© ევროპის საბჭო/ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო, 2012. წინამდებარე თარგმანი შესრულებულია ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა სატრასტო ფონდის ხელშეწყობით (/humanrightstrustfund). სასამართლოსათვის იგი სავალდებულო ხასიათს არ ატარებს. დამატებითი ინფორმაციისათვის იხილეთ საავტორო უფლებების სრული მიმოხილვა მოცემული დოკუმენტის ბოლოს.
Council of Europe/European Court of Human Rights, 2012. This translation was commissioned with the support of the Human Rights Trust Fund of the Council of Europe (/humanrightstrustfund). It does not bind the Court. For further information see the full copyright indication at the end of this document.
Conseil de l’Europe/Cour Européenne des Droits de l’Homme, 2012. La présente traduction a été effectuée avec le soutien du Fonds fiduciaire pour les droits de l’homme du Conseil de l’Europe (/humanrightstrustfund). Elle ne lie pas la Cour. Pour plus de renseignements veuillez lire l’indication de copyright/droits d’auteur à la fin du présent document.
საინფორმაციო ბარათი სასამართლოს პრეცედენტულ საქმეზე # 122
2009 წლის აგვისტო-სექტემბერი
მანოლე და სხვები მოლდოვას წინააღმდეგ – 13936/02
გადაწყვეტილება 17.9.2009 (V სექცია)
მუხლი 10
მუხლი 10-1
გამოხატვის თავისუფლება
საზოგადოებრივი მაუწყებლის დამოუკიდებლობის არასაკმარისი საკანონმდებლო გარანტიები: დარღვევა
ფაქტები – მომჩივნები იყვნენ ტელერადიო-მოლდოვას (TRM) თანამშრომლები, სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული კომპანია რომელიც მოცემულ დროს იყო ერთადერთი სატელევიზიო და რადიო სადგური მოლდოვაში. მომჩივანების განცხადებით TRMM–ი მისი არსებობის მანძილზე განიცდიდა პოლიტიკურ კონტროლს, რაც კიდევ უფრო გართულდა 2001 წლის შემდეგ, როდესაც კომუნისტურმა პარტიამ მოიპოვა პარლამენტში უმრავლესობის მანდატი. კონკრეტულად კი, უფროსი მენეჯერები გაათავისუფლეს დაკავებული თანამდებობიდან და შეცვალეს ისინი ხელისუფლებისადმი ლოიალურად განწყობილი პირებით. მხოლოდ სანდო ჟურნალისტების გუნდი გამოიყენებოდა პოლიტიკურ თემებზე რეპორტაჟების მომზადებისთვის, რომელთა რედაქტირებაც ხდებოდა, იმისათვის რომ მომხდარიყო მმართველი პარტიის დადებითი კუთხით წარმოჩენა. ჟურნალისტები იღებდნენ შენიშვნებს ისეთი გამოთქმების გამოყენებისთვის რომელიც საბჭოთა პერიოდს უარყოფით კონტექსტში მოიხსენიებდა ან რომელიც შეიცავდა კულტურულ ან ლინგვისტურ კავშირებს რუმინეთთან. იმავე მიზეზების გამო ხდებოდა ინტერვიუების დაჭრა და პროგრამების ეთერიდან მოხსნა. ოპოზიციურ პარტიებს მხოლოდ ძალიან მცირე საეთერო დრო ეთმობოდათ საკუთარი აზრის გამოსახატად. ჟურნალისტები რომელიც არ ემორჩილებოდნენ ამ პოლიტიკას ხდებოდნენ დისციპლინური დევნის ობიექტები ან იკითხებოდნენ პოლიციის მიერ. 2002 წლის დასაწყისში TRM–ის თანამშრომლებმა მოაწყვეს გაფიცვა და მოითხოვეს ცენზურის აკრძალვა, ორი მომჩივანი გახდა დისციპლინური სანქციების მსხვერპლი.
2002 წლის აპრილში მოლდოვას აუდიოვიზუალურმა საკოორდინაციო საბჭომ გამოქვეყნა დასკვნა TRM–ის სავარაუდი ცენზურის თაობაზე. მან დაადგინა რომ გარკვეული სიტყვები და გამონათქვამები მართლაც აკრძალული იყო მაგრამ სხვა ბრალდებები ცენზურასთან დაკავშირებით არ დადასტურდა და დადგინდა რომ ეს იყო ჟურნალისტების დაბალი პროფესიონალიზმის ბრალი.
