© ევროპის საბჭო/ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო, 2012. წინამდებარე თარგმანი შესრულებულია ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა სატრასტო ფონდის ხელშეწყობით (/humanrightstrustfund). სასამართლოსათვის იგი სავალდებულო ხასიათს არ ატარებს. დამატებითი ინფორმაციისათვის იხილეთ საავტორო უფლებების სრული მიმოხილვა მოცემული დოკუმენტის ბოლოს.
Council of Europe/European Court of Human Rights, 2012. This translation was commissioned with the support of the Human Rights Trust Fund of the Council of Europe (/humanrightstrustfund). It does not bind the Court. For further information see the full copyright indication at the end of this document.
Conseil de l’Europe/Cour Européenne des Droits de l’Homme, 2012. La présente traduction a été effectuée avec le soutien du Fonds fiduciaire pour les droits de l’homme du Conseil de l’Europe (/humanrightstrustfund). Elle ne lie pas la Cour. Pour plus de renseignements veuillez lire l’indication de copyright/droits d’auteur à la fin du présent document.
საინფორმაციო ბარათი სასამართლოს პრეცედენტულ საქმეზე #123
2009 წლის ოქტომბერი
მიკალეფი მალტის წინააღმდეგ – 17056/06
გადაწყვეტილება 15.10.2009 [GC]
მუხლი 6
სამოქალაქო სამართალწარმოება
მუხლი 6-1
სამოქალაქო უფლებები და მოვალეობები
აკრძალვის პროცედურა: მე-6-ე მუხლი შესაბამისია
მიუკერძოებელი ტრიბუნალი
მხარის ადვოკატთან მოსამართლის ნათესაური კავშირის საფუძველზე კანონით მოსამართლის აცილების უფლების არ ქონა; დარღვევა
მუხლი 34
დაზარალებული
სარჩელი წარმოდგენილია მომჩივანის დის მიერ მომჩივანის სახელით, რომელიც გარდაიცვალა მისი სამართლიანი სასამართლოს უფლების შელახვის თაობაზე საკონსტიტუციო სარჩელის წარმოებისას: მსხვერპლის სტატუსის შენარჩუნება
ფაქტები – მომჩივანის და იყო წარუმატებელი მხარე სამოქალაქო სამართალწარმოებაში, რომელიც არსებითად იქნა განხილული 1992 წელს. 1985 წელს სასამართლო აკრძალვა გამოიცა მის წინააღმდეგ რომლის შემდეგაც მეზობელმა წარადგინა სარჩელი. მან გაასაჩივრა სასამართლო აკრძალვა სასამართლოში რომელმაც ის გააუქმა ვინაიდან ის გამოცემული იყო შეჯიბრებითობის პრინციპის დარღვევით. ეს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა. 1993 წელს მომჩივანის დამ წამოიწყო საკონსტიტუციო სარჩელი იმ საფუძვლით რომ სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარე არ იყო ობიექტურად მიუკერძოებელი ვინაიდან მას ჰქონდა ნათესაური კავშირი მოწინააღმდეგე მხარის ადვოკატთან. 2002 წელს, მას შემდეგ რაც მისი და გარდაიცვალა, მომჩივანი ჩაერთო სამართალწარმოებაში. 2005 წელს საკონსტიტუციო სარჩელი არ დაკმაყოფილდა. 2006 წელს მომჩივანმა სარჩელი წარადგინა ევროპულ სასამართლოში. 2008 წლის 15 იანვრის გადაწყვეტილებით (იხილეთ საინფორმაციოა ჩანაწერი #104) სასამართლოს საბჭომ ოთხი ხმით სამის წინააღმდეგ დაადგინა რომ დაირღვა კონვენციის მე-6-ე მუხლის პირველი ნაწილი სააპელაციო სასამართლოს ობიექტური მიუკერძოებლობის გამო.
