Geo: დოკუმენტი მომზადებულია საქართველოს უზენაესი სასამართლოს ანალიტიკური განყოფილების ადამიანის უფლებათა ცენტრის (www.supremecourt.ge) მიერ. თარგმანის ხელახალი გამოქვეყნების ნებართვა გაცემულია მხოლოდ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს HUDOC-ის მონაცემთა ბაზაში განთავსების მიზნით.
Eng: The document was provided by the Supreme Court of Georgia, Human Rights Centre of the Analytical Department (www.supremecourt.ge). Permission to republish this translation has been granted for the sole purpose of its inclusion in the European Court of Human Rights database HUDOC
მამასახლისი და სხვები საქართველოს და რუსეთის წინააღმდეგ
Mamasakhlisi and Others v Georgia and Russia
საჩივარი N 29999/04 და 41424/04
07.03.2023
ფაქტები
პირველი მომჩივანი, ლ. მამასახლისი, არის საქართველოს მოქალაქე, რომელიც დაიბადა 1980 წელს გაგრაში, აფხაზეთის ავტონომურ რესპუბლიკაში, საქართველოში და ცხოვრობს თბილისში. მეორე მომჩივანი, დინარა მამასახლისი, პირველი მომჩივნის ბებია, იყო 1938 წელს დაბადებული საქართველოს მოქალაქე, რომელიც 2011 წელს გარდაიცვალა. მესამე მომჩივანი, გრიგოლ ნანავა დააკავეს აფხაზეთის დე ფაქტო უშიშროების ძალებმა, შესაბამისად 2001 წლის აგვისტოში და 2003 წლის ივნისში.
ბ-ნი მამასახლისი საავადმყოფოში იმყოფებოდა, რომელმაც სერიოზული დაზიანებები მიიღო დედის ბინაში აფხაზეთში, საქართველოში, როდესაც ხელებში ხელნაკეთი ხელყუმბარა აუფეთქდა, რის შედეგადაც მარჯვენა ხელი და მარცხენა ხელის სამი თითი აუფეთქდა და დაიზიანა გულმკერდი, მუცელი და ორივე თვალი; 81 წლის ბ-ნი ნანავა აფხაზეთსა და საქართველოს სხვა კუთხის საზღვარს კვეთდა, როდესაც დააკავეს. აფხაზეთის დე ფაქტო სასამართლოებმა ისინი დამნაშავედ ცნეს, ბ-ნი მამასახლისი - ღალატში (სხვა საკითხებთან ერთად) და ბ-ნი ნანავა - ტერორიზმში და მიესაჯათ თავისუფლების აღკვეთა შესაბამისად თორმეტი და ექვსი წლით. საბოლოოდ, ისინი ორივე შეიწყალა აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტმა ჰუმანიტარული ნიშნით და გაათავისუფლეს შესაბამისად 2007 წლის თებერვალში და 2005 წლის მაისში.
დინარა მამასახლისი ლევან მამასახლისის ბებია იყო. ის მისი ერთადერთი ნათესავი იყო და ორივე ამტკიცებდა, რომ ძალიან ახლოს იყვნენ ერთმანეთთან.
საქართველოს გენერალური პროკურორის მიერ 2006 წელს გახსნილმა გამოძიებამ და სისხლის სამართლის საქმემ დაადგინა, რომ ბ-ნი მამასახლისი დაექვემდებრადა ძალადობას, დამცირებას და წამებას, რათა მას ეღიარებინა ღალატი და ტერორიზმი - ჩადენილი, როგორც საქართველოს მთავრობის ფარული აგენტის მიერ.
შედეგად, 2006 წლის ნოემბერში, სოხუმში აფხაზეთის დე ფაქტო უსაფრთხოების სამსახურის უფროსს, მის მოადგილეს და პროკურორს სისხლის სამართლის ბრალდება წაუყენეს, ხოლო 2008 წლის მარტში სოხუმის რაიონულმა და საქალაქო სასამართლომ (აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ლეგიტიმური სასამართლო, აფხაზეთის ტერიტორიის გარეთ მდებარე) ისინი დამნაშავედ ცნო ბ-ნი მამასახლისის წამებაში და უკანონო პატიმრობაში.
