Geo: დოკუმენტი მომზადებულია საქართველოს უზენაესი სასამართლოს ანალიტიკური განყოფილების ადამიანის უფლებათა ცენტრის (www.supremecourt.ge) მიერ. თარგმანის ხელახალი გამოქვეყნების ნებართვა გაცემულია მხოლოდ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს HUDOC-ის მონაცემთა ბაზაში განთავსების მიზნით.
Eng: The document was provided by the Supreme Court of Georgia, Human Rights Centre of the Analytical Department (www.supremecourt.ge). Permission to re-publish this translation has been granted for the sole purpose of its inclusion in the European Court of Human Rights’ database HUDOC.
CASE OF MAKARASHVILI AND OTHERS v. GEORGIA
მაქარაშვილი და სხვები საქართველოს წინააღმდეგ
(საჩივარი no. 23158/20, 31365/20, 32525/20)
გადაწყვეტილება
სტრასბურგი
2022 წლის 1 სექტემბერი
ფაქტები
2. მომჩივნები არიან სამოქალაქო საზოგადოების აქტივისტები, რომლებსაც წარმოადგენდა ბ-ნი ე. მარიკაშვილი, ადვოკატი თბილისიდან. დეტალები მომჩივნებთან დაკავშირებით მოცემულია თანდართულ ცხრილში.
3. მთავრობას წარმოადგენდა ბ-ნი ბ.ძამაშვილი, იუსტიციის სამინისტროდან.
4. საქმის ფაქტობრივი გარემოებები შესაძლებელია შემდეგნაერად შეჯამდეს.
5. 2019 წლის 24 ივნისს, პოლიტიკური პარტია ქართული ოცნების, რომელიც იმ დროს აბსოლუტური უმრავლესობით იყო პარლამენტში წარმოდგენილი, თავმჯდომარემ გასულ დღეებში გამართული საჯარო აქციის საპასუხოდ განაცხადა, დაგეგმილი საარჩევნო სისტემის ცვლილება, რაც ითვალისწინებდა „შერეული“ სისტემიდან პროპორციულზე გადასვლას, თარიღი 2024 წლიდან 2020 წელს გადმოიწევდა. მისი თქმით, დაჩქარებული რეფორმის გამო, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება მხოლოდ პროპორციული სისტემის საფუძველზე.
6. 2019 წლის 14 ნოემბერს საქართველოს საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტმა, რომელიც მიზნად ისახავდა პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის ხელშეწყობას, პარლამენტში ვერ დააგროვა საკმარისი ხმა (როგორც ჩანს, იმიტომ, რომ მმართველი პარტიის ზოგიერთმა წევრმა არ დაუჭირა მხარი) და, შესაბამისად, არ იქნა მიღებული. როგორც ეს მოვლენათა მედია გაშუქებიდან ჩანს, იმავე დღეს პარლამენტის შენობის წინ აქცია გაიმართა.
7. პარლამენტის მიერ ზემოაღნიშნული საკანონმდებლო ცვლილებების მიუღებლობის გამო პროტესტის ნიშნად, 2019 წლის 17 ნოემბერს პარლამენტის შენობასთან მორიგი აქცია გაიმართა. მოვლენების მედიით გაშუქებამ აჩვენა, რომ ამ პროცესში დაახლოებით 5500 ადამიანი მონაწილეობდა. ამ რიცხვში შედიოდნენ პოლიტიკოსები ოპოზიციიდან, სამოქალაქო საზოგადოების აქტივისტები და რიგითი მოქალაქეები. აქციის მონაწილეთა მოთხოვნები იყო მთავრობის გადადგომა და ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარება; მათ განაცხადეს, რომ გააგრძელებდნენ პარლამენტის ფუნქციონირების ხელშეშლას, სანამ მათი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდებოდა. ოპოზიციონერმა პოლიტიკოსებმა პარლამენტის ერთ-ერთ შესასვლელს ბოქლომები დაადეს. ისინი სამართალდამცავებმა იმავე დღეს გაიყვანეს. საღამოს ქვიშის ტომრებისა და კარვები მიიტანეს და პარლამენტის შენობის ერთ-ერთი შესასვლელის მიმდებარედ განათავსეს. აქციის მონაწლეების ნაწილმა, მათ შორის სამმა მომჩივანმა, ღამე შენობასთან გაათენა. აქციის მონაწილეებმა გათბობის საშუალებად ხის დროებითი საცეცხლურები დაამონტაჟეს. პოლიციის თანამშრომლები მთელი ამ პერიოდის განმავლობაში ადგილზე იმყოფებოდნენ. არანაირი ინციდენტი არ დაფიქსირებულა, გარდა ზოგიერთი პოლიციის ოფიცრის აშკარად უშედეგო მცდელობისა, ხელი შეეშალათ აქციის მონაწილეებისთვის საცეცხლურისთვის შეშის მიტანაში.
8. იმავე დღეს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა განცხადება და აქციის მონაწილეები გააფრთხილა საკანონმდებლო ორგანოს შესასვლელების გადაკეტვისა და მის საქმიანობაში ჩარევის უკანონობის შესახებ. მან მოუწოდა ორგანიზატორებს და აქციის მონაწილეებს დაეცვათ საპროტესტო აქციის ჩატარების წესები (მათ შორის, ადმინისტრაციულ შენობებთან მისასვლელის გადაკეტვის აკრძალვის წესი) და დამორჩილებოდნენ პოლიციის კანონიერ მოთხოვნებს.
II 2019 წლის 18 ნოემბრის მოვლენები და მომჩივნების დაკავება
9. 2019 წლის 18 ნოემბრის დილას საპროტესტო აქცია განახლდა. ზოგიერთმა ორგანიზატორმა, მათ შორის ოპოზიციონერმა პოლიტიკოსებმა, მოუწოდეს მონაწილეებს გაეგრძელებინათ პარლამენტის საქმიანობისთვის ხელის შეშლა მანამ, სანამ მათი მოთხოვნები, მათ შორის ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარება არ დაკმაყოფილდებოდა.
10. პარლამენტის წევრებს, რომლებიც ცდილობდნენ პარლამენტის შენობაში შესვლას, აქციის მონაწილეებმა არ მისცეს შესაძლებლობა, ისინი აგრძელებდნენ პარლამენტის შენობის ყველა შესასვლელის გადაკეტვას.
11. დაახლოებით 2 საათზე, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა განცხადება და მოუწოდა საპროტესტო აქციის ორგანიზატორებს და მათ მონაწილეებს დამორჩილებოდნენ პოლიციის კანონიერ მოთხოვნებს. სამინისტრომ აღნიშნა, რომ პოლიციამ მოქალაქეებს შეუქმნა შესაბამისი პირობები იმისათვის, რომ ესარგებლათ მშვიდობიანი შეკრების უფლებით 2019 წლის 17 ნოემბრის აქციის დროს, მაგრამ აქცია შემდეგ გახდა უკანონო. კერძოდ, მასში აღნიშნული იყო, რომ პარლამენტის შესასვლის გადაკეტვა ეწინააღმდეგებოდა შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ კანონის მე-9 ნაწილს. სამინისტრომ მოუწოდა საპროტესტო აქციის ორგანიზატორებს და მის მონაწილეებს შეეწყვიტათ პარლამენტის გადაკეტვა, მოთხოვნის შეუსრულებლობის შემთხვევაში პოლიცია „კანონის შესაბამისად იმოქმედებდა“.
12. 4.14 წუთსა და 4.52 წუთზე პოლიციელებმა აწარმოეს მოლაპარაკებები ორგანიზატორებთან აქციის ადგილას, როგორც ეს ნაჩვენებია მედიის მიერ გაშუქებულ ვიდეო მასალაში. აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა - ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა ა.ე.-მ განაცხადა, რომ აქციის მონაწილეები „ორჯერ იყვნენ“ გაფრთხილებულები პოლიციის მიერ. აქციაზე პოლიციის მიერ ორგანიზატორების და მონაწილეების მიმართ გაკეთებული განცხადებები მოიცავდა შემდეგს:
„ჩვენი მიზანია მოლაპარაკებები ვაწარმოოთ თქვენთან იმისათვის, რომ განვმუხტოთ სიტუაცია. ბარიკადები (პარლამენტის შესასვლელთან) უნდა იქნეს აღებული. გზა უნდა გაიხსნას. თუ ეს არ მოხდება შესაბამისი ღონისძიებები გატარდება. ერთი მიზეზია გზის გადაკეტვა, მეორე საქართველოს პარლამენტის, ადმინისტრაციული შენობის გადაკეტვა. დაირღვა შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ კანონი.... გთხოვთ, პატივი სცეთ კანონს. ...
ჩვენი მოთხოვნა თქვენდამი არის გზის გახსნა და პარლამენტის შენობის შესასვლელის გათავისუფლება ..... ეს კი ჩემი მეორე მოთხვნაა, მე მოგიწოდებთ დაემორჩილოთ კანონს“.
13. რადგან მათ წინარე მოთხოვნას პასუხი არ მოყოლია, 5 სთ-ზე პოლიციამ დაიწყო პარლამენტის შესასვლელის და მასკენ მიმავალი გზის გახსნა. როგორც ჩანს, ამ მიზნით გამოყენებულ იქნა წყლის ჭავლი. დემონსტრაციის მონაწილეების და პოლიციელების ზუსტი რაოდენობა უცნობია, მაგრამ როგორც საქმის მასალების ვიზუალურ მასალაში ჩანს, რამდენიმე ასეული აქციის მონაწილე, რამდენიმე ასეული პოლიციელი და რამდენიმე პოლიციის მანქანა უნდა ყოფილიყო ადგილზე.
14. პირველი მომჩივანი 5-ის 20 წუთზე დააკავეს, ადმინისტრაციული დაკავების ოქმში აღნიშნული იყო, რომ ის დააკავეს 9 აპრილის ქუჩაზე „პარლამენტის შენობის გვერდით მდებარე ტერიტორიაზე, სადაც საპროტესტო აქცია მიმდინარეობდა“. ოქმში აღნიშნული იყო, რომ პირველმა მომჩივანმა „გადაკეტა პარლამენტის შესასველელი და ხელაღებით იგინებოდა“. პოლიციელი, რომელმაც შეადგინა ოქმი აცხადებდა, რომ მან „მოუწოდა პირველ მომჩივანს დამშვიდებულიყო და დამორჩილებოდა კანონიერ მოთხოვნას, უხსნიდა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის კოდექსით გათვალისწინებული დარღვევის ხასიათს“, რამაც პირველი მომჩივანი „კიდევ უფრო აგრესიული გახადა“. ოქმში აღნიშნული იყო, რომ პირველი მომჩივნის დაკავება განხორციელდა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლების შესაბამისად (იხილეთ პარაგრაფები 39-40 ქვემოთ). იდენტური ჩანაწერი იყო გაკეთებული 2019 წლის 19 ნოემბრის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმში.
