© ევროპის საბჭო/ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო, 2014 წელი. თარგმანი მომზადებულია ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა მიზნობრივი ფონდის მიერ (/humanrightstrustfund). თარგმანი არ ავალდებულებს სასამართლოს. დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ სრული მითითება საავტორო უფლების შესახებ დოკუმენტის ბოლოს.
© Council of Europe/European Court of Human Rights, 2014. This translation was commissioned with the support of the Human Rights Trust Fund of the Council of Europe (/humanrightstrustfund). It does not bind the Court. For further information see the full copyright indication at the end of this document.
© Conseil de l’Europe/Coureuropéenne des droits de l’homme, 2014. La présentetraduction a étéeffectuée avec le soutien du Fondsfiduciaire pour les droits de l’homme du Conseil de l’Europe (/humanrightstrustfund). Elle ne lie pas la Cour. Pour plus de renseignementsveuillez lire l’indication de copyright/droitsd’auteur à la fin du présent document.
საინფორმაციო შეტყობინება სასამართლოს პრეცედენტულ სამართალზე 174
მაისი 2014
მარგუსი ხორვატიის წინააღმდეგ (Marguš v. Croatia) [დიდი პალატა] - 4455/10
გადაწყვეტილება 27.5.2014 [დიდი პალატა]
მე-7 დამატებითი ოქმის მე-4 მუხლი
ხელახლა გასამართლებისგან და დასჯისგან დაცვის უფლება
ომის დანაშაულისთვის ჯარისკაცის მსჯავრდება, რომელსაც მანამდე ამნისტია შეეხო: მე-7 დამატებითი ოქმის მე-4 მუხლის მოქმედება არ ვრცელდება
ფაქტობრივი გარემოებები – განმცხადებლი, ხორვატიის არმიის წევრი, გასამართლებული იყო ხორვატიაში ომის პერიოდში 1991 წელს ჩადენილი მკვლელობისთვის და სხვა მძიმე დანაშაულებისთვის. რამდენიმე ბრალდება არ დაუმტკიცდა. 1997 წელს საქმის განმხილველმა სასამართლომ, რომელსაც თავმჯდომარეობდა მოსამართლე M.K., შეწყვიტა საქმის წარმოება დანარჩენ ბრალდებებზე საყოველთაო ამნისტიის შესახებ კანონის საფუძველზე, რომლის თანახმადაც ამნისტია ვრცელდებოდა ყველა დანაშაულზე, რომელიც ჩადენილ იქნა 1990 წლიდან 1996 წლამდე პერიოდში, ხორვატიაში მიმდინარე ომის დროს, გამონაკლისი იყო ქმედებები, რომლებიც წარმოადგენდა ჰუმანიტარული სამართლის ყველაზე მძიმე დარღევას ან ომის დანაშაულებს. 2007 წელს უზენაესმა სასამართლომ კანონიერების დაცვის შესახებ სახელმწიფო პროკურორის მოთხოვნის საფუძველზე განმცხადებლის წინააღმდეგ მიმდინარე საქმისწარმოების შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილება საყოველთაო ამნისტიის კანონთან შეუსაბამოდ მიიჩნია. კონკრეტულად კი მან აღნიშნა, რომ განმცხადებელმა ჩაიდინა გაცხადებული დანაშაულები როგორც სარეზერვო ძალების წევრმა, მას შემდეგ რაც მისი სავალდებულო ვადა ამოიწურა, შესაბამისად, სახეზე არ იყო არსებითი კავშირი გაცხადებულ დანაშაულებსა და ომს შორის, რასაც აღნიშნული კანონი ითხოვდა.
პარალელურად განმცხადებელს წარუდგინეს ბრალი ომის დანაშაულებში სისხლის სამართლის მეორე საქმის ფარგლებში. ამ საქმის განხილვას უძღვებოდა სამი მოსამართლისგან შემდგარი პანელი, მათ შორის იყო მოსამართლე M.K. დასკვნითი კამათის დროს განმცხადებელი გაიყვანეს სასამრთლო დარბაზიდან, მას შემდეგ რაც ორი გაფრთხილება მიიღო სახელმწიფო პროკურორის მოადგილის გამოსვლის შეწყვეტისთვის. მისი ადვოკატი დარჩა სხდომის დარბაზში და წარმოადგინა განმცხადებლის დასკვნითი სიტყვა. საქმის განმხილველმა სასამართლომ განმცხადებელი დამნაშავედ ცნო ომის დანაშაულებში და შეუფარდა თოთხმეტი წლით თავისუფლების აღკვეთა. უზენაესმა სასამართლომ მსჯავრდება ძალაში დატოვა სამ საფუძველზე დაყრდნობით: პირველი, ორი სამართალწარმოება არ მიმდინარეობდა ერთსა და იმავე საქმეზე, შესაბამისად მოსამართლე M.K.-სთვის დასაშვები იყო ორივე საქმის განხილვაში მონაწილეობა; მეორე, განმცხადებლის სასამართლო დარბაზიდან გაყვანა დასაბუთებული იყო; და მესამე, სახეზე არ იყო res judicata, რადგანაც მეორე სამართალწარმოებისას დანაშაულების ფაქტობრივი მხარე მნიშვნელოვნად ფართო იყო მაშტაბის თვალსაზრისით, პირველ საქმესთან შედარებით, რადგანაც განმცხადებელს ბრალი წარედგინა საერთაშორისო სამართლის დარღვევაში, კერძოდ კი ჟენევის 1949 წლის “საომარი მოქმედებებისას სამოქალაქო პირთა დაცვის შესახებ” კონვენციის დარღვევისთვის. განმცხადებელმა წარადგინა საკონსტიტუციო საჩივარი, რომელიც საბოლოო ჯამში არ დაკმაყოფილდა.
