© ევროპის საბჭო/ადამიანის უფლებათა ევროპის სასამართლო, 2012. მოცემული თარგმანი შეკვეთილ იქნა ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა მხარდაჭერის ფონდის დახმარებით (/humanrightstrustfund). აღნიშნული არ ბოჭავს სასამართლოს. დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ საავტორო უფლებების სრული მითითება მოცემული დოკუმენტის ბოლოში.
© Council of Europe/European Court of Human Rights, 2012. This translation was commissioned with the support of the Human Rights Trust Fund of the Council of Europe (/humanrightstrustfund). It does not bind the Court. For further information see the full copyright indication at the end of this document.
© Conseil de l’Europe/Cour européenne des droits de l’homme, 2012. La présente traduction a été effectuée avec le soutien du Fonds fiduciaire pour les droits de l’homme du Conseil de l’Europe (/humanrightstrustfund). Elle ne lie pas la Cour. Pour plus de renseignements veuillez lire l’indication de copyright/droits d’auteur à la fin du présent document.
საინფორმაციო ბარათი სასამართლოს პრეცედენტულ საქმეზე #133
2010 წლის აგვისტო-სექტემბერი
მანგურასი ესპანეთის წინააღმდეგ – 12050/04
გადაწყვეტილება 28.9.2010 (GC)
მუხლი 5
მუხლი 5-3
სასამართლოში გამოცხადების უზრუნველყოფის ზომები
გათავისუფლება საქმის განხილვის განმავლობაში
ზღვის დაბინძურების საქმეში გემის კაპიტნის გათავისუფლების უზრუნველსაყოფად გირაოს ოდენობის განსაზღვრა – არ არის დარღვევა
ფაქტები – მომჩივანი იყო ბერძენი, გემის სახელად პრესტიჟი, კაპიტანი რომელმაც 2002 წელს ესპანეთის სანაპიროსთან ცურვისას, მას შემდეგ რაც გემის კორპუსი დაზიანდა, ზღვაში ჩაღვარა 70 000 ტონა ნავთობი, რომელიც მას გადაჰქონდა ატლანტის ოკეანეში. გაჟონვამ გამოიწვია ეკოლოგიური კატასტროფა, რომელმაც იქონია გავლენა საზღვაო ფლორასა და ფაუნაზე, რაც რამოდენიმე თვე გაგრძელდა და მიაღწია საფრანგეთის სანაპირო ზოლამდე. დაიწყო სისხლის სამართლის გამოძიება და საგამოძიებო მოსამართლემ მომჩივანს მიუსაჯა წინასწარი პატიმრობა 3 000 000 ევროს გირაოს გადახდის შემთხვევაში გათავისუფლების შესაძლებლობით. მოსამართლემ მიუთითა მომჩივანის ქცევაზე, რომელიც შესაძლოა იყოს დანაშაული მიმართული ბუნებრივი რესურსების და გარემოს დაცვის წინააღმდეგ და ასევე ადმინისტრაციული ორგანოებისადმი დაუმორჩილებლობა. მოსამართლის აზრით სავარაუდო დანაშაულის სერიოზულობა და ფაქტი იმისა, რომ მომჩივანი იყო უცხო ქვეყნის მოქალაქე რომელსაც არ ჰქონდა კავშირი ესპანეთთან გახდა საფუძველი გირაოს მაღალი ოდენობისა. მომჩივანმა მოითხოვა მისი გათავისუფლება და ალტერნატიული სასჯელის სახით გირაოს თანხის შემცირება 60 000 ევრომდე მისი პირადი მდგომარეობის გათვალსიწინებით. საგამოძიებო მოსამართლემ უარი თქვა მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე და მიიჩნია რომ წინასწარი პატიმრობა იყო გამართლებული სავარაუდო დანაშაულის სერიოზულობიდან გამომდინარე. რაც შეეხება გირაოს თანხას მან ხაზი გაუსვა წინა არგუმენტს და დაამატა რომ მომჩივანის სასამართლო პროცესზე გამოცხადება იყო უმნიშვნელოვანესი მოვლენების თანმიმდევრულად აღწერისთვის მას შემდეგ რაც გემიდან დაიწყო გაჟონვა. მომჩივანმა გაასაჩივრა გადაწყვეტილება რაც არ დაკმაყოფილდა. მას შემდეგ რაც საგამოძიებო მოსამართლემ მიიღო საბანკო გარანტია აღნიშნულ თანხაზე გემის კაპიტანი გაათავისუფლეს წინასწარი პატიმრობიდან გარკვეული პირობებით. მომჩივანმა სააპელაციო სარჩელი წარადგინა საკონსტიტუციო სასამართლოში და გაასაჩივრა გირაოსთვის დადგენილი მაღალი თანხა. საკონსტიტუციო სასამართლომ სააპელაციო სარჩელი არ მიიღო განსახილველად.
