© ევროპის საბჭო/ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო, 2014. წინამდებარე თარგმანი შესრულებულია ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა სატრასტო ფონდის ხელშეწყობით (/humanrightstrustfund). სასამართლოსათვის იგი სავალდებულო ხასიათს არ ატარებს. დამატებითი ინფორმაციისათვის იხილეთ საავტორო უფლებების სრული მიმოხილვა მოცემული დოკუმენტის ბოლოს.
© Council of Europe/European Court of Human Rights, 2014. This translation was commissioned with the support of the Human Rights Trust Fund of the Council of Europe (/humanrightstrustfund). It does not bind the Court. For further information see the full copyright indication at the end of this document.
© Conseil de l’Europe/Cour Européenne des Droits de l’Homme, 2014. La présente traduction a été effectuée avec le soutien du Fonds fiduciaire pour les droits de l’homme du Conseil de l’Europe (/humanrightstrustfund). Elle ne lie pas la Cour. Pour plus de renseignements veuillez lire l’indication de copyright/droits d’auteur à la fin du présent document.
დიდი პალატა
საქმე მარგუსი (MARGUŠ) ხორვატიის წინააღმდეგ
(განაცხადი # 4455/10)
გადაწყვეტილება
[ამონარიდები]
სტრასბურგი
27 მაისი, 2014
ეს გადაწყვეტილება საბოლოოა და შესაძლოა დაექვემდებაროს რედაქციულ გადახედვას.
საქმეზე მარგუსი (Marguš) ხორვატიის წინააღმდეგ
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დიდმა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
დინ სპილმანი, თავმჯდომარე,
ჯოსეფ კასადევალი,
გუიდო რაიმონდი,
ინეტა ზიემელე, ad hocმოსამართლე,
მარკ ვილიგერი,
იზაბელ ბერო-ლეფევრი,
კორნელიუ ბირსანი,
იან სიკუტა,
ან პავერ-ფორდე,
ისილ კარაკასი,
ნებოისა ვიცინიკი,
კრისტინა პარდალოსი,
ანგელიკა ნიუბერგერი,
ჰელენა იადერბლომი,
კრისტოფ ვოიცეკი,
ფარის ვეჰაბოვიჩი,
დიმიტრი დედოვი, მოსამართლეები,
დალაურენს ერლი, იურისტ-კონსულტანტი,
ითათბირა 2013 წლის 26 ივნისს და 23 ოქტომბერს და 2014 წლის 19 მარტს,
მიიღო შემდეგი გადაწყვეტილება, რომელიც უკანასკნელ დღეს მიიღეს:
პროცედურა:
1.საქმისწარმოების დაწყების საფუძველია ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის (“კონვენცია”) 34-ე მუხლის საფუძველზე 2009 წლის 31 დეკემბერს ხორვატიის მოქალაქის, ბატონი ფრედ მარგუსის (“განმცხადებელი”) მიერ ხორვატიის რესპუბლიკის წინააღმდეგ წარდგენილი განაცხადი (no. 4455/10).
2.განმცხადებელს დაენიშნა იურიდიული დახმარება და წარმოადგენდა ბატონი პ. საბოლიკი, ოსიეკში მოღვაწე ადვოკატი. ხორვატიას (მოპასუხე სახელმწიფოს) წარმოადგენდა წარმომადგენელი, ქალბატონი ს. სტაჯნიკი.
3. განმცხადებელი ამტკიცებდა, რომ სამართლიან სასამართლოზე მისი უფლება დაირღვა ვინაიდან მის წინააღმდეგ მიმდინარე სისხლის სამართლის ორივე საქმის განხილვაზე ერთი და იგივე მოსამართლე თავმჯდომარეობდა და მეორე საქმისწარმოებისას დასკვნითი სასამართლო სხდომისას ის სასამართლო დარბაზიდან გააძევეს. ის ასევე ჩიოდა, რომ მისი უფლება არ გასამართლებულიყო ხელახლა, დაირღვა.
4. განაცხადი წარედგინა სასამართლოს პირველ განყოფილებას (სასამართლოს რეგლამენტის 52.1 მუხლი). 2011 წლის 5 სექტემბერს განყოფილების ვიცე-თავმჯდომარემ გადაწყვიტა მოპასუხე სახელმწიფოსთვის გაეგზავნა შეტყობინება განაცხადის შესახებ.
5. 2012 წლის 13 ნოემბერს პალატამ შემდეგი შემადგენლობით: ა. კოვლერი, თავმჯდომარე, ნ. ვაჟიკი, პ. ლორენსენი, ე. შტეინერი, კ. ჰაჯიევი, ლ-ა. სიცილიანოსი, ე. მოშე, მოსამართლეები და ასევე ს. ნიელსენი, სექციის მდივანი, მიიღო გადაწყვეტილება. პალატამ კონვენციის მე-6 მუხლის საფუძველზე წარდგენილი საჩივარი მოსამართლე M.K.-ს მიუკერძოებლობისა და განმცხადებლის სასამართლო დარბაზიდან გაძევების შესახებ, ასევე საჩივარი მე-7 დამატებითი ოქმის მე-4 მუხლის საფუძველზე ერთხმად ცნო დასაშვებად და ერთხმად დაადგინა, რომ ამ ნორმების დარღვევას არ ქონდა ადგილი.
6. 2012 წლის 27 დეკემბერს განმცხადებელმა მოითხოვა, რომ საქმე გადაცემოდა დიდ პალატას კონვენციის 43-ე მუხლის საფუძველზე. დიდი პალატის შემადგელობამ ეს მოთხოვნა მიიღო 2013 წლის 18 მარტს.
7. დიდი პალატის შემადგენლობა განისაზღვრა კონვენციის 26.4 და 26.5 მუხლისა და სასამართლოს რეგლამენტის 24-ე მუხლის საფუძველზე.
8. განმცხადებელმა და მოპასუხე სახელმწფიომ შემდგომი წერილობითი მოსაზრებები წარადგინეს (რეგლამენტის 59.1 მუხლი) საქმის არსებით მხარეზე.
9. ამასთან, მესამე მხარის მოსაზრებები იქნა მიღებული მიდლესექსის ლონდონის უნივერსიტეტთან ასოცირებული აკადემიური ექსპერტებისგან, რაც მიიღო დიდი პალატის თავმჯდომარემ წერილობით საქმისწარმოებაში (კონვენციის 36.2 მუხლი და 44.2 მუხლი).
10. სასამართლო განხილვა შედგა ადამიანის უფლებათა შენობაში, სტრასბურგში, 2013 წლის 26 ივნისს (59.3 მუხლი).
სასამართლოს წინაშე წარდგნენ:
(a) მოპასუხე სახელმწიფოს სახელით
ქალბატონი ს. სტაჟნიკი,წარმომადგენელი,
ქალბატონიჯ. დოლმაჯიკი,
ქალბატონი ნ. კატიჩი, მრჩევლები;
(b) განმცხადებლის სახელით
ბატონიპ. საბოლიჩი,კონსულტანტი.
სასამართლომ მოისმინა ბატონი საბოლიჩისა და ქალბატონი სტაჟნიკის სიტყვები, ისევე როგორც მათი პასუხები მოსამართლეების კალაიდიევას, ვუცინიკისა და ტურკოვიჩის კითხვებზე.
11. მოსმენის შემდეგ გადაწყდა, რომ ხორვატიის სახელით არჩეული მოსამართლე, ქსენია ტურკოვიჩი ვერ შეძლებდა საქმის განხილვაში მონაწილეობას (მუხლი 28). მოპასუხე სახელმწფიომ შესაბამისად დანიშნა ინეტა ზიემელე, ლატვიის სახელით არჩეული მოქმედი მოსამართლე (კონვენციის 26.4 მუხლი და 29.1 მუხლი). შედეგად პირველი შემცვლელი, მოსამართლე ანა პოვერ-ფორდე დიდი პალატის სრული წევრი გახდა. მოსამართლე ზდრავკა კალაიდიევა გამოეთიშა საქმეს და შეცვალა მეორე შემცვლელმა, მოსამართლემ იან სიკუტამ. მოსამართლე ანდრეი პოტოცკი გამოეთიშა საქმეს და ჩაანაცვლა მესამე შემცვლელმა, მოსამართლე ანგელიკა ნიუბერგერმა (მუხლი 28).
ფაქტები
I. საქმის გარემოებები
12. განმცხადებელი 1961 წელს დაიბადა და ამჟამად სასჯელს იხდის ლეპოგლავას სახელმწიფო ციხეში.
A. პირველი სისხლის სამართლის საქმისწარმოება განმცხადებლის წინააღმდეგ (# K‑4/97)
13. 1991 წლის 19 დეკემბერს ოსიეკის პოლიციის დეპარტამენტმა სისხლის სამართლის საჩივარი წარადგინა განმცხადებლისა და ხუთი სხვა პირის წინააღმდეგ ოსიეკის საგრაფოს სასამართლოში, ამტკიცებდა რა, რომ განმცხადებელმა, ხორვატიის არმიის წევრმა რამდენიმე სამოქალაქო პირი მოკლა.
14. 1993 წლის 20 აპრილს ოსიეკის სამხედრო პროკურორმა ოსიეკის საგრაფო სასამართლოს წინაშე განმცხადებელს ბრალი წაუყენა მკვლელობისთვის, ჯანმრთელობის მძიმე დაზიანებისთვის, სიცოცხლისათვის და ქონებისთვის რისკის შექმნისთვის და ქურდობისთვის. ბრალდების შესაბამისი ნაწილი შემდეგი შინაარსის არის:
“პირველი ბრალდებული, ფრედ მარგუსი
1. 1991 წლის 20 ნოემბერს, დაახლოებით დილის 7 საათზე, ჩეპინში, ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღით ცეცხლი გაუხსნა S.B.-ს, რის შედეგადაც S.B. გარდაიცვალა;
...
2. იმავდროულად და იმავე ადგილზე რამდენიმეჯერ ცეცხლი გაუხსნა ცეცხლსასროლი ავტომატური იარაღით V.B.-ს, რის შედეგადაც V.B. გარდაიცვალა;
...
3. 1991 წლის 10 დეკემბერს N.V.წაიყვანა ‘ვრბიკის’ ტყეში, ჩეპინსა და ივანოვიჩს შორის და ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღით ორჯერ ესროლა, რის შედეგადაც N.V. გარდაიცვალა;
...
4. იმავე დროს და იმავე ადგილზე ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღით ცეცხლი გაუხსნა Ne.V.-ს, რის შედეგადაც ის გარდაიცვალა;
...
6. 1991 წლის 28 აგვისტოს დაახლოებით დილის 3 საათზე ასაფეთქებელი მოწყობილობა ესროლა ჩეპინსკი მარტინოვეჩის ბიზნეს ცენტრს, რითაც გამოიწვია მატერიალური ზიანი;
...
7. 1991 წლის 18 ნოემბერს 00.35 საათზე ჩეპინში სახლში დაამონტაჟა ასაფეთქებელი მოწყობილობა და გამოიწვია მატერიალური ზიანი...;
...
8. 1991 წლის 1 აგვისტოს 3.30 საათზე ჩეპინში ცეცხლი გაუხსნა R.C.-ს და გამოიწვია მისი ჯანმრთელობის მსუბუქი დაზიანება და შემდეგ ცემა V.Ž, მიაყენა მას მძიმე დაზიანებები, ასევე ცემა R.C. და გამოიწვია მისი ჯანმრთელობის მსუბუქი დაზიანება;
...
9. 1991 წლის 26 სექტემბრიდან 5 ოქტომბრამდე ჩეპინში მოიპარა რამდენიმე ცეცხლსასროლი იარაღი და ტყვიები;
...”
მას ასევე ბრალი წაეყენა სხვა პირების საკუთრებაში არსებული რამდენიმე ტრაქტორისა და ავტოსატრანსპორტო საშუალების მითვისებაში.
15. 1996 წლის 25 იანვარს ოსიეკის სამხედრო პროკურორის მოადგილემ შეწყვიტა ბრალდება მე-3, მე-4, მე-6, მე-7 და მე-9 პუნქტებთან მიმართებით, ასევე ბრალდება სხვების ქონების მითვისებასთან დაკავშირებით. დაემატა ახალი ბრალდება, რომლის თანახმადაც განმცხადებელს ბრალი დაედო 1991 წელს ჩეპინში დილის 7 საათზე ბავშვის, Sl.B.-ისთვის ცეცხლსასროლი იარაღით ცეცხლის გახსნაში, რითაც გამოიწვია მისი სხეულის მძიმე დაზიანება. შესაბამისად მე-8 ბრალდება გახდა მე-4 ბრალდება.
16. 1996 წლის 24 სექტემბერს ძალაში შევიდა საყოველთაო ამნისტიის შესახებ კანონი. ეს კანონი ადგენდა, რომ საყოველთაო ამნისტია ვრცელდებოდა ხორვატიაში 1990 წლის 17 აგვისტოდან 1996 წლის 23 აგვისტომდე პერიოდში საომარ მოქმედებებთან დაკავშირებულ ყველა დანაშაულზე, გარდა იმ ქმედებებისა, რომლებიც უტოლდებოდა ჰუმანიტარული სამართლის მძიმე დარღვევებს და ომის დანაშაულებს, მათ შორის გენოციდისა (იხილეთ 27-ე პარაგრაფი დაბლა).
17. 1997 წლის 24 ივნისს ოსიეკის საგრაფოს სასამართლომ, პანელის სახით, რომელსაც თავმჯდომარეობდა მოსამართლე M.K., საქმისწარმოება შეწყვიტა საყოველთაო ამნისტიის შესახებ კანონის საფუძველზე. ამ გადაწყვეტილების შესაბამისი ნაწილი შემდეგი შინაარსისაა:
“ოსიეკის საგრაფოს სასამართლომ 1997 წლის 24 ივნისს გადაწყვიტა შემდეგი: 1997 წლის 10 თებერვალს ოსიეკის საგრაფოს სახელმწიფო პროკურორის სამსახურის მიერ ფრედ მარგუსისთვის მკვლელობის ორი, ჯანმრთელობის მძიმე დაზიანებისა და სიცოცხლისა და ქონებისთვის საფრთხის შექმნასთან დაკავშირებით წარდგენილი ბრალდებების საფუძველზე მიმდინარე სისხლის სამართლის საქმის წარმოება უნდა შეწყდეს საყოველთაო ამნისტიის შესახებ კანონის 1.1 და 1.3 და 2.2 მუხლების საფუძველზე.
...
დასაბუთება
ოსიეკის სამხედრო სახელმწიფო პროკურორის სამსახურის 1993 წლის 20 აპრილის #Kt-1/93 ბრალდება ფრედ მარგუსის წინააღმდეგ სისხლის სამართლის კოდექსის 35.1 მუხლის საფუძველზე, სამ დანაშაულთან მიმართებით; სისხლის სამართლის კოდექსის 35.2.2 მუხლით გათვალისწინებული მკვლელობა დამამძიმებელ გარემოებებში; სისხლის სამართლის კოდექსის 153.1 მუხლით გათვალისწინებული სიცოცხლისათვის და ქონებისთვის საფრთხის შემქმნელი ორი დანაშაული; სისხლის სამართლის კოდექსის 41.1 მუხლით გათვალისწინებული დანაშაული - ჯანმრთელობისთვის მძიმე ზიანის მიყენება; სისხლის სამართლის კოდექსის 223.1 და 223.2 მუხლით გათვალისწინებული ქმედება იარაღის ან სხვა საბრძოლო აღჭურვილობის ქურდობა; და სისხლის სამართლის კოდექსის 131.2 მუხლით გათვალისწინებული ქურდობა დამამძიმებელ გარემოებებში ...
აღნიშნული ბრალდება მნიშვნელოვნად შემსუბუქდა 1996 წლის 25 იანვარს ოსიეკის სამხედრო სასამართლოს წინაშე მოსმენისას, როდესაც სამხედრო პროკურორის მოადგილემ შეწყვიტა რამდენიმე ბრალდება და შეამსუბუქა რამდენიმე დანაშაულის ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება და სამართლებრივი კვალიფიკაცია.
შესაბამისად, ბრალდებულ ფრედ მარგუსს შეუმსუბუქდა ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 34.1 მუხლის საფუძველზე მკვლელობისთვის წარდგენილი ბრალდებისთვის, სისხლის სამართლის კოდექსის 41.1 მუხლის საფუძველზე სხეულის მძიმე დაზიანებისთვის წარდგენილი ბრალდებისთვის და სისხლის სამართლის კოდექსის 146.1 მუხლის საფუძველზე სიცოცხლისათვის და ქონებისთვის საფრთხის შექმნისთვის წარდგენილი ბრალდებისთვის.
მას შემდეგ რაც სამხედრო სასამართლოები გაუქმდა, საქმე გადაეგზავნა ოსიეკის საგრაფოს სახელმწიფო პროკურორის სამსახურს, რომელსაც გადაეცა საქმეზე სახელმწიფო ბრალდების წარმოება იგივე ბრალდებით და ეთხოვა, რომ საქმისწარმოება განეგრძო ოსიეკის საგრაფოს სასამართლოს წინაშე. ამ უკანასკნელმა საქმე გადაუგზავნა სამი მოსამართლის შემადგენლობით წარმოდგენილ სასამართლოს საყოველთაო ამნისტიის შესახებ კანონის მოქმედების გავრცელების კონტექსტში.
საქმის მასალების შესწავლის შემდეგ ამ შემადგენლობამ დაადგინა, რომ საყოველთაო ამნისტიის შესახებ კანონის 1.1 და 1.2 მუხლისა და 2.2 მუხლით დადგენილი პირობები დაცული იყო და ბრალდებულზე ვრცელდებოდა საყოველთაო ამნისტიის კანონი.
ზემოთ აღნიშნული კანონი საყოველთაო ამნისტიას ადგენს ხორვატიის რეპუბლიკაში აგრესიის, შეიარაღებული აჯანყებისა და შეიარაღებული კონფლიქტის დროს ჩადენილ დანაშაულებზე. საყოველთაო ამნისტია ეხება 1990 წლის 17 აგვისტოდან 1996 წლის 23 აგვისტომდე პერიოდში ჩადენილ დანაშაულებს.
საყოველთაო ამნისტია არ ვრცელდება მხოლოდ იმ პირებზე, რომელთაც ჩაიდინეს ჰუმანიტარული სამართლის მძიმე დარღვევის ჩამდენ პირებზე, რაც უტოლდება ომის დანაშაულებს და საყოველთაო ამნისტიის შესახებ კანონის მე-3 მუხლში ჩამოთვლილ დანაშაულებზე. ასევე არ ვრცელდება სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული სხვა დანაშაულების ჩამდენებზე, რომლებიც არ ჩადენილა აგრესიის, შეიარაღებული აჯანყებისა თუ შეიარაღებული კონფლიქტის დროს და რომლებიც არ ეხება ხორვატიაში აგრესიას, შეიარაღებულ აჯანყებას თუ შეიარაღებულ კონფლიქტს.
ბრალდებულ ფრედ მარგუსს ბრალი წაეყენა 1991 წლის 20 ნოემბერს ჩეპინში ჩადენილი დანაშაულებისთვის და 1991 წლის 1 აგვისტოს ასევე ქალაქ ჩეპინში ჩადენილი დანაშაულისთვის.
ამ დანაშაულთაგან პირველი სამი ეხება ოსიეკსა და აღმოსავლეთ ხორვატიაში ვუკოვარის დაცემისთანავე და ლასლოვოსთვის ყველაზე რთული შეტაკებებისას ყველაზე რთულ პერიოდს და ყველაზე მძიმე შეტაკებებს. ამ შეტაკებებში ბრალდებული გამორჩეული მებრძოლი იყო, ავლენდა იშვიათ სიმამაცეს და ხორვატიის არმიის 106-ე ბრიგადის მესამე ბატალიონის მეთაურმა ლეიტენანტად დაწინაურების რეკომენდაცია გაუწია; რომელიც იმ დროისთვის მისი ზემდგომი ოფიცერი იყო.
პირველი სამი დანაშაულის ჩადენის პერიოდში ბრალდებული მოქმედებდა როგორც ხორვატიის არმიის წევრი; ამ მეტად რთულ პერიოდში, მთელი დანაყოფის მეთაურის რანგში ის ცდილობდა დასახლება მტრისგან დაეცვა, როდესაც ამის მოხდენის იმწუთიერი საფრთხე არსებობდა. მეოთხე დანაშაული ჩადენილ იქნა 1991 წლის 1 აგვისტოს, როდესაც ბრალდებული მოქმედებდა როგორც ჩეპინის რეზერვის ძალების მოქმედი წევრი და ჩაცმული იყო სამხედრო კამუფლაჟის ფორმაში და აღჭურვილი იყო სამხედრო იარაღით.
...
ბრალდებულის ქმედებები, განსახილველი მოვლენების დროისა და ადგილის გათვალისწინებით პირდაპირ დაკავშირებული იყო ხორვატიაში აგრესიასთან, შეიარაღებულ აჯანყებასთან და შეიარაღებულ კონფლიქტთან და განხორციელდა საყოველთაო ამნისტიის შესახებ კანონით გათვალიწინებულ პერიოდში.
...
ამ გარემოებების გათვალისწინებით ეს სასამართლო ადგენს, რომ საყოველთაო ამნისტიის შესახებ კანონის მოქმედების გავრცელების ყველა პირობა დაცულია ...”
18. დაუდგენელ დროს სახელმწიფო პროკურორმა კანონიერების დაცვის მოთხოვნა (zahtjev za zaštitu zakonitosti) წარუდგინა უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა საყოველთაო ამნისტიის შესახებ კანონის 3.2 მუხლის დარღვევის დადგენა.
19. 2007 წლის 19 სექტემბერს უზენაესმა სასამართლომ, ზემოთ აღნიშნულ მოთხოვნაზე გადაწყვეტილების მიღებისას დაადგინა, რომ ოსიეკის საგრაფოს სასამართლოს 1997 წლის 24 ივნისის გადაწყვეტილებით საყოველთაო ამნისტიის კანონის 3.2 მუხლი დაირღვა. უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების შესაბამისი ნაწილები შემდეგი შინაარსისაა:
“...
საყოველთაო ამნისტიის შესახებ კანონის 1.1 მუხლი ადგენს საყოველთაო ამნისტიას სისხლისსამართლებრივი დევნისგან და გასამართლებისგან დანაშაულებისთვის, რომლებიც ჩადენილია ხორვატიაში აგრესიისას, შეიარაღებული აჯანყებისა და შეიარაღებული კონფლიქტისას .იგივე მუხლის მე-3 პარაგრაფის საფუძველზე ამნისტია ეხება 1990 წლის 17 აგვისტოდან 1996 წლის 23 აგვისტომდე ჩადენილ დანაშაულებზე.
ამ ნორმების სწორი განმარტებისთვის, გარდა ზოგადი პირობებისა სადაო დანაშაულებთან მიმართებით, რომ დანაშაული ჩადენილი უნდა იყოს 1990 წლის 17 აგვისტოდან 1996 წლის 23 აგვისტომდე პერიოდში (რაც წინამდებარე საქმეზე შესრულებულია), უნდა არსებობდეს პირდაპირი და მნიშვნელოვანი კავშირი დანაშულსა და აგრესიას, შეიარაღებულ აჯანყებას ან შეიარაღებულ კონფლიქტს შორის. ეს ინტერპრეტაცია შეესაბამება ზოგად პრინციპებს, რასაც უნდა უპასუხოს ყველამ, ვინც დანაშაულს ჩაიდენს. შესაბამისად, ზემოთ აღნიშნული ნორმები უნდა განიმარტოს გონივრულად, აუცილებელი სიფრთხილით, ისე, რომ ამნისტია წინააღმდეგობრივი არ გამოვიდეს და კითხვის ნიშნის ქვეშ არ დასვას ამ კანონის ამოქმედების მიზანი. შესაბამისად, საყოველთაო ამნისტიის კანონის ფრაზა “აგრესია, შეიარაღებული აჯანყება ან შეიარაღებული კონფლიქტი”, რომელიც არ აკონკრეტებს კავშირის ბუნებას, უნდა განიმარტოს, როგორც პირდაპირი და მნიშვნელოვანი კავშირის დატვირთვის მქონე.
...
დანაშაულის ფაქტობრივი აღწერის ნაწილი, რისთვისაც ფრედ მარგუსს ბრალი წარედგინა, რაც უთითებს გარკვეულ კავშირზე ხორვატიის რესპუბლიკის წინააღმდეგ მიმართულ აგრესიასა თუ შეიარაღებულ აჯანყებას და შეიარაღებულ კონფლიქტს შორის, უკავშირდება ამ დანაშაულების შედეგად დაზარალებულთა, S.B.-ს, V.B.-სა და მცირეწლოვანი Sl.B.-ს ჩამოსვლას ჩეპინში, მათ მეზობლებთან ერთად, მას შემდეგ რაც მათ ერთად დატოვეს სოფელი ივანოვაჩი ე.წ.“იუგოსლავ ხალხთა არმიის” თავდასხმის შემდეგ.უნდა აღინიშნოს, რომ სადაო არ არის, რომ ბრალდებული ფრედ მარგუსი ხორვატიის არმიის წევრია. თუმცა, ეს გარემოებები არ უტოლდება პირდაპირ კავშირს ხორვატიაში აგრესიას, შეიარაღებულ აჯანყებას ან შეიარაღებულ კონფლიქტებს, რაც სავალდებულოა საყოველთაო ამნისტიის შესახებ კანონით.
მე-4 ბრალდებით გათვალისწინებული დანაშაულების ფაქტობრივი აღწერილობა უთითებს, რომ ბრალდებულმა ეს ქმედებები ჩაიდინა როგორც ჩეპინის სარეზერვო ძალების წევრმა, მას შემდეგ რაც მისი სავალდებულო სამსახური დასრულდა. ეს მახასიათებლები თავისთავად არ წარმოადგენს მნიშნველოვან კავშირს დანაშაულებსა და ომს შორის; თუკი ეს სახეზე იქნებოდა ამნისტია მოიცავდა 1990 წლის 27 აგვისტოდან 1996 წლის აგვისტომდე ხორვატიის არმიის მტრული დანაყოფების წევრების მიერ ჩადენილ დანაშაულებს (გარდა საყოველთაო ამნისტიის შესახებ კანონის 3.1 მუხლში კონკრეტულად ჩამოთვლილებისა); ეს ნამდვილად არ იყო კანონმდებლის განზრახვა.
და ბოლოს, ბრალდებულის კარიერა ომში, რაც დეტალურად არის აღწერილი აღნიშნულ გადაწყვეტილებაში, ვერ გამოდგება საყოველთაო ამნისტიის შესახებ კანონის მოქმედების გასავრცელებლად ...
ბრალდებაში ასახული დანაშაულების ფაქტობრივი აღწერა არ აჩვენებს, რომ სადაო ქმედებები ჩადენილია ხორვატიაში აგრესიის, შეიარაღებული აჯანყების ან შეიარაღებული კონფლიქტის დროს, ან რომ ჩადენილია მათთან კავშირში.
...”
B. მეორე სისხლის სამართლის საქმისწარმოება განმცხადებლის წინააღმდეგ (# K-33/06)
20. 2006 წლის 26 აპრილს ოსიეკის საგრაფოს სახელმწიფო პროკურორის სამსახურმა განმცხადებელს ბრალი წარუდგინა სამოქალაქო მოსახლეობის წინააღმდეგ ომის დანაშაულის ჩადენისთვის. საქმისწარმოება წარიმართა ოსიეკის საგრაფოს სასამართლოს სამი მოსამართლისგან შემდგარი შემადგენლობის მიერ, მათ შორის იყო მოსამართლე M.K. საქმის წარმოებისას განმცხადებელს წარმოადგენდა ადვოკატი.
21. დასკვნითი მოსმენა ჩატარდა 2007 წლის 19 მარტს inter alia, განმცხადებლისა და მისი ადვოკატის მონაწილეობით. განმცხადებელი გააძევეს სასამართლო დარბაზიდან მხარეთა დასკვნითი სიტყვებისას. ამ სხდომის ოქმის შესაბამისი ნაწილები შემდეგი შინაარსისაა:
“კოლეგიის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ ბრალდებულმა მარგუსმა ოსიეკის საგრაფოს სახელმწიფო პროკურორის მოადგილეს (სახელმწიფო პროკურორის მოადგილე) შეაწყვეტინა საბოლოო სიტყვა და კოლეგიამ ის გააფრთხილა დამშვიდებულიყო; სახელმწიფო პროკურორის მოადგილისთვის სიტყვის მეორედ შეწყვეტინების შემდეგ ის ზეპირად გააფრთხილეს.
მას შემდეგ რაც კოლეგიის თავმჯდომარემ ბრალდებული მარგუსი ზეპირად გააფრთხილა, ამ უკანასკნელმა განაგრძო სახელმწიფო პროკურორის მოადგილის დასკვნითი არგუმენტაციის კომენტირება. შესაბამისად კოლეგიამ გადაწყვიტა და კოლეგიის თამჯდომარემ ბრძანა ბრალდებული მარგუსის სასამართლო დარბაზიდან გაძევება გადაწყვეტილების გამოცხადებამდე.
...”
22. შესაბამისად, განმცხადებელი გააძევეს სასამართლო დარბაზიდან და სახელმწიფო პროკურორის მოადგილემ, დაზარალებულთა ადვოკატებმა, დაცვის მხარის ადვოკატებმა და ერთერთმა ბრალდებულმა განაგრძეს თავიანთი დასკვნითი დასაბუთების წარდგენა.
23. გადაწყვეტილების გამოცხადება ჩაინიშნა 2007 წლის 21 მარტს და მოსმენა დასრულდა. განმცხადებელი ესწრებოდა გადაწყვეტილების გამოცხადებას. ის დამნაშავედ ცნეს მისთვის წარდგენილ ყველა ბრალდებაში და სასჯელის სახით განესაზღვრა თოთხმეტი წლით თავისუფლების აღკვეთა. გადაწყვეტილების შესაბამისი ნაწილები შემდეგი შინაარსისაა:
“...
ბრალდებული ფრედ მარგუსი...
და
ბრალდებული T.D. ...
