© ევროპის საბჭო/ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო, 2012. წინამდებარე თარგმანი შესრულებულია ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა სატრასტო ფონდის ხელშეწყობით (/humanrightstrustfund). სასამართლოსათვის იგი სავალდებულო ხასიათს არ ატარებს. დამატებითი ინფორმაციისათვის იხილეთ საავტორო უფლებების სრული მიმოხილვა მოცემული დოკუმენტის ბოლოს.
© Council of Europe/European Court of Human Rights, 2012. This translation was commissioned with the support of the Human Rights Trust Fund of the Council of Europe (/humanrightstrustfund). It does not bind the Court. For further information see the full copyright indication at the end of this document.
© Conseil de l’Europe/Cour européenne des droits de l’homme, 2012. La présente traduction a été effectuée avec le soutien du Fonds fiduciaire pour les droits de l’homme du Conseil de l’Europe (/humanrightstrustfund). Elle ne lie pas la Cour. Pour plus de renseignements
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო
დიდი პალატა
საქმე მიქალეფი მალტის წინააღმდეგ
(საჩივარი ნო. 17056/06)
გადაწყვეტილება
სტრასბურგი
2009 წლის 15 ოქტომბერი
წინამდებარე გადაწყვეტილება საბოლოოა,
თუმცა, შესაძლებელია დაექვემდებაროს რედაქტირებას
წინამდებარე საქმეზე მიქალეფი მალტის წინააღმდეგ,
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დიდმა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ჟან-პოლ კოსტა, პრეზიდენტი
ქრისტოს როზაკის,
ფრანსუაზ ტულკენს,
ჯოვანი ბონელო,
კორნელიუ ბირსან,
კარელ იუნგვირთ,
ანატოლი კოვლერ,
ვლადიმირო ზაგრებელსკი,
ელიზაბეტ ფურა-სანდსტრომ,
ხალნარ ჰაჯიევ,
ეხბერტ მეიერ,
დავიდ თორ ბიორგვინსონ,
დრაგოლუბ პოპოვიჩ,
ჯიოჯიო მალინვერნი,
ანდრაშ შაიო,
ზდრავსკა კალაიჯიევა,
მიჰაი პუალელუნგი, მოსამართლეები,
და მაიკლ ო’ბოლი, სასამართლო გამწესრიგებლის მოადგილე,
განმარტოებით ითათბირა 2008 წლის 22 ოქტომბერსა და 2009 წლის 9 სექტემბერს,
გამოიტანა შემდეგი გადაწყვეტილება, რომელიც მიიღო ბოლოს-მითითებულ დღეს:
პროცედურა
1.საქმეს საფუძვლად დაედო საჩივარი (N. 17056/06) მალტის წინააღმდეგ, რომელიც ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა კონვენციის ("კონვენცია") 34-ე მუხლის შესაბამისად, 2006 წლის 15 აპრილს სასამართლოში შეიტანა მალტის მოქალაქემ, ბ-ნმა ჯოზეფ მიკალეფმა ("მომჩივანი").
2.მომჩივანს, რომელსაც გაეწია იურიდიული დახმარება, წარმოადგენდა დრ. ტ. აზოპარტი, ადვოკატი, რომელიც პრაქტიკას ეწევა ვალეტაში. მალტის მთავრობას (“მთავრობა”) წარმოადგენდა აგენტი, დრ. ს. კამილერი, მთავარი პროკურორი.
3.მომჩივანი ჩიოდა, რომ ქ-ნ მ.-ს უარი ეთქვა სამართლიან მოსმენაზე კერძოდ კი, კონვენციის მე-6 მუხლის დარღვევით, მას არ მიეცა საშუალება წარედგინა არგუმენტები მიუკერძოებელი სასამართლოს წინაშე.
4.საჩივარი გადაეცა სასამართლოს მეოთხე სექციას (მუხლი 52, ნაწილი 1 სასამართლოს რეგლამენტი). 2006 წლის 5 სექტემბერს ამ სექციის პალატამ შემდეგი შემადგენლობით: ნიკოლას ბრატცა, პრეზიდენტი, ბ-ნი ჯ. კასადევალი, ბ-ნი ბონელო, ბ-ნი მ. პელონპაა, ბ-ნი ლ.გარლიკი, ქ-ნი ლ. მიიოვიჩი და ბ-ნი ი. შიკუტა, მოსამართლეები, გადაწყვიტა საჩივარი დაეკომუნიცირებინა სააპელაციო სამართალწარმოების სამართლიანობასა და სააპელაციო სასამართლოს მიუკერძოებლობასთან დაკავშირებით მთავრობისათვის, ხოლო დანარჩენი საჩივარი კი მიუღებლად მიიჩნია. მან ასევე გადაწყვიტა განეხილა საჩივარის არსებითი მხარე მისაღებობასთან ერთად კონვენციის 29-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად. 2008 წლის 15 იანვარს მოცემული სექციის პალატამ შემდეგი შემადგენლობით: სერ ნ. ბრატცა, პრეზიდენტი, ბ-ნი ჯ. ბონელო, ბ-ნი კ. ტრაია, ბ-ნი ლ. გარლიკი, ქ-ნი ლ. მიიოვიჩი, ბ-ნი ი. შიკუტა და ქ-ნი პ. ჰირველა, მოსამართლეები, ხმათა უმრავლესობით საჩივრის დანარჩენი ნაწილი მისაღებად გამოაცხადა და ოთხი ხმით სამის წინააღმდეგ დაადგინა, რომ ადგილი ჰქონდა კონვენციის მე-6 მუხლის დარღვევას. გადაწყვეტილებას თან ახლდა ბ-ნი ჯ. ბონელოს განსხვავებული მოსაზრება და სერ ნ- ბრატცას, ბ-ნი კ. ტრაიასა და ქ-ნი პ- ჰირველას ერთობლივი განსხვავებული მოსაზრება.
5.2008 წლის 7 ივლისს მოპასუხე მთავრობის თხოვნის საფუძველზე დიდი პალატის კოლეგიამ გადაწყვიტა, კონვენციის 43-ე მუხლის საფუძველზე, საქმე დიდი პალატისათვის გადაეცა.
6.დიდი პალატის შემადგენლობა განისაზღვრა კონვენციის 27-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებისა და სასამართლო რეგლამენტის 24-ე მუხლის მიხედვით.
7.მომჩივანმა, ისევე როგორც მთავრობამ, წარმოადგინეს წერილობითი არგუმენტები მისაღებობასა და საქმის არსებით მხარეზე. მესამე მხარის კომენტარები მიღებულ იქნა ჩეხეთის რესპუბლიკის მთავრობისაგან, რომელსაც პრეზიდენტმა მისცა უფლება ჩართულიყო წრილობით პროცედურაში (კონვენციის მუხლი 36, ნაწილი 2 და რეგლამენტის 44-ე მუხლის მე-2 ნაწილი).
8.მოსმენა შედგა საჯაროდ ადამიანის უფლებათა შენობაში, სტრასბურგში, 2008 წლის 22 ოქტომბერს (მუხლი 59 $ 3).
სასამართლოს წინაშე წარსდგნენ:
(ა)მთავრობის მხარეს
დრ. სილვიო კამილერიგენერალური პროკურორი, წარმომადგენელი
დრ. პეტერ გრეხ,გენერალური პროკურორის მოადგილე, მრჩეველი
(ბ)მომჩივნის მხარეს
დრ. ტონიო აზოპარდი,ადვოკატი
სასამართლომ მოუსმინა დრ. ტონიო აზოპარტისა და დრ. სილვიო კამილერის გამოსვლას, ისევე როგორც მათ პასუხებს სასამართლოს მიერ დასმულ შეკითხვებზე.
ფაქტები
I.საქმის გარემოებები
9.მომჩივანი დაიბადა 1929 წელს და ცხოვრობს ვიტორიოსაში.
ა. საქმის ვითარება
10.მომჩივანი გახლავთ ქ-ნ მ.-ის ძმა, რომელიც ცხოვრობდა ბ-ნი ფ.-ს თავზე მდებარე ბინაში.
11.1985 წლის 17 ივლისს ბ-ნმა ფ.-მ მოითხოვა შემაკავებელი ორდერის გამოცემა, რათა შეეზღუდა ქ-ნი ფ.-ს მიერ ტანსაცმლის გაფენა გასაშრობად მისი ბინის შიდა ეზოს თავზე, რის გამოც, მისი მტკიცებით ირღვეოდა მისი საკუთრების უფლბა ქ-ნი ფ.-ს მიერ. მტკიცებისას ბ-ნი ფ. ეფუძნებოდა მალტის სამოქალაქო კოდექსის 403 მუხლის დებულებებს.
12.ერთხელ, როდესაც შემაკავებელი ორდერის შესახებ მიმდინარეობდა მოსამზადებელი სხდომა, მას შემდეგ რაც ქ-ნმა მ.-ამ და მისმა ადვოკატმა, დრ. ა-მ დატოვეს სასამართლო დარბაზი, თავმჯდომარე მაგისტრატმა შეცვალა შემდეგი სხდომის თარიღი, მიუხედავად იმისა, რომ ეს უკანასკნელი უკვე განსაზღვრული გახლდათ. შედეგად, ქ-ნმა მ-მ არ იცოდა ახალი თარიღის შესახებ და ვერ დაესწრო შემდეგ სხდომას. მის არყოფნაში, 1985 წლის 29 ნოემბერს თავმჯდომარე მაგისტრატმა შემაკავებელი ორდერი გამოსცა ბ-ნი ფ.-ის სასარგებლოდ.
13.მაშინ მოქმედი მალტის კანონმდებლობის მიხედვით, ბ-ნ ფ.-ს ეკისრებოდა ვალდებულება დაეწყო სამართალწარმოება საკუთრების მოთხოვნასთან დაკავშირებით, რომელიც დაცული გახლდათ ორდერით მისი გამოცემიდან ოთხი დღის ვადაში; სხვა შემთხვევაში ორდერს მოქმედება შეწყდებოდა. შესაბამისად, 1985 წლის 5 დეკემბერს, ბ-ნმა ფ-მ შეიტანა საჩივარი სამართალწარმოების დასაწყებად.
14.1992 წლის 6 მარტს შესაბამისმა სასამართლომ, რომელიც იხილავდა ბ-ნი ფ.-ს სამოქალაქო სარჩელს ქ-ნი მ-ის წინააღმდეგ, გამოიტანა გადაწყვეტილება მის წინააღმდეგ. 1992 წლის 24 მარტს, იმის გამო, რომ გადაწყვეტილება არ გასაჩივრებულა, იგი ძალაში შევიდა.
ბ. სამართალწარმოება სამოქალაქო სასამართლოს წინაშე საერთო იურისდიქციის ფარგლებში
15.1985 წლის 6 დეკემბერს ქ-ნმა მ.-მ შეიტნა საჩივარი სამოქალაქო სასამართლოში (პირველი ინსტანცია), საერთო იურისდიქციის ფარგლებში, სადაც ჩიოდა, რომ შემაკავებელი ორდერი გამოიცა მისი თანდასწრების გარეშე, იმგვარად, რომ მას არ მისცემია ჩვენების მიცემის საშუალება (იხ. პარაგრაფი 77, ქვემოთ).
16.1990 წლის 15 ოქტომბრის გადაწყვეტილებით, სამოქალაქო სასამართლომ დააკმაყოფილა მისი სასარჩელო მოთხოვნა. მან აღნიშნა, რომ აუდი ალტერამ პარტემ პრინციპი ვრცელდებოდა შემაკავებელი ორდერის გაცემის პროცედურაზე. სასამართლომ მოიხმო ორგანიზებისა და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 873-ე მუხლის მე-2 ნაწილი, რომელიც აღნიშნავდა, რომ შემაკავებელი ორდერი არ უნდა გაიცეს გარდა იმ შემთხევისა, როდესაც სასამართლო დარწმუნებულია, რომ იგი აუცილებელია რათა დაიცვას იმ პირის რომელიმე უფლება, რომელიც ითხოვს მის გამოცემას (იხ. პარაგრაფი 27, ქვემოთ). სამოქალაქო სასამართლომ აღნიშნა, რომ შესაბამისი ტესტი სასამართლოს დისკრეციულ უფლებამოსილებას განეკუთვნებოდა. თუმცა, იმ შემთხვევაში თუ სასამართლო დაადგენდა, რომ საჭირო იყო მხრეების მოსმენა, მათ ამის შესახებ უნდა შეეტყოთ ბუნებითი სამართლის პრინციპის შესაბამისად. წინამდებარე საქმეში სასამართლომ დაადგინა, რომ მისი ბრალის გარეშე, ქ-ნ მ.-ს ჩამოერთვა უფლება გამოეხატა საკუთარი პოზიცია სასამართლოზე და შესაბამისად, აღნიშნული ორდერი- ბათილი გახლდათ.
გ. სამართალწარმოება სააპელაციო სასამართლოს წინაშე
17.ბ-ნმა ფ.-მ გაასაჩივრა 1990 წლის 15 ოქტომბრის გადაწყვეტილება. პირველ ინსტანციაში სამართალწარმოებისას ბ-ნ ფ.-ს წარმოადგენდა დრ. უ., ხოლო სააპელაციო სტადიაზე კი ამ უკანასკნელის ვაჟი, დრ. ს. სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომრეობდა მთავარი მოსამართლე ორ სხვა მოსამართლესთან ერთად. მთავარი მოსამართლე გახლდათ დრ. უ.-ს ძმა და დრ. ს.-ს ბიძა.
18.სააპელაციო მოსმენისას 1992 წლის 12 ოქტომბერს მთავარმა მოსამართლემ, რამდენიმე შეკითხვის დასმის შემდეგ აღნიშნა, რომ დრ. ა.-ს ქმედება არაეთიკური გახლდათ, რადგანაც იგი არგუმენტირების გარეშე, ასაჩივრებდა ბ-ნი ფ.-ს ადვოკატის საქციელს. როდესაც მან აღინიშნა, რომ პირველ ინსტანციაში ბ-ნ ფ.-ს წარმოადგენდა მთავარი მოსამართლის ძმა, მთავარი მოსამართლე მას დაემუქრა, რომ საქმეს გადასცემდა "კომპეტენტურ ორგანოებს". შესაბამისად, ამ მიზნით მან შემდეგი აღნიშვნა გააკეთა:
"სასამართლო ეკითხება დრ. ა.-ს, რომელიც თავად აცხადებს, რომ პირველ ინსტანციაში სხდომის თარიღი შეიცვალა მას შემდეგ, რაც მას და მის კლიენტს უკვე დატოვებული ჰქონდათ სასამართლო დარბაზი, თუ რატომ მიუთითებდა დაჟინებით, რომ თარიღის აღნიშნული ცვლილება მოხდა ადვოკატის მოთხოვნის საფუძველზე. აღნიშნულზე დრ. ა. პასუხობს შემდეგს: "მე აღნიშნული დავასკვენი იმ ფაქტზე დაყრდნობით, რომ სხდომას ესწრებოდა მხოლოდ ორი ადვოკატი: დრ. უ. და მე".
... ქ-ნი მ.-ის ადვოკატი ამტკიცებს ფაქტებს და პრობლემად არ მიაჩნია სხვა ადვოკატისა და მოსამართლის ქმედებების ირგვლივ ვარაუდის გამოთქმა მას შემდეგ, რაც მან და მისმა კლიენტმა დატოვეს სასამართლოს დარბაზი."
19.დრ. ა.-მ სთქვა რამდენიმე სიტყვა საკუთარი თავის დასაცავად, მაგრამ სააპელაციო სტადიაზე საქმის არსებითი განხილვისას ადგილი არ ჰქონია ზეპირი არგუმენტების მოსმენას. მთავარმა მოსამართლემ შეწყვიტა მოსმენა და გავიდა საკუთარ სათათბიროში. რამდენიმე წუთის შემდეგ ორივე მხარის ადვოკატები გამოძახებულ იქნენ მთავარი მოსამართლის სათათბიროში. მან მოისმინა ახსნა-განმარტებანი და, როგორც ჩანს, ამ საკითხს გაგრძელება არ ჰქონია.