საბოლოოდ ესპანეთის სახელმწიფო უწყებებმა დართეს ნება მომჩივანს დაბრუნებულიყო სამშობლოში, სადაც ის ამჟამად ცხოვრობს იმ პირობით რომ საბერძნეთის სახელმწიფო უწყებები განახორციელებენ მის პერიოდულ კონტროლს. მომჩივანი ვალდებულია გამოცხადდეს პოლიციაში ორ კვირაში ერთხელ იმ კუნძულზე სადაც ის დაიბადა ან ათენში. სისხლის სამართლის არსებითი განხილვა ჯერ კიდევ განხილვის პროცესშია.
2009 წლის 8 იანვრის სასამართლოს პალატის გადაწყვეტილებით ერთხმად გადაწყდა რომ მე-5-ე მუხლის ნაწილი 3 დარღვევას არ ჰქონია ადგილი (იხილეთ საინფორმაციო ბარათი #115)
კანონი _ მუხლი 5 § 3: სასამართლომ დაადგინა რომ გირაოს მოთხოვნა შესაძლებელია მაშინ როდესაც პატიმრობის გამამართლებელი მიზეზები ჭარბობს და სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლები უნდა სიფრთხილით მოეკიდონ გირაოს შესაბამისი ოდენობის განსაზღვრას და იმის გადაწყვეტას თუ რამდენად გამართლებულია ბრალდებულის პატიმრობაში დატოვება ხანგრძლივი ვადით. ამასთანავე, გირაოს თანხის დაანგარიშება უნდა მოხდეს ბრალდებულის პიროვნების და მისი ქონების გათვალისწინებით, მაგრამ გარკვეულ შემთხვევებში შესაძლებელია მის მიერ მიყენებული ზიანის ოდენობის გათვალისწინება. მომჩივანი პატიმრობაში იმყოფებოდა 83 დღის განმავლობაში და ის გაათავისუფლეს 3 000 000 ევროზე საბანკო გარანტიის წარდგენის შემდეგ. მიუხედავად იმისა, რომ გირაოს თანხა აღემატებოდა იმ თანხას რომლის გადახდაც მომჩივანს თავად შეეძლო, ეროვნულმა სასამართლოებმა გადაწყვიტეს გაეთვალისწინებინათ მომჩივანის პირადი მდგომარეობა და იმ დანაშაულის სერიოზულობა რაც მას ბრალად ედებოდა და ასევე მისი “პროფესიული გარემო”. სასამართლოს შესაბამისად უნდა დაედგინა იყო თუ არა ეს მიდგომა შესაბამისი მე-5-ე მუხლი § 3-თან.
სასამართლო იზიარებს მოსაზრებას, რომ ახალი რეალობები უნდა იყოს გათვალისწინებული მუხლი 5, § 3-ის მოთხოვნების ინტერპრეტაციისას, კონკრეტულად კი მზარდი და სამართლებრივი პრობლემა ევროპულ და საერთაშორისო დონეზე გარემოს დაცვის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულთან დაკავშირებით და სისხლის სამართლის გამოყენება ევროპის და საერთაშორისო სამართლით დადგენილი გარემოსდამცავი მექანიზმების შესრულებისას. ვინაიდან მაღალი სტანდარტი გამოიყენება ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში რაც თავის მხრივ მოითხოვს სიმკაცრეს დემოკრატიული საზოგადოების ფუნდამენტური ღირებულებების დარღვევების შეფასებისას, დაუშვებელია პროფესიული გარემოების რომელმაც შექმნა წინაპირობები სადაო მოქმედების არ გათვალისწინება გირაოს თანხის განსაზღვრისას, იმისათვის რომ გამოყენებული ღონისძიება იყოს ეფექტური. ამ საქმის განსაკუთრებული ბუნებიდან და ზღვის დაბინძურებით გამოწვეული გარემოსთვის მიყენებული უდიდესი ზიანიდან და დიდი მასშტაბიდან გამომდინარე თითქმის გასაოცარია რომ სასამართლომ გადახედა გირაოთი მოთხოვნილ თანხას პასუხისმგებლობის ხარისხიდან გამომდინარე და იმის უზრუნველყოფისთვის რომ პასუხისმგებელ პირს არ აერიდებინა თავი მართლმსაჯულებისთვის და არ დაერღვია უსაფრთხოება. აშკარა იყო რომ მხოლოდ მომჩივანის ქონებიდან გამომდინარე განსაზღვრული გირაოს თანხა საკმარისი არ იქნებოდა მისი სასამართლო მოსმენაზე გამოცხადების უზრუნველსაყოფად. ამასთანავე, ფაქტი იმისა რომ საბანკო გარანტიის უზრუნველყოფა მოხდა გემის მფლოებლი კომპანიის მიერ ამტკიცებს იმას რომ ესპანური სასამართლოების მიერ “პროფესიული გარემოს” გამოყენება გირაოს თანხის განსაზღვრისას იყო სწორი ვინაიდან არსებობდა კავშირი მომჩივანს და იმ პირებს შორის ვინც უნდა უზრუნველყონ უსაფრთხოება.
