Geo: დოკუმენტი მომზადებულია საქართველოს უზენაესი სასამართლოს ანალიტიკური განყოფილების ადამიანის უფლებათა ცენტრის (www.supremecourt.ge) მიერ. თარგმანის ხელახალი გამოქვეყნების ნებართვა გაცემულია მხოლოდ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს HUDOC-ის მონაცემთა ბაზაში განთავსების მიზნით.
Eng: The document was provided by the Supreme Court of Georgia, Human Rights Centre of the Analytical Department (www.supremecourt.ge). Permission to republish this translation has been granted for the sole purpose of its inclusion in the European Court of Human Rights database HUDOC
მამულაშვილი საქართველოს წინააღმდეგ
Mamulashvili v Georgia
საჩივარი N15355/15
2024 წელი, 4 ივლისი
საქმის არსებითი გარემოებები
1. წინამდებარე საქმე ეხება, კონვენციის მე-3 მუხლის ფარგლებში მომჩივნის სავარაუდო არასათანადო მოპყრობას ციხეში, რომელიც, სავარაუდოდ, წარმოადგენდა, პატიმრების მიმართ იმდროინდელი ციხის მმართველობის მიერ არასათანადო მოპყრობის მასშტაბურ და სისტემატიურ არასათანადო მოპყრობის ნაწილს და ასევე ეხებოდა კომპეტენტური ეროვნული ხელისუფლების მარცხს, ჩაეტარებინა ეფექტური გამოძიება მომჩივნის მიერ გაკეთებულ ბრალდებებზე.
2. 2012 წლის სექტემბერში ქართულ მედიაში გავრცელდა კადრები პატიმართა არასათანადო მოპყრობის განმეორებით ქმედებებზე სასჯელაღსრულების სხვადასხვა დაწესებულებებში, მათ შორის, თბილისის N8 („გლდანის ციხე“) და სამედიცინო დაწესებულება N18 -ში („ციხის საავადმყოფო“).
3. 2012 წლის 14 ნოემბერს მომჩივანმა, რომელიც იხდიდა თერთმეტწლიან პატიმრობას ნარკოტიკული საშუალების უკანონო შენახვისთვის, შეიტანა სისხლის სამართლის საჩივარი მთავარ პროკურატურაში და მოითხოვა გამოძიების დაწყება 2012 წლის 29 აგვისტოს ციხის საავადმყოფოში მომხდარ არასათანადო მოპყრობის ფაქტზე. მან წარმოადგინა სავარაუდო ქმედებების ყოვლისმომცველი დეტალები და დაასახელა ხუთი სავარაუდო დამნაშავე. მომჩივანმა დააკონკრეტა, რომ ციხის საავადმყოფოს მოადგილემ, ოთხ დაცვასთან ერთად, თავის კაბინეტში სცემა - ისინი დაუნდობლად ურტყამდნენ თავში და ხერხემალში. როგორც შემდგომ დადასტურდა, მისი ყოფილი თანასაკნელების წერილობითი განცხადებებით, რომლებიც თან ერთვის საჩივარს, ცემის შემდეგ მომჩივანს ძალიან უჭირდა სიარული და აწუხებდა მწვავე ტკივილები მთელ სხეულში, განსაკუთრებით წელის არეში. მომჩივანმა თავის საჩივარში ასევე აღნიშნა, რომ მისი განმეორებითი მოთხოვნები, დაუყონებლივი სამედიცინო შემოწმების შესახებ, თავდაპირველად იგნორირებული იყო და მხოლოდ 2012 წლის 5 ოქტომბერს მიეცა საშუალება პირველად ჩაეტარებინა სამედიცინო სკანირება, რომლის შედეგებმაც დაადასტურა, რომ მან რამდენიმე თვით ადრე მიიღო ხერხემლის დაზიანება (ხერხემლის მეოთხე მალის ამოვარდნა).
4. 2012 წლის დეკემბერში, უპასუხოდ დატოვების გამო, მომჩივანმა ხელახლა მიმართა მთავარ პროკურატურას, რომელზეც 2012 წლის 28 დეკემბერს უპასუხეს, რომ მიმდინარეობდა მისი სისხლისსამართლებრივი საჩივრის შესწავლა.
5. 2013 წლის 17 იანვარს მომჩივანი გაათავისუფლეს ციხიდან ამნისტიის საფუძველზე. შემდგომში, მას ჩაუტარდა სამედიცინო გამოკვლევა, რომლის შედეგებმა კვლავ დაადასტურა ხერხემლის შესაბამისი დაზიანების არსებობა, რომლის წარმოშობაც დროში და ბუნებით ემთხვეოდა არასათანადო მოპყრობის შესახებ ბრალდებებს. მომჩივნის ფსიქიკური მდგომარეობის შეფასებისას, სამედიცინო ექსპერტებმა დაასკვნეს, რომ მომჩივანს აწუხებდა პოსტტრამვული სტრესული აშლილობა.