2002 წლის ივლისში TRM–ის შეცვლამ საზოგადოებრივ კომპანიად გამოიწვია თანამშრომლებისთვის გამოცდების ჩაბარება იმისათვის რომ მათ შეენარჩუნებინათ საკუთარი პოზიცია. ოთხი მომჩივანი სხვა ჟურნალისტებთან ერთად რომლებიც წლის დასაწყისში გაიფიცნენ გათავისუფლდნენ თანამდებობიდან. მათი საჩივრები არ დაკმაყოფილდა. ცხრამეტი თანამშრომელი რომელიც ესწრებოდა გათავისუფლებასთან დაკავშირებულ პრეს კონფერენციას არ დაუშვეს TRM–ის ტერიტორიაზე. ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ მიიღოO რეზოლუცია TRM–ის სტატუსის ცვლილების შემდეგ და მოუწოდა მოლდოვას მოეხდინა მისი მაუწყებლობის მომსახურების რეფორმირება და დაესრულებინა ტელევიზიის ცენზურა. მიუხედავად იმისა, რომ დამოუკიდებელი ექსპერტი დაინიშნა საკანონმდებლო ცვლილებების მოსამზადებლად მისი რეკომენდაციები არ იქნა გათვალისწინებული და პირდაპირი პოლიტიკური ჩარევა მაინც დაშვებულ იქნა.
ევროპის სასამართლოში წარდგენილ სარჩელში მომჩივნებმა განაცხადეს რომ TMC–ში ჟურნალისტად მუშოაბის პერიოდში ისინი იყვნენ რეჟიმის ცენზურის ობიექტები.
კანონი – მუხლი 10: როდესაც სახელმწიფომ გადაწყვიტა საზოგადოებრივი მაუწყებლობის სისტემის შექმნა ეროვნულ კანონმდებლობას და პრაქტიკას უნდა მოეხდინა პლურალისტული მომსახურების სისტემის გარანტირებულად დაცვა. განსკაუთრებით კი მაშინ როდესაც კერძო კომპანიები იმდენად სუსტები იყვნენ რომ ვერ ახერხებდნენ რეალური ალტერნატივის შეთავაზებას და საზოგადოებრივი ან სახელმწიფო ორგანიზაცია იყო ერთადერთი ან წამყვანი მაუწყებელი ქვეყნის შიგნით. დემოკრატიის სწორი ფუნქციონირებისთვის უმნიშვნელოვანესია მიუკერძოებელი, დამოუკიდებელი და დაბალანსებული ახალი ამბების, ინფორმაციის და კომენტარის გადაცემა და საჯარო დისკუსიის უზრუნველყოფა სადაც მაქსიმალურად იქნება აზრთა ფართო სპექტრი წარმოდგენილი. ხელშემკვრელი სახელმწიფოების მიერ შეთანხმებული სტანდარტი საზოგადოებრივი მაუწყებლობის შესახებ ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის ფარგლებში იძლევა სახელმძღვანელო რეკომენდაციებს. მონაწილე სახელმწიფოები იღებენ ვალდებულებას უზრუნველყონ საზოგადოებრივი მაუწყებლის დამოუკიდებლობა ეკონომიკური და პოლიტიკური ჩარევისგან. მინისტრთა კომიტეტის სახელმძღვანელო პრინციპები ადგენს რომ დამოკიდებლობის უზრუნველყოფა შესაძლებელია მაუწყებლის სამართლებრივ ჭრილში სარედაქციო დამოუკიდებლობის და ინსტიტუციური ავტონომიურობის რეალური დაცვით, კონკრეტულად კი ეს ეხება ისეთ საკითხებს, როგორიცაა ახალი ამბების და საინფორმაციო გადაცემების რედაქტირებას და გადმოცემას, თანამშრომლების აყვანას, დასაქმებას და თანამშრომლეთა მართვას. საინფორმაციო პროგრამებმა უნდა წარმოადგინონ ფაქტები და მოვლენები სამართლიანად და ხელი შეუწყონ აზრის თავისუფალ ფორმირებას მაშინ როდესაც საზოგადოებრივი მაუწყებელი ვალდებულია გადმოსცეს შემთხვევები, ოფიციალური ინფორმაცია ან მოვლენები კანონით განსაზღვრულ პირობებში. მმართველი და ზედამხედველი გუნდის თანამდებობაზე გამწესება, დანიშვნა და მათი სტატუსის განმსაზღვრელი კანონები ისე უნდა იყოს ფორმულირებული რომ მოხდეს პოლიტიკური ან სხვა სახის ჩარევა და მსგავსი რისკების თავიდან აცილება.