კანონმდებლობა – 6.1 მუხლი: განმცხადებელი ჩიოდა, რომ მის წინააღმდეგ ორი საქმის განხილვაში ერთი და იგივე მოსამართლე მონაწილეობდა, მიუკერძოებლობის მოთხოვნის დარღვევით. თუმცა თავად ის ფაქტი, რომ ეს მოსამართლე მონაწილეობდა ორივე საქმის განხილვისას, არ იყო შეუსაბამობაში ამ მოთხოვნასთან. პირველი საქმისწარმოებისას მას არ მიუღია განმცხადებლის დამნაშავედ ან უდანაშაულოდ ცნობის შესახებ გადაწყვეტილება და არც მისი ბრალეულობის დასადგენად მნიშვნელოვანი მტკიცებულება შეუფასებია.
დადგენილება: დარღვევას არ ქონდა ადგილი (ერთხმად).
6.1 და 6.3.c მუხლი: რაც შეეხება განმცხადებლის საჩვარს იმის შესახებ, რომ მისი დაცვის უფლების დარღვევით მას ჩამოერთვა საბოლოო სიტყვის წარმოთქმის უფლება, [ადამიანის უფლებათა ევროპული] სასამართლო აღნიშნავს, რომ მაშინ როცა ბრალდებული არღვევდა სასამართლო დარბაზში წესრიგს, საქმის განმხილველი სასამართლოს მიმართ არ არსებობდა მოლოდინი, რომ ის პასიური დარჩებოდა და დაუშვებდა ამგვარ ქცევას. იმის გათვალისწინებით, რომ განცხადებელი გააძევეს სასამართლო დარბაზიდან ორი გაფრთხილების შემდეგ, არ შეეწყევტინებია სახელმწიფო პროკურორის მოადგილისთვის დასკვნითი სიტყვა და ასევე, რომ განმცხადებლის ადვოკატი დარჩა სასამართლო დარბაზში და წარადგინა განმცხადებლის დასკვნითი დასაბუთება, ადგილი არ ქონდა 6.1 და 6.3.c მუხლის დარღვევას.
დადგენილება: დარღვევას არ ქონდა ადგილი (ერთხმად).
მე-7 დამატებითი ოქმის მე-4 მუხლი: განმცხადებელი ჩიოდა მისი ორჯერ გასამართლებისგან დაცვის უფლების დარღვევის გამო. სასამართლომ დაადასტურა, რომ განმცხადებლის მიმართ ორივე სამართალწარმოებისას მას მსჯავრი წარედგინა ერთი და იმავე სამართალდარღვევისთვის. თუმცა, ორი არსებითად განსხვავებული ვითარება იყო პირველი სამართალწარმოებისას: პროკურორმა შეწყვიტა საქმისწარმოება ორ მკვლელობასთან დაკავშირებით, ხოლო დანარჩენ ორ მკვლელობასთან და ჯანმრთელობის მძიმე დაზიანებასთან დაკავშირებული საქმისწარმოება რაიონულმა სასამართლომ შეწყვიტა საყოველთაო ამნისტიის შესახებ კანონის საფუძველზე.
(a) შეწყვეტილი ბრალდებები – სახელმწიფო პროკურორის მიერ პირველი საქმისწარმოების ფარგლებში შეწყვეტილ ბრალდებებთან დაკავშირებით [ადამიანის უფლებათა ევროპულმა] სასამართლომ მიიჩნია, რომ სისხლის სამართლის საქმისწარმოების შეწყვეტა სახელმწიფო პროკურორის მიერ არ უტოლდებოდა არც მსჯავრდებას და არც გამართლებას, შესაბამისად, მე-7 დამატებითი ოქმის მე-4 მუხლის მოქმედება არ ვრცელდება.
დადგენილება: დაუშვებელია (ერთხმად).