15. მეორე მომჩივანი დააკავეს 7.15 წუთზე. ადმინისტრაციული დაკავების ოქმში აღნიშნული იყო რომ ის დააკავეს „რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის გვერდით“. ოქმში აღნიშნული იყო, რომ მეორე მომჩივანი „იგინებოდა“. მასში ასევე აღნიშნული იყო, რომ „ის იყო აქციის მონაწილე და ბოროტი განზრახვით არ ემორჩილებოდა პოლიციელების განმეორებით კანონიერ მოთხოვნებს“. მეორე მომჩივნის დაკავება განხორციელდა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლების შესაბამისად. 2019 წლის 19 ნოემბრის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმში იდენტური ჩანაწერი იყო გაკეთებული.
16. მესამე მომჩივანი დააკავეს 5.20 წუთზე. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმში აღნიშნული იყო, რომ ის დააკავეს 9 აპრილის ქუჩაზე „პარლამენტის შენობის გვერდით არსებულ ტერიტორიაზე, იქ სადაც აქცია იმართებოდა“. ოქმში აღნიშნული იყო, რომ „დემონტრაციის მონაწილეები მათ შორის მესამე მომჩივანი, არ დაემორჩილა პოლიციელის კანონიერ მოთხოვნას გაეხსნა პარლამენტის შესასვლელი (რომელიც მათ მიერ იყო გადაკეტილი) და დაიწყო გინება“. მესამე მომჩივნი დააკავეს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლების საფუძველზე. 2019 წლის 19 ნოემბრის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმში აღნიშნული იყო, რომ მესამე მომჩივანი იყო 9 აპრილის ქუჩის აქციის მონაწილე, დაარღვია საჯარო წესრიგი და არ დაემორჩილა პოლიციელების განმეორებულ კანონიერ მოთხოვნებს (მაგრამ ისე რომ არ იყო მითითებული სამართალდარღვევის ზუსტი გარემოებები ან პოლიციელის მოთხოვნები დაკონკრეტებული, გარდა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლების მითითებისა).
17. ჯამში 37 პროტესტანტი, სამი განმცხადებლების ჩათვლით, დააკავეს 2019 წლის 18 ნოემბერის მოვლენების დროს. ოთხი პროტესტანტი და ორი სამართალდამცავი დაშავდა. პარლამენტის ყველა შესასვლელი გათავისუფლდა. შემდეგ პოლიციამ პარლამენტის შენობის შესასვლელებთან აღმართა მეტალის კონსტრუქციები იმისათვის, რომ თავიდან აეცილებინათ მათი გადაკეტვა.
18. პარლამენტის წევრებმა საღამოს მოახერხეს შენობაში შესვლა და პარლამენტის ბიუროს სხდომა (პასუხისმგებელი მათ შორის ორგანიზაციულ და ადმინისტრაციულ საკითხებზე, რომლებიც დაკავშირებული იყო პარლამენტის და მისი წევრების ყოველდღიურ საქმიანობასთან) რომელიც დაგეგმილი იყო იმავე დღეს საღამოს 3 საათზე, გაიმართა საღამოს 8.30-ზე.
19. საქმის მასალების შესაბამისად, მეორე და მესამე მომჩივანს დაკავების იზოლატორში მოთავსებისას აღენიშნებოდათ დაზიანებები და სისხლისსამართლებრივი გამოძიება ხელისუფლების ორგანოებმა საკუთარი ინიციატივით დაიწყეს. გამოძიების შედეგი უცნობია და განმცხადებლებს არ უხსენებიათ ეს საკითხი თავიანთ წარდგინებებში.
III ადმინისტრაციული სამართალდარღვევის სამართალწარმოება მომჩივნების წინააღმდეგ
20. 2019 წლის 19 და 20 ნოემბერს საქმის განხილვა გაიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოში. პირველი და მეორე მომჩივნის საქმეები გაერთიანდა. მესამე მომჩივნის საქმე განცალკევებული ადმინისტრაციულ-სამართალდარღვევის წარმოების ფარგლებში გადაწყდა. მომჩივნებს მათ მიერ არჩეული ადვოკატები წარმოადგენდნენ. პოლიციელებმა, რომლებმაც დააკავეს მომჩივნები სასამართლოსგან მოითხოვდნენ მომჩივნების წვრილმან ხულიგნობაში და პოლიციელის კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობაში სამართალდარმღვევად ცნობას. სასამართლომ დააკმაყოფილა მომჩივნების მოთხოვნა სასამართლო პროცესის გადადებასთან დაკავშირებით, რელევანტური საქმის მასალების გაცნობის მიზნით.
21. სასამართლო პროცესზე მხარეების მონაწილეობით შესწავლილ იქნა ვიდეო მასალა, რომელშიც ასახული იყვნენ პირველი და მესამე მომჩივნები. სამივე მომჩივანს ჰქონდა პოლიციელებისთვის, რომლებიც იყვნენ მოწმეებად დაბარებულები შესაძლებლობა დაესვათ შეკითხვები. პირველი და მეორე მომჩივნის დამატებითი მოწმეების (რომლებიც არ იყვნენ პოლიციელები) დაკითხვის მოთხოვნა დაკმაყოფილდა. მესამე მომჩივნას მსგავსი მოთხოვნა არ დაუყენებია. მოწმემ განაცხადა, რომ პირველ და მეორე მომჩივანს არ გადაუკეტავთ პარლამენტის შესასვლელი და არ გაუწევიათ წინააღმდეგობა პოლიციელისთვის. სასამართლო პროცესზე პოლიციელებმა მისცეს მოწმის ჩვენება და აღნიშნეს, რომ მომჩივნები იმ პროტესტანტებს შორის იყვნენ, რომლებმაც გადაკეტეს პარლამენტის შენობის შესასვლელები და შემდგომ ხელი შეუშალეს პოლიციელების შესვლას შესასვლელებში ყველა მისასვლელი გზის გადაკეტვით. პოლიციელებმა დამატებით აღნიშნეს, რომ პირველი მომჩივანი გადეღობა პოლიციელებს, რომლებიც ცდილობდნენ პარლამენტის შენობის შესასვლელამდე მიღწევას. მესამე მომჩივანი გზაზე დაჯდა და პოლიციელებისთვის პარლამენტის შენობის შესასვლელში შესვლის ხელშესაშლელად, მეორე მომჩივანი ეცადა გადაეკეტა პარლამენტის წინა გამზირი. რაც შეეხება მომჩივნების წარდგინებებს, პირველმა მომჩივანმა ნაცვლად მოვლენების თავისი ვერსიის მოთხრობისა, იმღერა ეროვნული ჰიმნი. მეორე მომჩივანმა უარი თქვა ჩვენების მიცემაზე, განაცხადა, რომ მას სასამართლო მიაჩნდა მმართველი პარტიის „ტავერნად“. მესამე მომჩივანს ვიდეო მასალის ავთენტურობა, რომელშიც ის გზაზე ზის, სადაო არ გაუხდია პოლიციელების მიერ პარლამენტის შენობის მისადგომის გახსნა თუმცა, განაცხადა, რომ მას აღნიშნული მიაჩნდა აქციის თავისუფლების უფლებად. მომჩივნების წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ მათი დაცვის ქვეშ მყოფები მხოლოდ აპროტესტებდნენ პარლამენტის უარს განეხორციელებინა დაპირებული საარჩევნო რეფორმა.
22. 2019 წლის 21 ნოემბერს თბილისის საქალაქო სასამართლომ გამოიტანა ორი გადაწყვეტილება: პირველი ეხებოდა პირველ და მეორე მომჩივანს, ხოლო მეორე - მესამე მომჩივანს. საქმის ფაქტობრივი გარემოებების აღწერა თითოეულ გადაწყვეტილებაში, უთითებდა როგორც აღნიშნული გადაწყვეტილებების საფუძვლად, საქმის მასალებს, მხარეთა წარდგინებებს ადმინისტრაციული დაკავების და ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმს (იხილეთ პარაგრაფები 14-16 ზემოთ).
23. პირველ და მეორე მომჩივანთან მიმართებით, მტკიცებულებების შეფასების მიდგომის მიზეზებზე მსჯელობისას სასამართლომ განაცხადა:
„....განსაკუთრებული ყურადღება უნდა გამახვილდეს იმ ინდივიდების (სამართალდარღვევის აღმკვეთი პირები) მიერ მოწოდებულ ინფორმაციაზე, რომლებმაც აღკვეთეს (მოცემული) ადმინისტრაციული სამართალდარღვევა, იმის გათვალისწინებით, რომ (ეს ინფორმაცია) განსაკუთრებით გამოსადეგია და წარმოადგენს მტკიცებულების მნიშვნელოვან წყაროს. თვითმხილველების ამ ჯგუფის ყურადღება (განსაკუთრებით) ფოკუსირებულია, მათი პროფესიული საქმიანობის ხასიათიდან გამომდინარე და მათი საჯარო და სამოქალაქო ვალდებულებების გაგებიდან გამომდინარე. ამ მოწმეთა ჯგუფის მიერ ინფორმაციის მიღება (სამართალდარღვევასთან დაკავშირებით) დაკავშირებულია მათი პროფესიული ვალდებულებების შესრულებასთან, რომლებსაც ისინი ახორციელებენ გარკვეულ გარემოებებზე, მოქმედებებზე, საგნებზე და ინდივიდებზე მიზანმიმართული ყურადღების გამახვილებით. ამ თვითმხილველების აღქმის და მათი ჩვენების სისრულე უკავშირდება იმ ფაქტს, რომ პასუხისმგებელმა პირმა წინასწარ იცის სიტუაციის ან გარემოების ნიშნები (რომელიც შეიძლება წარმოადგენდეს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას). ინფორმაცია რომელიც წარმოადგინეს იმ პირებმა, რომლებმაც დაასრულეს ადმინისტრაციული სამართალდარღვევა, ყოველთვის აქვთ საქმესთან პირდაპირი კავშირი, რომელიც შეიცავს ინფორმაციას იმ ფაქტებთან დაკავშირებით, რომლებიც უნდა შეაფასოს სასამართლომ, და შეესაბამება მტკიცებულებების დასაშვებობის ვალდებულებას. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საჯარო მოხელის მიერ გაკეთებულ განმარტებას აქვს ნდობის მაღალი ხარისხი, რაც მნიშვნელოვანია მოსამართლის შინაგანი რწმენის ფორმირებისთვის. ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-5 მუხლის [§ 1] ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ ორგანოს უფლება არა აქვს კანონმდებლობის მოთხოვნების საწინააღმდეგოდ განახორციელოს რაიმე ქმედება, რაც საფუძველია კეთილსინდისიერი მმართველობის პრეზიუმირების (და) საწინააღმდეგოს მტკიცების ვალდებულება, შეჯიბრებითობის პრინციპის საფუძველზე ეკისრება მოწმინააღმდეგე მხარეს.