მომჩივანის საქმის მიზნებიდან გამომდინარე, სასამართლომ გაითვალისწინა დრო 2001 წლის თებერვლიდან, იმ დროიდან როდესაც სარედაქციო პოლიტიკაში პოლიტიკური კონტროლის მეთოდების გამოყენება დაიწყო 2006 წლის 26 სექტემბრამდე როდესაც სასამართლომ სარჩელი დასაშვებად სცნო. აღსანიშნავია რომ მნიშვნელოვნად მიკერძოებული ინფორმაცია გადაიცემოდა TRM–ის მიერ პრეზიდენტის და მთავრობის საქმინობის შესახებ და ოპოზიციურ პარტიებს კი არ ჰქონიათ საკმარისი ხელმისაწვდომობა უზრუნველყოფილი. ასევე არსებობდა მტკიცებულებები თუ როგორ ხორციელდებოდა დისკუსიების ან გარკვეულ საკითხებზე საუბრის აკრძალვა მათი პოლიტიკური სენსიტიურობიდან გამომდინარე ან იმიტომ რომ ის უარყოფითად აისახებოდა ხელისუფლებაზე. მაგალითად, აუდიოვიზუალრმა საბჭომ განაცხადა რომ TRM–ის პოლიტიკა იყო გარკვეული სიტყვების და ფრაზების გამოყენების აკრძალვა, კონკრეტულად კი მოლდავური და რუმინული წარმოშობის ერგვაროვანი სიტყვები, ადამინის უფლებების დარღვევა საბჭოთა დროს, დამოუკიდებელი მონაცემები იმის თაობაზე თუ როგორი არათანაზომიერი საეთერო დრო ეძლევათ პრეზიდენტის და მთავრობის საქმიანობის გაშუქებას. მომჩივნები საუბრობდნენ მათი გამოხატვის თავისუფლების უფლებაში მუდმივი ჩარევის თაობაზე ნახსენები პერიოდის განმავლობაში.
მოცემული მთელი პერიოდის განმავლობაში TRM–ი სარგებლობდა ვირტუალური მონოპოლიით აუდიო ვიზუალურ მაუწყებლობაზე მოლდოვაში და მნიშვნელოვანი იყო დემოკრატიული მიზნებიდან გამომდინარე მას გადაეცა სწორი და დაბალნსებული ინფომრაცია და ახალი ამბები სადაც სრულყოფილად იქნებოდა ასახული პოლიტიკური მოსაზრებები და განხორციელდებოდა დებატები. საზოგადოებრივი მაუწყებლობის სისტემის შექმნის გადაწყვეტილებით სახელმწიფომ აიღო პოზიტიური ვალდებულება შეექმნა პლურალისტული აუდიო ვიზუალური მომსახურება სადაც საკანონმდებლო დონეზე იქნებოდა გარანტირებული TRM-ის დამოუკიდებლობა პოლიტიკური ჩარევისგან და კონტროლისგან. მაგრამ მიუხედავად ამისა სახელმწიფომ ვერ შეძლო ამის უზრუნველყოფა ვინაიდან ერთი პოლიტიკური პარტია აკონტროლებდა პარლამენტს, მთავრობას და პრეზიდენტიც ამ პოლიტიკურ პარტიას წარმოადგენდა. მიუხედავად იმისა რომ TRM –ის წესდება შეიცვალა იმის უზრუნველსაყოფად რომ ის იქნებოდა კრეატიული და სარედაქციო საქმიანობა იქნებოდა დაცული კანონით და არ მოხდებოდა მასში ჩარევა, ეს რეალურად არ განხორციელებულა. აუდიო ვიზუალური საბჭო რომელიც მოქმედებდა როგორც საზედამხედველო ორგანო შედგებოდა წევრებისგან რომელთაც ირჩევდა პარლამენტი, პრეზიდენტი და მთავორბა რომელთა განთავისუფლებაზე არანაირი გარანტია არ არსებობდა. TRMM–ის მენეჯმენტი თანამდბობაზე ინიშნებოდა პარლამენტის მიერ აუდიოვიზუალური საბჭოს წარდგინებით. სამეთვალყურეო საბჭოს მიერ მენეჯმენტის შეცვლის შემდეგაც კი არ არსებობდა არანაირი დაცვითი მექანიზმი იმისა რომ ამ ორგანოს თხუთმეტი წევრიდან ერთი მაინც არჩეულიყო ისეთი ვინც არ იქნებოდა ლოიალური მმართველი პარტიის მიმართ.