კანონი- (ა) წინასწარი პროტესტი: მოპასუხე სახელმწიფომ სარჩელის დაუშვებლობის სამი საფუძველი წარმოადგინა: პირველი, მომჩივანს არ აქვს დაზარალებულის სტატუსი ვინადან ის არ ყოფილა სამართალწარმოების მხარე,; მეორე, მომჩივანს არ ამოუწურავს გასაჩივრების შიდა ეროვნული მექანიზმები; და მესამე, მე-6-ე მუხლი არ ეხება სასამართლო აკრძალვის სამართალწარმოებას.
(I)დაზარალებულის სტატუსი – პირდაპირი დაზარალებული გარდაიცვალა საკონსტიტუტიციო სამართალწარმოების პროცესში, რომელიც ათ წელზე მეტ ხანს გაგრძელდა პირველი ინსტანციის დონეზე და საჭირო იყო ეროვნული მექანიზმების ამოწურვა. საკონსტიტუციო სასამართლოს უარი არ უთქვამს მომჩივანის მოთხოვნაზე ჩართულიყო სამართალწარმოებაში როგორც მომჩივანის ძმა და მემკვიდრე და არც მისი სააპელაციო სარჩელის მიღებაზე უთქვამს უარი. უფრო მეტიც მას დაეკისრა მისი დის მიერ დაწყებული საქმის სასამართლო ხარჯები და ამიტომ მას ჰქონდა ინტერესი თანხის დაბრუნების. ამავე დროს საქმე ეხებოდა მნიშვნელოვან საკითხს როგორიცაა მართლმსაჯულების სამართლიანი განხორციელება და შესაბამისად ეხება ზოგად ინტერესს. ამიტომ მომჩივანი უფლებამოსილია წარმოადგინოს ეს სარჩელი.
(II)ეროვნული მექანიზმების ამოწურვა – მალტის კანონმდებლობაში მოცემულ დროს არ იყო დებულება რომელიც მოსამართლის აცილების საშულებას იძლეოდა ბიძა-დის/ძმისშვილის ნათესაური ურთიერთობის საფუძველზე. ამ საკითხის ეროვნულ საკონსტიტუციო სასამართლოში დაყენება, რომელმაც არ დააკმაყოფილა სახელმწიფოს პროტესტი ეროვნული მექანიზმების არ ამოწურვის თაობაზე და განიხილა სარჩელის შინაარსი, მომჩივანმა შეძლო ნორმალურად გამოეყენებინ მისთვის ხელმისაწვდომი საშუალებები სასამართლოს წინაშე წარდგენილ ფაქტებთან დაკავშირებით.
(III)მე-6 მუხლის ნაწილი 1-ის გამოყენებადობა – სასამართლო აკრძალვის პროცედურები და მათ სამართლიანობასთან დაკავშირებული სარჩელი იყო სამართალწარმოების ერთი ნაწილი რომელიც ეხებოდა მიზეზის არსს და არ შეიძლებოდა მათი ერთმანეთისგან დამოუკიდებლად განხილვა. მიუხედავად იმისა რომ წინასასამართლო სამართალწარმოება როგორც წესი არ ჯდება მე-6-ე მუხლის დაცვის ფარგლებში სასამართლომ დაადგინა რომ ევროპის საბჭოს წევრი სახელმწიფოები თანხმდებოდნენ მე-6 მუხლის დროებით ღონისძიებებთან მიმართებით გამოყენების თაობაზე, მათ შორის სასამართლო აკრძალვისას. ეს პოზიცია ასევე გაზიარებული იყო ევროპის თანამეგობრობის სასამართლოს მიერ. გადაჭარბებულად ხანგრძილ სამართალწარმოებაში მოსამართლის გადაწყვეტილება სასამართლო აკრძალვის თაობაზე როგორც წესი უტოლდება გადაწყვეტილებას სარჩელის არსებით ნაწილზე. ხშირად, ორივე როგორც დროებითი ასევე ძირითადი სამართალწარმოების ფარგლებში მომხდარა ერთი და იგივე “სამოქალაქო უფლებების ან ვალდებულებების” გადაწყვეტა მე-6-ე მუხლის ფარგლებში რამაც ერთნაირი ეფექტი