საჩივრები, სასამართლოს პროცედურა და შემადგენლობა
კონვენციის მე-3, მე-5 და მე-6 მუხლებზე დაყრდნობით, ბ-ნი მამასახლისი და ბ-ნი ნანავა დავობდნენ, რომ ისინი უკანონოდ დააკავეს, დაკითხვის დროს არასათანადოდ მოექცნენ, იმყოფებოდნენ არაადამიანურ და დამამცირებელ პირობებში ადეკვატური სამედიცინო დამხარების გარეშე და მათი სასამართლო პროცესი არ ყოფილა სამართლიანი.
ისინი ასევე დავობდნენ მე-13 მუხლის (სამართლებრივი დაცვის ეფექტური საშუალება) და კონვენციის მე-7 დამატებითი ოქმის მე-2 მუხლის დარღვევასთან დაკავშირებთ (სისხლის სამართლის საქმის გასაჩივრების უფლება), იმის გამო, რომ ზემდგომმა სასამართლომ არ განიხილა მათი მსჯავრდება. მე-8 მუხლზე დაყრდნობით, სამივე მომჩივანი დავობდა, რომ მათ არ შეეძლოთ ოჯახის წევრების ნახვა.
საჩივრები ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში შევიდა 2004 წლის 3 აგვისტოს (საჩირავი no. 29999/04) და 2004 წლის 19 ნოემბერს (no. 41424/04).
თავდაპირველად ამის შესახებ ეცნობათ მოპასუხე მთავრობებს 2006 წელს, რის შემდეგაც საქართველოს მთავრობამ მთლიანად გამოიხმო 2008 წელს გაკეთებული შენიშვნები. მხარეები საბოლოოდ მიიწვიეს 2016 წლის მეორე ნახევარში, რათა ერთდროულად წარმოედგინათ თავიანთი კონსოლიდირებული შენიშვნები. ამის შემდეგ, თითოეულმა მხარემ კომენტარი გააკეთა მეორეს არგუმენტებზე და მომჩივნების პრეტენზიებზე სამართლიანი დაკმაყოფილების შესახებ.
სასამართლოს გადაწყვეტილება
სასამართლომ გააერთიანა ორი საჩივარი მათი მსგავსების საფუძველზე.
ორი მოპასუხე მთავრობის პრეტენზიებთან დაკავშირებით შიდასამართლებრივი საშუალებების არამოწურვის თაობაზე, სასამართლომ მიიჩნია, რომ არცერთ მათგანს არ დაუმტკიცებია, რომ არსებობდა საშუალება, რომელსაც შეეძლო მომჩივანთა საჩივრების დაკმაყოფილება და წარმატების გონივრული პერსპექტივის შეთავაზება. ამიტომ, მან არ დააკმაყოფილა ეს პრეტენზიები. რაც შეეხება საკითხს, დაიცვეს თუ არა მომჩივნებმა საჩივრების წარდგენის 6 თვიანი ვადა, იმის გათვალისწინებით, რომ მათ მიმართეს სასამართლოს მხოლოდ 2004 წლის მეორე ნახევარში, მაგრამ დააკავეს 2001 წლის აგვისტოში და 2003 წლის ივნისში, სასამართლომ დაადგინა შემდეგი. მან წარსულში უკვე აღიარა, რომ წამებისა და სხვა არასათანადო მოპყრობის ფსიქოლოგიურმა ეფექტებმა შეიძლება ადამიანებისთვის შეუძლებელი გახადოს სამართალწარმოების დაუყონებლივი დაწყება. გამონაკლისი გარემოებების გამო, სასამართლო დაეთანხმა, რომ მათი დაკავების შემდეგ, ბ-ნი მამასახლისისა და ბ-ნი ნანავას დაუცველობამ შესაძლოა მათ თავი უმწეოდ აგრძნობინა და მათ აფიქრებინა, რომ არსებულ სიტაუციაზე გავლენის მოხდენა არ შეეძლოთ. ასევე, შეიარაღებული კონფლიქტის შემდგომი კონტექსტის გათვალისწინებით, რომელშიც პოლიტიკური გადაწყვეტა არ იყო მიღწეული, ისინი შესაძლოა ელოდნენ მოვლენებს, რომლებიც გადამწყვეტი ფაქტობრივი თუ სამართლებრივი საკითხების გადაჭრას შეძლებდა. ამის გათვალისწინებით და სამართლებრივი დაცვის ეფექტური შიდასახელმწიფოებრივი საშუალებების არარსებობის გათვალიწინებით, სასამართლომ მიიჩნია, რომ არსებობდა დასაბუთებული და მისაღები ახსნა სასამართლოში საჩივრების შეტანის დაგვიანებისათვის.