რაც შეეხება ადმინისტრაციული სამართალდარმღვევი პირების მიერ გაკეთებული განმარტებას, აღნიშნული ვერ იქნება მიჩნეული როგორც უდავო მტკიცებულება საქმის გარემოებების დადგენისას მანამ, სანამ არ გამყარდება სხვა მტკიცებულებებით. პირთა მიერ გაკეთებული განმარტება, რომელთა მიმართაც მიმდინარეობს ადმინისტრაციული სამართალწარმოება ზოგადად არ მიიჩნევა მაღალი ნდობის მქონედ, იმის მხედველობაში მიღებით, რომ (ეს ინდივიდები) არიან დაინტერესებული მხარეები და მათ მიერ მოწოდებული ინფორმაცია შესაძლებელია სხვა მიზნებს შორის, მიზნად ისახავდეს სამართალდარღვევის დაფარვას (და) სანქციებისთვის თავის არიდებას. შესაბამისად, ამ
ინდივიდების მიერ გაკეთებული განცხადებები ყოველთვის უნდა იქნეს განხილული საქმესთან დაკავშირებულ, მოპოვებულ სხვა მტკიცებულებებთან ერთად.
მოცემულ საქმეში არსებული მტკიცებულებები მოიცავს დოკუმენტებს, რომლებიც მომზადდა იმ ინდივიდების მიერ, რომლებმაც აღკვეთეს (მოცემული) სამართალდარღვევა - ადმინისტრაციული დაკავების და (ადმინისტრაციული სამართალდარღვევის) ოქმი, რომელშიც ასახულია ინფორმაცია იმ სადავო ქმედებებთან მიმართებით, რომლებიც მიეწერებათ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩამდენ ინდივიდებს. სასამართლომ ასევე მიიღო მხარეთა ახსნა-განმარტებები, მოწმეთა ჩვენებები და ვიდეო მასალა....
სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმის მასალები და მხარეების მიერ გაკეთებული განმარტებები ადასტურებს, რომ პირები, რომლებსაც ბრალად ედებათ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენა წინააღმდეგობა გაუწიეს სამართალდამცავების კანონიერ მოთხოვნას. აღნიშნული ექცევა ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლის ფარგლებში და მტკიცებულება, რომელიც განსხვავებულ გადაწყვეტილებას მიაღებინებდა სასამართლოს არ ყოფილა წარდგენილი.
მხარეების მიერ გაკეთებული განმარტების და საქმის მასალების შესაბამისად, დადგენილია, რომ გიორგი მაქარაშვილმა (პირველი მომჩივანი) ჩაიდინა ადმინისტრაციული სამართალდარღვევა. კერძოდ, 2019 წლის 18 ნოემბერს (ის იმყოფებოდა 9 აპრილის ქუჩაზე) საქართველოს პარლამენტის გვერდით (და) არ დაემორჩილა პოლიციელის კანონიერ მოთხოვნას.
ირაკლი კაჭარავამ (მეორე მომჩივანი) ჩაიდინა ადმინისტრაციული სამართალდარღვევა. კერძოდ, 2019 წლის 18 ნოემბერს ის იმყოფებოდა რუსთაველის გამზირზე, საქართველოს პარლამენტის გვერდით ტერიტორიაზე და ბოროტი განზრახვით არ დაემორჩილა პოლიციელის კანონიერ მოთხოვნას.
მას შემდეგ, რაც შეაფასა საქმის მასალები და მხარეთა განმარტებები, სასამართლომ დაადგინა, რომ (ბრალდებულს) არ ჩაუდენია ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლით გათვალისწინებული ქმედება (მტკიცებულებების ნაკლებობის გამო ქმედების ჩადენის უდავოდ დასადასტურებლად). კერძოდ, (ვერ იქნა დადგენილი რომ ბრალდებული) იგინებოდა საჯარო შეკრების ადგილას და არღვევდა საჯარო წესრიგს.
24. სასამართლომ ციტირება მოახდინა პოლიციის შესახებ კანონის, რომელიც არეგულირებს პოლიციელების ქმედებას და გაიმეორა, რომ ივარაუდება, რომ პოლიციელები თავიანთი ვალდებულებების შესრულების დროს მოქმედებენ კეთილსინდისიერად, აქვთ ყველა რელევანტური ნიშან-თვისება და უნარები იმისათვის რომ ადეკვატურად შეაფასონ სიტუაციის კონკრეტული გარემოებები. რაც შეეხება მათი ბრძანებების დაუმორჩილებლობას,
კანონმდებლობა ითვალისწინებდა, სასამართლოს თანახმად, მრავალჯერადი მოთხოვნის დაუმორჩილებლობას. სასამართლომ აღნიშნა, რომ მნიშვნელობა არ ჰქონდა იმას, ბრძნება იყო ზოგადი ხასიათის, თუ კონკეტული ინდივიდის მიმართ იყო გაკეთებული.
25. ამის საწიმააღმდეგოდ, პირველი და მეორე მომჩივნის ინდივიდუალურ გარემობებთან მიმართებით, სასამართლომ აღნიშნა შემდეგი:
„განსახილველ საქმეში დადგენილია, რომ 2019 წლის 18 ნოემბერს თბილისში, რუსთაველის გამზირზე მიმდინარეობდა საპროტესტო აქცია. პოლიციელებმა უზრუნველყვეს აქციის მშვიდობიანი ჩატარება და მოქალაქეთა კონსტიტუციური უფლებების დაცვა. პოლიციელებმა უზრუნველყვეს აქციის მონაწილეების უსაფრთხოების დაცვა და მოქალაქეთა რუსთაველის გამზირზე და მის შემოგარენ ტერიტორიაზე თავისუფალი გადაადგილების კონსტიტუციური უფლების დაცვა. აღნიშნული ქმნის საკმარის საფუძველს იმისათვის, რომ მიჩნეულ იქნას, რომ პოლიციელები იძულებულები იყვნენ წინმსწრებად ემოქმედათ და დაესრულებინათ კანონ დარღვევა, განეხორციელებინათ კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები.
საქმესთან დაკავშირებით წარდგენილი მტკიცებულებები, მხარეთა განმარტებები, მოწმეთა ჩვენებები და ვიდეო ჩანაწერები ადასტურებს პოლიციელების მოწოდებას და იმ ინდივიდთა დაუმორჩილებლობას, რომლებსაც ბრალად ედებათ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენა. კერძოდ, სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლებმა სამართალდარმღვევებისგან მოითხოვეს გზის დატოვება, იმისათვის, რომ მანქანებს თავისუფლად შეძლებოდათ გადაადგილება. ამ მოწოდებას არ დაემორჩილნენ. სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ სამართალდამცავებმა მოითხოვეს ბრძანებაზე დამორჩილება და რომ ეს ბრძანება ეფუძნებოდა კანონს და მიზნად ისახავდა ინდივიდების უსაფრთხოების და საჯარო წესრიგის დაცვის ლეგიტიმური მიზნის მიღწევას. შესაბამისად, ყველა იმ პირმა რომელმაც დაარღვია კანონი - არ დაემორჩილა სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენელბის კანონიერ მოთხოვნებს. შესაბამისად, სასამართლოს მიაჩნია, რომ მათ უნდა ჰქონოდათ მოლოდინი რა შესაძლო რისკის მატარებელი შეიძლება ყოფილიყო პოლიციელების ბრძნებების შეუსრულებლობა.
სასამართლომ ასევე მიუთითა, შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ კანონის 111 ნაწილის 1-ელი პარაგრაფი, რომლის შესაბამისად, მონაწილეების მხრიდან (დემონსტრაციის ან შეკრების დროს) კრების ან სატრანსპორტო გზის მთლიანი ან ნაწილობრივი გადაკეტვის დროს, ადგილობრივი თვითმართველი ხელისუფლების აღმასრულებელ ორგანოს უფლება აქვს გაათავისუფლოს გზა და/ან აღადგინოს ტრანსპორტის მოძრაობა, თუ მონაწილეთა რაოდენობის მხედველობაში მიღებით, (მათთვის) შესაძლებელია შეკრების ან დემონსტრაციის გამართვა (სხვა საშუალებით). როდესაც ადგილობრივი თვითმართველი ხელისუფლების აღმასრულებელი ორგანო ვერ ან არ ახორციელებს იმ უფლებამოსილებას, რაც მას მინიჭებული აქვს ამ დებულებით, საქართველოს მთავრობას უფლება აქვს მიიღოს ასეთი გადაწყვეტილება. მეორე პარაგრაფის თანახმად, აღნიშნული არ არის ნებადართული თუ მონაწილეთა რაოდენობის საფუძველზე, შეუძლებელია შეკრების ან დემონსტრაციის (სხვა საშუალებით) ჩატარება და იმის გათვალისწინებით, რომ ამ კანონით გათვალისწინებული ყველა მუხლი არის დაცული. მითითებული დებულების მე-3 პარაგრაფის თანახმად, ადგილობრივი თვითმართველი ხელისუფლების აღმასრულებელმა ორგანომ (და) საქართველოს მთავრობამ 1-ელი პარაგრაფით გათვალისწინებული გადაწყვეტილება უნდა მიიღონ ყოველ კონკრეტულ სიტუაციაში, არსებულ გარემოებებზე დაყრდნობით და საჯარო ინტერესის შესაბამისად, კანონის მე-2 ნაწილის მე-3 პარაგრაფის ნორმების შესაბამისად. დაუშვებელია გზის განზრახ გადაკეტვა თუ აღნიშნული არ არის აუცილებელი კრების ან დემონსტრაციის მონაწილეთა რაოდენობიდან გამომდინარე. თანაბრად დაუშვებელია მანქანების გამოყენებით, სხვადასხვა საგნების ან/და ნივთების გამოყენებით გზის გადაკეტვა.
26. თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება მესამე მომჩივანთან მიმართებით შეიცავდა იდენტურ დასაბუთებას მტკიცებულებების შეფასების კუთხით (იხილეთ 23-ე პარაგრაფი ზემოთ). პირველ და მეორე მომჩივნის მსგავსად, მესამე მომჩივანი გამართლდა წვრილმანი ხულიგნობის ნაწილში მტკიცებულებების ნაკლებობის გამო. რაც შეეხება პოლიციელის კანონიერი მოთხოვნის შეუსრულებლობას, პირველი და მეორე მომჩივნის გადაწყვეტილებაში ასახული დასაბუთების მსგავსი დასაბუთება იყო ასახული (იხილეთ 24-25 პარაგრაფები ზემოთ). სასამართლომ დაადგინა, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებები ადასტურებდა, რომ პოლიციას გაცემული ჰქონდა კანონიერი ბრძანება მოძრაობისთვის გზის გახსნის მიზნით და რომ მესამე მომჩივანი არ დაემორჩილა ამ ბრძანებას.
