© ევროპის საბჭო/ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო, 2012. წინამდებარე თარგმანი შესრულებულია ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა სატრასტო ფონდის ხელშეწყობით (/humanrightstrustfund). სასამართლოსათვის იგი სავალდებულო ხასიათს არ ატარებს. დამატებითი ინფორმაციისათვის იხილეთ საავტორო უფლებების სრული მიმოხილვა მოცემული დოკუმენტის ბოლოს.
Council of Europe/European Court of Human Rights, 2012. This translation was commissioned with the support of the Human Rights Trust Fund of the Council of Europe (/humanrightstrustfund). It does not bind the Court. For further information see the full copyright indication at the end of this document.
Conseil de l’Europe/Cour Européenne des Droits de l’Homme, 2012. La présente traduction a été effectuée avec le soutien du Fonds fiduciaire pour les droits de l’homme du Conseil de l’Europe (/humanrightstrustfund). Elle ne lie pas la Cour. Pour plus de renseignements veuillez lire l’indication de copyright/droits d’auteur à la fin du présent document.
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო
მეოთხე სექცია
საქმე მანოლი და სხვები მოლდოვას წინააღმდეგ
(საჩივარი N.13936/02)
გადაწყვეტილება
(ამონარიდები)
სტრასბურგი
17 სექტემბერი 2009
საბოლოო
17/12/2009
წინამდებარე გადაწყვეტილება შეიძლება დაექვემდებაროს სარედაქციო გადახედვას
წინამდებარე საქმეზე მანოლი და სხვები მოდლოვას წინააღმდეგ,
ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ (მეოთხე სექცია) შემდეგი შემადგენლობით:
ნიკოლას ბრატცა, პრეზიდენტი
ჯოზეფ კასადევალი,
ჯოვანი ბონელო,
რაიტ მარუსტი,
ლეხ გარლიკი,
იან შიკუტა,
სტანისლავ პავლოვსკი, მოსამართლეები
და ლორანს ერლი, სასამართლო გამწესრიგებელი,
2009 წლის 27 აგვისტოს განმარტოებით ითათბირა,
გამოაქვს შემდეგი გადაწყვეტილება, რომელიც მიიღო ბოლოს-მითითებულ დღეს:
პროცედურა
1.საქმეს საფუძვლად დაედო საჩივარი (ნო. 13936/02) მოლდოვის რესპუბლიკის წინააღმდეგ, რომელიც 2002 წლის 19 მარტს ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა კონვენციის ("კონვენცია") 34-ე მუხლის საფუძველზე სასამართლოში შეიტანა მოლდოვის ცხრა მოქალაქემ ("მომჩივნები", იხ. პარაგრაფები 9-17 ქვემოთ).
2.მომჩივნებს, რომლებმაც მიიღეს იურიდიული დახმარება წარმოადგენდნენ ბ-ნები ვ. ნაგაცევსკი და ვ. გრიბნიჩა, ადვოკატები, რომლებიც პრაქტიკას კიშინიოვში ეწევიან და არიან არასამთავრობო ორგანიზაცია `ადვოკატები ადამიანის უფლებებისათვის" წევრები. მოლდოვას მთავრობა ("მთავრობა") წარმოადგინა მაშინ მოქმედმა მისმა აგენტმა, ბ-ნმა ვ. პარლოგმა.
3.მომჩივნები, რომლებიც დასაქმებულნი იყვნენ ან ძველად მუშაობდნენ ჟურნალისტებად ტელერადიო-მოლდოვაში ("ტრმ"), ამტკიცებდნენ, რომ გახლდნენ სარედაქციო პოლიტიკაზე არაჯეროვანი პოლიტიკური ზეწოლის მსხვერპლნი, რაც არღვევდა კონვენციის მე-10 მუხლს.
4.2004 წლის 15 ივნისს სასამართლოს მეოთხე სექციამ საჩივარი ნაწილობრივ მიუღებლად მიიჩნია და გადაწყვიტა ზემორე ცხრა მომჩივნის საჩივარი მთავრობისათვის დაეკომუნიცირებინა.
5.მოსმენა შედგა საჯაროდ, ადამიანის უფლებათა შენობაში, სტრასბურგში, 2006 წლის 8 მარტს (მუხლი 59, პარაგრაფი 3).
სასამართოს წინაშე წარსდგნენ:
(ა)მთავრობის მხარეს
ბ-ნი ვ. პარლოგი,აგენტი
ქ-ნი დ. სარკუ,
ქ-ნი ლ. გრიმალსკი,
ქ-ნი ი. ლუპუსორი,მრჩევლები
(ბ)მომჩივნის მხარეს
ბ-ნი ვ. ნაგასცევსკი,
ბ-ნი ვ. გრიბინჩაადვოკატი
სასამართლომ მოუსმინა ბ-ნი პარლოგის, ბ-ნი ნაგასცევსკის და ბ-ნი გრიბინჩას გამოსვლებს.
6.2006 წლის 26 სექტემბრის გადაწყვეტილებით, სასამართლომ საჩივრის ნაწილი მისაღებად მიიჩნია.
ფაქტები
I. საქმის გარემოებანი
ა. ტელერადიო-მოლდოვა
7.1994 წლის 11 მარტს პრეზიდენტის ბრძანებულებით, ყოფილი სახელმწიფო მაუწყებელს ბაზაზე სახელმწიფოს მიერ შეიქმნა "ტელერადიო-მოლდოვა" ("ტრმ"). "ტრმ" წესდებები შეიცვალა 1995, 1996 დ 2002 წლებში, როდესაც იგი საზოგადოებრივ კომპანიად გარდაიქმნა (იხ. პარაგრაფები 59, 60 და 65, ქვემოთ) და ასეთად დარეგისტრირდა კიდეც 2004 წლის 26 ივლისს.
8.2004 წლის ნოემბერს კერძო საკუთრებაში არსებულმა მოლდოვის სატელევიზიო სადგურმა (ნიტ) დაიწყო ეროვნული მაუწყებლობა. ამ თარიღამდე, "ტრმ"-ი გახლდათ ერთადერთი საჯარო რუმინული არხი (რუმინეთი 1), ქვეყანაში ასევე მაუწყებლობდა რუსული საზოგადოებრივი არხი ("ორტ"). რუმინეთი 1 არ გადასცემდა ადგილობრივ ახალ ამბებს და "ორტ"-მ 2002 წელს დაიწყო 10 წუთიანი მოლდოვის ახალი ამბების გადმოცემა. 2004 წლისათვის მოლდოვის მოსახლეობის 61% სოფლად ცხოვრობდა, ხოლო საკაბელო ტელევიზია კი მხოლოდ დიდ ქალაქებში იყო ხელმისაწვდომი. შესაბამისად, სატელიტური ტელევიზია დიდწილად განუვითარებელი გახლდათ. მთავრობის მიხედვით, დამოუკიდებელი ჟურნალიზმის ცენტრის დაკვეთით განხორციელებული კვლევის შედეგად (იხ. პარაგრაფი 76, ქვემოთ), 2002 წელს "ტრმ" გახლდათ ყველაზე ყურებადი არხი მოლდოვაში და "ტრმ"-ის საღამოს საინფორმაციო გამოშვება მოსახლეობის დაახლოებით 20% საყვარელი გადაცემა გახლდათ.
ბ. მომჩივნები
9.ლარისა მანოლი (პირველი მომჩივანი) ტელევიზიაში 1982 წლიდან მუშაობდა და გახლდათ "ტრმ"-ის საინფორმაციო განყოფილების ხელმძღვანელი 2001-2002 წლებში. ამასთანავე იგი გახლდათ საღამოს რუმინული საინფორმაციო გამოშვების რედაქტორი და წამყვანი. მან "ტრმ" დატოვა 2002 წლის სექტემბერში.
10.კორინა ფუსუ (მეორე მომჩივანი) გახლდათ დილის გასართობი შოუს და საღამოს "ტრმ" საინფორმაციო გამოშვების, ისევე როგორც ფრანგულ კულტურასთან დაკავშირებული გადაცემის რედაქტორი და წამყვანი. იგი "ტრმ"-ის წინარე მაუწყებელში მივიდა 1990 წელს და შემცირებულ იქნა 2004 წლის ნოემბერში.
11.მირჩა სურდუ (მესამე მომჩივანი) გახლდათ მთავრი რედაქტორი და წამყვანი ყოველკვირეული საღამოს თოქ-შოუსი კულტურულ, სოციალურ და პოლიტიკურ საკითხებზე. იგი "ტრმ"-ის წინარე მაუწყებელში მივიდა 1985 წელს და გათავისუფლებული იქნა სახელმწიფო კომპანიის მიერ 2004 წლის აგვისტოში და ამასთანავე დაქირავებული გახლდათ საზოგადოებრივი კომპანიის მიერ 2004 აგვისტოში.
12.დინუ რუსნაჩი (მეოთხე მომჩივანი) გახლდათ მთავარი რედაქტორი სატელევიზიო ახალი ამბების განყოფილებისა და საღამოს საინფორმაციო გამოშვების რუსულ ენაზე წამყვანი. მან "ტრმ"-ში მუშაობა დაიწყო 1994 წლის ივლისში და შეამცირეს 2004 წლის ნოემბერში.
13.დიანა დონიკა (მეხუთე მომჩივანი) იყო ტელევიზიის კულტურული განყოფილების მთავარი დირექტორი და მუშაობდა მირჩა სურდუს სატელევიზიო შოუში. მან "ტრმ"-ში მუშაობა 1994 წელს დაიწყო, გათავისუფლებული იქნა სახელმწიფო კომპანიის მიერ 2004 წლის აგვისტოში და ხელახლა დაქირავებულ იქნა საზოგადოებრივი კომპანიის მიერ 2004 წლის აგვისტოშივე.
14.ლეონიდ მელნიჩი (მეექვსე მომჩივანი) გახლდათ რამდენი გადაცემის და თოქ-შოუს პროდუსერი ტელევიზიის კულტურულ განყოფილებაში. იგი "ტრმ"-ის წინამორბედში დასაქმდა 1992 წელს, გათავისუფლებული იქნა სახელმწიფო კომპანიის მიერ 2004 წლის აგვისტოში და ხელახლა დაქირავებულ იქნა საზოგადოებრივი კომპანიის მიერ 2004 წლის აგვისტოშივე.
15.ვიორიკა კურცერენუ-ბოგატუ (მეშვიდე მომჩივანი) მუშაობდა ტელევიზიის საინფორმაციო განყოფილებაში სპეციალურ კორესპონდენტად. იგი "ტრმ"-ის წინამორბედ კომპანიაში 1979 წელს მივიდა და შემცირებულ იქნა 2004 წლის ნოემბერში.
16.ანგელა არამა-ლეაჰუ (მერვე მომჩივანი) გახლდათ მთავარი რედაქტორი და წამყვანი ტელევიზიის კულტურულ განყოფილებაში. იგი ამასთანავე გხლდათ გასართობი შოუს პროდიუსერი და წამყვანი. იგი "ტრმ"-ის წინამორბედ კომპანიაში 1983 წლის დეკემბერში მივიდა და შემცირებულ იქნა 2004 წლის ნოემბერში.
17.ლიუდმილა ვასილაჩე (მეცხრე მომჩივანი) გახლდათ ტელევიზიის კულტურული განყოფილების რამდენიმე გადაცემის რედაქტორი და წამყვანი. იგი "ტრმ"-ის წინამორბედ კომპანიაში 1990 წლის თებერვალში მივიდა, გათავისუფლებული იქნა სახელმწიფო კომპანიის მიერ 2004 წლის აგვისტოში და ხელახლა დაქირავებულ იქნა საზოგადოებრივი კომპანიის მიერ 2004 წლის აგვისტოშივე.
გ. მხარეთა არგუმენტები "ტრმ"-ის არაჯეროვანი პოლიტიკური კონტროლის შესახებ 2001 წლის თებერვლიდან 2004 წლის ნოემბრამდე
ა. მომჩივნები
18.მომჩივანთა მიხედვით "ტრმ" მთელი მისი არსებობის განმავლობაში იყო პოლიტიკურ კონტროლს დაქვემდებარებული. 2001 წლის თებერვლის შემდეგ, მას შემდეგ რაც არჩევნებში საპარლამენტო უმრავლესობა კომუნისტურმა პარტიამ მოიგო, "ტრმ"-ის რამდენიმე უფროსი მენეჯერი გათავისუფლებულ იქნა და მათ პოზიციებზე დანიშნულ იქნა მთავრობისათვის ლოიალური პირები. ჟურნალისტურ გამოხატვის თავისუფლებაზე შეზღუდვები კიდევ უფრო გამკაცრდა.
19.მომჩივნები მიუთითებდნენ, რომ საინფორმაციო გამოშვებების ახალი ამბები მკაცრად კონტროლდებოდა "ტრმ"-ის უფროსი მენეჯმენტის მიერ. მაშინ, როდესაც ძველად პირველი მომჩივნის სამუშაოს ნაწილს წარმოადგენდა ახალი ამბების არჩევა, და მის მიერ წარმოდგენილი ახალი ამბების ნაწილის ტექსტის შედგენა, 2001 წლის შემდეგ მოცემული საქმე გადაიბარა ახალი ამბების განყოფილების უფროსმა, რომეელიც თავად წყვეტდა თუ რა ინფორმაცია ჩაერთო იმ განრიგის მიხედვით, რომელიც მომზადებული გახლდათ სახელმწიფო ახალი ამბების სააგენტოს "მოლდპრესის" მიერ. შერჩეული ახალი ამბები დამოწმებისათვის გადაეცემოდა "ტრმ" პრეზიდენტს და რადიო და ტელევიზიის დირექტორს. საპარლამენტო, სამთავრობო ან საპრეზიდენტო სესიებთან, ისევე როგორც ოფიციალური ხელისუფლების ორგანოების ადგილობრივ ვიზიტებთან დაკავშირებულ მასალას ენიჭებოდა უპირატესობა.
20.ჟურნალისტთა და ტექნიკოსთა მხოლოდ სანდო ჯგუფი გამოიყენებოდა პოლიტიკურ თემებზე ინტერვიუებისა და სიუჟეტების გასაკეთებლად. მაშინ როდესაც 2001 წლამდე ჟურნალისტს გააჩნდა სარედაქციო კონტროლის ფართო საშუალება, ახლა მათზედ გაცემული იყო ინსტრუქცია იმის შესახებ, თუ რა ტონი და მიმართულება უნდა ჰქონოდა ამა თუ იმ მასალას; პერიოდულად, მთელი ტექსტი ნაკარნახევი გახლდათ მათ მიერ. ინტერვიუები და სიუჟეტები, რომელიც არ გადიოდა პირდაპირ ეთერში, ირჩეოდა და რედაქტირდებოდა მმართველი პარტიისათვის სასურველი ფორმით.
21."ტრმ" პოლიტიკის შესაბამისად, სამთავრობო ორგანოებისა და ხელისუფლების წარმომადგენლების საქმიანობის შესახებ სიუჟეტები გრძელდებოდა 3-დან 5 წუთამდე. ხოლო სიუჟეტები სხვა მოვლენების შესახებ გრძელდებოდა მაქსიმუმ 60 წამიდან 90 წამამდე. შედეგად, საინფორმაციო გამოშვებისათვის დათმობილი საეთერო დროის ორი მესამედი ეძღვნებოდა სამთავრობო საკითხებისადმი მიძღვნილ სიუჟეტებს. ქვეყნის შიგნით არსებული ნებისმიერი კონფლიქტი ან ოპოზიციის, არასამთავრობო ორგანიზაციებისა თუ ხალხის მიერ ორგანიზებული მოვლენები, რომლებიც მმართველი პარტიისაგან განსხვავებულ ხედვას ატარებდა, არ შუქდებოდა. არცერთ ოპოზიციურ პარტიას არ ჰქონდა წვდომა საეთერო დროზე და "შავი-სია" შედგებოდა ცნობილი პირებისაგან პოლიტიკური, კულტურული და სამეცნიერო სფეროებიდან, რომლებიც არ დაიშვებოდნენ "ტრმ" პროგრამებში. იშვიათ შემთხვევებში, როდესაც ოპოზიციის პოლიტიკოსებს მიეცემოდათ საეთერო დრო, ინტერვიუები იჭრებოდა ან მათი გამოსვლა იფარებოდა ჟურნალისტების კომენტარებით ან სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო "მოლდპრესის" მიერ მიწოდებული ტექსტით.
22.საინფორმაციო გამოშვებებთან ერთად ცენზურას ექვემდებარებოდა სხვა გადაცემებიც. სადავო საკითხების გაშუქება აკრძალული იყო; სტუმართა და დამსწრე საზოგადოების ვინაობა კონტროლდებოდა; პირდაპირი ეთერის და ინტერაქტიული პროგრამები თავიდან იყო არიდებული და შემომავალი სატელეფონო ზარები წინასწარ მოწმდებოდა. ყოველკვირეული გადაცემების განრიგი უნდა დამოწმებულიყო "ტრმ" პრეზიდენტის მიერ. პროგრამები, რომლებიც ვერ დაიმსახურებდნენ მოწონებას, ამოღებული იქნებოდა განრიგიდან მაყურებლებისათვის წინასწარი გაფრთხილებისა და ყოველგვარი განმარტების გარეშე.
23.მომჩივნები მიუთითებდნენ, რომ ისეთი სიტყვებისა და ფრაზების გამოყენება, როგორიც გახლდათ "რუმინული", "რუმინული ენა", "ბესარაბია", "რუმინელთა ისტორია", "ტოტალიტარული რეჟიმი" აკრძალული გახლდათ, ისევე როგორც ნებისმიერი მითითება შემდეგ ისტორიულ პერიოდზე: მსოფლიო ომები, სსრკ-ში ორგანიზებული შიმშილობა, სტალინის რეჟიმი, გულაგის დეპორტაციები და ეროვნული გამოღვიძების პერიოდი 1989 წელს.
24.მომჩივნებმა მიუთითეს რამდენიმე კონკრეტულ ინციდენტზე ამ პერიოდის განმავლობაში. მათ შორის დისციპლინური ღონისძიება იმ ჟურნალისტის წინააღმდეგ, რომელმაც გამოიყენა ფრაზა "ტოტალიტარული კომუნისტური რეჟიმი", "კომუნისტური მთავრობა" და "დიდი ეროვნული ასამბლეის მოედანი" პირდაპირი რეპორტაჟის დროს დამოუკიდებლობის დღეს, 2001 წლის 27 აგვისტოს; ინტერვიუს შეწყვეტა ქვეყნის პირველ პრეზიდენტ მირჩა სნეგურთან, დამოუკიდებელი დღისადმი მიძღვნილ საღამოს ახალ ამბებში; იმ ჟურნალისტისადმი საყვედურის მიცემა, რომელმაც ჩაწერა ინტერვიუ კინოთეატრის მუშათა კავშირის პრეზიდენტთან, რომლის დროსაც რესპოდენტმა თქვა რომ "ტოტალიტარული რეჟიმის პერიოდში ეკლესიები გაანადგურეს"; ინტერვიუს შეწყვეტა კომუნისტური პარტიის ყოფილ გენერალურ მდივანთან გ.ე. 2001 წლის 22 სექტემბერს, რადგანაც მან თქვა "დღეისათვის გვირაბის ვოლოს სინათლე არ ჩანს", მიმოიხილავდა რა მოლდოვის ეკონომიკურ ვითრებას; გადაცემის ამოშლა პროგრამიდან, რომელიც უნდა გასულიყო ეთერში 2001 წლის 28 ოქტომბერს გარდაცვლილი მომღერლების - დოინა და იონ ალდეა ტეოდოროვიჩთან დაკავშირებით; უარი გაეშუქებინთ 2002 წლის 13 თებერვალს ინტერვიუ პარლამენტარ ვლად კუბრეაკოვთან, რომელიც ეხებოდა სკოლის პროგრამის ცვლილებას "რუმინელთა ისტორიიდან" "მოლდოვეთის ისტორიით"; უარი გაშუქებულიყო ოპოზიციის წევრის დანიშვნა 2002 წლის 22 თებერვალს გამართულ საპარლამენტო დებატებზე სოციალურ-პოლიტიკურ ვითარებასთან დაკავშირებით; საპარლამენტო ფრაქცია "ალიანტა ბრაღიშ" პრეს-კონფერენციის შესახებ სიუჟეტზე ცენზურა, რადგანაც ეს უკანასკნელი აკრიტიკებდა მთავრობის ინიციატივას ტერიტორიულ-ადმინისტრაციული რეფორმის შესახებ; ფილოლოგთა კონგრესისა და ისტორიკოსთა მიერ ორგანიზებული კონფერენციის გაშუქების აკრძალვა, რადგანაც გამოითქვა მოსაზრებანი "რუმინელთა ისტორიაზე" და რუმინულ ენაზე; 2002 წლის აპრილში ეროვნული ისტორიის მუზეუმის ინაუგურაციის, რომელიც ეძღვნებოდა სტალინის რეპრესიების მსხვერპლებს, შესახებ სიუჟეტის აკრძალვა; 2002 წლის ივლისში სიუჟეტის აკრძალვა, რომელიც ეხებოდა პროფექსორ ელე პელერინოს, რადგანაც იგი შეეხო კომუნისტების მიერ ეთნიკურ გერმანელთა დეპორტაციას; 2002 წლის ივლისში რეპორტაჟიდან გარდაცვლილი გეორგ გიმპუს ამოჭრა მისი წიგნის სათაურიდან "მოლდოველი რუმინელების ეროვნული მრწამსი"; 2002-2003 წლის საშობაო სეზონზე ინტერვიუს აკრძალვა ბესარაბიის მეტროპოლიტური ეკლესიის მომსახურე პირთაგან.
25.2003 წლის 28 ნოემბერს "ბუნა სერა" თოქ-შოუ, რომელსაც უძღვებოდა მომჩივანი მირჩა სურდუ, უნდა დათმობოდა რუსეთის მიერ შემოთავაზებული მოლდოვის ფედერალიზაციის გეგმის განხილვას. შოუს სტუმრები გახლდნენ ვლადიმირ ფილიპოვი, ევროპის საბჭოს წარმომადგენელი მოლდოვაში, კლაუს ნეუკირჰი, ეუთოს მისიის მომხსენებელი და საპარლამებტო ფრაქციების სამი ლიდერი: ვიქტორ სტეპანიუჩ, დუმიტრუ ბრაღიშ და იური როშკა. ვლადიმირ ფილიპოვს "ტრმ" დირექტორმა გადაცემამდე რამდენიმე საათით ადრე უთხრა, რომ აღარ იყო საჭირო შოუზე დასწრება, რადგანაც იგი გაუქმდა. ამის შესახებ ინფორმაცია არავის მიუწოდებია პროდიუსერების გუნდისა და წამყვანისათვის. ეუთოს წარმომადგენელი, დუმიტრუ ბრაღიში და იური როშკა მივიდნენ სტუდიაში. დამსწრე საზოგადოებამ დაიკავა კუთვნილი ადგილი და შოუ დაიწყო. თუმცა, ყოველგვარი განმარტების გარეშე, შოუ ეთერში არ გავიდა და მისი დრო ფილმმა დაიკავა. ჟურნალისტები, რომლებიც შოუზე მუშაობდნენ მოგვიანებით დაიკითხნენ პოლიციის მიერ.
2. მთავრობა
26.მთავრობას არ უპასუხია მომჩივნების მიერ ხსენებულ ინციდენტებზე. თუმცა, ამტკიცებდა, რომ ოპოზიციის წარმომადგენელ პოლიტიკოსებს ჰქონდათ წვდომა ეროვნულ ტელევიზიაზე და რომ 2002 წლის პროტესტები გაშუქებულ იქნა, რასაც ადასტურებდა კიდეც სატელევიზიო ახალი ამბების პროგრამა 2002 წლის 14-27 თებერვლის პერიოდში, ისევე როგორც 2002 წლის აპრილში, 2002 წლის ივლისში და 2003 წლის ნოემბერში. ამასთანავე, გამოქვეყნებული ტელე პროგრამები ადასტურებდა "ტრმ"-ზე გასულ შემდეგ გადაცემებს: 2004 წლის 13 მაისი, გადაცემა სახელად "პოლიტიკური პარტიების ტრიბუნა"; 2004 წლის 12 ივლისს გადაცემა სახელად "საზოგადოებრივი ცხოვრება", სადაც მონაწილეობდა მოლდოვას პრეზიდენტი; და 2004 წლის 15 ივლისს, გადაცემა "დემოკრტიული პროცესები და მედიის თავისუფლება", რომელშიც მონაწილეობას იღებდა ბ-ნი ვ. სტეპანიუცი, კომუნისტური საპარლამენტო ფრაქციის ლიდერი, ბ-ნი დ. ბრაღიში, საპარლამენტი ფრაქცია "მოლდოვა დემორატა"-ს ლიდერი, ბ-ნი მ. პეტრაჩი, საპარლამენტო პარტიის "ცენტრისტთა კავშირის" ლიდერი და სხვა პირები, რომლებიც არ წარმოადგენდნენ არცერთ პოლიტიკურ პარტიას.