გამოიწვია. აქედან გამომდინარე, სასამართლო აღარ ფიქრობს რომ გამართლებულია სასამართლო აკრძალვის სამართალწარმოების ავტომატურად დახასიათება როგორც სამოქალაქო უფლებების ან ვალდებულებების არა განმსაზღვრელ მექანიზმად. სასამართლო არც იმაშია დარწმუნებული რომ ასეთ სამართალწარმოებაში ნაკლოვანება აუცილებლად იქნება გამოსწორებული არსებით სამართალწარმოებაში ვიანიდან ამ დროის მანძილზე მინიჭებული ნებისმიერი ზიანი შეიძლება მოცმეული დროისთვის იქცეს შეუქცევადად და ჰქონდეს ძალიან მცირე შანსი გამოასწოროს მიყენებული ზიანი გარდა ამ ზიანის ფინანსური ანაზაღაურებისა. ამიტომ სასამართლომ დაადგინა რომ პრეცედენტულ სამართალში ცვლილება იყო საჭირო. მუხლი 6 გამოყენებადი იქნება თუ საფრთხის ქვეშ არსებული უფლება როგორც ძირითად ისე აკრძალვის სამართალწარმოებაში იქნება “სამოქალაქო” მე-6-ე მუხლის მნიშვნელობის მიზნებისთვის და დროებითი ღონისძიება შეიძლება ჩაითვალოს საფრთხის ქვეშ მყოფი სამოქალაქო უფლებების ან ვალდებულებების ეფექტურ განმარტებად მიუხედავად იმ დროისა რა დორით იყო ის ძალაში და მოქმედებდა. სასამართლომ დაადგინა რომ გამონაკლის შემთხვევებში შესაძლოა შეუძლებელი იყოს მე-6-ე მუხლის ყველა მოთხოვნის დაკმაყოფილება. მაგრამ სასამართლოს ან მოსამართლის დამოუკიდებლობა და მიუკერძოებლობა რჩება უცვლელ დაცვის მექანიზმად ამ სამართალწარმოებაში. დაცვის სხვა საპროცესო მექანიზმები შესაძლოა გამოყენებული იყოს განსახილველი დროებითი ღონისძიების მიზნის და არსის შესაბამისად. მოცემულ საქმეში საფრთხის ქვეშ არსებული უფლების არსი ძირითად სამართალწარმოებაში ეხებოდა მეზობლების ქონებრივ უფლებებს და შესაბამისად წარმოადგენდა “სამოქალაქო” უფლებას. სასამართლო აკრძალვის მიზანი იყო იგივე უფლების განსაზღვრა რაც გასაჩივრდა ძირითად სამართალწარმოებაში და რომლის აღსრულებაც დაუყოვნებლივ მოხდებოდა. ამიტომ მე-6-ე მუხლი შესაბამისია.
დასკვნა: წინასწარი პროტესტი არ არის დაკმაყოფილებული (თერთმეტი ხმა ექვსის წინააღმდეგ)
(ბ) არსებითი მხარე: მალტის კანონმდებლობით მოცემული დროისთვის არ არსებობდა მოსამართლის ვალდებულება ავტომატურად აეცილებინა საქმე თუ მიუკერძოებლობას საფრთხე ექმნებოდა. არც სამართალწარმოების მხარეს შეეძლო მოსამართლის აცილების მოთხოვნა ახლო ნათესაური კავშირების საფუძვლით – ბიძა-ძმისშვილის ნათესაური კავშირი მოსამართლესა და მოწინააღმდეგე მხარის ადვოკატს შორის. ამის შემდეგ მალტის კანონნმდებლობა შეიცვალა და ნათესაური, მათ შორის დედმამიშვილების ურთიერთობა, წარმოადგენს მოსამართლის საქმიდან ჩამოცილების საფუძველს. მომჩივანის მოცემულ საქმეზე სასამართლომ დაადგინა რომ ახლო ნათესაური, ოჯახური კავშირი მოწინააღმდეგე მხარის ადვოკატს და სასამართლოს თავმჯდომარეს შორის საკმარისია იმისათვის რომ არსებობდეს საფრთხე იმისა რომ მოსამართლეთა შემადგენლობა არ იყოს მიუკერძოებელი.
