© ევროპის საბჭო/ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო, 2012. წინამდებარე თარგმანი შესრულებულია ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა სატრასტო ფონდის ხელშეწყობით (/humanrightstrustfund). სასამართლოსათვის იგი სავალდებულო ხასიათს არ ატარებს. დამატებითი ინფორმაციისათვის იხილეთ საავტორო უფლებების სრული მიმოხილვა მოცემული დოკუმენტის ბოლოს.
Council of Europe/European Court of Human Rights, 2012. This translation was commissioned with the support of the Human Rights Trust Fund of the Council of Europe (/humanrightstrustfund). It does not bind the Court. For further information see the full copyright indication at the end of this document.
Conseil de l’Europe/Cour Européenne des Droits de l’Homme, 2012. La présente traduction a été effectuée avec le soutien du Fonds fiduciaire pour les droits de l’homme du Conseil de l’Europe (/humanrightstrustfund). Elle ne lie pas la Cour. Pour plus de renseignements veuillez lire l’indication de copyright/droits d’auteur à la fin du présent document.
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო
მეოთხე სექცია
საქმე მაქქენი გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ
(საჩივარი No. 19009/04)
წინამდებარე ვერსია
სასამართლოს რეგლამენტის 81-ე მუხლის მიხედვით
შესწორებულ იქნა 2009 წლის 21 ივლისს
გადაწყვეტილება
სტრასბურგი
2008 წლის 13 მაისი
საბოლოო
13/08/2008
წინამდებარე გადაწყვეტილება შეიძლება დაექვემდებაროს სარედაქციო გადახედვას
წინამდებარე საქმეზე მაქქენი გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს (მეოთხე სექცია), პალატამ შემდგენი შემადგენლობით:
ლეხ გარლიკი, პრეზიდენტი
ნიკოლას ბრატცა,
ჯოვანი ბონელო,
ლილიანა მიიოვიჩ,
დევიდ თორ ბიორგვინსონ,
იან შიკუტა,
პაივი ჰირველა, მოსამართლეები
და ლორანს ერლი, სასამართლო გამწესრიგებელი,
2008 წლის 22 აპრილს განმარტოებით ითათბირა,
გამოაქვს შემდეგი გადაწყვეტილება, რომელიც მიიღო ამავე დღეს:
პროცედურასაქმეს საფუძვლად დაედო საჩივარი (No. 19009/04) დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ, რომელიც ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა კონვენციის ("კონვენცია") 34-ე მუხლის შესაბამისად, 2004 წლის 20 მაისს სასამართლოში შეიტანა ბრიტანეთის მოქალაქემ, ბ-ნმა ჯერარ მაქქენმა ("მომჩივანი").მომჩივანს, რომელმაც მიიღო იურიდიული დახმარება, წარმოადგენდა ბ-ნი გერბინდერ ჯილი, ადვოკატი, რომელიც პრკანონიკას სოლიჰალში ეწევა.მომჩივანი ჩიოდა, რომ ადგილობრივი ხელისუფლების მიერ მის წინააღმდეგ განხორციელებული გამოძევების პროცედურით დაირღვა კონვენციის მე-6, მე-8 და მე-14 მუხლები.საჩივარი მიეკუთვნა სასამართლოს მეოთხე სექციას (სასამართლოს რეგლამენტი, მუხლი 52 § 1). სექციაში, საქმის განმხილველი პალატის შემადგენლობა (კონვენციის მუხლი 27 § 1) განისაზღვრა 26 § 1 მუხლის მიხედვით.2005 წლის 10 მაისს, პალატამ გადაწყვიტა, საჩივრის არსებითი მხარე მის მისაღებობასთან ერთად განეხილა (კონვენციის 29-ე მუხლის მე-3 პუნქტი და რეგლამენტის მუხლი 54ა). პალატამ მხარეებთან კონსულტაციის შემდეგ გადაწყვიტა საქმეზე არ ჩაეტარებინა მოსმენა (მუხლი 59, in fine), მხარეებმა ურთიერთის მოსაზრებებს პასუხი წერილობით გასცეს.