დამნაშავედ არიან ცნობილი იმაში, რომ
1991 წლის 20 ნოემბრიდან 25 ნოემბრამდე პერიოდში ქალაქ ჩეპინში და მის შემოგარენში 1949 წლის 12 აგვისტოს “საომარი მოქმედებებისას სამოქალაქო პირთა დაცვის შესახებ” ჟენევის კონვენციის 3.1 მუხლის და არა-საერთაშორისო შეიარაღებული კონფლიქტების შედეგად დაზარალებულთა დაცვის შესახებ 1949 წლის 12 აგვისტოს ჟენევის კონვენციის 1977 წლის 8 ივნისის დამატებითი ოქმის (მე-2 დამატებითი ოქმი) 4.1 და 4.2.a მუხლისა და მე-13 მუხლის საპირისპიროდ, აჯანყებული ადგილობრივი სერბი მოსახლეობისგან შეიარაღებული თავდასხმისგან იმ ტერიტორიის დაცვისას და ე.წ. იუგოსლავიის ხალხთა არმიის მხრიდან ხორვატიის რესპუბლიკის კონსტიტიუციურ-სამართლებრივი წესრიგსა და ტერიტორიული მთლიანობაზე ერთობლივი თავდასხმისგან დაცვისას ფრედ მარგუსი მოქმედებდა როგორც ხორვატიის არიმიის 130-ე ბრიგადის მე-3 კორპუსის მე-2 დანაყოფის მეთაური და ბრალდებული T.D., როგორც იგივე დანაყოფის წევრი, მოქმედებდნენ რა სერბი სამოქალაქო პირების სიცოცხლის მოსპობის განზრახვით,
ფრედ მარგუსმა
(a) 1991 წლის 20 ნოემბერს დილის 8 საათზე ჩეპინში იცნო V.B. და S.B., რომლებიც ივანოვიჩში სახანძრო დანაყოფის ცენტრალური სამსახურის წინ იდგნენ და ტოვებდნენ თავიანთ სოფელს, იუგოსლავიის ხალხთა არმიის თავდასხმის გამო; ცეცხლი გაუხსნა მათ ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან, რის შედეგადაც S.B.-მ ჭრილობა მიიღო თავის არეში და კისრის არეში, რამაც თავის მხრივ გამოიწვია S.B.-ს დაუყოვნებელი სიკვდილი, ხოლო V.B. დაჭრილი დაეცა მიწაზე. შემდეგ ბრალდებულმა ავტომობილით დატოვა იქაურობა, მაგრამ მალევე დაბრუნდა და დაინახა რა, რომ V.B. კვლავ ცოცხალი იყო და მას თან ახლდა მისი ცხრა წლის ვაჟი Sl.B. და მეუღლე M.B., კვლავ ცეცხლი გაუხსნა მათ და V.B.-ს ორჯერ მიაყენა ჭრილობა ცეცხლსასროლი იარაღით, ორჯერ კი მხარში, რის შედეგადაც V.B. მალევე გარდაიცვალა, ხოლო Sl.B. დაიჭრა ფეხში, რაც უტოლდებოდა სხეულის მძიმე დაზიანებას;
(b)1991 წლის 22 ნოემბრიდან 24 ნოემბრამდე პერიოდში მან დააკავა N.V. და Ne.V., დაემუქრა მათ ცეცხლსასროლი იარაღით, ჩამოართვა გოლფის მარკის ავტომობილი, ჩაიყვანა სახლის სარდაფში, დააბა თოკით სკამებზე და საკვებისა და წყლის გარეშე იქ ამყოფებდა საკუთარი დანაყოფის წევრებთან ერთად, სცემდა მათ და ამცირებდა, ეკითხებოდა მათი მტრული საქმიანობისა და რადიო აღჭურვილობის ფლობის შესახებ და ამ პერიოდში ხელს უშლიდა დანაყოფის სხვა წევრებს მათ დახმარებაში; ამის შემდეგ გაიყვანა ჩეპინიდან ტყეში, სადაც რამდენიმე ტყვია დაუშინა ცეცხლსასროლი იარაღიდან, რის შედეგადაც N.V. და Ne.V. გარდაიცვალნენ;
(c) 1991 წლის 23 ნოემბერს ღამის 1.30 საათზე ჩეპინის მატარებლის ტერმინალზე დააკავა S.G. და D.G. და მათი ნათესავი Lj.G. წაიყვანა სახლში, ხელები გაუკრა ზურგს უკან და ზემოთ მითითებულ T.B.-სთან ერთად დაკითხა ისინი მათი სავარაუდო მტრული საქმიანობის შესახებ და საღამოს, კვლავ დაბმულ მდგომარეობაში გაიყვანა ჩეპინიდან, სადაც ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით მოკლა;
ბრალდებულმა ფრედ მარგუსმა და T.D.-მ ერთობლივად
(d) 1991 წლის 25 ნოემბერს დაახლოებით ღამის 1-ელ საათზე ჩეპინში, იხილეს რა S.P., რომელიც მართავდა გოლფის მარკის ავტომობილს, გააჩერეს ის ფრედ მარგუსის მოთხოვნით და წაიყვანეს მინდორში, სადაც ფრედ მარგუსმა T.D.-ს უბრძანა ესროლა S.P.-სთვის; T.D. დაემორჩილა მას, ესროლა S.P.-ს ერთხელ, რის შემდეგაც ფრედ მარგუსმა მას მრავალჯერ ესროლა ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან, რის შედეგადაც S.P.გარდაიცვალა და ფრედ მარგუსმა მიისაკუთრა მისი ავტომობილი.
...”
24. განმცხადებლის მსჯავრდება უზენაესმა სასამართლომ ძალაში დატოვა 2007 წლის 19 სექტემბერს და მისი სასჯელი გაზარდა თხუთმეტი წლით თავისუფლების აღკვეთამდე. უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების შესაბამისი ნაწილი შემდეგი შინაარსისაა:
“სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 36.1.5 მუხლის თანახმად, მოსამართლე ვეღარ ჩაერთვება მართლმსაჯულების განხორციელებაში, თუკი ის მონაწილეობდა იგივე საქმის დაბალი ინსტანციის სასამართლოში განხილვაში ან მონაწილეობდა სადაო გადაწყვეტილების მიღებაში.
მართალია, რომ მოსამართლე M.K. მონაწილეობდა საქმისწარმოებაში, რომლის შედეგადაც მიიღეს სადაო გადაწყვეტილება. ის იყო ოსიეკის საგრაფოს სასამართლოს კოლეგიის თავმჯდომარე, რომელმაც მიიღო 1997 წლის 24 ივნისის გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც ბრალდებულ ფრედ მარგუსის წინააღმდეგ მიმდინარე საქმისწარმოება შეწყდა საყოველთაო ამნისტიის შესახებ კანონის 1.1 და 1.3 და 2.2 მუხლების საფუძველზე.
მიუხედავად იმისა, რომ ორივე საქმისწარმოება წარიმართა ერთი და იგივე ბრალდებულის წინააღმდეგ, ეს არ იყო ერთი და იგივე საქმე. აღნიშნული მოსამართლე მონაწილეობდა ოსიეკის საგრაფოს სასამართლოში ერთი და იგივე პირის წინააღმდეგ მიმდინარე ორ განსხვავებულ საქმეში. საქმეზე, რომელზეც წინამდებარე საჩივარი იქნა წარდგენილი, მოსამართლე M.K.-ს მონაწილეობა არ მიუღია დაბალი ინსტანციის სასამართლოში გადაწყვეტილების მიღებაში, ან გადაწყვეტილების მიღებაში, რომელიც ექვემდებარება გასაჩივრებას ან საგანგებო წესით მოგვარებას.
...
ბრალდებული არასწორად ამტკიცებდა, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 346.4 და 347.1 და 347.4 მუხლების საწინააღმდეგოდ იმოქმედა, როდესაც ბოლო სასამართლო განხილვა მის დაუსწრებლად და მისი ადვოკატის დაუსწრებლად ჩაატარა, რადგანაც ის გააძევეს სასამართლო დარბაზიდან როდესაც მხარეები თავიანთ დასკვნით სიტყვებს წარმოადგენდნენ. შესაბამისად, ის ამტკიცებდა, რომ მას არ მიეცა შესაძლებლობა წარედგინა საკუთარი დასკვნითი არგუმენტები. უფრო მეტიც, მას არ შეატყობინეს მის დაუსწრებლად მიმდინარე განხილვის მიმდინარეობის შესახებ და მისი სასამართლო დარბაზიდან გაძევების შესახებ გადაწყვეტილება არ მიუღია საქმის განმხილველ სასამართლო კოლეგიას.
ბრალდებულის არგუმენტაციის საპირისპიროდ, 2007 წლის 19 მარტის სასამართლო სხდომის ოქმიდან ირკვევა, რომ ფრედ მარგუსმა დასკვნითი სიტყვა შეაწყვეტინა [ოსეიკის] საგრაფოს სახელმწიფო პროკურორის მოადგილეს და საქმის განმხილველი კოლეგიის თავმჯდომარემ ორჯერ გააფრთხილა ამის შესახებ. რადგანაც მან განაგრძო იგივე ქცევა, კოლეგიამ გადაწყვიტა მისი სასამართლო დარბაზიდან გაძევება...
საქმის განმხილველი სასამართლოს ეს ქმედება სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 300.2 მუხლთან შესაბამისობაშია. ბრალდებულმა ფრედ მარგუსმა სხდომათა დარბაზში წესრიგის დარღვევა დაიწყო ოსიეკის საგრაფოს სახელმწიფო პროკურორის მოადგილის დასკვნითი არგუმენტებისას და განაგრძობდა ამგვარ ქმედებას, აღნიშნულის შემდგომ ის გააძევეს სასამართლო დარბაზიდან კოლეგიის გადაწყვეტილებით. ის კვლავ სასამართლო დარბაზში იყო 2007 წლის 21 მარტს, გადაწყვეტილების გამოცხადებისას.
ვინაიდან საქმის განმხილველი სასამართლო სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 300.2 მუხლთან შესაბამისობაში მოქმედებდა, ბრალდებულის საჩივარი დაუსაბუთებელია. განსახილველ საქმეზე არ დადგენილა დაცვის უფლებების დარღვევა და ბრალდებულის გაძევებას სასამართლო დარბაზიდან მხარეთა დასკვნითი სიტყვის დროს ზეგავლენა არ ქონდა გადაწყვეტილებაზე.
...
ბრალდებული ფრედ მარგუსი ასევე ამტკიცებს, რომ სადავო გადაწყვეტილებით დაირღვა ‘ne bis in idem’ პრინციპი, რადგანაც საქმისწარმოება უკვე შეწყდა ამ გადაწყვეტილების გამომწვევ რამდენიმე ბრალდებასთან მიმართებით...
...
სიმართლეა, რომ სისხლის სამართლის საქმისწარმოება ოსიეკის საგრაფოს სასამართლოს წინაშე წარიმართა ნომრით K-4/97, ბრალდებულ ფრედ მარგუსის წინააღმდეგ, inter alia ოთხ დანაშაულთან, მკვლელობებთან მიმართებით, რომლებიც ჩადენილი იყო S.B.-ს, V.B.-ს, N.V.-სა და Ne.V-ს წინააღმდეგ, ასევე სიცოცხლისა და ქონებისთვის საფრთხის შექმნის დანაშაულისთვის. ეს საქმისწარმოებები შეწყდა ოსიეკის საგრაფოს სასამართლოს 1997 წლის 24 ივნისის #Kv 99/97(K-4/97) გადაწყვეტილებით საყოველთაო ამნისტიის შესახებ კანონის საფუძველზე.
მიუხედავად იმისა, რომ ოსიეკის საგრაფოს სასამართლოს წინაშე #K 4/97-ით მიმდინარე საქმისწარმოების საფუძველი დანაშაულები, კერძოდ კი S.B.-ის, V.B.-ის, N.V.-ისდა Ne.V.-ის სიცოცხლის მოსპობა და Sl.B.-ის ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება ასევე სადაო გადაწყვეტილების ფაქტობრივი გარემოებების ნაწილია [შეფასებულ დანაშაულებთან მიმართბით], საქმისწარმოება, რომლის შედეგადაც სადაო გადაწყვეტილება იქნა მიღებული [განსახილველი სისხლის სამართლის საქმის ორი სამართალწარმოების ფარგლებში] ერთი და იგივე არ არის.
ორივე სისხლის სამართლის საქმისწარმოებისას [შეფასებული დანაშაულების] ფაქტობრივი გარემოებების შედარება აჩვენებს, რომ ისინი არ არის იდენტური. [აღნიშნული დანაშაულების] ფაქტობრივი გარემოებები სადავო გადაწყვეტილებაში მოიცავს დამატებით დანაშაულებრივ ელემენტებს, მეტად ფართოა მათი ფარგლები ვიდრე ქმედებებისა, რომლებიც ოსიეკის საგრაფოს სასამართლოს წინაშე # K-4/97-ით მიმდინარე საქმისწარმოების საფუძველი იყო. [წინამდებარე საქმეზე] ბრალდებულ ფრედ მარგუსს ბრალი წაეყენა ომის დროს სამოქალაქო პირთა დაცვის შესახებ ჟენევის 1949 წლის 12 აგვისტოს კონვენციისა და 1949 წლის 12 აგვისტოს ჟენევის კონვენციის არასაერთაშორისო შეიარაღებული კონფლიქტების დაზარალებულთა დაცვის შესახებ 1977 წლის 8 ივნისის დამატებითი ოქმის (II დამატებითი ოქმი) საფუძველზე, 1991 წლის 20 ნოემბრიდან 25 ნოემბრამდე პერიოდში, სანამ ამ ტერიტორიას იცავდა აჯანყებული სერბი მოსახლეობის შეიარაღებული თავდასხმისგან და ე.წ. იუგოსლავი ხალხის არმიისგან კონსტიტუციურ წყობასა და ხორვატიის ტერიტორიულ მთლიანობაზე ერთობლივი თავდასხმისგან, საერთაშორისო სამართლის დარღვევით მან მოკლა და აწამა სამოქალაქო პირები, მოექცა მათ არაადამიანურად, უკანონოდ დააპატიმრა ისინი, ბრძანა სამოქალაქო პირების მკვლელობა და გაძარცვა სამოქალაქო მოსახლეობა. აღნიშნული ქმედებები წარმოადგენდა დანაშაულს საერთაშორისო სამართლით დაცული სიკეთის წინააღმდეგ, კერძოდ კი სისხლის სამართლის კოდექსის 120.2 მუხლით გათვალისწინებულ ომის დანაშულს სამოქალაქო მოსახლეობის წინააღმდეგ.
ვინაიდან განხილული დანაშაული ფაქტობრივი გარემოებები და სამართლებრივი კვალიფიკაცია განსხვავდება მანამდე მიმდინარე საქმისწარმოების საფუძველი ფაქტობრივი გარემოებებისგან, იმგვარად, რომ ბრალდებულ ფრედ მარგუსის წინააღმდეგ წარდგენილი ბრალდების ფარგლები მნიშვნელოვნად ფართო და განსხვავებულია წინა საქმისგან (საქმე # K-4/97), ეს საკითხი არ არის res judicata ...”
25. განმცხადებლის მომდევნო საკონსტიტუციო საჩივარი საკონსტიტუციო სასამართლომ არ მიიღო წარმოებაში 2009 წლის 30 სექტემბერს. საკონსტიტუციო სასამართლომ გაიზიარა უზენაესი სასამართლოს მოსაზრებები.
II. შესაბამისი შიდა კანონმდებლობა და პრაქტიკა
A. შესაბამისი კანონმდებლობა
26. ხორვატიის კონსტიტუციის შესაბამისი ამონარიდები (Ustav Republike Hrvatske, ოფიციალური პუბლიკაციები ## 41/2001 და 55/2001) შემდეგი შინაარსისაა
მუხლი 31
“...
(2) არავინ შეიძლება გასამართლდეს ან დაეკისროს პასუხისმგებლობა დანაშაულისთვის, რომელთან მიმართებითაც ის უკვე გაამართლეს ან მსჯავრი დაედო კანონის თანახმად.
მხოლოდ კანონი ადგენს, კონსტიტუციასთან და საერთაშორისო შეთანხმებებთან შესაბამისობაში, იმ გარემოებებს, რომლებშიც საქმისწარმოება შესაძლოა განახლდეს ამ მუხლის მე-2 ნაწილისა და საქმის განახლების საფუძვლების შესაბამისად.”
27. სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (Zakon o kaznenom postupku – ოფიციალური პუბლიკაცია ## 110/1997, 27/1998, 58/1999, 112/1999, 58/2002, 62/2003, 178/2004 და 115/2006) შესაბამისი ნორმებით დადგენილია შემდეგ:
მუხლი 300
“(1) თუკი ბრალდებული არღვევს სასამართლო დარბაზში წესრიგს ან არ ემორჩილება თავმჯდომარის ბრძანებებს, ეს უკანასკნელი აფრთხილებს ბრალდებულს. კოლეგია უფლებამოსილია ბრძანოს ბრალდებულის სასამართლო დარბაზიდან გაძევება...
(2) კოლეგიამ შესაძლოა ბრძანოს ბრალდებულის სასამართლო დარბაზიდან გაძევება გარკვეული ვადით. თუკი ბრალდებული კვლავ დაარღვევს წესრიგს [შესაძლოა მისი სასამართლო დარბაზიდან გაძევება მოხდეს] მტკიცებულებათა წარმოდგენის ბოლომდე. მტკიცებულებათა წარდგენის დასრულებამდე სხდომის თავმდჯომარემ უნდა მოიწვიოს ბრალდებული და გააცნოს მას სასამართლო განხილვის მიმდინარეობა. თუკი ბრალდებული განაგრძობს წესრიგის დარღვევას და შეურაცხყოფს სასამართლოს პატივს, კოლეგია უფლებამოსილია კვლავ ბრძანოს მისი გაძევება სასამართლო დარბაზიდან. ამ შემთხვევაში საქმის სასამართლო განხილვა უნდა დასრულდეს ბრალდებულის დაუსწრებლად და სხდომის თავმჯდომარემ ან კოლეგიის სხვა წევრმა უნდა მიაწოდოს მას ინფორმაცია გადაწყვეტილების შესახებ, მდივნის მონაწილეობით.
...”
მუხლი 350 (მანამდე მუხლი 336)
“(1) გადაწყვეტილება შესაძლოა ეხებოდეს მხოლოდ ბრალდებულს და დანაშაულს, რაც ბრალდების საგანია საქმისწარმოების დაწყების მომენტიდან ან იმ ფორმულირებით, რაც მიიღო საქმის განხილვის პროცესში.
(2) დანაშაულის პროკურორისმიერი კვალიფიკაცია სავალდებულო არ არის სასამართლოსთვის.”[1]
გადაწყვეტილებათა სახეები
მუხლი 352
“(1) სასამართლოს გადაწყვეტილებით უნდა შეწყდეს საქმისწარმოება, ან გამართლდეს ბრალდენული ან მოხდეს მისი დამნაშავედ ცნობა.
...”
მუხლი 354
გამამართლებელი განაჩენი მიიღება როდესაც:
(1) ქმედება, რომლისთვისაც ბრალდებულს ბრალი შეეფარდება არ წარმოადგენს დანაშაულს კანონის თანახმად;
(2) არსებობს გარემოებები, რომლებიც გამორიცხავს ბრალდებულის ბრალეულობას;
(3) ვერ დამტკიცდა, რომ ბრალდებულმა ჩაიდინა დანაშაული, რაშიც მას ბრალი ედება.”
მუხლი 355
(1) ბრალდებულის დამნაშავედ ცნობის შესახებ განაჩენი უნდა მოიცავდეს შემდეგ მონაცემებს:
1. დანაშაული, რისთვისაც ბრალდებული დამნაშავედ ცნეს, იმ ფაქტებისა და გარემოებების აღწერით, რაც ამ დანაშაულის განსაკუთრებული მახასიათებლებია, ასევე განაპირობებს სისხლის სამართლის კოდექსის კონკრტული ნორმის შეფარდებას;
2. დანაშაულის კვალიფიკაცია და აღწერა და სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი ნორმები;
3. სასჯელი, რომლის შეფარდებაც უნდა მოხდეს ან სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი ნორმებით ხომ არ არის გათვალისწინებული სასჯელის მოხსნა ან თავისუფლების აღკვეთის შეცვლა საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომით;
4. ნებისმიერ გადაწყვეტილება სასჯელის გადავადებაზე;
5. ნებისმიერი გადაწყვეტილება უსაფრთხოების ღონისძიებებზე და მატერიალური შემოსავლის კონფისკაციაზე;
7. გადაწყვეტილება ხარჯებისა და ნებისმიერი სამოქალაქო მოთხოვნის შესახებ და იმის შესახებ, გადაწყვეტილება გამოქვეყნდება თუ არა მედიაში.
...”
მუხლი 367
“(1) სისხლის სამართლის საქმისწარმოების მნიშვნელოვანი დარღვევა დადგინდება, თუკი:
...
3. სასამართლო განხილვა მიმდინარეობდა იმ პირის გარეშე, ვისი დასწრებაც სავალდებულოა კანონით ...
...”
საქმისწარმოების განახლება
მუხლი 401
“სისხლის სამართლის საქმის წარმოება, რომელიც დასრულდა სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილებით ან საბოლოო განაჩენით შესაძლოა განახლდეს უფლებამოსილი პირის მოთხოვნით, მხოლოდ ამ კოდექსით დადგენილ გარემოებებსა და პირობებში.”
მუხლი 406
“(1) სისხლის სამართლის საქმისწარმოება, რომელიც დასრულდა საბოლოო გადაწყვეტილებით ბრალის მოხსნის შესახებ, შესაძლოა გამონაკლისის სახით განახლდეს ბრალდებულის საზიანოდ:
...
5. თუკი დადგინდა, რომ სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის გამომრიცხავი ამნისტიის, შეწყალების, საკანონმდებლო შეზღუდვის ან სხვა გარემოებების შეფარდება ვერ მოხდება დანაშულთან მიმართებით, რომელიც ბრალის მოხსნის შესახებ სასამართლო გადაწყვეტილების საგანია.
...”
მუხლი 408
“(1) საქმისწარმოების განახლების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს სასამართლო, რომელმაც საქმე განიხილა პირველი ინსტანციის წესით...
(2) საქმისწარმოების განახლების შესახებ მოთხოვნას უნდა გააჩნდეს კანონისმიერი საფუძველი და ამ მოთხოვნის გამამყარებელი მტკიცებულება...
...”
კანონიერების დაცვის მოთხოვნა
მუხლი 418
“(1) სახელმწიფო პროკურორი უფლებამოსილია წარადგინოს კანონიერების დაცვის მოთხოვნა სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილებისა და ამ გადაწყვეტილების მიღებამდე სასამართლოში საქმისწარმოების წინააღმდეგ, რომლის დროსაც დაირღვა კანონი.
(2) სახელმწიფო პროკურორმა უნდა წარადგინოს კანონიერების დაცვის მოთხოვნა სასამართლო გადაწყვეტილების წინააღმდეგ, რომელიც მიღებული საქმისწარმოების შედეგად, რომელზეც დაირღვა კონსტიტუციით გარანტირებული ადამიანის ძირითადი უფლებები და თავისუფლებები, კანონმდებლობა ან საერთაშორისო სამართალი.
...”
მუხლი 419
“(1) ხორვატიის რესპუბლიკის უზენაესმა სასამართლომ უნდა განიხილოს კანონიერების დაცვის მოთხოვნები.
...”
მუხლი 420
“(1) კანონიერების დაცვის შესახებ მოთხოვნის განხილვისას [უზენაესმა] სასამართლომ უნდა შეაფასოს კანონმდებლობის მხოლოდ ის დარღვევები, რასაც სახელმწიფო პროკურორი დაეყრდნო.
...”
მუხლი 422
“(2) თუკი კანონიერების დაცვის მოთხოვნა ბრალდებულის საზიანოდ არის წარდგენილი და [უზენაესი] სასამართლო დაადგენს, რომ ის დასაბუთებულია, მან უნდა დაადგინოს მხოლოდ კანონმდებლობის დარღვევა, საბოლოო გადაწყვეტილების შეცვლის გარეშე.”
28. სისხლის სამართლის კოდექსის თანახმად (Kazeni zakon, Offcial Gazette nos. 53/1991, 39/1992 and 91/1992) ცალკეული პირის ბრალეულობის გამომრიცხავი გარემოებებია პასუხისმგებლობის ნაკლებობა (neubrojivost), შეცდომა სამართალში ან შეცდომა ფაქტში.
29. 1996 წლის 24 სექტემბრის საყოველთაო ამნისტიის შესახებ კანონის შესაბამისი ნაწილი (ოფიციალური გამოცემა #80/1996, Zakon o općem oprostu) შემდეგი შინაარსისაა:
მუხლი 1
“კანონის თანახმად ამნისტია ვრცელდება აგრესიის, შეიარაღებული აჯანყების ან შეიარაღებული კონფლიქტის დრო ჩადენილ და ხორვატიის რესპუბლიკაში აგრესიასთან, შეიარაღებულ აჯანყებასთან ან შეიარაღებულ კონფლიქტთან დაკავშირებულ დანაშაულებზე მიმდინარე სისხლის სამართლებრივ დევნასა და სამართალწარმოებაზე.
ამნისტია არ ვრცელდება ამ მუხლის 1-ელ ნაწილში მითითებული დანაშაულის ჩამდენთა მიმართ მიღებული საბოლოო გადაწყვეტილების აღსრულებაზე.
სისხლის სამართლებრივ დევნასა და სამართალწარმოებაზე ამნისტია ვრცელდება 1990 წლის 17 აგვისტოდან 1996 წლის 23 აგვისტომდე ჩადენილ დანაშაულებზე.”
მუხლი 2
“სისხლის სამართლებრივი დევნა ან საქმისწარმოება არ უნდა წარიმართოს ამ კანონის 1-ელი მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩამდენი პირების წინააღმდეგ.
თუკი სისხლისსამართლებრივი დევნა დაწყებულია, ის უნდა შეწყდეს და თუკი საქმისწარმოება მიმდინარეობს, სასამართლომ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება საკუთარი ინიციატივით სამართალწარმოების შესწყვეტის შესახებ.
თუკი პირი, რომელზეც ამნისტია ვრცელდება ამ მუხლის 1-ელი პარაგრაფის საფუძველზე, დაკავებულია, უნდა მოხდეს მისი გათავისუფლება.”
მუხლი 3
“ამ კანონის 1-ელი მუხლით გათვალისწინებული ამნისტია არ ვრცელდება პირებზე, რომელთაც ჩაიდინეს ჰუმანიტარული სამართლის მძიმე დარღვევა, რასაც აქვს ომის დანაშაულების მახასიათებლები, კერძოდ კი ხორვატიის რესპუბლიკის ძირითადი სისხლის სამართლის კოდექსის (ოფიციალური გამოცემა # 31/1993, კონსოლიდირებული ვერსია, ## 35/1993, 108/1995, 16/1996 და 28/1996) 119-ე მუხლით გათვალისწინებული გენოციდის დანაშაული; 120-ე მუხლით გათვალისწინებული ომის დანაშაულები სამოქალაქო მოსახლეობის წინააღმდეგ; 121-ე მუხლით გათვალისწინებული ომის დანაშაულები დაჭრილებისა და ავადმყოფების წინააღმდეგ; 122-ე მუხლით გათვალისწინებული ომის სამხედრო ტყვეთა წინააღმდეგ; 123-ე მუხლით გათვალისწინებული გენოციდის [ჩადენის მიზნით] ორგანიზებული ჯგუფები ან გენოციდისა და ომის დანაშაულების დახმარება ან მხარდაჭერა; 124-ე მუხლით გათვალისწინებული მოწინააღმდეგე მხარის უკანონო მკვლელობა და დაჭრა; 125-ე მუხლით გათვალისწინებული ბრძოლის ველზე გარდაცვლილის ან დაჭრილის საკუთრების უკანონო მითვისება; 126-ე მუხლით გათვალისწინებული უკანონო საბრძოლო საშულებების გამოყენება; 127-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულები მომლაპარაკებელთა წინააღმდეგ; 128-ე მუხლით გათვალისწინებული დაჭრილების, ავადმყოფებისა და ომის ტყვეთა მიმართ სასტიკი მოპყრობა; 129-ე მუხლით გათვალისწინებული ომის ტყვეთა რეპატრიაციის გაუმართლებელი დაგვიანება; 130-ე მუხლით გათვალისწინებული კულტურული და ისტორიული მემკვიდრეობის განადგურება; 131-ე მუხლით გათვალისწინებული აგრესიული ომის გაღვივება; 132-ე მუხლით გათვალისწინებული საერთაშორისო სიმბოლოების შეურაცხყოფა; 133-ე მუხლით გათვალისწინებული რასობრივი და სხვა ფორმით დისკრიმინაცია; 134-ე მუხლით გათვალისწინებული მონობის დამკვიდრება და მონების გადაცემა; 135-ე მუხლით გათვალისწინებული საერთაშორისო ტერორიზმი; 136-ე მუხლით გათვალისწინებული საერთაშორისო დაცვას დაქვემდებარებული პირების საფრთხის ქვეშ ჩაყენება; 137-ე მუხლით გათვალისწინებული ტყვეების აყვანა; და საერთაშორისო სამართლით გათვალისწინებული ტერორიზმთან დაკავშირებული დანაშაულები.
ამნისტია არ უნდა გავრცელდეს ხორვატიის რესპუბლიკის ძირითადი სისხლის სამართლის კოდექსით (ოფიციალური გამოცემა # 31/1993, კონსოლიდირებული ვერსია, ## 35/1993, 108/1995, 16/1996 და 28/1996) და ხორვატიის რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსით (ოფიციალური გამოცემა #32/1993, კონსოლიდირებული ტექსტი ##38/1993, 28/1996 და 30/1996)გათვალისწინებულ დანაშაულებზე, რომლებიც არ არის ჩადენილი აგრესიის, შეიარაღებული აჯანყების ან შეიარაღებული კონფლიქტების დროს და არ არის დაკავშირებული ხორვატიის რესპუბლიკაში აგრესიასთან, შეიარაღებულ აჯანყებასთან ან შეიარაღებულ კონფლიქტებთან.
...”
მუხლი 4
“სახელმწიფო პროკურორი უფლებამოსილია არ წარადგინოს საჩივარი სასამართლოს გადაწყვეტილებაზე ამ კანონის მე-2 მუხლის საფუძველზე თუკი სასამართლო ამნისტიას გაავრცელებს ამ კანონით გათვალისწინებული დანაშაულების ჩამდენ პირებზე, რომელთა ქმედებაც კონკრეტულ დანაშაულად დააკვალიფიცირა სახელმწიფო პროკურორმა.”
B. შესაბამისი პრაქტიკა
1. საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკა
30. 2008 წლის 26 ნოემბრის # U-III/543/1999 გადაწყვეტილებით საკონსტიტუციო სასამართლომ დაადგინა შემდეგი:
“6.საკონსტიტუციო სასამართლოს წინაშე დაისვა საკითხი, მეორე საქმისწარმოება ეხებოდა თუ არა დანაშაულებრივ ქმედებას, რომელზეც ვრცელდებოდა საყოველთაო ამნისტიის შესახებ კანონი და შესაბამისად საქმე ეხებოდა თუ არა ‘იმავე დანაშაულს’ რომელთან მიმართებითაც კონსტიტუციის 31.2 მუხლის საფუძველზე დაუშვებელია ახალი, დამოუკიდებელი და დაუკავშირებელი საქმისწარმოების ინიცირება. ამგვარი სამართალწარმოება დაარღვევს სამართლებრივი მდგრადობის [პრინციპს] და შესაძლებელს გახდის მრავლობითი სასჯელების შეფარდებას ერთსა და იმავე ქმედებაზე, რომელიც შესაძლებელია იყოს მხოლოდ ერთი სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის საგანი. ამ კითხვაზე პასუხის გაცემისას საკონსტიტუციო სასამართლომ უნდა შეისწავლოს ორი საკითხი: (a) განმცხადებლისთვის პირველი და მეორე სამართალწარმოების ფარგლებში ბრალად წარდგენილი დანაშაულების აღწერილობებში მსგავსებები, რათა გაირკვეს, ამნისტიის გავრცელების შესახებ გადაწყვეტილება და მომდევნო საქმისწარმოების შედეგად საბოლოო მსჯავრდება ეხებოდა თუ არა ერთსა და იმავე საგანს, რაც იგივე ‘დანაშაულებრივი მაჩვენებელია’, მიუხედავად იმისა, ეხება თუ არა ეს ერთსა და იმავე ისტორიულ მოვლენებს; და ამის შემდგომ ... (b) განსახილველი საქმე ეხება თუ არა ვითარებას, რომელშიც შეუძლებელი იყო ახალი ბრალდებების წაყენება ფაქტებზე, რომელზეც სასამართლოებმა უკვე იმსჯელა პირველი გადაწყვეტილებების მიღებისას (ამნისტიის შეფარდების დროს), მაგრამ, რომელზეც კონსტიტუციის 31.3 მუხლის საფუძველზე შესაძლებელი იყო საქმისწარმოების განახლება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 406.1.5 მუხლის საფუძველზე შესაძლებელია საქმისწარმოების განახლება, რომელიც დასრულდა ბრალდების უარმყოფი საბოლოო გადაწყვეტილებით და რომელზეც ‘დადგინდა, რომ ამნისტია, შეწყალება, კანონისმიერი შეზღუდვა ან სხვა გარემოებები, რაც გამორიცხავს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას ვერ გავრცელდება დანაშაულზე, რომელსაც ეხება ბრალდების შეწყვეტის შესახებ სასამართლოს გადაწყვეტილება’.