ბოლოს, საკანონმდებლო ჩარჩო ვერ უზრუნველყოფდა TRMM–ის მმართველი მენეჯმენტის მიერ, მთავრობის პოლიტიკური ორგანოს მიერ სარედაქციო პოლიტიკის მიმართ განხორციელებული კონტროლისგან დაცვის ეფექტურ მექანიზმს. რაც შეეხება მთავრობის განცხადებას რომ მომჩივანებმა არ ამოწურეს გასაჩივრების ეროვნული მექანიზმები სასამართლომ მიიჩნია მის მიერ გამოვლენილი პოლიტიკური მიკერძოების და მათ გადმოცემაზე შეზღუდვების მაგალითები საკმარისია იმისათვის რომ დადგინდეს რომ ადგილი ჰქონდა სისტემურ მიდგომას და TRM–ის გამოყენებას მმართველი პარტიის საქმიანობის შესახებ ინფორმაციის გავრცელებაში და ხელშეწყობაში. ამიტომ მომჩივნები თავისუფლდებიან გასაჩივრების ეროვნული მექანიზმების მოთხოვნისგან. ნებისმიერ შემთხვევაში მომჩივანებისთვის გასაჩივრების ეროვნული მექანიზმების ხელმისაწვდომობა მათი სარჩელის მნიშვნელოვან ნაწილთან მიმართებით არ არის დამაკმაყოფილებელი.
დასკვნა: დარღვევა (ერთხმად)
მუხლი 41 და 46: მოპასუხე სახელმწიფომ უნდა განახორციელოს ზოგადი ღონისძიებები მათ შორის საკანონმდებლო რეფორმა იმისათვის რომ უზრუნველყოს საკანონმდებლო ჩარჩო მე-10-ე მუხლის შესაბამისად. სამართლიანი დაკმაყოფილების უფლება შენარჩუნებულია.
© ევროპის საბჭო/ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო, 2012
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს ოფიციალური ენებია ინგლისური და ფრანგული. წინამდებარე თარგმანი შესრულებულია ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა სატრასტო ფონდის ხელშეწყობით (/humanrightstrustfund). იგი სასამართლოსათვის სავალდებულო ხასიათს არ ატარებს და არც მის ხარისხზე აკისრებს პასუხისმგებლობას. მოცემული დოკუმენტი შეიძლება ჩამოტვირთულ იქნას ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს HUDOC სასამართლო პრაქტიკის მონაცემთა ბაზიდან () ან ნებისმიერი სხვა მონაცემთა ბაზიდან, რომელთანაც სასამართლომ მოახდინა მისი გაზიარება. დასაშვებია თარგმანის რეპროდუქცირება არაკომერციული მიზნებისათვის იმ პირობით, რომ მოხდება საქმის სრული სახელწოდების ციტირება, მოცემულ საავტორო უფლებების აღნიშვნასა და ადამიანის უფლებათა სატრასტო ფონდზე მითითებით. წინამდებარე თარგმანის ნებისმიერი ნაწილის კომერციული მიზნებით გამოყენების სურვილის შემთხვევაში, გთხოვთ მოგვწეროთ შემდეგ მისამართზე: publishing@.
© Council of Europe/European Court of Human Rights, 2012
The official languages of the European Court of Human Rights are English and French. This translation was commissioned with the support of the Human Rights Trust Fund of the Council of Europe (/humanrightstrustfund). It does not bind the Court, nor does the Court take any responsibility for the quality thereof. It may be downloaded from the HUDOC case-law database of the European Court of Human Rights () or from any other database with which the Court has shared it. It may be reproduced for non-commercial purposes on condition that the full title of the case is cited, together with the above copyright indication and reference to the Human Rights Trust Fund. If it is intended to use any part of this translation for commercial purposes, please contact publishing@.
© Conseil de l’Europe/Cour européenne des droits de l’homme, 2012
Les langues officielles de la Cour européenne des droits de l’homme sont le français et l’anglais. La présente traduction a été effectuée avec le soutien du Fonds fiduciaire pour les droits de l’homme du Conseil de l’Europe (/humanrightstrustfund). Elle ne lie pas la Cour, et celle-ci décline toute responsabilité quant à sa qualité. Elle peut être téléchargée à partir de HUDOC, la base de jurisprudence de la Cour européenne des droits de l’homme (), ou de toute autre base de données à laquelle HUDOC l’a communiquée. Elle peut être reproduite à des fins non commerciales, sous réserve que le titre de l’affaire soit cité en entier et s’accompagne de l’indication de copyright ci-dessus ainsi que de la référence au Fonds fiduciaire pour les droits de l’homme. Toute personne souhaitant se servir de tout ou partie de la présente traduction à des fins commerciales est invitée à le signaler à l’adresse suivante : publishing@.
Click here for the Case-Law Information Notes
Full & Egal Universal Law Academy