27.2002 წლის შემდეგ, ძირითადი უმცირესობების ჯგუფების დასაკმაყოფილებლად, "ტრმ" აშუქებდა გადაცემებს ექვს ენაზე, კერძოდ კი რუსულად, უკრაინულად, გაგაუზულად, ბულგარულად, ბოშურად და იდიშზე.
28.2005 წლის საარჩევნო კამპანიის განმავლობაში გადაცემაში "ოპოზიციის საათი" და შემდეგ "კონტრაპუნქტში" ოპოზიციას მიეცა საშუალება გამოეხატა საკუთარი ხედვა ყოველ კვირას ერთი საათის განმავლობაში. საარჩევნო პერიოდს მიღმა, პროგრამა "პოლიტიკური პარტიების პლატფორმა" ყოველკვირეულად ათ წუთს გამოყოფდა ოპოზიციის წარმომადგენელი პოლიტიკოსებისათვის, რათა მათ საზოგადოებისათვის მიემართათ. შემდეგ, 2005 წლიდან მოყოლებული, ყველა საპარლამენტო დებატი გადაიცემოდა "ტრმ" ტელევიზიითა და რადიო არხებით.
დ. 2002 წლის პროტესტები და გაფიცვა
29.2002 წლის 9 იანვრიდან მაისამდე მაშინდელმა მთავარმა ოპოზიციურმა პარტიამ, ქრისტიან დემოკრატიულმა ხალხის პარტიამ, მოაწყო ყოველდღიური დემონსტრაციები მთავრობის გადაწყვეტილების წინააღმდეგ მოთხოვნით შეეცვალათ სკოლის ისტორიის პროგრამა და ხელახლა შემოეღოთ სავალდებულო რუსულის შესწავლა. დემონსტრაციებში, რომელიც ტარდებოდა დიდი ეროვნული ასამბლეის მოედანზე, მთავრობის ძირითადი შენობის მიმდებარედ, მონაწილეობას ათი ათასობით პროტესტანტი იღებდა (იხ.The Christian Democratic People’s Party v. Moldova, no. 28793/02, ECHR 2006-II).
30.მთავრობის მიხედვით, დემონსტრაციები შეუქდებოდა "ტრმ"-ის საინფორმაციო გამოშვებებში, ძირითადად მომჩივანი კორინა ფუსუს რეპორტაჟებში. მომჩივნები, თუმცა აღნიშნავდნენ, რომ დემონსტრაციები უკიდურესად შეზღუდულად შუქდებოდა და მკაცრად კონტროლდებოდა, კერძოდ კი აკრძალული გახლდათ ნებისმიერი ინფორმაციის გაჟღერება პროტესტის გამომწვევი მიზეზების შესახებ, ისევე როგორც საპარლამენტო დებატებისას ამ საკითხზე ოპოზიციის მიერ გამოთქმული მოსაზრების გაჟღერების შესახებ.
31.2002 წლის 25 თებერვალს "ტრმ" 331 თანამშრომელმა მოაწერა ხელი შემდეგ საპროტესტო დეკლარაციას:
"ჩვენ, ტელერადიო-მოლდოვას თანამშრომლები, აღვნიშნავთ, რომ კომუნისტური პარტიის არჩევნებში გამარჯვების შემდეგ ჩვენი გამოხატვის თავისუფლება შეიზღუდა. ჩვენს მაყურებლებსა და მსმენელებს ჩამოერთვათ უფლება მიიღონ სწორი და დამოუკიდებელი ინფორმაცია. რეალურად, ხელისუფლება იყენებს როგორც ეროვნულ რადიოში ისე ტელევიზიაში, საბჭოთა სტილის პოლიტიკურ ცენზურას, რაც აკრძალული გახლავთ მოლდოვას კონსტიტუციით. შედეგად, "ტელერადიო-მოლდოვა" იქცა ტვინის გამორეცხვისა და საზოგადოებრივი აზრით მანიპულირების ინსტრუმენტად, მმართველი პარტიის ხედვათა გამჟღერებლად. ჩვენ ვაპროტესტებთ აღნიშნულ ტოტალიტარულ ქმედებებს, რომელიც არღვევს ტელემაყურებელთა და რადიო მსმენელთა უფლებებსა და პრესის თავისუფლებას ზოგადად. დემოკრატიული პრინციპების ამგვარი დარღვევები სახიფათოა, რადგანაც იწვევს ჩვენს ქვეყანაში პოლიტიკური ვითარების დესტაბილიზირებას. ჩვენ მოვითხოვთ ცენზურის გაუქმებას სახელმწიფო კომპანია ტელერადიო-მოლდოვაზე და ვითხოვთ დაცული იყოს საზოგადოების უფლება მიიღოს სწორი, სანდო და დამოუკიდებელი ინფორმაცია. ჩვენ ვითხოვთ, რომ ხელისუფლებამ პატივი სცეს დემოკრატიულ და დასავლურ პოლიტიკას, რომელიც არჩეული გახლავთ ამ ქვეყნის ხალხის მიერ."
32.2002 წლის 26 თებერვალს დეკლარაცია გადაეგზავნათ საინფორმაციო სააგენტობს და რამდენიმე ათასი ადამიანი შეიკრიბა "ტრმ" სათაო ოფისის წინ რათა გაეპროტესტებინათ პოლიტიკური კონტროლი. მოგვიანებით, იმავ დღეს, საღამოს 7 საათიანი ახალი ამბების ჩაწერის დროს, მეოთხე მომჩივანმა, დინუ რუსნაკმა უარი განაცხადა წაეკითხა მისთვის მიწოდებული ტექსტი, რომლიდანაც ამოღებული იყო "ტრმ" სათაო ოფისის წინ მიმდინარე პროტესტის ხსენებაც კი. ახალი ამბების პერსონალმა დაიწყო სიუჟეტის გაშუქება დემონსტრაციის შესახებ, თუმცა რამდენიმე წუთის შემდეგ გამოშვების ტრანსლირება შეწყდა და იგი ეთერში ჩაანაცვლა დოკუმენტურმა ფილმმა. სტუდიაში მოხდა სამხედრო პერსონალის გამოძახება. ლარისა მანოლის არ მიეცა უფლება წაეყვანა 9 საათიანი ახალი ამბების გადაცემა რუმინულ ენაზე მისი პროტესტებში ჩართვის გამო.
33.2002 წლის 27 თებერვალს "ტრმ" თანამშრომლების ჯგუფმა გადაწყვიდა "Gო-შლოწ" გაფიცვის მოწყობა და ამ მიზნით აირჩია საგაფიცვო კომიტეტი. კომიტეტმა "ტრმ" პრეზიდენტსა და მთავრობას გაუგზავნა მოთხოვნათა სია, მათ შორის ცენზურის გაუქმება. რედაქტორებმა და ახალი ამბების წამყვანებმა გადაწყვიტეს ცენზურას დაუქვემდებარებელი ახალი ამბების გაშუქება. "ტრმ" შენობის წინ შეგროვდა დაახლოებით 700 პროტესტანტი.
34.იმავე შუადღეს (2002 წლის 27 თებერვალს) მოლდოვას პრეზიდენტი მივიდა "ტრმ"-ში და შეხვდა საგაფიცვო კომიტეტის წარმომადგენლებს. მან აღნიშნა, რომ იგიც ეწინააღმდეგებოდა ცენზურას, თუმცა არ დააკმაყოფილა მოთხოვნა შეეთავაზებინა ოპოზიციისათვის ეთერის ერთსაათიანი დრო, იმ არგუმენტით, რომ დიდი ეროვნული ასამბლეის მოედანზე დემონსტრაცია უკანონო იყო.
35.2002 წლის 5 მარტს მოთხე მომჩივანმა, დინუ რუსნაკმა, 7-საათიანი ახალი ამბების ტექსტში ჩაწერა პუნქტი საგაფიცვო კომიტეტის პასუხზე მოლდოვას პრეზიდენტის გარკვეულ განცხადებებთან დაკავშირებით, ასევე, ჩასვა ინტერვიუ ქრისტიან დემოკრატიულ ხალხთა პარტიის ლიდერთან იური როშკასთან. ახალი ამბების განყოფილების უფროსმა მოცემული პარაგრაფები ამოიღო ტექსტიდან. პროგრამის განმავლობაში, რომელიც პირდაპირ ეთერში გადიოდა, ბატონმა რუსნაკმა გააჟღერა ცენზურის შესახებ ბრალდებები და კამერის წინაშე აჩვენა რედაქტირებული ტქსტი. ახალი ამბების განყოფილების უფროსმა უმალვე მოითხოვა ხმის ჩახშობა.
36.2002 წლის 7 მარტს პარლამენში შეიქმნა სპეციალური საპარლამენტო კომისია, რათა ამ უკანასკნელს შეემუშავებინა "ტრმ-ის მუშაობის გაუმჯობესების სტრატეგია".
ე. დისციპლინური ღონისძიებანი პირველი და მეოთხე მომჩივნების წინააღმდეგ
37.2002 წლის 27 თებერვლის მოვლენების შემდეგ, პირველ მომჩივანს, ლარისა მანოლის, რომელსაც აქამდე მიჰყავდა ახალი ამბები რუმინულ ენაზე ყოველ საღამოს, ნება დართეს გადაცემა კვირაში მხოლოდ ერთ ან ორ საღამოს წაეყვანა. 2002 წლის 6 მარტს იმ საფუძველზე, რომ მან შეცდომა დაუშვა ახალი ამბების კითხვისას, იგი ჩამოქვეითებულ იქნა რედაქტორისა და ახალი ამბების უფროსი წამყვანის პოზიციიდან უმცროსი რეპორტიორის პოზიციაზე და აღარ მიეცა ახალი ამბების წაყვანის უფლება.
38.მან შრომითი სარჩელი შეიტანა "ტრმ" წინააღმდეგ და 2002 წლის 11 სექტემბერს სააპელაციო სასამართლომ დააკმაყოფილა მისი სარჩელი, უბრძანა რა "ტრმ"-ს აღედგინათ იგი მის წინარე თანამდებობაზე ახალი ამბების წამყვანად. თუმცა, "ტრმ" არ დაემორჩილა გადაწყვეტილებას და ქ-ნი მანოლი ვერ დაუბრუნდა მის ყოფილ სამსახურს. უმცროსი რეპორტიორის პოზიციაზე მას არ აძლევდნენ საკმარის სამუშაოს და მისი განცხადებით ექვემდებარებოდა შევიწროებასა და ცენზურას იმ დონემდე, რომ იგი ვეღარ გამოიმუშავებდა ანაზღაურებას და იძულებული შეიქნა გადამდგარიყო 2002 წლის 13 ნოემბერს. მას შემდეგ იგი მუშაობდა პრესის სააგენტოსა და სხვა სატელევიზიო კომპანიაში.
39.2002 წლის 7 მარტს, მეოთხე მომჩივანი დინუ რუსნაკი, დაექვემდებარა დისციპლინურ სანქციას მკაცრი გაფრთხილების ფორმით ("mustrare aspră") რადგანაც მან, საკუთარი ინიციატივით, გადაუხვია ნებადართულ ტექსტს ახალი ამბების წაყვანისას. დამატებით, ახალი ამბების წამყვანის პოზიციიდან იგი ჩამოქვეითდა და ჩამოერთვა ნებისმიერი ახალი ამბების გადაცემის წაყვანის უფლება.
40.მან სარჩელი შეიტანა "ტრმ" წინააღმდეგ და, 2002 წლის 23 სექტემბერს, სააპელაციო სასამართლოს მიერ გაუქმებულ იქნა დისციპლინური სანქცია იმის საფუძველზე, რომ ბ-ნ რუსნაკს არ დაურღვევია არანაირი საკონტრაქტო ვალდებულება ტექსტიდან გადახვევის გამო. ამასთანავე, სასამართლომ არ დააკმაყოფილა მისი მოთხოვნა აღდგენილი ყოფილიყო ახალი ამბების წამყვანის პოსტზე, რადგანაც მიიჩნია, რომ მას მოცემულ პოზიციაზე უფლება კონქტრაქტის მიხედვით არ ჰქონდა განსაზღვრული და რომ იგი მხოლოდ სიტყვიერ შეთანხმებას ეფუძნებოდა. 2002 წლის 25 ოქტომბერს "ტრმ"-მა უკან გამოიხმო დისციპლინური სანქცია სააპელაციო სასამართლო გადაწყვეტილების შესაბამისად.
ვ. აუდიოვიზუალური საკოორდინაციო საბჭოს ანგარიში
41.2002 წლის 16 და 19 აპრილს შორის აუდიოვიზუალურმა საკოორდინაციო საბჭომ ("ასს": იხ. ქვემორე პარაგრაფი 58) ორგანიზება გაუწია რამდენიმე შეხვედრას "ტრმ"-ის მენეჯმენტსა და თანამშრომლებს შორის, რათა განხილულიყო ცენზურის საკითხი და სხვა პრობლემები, რომელიც კომპანიის წინაშე გახლდათ. 2002 წლის 29 აპრილს "ასს"-მ გამოაქვეყნა დასკვნები, კერძოდ კი შემდეგი:
"კომპანიის ადმინისტრაციამ, ისევე როგორც თანამშრომლებმა გამოხატეს ინტერესი და სურვილი იპოვონ სწრაფი გამოსავალი არსებული კონფლიქტიდან, რომელიც დაედო საფუძვლად რიგი მოთხოვნების წამოყენებასა და საგაფიცვო კომიტეტის შექმნას.
განხილვა მიმდინარეობდა ორი მთავარი საკითხის ირგვლივ:
საგაფიცვო კომიტეტის პოლიტიზირებული ხასიათი და "ტრმ"-ში განვითარებული მოვლენები;
სოციალური და ადმინისტრაციული საკითხები, აქცენტით თანამშრომელთა გამოუყენებელ შემოქმედებით პოტენციალზე.
გაფიცვას წინ უძღვოდა მოვლენათა ფართო სპექტრი. ადგილი ჰქონდა კომპანიის ცენტრალურ ადმინისტრაციასა და დეპარტამენტებში უფროს მენეჯერთა მასშტაბურ ცვლილებებს, რასაც შედეგად მოჰყვა სერიოზული შედეგები, შრომითი ხელშეკრულებების საწინააღმდეგოდ, რიგმა ჟურნალისტებმა და დირექტორის ასისტენტებმა შეწყვიტეს პროგრამების მომზადებასა და გადაცემის ინსტრუქციების გათვალისწინება, რამაც გამოიწვია დადგენილი სტანდარტებიდან გადახვევა და მაუწყვებლობის წესებისა და მოთხოვნათა უგულვებელყოფა. რიგ სატელევიზიო ჟურნალისტთა პოლიტიკური მიდრეკილებანი დასტურდება იმ ფაქტით, რომ მათმა ნაწილმა უმალვე გამოხატა საპარლამეტო ოპოზიციური პარტიის მიერ მოწყობილი, დიდ ეროვნულ ასამბლეის მოედანზე მიმდინარე დემონსტრაციის მხარდაჭერა. შექმნილი ვითარების საკუთარი ინტერესებისათვის გამოყენებით, ჟურნალისტებმა არა მარტო არაჯეროვნად დაარღვიეს პროფესიული პროცედურა, არამედ წვლილი შეიტანეს კომპანიაში არსებული ვითარების დამძიმებაში, დაყვეს რა თანამშრომლები ორ ბანაკად: "ჩვენ" და "ისინი".
... დისციპლინური სანქციები, მათ შორის წამყვანის ლიცენზიის ჩამორთმევა, დაწესდა იმ ჟურნალისტების მიმართ, რომლებმაც დაარღვიეს სამაუწყებლო პროცედურები. გაფიცვის კომიტეტის წევრთა მიკერძოებული განცხადებანი უარყოფილ იქნა "ტრმ" თანამშრომელთა უმეტესობის მიერ, რის შედეგადაც შეიქმნა "გაფიცვის საწინააღმდეგო კომიტეტი", რომელსაც ნამდვილად არ ჰყავს "საგაფიცვო კომიტეტზე" ნაკლები წევრები.
"საგაფიცვო კომიტეტის" ქმედებებს არ უჭერდა მხარს "ტრმ"-ის პროფკავშირის კომიტეტი. "საგაფიცვიო კომიტეტის" წევრებმა წამოაყენეს მოთხოვნები არა მხოლოდ კომპანიის ადმინისტრაციისა და მთვრობის, არამედ ევროპის საბჭოს მიმართაც, რის შესახებაც მათ არაფერი შეუტყობინებიათ აუდიოვიზუალური საკოორდინაციო საბჭოსათვის.
შემოქმედებით პროცესში "ცენზურის" და "ცენზურის გამოყენებასთან" დაკავშირებით, ადგილი ჰქონდა მცდელობას "ცენზურად" დაკვალიფიცირებულიყო ის ელემენტარული მოთხოვნები, რომელიც მოითხოვდა მომსახურების რიგ ვალდებულებებთან შესაბამისობაში ყოფნას. ამასთანავრ, როგორც "გარე", ისე "შიდა" ცენზურის არსი იყო აღრეული.
რეალურად ისინი ეცადნენ ცენზურის არსებობით გაემართლებინათ საკუთარი მუშაობის დაბალი ხარისხი და პროფესიონალიზმის ნაკლებობა. ჟურნალისტებმა ვერ შეძლეს ჯეროვნად შეესრულებინათ მათი ვალდებულებანი, რომელიც უფროსმა მენეჯმენტმა დამოუკიდებელი პროგრამების შესაქმნელად მათ მიანდოთ. პროფესიონალიზმის ელემენტარული მოთხოვნები განმარტებულ იქნა დიქტატად თუ ცენზურად. მიუხედავად ამისა, ვერ გამოირიცხება, რომ რამდენიმე რედაქტორი ეცადა წაეყვანათ მათი პირდაპირი მაუწყებლობა საპარლამენტო უმრავლესობის პარტიული ხაზის შესაბამისად. სახელმწიფო ხელისუფლების წარმომადგენლების მიერ პროგრამებში გაშუქებულ ხედვებზე გავლენის მცდელობა ჯერ ისევ არსებობს, თუმცა "ასს" არ გააჩნია აღნიშნული კონკრეტული მაგალითები. იოლი მისახვედრია, რომ ამგვარი არაჯეროვანი გავლენის ფორმამ გამოიწვია პროტესტები შემოქმედებით ჯგუფში. ეს ტელევიზიის მახასიათებელი გახლავთ.
შესაბამისად, "პოლიტიკური ცენზურა" განისაზღვრა როგორც რიგ დირექტორთა მიერ შემოქმედებით პროცესში პროფესიონალიზმის ნაკლებობა. "პოლიტიკური ცენზურა" გადაიზარდა "ინტელექტუალურ ცენზურაში".
ამასთანავე აღინიშნა, რომ კომპანიის ადმინისტრაცია არ კრძალავს ისეთი სიტყვების გამოყენებას, როგორიც გახლავთ: ბესარაბია, რუმინული, რუმინული ენა, რუმინეთის ისტორია ან ტოტალიტარული რეჟიმი ისტორიულ კონტექსტში; თუმცა, მათი გამოყენება არ არის დაშვებული კულტურული მოვლენების გაშუქებისას. "საგაფიცვო კომიტეტის" წევრების მოთხოვნები გაშუქდა საეთერო დროში. ....
"ტრმ"-ის წესდება დეტალურად იქნა განხილული ევროპის კავშირის მიერ მანამდე, სანამ მოხდებოდა მისი მიღება მთავრობის მიერ. თუმცა, რიგი მუხლები და დებულებები ჯერ არ ასახულა "ტრმ"-ის შემოქმედების საქმიანობაში ან ურთიერთობაზე მენეჯმენტსა და პერსონალს შორის. შემოთავაზება შეცვლილ იქნას სახელმწიფო კომპანია საზოგადოებრივ დაწესებულებად სულისკვეთებითია და არ გააჩნია ფინანსური საფუძველი. ...
შესაბამისად, "ასს"-მ განიხილა რა სახელმწიფოს მიერ ფლობილ კომპანია "ტელერადიო-მოლდოვა"-ში არსებული ვითარება, მიიჩნევს შემდეგს:
დირექტორთა ცვლილების მუდმივი პრაქტიკა და ზეწოლის მცდელობა შემოქმედებით ჯგუფზე, რომელიც განიმარტება როგორც ცენზურის დაწესება, შეუსაბამო გახლავთ შემოქმედებითი ჯგუფის საქმიანობასთან.
სახელმწიფოს მიერ ფლობილი კომპანია "ტელერადიო-მოლდოვას" წესდება და მომავალში სატელევიზიო და რადიო მაუწყებლობში საჯარო პოზიციების შექმნა საჯაროდ უნდა იქნას განხილული.
წესდების დებულებანი მკაცრად უნდა იქნას დაცული კომპანიის მიერ, რომლის ვალდებულებაც მოიცავს კოლეგიურ დირექტორთა საბჭოს შექმნას.
საბოლოო გადაწყვეტილება ძლიერი აღჭურვილობისა და დაფინანსების, მათ შორის ანაზღაურების შესახებ მიღებული უნდ იქნას პარლამენტისა და მთავრობის მიერ.
წესდება ტელევიზიისა და რადიოს ხელოვნების კომისიის შემადგენლობასა, პროგრამების მომზადებასა და ინსტრუქცია გაშვებაზე გადახედილ უნდა იქნას. უნდა შემუშავდეს დებულებანი აუდიოვიზუალური სექტორის კანონმდებლობის სრული პასუხისმგებლობისა და მუდმივი გადახედვის შესახებ.
გადახედილ უნდა იქნას პერსონალის ტრენინგებისა და რეორიენტირების შესახებ, ისევე როგორც საზღვარგარეთ სტუდიების ტრენინგების პროგრამების პროცედურები."
ზ. "ტრმ"-ის საზოგადოებრივ კომპანიად ტრანსფორმაცია და აღდგენის პროცედურა
42.2002 წლის 7 ივნისს მოლდოვას პრეზიდენტმა გაავრცელა პრესისადმი მიმართვა "ტრმ"-თან დაკავშირებით. მან გამოხატა საკუთარი თავშეკავებული პოზიცია ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციის მიმართ, რომელიც მოლდოვას ხელისუფლებას მოიწოდებდა სახელმწიფო კომპანია "ტრმ"-ის გარდაქმნას საზოგადოებრივ კომპანიად (იხ. პარაგრაფი 61, ზემოთ), თუმცა, ამასთანავვე აღნიშნა, რომ იგი იღებდა პარლამებტის გადაწყვეტილებას განეხორციელებინა ამგვარი ცვლილება.
43.2002 წლის 26 ივნისს პარლამენტმა გამოსცა კანონი ნო.1320-XV საზოგადოებრივ აუდიოვიზუალურ დაწესებულებაზე "ტელერადიო-მოლდოვა", რომლითაც სახელმწიფო კომპანია გარდაიქმნა საზოგადოებრივ კომპანიად (იხ. პარაგრაფი 65, ქვემოთ).
44.ახალი კანონის მიხედვით ძველ სახელმწიფო კომპანიის პერსონალს უნდა ჩაებარებინთ გამოცდა, რათა დაქირავებული ყოფილიყვნენ ახალ საზოგადოებრივ კომპანიაში. 2004 წლის მაისში შეიქმნა საგამოცდო კომისია. მომჩივანი მირსა სურდუ არჩეულ იქნა ყოფილი "ტრმ" თანამშრომლების წარმომადგენლად კომისიაში.
45.ყველა მომჩივანმა გაიარა გამოცდა. შედეგები საჯაროდ გამოცხადდა 2004 წლის 26 ივლისს. კორინა ფუსუ, დინუ რუსნაკი, ვიორიკა კუსერანუ-ბოგატუ და ანგელა არამა-ლეაჰუ არ იქნენ დამტკიცებული მათ პოზიციებზე მსგავსად სხვა მრავალი პირისა, რომლებიც აქტიურობდნენ 2002 წლის გაფიცვის დროს. მირსა სურდუ გადადგა გამოცდების კომისიიდან პროტესტის ნიშნად.
46.2004 წლის 27 ივლისს ჟურნალისტებმა, რომლებმაც ვერ შეინარჩუნეს პოზიციები, მოაწყვეს პრესკონფერენცია სადაც აღნიშნეს, რომ მათი გათავისუფლება პოლიტიკური ნიშნით იყო განპირობებული. სიუჟეტი მოცემული პრეს-კონფერენციის შესახებ იყო დაგეგმილი 7-საათიან ახალი ამბების გამოშვებაში. თუმცა, "ტრმ"-ის პრეზიდენტმა მიიღო გადაწყვეტილება მის ნაცვლად გაეშვა დოკუმენტური ფილმი ბუნების შესახებ.