20.1993 წლის 5 თებერვლის გადაწყვეტილებით, სააპელაციო სასამართლომ არ დააკმაყოფილა ქ-ნი ნ.-ის საჩივარი და ძალაში დატოვა სამოქალაქო სასამრთლოს გადაწყვეტილება. მან აღნიშნა, რომ ბუნებითი სამართალი სავალდებულო არ გახლდათ და ვერ იქნებოდა მოხმობილი მოსამზადებელი სხდომის დროს, რომელიც უპირატესად პირობითი და დროებითი ხასიათისა იყო. მეტიც, სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა ფაქტობრივი გარემოება მოხმობილი პირველი ინსტანციის გადაწყვეტილებში, რომელიც ეხებოდა თარიღის შეცვლას და რომელსაც შედეგად მოჰყვა ქ-ნი მ.-ის დაუსწრებლობა სხდომაზე. ამ მხრივ გადაწყვეტილება იმეორებდა ნაწილობრივ იმ შენიშვნას, რომელიც მოსმენის დროს ნაკარნახები იქნა - "ქ-ნი მ.-ის ადვოკატი ამტკიცებს ფაქტებს და პრობლემას ვერ ხედავს სხვა ადვოკატისა და მოსამართლის იმ ქმედებასთან დაკავშირებით ვარაუდის გამოთქმაში, რომელსაც ადგილი ჰქონდა მას შემდეგ, რაც მან და მისმა კლიენტმა დატოვეს სასამართლო დარბაზი". სააპელაციო სასამართლომ შემდეგ მოითხოვა საქმის ჩანაწერებიდან ამოღებული ყოფილიყო ანგარიში, რომელიც ამყარებდა ქ-ნი მ-ის სარჩელს და რომელიც შედგენილი გახლდათ სამოქალაქო სასამართლოს მიერ დანიშნული სასამართლო თანაშემწის მიერ.
დ. სამართალწარმოება სამოქალაქო სასამართლოს წინაშე საკონსტიტუციო სამართალწარმოების ფარგლებში
21.1993 წლის 25 მარტს ქ-ნმა მ-მ საჩივარი შეიტანა სამოქალაქო სასამართლოში (პირველი ინსტანცია) საკონსტიტუციო იურისდიქციის ფარგლებში. ეფუძნებოდა რა კონვენციის მე-6 მუხლს, იგი დავობდა, რომ სააპელაციო სასამართლოს პრეზიდენტი (მთავარი მოსამართლე) არ იყო ობიექტურად მიუკერძოებელი და რომ ეს ცალსახად იქნა კიდეც ასახული 1992 წლის 12 ოქტომბრის ინციდენტში. აღნიშნავდა რა, რომ სააპელაციო სასამართლომ უარყო ფაქტები, რომელიც უკვე დამტკიცებული იყო, მან იქვე აღნიშნა, რომ მის მიმართ ადგილი ჰქონდა საქმის სამართლიანი განხილვის უფლების დარღვევას.
22.ქ-ნი მ. გარდაიცვალა 2002 წლის 20 იანვარს, მანამდე სანამ მოხდებოდა მისი საკონსტიტუციო საჩივრის განხილვა. 2002 წლის 22 მაისს მომჩივანი ჩაერთო სამოქალაქო სასამართლოს წინაშე მიმდინარე სამართალწარმოებაში, როგორც მომჩივნის ძმა.
23.2004 წლის 29 იანვარს, სამოქალაქო სასამართლომ არ დააკმაყოფილა ქ-ნი მ.-ის საჩივარი როგორც არასერიოზული და გამაღიზიანებელი. თუმცა, იქვე აღნიშნა, რომ მომჩივანმა არ გამოიყენა უფლება მოეთხოვა მთავარი მოსამართლის აცილება საბოლოო გადაწყვეტილების გამოტანამდე, მან უარყო მთავრობის არგუმენტი გასაჩივრების შიდასამართლებრივი საშუალებების ამოუწურავობის შესახებ და გადაწყვიტა მიემართა საკონსტიტუციო იურისდიქციისათვის. რაც შეეხება საქმის არსებით განხილვას, მან ჯეროვნად შეისწავლა კონვენციის მე-6 მუხლიდან გამომდინარე ცნებები და უფლებები, მათ შორის მხარეთა თანასწორობის პრინციპი და ამასთანავე განსაკუთრებული აქცენტი გააკეთა სამოქალაქო სასამართლო მიუკერძოებლობის ვალდებულებაზე. თუმცა, სასამართლომ ვერ დაადგინა ვერანაირი კავშირი 1992 წლის 12 ოქტომბრის შემთხვევასა და 1993 წლის 5 თებერვლის გადაწყვეტილების შინაარსს შორის. როგორც ეს დადასტურდა თავად დრ. ა.-ს მიერ, შემთხვევა უკვე მოგვარებული იყო; თუმცა ამის გამო არ შეიძლებოდა რომ ქ-ნ მ.ს ან მის ადვოკატს ჰქონოდათ რაიმე მოლოდინი მასზედ, რომ სააპელაციო სასამართლო მათ სასარგებლოდ გამოიტანდა გადაწყვეტილებას. ამასთანავე, სააპელაციო სასამართლოს კოლეგიის შემადგენლობაში იყო კიდევ ორი მოსამართლე , რომლებიც არ იყვნენ არანაირად ჩართულნი მოცემულ ინციდენტში და ეჭვს მიღმა გახლდათ, რომ გადაწყვეტილება, რომელიც საკმაოდ კარგად იყო დასაბუთებული, გამოტანილი იქნა სასამართლო კოლეგიის მიერ ერთობლივად.
ე. სამართალწარმოება საკონსტიტუციო სასამართლოს წინაშე
24.მომჩივანმა გადაწყვეტილება გაასაჩივრა საკონსტიტუციო სასამართლოში.
25.2005 წლის 24 ოქტომბრის გადაწყვეტილებით საკონსტიტუციო სასამართლომ საჩივარი მიუღებლად სცნო. მან გაიმეორა, რომ კონსტიტუციის შესაბამისი 46-ე მუხლის მე-5 ნაწილის მიხედვით, გასაჩივრებას არ ექვემდებარებოდა განჩინება, რომელიც სარჩელს არ აკმაყოფილებდა არასერიოზულობისა და გამაღიზიანებლობის მიზეზით.
II. შესაბამისი ეროვნული კანონმდებლობა და პრაქტიკა
26.სამოქალაქო კოდექსის 403-ე მუხლის მიხედვით:
" (1) მრავალბინიან სახლში ქვედა სართულის მაცხოვრებელი დამოკიდებულია ზედა სართულის მაცხოვრებელზე, რათა მიიღოს ის წყლები და მასალა, რომელიც ბუნებრივი ძალის მიერ გამოიყოფა, ადამიანის ჩარევის გარეშე.
(2) ქვედა სართულის მაცხოვრებელის ქმედება, ჩაიდინოს რაიმე, რაც ხელს შეუშლის მოცემული ბუნებრივ დენას ან მიწოდებას უკანონოდ ითვლება.
(3) ასევე უკანონოდ ჩაითვლება ზედა სართულზე მაცხოვრებელი პირის ნებისმიერი ქმედება, რის შედეგადაც ქვედა სართულის მაცხოვრებლის პირობები დამძიმდება."
27.ორგანიზებისა და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის VI თავის, V ქვე-თავის 873-ე მუხლი, რომელის ეხება შემაკავებელი ორდერის გამოცემას აღნიშნავს შემდეგს:
"(1) შემაკავებელი ორდერის მიზანი გახლავთ პირის მიმართ ნებისმიერი იმ ქმედების აკრძალვა, რომელიც შესაძლებელია საზიანო იყოს იმ პირისათვის, რომელიც ითხოვს ორდერის გამოცემას.
(2) სასამართლო არ გამოსცემს ნებისმიერ ამგვარ ორდერს, თუ იგი დარწმუნებული არ იქნება, რომ მსგავსი ორდერი აუცილებელია რათა დაიცვას ორდერის მომთხოვნი პირის შესაბამისი უფლება და რომ პრიმა ფაციე ჩანს, რომ ამ პირს გააჩნია მოცემული უფლება."
28.წინამდებარე საქმის დროს მოქმედი მალტის კანონმდებლობის მიხედვით, მოსამართლის მიმართ შესაძლებელია მოხდეს აცილების განცხადების წარდგენა ან მან შესაძლებელია მოითხოვოს თვითაცილება იმ საქმეზე, სადაც ერთ-ერთი მხარე წარმოდგენილია მისი ვაჟის, ქალიშვილის, მეუღლის ან აღმავალი ხაზით ნათესავის მიერ. მოსამართლეს არ ეკრძალება განიხილოს საქმე, თუ მასში წარმომადგენელი გახლავთ მისი ძმა ან ძმისშვილი. შესაბამისი მუხლი ორგანიზებისა და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მიხედვით, აღნიშნავს შემდეგს:
მუხლი 733
"სასამართლოს წინაშე წარმოდგენილი ნებისმიერი მიზეზის გამო, გარდა რომელიმე ქვემოთმოცემული საკითხისა, მოსამართლეს არ შეიძლება წარედგინოს აცილებაზე განცხადება ან მოითხოვოს თვითაცილება იმ საქმეზე, რომლის განსახილველადაც მოხდა მისი განსაზღვრა."
მუხლი 734
(1) მოსამართლეს შესაძლებელია წარედგინოს აცილებაზე განცხადება ან მოითხოვოს თვითაცილება თუ:
...
(ე) იგი ან მისი მეუღლე, პირდაპირ ან არაპირდაპირ დაინტერესებულები არიან საჩივრით;
(ვ) თუ ადვოკატი ან პროკურორი, რომელიც გამოდის მოსამართლის წინაშე არის მისი ვაჟი ან ქალიშვილი, მეუღლე ან არის აღნიშნული მოსამრთლის აღმავალი ხაზის ნათესავი."
29.ორგანიზებისა და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის შესაბამისი მუხლი შეიცვალა 2007 წელს და დაემატა კიდევ ერთი საფუძველი:
"(ზ) თუ ადვოკატი ან პროკურორი, რომელიც გამოდის მოსამართლის წინაშე არის ხსენებული მოსამართლის და ან ძმა."
30.მალტის კონსტიტუციის 39-ე მუხლის მე-2 ნაწილი, შესაბამის ნაწილში აღნიშნავს შემდეგს:
"ნებისმიერი სასამართლო ან სხვა დავის განმხილველი ორგანო, შექმნილი კანონის მიხედვით სამოქალაქო უფლებებისა თუ ვალდებულებების განსასაზღვრად უნდა იყოს დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი. ..."
III. შედარებითი და ევროპის კავშირის სამართალი და პრაქტიკა
ა. ეროვნული სისტემები
31.სასამართლოს ხელთ არსებული ევროპის საბჭოს შესაბამისი რაოდენობის წევრ სახელმწიფოთა კანონმდებლობის შესახებ მასალების მიხედვით, ჩანს, რომ არსებობს ფართოდ გავრცელებული კონსესუსი მე-6 მუხლით დადგენილი გარანტიების დროებით ღონისძიებებზე გამოყენების შესახებ, მათ შორის შემაკავებელი ორდერის გამოცემის სამართალწარმოებასთან დაკავშირებითაც. აღნიშნული დასკვნა გამომდინარეობს საკონსტიტუციო ტექსტების, სამოქალაქო საპროცესო კოდექსებისა და ეროვნული საკანონმდებლო პრაქტიკის ანალიზისაგან. უმეტეს სახელმწიფოებში (ალბანეთი, ავსტრია, აზერბაიჯანი, ბელგია, ბულგარეთი, ხორვტია, კვიპროსი, ესტონეთი, საფრანგეთი, გერმანია, უნგრეთი, ირლანდია, იტალია, ნიდერლანდები, პოლონეთი, რუსეთი, სან მარინო, სერბეთი, ესპანეთი, შვედეთი, შვეიცარია და გაერთიანებული სამეფო) კანონმდებლობა აღნიშნავს, რომ მე-6 მუხლის პროცედურული გარანტიები (განსაკუთრებით კი მიუკერძოებლობის მოთხოვნა) ვრცელდება დროებით და შემაკავებელი ორდერის გამოცემის სამართალწარმოებაზე იმიტომ, რომ კანონმდებლობა არ განასხვავვებს იმ ეტაპებსა თუ სამართალწარმოების სახეობებს შორის, რომლებზეც ვრცელდება გარანტიები (მაგალითად, ესპანეთის, იტალიის, საბერძნეთის და შვეიცარიის კონსტიტუციები) ან იმიტომ რომ ცალკეული დებულებები, რომელიც ეხება დროებით ღონისძიებებს ასახავს რაიმე ფორმით მე-6 მუხლში მოცემლ ძირითად გარანტიებს - მაგალითად, კანონმდებლობა, რომელიც აკონკრეტებს, რომ საქმის არსებითად განხილვისას გამოყენებადი პროცედურა ვრცელდება mutatis mutandis შემაკავებელი ორდერის სამართალწარმოებაზეც (მაგ. პოლონეთი) ან მსგავსზე, თუ სხვაგვარად არ არის დადგენილი (მაგ. გერმანია). ბელგიის სასამართლოებმა განიხილეს საკითხი, (იხ. საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილებანი Greenpeace da Global Action in the Interest of Animals საქმეებში, 2005 წლის 14 იანვარი) და დაადგინეს, რომ კონვენციის მე-6 მუხლი პრინციპში გამოიყენებოდა დროებით ღონისძიებებზე (référé).
ბ. ევროპის კავშირი
32.ევროპის კავშირის ("ეკ") ფუნდამენტურ უფლებათა ქარტიის 47-ე მუხლი ადგენს საქმის სამართლიანი განხილვის გარანტიებს. განსხვავებით კონვენციის მე-6 მუხლისაგან, ქარტიის დებულება არ იზღუდება "სამოქალაქო უფლებებისა და ვალდებულებების" ან "ნებისმიერი სისხლისსამართლებრივი ბრალდების" ცნებით და არ ეხება მათ "განსაზღვრას". საქმეში Denilauler/Couchet Frères (ECJ, საქმე C 125/79, 21 მაისი 1980) ევროპის მართლმსაჯულების სასამართლომ ("ემს") დაადგინა, რომ დროებითი ღონისძიებანი ex parte მოპასუხის არგუმენტების მოსმენის გარეშე ვერ ჩაითვლებოდა სასამართლო პრაქტიკასთან შესაბამისობაში მყოფად. აღნიშნული გულისხმობს, რომ ამგვარი გარანტიები გამოყენებულ უნდა იქნას საბოლოო განჩინებათა კონტექსტის მიღმაც.
სამართალი
33.მომჩივანი ჩიოდა, რომ სააპელაციო სასამართლო არ იყო სათანადოდ მიუკერძოებელი და რომ შესაბამისად ქ-ნ მ.-ს არ მიეცა საშუალება წამოეყენებინა საკუთარი არგუმენტები, რითიც დაირღვა საქმის სამართლიანი მოსმენის უფლება, დადგენილი კონვენციის მე-6 მუხლით, რომელიც აღნიშნავს შემდეგს:
"ყოველი ადამიანი, მისი სამოქალაქო ხასიათის უფლებებისა და მოვალეობების ... საფუძვლიანობის გამორკვევისას, აღჭურვილია ... მისი საქმის სამართლიანი და საქვეყნოდ განხილვის უფლებით კანონის საფუძველზე შექმნილი დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სასამართლოს მიერ."
34.მთავრობა ასაჩივრებდა აღნიშნულ არგუმენტს.