27. ამგვარად, პირველი ინსტანციის სასამართლომ სამივე მომჩივანი ცნო დამნაშავედ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევაში, პოლიციელის კანონიერი მოთხოვნის შეუსრულებლობაში ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლის საფუძველზე (იხილეთ პარაგრაფი 40 ქვემოთ) და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 33-ე და 35-ე მუხლების საფუძველზე დაადგინა, რომ პირველი მომჩივნისთვის თავისუფლების აღკვეთა თორმეტი დღით, მეორე მომჩივნისთვის ოთხი დღით და მესამე მომჩივნისთვის შვიდი დღით (ჯარიმის დაკისრების საპირისპიროდ) იქნებოდა ყველაზე შესაფერისი სანქცია სასჯელის მიზნების მიღწევისათვის.
28. 2019 წლის 22 ნოემბერს მომჩივნებმა სააპელაციო საჩივარი შეიტანეს. ისინი დაობდნენ, რომ ადმინისტრაციული დაკავების და ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმები ბუნდოვანი ტერმინოლოგიით იყო შედგენილი, რაც შეუძლებელს ხდიდა დაცვის მიზნით მომზადებას და რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება არ შეიცავდა საკმარის დასაბუთებას მათთვის პასუხისმგებლობის დაკისრების გასამართლებლად. მეტიც, მომჩივნის ინდივიდუალური გარემობების მხედველობაში მიღებით, პირველ მომჩივანთან მიმართებით, აღნიშნული იყო, რომ საქმეში არსებული ვიდეო მასალა აჩვენებდა მხოლოდ მის ესკორტირებას პოლიციის მანქანით, მისი დაკავების გარემოებების ნაცვლად. რაც შეეხება მეორე მომჩივანს, აღნიშნული იყო, რომ არ არსებობდა ვიდეო მასალა ან სხვა მტკიცებულება რაც დაადასტურებდა პოლიციელების მონათხრობს და ადმინისტრაციული დაკავების და ადმინისტრაციული პატიმრობის ოქმების შინაარს. მესამე მომჩივანმა აღნიშნა, რომ ერთ ვიდეო ჩანაწერში, რომელიც შეფასდა საქმისწარმოების დროს ჩანდა თუ როგორ იჯდა ის გზაზე, მაშინ როდესაც სხვამ აჩვენა რომ ის პოლიციელების წინ იდგა საქართველოს დროშით მხარზე და უსტვენდა სასტვენით - ქვეყანაში არსებული ვითარების განზრახი არაძალადობრივი პროტესტის ნიშნად. მომჩივნები აცხადებდნენ, რომ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის სამართალწარმოება იყო „სისხლისსამართლებრივი“ თავისი ხასიათიდან გამომდინარე კონვენციის მე-6 მუხლის გაგებით, რაც აუცილებელს ხდიდა სისხლის სამართლის პროცესის სტანდარტების გამოყენებას, მათ შორის იმ პრინციპის, რომ არავინ არის ვალდებული ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა და რომ ნებისმიერი ეჭვი ბრალდებულის სასარგებლოდ უნდა გადაწყდეს. მომჩივნები აცხადებდნენ, რომ მათი მსჯავრდება უტოლდებოდა გადაკეტვისთვის აქციის მონაწილეების კოლექტიურად დასჯას - მხოლოდ რამდენიმე მონაწილის პარლამენტის შესასვლელში დემონსტრაციისთვის. მათ ასევე განაცხადეს, რომ ისინი კანონიერად იყენებდნენ თავიანთ პროტესტის უფლებას დემოკრატიულ საზოგადოებაში მნიშვნელოვანი საკითხებთან მიმართებით. სამივე მომჩივანი ზოგადი თვალსაზრისით ასევე აცხადებდა, რომ პოლიციელებმა გამოიყენეს გადაჭარბებული ძალა დემონსტრაციის დაშლისას და რომ მათი დაკავება და მსჯავრდებას საზიანო ეფექტი ექნებოდა მშვიდობიანი შეკრების უფლებაზე.
29. 2019 წლის 25 და 26 ნოემბერს თბილისის სააპელაციო სასამართლომ, როგორც საბოლოო ინსტანციის სასამართლომ, წერილობითი საქმისწარმოების ფარგლებში, დაუშვებლად ცნო მომჩივნების სააპელაციო საჩივრები როგორც აშკარად დაუსაბუთებელი. სასამართლომ მოკლედ აღნიშნა, რომ მომჩივნებმა ვერ შეძლეს წარმოეჩინათ რა მნიშვნელოვანი საკითხები და მტკიცებულებები ვერ იქნა საკმარისად შეფასებული ქვედა ინსტანციის სასამართლოს მიერ, კანონის რომელი მოთხოვნები იქნა დარღვეული ან/და რა შეცდომები დაუშვა პირველი ინსტანციის სასამართლომ მათი საქმეების განხილვისას. სააპელაციო სასამართლომ დაამატა, რომ რელევანტური გარემოებების შეფასებისას, პირველი ინსტანციის სასამართლომ მხედველობაში მიიღო მომჩივნების საქმესთან დაკავშირებული ყველა ფაქტი, ამგვარად, გაამართლა სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრების დაუშვებლად ცნობასთან დაკავშირებით.
III კონვენციის მე-6 მუხლის სავარაუდო დარღვევა
2. სასამართლოს შეფასება
რელევანტური ზოგადი პრინციპები შეჯამდა საქმეებში Kress v. France ([GC], no. 39594/98, § 72, ECHR 2001-VI); Bykov v. Russia ([GC], no. 4378/02, §§ 88 and 90, 10 March 2009); Janosevic v. Sweden (no. 34619/97, §§ 96-97 and 101, ECHR 2002-VII); Navalnyy and Yashin v. Russia (no. 76204/11, § 82, 4 December 2014); Frumkin v. Russia, no. 74568/12, §§ 159-62, 5 January 2016; and Karelin (cited above, §§ 51-57).
58. სასამართლო მხედველობაში იღებს მომჩივნების განცხადებას ადმინისტრაციული სამართალდარღვევის სამართალწარმოებისას ეროვნული კანონმდებლობის სავარაუდო არადამაკმაყოფილებელი მდგომარეობის შესახებ. თუმცა სასამართლოს ფუნქცია არ არის ეროვნული კანონმდებლობის ზოგადი შეფასება. სანაცვლოდ, სასამართლო უნდა შემოიფარგლოს, რამდენადაც ეს შესაძლებელია, წინამდებარე საქმეში წარმოდგენილი საკითხების შეფასებით, ისე რომ არ დაიკარგოს ზოგადი კონტესტი. შესაბამისად, ის განსაზღვრავს, საქმის გარემოებების მხედველობაში მიღებით, მომჩივნების სასამართლო პროცესში ხომ არ დარღვეულა კონვენციის მე-6 მუხლით გათვალისწინებული უფლებები (იხილეთ Mikhaylova v. Russia, no. 46998/08, § 86, 19 November 2015).
59. მომჩივნების კონკრეტული საჩივრების შეფასებისას, სასამართლოს არ მიაჩნია, რომ პროკურორის არ ყოფნამ მომჩივნების ადმინისტრაციული სამართალდარღვევის სამართალწარმოებისას, თავისთავად დაარღვია ობიექტური მიუკერძოებლობის ვალდებულება კონვენციის მე-6 მუხლის საფუძველზე. კერძოდ, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ავტორი, საქართველოს ეროვნული კანონმდებლობის შესაბამისად, არის სამართალწარმოების მხარე და უფლებამოსილია წარადგინოს ამ სამართალწარმოების ფარგლებში სააპელაციო საჩივარი ეროვნული სასამართლოების გადაწყვეტილებების წინააღმდეგ (იხილეთ 42-43 პარაგრაფები ზემოთ, შეადარეთ და დაუპირისპირეთ Karelin, ციტირებულია ზემოთ, § 79, და Hasanov and Majidli v. Azerbaijan, nos. 9626/14 and 9717/14, § 39, 7 ოქტომბერი 2021).
60. ამავდროულად, სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემული საქმის გარემოებების მხედელობაში მიღებით არსებობს ახლო კავშირი ერთი მხრივ, მომჩივნების მიმართ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის სამართალწარმოების დროს პროკურორის არ ყოფნასა და მეორეს მხრივ ეროვნული სასამართლოების პოზიციას შორის, ამ სამართალწარმოებაში მტკიცების ტვირთთან მიმართებით მათ შორის პოლიციელების მიერ წარდგენილი მტკიცებულებებთან დაკავშირებით, გარკვეული ვარაუდების მიღებაში, რომლებიც მოქმედებდნენ როგორც ბრალმდებლები.
61. მოცემულ საქმეში პირველი ინსტანციის სასამართლომ განაცხადა, რომ პოლიციელების მიერ წარდგენილი მტკიცებულება, რომელთა ნაწილი მოქმედებდა როგორც პროკურატურის ორგანო სარგებლობდა ნდობის მაღალი ხარისხით (იხილეთ 23-24 პარაგრაფები ზემოთ). სასამართლომ ეს შეფასება გაამართლა ტერმინით „კარგი მმართველობის ვარაუდი“, პოლიციელებმა იციან მსგავსი სიტუაციები. დასაბუთებას ავსებდა განცხადება, რომ იმ პირთა ჩვენებები, რომლებსაც ბრალად ედებოდათ სამართალდარღვევის ჩადენა ვერ იქნებოდა სანდო, რადგან შესაძლოა მიზანი პასუხისმგებლობის თავიდან არიდება იყო, მანამ არ დადასტურდებოდა სხვა მტკიცებულებებით (Ibid). სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა ეს შეფასება.
