დოკუმენტი მომზადებულია საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადამიანის უფლებათა ცენტრის () მიერ. თარგმანის ხელახალი გამოქვეყნების ნებართვა გაცემულია მხოლოდ სასამართლოს HUDOC მონაცემთა ბაზაში განთავსების მიზნით.
The document was provided by the Supreme Court of Georgia, Human Rights Centre (). Permission to re-publish this translation has been granted for the sole purpose of its inclusion in the Court’s database HUDOC.
საინფორმაციო ბროშურა სასამართლოს პრეცედენტზე No.165
ივლისი 2013
მაკტუფი და დამიანოვიჩი ბოსნია და ჰერცეგოვინას წინააღმდეგ
[დიდი პალატა] - 2312/08 და 34179/08
გადაწყვეტილება 18.7.2013 [დიდი პალატა]
მუხლი 7
მუხლი 7-1
უფრო მძიმე სასჯელი
სისხლისსამართლებრივი კანონის რეტროსპექტიულად გამოყენება, რომელიც ითვალისწინებდა უფრო მძიმე სასჯელს ომის დანაშაულებისთვის, ვიდრე ის კანონი, რომელიც ძალაში იყო, როცა ჩადენილ იქნა დანაშაულები: დარღვევა
ფაქტები – ორივე მომჩივანი ბოსნია და ჰერცეგოვინას სასამართლომ („სახელმწიფო სასამართლო“) დამნაშავედ ცნო 1992-1995 წლების ომში სამოქალაქო პირების წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულებში. 2005 წლის დასაწყისში სახელმწიფო სასამართლოში შეიქმნა ომის დანაშაულების განმხილველი პალატები, როგორც ყოფილი იუგოსლავიის საერთაშორისო სისხლისსამართლებრივი ტრიბუნალის დასრულების სტრატეგიის ნაწილი. სახელმწიფო სასამართლოს, რომელიც შედგება საერთაშორისო და ადგილობრივი მოსამართლეებისგან, შეუძლია გადაწყვიტოს, მიიღოს ომის დანაშაულების შესახებ საქმეები მათი სენსიტიურობისა და კომპლექსურობის გამო, და შუძლია გადასცეს ნაკლებად სენსიტიური და კომპლექსური საქმეები ბოსნია და ჰერცეგოვინას ორი დამოუკიდებელი სამართლებრივი ერთეულის კომპეტენტურ სასამართლოებს („ერთეულის სასამართლოები“).
2005 წლის ივლისში სახელმწიფო სასამართლომ პირველ მომჩივანს (ბ-ნ მაკტუფს) მსჯავრი დასდო ორი სამოქალაქო პირის მძევლად აყვანაში დახმარებასა და წაქეზებაში, როგორც ომის დანაშაულში, და მიუსაჯა ხუთი წლით თავისუფლების აღკვეთა ბოსნია და ჰერცეგოვინას 2003 წლის სისხლის სამართლის კოდექსის მიხედვით („2003 წლის სისხლის სამართლის კოდექსი“). 2006 წლის აპრილში სასამართლოს სააპელაციო პალატამ მხარი დაუჭირა პირველი მომჩივნის მსჯავრსა და სასჯელს ხელახალი მოსმენის ჩატარების შემდეგ, სადაც ორი საერთაშორისო მოსამართლე იღებდა მონაწილეობას. მეორე მომჩივანი (ბ-ნი დამიანოვიჩი), რომელმაც განსაკუთრებული მონაწილეობა მიიღო 1992 წელს სარაევოში დაკავებული ბოსნიელების ცემაში, 2007 წლის ივნისში დაადანაშაულეს წამებაში, როგორც ომის დანაშაულში, და მიუსაჯეს თერთმეტი წლით თავისუფლების აღკვეთა 2003 წლის სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისად.
ევროპული სასამართლოსადმი მათ საჩივრებში ორივე მამაკაცი დაობდა, inter alia, რომ სახელმწიფო სასამართლომ რეტროაქტიულად გამოიყენა უფრო მკაცრი სისხლისსამართლებრივი კანონი, 2003 წლის სისხლის სამართლის კოდექსი, ვიდრე ის კანონი, რომელიც იყო გამოყენებადი იმ დროს, როცა ჩაიდინეს დანაშაულები, კერძოდ, იუგოსლავიის სოციალისტურ ფედერაციული რესპუბლკის 1976 წლის სისხლის სამართლის კოდექსი („1976 წლის სისხლის სამართლის კოდექსი“) და რომ მათ შედეგად მიიღეს უფრო მძიმე სასჯელები.
