიის კოლექტიური თავისუფლების უფლებაზე. ამასთან დაკავშირებით სასამართლო აღნიშნავს მის გადაწყვეტილებაში #. 6/2013 (III. 1.), საკონსტიტუციო სასამართლომ მოახდინა არა ამომწურავ სიაში რვა პრივილეგიის იდენტიფიცირება, რომელიც ეკლესიას ენიჭება ... კონკრეტულად კი, მხოლოდ გაერთიანებული ეკლესიები არიან უფლებამოსილნი მიიღონ მორმწუნეთა მიერ მოგროვილი პირადი საშემოსავლო გადასახადის ერთი პროცენტი და შესაბამისი სახელმწიფო სუბსიდირება. ამ თანხის გამოყენება გამიზნულია რწმენასთან დაკავშირებული აქტივობების მხარდასაჭერად. ამ მიზეზით სასამართლო ადგენს, რომ მსგავსი განსხვავება არ არის შესაბამისობაში სახელმწიფოს ნეიტრალიტეტის მოთხოვნასთან და მოკლებულია ობიექტურ საფუძვლებს. მსგავსი დისკრიმინაცია ტვირთს აკისრებს შედარებით პატარა რელიგიური თემების მორწმუნეებს ყოველგვარი ობიექტური და სამართლიანი საფუძვლის გარეშე.
113. ამასთან დაკავშირებით სასამართლო აღნიშნავს, რომ როდესაც სახელმწიფო კონვენციის მე–9–ე და მე–11–ე მუხლების შესაბამისად, კანონიერად გადაწყვეტს შეინარჩუნის სისტემა, რომელშიც სახელმწიფო კონსტიტუციით უფლებამოსილია მისდიოს კონკრეტულ რელიგიას (იხლეთ, დარბი (Darby) ზემოთ ციტირებული) ისე როგორც ეს ხდება ზოგიერთ ევროპულ ქვეყნებში, და მხოლოდ ზოგიერთ რელიგიურ ჯგუფს ანიჭებს სახელმწიფო პრივილეგიებს და სხვებს არა, ეს უნდა გაკეთდეს გონივრული კრიტერიუმების საფუძველზე რომელიც დაკავშირებულია საჯარო ინტერესის სისრულეში მოყვანასთან (იხილეთ, მაგალითად, Ásatrúarfélagið, ზემოთ ციტირებული).
114. ამის გათვალისწინებით, სასამართლოს არ მიაჩნია საჭიროდ შეამოწმოს შესაძლო დისკრიმინაცია ისეთ აქტივობებში რომელიც რელიგიასთან არის დაკავშირებული, მაგალითად სასაფლაოების, რელიგიური პუბლიკაციების და რელიგიური ნივთების წარმოება და გაყიდვა. შესაბამისად სასამართლო არ მიიჩნევს საჭიროდ შეამოწმოს განსხვავებები რელიგიის სწავლების, დასაქმების ან სახელმწიფოსთან საჯარო ინტერესების სფეროში თანამშრომლობის კუთხით.
(ζ) დასკვნა
115. სასამართლო ასკვნის, რომ მომჩივანისთვის ერთიანად ეკლესიის სტატუსის ჩამორთმევით და არა ნაკლებად მკაცრი ზომების გამოყენებით, პოლიტიკურად შელახული განმეორებითი რეგისტრაციის პროცედურების დადგენით რომლის საფუძველი სადაოა და ბოლოს მომჩივნების გაერთიანებული ეკლესიებისგან განსხვავებული მოპყრობა არა მხოლოდ თანამშრომლობის საკითხებზე არამედ რწმენასთან დაკავშირებული აქტივობების განხორციელების მიზნით პრივილეგიების მიღებაზე, სახელმწიფო უწყებებმა უგულებელყვეს ნეიტარლიტეტის ვალდებულება vis-à-vis მომჩივანი თემებისა. ეს ელემენტები, განხილული ცალკე და ასევე ერთობლივად საკმარისია სასამართლოსთვის, რომ დაადგინოს რომ სადაო ღონისძიება არ არის შესაბამისობაში „მწვავე სოციალურ საჭიროებასთან“.
შესაბამისად ადგილი ჰქონდა კონვენციის მე–11–ე მუხლის დარღვევას განხილულს მე–9–ე მუხლთან ერთად.
...