I. მთავრობის პირველადი პრეტენზიები
35.მთავრობა ასაჩივრებდა საჩივრის მისაღებობას კონვენციის 34-ე და 35-ე მუხლის 1 ნაწილის საფუძველზე.
34-ე მუხლი აღნიშნავს შემდეგს:
"საჩივრით სასამართლოს შეიძლება მიმართოს ნებიმიერმა ფიზიკურმა პირმა ... რომელსაც მიაჩნია, რომ მსხვერპლია რომელიმე მაღალი ხელშემკვრელი მხარის მიერ კონვენციით ან მისი ოქმებით გათვალისწინებულ უფლებათა დარღვევისა.
35-ე მუხლის 1 ნაწილი აღნიშნავს:
"სასამართლოს შეუძლია მხოლოდ მაშინ მიიღოს საქმე განსახილველად, თუ ამოწურულია დაცვის ყველა შიდასამართლებრივი საშუალება საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებული ნორმების შესაბამისად და საქმეზე შიდა საბოლოო გადაწყვეტილების გამოტანის თარიღიდან არ არის გასული ექვს თვეზე მეტი დრო."
ა. მსხვერპლის სტატუსი
1. პალატის დასკვნა
36. პალატამ, რომელმაც საკითხი საკუთარი შუამდგომლობით წამოაყენა, აღნიშნა, რომ ქ-ნი მ. უშუალო მსხვერპლი, გარდაიცვალა ეროვნულ დონეზე სამართალწარმოების დროს, იგულისხმა რა, რომ იგი მიზნად დაისახავდა სავარაუდო დარღევის სასამართლოს წინაშე განხილვასაც. მან ასევე აღნიშნა, რომ უშუალო მსხვერპლის გარდაცვალების შემდეგ ეროვნულ სასამართლოებს უარი არ განუცხადებით მომჩივნის თხოვნაზე ჩართულიყო საკონსტიტუციო სამართალარმოებაში და შემდეგ აპელაციაში მისი, როგორც მომჩივნის ძმის სტატუსით. ამას გარდა, სასამართლოს გააჩნია დისკრეციული უფლებამოსილება აღიაროს მომჩივნის მსხვერპლის სტატუსი და განაგრძოს საჩივრის განხილვა, როდესაც იგი ეხება ზოგადი ინტერესის საკითხს. პალატამ მიიჩნია, რომ ეროვნული კანონმდებლობით შეზღუდული უფლება მოეთხოვა მოსამართლის აცილება მის მიერ მხარის ადვოკატთან ურთიერთობის საფუძველზე, წარმოადგენდა ზოგადი ინტერესის მომცველ საკითხს. შემდეგ გაიაზრა რა, რომ მთავრობას ამ მხრივ პრეტენზია არ გამოუთქვამს, პალატამ დაასკვნა, რომ მომჩივანს გააჩნდა სამართლებრივი საფუძველი წარმოედგინა წინამდებარე საჩივარი.
2. მთავრობის არგუმენტები
37.მთავრობამ აღნიშნა, რომ მომჩივანს არ ჰქონდა მსხვერპლის სტატუსი იმდენად, რამდენადაც იგი არ წარმოადგენდა იმ სამართალწარმოების მხარეს, რომელზეც ჩიოდა. ერთადერთი უშუალო მსხვერპლი მისი და გახლდათ, რომელიც გარდაიცვალა საკონსტიტუციო სამართალწარმოების დროს. მთავრობა დავობდა, რომ უმნიშვნელო გახლდათ რომ მომჩივანს მიეცა უფლება ჩართულიყო სამართალწარმოებაში მისი დის მაგივრად. მალტის კანონმდებლობის მიხედვით, ეს გახლდათ სტანდარტული პრაქტიკა, რომელიც ეფუძნებოდა სამოქალაქო სამართლის მიხედვით მემკვიდრეობის პრინციპს მაშინ, როდესაც მემკვიდრე კისრულებს გარდაცვლილის სამართლებრივ სტატუსს, მიუხედავად იმისა ჰქონდა თუ არა მას მსხვერპლის სტატუსი კონვენციის მიზნების მიხედვით.
38.მეტიც, მთავრობა ასაჩივრებდა პალატის ინტერპრეტაციას სასამართლოს დისკრეციული უფლების შესახებ მიენიჭებინა მსხვერპლის სტატუსი "საკმარისი ზოგადი ინტერესის" საფუძველზე. მათი აზრით იგი არ შეესაბამებოდა კონვენციის 34-ე მუხლს და მოიცავდა actio popularis განხორციელების საფრხეს. თუმცა, ასეც რომ ყოფილიყო, წინამდებარე საქმის მიხედვით, კანონმდებლობაში არ არსებობდა შესაბამისი ნაკლი, რომელიც გაამართლებდა პალატის მიერ მსგავს დისკრეციას.
3. მომჩივნის არგუმენტები
39.მომჩივანმა პირველ რიგში აღნიშნა, რომ მთავრობის მიერ სასამართლოს წინაშე საქმის განხილვის ამ ეტაპზე ახალი არგუმენტის წამოყენება წარმოადგენდა სამართალწარმოების დარღევასა და ეწინააღმდეგებოდა დაქვემდებარებობის პრინციპს. იმის გამო, რომ მოცემული საკითხი არ წამოჭრილა ეროვნული სასამრთლოებისა თუ პალატის წინაშე, მათ უნდა მოახდინონ თავის შეკავება ახლა მისი გამოყენებისაგან.
40.ნებისმიერ შემთხვევაში მომჩივანი აღნიშნავდა, რომ პირდაპირი მსხვერპლი გარდაიცვალა ეროვნულ დონეზე აპელაციის დროს, რის გარეშეც მას არ მიეცემოდა სასამართლოსათვის მიმართვის უფლება. მართლაც, ქ-ნი მ.-ის გარდაცვალების შემდეგ, ეროვნულმა სასამართლოებმა გაითვალისწინეს მომჩივნის locus standi საკონსტიტუციო სამართალწარმოებისას ეროვნული კანონმდებლობის შესაბამისად. მეტიც, მას შემდეგ რაც მომჩივანი გახდა ეროვნული სამართალწარმოების მხარე, მას აიძულეს ეკისრა მისი დის მიერ წამოწყებული საკონსტიტუციო სამართალწარმოების ხარჯები და შესაბამისად, მასაც მიადგა ფინანსური ზიანი. მომჩივნის მიხედვით, მას შემდეგ რაც მოხდებოდა სტატუსის მინიჭება, იგი უკვე აღარ იცვლებოდა.
41.დაბოლოს მომჩივანმა აღნიშნა, რომ არსებობდა საჩივრის მორალური მხარეც, რომელიც სერიოზულ შეკითხვებს წარმოშობდა კონცვენციის ინტერპრეტაციასა თუ გამოყენებასთან და ზოგადი მნიშვნელობის სერიოზულ საკითხთან დაკავშირებით. შესაბამისად, ვერ ვიტყოდით, რომ ზოგადი ინტერესის კრიტერიუმი, რომელიც გამოყენებული იქნა პალატის მიერ არ ვრცელდებოდა მოცემულ საქმეზე.
4. მესამე მხარის მთავრობის არგუმენტები
42.ჩეხეთის რესპუბლიკის მთავრობამ აღნიშნა, რომ სასამართლოსათვის მისაღები იყო მომჩივნის მემკვიდრის locus standi მაშინ, როდესაც მომჩივანი გარდაიცვალა სასამართლოს წინაშე საქმის წარმოების დროს. თუმცა, თუკი უშუალო მსხვერპლი გარდაიცვალა საჩივრის წარდგენამდე, მსხვერპლის სტატუსის აღიარება უნდა მოხდეს მხოლოდ გამონაკლისი სახით. აღნიშნული გავრცელდებოდა საქმეებზე, სადაც სავარაუდო დარღვევა ხელს უშლიდა უშუალო მსხვერპლს მისი სასარჩელო მოთხოვნების წარდგენისაგან (Bazorkina v. Russia, no. 69481/01, § 139, 27 ივლისი 2006) ან როდესაც პირები, რომლებსაც სურდათ მსხვერპლის სტატუსი, ჩვეულებისამებრ მათი მემკვიდრეები, თავისთავად იყვნენ სავარაუდო დარღვევის ნეგატიური შედეგების გავლენის ქვეშ (Ressegatti v. Switzerland, no. 17671/02, § 25, 13 ივლისი 2006).
43.ამასთანავე, სასამართლოს არ გააჩნდა დისკრეცია მიენიჭებინა მსხვერპლის სტატუსი იმის აფუძველზე, რომ საჩივარი ეხებოდა ზოგადი ინტერესის საკითხს. თუმცა, კონვენციის 37-ე მუხლის 1 ნაწილის მიხედვით მას გააჩნდა დისკრეცია გაეგრძელებინა საჩივრის განხილვა იმ პირის არარსებობის შემთხვევაშიც კი, რომელიც მოისურვებდა დაესრულებინა ბრძოლა დაწყებული აწ გარდაცვლილი მომჩივნის მიერ. აღნიშნული დისკრეციის გამოყენება მემკვიდრის მიერ წამოწყებული სამართალწარმოების მიმართ, რომელმაც არ დააკმაყოფილა ზემოთხსენებული გამონაკლისი კრიტერიუმები, უტოლდება სასამართლოსათვის იმ უფლების მინიჭებას, რომ თავად, საკუთარი შუამდგომლობის საფუძველზე განსაზღვროს თუ რომელ სარჩელებს განიხილავს.
5. სასამართლოს შეფასება
44.34-ე მუხლის საფუძველზე საჩივრის შესატანად პირმა, არასამთავრობო ორგანიზაციამ ან პირთა ჯგუფმა უნდა ამტკიცოს "კონვენციაში გაწერილი უფლებების ... დარღვევის მსხვერპლად ყოფნა". იმისათვის, რომ იგი განისაზღვროს დარღვევის მსხვერპლად, გასაჩივრებულ ღონისძიებას უნდა ჰქონდეს გავლენა უშუალოდ მოცემულ პირზე (იხ. Burden v. the United Kingdom [GC], no. 13378/05, § 33, 29 აპრილი 2008).
45.მოცემული კრიტერიუმი არ უნდა იყოს გამოყენებული უხეშად, მექანიკურად ან ხისტად (Karner v. Austria, no. 40016/98, § 25, ECHR2003-IX). სასამართლომ აღნიშნა, რომ მის წინაშე არსებული ადამიანის უფლებების შემთხვევები ხშირად მორალურ ასპექტსაც მოიცავს და მომჩივნის ახლობელ პირებს შესაძლებელია ჰქონდეთ ლეგიტიმური ინტერესი ნახონ რომ სამართლი აღსრულდა, თუნდაც მომჩივნის გარდაცვალების შემდეგ. აღნიშნული კიდევ უფრო მართებულია თუ საქმის მთავარი საკითხი სცდება პირს და მომჩივნისა და მისი მემკვიდრეების ინტერესებს და ამ მხრივ შესაძლებელია გავლენა ჰქონდეს სხვა პირებზეც (იხ.Malhous v. the Czech Republic [GC] (dec.), no. 33071/96, ECHR2000 XII).
46.სასამართლოს გააჩნია დისკრეცია, ცალკეულ ვითარებებში დაადგინოს, რომ კონვენციითა და მისი ოქმებით განსაზღვრული ადამიანის უფლებების პატივისცემა საჭიროებს საქმის განხილვის გაგრძელებას (კონვენციის 37-ე მუხლის 1 ნაწილი in fine). მოცემული დისკრეცია დამოკიდებულია ზოგადი ინტერესის მომცველი საკითხის არსებობაზე (იხ.Karner, ციტირებული ზემოთ, § 27, და Marie-Louise Loyen and Bruneel v. France, no. 55929/00, § 29, 5 ივლისი 2005). ეს უკანასკნელი შესაძლებელია წარმოიშვას განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საჩივარი ეხება მოპასუხე სახელმწიფოს კანონმდებლობას ან საკანონმდებლო სისტემას ან პრაქტიკას (იხ.Altun v. Germany, Decisions and Reports no. 36, § 32, და, mutatis mutandis, Karner, ციტირებული ზემოთ, §§ 26, 28).
47.სასამართლო როგორც წესი ანიჭებს მემკვიდრეს უფლებას განაგრძოს სასარჩელო წარმოება იმ პირობით, რომ მას გააჩნია საკმარისი ინტერესი სასამართლოს წინაშე წარმოადგინოს თავდაპირველი მომჩივანი მისი გარდაცვალების შემდეგ (იხ.Malhous [GC] (dec.), ციტირებული ზემოთ). თუმცა, ვითარება განსხვავდება, როდესაც უშუალო მსხვერპლი გარდაიცვლება მანამდე, სანამ მისი საჩივარი წარდგენილ იქნება სასამართლოს წინაშე (იხ.Fairfield v. the United Kingdom (dec.), no. 24790/04, ECHR2005 VI).
48.სასამართლო "მსხვერპლის" არსს განმარტავს ავტონომიურად და ეროვნული, მაგალითად მოქმედების ინტერესსა თუ უფლებამოსილებასთან დაკავშირებული ცნებების მიუხედავად (იხ. Sanles Sanles v. Spain, (dec.), no. 48335/99, ECHR2000 XI). მიუხედავად ამისა, სასამართლომ უნდა გაითვალისწინოს ის ფაქტი, მომჩივანი წარმოადგენდა თუ არა ეროვნული სამართალწარმოების მხარეს. რაც შეეხება მე-6 მუხლით წარდგენილ სარჩელებს, სასამართლო მზად არის აღიაროს ნათესავის სამართლებრივი სტატუსი მაშინ, როდესაც საჩივარი ეხება ზოგად ინტერესს და მომჩივნებს, მემკვიდრეების რანგში გააჩნიათ ლეგიტიმური ინტერესი განაგრძონ საჩივარი (იხ. Loyen, ციტირებული ზემოთ, § 29, და, განსხვავებით, Biç and Others v. Turkey, no. 55955/00, § 23, 2 თებერვალი 2006) ან აქვთ ინტერესი მომჩივნის მემკვიდრეობით უფლებებზე პირდაპირი შედეგის გამო (იხ.Ressegatti, ციტირებული ზემოთ, § 25 ).
49.წინამდებარე საქმეში სასამართლო აღნიშნავს, რომ უშუალო მსხვერპლი გარდაიცვალა საკონსტიტუციო სამართალწარმოების დროს, რომელიც გაგრძელდა დაახლოებით ათ წელზე მეტ ხანს პირველ ინსტანციაში და რომელიც აუცილებელი იყო ეროვნული გასაჩივრების შიდასამართლებრივი საშუალებების ამოსაწურად. საკონსტიტუციო სამართალწარმოებისას არ უარყოფილა მომჩივნის მოთხოვნა ჩართულიყო სამართალწარმოებაში, როგორც მომჩივნის ძმა და არც მის სააპელაციო სარჩელზე განუცხადებიათ უარი. მეტიც, მას მოუწია მისი დის მიერ წამოწყებული საქმის ხარჯების გაწევა და, შესაბამისად, შესაძლებელია ჩაითვალოს, რომ მას გააჩნია მემკვიდრეობითი ინტერესი აღიდგინოს ხარჯები.
50.მეტიც, სასამართლო მიიჩნევს, რომ სავარაუდო ნაკლი შესაბამის კანონმდებლობაში, რომლის გამოც შეუძლებელია იყო მოსამართლის მიმართ აცილების განცხადების წარდგენა იმის საფუძველზე, რომ მისი წინაშე წარმოდგენილი ადვკატი გახლდათ მისი ძმისშვილი ან რომ საქმისას განსახილველი თემა ეხებოდა მისი ძმის ქმედებას, წარმოადგენს საკითხს, რომელიც უშუალო კავშირშია მართლმსაჯულების სამართლიანობასთან და შესაბამისად წამოადგენს ზოგადი ინტერესის მნიშვნელოვან საკითხს.