47.იმავე დღეს, "ტრმ" პრეზიდენტმა გამოსცა ბრძანება, რომლითაც ცხრამეტ პირს, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს პრესკონფერენციაში, აეკრძალათ "ტრმ" ტერიტორიაზე შესვლა. ჟურნალისტებმა და მათმა მხარდაჭერებმა პროტესტი რამდენიმე თვის განმავლობაში აწარმოეს "ტრმ" შენობის გარეთ.
თ. სასამართლო დავა სამუშაოზე აღდგენის პროცედურასთან დაკავშირებით
48.მომჩივნებმა კორინა ფუსუმ, ანგელა არამა-ლეაჰუმ, დინუ რუსნაკმა და სხვა 57 პირმა სარჩელი შეიტანეს კიშინიოვის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ პალატაში მათი აღდგენის პროცედურის უკანონობასთან დაკავშირებით, მიიჩნევდნენ რა რომ საგამოცდო კოლეგია უკანონოდ იყო შედგენილი.
49.2004 წლის 24 სექტემბრის გადაწყვეტილებით კიშინიოვის სააპელაციო სასამართლომ არ დააკმაყოფილა მოთხოვნა დაუსაბუთებლობის გამო. მან დაადგინა, რომ inter alia, საგამოცდო კოლეგია შედგებოდა 2002 წლის 26 ივლისის ნო. 1320-XV კანონის საფუძველზე და რომ მოცემული კანონი არ აძლევდა მომჩივნებს კონკრეტულ უფლებებს გამოცდის ორგანიზებასთან დაკავშირებით. "ტრმ"-მა იმოქმედა საკუთარი დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში კანონის მიხედვით და არ არსებობდა საკანონმდებლო დებულებათა კითხვის ქვეშ დაყენების უფლება.
50.2005 წლის 16 მარტს მართლმსაჯულების უზენაესმა სასამართლომ აპელაცია არ დააკმაყოფილა დაუსაბუთებლობის გამო.
II. ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის მიერ შემუშავებული საზოგადოებრივი მაუწყებლობის პრინციპები და სახელმძღვანელო წესები
51.1994 წლის 7-8 დეკემბერს პრაღაში გამართულ მასმდიის შესახებ მეოთხე ევროპული მინისტერიალის კონფერენციაზე, მინისტრთა კომიტეტმა მიიღო შემდეგი რეზოლუციები:
რეზოლუცია 1 საზოგადოებრივი მაუწყებლობის მომავლის შესახებ
...
52.1996 წელს მინისტრთა კომიტეტმა მიიღო რეკომენდაცია ნო. R(96)10 "საზოგადოებრივი მაუწყებლობის დამოუკიდებლობის გარანტიების შესახებ"...
53.2000 წლის დეკემბერში მინისტრთა კომიტეტმა მიიღო რეკომენდაცია Rec(2000)23 "სამაუწყებლო სექტორის მარეგულირებელი ორგანოს დამოუკიდებლობისა და ფუნქციების შესახებ", რომელიც, inter alia, აღნიშნვდა, რომ სამაუწყებლო სექტორში ფართო სპექტრის დამოუკიდებელი და ავტონომიური მედიის არსებობის გარანტირებისათვის, უმნიშვნელოვანესი გახლდათ ადექვატური და პროპორციული რეგულირების არსებობა, რათა გარანტირებული ყოფილიყო მედიის თავისუფლება და ამავდროულად დაცულიყო ბალანსი თავისუფლებასა და სხვათა კანონიერ უფლებებსა და ინტერესებს შორის. ...
54.2006 წლის 27 სექტემბერს მინისტრთა კომიტეტმა მიიღო "წევრ სახელმწიფოებში საზოგადოებრივი მაუწყებლის დამოუკიდებლობის გარანტიების შესახებ დეკლარაცია"...
III. ეროვნული კანონმდებლობა და პრაქტიკა
ა. ეროვნული კანონმდებლობის კონვენციასთან შეუსაბამობის გასაჩივრების საშუალებანი
55. ადმინისტრაციული სამართალწარმოების კანონის (კანონი ნო. 793-XIV, 2000 წლის 10 თებერვალი) მე-4 ნაწილით წესდებები და მარეგულირებელი ადმინისტრაციული დეკრეტები, ბრძანებები და პრეზიდენტის და მთავრობის გადაწყვეტილებანი არ ექვემდებარება სასამართლო გადახედვას; შესაძლებელია მხოლოდ მათი კონსტიტუციურობის დადგენა. კონსტიტუციურობის გადახედვა ხორციელდება მხოლოდ მაშინ, როდესაც საქმეს იღებს საკონსტიტუციო სასამართლო (საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ კანონი, ნაწილი 4, კანონის ნომერი 317-XIII, 13 დეკემბერი 1994 წელი). საკონსტიტუციო სასამართლოსადმი ინდივიდუალური მიმართვა არ არსებობს. პირები და ორგანიზაციები უფლებამოსილნი არიან საქმე გადასცენ საკონსტიტუციო სასამართლოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ კანონის 25-ე ნაწილში ამომწურავად ჩამოთვლილ შემთხვევებსა და კონსტიტუციური იურისდიქციის კოდექსის 38-ე მუხლში, რომელიც აღნიშნავს შემდეგს:
შემდეგ პირთა წრეს ენიჭება საკონსტიტუციო სასამართლოსადმი საქმის გადაცემის უფლება:
"(ა) მოლდოვას რესპუბლიკის პრეზიდენტს;
(ბ) მთავრობას;
(გ) იუსტიციის მინისტრს;
(დ) უზენაეს სასამართლოს;
(ე) ეკონომიკურ ტრიბუნალს;
(ვ) მთავარ პროკურორს;
(ზ) პარლამენტის წევრს;
(თ) საპარლამენტო ჯგუფს;
(ი) ომბუდსმენს;
(კ) გაგაუზიის სახალხო ასამბლეას ..."
ბ. აუდიოვიზუალურ მაუწყებლობასთან დაკავშირებული კონსტიტუციური დებულებანი
56.კონსტიტუციის მიერ გარანტირებულია გამოხატვის თავისუფლება:
"მუხლი 32. შეხედულებისა და გამოხატვის თავისუფლება
(1) ყოველი მოქალაქისათვის გარანტირებულია შეხედულების თავისუფლება, ისევე როგორც მოსაზრებათა და შეხედულებთა საჯაროდ გამოხატვის თავისუფლება სიტყვიერად, გამოსახულებით თუ ნებისმიერი სხვა შესაძლო ფორმით.
(2) გამოხატვის თავისუფლების განხორციელებისას არ უნდა დაზარალდეს იმ პირთა ღირსება, პატივი ან სხვა უფლებები, რომლებსაც გააჩნიათ და გამოხატავენ საკუთარ მოსაზრებებსა თუ შეასებებს.
(3) კანონი კრძალავს და სჯის ყველა მოქმედებას, რომელიც მიმართულია სახელმწიფოს ან ხალხთა უარყოფის ან შეურაცხყოფისაკენ. აჯანყებისაკენ მოწოდებას, ომის, აგრესიის, ეთნიკური, რასობრივი ან რელიგიური ზიზღის გაღვივებისაკენ, დისკრიმინაციისაკენ, ტერიტორიული სეპარატიზმის, საზოგადოებრივი ძალადობის ან სხვა იმ ქმედებებისადმი მოწოდება, რომელიც საფრთხეს უქმნის კონსტიტუციურ წყობას და ამასთანავე აკრძალულია და ექვემდებარება დასჯას."
გ. აუდიოვიზუალური მაუწყებლობის შესახებ კანონი (1995)
57.აუდიოვიზუალური მაუწყებლობის შესახებ კანონი (კანონი 603-XIII, 3 ოქტომბერი 1995) აყალიბებს აუდიოვიზუალური მაუწყებლობისას გამოხატვის თავისუფლების შემდეგ სტანდარტებს:
"მუხლი 2
(3) დაუშვებელია აუდიოვიზუალური დაწესებულებების ცენზურისადმი დაქვემდებარება.
მუხლი 3
აუდიოვიზუალური გამოხატვის თავისუფლება მოიცავს კონსტიტუციის განუხრელ დაცვას და დაუშვებელია მისი განხორციელება სხვა პირის ღირსების, პატივის, პირადი ცხოვრების ან გამოსახულების საზიანოდ.
მუხლი 6
(1) სახელმწიფო მოახდენს საზოგადოებრივი აუდიოვიზუალური დაწესებულებების საქმიანობისათვის ყველა საჭირო პირობის გარანტირებას.
(2) სახელმწიფო უზრუნველყოფს საზოგადოებრივი აუდიოვიზუალური დაწესებულებების მიერ მაუწყებლობისათვის ყველა საჭირო ტექნიკური დანადგარით გარანტირებას.
მუხლი 29
აუდიოვიზუალური დაწესებულების ჟურნალისტი, რომელიც მისი სახელით მოქმედებს, უფლებამოსილია ჰქონდეს:
...
(თ) წვდომა სასამართლოზე ყველა დონეზე.
58.კანონმა ასევე განსაზღვრა აუდიოვიზუალური საკოორდინაციო საბჭოს ("ასს") მოწყობა:
"მუხლი 31
(1) აუდიოვიზუალური საკოორდინაციო საბჭო შედგება ცხრა წევრისაგან, რომელიც ინიშნება შემდეგ ორგანოთა მიერ:
(ა) პარლამენტი - სამი წევრი (მათ შორის ერთი აუდიოვიზუალური სპეციალისტი);
(ბ) მოლდოვას რესპუბლიკის პრეზიდენტი - სამი წევრი (მათ შორის ერთი აუდიოვიზუალური სპეციალისტი);
(გ) მთავრობა - სამი წევრი (მათ შორის ერთი აუდიოვიზუალური სპეციალისტი) ..."
დ. "ტრმ"-ის, როგორც სახელმწიფო მაუწყებლის შექმნა
59."ტრმ" შეიქმნა 1994 წლის 11 მარტს პრეზიდენტის ბრძანებულებით ნო.63, რომლის მიხედვითაც:
"მუხლი 1
ლიკვიდირებულ იქნა ეროვნული რადიო და ტელევიზია.
მუხლი 2
დაფუძნდა სახელმწიფო კომპანია "ტელერადიო-მოლდოვა".
მუხლი 4
სახელმწიფო კომპანია "ტელერადიო-მოლდოვის" ადმინისტრირება განხორციელდება კომპანიის პრეზიდენტის მიერ, ხოლო მისი საქმიანობების კოორდინირება კი მოხდება საკოორდინაციო საბჭოს მიერ."
60."ტრმ"-ის სტატუსი შეიცვალა მთავრობის 502-ე გადაწყვეტილებით 1996 წლის 12 სექტემბერს სახელმწიფო კომპანია "ტელერადიო-მოლდოვას" წესდებაში ცვლილების შეტანის გზით. მის მიხედვით:
"მუხლი 2
კომპანია წარმოადგენს საზოგადოებრივ აუდიოვიზუალურ დაწესებულებას. კომპანიის შემოქმედებითი და სარედაქციო საქმიანობა დაცული გახლავთ კანონის მიერ საჯარო მოხელეების ჩარევისა და პოლიტიკური პარტიების მიერ ზეწოლისაგან.
მუხლი 3
"ტელერადიო-მოლდოვა" ისარგებლებს სახელმწიფო კომპანიის სტატუსით.
მუხლი 4
კომპანიის დამფუძნებელი გახლავთ მთავრობა, რომელიც მოქმედებს მოლდოვას რესპუბლიკის სახელით. კომპანიის საქმიანობა განხორციელდება აუდიოვიზუალური საკოორდინაციო საბჭოს მიერ.
მუხლი 10
კომპანიას გააჩნია შემდეგი მიზნები:
წარმოადგინოს სწორი და ობიექტური ინფორმაცია ქვეყნის სოციალურ-პოლიტიკური, ეკონომიკური და კულტურული ცხოვრების შესახება და სახელმწიფოს საგარეო ურთიერთობების შესახებ;
ხელი შეუწყოს საზოგადოების ყველა ნაწილის ინტერესების დაცვას, განამტკიცოს მშვიდობის, ჰუმანიზიმს დემოკრატიული ღირებულებებისა და ადამიანის უფლებების პატივისცემა;
შექმნას, დააგროვოს, შეინახოს და ხელი შეუწყოს კულტურულ და ხელოვნებით ღირებულებებს.
მუხლი 20
კომპანიის შემოქმედებითი და სარედაქციო საქმიანობა დამოუკიდებელია. ტელე და რადიო პროგრამები დაცული იქნება კანონით საჯარო მოხელეებისა და პოლიტიკური პარტიების გავლენისა და ზეწოლისაგან.
მუხლი 22
კომპანია ვალდებულია:
ობიექტურად და მიუკერძოებლად გააშუქოს ეროვნული და საერთაშორისო სოციალურ-პოლიტიკური ცხოვრების რეალობა; უზრუნველყოს ხალხის უფლება ინფორმაციაზე; ხელი შეუწყოს ეროვნული კულტურის, ეროვნულ უმცირესობათა და მსოფლიო კულტურის ავთენტურ ღირებულებებს;
უზრუნველყოს გამოხატვის თავისუფლება, აზრის თავისუფლება და ინფორმაციის გავრცელების თავისუფლება;
უზრუნველყოს ჟურნალისტთა უფლებების პატივისცემა ეროვნული კანონმდებლობისა და საერთაშორისო პრაქტიკის შესაბამისად; უზრუნველყოს მაუწყებლობაში განსხვავებული პოლიტიკური და კონფესიური ხედვების მქონე პირთა ჩართვა;
პრიორიტეტი მიანიჭოს და გააშუქოს უფასოდ პარლამენტის, მთავრობისა და მოლდოვას პრეზიდენტის პრესრელიზები...
მუხლი 23
კომპანიის ქვე-დანაყოფების კვლევითა და შექმნით უზრუნველყოფილი უნდა იქნას ჟურნალისტის უფლება ჰქონდეს საკუთარი მოსაზრება და პოზიცია. კომპანია ვერ აიძულებს ჟურნალისტს განავრცოს რომელიმე იდეა, რომელიც არ შეესაბამება ამ უკანასკნელის მორალურ ღირებულებებს.
მუხლი 24
კომპანიის მიერ გაშუქებული პროგრამები არ უნდა ახდენდნენ ომის, აგრესიის, ეთნიკური, რასობრივი, კლასობრივი ან რელიგიური შუღლის გაღვივებას, ისევე როგორც ძალადობრივი ანტისახელმწიფოებრივი ქმედებების, ტერორიზმის, საჯარო დაუმორჩილებლობის, ტერიტორიული სეპარატიზმისა და ნებისმიერი სხვა იდეისა და მოსაზრების გაღვივებას, რომეილც ეწინააღმდეგება მორალურ სტანდარტებს.
მუხლი 30
კომპანიის პრეზიდენტი, ტელევიზიის გენერალური დირექტორი და რადიოს გენერალური დირექტორი ინიშნება პარლამენტის მიერ, აუდიოვიზუალური საკოორდინაციო საბჭოს წარდგინების საფუძველზე ან საკუთარი ინიციატივით. პირი ინიშნება ხუთი წლის ვადით. კომპანიის ვიცე-პრეზიდენტი ინიშნება აუდიოვიზუალური საკოორდინაციო საბჭოს მიერ, კომპანიის პრეზიდენტის წარდგინების საფუძველზე, ხუთი წლის ვადით.
მუხლი 31
კომპანიის პრეზიდენტი:
მართავს კომპანიას; ...
დაიქირავებს და გაათავისუფლებს კომპანიის თანამშრომლებს;
ზედამხედველობას გაუწევს კომპანიის დირექტორთა საბჭოს წევრთა საქმიანობას; ...
მუხლი 33¨
დირექტორთა საბჭო გახლავთ კომპანიის კოლეგიური და საკონსულტაციო ადმინისტრაციული ორგანო. იგი შედგება ცამეტი წევრისაგან, რომლებიც მოქმედებენ დირექტორთა საბჭოს მარეგულირებელი წესების შესაბამისად.
მუხლი 34
კომპანიის პრეზიდენტი ავტომატურად ხდება დირექტორთა საბჭოს წევრი. სხვა წევრები შეირჩევიან მთავრობისა და აუდიოვიოზუალური საკოორდინაციო საბჭოს წევრთაგან."
ე. "ტრმ"-ის გარდაქმნა საზოგადოებრივ კომპანიად
1. ევროპის საბჭოს რეკომენდაციები და ანგარიშები "ტრმ"-ის საზოგადოებრივ მაუწყებლად გარდაქმნის ირგვლივ
61.2002 წლის 24 აპრილს საპარლამენტო ასამბლეამ მიიღო რეზოლუცია 1289 (2002) "მოლდოვაში დემოკრატიული ინსტიტუტები ფუნქციონირების შესახებ", რომელიც inter alia მიუთითებდა შემდეგს:
"1. საპარლამენტო ასამბლეა გამოხატავს შეშფოთებას 2002 წლის იანვრის შემდეგ მოლდოვაში მიმდინარე მოვლენების გამო და წუხს პოლიტიკური კლიმატის მიმდინარე გაუარესებისა და რადიკალიზაციის გამო, რაც თავისთავად საფრთხეს უქმნის ქვეყნის სტაბილურობას.
2. ქრისტიან დემოკრატიული სახალხო პარტიის "ქდსპ" მიერ ორგანიზებული დემონსტრაციები კიშინიოვის ცენტრში მიმდინარეობს უკვე სამ-თვე-ნახევარზე მეტი ხნის განმავლობაში. ...
7. ასამბლეა აღნიშნავს, რომ "ტელერადიო მოლდოვას" ჟურნალისტებისა და პერსონალის მიერ საპროტესტო მოძრაობის მასშტბი ხაზს უსვამს სწრაფი რეფორმების გატარების აუცილებლობას, რათა სრულად იქნას გარანტირებული გამოხატვის თავისუფლება და მოხდეს საზოგადოებრივი მაუწყებლობის ხელშეწყობა. მოვუწოდებთ ხელისუფლებას შეწყვიტოს სატელევიზიო პროგრამების ცენზურა და ყველა ოპოზიციულ პოლიტიკურ პარტიას, როგორც პარლამენტში ისე მის გარეთ, მისცეს წვდომა სადისკუსიო პროგრამებზე. იგი სთხოვს მოლდოვას მთავრობასა და პარლამეტს გაჭიანურების გარეშე დაიწყოს მუშაობა "ტელერადიო მოლდოვას" დამოუკიდებელ, საზოგადოებრივ კორპორაციად გარდაქმნაზე. ...
10. ასამბლეა მოლდოვას პოლიტიკური ძალებისაგან ელის ჯეროვანი, კონსტრუქციული დიალოგის გამართვას და კომპრომისის მიღწევას შემდეგ საკითხებზე:
IV. ტელე-რადიო კანონმდებლობის გადახედვა და "ტელერადიო მოლდოვას" სტატუსის ცვლილება რათა ეს უკანასკნელი გახდეს დამოუკიდებელი საჯარო კორპორაცია; მეყსიერად მუშაობის დაწყება შესაბამის საპარლამენტო კომიტეტში; წინა კანონმდებლის მიერ კანონმდებლობის პროექტის განხილვის გაგრძელება; ... (დაასრულოს სამუშაო) მიმდინარე საპარლამენტიო სესიის ბოლომდე, 2002 წლის 31 ივლისამდე:
11. ასამბლეა მოუწოდებს მოლდოვას მთავრობასა და პარლამენტს გაჭიანურების გარეშე მიმართონ ზემოთმოცემულ ზომებს. ...
14. ასამბლეა მოუწოდებს მოლდოვის ხალისუფლებას ევროპის საბჭოსა და მის ორგანოებთან სრული თანამშრომლობისაკენ, კერძოდ კი: ...
II. ევროპის საბჭოს წარუდგინოს ექსპერტთა შეფასება სამაუწყებლო რეფორმის მომავალი კანონებისა და კომპანია "ტელერადიო მოლდოვას" დამოუკიდებელ საზოგადოებრივ კორპორაციად გარდაქმნასთან დაკავშირებით;..."
62.იმავე დღეს საპარლამენტო ასამბლეამ მიიღო რეკომენდაცია 1554(2002) "მოლდოვაში დემოკრატიული ინსტიტუტების ფუნქციონირების შესახებ", რომელიც inter alia მოიცავდა შემდეგ მოთხოვნას:
"5. ასამბლეა ამასთანავე სთხოვს მინისტრთა კომიტეტს დაამყაროს თანამშრომლობა მოლდოვას ხელისუფლებასთან შემდეგ საკითხებთან დაკავშირებით:
I. ექსპერტების მიერ სწრაფი შეფასება სამაუწყებლო რეფორმის კანონისა და სახელმწიფო კომპანია "ტელერადიო მოლდოვას" დამოუკიდებელ საზოგადოებრივ კორპორაციად გარდაქმნასთან დაკავშირებით;..."
63.მოლდავეთის ხელისუფლებას, ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანს, ექსპერტ კაროლ იაკუბოვიჩს, პოლონეთის ტელევიზიის სტრატეგიული დაგეგმვისა და განვითარების უფროსთან მიმოწერის შემდეგ, განხორციელდა მთავრობის მიერ მომზადებული, მოლდოვაში საჯარო მაუწყებლობის შესახებ საკანონმდებლო პროექტის წერილობითი ანალიზი. პირველ ანგარიშში, 2002 წლის 22 ივლისს (ATCM (2002) 19) ბ-ნმა იაკუბოვიჩმა წარმოადგინა კომენტარი inter alia შემდეგი სახით:
"(მთავარობის კანონპროექტი)... უშვებს პირდაპირი პოლიტიკური ჩარევის მრავალ ფორმას (სამაუწყებლო ორგანიზაციის) საქმიანობაში:
4(2) და 6(1) მუხლებში გაწერილი ვალდებულება გავრცელებულ იქნას ‘communications d’intérêt public, reçues des autorités publiques’ და საეთერო დრო, მოთხოვნის შემთხვევაში, მიცემულ იქნას საჯარო ხელისუფლებისა და საჯარო ადმინისიტრაციის ორგანოებისადმი, რათა მოხდეს ამგვარი ინფორმაციის გადაცემა შინაარსის, ბუნებისა და მიზეზთა ყოველგვარი შეზღუდვის დაწესების გარეშე.
"დამკვირვებელთა საბჭოს" წევრების დანიშვნა პირდაპირ პარლმენტის, პრეზიდენტისა და მთავრობის მიერ - მული 13(2).
მათი ნებისმიერ დროს გათავისუფლების შესაძლებლობა იმ ორგანოს მიერ, რომელმაც მოახდინა მათი დანიშვნა Lოი დე ლ’Aუდიოვისუელ’ დარღვევის შემთხვევაში ანუ პრაქტიკულად ნებისმიერი პრეტექსტის საფუძველზე - მუხლი 13(5).
მოთხოვნა მასზედ, რომ "დამკვირვებელთა საბჭოს" პროცედურული წესები უნდა დამტკიცდეს პარლამენტის მიერ - მუხლი 13 (7).
გენერალური დირექტორის დანიშვნა უშუალოდ პარლამენტის მიერ, რომელიც ამასთანავე უფლებამოსილია გაათავისუფლოს იგი "დამკვირვებელთა საბჭოს" შუამდგომლობის საფუძველზე - მუხლი 19.
საპარლამენტო კომიტეტისათვი მინიჭება უფლებისა მოითხოვოს წერილობითი განმარტება საზოგადოებრივი მაუწყებლის ნებისმიერ მოქმედებაზე, რომელიც, პარლამენტის აზრით, არღვევს კანონს და შემდეგ, ჩჩA-სთან ერთად, უფლება მოითხოვოს ამგვარ დარღვევათა გამოსწორება.