6.1.საკონსტიტუციო სასამართლო უფლებამოსილია შეისწავლოს მსგავსება დანაშაულებრივი ქმედების შემადგენელ აღწერილობებს შორის მხოლოდ ნორმატიულ სტანდარტებზე დაყრდნობით. ამ დროს ის, ისევე როგორც დაბალი ინსტანციის სასამართლოები, შებოჭილია დანაშაულების შემადგენელობით, მიუხედავად მათი სამართლებრივი კვალიფიკაციისა. ბიელოვარის სამხედრო სასამართლოს (no. K-85/95-24) და უზენაესი სასამართლოს (no. I-Kž-257/96) გადაწყვეტილებებში, ასევე სისაკის საგრაფოს სასამართლოსა (no. K-108/97) და უზენაესი სასამართლოს (no. I Kž-211/1998-3) სადავო გადაწყვეტილებებში განხილული ბრალდებების საფუძვლად აღებული მოვლენების აღწერები უდავოდ მიუთითებს, რომ ისინი ეხება ერთსა და იმავე მოვლენებს, რომელთაც განსხვავებული სამართლებრივი კვალიფიკაცია მიენიჭა. ბიელოვარის სამხედრო სასამართლომ (რომელმაც საბოლოო ჯამში შეწყვიტა სამართალწარმოება) დაადგინა ყველა შესაბამისი ფაქტი და სისაკის საგრაფოს სასამართლოს წინაშე მიმდინარე შემდგომი სამართალწარმოებისას ახალი ფაქტები არ დადგენილა. ბრალდებების აღწერილობებს შორის ერთადერთი განსხვავება იყო დანაშაულების ჩადენის დრო, რაც არ მიუთითებს, რომ მოვლენები განსხვავებული იყო, არამედ უფრო მეტად იმას, რომ სასამართლოს არ ქონდა შესაძლებლობა დაედგინა დანაშაულის ჩადენის ზუსტი დრო. რაც შეეხება ამ მოვლენების იდენტურ ბუნებას, ასევე უნდა აღინიშნოს, რომ სადავო გადაწყვეტილებაში უზენაესმა სასამართლომ აღნიშნა, რომ მოვლენები იგივეა, შესაბამისად არ არსებობს ეჭვი აღნიშნულთან მიმართებით.
6.2.სადავო გადაწყვეტილებით უზენაესმა სასამართლომ დაადგინა, რომ განსახილველი ქმედება წარმოადგენდა არა მხოლოდ ხორვატიის რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსის 235.1 მუხლით გათვალისწინებულ შეიარაღებული აჯანყების დანაშაულს, რასთან დაკავშირებითაც მიღებულ იქნა ბრალდების შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილება, არამედ ასევე ხორვატიის რესპუბლიკის ძირითადი სისხლის სამართლის კოდექსის 120.1 და 120.2 მუხლებით გათვალისწინებულ ომის დანაშაულებს სამოქალაქო მოსახლეობის წინააღმდეგ, დანაშაულს რომლისთვისაც [განმცხადებელი] მოგვიანებით იქნა მსჯავრდებული. უზენაესი სასამართლოს დასაბუთებიდან გამომდინარეობს, რომ იგივე ქმედება წარმოადგენდა ორი დანაშაულის შემადგენლობას და რომ ეს ვითარება წარმოადგენდა ერთ ქმედებას, რომელიც თავის მხრივ მრავლობით დანაშაულს მოიცავდა.
6.3. საკონსტიტუციო სასამართლო ადგენს, რომ უზენაესმა სასამართლომ სადავო გადაწყვეტილებაში შეცდომა დაუშვა, როდესაც დაადგინა, რომ შესაძლებელი იყო, ერთი ქმედების დანაშაულად აღიარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების შესახებ, იგივე პირის გასამართლება იგივე ქმედებისთვის რაც სხვა დანაშაულის შემადგენლობასაც წარმოადგენდა. სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 336.2 მუხლის თანახმად სასამართლოსთვის არ არის სავალდებულო პროკურატურის მიერ წარდგენილი ქმედების კვალიფიკაცია. თუკი ბიელოვარის სამხედრო სასამართლო მიიჩნევდა, რომ ბრალდების გამამყარებელი ფაქტები წარმოადგენდა ხორვატიის რესპუბლიკის ძირითადი სისხლის სამართლის კოდექსის 120.1 მუხლით გათვალისწინებულ ომის დანაშაულს სამოქალაქო მოსახლეობის წინააღმდეგ, უნდა დაედგინა, რომ მის კომპეტენციაში არ შედის ამ საქმის გადაწყვეტა (რადგანაც მის კომპეტენციაში არ შედის ომის დანაშაულების განხილვა) და საქმე კომპეტენტური სასამართლოსთვის გადაეცა, რომელიც უფლებამოსილი იქნებოდა მსჯავრი დაედო [განმცხადებლისთვის] სამოქალაქო მოსახლეობის წინააღმდეგ ჩადენილ ომის დანაშაულებში, რომელზეც თავის მხრივ ამნისტია ვერ გავრცელდებოდა. ვინაიდან ბიელოვარის სამხედრო სასამართლო არ მოიქცა ამგვარად, სასამართლო გადაწყვეტილების საბოლოო ბუნების გათვალისწინებით გამომდინარეობს, რომ ბრალდების მოხსნის შესახებ გადაწყვეტილება გახდა res judicata. ამ საქმეზე შედეგად დამდგარი მსჯავრდება ne bis in idem წესის დარღვევაა, მიუხედავად იმ ფაქტისა, რომ პირველი გადაწყვეტილების ოპერაციული ნაწილი არ ეხება ‘საქმის არსებით მხარეს’, რაც ხშირად გაგებულია როგორც საკითხის გადაწყვეტა, ბრალდებულმა ჩაიდინა თუ არა დანაშაული. გამამართლებელ განაჩენსა და ბრალდების მოხსნის შესახებ გადაწყვეტილებას შორის ფორმალური განსხვავება არ შეიძლება იყოს ერთადერთი კრიტერიუმი საკითხის გადასაწყვეტად, ახალი და დაუკავშირებელი სისხლის სამართლის საქმის წარმოება შესაძლოა წარიმართოს თუ არა იგივე ‘დანაშაულებრივი ხარისხით’: მართალია ამნისტიის შეფარდების შესახებ გადაწყვეტილება აისახება ბრალდების მოხსნის შესახებ გადაწყვეტილებაში, სამართლებრივი მნიშვნელობით ის იგივე სამართლებრივ შედეგებს იწვევს, როგორც გამართლება და ორივე გადაწყვეტილებაში ფაქტობრივი მხარე დაუდასტურებელი რჩება.
6.4. შესაბამისად, საკონსტიტუციო სასამართლო ვერ გაიზიარებს უზენაესი სასამართლოს 1999 წლის 1 აპრილის გადაწყვეტილებაში # I Kž-211/1998-3 ასახულ დასაბუთებას, რომლის თანახმადაც შეიარაღებული აჯანყების დანაშაულთან დაკავშირებული საქმისწარმოების შეწყვეტის გადაწყვეტილება იგივე მოვლენის შესახებ არ გამორიცხავს შემდგომი სახელმწიფო ბრალდების და მსჯავრდების შესაძლებლობას სამოქალაქო მოსახლეობის წინააღმდეგ ომის დანაშაულებზე იმ საფუძვლით, რომ ეს უკანასკნელი დანაშაული საფრთხეს უქმნის არა მხოლოდ ხორვატიის რესპუბლიკის ღირებულებებს, არამედ ასევე ზოგადად ადამიანობას და საერთაშორისო სამართალს. ნებისმიერ შემთხვევაში უზენაესი სასამართლო მოგვიანებით გაემიჯნა ამ პოზიციას 2002 წლის 18 სექტემბრის # I Kž-8/00-3 გადაწყვეტილებაში, რომლითაც დაადგინა, რომ ბრალდების მოხსნის შესახებ გადაწყვეტილება ‘ეჭვს გარეშე ეხება იგივე მოვლენებს, დროის, ადგილისა და ჩადენის გზის მიხედვით; სადავო გადაწყვეტილებით აღნიშნულ მოვლენას უბრალოდ სხვა კლასიფიკაცია მიეცა, ვიდრე ეს იყო ზაგრების სამხედრო სასამართლოს გადაწყვეტილებაში’. მან ასევე განაცხადა შემდეგი: ‘როდესაც, როგორც ეს განსახილველ საქმეზეა, სისხლის სამართლის საქმისწარმოება შეწყდა ხორვატიის რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსის 244.2 მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულთან მიმართებით და როდესაც ქმედებები იდენტურია, ქმედებებისა, რომლისთვისაც [ბრალდებული] დამნაშავედ იქნა ცნობილი სადავო გადაწყვეტილებით, კონსტიტუციის 32.2 მუხლით გათვალისწინებული ne bis in idem პრინციპის თანახმად ახალი სისხლის სამართლის საქმის წარმოება ვერ დაიწყება, რადგანაც საქმე უკვე განხილულია.’
...”
31.საკონსტიტუციო სასამართლოს 2001 წლის 14 მარტის # U-III-791/1997 გადაწყვეტილება უთითებს ვითარებაზე, როდესაც სისხლის სამართლის საქმისწარმოება ბრალდებულის წინააღმდეგ შეწყდა საყოველთაო ამნისტიის შესახებ კანონის საფუძველზე. ამ გადაწყვეტილების შესაბამისი ნაწილები შემდეგი შინაარსისაა:
“16. კონსტიტუციის ნორმა, რომელიც გამორიცხავს ბრალდებულის გასამართლებას დანაშაულისთვის, რომლისთვისაც ის უკვე ‘საბოლოოდ გამართლდა ან მსჯავრი დაედო კანონით დადგენილი წესით’ ეხება ექსკლუზიურად ისეთ მდგომარეობას, როდესაც გადაწყვეტილება მიღებულ იქნა სამართალწარმოებისას, რომელიც ამართლებს ბრალდებულს ან დამნაშავედ ცნობს მას მისთვის წარდგენილი ბრალდებისთვის.
...
19. ...გადაწყვეტილება, რომლითაც არ ხდება ბრალდებულის საბოლოოდ გამართლება, არამედ წყდება სისხლის სამართლის საქმისწარმოება, ვერ გახდება ხელახლა გასამართლების ან დასჯის აკრძალვის შესახებ კონსტიტუციური ნორმების გავრცელების საფუძველი...”
2. უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა
32. 2001 წლის 11 დეკემბრის # I Kž-533/00-3 გადაწყვეტილების შესაბამისი ნაწილები შემდეგი შინაარსის არის:
“სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 336.2 მუხლის თანახმად, სასამართლოსთვის სავალდებულო არ არის დანაშაულის პროკურორის მიერ წარდგენილი კვალიფიკაცია და შესაბამისად სასამართლოა უფლებამოსილი გადაწყვიტოს სხვადასხვა დანაშაულებთან მიმართებით, იმის მიხედვით [ბრალდებულთან] მიმართებით რომელი დანაშაულია მეტად შესატყვისი...”
33. 2005 წლის 12 ოქტომბრის # I Kž 257/02-5 გადაწყვეტილების შესაბამისი ნაწილები შემდეგი შინაარსის არის:
“ვინაიდან სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 336.2 მუხლის საფუძველზე სასამართლოსთვის სავალდებულო არ არის დანაშაულის პროკურორის მიერ წარდგენილი კვალიფიკაცია და იმის გათვალისწინებით, რომ 229.2 მუხლით გათვალისწინებული საფინანსო საქმიანობისას უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების პროვოცირების დანაშაულისთვის შესაძლო სასჯელი მეტად მსუბუქია, ვიდრე შესაძლო სასჯელი სისხლის სამართლის კოდექსის 337.4 მუხლით გათვალისწინებული დანასაულისთვის, პირველი ინსტანციის სასამართლო უფლებამოსილია სადავო ქმედება დააკვალიფიციროს როგორც დანაშაული სისხლის სამართლის კოდექსის 292.2 მუხლის საფუძველზე...”
34. 2010 წლის 27 ოქტომბრის #I Kž 657/10-3 გადაწყვეტილების შესაბამისი ნაწილები შემდეგი შინაარსისაა:
“მიუხედავად იმისა, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად აღნიშნა, რომ სასამართლო არ არის შებოჭილი დანაშაულის პროკურორის მიერ წარდგენილი სამართლებრივი კვალიფიკაციით, ბრალდების პირობები მაინც გადაჭარბებული იყო, რადგანაც პირველი ინსტანციის სასამართლომ ბრალდებული ნაკლებად სახარბიელო მდგომაროებაში ჩააყენა ერთი დანაშაულის ნაცვლად ორი დანაშაულისთვის მსჯავრდებით ...”
III. საერთაშორისო სამართლის შესაბამისი მასალები
A. 1969 წლის ვენის კონვენცია სახელშეკრულებო სამართლის შესახებ
35. სახელშეკრულებო სამართლის შესახებ 1969 წლის 23 მაისის ვენის კონვენციის (“ვენის კონვენცია”) შესაბამისი ნაწილები ადგენს:
კარი 3. ხელშეკრულებათა განმარტება
მუხლი31
განმარტების საერთო წესი
“1. ხელშეკრულება უნდა განიმარტოს კეთილსინდისიერად, ჩვეულებრივი მნიშვნელობის შესაბამისად, რომელიც ხელშეკრულების ტერმინებს უნდა მიეცეს მათ კონტექსტში და ასევე გამომდინარე ხელშეკრულების ობიექტიდან და მიზნებიდან.
2. ხელშეკრულების განმარტების მიზნისთვის კონტექსტი, მისი ტექსტის, პრეამბულისა და დანართების გარდა მოიცავს:
ა) ნებისმიერ შეთანხმებას, რომელიც ხელშეკრულებასთანაა დაკავშირებული და რომელიც მიღწეული იყო ყველა მონაწილეს შორის ამ ხელშეკრულების დადებასთან დაკავშირებით;
ბ) ნებისმიერ დოკუმენტს, რომელიც შედგენილია ერთი ან რამდენიმე მონაწილის მიერ ხელშეკრულების დადებასთან დაკავშირებით და სხვა სახელმწიფოებმა მიიღეს იგი, როგორც ხელშეკრულებასთან დაკავშირებული დოკუმენტი.
3. კონტექსტთან ერთად მხედველობაში უნდა იქნას მიღებული:
ა) ხელშეკრულების მონაწილეთა შორის ნებისმიერი შემდგომი შეთანხმება, რომელიც შეეხება ხელშეკრულების განმარტებას ან მისი დებულებების გამოყენებას;
ბ) ხელშეკრულების გამოყენების ნებისმიერი შემდგომი პრაქტიკა, რომელიც აფუძნებს მონაწილეთა შეთანხმებას მისი განმარტების შესახებ;
გ) საერთაშორისო სამართლის ნებისმიერი შესაბამისი ნორმები, რომლებიც გამოიყენება მონაწილეთა შორის ურთიერთობებში.
4. ტერმინს უნდა მიეცეს სპეციალური მნიშვნელობა იმ შემთხვევაში, თუკი დადგენილია, რომ მხარეებს ჰქონდათ ასეთი განზრახვა.”
მუხლი 32
განმარტების დამატებითი საშუალებები
“შესაძლებელია განმარტების დამატებითი საშუალებებისადმი, მათ შორის ხელშეკრულების მოსამზადებელი მასალებისადმი და მისი დადების გარემოებებისადმი მიმართვა, იმ მიზნით, რათა დადასტურდეს მათი მნიშვნელობა გამომდინარე 31-ე მუხლის გამოყენებიდან, ან განისაზღვროს მნიშვნელობა, როდესაც ინტერპრეტაცია 31-ე მუხლის შესაბამისად:
ა)ორაზროვანს და გაურკვეველს ტოვებს მის მნიშვნელობას:
ბ)ან იწვევს აშკარა აბსურდულ ან არაგონივრულ შედეგებს.”
მუხლი33
ხელშეკრულებათა განმარტება, რომელთა ტექსტის ავთენტურობა დადგენილია ორ ან მეტ ენაზე
“1. როდესაც ხელშეკრულების ტექსტის ავთენტურობა დადაგენილია ორ ან რამდენიმე ენაზე, მის ტექსტს ყოველ ენაზე თანაბარი ძალა აქვს, თუკი ხელშეკრულებით არაა გათვალისწინებული ან მისი მონაწილენი არ შეთანხმდნენ, რომ ამ ტექსტთა შორის სხვაობის შემთხვევაში უპირატესი ძალა ექნება რომელიმე ერთ, განსაზღვრულ ტექსტს.
2. ხელშეკრულების ვარიანტი სხვა ენაზე, გარდა იმ ენებისა რომელბზეც დადგინდა ტექსტის ავთენტურობა, ითვლება ავთენტურად მხოლოს იმ შემთხვევაში, თუკი ეს გათვალისწინებულია თავად ხელშეკრულებით, ან თუ ხელშეკრულების მონაწილენი შეთანხმდნენ ამის თაობაზე.
3. ივარაუდება, რომ თვითოეულ ავთენტურ ტექსტში ხელშეკრულების ტერმინებს აქვთ ერთნაირი მნიშვნელობა.
4. გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც პირველი პარაგრაფის შესაბამისად უპირატესი ძალა აქვს ერთ რომელიმე განსაზღვრულ ტექსტს, თუ ავთენტურ ტექსტთა შედარებისას აღმოჩნდება განსხვავება მცნებათა მნიშვნელობაში, რაც ვერ აღმოიფხვრება 31-ე და 32-ე მუხლების გამოყენებით, გამოიყენება ის მნიშვნელობა, რომელიც ხელშეკრულების ობიექტის და მიზნის გათვალისწინებით, ყველაზე უფრო კარგად შეესატყვისება ამ ტექსტებს.”
B. ჟენევის 1949 წლის კონვენცია შეიარაღებული კონფლიქტების შედეგად დაზარალებულთა დაცვის შესახებ და მისი დამატებითი ოქმები
36. ჟენევის 1949 წლის კონვენციის მე-3 მუხლი შემდეგი შინაარსის არის:
მუხლი 3
“მაღალი ხელშემკვრელი მხარეების ტერიტორიაზე მიმდინარე არასაერთაშორისო ხასიათის შეიარაღებული კონფლიქტისას კონფლიქტის თითოეული მხარე ვალდებულია მინიმუმ შემდეგი დებულებების დაცვაზე:
(1) პირები, რომლებიც აქტიურად არ მონაწილეობენ დაპირისპირებაში, მათ შორის შეიარაღებული ძალების წევრები, რომელთაც დაყარეს იარაღი და გამოეთიშნენ საბრძოლო მოქმედებებს ავადმყოფობის, ჭრილობების, დაპატიმრების, ან სხვა მიზეზით, ყველა შემთხვევაში უნდა მოექცნენ ადამიანურად, რაიმე წინასწარი განსხვავებულობის გარეშე, რაც ემყარება რასას, კანის ფერს, რელიგიურ მრწამსს, სქესს, დაბადებას ან კეთილდღეობას, ან სხვა მსგავს კრიტერიუმს.
აღნიშნულიდან გამომდინარე ნებისმიერ დროსა და ადგილას აკრძალულია ზემოთ აღნიშნულ პირთა მიმართ შემდეგი ქმედებები:
(a) ძალადობა სიცოცხლის ან ადამიანის მიმართ, კერძოდ კი ყველა სახის მკვლელობა, სასტიკი მოპყრობა და წამება;
(b) მძევლად ხელში ჩაგდება;
(c) პირადი ღირსების შეურაცხყოფა, კერძოდ კი შეურაცხმყოფელი და დამამცირებელი მოპყრობა;
(d) სასჯელების მიღება და მათი აღსრულება ჩვეული წესით შექმნილი სასამართლოს მიერ წინასწარ მიღებული გადაწყვეტილების გარეშე, რაც უზრუნველყოფდა სამართლებრივ გარანტიებს, რაც სასიცოცხლოდ აუცილებლად არის აღიარებული ცივილიზებული ხალხების მიერ.
...”37. მოქმედ ჯარში დაჭრილთა და ავადმყოფთა მდგომარეობის გაუმჯობესების შესახებ კონვენციის (I) (ჟენევა, 1949 წლის 12 აგვისტო - შემდგომში “ჟენევის პირველი კონვენცია”) შესაბამისი დებულებები:
თავი IX. კონვენციის ბოროტად გამოყენებისა და დარღვევის აღკვეთა
მუხლი 49
„მაღალი ხელშემკვრელი მხარეები ვალდებულებას იღებენ შემოიღონ ისეთი კანონმდებლობა, რომელიც დააწესებს ეფექტურ სისხლისსამართლებრივ სასჯელებს მომდევნო მუხლში განსაზღვრული უხეში დარღვევების ჩამდენი ან ასეთი დარღვევის ჩადენის ბრძანების გამცემი პირების წინააღმდეგ.
თითოეული მაღალი ხელშემკვრელი მხარე ვალდებულია ეძებოს პირები, რომელთაც ასეთი უხეში დარღვევების ჩადენა ან მათი ჩადენის ბრძანების გაცემა ედებათ ბრალად და მათი მოქალაქეობის მიუხედავად, გადასცეს ისინი შესაბამის სასამართლოს. ამასთანავე, მას შეუძლია, საკუთარი სურვილით და თავისი კანონმდებლობის თანახმად, ამგვარი პირები სასამართლოს წინაშე წარსადგენად გადასცეს სხვა დაინტერესებულ მაღალ ხელშემკვრელ მხარეს, იმ შემთხვევაში, თუ ეს ხელშემკვრელი მხარე ფლობს ასეთი პირების ბრალდებისათვის საკმარის მტკიცებულებებს.
...”
მუხლი 50
“ წინა მუხლში აღნიშნულ უხეშ დარღვევათა რიცხვს მიეკუთვნება დარღვევები, რომლებიც დაკავშირებულია ქვემოთჩამოთვლილ რომელიმე ქმედებასთან, იმ შემთხვევაში, თუ ისინი მიმართულია კონვენციის დაცვის ქვეშ მყოფი პირების ან ქონების წინააღმდეგ: წინასწარ განზრახვით მკვლელობა, წამება ან არაადამიანური მოპყრობა, მათ შორის ბიოლოგიური ექსპერიმენტების ჩატარება, წინასწარი განზრახვით მძიმე ტანჯვის ან სერიოზული ზიანის მიყენება სხეულისთვის ან ჯანმრთელობისათვის, სამხედრო აუცილებლობის არ მქონე ფართო მასშტაბით წარმოებული უკანონო, თვითნებური ნგრევა და ქონების მითვისება.”
38. საზღვაო შეიარაღებულ ძალებში დაჭრილთა, ავადმყოფთა და ხომალდის დაღუპვაში მოყოლილ პირთა მდგომარეობის გაუმჯობესების შესახებ კონვენციის (1949 წლის 12 აგვისტო, ჟენევა - შემდგომში “ჟენევის მეორე კონვენცია”) 50-ე და 51-ე მუხლები იგივე შინაარსისაა, რაც ჟენევის პირველი კონვენციის 49-ე და 50-ე მუხლები.
39. სამხედროტყვეებთან მოპყრობის შესახებ კონვენციის (III) (ჟენევა, 1949 წლის 12 აგვისტო - შემდგომში “ჟენევის მესამე კონვენცია”) 129-ე და 130-ე მუხლები იგივე შინაარსისაა, რაც ჟენევის პირველი კონვენციის 49-ე და 50-ე მუხლები.
40. ომის დროს სამოქალაქო მოსახლეობის დაცვის შესახებ კონვენციის (IV) (ჟენევა, 1949 წლის 12 აგვისტო - შემდგომში “ჟენევის მეოთხე კონვენცია”) 146-ე და 147-ე მუხლები იგივე შინაარსისაა, რაც რაც ჟენევის პირველი კონვენციის 49-ე და 50-ე მუხლები.
41. ჟენევის კონვენციების არასაერთაშორისო ხასიათის შეიარაღებული კონფლიქტების მსხვერპლთა დაცვის შესახებ დამატებითი ოქმის (II) (1977 წლის 8 ივნისი) შესაბამისი ამონარიდები შემდეგი შინაარსისაა:
მუხლი 4
1. ყველა პირს, რომელიც უშუალოდ არ მონაწილეობს ან რომელმაც შეწყვიტა მონაწილეობა საომარ მოქმედებებში, მიუხედავად იმისა, შეზღუდულია თუ არა მისი თავისუფლება, უფლება აქვს პატივი სცენ მის პიროვნებას, ღირსებას, შეხედულებებსა და რელიგიურ რწმენას. ნებისმიერ ვითარებაში მათ უნდა მოეპყრონ ადამიანურად, ნებისმიერი არაკეთილსასურველი განსხვავების გარეშე. აკრძალულია „ცოცხლად არ აყვანის” ხასიათის ბრძანების გაცემა.
2. ზემოაღნიშნული საერთო დებულებებისადმი ზიანის მიყენების გარეშე ნებისმიერ დროს და ნებისმიერ ადგილას აკრძალულია და აკრძალული იქნება პირველ მუხლში მითითებული პირების მიმართ შემდეგი ქმედებების განხორციელება:
(ა) პიროვნების სიცოცხლის, ჯანმრთელობის, ფიზიკური ან ფსიქიკური მდგომარეობის ხელყოფა, კერძოდ მკვლელობა, აგრეთვე ისეთი სასტიკი მოპყრობა, როგორიცაა წამება, დასახიჩრება ან სხეულებრივი სასჯელების ნებისმიერი ფორმა;“
მუხლი 6
“...
5. საომარი მოქმედებების დასრულებისას მმართველი ორგანოები შეეცდებიან, რაც შეიძლება ფართო ამნისტია მიანიჭონ შეიარაღებულ კონფლიქტში მონაწილე და იმ პირებს, რომელთაც თავისუფლება აღეკვეთათ შეიარაღებულ კონფლიქტებთან დაკავშირებული მიზეზების გამო, განურჩევლად იმისა, ინტერნირებულნი არიან ისინი, თუ დაკავებულნი. ”
მუხლი 13
„1. სამოქალაქო მოსახლეობა და ცალკეული სამოქალაქო პირები სარგებლობენ სამხედრო ოპერაციების შედეგად წარმოშობილი საფრთხისაგან ზოგადი დაცვით. ამ დაცვის განხორციელების მიზნით, ყოველგვარ ვითარებაში დაცული უნდა იყოს შემდეგი ნორმები.
2. დაუშვებელია სამოქალაქო მოსახლეობაზე, აგრეთვე ცალკეულ სამოქალაქო პირებზე თავდასხმის განხორციელება. აკრძალულია ძალადობის აქტები ან ძალადობის მუქარა, რომლის ძირითადი მიზანია სამოქალაქო მოსახლეობაში შიშის გავრცელება.
3. სამოქალაქო პირები სარგებლობენ ამ ნაწილით გათვალისწინებული დაცვით გარდა იმ შემთხვევისა და პერიოდისა, როცა ისინი უშუალოდ მონაწილეობენ საომარ მოქმედებებში.“
C. გენოციდის თავიდან აცილებისა და დასჯის შესახებ კონვენცია[2]
42. ამ კონვენციის შესაბამისი ნაწილები შემდეგი შინაარსისაა:
მუხლი 1
“ ხელშემკვრელი მხარეები ადასტურებენ, რომ გენოციდი, მიუხედავად იმისა ჩადენილია ის მშვიდობიანობის თუ ომის დროს, წარმოადგენს საერთაშორისო სამართლებრივ დანაშაულს, რომლის დაუშვებლობასა და დასჯას ისინი საკუთარ თავზე იღებენ. ”
მუხლი 4
“ პირები, რომლებიც ჩადიან გენოციდს ან III მუხლში ჩამოთვლილ ნებისმიერ სხვა ქმედებას, იქმნებიან დასჯილნი, მიუხედავად იმისა წარმოადგენენ თუ არა კონსტიტუციის მიხედვით პასუხისმგებელ მმართველებს, საჯარო მოხელეებს ან კერძო პირებს.”
მუხლი 5
“ხელშემკვრელი მხარეები იღებენ ვალდებუელბას თავიანთი კონსტიტუციის შესაბამისად მიიღონ აუცილებელი კანონმდებლობა წინამდებარე კონვენციის დებულებების ასამოქმედებლად და, კერძოდ, ეფექტური ზომების მიღების მიზნით, იმ პირთა მიმართ, რომლებმაც ჩაიდინეს გენოციდის დანაშაული ან III მუხლში ჩამოთვლილი ნებისმიერი სხვა ქმედება.”
D. კონვენცია სამხედრო დანაშაულობებისადმი და კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულობებისადმი ხანდაზმულობის ვადის მიუღებლობის შესახებ[3]
43. კონვენციის შესაბამისი ნორმები შემდეგი შინაარსისაა:
მუხლი 1
“ხანდაზმულობის ყოველგვარი ვადა, მათი ჩადენის დროის მიუხედავად,
მიუღებელია შემდეგი დანაშაულობების ჩადენისათვის:
ა) სამხედრო დანაშაულობანი, როგორც ისინი განსაზღვრულია ნიურბერგის საერთაშორისო სამხედრო ტრიბუნალის 1945 წლის 8 აგვისტოს წესდებით და დადასტურებულია გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალური ასამბლეის 1946 წლის 13 თებერვლის 3 (I) და 1946 წლის 11 დეკემბრის 95 (I) რეზოლუციებით; ასევე „სერიოზული დარღვევები“, რომლებიც მითითებულია ჟენევის 1949 წლის 12 აგვისტოს
კონვენციებში ომის მსხვერპლთა დაცვის შესახებ;
ბ) დანაშაული კაცობრიობის წინააღმდეგ, დამოუკიდებლად იმისაგან, ჩადენილია ომის თუ მშვიდობიანობის დროს და როგორც ისინი განსაზღვრულია 1945 წლის 8 აგვისტოს ნიურბერგის საერთაშორისო სამხედრო ტრიბუნალის წესდებით და დადასტურებულია გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალური ასამბლეის 1946 წლის 13 თებერვლის 3(I) და 1946 წლის 11 დეკემბრის 95 (I) რეზოლუციებით; გაძევება შეიარაღებულ თავდასხმის ან ოკუპაციის გზით, აგრეთვე აპარტეიდის შედეგად მომხდარი არაადამიანური მოქმედებანი; გენოციდის დანაშაული, განსაზღვრული 1948 წლის კონვენციით გენოციდის დანაშაულის აღკვეთის და მისთვის დასჯის გამო, იმ შემთხვევებშიც, როდესაც ჩამოთვლილი მოქმედებანი არ არღვევს იმ ქვეყნის შიდასახელმწიფოებრივ კანონმდებლობას, სადაც ისინი იქნა ჩადენილი.”
მუხლი 2
“პირველ მუხლში მითითებული რომელიმე დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში ამ კონვენციის დებულებანი გამოიყენება სახელმწიფო ხელისუფლების წარმომადგენელთა ან კერძო პირების მიმართ, რომელთაც ჩაიდინეს ან მონაწილეობა მიიღეს ამგვარ დანაშაულთა ჩადენაში, ან აქეზებდნენ მათ ჩასადენად, ან მონაწილეობდნენ შეთქმულებაში მათ განსახორციელებლად, მიუხედავად დანაშაულთა დასრულების ხარისხისა, ასევე სახელმწიფო ხელისუფლების წარმომადგენელთა მიმართ, რომელთაც დაუშვეს აღნიშნულ დანაშაულებათა ჩადენა.”
