© ევროპის საბჭო/ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო, 2012. წინამდებარე თარგმანი შესრულებულია ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა სატრასტო ფონდის ხელშეწყობით (/humanrightstrustfund). სასამართლოსათვის იგი სავალდებულო ხასიათს არ ატარებს. დამატებითი ინფორმაციისათვის იხილეთ საავტორო უფლებების სრული მიმოხილვა მოცემული დოკუმენტის ბოლოს.
Council of Europe/European Court of Human Rights, 2012. This translation was commissioned with the support of the Human Rights Trust Fund of the Council of Europe (/humanrightstrustfund). It does not bind the Court. For further information see the full copyright indication at the end of this document.
Conseil de l’Europe/Cour Européenne des Droits de l’Homme, 2012. La présente traduction a été effectuée avec le soutien du Fonds fiduciaire pour les droits de l’homme du Conseil de l’Europe (/humanrightstrustfund). Elle ne lie pas la Cour. Pour plus de renseignements veuillez lire l’indication de copyright/droits d’auteur à la fin du présent document.
საინფორმაციო შეტყობინება სასამართლოს პრეცედენტულ სამართალზე #109
ივნისი, 2008
მასლოვი (Maslov) ავსტრიის წინააღმდეგ - 1638/03
გადაწყვეტილება 23.6.2008 [დპ]
მე-8 მუხლი
მუხლი 8.1
ოჯახური ცხოვრების პატივისცემა
პირადი ცხოვრების პატივისცემა
არასრულწლოვნის მიერ მეტწილად არაძალადობრივ სამართალდარღვევათა ჩადენასთან დაკავშირებით მისი გაძევების ბრძანება: დარღვევა
ფაქტები: განმცხადებელი, ბულგარეთის მოქალაქე, ავსტრიაში ჩავიდა 1990 წელს ექვსი წლის ასაკში და კანონიერად ცხოვრობდა მშობლებთან და და-ძმასთან ერთად. 1999 წელს მან მოიპოვა შეუზღუდავი ბინადრობის ნებართვა. 2001 წელს 16 წლის ასაკში ფედერალური პოლიციის ორგანომ მასზე გასცა მისი ათი წლით გაძევების ბრძანება, რომელიც მისი თვრამეტი წლის დადგომიდან ამოქმედდებოდა. ბრძანება გაიცა არასრულწლოვანთა სასამართლოს მიერ დამამძიმებელ გარემოებებში ძარცვის, გამოძალვისა და თავდასხმისთვის მისი მსჯავრდების შემდეგ, რაც მან 14 და 15 წლის ასაკში ჩაიდინა და რისთვისაც მას თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა. სასჯელის მოხდის და სრულწლოვანების მიღწევისთანავე 2003 წლის დეკემბერში განმცხადებლის ბულგარეთში დეპორტაცია მოხდა.
კანონმდებლობა: განმცხადებლის გაძევების შესახებ ბრძანების გამოცემა და აღსრულება წარმოადგენდა მისი პირადი და ოჯახური ცხოვრების პატივისცემის უფლებაში ჩარევას, რაც გათვალისწინებული იყო კანონით და ემსახურებოდა წესრიგის დარღვევისა და დანაშაულის პრევენციის ლეგიტიმურ მიზანს. საქმის გადამწყვეტი ელემენტი იყო განმცხადებლის მიერ სამართალდარღვევათა ჩადენისას მისი მცირე ასაკი და ერთი გამონაკლისის გარდა, ამ სამართალდარღვევათა არაძალადობრივობა. მას მსჯავრი დაედო არასრულწლოვანთა დელინქვენტური ქცევისთვის. არასრულწლოვანი სამართალდამრღვევის მიმართ გაძევების ზომის გამოყენების განხილვისას, ბავშვის ჭეშმარიტი ინტერესიდან გამომდინარე მოქმედების ვალდებულება ასევე მოიცავს მისი რეინტეგრაციის ხელშეწყობის ვალდებულებას. რეინტეგრაცია ვერ მიიღწევა გაძევების შედეგად ოჯახთან ან სოციალური კავშირების გაუარესებით, რაც არასრულწლოვანთა შემთხვევაში გამოყენებულ უნდა იქნას როგორც უკანასკნელი ზომა. პატიმრობიდან გათავისუფლების შემდეგ განმცხადებელი ავსტრიაში მომდევნო 18 თვის განმავლობაში ცხოვრობდა, ისე რომ არ ჩაუდენია სამართალდარღვევა. ნაკლები ინფორმაცია იყო იმის შესახებ, როგორ იქცეოდა ის ციხეში ან რამდენად მოწესრიგდა მისი საცხოვრებელი პირობები გათავისუფლების შემდეგ, შესაბამისად დანაშაულთა ჩადენის შემდეგ მის ქცევას ნაკლები მნიშვნელობა მიენიჭა სხვა კრიტერიუმებთან შედარებით, კერძოდ კი იმ ფაქტს რომ მეტადრე არაძალადობრივ დანაშაულებს ქონდა ადგილი და ისინი განმცხადებელმა არასრულწლოვანების დროს ჩაიდინა. განმცხადებელს სოციალური, კულტურული, ლინგვისტური და ოჯახური კავშირი ავსტრიასთან ქონდა, სადაც ცხოვრობდნენ მისი ნათესავებიც და არ დასტურდებოდა სამშობლოსთან რაიმე კავშირები. ის ფაქტი, რომ გაძევების ბრძანება ვადიანი იყო, არ არის გადამწყვეტი. განმცხადებლის ასაკის გათვალისწინებით, ათი წლით გაძევება მას უკრძალავდა ავსტრიაში ცხოვრებას იმავე ვადით, რაც მან იქ გაატარა და მის ცხოვრებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვან პერიოდში. ამ გარემოებათა გათვალისწინებით ეს იყო დასახული ლეგიტიმურ მიზანთან მიმართებით არაპროპორციული და ასევე არ იყო აუცილებელი დემოკრატიულ საზოგადოებაში.