51.დასკვნის სახით, დიდი პალატა, მსგავსად პალატისა, მიიჩნევს, რომ ორივე ხსენებული მიზეზის გამო, მომჩივანს გააჩნია სამართლებრივი სტატუსი წარმოადგინოს მოცემული საჩივარი. მთავრობის პრეტენზია, შესაბამისად, არ დაკმაყოფილდა.
ბ. გასაჩივრების შიდასამართლებრივი საშუალებების ამოუწურავობა
1. პალატის დასკვნა
52.პალატამ მიიჩნია, რომ მალტის კანონმდებლობის მიხედვითა და სააპელაციო სასამართლოს 1992 წლის 12 ოქტომბრის სააპელაციო მოსმენის გათვალისწინებით არ არსებობდა კონკრეტული საფუძველი რომლის მიხედვითაც მოხდებოდა მოსამართლის აცილების განცხადების წარდგენა იმის გამო, რომ იგი გახლდათ ერთ-ერთი მის წინაშე გამომსვლელი ადვოკატის ბიძა, რის შედეგადაც ქ-ნ მ.-ს შეეძლო მოეთხოვა მოსამართლის აცილება. მეტიც, მოცემული ინციდენტის შემდეგ, მომჩივანმა საჩივარი სამოქალაქო სასამართლოს წინაშე შეიტანა საკონსტიტუციო იურისდიქციის ფარგლებში და სასამართლომ არ გაითვალისწინა მთავრობის არგუმენტი გასაჩივრების ჩეულებრივი შიდასამართლებრივი საშუალებების ამოუწურავობის შესახებ და განიხილა საქმის არსებითი მხარე.
2. მხარეთა არგუმენტები
53.მთავრობა აღნიშნავდა, რომ 1992 წლის 12 ოქტომბრის მოსმენის განმავლობაში ქ-ნ მ.-ს არ გაუსაჩივრებია ის ფაქტი, რომ მას არ მიეცა არგუმენტების წამოყენების საშუალება და არც შემდეგი არგუმენტების წარდგენის შესახებ არ წარმოუდგენია მოთხოვნა. ასევე, მას არ მოუთხოვია მოსამართლის აცილება სამართალწარმოების არც ერთ ეტაპზე და იგივე სამართალწარმოების განმავლობაში მას შესაბამისი სასამართლოს წინაშე არ დაუყენებია კონვენციის მე-6 მუხლით მიუკერძოებელი სასამართლოს "სავარაუდო" დარღვევის უფლების საკითხი. ქ-ნ მ.-ს არასდროს მოუთხოვია მთავარი მოსამართლის აცილება საქმიდან, მოთხოვნა რომელიც განხილული იქნებოდა არა მთავარი მოსამართლის, არამედ სამი მოსამართლით შემდგარი კოლეგიის მიერ, რომლებიც განიხილავდნენ მოცემულ საქმეს. მთავრობის მიხედვით, ქ-ნ მ.-ს შეეძლო ამგვარი მოთხოვნის წამოყენება ორგანიზებისა და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 734(1) (ე) მუხლის საფუძველზე (იხ. პარაგრაფი 28, ზემოთ), რადგანაც ეს უკანასკნელი დებულება ასახავდა nemo iudex in causa propria წესს ზოგადად. მთავრობამ მოიხმო სხვადასხვა ეროვნული გადაწყვეტილებანი, სადაც სასამართლოები არაერთგზის ანიჭებდნენ უპირატეს მნიშვნელობას იმ ფაქტს, რომ სამართალი არა მარტო უნდა იქმნას, არამედ დანახულიც უნდა იყოს და რომ აღნიშნული წარმოადგენდა კანონიერ საფუძველს მოსამართლის ასაცილებლად. თუმცა, დიდი პალატის წინაშე მოსმენაზე მთავრობამ აღიარა, რომ არ არსებობდა ეროვნული სასამართლო პრაქტიკა რომელიც დაადასტურებდა, რომ მსგავს შემთხვევებში ორგანიზებისა და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 734(1) (ე) მუხლის გამოყენება წარმატებული იქნებოდა.
54.მოცემულ საკითხზე მომჩივანს არგუმენტები არ წარმოუდგენია.
3. სასამართლოს შეფასება
55.კონვენციის 35-ე მუხლის 1 ნაწილის მიხედვით სასამართლო უფლებამოსილია განიხილოს საკითხი მხოლოდ მას შემდეგ რაც მოხდება გასაჩივრების შიდასამართლებრივი საშუალებების ამოწურვა. მოცემული წესი მიზნად ისახავს ხელშემკვრელი სახელმწიფოებისათვის მათ წინაშე წამოყენებული დარღვევების თავიდან არიდებისა თუ გამოსწორების საშუალების მიცემას მანამდე, სანამ იგი სასამართლოს წარედგინება (იხ. სხვა მრავალს შორის Selmouni v. France [GC], no. 25803/94, § 74, ECHR1999-V). შესაბამისად, სასამართლოს წინაშე წარდგენილი საჩივარი, ეროვნული კანონმდებლობის ფორმალური მოთხოვნების შესაბამისად და განსაზღვრულ ვადებში, პირველ რიგში განხილული უნდა იყოს შესაბამისი ეროვნული სასამართლოების მიერ, არსობრივად მაინც (იხ.Zarb Adami v. Malta (dec.), no. 17209/02, 24 მაისი 2005). თუმცა, გასაჩივრების შიდასამართლებრივი საშუალებების ამოწურვის წესი მოითხოვს, რომ მომჩივანმა მიმართოს ეროვნულ საკანონმდებლო სისტემში არსებულ გასაჩივრების შიდასამართლებრივ ჩვეულებრივ საშუალებებს, რომელიც ხელმისაწვდომია და აწესებს სათანადო გამოსწორების საშუალებებს სავარაუდო დარღვევებთან დაკავშირებით. მისაგებლის არსებობა საკმარისად ნათელი უნდა იყოს არა მარტო თეორიაში, არამედ პრაქტიკაშიც, რისი ნაკლებობაც განიხილება ხელმისაწვდომობისა და ეფექტურობის რეკვიზიტის არარსებობად. არ არსებობს ვალდებულება პირმა მიმართოს იმგვარ გასაჩივრების საშუალებებს, რომელიც არაადექვატური ან არაეფექტურია (იხ.Raninen v. Finland, 16 დეკემბერი 1997, § 41, Reports of Judgments and Decisions 1997 VIII).
56.დიდი პალატა, მსგავსად პალატისა, მიიჩნევს რომ მომჩივანს არ შეეძლო მთავარი მოსამართლის აცილების მოთხოვნა ორგანიზებისა და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 734-ე მუხლის საფუძველზე (იხ. პარაგრაფი 28, ზემოთ), რადგანაც იმ მომენტისათვის ძმისშვილის-ბიძის კავშირი ადვოკატსა და მოსამართლეს შორის არ იყო მითითებული აცილების საფუძვლად. მუხლი 734 (1) (ვ) კონკრეტულად ეხებოდა გარკვეულ ოჯახურ ურთიერთობებს (იხ. პარაგრაფი 28, ზემოთ). თუმცა, იგი გამორიცხავდა დედმამიშვილებს ან უფრო შორეულ ნათესავებს, რომელიც ხსენიებული იქნებოდა ეს რომ ნდომებოდა კანონმდებელს. მოცემულ თემაზე კონკრეტული სასამართლო პრაქტიკის არარსებობის გათვალისწინებით, ის ფაქტი, რომ კანონი დუმს მოცემული ურთიერთობების შესახებ, არ ამყარებს იმ არგუმენტს, რომ იგი მოიაზრება შესაბამის საკანონმდებლო დებულებაში. მთავრობამ ვერც ის დაადასტურა, რომ მუხლი 734 (1) (ე), უფრო ზოგადი დებულება, შესაძლებელია განხილულიყო გასაჩივრების საფუძვლად. მეტიც, ამ მხრივ მთავრობამ თავადვე აღნიშნა, რომ არ არსებობდა ეროვნული სასამართლო პრაქტიკა, რომელიც გვიჩვენებდა რომ 734 (1) (ე) მუხლის საფუძველზე წარდგენილი აცილება, მსგავსად წინამდებარე საქმისა, ოდესმე წარმატებული ყოფილა. შესაბამისად, წინამდებარე საქმიდან გამომდიანრეობს, რომ მომჩივანს გონივრულობის ფარგლებში ვერ მოეთხოვებოდა ამგვარი საჩივრის წარდგენა.
57.უფრო მნიშვნელოვნად, სასამართლო აღნიშნავს, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილების შემდეგ, ქ-ნმა მ.-მ, რომელიც ჩაანაცვლა მომჩივანმა, წამოიწყო საკონსტიტუციო სამართალწარმოება სამოქალაქო სასამართლოს წინაშე (პირველი ინსტანცია) ამტკიცებდა რა, რომ ადგილი ჰქონდა საქმის სამართლიანი განხილვის უფლების დარღვევას კონვენციის მე-6 მუხლის დარღვევით, რადგანაც სააპელაციო სასამართლო არ იყო მიუკერძოებელი და მას არ მიეცა საშუალება წარმოედგინა არგუმენტები მოცემული სასამართლოს წინაშე. შემდეგ, მომჩივანმა საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრა სამოქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც არ დაკმაყოფილდა მისი საჩივარი. სასამართლო მიიჩნევს, რომ ეროვნული საკონსტიტუციო იურისდიქციის წინაშე მოცემული საჩივრის აღძვრით, პასუხი გაეცა მთავრობის პრეტენზიას ჩვეულებრივი შიდასამართლებრივი გასაჩივრების საშუალებების ამოუწურავობის შესახებ; ასევე, სასარჩელო მოთხოვნის საპროცესო საფუძველზე განხილვაზე უარის თქმის გარეშე, არამედ მისი არსებითად განხილვის გათვალისწინებით, მომჩივანმა გამოიყენა გასაჩივრების ის საშუალებანი, რომელიც მისთვის ხელმისაწვდომი იყო და რომელიც ეხებოდა არსობრივად ევროპულ დონეზე გასაჩივრებულ ფაქტებს (იხ.mutatis mutandis, Zarb Adami (dec.), ციტირებული ზემოთ).
58.მხოლოდ ის ფაქტი, რომ მომჩივანს შეეძლო ეცადა სავარაუდო დარღვევა გაესაჩივრებინა ალტერნატიული საშუალებებით სამართალწარმოების სხვადასხვა დონეებზე ან რომ მან დაიცადა სამართალწარმოების დასრულებამდე, მანამდე სანამ წარმოადგინა საჩივარი, რაც ნებადართული გახლდათ ეროვნული კანონმდებლობის მიხედვით, არ ცვლის მოცემულ დასკვნას. დადგენილი სასამართლო პრაქტიკის მიხედვით, როდესაც ხდება მისაგებლის ძიება, სხვა მისაგებლის გამოყენება, რომელიც უმეტესწილად იგივე მიზანს ისახავს, არ არის სავალდებულო (იხ.inter alia, Kozacıoğlu v. Turkey [GC], no. 2334/03, § 40, 19 თებერვლი 2009).
59.აღნიშნულიდან გამომდინარეობს, რომ საჩივარი ვერ იქნება უარყოფილი შიდასამართლებრივი გასაჩივრების საშუალებების ამოუწურავობის გამო, შესაბამისად, მთავრობის პრეტენზია არ დაკმაყოფილდა.
გ. შეუთავსებლობა ratione materiae
1. პალატის დასკვნა
60.განასხვავა რა შემაკავებელი ორდერის გაცემის წარმოება, რომელიც გამომდინარეობდა ძირითადი საჩივრიდან, გასაჩივრების სამართალწარმოებისაგან, პალატამ ეს უკანასკნელი მიიჩნია "შემაკავებელი ორდერის შემდგომ სამართალწარმოებად" ანუ, მიიჩნია იგი სამართალწარმოების ახალ და განსხვავებულ პროცედურად, რომლითაც შესაძლებელი იყო გასაჩივრებულიყო დროებითი შემაკავებელი ორდერის განსაზღვრის გადაწყვეტილება. როგორც პირველი ინსტანციის, ისე სააპელაციო სასამართლომ განიხილა არსებითად ქ-ნი მ.-ის საჩივარი და შესაბამისად განსაზღვრეს, რომ დავა ეხებოდა "უფლებას მოსმენილ იყო" შემაკავებელი ორდერის გაცემისას მიმდინარე სამართალწარმოების დროს. შესაბამისად, მომჩივანს შეეძლო ემტკიცებინა გასაჩივრებად საფუძველზე, რომ სამართალწარმოება ხვდებოდა მე-6 მუხლში. მეტიც, როდესაც მომჩივანმა იჩივლა მოცემული "შემაკავებელი ორდერის შემდგომ სამართალწარმოების" არასამართლიანობაზე, საკონსტიტუციო სასამართლომ არსებითად განიხილა მომჩივნის სასარჩელო მოთხოვნა სააპელაციო სასამართლოს მიუკერძოებლობასთან დაკავშირებით და, შედეგად, აღიარა მე-6 მუხლის გამოყენებადობა მიმდინარე სამართალწარმოებაში. პალატამ აღნიშნა, რომ სასამართლოს მიერ Vilho Eskelinen v. Finland ([GC], no. 63235/00, 19 აპრილი 2007, § 61) საქმეში მიღებული გადაწყვეტილების მიხედვით, სასამართლოს მიერ ავტონომიურად გამოყენებული მე-6 მუხლის მიუხედავად, მისი გამოყენებადობა აღიარებული იქნებოდა სასამართლოს მიერ, თუკი ეროვნული სისტემა მას აღარებდა: "თუ ეროვნული სისტემა აბრკოლებს სასამართლოზე ხელმისაწვდომობას, სასამართლო განსაზღვრავს არის თუ არა დავა მართლაც იმგვარი ხასიათისა, რომ გაამართლოს მე-6 მუხლით დადგენილი გარანტიების გამოყენებაზე გამონაკლისი. თუ არ, მაშინ საკითხიც არ წამოიჭრება და მე-6 მუხლის 1 ნაწილი გამოიყენება." ამასთანავე, მე-6 მუხლის 1 ნაწილის მიხედვით "სამოქალაქო უფლების" არსი ვერ განიხილება იმგვარად, რომ ზღუდავდეს ეროვნულ კანონმდებლობაში აღსრულებად უფლებას კონვენციის 53-ე მუხლის მნიშვნელობით (იხ. Okyay and Others v. Turkey, no. 36220/97, § 68, ECHR2005 VII). აღნიშნულიდან გამომდინარეობს, რომ მოცემულ საქმეზე ვრცელდება მე-6 მუხლი.
2. მთავრობის არგუმენტები
61.მთავრობამ აღნიშნა, რომ დიდი პალატის წინაშე წარდგენილი დოკუმენტების მიხედვით, ისინი ასაჩივრებდნენ მე-6 მუხლის გამოყენებადობას ეროვნული სამართალწარმოების დროს, მიუხედავად იმისა, რომ ეს მათ ეროვნული სასამართლოების წინაშე თავდაპირველად არ აღუნიშნავთ. თუმცა, ეროვნული კანონმდებლობის მიხედვით, ისინი არ იზღუდებოდნენ მოცემული პრეტენზიის გამოთქმისაგან სამართალწარმოების მოგვიანებით ეტაპზე. მეტიც, ერთადერთი მიზეზი, თუ რატომ არ განიხილა ეროვნულმა სასამართლომ მოცემული საკითხი გახლდათ ის, რომ მან გაიზიარა პირველადი პრეტენზიები საქმის არასერიოზულობისა და გამაღიზიანებლობის შესახებ.