სასამართლომ ასევე აღნიშნა, რომ უკანონო განგრძობით დაკავებასა და სამედიცინო დახმარების არარსებობასთან დაკავშირებული საჩივრები, არ იყო წარდგენილი ექვსთვიანი ვადის მიღმა, ვინაიდან გასაჩივრებული ფაქტები არ იყო დასრულებული იმ მომენტში, როდესაც მომჩივნებმა მიმართეს სასამართლოს.
იმის დადგენისას, შედიოდნენ თუ არა მომჩივნები საქართველოსა და რუსეთის იურისდიქციაში, ან ორივეს იურისდიქციაში, კონვენციის 1-ლი მუხლის მნიშვნელობით, სასამართლომ კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ საკითხავი იყო ახორციელებდა თუ არა ხელშემკვრელი სახელმწიფო ეფექტურ კონტროლს ამ ტერიტორიაზე. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს არ ჰქონდა ეფექტური კონტროლი აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლების ქმედებებზე, მას ჰქონდა იურისდიქცია ამ ტერიტორიაზე, რადგან აფხაზეთი აღიარებული იყო საერთაშორისო საჯარო სამართლის მიხედვით, როგორც საქართველოს ტერიტორიის ნაწილი. თუმცა, საქართველოს ვალდებულებები იმ კონტექსტში თუ რა ზომების მიღება შეეძლო მას, შემოიფარგლებოდა. სასამართლომ დაადგინა, რომ აფხაზეთმა გადარჩენა შეძლო მხოლოდ რუსეთის მდგრადი და მნიშვნელოვანი პოლიტიკური და ეკონომიკური მხარდაჭერისა და სამხედრო გავლენის გამო, რომელიც პრაქტიკაში გადამწყვეტი იყო. განსახილველი პერიოდის განმავლობაში აფხაზეთის რუსეთის მხარდაჭერაზე დამოკიდებულების მაღალმა დონემ სასამართლოს საშუალება მისცა დაესკვნა, რომ რუსეთი ახორციელებდა ეფექტურ კონტროლს და გადამწყვეტ გავლენას აფხაზეთის ტერიტორიაზე. აქედან გამომდინარე, გასაჩივრებული საკითხები შედიოდა რუსეთის იურისდიქციაში კონვენციის 1-ლი მუხლის მიხედვით.
სასამართლომ ასევე დაადგინა, რომ მას გააჩნდა იურისდიქცია, განეხილა საქმე, რადგან ფაქტებს, რომლებიც წარმოადგენდნენ კონვენციის სავარაუდო დარღვევას, ადგილი ჰქონდა 2022 წლის 16 სექტემბრამდე, იმ თარიღამდე, როდესაც რუსეთმა შეწყვიტა ყოფილიყო ევროპული კონვენციის მონაწილე.
მუხლი 3
სასამართლომ აღნიშნა, რომ თითქმის არ ყოფილა წარმოდგენილი დაკავების პერიოდში ბ-ნი მამასახლისის ჯანმრთელობის შესახებ სამედიცინო ინფორმაცია. როგორც ჩანს, ხელისუფლების მიერ არ იყო ჩატარებული სამედიცინო გამოკვლევები ან შედგენილი შესაბამისი სამედიცინო ანგარიშები, ან დასმული დიაგნოზები და დაწესებული მკურნალობის დეტალები. არ არსებობდა რაიმე ნიშანი იმისა, რომ მას გაეწია რაიმე სახის ციხის სამედიცინო მომსახურება და არც დამოუკიდებელი სამედიცინო პერსონალს მიეცა მისი გამოკვლევის საშუალება. ამიტომ სასამართლო ვერ დაეთანხმება, რომ მან მიიღო ადეკვატური სამედიცინო დახმარება პატიმრობის პერიოდში და იგივე დაადგინა ბ-ნი ნანავას საჩივრის შეფასების დროსაც.