დადგენილება: დარღვევა (თექვსმეტი ხმა ერთის წინააღმდეგ).
41-ე მუხლი - 3 000 ევრო არამატერიალური ზიანის სანაცვლოდ.
© ევროპის საბჭო/ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო
სამდივნოს მიერ მომზადებული ეს მოკლე შეჯამება სავალდებულო არ არის სასამართლოსთვის
სასამართლო გადაწყვეტილებების მოკლე შეჯამებებისთვის მიჰყევით ბმულს Case-Law Information Notes
© ევროპის საბჭო/ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო, 2012
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს ოფიციალური ენებია ინგლისური და ფრანგული. წინამდებარე თარგმანი შესრულებულია ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა სატრასტო ფონდის ხელშეწყობით (/humanrightstrustfund). იგი სასამართლოსათვის სავალდებულო ხასიათს არ ატარებს და არც მის ხარისხზე აკისრებს პასუხისმგებლობას. მოცემული დოკუმენტი შეიძლება ჩამოტვირთულ იქნას ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს HUDOC სასამართლო პრაქტიკის მონაცემთა ბაზიდან () ან ნებისმიერი სხვა მონაცემთა ბაზიდან, რომელთანაც სასამართლომ მოახდინა მისი გაზიარება. დასაშვებია თარგმანის რეპროდუქცირება არაკომერციული მიზნებისათვის იმ პირობით, რომ მოხდება საქმის სრული სახელწოდების ციტირება, მოცემულ საავტორო უფლებების აღნიშვნასა და ადამიანის უფლებათა სატრასტო ფონდზე მითითებით. წინამდებარე თარგმანის ნებისმიერი ნაწილის კომერციული მიზნებით გამოყენების სურვილის შემთხვევაში, გთხოვთ მოგვწეროთ შემდეგ მისამართზე: publishing@.
© Council of Europe/European Court of Human Rights, 2012
The official languages of the European Court of Human Rights are English and French. This translation was commissioned with the support of the Human Rights Trust Fund of the Council of Europe (/humanrightstrustfund). It does not bind the Court, nor does the Court take any responsibility for the quality thereof. It may be downloaded from the HUDOC case-law database of the European Court of Human Rights () or from any other database with which the Court has shared it. It may be reproduced for non-commercial purposes on condition that the full title of the case is cited, together with the above copyright indication and reference to the Human Rights Trust Fund. If it is intended to use any part of this translation for commercial purposes, please contact publishing@.
© Conseil de l’Europe/Cour européenne des droits de l’homme, 2012
Les langues officielles de la Cour européenne des droits de l’homme sont le français et l’anglais. La présente traduction a été effectuée avec le soutien du Fonds fiduciaire pour les droits de l’homme du Conseil de l’Europe (/humanrightstrustfund). Elle ne lie pas la Cour, et celle-ci décline toute responsabilité quant à sa qualité. Elle peut être téléchargée à partir de HUDOC, la base de jurisprudence de la Cour européenne des droits de l’homme (), ou de toute autre base de données à laquelle HUDOC l’a communiquée. Elle peut être reproduite à des fins non commerciales, sous réserve que le titre de l’affaire soit cité en entier et s’accompagne de l’indication de copyright ci-dessus ainsi que de la référence au Fonds fiduciaire pour les droits de l’homme. Toute personne souhaitant se servir de tout ou partie de la présente traduction à des fins commerciales est invitée à le signaler à l’adresse suivante : publishing@.
Full & Egal Universal Law Academy