ფაქტები
I.საქმის გარემოებებიმომჩივანი დაიბადა 1968 წელს და ცხოვრობს ბირმინჰემში. მხარეების მიერ წარმოდგენილი საქმის ფაქტები მოიცავს შემდეგს:1998 წლის ივლისში მომჩივანი და მისი ცოლი გახდნენ ბირმინჰემის ქალაქის საბჭოს (“ადგილობრივი ხელისუფლება”) საკუთრებაში არსებული სამსაძინებლიანი ოჯახური სახლის მოქირავნენი. 1985 წლის საცხოვრებლით უზრუნველყოფის კანონის დებულებების მიხედვით, ისინი წარმოადგენდნენ გარანტირებულ მოქირავნეებს (იხ. ქვემოთ, პარაგრაფი 20).2001 წლის დასაწყისში, ქორწინების შეწყვეტის შემდგომ, მომჩივნის ცოლმა ორ ბავშვთან ერთად დატოვა სახლი. 2001 წლის 5 აპრილს, გასაჩივრებული მოსმენისას, რომელსაც არ ესწრებოდა მომჩივანი, სასამართლომ გამოსცა სამთვიანი შემაკავებელი (non-molestation order) და გამაძევებელი ორდერი (ouster order), რომელთა საფუძველზეც მომჩივანს ევალებოდა სახლის დატოვება, რაც მან გააკეთა კიდეც. ქ-ნი მაქქენი და ბავშვები დაბრუნდნენ შინ, თუმცა ისევ დატოვეს იგი, მას შემდეგ რაც 14 აპრილს მომჩივანი გამოცხადდა სახლში, გამოიყენა ძალაყინი ძალადობრივად შესასვლელად და, სავარაუდოდ, თავს დაესხა ქ-ნ მაქქენსა და მის მეგობარს. აღნიშნული ინციდენტის შემდეგ, მომჩივნის წინააღმდეგ აღიძრა სისხლისსამართლებრივი საქმე, რომელიც მისი გამართლებით დასრულდა მტკიცებულების არარსებობის გამო.2001 წლის 18 აპრილს, ქ-ნმა მაქქენმა ადგილობრივ ხელისუფლებას მიმართა განცხადებით რათა მომხდარიყო მისი ხელახალი განსახლება, ოჯახური ძალადობის გამო. 2001 წლის 8 აგვისტოს მან ადგილობრივ ხელისუფლებას დაუბრუნა გასაღებები, და თან დაურთო შეტყობინება, რომ იგი უარს აცხადებდა ქირავნობაზე. იგი და ბავშვები გადავიდნენ საბჭოს სხვა სახლში, რომელიც მათთვის ადგილობრივმა ხელისუფლებამ ოჯახური ძალადობის პოლიტიკის შესაბამისად გამოჰყო. ადგილობრივმა ხელისუფლებამ მოინახულა სახლი და აღმოაჩინა, რომ სახლიდან მოხსილი იყო ყველა დანადგარი, რის შედეგადაც საჭირო იყო 15,000 გირვანქა-სტერლინგზე მეტი რათა ეს უკანასკნელი ისევ ცხოვრებადი გამხდარიყო. შესაბამისად, ადგილობრივი ხელისუფლების მიხედვით, საკუთრება არ იძლეოდა მასში ცხოვრების საშუალებას.2001 წლის ნოემბერში მომჩივანი დაბრუნდა სახლში და განახორციელა მნიშვნელოვანი სამუშაოები მის აღსადგენად. მისი ურთიერთობა ქ-ნ მაქქენთან გაუმჯობესდა, და მან მხარი დაუჭირა მის განაცხადს გაეცვალა საცხოვრებელი ადგილობრივი ხელისულების სხვა მოქირავნესთან, რადგან სამსაძინებლიანი სახლი მისთვის ძალიან დიდი იყო. თუმცა, იგი მაინც საჭიროებდა შესაფერის სახლს ახლომდებარე ტერიტორიაზე, რათა საშუალება ჰქონოდა მონახულებისას შინ მიეღო შვილები.2002 წლის 4 იანვრით