რაც შეეხება დროებითი მოთავსების დაწესებულებების პირობებს, სადაც ბ-ნი მამასახლისი იმყოფებოდა (კერძოდ, უსაფრთხოების სამსახურის დროებითი მოთავსების იზოლატორი და სოხუმის დროებითი მოთავსების იზოლატორი), წამებისა და არაადამიანური ან ღირსების შემლახველი მოპყრობისა თუ დასჯის პრევენციის ევროპული კომიტეტის ანგარიშის დასკვნებით, რომელიც მომზადდა 2009 წელს აღნიშნული კომიტეტის აფხაზეთში ვიზიტის დროს, დადასტურდა მისი ბრალდებები. შესაბამისად, იმის გამო რომ არცერთ მთავრობას არ წარმოუდგენია მტკიცებულებები რომელიც უარყოფდა მომჩივნის ბრალდებებს, ასევე ადგილი ჰქონდა მე-3 მუხლის დარღვევას ამ კუთხით.
რაც შეეხება მის ბრალდებებს არასათანადო მოპყრობის შესახებ, სასამართლომ აღნიშნა, რომ 2007 წლის თებერვლიდან აგვისტომდე ექიმთა ჯგუფის მიერ ჩატარებული სამედიცინო გამოკვლევების სერიის შემდეგ, წამებისა და ძალადობის მსხვერპლთა რეაბილიტაციაში სპეციალიზებული სამედიცინო დაწესებულების მიერ 2008 წელს გაცემული საბოლოო სამედიცინო დასკვნით დადგინდა, რომ ბ-ნ მამასახლისს აქვს პოსტტრამვული სტრესული აშლილობა პატიმრობაში მიღებული ტრამვის გამო. ექიმებმა დაადგინეს, რომ მომჩივნის მდგომარეობა შეესაბამებოდა მის ბრალდებებს სისტემატიური ფიზიკური და ფსიქოლოგიური წამების თაობაზე. სასამართლომ დაადგინა მე-3 მუხლის დარღვევა ამ კუთხით, რადგან გამოიტანა დასკვნები მომჩივნის აღნიშნულ საჩივრთან დაკავშირებით რაიმე მტკიცებულების სრული არარსებობიდან გამომდინარე. რაც შეეხება ბ-ნ ნანავას, სასამართლოს არ გააჩნდა საკმარისი ელემენტები, როგორიცაა გათავისუფლების შემდგომი სამედიცინო ცნობა რომელიც მოიცავს მსგავს დასკვნებს, იმისათვის რომ მიეღო იმავე დასკვნები. სასამართლომ მიიჩნია, რომ საქართველოს მთავრობამ ყველაფერი გააკეთა, რათა უზრუნველყო ბ-ნი მამასახლისისა და ბ-ნი ნანავას კონვენციით გათვალისწინებული უფლებები, მაგრამ მას ხელს უშლიდა აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლების მუდმივი უარი თანამშრომლობაზე და რუსეთის ხელისუფლების უმოქმედობა, მიეღოთ აუცილებელი ზომები საჩივრების განსახილველად, მას შემდეგ რაც მათ მიიღეს შეტყობინება. შესაბამისად, საქართველოს მიერ ორივე მომჩივანთან დაკავშირებით მე-3 მუხლის დარღვევა არ დადგინდა. ვინაიდან რუსეთი განსახილველ პერიოდში ახორციელებდა ეფექტურ კონტროლს აფხაზეთზე მისი სამხედრო, ეკონომიკური და პოლიტიკური მხარდაჭერის გამო, სასამართლომ მიიჩნია, რომ რუსეთი იყო პასუხისმგებელი მე-3 მუხლის დარღვევაზე ორივე მომჩივანთან მიმართებაში.
მუხლი 5
არცერთ მხარეს არ მიუწოდებია სასამართლოსთვის ინფორმაცია ეროვნული კანონმდებლობის კონკრეტული დებულებების შესახებ, რომლებიც წარმოდგენდნენ კანონიერ საფუძველს ბ-ნი მამასახლისისა და ბ-ნი ნანავას აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლების მიერ დაკავებისა და დაპატიმრებისათვის. გარდა ამისა, სასამართლომ აღნიშნა ინფორმაციის ოფიციალური წყაროების სიმწირე აფხაზეთის სამართლებრივ და სასამართლო სისტემასთან დაკავშირებით - ფაქტი, რომელიც ართულებდა შესაბამისი კანონების მკაფიო სურათის მიღებას. ასეთი ინფორმაციის არარსებობის გამო, სასამართლომ ვერ დაადგინა, შეესაბამება თუ არა მომჩივნების მიმართ გამოყენებული სამართლებრივი დებულებები კონვენციის მე-5 მუხლის მოთხოვნებს. ასევე არ არსებობდა საფუძველი იმ ვარაუდისათვის, რომ რეგიონში არსებობდა კონვენციასთან თავსებადი სასამართლო სისტემა. შესაბამისად, სასამართლომ დაასკვნა, რომ მომჩივნების დაპატიმრება და დაკავება არ შეიძლება ჩაითვალოს „კანონიერად“ კონვენციის მე-5 მუხლის 1-ლი (გ) და მე-5 მუხლის 1-ლი (ა) პუნქტის მნიშვნელობით. აქედან გამომდინარე, ადგილი ჰქონდა ამ დებულებების დარღვევას.