62. სასამართლო აღნიშნავს, რომ პოლიციელების მიერ წარდგენილ მტკიცებულებებთან მიმართებით მსგავსი მიდგომა საკმაოდ სწორად იყო გაკრიტიკებული უზენაესი სასამართლოს მიერ, როგორც ზოგადი პრინციპი (იხილეთ 44 პარაგრაფი ზემოთ). სასამართლო აღნიშნავს, რომ „მოწმის“ ცნება კონვენციის სისტემაში ავტონომიური კონცეფციაა, ეროვნულ სამართლებრივ სისტემებში კლასიფიცირებისგან დამოუკიდებლად (იხილეთ (see Ürek and Ürek v. Turkey, no. 74845/12, § 50, 30 July 2019). სასამართლო შეაფასებს ეროვნული სასამართლოების მხრიდან პოლიციელების მიერ წარდგენილი მტკიცებულებებზე მიდგომის რეალურ გავლენას მომჩივნების საქმეზე. ამ კონტექსტში, სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ ფაქტზე, რომ სამივე მომჩივანს მათ მიერ არჩეული ადვოკატები წარმოადგენდნენ და მათ ჰონდათ შესაძლებლობა დაეკითხათ მოწმეები მათ წინააღმდეგ, მათ შორის შესაბამისი პოლიციელები (შეადარეთ და განასხვავეთ Navalnyy and Gunko v. Russia, no. 75186/12, § 66, 10 November 2020). სასამართლო ასევე აღნიშნავს, რომ პირველმა და მეორე მომჩივანმა აირჩიეს არ მიეცათ ჩვენება სასამართლოსთვის, მაშინ როცა მესამე მომჩივანმა აღიარა რომ იმყოფებოდა გზაზე პოლიციელების მიერ გაცემული მითითების მიუხედავად (იხილეთ პარაგრაფი 21 ზემოთ).
63. მნიშვნელოვანია, რომ მაშინ როცა სასამართლომ ჩამოაყალიბა მოსაზრება რომ პოლიციელების ჩვენებები პრინციპში იქნებოდა საკმარისი მტკიცების ტვირთის მომჩივნებზე გადასატანად, სასამართლოს მხედველობიდან არ რჩება ფაქტი რომ მაგალითად, პოლიციელების განცხადება რომ მომჩივნები იგინებოდნენ არ იქნა საკმარისად მიჩნეული, თავისთავად მტკიცების ტვირთის მომჩივნებზე გადასატანად. კერძოდ, სასამართლომ ის დაუსაბუთებლად მიიჩნია და სამივე მომჩივანი წარდგენილ ბრალდებაში გაამართლა. რაც შეეხება მომჩივნების მსჯავრდებას პარლამენტთან მიმავალი გზის გადაკეტვის ნაწილში, მაშინ როდესაც პირველი და მესამე მომჩივნის მსჯავრი ნამდვილად დიდწილად ეფუძნებოდა პოლიციელების მონათხრობს, ის ასევე იყო გამყარებული სხვა მტკიცებულებებით როგორიცაა სადავო მოვლენების ამსახველი ვიდეო მასალა. ეროვნული სასამართლოების უფლებამოსილება იყო შეეფასებინა მსგავსი მასალის რელევანტურობა და საკმარისობა პირველი და მესამე მომჩივნის მსჯავრდებასთან მიმართებით. ამ გარემოებებში და იმის მხედველობაში მიღებით, რომ სასამართლოს არ აქვს ეროვნული სასამართლოების წინაშე არსებული საქმის სრული მასალების იდენტური ასლი, სასამართლოს არ მიაჩნია, რომ ეროვნული სასამართლოს მსჯელობამ მტკიცებულებების შეფასებისას, პრაქტიკაში გავლენა იქონია პირველ და მესამე მომჩივანზე, მათ მსჯავრდებასთან მიმართებით. შესაბამისად, პირველ და მესამე მომჩივნებთან მიმართებით არ დარღვეულა კონვენციის მე-6 მუხლი.
64. ამის საპირისპიროდ, მეორე მომჩივნის მსჯავრდებასთან მიმართებით, პოლიციელების მიერ მის წინააღმდეგ მიცემული ჩვენებები არ იყო გამყარებული მტკიცებულებებით გარდა პოლიციელების მონათხრობისა, რაც არ გამხდარა სადავო (see paragraph 76 below, in fine). ამ გარემოებაში, მეორე მომჩივანი აღმოჩნდა ისეთ სიტუაციაში სადაც მოუწია საკუთარი უდანაშაულობის მტკიცება, პოლიციელების ბრალდებების გარშემო, ბრალდების მხარის მონათხრობის გარდა არანაერი სხვა მტკიცებულებების არსებობისა. მაშინ როცა მეორე მომჩივანი უთითებდა უდანაშაულობის პრეზუმციის პრინციპზე, ობიექტურ მიუკერძოებლობაზე და თანასწორუფლებიანობაზე, სასამართლოს მიაჩნია, რომ ეროვნული სასამართლოს მიერ პოლიციელების მიერ წარდგენილი ჩვენებების შეფასებამ, მოცემული საქმის გარემოებებით, მთლიანობაში შეასუსტა მეორე მომჩივნის მიმართ სამართალწარმოების სამართლიანობა. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაში არ არის მითითება რომ მან საკმარისად იმსჯელა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიდგომაზე. მსჯელობა, რომელიც აუცილებელი იყო პოლიციელების მტკიცებულებებთან მიმართებით უზენაესი სასამართლოს პრაქტიკის მხედველობაში მიღებით (იხილეთ პარაგრაფი 44 ზემოთ) და საქმეში სხვა დამატებითი მტკიცებულების არ არსებობის გამო. შესაბამისად, მეორე მომჩივანთან მიმართებით დაირღვა კონვენციის მე-6 მუხლის (1) ნაწილი.
IV. კონვენციის მე-11 მუხლის სავარაუდო დარღვევა
2. სასამართლოს შეფასება
(ა) ზოგადი პრინციპები
78. შეკრების თავისუფლება ფუნდამენტური უფლებაა დემოკრატიულ საზოგადოებაში და გამოხატვის თავისუფლების მსგავსად წარმოადგენს მსგავსი საზოგადოების საფუძველს. ამგვარად, ის შეზღუდულად არ უნდა განიმარტოს (იხილეთ Kudrevičius and Others, cited above, § 91, and Navalnyy v. Russia [GC], nos. 29580/12 and 4 others, § 98, 15 November 2018).
79. კონვენციის მე-11 მუხლი იცავს მხოლოდ „მშვიდობიანი შეკრების“ უფლებას, ცნებას, რომელიც არ მოიცავს საპროტესტო აქციას სადაც ორგანიზატორებსა და მონაწილეებს ძალადობრივი განზრახვა აქვთ. შესაბამისად, მე-11 მუხლის გარანტიები ვრცელდება ყველა შეკრებაზე გარდა იმ შეკრებებისა სადაც ორგანიზატორებს და მონაწილეებს აქვთ მსგავსი განზრახვები, ძალადობის წახალისება ან სხვაგვარად უარყოფენ დემოკრატიული საზოგადოების საფუძვლებს (იხილეთ Kudrevičius and Others, ციტირებულია ზემოთ § 92).
80. მაშინაც კი, როდესაც არსებობს რეალური საფრთხე რომ ადგილი ექნება არეულობას, ორგანიზატორების კონტროლს მიღმა განვითარებული მოვლენების გამო, მსგავსი საპროტესტო აქცია როგორც ასეთი, არ ამოვარდება მე-11 მუხლის პირველი პარაგრაფის ფარგლებიდან და ნებისმიერი შეზღუდვა, რომელიც დაწესდება უნდა იყოს დებულების მეორე პარაგრაფის პირობებთან შესაბამისობაში (ibid., § 94).
81. იმის დასადგენად შეუძლია თუ არა მომჩივანს მოითხოვოს მე-11 მუხლის საფუძველზე დაცვა, სასამართლო მხედველობაში იღებს (i) არსებობდა თუ არა მშვიდობიანი შეკრების განზრახვა, თუ ორგანიზატორებს ძალადობრივი განზრახვა ჰქონდათ; (ii) გამოამჟღავნა თუ არა მომჩივანმა ძალადობრივი განზრახვა როდესაც შეუერთდა შეკრებას და (iii) მიაყენა თუ არა მომჩივანმა ვინმეს ფიზიკური დაზიანება (იხილეთ Shmorgunov and Others v. Ukraine, nos. 15367/14 and 13 others, § 491, 21 January 2021). სასამართლო აღნიშნავს, რომ იქ სადაც ორივე მხარე - აქციის მონაწილეები და პოლიციელები ჩართულები იყვნენ ძალადობრივ ქმედებებში, ზოგჯერ აუცილებელია შემოწმდეს ვინ დაიწყო ძალადობა (იხილეთ Primov and Others v. Russia, no. 17391/06, § 157, 12 June 2014).
82. ზემოაღნიშნული კრიტერიუმის საფუძველზე თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ მომჩივანი დაცული იყო მე-11 მუხლით, ის გაანალიზებს ჩარევის პროპორციულობას დაკისრებული სანქციის ფარგლებში. სასამართლოს მიაჩნია, რომ როცა ინდივიდები ჩართულები არიან ძალადობრივ ქმედებებში სახელმწიფო ხელისუფლება სარგებლობს შეფასების ფართო თავისუფლების ფარგლებით შეკრების უფლებაში ჩარევის საჭიროების განსაზღვრისას და სანქციის დაკისრება მსგავსი დასაძრახი ქმედების ჩადენისას შესაძლოა მიჩნეულ იქნას კონვენციის მე-11 მუხლის გარანტიებთან შესაბამისად. და მაინც, ხანგრძლივი პატიმრობა პოლიციელებთან შეუიარაღებელი დაპირისპირებისას, ან მათთვის ქვების ან ნებისმიერი საგნის სროლა ისე რომ ამას არ გამოუწვევია სერიოზული ფიზიკური დაზიანება ზოგიერთ შემთხვევებში მიჩნეულ იქნა არაპროპორციულად (იხილეთ Shmorgunov and Others, cited above, § 492).
83. ორგანიზატორების ძალადობრივი განზრახვის მტკიცების ტვირთი ხელისუფლებას აწევს (იხილეთ Christian Democratic People’s Party v. Moldova (no. 2), no. 25196/04, § 23, 2 February 2010).
84. სასამართლოს მოსაზრებით, მიუხედავად იმისა, რომ თანამედროვე საზოგადოებაში შეკრების თავისუფლების გამოყენების უფლების კონტექტში არ არის იშვიათი მოვლენა ფიზიკური ქმედება განზრახ შეფერხდეს მოძრაობა და ჩვეულებრივი ცხოვრება, იმისათვის, რომ სერიოზულად შეეშალოს ხელი სხვების საქმიანობას, აღნიშნული არ წარმოადგენს უფლების ბირთვს, როგორც ის დაცულია კონვენციის მე-11 მუხლით. ამ მდგომარეობას შესაძლოა ჰქონდეს გარკვეული გავლენა „საჭიროების“ შესაფასებლად, რომელიც უნდა განხორციელდეს მე-11 მუხლის მეორე პარაგრაფის საფუძველზე (იხილეთ Kudrevičius and Others, cited above, § 97).