აღნიშნული დებულებები რთულია მივიჩნიოთ ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის საზოგადოებრივი მაუწყებლობის დამოუკიდებლობის გარანტიების დამდგენ რ(96)10 რეკომენდაციასთან ან ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-10 მუხლთანშესაბამისობაში მყოფად. მე-10 მუხლის მიხედვით, გამოხატვის თავისუფლება უნდა განხორციელდეს "საჯარო ხელისუფლების ჩარევის გარეშე", რაც მოიცავს სახელმწიფოს ან საჯარო ხელისუფლების ან ოფიციალური პირის მიერ ჩარევას. მეტიც, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართომ აღიარა, რომ რიგ შემთხვევებში კონვენციამ შესაძლებელია სახელმწიფოს დააკისროს პოზიტიური ვალდებულება, რათა თავიდან აიცილოს, დაარეგულიროს ან შეზღუდოს გამოხატვის თავისუფლებაში ჩარევა კერძო პირის მიერ. გამოხატვის თავისუფლებისა და ინფორმაციის თავისუფლების ჯეროვანი, ეფექტური სარგებლობა არ არის დამოკიდებული მხოლოდ სახელმწიფოს ვალდებულებაზე არ ჩაერიოს, არამედ შესაძლებელია ამასთანავე აწესებდეს პოზიტიურ ღონისძიებებს, რათა დაეხმაროს, ხელი შეუწყოს ან დაიცვას გამოხატვის თავისუფლებით სარგებლობა მასმედიისა და ჟურნალისტების მიერ. ზემორეხსენებული დებულებანი შეუსაბამობაში მოდის აღნიშნულ ვალდებულებებთან, რადგანაც აწესებს პოზიტიურ მიზეზებს იმისათვის, რომ პოლიტიკურ ორგანოებს შეეძლოთ ჩაერიონ საჯარო მაუწყებლის საქმიანობაში ისეთი ფორმით, რომელიც თავისუფლების შეზღუდვის რეალურ შესაძლებლობას ჰქმნის. "
64.ბ-ნი იაკუბოვიჩის მეორე ანალიზი, დათარიღებული 2002 წლის 18 დეკემბრით (ATCM (2002) 30) უპირატესად ეხებოდა "ტრმ"-ის მმართველი ორგანოს "დამკვირვებელთა საბჭოს" შემადგენლობას. იგი შეეხო მინიტრთა კომიტეტის რ(96)10 რეკომენდაციის ბოლოს მოცემულ დანართს (იხ. პარაგრაფი 51, ზემოთ), რომელიც აღნიშნავს, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის საზედამხედველო ორგანოს მარეგულირებელი სტატუსი და წევრობა უნდა განისაზღვროს იმგვარად, რომ თავიდან იქნას აცილებული მოცემულ ორგანოთა საქმიანობაში პოლიტიკური ან სხვა სახის ჩარევა და აღნიშნა, რომ არსებობდა ორი სავარაუდო მოდელი, რომლის მიხედვითაც ხდებოდა საზედამხედველო საბჭოს მსგავს ორგანოებში წევრების დანიშვნა:
"პირველის მიხედვით, სამოქალაქო საზოგადოების განსაზღვრული ინსტიტუტები და ჯგუფები არიან უფლებამოსილნი მოახდინონ საკუთარი შეხედულებისამებრ წარმომადგენლის შეთავაზება სამაუწყებლო საბჭოსათვის გარკვეული ვადით (მაგ. ოთხი წლით). ამგვარი ინსტიტუტებისა და ჯგუფების მაგალითი გახლავთ ეკლესიები, უნივერსიტეტები, თეატრები, ავტორები, ჟურნალისტები, მუსიკოსები, ფერმერები, ქალებით, ახალგაზრდები, სპორტის ფედერაციები, გარემოს დამცველები, დამქირავებლები, პროფკავშირები, ა.შ.
მეორეს მიხედვით, წევრთა განსაზღვრული რაოდენობა (მაგ. თორმეტიდან ცხრა) ინიშნება პარლამენტის ან რამდენიმე საჯარო დაწესებულების მიერ (მაგ. ერთი მესამედი პარლამეტის მიერ, ერთი მესამედი მთავრობის და ერთი მესამედი პრეზიდენტის მიერ). ხოლო იმის გამო, რომ სამაუწყებლო საბჭოს წევრები უნდა წარმოადგენდნენ სამოქააქო საზოგადოების ინტერესებს, უზრუნველყოფილ უნდა იქნას, რომ ისინი რეალურად არ წარმოადგენენ პოლიტიკურ ხედვებსა და მათ ინტერესებს, ვინც ისინი დანიშნა ...
გარდამავალ ეტაპზე მყოფი ქვეყნის სოციალურ-პოლიტიკური პირობების გათვალისწინებით, მეორე მოდელი წინააღმდეგობრივია: შესაძლებელია კი, პირი დაინიშნოს პარლამენტის, მთავრობის ან პრეზიდენტის მიერ, ის კი რეალურად წარმოადგენდეს სამოქალაქო საზოგადოებას ან ზოგადად საზოგადოების ინტერესებს? საზოგადოებრივი ცხოვრების უკიდურესი პოლიტიზირების პირობებში, შესაძლებელია რომ პოლიტიკურად დანიშნული პირი რეალურად არ წარმოადგენდეს მისი დამნიშნავი ორგანოს პოლიტიკურ ხედვასა და ინტერესებს?
იმის გამო, რომ საფრთხე მათ მიერ სწორედ რომ ამგვარი მოქმედებისა ძალიან მაღალია, მიგვაჩნია, რომუპირატესობა, უნდა მიენიჭოს პირველ მოდელს.
რა თქმა უნდა ნებისმიერი სიფრთხილის მიუხედავად, ვერავინ გააკონტროლებს იმას, თუ ვისი მოსმენა სურთ საბჭოს ინდივიდუალურ წევრებს და თუ ვის ხედვას გაიზიარებან. ამიტომ, მნიშვნელოვანია, რომ საბჭოს შემადგენლობა იყოს მაქსიმალურად პლურალისტული და ამგვარად რაც შეიძლება გაფართოვდეს ის პოტენციული გავლენა, რომელიც შესაძლებელია განხორციელდეს საბჭოს წევრებზე. ..."
2. კანონი Nო. 1320-XV "ტრმ" შესახებ და მისი ცვლილება
65.2002 წლის 26 ივლისს, "ტრმ"-ის საზოგადოებრივ მაუწყებლად გარდაქმნის მიზნით პარლამენტმა მიიღო კანონი Nო. 1320-XV "ტრმ" საზოგადოებრივი ეროვნული სამაუწყებლო კომპანია ტელერადიო მოლდოვას შესახებ. კანონი, რომელშიც არ იქნა გათვალისწინებული ევროპის საბჭოს ექსპერტის რეკომენდაციები (იხ. პარაგრაფები 63-64, ზემოთ) აღნიშნავდა შემდეგს:
"მუხლი 1
მოცემულით, იქმნება ეროვნული საჯარო აუდიოვიზუალური დაწესებულება, კომპანია "ტელერადიო-მოლდოვა". იგი სარგებლობს საკუთრი სამართლებრივი სუბიექტუნარიანობით, ავტონომიურად ფუნქციონირებს და სარგებლობს სარედაქციო დამოუკიდებლობით, რომლითაც უზრუნველყოფილია სწორი და ობიექტური ინფორმაციის გავრცელების თავისუფლება მოლდოვას რესპუბლიკის მთელს ტერიტორიაზე...
მუხლი 5
(2) კომპანიამ უნდა უზრუნველყოს სოციალურ, ეროვნულ, რელიგიურ და პოლიტიკურ კატეგორიებში ფართო ინტერესთა გაშუქება.
(3) ახალი ამბებისა და დოკუმენტური გადაცემებისას, კომპანიამ უნდა პატივი სცეს ობიექტურობისა და მიუკერძოებლობის პრინციპებს.
მუხლი 13
(1) კომპნიის "დამკვირვებელთა საბჭო" გახლავთ ავტონომიური ორგანო, რომელიც პასუხისმგებელი იქნება ხალხისა და საზოგადოების მიერ მართალი, სრული და ობიექტური ინფორმაციის მიღების უფლებით სარგებლობაზე. მას ეკისრება კომპანიის კანონსა და მის წესდებასთან შესაბამისობის უზრუნველყოფა.
(2) საბჭო შედგება 15 წევრისაგან, რომლებიც გახლავთ კულტურული, სამეცნიერი, საგანმანათლებო, მედია და სხვა სფეროთა ცნობილი პირები. მათი ვადა განისაზღვრება ხუთ წლით და ისინი ინიშნებიან შემდეგი წესით:
(ა) პარლამენტი - ორი წევრი (ერთი ოპოზიციიდან)...;
(ბ) მოლდოვას რესპუბლიკის პრეზიდენტი - ორი წევრი;
(გ) მთავრობა - ორი წევრი;
(დ) სასამართლოს უმაღლესი საბჭო - ერთი წევრი;
(ე) კომპანიის შემოქმედებითი პერსონალი - ერთი წევრი;
(ვ) ეროვნული უმცირესობების ორგანიზაციები - ორი წევრი;
(ზ) მოლდოვას პროფკავშირების კონფედერაცია - ერთი წევრი;
(თ) "სოლიდარობის" თავისუფალი პროფკავშირის კონფედერაცია - ერთი წევრი;
(ი) შემოქმედებითი კავშირები (მწერალთა კავშირი, პლასტიკურ ხელოვანთა კავშირი, კინოს მუშაკთა კავშირი, კომპოზიტორთა კავშირი, თეატრის მუშაკთა კავშირი) - ერთი წევრი;
(კ) მედია ორგანიზაციები ( ჟურნალისთა კავშირი, თავისუფალი პრესის ასოციაცია, ელექტრონული პრესის ასოციაცია, პრესის თავისუფლების კომიტეტი, დამოუკიდებელი ჟურნალიზმის ცენტრი, მას- მედიის ასოციაცია) - ერთი წევრი;
(ლ) ვეტერანთა ასოციაცია - ერთი წევრი.
მუხლი 14
დამკვირვებელთა საბჭო:
დანიშნავს კომპანიის პრეზიდენტს, ვიცე-პრეზიდენტს, ტელევიზიის აღმასრულებელ დირექტორს და რადიოს აღმასრულებელ დირექტორს;
დაადასტურებს დირექტორთა საბჭოს შემადგენლობას;
მუხლი 20
კომპანიის საქმიანობის ზედამხედველობა
(1) კომპანიის საქმიანობის ზედამხედველობა განხორციელდება დამკვირვებელთა საბჭოს მიერ.
(2) თუკი დამკვირვებელთა საბჭო მის ფუნქციებს არ განახორციელებს ჯეროვნად, პარლამენტი უფლებამოსილია, სპეციალური საპარლამენტო კომისიის დახმარებით, მოითხოვოს კომპანიის ნებისმიერი ორგანოსაგან წერილობითი ინფორმაცია მოქმედებასა თუ უმოქმედობაზე, რომელიც პარლამენტის აზრით არღვევს წინამდებარე კანონს. სპეციალური საპარლამენტო კომისის შემადგენლობა განისაზღვრება ყველა საპარლამენტო ფრაქციის წარმომადგენელბისაგან, რომლებიც წარმოდგენილნი იქნებიან მათი პარტიების პარლამენტში წარმომადგენლობის პროპორციულად.
...
(4) პარლამენტი, აუდიოვიზუალურ საკოორდინაციო საბჭოსთან ერთად უფლებამოსილია მოსთხოვოს კომპანიას მიიღოს ადექვატური ზომები რათა აღმოფხვრას კანონის დადგენილი დარღვევები.
(5) კომპანიას ექნება უფლება, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, გაასაჩივროს სასამართლოში დაკისრებულ ბრძანებათა კანონიერება. ...
...
(7) ნებისმიერი ზომა, მიღებული მოცემული მუხლის საფუძველზე არ უნდა არღვევდეს კომპანიის ინფორმაციის თავისუფლებასა და გამოხატვის თავისუფლებას."
66.2002 წლის 18 სექტემბერს მინისტრთა კომიტეტმა მიიღო "საპარლამენტო ასამბლეის 1554 რეკომენდაციის პასუხი" (იხ. პარაგრაფი 61, ზემოთ), სადაც, inter alia, მიუთითა, რომ "ტრმ"-ის სტატუსი ჯერ ისევ წარმოადგენდა წუხილის მიზეზს. მართალია კანონი 1329-XV წინ გადადგმული ნაბიჯი ხალდათ, იგი მაინც უშვებდა "ტრმ"-ის საქმიანობაში პირდაპირი პოლიტიკური ჩარევის საშუალებას, როგორც აღნიშნა კიდეც ეს ბ-ნმა იაკუბოვიჩმა ანალიზში. მინისტრთა კომიტეტმა ხაზი გაუსვა, რომ დებულებანი არ იყო შესაბამისობაში ევროპის საბჭოს სტანდარტებთან და მოიცავდა კონვენციის მე-10 მუხლის დარღვევის საფრთეს.
67.2002 წლის 26 სექტემბერს, საპარლამენტო ასამბლეამ მიიღო შემდგომი რეზოლუცია 1303(2002) მოლდოვში დემოკრატიული ინსტიტუტების ფუნქციონირების შესახებ, სადაც შესთავაზა მოლდოვას ხელისუფლებას "2002 წლის შემოდგომაზე გადაეხედათ კომპანია ტელერადიო-მოლდოვას ეროვნული საჯარო მაუწყებლობის შესახებ კანონი და რომ დისკუსიებში ჯეროვნად ჩაერთოთ სამოქალაქო საზოგადოება, მედიის წარმომადგენელი ასოციაციები და პოლიტიკური ოპოზიცია და რომ გაეთვალისწინებინა ევროპის საბჭოს ექსპერტის მიერ შედგენილი რეკომენდაციები. კერძოდ კი, მოითხოვა რომ "გადახედილ ყოფილიყო დამკვირვებელთა საბჭოს შემადგენლობის, დანიშვნისა და უფლებამოსილების საკითხები რაც შეიძლება ფართო კონსულტაციების შედეგად..."
68.მთავრობამ შედეგად გადაწყვიტა, რომ კანონი 1320-XV არ გახლდათ საკმარისი Q"ტრმ" ტრანსფორმაციის დასასრულებლად და შეიმუშავა საკანონმდებლო ცვლილებები, რომელიც, რიგ მცირე დამატებასთან ერთად, შეიცავდა შეთავაზებას ლიკვიდირებული ყოფილიყო არსებული "ტრმ" და იგივე სახელით დაფუძნებულიყო ახალი ორგანიზაცია.
69.ბ-ნმ იაკუბოვიჩმა გამოაქვეყნა საკანონმდებლო ცვლილებების პროექტის ანალიზი 2003 წლის 24 ოქტომბერს (ATCM (2003)025), სადაც აღნიშნა შემდეგი:
"... დღეისათვის ძალაში მყოფი კანონი შეიცავს მხოლოდ საბაზისო დებულებებს კომპანიის, როგორც საზოგადოებრივი მაუწყებლის სტატუსის შესახებ, ისევე როგორც მისი ინსტიტუციური ფუნქციების აღწერას. შესაბამისად, ნათელი გახლდათ, რომ იგი საჭიროებდა ცვლილებას და გავრცობას, რათა შეექმნა სრული და ჯეროვანი სამართლებრივი ბაზა მოლდოვას საზოგადოებრივი მაუწყებლისათვის - რომელიც ამასთანავე შესაბამისობაში იქნებოდა რეზოლუცია ნომერ 1-თან "საზოგადოებრივი მაუწყებლის მომავალი", მიღებული ევროპული მინისტერიალის კონფერენციაზე მასმედიის პოლიტიკის შესახებ (პრაღა, 7-8 დეკემბერი 1994). წევრ სახელმწიფოთა მინისტრთა კომიტეტის რეკომენდაცია რ(96)10 საჯარო მაუწყებლობის დამოუკიდებლობის გარანტიების შესახებ, და წევრ სახელმწიფოთა მინისტრთა კომიტეტის რეკომენდაცია რეკ(2003)9 ციფრული მაუწყებლობის გზით დემოკრატიისა და სოციალური მხრდაჭერის ხელშესაწყობად.
შეკითხვა, შესაბამისად, ეხება იმას, თუ რამდენად აკმაყოფილებს დასახულ მიზნებს შეთავაზებული ცვლილებები.
დასკვნა
გარდა იმ შეთავაზებისა, რომ მოხდეს არსებული "ტელერადიო-მოლდოვას" ლიკვიდაცია და მის ადგილას შეიქმნას ახალი ორგანიზაცია იგივე სახელით, სხვა ცვლილებები ეხება მხოლოდ უმნიშვნელო საკითხებს. ...
შესაბამისად, აღნიშნული ცვლილებები არ გვაძლევს საფუძველს მივიჩნიოთ, რომ ადგილი აქვს ჯეროვან ძალისხმევას სრულად დარეგულირდეს "ტელერადიო-მოლდოვა", დაცული იქნას მისი ჯეროვანი მუშაობა, დამოუკიდებლობა, ავტონომია და დაფინანსება და კომპანიისათვის ნათლად განისაზღვროს რიგი სამართლებრივი საკითხებისა. რეალურად, ცვლიან ძალიან მცირედ ნაწილს და გვთავაზობენ არსებითად იმის განხილვისას, თუ როგორ იფუნქციონირებს "ტელერადიო-მოლდოვა" საზოგადოებრივი მაუწყებლის რანგში. ...
ცვლილებების მიხედვით, დაგეგმილი (ა) სახელმწიფო კომპანია "ტელერადიო-მოლდოვას" ლიკვიდაცია; (ბ) სრული პერსონალის გათავისუფლება; და (გ) ჩამოერთვას სრული აქტივები (ის აქტივები, რომელის შემდეგ გადაეცემა ახალ ეროვნულ სამაუწყებლო კომპანია "ტელერადიო-მოლდოვას", რაც თავისთავად დაექვემდებარება ცალკე სამთავრობო გადაწყვეტილებას, რომლის მიღების ბოლო ვადაც დადგენილი არ არის). ბუნდოვანია, თუ რას გულისხმობს აღნიშნული. იმას, რომ "ტელერადიო-მოლდოვამ" უნდა შეწყვიტოს საქმიანობა და შეაჩეროს მაუწყებლობა გარდამავალ პერიოდში თუ არა. ამ დასკვნამდე მივყავართ დებულებას, რომლის მიხედვითაც მთელი პერსონალი უნდა გათავისუფლდეს, თუმცა შესაძლებელია არსებობს გეგმა, რომ მაუწყებლობა გაგრძელდეს მიუხედავად ამისა.
მოცემული გეგმის შესრულება "ტელერადიო მოლდოვისა" და მისი მაყურებლებისათვის უკიდურესად დამაბრკოლებელი ხასიათის იქნება. ამასთანავე ნათელი არ არის, თუ რა არსობრივი მიზანი აქვს მას. როგორც ამას განვიხილავთ შემდეგ, ცვლილებები პროექტში არ არსებობს, რაც მას აუცილებელს ხდის, სამართლებრივი კუთხით. მეტიც, როგორც ჩანს ლიკვიდაცია არ იქნება სრული, რადგანაც არ არსებობს არც ერთი დებულება, რომელიც შეეხება ახალი საზედამხედველო საბჭოს ან მენეჯმენტ გამგეობის ან ახალი პრეზიდენტის დანიშვნას. თუკი ორგანიზაციის მმართველი ორგანოები უცვლელი რჩებიან, მაშინ ადგილი არ აქვს რეალურ ლიკვიდაციას, არამედ სახეზეა მხოლოდ პერსონალის მასობრივი გათავისუფლება ლიკვიდაციის საფუძვლით. ..."
70.მიუხედავად ამისა, კანონი ცვლილებების შესახებ მიღებული იქნა პარლამენტის მიერ 2003 წლის 17 ოქტომბერს. "ტრმ" დარეგისტრირდა სახელმწიფო სარეგისტრაციო პალატაში როგორც საჯარო კომპანია 2004 წლის 26 ივლისს და ახალი წესდებით მუწყებლობა დაიწყო 2004 წლის 8 აგვისტოს.
71.2005 წლის 4 ოქტომბერს საპარლამენტო ასამბლეამ მიიღო რეზოლუცია 1465 (2005) მოლდოვაში დემოკრატიული ინსტიტუცების ფუნქციონირების შესახებ, სადაც აღნიშნა შემდეგი:
"6. ... სამოქალაქო საზოგადოების ჯეროვანი ჩართულობა საჭიროებს პლურალისტულ და დინამიურ მედია სექტორს, კერძოდ კი ტელევიზიას. შექმნილი უნდა იყოს პირობები, ჯეროვნად დამოუკიდებელი და პროფესიული საზოგადოებრივი მაუწყებლობისათვის.
...
14. ასამბლეა მოუწოდებს მოლდოვას ხელისუფლებას ადამიანის უფლებების დაცვის მიზნით:
14.1.1. გადახედილ იქნას საზოგადოებრივი მაუწყებლობის (როგორც ეროვნული, ისე ადგილობრივი) და ზოგადად აუდიოვიზუალური სექტორის კანონმდებლობის მხრივ;
14.1.2. განხორციელებულ იქნას ქმედებები "ტელერადიო მოლდოვას" ჯეროვან საჯარო მაუწყებლად გარდასაქმნელად, როგორც ეს განმარტებულია საზოგადოებრივი მაუწყებლობის შესახებ ასამბლეის 1641 (2004) რეკომენდაციაში..."
ვ. მოხსენებები "ტრმ"-ზე შესაძლო არაჯეროვანი პოლიტიკური ზეწოლის შესახებ
1. დასკვნები არასამთავრობო ორგანიზაციებიდან
72.2004 წლის იანვარში ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა მოლდოვაში გააკეთა შემდეგი მოხსენება მოლდოვაში მედიის შესახებ:
"მოლდოვას რესპუბლიკის კონსტიტუცია წარმოადგენს გამოხატვის თავისუფლებისა და პრესის თავისუფლებლის გარანტიას. მიუხედავად ამისა, მოლდოვას მედიაში ვითარება წარმოადგენს კიშინიოვში არსებული რიგი საელჩოებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების მთავარი წუხილის საგანს. ბოლო ორი წლის განმავლობაში ხელისუფლების ზეწოლა დამოუკიდებელ მასმედიის საშუალებებზე გაიზარდა, ამასთანავე იმატა სახელმწიფო გამოცემების მხარდაჭერამაც.
ვითარება ელექტრონულ მედიაში ძალიან მნიშვნელოვანია იმის გათვალისწინებით, რომ ქალაქგარე რეგიონებში, სადაც მოლდოვას რესპუბლიკის მოსახლეობის დაახლოებით ნახევარი ცხოვრობს, წვდომა ინფორმაციაზე ერთობ შეზღუდულია. ახალი ამბების სტენდები პრაქტიკულად არ არსებობს, ხოლო ბეჭდვითი პრესა კი დაახლოებით ერთი კვირის დაგვიანებით ჩადის. ინფორმაციის მთავას წყაროს წარმოადგენს რადიო.
ოპოზიცია არ არის ადექვატურად წარმოდგენილი ეთერში. ჟურნალისტების გათავისუფლება უფრო ხშირი ხდება.
•ეროვნულ ტელევიზიაზე ცენზურის განსაკუთრებულ მაგალითს წარმოადგენს გასული წლის 28 ნოემბერს ისეთი პოპულარული პირდაპირი თოქ-შოუს აკრძალვა, როგორიც გახლდათ "ბუნა სერა", სადაც მიწვეულები გახლდნენ საპარლამენტო ფრაქციების ლიდერები სტეპანიუკი, ბრაღისი და როსკა, გენ.მდივნის სპეციალური წარმომადგენელი და ეუთოს მისიის პრესის ოფიცერი. პროგრამის დაწყებამდე სამი საათით ადრე, გენ.მდივნის სპეციალურ წარმომადგენელს ოფიციალურად შეატყობინა "ტრმ" თავმჯდომარე ეფრემოვმა, რომ შოუ ეთერში არ გავიდოდა, რადგანაც ლიდერთა უმრავლესობა არ დაესწრებოდა მას.
•პოლიტიკურ ძალთა შორის არსებობს საერთო შეთანხმება, რომ ტელეარხი მოლდოვა 1 ვალდებულია 30 წუთის განმავლობაში გადასცეს პარლამენტის მრგვალი მაგიდის შეხვედრა რედაქტირების გარეშე. მოცემული ვალდებულება არ იქნა დაცული მრგვალი მაგიდის დეკემბრის შეხვედრისას, ხოლო განმარტება კი გახლდათ ის, რომ "ოპოზიციის საათში" გამოსვლა სამი დღის შემდეგ საკმარისი გახლდათ მოცემული კვირისათვის. ანგარიშში, რომელიც გაშუქდა ახალ ამბებში იმავე დღეს, დელიკატურად იქნა არიდებული თავიდან ხელისუფლებისადმი კრიტიკის მომცველი განცხადებების გაშუქება.
•"ოპოზიციის საათი" თავისთავად, რომელიც დიდწილად წააგავს ოპოზიციის მონოლოგს, არ უწყობს დიდად ხელს უმრავლესობასთან დიალოგს. ჩვენ გვჭირდება ნამდვილი დებატები. ..."
73.ევროპის უშიშროებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის (ეუთო) წარმომადგენელი მედიის თავისუფლების საკითხზე მეორეჯერ ეწვია კიშინიოვს 2004 წლის 18-21 ოქტომბერს მთავრობის მოწვევით. ვიზიტის მიზანი გახლდათ ქვეყანაში მედიის თავისუფლების არსებული მდგომარეობის შეფასება და ხელისუფლებისათვის რეკომენდაციების მიწოდება. წარმომადგენელი შეხვდა სამთავრობო მოხელეებს, პარლამენტარებს, ჟურნალისტებსა და არასამთავრობო ორგანიზაციათა წარმომადგენლებს. 2004 წლის 16 დეკემბერს მან გამოაქვეყნა "დასკვნები და რეკომენდაციები", რომელიც inter alia, მიუთითებდა შემდეგს:
"პოზიტიური განვითარებანი - პლურალიზმი...
მოლდოვას მედიაში ადგილი ჰქონდა რამდენიმე პატივსაგებ მოვლენას.