მუხლი 3
“ ამ კონვენციის მონაწილე სახელმწიფოები კისრულობენ ვალდებულებას, მიიღონ ყველა შესაბამისი, შიდასახელმწიფოებრივი საკანონმდებლო ან სხვა სახის ღონისძიება, რომლის მიზანია საერთაშორისო სამართლის შესაბამისად შეიქნას პირობები ამ კონვენციის მეორე მუხლში მითითებულ პირთა გადასაცემად.”
მუხლი 4
“ ამ კონვენციის მონაწილე სახელმწიფოები კისრულობენ ვალდებულებას
თავიანთი კონსტიტუციური პროცედურის შესაბამისად მიიღონ ნებისმიერი საკანონმდებლო ან სხვა ზომები, რომლებიც აუცილებელია, რათა კანონით ან სხვაგვარად დადგენილი ხანდაზმულობის ვადა არ იქნეს გამოყენებული ამ კონვენციის პირველი ან მეორე მუხლებში მითითებული დანაშაულობებისათვის და დამნაშავე პირთა სასამართლოს წესით დევნისა და დასჯის დრო, და იქ, სადაც აღნიშნული დანაშაულობებისათვის გამოიყენება ხანდაზმულობის ვადა, მისი გამოყენება გაუქმდეს”)
E. სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს წესდება
44. წესდების მე-20 მუხლი:
Ne bis in idem
“1. გარდა წინამდებარე წესდებით გათვალისწინებული შემთხვევებისა, დაუშვებელია სასამართლომ გაასამართლოს პირი იმ ქმედებისთვის, რომელიც ქმნიდა იმ დანაშაულის შემადგენლობის საფუძველს და რომლისთვისაც სასამართლომ დამნაშავედ სცნო ეს პირი ან გაამართლა.
2. დაუშვებელია პირი გაასამართლოს სხვა სასამართლომ მე-5 პუნქტში მითითებული იმ დანაშაულის გამო, რომლისთვისაც სასამართლომ ეს პირი დამნაშავედ ცნო ან გაამართლა.
3. დაუშვებელია მე-6, მე-7 ან მე-8 მუხლებით აკრძალული ქმედებისთვის სხვა სასამართლოს მიერ გასამართლებული პირი სასამართლომ გაასამართლოს იგივე ქმედებისთვის, თუ წარმოება სხვა სასამართლოში:
(ა) ემსახურებოდა სასამართლოს იურისდიქციაში შემავალი დანაშაულის ჩადენისათვის სისხლის სამართლის პასუხისმგებლობისგან აღნიშნული პირის დაცვის მიზნებს;
(ბ) სხვა ნიშნების მიხედვით დამოუკიდებლად ან მიუკერძოებლად არ წარიმართა საერთაშორისო სამართლით აღიარებული საპროცესო ნორმების შესაბამისად და განხორციელდა ისეთი სახით, რომელიც, მოცემული გარემოებებიდან გამომდინარე, შეუთავსებელი იყო შესაბამისი პირის მართლმსაჯულებისთვის გადაცემის მიზანთან.”
F. საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის ჩვეულებითი წესები
45. წითელი ჯვრისა და წითელი ნახევარმთვარის 26-ე საერთაშორისო კონფერენციის მანდატით, წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტმა (ICRC) 2005 წელს წარადგინა კვლევა ჩვეულებით საერთაშორისო ჰუმანიტარულ სამართალზე (J.-M. Henckaerts და L. Doswald-Beck (eds.), ჩვეულებითი საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართალი, მე-2 ტომი, Cambridge University Press & ICRC, 2005). კვლევაში წარმოდგენილია საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის ჩვეულებითი წესები. 159-ე წესი, რომელიც ეხება არასაერთაშორისო შეიარაღებულ კონფლიქტებს, შემდეგი შინაარსისაა:
“დაპირისპირების დასასრულს, მოქმედმა ხელისუფლების ორგანოებმა უნდა უზრუნველყონ მაქსიმალურად ფართომაშტაბიანი ამნისტია პირებისთვის, ვინც მონაწილეობდა არასაერთაშორისო შეიარაღებულ კონფლიქტში, ან მათთვის, ვისაც თავისუფლება აღეკვეთა შეიარაღებულ კონფლიქტთან დაკავშირებით, გარდა იმ პირებისა, რომლებიც ომის დანაშაულებში ეჭვმიტანილი, ბრალდებული ან მსჯავრდებული არიან.”
G. გაეროს უშიშროების საბჭო
რეზოლუცია ხორვატიაში არსებულ ვითარებაზე, 1120 (1997), 14 ივლისი, 1997
46. რეზოლუციის შესაბამისი ნაწილები შემდეგი შინაარსისაა:
“უშიშროების საბჭო:
...
7. მოუწოდებს ხორვატიის რესპუბლიკის ხელისუფლებას აღმოფხვრას ამნისტიის კანონის შეფარდებასთან დაკავშირებული ბუნდოვანება და აღასრულოს ის სამართლიანად და ობიექტურად, საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობაში, კერძოდ კი ამნისტიის მოქმედების სფეროში მოქცეული დანაშაულების გამოძიების დასრულებით და ამნისტიის მოქმედების გარეთ დარჩენილი საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის მძიმე დანაშაულების ჩადენის შესახებ ბრალდებების გაეროსთან და ადგილობრივ სერბ მონაწილეებთან ერთად მაშტაბური მიმოხილვა, რათა დასრულდეს საქმისწარმოება ყველა იმ პირის მიმართ, რომელთა წინააღმდეგ არასაკმარისი მტკიცებულებაა;
...”
H. სამოქალაქო და პოლიტიკურ უფლებათა სამოქალაქო პაქტი
47. სამოქალაქო და პოლიტიკურ უფლებათა საერთაშორისო პაქტის მე-7 მუხლის თანახმად:
“არავინ უნდა დაექვემდებაროს წამებას ან სასტიკ, არაადამიანურ ან ღირსების შემლახველ მოქცევას ან სასჯელს. კერძოდ, არავინ, მისი ნებაყოფლობითი თანხმობის გარეშე, არ შეიძლება დაექვემდებაროს სამედიცინო ან სამეცნიერო ექსპერიმენტებს.”
I. გაეროს ადამიანის უფლებათა კომიტეტი
1. ზოგადი კომენტარი 20, მე-7 მუხლი (ორმოცდამეოთხე სესია, 1992 წელი)
48. გაეროს ადამიანის უფლებათა კომიტეტმა 1994 წელს აღნიშნა თავის ზოგად კომეტნარში #20 საერთაშორისო პაქტის მე-7 მუხლზე, რომ ზოგიერთმა სახელმწიფომ ამნისტია გაავრცელა წამების ფაქტებზე. კომიტეტმა განაგრძო განცხადებით, რომ “ამნისტიები ზოგადად შეუსაბამობაშია სახელმწიფოთა ვალდებულებასთან, გამოიძიონ ამგვარი ქმედებები; მათი იურისდიქციის ფარგლებში უზრუნველყონ ამგვარი ქმედებებისგან თავისუფლება; და უზრუნველყონ, რომ ამგვარი რამ არ მოხდეს მომავალში. სახელმწიფოები ადამიანებს ვერ შეუზღუდავენ უფლებას სამართლებრივი დაცვის ეფექტიან საშუალებაზე, მათ შორის კომპენსაციასა და შესაძლებლობის ფარგლებში სრულ რეაბილიტაციაზე”.
2. დასკვნითი წერილობითი მოსაზრებები, ლიბანი, 1997 წლის 1 აპრილი
49. მე-12 პარაგრაფი შემდეგი შინაარსისაა:
“12.კომიტეტი შეშფოთებით უთითებს სამოქალაქო და სამხედრო პირებზე ამნისტიის გავრცელებაზე ადამიანის უფლებათა დარღვევებისთვის, რაც მათ შესაძლოა ჩაიდინეს სამოქალაქო ომის დროს სამოქალაქო პირების წინააღმდეგ. ამგვარმა ფართომაშტაბიანმა ამნისტიამ შესაძლოა ხელი შეუშალოს ადამიანის უფლებათა დარღვევების სათანადო გამოძიებას და დამნაშავეთა დასჯას, შეასუსტოს ადამიანის უფლებათა პატივისცემის დამკვიდრებაზე ორიენტირებული მცდელობები და შეაფერხოს კონსოლიდირებული დემოკრატიის დამკვიდრებისთვის გატარებული ზომები.”
3. დასკვნითი წერილობითი მოსაზრებები, ხორვატია, 2001 წლის 30 აპრილი
50. მე-11 პარაგრაფი შემდეგი შინაარსისაა:
“კომიტეტი შეშფოთებულია ამნისტიის კანონის მოქმედების შედეგებით. მართალია ეს კანონი კონკრეტულად უთითებს, რომ ამნისტია არ ვრცელდება ომის დანაშაულებზე, ტერმინი ‘ომის დანაშაულები’ არ არის განსაზღვრული და არსებობს საფრთხე, რომ კანონის მოქმედება გავრცელდება იმგვარად, რომ დაუსჯელი დარჩებიან პირები, რომელთაც ბრალი დაედო ადამიანის უფლებათა მძიმე დარღვევებში. კომიტეტი სინანულს გამოთქვამს, რომ მას არ მიაწოდეს ინფორმაცია საქმეების შესახებ, რომლებზეც ამნისტიის შესახებ კანონი სასამართლოებმა განმარტეს და გაავრცელეს.
სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს, რომ ამნისტიის შესახებ კანონი ვერ გავრცელდება ან არ იქნება გამოყენებული იმ პირთა დაუსჯელად დასატოვებლად, ვისაც ბრალი ედება ადამიანის უფლებათა მძიმე დარღვევებში.”
4. ზოგადი კომენტარი #31 [80], პაქტზე ხელშემკვრელი სახელმწიფოებისთვის დაკისრებულ ზოგად სამართლებრივ ვალდებულებათა ბუნება, 26 მაისი,2004 წელი
“18. ვინაიდან მე-15 პარაგრაფში აღწერილი გამოძიება უთითებს კონვენციით გათვალისწინებული კონკრეტული უფლებების დარღვევაზე, ხელშემკვრელი სახელმწიფოები ვალდებული არიან უზრუნველყონ ამ ქმედებებისთვის პასუხისმგებელი პირების მართლმსაჯულების წინაშე წარდგენა. ამ დარღვევებისთვის პასუხისმგებელ პირთა მიმართ გამოძიების წარუმართავობით და მათი მართლმსაჯულების წინაშე წარუდგენლობით შესაძლოა კვლავ დაირღვეს კონვენცია. ეს ვალდებულებები წარმოიშობა იმ დარღვევებთან მიმართებით, რომლებიც ეროვნული ან საერთაშორისო კანონმდებლობით აღიარებულია დანაშაულად, როგორიცაა წამება და მსგავსი სასტიკი, არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობა (მე-7 მუხლი), უცაბედი და დაუსაბუთებელი მკვლელობები (მე-6 მუხლი) და იძულებითი გაუჩნარება (მე-7 და მე-9 და ხშირად მე-6 მუხლები). მართლაც, ამგვარი დარღვევებისთვის დაუსჯელობის პრობლემა რაც კომიტეტისთვის მუდმივი შეშფოთების საგანია, შესაძლოა ამგვარი დარღვევების ხელახლა ჩადენის მნიშვნელოვანი ელემენტი იყოს. როდესაც პაქტის ეს დარღვევები ჩადენილია როგორც სამოქალაქო მოსახლეობაზე ფართოდ გავრცელებული და სისტემატური თავდასხმა, ისინი წარმოადგენს დანაშაულს ადამიანობის წინააღმდეგ (იხილეთ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს რომის წესდება, მე-7 მუხლი).
შესაბამისად, როდესაც საჯარო თანამდებობის პირები ან სახელმწიფოს წარმომადგენლები არღვევენ ამ პარაგრაფში მითითებულ პაქტით დაცულ უფლებებს, ხელშემკვრელი სახელმწიფოები არ არიან უფლებამოსილი გაათავისუფლონ დამნაშავეები პირადი პასუხისმგებლობისგან, როგორც ამას ადგილი ქონდა კონკრეტული ამნისტიების დროს (იხილეთ ზოგადი კომენტარი #20(44)) და წინამძღვარი სამართლებრივი იმუნიტეტიები და გარანტიები. უფრო მეტიც, ოფიციალური სტატუსი არ ამართლებს პირების სამართლებრივი პასუხისმგებლობის მიმართ იმუნიტეტს, როდესაც მათ შესაძლოა ბრალი დაედოთ ამგვარი დარღვევებისთვის;
...”
J. კონვენცია წამებისა და სხვა სახის სასტიკი, არაადამიანური ან ღირსების შემლახველი მოპყრობის და დასჯის წინააღმდეგ[4]
51. კონვენციის შესაბამისი ნაწილები შემდეგი შინაარსისაა:
მუხლი 4
“ 1. თითოეული მხარე-სახელმწიფო უზრუნველყოფს, რომ წამების ყველა აქტი მისი სისხლის სამართლებრივი კანონმდებლობის მიხედვით განიხილებოდეს, როგორც დანაშაულები. იგივე შეეხება წამების აქტის ჩადენის მცდელობასა და ნებისმიერი პირის ქმედებას, რომელიც წამებაში თანამონაწილეობას ან მონაწილეობას წარმოადგენს.
2. თითოეული მხარე-სახლემწიფო აწესებს სათანადო სასჯელებს ამგვარი დანაშაულებისთვის, მათი მძიმე ხასიათის გათვალისწინებით.”
მუხლი 7
“1. მხარე-სახელმწიფო, რომლის იურისდიქციის ქვეშ მყოფ ტერიტორიაზეც აღმოჩენილია მე-4 მუხლში მოხსენიებული რომელიმე დანაშაულის ჩადენაში ეჭვმიტანილი პირი, მე-5 მუხლში გათვალისწინებულ რომელიმე დანაშაულის ჩადენაში ეჭვმიტანილი პირი, მე-5 მუხლში გათვალისწინებულ შემთხვევებში, თუ იგი ამ პირის ექსტრადაციას არ ახდენს, საქმეს გადასცემს თავის კომპეტენტურ ორგანოებს სასამართლო დევნის მიზნით....”
მუხლი 12
“თითოეული მხარე-სხელმწიფო უზრუნველყოფს, რომ მისმა კომპეტენტურმა ორგანოებმა ჩაატარონ სწრაფი და მიუკერძოებელი გამოძიება, როდესაც არსებობს გონივრული საფუძველი იმის საფიქრალად, რომ წამების აქტია ჩადენილი მისი ურისდიქციის ქვეშ მყოფ რომელიმე ტერიტორიაზე. ”
მუხლი 13
“თითოეული მხარე-სახელმწიფო უზრუნველყოფს, რომ ნებისმიერ პიროვნებას, ვინც აცხადებს, რომ მის მიმართ გამოყენებული იქნა წამება ამ სახელმწიფოს იურისდიქციის ქვეშ მყოფ რომელიმე ტერიტორიაზე, უფლება ჰქონდეს, საჩივრით მიმართოს და თავისი საქმე სწრაფად და მიუკერძოებლად განახილვინოს მის კომპეტენტურ ორგანოებს. მიღებულ უნდა იქნას ზომები იმის უზრუნველსაყოფად, რომ მომჩივანი და მოწმეები დაცულნი იყვნენ ცუდი მოპყრობის ან დაშინებისაგან, რაც შედეგია მის საჩივრის ან ნებისმიერი მიცემული ჩვენებისა. ”
მუხლი 14
“1. თითოეული მხარე-სახელმწიფო უზრუნველყოფს თავის სამართლებრივ სისტემაში, რომ წამების აქტის მსხვერპლმა მიიღოს ანაზღაურება და ჰქონდეს სამართლიანი და ადეკვატური კომპენსაციის სამართლებრივად აღსრულებადი უფლება, რაც შეიძლება სრული რეაბილიტაციისთვის საჭირო სახსრების ჩათვლით. წამების აქტის მსხვერპლის სიკვდილის შემთხვევაში კომპენსაციის მიღების უფლება მის კმაყოფაზე მყოფთ ეძლევათ.
2. არაფერი იმ მუხლში ზეგავლენას არ ახდენს მსხვერპლის ან სხვა პირების უფლებაზე კომპენსაციის მიღებაზე, რომელიც ეროვნული კანონმდებლობის მიხედვით შეიძლება არსებობდეს.”
K. გაეროს ადამიანის უფლებათა კომისია
52. პასუხისმგებლობისგან გათავისუფლების შესახებ რეზოლუციის შესაბამისი ნაწილები შემდეგი შინაარსისაა:
1. რეზოლუცია 2002/79, 25 აპრილი, 2002 წელიდა რეზოლუცია 2003/72, 25 აპრილი, 2003წელი
“ადამიანის უფლებათა კომისია:
...
2. მართალია ხაზს უსვამს სამართალდამრღვევთა, ასევე მათ თანამზრახველთა, ადამიანის უფლებათა საერთაშორისო და ჰუმანიტარული სამართლის დარღვევებისთვის პასუხისმგებლობის დაყენებისთვის ყველა აუცილებელი და შესაძლო ნაბიჯების გადადგმის მნიშვნელოვნებას, ასევე აღიარებს, რომ ამნისტია არ უნდა გავრცელდეს მათზე, ვინც არღვევს საერთაშორისო ჰუმანიტარულ და ადამიანის უფლებათა სამართალს, რაც თავის მხრივ მძიმე დანაშაულია და მოუწოდებს სახელმწიფოებს, იმოქმედონ საერთაშორისო სამართლით დაკისრებული ვალდებულებების შესაბამისად;
...”
2. რეზოლუცია 2004/72, 21 აპრილი, 2004წელი
“ადამიანის უფლებათა კომისია:
...
3. მართალია აღიარებს, რომ არ უნდა გავრცელდეს მათზე, ვინც არღვევს ადამიანის უფლებებს და საერთაშორისო ჰუმანიტარულ სამართალს, რაც დანაშაულს წარმოადგენს, მოუწოდებს სახელმწიფოებს, იმოქმედონ საერთაშორისო სამართლით ნაკისრი ვალდებულებების შესაბამისად და მიესალმება ამნისტიებისა და სხვა სახის იმუნიტეტის შემსუბუქებას, მოხსნას ან გაუქმებას.
...”
3. რეზოლუცია 2005/81, 21 აპრილი, 2005წელი
“ადამიანის უფლებათა კომისია:
...
3. აღიარებს რა, რომ ამნისტიები არ უნდა გავრცელდეს მათზე, ვინც არღვევს ადამიანის უფლებებსა და საერთაშორისო ჰუმანიტარულ სამართალს, რაც დანაშაულს წარმოადგენს, მოუწოდებს სახელმწიფოებს, იმოქმედონ საერთაშორისო სამართლით მათთვის დაკისრებული ვალდებულებების შესაბამისად და მიესალმებიან ამნისტიის ან სხვა იმუნიტეტების შემსუბუქებას, მოხსნას ან გაუქმებას და აღიარებს ასევე გენერალური მდივნის დასკვნას, რომ გაეროს მიერ აღიარებული შეთანხმებები მშვიდობაზე ვერ დაპირდება ამნისტიას გენოციდისთვის, ადამიანობის წინააღმდეგ დანაშაულისთვის, ომის დანაშაულებისთვის ან ადამიანის უფლებათა მძიმე დარღვევებისთვის.
...”
L. ევროპული პარლამენტი
რეზოლუცია A3-0056/93, 12 მარტი, 1993წელი
53. მსოფლიოში ადამიანის უფლებების შესახებ რეზოლუციის შესაბამისი ტექსტი და 1991/1992 წლებისთვის თანამეგობრობის ადამიანის უფლებათა პოლიტიკის დოკუმენტის შესაბამისი ამონარიდები შემდეგი შინაარსისაა:
“ევროპულ პარლამენტს:
...
7. სჯერა, რომ დაუსჯელობის პრობლემამ შესაძლოა მიიღოს ამნისტიის, იმუნიტეტის, საგამონაკლისო იურისდიქციის ფორმა და შეზღუდოს დემოკრატია ადამიანის უფლებათა დარღვევებისა და დაზარალებულთა მოლოდინების გაცრუების გზით;
8. ადასტურებს, რომ ყოფილ იუგოსლავიაში ომის დანაშაულებზე პასუხისმგებელი პირების მიმართ დაუსჯელობის საკითხი არც კი უნდა დადგეს...”
M. გაეროს საგანგებო მომხსენებელი წამების საკითხებზე
მეხუთე ანგარიში, გაეროს დოკუმენტი E/CN.4/1998/38, 24 დეკემბერი, 1997 წელი
54. 1998 წელს გაეროს ადამიანის უფლებათა კომიტეტის საგანგებო მომხსენებელმა თავის მეხუთე ანგარიშში ნებისმიერი ფორმით დაკავებას ან თავისუფლების აღკვეთას დაქვემდებარებული პირების ადამიანის უფლებების შესახებ, კერძოდ კი მათი წამების და სხვა სასტიკი, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობისა და დასჯის შესახებ, საერთაშორისო სისხლის სამართლის წესდების პროექტთან მიმართებით განაცხადა შემდეგი:
“228. აღნიშნულთან მიმართებით საგანგებო მომხსენებლისთვის ცნობილია შეთავაზებები, რომელთა თანახმად ეროვნულ დონეზე მიღებული ამნისტიები შესაძლოა შემოღებულ იქნას, როგორც დაბრკოლება შეთავაზებული სასამართლოს იურისდიქციისთვის. ის ნებისმიერ ასეთ მოქმედებას მიიჩნევს არა უბრალოდ პროექტის რევოლუციურ ცვლილებად, არამედ საერთაშორისო დონეზე კანონიერების რევოლუციურ ცვლილებად. ეს მეტად დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენებს შეთავაზებული სასამართლოს დანიშნულებას, სახელმწიფოსთვის შესაძლებლობის მიცემით, კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენოს საერთაშორისო კანონიერება, რადგანაც აქსიომატურია, რომ სასამართლოები ვერ გამოიყენებენ საკუთარ კანონმდებლობას საერთაშორისო სამართლით მათთვის დაკისრებული ვალდებულებებისგან თავის დასაღწევად. ვინაიდან საერთაშორისო სამართალი სახელმწიფოებისგან მოითხოვს დასჯადი გახადონ სასამართლოს წესდებაში გათვალისწინებული დანაშაულის სახეები ზოგადად და კერძოდ კი წამება და დამნაშავეები მართლმსაჯულებას წარუდგინონ, განსახილველი ამნისტიები ipso facto, არღვევს შესაბამის სახელმწიფოთა ვალდებულებებს, სამართალდამრღვევები წარუდგინონ მართლმსაჯულებას...”
N. ყოფილი იუგოსლავიის საერთაშორისო სისხლის სამართლის ტრიბუნალი (ICTY)
55. ფერუნძიას საქმის (Furundžija case) (1998 წლის 10 დეკემბრის გადაწყვეტილება):
“155. იმ ფაქტს, რომ წამება აკრძალულია საერთაშორისო სამართლის აბსოლუტური ნორმით სხვა შედეგები აქვს სახელმწიფოთაშორის და ინდივიდუალურ დონეებზე. საერთაშორისო დონეზე ის ემსახურება წამების ნებადართულად გამოცხადების შესახებ ნებისმიერი საკანონმდებლო, ადმინისტრაციული ან სასამართლო აქტის დელეგიტიმაციას. აზრს მოკლებული იქნება ერთის მხრივ, იმის მტკიცება, რომ წამების აკრძალვის jus cogens ღირებულების გათვალისწინებით წამების დამშვები საერთაშორისო ხელშეკრულებები ან ჩვეულებითი ნორმები ნულის ტოლი და ბათილი იქნება ab initio და სახელმწიფოს მხრიდან უგნურება იქნება ვთქვათ ეროვნულ დონეზე ღონისძიებების გატარება, რაც ნებადართულს ან დასაშვებს გახდის წამებას ან აპატიებს მის ჩამდენთ ამნისტიის კანონით. თუკი ასეთი ვითარება შეიქმნება, ეროვნული ღონისძიებები, რაც არღვევს ზოგად პრინციპებს და ნებისმიერი შესაბამისი ხელშეკრულების ნორმებს, წარმოშობს ზემოთ განხილულ სამართლებრივ შედეგებს და ამასთან ვერ მოიპოვებს საერთაშორისო სამართლებრივ აღიარებას. სამართალწარმოების ინიცირება შეუძლიათ პოტენციურ დაზარალებულებს, თუკი მათ ექნებათ locus standi კომპეტენტური საერთაშორისო და ეროვნული სასამართლო ორგანოს წინაშე და მოითხოვოს ეროვნული ღონისძიების საერთაშორისო დონეზე უკანონოდ გამოცხადება; ან დაზარალებული უფლებამოსილი იქნება სამოქალაქო სარჩელი წარადგინოს ზიანის სანაცვლოდ უცხო ქვეყნის სასამართლოში, რომელსაც თავის მხრივ მოეთხოვება inter alia უგულებელყოს ეროვნულ დონეზე კონკრეტული აქტის სამართლებრივი ღირებულება. რაც კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, არის ის, რომ წამების ჩამდენი პირები, რომლებიც ეროვნული ღონისძიებების საფუძველზე ან ამ ღონისძიების სარგებლობით მოქმედებენ, შესაძლოა მათ მიერ ჩადენილი წამებისთვის სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას დაექვემდებარონ ან უცხო ქვეყანაში, ან მათივე ქვეყანაში შემდეგი რეჟიმის პირობებში. მოკლედ კი, მიუხედავად ეროვნულ დონეზე შესაძლო უფლებამოსილების მინიჭებისა საკანონმდებლო ან სასამართლო ორგანოების მიერ, დაარღვიონ წამების ამკრძალავი პრინციპი, თითოეული ადამიანი კვლავ ვალდებული რჩება დაიცვას ეს პრინციპი. როგორც ნიურნბერგის საერთაშორისო სამხედრო ტრიბუნალმა განაცხადა: “ადამიანებს აქვთ საერთაშორისო ვალდებულებები, რომლებიც აღემატება ცალკეული სახელმწიფოს მიერ დადგენილ ეროვნულ დონეზე მორჩილების ვალდებულებებს.”
O. ადამიანის უფლებათა ამერიკული კონვენცია[5]
56. კონვენციის შესაბამისი ნაწილები შემდეგი შინაარსისაა:
მუხლი 1. უფლებათა პატივისცემის ვალდებულება
“1. ამ კონვენციის ხელშემკვრელი სახელმწიფოები ვალდებულებას იღებენ, პატივი სცენ აქ აღიარებულ უფლებებსა და თავისუფლებებს და მათ იურისდიქციაში მყოფი პირებისთვის უზრუნველყონ ამ უფლებებითა და თავისუფლებებით თავისუფლად და სრულად სარგებლობა, დისკრიმინაციის გარეშე, რასის, კანის ფერის, სქესის, ენის, რელიგიის, პოლიტიკური ან სხვა მოსაზრების, ეროვნების ან სოციალური წარმომავლობის, ეკონომიკური სტატუსის, დაბადების ადგილის ან სხვა სოციალური პირობის მიუხედავად.
2. ამ კონვენციის მიზნებისთვის ‘პირი’ ნიშნავს თითოეულ ადამიანს.”
P. ადამიანის უფლებათა ინტერ-ამერიკული კომისია
1. საქმე 10.287 (ელ სალვადორი), 1992 წლის 24 სექტემბერი
57. 1992 წელს ელ სალვადორში 1983 წელს ლას იოხას ხოცვასთან დაკავშირებულ ანგარიშში, რომლის დროსაც სალვადორის შეიარაღებული ძალების წევრებმა სამოქალაქო თავდაცვის წევრებთან ერთად 74 ადამიანი მოკლეს და რასთან დაკავშირებითაც პეტიცია გაიგზავნა ადამიანის უფლებათა ამერიკულ კომისიაში, შემდეგი დასკვნა აისახა:
“... [ეროვნული შერიგების მისაღწევად ამნისტიის შესახებ ელ სალვადორის 1987 წლის კანონის] შეფარდება წარმოადგენს აშკარა დარღვევას სალვადორის ხელისუფლების ვალდებულებისა, გამოიძიოს და დასაჯოს ლას იოხას მსხვერპლთა უფლებების დარღვევა და უზრუნველყოს ამ დარღვევების შედეგად მიყენებული ზიანისთვის კომპენსაცია
...
წინამდებარე ამნისტიის კანონი, როგორც ამ საქმეზეა გავრცელებული, მკვლელობის, არაადამიანური მოპყრობის საქმეებზე სასამართლო წესით გათავისუფლების გამორიცხვით და სასამართლო გარანტიების არ არსებობით უარყოფს ადამიანის ძირითადი უფლებების უმრავლესობის არსებით ბუნებას. ის ასუსტებს ამ უფლებების რეალიზების ერთადერთ ყველაზე ეფექტიან საშუალებებს, სამართალდამრღვევთა გასამართლებასა და დასჯას.”
2. ანგარიში ელ სალვადორში ადამიანის უფლებათა მდგომარეობის შესახებ, დოკუმენტი OEA/Ser.L/II.85 Doc. 28 rev. (1 ივნისი, 1994წელი)
58. 1994 წელს ელ სალვადორში ადამიანის უფლებათა მდგომარეობაზე მომზადებულ ანგარიშში ადამიანის უფლებათა ინტერ-ამერიკულმა კომისიამ ელ სალვადორის მშვიდობის აღდგენის საყოველთაო ამნისტიის შესახებ კანონთან დაკავშირებით განაცხადა შემდეგი:
“... მიუხედავად ნებისმიერი საჭიროებისა, რაც სამშვიდობო მოლაპარაკებებს ახლავს თან და მიუხედავად პოლიტიკური მოსაზრებებისა, ელ სალვადორის საკანონმდებლო ასამბლეის მიერ მიღებული მეტად ფართო საყოველთაო ამნისტიის კანონი [მშვიდობის აღდგენისთვის] წარმოადგენს ელ სალვადორის მიერ ადამიანის უფლებათა ამერიკული კონვენციის რატიფიცირებით ნაკისრი საერთაშორისო ვალდებულებების დარღვევას, რადგანაც ეს კანონი შესაძლებელს ხდის ‘უკუძალის მქონე ამნისტიას’ პირველ რიგში პასუხისმგებლობის აღიარების გარეშე ...; რადგანაც ის ვრცელდება ადამიანობის წინააღმდეგ დანაშაულებზე და სპობს რაიმე მატერიალური კომპენსაციის მოპოვების შესაძლებლობას, პირველ ყოვლისა დაზარალებულთათვის.”
3. საქმე 10.480 (ელ სალვადორი), 1999 წლის27 იანვრის ანგარიში
59. 1999 წელს მშვიდობის აღდგენისთვის ელ სალვადორის 1993 წლის საყოველთაო ამნისტიის კანონთა დაკავშირებული საქმის შესახებ ანგარიშში ადამიანის უფლებათა ინტერ-ამერიკულმა კომისიამ განაცხადა:
“113. კომისიამ უნდა აღნიშნოს, რომ ეს კანონი ვრცელდებოდა ელ სალვადორში 1980 წლის 1 იანვრიდან 1992 წლის 1 იანვრამდე ადამიანის უფლებათა მძიმე დარღვევებზრ, მათ შორის მათზე, რომლებიც შეისწავლა და დაადგინა სიმართლის კომისიამ. კერძოდ კი მისი მოქმედება სხვასთან ერთად ვრცელდებოდა ისეთ დანაშაულებზე, როგორიცაა გაუსამართლებელ მკვლელობები, წამება და ადამიანთა იძულებით გაუჩინარება. ამ დანაშაულთა ნაწილი მიიჩნევა იმგვარი სიმძიმის, რომ ამართლებს საგანგებო შეთანხმებების მიღებას ამ საკითხზე და დაუსჯელობის პრევენციის სპეციალური ზომების გათვალისწინებას ამასთან მიმართებით, მათ შორის უნივერსალურ იურისდიქციას და შეზღუდვების შესახებ კანონის მოქმედების გაუვრცელებლობას...