სამართალი – მუხლი 7: სასამართლომ გაიმეორა, რომ მის მოვალეობას არ წარმოადგენდა გადაეხედა in abstracto 2003 წლის სისხლის სამართლის კოდექსის რეტროაქტიურად გამოყენება ომის დანაშაულებში იყო თუ არა per se შეუთავსებელი მე-7 მუხლთან. ეს საკითხი უნდა შეფასებულიყო თითოეული საქმის საფუძველზე, თითოეული საქმის სპეციფიური გარემოებების მხედველობაში მიღებით, და იმის გათვალისწინებით, შიდასახელმწიფოებრივმა სასამართლოებმა გამოიყენეს თუ არა ის კანონი, რომლის დებულებებიც უფრო ხელსაყრელი იყო მოპასუხისთვის, რომელსაც ეს საქმე ეხებოდა.
ომის დანაშაულების განმარტება იყო ერთი და იგივე 1976 წლისა და 2003 წლის სისხლის სამართლის კოდექსებში და მომჩივნები არც დაობდნენ, რომ მათ მიერ ჩადენილი ქმედებები შეიცავდა სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს, განსაზღვრული საკმარისი ხელმისაწვდომობითა და პროგნოზირებადობით იმ დროს, როცა ის ჩაიდინეს. შესაბამისად, საკითხი იყო არა მათი მსჯავრდების კანონიერება, არამედ ორი კოდექსის მიხედვით განსხვავებულ სასჯელთა ფორმები, გათვალისწინებული ომის დანაშაულებზე.
სისხლის სამართლის სახელმწიფო სასამართლომ პირველ მომჩივანს მიუსაჯა თავისუფლების აღკვეთა ხუთი წლის ვადით; ყველაზე დაბალი შესაძლებელი სასჯელი ომის დანაშაულებში დახმარებასა და წაქეზებაში 2003 წლის კოდექსის მიხედვით, მაშინ, როცა 1976 წლის კოდექსით მისი სასჯელი შეიძლება შემცირებულიყო ერთ წლამდე. ამის მსგავსად, მეორე მომჩივანს შეუფარდეს თერთმეტი წლით თავისუფლების აღკვეთა, ათ წლიანი მინიმუმის ოდნავ მეტით, რომელიც იყო გამოყენებადი მის საქმეში 2003 წლის კოდექსის მიხედვით. თუმცაღა, 1976 წლის კოდექსის მიხედვით, მასზე დაკისრებული სასჯელი შეიძლება ყოფილიყო მხოლოდ ხუთი წელი.
ვინაიდან მომჩივნებმა მიიღეს სასჯელის ყველაზე დაბალი ზომა, განსაკუთრებული მნიშვნელობის იყო ის ფაქტი, რომ 1976 წლის კოდექსი იყო უფრო შემწყნარებლური სასჯელის მინიმუმ ზღვართან დაკავშირებით. ამ კონტექსტში, ის ფაქტი რომ 2003 წლის კოდექსი შესაძლოა ყოფილიყო უფრო შემწყნარებელი სასჯელის მაქსიმუმთან დაკავშირებით, იყო არაარსებითი, ვინაიდან დანაშაულები, რომლებშიც მომჩივნებს დასდეს მსჯავრი, აშკარად არ მიეკუთვნებოდა იმ კატეგორიას, რომლისთვისაც სასჯელის მაქსიმალური ზომა იყო გამოსაყენებადი. ამას გარდა, ვიდრე სასამართლო (ევროპული სასამართლო) დაეთანხმებოდა, რომ მომჩივნების სასჯელები იყო შემწყნარებლური როგორც 1976 წლის სისხლის სასამრთლის კოდექსით, ასევე 2003 წლის სისხლის სამართლის კოდექსით, შეუძლებელი იყო გადაჭრით თქმულიყო რაიმე სახის მტკიცე რწმენით, რომ ორივე მომჩივანი მიიღებდა უფრო ნაკლებ სასჯელს, თუ გამოიყენებოდა 1976 წლის კოდექსი; გადამწყვეტი საკითხი იყო ის, რომ მომჩივნებს შეეძლოთ მიეღოთ უფრო ნაკლები სასჯელები, თუ გამოიყენებოდა 1976 წლის კოდექსი. შესაბამისად, რადგან არსებობდა რეალური შესაძლებლობა, რომ 2003 წლის კოდექსის რეტროაქტიურად გამოყენებამ მომჩივნები არახელსაყრელ მდგომარეობაში ჩააყენა სასჯელებთან მიმართებით, არ შეიძლება თქმულიყო, რომ მათ მიეცათ უფრო მძიმე სასჯელის დაკისრების წინააღმდეგ ეფექტური დაცვის შესაძლებლობა.