დათარიღებული საჩივარი შევსებულ იქნა ადგილობრივი ხელისუფლების საცხოვრებლით აღჭურვის ოფისში. იმავე დღეს, საცხოვრებლით აღჭურვის ოფიცერმა, რომელმაც გაიაზრა, რომ ქონება პრინციპში არ იყო დაცლილი და მიიღო რა იურიდიული კონსულტაცია, მოინახულა ქ-ნი მაქქენი და მოსთხოვა დაესრულებინა ქირავნობა და ხელი მოეწერა გათავისუფლების შეტყობინებაზე. ოლქის სასამართლოს მოსამართლემ, რომელმაც მოისმინა ადგილობრივი ხელისუფლების მოთხოვნა საცხოვრებელის ფლობაზე დაადგინა, რომ ქ-ნ მაქქენისათვის არავის უთქვამს და მან არ იცოდა რომ გათავისუფლების შესახებ შეტყობინება გამოიწვევდა მომჩივნის სახლში ცხოვრების ან მის, ადგილობრივი ხელისუფლების სხვა საკუთრებაზე გადაცვლის უფლების შეწყვეტას (იხ. ქვემოთ, პარაგრაფი 19). დაახლოებით ერთი კვირის შემდეგ ქ-ნმა მაქქენმა მისწერა წერილი ადგილობრივ ხელისუფლებას და ითხოვა გათავისუფლების შეტყობინების გამოხმობა. მიუხედავად ამისა, იგი მაინც ძალაში დარჩა.მომჩივანს შეატყობინეს, რომ ქირავნობა დასრულებული იყო და გადასცეს დაცლის შეტყობინება. 2002 წლის 11 ივნისს, ადგილობრივი ხელისუფლების მიერ საცხოვრებლით უზრუნველყოფის მოხელეთა გადახედვის კოლეგიამ, ოჯახური ძალადობის პოლიტიკიდან გამომდინარე, გადაწყვიტა, inter alia, განცხადებლისათვის არ მიეცათ სახლის ყოფილ ქირავნობაზე მიერთების უფლება და რომ, ნებისმიერ შემთხვევაში, რადგან მომჩივანთან არ ცხოვრობდნენ მის კმაყოფაზე მყოფი პირები, იგი არ იყო უფლებამოსილი ეცხოვრა თავდაპირველად იმ ოჯახზე გაცემულ სახლში, რომელიც უკვე სხვა საცხოვრებელში იყო განთავსებული.2002 წლის 11 ოქტომბერს ადგილობრივმა ხელისუფლებამ საოლქო სასამართლოში მომჩივნის წინააღმდეგ შეიტანა საჩივარი ფლობაზე აღდგენაზე. მომჩივანი ჩიოდა, რომ გათავისუფლების შეტყობინების საფუძველზე გამოძევება კონვენციის მე-8 მუხლით დაცული საცხოვრისის უფლების დარღვევას წარმოადგენდა.2003 წლის 15 აპრილის განაჩენში, ოლქის სასამართლომ დაადგინა, რომ ჩვეულებითი სამართლისა და საცხოვრებლით უზრუნველყოფის კანონის მიხედვით (იხ. ქვემოთ, პარაგრაფები 19-20) მომჩივანს არ გააჩნდა დაცვა ხელისუფლების მიერ წარდგენილი საცხოვრისის საჩივრის წინააღმდეგ. მე-8 მუხლზე დაყრდნობით მან წარმოადგინა არსებული სასამართლო პრაქტიკა, რომელის მიხედვითაც ამგვარ შემთხვევებში, ზოგადად, ადგილობრივი ხელისუფლების, როგორც საცხოვრებლის მესაკუთრისა და იმ პირთა, რომლებიც საჭიროებენ სოციალურ საცხოვრებელს, ინტერესი უნდა იქნეს გათვალისწინებული შესაბამისი ჩვეულებითი სამართლისა და კანონმდებლობის საფუძველზე. იმ შემთხვევაში, თუ ადგილობრივმა ხელისუფლებამ კანონიერად იმოქმედა, სასამართლო არ იყო უფლებამოსილი