62.გასაჩივრებული სამართალწარმოება ეხებოდა ბრალდებას მასზედ, რომ "უფლება მოსმენილ იყო" დარღვეულ იქნა შემაკავებელი ორდერის გაცემის სამართალწარმოების დროს. პირველ რიგში, ამ უკანასკნელს არ მოიცავს მე-6 მუხლი, რადგან იგი წარმოადგენდა წინასწარ გამაფრთხილებელ ზომებს რომელიმე უფლებისა თუU ვალდებულების განსაზღვრის ირგვლივ არსებითი განხილვის გარეშე. მიუხედავად იმისა, დაკმაყოფილდა თუ არა მომჩივნის მოთხოვნა შემაკავებელი ორდერის მოთხოვნისას, მას შეეძლო შეეტანა სათანადო საჩივარი რათა დაეყენებინა მოთხოვნა საქმის არსებით განხილვაზე. აღნიშნულის მიხედვით ნებისმიერი საჩივარი, რომელიც გამომდინარეობს შემაკავებელი ორდერის შესახებ სამართალწარმოებიდან ამასთანავე არ განსაზღვრავს რომელიმე უფლებას ან ვალდებულებას. საპროცესო კანონმდებლბის მიხედვით, მოცემული სამართალწარმოება რომც დაწყებულიყო ცალკე საჩივრით, იგი მაინც წარმოადგენდა შემაკავებელი ორდერის სამართალწარმოების გაგრძელებას, რომელიც ნიშნავს შემაკავებელი ორდერის წინააღმდეგ გასაჩივრებას, და შესაბამისად ვერანაირ შემთხვევაში ვერ განსაზღვრავს პირველადი საჩივრის არსებით მხარეს.
63.მეტიც, უფლება "მოსმენილ იყო" შემაკავებელი ორდერის განხილვისას არ იყო დადგენილი მალტის კანონმდებლობაში. ეროვნული სასამართლო პრაქტიკის მიხედვით, ამგვარი გარანტიები არ იყო გათვალისწინებული შემაკავებელი ორდერის პროცედურის დროს რიგი კონკრეტული მოთხოვნის გამო, მათ შორის ამგვარი საჩივრის სწრაფი განხილვის ინტერესიდან გამომდინარე. ის ფაქტი, რომ სამოქალაქო სასამართლომ (პირველი ინსტანცია) გადაწყვეტილება ქ-ნი მ.-ის სასარგებლოდ მიიღო, აღნიშნა რა, რომ უფლება "მოსმენილ იყო" შემაკავებელი ორდერის სამართალწარმოებისას განსაზღვრული იყო სასამართლო მოსმენისათვის და არ იყო საკმარისი რათა მომჩივანს წარმოედგინა სადავო საჩივარი და მოცემული სამართალწარმოებისას გამოეყენებინა მე-6 მუხლი, რადგან იგი არ წარმოდგენდა სამოქალაქო უფლებების განსაზღვრას.
64.ერთადერთი სამოქალაქო უფლება, რომელიც გამომდინარეობდა სხვადასხვა სამართალწარმოებიდან წინამედბარე საქმეში, გახლდათ სარეცხის გაფენის უფლება, რომელიც თავდაპირველი საჩივრის მთავარ საკითხს წარმოადგენდა და სრულად იქნა განხილული 1992 წლის 6 მარტს, გასაჩივრების გარეშე. მართლაც, როგორც აღნიშნა კიდეც სააპელაციო სასამართლომ, უფლება "მოსმენილ იყო" შემაკავებელი ორდერის სამრთალწარმოების დროს თავისუფლად შესაძლებელია ყოფილიყო წარმოდგენილი საჩივრის არსობრივი განხილვისას და სწორედ ამას ითხოვდა ეფექტიანი სამართალწარმოების ინტერესი.
65.რაც შეეხება პალატის მიერ Eskelinen-ისა და კონვენციის 53-ე მუხლის ინტერპრეტაციას, მთავრობა იზიარებდა სამი მოსამართლის განსხვავებულ მოსაზრებასა-რომელიც თან ერთვოდა პალატის გადაწყვეტილებას- და მესამე მხარის არგუმენტებს.
3. მომჩივნის არგუმენტები
66.მომჩივანი აღნიშნავდა, რომ მას შემდეგ, რაც გაიცა ამკრძალავი შემაკავებელი ორდერი, იგი მოქმედებას განაგრძობდა სამართალწარმოების საბოლოო შედეგამდე, თუკი არ მოხდებოდა მისი ვადამდე უკან გამოხმობა. შესაბამისად, შემაკავებელი ორდერის სამართალწარმოება, რომლის დროსაც გაიცა ორდერი, გავლენას ახდენდა მხარეთა სამოქალაქო უფლებებზე, მართალია დროებით, მაგრამ დროის გარკვეული ვადით მაინც. შესაბამისად, ორდერიდან გამომდინარე შორს მიმავალი შედეგების გათვალისწინებით, გამოიყენებოდა კონვენციის მე-6 მუხლი, განსაკუთრებით კი მალტის კონტექსტში.
67.თუმცა, გასაჩივრებული სამართალწარმოება განსხვავდებოდა შემაკავებელი ორდერის სამართალწარმოებისაგან, რომელზეც ვრცელდებოდა მე-6 მუხლი. იგი წარმოადგენდა ფორმალურ ad hoc სამართალწარმოებას, რომელიც აღძრული გახლდათ სასამართლო უწყების საშუალებით, რომელსაც მოჰყვა სააპელაციო საჩივარი და დასრულდა პირველი ინსტანციის და შემდეგ აპელაციის გადაწყვეტილებით. მართლაც, იგი განსაზღვრული იყო მოსმენისათვის განსხვავებული სასამართლოს და არა იმ მოსამართლს წინაშე, რომელმაც გადაწყვეტილება მიიღო გაეცა შემაკავებელი ორდერი სამართალწარმოებისას. სამართალწარმოებისას სამოქალაქო უფლება გახლდათ "მოსმენილ იყო" და საქმის ბუნება არ განსხვავდებოდა ნებისმიერი სხვა ჩვეულებრივი საქმისაგან, რომელიც შეიძლება განხილულიყო ეროვნული სასამართლოების წინაშე.
68.მომჩივანი აღნიშნავდა, ის ფაქტი, რომ თავდაპირველი სამართალწარმოება, რომელიც ეხებოდა სარეცხის გაფენის უფლებას, დასრულდა 1992 წლის 6 მარტს არ უკარგავს გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას პრაქტიკულ ეფექტს. მართლაც, სააპელაციო საჩივარი ბ-ნმა ფ.-მ შეიტანა და არ გამოუხმია ეს უკანასკნელი მას შემდეგ რაც მიღებულ იქნა გადაწყვეტილება თავდაპირველი საჩივრის არსებითი მხარეზე, შესაბამისად, ამ ქმედებით მან კიდევ ერთხელ დაადასტურა მისი საჩივრის სარგებლიანობა და განცალკევებული ბუნება. მეტიც, რადგან მთავრობამ სწორედ არ წარმოადგინა შუამდგომლობა ეროვნული სამართალწარმოებისას და არც ეროვნულ სასამართლოებს წამოუყენებიათ საკითხი საკუთარი ინიციატივით, მთავრობას არ უნდა მიეცეს შუამდგომლობის დაყენების უფლება ახლა, რადგანაც ასეთ შემთხვევაში იგი აღმოჩნდება მომჩივანზე უფრო ხელსაყრელ მდგომარეობაში, რომელმაც ამოწურა გასაჩივრების ყველა შიდასამართლებრივი საშუალება ეროვნული სასამართლოების წინაშე.
69.მომჩივანმა აღნიშნა, რომ Eskelinen გადაწყვეტილება არ უნდა გამოყენებულიყო წინამდებარე საქმეში, რადგან მე-6 მუხლი ნებისმიერ შემთხვევაში გამოიყენებოდა ზემოთხსენებული მიზეზების გამო. ამასთანავე იგი დაეთანხმა კონვენციის 53-ე მუხლის პალატისეულ განმარტებას, რომლის მიხედვითაც ადამიანის უფლებების დაცვა ნებისმიერ სფეროში ვერ იქნებოდა სასამართლოს წინაშე უფრო დაბლა მდგომი, ვიდრე ეროვნული სასამართლოების წინაშე.
4. მესამე მხარე მთავრობის არგუმენტები
70.ჩეხეთის რესპუბლიკის მთავრობამ აღნიშნა, რომ სასამართლო უნდა მიჰყვეს სასამართლო პრაქტიკას, რომლის მიხედვითაც მე-6 მუხლი არ ვრცელდება დროებითი ღონისძიებების შესახებ სამართალწარმოებაზე, რადგანაც იგი წარმოადგენს მხოლოდ დროებით გადაწყვეტილებას. მათ აღნიშნეს, რომ დროებითი ღონისძიებები შეუძლებელია განხილულ იქნას როგორც დამოუკიდებელი სამართალწარმოება, არამედ, რომ იგი წარმოადგენს ძირითადი სამართალწარმოების ნაწილს. შესაბამისად, სასამართლო პრაქტიკიდან გადახვევა მოცემულ შემთხვევაში შესაძლებელია მისაღებად ჩაითვალოს მხოლოდ იმდენად, რამდენადაც დროებითობის ასპექტი ვეღარ იქნება განხილული ჯეროვან მიზეზად მასზედ, რომ "სამართალწარმოების მოცემული ნაწილი" არ არის მოცული მე-6 მუხლის მიერ. შედეგად გამომდინარეობს, რომ მე-6 მუხლი შესაძლებელია გამოყენებული იყოს დროებით ღონისძიებებზე; თუმცა დარღვევას ადგილი ექნება მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლოვანება დროებითი ღონისძიებების სამართალწარმოებისას მთლიან სამართალწარმოებას სრულად უსამართლო სახეს მისცემს. აღნიშნულიდან გამომდინარეობს, რომ საკმაოდ რთულია წარმოვიდგინოთ დარღვევა, სადაც მთავარი სამართალწარმოება აშკარად და ამდენად იქნა დარღვეული.
71.ამასთანავე, მე-6 მუხლი გამოყენებადი უნდა იყოს მხოლოდ იმ პირობით, რომ მოთხოვნილი ღონისძიება, მართალია დროებითად, მაგრამ მაინც მიზნად ისახავდა სამოქალაქო უფლებებისა და ვალდებულებების არსებობის, მასშტაბის ან პირობების განსაზღვრას. იგივე ეხება დროებითი ღონისძიებების დამხმარე სამართალწარმოებას, თუმცა სავარაუდოდ რთული იქნება პროცედურული უფლების (მაგალითად ამ შემთხვევაში სასამართლოში საკუთარი არგუმენტების გამოთქმის უფლება) დაკვალიფიცირება სამოქალაქო უფლებად.
72.მათ ასევე აღნიშნეს, რომ გადაწყვეტილება საქმეში Vilho Eskelinen იზღუდებოდა სამართალწარმოებით საჯარო მოხელეებსა და სახელმწიფოს შორის სასამართლოზე ხელმისაწვდომობის უფლების ირგვლივ. ამასთანავე, დაცვა ეროვნულ დონეზე არ ნიშნავდა, რომ მე-6 მუხლი გამოყენებადი იყო და თუ რამდენად ხდებოდა გამოყენებადობის გასაჩივრება ეროვნული სამართალწარმოებისას უმნიშვნელო ფაქტორს წარმოადგენდა, რომელიც არ უნდა განხილულიყო სასამართლოს მიერ.
73.კონვენციის 53-ე მუხლთან დაკავშირებით, ჩეხეთის მთავრობამ აღნიშნა, რომ მოცემული დებულება მიზნად ისახავდა ადამიანის უფლებების დაცვის სტანდარტის მიღწევას იმის უზრუნველყოფით, რომ გარკვეული უფლება, რომელიც არ იყო გარანტირებული კონვენციის მიერ მაინც ყოფილიყო დაცული. მათ აღნიშნეს, რომ არ არსებობდა დებულება, რომელიც ეროვნულ სასამართლოებს აუკრძალავდა კონვენციის მიერ დაწესებული სტანდარტების მიღმა უფლებების დაცვას.
5. სასამართლოს შეფასება
(ა) ზოგადი პრინციპები
74.სასამართლო იმეორებს, იმისათვის რომ გამოყენებადი იყოს მე-6 მუხლი, მისი "სამოქალაქო" ნაწილის მხრივ, უნდა არსებობდეს დავა (ფრანგულ ტექსტში " ცონტესტატიონ") "სამოქალაქო უფლების ირგვლივ, რომელიც, თუნდაც სადავო საფუძვლებზე, აღიარებული უნდა იყოს ეროვნული კანონმდებლობით, მიუხედავად იმისა დაცულია თუ არა იგი კონვენციის მიერ. დავა უნდა იყოს ნამდვილი და სერიოზული; იგი შესაძლებელია ეხებოდეს უფლების არა მარტო რეალურ არსებობას, არამედ მის მასშტაბსა და განხორციელების საშუალებასაც; დაბოლოს, სამართალწარმოების შედეგი უნდა იყოს უშუალოდ გადამწყვეტი განსახილველი უფლებისათვის, უფრო უმნიშვნელო კავშირი ან ზოგადი შედეგები არ არის საკმარისი მე-6 მუხლის 1 ნაწილის გამოსაყენებლად inter alia, Mennitto v. Italy [GC], no. 33804/96, § 23, ECHR 2000 X; და Gülmez v. Turkey, no. 16330/02, § 28, 20 მაისი 2008). იმ კანონმდებლობის ბუნება, რომელიც არეგულირებს საკითხს, თუ როგორ უნდა მოხდეს საკითხის განხილვა (სამოქალაქო, სავაჭრო, ადმინისტრაციული თუ სხვა კანონით) ისევე როგორც ორგანო, რომელსაც აკისრია განხილვის უფლებამოსილება (საერთო სასამართლო, ადმინისტრაციული ორგანო თუ სხვა) შესაბამისად, ნაკლები მნიშვნელობის მატარებელია (იხ. J.S. and A.S. v. Poland, no. 40732/98, § 46, 24 მაისი 2005 ).
75.წინასწარი სამართალწარმოება, მსგავსად დროებითი ღონისძიებების მაგ, შემკავებელი ორდერის განმსაზღვრელისა, ჩვეულებრივ არ ითვლება სამოქალაქო უფლებებისა და მოვალეობების განმსაზღვრელად და, შესაბამისად არ ხვდება ხოლმე მე-6 მუხლის დაცვის ქვეშ (იხ.inter alia, Wiot v. France, (dec.), no. 43722/98, 15 მარტი 2001; APIS a.s. v. Slovakia, (dec.), no. 39794/98, 13 იანვარი 2002; Verlagsgruppe News GMBH v Austria, (dec.), no. 62763/00, 16 იანვარი 2003; და Libert v Belgium, (dec.), no. 44734/98, 8 ივლისი 2004). აღნიშნულიდან გამომდინარეობს, რომ სამართალწარმოების ხანგრძლივობის განმხილველ საქმეებში, სასამართლო მე-6 მუხლს იყენებს მხოლოდ საქმის არსებითი მხარის განხილვის შემდეგ და არა ამგვარი ღონისძიებების პირველადი მოთხოვნის მომენტიდან (იხ. Jaffredou v. France (dec.), no. 39843/98,15 დეკემბერი 1998, და Kress v. France [GC], no. 39594/98, § 90, ECHR 2001-VI). მიუხედავად აღნიშნულისა, რიგ საქმეებში, სასამართლოს გამოუყენებია მე-6 მუხლი წინასწარი სამართალწარმოების დროსაც, კერძოდ კი მათი გადამწყვეტი მნიშვნელობის გამო მომჩივნის სამოქალაქო უფლებების განსაზღვრაზე (იხ.Aerts v. Belgium, 30 ივლისი 1998, Reports 1998‑V, და Boca v. Belgium, no. 50615/99, ECHR 2002‑IX ). მეტიც, მან დაადგინა, რომ პრინციპიდან, რომლის მიხედვითაც მე-6 მუხლი არ გამოიყენება წინასწარი სამართალწარმოებისას გამონაკლისი უნდა გაკეთდეს, როდესაც დროებითი განჩინება გამონაკლისის სახით საჭიროებს განსხვავებულ მიდგომას, რადგანაც მოთხოვნილი ზომა არის რადიკალური, სათანადო ხარიხის არმქონე და თუ აპელაციისას მისი გაუქმების გარეშე იგი გავლენას იქონიებს მხარეებზე მნიშვნელოვანი დროის განმავლობაში (იხ. Markass Car Hire Ltd v. Cyprus, (dec.), no. 51591/99, 23 ოქტომბერი 2001).