85. საჯარო ადგილას ნებისმიერმა საპროტესტო აქციამ შეიძლება გამოიწვიოს ცხოვრების ჩვეული რიტმის გარკვეულ დონეზე შეზღუდვა. ეს ფაქტი იმთავითვე არ ამართლებს შეკრების თავისუფლების უფლებაში ჩარევას, რადგან მნიშვნელოვანია, რომ საჯარო ხელისუფლების ორგანოებმა აჩვენონ ტოლერანტობის გარკვეული დონე. შესაფერისი „ტოლერანტობის დონე“ ვერ იქნება აბსტრაქტულად განსაზღვრული: სასამართლომ უნდა შეაფასოს საქმის ფაქტობრივი გარემოებები და შეაფასოს „ჩვეულებრივი ცხოვრების შეზღუდვის“ მოცულობა. ამგვარად, მნიშვნელოვანია გაერთიანებებმა და სხვებმა, რომლებიც აორგანიზებენ დემონსტრაციებს, როგორც დემოკრატიული პროცესების აქტორები, დაემორჩილონ პროცესის მარეგულირებელ ნორმებს მოქმედი რეგულაციების შესრულების კუთხით (ibid., § 155).
86. ორგანიზატორების მიერ წესების განზრახ შეუსრულებლობა და დემონსტრაციის ან მისი ნაწილის იმგვარად ორგანიზება რომ გამოიწვიოს ჩვეულებრივი ცხოვრების შეფერხება და სხვა საქმიანობები, რომლებიც აჭარბებს იმას რაც გარდაუვალია მსგავს გარემოებებში წარმოადგენს ქმედებას, რომელიც კონვენციის საფუძველზე ვერ ისარგებლებს დაცვის იმავე პრივილეგიით როგორც საჯარო ინტერესის საკითხებზე პოლიტიკური გამოსვლა ან დებატები ან მსგავს საკითხებზე აზრის მშვიდობიანი გამოხატვა. საპირისპიროდ, სასამართლოს მიაჩნია, რომ ხელშემკვრელი სახელმწიფო სარგებლობს შეფასების თავისუფლების ფართო ფარგლებით, მსგავსი ქმედების შეზღუდვის მიზნით საჭირო ღონისძიებების განხორციელების შეფასებისას (ibid., § 156).
87. აქციის მონაწილეების მხრიდან ჩვეულებრივი ცხოვრების ან სხვების მიერ კანონიერად განხორციელებული საქმიანობის განზრახი სერიოზული შეფერხება, იქ სადაც აღნიშნული შეფერხება იყო უფრო მნიშვნელოვანი ვიდრე საჯარო ადგილას შეკრების თავისუფლების უფლებით სარგებლობა, შესაძლებელია მიჩნეულ იქნას „დასაგმობ ქმედებად“ კონვენციის პრეცედენტული სამართლის შესაბამისად. მსგავსმა ქმედებამ შესაძლებელია გაამართლოს ჯარიმების დაკისრება, მათ შორის სისხლისსამართლებრივი ხასიათის (ibid., § 173).
88. როდესაც სასამართლო აფასებს, მისი ფუნქცია არ არის ჩაანაცვლოს რელევანტური ხელისუფლების ორგანოების მოსაზრებები თავისი მოსაზრებებით, არამედ მისი ფუნქციაა მე-11 მუხლის საფუძველზე შეამოწმოს მათ მიერ მიღებული გადაწყვეტილებები. ეს იმას არ ნიშნავს, რომ სასამართლო ვალდებულია შემოიფარგლოს იმის დადგენით სახელმწიფომ გამოიყენა თუ არა თავისი დისკრეცია გონივრულად, ფრთხილად და კეთილსინდისიერად, მან უნდა შეაფასოს სადავო ჩარევა მთლიანი საქმის მხედველობაში მიღებით და განსაზღვროს, მისდევდა თუ არა ის „ლეგიტიმურ მიზანს“, პასუხობდა თუ არა „მწვავე საზოგადოებრივ საჭიროებას“და კონკრეტულად, იყო თუ არა მიზნის პროპორციული და იყო თუ არა მის გასამართლებლად ეროვნული ხელისუფლების მიერ მოყვანილი მიზეზები „რელევანტური და საკმარისი“ (ibid., § 143). სასამართლო უნდა დარწმუნდეს, რომ ხელისუფლების ორგანოებმა გამოიყენეს სტანდარტები, რომლებიც შესაბამისობაშია მე-11 მუხლში ასახულ პრინციპებთან და მეტიც, მათ თავიანთი გადაწყვეტილებები რელევანტური ფაქტების მისაღებ შეფასებას დაუქვემდებარეს (ibid.).
(ბ) ამ პრინციპების გამოყენება მოცემულ საქმეში
(i)11-ე მუხლის გამოყენება და ჩარევის არსებობა
89. დასაწყისში, სასამართლო აღნიშნავს, რომ 2019 წლის 18 ნოემბრის საპროტესტო აქცია, როგორც მომჩივნებმა აღიარეს, მიზნად ისახავდა პარლამენტის საქმიანობისთვის ხელის შეშლას. ამ მიზნით, ორგანიზატორებმა და ზოგიერთმა მონაწილემ გადაკეტეს შენობის ყველა შესასვლელი. მომჩივნების თანახმად, ამ სახის პროტესტი განხორციელდა პარლამენტის უარის საპასუხოდ წინათ დაგეგმილი საარჩევნო რეფორმის შეუსრულებლობის გამო, რომლის მიზანიც ქვეყანაში დემოკრატიული პროცესების გაუმჯობესება იყო. ამის საპირისპიროდ, მთავრობა ამტკიცებდა, რომ ქვეყანაში მთავარი საკანონმდებლო ორგანოს შესასვლელის გადაკეტვა და დემოკრატიული ფუნქციების პარალიზება თავისთავად მოდიოდა წინააღმდეგობაში დემოკრატიული საზოგადოების საფუძვლებთან და ამდენად წარმოადგენდა დასაგმობ ქმედებას, რამაც აქციას და მის მონაწილეებს შეუზღუდა კონვენციის მე-11 მუხლით გათვალისწინებული გარანტიებით სარგებლობის შესაძლებლობა.
90. ამის საპირისპიროდ, სასამართლო ხელმეორედ აღნიშნავს, რომ მე-11 მუხლით გათვალისწინებული გარანტიები ვრცელდება ყველა შეკრებაზე გარდა ისეთი შეკრებებისა, სადაც ორგანიზატორებს და მონაწილეებს აქვთ ძალადობრივი მიზნები, ახალისებენ ძალადობას, ან სხვა მხრივ უარყოფენ დემოკრატიული საზოგადოების საფუძვლებს (იხილეთ 79-ე პარაგრაფი ზემოთ). ამ მხრივ, მთავრობამ ვერ წარმოაჩინა, რომ 2019 წლის 18 ნოემბრის საპროტესტო აქციას ჰქონდა ძალადობრივი მიზანი, ძალადობას ახალისებდა, ან ძალადობრივი გახდა მაშინ, როდესაც მიღებულ იქნა მომჩივნების დაკავების შესახებ გადაწყვეტილება. არც ეროვნული სასამართლოების დასაბუთებაში ყოფილა ამაზე საუბარი (იხილეთ პარაგრაფები 20-29 ზემოთ).
91. რაც შეეხება საკითხს იმასთან დაკავშირებით, რომ აქციამ სხვაგავარად შეარყია დემოკრატიული საზოგადოების საფუძვლები, სასამართლო მხედველობაში იღებს იმ ფაქტს, რომ მოცემულ საქმეში პროტესტის დამაბრკოლებელი ხასიათი, მისი შეუსაბამობა მოქედ ეროვნულ კანონმდებლობასთან და რეგულაციებთან (იხილეთ პარაგრაფები 32-35 ზემოთ), და ის რომ მას შეეძლო პარლამენტის საკანონმდებლო პროცესის შემაფერხებელი ყოფილიყო (იხილეთ პარაგრაფი 7, 10 და 18 ზემოთ) ვერ იქნება მნიშვნელობის მიღმა დატოვებული. თუმცა, სასამართლო ხელმეორედ აღნიშნავს, რომ საკითხი იმასთან დაკავშირებით ვარდება თუ არა შეკრება მე-11 მუხლის 1-ელი პარაგრაფის „მშვიდობიანი შეკრების“ ავტონომიურ ცნებაში დამოუკიდებელია იმ საკითხისგან იყო თუ არა შეკრება ეროვნული კანონმდებლობის პროცედურულ ნაწილთან შესაბამისობაში, აღნიშნული საკითხი მხოლოდ მას შემდეგ ხდება რელევანტური რაც სასამართლო დაასკვნის, რომ შეკრება ვარდება განხილული დებულების დაცვის სფეროში (იხილეთ, Navalnyy, ციტირებულია ზემოთ, § 99).
92. ამ მხრივ, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ პარლამენტის ეფექტიანი საქმიანობის უზრუნველყოფა დემოკრატიული საზოგადოებისთვის უმნიშვნელოვანესი ღირებულებისაა (იხილეთ Selahattin Demirtaş v. Turkey (no. 2) [GC], no. 14305/17, § 383, 22 დეკემებრი 2020). მოცემულ საქმეში, მაშინ როდესაც სადავო შეკრების საფუძველზე გადაიკეტა პარლამენტის შენობა და მისი მიზანი, საკანონმდებლო პროცესისთვის ხელი შეშლა იყო, როგორც პროტესტის ფორმა, ის გულისხმობდა პოლიტიკური მოსაზრებების გამოხატვას - კერძოდ, ეწინააღმდეგებოდა მმართველი პარტიის უარს შეესრულებინა თავისი ვალდებულება, განეხორციელებინა საარჩევნო სისტემის რეფორმა 2024 წლის არჩევნების 2020 წელს ჩატარებასთან დაკავშირებით. აღსანიშნავია ახლო კავშირი მე-11 მუხლით გათვალისიწნებულ შეკრების თავისუფლებასა და მე-10 მუხლით გათვალისიწინებულ გამოხატვის თავისუფლებას შორის (ibid., § 101) სასამართლო მზად არის მოცემული საქმის გარემოებების საფუძველზე გაიზიაროს, რომ პოლიტიკოსების, სამოქალაქო აქტივისტების და ჩვეულებრივი მოქალაქეების მიერ საკანონმდებლო რეფორმის გაპროტესტება მიზნად ისახავდა ქვეყანაში დემოკრატიული პროცესების გაუმჯობესებას, მიუხედავად იმისა, რომ პროტესტის დამაბრკოლებელი ფორმა იქნა გამოყენებული, აღნიშნული არ უნდა იქნეს მიჩნეული დემოკრატიული საზოგადოების საფუძვლების უარყოფად.