(b) საქმისწარმოების შეწყვეტა საყოველთაო ამნისტიის შესახებ კანონის საფუძველზე - რაც შეეხება პირველი საქმისწარმოების შეწყვეტას საყოველთაო ამნისტიის შესახებ კანონის საფუძველზე, [ადამიანის უფლებათა ევროპული] სასამართლო ადგენს, რომ განმცხადებელზე არასათანადოდ გავრცელდა ამნისტია ქმედებებისთვის, რომლებიც უტოლდებოდა კონვენციის მე-2 და მე-3 მუხლების საფუძველზე დაცული ადამიანის ძირითადი უფლებების დარღვევას. სახელმწიფოებს ევალება სახელმწიფო ბრალდება აწარმოონ ისეთ ქმედებებზე, როგორიცაა წამება და განზრახ მკვლელობა. უფრო მეტიც, საერთაშორისო სამართალში ადამიანის უფლებების მძიმე დარღვევებთან დაკავშირებით ამნისტიის მიუღებლად მიჩნევის მზარდი ტენდენციაა. ამ დაკვირვების მხარდასაჭერად [ადამიანის უფლებათა ევროპული] სასამართლო ეყრდნობა რამდენიმე საერთაშორისო ინსტიტუტს, სასამართლოებსა და კონვენციებს, მათ შორის გაეროს ადამიანის უფლებათა კომიტეტს, ყოფილი იუგოსლავიის საერთაშორისო სისხლის სამართლის ტრიბუნალს და ადამიანის უფლებათა ინტერ-ამერიკულ სასამართლოს. უფრო მეტიც, თუკი მისაღები იქნებოდა, რომ ამნისტიები შესაძლებელია კონკრეტულ გარემოებებში, როგორიცაა შერიგების პროცესი და/ან კომპენსაცია დაზარალებულებისთვის, ამ საქმეზე განმცხადებელზე გავრცელებული ამნისტია მაინც არ იქნებოდა მისაღები, რადგანაც ამ საქმეზე არაფერი უთითებდა, რომ ამგვარი გარემოებები სახეზე იყო. შესაბამისად, განმცხადებლის წინააღმდეგ ახალი ბრალდება ომის დანაშაულებისთვის მეორე საქმისწარმოების ფარგლებში შეესაბამებოდა კონვენციის მე-2 და მე-3 მუხლებს და მე-7 დამატებითი ოქმის მე-4 მუხლს.
დადგენილება: დასაშვებია (თექვსმეტი ხმა ერთის წინააღმდეგ).
© ევროპის საბჭო/ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო
სამდივნოს მიერ მომზადებული მოცემული მოკლე მიმოხილვა
სასამართლოსათვის არასავალდებულოა.
იხილეთ აქ სასამართლო პრაქტიკის საინფორმაციო ბროშურები
© ევროპის საბჭო/ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო, 2014
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს ოფიციალური ენებია ინგლისური და ფრანგული. წინამდებარე თარგმანი შესრულებულია ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა სატრასტო ფონდის ხელშეწყობით (/humanrightstrustfund). იგი სასამართლოსათვის სავალდებულო ხასიათს არ ატარებს და არც მის ხარისხზე აკისრებს პასუხისმგებლობას. მოცემული დოკუმენტი შეიძლება ჩამოტვირთულ იქნას ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს HUDOC სასამართლო პრაქტიკის მონაცემთა ბაზიდან () ან ნებისმიერი სხვა მონაცემთა ბაზიდან, რომელთანაც სასამართლომ მოახდინა მისი გაზიარება. დასაშვებია თარგმანის რეპროდუქცირება არაკომერციული მიზნებისათვის იმ პირობით, რომ მოხდება საქმის სრული სახელწოდების ციტირება, მოცემულ საავტორო უფლებების აღნიშვნასა და ადამიანის უფლებათა სატრასტო ფონდზე მითითებით. წინამდებარე თარგმანის ნებისმიერი ნაწილის კომერციული მიზნებით გამოყენების სურვილის შემთხვევაში, გთხოვთ მოგვწეროთ შემდეგ მისამართზე: publishing@.
© Council of Europe/European Court of Human Rights, 2014
The official languages of the European Court of Human Rights are English and French. This translation was commissioned with the support of the Human Rights Trust Fund of the Council of Europe (/humanrightstrustfund). It does not bind the Court, nor does the Court take any responsibility for the quality thereof. It may be downloaded from the HUDOC case-law database of the European Court of Human Rights () or from any other database with which the Court has shared it. It may be reproduced for non-commercial purposes on condition that the full title of the case is cited, together with the above copyright indication and reference to the Human Rights Trust Fund. If it is intended to use any part of this translation for commercial purposes, please contact publishing@.
© Conseil de l’Europe/Cour européenne des droits de l’homme, 2014
Les langues officielles de la Cour européenne des droits de l’homme sont le français et l’anglais. La présente traduction a été effectuée avec le soutien du Fonds fiduciaire pour les droits de l’homme du Conseil de l’Europe (/humanrightstrustfund). Elle ne lie pas la Cour, et celle-ci décline toute responsabilité quant à sa qualité. Elle peut être téléchargée à partir de HUDOC, la base de jurisprudence de la Cour européenne des droits de l’homme (), ou de toute autre base de données à laquelle HUDOC l’a communiquée. Elle peut être reproduite à des fins non commerciales, sous réserve que le titre de l’affaire soit cité en entier et s’accompagne de l’indication de copyright ci-dessus ainsi que de la référence au Fonds fiduciaire pour les droits de l’homme. Toute personne souhaitant se servir de tout ou partie de la présente traduction à des fins commerciales est invitée à le signaler à l’adresse suivante : publishing@.
Full & Egal Universal Law Academy