(ბ) წინამდებარე საქმეში არსებული სამართალწრმოებების კლასიფიკაცია
76.წინამდებარე საქმეში სახეზეა სამართალწარმოების ოთხი დონე, 1) შემაკავებელი ორდერის გამცემი სამართალწარმოება; 2) სამართალწარმოებათა ეტაპები, რომლითაც გასაჩივრდა შემაკავებელი ორდერის სამართლიანობა (რომლის გასაჩივრებაც წარმოადგენს სასამართლოს წინაშე სარჩელს; 3) მთავარი სამართალწარმოება ბ-ნი ფ.-ს სასარჩელო მოთხოვნის ირგვლივ; და 4) საკონსტიტუციო სამართალწარმოება.
77.განსხვავებით პალატისაგან, დიდი პალატა უფრო მართებულად მიიჩნევს გლობალური მიდგომის გამოყენებას სამართალწარმოების განხილვისას. შემაკავებელი ორდერის შესახებ თხოვნა გახლდათ პირველადი ღონისძიება, რომელსაც მოჰყვა სამართალწარმოება, რომელიც ასაჩივრებდა გაცემული შემაკავებელი ორდერის სამართლიანობას. დიდი პალატა, მსგავსად მთავრობისა, მიიჩნევს მას სხვა იურისდიქციების მიერ კვალიფიცირებად შემაკავებელი ორდერის გასაჩივრების ანალოგიურ სამართალწარმოებად. მოცემულ საქმეში სადავოდ არ გამხდარა, რომ მალტის სამართებრივი სისტემა არ იძლევა ამგვარი შემაკავებელი ორდერის გასაჩივრების საშუალებას. თუმც, ორდერის გასაჩივრება შესაძლებელი გახლდათ "ახალი" სამართალწარმოების დაწყებით, რომელიც იძლეოდა საქმის ორ დონეზე განხილვის საშუალებას, სამოქალაქო სასამართლოში (პირველი ინსტანციით) და სააპელაციო სასამართლოში. შესაბამისად, შემაკავებელი ორდერის სამართალწარმოება და შედეგად მისი სამართლიანობის გასაჩივრება ვერ განიხილება ურთიერთოსაგან დამოუკიდებლად. ისინი წარმოადგენდნენ ერთიან სამართალწარმოებას, რომელიც ურთიერთდაკავშირებული გახლდათ მიზეზობრივად არსებით მხარესთან, რომელიც, თავისთავად, უნდა განსაზღვრულიყო ძირითადი სამართალწარმოების გზით. ის ფაქტი, რომ განხილვა მოიცავდა სამ ეტაპიან განხილვას არ ნიშნავს, რომ იგი არ უნდა იყოს განხილული ტრადიციულ შემაკავებელი ორდერის განმსაზღვრელ სამართალწარმოებად. შესაბამისად, დიდი პალატა გადაწყვეტს თუ რამდენად ვრცელდება წინამდებარე საქმეზე მე-6 მუხლი.
(გ) არსებობს თუ არა სასამართლო პრაქტიკის განვითარების საჭიროება
78.სასამართლო აღნიშნავს, რომ ევროპის საბჭოს წევრ სახელმწიფოებს შორის არსებობს ფართოდგავრცელებული კონსესუსი, რომელიც პირდაპირ ან ირიბად აღიარებს მე-6 მუხლის გარანტიების გამოყენებას დროებით ღონისძიებებზე, მათ შორის შემკავებელი ორდერის გამოცემასთან დაკავშირებულ სამართალწარმოებაზეც (როგორც ეს აღინიშნა კიდეც ზემოთ, 32-ე პარაგრაფში). ანალოგიურად, მისი სასამართლო პრაქტიკის მიხედვით (იხ. პარაგრაფი 32, ზემოთ), ევროპის კავშირის მართლმსაჯულების სასამართლოც ("ემს") მიიჩნევს, რომ დროებითი ღონისძიებები უნდა ექვემდებარებოდეს საქმის სამართლიანი განხილვის ფარგლებში დადგენილ გარანტიებს, განსაკუთრებით კი უფლებას "მოსმენილ იყო".
79.მე-6 მუხლის მოქმედებიდან დროებითი ღონისძიებების გამორიცხვა აქამდე გამართლებული გახლდათ იმ ფაქტით, რომ ისინი პრინციპში არ განსაზღვრავენ სამოქალაქო უფლებებსა და ვალდებულებებს. თუმცა, ვითარებებში, როდესაც მრავალ ხელშემკვრელ სახელმწიფოს გააჩნია ნაკლოვანებანი მათ ზედმეტად დატვირთულ სასამართლო სისტემებში, რაც იწვევს ზედმეტად ხანგრძლივ სამართალწარმოებებს, მოსამართლის გადაწყვეტილება შემაკავებელი ორდერის შესახებ ხშირად შესაძლებელია გაუტოლდეს საჩივრის არსებითი მხარის შესახებ გადაწყვეტილებას დროის საკმაო პერიოდის განმავლობაში, რაც არ უნდა უკიდურესად გამონაკლის შემთხვევაზე იყოს საუბარი. შედეგად გამომდინარეობს, რომ ხშირად, დროებითი და მთავარი სამართალწარმოება გადაწყვეტილებას იღებს ერთი და იგივე "სამოქალაქო უფლებისა თუ ვალდებულების შესახებ" და გააჩნია იგივე ხანგრძლივი ან მუდმივი შედეგი.
80.მოცემულის გათვალისწინებით, სასამართლოს გამართლებულად აღარ მიაჩნია ავტომატურად დაახასიათოს შემაკავებელი ორდერის გამოსაცემი სამართალწარმოება როგორც სამოქალაქო უფლებებისა თუ ვალდებულებების არ განმსაზღვრავი. არც იმაშია სასამართლო დარწმუნებული, რომ მოცემული სამართალწარმოების დროს არსებული ნაკლი აუცილებლად გამოსწორდება შემდგომ ეტაპზე, კერძოდ კი მე-6 მუხლის გამოყენებით არსებითი განხილვის დროს, რადგანაც ნებისმიერი ზიანი, განცდილი ამ დროის განმავლობში შემდეგ შესაძლებელია გამოუსწორებელი შეიქნას და გააჩნდეს მცირე რეალისტური საშუალება გამოსწორდეს მიყენებული ზიანი, გარდა, სავარაუდოდ მატერიალური ზიანისათვის კომპენსაციისა.
81.სასამართლო შესაბამისად მიიჩნევს, რომ ზემორე ხსენებული მიზეზების გამო, მნიშვნელოვანია ცვლილება მის სასამართლო პრაქტიკაში. სამართლებრივი სიცხადის, წინასწარ განჭვრეტადობისა და კანონის წინაშე თანასწორობის ინტერესებიდან გამომდინარე, სასამართლომ არ უნდა გადაუხვიოს ჯეროვანი მიზეზების გარეშე, წინარე საქმეებში ჩამოყალიბებული პრეცედენტებისაგან. თუმცა, ამასთანავე სასამართლოს მხრიდან დინამიური და განვითარებაზე ორიენტირებული მიდგომის გარეშე არსებობს რეფორმისა თუ გაუმჯობესებისათვის ხელისშეშლის საფრთხე (იხ.mutatis mutandis, Mamatkulov and Askarov v. Turkey [GC], nos. 46827/99 და 46951/99, § 121, ECHR 2005-I, და Vilho Eskelinen [GC], ციტირებული ზემოთ, § 56). უნდა გვახსოვდეს, რომ კონვენცია შექმნილია რათა მოახდინოს "არა თეორიული თუ მოჩვენებითი, არამედ პრაქტიკული და ეფექტიანი უფლებების გარანტირება" (იხ.inter alia, Folgerø and Others v. Norway [GC], no. 15472/02, § 100, ECHR 2007‑..., და Salduz v. Turkey [GC], no. 36391/02, § 51, 27 ნოემბერი 2008).
82.აღნიშნულის გათვალისწინებით, ის ფაქტი, რომ დროებითი გადაწყვეტილებანი რომლებიც ასევე განსაზღვრავენ სამოქალაქო უფლებებსა თუ ვალდებულებებს, არ არიან დაცული კონვენციის მე-6 მუხლით, ითხოვს ახალ მიდგომას.
(დ) ახალი მიდგომა
83.როგორც უკვე აღინიშნა, მე-6 მუხლი მისი სამოქალაქო "ნაწილი" ვრცელდება მხოლოდ იმ სამართალწარმოებაზე, რომელიც განსაზღვრავს სამოქალაქო უფლებებსა თუ ვალდებულებებს. ყველა დროებითი ღონისძიება არ განსაზღვრავს ხსენებულ უფლებებსა და ვალდებულებებს და მე-6 მუხლის გამოყენებადობა დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ რამდენად არის დაკმაყოფილებული ცალკეული პირობები.
84.პირველი განსახილველი უფლება, როგორც ძირითადი ისე შემაკავებელი სამართალწარმოების დროს უნდა იყოს "სამოქალაქო" მოცემული ცნების მე-6 მუხლის მიხედვით დადგენილი ავტონომიური მნიშვნელობის მიხედვით inter alia, Stran Greek Refineries and Stratis Andreadis v. Greece, 9 დეკკემბერი 1994, § 39, Series A no. 301‑B; König v. Germany, 28 ივნისი 1978, §§ 89-90, Series A no. 27; Ferrazzini v. Italy [GC], no. 44759/98, §§ 24-31, ECHR 2001-VII; და Roche v. the United Kingdom [GC], no.32555/96, § 119, ECHR2005 X).
85.მეორე, დროებითი ღონისძიების ბუნება, მისი ობიექტი და მიზანი, ისევე როგორც მისი გავლენა განსახილველ უფლებაზე უნდა იყოს დეტალურად განხილული. როდესაც დროებითი ღონისძიება შეიძლება ჩაითვალოს წარმატებულად სამოქალაქო უფლებისა თუ ვალდებულების განსასაზღვრისას, მიუხედავად მისი ძალაში ყოფნის ხანგრძლივობისა, მოხდება მე-6 მუხლის გამოყენება.
86.თუმცა, სასამართლო იაზრებს, რომ გამონაკლის შემთხვევებში - როდესაც, მაგალითად, მოთხოვნილი ღონისძიების ეფექტიანობა დამოკიდებულია სწრაფი გადაწყვეტილების მიღების პროცესზე - შესაძლებელია, რომ უმალვე ვერ მოხერხდეს მე-6 მუხლის მოთხოვნების დაკმაყოფილება. შესაბამისად, ამ კონკრეტულ საქმეებში, მაშინ როდესაც სასამართლოსა თუ მოსამართლის დამოუკიდებლობას და მიუკერძოებლობას ეხება საქმე, რომელიც თავისთავად წარმოადგენს განუყოფელ და თანმდევ გარანტიას ამგვარი სამართალწარმოებისას, სხვა საპროცესო გარანტიები შესაძლებელია გამოყენებულ იქნას მხოლოდ იმ კონტექსტში, რომელიც შეესაბამება განსახილველი დროებითი სამართალწარმოების ბუნებასა და მიზანს. სასამართლოს წინაშე ნებისმიერი შემდეგი სამართალწარმოებისას, მთავრობის მტკიცების ტვირთს წარმოადგენს იმის დადასტურება, რომ მოცემულ საქმეში განსახილველი სამართალწარმოების მიზნის მიხედვით, ერთი ან მეტი საპროცესო გარანტია ვერ იქნა გამოყენებული განსახილველი დროებითი ღონისძიების მიზნების მიღწევაზე არაჯეროვანი გავლენის გარეშე.
(ე) მე-6 მუხლის გამოყენება წინამდებარე საქმეში
87.სასამართლო აღნიშნავს, რომ ძირითადი სამართალწარმოებისას განსახილველი უფლების არსი ეხებოდა სამეზობლო საკუთრებით უფლებებს მალტის კანონმდებლობის მიხედვით, შესაბამისად უფლება სამოქალაქო ხასიათისა გახლდათ როგორც ეროვნული კანონმდებლობის, ისე სასამართლოს პრაქტიკის მიხედვით (იხ. Ferrazzini v. Italy [GC], ციტირებული ზემოთ, § 27, და Zander v. Sweden, 25 ნომბერი 1993, § 27, Series A no. 279-B). შემაკავებელი ორდერის მიზანი გახლავთ დადგენილიყო, მიუხედავად შეზღუდული ვადისა, ის უფლება რომელიც შემდეგ გასაჩივრებულ იქნა მთავარი სამართალწარმოების დროს და უმალვე შევიდა ძალაში. აღნიშნულიდან გამომდინარეობს, რომ შემაკავებელი ორდერის გამოცემასთან დაკავშირებული სამართალწარმოება მოცემულ საქმეში აკმაყოფილებს მე-6 მუხლის გამოყენებადობის კრიტერიუმებს და რომ მთავრობის მიერ არ დადგენილა არანაირი მიზეზი რათა შეზღუდულიყო მისი გამოყენების მასშტაბი რაიმე მხრივ (იხ. პარაგრაფი 86, ზემოთ).
88.სასამართლო აღნიშნავს, რომ მომჩივნის სასარჩელო მოთხოვნა ეხებოდა სააპელაციო სამართალწარმოებას, რომელიც დასრულდა 1993 წლის 5 თებერვლის გადაწყვეტილებით, მაშინ როდესაც მთავარი საჩივრის არსებითი მხარე უკვე განსაზღვრული იყო 1992 წლის 6 მარტს. შესაბამისად, სასამართლომ უწყის, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილების დროს დავა უკვე გადაწყვეტილი იყო. თუმცა, 1990 წელს, როდესაც მოხდა სამართალწარმოების დაწყება, საჩივრის არსებითი მხარე ჯერ გადაწყვეტილი არ გახდათ და მე-6 მუხლი, პრინციპში გამოყენებადი იყო, როგორც ეს დადგინდა ზემოთ. სასამართლო ვერ ხედავს ვერანაირ მიზეზს თუ რატომ არ უნდა გაგრძელებულიყო მე-6 მუხლის გამოყენება იგივე სამართალწარმოებაზე მოგვიანებით ეტაპზე. მეტიც, იგი აღნიშნავს, რომ მოცემული სამართალწარმოების გაგრძელება არ წარმომოადგენდა ქ-ნი მ.-ის ბრალს, რადგანაც სააპელაციო საჩივარი ბ-ნი ფ.-ს მიერ იქნა შეტანილი.
89.აღნიშნულიდან გამომდინარეობს, რომ მე-6 მუხლი ვრცელდება გასაჩივრებულ სამართალწარმოებზე და რომ მთავრობის პრეტენზია, შესაბამისად არ უნდა დაკმაყოფილდეს.