93. შესაბამისად, იმის ნაცვლად რომ მოცემულ საქმეში სრულად გამოირიცხოს კონვენციის მე-11 მუხლის გამოყენება (იხლეთ პარაგრაფი 78 ზემოთ), ამ განზრახი ქმედების მიზანი იყო ჩვეულებრივი ცხოვრების რიტმისთვის ხელის შეშლა იმისათვის, რომ სერიოზულად შეეფერხებინა პარლამენტის მიერ განხორციელებული საქმიანობა რასაც გავლენა ექნება „საჭიროების“ შეფასებისას, რომელიც ხორციელდება მე-11 მუხლის მეორე ნაწილის საფუძველზე (გადაკეტვის როგორც პროტესტის ფორმასთან მიმართებით სასამართლოს მსგავსი მიდგომა სხვა წყაროებთან ერთად იხილეთ Kudrevičius and Others, cited above, § 97, with further references therein, and Donat and Fassnacht-Albers v. Germany (dec.), nos. 6315/09 and 12134/09, § 67, 11 February 2014; see also G. v. Germany, no. 13079/87, Commission decision of 6 March 1989, Decisions and Reports 60, p. 263).
94. სასამართლოს მიაჩნია, რომ მომჩივნებს უფლება აქვთ ისარგებლონ მე-11 მუხლის გარანტიებით, რომელიც გამოყენებადია მოცემულ საქმეში. მომჩივნების დაკავება და მათი მსჯავრდება ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმისწარმოების ფარგლებში წარმოადგენს მშვიდობიანი შეკრების თავისუფლების უფლებაში ჩარევას. შესაბამისად, სასამართლო არ იზიარებს მთავრობის მოსაზრებას.
(ii) იყო თუ არა ჩარევა კანონით გათვალისწინებული
95. დემონსტრაციის ჩატარების წესები ნათლად იყო ასახული შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ კანონში და ითვალისწინებდა ადმინისტრაციული შენობების შესასვლელების გადაკეტვის და დემონსტრაციის დროს მოძრაობის განზრახ შეფერხების აკრძალვას (იხილეთ პარაგრაფები 32-35 ზემოთ). იმ პერიოდში მოქმედი ეროვნული კანონმდებლობა ითვალისწინებდა გარკვეულ ღონისძიებებს, რომლებიც შეიძლებოდა გამოყენებული ყოფილიყო აღნიშნული წესების დარღვევის შემთხვევაში (იხილეთ პარაგრაფები 36-37 და 40-41 ზემოთ). ის ფაქტი, რომ მომჩივნების მსჯავრდება დაეფუძნა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის უფრო ზოგად და არა სპეციალურ დებულებას (შეადარეთ პარაგრაფები 40 და 41 ზემოთ) გავლენას არ ახდენს ჩარევის კანონიერებაზე, რადგან ეს დებულებები არ არიან ურთიერთგამომრიცხავი და ითვალისწინებდნენ იდენტურ საპატიმრო სანქციას.
96. შესაბამისად, სასმართლოს მიაჩნია, რომ სადავო ღონისძიებებს ჰქონდა საფუძველი ეროვნულ კანონმდებლობაში.
(iii) მისდევდა თუ არა ჩარევა ლეგიტიმურ მიზანს
97. სასამართლო იზიარებს რომ მომჩივნების დაკავება და შემდგომი გასამართლება კანონიერი მოთხოვნის შეუსრულებლობის გამო ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის მისდევდა უწესრიგობის თავიდან აცილების და საზოგადოებრივი უსაფრთხოების დაცვის ლეგიტიმურ მიზანს.
(iv) იყო თუ არა ჩარევა აუცილებელი დემოკრატიულ საზოგადოებაში
(ა) პირველი და მესამე მომჩივანი
98. მომჩივნების მიმართ განხორციელებული ღონისძიებების აუცილებლობის და პროპორციულობის შეფასებისას,სასამართლო აღნიშნავს, რომ 2019 წლის 18 ნოემბრის აქცია იყო განზრახ სტრუქტურირებული იმგვარად, რომ ხელი შეეშალა საზოგადოების ჩვეულებრივი ცხოვრებისთვის დემოკრატიულად არჩეული საკანონმდებლო ორგანოს საქინობის შეფერხებით, მანამ მათი გარკვეული მოთხოვნები არ შესრულდებოდა, რელევანტური წესებისა და რეგულაციების აშკარა დარღვევით (იხილეთ პარაგრაფები 9-10, 32-35, 41 და 74 ზემოთ). მეტიც, სასამართლო ვერ გაიზიარებს პირველი და მესამე მომჩივნების თითქოს ურთიერთგამომრიცხავ წარდგინებებს და საქმისწარმოების ფარგლებში გაკეთებულ განცხადებებს, მათ მიერ პროტესტის დამაბრკოლებელი ფორმის არჩევასთან დაკავშირებით (თავდაპირველად პარლამენტის შენობის შესასვლელის გადაკეტვასთან მიმართებით და შემდგომ გზაზე ჯდომასთან დაკაშირებით, რომელიც მიდიოდა შესასვლელისკენ - როგორც ჩანს იმ მიზნით, რომ ხელი შეეშალათ პოლიციელების მცდელობისთვის გაეხსნათ პარლამენტის შენობის შესასვლელი - იხილეთ 74-ე პარაგრაფი ზემოთ), უგულვებელყოფილ იქნა დემოკრატიულ საზოგადოებაში პარლამენტის საქმიანობის მნიშვნელობა (მაგალითად, იხილეთ, Selahattin Demirtaş, ციტირებულია ზემოთ § 383). მსგავსი გადაკეტვა ყველა მიზნითა და განზრახვით გამოიწვევდა ისეთ შეფერხებას, რაც გასცდებოდა ჩვეულებრივი არეულობის დონეს (ასევე იხილეთ Kudrevičius and Others, ციტირებულია ზემოთ, §§ 155-56; შეადარეთ Navalnyy, ციტირებულია ზემოთ, § 143).
99. ამასთან კავშირში, სასამართლოს მიაჩნია, რომ მიუხედავად იმისა, რომ პირველ და მესამე მომჩივანს არ ჩაუდენიათ ძალადობრივი ქმედებები, არავინ წაუქეზებიათ მსგავსი ქმედებების ჩადენისკენ, პარლამენტის შენობის შესასვლელების სრულად გადაკეტვა და შემდეგ პოლიციელების მიერ შესასვლელების გახსნის შეფერხება, ეროვნული კანონმდებლობის აშკარა უგულვებელყოფა, არაერთი გაფრთხილების მიუხედავად და დემოკრატიულად არჩეული პარლამენტის წევრების უფლებისა შეესრულებინათ თვაიანთი ფუნქციები, რაც აუცილებელია ნებისმიერ დემოკრატიულ საზოგადოებაში, შესაძლებელია შეფასდეს როგორც „დასაგმობი“ ქმედება (მაგალითად, იხილეთ Kudrevičius and Others, cited above, § 174; see also Knežević v. Montenegro (dec.), no. 54228/18, § 84, 2 February 2021, and Ekrem Can and Others v. Turkey, no. 10613/10, § 90, 8 March 2022 [ჯერ არ არის საბოლოო]). ამ ნაწილში, სასამართლო კიდევ ერთხელ აღნიშნავს, რომ ხელშემკვრელი სახელმწიფოები სარგებლობენ შეფასების ფართო ფარგლებით აღნიშნული ქმედების შეზღუდვისთვის ღონისძიებების გატარების საჭიროების შეფასების მიზნით, ჯარიმების დაკისრების მათ შორის სისხლის სამართლებრივი ხასიათის (შეადარეთ, სხვა წყაროებთან ერთად Kudrevičius and Others, ციტირებულია ზემოთ, §§ 156 and 171-73; Chernega and Others v. Ukraine, no. 74768/10, § 264, 18 June 2019; and Drieman and Others v. Norway (dec.), no. 33678/96, 4 May 2000).
100. ამ კონტექსტში, მოპასუხე სახელმწიფოს უფლება ჰქონდა მიეჩნია, რომ საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის ინტერესები გადაწონიდა მომჩივნების ინტერესებს გადაეკეტათ პარლამენტის შენობა მანამ, სანამ მთავრობასთან მოლაპარაკებები არ დასრულდებოდა (იხილეთ პარაგრაფები 7,9 და 74 ზემოთ, ასევე იხილეთ Kudrevičius and Others, ციტირებულია ზემოთ, § 175). ამ ნაწილში სასამართლო განსაკუთრებით აღნიშნავს პირველი და მესამე მომჩივნის სტატუსს როგორც სამოქალაქო საზოგადოების აქტივისტებისა და ხელმეორედ უსვამს ხაზს რომ ისინი ვინც აორგანიზებენ და მონაწილეობენ საპროტესტო აქციებში, როგორც დემოკრატიულ პროცესებში მოქმედმა პირებმა, პატივი უნდა სცენ პროცესის მარეგულირებელ წესებს, მოქმედი რეგულაციების შესრულებით (იხილეთ Balçık and Others v. Turkey, no. 25/02, § 49, 29 ნოემბერი 2007). შესაბამისად, მაშინ როდესაც პირველ და მესამე მომჩივანთან მიმართებით ეროვნული სასამართლოების მიერ მიღებული გადაწყვეტილებები მხოლოდ მოკლედ უთითებდა პარალმენტის შენობის შესასვლელის გადაკეტვაზე და სანაცვლოდ ყურადღებას ამახვილებდა გზის გადაკეტვაზე, მომდევნო, მაგრამ დაკავშირებულ ეპიზოდთან, რომელიც უკავშირდებოდა პოლიციის მცდელობას გაეხსნა პარლამენტის შენობის შესასვლელი. ამ ორი ეპიზოდის (იხილეთ პარაგრაფები 12 და 21 ზემოთ) და ამ საკითხზე ორივე მომჩივნის წარდგინებების საფუძველზე, სასამართლო ვერ მიიჩნევს, ხელისუფლებისთვის მინიჭებული შეფასების ფარგლების გათვალისიწინებით, ეროვნული ხელისუფლების ორგანოების გადაწყვეტილება შეეზღუდათ დასაგმობი ქმედება, ეროვნული ხელისუფლების გადაწყვეტილება პარლამენტის შენობის მისადგომის გახსნის აუცილებლობის შესახებ და ამ პროცესში პირველი და მესამე მომჩივნების დაკავება იყო აშკარად თვითნებური ან არაგონივრული.