ესპანეთის სასამართლოებმა გაითვალისწინეს მომჩივანის პირადი მდგომარეობა, განსაკუთრებით მისი როგორც გემის მფლობელის თანამშრომლის სტატუსი, მისი პროფესიული ურთიერთობა იმ პირებთან ვინც ვალდებულია უსაფრთხოების უზრუნველყოფაზე, მისი ეროვნება და მუდმივი საცხოვრებელი მისამართი, ასევე მისი ასაკი და ესპანეთთან კავშირების არ ქონა. ნავთობის ზღვაში ჩაღვრის საქმის გარემოებებიდან და მისი ეკონომიკური და გარემოს დაცვასთან დაკავშირებული კატასტროფული შედეგებიდან გამომდინარე სახელმწიფო პასუხისმგებელი ორგანოების მოქმედება გამართლებული იყო სადაო დანაშაულის სერიოზულობიდან და მომჩივანის მიერ მიყენებული ზარალის ოდენობიდან გამომდინარე.
დასკვნა: არ არის დარღვევა (ათი ხმა შვიდის წინააღმდეგ)
© ევროპის საბჭო/ადამიანის უფელებათა ევროპის სასამართლო, 2012
ადამიანის უფლებათა ევროპის სასამართლოს ოფიციალური ენებია ინგლისური და ფრანგული. მოცემული თარგმანი შეკვეთილ იქნა ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა მხარდაჭერის ფონდის დახმარებით ((/humanrightstrustfund). აღნიშნული არ ბოჭავს სასამართლოს და სასამართლო არ იღებს რაიმე პასუხისმგებლობას მის ხასისხზე. აღნიშნული შეიძლება ჩამოტვირთულ იქნას ადამიანის უფლებათა ევროპის სასამართლოს HUDOჩ-ის პრეცედენტული სამართლის მონაცემთა ბაზიდან () ან ნებისმიერი სხვა მონაცემთა ბაზიდან, რომელსაც სასამართლომ გაუზიარა იგი. აღნიშნული შეიძლება კვლავ იქნეს ნაწარმოები არაკომერციული მიზნებისთვის იმ პირობით რომ საქმის სრული დასახელება იქნება მითითებული, მოცემული საავტორო უფლებისა და ადამიანის უფლებათა მხარდაჭერის ფონდზე მითითებით. თუ განზრახულია აღნიშნული თარგმანის რაიმე ნაწილის კომერციული მიზნებისთვის გამოყენება, გთხოვთ დაუკავშირდეთ publishing@.
© Council of Europe/European Court of Human Rights, 2012
The official languages of the European Court of Human Rights are English and French. This translation was commissioned with the support of the Human Rights Trust Fund of the Council of Europe (/humanrightstrustfund). It does not bind the Court, nor does the Court take any responsibility for the quality thereof. It may be downloaded from the HUDOC case-law database of the European Court of Human Rights () or from any other database with which the Court has shared it. It may be reproduced for non-commercial purposes on condition that the full title of the case is cited, together with the above copyright indication and reference to the Human Rights Trust Fund. If it is intended to use any part of this translation for commercial purposes, please contact publishing@.
© Conseil de l’Europe/Cour européenne des droits de l’homme, 2012
Les langues officielles de la Cour européenne des droits de l’homme sont le français et l’anglais. La présente traduction a été effectuée avec le soutien du Fonds fiduciaire pour les droits de l’homme du Conseil de l’Europe (/humanrightstrustfund). Elle ne lie pas la Cour, et celle-ci décline toute responsabilité quant à sa qualité. Elle peut être téléchargée à partir de HUDOC, la base de jurisprudence de la Cour européenne des droits de l’homme (), ou de toute autre base de données à laquelle HUDOC l’a communiquée. Elle peut être reproduite à des fins non commerciales, sous réserve que le titre de l’affaire soit cité en entier et s’accompagne de l’indication de copyright ci-dessus ainsi que de la référence au Fonds fiduciaire pour les droits de l’homme. Toute personne souhaitant se servir de tout ou partie de la présente traduction à des fins commerciales est invitée à le signaler à l’adresse suivante : publishing@.
Click here for the Case-Law Information Notes
Full & Egal Universal Law Academy