ზოგადად, მედია პლურალიზმი ფართოდ არის განვითარებული მოლდოვაში, როგორც მედიის რაოდენობისა და წარმოდგენილი ხედვების სიმრავლით (თუმცა, მრავლფეროვნება უფრო შეიმჩნევა ბეჭდვით მედიაში ვიდრე სატელევიზიოში). ყველა ჩინის პოლიტიკოსები რეგულარულად ექვემდებარებიან კრიტიკას მედიაში; დამოუკიდებელი ტელე და რადიო სადგურები საკმაოდ აშკარად გამოხატავენ საკუთარ მოსაზრებებსა და კომენტარებს ხელისუფლებასთან დაკავშირებით. მიმდინარეობს გახსნილი დებატები უშუალოდ მედიის განვითარებასთან დაკავშირებით; მოცეული დებატები საგარეო მინისტრის მიერ დახასიათდა როგორც "გამჭვირვალე"...
მოლდოვა გახლავთ ერთ-ერთი პირველი ქვეყანა რეგიონში, რომელმაც სახელმწიფო ტელევიზია საზოგადოებრივ მაუწყებლად გარდაქმნა.
მიუხედავად ამისა, თანამოსაუბრეთა უმეტესობა შეთანხმდა მასზედ, რომ არსებობს რამდენიმე აშკარა პრობლემა, რომელიც ახლო მომავალში საჭიროებს მოგვარებას. მათ შორის გახლავთ, როგორც ეს პრლამენტის ოპოზიციის ლიდერმა ბრაღისმა აღნიშნა, "მზარდი დემოკრატიის შედეგი". მისი აზრით, ეუთო უფრო მეტად უნდა ჩაერთოს მედიასთან დაკავშირებულ საკითხებში. საგარეო საქმეთა მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ "Mმოლდოვას გააჩნდა რიგი პრობლემები მედიის სფეროში, თუმცა ეს უკანასკნელი არ იყო მიზანმიმართული ხასიათის. სხვა ევროპულ სახელმწიფოებსაც გააჩნიათ პრობლემები. ჩვენ არ გვსურს არასწორი გზის არჩევა და ამიტომაც მივესალმებით ნებისმიერ რეკომენდაციას, რომელიც მომდინარეობს ეუთოსაგან და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებისაგან."
წინამდებარე ანგარიშის მიზანი გახლავთ ამგვარი რეკომენდაციების წარმოდგენა ვიზიტის დროს გაკეთებულ დასკვნებზე დაყრდნობით.
მაუწყებლობის ზოგადი მდგომარეობა
შიდასახელმწიფოებრივი ეროვნული კონკურენტული არხების არსებობის გარეშე წარმოუდგენელია ნამდვილი პლურალიზმის არსებობა. ასეთ ვითარებაში საჭიროა გამჭვირვალე ტენდერი დამატებითი ეროვნული სიხშირის გასაცემად.
დღეისათვის მოლდოვაში მაუწყებლობს მხოლოდ სამი არხი მთელი ქვეყნის მასშტაბით. მათგან მხოლოდ ერთი საჯარო კომპანია "ტელერადიო მოლდოვა (ტრმ)" გახლავთ მოლდავური არხი მისი შინაარსის მიხედვით. დანარჩენი ორი არხი გადმოსცემენ მაუყებლებს მეზობელი ქვეყნებიდან: რუმინეთი და რუსეთის ფედერაციიდან.
როგორც ჩანს ნათელია, რომ არსებობს მეოთხე სიხშირე მთელი ქვეყნის მასშტაბით; თუმცა ამ სიხშირის გაცემა შეწყდა ლიცენზიის გამცემი ორგანოს მიერ 2002 წელს. მესამე ქვეყნის მასშტაბით მაუწყებელ არხზე ტენდერი - ის, რომელიც გადმოსცემს რუსული ქსელით - გამოცხადდა 2004 წლის 15 ოქტომბერს; ხოლო ტენდერი მეოთხე არხზე ხელახლა აღარ გამოცხადებულა. ლიცენზირების საკითხებზე გამჭვირვალეობის პრობლემის ირგვლივ დამატებითი ინფორმაციისათვის იხილეთ თავი აუდიო-ვიოზუალური საბჭოს შესახებ.
ვითარება "ტრმ" ირგვლივ
ზედმეტად მთავრობის და ნაკლებად სხვათა ხმები
"ტრმ" მართალია კანონიერად გარდაიქმნა სახელმწიფო მაუწყებლიდან ავტონომიურ საჯარო მოსამსახურების დაწესებულებად, რეალობაში განაგრძობს მთავრობისადმი გადახრას. პოლიტიკურ პროგრამათა უმრავლესობა ახალი ამბები გახლავთ მმართველი პარტიის მიერ და მის ირგვლივ. ასეთ ვითარებაში, როდესაც "ტრმ" წარმოადგენს ერთადერთ ეროვნულ მაუწყებელს მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე, პოლიტიკური მოვლენების ბალანსირებლი გაშუქება კიდევ უფრო დიდ მნიშვნელობას იძენს. "ტრმ" ჯერ შორსაა მისი, როგორც საჯარო მაუწყებლის მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულებისაგან.
"ტრმ" არ ახორციელებს საკუთარი შინაარსის მონიტორინგს მიუხედავად იმ ფაქტისა, რომ ეს უკანასკნელი მის ვალდებულებებში შედის ტელერადიო მოლდოვას ეროვნული საჯარო მაუწყებლობის შესახებ კანონის მიხედვით. განმარტებად "ტრმ" მენეჯმენტი იშველიებს რესურსების ნაკლებობის ფაქტს საჭირო ჩანაწერების საწარმოებლად. თუმცა, ფაქტობრივად საზედამხედველო საბჭოს უნდა მოეთხოვა მაინც ამგვარი მონიტორინგის წარმოება. საზედამხედველო საბჭომ, განმარტა რა მონიტორინგისადმი საკუთარი ინტერტულობა, აღნიშნა, რომ საწყის პერიოდში, როდესაც "ტრმ" ახალი დაწყებული ჰქონდა საზოგადოებრივი მაუწყებლობა, ამგვარი მონიტორინგი არასწორი ინფორმაციის მომტანი იქნებოდა.
შედეგად, მხოლოდ არასამთავრობო სექტორი ახორციელებდა აღნიშნულ მონიტორინგს. მათი დასკვები დიდწილად საჩივრდებოდა "ტრმ" მენეჯმენტის, საზედამხედველო საბჭოსა და მმართველი პარტიის მოხელეთა მიერ. მართალია, რომ არასამთავრობოების მიერ განხორციელებული მონიტორინგი რაოდენობრივად ხორციელდებოდა. "სთოფუოჩის" მეთოდი უდავოდ საკმაოდ უხეშია და ვერ ავლენს პროგრამირების ნიუანსებს. თუმცა, მოცემული მეთოდი საკმაოდ კარგი და შედეგები საკმარისი გახლდათ იმის საჩვენებლად, რომ "ტრმ" მიერ გაშუქებული ახალი ამბები, მისი გარდაქმნის შედეგად, არაპროპორციულად ასახავდა მოვლენებს მთავრობის შესახებ.
შრომითი დავა
როგორც "ტრმ" ისე CADUP, ორგანიზაცია, რომელიც წარმოადგენდა იმ ჟურნალისტებს, რომლებიც აღარ დაასაქმეს სახელმწიფოდან საზოგადოებრივ მაუწყებლად გარდაქმნის შემდეგ უნდა მიაღწიონ კომპრომისს მოლაპრაკებების შედეგად.
ეუთოს წარმომადგენელსა და მის თანამშრომლებს ჰქონდათ რამდენიმე შეხვედრა "ტრმ" მენეჯმენტთან და ყოფილი "ტრმ" იმ ჟურნალისტების წარმომდგენლებთან, რომლებიც ხელახლა აღარ დასაქმდნენ "ტრმ"-ის სახელმწიფოდან საჯარო მაუწყებლად ოფიციალურად გარდაქმნის შემდეგ.
ალექსანდერ ივანკო აკვირდებოდა ტელერადიო-მოლდოვას მომრიგებელი კომიტეტის მუშაობას, რომელიც შეიქმნა სპეციალურად შრომითი დავების მოსაგვარებლად.
არსებული ვითარება
2002 წლის თებერვალში გამართულ გაფიცვებსა და პროტესტებს "ტრმ"-ში არსებული სავარაუდო ცენზურის წინააღმდეგ მხარს უჭერდა "ტრმ"-ის 300-ზე მეტი თანამშრომელი, რომლებმაც დაიწყეს მოლდოვაში დებატები ტრმ-ის საზოგადოებრივ მაუწყებლად გარდაქმნის საჭიროებაზე. აუცილებელი სამართლებრივი ბაზა შეიქმნა ევროპის საბჭოს ზედამხედველობით.
კანონი ეროვნული საზოგადოებრივი მაუწყებელი კომპანიის ტელერადიო მოლდოვას შესახებ პარლამენტის მიერ მიღებულ იქნა 2002 წლის 26 ივლისს. კანონი გადახედილ იქნა 2003 წლის 13 მარტს მას შემდეგ, რაც ამ უკანასკნელმა კრიტიკა დაიმსახურა ევროპის საბჭოს მიერ. 2003 წლის 13 ნოემბერს კანონი ისევ შეიცვალა; ამჯერად წინა სახელმწიფო მაუწყებლის ლიკვიდაციის მიზნით. აღნიშნული გულისხმობდა, რომ ახლადდაფუძნებული საჯარო კომპანია აღარ იქნებოდა ვალდებულების ქვეშ დაექირავებინა პერსონალი ყოფილი სახელმწიფო მაუწყებლიდან. რამდენიმე წყაროს მიხედვით, "ტრმ" პერსონალს შორის არსებობდა შიში მასზედ, რომ შერჩევის პროცესში შეამცირებდნენ იმ თანამშროლებს, რომლებიც ყველაზე მეტად აქტიურობდნენ 2002 წლის თებერვლის პროტესტების დროს და რომლებიც მოუწოდებდნენ "ტრმ"_ის დამოუკიდებელ საზოგადოებრივ მაუწყებლად გარდაქმნისაკენ.
შერჩევითი კომისია ჩამოყალიბდა ადმინისტრაციული საბჭოს მიერ შეთავაზებული სამი წევრისაგან, საზედამხედველო საბჭოს მიერ წარდგენილი სამი წევრისა და "ტრმ" პერსონალის მიერ არჩეული ერთი თანამშრომლისაგან. კომისია შეიქმნა 2004 წლის 30 აპრილს. კომისიამ ახალი პერსონალი შეარჩია 2004 წლის 7 აგვისტოს.
907 ადამიანს შესთავაზეს კონტრაქტი, 890 მოაწერა ხელი. 140 პოზიცია ჯერ კიდევ ვაკანტურია. შერჩევით კომისიას, შესაბამისად, ჯერ არ დაუსრულებია სამუშაო. გათავისუფლებულ იქნა დაახლოები 190 თანამშრომელი.
ახალი ამბების დეპარტამენტში პერსონალის შერჩევის შემდეგი რაუნდის შემდეგ 27 ივლისს "ტრმ" პერსონალმა უკმაყოფილება გამოხატა შერჩევითი პროცესის შესახებ, რაც გადაიზარდა საზოგადოებრივ პროტესტში. 27 ივლისს "ტრმ" თანამშრომლების ჯგუფმა შექმნა ადამიანური და პროფესიული ღირსების დაცვის კომიტეტი და დაიკავეს ოთახი, სადაც ტარდებოდა შერჩევითი კომიტეტის შეხვედრები. პასუხად, "ტრმ" მენეჯმენტმა კონტრაქტი შეუწყვიტა 19 თანამშრომელს და 30 ივლისს პოლიციამ შენობიდან გაიყვანა პროტესტანტები.
დემონსტრაციები, ერთი პერიოდი მოიცავდა ათასობით ადამიანს, რომლებმაც პროტესტი გამოხატეს შერჩევის პროცესის შედეგების მიმართ. ძირითადი მოთხოვნა, შესაბამისად, გახლდათ პროცესის ხელახლა ჩატარება. მოცემული მოთხოვნა შემდეგ ჩაანაცვლა "შერჩევითი პროცესის დაწყებამდე არსებული ვითარების დაბრუნების" მოთხოვნამ. შეცვლილი მოთხოვნა თეორიულად შეიძლება დაკმაყოფილებულიყო ხელახალი პროცესის გარეშე, ყველა გათავისუფლებული 190 პერსონალისათვის კონტრაქტების შეთავაზებით.
ყველა თანამოსასუბრე შეთანხმდა, რომ "ტრმ"-ის გარშემო არსებული ვითარება გახლდათ მედიის ყველაზე მწვავე საკითხი ქვეყანაში. როგორც ჩანს ყველა თანხმდებოდა, რომ ერთადერთი გზა მოლაპარაკებების წარმოება გახლდათ. საგარეო საქმეთა მინისტრმა სტრატანმა თქვა "ჩვენ გვსურს, რომ "ტრმ" გარდაქმნა დემოკრატიულად განხორციელდეს". მიუხედავად ამისა, მაინც უნდა წამოიწიოს რამდენიმე საკითხი.
მთელი შერჩევის პროცესი ხასიათდებოდა ამგვარი პროცესის მახასიათებელი მოთხოვნების ჯეროვანი გაგების ნაკლებობით. ნათელია, რომ რიგი პერსონალი შემცირდებოდა, მაგრამ შერჩევის კრიტერიუმები არ იყო ნათლად განსაზღვრული და თავად შერჩევა გამჭვირვალე არ იყო. პოლიტიკური ტენდეციურობა ვერ გაბათილდება შერჩევითი პროცესის გამჭვირალების ნაკლებობის ფონზე.
"ტრმ" მენეჯმენტის დამოკიდებულება დასაწყისში მაინც, არ იყო კონსტრუქციული და გამოიწვია მასიური პროტესტები და ის გამოუვალი მდგომარეობა, რომელიც დღემდე დაურეგულირებელია.
მეორეს მხრივ, CADUP ჩამოყალიბდა თავდაპირველად გათავისუფლებული პერსონალის ინტერესების დასაცავად, რომელმაც შემდეგ დაიწყო პოლიტიკური მოთხოვნების წამოყენება შრომით საკითხებთან ერთად.
ამგვარ ვითარებაში, ეუთოს წარმომადგენელმა, მოლდოვაში ეუთოს მისიის ხელმძღვანელმა და ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა ზემოთხსენებულ მორიგების კომიტეტს შესთავაზა ახალი შერჩევითი კომისიის შექმნა შემდეგი ფორმულის გათვალისწინებით:
- შერჩევითი კომისიის ორი წევრი დანიშნულ იქნას ტელერადიო მოლდოვას ადმინისტრაციის მიერ;
- კომისიის ორი წევრი დანიშნულ იქნას CADUP მიერ;
- კომისიის სამი წევრი დანიშნულ იქნას მორიგების კომისიის მიერ კონსესუსით. ან, ალტერნატიულად, მოცემული სამი წევრიდან ერთი შეიძლება ყოფილიყო უცხოელი ექსპერტი, წარმოდგენილი ეუთოს ან ევროპის საბჭოს მიერ.
დაწერის დროისათვის საკითხი ჯერ ისევ იხილება. მორიგების კომისიამ "ტრმ"-ში ჩაატარა მხოლოდ ორი შეხვედრა ნოემბერში. ორივე შეხვედრისას კომისიამ განიხილა ახალი შერჩევითი კომისიის შესახებ საერთო შეთავაზება, რომელიც წარმოდგენილი იქნა 21 ოქტომბერს წარმომადგენლის ოფისის, ეუთოს მისიისა და ევროპის საბჭოს მიერ. კომისიამ ვერ მიიღო გადაწყვეტილება აღნიშნული საერთო შეთავზების ირგვლივ. კომისიის მუშაობაში პროგრესის ნაკლებობის მოხმობითა და "ტრმ" მენეჯმენტის "დიალოგის სიმულირებაში" ბრალდებით, პროტესტანტი ჟურნალისტების წარმომადგენლებმა დატოვეს მორიგების კომისია 25 ნოემბერს.
"ტრმ" საზედამხედველო საბჭო (წინამდებარე გადაწყვეტილებაში ხსენებული როგორც "დამკვირვებელთა საბჭო": იხ პარაგრაფი 65, ზემოთ)
ახლანდელი "ტრმ" საზედამხედველო საბჭო "სს" მართალია თეორიაში მისი უმრავლესობა ყალიბდებოდა სამოქალაქო საზოგადოების მიერ, თუმცა იგი არ წარმოადგენდა საზოგადოებაში არსებული ხედვების უმრავლესობას და რეალურად იძლევა ცალსახა პოლიტიკური ხედვების გატარების საშუალებას. მოქმედი კანონები უნდა შეიცვალოს იმგვარად, რომ იძლეოდეს "სს" განსხვავებული შემადგენლობის საშუალებას.
რამდენიმე ოპოზიციონერმა პარლამენტარმა, ჟურნალისტმა და არასამთავრობო ორგანიზაციამ იჩივლეს "სს" არსებული შემადგენლობის შესახებ, რომელიც მოიცავდა პარლამენტიდან ორ წარმომადგენელს (ერთს ოპოზიციიდან), ორს მთავრობიდან, ორს პრეზიდენტის მიერ დანიშნულს ხოლო ცხრას კი სხვადასხვა ორგანიზაციებიდან. თუმცა, პრეზიდენტი, მთავრობა და პარლამენტი კონტროლდება ერთი პარტიის მიერ, ისევე როგორც იმ სამოქალაქო ორგანიზაციათა უმეტესობა, რომელიც წარმოდგენილია საბჭოში.
კომუნისტური პარტიის ფრაქციის ლიდერმა ვიქტორ სტეპანიუკმა აღიარა, რომ საბჭოში სრულად არ იყო წარმოდგენილი სამოქალაქო საზოგადოება, არამედ მხოლოდ "მთავარი სამოქალაო ორგანიზაციები", რაც ბადებს შეკითხვას მ თუ რომელი და, რაც უფრო მნიშვნელოვანია, როგორ განისაზღვრება ორგანიზაციის "მთავარობა". მოლდოვაში არსებული ძლიერ პოლიტიზირებული "სს" საფრთხეს უქმნის საზოგადოებრივი მაუწყებლის სანდოობას. ოპოზიციის ლიდერ ბრაღისის ერთ-ერთი შეთავზება მოიცავდა შემდეგს, 12 წევრიანი "სს"-დან ექვსი ყოფილიყო მმართველი პარტიიდან, ხოლო დანარჩენი ექვსი კი ოპოზიციიდან. ამგვარად საბჭო იმუშავებდა კონსესუსის პრინციპზე დაყრდნობით.
შესაძლებელია აღნიშნული იდეა მომხიბვლელად ჩაითვალოს, რადგან მასაც შეუძლია მიგვიყვანოს გამოუვალ მდგომარეობამდე, სადაც საბჭო უუნარო იქნება შეთანხმდეს ნებისმიერ საკითხზე, რის შედეგადაც "ტრმ" მენეჯმენტი აღმოჩნდება საზედამხედველო კონტროლს მიღმა.
ეუთომ და ევროპის საბჭომ უნდა მოუწოდონ "სს" სტრუქტურის ირგვლივ ისეთი შეთანხმების მიღწევისაკენ, რომელიც მოლდოვაში მოქმედი ყველა პოლიტიკური მხარის მოწონებას დაიმსახურებდა. რამდენიმე შეთავაზება, განსაკუთრებით კი ელექტრონული მედიის ასოციაცის მიერ მომზადებული (ემა) გულდასმით უნდა იქნას განხილული.
აუდიო-ვიზუალური საკოორდინაციო საბჭო
ტენდერები სიხშირის გაცემის შესახებ ძალიან მოკლე წინასწარი შეტყობინებით ქვეყნდება და პოტენციურ მომჩივნებს არ აძლევს საკმარის დროს საჭირო დოკუმენტაციის მოსამზადებლად. საბჭოს შემადგენლობა არ წარმოადგენს მისი ობიექტურობის გარანტს. ამასთანავე, სახეზეა გამჭვირვალეობის ნაკლებობა გადაწყვეტილების მიღების პროცესში სიხშირეების გაცემის დროს.
საჩივრები პოლიტიკური ტენდენციურობის შესახებ სიხშირეების გაცემისას ვერ იქნა განმტკიცებული. თუმცა, საჩივრების შესწავლისას წარმომადგენელმა დაადასტურა, რომ პროცესი იძლევა შეფასებისას და სიხშირის გაცემის ტენდერში ხმის მიცემისას სუბიექტურობის საშუალებას.
სამაუწყებლო ლიცენზია გაიცემა საბჭოს მიერ. სისტემაში, რომელიც შესაძლებელია დახასიათდეს როგორც "ორ-თავა", ლიცენზიის მფლობელის მიერ გამოსაყენებელი სიხშირეები საბჭოს გადაეცემა კომუნიკაციების სამინიტროს მიერ. როგორც ერთმა მაღალმა ჩინოსანმა აღნიშნა, "ჩვენ არ ვიცით თუ როდის გახდება მოცემული სიხშირეები ხელმისაწვდომი".
საბჭო, რომელიც შედგება ცხრა წევრისაგან, ინიშნება მთავრობის, პრეზიდენტის და პარლამენტის მიერ. არსებულის მსგავს სიტუაციაში, როდესაც ყველა აღმასრულებელ და საკანონმდებლო შტოში უმრავლესობა ერთი პარტიის მიერ კონტროლდება, მოცემულმა სისტემამ შესაძლებელია მიგვიყვანოს საბჭოს სრულ პოლიტიკურ კონტროლამდე. რამდენიმე თანამოსაუბრემ იჩივლა, რომ ისინი არ ენდობიან საბჭოს ობიექტურობას არხებისათვის ლიცენზიის გაცემისას.
ასევე უნდა აღინიშნოს, რომ ტენდერი ერთობ მნიშვნელოვანი მეოთხე ეროვნული არხისათვის ხელახლა აღარ გამოცხადდა თემაზე მრავალწლიანი უმოქმედობის შემდეგ. მეორეს მხრივ, მესამე ეროვნულ ტერიტორიაზე სრულად გავრცელებად არხზე, რომლის ლიცენზიასაც ვადა გასდიოდა, გაიცა 45 დღიანი შეტყობინების საფუძველზე და გამოცხადდა მხოლოდ სამ გაზეთში, მცირე ბეჭდური განცხადების სახით.
საბჭოს დამოუკიდებლობის უზრუნველსაყოფად, არჩევნების პროცედურა არ უნდა იყოს პოლიტიკურად ორიეტირებული და მიზნად უნდა ისახავდეს საბჭოს წევრებად იმ პირთა დანიშვნას, რომლებიც პატივსაცემ რეპუტაციას ფლობენ სამაუწყებლო სფეროში.
სიხშირის გაცემის მეთოდი უნდა შეიცვალოს. მხოლოდ ერთი სააგენტო უნდა იყოს უფლებამოსილი სიხშირის როგორც დაწესების, ისე გაცემის ირგვლივ. ამგვარად გამოსწორდებოდა არსებული "ორ-თავა" სისტემა, რომლის შედეგადაც საბჭო არის სამინისტროს იმედად, არ იცის რა თუ როდის (და რატომ) შეიძლება იქნას გამოტანილი სიხშირე ტენდერზე...
რეკომენდაციები
...
ნამდვილი პლურალიზმი ვერ იარსებებს კონკურენტული ეროვნული, მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე გავრცელების მქონე არხების არსებობის გარეშე. ასეთ ვითარებაში, საჭიროა გამჭვირვალე ტენდერი დამატებითი ეროვნულ დონეზე მაუწყებლობის მქონე სიხშირისათვის.
"ტრმ", მართალია სამართლებრივად გარდაიქმნა სახელმწიფო მაუწებლიდან ავტონომიურ საზოგადოებრივ დაწესებულებად, მაგრამ რეალობაში განაგრძობს მთავრობისაკენ გადახრას. პოლიტიკურ პროგრამათა უმრავლესობა ტრიალებს მმართველი პარტიის ირგვლივ. ასეთ ვითარებაში, როდესაც "ტრმ" წარმოადგენს ერთადერთ ეროვნულ მაუყებელს მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე, პოლიტიკურ მოვლენათა ბალანსირებული გაშუქება კიდევ უფრო დიდ მნიშვნელობას იძენს. "ტრმ" ჯერ კიდევ უნდა განახორციელოს მის მიერ ნაკისრი ვალდებულებები საზოგადოებრივი მაუწყებლის რანგში.
როგორც "ტრმ" მენეჯმენტი, ისე CADUP, რომელიც წარმოადგენს იმ ჟურნალისტებს, რომლებიც არ იქნენ დაქირავებულნი სახელმწიფოდან საზოგადოებრივ მაუყებლად ტრანსფორმაციის პროცესის შედეგად უნდა მივიდნენ კომპრომისამდე მოლაპარაკებების გზით.