II. კონვენციის მე-6 მუხლის 1 ნაწილის სავარაუდო დარღვევა
ა. პალატის დასკვნა
90.პალატა ვერ იქნა დარწმუნებული, რომ ადგილი ჰქონდა საკმარის მტკიცებულებას მთავარი მოსამართლის პერსონალური მიკერძოებულობის დასადასტურებლად. თუმცა, მან მიიჩნია, რომ ახლო ოჯახური კავშირები მოწინააღმდეგე მხარის ადვოკატსა და მოსამართლეს შორის საკმარისი იყო ობიექტურად გაემართლებინა მომჩივნის შისი მასზედ, რომ თავმჯდომარე მოსამართლე არ იყო საკმარისად მიუკერძოებელი და რომ მოცემული საქმის ფაქტები ვერაფრით აბათილებდნენ მომჩივნის წუხილს. შესაბამისად, მან დაადგინა მე-6 მუხლის 1 ნაწილის დარღვევა (სასამართლოს მიუკერძოებლობა) და არასაჭიროდ მიიჩნია ცალკე განეხილა სასარჩელო მოთხოვნა მხარეთა თანასწორობის პრინციპთან დაკავშირებით.
ბ. მომჩივნის არგუმენტები
91.მომჩივანმა აღნიშნა, რომ წინამდებარე საქმე ასახავდა როგორც ობიექტურ, ისე სუბიექტურ მიკერძოებულობას მთავარი მოსამართლის მიერ, რაც ეწინააღმდეგებოდა კონვენციის მე-6 მუხლს. მთავარი მოსამართლე მიკერძოებული გახლდათ იმის გამო, რომ მისი ძმა იყო მოწინააღმდეგე მხარის ადვოკატი შემაკავებელი ორდერის გაცემასთან დაკავშირებული სამართალწარმოების დროს. მისი მიკერძოებულობა კიდევ უფრო ნათელი გახდა 1992 წლის 12 ოქტომბრის ინციდენტით, რომელმაც საბოლოო გადაწყვეტილებასთან ერთად, კოლეგიის სხვა ორი მოსამართლის განცვიფრება გამოიწვია. მოცემული გადაწყვეტილება გამოტანილი იქნა ქ-ნი მ.-ის წინააღმდეგ და მოითხოვა ანგარიშის ამოღება ჩანაწერებიდან, რომელიც დაწერილი გახლდათ სასამართლო თანაშემწის მიერ, ქ-ნი მ.-ის სასარგებლოდ გახლდათ და ეხებოდა მისი ადვოკატის მოქმედებას ვის-à-ვის მთავარი მოსამართლის ძმის მიმართ (იხ. პარაგრაფი 20, ზემოთ). იმის გამო, რომ მოსამართლის პირადი მიუკერძოებლობა ეჭვგარეშეა მანამდე, სანამ დამტკიცდება საპირისპირო, მომჩივანს არ გააჩნდა მიზეზი მოეთხოვა მოსამართლის აცილება მანამდე, სანამ ადგილი არ ჰქონდა ხსენებულ მოვლენებს. თუმცა, მთავარ მოსამართლეს უნდა სცოდნოდა, რომ თავად უნდა წამოეყენებინა საკუთარ ძმასთან დაკავშირებული საკითხი და შესაბამისად მოეხდინა თვითაცილება. მეტიც, მომჩივანმა აღნიშნა, რომ მთავარი მოსამართლის ქმედება ინციდენტის დროს და მისი დედმამიშვილური ურთიერთობა არ წარმოადგენდა განცალკევებულ ქმედებებს და რეალურად ასახავდა მედლის ორ მხარეს.
გ. მთავრობის არგუმენტები
92.მთავრობამ აღნიშნა, რომ წინამდებარე საქმეში არ წარმოიშვებოდა მიუკერძოებლობის არანაირი საკითხი. ადვოკატი რომ შეწუხებულიყო შესაძლო მიკერძოებულობით, იგი ლოგიკურად მოითხოვდა მოსამართლის აცილებას, რაც მას არ გაუკეთებია. მეტიც, ადვოკატი დაეთანხმა, რომ ინციდენტი მოგვარდა მთავარ მოსამართლესთან სათათბიროში შეხვედრის შემდეგ. ეროვნულ დონეზე მომჩივანი არ აფუძნებდა მის სარჩელს სამართლიანი მოსმენის არარსებობაზე ან არგუმენტების წამოყენების უფლებაზე უარის თქმამდე ან მთავარი მოსამართლის ოჯახურ ურთიერთობებზე; ამგვარი პრეტენზიები მხოლოდ ამ სასამართლოს წინაშე იქნა გამოთქმული. მეტიც, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ ასახავდა არანაირ მიკერძოებულობას მთავარი მოსამართლის მხრიდან, და ასე რომც ყოფილიყო, იგი ვერ განიხილებოდა ეხ პოსტ ფაცტო წუხილის საფუძვლად. სააპელაციო სასამართლო მიუკერძოებელი იყო კონვენციის მე-6 მუხლის 1 ნაწილის მიხედვით მიუხედავად იმისა, რომ მთავარ მოსამართლეს ოჯახური კავშირები გააჩნდა ქ-ნი მ.-ის ოპონენტის ადვოკატთან.
დ. სასამართლოს შეფასება
1. ზოგადი პრინციპები
93.მიუკერძოებლობა ზოგადად მოიცავს წინასწარგანწყობის ან ტენდენციურობის არარსებობას და მისი არსებობა შესაძლებელია შემოწმდეს სხვადასხვა გზით. სასამართლოს უცვლელი პრაქტიკის მიხევით, მე-6 მუხლის 1 ნაწილისათვის მიუკერძოებლობის არსებობა უნდა განისაზღვროს სუბიექტური ტესტის მიხედვით, სადაც ხდება კონკრეტული მოსამართლის პირადი მრწამსისა და ქცევის გათვალისწინება, ანუ, მოსამართლემ გამოხატა თუ არა კონკრეტულ საქმეში პერსონალური წინასწარგანწყობა ან ტენდენციურობა; ამასთანავე, ობიექტური ტესტის მიხედვით ირკვევა, თუ რამდენად გვთავაზობდა სასამართლო და მისი შემადგენლობა საკმარის გარანტიებს რათა გამოგვერიცხა ნებისმიერი ლეგიტიმური ეჭვი მის მიუკერძოებლობასთან დაკავშირებით (იხ.inter alia, Fey v. Austria, 24 თებერვალი 1993, Series A no. 255, §§ 27, 28 da 30, და Wettstein v. Switzerland, no.33958/96, § 42, ECHR2000-XII).
94.სუბიექტურ ტესტთან დაკავშირებით პრინციპი, რომ სასამართლო ითვლება თავისუფლად პირადი წინასწარგანწყობისა თუ ტენდენციურობის გარეშე, წარმოადგენს სასამართლოს კარგად დამკვიდრებული პრაქტიკის ნაწილს (იხ, მაგ. Kyprianou v. Cyprus [GC], no. 73797/01, § 119, ECHR2005 ...). სასამართლომ დაადგინა, რომ მოსამართლე პერსონალურად მიუკერძოებლად ითვლება მანამდე, სანამ არ დამტკიცდება საპირისპირო (იხ.Wettstein, ციტირებული ზემოთ, § 43). რაც შეეხება საჭირო სამხილის სახეობას, სასამართლომ, მაგალითად საჭიროდ მიიჩნია დაედგინა თუ რამდენად გამოამჟღავნა მოსამართლემ დაპირისპირებული ან არაკეთილგანწყოფილი დამოკიდებულება პირადი მიზეზების გამო (იხ. De Cubber v. Belgium, 26 ოქტომბერი 1984, Series A no 86, § 25).
95.იმ საქმეების უდიდეს უმრავლესობაზე, რომელიც ეხება მიუკერძოებლობის საკითხს, სასამართლო აქცენტს აკეთებს ობიექტურობის ტესტზე. თუმცა, ნათელი ზღვარი სუბიექტურ და ობიექტურ მიუკერძოებლობას შორის არ არსებობს, რადგანაც მოსამართლის ქმედება შესაძლებელია გავლენას ახდენდეს იყოს არა მარტო ობიექტური გავლენით მიუკერძოებლობაზე გარე დამკვირვებლის აზრით (ობიექტური ტესტი), არამედ შესაძლებელია გამომდინარეობდეს მისი პირადი მრწამსიდანაც (სუბიექტური ტესტი) (იხ. Kyprianou, ციტირებული ზემოთ, § 119). შესაბამისად, რიგ საქმეებში, სადაც შესაძლებელია რთული აღმოჩნდეს მტკიცებულების მოპოვება რომლითაც შესაძლებელი იქნება გაქარწყლდეს მოსამართლის სუბიექტური მიუკერძოებლობის რწმენა, ობიექტური მიუკერძოებლობის მოთხოვნა აწესებს კიდევ უფრო მნიშვნელოვან გარანტიებს (იხ. Pullar v. the United Kingdom, 10 ივნისი 1996, Reports 1996-III, § 32).
96.რაც შეეხება ობიექტურ ტესტს, უნდა დადგინდეს, თუ რამდენად აქვს ადგილი დადასტურებად ფაქტებს მოსამართლის ქცევისაგან დამოუკიდებლად, რომელიც ეჭვს ბადებს ამ უკანასკნელის მიკერძოებულობაზე. აღნიშნულის ფარგლებში, იმის განსაზღვრისას, არსებობდა თუ არა კონკრეტულ საქმეში ლეგიტიმური ეჭვი მასზედ, რომ ესა თუ ის მოსამართლე ან ორგანო, რომელიც განიხილავს საქმეს არ არის საკმარისად მიუკერძოებელი, მოცემული პირის პოზიცია არ არის გადამწყვეტი. გადამწყვეტი, ამ შემთხვევაში, გახლავთ თუ რამდენად არის პირის ეჭვი მიკერძოების შესახებ ობიექტურად გამართლებადი (იხ.Wettstein, ციტირებული ზემოთ, § 44, და Ferrantelli and Santangelo v. Italy, 7 აგვისტო 1996, Reports 1996-III, § 58).
97.ობიექტურობის ტესტი უმეტესწილად ეხება იერარქიულ ან სხვა კავშირებს მოსამართლესა და სამართალწარმოების სხვა მონაწილეებს შორის (იხ სასამართლოს სამხედრო საქმეები, მაგ, Miller and Others v. the United Kingdom, nos. 45825/99, 45826/99 და 45827/99, 26 ოქტომბერი 2004; ასევე, იხ. საქმეები მოსამართლის ორმაგ როლთან დაკავშირებით, მაგ. Mežnarić v. Croatia, no. 71615/01, 15 ივლისი 2005, § 36 და Wettstein, ციტირებული ზემოთ, §. 47, სადაც ადვოკატმა, რომელიც წარმოადგენდა მომჩივნის ოპონენტებს შემდეგ გაასამართლა მომჩივანი ერთ-ეტაპიან სამართალწარმოებაში, ურთიერთგადაფარვადი სამართალწარმოებისას), რომელიც ობიექტურად ამართლებს სასამართლოს მიუკერძოებლობის შესახებ ეჭვებს და შესაბამისად, ვერ აკმაყოფილებს კონვენციით დადგენილ სტანდარტს ობიექტურ ტესტთან მიმართებაში (იხ. Kyprianou, ციტირებული ზემოთ, § 121). შესაბამისად, ყოველ ინდივიდუალურ საქმეში დამოუკიდებლად უნდა იყოს განხილული თუ რამდენად არის კონკრეტული ურთიერთობა იმგვარი ბუნებისა და ხარისხის, რომ გავლენას ახდენდეს სასამართლოს მიუკერძოებლობაზე (იხ. Pullar, ციტირებული ზემოთ, § 38).
98.ასეთ შემთხვევებში გარკვეული მნიშვნელობა შეიძლება მიენიჭოს მოვლენათა გამოჩენის ფორმასაც კი, ანუ, სხვაგვარად რომ ვთქვათ, "სამართალი არა მარტო უნდა იქმნას, არამედ ასევე დანახული უნდა იყოს კიდეც" (იხ. De Cubber, ციტირებული ზემოთ, § 26). ამ შემთხვევაში სასწორის პინზე დევს ის ნდობა, რომლითაც სარგებლობენ სამართლოები დემოკრატიული საზოგადოებაში. შესაბამისად, ნებისმიერმა მოსამართლემ, რომელთან დაკავშირებითაც არსებობს ლეგიტიმური საფუძველი შეტანილ იქნას ეჭვი მის მიუკერძოებლობაში უნდა მოახდინოს თვითაცილება (იხ.Castillo Algar v. Spain, 28 ოქტომბერი 1998, Reports1998-VIII, § 45).
99.მეტიც, იმისათვის რომ სასამართლოები საზოგადოებას განმსჭვალავდნენ ნდობით, რომელიც მათ მიმართ განუყოფელია, გათვალისწინებულ უნდა იქნას შიდა ორგანიზების საკითხებიც (იხ.Piersack, ციტირებული ზემოთ, § 30 (დ)). მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს ეროვნული პროცედურის არსებობა მიუკერძოებლობის უზრუნველსაყოფად, მაგალითად, მოსამართლეთა აცილების წესები. ამგვარი წესები ადასტურებენ ეროვნული კანონმდებლის სურვილს ჩამოცილებულ იქნას ყველა გონივრული ეჭვი მოსამართლისა თუ სასამართლოს მიკერძოების ირგვლივ და წარმოადგენს მცდელობას უზრუნველყოფილ იქნას მიუკერძოებლობა ეჭვების გაქარწყლების გზით. ამასთანავე, რეალური ტენდენციურობის არარსებობის უზრუნველყოფასთან ერთად, იგი მიზნად ისახავს მიკერძოების რაიმე სახით გამოჩენის თავიდან აცილებასა და დემოკრატიული საზოგადოებაში სასამართლოებისადმი რწმენის გაღრმავებას (იხ.Mežnarić, ციტირებული ზემოთ, § 27). ამგვარ წესებს სასამართლო ითვალისწინებს როდესაც თავად აფასებს, თუ რამდენად იყო სასამართლო მიუკერძოებელი და, კერძოდ კი, თუU რამდენად არის მომჩივნის შიში ობიექტურად გამართლებადი (იხ.mutatis mutandis, Pescador Valero v. Spain, no. 62435/00, §§ 24-29, ECHR2003-VII).
2. გამოყენება წინამდებარე საქმეში
100.სასამართლო აღნიშნავს, რომ მოსამართლეთა აცილების კონკრეტული დებულებანი გაწერილი გახლდათ ორგანიზებისა და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 734-ე მუხლში (იხ. პარაგრაფი 28, ზემოთ). დიდი პალატა, მსგავსად პალატისა, აღნიშნავს, რომ მაშინ მოქმედი მალტის კანონმდებლობის მიხედვით საქმე ორ მხრივ იყო ნაკლოვანი. პირველი, არ არსებობდა ავტომატური ვალდებულება მოსამართლისათვის მოეხდინა თვითაცილება იმ შემთხვევებში, როდესაც მისი მიუკერძოებლობა შესაძლებელია განსახილველი საკითხი გამხდარიყო - მოცემული საკითხი დღესაც შეუცვლელია მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით. და მეორე, იმ დროს მოქმედი კანონი პრობლემურად არ აღიარებდა - და შესაბამისად არ წარმოადგენდა აცილების საფუძველს - დედმამიშვილურ ურთიერთობას მოსამართლესა და ადვოკატს შორის, რომ არაფერი ვთქვათ უფრო ნაკლები მასშტაბის ნათესაურ კავშირზე, მაგალითაც ბიძისა თუ დეიდისა ძმიშვილებთან მიმართებაში. შესაბამისად, დიდი პალატა, მსგავსად პალატისა, მიიჩნევს, რომ იმ დროისათვის მოქმედი კანონი თავისთავად არ იძლეოდა ადექვატურ გარანტიებს სუბიექტური და ობიექტური მიუკერძოებლობისათვის.
101.სასამართლო არ არის დარწმუნებული, რომ არსებობდა საკმარისი მტკიცებულება მასზედ, რომ მთავარი მოსამართლე პერსონალურად მიკერძოებული იყო. შესაბამისად, იგი საქმეს ობიექტურ მიუკერძოებლობის ტესტის მიხედვით განიხილავს, რადგანაც ეს უკანასკნელი აწესებს შემდგომ გარანტიებს.