6. 2013 წლის იანვრიდან 2014 წლის ნოემბრამდე, მომჩივნის ადვოკატებმა, სისხლის სამართლის საჩივარი განაახლეს ახლად მოპოვებული სამედიცინო მტკიცებულებებით, არაერთხელ გამოიკითხეს გამოძიების მიმდინარეობა და მოითხოვეს მსხვერპლისთვის სტატუსის მინიჭება. მათ ასევე მოითხოვეს, მომჩივნის ყოფილი თანაკლასელების დაკითხვა, რომლებსაც შეეძლოთ სადავო ფაქტის დადასტურება. აღნიშნული განმეორებითი გამოძიებები ან უპასუხოდ დარჩა ან პროკურატურის ორგანოები მომჩივანს აძლევდნენ რჩევას გარკვეული საგამოძიებო ღონისძიებების დასრულებამდე დალოდების აუცილებლობის შესახებ.
7. 2014 წლის 5 დეკემბერს მთავარმა პროკურატურამ მომჩივანს აცნობა, რომ მისი სისხლისსამართლებრივი საჩივარი შეუერთდა ახლად გახსნილ ფართომასშტაბიან სისხლისსამართილს გამოძიებას ყველა ციხეში პატიმართა სისტემატური არასათანადო მოპყრობის შესახებ, რომელიც, სავარაუდოდ ქვეყანაში 2010-2012 წლებში განხორციელდა (შემდგომში „ციხეებში არასათანადო მოპყრობის საქმე“).
8. 2016 წლის 23 აგვისტოს მთავარმა პროკურატურამ დაიწყო მორიგი სისხლის სამართლის გამოძიება პატიმართა სისტემატიური არასათანადო მოპყრობის შესახებ, რომელსაც, სავარაუდოდ, ადგილი ჰქონდა ციხის საავადმყოფოში 2010-2012 წლებში („ციხის საავადმყოფოში არასათანადო მოპყრობის საქმე“). წინამდებარე სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში ციხის საავადმყოფოს დაცვის ყოფილი უფროსი 2022 წლის 13 იანვარს გაასამართლეს ციხის საავადმყოფოში პატიმრების მიმართ არასათანადო მოპყრობისთვის ხოლო მომჩივანი ირიცხებოდა მრავალრიცხოვან მსხვერპლთა შორის.
9. რაც შეეხება 2012 წლის 29 აგვისტოს კონკრეტულ ინციდენტს, მომჩივნის წინააღმდეგ სავარაუდო არასათანადო მოპყრობის ხუთი ჩამდენიდან არცერთს, არსებული ინფორმაციის თანახმად, არასოდეს წაყენებიათ ბრალი და არც სხვაგვარად ჩატარებულა რაიმე სახის გამოძიება მომჩივნის კონკრეტულ ბრალდებებთან დაკავშირებით. გარდა ამისა, 2018 წლის 16 მაისით დათარიღებული მთავარი პროკურატურის უახლესი შეტყობინების თანახმად, 2018 წლის 16 მაისს, სისხლის სამართლის გამოძიება ციხეებში არასათანადო მოპყრობის საქმეზე, რომელიც ჩვეულებრივ უნდა მოიცავდეს 2012 წლის 29 აგვისტოს ინციდენტს, იმ დროისთვის, ჯერ კიდევ მიმდინარეობდა. პროკურატურის ორგანომ იმავე შეტყობინებაში აღნიშნა, რომ „საკმარისი მტკიცებულებების არარსებობის გათვალისწინებით“ შეუძლებელი იყო მომჩივნისთვის მსხვერპლის სტატუსის მინიჭება. ციხეებში არასათანადო მოპყრობის საქმესთან დაკავშირებული სამართალწარმოება ამ დრომდე გრძელდება, მაგრამ სხვა დეტალები მისი მიმდინარეობის შესახებ ცნობილი არ არის.
სასამართლოს შეფასება
კონვენციის მე-3 მუხლის სავარაუდო დარღვევა
10. რაც შეეხება საჩივრის დასაშვებობას, მთავრობამ განაცხადა, რომ საჩივარი ხანდაზმულია კონვენციის 35-ე მუხლის 1-ელი პუნქტის შესაბამისად, რადგან მომჩივანმა დროულად ვერ წარადგინა თავისი საჩივრები შესაბამისი ეროვნული ორგანოების წინაშე. მომჩივანი მას არ დაეთანხმა.