უნდა შეიქმნას "ტრმ" შემრჩევი ახალი კომისია.
"ტრმ" მოქმედი საზედამხედველო საბჭოში (სს), მართალია თეორიულად მაგრამ მაინც უმრავლესობას სამოქალაქო საზოგადოება ჰქმნის, მაგრამ არ წარმოადგენს საზოგადოებაში არსებული ხედვების სრულ სპექტრს და რეალურად უშვებს პოლიტიკურ ერთსახოვნებას. მოქმედი კანონი უნდა შეიცვალოს, რათა დაუშვას "სს" განსხვავებული შემადგენლობა.
სიხშირის გასაცემად მოწყობილი ტენდერები მცირევადიანი წინასწარი შეტყობინებით ცხადდება და არ იძლევა საკმარის დროს პოტენციური მომჩივნებისათვის ყველა საჭირო დოკუმენტის მოსამზადებლად. საბჭოს შემადგენლობა არ წარმოადგენს მისი ობიექტურობის გარანტიას. ამასთანავე, სიხშირეების გაცემის პროცესში აშკრაა გამჭვირვალეობის ნაკლებობა..."
74.დაახლოებით ერთი და იგივე დროს ეუთომ და ევროპის საბჭომ ერთობლივად გამოაქვეყნეს ... "მოლდოვას რესპუბლიკაში საზოგადოერივი მაუწყებლის ოპერაციის მთავარი მომენტები.
...
75.2004 წლის 12 მაისს ევროპის კომისიამ გამოაქვეყნა "ევროპული სამეზობლო პოლიტიკის ქვეყნის ანგარიში" მოლდოვას შესახებ (SEC (2004) 567) სადაც საუბარი იყო, inter alia, ქვეყანაში არსებული დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების შესახებ. ანგარიშში გამოთქმული იყო წუხილი ეუთოს დამკვირვებელთა მიერ 2003 წლის ადგილობრივ არჩევნებზე დაკვირვების შედეგებზე "სახელმწიფო სატელევიზიო არხზე მოქმედი ხელისუფლებისადმი აშკარა ტენდენციურობის გამო".
...
2. არასამთავრობო ორგანიზაციები
76."დამოუკიდებელი ჟურნალიზმის ცენტრი" (დჟც) გახლავთ არასამთავრობო ორგანიზაცია კიშინიოვში, რომელიც მიზნად ისახავს მოლდოვაში ჟურნალიზმის მხარდაჭერას და დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი პრესის კონსოლიდაციის ხელშეწყობას. იგი დაფუძნდა 1994 წელს როგორც Open World House Project და დამოუკიდებელი გახდა 1998 წელს. იგი დაფუძნებულია, inter alia, სოროსის ფონდის მიერ.
77."დჟც" მონიტორინგს უწევდა "ტრმ" პროგრამებს 2004 წლის ივნისიდან 2005 წლის ოქტომბრამდე. 2004 წლის აგვისტოს მონიტორინგის ანგარიშის მიხედვით, ქრისტიან დემოკრატიული სახალხო პარტიის არც ერთი წარმომადგენელი, რომელიც იმ დროისათვის ორ საპარალამენტო ოპოზიციურ პარტიაში იყო, არ გამოჩენილა მოცემულ თვეში "ტრმ" პოლიტიკურ სატელევიზიო პროგრამებში, ხოლო მეორე საპარლამენტო ოპოზიციური პარტია " Moldova Democrată " გამოჩნდა მხოლოდ 95 წამის განმავლობაში. განსხვავებით ოპოზიციური პარტიებისა, მმართველი კომუნისტური პარტია ეთერში გავიდა შვიდჯერ, სულ 889 წამის განმავლობაში. მსგავსი პრაქტიკა შეინიშნა 2004 წლის სექტემერში, ოქტომბერსა და ნოემბერში. 2004 წლის დეკემბერში გამოქვეყნებულ ანგარიშში, "დამოუკიდებელ ჟურნალისტთა ცენტრმა" შენიშნა, რომ ტელევიზიით მთავრობა და მათი წარმომადგენლები ხსენებულნი იყვნენ საშუალოდ დღეში 32-ჯერ, მაშინ როდესაც ოპოზიცია საშუალოდ ორჯერ. "ტრმ" რადიო გადაცემებში, მთავრობა ხსენებულ იქნა საშუალოდ 109 ჯერ დღეში, ხოლო ოპოზიცია კი 0.7-ჯერ დღეში.
78.ანგარიშში "სახელმწიფოდან საზოგადოებრივამდე: ჯეროვანი საზოგადოებრივი მაუწყებლობა ბელორუსში, მოლდოვასა და უკრაინაში" (დეკემბერი 2005), მე-19 მუხლმა, საერთაშორისო არასამართვორობო ორგანიზაციამ ლონდინში, რომელიც მუშაობს გამოხატვის თავისუფლებასთან დაკავშირებულ საკითხებზე, აღნიშნა შემდეგი (სქოლიო ამოღებულია):
"3.1. მიმოხილვა
მოლდოვა გახლდათ პირველი ქვეყანა დსთ-ში, რომელმაც დაიწყო პროცესი საზოგადოებრივი მაუწყებლობის შექმნისაკენ. იგი დღეისათვის გახლავთ ერთადერთი მოცემულ სამ ქვეყანათაგან, რომელმაც საკუთარი სახელმწიფო სამაუწყებლო კომპანია, ტელერადიო-მოლდოვა (ტრმ) გარდაქმნა საზოგადოებრივ მაუწყებლად. მიუხედავად აღნიშნულისა, საზოგადოებრივი მაუწყებელი არსებობს თეორიულად, ხოლო პრაქტიკაში კი ახალი მაუწყებელი კომპანია ინარჩუნებს მთავრობის კონტროლისაგან მხოლოდ ნომინალურ დამოუკიდებლობას და მათი საქმიანობის შედეგი დიდწილად არის გადახრილი მოქმედი რეჟიმის სასარგებლოდ. ზოგადად, იგი ვერ სთავაზობს მაყურებელს და მსმენელს ზუსტ და ობიექტურ ინფორმაციას და ხედვათა და მოსაზრებათა მრავალფეროვნებას. ჯეროვანი საზოგადოებრივი მაუწყებლის კონსოლიდაცია დამოკიდებულია როგორც ხელისუფლების უნარსა და სურვილზე სრულად განახორციელონ ახალდმიღებული დებულებანი, ისე სამოქალაქო საზოგადოების კამპანიათა წარმატებაზე.
...
მიუხედავად ცვლილებებისა, "ტრმ" ჯერ ისევ ხელისუფლების გავლენის ქვეშ იმყოფება. ამასთანავე, გარდაქმნის შემდეგ გადაცემათა ხარისხი საკმაოდ დაბალია. არსებობს დამატებითი დაფინანსების საჭიროება, რათა მოხდეს თანამშრომელთა დატრენინგება და პროფესიონალური ჟურნალიზმის სტანდარტების გაზრდა.
კიდევ ერთი სადარდებელი ფაქტი გახლავთ მედია გადაცემების მრავალფეროვნების მზარდი შემცირება. ..."
სამართალი
I. კონვენციის მე-10 მუხლის სავარაუდო დარღვევა
79.მომჩივნები ჩიოდნენ, რომ "ტრმ"-ში ჟურნალისტებად მუშაობის დროს, ისინი "ტრმ" უფრო მენეჯმენტისაგან ექვემდებარებოდნენ სახელმწიფო მოხელეების მიერ დაწესებულ ცენზურას, რაც ეწინააღმდეგება კონვენციის მე-10 მუხლის, რომელიც აღნიშნავს შემდეგს:
"1. ყველას აქვს აზრის გამოხატვის თავისუფლება. ეს უფლება მოიცავს ადამიანის თავისუფლებას, გააჩნდეს საკუთარი შეხედულება, მიიღოს ან გაავრცელოს ინფორმაცია ან იდეები საჯარო ხელისუფლების ჩაურევლად და სახელმწიფო საზღვრების მიუხედავად. ეს მუხლი ვერ დააბრკოლებს სახელმწიფოს, მოახდინოს რადიომაუწყებლობის, ტელევიზიისა და კინემატოგრაფიულ საწარმოთა ლიცენზირება.
2. ამ თავისუფლებათა განხორციელება, ვინაიდან ისინი განუყოფელია შესაბამისი ვალდებულებისა და პასუხისმგებლობისაგან, შეიძლება დაექვემდებაროს კანონით დადგენილ ისეთ წესებს, პირობებს, შეზღუდვებს ან სანქციებს, რომლებიც აუცილებელია დემოკრატიულ საზოგადოებაში ეროვნული უშიშროების, ტერიტორიული მთლიანობის ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების ინტერესებისათვის, საზოგადოებრივი უწესრიგობის თუ დანაშაულის აღსაკვეთად, ჯანმრთელობის ან მორალის დაცვის მიზნით, სხვათა უფლებების ან ღირსების დასაცავად, საიდუმლოდ მიღებული ინფორმაციის გამჟღავნების თავიდან ასაცილებლად, ანდა სასამართლოს ავტორიტეტისა და მიუკერძოებლობის უზრუნველსაყოფად."
მთავრობა უარყოფდა ბრალდებას და ნებისმიერ შემთხვევაში აღნიშნავდა, რომ მომჩივნებს არ ჰქონდათ ამოწურული გასაჩივრების შიდასამართლებრივი საშუალებანი.
ა. საქმის დროითი მასშტაბი
80.წინამდებარე გადაწყვეტილების მიზნებისათვის, სასამართლომ განიხილა 2001 წლის თებერვლიდან მოყოლებული, ან იმ დროიდან, როდესაც მომჩივნები დავობდნენ, რომ "ტრმ" სარედაქციო პოლიტიკაზე პოლიტიკური კონტროლი გამკაცრდა (იხ. პარაგრაფი 18, ზემოთ) დასრულებული 2006 წლის 26 სექტემბრით, ანუ იმ თარიღით, როდესაც სასამართლომ გამოიტანა მისაღებობის გადაწყვეტილება.
ბ. მთავრობის პირველადი პრეტენზია
1. მხარეთა არგუმენტები
81.მთავრობა ჩიოდა, რომ მომჩივნებს არ ჰქონდათ ამოწურული ეროვნული კანონმდებლობით მათთვის ხელმისაწვდომი გასაჩივრების საშუალებანი, ანუ ვერ აკმაყოფილებდნენ კონვენციის 35-ე მუხლის 1 ნაწილით დადგენილ მოთხოვნას. კერძოდ კი, მთავრობამ აღნიშნა, რომ მომჩივნებს, კონსტიტუციის მე-20 მუხლზე (იხ. პრაგრაფი 56, ზემოთ), აუდიოვიზუალური მაუწყებლობის შესახებ კანონის მე-2 მუხლის მე-2 ნაწილზე, მე-3 მუხლსა და მე-6 მუხლზე დაყრდნობით, ისევე როგორც კანონი ნო. 1320 (იხ. პარაგრაფი 65, ზემოთ) დებულებების გათვალისწინებით, შეეძლოთ გაესაჩივრებინათ ეროვნულ სასამართლოებში მათი გამოხატვის თავისუფლების სავარაუდო დარღვევა. მთავრობამ ვერ შეძლო ეროვნული სასამართლოების მიერ მსგავსი საქმეების განხილვის მაგალითის მოხმობა, რადგანაც მოლდოვას რესპუბლიკას არ გააჩნდა საკმარისი დრო რათა განევითარებინა სასამართლო პრაქტიკა მოცემულ დარგში. მიუხედავად ამისა, მსგავსი საჩივარი რომ აღძრულიყო, იგი უცილობლად იქნებოდა არსებითად განხილული. მთავრობის მიხედვით, მომჩივნებს შეეძლოთ ასევე ეჩივლათ "ტრმ"-ის დამკვირვებელთა საბჭოშიც, რომელიც, კანონი ნო. 1320-XV მე-20 მუხლის მიხედვით (იხ. პარაგრაფი 65, ზემოთ) კომპეტენტური გახლდათ ზედამხედველობა გაეწია "ტრმ"-ის შესაბამისობისათვის მის შიდა დებულებებსა და ზოგადად კანონმდებლობასთან. ან, ალტერნტიულად, მომჩივნებს შეეძლოთ ეჩივლათ აუდიოვიზუალურ საკოორდიონაციო საბჭოში.
82.მომჩივნები აღნიშნავდნენ, რომ არსებობდა "ტრმ" ცენზურისა და პოლიტიკური კონტროლის ადმინისტრაციული პრაქტიკა და რომ ამის გამო მათ არ ეკისრებოდათ ვალდებულება ამოეწურათ გასაჩივრების ეროვნული საშუალებანი. ალტერნატიულად, ისინი აღნიშნავდნენ, რომ ეროვნულ დონეზე არ არსებობდა ეფექტიანი საშუალება. შეუძლებელი იქნებოდა საჩივრების წარდგენა ეროვნული სასამართლოების წინაშე. მართლია თეორიულად ეროვნულ მოსამართლეს შეეძლო მიეღო გადაწყვეტილება ყოველ სავარაუდო ცენზურის შემთხვევაში, მაგრამ ეროვნული კანონმდებლობის მიხედვით არ არსებობდა ეფექტიანი საშუალება, რომელიც განიხილავდა "ტრმ"-ის სტრუქტურული დამოუკიდებლობის ნაკლებობას მთავრობისაგან, ან რომელიც შეძლებდა თავიდან აეცილებინა მომავალი ცენზურის შემთხვევები. აუდიოვიზუალური საკონსულტაციო საბჭო შედგებოდა ცხრა წევრისაგან, მათ შორის სამი ინიშნებოდა პარლამენტის, სამი მთავრობის და სამი მოლდოვას პრეზიდენტის მიერ, რის გამოც იგი დამოუკიდებელ ორგანოდ ვერ განიხილებოდა. მან განიხილა "ტრმ" ცენზურის საკითხი თავის 2004 წლის 29 აპრილის ანგარიშში (იხ. პარაგრაფი 41, ზემოთ). მიუხედავად იმისა, რომ მომჩივანმა საბჭოს წარუდგინა ყველა სავარაუდო ცენზურის შესახებ ინფორმაცია, მსგავსად სასამართლოსი, ანგარიშში, რომელიც შემოიფარგლა ზოგადი დასკვნის გაკეთებით მასზედ, რომ "ტრმ"-ზე არ ხორციელდებოდა არანაირი ცენზურა, არ მომხდარა არც ერთი მათგანის განხილვა. საბოლოოდ, დამკვირვებელთა საბჭო გახლდათ ახალდაფუძნებული საზოგადოებრივი კომპანიის ორგანო, რომელმაც საქმიანობა დაიწყო მხოლოდ 2004 წლის აგვისტოში და შესაბამისად ვერ შეძლებდა მომჩივანთა იმ საჩივრების განხილვას, რომელიც იქცა მოცემული საჩივრის საფუძვლად.
2. სასამართლოს შეფასება
83.სასამართლო ხაზს უსვამს, რომ პრინციპი, რომლის მიხედვითაც მომჩივანი ვალდებულია პირველ რიგში გამოიყენოს ეროვნული სამართლებრივი სისტემით განსაზღვრული გასაჩივრების საშუალებანი მანამდე, სანამ მიმართავს საერთაშორისო სასამართლოს წარმოადგენს კონვენციით დადგენილი დაცვის მექანიზმის მნიშვნელოვან ასპექტს (იხ.Akdivar and Others v. Turkey 16 სექტემბერი 1996, § 65, 1996 IV). სასამართლო წარმოადგენს ადამიანის უფლებების ეროვნული სისტემის დამატებით რგოლს და მნიშვნელოვანია, რომ პირველ რიგში ეროვნულ სასამართლოებს მიეცეთ საშუალება განსაზღვრონ ეროვნულ კანონმდებლობის შესაბამისობა კონვენციასთან და, თუ საჩივარი მაინც იქნება შემდეგ წარდგენილი სტრასბურგს, ევროპულმა სასამართლომ უნდა ისარგებლოს ეროვნული სასამართლოების ხედვით, რადგან სწორედ ეს უკანასკნელი არის პირდაპირ და განგრძობად კავშირში საკუთარ ქვეყანაში მოქმედ ძალებთან (იხ.Burden v. the United Kingdom [GC], no. 13378/05, § 42, 29 აპრილი 2008).
84.კონვენციის 35-ე მუხლის 1 ნაწილის მიხედვით, ჩვეულებრივ მომჩივანმა უნდა მიმართოს გასაჩივრების იმ საშუალებებს, რომელიც ხელმისაწვდომია, რათა გამოასწოროს სავარაუდო ზიანი. გასაჩივრების საშუალებათა არსებობა საკმაოდ კონკრეტული უნდა გახლდათ არა მხოლოდ თეორიში, რამედ პრაქტიკაშიც, რისი არარსებობაც გამოიწვევს სავალდებულო რეკვიზიტის: ხელმისაწვდომობისა და ეფექტიანობის ნაკლებობას (Akdivar and Others, ციტირებული ზემოთ, § 66). მტკიცების ტვირთი ეკისრება მთავრობას, რათა დაუდასტუროს სასამართლოს, რომ გასაჩივრების საშუალება ეფექტიანი გახლდათ, ხელმისაწვდომი იყო როგორც თეორიულად ისე პრაქტიკულად მოცემულ დროს, ანუ, რომ იგი ხელმისაწვდომი იყო, შეეძლო მომჩივნის საჩივრების საფუძვლის გამოსწორება და იძლეოდა წარმატების გონივრულ შანსს. მას შემდეგ რაც მოხდება მოცემული მტკიცების ტვირთის დაკმაყოფილება, შემდეგ უკვე მომჩივნის ვალდებულებაა დაადასტუროს, რომ მთავრობის მიერ შეთავაზებული ეროვნული გასაჩივრების მექანიზმი რეალურად ამოწურულია ან, რომ გარკვეული მიზეზის გამო, არაადექვატური და არაეფექტიანი იყო კონკრეტულ ვითარებაში ან რომ არსებობდა განსაკუთრებული გრემოებანი, რომელიც მას ათავისუფლებდა მოცემული ვალდებულების დაცვისაგან (Akdivar and Others, ციტირებული ზემოთ, § 68).
85.ამოწურვის წესი, თუმცა არ გამოიყენება, როდესაც ადმინისტრაციული პრაქტიკა, ანუ კონვენციასთან შეუსაბამო მოქმედებების განმეორება და სახელმწიფო ორგანოების მიერ მისდამი ოფიციალური შემწყნარებლობა დამტკიცდება და თან იმ დონით, რომ უნაყოფოდ და არაეფექტიანად შეიქმს მთელს სამართალწარმოებას (იხ.Ireland v. the United Kingdom, 18 იანვარი 1978, § 159, Series A no. 25; Akdivar and Others, ციტირებული ზემოთ, §§ 66-67; Denmark v. Turkey (dec), no. 34382/97, 8 ივნისი 1999; Cyprus v. Turkey [GC], no. 25781/94, § 99, ECHR 2001-IV) საქმეში Caraher v. the United Kingdom (dec), no. 24520/94, ECHR 2000-I,) საქმეში Caraher v. the United Kingdom (dec), no. 24520/94, ECHR 2000-I, სასამართლომ შეაჯამა "ადმინისტრაციულ პრაქტიკასთან" დაკავშირებული სასამართლო პრაქტიკა და აღნიშნა შემდეგი:
"პირველ ბერძნულ საქმეში (Yearbook 11 გვ.770), კომისიამ განსაზღვრა ორი ელემენტი, რომელთა არსებობაც საჭიროა ადმინისტრაციული პრაქტიკის დასადგენად: მოქმედებათა განმეორებადობა და მისდამი ოფიციალური შემწყნარებლობა. მოქმედებთა განმეორებადობა ეხებოდა მოქმედებათა მნიშვნელოვან რაოდენობას, რომელიც დაკავშირებული იყო გარკვეულად მათ ირგვლივ არსებულ ვითარებასთან (მაგ. დრო და ადგილი, ან ჩართული პირის დამოკიდებულება) და რომელიც არ წარმოდგენდა იზოლირებულ ქმედებათა უბრალო რაოდენობას. სასამართლომ აღნიშნა, რომ კონვენციასთან შეუსაბამო პრაქტიკა შედგება იდენტური ან ანალოგიური დარღვევების ერთობლიობისგან, რომელიც საკმარისად მრავალრიცხოვანია და ურთიერთდაკავშირებულია რათა არ იქნას განხილული ცალკეულ ინციდენტებად ან სისტემისა თუ ზოგადი მიმართულებიდან გამონაკლისად (Ireland v. the United Kingdom გადაწყვეტილება 18 იანვარი 1978, Series A no. 25, გვ. 64, § 159). ოფიციალური შემწყნარებლობა გულისხმობს, რომ მიუხდავად იმისა, რომ მოქმედებანი აშკარად უკანონოა, მათ მიმართ არსებობს შემწყნარებლური დამოკიდებულება, რადგანაც პასუხისმგებელ პირთა ზემდგომნი, მიუხედავად იმისა, რომ იციან მოქმედებათა შესახებ, არ იღებენ არანაირ ზომას რათა დასაჯონ ისინი ან ხელი შეუშალონ ქმედებათა განმეორებას; ან რომ ზემდგომი ორგანო, მიუხედავად მრავალი ბრალდებისა, გამოხატავს ინდიფერენტულობას, უარს აცხადებს რა გნახორციელოს გამოძიება მათ სიმართლესა თუ სიცრუეში: ან თუ სამართლებრივი განხილვისას ამგვარი საჩივრებისადმი ხდება სამართლიან განხილვაზე უარის თქმა (mutatis mutandis, saCivari Nos. 9940-9944/82, France, Norway, Denmark, Sweden and the Netherlands v. Turkey, dec. 6.12.83, DR 35 გვ. 143 გვ. 163, § 19). თუმცა, აღსანიშნავია, რომ პრაქტიკა შესაძლებელია დადგინდეს მაშინაც კი, როდესაც ვერ ხდება ოფიციალური შემწყნარებლობის დადგენა ზემდგომ ოფიციალურ დონეზე და მაშინაც კი, როდესაც რიგი მოქმედებებისა გასამართლდება, რადგან ზემდგომი ორგანოები ვადებული არიან გადადგან ეფექტიანი ნაბიჯები რათა დაასრულომ მოქმედებთა განმეორებადობა (იხ. მაგ. Ireland v. the United Kingdom გადაწყვეტილება, ოპ. ციტ., § 159 )."
86.სასამართლო მოიხმობს, რომ მისაღებობის განჩინებაში 2006 წლის 26 სექტემბერს მან დაადგინა, რომ არსებობდა მჭიდრო კავშირი მთავრობის პირველად პრეტენზიებსა და მომჩივანითა საჩივრების მე-10 მუხლით არსებით განხილვას შორის. შესაბამისად, მან გააერთიანა მთავრობის პრეტენზიები საქმის არსებით მხარესთან ერთად.
87.სასამართლო, შესაბამისად, განიხილავს არსობრივად მომჩივანთა საჩივრებს და შემდეგ განიხილავს, ვითარების გათვალისწინებით, თუ რამდენად საფუძვლიანია მთავრობის პირველადი პრეტენზია.
გ. არსებითი მხარე
1. მხარეთა არგუმენტები
(ა) მთავრობა
88.მთავრობამ ხაზი გაუსვა, რომ "ტრმ" წარმოადგენდა ყველაზე ყურებად სატელევიზიო არხს ქვეყანაში და რომ საღამოს საინფორმაციო გამოშვება გახლდათ ყველაზე პოპულარული პროგრამა (იხ. პარაგრაფი 8, ზემოთ). აღნიშნული ადასტურებდა, რომ მოლდოვას მოსახლეობა "ტრმ"-დ მიიჩნევდა დამოუკიდებელ, მიუკერძოებელ და ობიექტურ სატელევიზიო არხად.
89.მთავრობა უარყოფდა "ტრმ"-ზე ცენზურის არსებობას. ისინი ასევე უარყოფდნენ ბრალდებას, რომ არსებობდა პირთა თუ თემათა "შავი სია", და რომ მასში მყოფი პირები არ უნდა გასულიყვნენ ეთერში. მთავრობა აღნიშნავდა, რომ ოპოზიციურ პოლიტიკოსებს ჰქონდათ წვდომა საზოგადოებაზე "ტრმ" საშუალებით, რაც დასტურდებოდა კიდეც ტელეპროგრამაში არსებული მრავალი გადაცემით (იხ. პარაგრაფი 26, ზემოთ).
90.მთავრობა ეფუძნებოდა აუდიოვიზუალური საკოორდინაციო საბჭოს 2002 წლის 29 აპრილის ანგარიშს (იხ. პარაგრაფი 41, ზემოთ). მის მიხედვით მომჩივნებს არასწორად ჰქონდათ აღქმული გამოხატვის თავისუფლების არსი. მათ მიაჩნდათ რომ მოცემული უფლება მათ ანიჭებდათ ცარტე ბლანცჰე ეთქვათ რაც სურდათ და უგულვებელეყოთ სამართლერივი თუ მორალური ნორმები და დაერღვიათ ის ვალდებულება, რომელიც მათ ეკისრებოდათ, როგორც მაშინ ერთადერთი ეროვნული მაუწყებლის ჟურნალისტებს, ჯერძოდ კი მიეწოდებინათ ობიექტური და მიუკერძოებელი მომსახურება ყოველგვარი პოლიტიკური სარჩულის გარეშე.