უარეყო საცხოვრისის საჩივარი, გარდა გამონაკლისი შემთხვევებისა, როდესაც ჩანდა, რომ ყოფილი მოქირავნის მე-8 მუხლით განმტკიცებული უფლება არ იყო ჯეროვნად განხილული. მომჩვანმა აღნიშნა პირობები, რომელშიც ქ-ნმა მაქქენმა მოაწერა ხელი გათავისუფლების შესახებ შეტყობინებას და დასძინაქ-ნი მაქქენი რომ არ წაექეზებინათ მოეწერა ხელი, მაშინ ადგილობრივ ხელისუფლებას მოუწევდა საკუთრების ორდერის 1985 წლის საცხოვრებლით უზრუნველყოფის კანონის 84-ე მუხლზე (იხ. ქვემოთ, პარაგრაფი 20) დაყრდნობით გამოწერა. მაშინ კი მომჩივანს ექნებოდა საშუალება დაერწმუნებინა სასამართლო, რომ ორდერის გამოცემა არაკეთილგონიერი იყო. მას და ქ-ნ მაქქენს შესაძლებლობა ექნებოდათ წარმოედგინათ მტკიცებულება სავარაუდო ოჯახურ ძლადობაზე და იგი წამოაყენებდა საკითხს მისი საკუთარი და ბავშვების მონახულების დროს დაბინავების საჭიროების შესახებ. მოცემულ პირობებში მოსამართლემ დაადგინა, რომ ადგილობრივი ხელისუფლება არ მოიქცა კონვენციის 8 § 2 მუხლის შესაბამისად და უარი განაცხადა დაეკმაყოფილებინა სასარჩელო მოთხოვნა საცხოვრისზე.სააპელაციო სასამართლოში ხელისუფლების საჩივრის განხილვა გადაიდო მანამდე, სანამ ლორდთა პალატა არ გამოიტანდა გადაწყვეტილებას საქმეზე Qazi v. London Borough of Harrow ([2003] UKHL 43: “Qazi”, იხ. ქვემოთ, პარაგრაფები 22-25). 2003 წლის 9 დეკემბერს მოსამართლე ლორდ მამერიმ გამოაცხადა სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება წინამდებარე საქმეზე და დაადგინა:
“...მე-8 მუხლი არ გამოდგება საცხოვრისის საქმეთაწარმოებაზე დაცვად, მიუხედავად იმისა, რომ მოცემული მუხლის მიზნებიდან გამომდინარე საცხოვრისი წარმოადგენდა მაცხოვრებლის “სახლს”. საბჭომ იმოქმედა კანონიერად მისი ძალაუფლების ფარგლებში, რათა მიეღო საცხოვრებლის გათავისუფლების შეტყობინება, რომელმაც გამოიწვია გარანტირებული ქირავნობის დასასრული. სადავო არ ყოფილა, რომ ქირავნობა დასრულდა [მომჩივნის ცოლის] გათავისუფლების შეტყობინების საფუძველზე. ზოგადი შიდა სამართლის მიხედვით, საბჭოს გააჩნია აშკარა უფლება მოიპოვოს მტკიცებულება, რომ საცხოვრისის ქირავნობა დასრულებლია. გარანტირებული ქირავნობის შესაწყვეტად ადგილობრივ ხელისუფლებას, როგორც საცხოვრებლის მესაკუთრეს, შეუძლია დაეყრდნოს 1985 წლის კანონის 82-ე ნაწილით დადგენილ პროცედურას. ეს უკანასკნელი არ ვრცელდება შემთხვევაზე, როდესაც გარანტირებული ქირავნობა სრულდება მოქირავნისადმი გათავისუფლების შეტყობინებით. აღნიშნული გათავისუფლების შეტყობინება იურიდიული ძალის გახლდათ, მიუხედავად იმისა, რომ ხელმოწერილ იქნა სახლში მცხოვრები პირისადმი მიყენებული შედეგების გაუაზრებლად.