...
115. კომისია ასევე აღნიშნავს, რომ [ამ კანონის] მე-2 მუხლი ფაქტიურად გავრცელდა [ჟენევის 1949 წლის კონვენციების] საერთო მე-3 მუხლის დარღვევებზე და [1977 წლის II დამატებითი ოქმის], რაც ჩაიდინეს სახელმწიფოს წარმომადგენლებმა ელ სალვადორში მიმდინარე შეიარაღებული კონფლიქტის დროს. ...
...
123. ... საყოველთაო ამნისტიის შესახებ კანონის დამტკიცებითა და ამოქმედებით სალვადორის სახელმწიფომ დაარღვია [1969 წლის ადამიანის უფლებათა ამერიკული კონვენციის] 8.1 მუხლით გათვალისწინებული უფლება მართლმსაჯულების გარანტიებზე, წამების მსხვერპლთა და მათ ნათესავთა საზიანოდ..., რომელთაც ხელი შეეშალათ სამოქალაქო სასამართლოებში მიეღოთ სამართლიანი დაკმაყოფილება; და ყველაფერი ეს მოხდა კონვენციის 1.1 მუხლთან მიმართებით.
...
129. ...ამნისტიის კანონის მიღებითა და ამოქმედებით ელ სალვადორმა დაარღვია [1969 წლის ადამიანის უფლებათა ამერიკული კონვენციის] 25-ე მუხლით გათვალისწინებული უფლება სასამართლო წესით დაცვაზე, გადარჩენილ მსხვერპლთა საზიანოდ...”
თავის დასკვნაში ადამიანის უფლებათა ინტერ-ამერიკულმა კომისიამ განაცხადა, რომ ელ სალვადორმა “იგივე პირებთან მიმართებით, ასევე დაარღვია 1949 წლის ჟენევის ოთხი კონვენციის მე-3 მუხლი და [1977 წლის II დამატებითი ოქმის] მე-4 მუხლი”. უფრო მეტიც, დაზარალებულთა უფლებების დასაცავად რეკომენდებულია, რომ ელ სალვადორმა “თუკი საჭიროა ... გააუქმოს ეს კანონი ex-tunc”.
Q. ადამიანის უფლებათა ინტერ-ამერიკული სასამართლო
60. ბარიოს ალტოს (Barrios Altos) საქმეზე მიღებულ გადაწყვეტილებაში (2001 წლის 14 მარტი, არსებითი განხილვა), რაც მოიცავდა პერუს ამნისტიის კანონის კანონიერების საკითხს, ადამიანის უფლებათა ინტერ-ამერიკულმა სასამართლომ შემდეგი განაცხადა:
“41. ეს სასამართლო მიიჩნევს, რომ ამნისტიასთან დაკავშირებული ყველა ნორმა, ასევე პასუხისმგებლობის შემცირებაზე მიმართული ნორმები და ღონისძიებათა დადგენა დაუშვებელია, რადგანაც ისინი დაგეგმილია იმ პირთა მიმართ გამოძიებისა და დასჯის თავიდან ასაცილებლად, რომელნიც პასუხისმგებელნი არიან ადამიანის უფლებათა მძიმე დარღვევებზე, როგორიცაა წამება, სასამართლოსგარეშე, დაუყოვნებელი და თვითნებური სიცოცხლის მოსპობა და იძულებითი გაუჩნარება, ყველა მათგანი აკრძალულია, რადგანაც არღვევს ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართლის აღიარებულ აბსოლუტურ უფლებებს.
42. სასამართლო, კომისიის მიერ წარმოდგენილი არგუმენტების შესაბამისად, რასაც არ დაეთანხმა სახელმწიფო, მიიჩნევს, რომ პერუს მიერ მიღებული ამნისტიის კანონი ამ საქმეზე დაზარალებულთა ნათესავებსა და გადარჩენილ დაზარალებულებს უსპობს შესაძლებლობას, მათ მოუსმინოს მოსამართლემ ...; ისინი არღვევს სასამართლო წესით დაცვის უფლებას ...; ისინი გამორიცხავს გამოძიებას, იმ პირთა დაკავებას, სახელმწიფო ბრალდებასა და მსჯავრდებას, რომელნიც პასუხისმგებელნი არიან ბარიოს ალტოსში მომხდარ მოვლენებზე, რითაც დაირღვა [1969 წლის ადამიანის უფლებათა ამერიკული კონვენციის] 1.1 მუხლი და ჩიხში შევიდა საქმის ფაქტობრივ გარემოებათა დაზუსტება. და ბოლოს, [1969 წლის ადამიანის უფლებათა ამერიკულ კონვენციასთან] შეუსაბამო თვით-ამნისტირების კანონმდებლობის მიღება გულისხმობს, რომ პერუმ ვერ შეასრულა საკუთარი ვალდებულება, მიეღო [1969 წლის ადამიანის უფლებათა ამერიკულ კონვენციის] მე-2 მუხლის შესაბამისი შიდა კანონმდებლობა.
43. სასამართლო მიიჩნევს, რომ ხაზი უნდა გაესვას იმას, რომ [1969 წლის ადამიანის უფლებათა ამერიკულ კონვენციის] 1.1 და მე-2 მუხლით დადგენილი ზოგადი ვალდებულებების ჭრილში ხელშემკვრელი სახელმწიფოები ვალდებულია არიან ყველა ზომა მიიღონ იმის უზრუნველსაყოფად, რომ არავის ჩამოერთმევა სასამართლოს წესით დაცვის და მარტივ და ეფექტიან ანაზღაურებაზე უფლებით სარგებლობის შესაძლებლობა, [1969 წლის ადამიანის უფლებათა ამერიკულ კონვენციის] მე-8 და 25-ე მუხლების ჭრილში. შესაბამისად [1969 წლის ადამიანის უფლებათა ამერიკულ კონვენციის] მონაწილე სახელმწიფოებმა, რომელთაც მიიღეს საპირისპირო მოქმედების კანონმდებლობა, როგორიცაა თვით-ამნისტიის კანონები, დაარღვიეს [1969 წლის ადამიანის უფლებათა ამერიკულ კონვენციის] მე-8 და 25-ე მუხლები 1.1 და მე-2 მუხლებთან მიმართებით. თვით-ამნისტირების კანონმდებლობა იწვევს დაზარალებულთა დაუცველობას და ახალისებს დაუსჯელობას; შესაბამისად, ისინი აშკარად შეუსაბამობაშია კონვენციის მიზნებთან და სულისკვეთებასთან. ამგვარი კანონი გამორიცხავს იმ პირთა იდენტიფიცირებას, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან ადამიანის უფლებათა დარღვევებზე, რადგანაც ჩიხში შეყავს გამოძიება და სასამართლოზე ხელმისაწვდომობა და დაზარალებულებსა და მათ ახლობლებს ხელს უშლის, იცოდნენ სიმართლე და მიიღონ შესატყვისი რეპარაცია.
44. თვითამნისტირების კანონმდებლობისა და ადამიანის უფლებათა ამერიკული კონვენციის აშკარა შეუსაბამობის გათვალისწინებით ამ კანონმდებლობას ვერ ექნება სამართლებრივი ძალა და ვერ შეძლებს დააბრკოლოს საქმის გარემოებების გამოძიება და პასუხისმგებელ პირთა დასჯა, მათ ვერ ექნება იგივე ან მსგავსი ზეგავლენა პერუში მომხდარ სხვა საქმეებზე, რომლებზეც [1969 წლის ადამიანის უფლებათა ამერიკულ კონვენციით] აღიარებული უფლებები დაირღვა.”
თავის დამადასტურებელ მოსაზრებაში მოსამართლე ანტონიო ა. კანკადო ტრინიდადმა დასძინა:
“13.საერთაშორისო დონეზე აღიარებული ადამიანის უფლებების დარღვევისთვის, მათ შორის თვით-ამნისტირების კანონმდებლობის მიღებითა და ამოქმედებით გამოწვეული დარღვევები, სახელმწიფოს საერთაშორისო პასუხისმგებლობა და ადამიანის უფლებათა და საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის მძიმე დარღვევების ჩამდენ სახელმწიფოს წარმომადგენელთა ინდივიდუალური პასუხისმგებლობა მედლის ორი მხარეა ადამიანების ხოცვის, დაუსჯელობისა და უსამართლობის წინააღმდეგ. აუცილებელი იყო მრავალი წლის გასვლა ამ დასკვნამდე მისასვლელად, რაც, თუკი შესაძლებელია, ასევე აქტუალურია და ჩემთვის მეტად ძვირფასია, საყოველთაო იურიდიული მრწამსის გაღვიძება როგორც საერთაშორისო სამართლის par excellence მატერიალური წყარო.
61. საქმეზე ალმონაციდ-არელანო და სხვები ჩილეს წინააღმდეგ (Almonacid-Arellano et al v. Chile), 2006 წლის 26 სექტემბრის გადაწყვეტილება (წინასწარი პროტესტი, საქმის არსებითი განხილვა, რეპარაციები და ხარჯები) ადამიანის უფლებათა ინტერ-ამერიკულმა სასამართლომ აღნიშნა:
“154. ne bis in idem პრინციპი, მიუხედავად იმისა რომ აღიარებულია ამერიკული კონვენციის 8.4 მუხლით, არ არის აბსოლუტური უფლება და შესაბამისად არ ვრცელდება როდესაც: i) იმ სასამართლოს ჩარევა, რომელმაც განიხილა საქმე და გადაწყვიტა მისი შეწყვეტა ან იმ პირის გამართლება, რომელიც პასუხისმგებელია ადამიანის უფლებათა ან საერთაშორისო სამართლის დარღვევაზე, მიმართული იყო ბრალდებულის სისხლის სამართლის პასუხისმგებლობისგან დაცვისკენ; ii) საქმისწარმოება არ წარიმართა დამოუკიდებლად და მიუკერძოებლად, შესაბამისი პროცედურული გარანტიების შესაბამისად, ან iii) არ არსებობდა რეალური განზრახვა, მართლმსაჯულებისთვის წარედგინათ პასუხისმგებლობის მატარებელი პირები. წინამდებარე გარემოებებში მიღებული გადაწყვეტილება წარმოადგენს ‘მოჩვენებით’ ან ‘ყალბ’ res judicata საქმეს. მეორე მხრივ სასამართლოს ჯერა, რომ ადამიანის უფლებების დარღვევისთვის ან ადამიანობის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულებზე პასუხისმგებელ პირთა იდენტობის დადასტურების შესაძლებლობის შემქმნელი ახალი ფაქტების ან მტკიცებულების აღმოჩენის შემთხვევაში შესაძლებელია გამოძიების განახლება, მაშინაც, თუ საქმე დასრულდებოდა გამართლებით, საბოლოო გადაწყვეტილების შედეგად, რადგანაც მართლმსაჯულების მითითებები, დაზარალებულთა უფლებები და ამერიკული კონვენციის სულისკვეთება და შინაარსი ne bis in idem პრინციპზე უპირატესია.
155. წინამდებარე საქმეზე, აღნიშნულ პირობათაგან ორი შესრულებულია. პირველი, საქმე მოისმინა სასამართლოებმა, რომლებიც არ იცავდა იურისდიქციის, დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობის გარანტიებს.მეორე, #2.191 კანონის მოქმედება სავარაუდოდ პასუხისმგებელ პირთა სასამართლოების წინაშე წარდგენას გამორიცხავდა და მხარს უჭერდა ბატონი ალმონასიდ-არელანოს წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულებისთვის დაუსჯელობას. შესაბამისად, სახელმწიფო ვერ დაეყრდნობა ne bis in idem პრინციპს სასამართლოს განკარგულების დაცვისგან თავის ასარიდებლად (supra 147-ე პარაგრაფი).”
62. იგივე მიდგომა გაიზიარეს საქმეზე ლა კანტუტა პერუს წინააღმდეგ (La Cantuta v Peru), 2006 წლის 29 ნოემბრის გადაწყვეტილება (არსებითი მხარე, რეპარაცია და ხარჯები), რომლის შესაბამისი ნაწილები შემდეგი შინაარსისაა:
“151. აღნიშნულთან მიმართებით კომისიამ და წარმომადგენლებმა დაადასტურეს, რომ ეს სახელმწიფო დაეყრდნო ორმაგი პასუხისმგებლობის კონცეფციას ამ დანაშაულის ზოგიერთ სავარაუდო ჩამდენთა დასჯის თავიდან ასაცილებლად; თუმცა, ხელახალი პასუხისმგებლობა ამ შემთხვევაში არ ვრცელდება, რადგანაც მათი საქმე განიხილა სასამართლომ, რომელსაც არ ქონდა იურისდიქცია, არ იყო დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი და ვერ დააკმაყოფილა კომპეტენტური იურისდიქციისთვის დადგენილი მოთხოვნების. ამასთან, ამ სახელმწიფომ დაადასტურა, რომ ‘სხვა პირების ჩართვა, რომელთაც შესაძლოა დაეკისროთ სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა, წარმოადგენს ნებისმიერი ახალი დასკვნების საგანს, რაც მიიღწევა Ministerio Público-ს [საერთო პროკურორის სამსახური] და სასამართლო ხელისუფლების მიერ ამ მოვლენათა გამოძიებისას და სასჯელების განსაზღვრისას’ და რომ ‘სამხედრო სასამართლოს გადაწყვეტილებას, შეწყვიტოს საქმე, საერთო პროკურორის სამსახურის წინასწარი გამოძიებისთვის არ აქვს სამართლებრივი ღირებულება. შესაბამისად ორმაგი პასუხისმგებლობისგან დაცვა ამ შემთხვევაში არ მოქმედებს.’
152. ამ სასამართლომ ადრე განაცხადა ბარიოს ალტოს საქმეზე(Case of Barrios Altos) რომ
ეს სასამართლო მიიჩნევს, რომ ამნისტიის შესახებ ნორმები, ასევე პასუხისმგებლობის შემცირებაზე მიმართული ღონისძიებების წარმომშობი და დამდგენი ნორმები დაუშვებელია, რადგანაც მიმართულია იმ პირთა წინააღმდეგ გამოძიებისა და სასჯელის შეფარდების აცილებაზე, ვინც პასუხისმგებელია ადამიანის უფლებათა მძიმე დარღვევებზე, როგორიცაა წამება, სამართლებრივ საფუძველს მოკლებული, დაუყოვნებლად ან თვითნებურად სიცოცხლის მოსპობა და იძულებითი გაუჩინარება, ყველა მათგანი აკრძალულია, რადგანაც არღვევს ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართლით აღიარებულ აბსოლუტურ უფლებებს.
153.კონკრეტულად კი, ორმაგი პასუხისმგებლობის კონცეფციასთან მიმართებით სასამართლომ ახლახანს დაადგინა, რომ non bis in idem პრინციპი ვერ გავრცელდება, თუკი სამართალწარმოებას, რომლის შედეგადაც საქმის წარმოება შეწყდა ან ადამიანის უფლებათა დამრღვევი გამართლდა, საერთაშორისო სამართლის დარღვევით, ბრალდებულის სისხლის სამართლის პასუხისმგებლობისგან გათავისუფლება მოყვა შედეგად, ან როდესაც სამართალწარმოება არ წარიმართა დამოუკიდებლად და მიუკერძოებლად, მოქმედი კანონმდებლობის თანახმად. ზემოთ აღწერილ გარემოებებში მიღებული გადაწყვეტილება ხელახალი გასამართლების მხოლოდ ‘ფიქციურ’ ან ‘ყალბ’ საფუძვლებს ქმნის.
154. შესაბამისად, დანაშაულის სავარაუდო ჩამდენთა (supra 80.82 პარაგრაფი) მიმართ, ვინც სამხედრო სასამართლომ გაათავისუფლა, თავის საჩივარში Procuraduría Ad Hoc-მა (Ad Hoc პროკურორის სამსახური) სამხედრო სასამართლოს მიერ საქმის შეწყვეტის განკარგულება დაუშვებლად მიიჩნია, საქმისწარმოების ფარგლებში, რომელიც მიმართული იყო დაუსჯელობის მიკუთვნებაზე, როგორც სამართლებრივ დაბრკოლებაზე, სახელმწიფო ბრალდების წარმოებისას ან საბოლოო გადაწყვეტილების მიღებისას, ვინაიდან მოსამართლეებს არ ქონდათ იურისდიქცია და არ იყვნენ მიუკერძოებლები და შესაბამისად, ეს განკარგულება ვერ იქნება ორმაგი პასუხისმგებლობის საფუძველი.”
63. საქმეზე ანზუალდო კასტრო პერუს წინააღმდეგ (Anzualdo Castro v. Peru), 2009 წლის 22 სექტემბრის გადაწყვეტილება (წინასწარი პროტესტი, საქმის არსებითი მხარე, რეპარაცია და ხარჯები), ადამიანის უფლებათა ინტერ-ამერიკულმა სასამართლომ დაადგინა, რომ:
“182. ...სახელმწიფომ უნდა მოხსნას როგორც ფაქტობრივი ისე სამართლებრივი დაბრკოლებები, რაც ხელს უშლის ფაქტობრივი გარემოებების ეფექტიან გამოძიებას და თანმდევი სამართლებრივი საქმისწარმოების განვითარებას და უნდა გამოიყენოს ყველა საშუალება, ამგვარი გამოძიების წარმოებისთვის და საქმისწარმოებისთვის, რათა უზრუნველყოს მსგავსი ფაქტების განმეორების გამორიცხვა. განსაკუთრებით ეს ეხება იძულებით გაუჩინარებას, რასაც ადგილი ქონდა სისტემატური პრაქტიკის კონტექსტში ან გაუჩინარების პრაქტიკას სახელმწიფოს წარმომადგენლები ატარებდნენ; შესაბამისად, სახელმწიფოს არ უნდა შეეძლოს ამტკიცოს ან აამოქმედოს კანონმდებლობა ან ეროვნული სამართლებრივი ნორმები, არსებული ან მომავალი, რომლითაც ირღვევა სასამართლოს გადაწყვეტილება გამოძიებაზე და აქედან გამომდინარე სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობაზე. აქედან გამომდინარე და საქმეზე ბარიოს ალტოსი პერუს წინააღმდეგ (Barrios Altos V. Peru) გადაწყვეტილების მიღების შემდეგ ტრიბუნალის განკარგულების შესაბამისად, სახელმწიფო ვეღარ მიმართავს ამნისტიის კანონმდებლობას, რომელსაც არ ექნება მიმდინარე ან სამომავლო სამართლებრივი ეფექტი (supra 163-ე პარაგრაფი), ან ვერ დაეყრდნობა კონცეფციებს, როგორიცაა კანონი სისხლის სამართლებრივი მოქმედებების შეზღუდვაზე, res judicata პრინციპი და ორმაგი პასუხისმგებლობისგან დაცვა, ან სხვა ღონისძიებების გამოყენება, რაც მიმართულია პასუხისმგებლობის შემცირებაზე, გამოძიების ვალდებულებისგან და პასუხისმგებელ პირთა დასჯის ვალდებულებისგან თავის დაღწევის მიზნით.”
64. საქმეზე გელმანი ურუგვაის წინააღმდეგ(Gelman v. Uruguay) (2011 წლის 24 თებერვლის გადაწყვეტილება, არსებითი მხარე და რეპარაცია), ინტერ-ამერიკულმა სასამართლომ სრულად გააანალიზა საერთაშორისო სამართლით გათვალისწინებული პოზიცია ადამიანის ძირითად უფლებათა მძიმე დარღვევებისთვის ამნისტიის გავრცელებასთან დაკავშირებით. გადაწყვეტილების შესაბამისი ნაწილები შემდეგი შინაარსისაა:
“184.ადამიანის უფლებათა დარღვევების გამოძიების ვალდებულება იმ პოზიტიურ ღონისძიებებში ექცევა, რაც სახელმწიფოებმა უნდა გაატარონ კონვენციით აღიარებული უფლებების უზრუნველსაყოფად და მეტადრე სამართლებრივი დაცვის საშუალებათა ქონის ვალდებულებაა ვიდრე შედეგების ვალდებულება, რაც სახელმწიფომ უნდა მიიღოს სამართლებრივი ვალდებულების სახით და არა როგორც არაეფექტურობისთვის განწირული სრული ფორმალობა, რომელიც დამოკიდებულია დაზარალებულთა ან მათ ნათესავთა პროცედურულ ინიციატივაზე ან კერძო პირთა მიერ მტკიცებულების წარმოდგენაზე.
...
189. აღნიშნული საერთაშორისო ვალდებულება სახელმწიფო ბრალდებაზე და სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის დადგენის შემთხვევაში ადამიანის უფლებათა დამრღვევის დასჯაზე, ასახულია ვალდებულებაში, პატივი სცენ უფლებებს, რომლებიც გათვალისწინებულია ამერიკული კონვენციის 1.1 მუხლში და მოიცავს სახელმწიფოთა უფლებას მომართონ მთელი სახელმწიფო აპარატი და ზოგადად ყველა ის სტრუქტურა, რომლის მეშვეობითაც ხორციელდება საჯარო უფლებამოსილება, იმგვარად, რომ მათ შესწევს უნარი უზრუნველყონ ადამიანის უფლებებით თავისუფლად და სრულად სარგებლობის სამართლებრივი გარანტიები.
190. ამ ვალდებულების ნაწილის სახით სახელმწიფოებმა უნდა მოახდინონ კონვენციით აღიარებული უფლებების დარღვევების პრევენცია, მათი გამოძიება და დასჯა და ამასთან შესაძლებლობის ფარგლებში იმოქმედონ დარღვეული უფლების აღდგენისთვის და თუ საჭიროა, აღადგინონ ადამიანის უფლებების დარღვევით გამოწვეული ზიანი.
191. თუკი სახელმწიფო აპარატი ფუნქციონირებს იმგვარად, რომ დაუსჯელობა კვლავ აქტუალურია და შესაძლებლობის ფარგლებში ვერ აღადგენა დაზარალებულის უფლებებს, შესაძლოა დადასტურდეს, რომ სახელმწიფო ვერ ასრულებს ვალდებულებას, უზრუნველყოს მის იურისდიქციაში მყოფი პირების მიერ [უფლებებით] თავისუფალი და სრული სარგებლობა.
...
195.ამნისტიები და მსგავსი ფორმები სახელმწიფოთა მიერ შექმნილი დაბრკოლებებია გამოძიებისთვის და შესაბამსად, მათი დასჯისთვის, ვინც პასუხისმგბელია ადამიანის უფლებათა დარღვევებისთვის. ეს სასამართლო, ადამიანის უფლებათა ინტერ-ამერიკული კომისია, გაერო და ადამიანის უფლებათა დაცვის სხვა უნივერსალური და რეგიონული ორგანოები გადაწყვეტილებას იღებენ ადამიანის უფლებათა მძიმე დარღვევების შესახებ ამნისტიის კანონმდებლობის შეუსაბამობაზე საერთაშორისო სამართალთან და სახელმწიფოთა საერთაშორისო ვალდებულებებთან.
196. როგორც ეს აქამდე გადაწყდა, სასამართლომ გადაწყვეტილება მიიღო პერუსთან (ბარიოს ალტოსი და ლა კანტუტა (Barrios Altos and La Cantuta)), ჩილესთან (ალმონასიდ არელანო და სხვები (Almonacid Arellano et al.)) და ბრაზილიასთან (გომეს ლუნდი და სხვები (Gomes Lund et al.)) დაკავშირებული ადამიანის უფლებათა მძიმე დარღვევების საქმეებზე ამნისტიების შეუსაბამობაზე ამერიკულ კონვენციასთან.
197. ადამიანის უფლებათა ინტერ-ამერიკულ სისტემაში, რომლის ნაწილიც ურუგვაი გახდა საკუთარი სუვერენული გადაწყვეტილებით, ადამიანის უფლებების მძიმე დარღვევებთან მიმართებით სახელმწიფოს კონვენციურ ვალდებულებებთან ამნისტიის კანონმდებლობის შეუსაბამობაზე გადაწყვეტილება მრავალია. ამ სასამართლოს მიერ მითითებულ გადაწყვეტილებებთან ერთად ინტერ-ამერიკულმა კომისიამ წინამდებარე საქმეზე და არგენტინასთან, ჩილესთან, ელ სალვადორთან, ჰაიტისთან, პერუსთან და ურუგვაისთან დაკავშირებულ სხვა საქმეებზე დაასკვნა, მისი შეუსაბამობა საერთაშორისო სამართალთან. ინტერ-ამერიკულმა კომისიამ გაიხსენა, რომ მან:
გადაწყვეტილება მიიღო საკვანძო საქმეების მრავალ საკითხზე, რითაც მიეცა შესაძლებლობა, გამოეხატა საკუთარი მოსაზრება და მოეხდინა ამნისტიის კანონმდებლობის მოქმედებასთან დაკავშირებით საკუთარი დოქტრინის კრისტალიზება, იმის დადგენით, რომ აღნიშნული კანონმდებლობა არღვევს როგორც ამერიკულ დეკლარაციას, ასევე კონვენციას და რომ ‘გადაწყვეტილებები, რომლებიც ამნისტიასთან დაკავშირებით ადამიანის უფლებათა სხვა საერთაშორისო ორგანოების სტანდარტებთან შესაბამისობაშია, ერთხმად აცხადებს, რომ ამნისტიის კანონმდებლობა და ასევე ყველა შესატყვისი საკანონმდებლო ღონისძიება, რომელიც აბრკოლებს ან ასრულებს გამოძიებას და სახელმწიფოს წარმომადგენელთა პასუხისმგებლობაც, ვინც შესაძლოა პასუხისმგებელი იყოს ამერიკული დეკლარაციის ან კონვენციის დარღვევაზე, არღვევს აღნიშნული ინსტრუმენტების მრავალ ნორმას’.
198.საყოველთაო ფორუმზე, უშიშროების საბჭოსთვის წარდგენილ ანგარიშში სახელწოდებით კანონის უზენაესობა და გარდამავალი მართლმსაჯულება საზოგადოებებში, რომლებიც განიცდიან ან განიცადეს კონფლიქტები, გაეროს გენერალურმა მდივანმა აღნიშნა შემდეგი:
‘[...] გაეროს მიერ დამტკიცებული სამშვიდობო შეთანხმებები ვერ უზრუნველყოფს ამნისტიას გენოციდის, ომის დანაშაულების ან ადამიანობის წინააღდეგ მიმართული დანაშაულებისთვის, ან ადამიანის უფლებების მძიმე დარღვევებისთვის [...].’
199.იგივე გაგებით გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესმა კომისარმა დაასკვნა, რომ ამნისტიებს და სხვა ანალოგიური ღონისძიებებს წვლილი შეაქვს დაუსჯელობაში და წარმოადგენს დაბრკოლებას უფლებისთვის სიმართლეზე, რადგანაც ისინი ბლოკავს საქმის არსებით გარემოებათა გამოძიებას და შესაბამისად შეუსაბამოა სახელმწიფოს საერთაშორისო სამართლის სხვადასხვა წყაროებით დაკისრებულ ვალდებულებებთან. უფრო მეტიც, მშვიდობასა და შერიგებას შორის ყალბი დილემისა და მეორე მხრივ მართლმსაჯულების გათვალისწინებით მან განაცხადა, რომ:
‘მშვიდობის შენარჩუნების იმედით სასტიკ დანაშაულებზე პასუხისმგებელი პირების სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის გამომრიცხავი ამნისტიები ხშირად ვერ აღწევს დასახულ მიზანს და ნაცვლად ამისა ამნისტიის ბენეფიციართა შორის სხვა დანაშაულების ჩადენას ახალისებს. ამასთან, მშვიდობის შეთანხმებები მიიღწა ამნისტიის განხორციელების გარეშე ისეთ ვითარებებში, სადაც აღინიშნა, რომ ამნისტია აუცილებელი პირობა იყო და მრავალი შიშობდა, რომ სახელმწიფო ბრალდებები გაახანგრძლივებდა კონკრეტულ კონფლიქტს.’
200. ზემოთ აღნიშნულის შესაბამისად, დაუსჯელობის საკითხზე გაეროს სპეციალურმა მომხსენებელმა განაცხადა, რომ:
‘დარღვევების ჩამდენი პირები ვერ ისარგებლებენ ამნისტიით, სანამ დაზარალებულები ვერ მიაღწევენ მართლმსაჯულებას სამართლებრივი დაცვის ეფექტიანი საშუალებებით. ეს მოკლებული იქნება სამართლებრივ შედეგს რეპარაციის უფლებასთან დაკავშირებით დაზარალებულთა ქმედებებთან მიმართებით.’
201. გაეროს გენერალურმა ასამბლეამ იძულებითი გაუჩინარებისგან ყველა პირის დაცვის შესახებ დეკლარაციის მე-18 მუხლში დაადგინა, რომ ‘პირებმა რომელთაც ჩაიდინეს, ან რომელთა მიმართ არსებობს ვარაუდი რომ ჩაიდინეს [იძულებითი გაუჩინარება] ვერ უნდა ისარგებლონ რაიმე სპეციალური ამნისტიის კანონმდებლობით ან მსგავსი ღონისძიებებით, რასაც შესაძლოა ქონდეს მათი სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისგან ან სასჯელისგან გათავისუფლების ეფექტი’.
202. 1993 წელს ვენაში გამართულ ადამიანის უფლებათა მსოფლიო კონფერენციაზე მიღებულ დეკლარაციასა და სამოქმედო პროგრამაში აღნიშნულია, რომ სახელმწიფოებმა ‘თავი უნდა აარიდონ კანონმდებლობას, რომელიც მხარს უჭერს ადამიანის უფლებათა მძიმე დარღვევებზე პასუხისმგებელ პირთა ამნისტიას და სასჯელი შეუფარდოს დარღვევებისთვის’ და ხაზგასმულია, რომ ამ საქმეებზე სახელმწიფოებს ევალებათ პირველ ყოვლისა თავიდან აიცილონ ეს დარღვევები და მათი ჩადენის შემდეგ უზრუნველყონ ამ ქმედებათა ჩამდენ პირთა მიმართ სისხლის სამართლის საქმისწარმოება.
203. გაეროს იძულებითი ან არანებაყოფლობითი გაუჩინარების საკითხებზე მომუშავე კომისია სხვადასხვა შემთხვევებში შეეხო ამნისტიებს იძულებითი გაუჩინარების საქმეებზე.იძულებითი გაუჩინარებისგან ყველა პირის დაცვის შესახებ დეკლარაციის მე-18 მუხლთან დაკავშირებით თავის ზოგად კომენტარებში მან აღნიშნა, რომ ამნისტიის კანონმდებლობას დეკლარაციის ნორმების საპირისპიროდ მიიჩნევს, იმის გათვალისწინებითაც, რომ ის დაამტკიცა რეფერენდუმმა ან მსგავსი საკონსულტაციო პროცესის შედეგად, თუკი პირდაპირ ან არაპირდაპირ, მისი მოქმედების გავრცელებით ან აღსრულებით ის წყვეტს სახელმწიფოს ვალდებულებას იმ პირების მიმართ გამოძიებაზე, სახელმწიფო ბრალდებასა და მსჯავრდებაზე, ვინც პასუხისმგებელია გაუჩინარებაზე, თუკი მალავს აღნიშნულ ქმედებათა ჩამდენ პირთა სახელებს ან ათავისუფლებს მათ.