91.მთავრობამ აღნიშნა, რომ გაფიცვის კომიტეტის პროტესტებს მხარს არ უჭერდა "ტრმ"-ის პროფკავშირი და რიგი თანამშრომლებისა. დინუ რუსნაკისა და ლარისა მანოლეს წინააღმდეგ დაწესებული სანქციები სრულიად გამრთლებული გახლდათ, შიდა რეგულაციების დარღვევების გათვალისწინებით, მათ შორის საინფორმაციო ბიულეტენის შეცვლა წინასწარი ავტორიზაციის გარეშე. რიგი მომჩივნებისა, კერძოდ კი მირსა სურდუ, ლუდმილა ვასილაკე, ლეონიდ მელნიკი და დიანა დონიკა, განაგრძობდნენ "ტრმ"-ში მუშაობას.
(ბ) მომჩივნები
92.მომჩივნები მიიჩნავდნენ, რომ ეროვნული კანონმდებლობა არ სთავაზობდათ საკმარის გარანტიებს ცენზურისა და არაჯეროვანი პოლიტიკური გავლენისაგან დასაცავად. შესაბამისად, არც ეროვნული კანონმდებლობა და არც "ტრმ"-ის შიდა რეგულაციები არ განსაზღვრავდნენ "საარჩევნო პოლიტიკის" არსს. ისინი მიიჩნევდნენ, რომ სახელმწიფოს არ განუხორციელებია მისი პოლიტიური ვალდებულება მე-10 მუხლის მიხედვით, რადგანაც მან ვერ შეძლო ისეთი კანონმდებლობის შექმნა, რომელიც წარმოადგენდა დაცვას სახელმწიფო მოხლეების მიერ არაჯეროვანი ჩარევისაგან და რომელიც ნათლად გაწერდა ხელისუფლების ხელთ არსებული დისკრეციული უფლებამოსილების მასშტაბსა და საზღვარს. მეტიც, პარლამენტმა განაცხადა რა უარი შეეტანა ცვლილებები კანონში 1320-XV, ევროპის საბჭოს რეკომენდაციის უგულვებელყოფით, შეინარჩუნა სახელმწიფოს კონტროლი საზოგადოებრივ კომპანიაზე, რაც სწორედ რომ წარმოადგენდა ცენზურის მიზეზს. ამგვარი მოქმედებებითა და უმოქმედობით სახელმწიფომ ასევე დაარღვია მოსახლეობის უფლება იყოს ინფორმირებული. საპარლამენტო ასამბლეამ და საერთაშორისო ექსპერტთა ანგარიშებმა გაამყარეს ხედვა მასზედ, რომ ეროვნული კანონი არადამაკმაყოფილებელი გახლდათ, რადგანაც "ტრმ"-ზე ზოგად კონტროლს აკისრებდა მთავრობას და არ სთავაზობდა დამოუკიდებლობის ადექვატურ გარანტიებს.
93.მომჩივნები დავობდნენ, რომ გამოკითხვები, რომელსაც ეყრდნობოდა მთავრობა და რომელთა მიხედვითაც "ტრმ" იყო ყველაზე ყურებადი სატელევიზიო არხი მოლდოვაში არ ასახავდა მისი პროგრამების ხარისხს, არამედ მიუთითებდა ინფორმაციის ალტერნატიული წყაროს არარსებობაზე. ისინი ეყრდნობოდნენ დამოუკიდებელ ჟურნალისტთა ცენტრის მონიტორინგის ანგარიშებს (იხ. პარაგრაფი 77, ზემოთ) და რიგი საერთაშორისო მიმოხილველის დასკვნებს (იხ. პარაგრაფები 72-75, ზემოთ) რათა განემტკცებინათ მათი ხედვა მასზე, რომ "ტრმ" პროგრამირება იხრებოდა მმართველი პარტიის სასარგებლოდ. მთავრობის მიერ წარმოდგენილი პროგრამების მაგალითები, სადაც მონაწილეობას იღებდნენ ოპოზიციური პოლიტიკოსები ზოგადი წესიდან გამონაკლისს წარმოადგენდა. თვით აუდიოვიზუალურმა საკოორდინაციო საბჭომაც კი აღნიშნა მის 2002 წლის 29 აპრილის ანგარიშში, რომ რიგი საკითხები თუ გამონათქვამები, მაგალითად "ბესარაბია, რუმინელი, რუმინული ენა, რუმინეთის ისტორია ან ტოტალიტარული რეჟიმი" აკრძალული გახლდათ, გარდა ისტორიულ კონტექსტში ხსენებისა.
94.2002 წლამდე არ არსებობდა არანაირი შიდა რეგულაცია, რომელიც დაარეგულირებდა პროგრამის დირექტორის, განყოფილების უფროსისა და პროდიუსერის დაქირავებისა და გათავისუფლების წესს. "ტრმ"-ის პრეზიდენტს შეეძლო მათი გათავისუფლება ნებისმიერ დროს. ამასთანავე, არ არსებობდა ხელოვნებითი და ტექნიკური საბჭოს, რომელიც შეაფასებდა აუდიოვიზუალური წარმოების ხარისხს, შექმნის არანაირი რეგულაცია. დაქირავების ახალი პროცედურა შემუშავდა 2004 წელს, რომელიც ევროპის საბჭოს ექსპერტებმა მიიჩნიეს პერსონალის დასაქმებისა თუ ხელახალი დაქირვების მხრივ გამჭვირვალეობისა და სიცხადის ნაკლებობის მქონედ. ეროვნულ სასამართლოებს მომჩივნებისათვის, რომლებმაც დაკარგეს სამსახური, არანაირი მისაგებელი არ შეუთავაზებიათ.
2. სასამართლოს შეფასება
(ა) აუდიოვიზუალურ მედიაში პლურალიზმთან დაკავშირებული ზოგადი პრინციპები
95.იმის დადგენისას, თუ რამდენად ჰქონდა წინამდებარე საქმეში ადგილი მე-10 მუხლთან შესაბამისობას, სასამართლომ უნდა გაითვალისწინოს შემდეგი პრინციპები. პირველ რიგში იგი ეხება ფუნდამენტალურ სიმართლეს: არ არსებობს დემოკრატია პლურალიზმის გარეშე. დემოკრატიის ერთ-ერთი მთავარი მახასიათებელი გახლავთ, რომ იგი იძლევა საშუალებას ქვეყანაში არსებული პრობლემა მოგვარდეს დიალოგის გზით, ძალადობის გარეშე, მაშინაც კი როდესაც იგი დამღლელი ხასიათისაა. დემოკრატია ეფუძნება გამოხატვის თავისუფლებას. დემოკრატიის არსი იძლევა საშუალებას შეთავაზებულ და განხილულ იქნას განსხვავებული პოლიტიკური პროგრამები, მაშინაც კი, როდესაც ისინი კითხვის ნიშნის ქვეშ აყეებენ სახელმწიფოს არსებულ მოწყობას, იმ პირობით რომ საფრთხეს არ უქმნიან თავად დემოკრატიას (იხ.Socialist Party and Others v. Turkey, 1998, §§ 41, 45 და 47, Reports of Judgments and Decisions 1998-III).
96.გამოხატვის თავისუფლება, დაცული მე-10 მუხლის 1 ნაწილში, შესაბამისად, წარმოადგენს დემოკრატიული საზოგადოების ერთ-ერთ უმთავრეს საფუძველსა და მისი პროგრესის პირობას (Lingens v. Austria, 8 ivlisi 1986, § 41, Series A no. 103). პრესისა და სხვა საინფორმაცია მედიის თავისუფლება საზოგადოებას აძლევს ერთ-ერთ საუკეთესო საშუალებას განსაზღვრონ და ჩამოიყალიბონ მოსაზრება პოლიტიკური ლიდერების აზრებისა და დამოკიდებულებისადმი. პრესის განუყოფელ ფუნქციას წარმოადგენს ინფორმაციისა და მოსაზრებების გაცემა პოლიტიკურ თემებსა და საზოგადოებისათვის საინტერესო სხვა საკითხებზე. პრესას გააჩნია ამგვარი ინფორმაციისა და შეხედულებების არა მარტო გავრცელების ვალდებულება, არამედ საზოგადოებასაც აქვს მათი მიღების უფლება (იხ. მაგალითად Handyside v. the United Kingdom § 49, 7 დეკემბერი 1976, Series A no 24; Lingens, ციტირებული ზემოთ, §§ 41-42).
97.აუდიოვიზუალური მედია, მაგალითად რადიო და ტელევიზია, განსაკუთრებით მნიშვნელოვან როლს თამაშობს ამ მხრივ. ხმისა თუ გამოსახულების მეშვეობით შეტყობინების გაგზავნის ძალაუფლების გამო, ამგვარ მედია საშუალებებს ბეჭდვითზე უფრო მეყსიერი და ძლიერი გავლენა აქვთ (Jersild v. Denmark, 23 სექტემბერი 1994, § 31, Series A no. 298; Pedersen and Baadsgaard v. Denmark [GC], no. 49017/99, § 79, ECHR 2004‑XI). ტელევიზიისა და რადიოს, როგორც მსმენელისა თუ მაყურებელის სახლში გართობის ცნობილი წყაროს ფუნქცია კიდევ უფრო აძლიერებს მათ გავლენას (იხ. დამატებით Murphy v. Ireland, no. 44179/98, § 74, ECHR 2003‑IX (ამონარიდები)). მეტიც, განსაკუთრებით შორეულ რეგიონებში ტელევიზია და რადიო შესაძლებელია მრავალგზის უფრო იოლად ხელმისაწვდომი იყოს ვიდრე სხვა მედია საშუალებანი.
98.ვითარება, სადაც საზოგადოებაში არსებულ ძლიერ ეკონომიკურ ან პოლიტიკურ ჯგუფს ეძლევა საშუალება დაიკავოს დომინანტური მდგომარეობა აუდიოვიზუალურ მედიაში და შედეგად ზეწოლა ახორციელოს მაუწყებლებზე და საბოლოდ შეზღუდოს მათი სარედაქციო თავისუფლება, საფრთხის ქვეშ აყენებს გამოხატვის თავისუფლების როლს დემოკრატიულ საზოგადოებაში, როგორც ეს გაწერილია კონვენციის მე-10 მუხლში, კერძოდ კი, მაშინ როდესაც იგი ეხება ზოგადი ინტერესის მქონე ინფორმაციისა და იდეების გავრცელებას, რომელთა მიღების უფლებაც გაჩნია საზოგადოებას (იხ.VGT Verein gegen Tierfabriken v. Switzerland, no. 24699/94, §§ 73 da 75, ECHR 2001‑VI; იხ. აგრეთვე De Geillustreerde v. the Netherlands, no. 5178/71, კომისიის განჩინება 6 ივლისი 1976, § 86, Decisions and Reports (DR) 8, გვ. 13). აღნიშნული ასევე ვრცელდება იმ შემთხვევაზეც, როდესაც დომინანტურ პოზიციას იკავებს სახელმწიფო ან საზოგადოებრივი მაუწყებელი. შესაბამისად, სასამართლო მიიჩნევს, რომ მისი შეზღუდული ბუნებიდან გამომდინარე, ლიცენზირების რეჟიმი, რომელიც საზოგადოებრივ მაუწყებელს ანიჭებს მონოპოლიას არსებულ სიხშირეებზე გამართლებული ვერ იქნება, გამონაკლისია შემთხვევა, როდესაც დამტკიცდება მისი მწველი საჭიროება (Informationsverein Lentia and Others v. Austria, 24 November 1993, § 39, Series A no 276).
99.გამოხატვის თავისუფლებით ჯეროვანი, ეფექტიანი სარგებლობა არ არის დამოკიდებული მხოლოდ სახელმწიფოს ვალდებულებაზე არ ჩაერიოს, არამედ შესაძლებელია საჭიროებდეს დაცვისათვის პოზიტიური ღონისძიებების გამოყენებას კანონისა თუ პრაქტიკის საშუალებით (იხ. მაგალითად, Özgür Gündem v. Turkey, no. 23144/93, §§ 42-46, ECHR 2000-III; Fuentes Bobo v. Spain, no. 39293/98, § 38, 29 თებერვალი 2000; Appleby and Others v. the United Kingdom, no. 44306/98, §§ 39-40, ECHR 2003-VI). იმის გათვალისწინებით, თუ რა მნიშვნელობა ენიჭება მე-10 მუხლს, სახელმწიფო უნდა წარმოადგენდეს პლურალიზმის უპირველეს გარანტორს (იხ.. Informationsverein Lentia and Others, citirebuli zemoT, § 38; VGT Verein gegen Tierfabriken, ციტირებული ზემოთ, §§ 44-47).
100.სასამართლო მიიჩნევს, რომ აუდიოვიზუალური მაუწყებლობის სფეროში, ზემორე პრინციპები სახელმწიფოს აკისრებენ ვალდებულებას უზრუნველყოს პირველ რიგში, რომ საზოგადოებას აქვს წვდომა ტელევიზიისა და რადიოს დახმარებით მიუკერძოებელ და სწორ ინფორმაციასთან, ისევე როგორც მოსაზრებათა და კომენტართა სიმრავლესთან, რომელიც ასახავს inter alia ქვეყანში პოლიტიკური ხედვის მრავალფეროვნებას და, მეორეს მხრივ რომ ჟურნალისტებსა და სხვა პროფესიონალებს, რომლებიც მუშაობენ აუდიოვიზუალურ მედიაში არ ეშლებოდეთ ხელი მოცემული ინფორმაციისა და ხედვების გავრცელებაში. იმ საშუალებათა არჩევანი, თუ როგორ მოხდეს მოცემულ მიზანთა მიღწევა, უნდა განსხვავდებოდეს ადგილობრივი პირობების შესაბამისად და, შედეგად, დამოკიდებულია სახელმწიფოს ხელთ არსებულ თავისუფალ შეფასებაზე. შესაბამისად, მაგალითად, როდესაც სასამართლომ და მანამდე კომისიამ აღიარეს, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლობის სისტემას ძალუძს პროგრამების ხარისხისა და ბალანსის გაუმჯობესება (Informationsverein Lentia and Others, ციტირებული ზემოთ, § 33; Tele 1 Privatfernsehgesellschaft mbH v. Austria, no. 32240/96, 21 სექტემბერი 2000; X. SA v. the Netherlands, no. 21472/93, 21472/93, კომისიის განჩინება 11 იანვარი 1994, DR 76-A, გვ. 129), თუმცა, მე-10 მუხლის მიხედვით არ არსებობს ვალდებულება რომ შეიქმნას აუცილებლად საზოგადოებრივი მაუწყებლობა, იმ პირობით რომ დასახული მიზნის მიღწევა მოხდება სხვა საშუალებებით.
101.როდესაც სახელმწიფო გადაწყვეტს შექმნას საზოგადოებრივი სამაუწყებლო სისტემა, ზემოთმოცემული პრინციპიდან გამომდინარეობს, რომ ეროვნული კანონმდებლობა და პრაქტიკა უნდა ახდენდეს იმის გარანტირებას, რომ სისტემა პლურალისტულ მომსახურებას განახორციელებს. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც კერძო სადგურები ჯერ კიდევ სუსტები არიან წარმოადგინონ ჯეროვანი ალტერნატივა და საზოგადოებრივი ან სახელმწიფო ორგანიზაცია, შესაბამისად, წარმოადგენს ერთ-ერთ ან დომინანტურ მაუწყებელს მოცემულ ქვეყანასა თუ რეგიონში. დემოკრატიის ჯეროვანი ფუნქციონირებისათვის აუცილებელია, რომ მაუწყებლობა იყოს მიუკერძოებელი, დამოუკიდებელი და ბალანსირებული ახალი ამბებით, ინფორმაციითა და მიმოხილვით, რომელიც დამატებით წარმოადგენს საჯარო განხილვისათვის საჭირო ასპარეზს, სადაც გამოითქმება ხედვათა და მოსაზრებათა რაც შეიძლება ფართო სპექტრი.
102.ამ მხრივ, საზოგადოებრივ მაუწყებელთან დაკავშირებული სტანდარტები, რომელიც შეთანხმებული იქნა ხელშემკვრელი სახელმწიფოების მიერ ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის საშუალებით (იხ. პარაგრაფები 51-54, ზემოთ), გვთავაზობს იმ მიმართულებებს, რომელიც გამოყენებულ უნდა იქნას მოცემულ სფეროში მე-10 მუხლის განსამარტად. სასამართლო აღნიშნავს, რომ "რეზოლუცია 1 საზოგადოებრივი მაუწყებლობის მომავლის შესახებ" (1994) საშუალებით მონაწილე სახელმწიფოებმა იკისრეს ვალდებულება "მოახდინონ საზოგადოებრივი მაუწყებლის დამოუკიდებლობის გარანტირება პოლიტიკური და ეკონომიკური ჩარევისაგან". შემდეგ, დანართი რეკომენდაციაზე რ(96)10 "საზოგადოებრივი მაუწყებლის დამოუკიდებლობის გარანტირების შესახებ" (1996) ასახავს მინისტრთა კომიტეტის მიერ მიღებულ რიგ დეტალურ სახელმძღვანელო პრინციპებს, რომელიც მიზნად ისახავს საზოგადოებრივი მაუწყებლების დამოუკიდებლობის უზრუნველყოფას. იგი მოიცავს რეკომენდაციას მასზედ, რომ "საზოგადოებრივი მაუწყებლობის მარეგულირებელი სამართლებრივი ბაზა უნდა ნათლად ეხებოდეს მათ სარედაქციეო დამოუკიდებლობასა და ინსტიტუციონალურ ავტონომიას", სადაც მოხდება რიგი მთავარი საკითხების განხილვაც, მათ შორის ახალი ამბებისა და მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებული გადაცემების რედაქტირება და წაყვანა, დასაქმება და პერსონალის მართვა. სახელმძღვანელო პრინციპები ასევე ხაზს უსვამდნენ, რომ წესები, რომელიც არეგულირებდა მმართველი საბჭოსა და საზოგადოერივი მაუწყებლის საზედამედველო ორგანოების წევრების დანიშვნასა და სტატუსს უნდა განსაზღვრულიყო იმგვარად, რომ თავიდან ყოფილიყო აცილებული პოლიტიკური თუ რაიმე სხვა სახის ჩარევის ნებისმიერი საფრთხე. მათ დამატებით აღნიშნეს რომ:
"სამართლებრივი ბაზა, რომელიც არეგულირებს საზოგადოებრივი მაუწყებლობის განმახორციელებელ ორგანიზაციებს, ნათლად უნდა განსაზღვრავდეს, რომ უზრუნველყოფილ უნდა იქნას პროგრამების მიერ ფაქტებისა და მოვლენების სამართლიანი გაშუქება და მოსაზრებათა თავისუფალი ჩამოყალიბების ხელშეწყობა.
შემთხვევები, როდესაც საზოგადოებრივი მაუწყებლობის განმახორციელებელი ორგანიზაციები შესაძლეელია იძულებულნი შეიქმნან გადასცენ ოფიციალური შეტყობინებები, განცხადებები თუ კომუნიკაციები, ან გააშუქონ საჯარო მოხელეთა მოქმედებანი ან გადაწყვეტილებანი, ან საეთერო დრო მისცენ ამგვარ ორგანოებს უნდა იყოს შეზღუდული უკიდურესად გამონაკლისი გარემოებებით და პირდაპირ უნდა იყოს გაწერილი კანონებსა თუ მარეგულირებელ აქტებში. ..."
საბოლოოდ, რეკომენდაცია რეკ(2000)23 დანართში "სამაუწყებლო სექტორის მარეგულირებელ ორგანოთა დამოუკიდებლობისა და ფუნქციების შესახებ" მინისტრთა კომიტეტმა კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი იმის მნიშვნელობას, რომ სახელმწიფოებმა შეიმუშავონ დეტალური წესები, რომელიც ეხება მარეგულირებელი ორგანოების წევრობასა და ფუნქციონირებას, ისევე როგორც დაცვას პოლიტიკური ჩარევისა და გავლენის წინააღმდეგ.
(ბ) ჰქონდა თუ არა ადგილი ჩარევას მომჩივანთა გამოხატვის თავისუფლების უფლებაში წინამდებარე საქმეში
103.მომჩივნები, რომლებიც ყველანი მოცემულ პერიოდში დასაქმებულნი იყვნენ როგორც ჟურნალისტები, რედაქტორები ან პროდიუსერები "ტრმ"-ში, ჩიოდნენ მათ გამოხატვის თავისუფლებაზე დაწესებული შეზღუდვების გამო. სასამართლო იხსენებს, რომ მე-10 მუხლის მე-2 ნაწილში დაწესებული პირობების გათვალისწინებით, ჟურნალისტებს აქვთ უფლება გაავრცელონ ინფორმაცია. მე-10 მუხლით დაწესებული დაცვა ვრცელდება დასაქმებულ ჟურნალისტებზე და სხვა მედია თანამშრომლებზე. დასაქმებული ჟურნალისტი უფლებამოსილია ამტკიცოს, რომ მასზე უშუალო გავლენა აქვს ზოგად წესსა თუ პოლიტიკას, რომელსაც იყენებს მისი დამქირავებელი, რომელიც ზღუდავს ჟურნალისტურ თავისუფლებას (იხ.Purcell and Others v. Ireland, no. 15404/89, კომისიის განჩინება 16 აპრილი 1991, Dღ 70, გვ. 262). სანქცია ან სხვა ზომა მიღებული დამქირავებლის მიერ დაქირავებული ჟურნალისტის წიმააღმდეგ შესაძლებელია წარმოადგენდეს ჩარევას გამოხატვის თავისუფლებაში (იხ. Fuentes Bobo, ციტირებული ზემოთ, § 38).
104.მომჩივნები აღნიშნავდნენ, რომ "ტრმ"-ის უფროს მენეჯმენტი მათგან მოითხოვდნენ ისეთი თემების გაშუქებისაგან თავის შეკავებას, რომელიც მთავრობისათვის არასასურველი ან საზიანო გახლდათ. სასამართლო მნიშვნელოვნად მიიჩნევს ამ მხრივ, რომ მთავრობას არ განუხილავს მომჩივანთა მიერ მოყვანილი კონკრეტული მაგალითები იმ პროგრამების თუ პროგრამების ნაწილის შესახებ, რომელთა დაკავშირებითაც "ტრმ"-ის უფროსმა მენეჯმენტმა სავარაუდოდ უარი განაცხადა თემატიკის გამო (იხ. პარაგრაფები 24-25, ზემოთ). ამასთანავე, გასაოცარია, რომ აუდიოვიზუალური საკოორდინაციო საბჭოს 2002 წლის 29 აპრილის ანგარიში (იხ. პარაგრაფი 41, ზემოთ), რომელიც გაზიარებულ იქნა მთავრობის მიერ, ასკვნიდა, რომ მოცემული დროისათვის "ტრმ" პოლიტიკის ნაწილს წარმოადგენდა რიგი სიტყვებისა და ფრაზების გამოყენების აკრძალვა, განსაკუთრებით კი ისეთებისა, რომელიც უკავშირდება რუმინეთისა და მოლდოვას საერთო კულტურასა და ენას ასევე ადამიანის უფლებების იმ დარღვევას, რომელსაც ადგილი ჰქონდა საბჭოთა პერიოდში. ამ ტიპის სია, რომელიც შეიცავს სიტყვებსა და თემებს, რომელთა გამოყენების უფლებაც არ გააჩნიათ ჟურნალისტებსა და სხვა პირებს, რომელნიც გამოდიან ეროვნული ტელევიზიით, ნებისმიერ შემთხვევაში საჭიროებს სერიოზულ გამამართლებელ მიზეზს რათა ჩაითვალოს მე-10 მუხლიდ დადგენილ მოთხოვებთან შესაბამისად. თუმცა, ეროვნული იდენტობისა და გეოპოლიტიკური მიმართულებების საკითხებზე მოლდოვაში მიმდინარე დებატების გათვალისწინებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემული თემების ეროვნული ტელევიზიით ღია და ამომწურავად განხილვაში, ისევე როგორც განსხვავებული მოსაზრებების მქონე პირთათვის საეთერო დროის დათმობისადმი საზოგადოებას გააჩნდა ძლიერი საზოგადოებრივი ინტერესი.