დასკვნა: დარღვევა (თერთმეტი ექვსის წინააღმდეგ)
მუხლინ 41: დარღვევის გამოვლენა წარმოადგენს მორალური ზიანის ანაზღაურებისთვის სამართლიანი დაკმაყოფილების საკმარის საფუძველს
© ევროპის საბჭო/ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო, 2012
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს ოფიციალური ენებია ინგლისური და ფრანგული. წინამდებარე თარგმანი შესრულებულია ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა სატრასტო ფონდის ხელშეწყობით (/humanrightstrustfund). იგი სასამართლოსათვის სავალდებულო ხასიათს არ ატარებს და არც მის ხარისხზე აკისრებს პასუხისმგებლობას. მოცემული დოკუმენტი შეიძლება ჩამოტვირთულ იქნას ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს HUDOC სასამართლო პრაქტიკის მონაცემთა ბაზიდან () ან ნებისმიერი სხვა მონაცემთა ბაზიდან, რომელთანაც სასამართლომ მოახდინა მისი გაზიარება. დასაშვებია თარგმანის რეპროდუქცირება არაკომერციული მიზნებისათვის იმ პირობით, რომ მოხდება საქმის სრული სახელწოდების ციტირება, მოცემულ საავტორო უფლებების აღნიშვნასა და ადამიანის უფლებათა სატრასტო ფონდზე მითითებით. წინამდებარე თარგმანის ნებისმიერი ნაწილის კომერციული მიზნებით გამოყენების სურვილის შემთხვევაში, გთხოვთ მოგვწეროთ შემდეგ მისამართზე: publishing@.
© Council of Europe/European Court of Human Rights, 2012
The official languages of the European Court of Human Rights are English and French. This translation was commissioned with the support of the Human Rights Trust Fund of the Council of Europe (/humanrightstrustfund). It does not bind the Court, nor does the Court take any responsibility for the quality thereof. It may be downloaded from the HUDOC case-law database of the European Court of Human Rights () or from any other database with which the Court has shared it. It may be reproduced for non-commercial purposes on condition that the full title of the case is cited, together with the above copyright indication and reference to the Human Rights Trust Fund. If it is intended to use any part of this translation for commercial purposes, please contact publishing@.
© Conseil de l’Europe/Cour européenne des droits de l’homme, 2012
Les langues officielles de la Cour européenne des droits de l’homme sont le français et l’anglais. La présente traduction a été effectuée avec le soutien du Fonds fiduciaire pour les droits de l’homme du Conseil de l’Europe (/humanrightstrustfund). Elle ne lie pas la Cour, et celle-ci décline toute responsabilité quant à sa qualité. Elle peut être téléchargée à partir de HUDOC, la base de jurisprudence de la Cour européenne des droits de l’homme (), ou de toute autre base de données à laquelle HUDOC l’a communiquée. Elle peut être reproduite à des fins non commerciales, sous réserve que le titre de l’affaire soit cité en entier et s’accompagne de l’indication de copyright ci-dessus ainsi que de la référence au Fonds fiduciaire pour les droits de l’homme. Toute personne souhaitant se servir de tout ou partie de la présente traduction à des fins commerciales est invitée à le signaler à l’adresse suivante : publishing@.
Click here for the Case-Law Information Notes
Full & Egal Universal Law Academy