204. ამასთან იგივე სამუშაო ჯგუფმა განაცხადა წუხილი იმასთან დაკავშირებით, რომ კონფლიქტის შემდგომ ვითარებაში მიიღება ამნისტიის კანონები და სხვა ღონისძიებები ტარდება, რაც იწვევს დაუსჯელობას და შეახსენა სახელმწიფოებს, რომ:
გაუჩინარებასთან ბრძოლისას პრევენციის ეფექტიანი ღონისძიებები არსებითია. მათ შორის ის აღნიშნავს იძულებითი გაუჩინარების ჩადენაში ბრალდებულ პირთა მართლმსაჯულების წინაშე წარდგენას, იმის უზრუნველყოფით, რომ მათ საქმეს განიხილავს, მხოლოდ კომპეტენტური სამოქალაქო სასამართლოები და რომ ისინი ვერ ისარგებლებენ ამნისტიის სპეციალური კანონით ან სხვა მსგავსი ღონისძიებებით, რომელიც უზრუნველყოფს სისხლის სამართალწარმოებისგან ან სასჯელებისგან გათავისუფლებას და დაზარალებულებსა და მათ ოჯახებს სთავაზობს დაკმაყოფილებას და ადეკვატურ კომპენსაციას.
205. საყოველთაო ფორუმზე საერთაშორისო ხელშეკრულებებით დაფუძნებული ადამიანის უფლებათა დაცვის ორგანოები ინარჩუნებენ იმ ამნისტიების აკრძალვის შესახებ იგივე სტანდარტებს, რომლებიც თავიდან იცილებს ადამიანის უფლებათა მძიმე დანაშაულების ჩამდენთა მიმართ გამოძიებასა და დასჯას. ადამიანის უფლებათა კომიტეტმა თავის 31-ე კომენტარში განაცხადა, რომ სახელმწიფოებმა უნდა უზრუნველყონ საერთაშორისო სამართლით ან ეროვნული კანონმდებლობით აღიარებული დარღვევებისთვის, მათ შორის წამების და სხვა სასტიკი, არაადამიანური ან დამაცირებელი მოპყრობისთვის, სიცოცხლის დაუყოვნებელი მოსპობისთვის და თვითნებური დაკავებისთვის, ასევე იძულებითი გაუჩინარებისთვის პასუხისმგებელ პირთა მართლმსაჯულების წინაშე წარდგენა და არ უნდა შეეცადონ, ამ დარღვევათა ჩამდენი პირების სამართლებრივი პასუხისმგებლობისგან გათავისუფლება, რასაც ადგილი ქონდა კონკრეტული ამნისტიის კანონმდებლობასთან დაკავშირებით.
206.ადამიანის უფლებათა კომიტეტმა გადაწყვეტილება მიიღო ინდივიდუალურ პეტიციებზე და ქვეყნის შესახებ ანგარიშებში საქმეზე ჰუგო როდრიგესი ურუგვაის წინააღმდეგ (Hugo Rodríguez v. Uruguay) მითიტებით აღნიშნა, რომ ვერ გაიზიარებდა სახელმწიფოს პოზიციას იმის შესახებ, რომ ვალდებული არ იყო გამოეძიებია ამნისტიის კანონამდე არსებული რეჟიმისას ჩადენილი ადამიანის უფლებათა დარღვევები და დაადასტურა, რომ ადამიანის უფლებათა მძიმე დარღვევებზე ამნისტიის გავრცელება შეუსაბამობაშია სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ ზემოთ აღნიშნულ საერთაშორისო პაქტთან, კვლავ განმარტა რა, რომ ამნისტიას წვლილი შეაქვს დაუსჯელობის ატმოსფეროს შექმნაში, რაც თავის მხრივ საფრთხეში აყენებს დემოკრატიულ წესრიგს და ახალისებს ადამიანის უფლებათა სხვა მძიმე დარღვევებს.
...
209. ასევე უნივერსალურ ფორუმზე, საერთაშორისო სამართლის სხვა სფეროში, საერთაშორისო სისხლის სამართალში, ამნისტია და მსგავსი ნორმები დაუშვებლად მიიჩნევა. ყოფილი იუგოსლავიის საერთაშორისო სისხლის სამართლის ტრიბუნალმა წამებასთან დაკავშირებულ საქმეზე მიიჩნია, რომ აზრს მოკლებული იყო ერთის მხრივ ადამიანის უფლებათა მძიმე დარღვევებზე შეზღუდვების შესახებ კანონის შენარჩუნება და მეორეს მხრივ იმ სახელმწიფო ღონისძიებებზე უფლებამოსილების მინიჭება, რომლებიც უშვებს ან პატიობს, ან ამნისტიის კანონებს ავრცელეს მათ ჩამდენებზე. მსგავსად ამისა სიერა ლეონეს სპეციალური სასამართლო მიიჩნევს, რომ აღნიშნული ქვეყნის ამნისტიის კანონები არ ვრცელდებოდა საერთაშორისო დანაშაულებზე. ამ უნივერსალური ტენდენციის კონსოლიდირება მოხდა აღნიშნული სტანდარტის გაეროს მიერ უკანასკნელ პერიოდში შექმნილი სპეციალური ტრიბუნალების წესდების შემუშავებაში ასახვით. აღნიშნულთან მიმართებით როგორც გაეროს შეთანხმებებში ლიბანის რესპუბლიკასთან და კამბოჯის სამეფოსთან, ასევე ლიბანის სპეციალური ტრიბუნალის, სიერა ლეონეს სპეციალური სასამართლოსა და კამბოჯის სასამართლოების საგანგებო პალატების წესდებები მოიცავდა ტექსტებს, დებულებებს, რომლებიც მიუთიტებს, რომ მიღებული ამნისტიები არ უნდა წარმოადგენდეს ამ ტრიბუნალების იურისდიქციაში მოქცეული დანაშაულებისთვის პასუხისმგებელ პირთა წინააღმდეგ საქმისწარმოების დაბრკოლებას.
210. მსგავსად ამისა, საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის ჟენევის კონვენციის II დამატებითი ოქმის 6.5 მუხლის განმარტებისას ICRC-იმ განაცხადა, რომ ამნისტიები ვერ დაიცავს ომის დანაშაულთა ჩამდენ პირებს:
II დამატებითი ოქმის მე-6 მუხლის მე-5 პუნქტის მიღებისას სსრკ-მ განაცხადა საკუთარი მოსაზრების დასაბუთებაში, რომ ეს ნორმა არ შეიძლება განიმარტოს იმგვარად, რომ უშვებდეს ომის დამნაშავეთა და ადამიანობის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულებზე პასუხისმგებელ პირთა მიერ მკაცრი სასჯელისგან თავის დაღწევას. ICRC ეთანხმება ამ განმარტებას. ამნისტია ასევე შეუსაბამობაში იქნებოდა წესთან, რომელიც მოთხოვს სახელმწიფოებისგან გამოიძიონ და სახელმწიფო ბრალდება აწარმოონ პირთა მიმართ, რომლებთან მიმართებითაც არსებობს ეჭვი, რომ ჩაიდინეს ომის დანაშაულები არასაერთაშორისო შეიარაღებულ კონფლიქტებში(...).
211. საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის ეს ნორმა და ამ დამატებითი ოქმის 6.5 მუხლის განმარტება მიიღო ადამიანის უფლებათა ინტერ-ამერიკულმა კომისიამ და გაეროს ადამიანის უფლებათა კომიტეტმა.
212. ადამიანის უფლებათა მძიმე დარღვევებთან დაკავშირებული ამნისტიების უკანონობა საერთაშორისო სამართალთან მიმართებით დაადასტურა სასამართლოებმა და ადამიანის უფლებათა დაცვის ყველა რეგიონულმა სისტემამ.
213. ევროპულ სისტემაში ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ მიიჩნია, რომ სამართლებრივი დაცვის ეფექტიან საშაულებებთან მიმართებით მეტად მნიშვნელოვანია, რომ ისეთ დანაშაულებთან დაკავშირებული სისხლის სამართლის საქმისწარმოება, როგორიცაა წამება, ადამიანის უფლებათა მძიმე დარღვევების შემცველი ქმედება, არ უნდა შეფერხდეს შეზღუდვების შესახებ კანონით ან ამასთან დაკავშირებით ამნისტიის ან შეწყალების გავრცელებით. სხვა საქმეებზე, აღინიშნა, რომ როდესაც სახელმწიფოს წარმომადგენელი ბრალდებულია დანაშაულისთვის, რომელიც არღვევს ევროპული კონვენციის მე-3 მუხლს (სიცოცხლის უფლება), სისხლის სამართალწარმოება და გადაწყვეტილება არ უნდა შეფერხდეს და ამნისტიის გავრცელება არ არის დაშვებული.
214. ადამიანის და ხალხთა უფლებების შესახებ აფრიკული კომისია მიიჩნევს, რომ ამნისტიის კანონმდებლობა ვერ დაიცავს მის მიმღებ სახელმწიფოს, საერთაშორისო ვალდებულებათა შესრულებისგან და დამატებით აღნიშნავს, რომ ამნისტიის გავრცელებით ადამიანის უფლებათა მძიმე დარღვევების ჩამდენთა მიმართ სახელმწიფო ბრალდების წარმოების აკრძალვით სახელმწიფო არა მხოლოდ ხელს უწყობს დაუსჯელობას, არამედ ასევე ჭრის ამ დარღვევათა გამოძიების შესაძლებლობას და ამ დანაშაულთა შედეგად დაზარალებულთათვის რეპარაციის მიღების ეფექტიან საშუალებებს.
...
F. ამნისტიის კანონმდებლობა და ამ სასამართლოს იურისდიქცია
225.ამ სასამართლომ დაადგინა, რომ ‘ამნისტიის ნორმები, შეზღუდვის წესის ნორმები და პასუხისმგებლობის გამორიცხვის დადგენა, რაც მიმართულია იმ პირთა მიმართ გამოძიებისა და სასჯელის თავიდან აცილებისკენ, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან ადამიანის უფლებათა მძიმე დარღვევებზე, როგორიცაა წამება, დაუყოვნებელი, სასამართლოს გარეშე და თვითნებურად სიცოცხლის მოსპობაზე და იძულებით გაუჩინარებაზე, დაუშვებელია, რადგანაც ესენი აკრძალულია ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართლით აღიარებული აბსოლუტურ უფლებებთან შეუსაბამობის გამო.’
226. აღნიშნულთან მიმართებით ამნისტიის შესახებ კანონები ადამიანის უფლებათა მძიმე დარღვევებთან მიმართებით პირდაპირ შეუსაბამობაშია ამ უკანასკნელთან და სან ხოსეს პაქტის სულისკვეთებასთან, რამეთუ არღვევს 1.1 და მე-2 მუხლების მოთხოვნებს, ვინაიდან აბრკოლებს იმ პირთა მიმართ გამოძიებასა და სასჯელის შეფარდებას, ვინც პასუხისმგებელია ადამიანის უფლებათა მძიმე დარღვევებზე და შედეგად ხელს უშლის დაზარალებულებსა და მათ ოჯახებს მომხდარის შესახებ სიმართლეზე ხელმისაწვდომობასა და შესაბამის რეპარაციაში, რაც საფრთხის ქვეშ აყენებს შესაბამის საქმეებზე მართლმსაჯულების სრულად, დროულად და ეფექტიანად აღსრულებას. თავის მხრივ ეს ახალისებს დაუსჯელობას და თვითნებობას, ასევე მნიშვნელოვან ზიანს აყენებს კანონის უზენაესობას, რა მიზეზითაც საერთაშორისო სამართლის ჭრილში, ისინი აღიარებულია სამართლებრივი ძალის არ მქონედ.
227. კერძოდ კი, ამნისტიის კანონმდებლობა აზიანებს სახელმწიფოს საერთაშორისო ვალდებულებას, გამოიძიოს და სასჯელი დაადგინოს ადამიანის უფლებათა მძიმე დარღვევებზე, რადგანაც ისინი ხელს უშლიან დაახლოებულ პირებს უფლების განხორციელებაში, მათ მოუსმინოს მოსამართლემ, როგორც ეს აღნიშნულია ამერიკული კონვენციის 8.1 მუხლში, შესაბამისად ირღვევა სასამართლოს მხრიდან დაცვის უფლება, რაც კონკრეტულად არის ასახული კონვენციის 25-ე მუხლში, გამოძიების, მოძიების, დაკავების, სახელმწიფო ბრალდებისა და დასჯის განუხორციელებლობისთვის, რითაც თავის მხრივ ირღვევა კონვენციის 1.1 მუხლი.
228. ამერიკული კონვენციის 1.1 და მე-2 მუხლებით გათვალისწინებული ზოგადი ვალდებულებების თანახმად, სახელმწიფო მხარეები ვალდებული არიან გაატარონ ყველა სახის ღონისძიებები, რათა უზრუნველყონ, რომ არავის ჩამოერთმევა სასამართლო წესით დაცვის და სამართლებრივი დაცვის მარტივი და ეფექტიანი დაცვის უფლებებით სარგებლობა, კონვენციის მე-8 და 25-ე მუხლებთან მიმართებით და მას შემდეგ რაც ამერიკული კონვენციის რატიფიცირება მოხდა, სახელმწიფოს ვალდებულებაა მიიღოს ყველა ზომა, ყველა იმ სამართლებრივი ნორმის გასაუქმებლად, რომელიც შესაძლოა წინააღმდეგობაში მოდიოდეს ამ ხელშეკრულებასთან, როგორც ეს მე-2 მუხლით არის გათვალისწინებული, როგორიცაა ადამიანის უფლებათა მძიმე დარღვევების გამოძიების დაბრკოლება, რაც თავის მხრივ გამოიწვევს დაზარალებულთა დაუცველობას და დაუსჯელობის წახალისებას და დაინტერესებულ პირებს შეუზღუდავს მომხდართან დაკავშირებით სიმართლის ცოდნის შესაძლებლობას.
229. კონვენციასთან შეუსაბამობა მოიცავს ადამიანის უფლებათა მძიმე დარღვევებისთვის ამნისტიას და ეს არ შემოიფარგლება დენომინირებულებით, ‘თვით-ამნისტიით’ და სასამართლო, უფრო მეტად ვიდრე მიღების პროცესი და ამნისტიის კანონის მიმღები ორგანო, მიმართავს საკუთარ ratio legis: საერთაშორისო სამართლის მძიმე დარღვევების დაუსჯელად დასატოვებლად. ამნისტიის კანონმდებლობის ამერიკულ კონვენციასთან შეუსაბამობა ადამიანის უფლებათა მძიმე დარღვევებისასა არ წარმოიშობა ფორმალური საკითხიდან, როგორიცაა მისი წარმომავლობა, არამედ მე-8 და 25-ე მუხლებით გათვალისწინებული უფლებების მატერიალური ასპექტიდან, კონვენციის 1.1 და მე-2 მუხლთან მიმართებით.
G. ფაქტების გამოძიება და ურუგვაის კანონმდებლობა ხანდაზმულობის შესახებ
...
240. ...ხანდაზმულობის შესახებ კანონის (რომელიც აღნიშნული მიზნებისთვის ამნისტიის კანონს წარმოადგენს) ნორმების ამოქმედებისას და შესაბამისად ფაქტების გამოძიების და იმ პირთა ამოცნობის, სახელმწიფო ბრალდებისა და შესაძლო დასჯის შეჩერებით, რომელთაც სავარაუდოდ გამოიწვიეს განგრძობადი და მუდმივი ზიანი, როგორსაც იწვევს იძულებითი გაუჩინარება, სახელმწიფომ დაარღვია თავისი ვალდებულება საკუთარი შიდა კანონმდებლობა მოეყვანა კონვენციის მე-2 მუხლთან შესაბამისობაში.”
65. საქმეზე გომეს ლუნდი და სხვები ბრაზილიის წინააღმდეგ (Gomes Lund et al (“Guerrilha do Araguaia”) v. Brazil) (2010 წლის 24 ნოემბრის გადაწყვეტილება, წინასწარი პროტესი, საქმის არსებითი მხარე, რეპარაცია და ხარჯები) ინტერ-ამერიკული სასამართლო კვლავ ძლიერ შეეწინააღმდეგა ამნისტიის მიკუთვნებას ადამიანის ძირითადი უფლებების მძიმე დარღვევებზე. საერთაშორისო სამართლის იგივე სტანდარტზე დაყრდნობით, როგორც ეს ზემოთ ნახსენებ გელმანის საქმეზე იყო, შემდეგი დაადგინა:
“171.როგორც ეს აშკარაა წინა პარაგრაფების შინაარსიდან, ადამიანის უფლებათა დაცვის ყველა საერთაშორისო ორგანომ და რეგიონის რამდენიმე მაღალი ინსტანციის სასამართლომ, რომელთაც ქონდათ შესაძლებლობა გადაწყვეტილება მიეღოთ ამნისტიის კანონის მოქმედების ფარგლებზე ადამიანის უფლებათა მძიმე დარღვევებზე და მათ შესაბამისობაზე ამ კანონების მიმღები სახელმწიფოს საერთაშორისო ვალდებულებებთან, აღნიშნეს, რომ ამნისტიის შესახებ ეს კანონები აზიანებს სახელმწიფოს საერთაშორისო ვალებულებას, გამოიძიოს აღნიშნული დარღვევები და შესაბამისი სასჯელი შეუფარდოს.
172. ამ სასამართლომ იგივე საკითხზე მანამდეც იმსჯელა და ვერ იპოვა სამართლებრივი საფუძველი მისი მუდმივი იურისდიქციიდან გადასახვევად, რომელიც უფრო მეტიც, ემთხვევა იმას, რაც ერთხმად დადგენილია საერთაშორისო სამართალში და ადამიანის უფლებათა დაცვის უნივერსალური და რეგიონული სისტემების ორგანოების პრეცედენტია. აღნიშნულთან მიმართებით, წინამდებარე საქმეზე სასამართლო კვლავ განმარტავს, რომ ‘ამნისტიის თესახებ ნორმები, შეზღუდვის შესახებ კანონის ნორმები და პასუხისმგებლობის გამორიცხვის დადგენა, რაც გამიზნულია იმ პირთა მიმართ გამოძიებისა და სასჯელის შეფარდების თავიდან აცილებაზე, რომელნიც პასუხისმგებელნი არიან ადამიანის უფლებათა მძიმე დარღვევებზე, როგორიცაა წამება, დაუყოვენებელი, სასამართლოსგარეშე და თვითნებურად სიცოცხლის მოსპობა და იძულებითი გაუჩინარება, დაუშვებელია, რაც თავის მხრივ აკრძალულია ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართლით აბსოლუტურად აღიარებულ უფლებებთან შეუსაბამობის გამო.’
...
175.მხარეთა შორის სადაო საკითხზე, საქმე ეხება თუ არა ამნისტიას, თვითამნისტიას ან ‘პოლიტიკურ შეთანხმებას’ სასამართლო აღნიშნავს, რომ, როგორც აშკარაა წინამდებარე საქმეში ჩამოყალიბებული კრიტერიუმიდან (supra 171-ე პარაგრაფი) კონვენციასთან შეუსაბამობა მოიცავს ადამიანის უფლებათა მძიმე დარღვევების ამნისტიას და არ შემოიფარგლება დენიმინირებულით, ‘თვითამნისტიით’. მსგავსად იმისა, რაც უკვე აღინიშნა, სასამართლო, მეტი ვიდრე მიღების პროცესი და ორგანო რომელმაც მიიღო ამნისტიის შესახებ კანონი, ეყრდნობა საკუთარ ratio legis: სამხედრო რეჟიმის მიერ საერთაშორისო სამართლის მძიმე დარღვევების დაუსჯელად დატოვებით. ადამიანის უფლებათა მძიმე დარღვევებზე მოქმედი ამნისტიის კანონების ამერიკის კონვენციასთან შეუსაბამობა არ მომდინარეობს ისეთი ფორმალური საკითხიდან, როგორიცაა წარმომავლობა, არამედ მე-8 და 25-ე მუხლებში გათვალისწინებული უფლებების დარღვევის მატერიალური ასპექტებიდან, კონვენციის 1.1 და მე-2 მუხლებთან მიმართებით.
176. ამ სასამართლომ თავის იურისდიქციაში დაადგინა, რომ ცნობილია, რომ ეროვნული სახელმწიფო ორგანოები კანონის უზენაესობას ექვემდებარებიან და ვალდებული არიან დაეყრდნონ მოქმედი სამართლებრივი კოდექსის ნორმებს. თუმცა, როდესაც სახელმწიფო ისეთი საერთაშორისო ხელშეკრულების მხარეა, როგორიცაა ამერიკული კონვენცია, მისი ყველა ორგანო, მათ შორის მოსამართლეები, მისი რეგულირების საგანს წარმოადგენენ და ვალდებული არიან უზურნველყონ, რომ კონვენციის ნორმების მოქმედება არ შემოიფარგლება იმ ნორმების მოქმედებით, რომლებიც ეწინააღმდეგება ამოცანასა და საბოლოო მიზანს და მოკლებულია სამართლებრივ ძალას. სასამართლო თავისი უფლებამოსილების ფარგლებში აღნიშნულთან მიმართებით საერთაშორისო დონეზე ვალდებულია, განახორციელოს ex officio ეროვნულ კანონმდებლობასა და ამერიკულ კონვენციას შორის ‘ურთიერთმიმართების კონტროლი’, ფაქტიურად შესაბამისი იურისდიქციის და შესატყვისი პროცედურული რეგულაციების ფარგლებში. ამ ამოცანის შესრულებისას სასამართლო ხელისუფლებამ უნდა გაითვალისწინოს არა მხოლოდ საერთაშორისო ხელშეკრულება, არამედ ასევე ინტერ-ამერიკული სასამართლოს, როგორც ბოლო ინსტანციის განმმარტებლის მიერ წარმოდგენილი ინტერპრეტაცია.”
66. უახლოეს წარსულში საქმეზე ელ მოზოტოსა და მიმდებარე ტერიტორიაზე განხორციელებული ხოცვა ელ სალვადორის წინააღმდეგ (The Massacres of El Mozote and Nearby Places v. El Salvador), 2012 წლის 25 ოქტომბრის გადაწყვეტილება, ინტერ-ამერიკულმა სასამართლომ განაცხადა შემდეგი (სქოლიოები მოხსნილია):
“283. საქმეზე გომეს ლუნდი ბრაზილიის წინააღმდეგ (Gomes Lund v. Brazil) და გელმანი ურუგვაის წინააღმდეგ (Gelman v. Uruguay), რომლებიც ამ სასამართლომ თავისი იურისდიქციის ფარგლებში განიხილა, სასამართლომ უკვე აღწერა და ვრცლად წარმოადგინა ამ სასამართლომ, ადამიანის უფლებათა ინტერ-ამერიკულმა კომისიამ, გაეროს ორგანოებმა, ადამიანის უფლებათა დაცვის სხვა რეგიონულმა ორგანიზაციებმა და საერთაშორისო სისხლის სამართლის სხვა სასამართლოებმა როგორ გადაწყვიტეს ადამიანის უფლებათა მძიმე დარღვევებზე ამნისტიის კანონმდებლობის მოქმედების გავრცელების შეუსაბამობა საერთაშორისო სამართალთან და სახელმწიფოთა საერთაშორისო ვალდებულებებთან. ეს იმიტომ მოხდა, რომ ამნისტიები და მსგავსი მექანიზმები სახელმწიფოების მიერ დასახელდა, როგორც ერთერთი დაბრკოლება თავისი ვალდებულების შესრულებისთვის, ეწარმოებინათ გამოძიება, სახელმწიფო ბრალდება და გამოეყენებიათ სასჯელი ადამიანის უფლებათა მძიმე დარღვევებისთვის პასუხისმგებელ პირთა წინააღმდეგ. ასევე ამერიკულ სახელმწიფოთა ორგანიზაციის რამდენიმე წევრმა სახელმწიფომ მათი მართლმსაჯულების უმაღლესი სასამართლოების მეშვეობით აღნიშნული სტანდარტის ინკორპორირება მოახდინეს თავიანთი საერთაშორისო ვალდებულებების კეთილსინდისიერად შესრულებით. შედეგად, ამ საქმის მიზნებისთვის, სასამართლო კვლავ განმარტავს ‘ამნისტიის შესახებ ნორმების, პასუხისმგებლობის გამორიცხვის გათვალისწინებისა და დადგენის შესახებ ნორმების დაუშვებლობას, რაც მიმართულია იმ პირთა მიმართ გამოძიებისა და დასჯის გამორიცხვისკენ, ვინც პასუხისმგებელია ადამიანის უფლებათა ისეთ მძიმე დარღვევებზე, როგორიცაა წამება, დაუყოვნებელი, სასამართლოსგარეშე ან თვითნებური სიცოცხლის მოპობა და იძულებითი გაუჩინარება, რომლებიც აკრძალულია, რადგანაც არღვევს ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართლით აღიარებულ აბსოლუტურ უფლებებს’.
284. თუმცა, ამ სასამართლოს მიერ შესწავლილი სხვა საქმეებისგან განსხვავებით, წინამდებარე საქმე ეხება საყოველთაო ამნისტიის კანონს, რომელიც ვრცელდება შიდა შეიარაღებული კონფლიქტის ფარგლებში ჩადენილ ქმედებებზე. შესაბამისად, სასამართლო შესატყვისად მიიჩნევს, მშვიდობის აღდგენისთვის საყოველთაო ამნისტიის კანონის ამერიკული კონვენციიდან გამომდინარე საერთაშორისო ვალდებულებებთან შესაბამისობის და ელ მოზოტესა და ახლომდებარე ადგილებში ხოცვის საქმეზე მისი გავრცელების შესწავლისას, გაითვალისწინოს ასევე ჟენევის 1949 წლის კონვენციების მე-2 დამატებითი ოქმის ნორმებთან შესაბამისობა, ისევე როგორც სპეციალურ პირობებთან, რომელშიც შეთანხმდა დაპირისპირების დასრულება და რამაც დაასრულა კონფლიქტი ელ სალვადორში, კერძოდ კი 1992 წლის 16 იანვრის სამშვიდობო შეთანხმების მე-5 კარი (დაუსჯელობის დასასრული), 1-ელი თავი (‘შეიარაღებული ძალები’).
285. ამ ვითარებაზე მოქმედი საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის თანახმად, არასაერთაშორისო შეიარაღებული კონფლიქტის დროს დაპირისპირების დასასრულს ამნისტიის კანონების ამოქმედება ხშირად გამართლებულია მშვიდობის დასასრულებელი გზის გასაკვალად. ჟენევის 1949 წლის კონვენციების მე-2 დამატებითი ოქმის 6.5 მუხლი ადგენს, რომ:
დაპირისპირების დასასრულს, მოქმედმა სახელმწიფო ორგანოებმა ძალისხმევა უნდა გამოიჩინონ იმ პირებისთვის მაქსიმალურად ფართო ამნისტიის მიკუთვნებისთვის, ვინც მონაწილეობდა შეიარაღებულ კონფლიქტში, ან აღეკვეთათ თავისუფლება შეიარაღებულ კონფლიქტთან დაკავშირებით, მიუღედავად იმისა არიან დაკავებული თუ დაპატიმრებული.
286. თუმცა, ეს ნორმა არ არის აბსოლუტური, რადგანაც საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის თანახმად სახელმწიფოებს ასევე აქვთ ვალდებულება გამოიძიონ და სახელმწიფო ბრალდება აწარმოონ ომის დანაშაულებზე. შედეგად, ‘ომის დანაშაულების ჩადენაში ეჭვმიტანილ და ბრალდებულ პირებზე ან პირებზე, რომელთაც მსჯავრი დაედოთ ამისთვის’, ვერ გავრცელდება ამნისტია. შესაბამისად, შესაძლოა გავიგოთ, რომ მე-2 დამატებითი ოქმის 6.5 მუხლი ეხება ფართო ამნისტიებს იმათთან მიმართებით, ვინც მონაწილეობა მიიღო არასაერთაშორისო შეიარაღებულ კონფლიქტში ან ვისაც თავისუფლება აღკვეთილი აქვს შეიარაღებულ კონფლიქტთან დაკავშირებით, იმ პირობით, რომ ეს არ მოიცავს ფაქტებს, ისეთს როგორც წინამდებარე საქმეზეა, რაც შესაძლოა შეფასდეს ომის დანაშაულად და ადამიანობის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულადაც.”
R. კამბოჯის სასამართლოების საგანგებო პალატები
67. კამბოჯის სასამართლოების საგანგებო პალატებმა დასკვნითი განკარგულების წინააღმდეგ იენგ სარის საჩივარზე მიღებულ გადაწყვეტილებაში (საქმე # 002/19 09-2007-ECCC/OCIJ (PTC75) 2011 წლის 11 აპრილი), რომელიც ეხებოდა სახელმწიფო ბრალდებაზე ამნისტიის განხილვას, განაცხადა:
“199. დასკვნით განკარგულებაში ასახული დანაშაულები, კერძოდ კი გენოციდი, ადამიანობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულები, ჟენევის კონვენციის მძიმე დარღვევები და მკვლელობა, წამება და რელიგიური ნიშნით დისკრიმინაცია არ არის კრიმინალიზებული 1994 წლის კანონით და მათზე სისხლისსამართლებრივი დევნა გაგრძელდება მოქმედი კანონის საფუძველზე, იქნება ეს ეროვნული თუ საერთაშორისო სისხლის სამართალი, მაშინაც თუ ჩადენილია დემოკრატიული კამპუჩიის ჯგუფის წევრთა მიერ.
...
201. განკარგულების იენგ სარის თანადამცველების მიერ შემოთავაზებული ინტერპრეტაცია, რომლის თანახმადაც იენგ სარიზე უნდა გავრცელებულიყო ამნისტია ყველა დანაშაულისთვის, რაც ჩაიდინა ჰმერ რუჟის პერიოდში, მათ შორის დანაშაულებისთვის, რომლებიც აისახა დასკვნით განკარგულებაში, ემიჯნება არა მხოლოდ განკარგულების ტექსტს, 1994 წლის კანონთან ერთობლიობაში, არამედ ასევე შეუსაბამობაშია კამბოჯის საერთაშორისო ვალდებულებებთან. ვინაიდან საკითხი ეხება გენოციდს, წამებას და ჟენევის კონვენციის მძიმე დარღვევებს, ამნისტიის მოქმედების გავრცელება, სახელმწიფო ბრალდებისა და დასჯის გარეშე დაარღვევს კამბოჯის საერთაშორისო ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებებს, აწარმოოს სისხლის სამართლებრივი დევნა და დასაჯოს ამგვარი დანაშაულების ავტორები, როგორც ეს გაწერილია გენოციდის შესახებ კონვენციაში, წამების საწინააღმდეგო კონვენციაში და ჟენევის კონვენციებში. კამბოჯას, რომელმაც მოახდინა ICCPR-ის რატიფიცირება, ქონდა და კვლავ აქვს ვალდებულება, უზრუნველყოს, რომ ადამიანობის წინააღმდეგ დანაშაულების (რამაც ადამიანის უფლებების მძიმე დარღვევები გამოიწვია) დაზარალებულებს ქონოდა და კვლავ აქვს სამართლებრივი დაცვის ეფექტიანი საშუალებები. ეს მოვალეობა, როგორც წესი სახელმწიფოსგან მოითხოვს, სისხლის სამართლებრივი დევნა აწაროოს და დასაჯოს ამ დარღვევების ავტორები. ამნისტიის გავრცელება, რაც მოიცავს ადამიანობის წინააღმდეგ დანაშაულების გაბათილებას და დავიწყებას, არ შეესაბამება კამბოჯის ვალდებულებას ICCPR-ის საფუძველზე, აწარმოოს სისხლის სამართლებრივი დევნა და დასაჯოს ადამიანის უფლებათა მძიმე დარღვევების ავტორები ან სხვაგვარად სამართლებრივი დაცვის ეფექტიანი საშუალებები უზრუნველყოს დაზარალებულთათვის. რადგანაც არ არსებობს მინიშნება, რომ მეფეს (და პროცესის სხვა მონაწილეებს) განკარგულების მიღებისას განზრახული ქონდა უპატივცემულობა კამბოჯის საერთაშორისო ვალდებულებებთან მიმართებით, ამ დოკუმენტის თანა-ადვოკატების მიერ შეთავაზებული ინტერპრეტაცია აზრს მოკლებულად მიიჩნევა.”