11. სასამართლო შენიშნავს, რომ მიუხედავად იმისა, რომ მომჩივანი, სავარაუდოდ, არასათანადო მოპყრობას დაექვემდებარა 2012 წლის 29 აგვისტოს, კომპეტენტური ორგანოს წინაშე მან ამის შესახებ პირველად გააჟღერა 2012 წლის 14 ნოემბერს. სამ თვეზე ნაკლები პერიოდი არ არის საკმარისი იმისათვის, რომ ეჭვქვეშ დააყენოს მომჩივნის სათანადო გულმოდგინება, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ხდება იმ ფაქტის შეფასება, რომ სახელმწიფო მოხელეების მიერ განხორციელებული არასათანადო მოპყრობით გამოწვეულმა ფსიქოლოგიურმა ეფექტებმა შეიძლება შეარყიოს მსხვერპლის შესაძლებლობა, მიიღოს აუცილებელი ზომები მოძალადის წინააღმდეგ და დაუყონებლივ დაიწყოს სამართალწარმოება მაშინ, როცა მსხვერპლი რჩება იმავე პირების კონტროლქვეშ (იხ. Ochigava v Georgia no. 14142/15, § 51, 16 თებერვალი 2023). აქედან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ მომჩივანმა დროულად გააჟღერა საჩივრები მისი სავარაუდო არასათანადო მოპყრობის შესახებ კომპეტენტური ეროვნული ორგანოების წინაშე და, უფრო მეტიც, განმეორებით ცდილობდა რეგულარულ ინტერვალებში გამოეკითხა გამოძიების პროგრესი, ეფექტიანი შედეგის იმედით, წინამდებარე საჩივრის შეტანამდე (იხ. პარაგრაფები 3-7 ზემოთ, და შედარებისთვის Ochigava ციტირებული ზემოთ, § 52, მასში არსებულ სხვა მითითებებთან ერთად).
12. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლო ვერ ხედავს რაიმე საფუძველს რათა დაასკვნას, რომ 2015 წლის 11 მარტს სასამართლოში საჩივრის შეტანის დროს მომჩივანმა იცოდა ან უნდა სცოდნოდა ექვს თვეზე მეტი ხნის განმავლობაში, ეფექტური სისხლის სამართლის გამოძიების პერსპექტივის არარსებობის შესახებ. ამიტომ, მთავრობის პროტესტი უარყოფილი უნდა იქნეს. ვინაიდან საჩივარი არ არის აშკარად დაუსაბუთებელი კონვენციის 35-ე მუხლის მე-3 (ა) პუნქტის მნიშვნელობით ან რაიმე სხვა საფუძვლით, ამიტომ ის დასაშვებად უნდა გამოცხადდეს.
13. მთავრობამ არ გააპროტესტა მომჩივნის საჩივრები არსებითად იგი ავტომატურად დაეთანხმა ფაქტებს იმ სახით, როგორც ეს უკანასკნელი იყო წარმოდგენილი.
14. შესაბამისი ზოგადი პრინციპები, რომლებიც ეხება პროცედურულ და არსებით ვალდებულებებს კონვენციის მე-3 მუხლთან მიმართებით, შეჯამდა სასამართლოს მიერ საქმეში Bouyid v. Belgium ([GC], no. 23380/09, §§ 81-88 და 114 23, ECHR 2015).