იმის გამო, რომ აფხაზეთის დონესა და სასამართლო სისტემასთან დაკავშირებით ვითარება არ შეიძლება მიეკუთვნებოდეს საქართველოს, სასამართლომ დაადგინა, რომ საქართველოს მხრიდან ადგილი არ ჰქონია კონვენციის მე-5 მუხლის 1-ლი (ა) და (გ) პუნქტების დარღვევას. მეორე მხრივ, ვინაიდან რუსეთი ახორციელებდა ეფექტურ კონტროლს რეგიონზე, სასამართლომ დაადგინა, რომ დაირღვა კონვენციის მე-5 მუხლის 1 (ა) და (გ) პუნქტები რუსეთის ფედერაციის მიერ.
მუხლი 6
იმის გამო, რომ არ არსებობდა საფუძველი ვივარაუდოთ, რომ აფხაზეთში არსებობდა კონვენციასთან თავსებადი სასამართლო სისტემა, სტრასბურგის სასამართლომ დაადგინა, რომ აფხაზეთის დე ფაქტო სასამართლოები ვერ კვალიფიცირდება როგორც „კანონმდებლობის საფუძველზე დაარსებული ტრიბუნალი“ კონვენციის მე-6 მუხლის 1-ლი პუნქტის მიზნებისათვის. ამრიგად, ადგილი ჰქონდა ამ დებულების დარღვევას მე-6 მუხლის მე-3 პუნქტთან ერთობლიობაში. კერძოდ, მან დაადგინა, რომ ბ-ნმა მამასახლისმა და ბ-ნმა ნანავამ ვერ ისარგებლეს კანონით შექმნილი დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი ტრიბუნალის სამართლიანი განხილვით და მათ არ მიეცათ სათანადო შესაძლებლობა დაეცვათ თავი და ეფექტურად ესარგებლათ ადვოკატის დახმარებით. იგივე მიზეზების გამო, რაც მე-5 მუხლთან მიმართებაში, სასამართლომ არ დაადგინა დარღვევა საქართველოს მიმართ და დაადგინა დარღვევა რუსეთთან მიმართებაში.
მუხლი 8
თავისი პრეცედენტული სამართლის გათვალისწინებით, სასამართლომ მიიჩნია, რომ ბ-ნ მამასახლისს და მის ბებიას შორის არ არსებობდა რაიმე სხვა სახის დამოკიდებულების ფაქტორები, გარდა ნორმალური სიყვარულისა, ორივე მათგანი მოვლენების დროს სრულწლოვანი იყო და ეკუთვნოდნენ ერთი და იგივე ოჯახს. შესაბამისად, კონვენციის მე-8 მუხლი მათ შემთხვევაში არ იყო გამოსაყენებელი და საჩივრის ეს ნაწილი დაუშვებლად იქნა ცნობილი.
ბ-ნი ნანავას საჩივარი მე-8 მუხლით უკავშირდებოდა უკვე განხილულ საქმეებს, და სასამართლომ აღარ ჩათვალა საჭიროდ მისი ხელახლა განხილვა.
სხვა მუხლები
ვინაიდან მომჩივნების საჩივრები მე-13 მუხლისა და მე-7 დამატებითი ოქმის მე-2 მუხლის მიხედვით დაკავშირებული იყო უკვე განხილულ საქმეებთან, სასამართლომ არ ჩათვალა საჭიროდ მათი ცალ-ცალკე განხილვა.
სამართლიანი დაკმაყოფილება (მუხლი 41)
სასამართლომ დაადგინა, რომ რუსეთს უნდა გადაეხადა ბ-ნი მამასახლისისათვის და ბ-ნი ნანავასთვის (პირველი და მესამე მომჩივანი) 35,000 ევრო (ევრო) თითოეულს არამატერიალური ზიანისათვის და 23,300 ევრო ერთობლივად ხარჯებისა და დანახარჯებისთვის.