S. სიერა ლეონეს სპეციალური სასამართლო
68. 2004 წლის 13 მარტს სიერა ლეონეს სპეციალური სასამართლოს სააპელაციო პალატამ საქმეებზე # SCSL-2004-15-AR72(E) და #SCSL-2004-16-AR72(E), მიიღო გადაწყვეტილება მართლმსაჯულების გამოწვევაზე: ლომეს თანხმობის ამნისტია, რომელშიც შემდეგი დაადგინა:
“82. პროკურატურის წერილობითი მოსაზრება იმის შესახებ, რომ არსებობს ‘განმავითარებელი საერთაშორისო ნორმა, იმის შესახებ, რომ ხელისუფლება ვერ მიიღებს ამნისტიას საერთაშორისო სამართლის დარღვევის შედეგად ჩადენილ მძიმე დანაშულებზე’ განმტკიცებულია სასამართლოს წინაშე წარდგენილი მასალებით. ორივე amici curiae-ის მოსაზრება, რაც მათ განავითარებს, ვერ ჩაითვლება სრულად სწორად, მაგრამ არ არსებობს მიზეზი, საკუთარი აზრის ფორმირებისას ამ სასამართლომ რატომ უნდა უგულებელყოს თავისი არგუმენტის ძალა და იმ მასალების წონა, რაც მათ ამ სასამართლოს წარუდგინეს. აღიარებულია, რომ ამგვარი ნორმა საერთაშორისო სამართლის ფარგლებში ვითარდება. კალონის მრჩეველმა წარმოადგინა მოსაზრება, რომ მართალია საყოელთაოდ არ არის აღიარებული, რომ ამნისტიები უკანონოა საერთაშორისო სამართლის თანახმად, მაგრამ როგორც პროფესორმა ორენტლიხერმა აღნიშნა, არსებობს რამდენიმე საერთაშორისო შეთანხმება, რომელიც მოითხოვს სისხლის სამართლებრივ დევნას ამგვარ დანაშაულებზე. ეს მოიცავს 1948 წლის კონვენციას გენოციდის დანაშაულის პრევენციისა და დასჯის შესახებ, კონვენციას წამების და სხვა სასტიკი, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის ან დასჯის შესახებ და ჟენევის ოთხ კონვენციას. არსებობს ასევე გაეროს გენერალური ასამბლეისა და უშიშროების საბჭოს მთელი რიგი რეზოლუციებისა, რომლებიც ადასტურებს სახელმწიფოს ვალდებულებას, აწარმოოს სახელმწიფო ბრალდება ან წარადგინოს მართლმსაჯულების წინაშე. ანაზღაურება თან ერთვის წერილობით მოსაზრებების მასალებს, რაც მოიცავს წამების საწინააღმდეგო კომიტეტის დასკვნებს, ადამიანის უფლებათა კომისიის მიგნებებსა და ინტერ-ამერიკული სასამართლოს შესაბამის გადაწყვეტილებებს.
...
84. მაშინაც, თუკი არსებობს მოსაზრება, რომ სიერა ლეონეს არ დაურღვევია ჩვეულებითი სამართალი ამნისტიის ამოქმედებით, ეს სასამართლო უფლებამოსილია მიმართოს საკუთარ დისკრეციულ უფლებამოსილებას, მიანიჭოს მცირე ან სულაც არანაირი წონა ამგვარი ამნისტიის მიკუთვნებას, რაც ეწინააღმდეგება მიმართულებას, რა მიმართულებითაც ვითარდება საერთაშორისო ჩვეულებითი სამართალი და რაც საპირისპიროა კონკრეტულ საერთაშორისო ხელშეკრულებებსა და კონვენციებში ასახული ვალდებულებებისა, რომელთა მიზანიც თავის მხრივ არის ადამიანობის დაცვა.”
კანონმდებლობა
...
II. კონვენციის მე-7 დამატებითი ოქმის მე-4 მუხლის სავარაუდო დარღვევა
92. განმცხადებელი ჩიოდა, რომ დანაშაულები, რომლებიც წარმოადგენდა საქმისწარმოების საგანს, დასრულდა 1997 წელს და ისინი, რომლის ჩადენისთვისაც ბრალი დაუმტკიცდა 2007 წელს, იგივე იყო. ის ეყრდნობოდა კონვენციის მე-7 დამატებითი ოქმის მე-4 მუხლს, რომელიც შემდეგი შინაარსისაა:
“1. დაუშვებელია სისხლის სამართლის წესით პირის ხელმეორედ გასამართლება ან დასჯა ერთი და იმავე სახელმწიფოს იურისდიქციის ფარგლებში იმ დანაშაულისათვის, რომლისთვისაც ის ერთხელ უკვე საბოლოოდ იქნა გამართლებული ან მსჯავრდებული ამ სახელმწიფოს კანონმდებლობისა და სისხლის სამართლის პროცესის შესაბამისად.
2. წინა პუნქტის დებულებები ხელს არ უშლის საქმის წარმოების განახლებას მოცემული სახელმწიფოს კანონმდებლობისა და სისხლის სამართლის პროცესის შესაბამისად, თუკი არსებობს ახალი ან ახლად გამოვლენილი ფაქტების მტკიცებულება, ან თუ წინა სამართალწარმოება განხორციელდა არსებითი ხარვეზით, რომელსაც შეეძლო ზეგავლენა მოეხდინა საქმის შედეგზე.
3. დაუშვებელია კონვენციის მე–15 მუხლის საფუძველზე ამ მუხლიდან გადახვევა.”
A. შესატყვისობაratione temporis
1. პალატის დასკვნები
93. 2012 წლის 13 ნოემბრის გადაწყვეტილებაში პალატამ დაადგინა, რომ კონვენციის მე-7 დამატებითი ოქმის მე-4 მუხლის საფუძველზე წარდგენილი საჩივარი ratione temporis შეესაბამებოდა კონვენციას. მან შემდეგი დაადგინა:
“58. სასამართლო აღნიშნავს, რომ განმცხადებლის წინააღმდეგ წარმართული სისხლის სამართლის საქმის პირველი წარმოება ნამდვილად დასრულდა ხორვატიისთვის კონვენციის ძალაში შესვლამდე. თუმცა, სისხლის სამართლის მეორე საქმის წარმოება, რომელზეც განმცხადებელი დამნაშავედ ცნეს ომის დანაშაულებში სამოქალაქო მოსახლეობის წინააღმდეგ, ხორვატიის მიერ კონვენციის რატიფიცირების, 1997 წლის 5 ნოემბრის შემდეგ წარიმართა და დასრულდა. უფლება ხელმეორედ გასამართლების ან დასჯისგან დაცვის შესახებ არ შეიძლება გამოირიცხოს იმ საქმისწარმოებასთან მიმართებით, რასაც ადგილი ქონდა რატიფიცირებამდე, მაშინ როცა განსახილველ პირს მსჯავრი დაედო იგივე დანაშაულისთვის კონვენციის რატიფიცირების შემდეგ. თავად ის ფაქტი, რომ სისხლის სამართლის საქმის პირველი წარმოება დასრულდა ამ თარიღამდე, არ გამორიცხავს სასამართლოსთვის დროებით იურისდიქციას წინამდებარე საქმეზე.”
2. მხარეთა წერილობითი მოსაზრებები დიდ პალატას
94. მოპასუხე სახელმწიფომ განაცხადა, რომ განმცხადებელზე ამნისტიის გავრცელების შესახებ გადაწყვეტილება მიღებულ იქნა 1997 წლის 24 ივნისს და მას გადაეცა 1997 წლის 2 ივლისს, ხოლო კონვენცია ხორვატიისთვის ძალაში შევიდა 1997 წლის 5 ნოემბერს. შესაბამისად, განსახილველი გადაწყვეტილება სასამართლოს ქრონოლოგიური იურისდიქციის გარეთ რჩება.
95. განმცხადებელს მოსაზრებები არ წარმოუდგენია აღნიშნულთან დაკავშირებით.
3. დიდი პალატის შეფასება
96. გადაწყვეტილება განმცხადებელზე ამნისტიის გავრცელების შესახებ მიღებულ იქნა 1997 წლის 24 ივნისს, ხოლო კონვენცია ხორვატიასთან მიმართებით ძალაში შევიდა 1997 წლის 5 ნოემბერს და მე-7 დამატებითი ოქმი 1998 წლის 1 თებერვალს. შესაბამისად, ratione temporis სასამართლოს კომპეტენციის საკითხი უნდა გადაწყდეს.
97. დიდი პალატა აღიარებს პალატის მიგნებას მე-7 დამატებითი ოქმის მე-4 მუხლის საფუძველზე განმცხადებლის მიერ ratione temporis წარდგენილი საჩივრის კონვენციასთან შესაბამისობის შესახებ. ის კომისიას ასევე მიუთითებს დასაბუთებაზე, რომელიც წარმოდგენილია საქმეზე გრადინგერი ავსტრიის წინააღმდეგ (Gradinger v. Austria) (19 მაისი, 1994 წელი, კომისიის მოსაზრება, §§ 67-69, სერია A, #328-C):
“67. კომისია იხსენებს, რომ საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებული წესების შესაბამისად, კონვენცია და ოქმები სავალდებულოა ხელშემკვრელი მხარეებისთვის მხოლოდ იმ ფაქტებთან მიმართებით, რომლებსაც ადგილი ქონდა შესაბამის მონაწილე მხარისთვის კონვენციისა და დამატებითი ოქმების ძალაში შესვლის შემდეგ.
68. მე-7 დამატებითი ოქმის მე-4 მუხლით აღიარებული უფლების ბუნება ითვალისწინებს, რომ ორ საქმისწარმოებას უნდა ქონდეს ადგილი: პირველი, რომლის შედეგადაც პირი ‘საბოლოოდ გამართლდა ან მსჯავრი დაედო’ და მომდევნო საქმისწარმოება, რომლის დროსაც ‘პირის მიმართ ხორციელდებოდა ხელახალი საქმისწარმოება ან ხელახლა მოხდა მისი მსჯავრდება’ იგივე იურისდიქციის ფარგლებში.
69. კომისია ასევე იხსენებს, რომ საქმისწარმოების სამართლიანობის შეფასებისას ის უფლებამოსილია მიმოიხილოს მოვლენები, რომელთაც ადგილი ქონდა იმ სახელმწიფოსთან მიმართებით კონვენციის ძალაში შესვლამდე, სადაც ადრეული მოვლენების მიგნებები ასახულია სასამართლოს გადაწყვეტილებაში, რომელიც თავის მხრივ მიღებულია [კონვენციის] ძალაში შესვლის შემდეგ (იხილეთ #9453/81, გადაწყვეტილება 13.12.82, D.R. 31 გვ. 204, 209). მე-7 დამატებითი ოქმის მე-4 მუხლის არსებითი ელემენტია ‘ხელახალი’ გასამართლების ან დასჯის შესაძლებლობა კონკრეტული პირის მიმართ. პირველი საქმისწარმოება ფაქტიურად ის საფუძველია, რომელთან მიმართებითაც უნდა განისაზღვროს მეორე საქმისწარმოება. წინამდებარე საქმეზე კომისია ადგენს, რომ იმის გათვალისწინებით, რომ მეორე საქმისწარმოებისას საბოლოო გადაწყვეტილება მიღებულია მე-7 დამატებითი ოქმის ძალაში შესვლის შემდეგ, ის უფლებამოსილია განიხილოს საჩივარი ratione temporis. ვინაიდან მე-7 დამატებითი ოქმი ძალაში შევიდა 1988 წლის 1 ნოემბერს და 1989 წლის 30 ივნისს ავსტრიამ ამ დამატებითი ოქმის მე-7 მუხლის მე-2 პარაგრაფთან დაკავშირებით გააკეთა დეკლარაცია, რომელიც არ გამორიცხავს უკუძალას (იხილეთ ასევე # 9587/81, გადაწყვეტილება 13.12.82, D.R. 29 გვ. 228, 238), და ადმინისტრაციული სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილება თარიღდება 1989 წლის 29 მარტით, კომისია ადგენს, რომ მას არ ეზღუდება ratione temporis საქმის ამ ასპექტების შესწავლა.“
98. შესაბამისად, დიდი პალატა ვერ ხედავს რაიმე საფუძველს იმისა, რომ გაემიჯნოს პალატის დასკვნას იმის შესახებ, რომ მოპასუხე სახელმწიფოს მოთხოვნა იურისდიქციის არ ქონის საფუძვლით დაუშვებლად ცნობის შესახებ ratione temporis არ უნდა დაკმაყოფილდეს.
B. მე-7 დამატებითი ოქმის მე-4 მუხლის მოქმედების გავრცელება
1. პალატის დასკვნა
99. პალატა პირველ ყოვლისა ასკვნის, რომ დანაშაულები, რისთვისაც განმცხადებელი გაასამართლეს პირველი და მეორე საქმისწარმოებისას იგივე იყო. მან ღიად დატოვა საკითხი, განმცხადებელზე ამნისტიის გავრცელების შესახებ გადაწყვეტილება შეიძლებოდა თუ არა მიჩნეულიყო საბოლოო მსჯავრდებად ან გამართლებად მე-7 დამატებითი ოქმის მე-4 მუხლის მიზნებისთვის და განაგრძო საჩივრის არსებითად შესწავლა მე-7 დამატებითი ოქმის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ გამონაკლისებთან მიმართებით. პალატა დაეთანხმა უზენაესი სასამართლოს დასკვნებს იმასთან მიმართებით, რომ საყოველთაო ამნისტიის შესახებ კანონი შეცდომით გავრცელდა განმცხადებლის საქმეზე და დაადგინა, რომ ამნისტიის გავრცელება განმცხადებლის მიერ ჩადენილ იმ ქმედებებზე, რომლებიც უტოლდებოდა ომის დანაშაულებს, წარმოადგენდა ამ საქმისწარმოებების „არსებით ხარვეზს“, რამაც დასაშვები გახადა განმცხადებლის ხელახალი გასამართლება.
2. მხარეთა წერილობითი მოსაზრებები დიდ პალატას
(a) განმცხადებელი
100. განმცხადებელი ამტკიცებდა, რომ მის წინააღმდეგ მიმდინარე ორი საქმისწარმოების საგანი დანაშაულები ფაქტობრივად იგივე იყო და მეორე საქმისწარმოებისას ამ დანაშაულების კვალიფიცირება ომის დანაშაულებად, ვერ შეცვლის იმ ფაქტს, რომ ბრალდებები არსებითად იდენტური იყო.
101. ის ასევე ამტკიცებდა, რომ ბრალდებულზე ამნისტიის გავრცელების შესახებ გადაწყვეტილება საბოლოო გადაწყვეტილება იყო, რაც გამორიცხავდა ხელახალ გასამართლებას.
(b) მოპასუხე სახელმწიფო
102. წერილობით მოსაზრებებში მოპასუხე სახელმწიფო ამტკიცებდა, რომ პირველი საქმისწაროებისას ოსიეკის საგრაფოს სასამართლომ საყოველთაო ამნისტიის შესახებ კანონი გაავრცელა საქმის ფაქტობრივი გარემოებების დადგენისა და განმცხადებლის ბრალეულობის დადგენის გარეშე. შესაბამისად მიღებული გადაწყვეტილებით ვერ გაეცა პასუხი კითხვას, განმცხადებელმა ჩაიდინა თუ არა დანაშაულები, რისთვისაც მას ბრალი წაეყენა და არც ის ბრალდებები შეუსწავლია, რაც დაუდგინდა. შესაბამისად, ამ გადაწყვეტილებას არ ქონდა res judicata-ს ხარისხი (იხილეთ მოპასუხე სახელმწიფოს წერილობითი მოსაზრებების 33-ე პარაგრაფი). თუმცა, ისინი ამტკიცებდნენ, რომ გადაწყვეტილება აკმაყოფილებდა res judicata-ს მოთხოვნებს და შეიძლება მიჩნეულიყო როგორც საბოლოო გამართლება ან მსჯავრდება მე-7 დამატებითი ოქმის მე-4 მუხლის მნიშვნელობისთვის (იხილეთ მოპასუხე სახელმწიფოს წერილობითი მოსაზრებები, 37-ე პარაგრაფი).
103. მოპასუხე სახელმწიფო პალატის მიგნებებზე დაყრდნობით ასევე ამტკიცებდა, რომ ამნისტია ვერ გავრცელდებოდა ომის დანაშაულებზე და ამნისტიის გავრცელება უტოლდებოდა საქმისწარმოების ძირეულ ხარვეზს.
104. პირველი საქმისწარმოების შეწყვეტის შემდეგ ახალი ფაქტები გამოვლინდა, კერძოდ კი ის, რომ დაზარალებულები დააპატიმრეს და აწამეს მათი სიცოცხლის მოსპობამდე. ეს ფაქტები საკმარისი იყო იმისთვის, რომ ქმედებები დაკვალიფიცირებულიყო სამოქალაქო მოსახლეობის წინააღმდეგ ჩადენილ ომის დანაშაულებად და არა „ჩვეულებრივ“ მკვლელობად.
105. საყოველთაო ამნისტიის შესახებ კანონი ამოქმედდა ხორვატიის რესპუბლიკასა და იუგოსლავიის რესპუბლიკას შორის ურთიერთობების ნორმალიზების შესახებ შეთანხმებიდან გამომდინარე ხორვატიის საერთაშორისო ვალდებულებების შესრულების მიზნით და მისი უპირველესი მიზანი იყო ომის მიმდინარეობისას ხორვატიის საზოგადოებაში შერიგების ხელშეწყობა. ეს პირდაპირ გამორიცხავდა ამნისტიის გავრცელებას ომის დანაშაულებზე.
106. განმცხადებლის საქმეზე საყოველთაო ამნისტიის შესახებ კანონი გავრცელდა მისი მიზნის საწინააღმდეგოდ, ისევე როგორც ხორვატიის საერთაშორისო ვალდებულებების საწინააღმდეგოდ, მათ შორის კონვენციის მე-2 და მე-3 მუხლიდან გამომდინარე.
107. რაც შეეხება ეროვნული სახელმწიფო ორგანოების მიერ გატარებულ პროცედურებს, მოპასუხე სახელმწიფო ამტკიცებდა, რომ განმცხადებლის წინააღმდეგ წარმართული საქმისწარმოება სამართლიანი იყო, რაიმე არგუმენტების წარმოდგენის გარეშე, იმის შესახებ, რომ საქმისწარმოება მიმდინარეობდა სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის ნორმების შესაბამისად.
(c) მესამე მხარის მონაწილეობა
108. აკადემიურ ექსპერტთა ჯგუფი ამტკიცებდა, რომ არცერთი მრავალმხრივი ხელშეკრულება არ კრძალავდა ამნისტიის გავრცელებას საერთაშორისო დანაშაულებზე. ჟენევის კონვენციების მეორე დამატებითი ოქმის 6.5 მუხლის ინტერპრეტაცია, რომელიც წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტმა (“ICRC”) წარმოადგინა, თავაზობდა, რომ სახელმწიფოები უფლებამოსილი არიან ამნისტია გაავრცელონ პირებზე, რომლებიც ეჭვმიტანილი, ბრალდებული ან მსჯავრდებული არიან ომის დანაშაულებისთვის. თუმცა, ამ მუხლის travaux préparatoires -ის ანალიზი აჩვენებს, რომ მხოლოდ ის ქვეყნები, რომლებიც უთითებენ საერთაშორისო დანაშაულების ჩამდენთა საკითხზე, ყოფილი სსრკ და ზოგიერთი მისი სატელიტი ქვეყნები, უკავშირებდნენ ამ საკითხს უცხოელ დაქირავებულ მებრძოლებს. საინტერესო იყო, რომ ICRC-იმ 6.5 მუხლი განმარტა როგორც მხოლოდ ომის დანაშაულების გამომრიცხავი და არა სხვა საერთაშორისო დანაშაულების ჩამდენთა, ვინაიდან ყოფილი სსრკ-ს განცხადება, რასაც ის ეყრნობოდა, ეხებოდა ადამიანობის წინააღმდეგ დანაშაულებისა და მშვიდობის წინააღმდეგ დანაშაულების ჩამდენთ. რთული იყო იმის დანახვა, რა არგუმენტები ამართლებდა ომის დამნაშავეთა გამორიცხვას და არა გენოციდისა და ადამიანობის წინააღმდეგ დანაშაულების ჩამდენთა, ამნისტიის პოტენციური მოქმედების სფეროდან. უფრო მეტიც, ICRC უთითებდა ისეთ არა-საერთაშორისო კონფლიქტებზე, როგორიც იყო სამხრეთ აფრიკაში, ავღანეთში, სუდანში და ტაჯიკეთში. თუმცა, ამ კონფლიქტებთან ასოცირებული ამნისტიებიდან ყველა მოიცავდა მინიმუმ ერთ საერთაშორისო დანაშაულს.
109. ჩართულმა მხარეებმა მიუთითეს ამნისტიასთან დაკავშირებით ხელშეკრულების ნორმებზე მოლაპარაკებასთან დაკავშირებულ სირთულეებზე (ისინი უთითებდნენ საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს (“ICC”) დაფუძნების შესახებ რომის 1998 წლის კონფერენციაზე; იძულებით გაუჩინარების შესახებ საერთაშორისო კონვენციასთან დაკავშირებულ კონვენციაზე და 2012 წლის დეკლარაციაზე ეროვნულ და საერთაშორისო დონეზე კანონის უზენაესობის შესახებ გენერალური ასამბლეის მაღალი რანგის შეხვედრის დეკლარაციაზე). ეს სირთულეები ადასტურებდა ამ საკითხზე სახელმწიფოთა შორის კონსესუსის არ არსებობაზე.
110. მონაწილეები დაეყრდნენ ამნისტიების შესახებ[6] სამართლებრივი დოქტრინის ხაზს რაც ამტკიცებდა, რომ მეორე მსოფლიო ომის შემდეგ სახელმწიფოები მზარდად ეყრდნობოდნენ ამნისტიის კანონებს. თუმცა ამნისტიის შესახებ ახალი კანონების რაოდენობა, საერთაშორისო დანაშაულების გამოკლებით, გაიზარდა, ასევე გაიზარდა ამნისტიების რაოდენობა, მათ შორის ამგვარ დანაშაულებზე. ამნისტიები ყველაზე ხშირად გამოიყენებოდა გარდამავალი მართლმსაჯულებისას. ამნისტიების გამოყენება 1980 წლიდან 2006 წლამდე პერიოდში სამშვიდობო შეთანხმების ფარგლებში შედარებით სტაბილური დარჩა.
111. მიუხედავად იმისა, რომ რამდენიმე საერთაშორისო და რეგიონულმა სასამართლომ მიიღო მოსაზრება, რომ საერთაშორისო დანაშაულებზე ამნისტიის გავრცელება აკრძალული იყო საერთაშორისო სამართლით, მათი უფლებამოსილება შესუსტდა აკრძალვის ფარგლებსა და მისი მოქმედების სფეროში შემავალი დანაშაულების შესახებ სასამართლო მოსაზრებებში არსებული არათანმიმდევრულობის გამო. მაგალითად, მაშინ როცა ადამიანის უფლებათა ინტერ-ამერიკულმა სასამართლომ ბარიოს ალტოსის (Barrios Altos) საქმეზე 2001 წელს მიიღო პოზიცია, რომ ამნისტიის შესახებ ყველა დებულება დაუშვებელი იყოს, რადგანაც მიმართული იყო ადამიანის უფლებათა დარღვევებზე პასუხისმგებელი პირების მიმართ გამოძიებისა და დასჯის თავიდან აცილებაზე, იგივე სასამართლოს თავმჯდომარემ და სხვა ოთხმა მოსამართლემ საქმეზე ელ მოზოტეს ხოცვა ელ სალვადორის წინააღმდეგ (ofThe Massacres ofEl Mozote v. ElSalvador) უარყვეს ეს პოზიცია იმის აღიარებით, რომ ადამიანის უფლებათ მძიმე დარღვევების შემთხვევაშიც კი სახელმწიფო ბრალების მოთხოვნა არ იყო აბსოლუტური და უნდა დაბალანსებულიყო ომის შემდგომ ვითარებაში მშვიდობისა და შერიგების მოთხოვნებთან.
112. უფრო მეტიც, რიგმა უზენაესმა სასამართლოებმა, ეროვნულ დონეზე, ძალაში დატოვეს ამნისტიის შესახებ კანონები, რადგანაც ამგვარ კანონებს წვლილი შექონდა მშვიდობის, დემოკრატიისა და შერიგების მიღწევაში. მხარეებმა მოიყვანეს შემდეგი მაგალითები: ესპანეთის უზენაესი სასამართლოს მიგნებები 2012 წლის თებერვალში მოსამართლე გარზონის სასამართლო პროცესზე; უგანდის საკონსტიტუციო სასამართლოს 2000 წლის გადაწყვეტილება ამნისტიის კანონის კონსტიტუციურობის დადგენის შესახებ; ბრაზილიის უზენაესი სასამართლოს 2010 წლის აპრილის გადაწყვეტილება, რომლითაც არ დაკმაყოფილდა 1979 წლის ამნისტიის კანონის გაუქმების მოთხოვნა; და სამხრეთ აფრიკის საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება AZPO-ს საქმეზე 1995 წლის ეროვნული ერთობისა და შერიგების ხელშეწყობის კანონის კონსტიტუციურობის შენარჩუნების შესახებ, რომელიც ადგენდა ამნისტიის უფრო ფართო გავრცელებას.
113. მხარეებმა აღიარეს, რომ ამნისტიის გავრცელებამ კონკრეტულ ინსტანციებში შესაძლოა მიგვიყვანოს იმ პირთა დაუსჯელობამდე, ვინც პასუხისმგებელია ადამიანის უფლებათა დარღვევაზე და ამით საფრთხე შეუქმნას ამგვარი უფლებების დაცვას. თუმცა, პოლიტიკის დონეზე ძლიერი საფუძვლები მხარს უჭერს ამნისტიის გავრცელების შესაძლებლობის აღიარებას, როდესაც ეს ძალადობრივი დიქტატურისგან და დაუსრულებელი კონფლიქტებიდან თავის დაღწევის ერთადერთი გზაა. მხარეები ამნისტიების სრული აკრძალვის წინააღმდეგ გამოვიდნენ და მხარი დაუჭირეს ამნისტიის მოქმედების გავრცელებისას უფრო სკურპულოზურ მიდგომას.
3. დიდი პალატის შეფასება
(a) იყო თუ არა დანაშაულები, რისთვისაც განმცხადებელს ბრალი წაუყენეს ერთი და იგივე
114. ზოლუტკინის (Zolotukhin) საქმეზე სასამართლომ დაადგინა, რომ მე-7 დამატებითი ოქმის მე-4 მუხლი უნდა იქნას გაგებული, როგორც მეორე „დანაშაულისთვის“ ბრალდების ან დასჯის აკრძალვა, იმ პირობით, რომ ის ეყრდნობა იდენტურ ფაქტებს ან ფაქტებს, რომლებიც არსებითად იგივე იყო (იხილეთ სერგეი ზოლოტუხინი რუსეთის წინააღმდეგ (Sergey Zolotukhin v. Russia) [დიდი პალატა], # 14939/03, § 82, ECHR 2009).
115. წინამდებარე საქმეზე განმცხადებელს ორივე საქმისწარმოებისას ბრალი წარედგინა შემდეგისთვის:
- S.B.-სა და V.B.-ს მკვლელობა და Sl.B.-ის მძიმედ დაჭრა 1991 წლის 20 ნოემბერს;
- N.V.-სა და Ne.V.-ს მკვლელობა 1991 წლის 10 დეკემბერს.
116. შესაბამისად, ვინაიდან ორივე საქმისწარმოება ეხებოდა ზემოთ მითითებულ ბრალდებებს, განმხადებლისთვის ბრალის წარდგენა ორჯერ მოხდა ერთი და იგივე დანაშაულებისთვის.
(b) პირველი საქმისწარმოებისას მიღებული გადაწყვეტილებების ბუნება
117. განმცხადებლისთვის პირველი საქმისწარმოების ფარგლებში წარდგენილ ბრალდებებთან დაკავშირებით ორი განმასხვავებელი ვითარებაა, რაც მის წინააღმდეგ იქნა გამოყენებული მეორე საქმისწარმოების ფარგლებში.
118. პირველი, 1996 წლის 25 იანვარს პროკურორმა შეწყვიტა ბრალდება 1991 წლის 10 დეკემბერს N.V.-სა და Ne.V.-ს სავარაუდო მკვლელობასთან დაკავშირებით (იხილეთ 120-ე და 121-ე პარაგრაფები დაბლა).
119. მეორე, 1991 წლის 20 ნოემბერს S.B.-სა და V.B.-ს მკვლელობასთან და Sl.B.-ს მძიმედ დაჭრასთან დაკავშირებით სახელმწიფო ბრალდება შეწყდა ოსიეკის საგრაფოს სასამართლოს 1997 წლის 24 ივნისს საყოველთაო ამნისტიის შესახებ კანონის საფუძველზე მიღებული გადაწყვეტილებით (იხილეთ 122-ე და მომდევნო პარაგრაფები დაბლა).
(i) პროკურორის მიერ ბრალდებების შეწყვეტა
120. სასამართლომ უკვე დაადგინა, რომ სისხლის სამართლის საქმისწარმოების შეწყვეტა სახელმწიფო პროკურორის მიერ არ უტოლდება არც მსჯავრდებას და არც გამართლებას და შესაბამისად მე-7 დამატებითი ოქმის მე-4 მუხლის მოქმედება ვერ გავრცელდება ამ შემთხვევაზე (იხილეთ სმირნოვა და სმირნოვა რუსეთის წინააღმდეგ (Smirnova and Smirnova v. Russia) (გადაწყვეტილება), #46133/99 და #48183/99, 3 ოქტომბერი 2002 წელი, და ჰარუტინიანი სომხეთის წინააღმდეგ (Harutyunyan v. Armenia) (გადაწყვეტილება), # 34334/04, 7 დეკემბერი, 2006 წელი).
121. N.V.-სა და Ne.V.-ს მკვლელობასთან დაკავშირებით საწმისწარმოების შეწყვეტა პროკურორის მიერ არ ექცევა კონვენციის მე-7 დამატებითი ოქმის მე-4 მუხლის მოქმედების ფარგლებში. აქედან გამომდინარე საჩივრის ეს ნაწილია შეუსაბამობაშია ratione materiae.
(ii) საქმისწარმოების შეწყვეტა საყოელთაო ამნისტიის შესახებ კანონის საფუძველზე
122. რაც შეეხება დარჩენილ ბრალდებებს (V.B.-სა და S.B.-ს მკვლელობა და Sl.B.-ს მძიმედ დაჭრა), განმცხადებლის წინააღმდეგ პირველი საქმისწარმოება შეწყდა საყოველთაო ამნისტიის შესახებ კანონის საფუძველზე.