ამ მიზეზის გამო სასამართლო
...
6. ადგენს, ხუთი ხმით ორის წინააღმდეგ, რომ ადგილი ჰქონდა კონვენციის მე–11–ე მუხლის დარღვევას განხილულს მე–9–ე მუხლთან ერთად;
...
მომზადებულია ინგლისურ ენაზე და წერილობით წარდგენილია 2014 წლის 8 აპრილს სასამართლოს რეგლამენტის 77-ე მუხლის §§ 2 და მე-3-ე მუხლის შესაბამისად.
სტენლი ნასმითიგუიდო რაიმონდი
სხდომის გამწესრიგებელიპრეზიდენტი
კონვენციის 45-ე მუხლის მე-2 ნაწილისა და სასამართლოს რეგლამენტის 74-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ამ გადაწყვეტილებას თან ერთვის შემდეგი განსხვავებული მოსაზრებანი:
მოსამართლე სპანოსი და მოსამართლე რაიმონდოსი
მოცემულ თარგმანს არ ერთვის განსხვავებული მოსაზრებანი, თუმცა იგი თან ახლავს ოფიციალურ, ინგლისურ და/ან ფრანგულ ენაზე წა რმოდგენილ გადაწყვეტილებას და ხელმისაწვდომია სასამართლოს პრაქტიკის მონაცემთა ბაზაში - HUDOC.
G.R.A.
S.H.N.
© ევროპის საბჭო/ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო, 2015
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს ოფიციალური ენებია ინგლისური და ფრანგული. წინამდებარე თარგმანი შესრულებულია ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა სატრასტო ფონდის ხელშეწყობით (/humanrightstrustfund). იგი სასამართლოსათვის სავალდებულო ხასიათს არ ატარებს და არც მის ხარისხზე აკისრებს პასუხისმგებლობას. მოცემული დოკუმენტი შეიძლება ჩამოტვირთულ იქნას ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს HUDOC სასამართლო პრაქტიკის მონაცემთა ბაზიდან () ან ნებისმიერი სხვა მონაცემთა ბაზიდან, რომელთანაც სასამართლომ მოახდინა მისი გაზიარება. დასაშვებია თარგმანის რეპროდუქცირება არაკომერციული მიზნებისათვის იმ პირობით, რომ მოხდება საქმის სრული სახელწოდების ციტირება, მოცემულ საავტორო უფლებების აღნიშვნასა და ადამიანის უფლებათა სატრასტო ფონდზე მითითებით. წინამდებარე თარგმანის ნებისმიერი ნაწილის კომერციული მიზნებით გამოყენების სურვილის შემთხვევაში, გთხოვთ მოგვწეროთ შემდეგ მისამართზე: publishing@.
© Council of Europe/European Court of Human Rights, 2015
The official languages of the European Court of Human Rights are English and French. This translation was commissioned with the support of the Human Rights Trust Fund of the Council of Europe (/humanrightstrustfund). It does not bind the Court, nor does the Court take any responsibility for the quality thereof. It may be downloaded from the HUDOC case-law database of the European Court of Human Rights () or from any other database with which the Court has shared it. It may be reproduced for non-commercial purposes on condition that the full title of the case is cited, together with the above copyright indication and reference to the Human Rights Trust Fund. If it is intended to use any part of this translation for commercial purposes, please contact publishing@.
© Conseil de l’Europe/Cour européenne des droits de l’homme, 2015
Les langues officielles de la Cour européenne des droits de l’homme sont le français et l’anglais. La présente traduction a été effectuée avec le soutien du Fonds fiduciaire pour les droits de l’homme du Conseil de l’Europe (/humanrightstrustfund). Elle ne lie pas la Cour, et celle-ci décline toute responsabilité quant à sa qualité. Elle peut être téléchargée à partir de HUDOC, la base de jurisprudence de la Cour européenne des droits de l’homme (), ou de toute autre base de données à laquelle HUDOC l’a communiquée. Elle peut être reproduite à des fins non commerciales, sous réserve que le titre de l’affaire soit cité en entier et s’accompagne de l’indication de copyright ci-dessus ainsi que de la référence au Fonds fiduciaire pour les droits de l’homme. Toute personne souhaitant se servir de tout ou partie de la présente traduction à des fins commerciales est invitée à le signaler à l’adresse suivante : publishing@.
Full & Egal Universal Law Academy