105.მომჩივნები ასევე ჩიოდნენ მასზედ, რომ მათ მოეთხოვებოდათ "ტრმ" პოლიტიკისადმი მორჩილება, ჯერძოდ კი დაეთმოთ არაპროპორციული საეთერო დრო მმართველი პოლიტიკური პარტიის წევრების მოქმედებებისადმი, ხოლო ოპოზიციური პარტიის წევრებისათვის კი გამოეყოთ მცირე ან არანაირი დრო. ამ მხრივ, სასამართლო აღნიშნავს, რომ მინისტრთა კომიტეტის რეკომენდაციის რეკ(2002)23 დანართის მე-18 პარაგრაფი აღნიშნავს, რომ მარეგულირებელი ორგანოების მთავარი ფუნქცია გახლავთ მონიტორინგი გაუწიონ მაუწყებლის შესაბამისობას მის სამართლებრივ ვალდებულებებთან, ხოლო კანონი ნო. 1320-XV მე-13 მუხლის 1 ნაწილი კი მოითხოვს, რომ დამკვირვებელთა საბჭომ მონიტორინგი გაუწიოს "ტრმ"_ს (იხ. პარაგრაფები 53 და 65, ზემოთ). სასამართლოს წინაშე არსებული ინფორმაციით არ ჩანს, რომ მსგავსი მონიტორინგი ხორციელდებოდა. საწინააღმდეგოს საფუძვლიანი მტკიცებულების არარსებობის პირობებში, სასამართლო მიიჩნევს, რომ დამოუკიდებელ ჟურნალისტთა ცენტრის მიერ შეგროვებული მონაცემები მნიშვნელოვანია (იხ. პარაგრაფი 77, ზემოთ). იგი ადასტურებს მიმართულებას 2004 და 2005 წლებში, რომლის მიხედვითაც პოლიტიკური ოპოზიცია ნაკლებად თუ იყო ხსენებული, ხოლო ახალი ამბების დიდი პროპორცია კი ეთმობოდა პრეზიდენტისა და მთავრობის საქმიანობისადმი დაკავშირებულ ამბებს. "დჟც" ციფრები გამყარებულია ზოგადი დაკვირვებებითა და ევროპის საბჭოს, ეუთოს და მე-19 მუხლის წარმომადგენლების კომენტარებით (იხ. პარაგრაფები 72-78, ზემოთ).
106.მის წინშე არსებული მტკიცებულების საფუძველზე, სასამართლო ასკვნის, რომ მოცემულ პერიოდში ადგილი ჰქონდა საგრძნობ ტენდენციურობას პრეზიდენტისა და მთავრობის საქმიანობების გაშუქებისადმი "ტრმ" ტელევიზიის ახალ ამბებსა და სხვა პროგრამებში, მაშინ როდესაც ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლებს ეძლეოდათ არასაკმარისი საშუალებანი ჰქონოდათ წვდომა ტელევიზიაზე რათა გამოეხატათ საკუთრი პოზიციები. ამასთანავე, იგი მიიჩნევს, რომ არსებობს მტკიცებულება განხილვის შეზღუდვისა თუ რიგი თემების ხსენების აკრძალვის პოლიტიკის შესახებ, რადგანაც ეს უკანასკნელი პოლიტიკურად სენსიტიურად ითვლებოდა ან რაიმე ფორმით ნეგატიურად აისახებოდა მთავრობაზე. აღნიშნულ პოლიტიკას გავლენა უნდა ჰქონოდა მომჩივნებზე, როგორც "ტრმ" სატელევიზიო სადგურის ჟურნალისტებზე, რედაქტორებსა და პროდიუსერებზე. შესაბამისად, ასკვნის, რომ მომჩივნები ექვემდებარებოდნენ განგრძობად ჩრევას მათ გამოხატვის თავისუფლებაში მთელი განხილული პერიოდის განმავლობაში.
(გ) მოცემულ საქმეში სახელმწიფოს პოზიტიური ვალდებულება მე-10 მუხლის მიხედვით
107.როგორც აღინიშნა ზემოთ (პარაგრაფები 94-101), მე-10 მუხლიდან გამომდინარეობს პოზიტიური ვალდებულება. სახელმწიფო, როგორც პლურალიზმის მთავარი განარტორი, ვალდებულია ურზუნველყოს კანონმდებლობითა და პრაქტიკით, რომ ტელევიზიისა და რადიოს საშუალებით საზოგადოებას გააჩნდეს წვდომა მიუკერძოებელ და სწორ ინფორმაციაზე, ფართო სპექტრის მოსაზრებებსა და კომენტარებზე, რომელიც ასახავს inter alia, ქვყანაში არსებული პოლიტიკური ხედვების მრავალფეროვნებას და რომ ჟურნალისტებსა და სხვა პროფესიონალებს, რომლებიც მუშაობენ აუდიოვიზუალურ მედიაში არ ეშლებოდეთ ხელი ინფორმაციისა და კომენტარების გავრცელებაში. როდესაც სახელმწიფო გადაწყვეტს საზოგადოებრივი სამაუწყებლო ისტემის შექმნას, ეროვნული კანონმდებლობა და პრაქტიკა უნდა უზრუნველყოფდეს, რომ სისტემა ხელს უწყობდეს პლურალისტურ აუდიოვიზუალურ მომსახურებას. ამ მხრივ, საზოგადოებრივ მაუწყებლობასთან დაკავშირებული სტანდარტები შეთანხმებული ხელშემკვრელი სახელმწიფოების მიერ ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის საშუალებით წარმოადგენს სახელმძღვანელოს მასზედ, თუ რომელი მიდგომა უნდა იქნას მიღებული ამ სფეროში მე-10 მუხლის განსამარტად.
108.სასამართლო აღნიშნავს, რომ განხილული პერიოდის უდიდეს ნაწილში "ტრმ" გახლდათ ერთადერთი მოლდავური სამაუწყებლო ორგანიზაცია, რომელიც აწარმოებდა სატელევიზიო პროგრამებს, რომელთა ხილვაც შესაძლებელი იყო მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე (იხ. პარაგრაფი 8, ზემოთ). მეტიც, მოსახლეობის დაახლოებით 60% ცხოვრობდა ქალქგარეთ და გააჩნდათ საკაბელო თუ სატელიტურ ტელევიზიაზე არანაირი ან შეზღუდული წვდომა, ხოლო გენერალური მდივნის სპციალური წარმომადგენლის მიხედვით, წვდომა გაზეთებზეც კი შეზღუდული იყო (იხ. პარაგრაფი 72, ზემოთ). ასეთ პირობებში, დემოკრატიის ფუნქციონირებისათვის უდიდესი მნიშვნელობა ენიჭებოდა "ტრმ"-ის მიერ სწორი და ბალანსირებული ახალი ამბების და ინფორმაციის გაშუქებას ანუ, რომ მისი პროგრამების მიერ სრულად ასახულიყო პოლიტიკურ მოსაზრებათა სრული სპექტრი და ქვეყანში მიმდინარე დებატები და სახელმწიფო ხელისუფლებას ეკისრებოდა ძლიერი პოზიტიური ვალდებულება დაედგინა ისეთი პირობები, სადაც შესაძლებელი იქნებოდა ამ ყოველივეს განხორციელება.
109.მოცემული ვალდებულების დასაკმაყოფილებლად, როგორც ეს აღინიშნა კიდეც მინისტრთა კომიტეტის მიერ შემუშავებულ სახელმძღვანელო პრინციპებში, უმნიშვნელოვანესი გახლდათ ისეთი საკანონმდებლო ბაზის შემუშაება, რომელიც უზრუნველყოფდა "ტრმ"_ის დამოუკიდებლობას პოლიტიკური ჩარევისა და კონსტროლისაგან. სასამართლო აღნიშნავს, რომ ამ მხრივ მთავრობის გადაწყვეტილება ნო. 502 (1996), რომლის საფუძველზეც მოხდა "ტრმ" წესდების ცვლილება, აღნიშნავდა, რომ მინისტრთა კომიტეტის რეკომენდაციის R(96)10 დანართის მიხედვით, "ტრმ"-ის "შემოქმედებითი და სარედაქციო საქმიანობა ... დაცული იქნება კანონით საჯარო მოხელეებისაგან ჩარევისა და პოლიტიკური პარტიების ზეწოლისაგან" (იხ. პარაგრაფი 60, ზემოთ). თუმცა, კანონს არ დაუწესებია სტრუქტურა, რომელიც შესაძლებელს გახდიდა აღნიშნუი სახის დამოუკიდბლობას. 502-ე გადაწყვეტილების მე-4 მუხლი აღნიშნავდა, რომ "კომპანიის საქმიანობა განხორციელდება სახელმწიფოს მიერ აუდიოვიზუალური საკოორდინაციო საბჭოს მეშვეობით". "ასს" შედგებოდა ცხრა წევრისაგან, მათგან სამ-სამი წევრი ინიშნებოდა პარლამენტის, მოლდოვას პრეზიდენტსა და მთავრობის მიერ, გათავისუფლების საწინააღმდეგო ყოველნაირი გარანტიის გარეშე. "ტრმ" პრეზიდენტი, ვიცე-პრეზიდენტი და დირექტორთა საბჭო ინიშნებოდა პარლამენტის მიერ "ასს" წარდგინების საფუძველზე. მოცემულ პირობებში, 2001 წლის თებერვალში და შემდგომ პერიოდში, როდესაც ერთი პოლიტიკური პარტია აკონტროლებდა პარლამენტს, პრეზიდენტსა და მთავრობას, ეროვნული კანონმდებლობა არ იძლეოდა "ტრმ" უფროსი მენეჯმენტისა და საზედამხედველო ორგანოს შემადგენლობაში პოლიტიკური ბალანსის არანაირ გარანტიას, მაგალითად, პოლიტიკური ოპოზიციის მიერ დანიშნული წევრების დანიშვნით ან მოცემულ ორგანოთა გადაწყვეტილების მიღებასა და ფუნქციონირებაში მმართველი პოლიტიკური პარტიიდან ჩარევის წინააღმდეგ რაიმე ზომების მიღებით.
110.კანონი 1320-XV არ აწესებდა პრობლემებისათვის სათანადო მისაგებელს. წინა მენეჯმენტის საბჭოს ადგილას მან შექმნა დამკვირვებელთა საბჭო, რომელიც, inter alia, პასუხისმგებელი იყო "ტრმ" უფროსი მენეჯმენტის დანიშვნაზე და პროგრამების სისწორისა და ობიექტურობის მონიტორინგზე. თუმცა, როგორც აღნიშნა ბ-ნმა იაკუბოვიჩმა მის ანალიზში (იხ. პარაგრაფები 63, 64 და 69, ზემოთ), დამკვირვებელთა საბჭოს წევრების დანიშვნის წესები არ წარმოდგენდა ადექვატურ დაცვას პოლიტიკური ტენდენციურობის წინააღმდეგ. სასამართლო იზიარებს ამ ხედვას. კერძოდ კი კანონი 1320-XV მუხლი 13(2) აღნიშნავდა, რომ დამკვირვებელთა საბჭოს მხოლოდ ერთი წევრი უნდა ინიშნებოდეს საპარლამენტო ოპოზიციური პარტიების მიერ; არ არსებობდა არანაირი დაცვა თავიდან აცილებულიყო დანარჩენი 14 წევრის დანიშვნა მმართველი პარტიისადმი ლოიალური პირებისაგან.
(დ) დასკვნა მე-10 მუხლთან შესაბამისობის შესახებ
111.დასკვნის სახით, "ტრმ"-ის მიერ მოლდოვაში აუდიოვიზუალურ მაუწყებლობაზე ვირტუალური მონოპოლიის გათვალისწინებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ სახლმწიფო ხელისუფლება ვერ უზრუნველყო მისი პოზიტიური ვალდებულების დაცვა. განხილული პერიოდის განმავლობაში მოქმედი საკანონმდებლო ბაზა ნაკლოვანი გახლდათ, რადგანაც არ აწესებდა საკმარის გარანტიებს "ტრმ" უფროსი მენეჯმენტის კონტროლის წინააღმდეგ, შედეგად მისი სარედაქციო პოლიტიკაც კონტროლდებოდა მთავრობის პოლიტიკური ორგანოს მიერ. აღნიშნული ნაკლოვანებანი ვერ იქნა გამოსწორებული კანონი 1320-XV მიღებითა და შესწორებით.
(ე) შიდასამართლებრივი გასაჩივრების საშუალებების ამოწურვა
112.სასამართლომ უნდა განიხილოს მთავრობის პირველადი პრეტენზია შიდასამართლებრივი გასაჩივრების საშუალებების ამოუწურველობის შესახებ და მომჩივანთა ბრალდება მასზედ, რომ "ტრმ"-ზე ხორციელდებოდა ცენზურისა და პოლიტიკური კონტროლის ადმინისტრაციული პრაქტიკა (იხ. პარაგრაფები 81-82, ზემოთ). სასამართლომ დაადგინა, რომ განსახილველ პერიოდში, ერთი პოლიტიკური პარტია დომინირებდა სახელმწიფოს აღმასრულებელ და საკანონმდებლო ორგანოებში და რომ ეროვნული კანონმდებლობა არ აწესებდა ადექტვატურ გარანტიებს "ტრმ"-ის სარედაქციო პოლიტიკაში პოლიტიკური ჩარევისა და კონტროლის წინააღმდეგ (იხ. პარაგრაფები 109-110, ზემოთ). ამგვარ პირობებში, უდავოდ არსებობდა მომჩივნების მიერ ხსენებული ქმედებებისადმი მიმართ ადმინისტრაციული პრაქტიკის მომეტებული საფრთხე. მეტიც, სასამართლო მიიჩნევს, რომ პოლიტიკური ტენდენციურობის მაგალითები და გადაცემებზე დაწესებული შეზღუდვები, რომელიც დადასტურებულად მიიჩნია სასამართლომ (იხ. პარაგრაფები 104-106 ზემოთ) საკმარის საფუძველს წარმოადგენს ჩავთვალოთ, რომ შესაბამის პერიოდში ადგილი ჰქონდა "ტრმ"-ით სარგებლობის პრაქტიკას თუ სისტემას მმართველი პარტიის პოლიტიკის ხელშესაწყობად, რაც უდრის ადმინისტრაციული პრაქტიკის არსებობას სასამართლოს პრაქტიკის მიხედვით (იხ. პარაგრაფი 84, ზემოთ). მოცემულ პირობებში, მომჩივნებს არ ეკისრებოდათ ჩვეული ვალდებულება ამოეწურათ შიდასამართლებრივი გასაჩივრების საშუალებანი მანამდე, სანამ სარჩელს სასამართლოში შემოიტანდნენ.
113.შემდეგ, სასამართლო აღნიშნავს, რომ ეროვნული კანონმდებლობა არ აწესებდა არანაირ მექანიზმს, რომელიც მომჩივნებს მისცემდა საშუალებას ეროვნული სასამართლოების წინაშე გაესაჩივრებინათ პრეზიდენტისა თუ მთავრობის საკანონმდებლო თუ მარეგულირებელი ადმინისტრაციული აქტები მათ კონვენციასთან შეუსაბამობის გამო (იხ. პარაგრაფი 55, ზემოთ). მართალია საკონსტიტუციო სასამართლოს შეეძლო განეხილა პრეზიდენტის, მთავრობისა თუ პარლამენტის აქტების კონსტიტუციონალურობა, მაგრამ მომჩივნები არ იყვნენ უფლებამოსლინი შეეტანათ საჩივარი უშუალოდ საკონსტიტუციო სასამართლოში. როდესაც მომჩივნებმა გაასაჩივრეს სამუშაოზე აღდგენის პროცედურის სავარაუდო უკანონობა, რის შედეგადაც ოთხმა მათგანმა დაკარგა სამსახური, სააპელაციო სასამართლომ არ დააკმაყოფილა მათი სასარჩელო მოთხოვნები, inter alia, იმ არგუმენტზე დაყრდნობით, რომ შეუძლებელი გახლდათ საკანონმდებლო დებულებათა გასაჩივრება (იხ. პარაგრაფი 49, ზემოთ). აღნიშნულ პირობებში, სასამართლო ვერ მიიჩნევს, რომ მომჩივნებს ჰქონდათ წვდომა ეფექტიან ეროვნულ გასაჩივრების საშუალებასთან მათი საჩივრის მთავარი თემის ირგვლივ.
(ვ) დასკვნა
114.შესაბამისად, სასამართლო უარყოფს მთავრობის პირველად პრეტენზიას და ადგენს კონვენციის მე-10 მუხლის დარღვევას.
III. კონვენციის 46-ე და 41-ე მუხლის გამოყენება
115.კონვენციის 46-ე და 41-ე მუხლების მიხედვით:
"მუხლი 46
1. მაღალი ხელშემკვრელი მხარეები კისრულობენ ვალდებულებას დაემორჩილონ სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილებას საქმეებზე, რომლებშიც ისინი მხარეს წარმოადგენენ.
2. სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილება გადაეცემა მინისტრთა კომიტეტს, რომელიც ზედამხედველობს მის აღსრულებას."
"მუხლი 41
`თუ სასამართლო დაადგენს, რომ დაირღვა კონვენცია ან მისი ოქმები, ხოლო შესაბამისი მაღალი ხელშემკვრელი მხარის შიდასახელმწიფოებრივი სამართალი დარღვევის მხოლოდ ნაწილობრივი გამოსწორების შესაძლებლობას იძლევა, საჭიროების შემთხვევაში, სასამართლო დაზარალებულ მხარეს მიაკუთვნებს სამართლიან დაკმაყოფილებას."
116.სასამართლო აღნიშნავს, რომ დარღვევის დადგენის შემთხვევაში, მოპასუხე სახელმწიფოს ეკისრება ვალდებულება კონვენციის 46-ე მუხლის მიხედვით არა მარტო გადაიხადოს 41-ე მუხლის საფუძველზე სამართლიანი დაკმაყოფილების ფარგლებში მიკუთვნებული თანხა, არამედ ასევე აირჩიოს, მინისტრთა კომიტეტის ზედამხედველობის მიხედვით, ზოგადი და/ან, საჭიროების მიხედვით, ინდივიდუალური ზომები, რომელიც მიღებული იქნება ეროვნული სამართლებრივი სისტემის მიხედვით, რათა დაასრულოს სასამართლოს მიერ დადგენილი დარღვევა და შესაძლებლობის ფარგლებში მაქსიმალურად გამოასწოროს მისი შედეგები. მოპასუხე სახელმწიფო თავისუფალია, მინისტრთა კომიტეტის მონიტორინგის გათვალისწინებით, აირჩიოს ზომა, რომლის საშუალებითაც იგი განახორციელებს მის სამართლებრივ ვალდებულებას კონვენციის 46-ე მუხლის მიხედვით, იმ პირობით, რომ მოცემული ზომები შესაბამისობაში იქნება სასამართლო გადაწყვეტილების დასკვნასთან (იხ.Scozzari and Giunta v. Italy [GC], nos. 39221/98 და 41963/98, § 249, ECHR 2000-VIII; Brumărescu v. Romania (სამართლიანი დაკმაყოფილება) [GC], no. 28342/95, § 20, ECHR 2001-I; Kauczor v. Poland, no. 45219/06, § 61, 3 თებერვალი 2009).
117.წინამდებარე საქმეში სასამართლო აღნიშნავს, რომ მან დაადგინა მე-10 მუხლის დარღვევა გამომდინარე inter alia "ტრმ" მარეგულირებელი სამართლებრივი ბაზის ნაკლოვანებიდან. იგი მიიჩნევს, რომ მოპასუხე სახელმწიფოს ეკისრება სამართლებრივი ვალდებულება 46-ე მუხლის საფუძველზე მიიღოს ზოგადი ზომები პირველივე შესაძლებლობისთანავე რათა გამოასწოროს ის ვითარება, რომელმაც გამოიწვია მე-10 მუხლის დარღვევა. სასამართლოს მიერ დადგენილი ნაკლოვანებების გათვალისწინებით, მოცემული ზოგადი ზომები უნდა მოიცავდეს საკანონმდებლო რეფორმას, რათა უზრუნველყოფილ იქნას, რომ სამართლებრივი ბაზა შესაბამისობაშია მე-10 მუხლით დადგენილ მოთხოვნებთან და გაითვალისწინოს მინისტრთა კომიტეტის რეკომენდაცია ღ(96)10 (იხ. პარაგრაფი 52, ზემოთ) და ბ-ნი იაკუბოვიჩის რეკომენდაციები (იხ. პარაგრაფები 63-69, ზემოთ).
118.სასამართლო მიიჩნევს, რომ 41-ე მუხლის საფუძველზე სამართლიანი დაკმაყოფილების საკითხი ჯერ გადასაწყვეტად მზად არ არის. შესაბამისად, საჭიროა მოხდეს მისი გადადება და დანიშნულ იქნას შემდგომი პროცედურა, მხარეებს შორის შეთანხმების მიღწევის შესაძლებლოიბს გათვალისწინებით (მუხლი 75$4, სასამართლოს რეგლამენტი).
აღნიშნულის საფუძველზე სასამართლო ერთხმად
1.უარყოფს, მთავრობის პირველად პრეზენზიებს;
2.ადგენს, რომ დაირღვა კონვენციის მე-10 მუხლი;
3.ადგენს, რომ 41-ე მუხლის გამოყენების საკითხი არ არის გადასაწყვეტად მზად და შესაბამისად:
(ა) გადადებს მოცემულ საკითხს სრულად;
(ბ) სთავაზობს მთავრობასა და მომჩივნებს წარმოადგინონ გადაწყვეტილების ძალაში შესვლიდან სამი თვის ვადაში კონვენციის 44-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, საკუთარი წერილობითი პოზიცია მოცემულ საკითხზე, განსაკუთრებით კი შეატყობინონ სასამართლოს მიღწეული ნებისმიერი შეთანხმების შესახებ;
(გ) იტოვებს შემდეგ პროცედურას და პალატის პრეზიდენტს გადასცემს უფლებამოსილებას დააწესოს იგივე, საჭიროების შემთხვევაში.
შესრულებულია ინგლისურ ენაზე და გაცხადებულია წერილობით 2009 წლის 17 სექტემბერს, სასამართლო რეგლამენტის 77-3 მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების მიხედვით.
ლორანს ერლინიკოლას ბრატცა სასამართლო გამწესრიგებელი პრეზიდენტი
© ევროპის საბჭო/ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო, 2012
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს ოფიციალური ენებია ინგლისური და ფრანგული. წინამდებარე თარგმანი შესრულებულია ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა სატრასტო ფონდის ხელშეწყობით (/humanrightstrustfund). იგი სასამართლოსათვის სავალდებულო ხასიათს არ ატარებს და არც მის ხარისხზე აკისრებს პასუხისმგებლობას. მოცემული დოკუმენტი შეიძლება ჩამოტვირთულ იქნას ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს HUDOC სასამართლო პრაქტიკის მონაცემთა ბაზიდან () ან ნებისმიერი სხვა მონაცემთა ბაზიდან, რომელთანაც სასამართლომ მოახდინა მისი გაზიარება. დასაშვებია თარგმანის რეპროდუქცირება არაკომერციული მიზნებისათვის იმ პირობით, რომ მოხდება საქმის სრული სახელწოდების ციტირება, მოცემულ საავტორო უფლებების აღნიშვნასა და ადამიანის უფლებათა სატრასტო ფონდზე მითითებით. წინამდებარე თარგმანის ნებისმიერი ნაწილის კომერციული მიზნებით გამოყენების სურვილის შემთხვევაში, გთხოვთ მოგვწეროთ შემდეგ მისამართზე: publishing@.
© Council of Europe/European Court of Human Rights, 2012
The official languages of the European Court of Human Rights are English and French. This translation was commissioned with the support of the Human Rights Trust Fund of the Council of Europe (/humanrightstrustfund). It does not bind the Court, nor does the Court take any responsibility for the quality thereof. It may be downloaded from the HUDOC case-law database of the European Court of Human Rights () or from any other database with which the Court has shared it. It may be reproduced for non-commercial purposes on condition that the full title of the case is cited, together with the above copyright indication and reference to the Human Rights Trust Fund. If it is intended to use any part of this translation for commercial purposes, please contact publishing@.
© Conseil de l’Europe/Cour européenne des droits de l’homme, 2012
Les langues officielles de la Cour européenne des droits de l’homme sont le français et l’anglais. La présente traduction a été effectuée avec le soutien du Fonds fiduciaire pour les droits de l’homme du Conseil de l’Europe (/humanrightstrustfund). Elle ne lie pas la Cour, et celle-ci décline toute responsabilité quant à sa qualité. Elle peut être téléchargée à partir de HUDOC, la base de jurisprudence de la Cour européenne des droits de l’homme (), ou de toute autre base de données à laquelle HUDOC l’a communiquée. Elle peut être reproduite à des fins non commerciales, sous réserve que le titre de l’affaire soit cité en entier et s’accompagne de l’indication de copyright ci-dessus ainsi que de la référence au Fonds fiduciaire pour les droits de l’homme. Toute personne souhaitant se servir de tout ou partie de la présente traduction à des fins commerciales est invitée à le signaler à l’adresse suivante : publishing@.
Full & Egal Universal Law Academy