123. სასამართლომ უნდა შეაფასოს 1997 წლის 24 ივნისის გადაწყვეტილება, იმის დადგენით მე-7 დამატებითი ოქმის მე-4 მუხლი ვრცელდება თუ არა საერთოდ წინამდებარე საქმის კონკრეტულ გარემოებებზე, როდესაც განმცხადებელზე უპირობო ამნისტია გავრცელდა იმ ქმედებებზე, რომლებიც უტოლდებოდა ადამიანის ძირითადი უფლებების მძიმე დარღვევებს.
(α) პოზიცია კონვენციასთან მიმართებით
124. სასამართლო აღნიშნავს, რომ განმცხადებლის წინააღდეგ სისხლის სამართლის საქმეზე ბრალდებები მოიცავდა სამოქალაქო პირთა მკვლელობებს და ჯანმრთელობის მძიმე დაზიანებას და შესაბამისად შემხებლობაში იყო კონვენციის მე-2 მუხლით დაცულ სიცოცხლის უფლებასა და შესაძლოა კონვენციის მე-3 მუხლით დაცულ უფლებებთან. აღნიშნულთან მიმართებით სასამართლო ადგენს, რომ მე-2 და მე-3 მუხლები კონვენციის ყველაზე საკვანძო ნორმებია. ისინი აერთიანებს ევროპის შემადგენლობაში არსებული დემოკრატიული საზოგადოებების ყველაზე საწყის ღირებულებებს (იხილეთ, სხვა წყაროებთან ერთად, ანდრონიკუ და კონსტანტიკუ კვიპროსის წინააღმდეგ (Andronicou and Constantinou v. Cyprus), 9 ოქტომბერი, 1997 წელი, § 171, ანგარიშები 1997-VI, და სოლომუ და სხვები თურქეთის წინააღმდეგ (Solomou and Others v. Turkey), # 36832/97, § 63, 24 ივნისი, 2008 წელი).
125. კონვენციის მე-2 მუხლის საფუძველზე სიცოცხლის უფლების დაცვის და კონვენციის მე-3 მუხლის საფუძველზე არასათანადო მოპყრობისგან დაცვის უზრუნველყოფის ვალდებულებები კონვენციის 1-ელი მუხლის საფუძველზე სახელმწიფოს ძირითად ვალდებულებასთან ერთობლიობაში, „თავიანთი იურისდიქციის ფარგლებში ყველასათვის უზრუნველყონ ამ კონვენციის I თავში განსაზღვრული უფლებები და თავისუფლებები“, ასევე არაპირდაპირ მოითხოვს, რომ უნდა არსებობდეს ოფიციალური გამოძიების ეფექტიანი ფორმა, როდესაც ადამიანები მოკლეს ძალის გამოყენებით (იხილეთ, mutatis mutandis, მაკკანი და სხვები გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ (McCann and Others v. the United Kingdom), 27 სექტემბერი, 1995 წელი, § 161, სერია A # 324, და კაია თურქეთის წინააღმდეგ (Kaya v. Turkey), 19 თებერვალი, 1998 წელი, § 86, ანგარიშები 1998-I) ან მათ მიმართ განხორციელდა არასათანადო მოპყრობა (იხილეთ, მაგალითად, ელ მასრი „მაკედონიის ყოფილი იუგოსლავიის რესპუბლიკის“ წინააღმდეგ (El Masri v. “the former Yugoslav Republic of Macedonia”) [დიდი პალატა], # 39630/09, § 182, ECHR 2012). ამგვარი გამოძიების არსებითი მიზანია იმ ეროვნული კანონმდებლობის ეფექტიანი აღსრულება, რომელიც იცავს სიცოცხლის უფლებას და უზრუნველყოფს დანაშაულის ჩამდენთა პასუხისმგებლობას.
126. სასამართლომ უკვე დაადგინა, რომ სახელმწიფოს წარმომადგენელს ბრალი წაეყენა დანაშაულებისთვის, რომელიც მოიცავს წამებას და არასათანადო მოპყრობას, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ სისხლის სამართალწარმოება და სასჯელის შეფარდება არ არის დროში შეზღუდული და დაუშვებელი იყოს ამნისტიის გავრცელება ან შეწყალება (იხილეთ აბდულსამეთ იამანი თურქეთის წინააღმდეგ (Abdülsamet Yaman v. Turkey), # 32446/96, § 55, 2 ნოემბერი, 2004 წელი; ოკალი თრქეთის წინააღდეგ (Okkalı v. Turkey), # 52067/99, § 76, 17 ოქტომბერი, 2006 წელი; და იესილი და სევიმი თურქეთის წინააღმდეგ (Yeşil and Sevim v. Turkey), # 34738/04, § 38, 5 ივნისი, 2007 წელი). მან მიიჩნია, რომ ეროვნულმა სახელმწიფო ორგანოებმა არ უნდა შექმნან შთაბეჭდილება, რომ მათ სურთ ამგვარი მოპყრობის დაუსჯელად დატოვების დაშვება (იხილეთ ეგმეზი კვიპროსის წინააღმდეგ (Egmez v. Cyprus), # 30873/96, § 71, ECHR 2000-XII, და ტურან ცაკირი ბელგიის წინააღმდეგ (Turan Cakir v. Belgium), # 44256/06, § 69, 10 მარტი, 2009). საქმეზე ოულდ დაჰი საფრანგეთის წინააღმდეგ (Ould Dah v. France) ((dec.), no. 13113/03, ECHR 2009) გადაწყვეტილებაში სასამართლომ გაეროს ადამიანის უფლებათა კომიტეტსა და ICTY-ზე მითითებით დაადგინა, რომ ამნისტია ზოგადად შეუსაბამობაშია სახელმწიფოს ვალდებულებასთან, გამოიძიოს ისეთი ქმედებები, როგორიცაა წამება და დამნაშავეთა მიმართ სახელმწიფო ბრალდების წარმოების ვალდებულება არ უნდა შესუსტდეს სამართალდამრღვევების დაუსჯელობით ამნისტიის კანონის გზით, რაც თავის მხრივ მიიჩნევა საერთაშორისო სამართლის საწინააღმდეგოდ.
127. სახელმწიფოს ვალდებულება, სახელმწიფო ბრალდება აწარმოოს ისეთი ქმედებებზე, როგორიცაა წამება და განზრახ მკვლელობა, განმტკიცებულია სასამართლოს პრეცედენტულ სამართალში. სასამართლოს პრეცედენტული სამართალი ადასტურებს, რომ ამნისტიის გავრცელება სამოქალაქო პირთა მკვლელობისა და არასათანადო მოპყრობისას კონვენციის მე-2 და მე-3 მუხლის საფუძველზე სასამართლოს ვალდებულებათა საწინააღმდეგო იქნება, ვინაიდან საფრთხეს შეუქმნის ამგვარი ქმედებების გამოძიებას და აუცილებლად გამოიწვევს პასუხისმგებელ პირთა დაუსჯელობას. ამგვარი შედეგი კონვენციის მე-2 და მე-3 მუხლებით გარანტირებული დაცვის მიზანს საფრთხეს შეუქმნის და ილუზორულს გახდის გარანტიებს ადამიანის სიცოცხლის უფლებასთან და არასათანადო მოპყრობისგან დაცვის უფლებასთან მიმართებით. კონვენციის, როგორც ადამიანების დაცვის ინსტრუმენტის ობიექტი და მიზანი მოითხოვს, რომ მისი ნორმები განიმარტოს და გავრცელდეს იმგვარად, რომ დაცვის გარანტიები პრაქტიკული და ეფექტიანი იყოს (იხილეთ მაკკანი და სხვები (McCann and Others), ციტირება მაღლა, § 146).
128. მიუხედავად იმისა, რომ წინამდებარე საქმე არ ეხება კონვენციის მე-2 და მე-3 მუხლების სავარაუდო დარღვევას, არამედ მე-7 დამატებითი ოქმის მე-4 მუხლისას, სასამართლო კვლავ განმარტავს, რომ კონვენცია და მისი ოქმები უნდა წავიკითხოთ, როგორც მთლიანი და განვმარტოთ იმგვარად, რომ ხელი შევუწყოთ შინაგან თანმიმდევრულობასა და ჰარმონიას მის სხვადასხვა ნორმებს შორის (იხილეთ სტეკი და სხვები გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ (Stec and Others v. the United Kingdom) (გადაწყვეტილება) [დიდი პალატა], ## 65731/01 და 65900/01, § 48, ECHR 2005-X, და ოსტინი და სხვები გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ (Austin and Others v. the United Kingdom) [დიდი პალატა], ## 39692/09, 40713/09 და 41008/09, § 54, ECHR 2012). შესაბამისად, მე-7 დამატებითი ოქმის მე-4 მუხლიდან გამომდინარე გარანტიები და კონვენციის მე-2 და მე-3 მუხლების საფუძველზე სახელმწიფოს ვალდებულებები განხილულ უნდა იქნას ერთ მთლიანობად.
(ß) პოზიცია საერთაშორისო სამართლის საფუძველზე
129. სასამართლომ მხედველობაში უნდა მიიღოს ამ სფეროში საერთაშორისო სამართლის განვითარებები. კონვენცია და მისი ოქმი არ შეიძლება განიმარტოს ვაკუუმში, არამედ უნდა განიმარტოს საერთაშორისო სამართლის ზოგად პრინციპებთა ჰარმონიაში, რისი ნაწილიც არის. როგორც 1969 წლის სახელშეკრულებო სამართლის ვენის კონვენციის 31.3.c მუხლშია მითითებული, გათვალისწინებულ უნდა იქნას „საერთაშორისო სამართლის ნებისმიერი რელევანტური წესები, რომლებიც მოქმედებს მხარეთა შორის ურთიერთობებზე“ და კერძოდ კი, ადამიანის უფლებათა საერთაშორისო დაცვასთან დაკავშირებული წესები (იხილეთ ალ-ადსანი გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ (Al-Adsani v. the United Kingdom) [დიდი პალატა], # 35763/97, § 55, ECHR 2001-XI; დემირი და ბაიკარა თურქეთის წინააღმდეგ (Demir and Baykara v. Turkey) [დიდი პალატა], # 34503/97, § 67, ECHR 2008; საადი გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ (Saadi v. the United Kingdom) [დიდი პალატა], # 13229/03, § 62, ECHR 2008; რანცევი კვიპროსისა და რუსეთის წინააღმდეგ (Rantsev v. Cyprus and Russia), # 25965/04, §§ 273-74, ECHR 2010 (ამონარიდები); და ნადა შვეიცარიის წინააღმდეგ (Nada v. Switzerland) [დიდი პალატა], # 10593/08, § 169, ECHR 2012).
130. სასამართლო უთითებს პალატის შემდეგ მოსაზრებებს: „‘საერთაშორისო დანაშულებთან’ მიმართებით, რაც მოიცავს დანაშაულებს ადამიანობის წინააღმდეგ, ომის დანაშაულებსა და გენოციდს, ამნისტიის გავრცელება, სულ უფრო მეტად მიიჩნევა აკრძალულად საერთაშორისო სამართლის თანახმად“ და „ეს მიდგომა მომდინარეობს საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის ჩვეულებითი წესებიდან, ადამიანის უფლებათა ხელშეკრულებებიდან, ასევე საერთაშორისო და რეგიონული სასამართლოების გადაწყვეტილებებიდან და განვითარებადი სახელმწიფო პრაქტიკიდან, რადგანაც საერთაშორისო, რეგიონული და ეროვნული სასამართლოები აფიქსირებდნენ სახელმწიფოთა მიერ საყოველთაო ამნისტიების გაუქმების მზარდ ტენდენციას“.
131. უნდა აღინიშნოს, რომ არცერთი საერთაშორისო ხელშეკრულება პირდაპირ არ გრძალავს ამნისტიის გავრცელებას ადამიანის ძირითადი უფლებების მძიმე დარღვევისთვის. მართალია ჟენევის კონვენციების მეორე დამატებითი ოქმის 6.5 მუხლი არასაერთაშორისო კონფლიქტებში დაზარალებულთა დაცვის შესახებ, ადგენს, რომ „დაპირისპირების დასასრულს მოქმედმა ხელისუფლებამ ვალდებულება უნდა აიღოს, მიიღოს მაქსიმალურად ფართომაშტაბიანი ამნისტია შეიარაღებულ კონფლიქტებში მონაწილე პირთა მიმართ, ან შეიაღარებულ კონფლიქტთან დაკავშირებით თავისუფლებააღკვეთილთა მიმართ...“, ამ ნორმის ადამიანის უფლებათა ინტერ-ამერიკული სასამართლოსეული განმარტება გამორიცხავს მისი მოქმედების გავრცელებას ომის დანაშაულთა და ადამიანობის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულთა ჩამდენ პირთა მიმართ (იხილეთ მაღლა, 66-ე პარაგრაფი, გადაწყვეტილება საქმეზე ელ მოზოტესა და მიმდებარე ადგილებში ხოცვა ელ სალვადორის წინააღმდეგ (The Massacres of El Mozote and Nearby Places v. El Salvador), § 286). ადამიანის უფლებათა ინტერ-ამერიკული სასამართლოს თანახმად, ამგვარი დასკვნის საფუძველი იკვეთება საერთაშორისო სამართლით სახელმწიფოთა ვალდებულებებში გამოიძიონ და სახელმწიფო ბრალდება აწარმოონ ომის დანაშაულებზე. ინტერ-ამერიკულმა სასამართლომ დაადგინა, რომ აქედან გამომდინარე „ომის დანაშაულის ჩადენაში ეჭვმიტანილ პირებზე ვერ გავრცელდება ამნისტია“. გამოძიებისა და სახელმწიფო ბრალდების იგივე ვალდებულება არსებობს ადამიანის ძირითად უფლებათა მძიმე დარღვევებთან მიმართებით და შესაბამისად ჟენევის კონვენციების მეორე დამატებითი ოქმის 6.5 მუხლით გათვალისწინებული ამნისტიები ვერ გავრცელდება ამგვარ ქმედებებზე.
132. სახელმწიფოს შესაძლებლობა, ამნისტია გაავრცელოს ადამიანის უფლებათა მძიმე დარღვევებზე შესაძლოა შემოისაზღვროს საერთაშორისო ხელშეკრულებებით, რომლის მხარეც არის სახელმწიფო. არსებობს რამდენიმე საერთაშორისო კონვენცია, რომელიც ადგენს მასში განსაზღვრულ დანაშაულებზე სახელმწიფო ბრალდების წარმოების ვალდებულებას (იხილეთ 1949 წლის ჟენევის კონვენციები შეიარაღებული კონფლიქტების დაზარალებულთა დაცვის შესახებ და მათი დამატებითი ოქმები, კერძოდ კი ჟენევის კონვენციების საერთო მე-3 მუხლი, მოქმედ ჯარში დაჭრილთა და ავადმყოფთა მდგომარეობის გაუმჯობესების შესახებ კონვენციის (I) 49-ე და 50-ე მუხლები, საზღვაო შეიარაღებულ ძალებში დაჭრილთა, ავადმყოფთა და ხომალდის დაღუპვაში მოყოლილ პირთა მდგომარეობის გაუმჯობესების შესახებ კონვენციის (II) 50-ე და 51-ე მუხლები, სამხედრო ტყვეებთან მოპყრობის შესახებ კონვენციის (III) 129-ე და 130-ე მუხლები და ომის დროს სამოქალაქო მოსახლეობის დაცვის შესახებ კონვენციის (IV) 146-ე და 147-ე მუხლები; იხილეთ ასევე ჟენევის 1949 წლის 12 აგვისტოს კონვენციების 1977 წლის დამატებითი ოქმი არასაერთაშორისო ხასიათის შეიარაღებული კონფლიქტების მსხვერპლთა დაცვის შესახებ (II ოქმი), მე-4 და მე-13 მუხლები; გენოციდის დანაშაულის თავიდან აცილებისა და დასჯის შესახებ კონვენცია, მე-5 მუხლი; და წამებისა და სხვა სასტიკი, არაადამიანური ან დამაცირებელი მოპყრობის ან დასჯის წინააღმდეგ კონვენცია).
133. ომის დანაშაულებზე და ადამიანობის წინააღმდეგ დანაშაულებზე კანონისმიერი შეზღუდვების გავრცელების აკრძალვის შესახებ კონვენცია კრძალავს კანონისმიერი შეზღუდვების დაწესებას ადამიანობის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულებზე და ომის დანაშაულებზე.
134. სხვადასხვა საერთაშორისო ორგანოებმა მიიღეს რეზოლუციების, რეკომენდაციები და კომენტარები ადამიანის უფლებათა მძიმე დარღვევებთან დაკავშირებით დაუსჯელობასა და ამნისტიის გავრცელებაზე, ზოგადად შეთანხმდნენ რა, რომ ამნისტიები არ შეიძლება გავრცელდეს მათზე, ვინ ადამიანის უფლებათა და საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის ამგვარი დარღვევები ჩაიდინეს (იხილეთ 45-ე, 47-49, 51-53 და 56-58 პარაგრაფები მაღლა).
135. თავიანთ გადაწყვეტილებებში რამდენიმე საერთაშორისო სასამართლომ დაადგინა, რომ ამნისტიები დაუშვებელია, როდესაც მიმართულია ადამიანის უფლებათა მძიმე დარღვევებისა და საერთაშორისო სამართლით გათვალისწინებული დანაშაულების ჩამდენ პირთა წინააღმდეგ გამოძიებისა და დასჯის თავიდან აცილებისკენ (იხილეთ 54-ე და 59-68-ე პარაგრაფები მაღლა).
136. მართალია მე-7 დამატებითი ოქმის მე-4 მუხლის ფორმულირება კრძალავს მისი მოქმედების გავრცელებას ეროვნულ დონეზე, უნდა აღინიშნოს, რომ ზოგი საერთაშორისო ინსტრუმენტის მოქმედება ვრცელდება ხელახალ გასამართლებაზე სხვა სახელმწიფოში ან საერთაშორისო ტრიბუნალის წინაშე. მაგალითად, საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს წესდება მოიცავს ne bis in idem პრინციპის პირდაპირ გამონაკლისს, რადგანაც უშვებს ბრალდების წარმოებას როდესაც პირი უკვე გაამართლეს გენოციდთან, ადამიანობის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულებთან და ომის დანაშულებთან დაკავშირებით, თუკი სხვა სასამართლოების წინაშე საქმისწარმოების მიზანი იყო შესაბამისი პირების სისხლის სამართლის პასუხისმგებლობისგან დაცვა, საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს იურისდიქციის ფარგლებში (მე-20 მუხლი).
137. სასამართლო აღნიშნავს მონაწილეთა არგუმენტს იმის შესახებ, რომ საერთაშორისო დონეზე სახელმწიფოთა შორის არ არსებობს შეთანხმება ამნისტიის აკრძალვაზე გამონაკლისის გარეშე ადამიანის უფლებათა მძიმე დარღვევებისთვის, მათ შორის კონვენციის მე-2 და მე-3 მუხლებით გათვალისწინებულებზე. გამოითქვა მოსაზრება, რომ ამნისტიის გაჭიანურებული კონფლიქტების დასრულების ინსტრუმენტად გამოყენება პოზიტიურ შედეგებს იწვევს (იხილეთ მონაწილეთა წერილობითი მოსაზრებების შეჯამება 108-113 პარაგრაფებში მაღლა).
138. სასამართლო ასევე უთითებს ადამიანის უფლებათა ინტერ-ამერიკული სასამართლოს იურისდიქციაზე, კერძოდ კი საქმეებზე ბარიოს ალტოსი პერუს წინააღმდეგ (Barrios Altos v. Peru), გომეს ლუნდი და სხვები ბრაზილიის წინააღმდეგ (GomesLund et al v. Brazil), გელმანი ურუგვაის წინააღმდეგ (Gelman v. Uruguay) და ელ მოზეტში და მიმდებარე ადგილებზე ხოცვა ელ სალვადორის წინააღმდეგ (The Massacres of El Mozote and Nearby Places v. El Salvador), რომლებზეც სასამართლომ მტკიცე პოზიცია მიიღო და მისივე წინა მიგნებებზე და ადამიანის უფლებათა ინტერ-ამერიკული კომისიის, გაეროს და ადამიანის უფლებათა დაცვის სხვა უნივერსალური და რეგიონული ორგანოების მიგნებებზე დაყრდნობით დაადგინა, რომ არანაირი ამნისტია არ იყო მისაღები ადამიანის ძირითად უფლებათა მძიმე დარღვევებთან მიმართებით, ვინაიდან ნებისმიერი ამგვარი ამნისტია მეტად დააზიანებს სახელმწიფოთა ვალდებულებას, გამოძიება აწარმოოს და დასაჯოს ამგვარი ქმედებების ჩამდენები (იხილეთ ადამიანის უფლებათა ინტერ-ამერიკული სასამართლოს ზემოთ ციტირებული გადაწყვეტილებები საქმეებზე გელმანი ურუგვაის წინააღმდეგ (Gelman v. Uruguay), § 195, და გომეს ლუნდი და სხვები ბრაზილიის წინააღმდეგ (Gomes Lund et al v. Brazil), § 171). ის აღნიშნავს, რომ ამგვარი ამნისტიები ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართლით აღიარებულ აბსოლუტურ უფლებებს (იხილეთ გომეს ლუნდი და სხვები (Gomes Lund et al), § 172).
(γ) სასამართლოს დადგენილება
139. წინამდებარე საქმეზე განმცხადებელზე გავრცელდა ამნისტია ქმედებებისთვის, რომლებიც უტოლდებოდა ადამიანის ძირითადი უფლებების მძიმე დარღვევებს, როგორიცაა სამოქალაქო პირთა განზრახ მკვლელობა და ბავშვისთვის ჯანმრთელობის მძიმე დაზიანების მიყენება და საგრაფო სასამართლოს დასაბუთებაში განმცხადებელი მოხსენიებული იყო როგორც სამხედრო ოფიცერი. საერთაშორისო სამართლის მზარდი ტენდენციაა ამგვარი ამნისტიების მიუღებლად მიჩნევა, რადგანაც შეუსაბამობაშია სახელმწიფოთა ერთხმად აღიარებულ ვალდებულებასთან, ადამიანის ძირითად უფლებათა მძიმე დარღვევებზე აწარმოონ ბრალდება და დასაჯონ. თუნდაც მისაღები ყოფილიყო ამნისტიების შესაძლებლობა გარკვეულ გარემოებებში, როგორიცაა შერიგების პროცესი და/ან დაზარალებულისათვის კომპენსაციის ფორმა, წინამდებარე საქმეზე განმცხადებელზე გავრცელებული ამნისტია მაინც მიუღებელი იქნებოდა, რადგანაც არაფერი მიუთითებს, რომ ამგვარი გარემოებები სახეზე იყო.
140. სასამართლო მიიჩნევს, რომ განმცხადებლის წინააღმდეგ ახალი ბრალდების წაყენებითა და მისი მსჯავრდებით სამოქალაქო მოსახლეობის წინააღმდეგ ჩადენილი ომის დანაშაულებისთვის, ხორვატიის სახელმწიფო ორგანოები მოქმედებდნენ კონვენციის მე-2 და მე-3 მუხლების მოთხოვნების შესაბამისად და ზემოთ აღნიშნული საერთაშორისო მექანიზებისა და ინსტუმენტების მოთხოვნებთან და რეკომენდაციებთან შესაბამისობაში.
141. აღნიშნულის გათვალისწინებით სასამართლო ასკვნის, რომ კონვენციის მე-7 დამატებითი ოქმის მე-4 მუხლი არ ვრცელდება წინამდებარე საქმის გარემოებებზე.
აღნიშნულ საფუძვლებზე დაყრდნობით სასამართლო
1. ერთხმად დაუშვებლად აცხადებს საჩივარს კონვენციის მე-7 დამატებითი ოქმის მე-4 მუხლის საფუძველზე განმცხადებლის უფლებასთან დაკავშირებით, არ დაექვემდებაროს სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას ან სასჯელს ხელახლა N.V. -სა და Ne.V.-ს მკვლელობის ბრალდებასთან დაკავშირებით, რომელიც შეწყდა 1996 წლის 25 იანვარს;
2. ერთხმად ადგენს, რომ ადგილი არ ქონდა კონვენციის მე-6 მუხლის დარღვევას;
3. თექვსმეტი ხმით ერთის წინააღმდეგ ადგენს, რომ კონვენციის მე-7 დამატებითი ოქმის მე-4 მუხლის მოქმედება არ ვრცელდება S.B.-სადა V.B.-ს მკვლელობასთან და Sl.B.-ის ჯანრთელობის მძიმედ დაზიანებასთან დაკავშირებულ ბრალდებებზე.
შესრულებულია ინგლისურ და ფრანგულ ენებზე და საჯაროდ გამოქვეყნდა ადამიანის უფლებათა შენობაში, სტრასბურგში, 2014 წლის 27 მაისს, სასამართლოს რეგლამენტის 77.2 და 77.3 მუხლის საფუძველზე.
ლაურენს ერლიდინ სპიელმანი
იურისტ-კონსულტანტითავმჯდომარე
კონვენციის 45.2 მუხლისა და სასამართლოს რეგლამენტის 74.2 მუხლის თანახმად, გადაწყვეტილებას თან ერთვის შემდეგი განსხვავებული მოსაზრებები:
(a)მოსამართლეების სპიელმანის, პოვერ-ფორდესა და ნიუბერგერის ერთობლივი დამადასტურებელი მოსაზრება;
(b) მოსამართლეების ზიემელეს, ბერო-ლეფევრისა და კარაკასის ერთობლივი დამადასტურებელი მოსაზრება;
(c) მოსამართლეებისსიკუტას, ვოიცეკისა და ვეჰაბოვიჩის ერთობლივი დამადასტურებელი მოსაზრება;
(d) მოსამართლე ვუცინიკის დამადასტურებელი მოსაზრება;
(e) მოსამართლე დედოვის ნაწილობრივ განსხვავებული მოსაზრება.
D.S.
T.L.E.
განსხვავებული მოსაზრებები არ ითარგმნა, თუმცა ინგლისურ და/ან ფრანგულ ენაზე თან ერთვის გადაწყვეტილების ოფიციალურ ვერსიას, რომელიც განთავსებულია [ადამიანის უფლებათა ევროპული] სასამართლოს პრეცედენტული სამართლის მონაცემთა ბაზაში HUDOC.
© ევროპის საბჭო/ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო, 2014
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს ოფიციალური ენებია ინგლისური და ფრანგული. წინამდებარე თარგმანი შესრულებულია ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა სატრასტო ფონდის ხელშეწყობით (/humanrightstrustfund). იგი სასამართლოსათვის სავალდებულო ხასიათს არ ატარებს და არც მის ხარისხზე აკისრებს პასუხისმგებლობას. მოცემული დოკუმენტი შეიძლება ჩამოტვირთულ იქნას ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს HUDOC სასამართლო პრაქტიკის მონაცემთა ბაზიდან () ან ნებისმიერი სხვა მონაცემთა ბაზიდან, რომელთანაც სასამართლომ მოახდინა მისი გაზიარება. დასაშვებია თარგმანის რეპროდუქცირება არაკომერციული მიზნებისათვის იმ პირობით, რომ მოხდება საქმის სრული სახელწოდების ციტირება, მოცემულ საავტორო უფლებების აღნიშვნასა და ადამიანის უფლებათა სატრასტო ფონდზე მითითებით. წინამდებარე თარგმანის ნებისმიერი ნაწილის კომერციული მიზნებით გამოყენების სურვილის შემთხვევაში, გთხოვთ მოგვწეროთ შემდეგ მისამართზე: publishing@.
© Council of Europe/European Court of Human Rights, 2014
The official languages of the European Court of Human Rights are English and French. This translation was commissioned with the support of the Human Rights Trust Fund of the Council of Europe (/humanrightstrustfund). It does not bind the Court, nor does the Court take any responsibility for the quality thereof. It may be downloaded from the HUDOC case-law database of the European Court of Human Rights () or from any other database with which the Court has shared it. It may be reproduced for non-commercial purposes on condition that the full title of the case is cited, together with the above copyright indication and reference to the Human Rights Trust Fund. If it is intended to use any part of this translation for commercial purposes, please contact publishing@.
© Conseil de l’Europe/Cour européenne des droits de l’homme, 2014
Les langues officielles de la Cour européenne des droits de l’homme sont le français et l’anglais. La présente traduction a été effectuée avec le soutien du Fonds fiduciaire pour les droits de l’homme du Conseil de l’Europe (/humanrightstrustfund). Elle ne lie pas la Cour, et celle-ci décline toute responsabilité quant à sa qualité. Elle peut être téléchargée à partir de HUDOC, la base de jurisprudence de la Cour européenne des droits de l’homme (), ou de toute autre base de données à laquelle HUDOC l’a communiquée. Elle peut être reproduite à des fins non commerciales, sous réserve que le titre de l’affaire soit cité en entier et s’accompagne de l’indication de copyright ci-dessus ainsi que de la référence au Fonds fiduciaire pour les droits de l’homme. Toute personne souhaitant se servir de tout ou partie de la présente traduction à des fins commerciales est invitée à le signaler à l’adresse suivante : publishing@.
[1] იხილეთ ამ ნორმასთან მიმართებით უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა 32-34 პარაგრაფებში დაბლა.
[2]მიღებულია გაეროს გენერალური ასამბლეის რეზოლუციით 260 (III) 1948 წლის 9 დეკემბერს.
[3] მიღებულია 1968 წლის 26 ნოემბერს; ძალაში შევიდა 1970 წლის 11 ნოემბერს. რატიფიცირებულია ხორვატიის მიერ 1992 წლის 12 ოქტომბერს.
[4] მიღებულია და ხელმოწერისთვის, რატიფიცირებისა და მიერთებისთვის ღიაა 1984 წლის 10 დეკემბრიდან გენერალური ასამბლეის რეზოლუციით 39/46; ძალაში შევიდა 1987 წლის 26 ივნისს.
[5] მიღებულია ადამიანის უფლებათა სპეციალიზებულ ინტერ-ამერიკულ კონფერენციაზე, სან ხოსე, კოსტა რიკა, 1969 წლის 22 ნოემბერი.
[6] მხარეები დაეყრდნენ შემდეგ წყაროებს: ლუის მალინდერი, ამნისტია, ადამიანის უფლებები და პოლიტიკური გარდაქმნები, მშვიდობისა და მართლმსაჯულების გაყოფის მიღწევა (Hart Publishing 2008); ლუის მალინდერი, „ამნისტია, გლობალური პასუხისმგებლობის ნორმის გამოწვევა? ამნისტიის ამოქმედებაში რეგიონული და საერთაშორისო მიმდინარეობების ინტერპრეტაცია“, ფრანჩესკა ლესსა და ლეიგჰ ა. პაინე, ამნისტია ადამიანის უფლებათა პასუხისმგებლობის ასაკში (CUP 2012); ტრისია დ. ოლსენი, ლეიჰ ა. პაინე და ენდრიუ გ. რეიტერი, გარდამავალი მართლმსაჯულების ბალანსი, შედარების პროცესი, ეფექტიანობის შეფასება (United States Institute of Peace Press 2010); ლესლი ვინიამური და აარონ პ. ბოესნეკერი, პასუხისმგებლობა და მშვიდობის შეთანხმება, ტენდენციების აღნუსხვა 1998 წლიდან 2006 წლამდე (სექტემბერი 2007), ჰუმანიტარული დიალოგის ცენტრი, 9.
Full & Egal Universal Law Academy