15. რაც შეეხება, მე-3 მუხლის ფარგლებში პროცედურულ ვალდებულებებს, სასამართლო კიდევ ერთხელ აღნიშნავს, რომ ეფექტური თავშეკავება სერიოზული ქმედების ჩადენისგან, როგორიცაა პირის ფიზიკურ მთლიანობაზე განზრახ თავდასხმა, მოითხოვს ქმედით სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას (შედარებისთვის იხ. Pulfer v. Albania, no. 31959/13, § 71, 20 ნოემბერი 2018). თუმცა, წინამდებარე საქმის გარემოებები მიუთითებს მოპასუხე სახელმწიფოს მიერ გადადგმული სისხლისსამართლებრივი ნაბიჯების მნიშვნელოვან ხარვეზებზე. სასამართლო შენიშნავს, რომ მიუხედავად იმისა, რომ მომჩივანმა ოფიციალურად განაცხადა არასათანადო მოპყრობის შესახებ ჯერ კიდევ 2012 წლის ნოემბერში, მან მიუთითა ყველა დეტალის შესახებ და გააჟღერა სავარაუდო მოძალადეების ვინაობაც კი, თუმცა, კომპეტენტურმა ეროვნულმა ორგანოებმა ჯერ კიდევ ვერ შეძლეს მომჩივნის საქმის სრულად გამოძიება და დამნაშავეების პასუხისგებაში მიცემა. მიუხედავად იმისა, რომ ადგილობრივმა ხელისუფლებამ ციხის უფროსი ოფიცერი დამნაშავედ ცნო სისხლის სამართლის დანაშაულზე, საავადმყოფოში პატიმართა სისტემატური არასათანადო მოპყრობის გამო, რაც მართლაც დადებითად უნდა შეფასდეს, მათ აშკარად არ გამოუკვლევიათ მომჩივნის კონკრეტული ბრალდებები 2012 წლის აგვისტოში ხუთი ადვილად იდენტიფიცირებადი ოფიცრის მიერ მის ცემასთან დაკავშირებით (იხ. პარაგრაფები 3 და 9 ზემოთ, და შეადარეთ მსგავს სიტუაციას, როდესაც არასათანადო მოპყრობაში მონაწილე მხოლოდ ზოგიერთი ციხის ოფიცრისთვის მსჯავრის დადება არ ჩაითვალა საკმარისად მე-3 მუხლის მიზნებისთვის, საქმეში Ochigava ციტირებული ზემოთ). საგამოძიებო ორგანოების მხრიდან იყო უმოქმედობის პერიოდები და უფრო მეტიც, მომჩივანს უსაფუძვლოდ ეთქვა უარი დაზარალებული მხარის სავალდებულო პროცედურულ უფლებაზე, რაც მას საშუალებას მისცემდა ყურადღებით ედევნებინა თვალი გამოძიებისთვის, შეეფასებინა მისი სანდოობა და წვლილი შეეტანა მის სწორად წარმართვაში (შედარებისთვის Mindadze and Nemsitsveridze v. Georgia no. 21571/05, § 108, 1 ივნისი 2017). ამასთან დაკავშირებით, სასამართლო კიდევ ერთხელ აღნიშნავს, რომ “გადავადებული მართლმსაჯულება ხშირად არის მართლმსაჯულების უარყოფა”, რადგან უმოქმედობის არაგონივრული პერიოდების არსებობამ და ხელისუფლების მხრიდან სამართალწარმოების დროს არასაკმარისმა გულმოდგინებამ შეიძლება გამოიწვიოს გამოძიების არაეფექტურობა (შედარებისთვის იხ. Ochigava, ციტირებული ზემოთ, §§ 58-59).
16. რაც შეეხება მე-3 მუხლთან დაკავშირებული საჩივრის არსებით ნაწილს, სასამართლო კიდევ ერთხელ აღნიშნავს, რომ მან უკვე დაადგინა თითქმის იდენტურ საქმეში, რომ ეროვნული სასამართლოების მიერ მიღებულ შესაბამის დასკვნებზე დაყრდნობით, ქვეყნის სხვადასხვა საპატიმრო დაწესებულებაში პატიმართა ფიზიკური ძალადობის ენდემური პრობლემის არსებობასთან დაკავშირებით, მართლაც სახეზე იყო „სისტემატიური და სისტემური შეურაცხყოფა“ პატიმართა მიმართ საქართველოს რიგ ციხეებში იმ დროისთვის ციხის ხელისუფლების წარმომადგენლების მიერ (შედარებისთვის იხ. Ochigava, ციტირებული ზემოთ, §§ 7, 34 და 61). დამატებითი მნიშვნელობა ენიჭება იმ ფაქტს, რომ მოცემულ საქმეში არსებობს საკმარისი სამედიცინო მტკიცებულება, რომელიც ადასტურებს მომჩივნის დაზიანებების არსებობას, რომელთა წარმოშობა ემთხვევა სავარაუდო არასათანადო მოპყრობის აღწერას, რომ აუცილებელი უარყოფითი დასკვნები გამომდინარეობს ეროვნული ხელისუფლების მარცხისგან ჩაეტარებინა ეფექტური გამოძიება და რომ მთავრობას არც კი გაუპროტესტების მომჩივნის ბრალდებები (იხ. პარაგრაფი 13 ზემოთ, შედარებისთვის, იქვე, § 61), სასამართლო ადასტურებს მომჩივნის მიერ წარდგენილ შესაბამის ფაქტებს და ადგენს, რომ ადგილი ჰქონდა მის წინააღმდეგ არასათანადო მოპყრობას მოპასუხე სახელმწიფოს მხრიდან.
17. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლო ასკვნის, რომ ადგილი ჰქონდა კონვენციის მე-3 მუხლის როგორც არსებითი ასევე პროცედურული ასპექტების დარღვევას.
კონვენციის 41-ე მუხლის გამოყენება
18. მომჩივანმა მოითხოვა ა) 301 ქართული ლარი (დაახლოებით 112 ევრო (EUR)) მატერიალური ზიანის ასანაზღაურებლად, განმარტა რა, რომ არასათანადო მოპყრობის შედეგად გამოწვეული ხერხემლის დაზიანების მკურნალობის ღირებულება ასეთი იყო (იხ. მე-5 პუნქტი ზემოთ), ბ) 5000 ევრო არამატერიალური ზიანის ასანაზღაურებლად და გ) 2019 ფუნტი სტერლინგი (დაახლოების 2350 ევრო) სასამართლოში ბრიტანელი ადვოკატების მიერ მისი წარმომადგენლობით გაწეული ხარჯებისა და დანახარჯებისათვის.
19. მთავრობამ განაცხადა, რომ მოთხოვნები იყო დაუსაბუთებელი და გადაჭარბებული.
20. სასამართლო მიიჩნევს, რომ არსებობს მიზეზობრივი კავშირი დადგენილ დარღვევასა და სავარაუდო მატერიალურ ზარალს შორის (შედარებისთვის იხ. Meskhidze v Georgia [კომიტეტი], ნო. 55506/08, §§ 49-50, 21 დეკემბერი 2017). ამგვარად, იგი ანიჭებს მომჩივანს, მის ხელთ არსებული ფინანსური დოკუმენტების გათვალისწინებით, მატერიალური ზიანის ასანაზღაურებლად 112 ევროს. იგი ასევე ადგენს, რომ მომჩივანმა განიცადა არამატერიალური ზიანი, რომლის ანაზღაურება შეუძლებელია მხოლოდ დარღვევის დადგენით. წინამდებარე საქმის შესაბამისი გარემოებების გათალისწინებით, პრიცნიპის და ასევე სხვადასხვა მიუკერძებული მოსაზრებების გათვალისწინებით, სასამართლო მიზანშეწონილად მიიჩნევს, რომ მომჩვანს მიანიჭოს 5000 ევრო ამ საკითხთან მიმართებით და დამატებით ნებისმიერი სხვა გადასახადის ანაზღაურება.
21. სასამართლო ასევე აღნიშნავს, რომ მომჩივანმა არ წარმოადგინა საკმარისი ფინანსური დოკუმენტები, რომლებიც დაადასტურებდა, რომ მან გადაიხადა ან კანონით ვალდებული იყო გადაეხადა მისი ბრიტანელი წარმომადგენლების მიერ დაკისრებული საფასური ან მათ მიერ გაწეული ხარჯები (იხ. Ochigava, ციტირებული ზემოთ, §§ 67-69). აქედან გამომდინარეობს, რომ ხარჯებისა და დანახარჯების ნაწილში მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს.
აქედან გამომდინარე, სასამართლო ერთხმად,
1. აცხადებს საჩივარს დასაშვებად;
2. ადგენს, რომ ადგილი ჰქონდა კონვენციის მე-3 მუხლის დარღვევას როგორც მატერიალური, ისე პროცედურული კუთხით;
3. ადგენს
ა) რომ მოპასუხე სახელმწიფომ სამი თვის განმავლობაში უნდა გადაუხადოს მომჩივანს ქვემოთ მოცემული თანხები, რომლებიც უნდა კონვერტირდეს მოპასუხე სახელმწიფოს ვალუტაში გადახდის თარიღისთვის მოქმედი კურსით:
ი) 112 ევრო (ას თორმეტი ევრო), დამატებით ნებისმიერი გადასახადი რომელიც მას შეიძლება დაეკისროს, მატერიალური ზიანის ანაზღაურებისათვის;
იი) 5000 ევრო (ხუთი ათასი ევრო), დამატებით ნებისმიერი გადასახადი, რომელიც მას შეიძლება დაეკისროს, მორალური ზიანის ანაზღაურებისათვის.
ბ) რომ ზემოთ აღნიშნული სამი თვის გასვლიდან ანგარიშწორებამდე, ზემოაღნიშნულ თანხებზე გადასახდელი იქნება მარტივი საპროცენტო განაკვეთი ევროპის ცენტრალური ბანკის ზღვრული საკრედიტო განაკვეთის ტოლი დეფოლტის პერიოდში, დამატებით სამი პროცენტული პუნქტი;
4. უარყოფს მომჩივნის სხვა მოთხოვნას სამართლიანი დაკმაყოფილების შესახებ.