101. რაც შეეხება ხელისუფლების ქმედებას, პოლიციელებმა აწარმოეს მოლაპარაკებები პროტესტანტებთან, მათ შორის პირველ და მესამე მომჩივანთან, აცნობეს და გააფრთხილეს ისინი რელევანტური წესების და რეგულაციების შესახებ, რაც უკავშირდებოდა აქციის მონაწილეების მოქმედებას (განსაკუთრებით ადმინისტრაციული შენობების შესასვლელების გადაკეტვის აკრძალვას) იმ მიზნით, რომ აღედგინათ პარლამენტის შენობაში შესვლა, ნაცვლად დემონსტრაციის როგორც ასეთის დაშლისა (იხილეთ პარაგრაფები 10-12 ზემოთ). სადავო არ ყოფილა, რომ პოლიციელების ბრძანებები იყო ბუნდოვანი ან რთულად გასაგები (განასხვავეთ Chernega and Others, ციტირებულია ზემოთ, § 250). არ ყოფილა ნაჩვენები, რომ წესები, რომლებიც კრძალავდნენ გზების და ადმინისტრაციული შენობების გადაკეტვას იყო ფორმულირებული არასაკმარისი სიზუსტით ან რომ ამ წესების გამოყენება არ იყო განჭვრეტადი (იხილეთ Knežević, ციტირებულია ზემოთ, § 88). და მაინც, სამი შესასვლელიდან არც ერთი არ გათავისუფლებულა პოლიციელების მოთხოვნის შესრულების საპასუხოდ. მეტიც, პროტესტანტებმა პოლიციელებს არ მისცეს მოქმედების შესაძლებლობა მას შემდეგ, რაც ამ უკანასკნელმა გადაწყვიტა პარლამენტის შენობის შესასვლელის გახსნა. ამ კონტექსტში, სასამართლო ხაზგასმით აღნიშნავს, რომ პირველი და მესამე მომჩივნები არ ყოფილან მსჯავრდებულები აქციაში მონაწილეობის გამო (იხილეთ Barraco v. France, no. 31684/05, § 46, 5 March 2009, და Budaházy v. Hungary, no. 41479/10, § 43, 15 December 2015; ასევე განასხვავეთ Akgöl and Göl v. Turkey, nos. 28495/06 and 28516/06, § 43, 17 May 2011). არამედ სადავო მსჯავრდება და სანქციები უკავშირდებოდა პარლამენტის შენობის შესასვლელებისკენ მიმავალი გზის გახსნაზე უარის თქმას.
102. იმასთან დაკავშირებით, იყო თუ არა პირველი და მესამე მომჩივნების დაკავება და დაკისრებული სანქციები პროპორციული, სასამართლო აღნიშნავს, რომ მომჩივნებს ჰქონდათ შესაძლებლობა გამოეხატათ თავიანთი უარყოფითი პოზიცია პარლამენტის უარზე მიეღო შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებები და მხედველობაში მიეღო მათი წუხილი (დემონსტრაციის სხვა მონაწილეებთან ერთად), წინასწარი შეტყობინების საჭიროების, აკრძალვის ან უარყოფითი გავლენის გარეშე (მათ შორის პარლამენტის შენობის შესასვლელის გადაკეტვის ნაწილში) სულ მცირე დღენახევრით (იხილეთ პარაგრაფები 7-13 ზემოთ; განასხვავეთ Akgöl and Göl, ციტირებულია ზემოთ § 44). იმ ფაქტის მხედველობაში მიღებით, რომ პარლამენტის გადაკეტვა არ იყო დროში შეზღუდული და როგორც ჩანს მიზანი განგრძობადი წესრიგის დამრღვევი პროტესტის ტაქტიკის გამოყენება იყო იმ მიზნით, რომ მთავრობის მიერ შესრულებულიყო პროტესტანტების მოთხოვნები (იხილეთ პარაგრაფები 7, 9 და 74 ზემოთ), სასამართლოს არ მიაჩნია, რომ ხელისუფლებამ ვერ შეძლო შეკრების მიმართ ტოლერანტობის გამოჩენა (იხილეთ Éva Molnár v. Hungary, no. 10346/05, §§ 42-43, 7 October 2008; შეადარეთ და განასხვავეთ Oya Ataman v. Turkey, no. 74552/01, § 41, ECHR 2006-XIV). ამასთან, პირველი და მესამე მომჩივნები რომ დამორჩილებოდნენ ბრძანებას პარლამენტისკენ მიმავალი გზის გახსინის შესახებ, არაფერი შეუზღუდავდა მათ პროტესტის გაგრძელებას (იხილეთ Chernega and Others, ციტირებულია ზემოთ, § 265).
103. პროპორციულობის შეფასებისას სასამართლო ყურადღებით აკვირდება საპატიმრო სანქციის უარყოფით გავლენას (სხვა წყაროებს შორის იხილეთ (Knežević, § 88 და Ekrem Can and Others, §§ 93-94, ორივე ციტირებულია ზემოთ, with further references). თუმცა, მოცემულ საქმეში, როგორც ზემოთ აღინიშნა, პირველ და მესამე მომჩივანს ადმინისტრაციული პატიმრობის სანქცია არ დაკისრებიათ აქციის ორგანიზების ან/და მასში მონაწილეობისთვის, არამედ გზის გადაკეტვისთვის როდესაც პოლიციელები ცდილობდნენ პარლამენტის შენობის შესასვლელის გახსნას. გზების და ადმინისტრაციული სამსახურების გადაკეტვა იყო ადმინისტრაციული სამართალდარღვევა რაც ასახული იყო კანონმდებლობაში ნათლად და პროგნოზირებულად (იხილეთ პარაგრაფი 101 ზემოთ). წინარე მსჯელობის გათვალისწინებით (იხილეთ პარაგრაფები 98-102 ზემოთ) და პირველ და მესამე მომჩივანზე დაკისრებული ადმინისტრაციული საპატიმრო სანქციის მოკლე ხანგრძლივობის გათვალისწინებით (რაც როგორც ჩანს ასევე განპირობებული იყო მათი წინარე ქმედებით - იხილეთ პარაგრაფები 27 და 77 ზემოთ, ასევე იხილეთ Steel and Others v. the United Kingdom, 23 September 1998, § 107, Reports of Judgments and Decisions 1998-VII; Chernega and Others, ციტირებულია ზემოთ, § 267; and Knežević, cited above, § 88; შეადარეთ და განასხვავეთ Ekrem Can and Others, ციტირებულია ზემოთ, §§ 93-94), სასამართლო ვერ დარწმუნდა მომჩივნების არგუმენტებით, მოცემული საქმის გარემოებების მხედველობაში მიღებით, რომ ეროვნული ხელისუფლება გასცდა შეფასების ფარგლებს პოლიციელების კანონიერი მოთხოვნების დაუმორჩილებლობის გამო მომჩივნების დაკავებით და მათი სანქციონირებით.
შესაბამისად, პირველ და მესამე მომჩივანთან მიმართებით არ დარღვეულა კონვენციის მე-11 მუხლი.
(ბ) მეორე მომჩივანი
104. რაც შეეხება მეორე მომჩივანს, ხელმისაწვდომ ეროვნულ საქმის მასალებში არ ჩანდა, რომ ის საპროტესტო აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი იყო ან მან პირადად გადაკეტა პრალამენტის შენობის შესასვლელი ან ხელი შეუშალა პოლიციელების მცდელობას გაეხსნათ ის. უფრო ზუსტად, მომჩივანი დააკავეს დაახლოებით ორი საათის შემდეგ, მას მერე რაც პოლიციამ დაიწყო პრალამენტის შენობის შესასვლელების ხელმეორედ გახსნა. ბუნდოვანია ეროვნულ დონეზე და სასამართლოში საქმისწარმოებისას შეძლო თუ არა პოლიციამ იმ დროისთვის, ნაწილობრივი წარმატებით მაინც შესასვლელების გახსნა. თუ მათ ეს მართლაც შეძლეს, მაშინ ამას გავლენა ექნებოდა მეორე მომჩივნის დაკავების და შემდგომი გასამართლების „აუცილებლობის“ და „თანაზომიერების“ შეფასებაზე.
105. შესაბამისი სასამართლო განხილვის ნაკლებობა, მთავრობის განცხადების საპირისპიროდ (იხილეთ 76-ე პარაგრაფი ზემოთ), მეორე მომჩივნის დაკავების გარემოებების არსებითად დასადგენად საკმარისი ვერ იქნებოდა მოვლენების მედიით გაშუქება. კონვენციის მე-11 მუხლის საფუძველზე განაცხადის შეფასებისას, მას შემდეგ რაც ამოწურულია სამართლებრივი დაცვის შიდასახელმწიფოებრივი საშუალებები, სასამართლოს არ შეუძლია ჩაანაცვლოს უფლებამოსილი ეროვნული ხელისუფლების ორგანოები და იმოქმედოს როგორც პირველი ინსტანციის სასამართლომ და გამოიკვლიოს დამატებითი მტკიცებულებები, რომელზეც მიუთითებს მოპასუხე სახელმწიფო და რომლებიც ეროვნულ სასამართლოებს არ გამოუყენებიათ (იხილეთ mutatis mutandis, Demopoulos and Others v. Turkey (dec.) [GC], nos. 46113/99 and 7 others, § 69, ECHR 2010, and Rubins v. Latvia, no. 79040/12, § 74, 13 January 2015). მაშინაც თუ მივიჩნევთ, რომ მეორე მომჩივანი იყო იმათგან ერთ-ერთი, რომელმაც დატოვა პარლამენტის შენობის წინ საცალფეხო გზა და გადავიდა ტრანსპორტის სავალ გზაზე, ეროვნულ სასამართლოებს არ შეუფასებიათ ამ გზის გადაკეტვა იყო თუ არა განზრახი ქმედება ან შექმნილი გარემოებების შედეგი, აქციის მონაწილეების რაიოდენობის და მასთან დაკავშირებული პოლიციელების მოთხოვნის „კანონერების“ (იხილეთ, მაგალითად Annenkov and Others v. Russia, no. 31475/10, § 138, 25 July 2017, and Navalnyy and Gunko, cited above, § 69, 10 November 2020).
106. ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ მთავრობამ ვერ შეძლო წარმოედგინა რელევანტური და საკმარისი საფუძვლების არსებობა, იმ მიზნით, რომ გაემართლებინა მეორე მომჩივნის უფლებების კონტექტში, კონვენციის მე-11 მუხლის საფუძველზე მისი გასამართლების აუცილებლობის და პროპორციულობის საჭიროება და ოთხ დღიანი საპატიმრო სასჯელის დაკისრება.
შესაბამისად, მეორე მომჩივანთან მიმართებით დაირღვა აღნიშნული დებულება.
ზემოაღნიშნული საფუძვლებით, სასამართლო ერთხმად ადგენს
4. პირველ და მესამე მომჩივნებთან მიმართებით არ დარღვეულა კონვენციის მე-6 მუხლის 1-ელი ნაწილი;
5. მეორე მომჩივანთან მიმართებით დაირღვა კონვენციის მე-6 მუხლის 1-ელი ნაწილი;
6. პირველ და მესამე მომჩივანთან მიმართებით არ დარღვეულა კონვენციის მე-11 მუხლი;
7. მეორე მომჩივანთან მიმართებით დაირღვა კონვენციის მე-11 მუხლი;