არც სასამართლოს შეეძლო დათანხმებოდა მთავრობის არგუმენტს, რომ თუ ქმედება იყო სისხლისსამართლებრივი „ცივილიზებული ერების მიერ აღიარებული ზოგადი პრინციპების“ შესაბამისად (კონვენციის მე-7(2) მუხლი) იმ დროს, როცა ის ჩაიდინეს, მაშინ დანაშაულებსა და დასჯაზე არარეტროაქტიულობის წესი არ მოქმედებდა. ეს არგუმენტი შეუსაბამო იყო კონვენციის შემქმნელების განზრახვასთან, რომ მე-7(1) მუხლი შეიცავდა ზოგად წესს არარეტროაქტიულობისა და რომ მე-7(2) მუხლი იყო მხოლოდ კონტექსტუალური გარკვევა, რომელიც შეიცავდა იმის უზრუნველყოფას, რომ არ არსებობდა ეჭვი მეორე მსოფლიო ომის შემდგომ ომის დროს ჩადენილ დანაშაულებთან დაკავშირებით სისხლისსამართლებრივი დევნის კანონიერებაზე. შესაბამისად ცხადი იყო, რომ კონვენციის შემქმენელებს არ განუზრახავთ არარეტროაქტიულობის წესში რაიმე ზოგადი გამონაკლისის არსებობა.
მთავრობის არგუმენტზე მიმართებით, რომ საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის მიხედვით ვალდებულება, დაესაჯათ ომის დანაშაულები ადეკვატურად, მოითხოვდა, არა-რეტროაქტიულობის წესზე უარის თქმას მომჩივნების საქმეში; სასამართლომ შენიშნა, რომ ეს წესი ასევე ჩნდებოდა ჟენევის კონვენციებსა და მათ დამატებით ოქმებში. გარდა ამისა, მომჩივნების სასჯელები იყო, როგორც 1976 წლის კოდექსის, ასევე 2003 წლის სისხლის სამართლის კოდექსის ფარგლებში, და მთავრობის არგუმენტი იმაზე, რომ მომჩივნები არ შეიძლებოდა დასჯილიყვნენ ადეკვატურად ძველი კოდექსის მიხედვით, აშკარად დაუსაბუთებელი იყო.
შესაბამისად, ეს იყო მე-7 მუხლის დარღვევა მომჩივნების საქმის განსაკუთრებულ გარემოებებში. თუმცა სასამართლომ ხაზი გაუსვა, რომ ეს დასკვნა არ შეიცავდა იმაზე მითითებას, რომ მომჩვნებს უფრო ნაკლები სასჯელი უნდა დაკისრებოდათ, არამედ, უბრალოდ უნდა გამოყენებული ყოფილიყო 1976 წლის კოდექსის დებულებები სასჯელის შესახებ.
დასკვნა: დარღვევა (ერთხმად).