ეს არ გახლავთ “სრულად გამონაკლისი” შემთხვევა, სადაც, მაგალითად, გათავისუფლების შეტყობინების მიწოდების შემდეგ რაღაც იმგვარი მოხდა, რის შედეგადაც ძირეულად შეიცვალა უფლებები და შესაბამისად უკანონო გახდა შეთავაზებული გამოსახლება და საბჭო შეიძლება ვალდებული გამხდარიყო გაემართლებინა მისი მოთხოვნა მე-8 მულთან მიმართებაში (იხ. QAZI , პარაგრაფი 79 [იხ. ქვემოთ, პარაგრაფი 24]).”მომჩვანმა მოითხოვა ადგილობრივი ხელისუფლების 2002 წლის 4 იანვრის გადაწყვეტილების საფუძველზე მისი ცოლისათვის გათავისუფლების შეტყობინების მიწოდების შესახებ გადაწყვეტილებისა და 2002 წლის 11 ივნისის ფლობის აღდგენის გადაწყვეტილების გადახედვა. განაცხადზე მას უარი ეთქვა 2004 წლის 23 სექტემბერს. მოსამართლემ დაადგინა, inter alia, რომ ადგილობრივმა ხელისუფლებამ იმოქმედა საკუთარი ძალაუფლების ფარგლებში, მოიპოვა რა მისი მეუღლისაგან სახლის გათავისუფლების შეტყობინება და შედეგად მოახდინა ქირავნობასთან დაკავშირებული ვითარების ფორმალიზება. გადაწყვეტილება ოჯახური ძალადობის შემთხვევაში გამოყენებულიყო ოჯახური ძალადობის წინააღმდეგ პოლიტიკა, შემაკავებელი და გამაძევებელი ორდერების არსებობის ფონზე, არც უკანონო გახლდათ და არც ხელისუფლების ხელთ არსებულ ზომათა ფარგლებს სცდებოდა. მან დაასკვნა:
“... მიმაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ ეფექტიანად გადაწყვიტა ბ-ნ მაქქენსა და საბჭოს შორის მიმდინარე დავა და რომ წინამდებარე საჩივარი წარმოადგენს მათი ხელახალი წამოწევის მცდელობას. საბჭო უფლებამოსილია ფლობაზე და საჩივარი იურიდიულ განხილვაზე უშედეგოა...”
ზოგადად, გადაწყვეტილების კანონის ფარგლებში გასაჩივრების შესაძლებლობა არ გულისხმობს საჯარო დაწესებულების მაქსიმალური ღიაობის უადგილობას. არ არსებობს მიზეზი თუ რატომ არ უნდა იყოს საბჭოს პოლიტიკა სრულიად აშკარა და შედეგების ამსახველი იმ შემთხვევაში. როდესაც ხელახალ განსახლებაზე მიმართვას თან ახლავსა არსებული საცხოვრებლის გათავისუფლების შეტყობინება, იგი აისახება მოცემულ საცხოვრებელში მობინადრე პირზე, და შესაბამისად მოხდება მისი გაფრთხილება. ამგვარად, ვითარების აშკარაობა იქნება უზრუნველყოფილი, რაც აიცილებდა მოცემულ საქმეში წამოყენებულ გარკვეულ წუხილებს.”2004 წლის 9 დეკემბერს მომჩივანს უარი ეთქვა სარჩლზე სააპელაციო სასამართლოში.2005 წლის 22 მარტს მომჩივანი გამოასახლეს.