102.ობიექტურ ტესტთან დაკავშირებით, საჩივრის მოცემული ნაწილი მიმართულია შესაბამისი კანონის ნაკლოვანებაზე, რომლის მიხედვითაც შეუძლებელი გახლდათ მოსამართლის აცილების მოთხოვნა მისი ურთიერთობის გამო ადვოკატთან, თუკი ურთიერთობა არ იქნებოდა პირველი ხარისხის სისხლისმიერი ან კავშირებითი (იხ. პარაგრაფი 28, ზემოთ). შესაბამისად, წინამდებარე საქმეში ქ-ნი მ. წარსდგა სამ მოსამართლიანი კოლეგიის წინაშე, რომელთაგან ერთიც გახლდათ მოწინააღმდეგე მხარის ადვოკატის ბიძა და იმ ადვოკატის ძმა, რომელიც წარმოადგენდა მოწინააღმდეგე მხარეს პირველი ინსტანციის სამართალწარმოებისას და რომლის ქმედებაც წარმოადგენდა სასარჩელო მოთხოვნის თემას. დიდი პალატა მიიჩნევს, რომ ახლო ოჯახური კავშირები მოწინააღმდეგე მხარის ადვოკატსა და მთავარ მოსამართლეს შორის საკმარისია, რათა ობიექტურად გაამართლოს შიში იმის ირგვლივ, რომ თავმჯდომარე მოსამართლე არ იყო სათანადოდ მიუკერძოებელი. რთულია უგულვებელყოფილ იქნას, რომ მალტა პატარა ქვეყანაა და რომ ოჯახების მიერ იურიდიულ პრაქტიკა უცხო არ გახლავთ. მართლაც, მთავრობამ ასევე აღიარა, რომ თემა უკვე რამდენჯერმე განმეორდა, რაც საჭიროებდა მოქმედებას და რასაც მოჰყვა ცვლილება შესაბამის კანონში, რის შედეგადაც ახლა დედმამიშვილური ურთიერთობა წარმოადგენს აცილების საფუძველს (იხ. პარაგრაფი 29, ზემოთ).
103.მოცემული საკმარისია რათა სასამართლომ დაასკვნას, რომ სასამართლოს შემადგენლობა არ იყო იმგვარი, რომ ურზუნველეყო მისი მიუკერძოებლობა და რომ შესაბამისად იგი ვერ აკმაყოფილებდა კონვენციის სტანდარტს ობიექტური ტესტის მიხედვით.
104.შესაბამისად, ადგილი ჰქონდა კონვენციის მე-6 მუხლის 1 ნაწილის დარღვევას.
105.მოცემული დებულების დარღვევის დადგენის შემდეგ, სასამართლო საჭიროდ აღარ მიიჩნევს ცალკე გადაწყვეტილების გამოტანას სარჩელზე, რომლის მიხედვითაც მოსამართლის ქმედება გავლენას ახდენდა ქ-ნი მ.-ის უფლებაზე წარმოედგინა არგუმენტები.
III. კონვენციის 41-ე მუხლის გამოყენება
106.კონვენციის 41-ე მუხლის მიხედვით:
"თუ სასამართლო დაადგენს, რომ დაირღვა კონვენცია ან მისი ოქმები, ხოლო შესაბამისი მაღალი ხელშემკვრელი მხარის შიდასახელმწიფოებრივი სამართალი დარღვევის მხოლოდ ნაწილობრივი გამოსწორების შესაძლებლობას იძლევა, საჭიროების შემთხვევაში, სასამართლო დაზარალებულ მხარეს მიაკუთვნებს სამართლიან დაკმაყოფილებას."
ა. ზიანი
1. პალატის გადაწყვეტილება
107.პალატა მიიჩნევს, რომ დარღვევის დადგენა თავისთავად წარმოადგენდა საკმარის სამართლიან დაკმაყოფილებას ნებისმიერი მორალური ზიანისათვის, რომელიც შესაძლებელია განეცადა მომჩივანს.
2. მხარეთა არგუმენტები
108.მომჩივანი ინარჩუნებდა მოთხოვნას 5,000 ევროს ოდენობით განცდილი მორალური ზიანისათვის.
109.მთავრობამ აღნიშნა, რომ არ არსებობდა მიზეზი შეცვლილიყო პალატის დასკვნა.
3. სასამართლოს გადაწყვეტილება
110.დიდი პალატა ეთანხმება პალატას მასზედ, რომ წუხილთან მიმართებაში რომელიც სავარაუდოდ გამოწვეული იყო წინამდებარე საქმის გარემოებებისაგან, დარღვევის დადგენა წარმოადგენდა თავისთვად საკმარის სამართლიან დაკმაყოფილებას ნებისმიერი მორალური ზიანისათვის, რომელიც შესაძლებელია განეცადა მომჩივანს (იხ.Chmelíř v. the Czech Republic, no. 64935/01, § 74, ECHR 2005-IV, და Coyne v. the United Kingdom, 24 სექტემბერი 1997, ღეპორტს, § 64 ).
ბ. ხარჯები
1. პალატის გადაწყვეტილება
111.პალატამ არ დააკმაყოფილა პირველი ინსტანციისა და სააპელაციო სასამართლოს წინაშე გაწეული ხარჯების მოთხოვნა, რადგანაც იგი დაკავშირებული არ გახლდათ დადგენილი დარღვევის პრევენციასთან ან გამოსწორებასთან. მან ასევე არ დააკმაყოფილა მოთხოვნა თანხებზე, რომელიც დაკავშირებული იყო იურიდიულ დახმარებასთან ეროვნული საკონსტიტუციო სამართალწარმოების ფარგლებში, რადგან მომჩივანმა ვერ დაამტკიცა, რომ მართლაც გასწია მოცემული ხარჯი. მან თუმცა მიიჩნია, რომ მომჩივანი გაწევდა რაიმე ხარჯს, როგორც ეროვნულ ისე ევროპულ დონეზე, რათა გამოესწორებინა კონვენციის დარღვევა და მიაკუთვნა მომჩივანს 2,000 ევრო ხარჯებისათვის, რომელიც მან გასწია ეროვნული სასამართლოებისა და მის წინაშე სამართალწარმოებისას.
2. მხარეთა არგუმენტები
112.მომჩივანი ითხოვდა 1,177 ევროს სამართალწარმოებისათვის პალატის წინაშე, მათ შორის 850 ევროს წერილობითი სარჩელებსიათვის, 250 ევროს დოკუმენტების თარგმნისათვის და 77 ევროს ადმინსიტრაციული ხარჯებისათვის; ასევე, 2,193 ევროს დიდი პალატის წინაშე სამართალწარმოებისათვის, მთ შორის 850 ევროს წერილობითი არგუმენტებისათვის, 350 ევროს იურიდიული დახმარების მოთხოვნის მოსამზადებლად, 300 ევროს დიდი პალატის წინაშე გამოსვლის მოსამზადებლად, 250 ევროს წერილობითი სარჩელებისათვის, 300 ევროს ზეპირ მოსმენაზე გამოსასვლელად და 143 ევროს ადმინიტრაციული ხარჯებისათვის.
113.მთავრობამ აღნიშნა, რომ პალატის წინაშე სამართალწარმოებისათვის მოთხოვნილი თანხა იმაზე ნაკლები იყო ვიდრე მას მიაკუთვნა პალატამ, ხოლო დიდი პალატის წინაშე სამართალწარმოების ხარჯების დასაფარად მოთხოვნილი თახა კი გადამეტებული იყო და რიგი პუნქტები ორჯერ იყო გამეორებული.
3. სასამართლოს გადაწყვეტილება
114.დიდი პალატა აღნიშნავს, რომ პალატის მიერ მიკუთვნებული თანხა ფარავდა პალატის გადაწყვეტილებამდე გაწეულ ეროვნული და საკონვენციო სამართალწარმოების ხარჯებს და, შესაბამისად, ძალაში ტოვებს პალატის მიერ მიკუთვნებულ 2,000 ევროს.
115.რაც შეეხება დიდი პალატის წინაშე სამართალწარმოებისათვის გაწეულ ხარჯებს, სასამართლო იმეორებს, რომ მისი პრაქტიკის მიხედვით, მომჩივანი უფლებამოსილია აუნაზღაურდეს ის ხარჯები, რომელიც გაწეული იქნა და რომელიც გონივრულ ოდენობას წარმოადგენს. წინამდებარე საქმეში ყურადღება უნდა მიექცეს მოცემულ კრიტერიუმს და მის ხელთ არსებულ ინფორმაციას, კერძოდ კი იმ ფაქტს, რომ მომჩივანს არ წარმოუდგენია მტკიცებულებები, რომელიც გაამყარებდა მოთხოვნებს, მათ შორის ნამუშევარი საათების რაოდენობა და საათობრივი ანაზღაურების ოდენობა, შესაბამისად სასამართლო არ არის დარწმუნებული, რომ მოცემული ხარჯები, გაწეული დიდი პალატის წინაშე სამართალწარმოების დროს, აუცილებელი იყო და გონივრული ოდენობის გახლდათ. ევროპის საბჭოს მიერ დიდი პალატის წინაშე სამართალწარმოებისას იურიდიული დახმარების ფარგლებში გადახდილი 1,854.86 ევროს გათვალისწინებით, სასამართლო დამატებით თანხას არ მიაკუთვნებს მომჩივანს.
116.შესაბამისად, სასამართლო ადასტურებს 2,000 ევროს მიკუთვნებას ხარჯების ნაწილში პალატის წინაშე წარმოებული სამართალწარმოების ფარგლებში.
გ. საურავი
117.სასამართლო თვლის, რომ საურავი უნდა განისაზღვროს ევროპის ცენტრალური ბანკის სესხის საშუალო განაკვეთის ოდენობით, პლიუს სამი პროცენტი.
აღნიშნულის საფუძველზე სასამართლო ერთხმად
1.უარყოფს თერთმეტი ხმით ექვსის წინააღმდეგ მთავრობის მიერ წარმოდგენილ პირველად პრეტენზიებს;
2.ადგენს თერთმეტი ხმით ექვსის წინააღმდეგ, რომ ადგილი ჰქონდა კონვენციის მე-6 მუხლის 1 ნაწილის დარღვევას მიუკერძოებლობის მოთხოვნასთან დაკავშირებით;
3.ადგენს ერთხმად, რომ საჭირო არ არის მომჩივნის მოთხოვნის ცალკე განხილვა ქ-ნი მ.-ის მიერ არგუმენტების წარდგენის უფლებასთან დაკავშირებით;
4.ადგენს თერთმეტი ხმით ექვსის წინააღმდეგ:
(ა) რომ მოპასუხე სახელმწიფომ, სამი თვის განმავლობაში, მომჩივანს უნდა გადაუხადოს 2,000 ევრო (ორი ათასი) სასამართლო ხარჯების ასანაზღაურებლად, დამატებული ნებისმიერი გადასახადი, რომელიც შესაძლებელია დაეკისროს მომჩივანს ხარჯებთან დაკავშირებით;
(ბ) ზემოხსენებული სამი თვის გასვლიდან ანაზღაურებამდე, თანხას დაეკისრება საპროცენტო განაკვეთი, რომელიც განისაზღვრება ევროპის ცენტრალური ბანკის სესხის საშუალო განაკვეთის ოდენობით, პლიუს სამი პროცენტი.
5.უარყოფს ერთხმად მომჩივნის დანარჩენ მოთხოვნებს სამართლიან დაკმაყოფილებასთან დაკავშირებით.
შესრულებულია ინგლისურ და ფრანგულ ენებზე, და გაცხადებულია საჯარო მოსმენაზე ადამიანის უფლებათა შენობაში, სტრასბურგში, 2009 წლის 15 ოქტომბერს.
მაიკლ ობოილიჟან-პოლ კოსტა
სასამართლო გამწესრიგებლის მოადგილეპრეზიდენტი
კონვენციის 45-ე მუხლის მე-2 ნაწილისა და სასამართლო რეგლამენტის 74-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, მოცემულ გადაწყვეტილებას თან ერთვის შემდეგი განსხვავებული მოსაზრებანი:
- მოსამართლე კოსტას, იუგვირთის, კოვლერის და ფურას ერთობლივი საწინააღმდეგო მოსაზრებანი;
- მოსამართლე ბუირგვინსონისა და მაილივერნის ნაწილობრივ საწინააღმდეგო მოსაზრება;
- მოსამართლე როზაკის, ტულკენსის და კალაიჯიევას ერთობლივი განსხვავებული მოსაზრება.
ჟ-პ. კ
მ.ო.ბ.
"მოცემულ თარგმანს არ ერთვის განსხვავებული მოსაზრებანი, თუმცა იგი თან ახლავს ოფიციალურ, ინგლისურ და/ან ფრანგულ ენაზე წარმოდგენილ გადაწყვეტილებას და ხელმისაწვდომია სასამართლოს პრაქტიკის მონაცემთა ბაზაში - HUDOჩ."
© ევროპის საბჭო/ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო, 2012
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს ოფიციალური ენებია ინგლისური და ფრანგული. წინამდებარე თარგმანი შესრულებულია ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა სატრასტო ფონდის ხელშეწყობით (/humanrightstrustfund). იგი სასამართლოსათვის სავალდებულო ხასიათს არ ატარებს და არც მის ხარისხზე აკისრებს პასუხისმგებლობას. მოცემული დოკუმენტი შეიძლება ჩამოტვირთულ იქნას ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს HUDOC სასამართლო პრაქტიკის მონაცემთა ბაზიდან () ან ნებისმიერი სხვა მონაცემთა ბაზიდან, რომელთანაც სასამართლომ მოახდინა მისი გაზიარება. დასაშვებია თარგმანის რეპროდუქცირება არაკომერციული მიზნებისათვის იმ პირობით, რომ მოხდება საქმის სრული სახელწოდების ციტირება, მოცემულ საავტორო უფლებების აღნიშვნასა და ადამიანის უფლებათა სატრასტო ფონდზე მითითებით. წინამდებარე თარგმანის ნებისმიერი ნაწილის კომერციული მიზნებით გამოყენების სურვილის შემთხვევაში, გთხოვთ მოგვწეროთ შემდეგ მისამართზე: publishing@.
© Council of Europe/European Court of Human Rights, 2012
The official languages of the European Court of Human Rights are English and French. This translation was commissioned with the support of the Human Rights Trust Fund of the Council of Europe (/humanrightstrustfund). It does not bind the Court, nor does the Court take any responsibility for the quality thereof. It may be downloaded from the HUDOC case-law database of the European Court of Human Rights () or from any other database with which the Court has shared it. It may be reproduced for non-commercial purposes on condition that the full title of the case is cited, together with the above copyright indication and reference to the Human Rights Trust Fund. If it is intended to use any part of this translation for commercial purposes, please contact publishing@.
© Conseil de l’Europe/Cour européenne des droits de l’homme, 2012
Les langues officielles de la Cour européenne des droits de l’homme sont le français et l’anglais. La présente traduction a été effectuée avec le soutien du Fonds fiduciaire pour les droits de l’homme du Conseil de l’Europe (/humanrightstrustfund). Elle ne lie pas la Cour, et celle-ci décline toute responsabilité quant à sa qualité. Elle peut être téléchargée à partir de HUDOC, la base de jurisprudence de la Cour européenne des droits de l’homme (), ou de toute autre base de données à laquelle HUDOC l’a communiquée. Elle peut être reproduite à des fins non commerciales, sous réserve que le titre de l’affaire soit cité en entier et s’accompagne de l’indication de copyright ci-dessus ainsi que de la référence au Fonds fiduciaire pour les droits de l’homme. Toute personne souhaitant se servir de tout ou partie de la présente traduction à des fins commerciales est invitée à le signaler à l’adresse suivante : publishing@
Full & Egal Universal Law Academy