მუხლი 6 § 1: პირველი მომჩივანი ასევე დაობდა, რომ სახელმწიფო სასამართლო არ იყო დამოუკიდებელი მე-6(1) მუხლის მიზნებიდან გამომდინარე, განსაკუთრებით იმიტომ, რომ მისი ორი წევრი იყო დანიშნული ბოსნია და ჰერცეგოვინაში უმაღლესი წარმომადგენლობის ოფისის (Office of the High Representative in Bosnia and Herzegovina) მიერ განახლებადი ორ წლიანი ვადით. ევროპულმა სასამართლომ ვერ აღმოაჩინა მიზეზები, რომ დაეჭვებულიყო, იყვნენ თუ არა სახელმწიფო სასამართლოს საერთაშორისო მოსამართლეები დამოუკიდებელნი ბოსნია და ჰერცეგოვინას პოლიტიკური ორგანოებიდან, საქმის მხარეებისგან და მაღალი წარმომადგენლობის ინსტიტუტიდან. მათი დანიშვნა სწორედ მოტივირებული იყო იმ სურვილით, რომ განემტკიცებინა სახელმწიფო სასამართლოს ომის დანაშაულთა პალატების დამოუკიდებლობა და აღედგინა საზოგადოების ნდობა სასამართლო სისტემის მიმართ. ფაქტი, რომ მოსამართლეები, რომელთა შესახებაც ჩნდებოდა კითხვები, ამოირჩიეს პროფესიონალ მოსამართლეებს შორის მათი შესაბამისი ქვეყნებიდან, წარმოადგენდა გარე ზეგავლენისგან დაცვის დამატებით გარანტიას. იმის მიუხედავად, რომ მათი მსახურობის ვადა იყო შედარებით მოკლე, ეს იყო გასაგები სახელმწიფო სასამართლოში საერთაშორისო დასწრების დროებითი ბუნებისა და საერთაშორისო მივლინების მექანიზმებიდან..
დასკვნა: დაუშვებელი (აშკარად დაუსაბუთებელი)
მე-14 მუხლი და/ან მე-12 ოქმის პირველი მუხლი: რაც შეეხება მომჩივნების საჩივარს, რომ მათი სასამართლო პროცესი სახელმწიფო სასამართლოს მიერ უფრო იყო დისკრიმინაციული, ვიდრე ერთეულის სასამართლოების მიერ, სასამართლომ (ევროპულმა სასამართლომ) შენიშნა, რომ ბოსნია და ჰერცეგოვინაში ომის შემდგომ ომის დანაშაულთა საქმეების დიდი რაოდენობის გამო, აუცილებელი იყო ტვირთი განაწილებულიყო სახელმწიფო სასამართლოსა და ერთეულის სასამართლოს შორის; თუ მოპასუხე სახელმწიფოს ექნებოდა შესაძლებლობა, მოეხადა თავისი კონვენციით გათვალისწინებული ვალდებულება და სამართალში მიეცა საერთაშორისო ჰუმანიტარულ სამართალის სერიოზულ დარღვევებში პასუხსიმგებელნი დროის გათვალისწინებით. იმის მიუხედავად, რომ სასამართლომ იცოდა, რომ ერთეულის სასამართლოები აკისრებდნენ ზოგადად უფრო მსუბუქ სასჯელებს, ვიდრე სახელმწიფო სასამართლო იმ დროს, ეს განსხვავება მოპყრობაში არ უნდა ყოფილიყო ახსნილიყო პერსონალური ხასიათის პირობებით და შესაბამისად არ შეადგენდა დისკრიმინაციულ მოპყრობას. საქმე უნდა მოესმინა სახელმწიფო სასამართლოს თუ ერთეულის სასამართლოს იყო საკითხი, რომელიც უნდა გადაწყვეტილიყო თითოეული საქმის საფუძველზე თვითონ სახელმწიფო სასამართლოს მიერ ობიექტური და გონივრული კრიტერიუმების მითითებით.
დარღვევა: დაუშვებელი (აშკარად დაუსაბუთებელი).
მუხლი 41: დარღვევის დადგენა შეადგენდა საკმარის სამართლიან დაკმაყოფილებას ნებისმიერი არამატერიალური ზიანისთვის, რომელიც მიადგა მომჩივნებს. პირველი მომჩივანის მიერ გაკეთებულ საჩივარს მატერიალურ ზიანთან დაკავშირებით უარი ეთქვა.
© ევროპის საბჭო/ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო
სამდივნოს მიერ მომზადებული მოცემული მოკლე მიმოხილვა
სასამართლოსათვის არასავალდებულოა.
იხილეთ აქ სასამართლო პრაქტიკის საინფორმაციო ბროშურები
Full & Egal Universal Law Academy