II.შესაბამისი ეროვნული კანონმდებლობა და პრაქტიკა
ა.გათავისუფლების შეტყობინება ჩვეულებითი სამართლის მიხედვითჩვეულებითი სამართლის მიხედვით, როდესაც ჯეროვანი გათავისუფლების შეტყობინება გადაეცემა ერთობლივ მოქირავნეთაგან ერთ-ერთს, იგი იწვევს ქირავნობის დასრულებას, მიუხედავად იმისა იცოდა თუ არა ამის შესახებ მეორე მოქირავნემ ან გაასაჩივრა თუ არა გათავისუფლების შეტყობინება მომსახურების დაწესებულებაში (Hammersmith and Fulham London Borough Council v. Monk [1992] 1 All ER 1). ქირავნობის ჯეროვანი დასრულების შემდეგ, ყოფილი მობინადრე რომელიც რჩება სახლში, წარმოადგენს კანონის დამრღვევს და სახლის მესაკუთრეს უმალვე უჩნდება ქონებით სარგებლობის უფლება.
ბ.ქირავნობის გარანტირებულობა 1985 წლის საცხოვრებლით უზრუნველყოფის კანონის მიხედვით1985 წლის საცხოვრებლით უზრუნველყოფის კანონის 82-ე პუნქტის მიხედვით, ადგილობრივი ხელისუფლების ან სხვა საჯარო დაწესებულების გარანტირებული მოქირავნე, მაგალითად მომჩივანი, სარგებლობს გარანტირებული ქირავნობით. კანონის 84(1) პუნქტის მიხედვით, სასამართლო არ არის უფლებამოსილი გამოსცეს ბრძანება გარანტირებული ქირავნობით გაცემული საცხოვრებელის საკუთარ სარგებლობაში დაბრუნებაზე გარდა იმ შემთხვევებისა, რომელიც მოცემულია კანონის დანართში # 2. დანართი #2, საფუძველი 2(ა) ეხება შემთხვევას, როდესაც საცხოვრის-სახლში ცხოვრობს წყვილი, მათგან ერთი ან ორივე არის მოქირავნე, ერთი პარტნიორი მიდის მეორეს მხრიდან ძალადობის ან მისი მუქარის გამო, და სასამართლო მიიჩნევს, რომ პარტნიორი რომელიც წავიდა, სავარაუდოდ, აღარ დაბრუნდება. პუნქტი 84(2) მიუთითებს, რომ სასამართლო არ არის ვალდებული გამოსცეს სარგებლობაში დაბრუნების ბრძანება ერთ-ერთი ამ საფუძვლის არსებობისას “გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც იგი გონივრულად მიიჩნევს ამგვარი ბრძანების გამოცემას.”
გ. ადგილობრივი ხელისუფლების პოლიტიკა ოჯახური ძალადობისასბირმინჰემის ქალაქის საბჭოს საცხოვრისის გადანაწილების პოლიტიკის სახელმძღვანელოს მიხედვით (§30.8):
”1. როდესაც ურთიერთობა იშლება, მოქირავნემ, რომელიც ტოვებს საკუთრებას, უნდა მოაწეროს ხელი უარის განმცხადებელ ფორმას. ეს უკანასკნელი წარმოადგენს “მთელი” ქირავნობის დასასრულს;
2. იმ შემთხვევაში თუკი ქონება შესაფერისია დარჩენილი ოჯახისათვის, გაიცემა [ახალი] ქირავნობა.
3. თუკი ქონება არ არის შესაფერისი (მაგ. ძალიან დიდი), მოქირავნეს შესთავაზებენ ალტერნატიულ საცხოვრისს...”
თუმცა, ოჯახური ძალადობის შემთხვევაში, საცხოვრისის განაწილების პოლიტიკა მიუთითებს (§3.7.1) შემდეგს:
“დეპარტამენტის მიერ განახლებულ ქირავნობის პირობების მიხედვით, ოჯახური ძალადობა წარმოადგენს ქირავნობის ხელშეკრულების დარღვევის პირობას. სათანადო ზომები იქნება მიღებული იმ პირის წინაშე, ვინც სხვა პირს დაუქვემდებარებს ოჯახურ ძალადობას. მათ შორის, საცხოვრებლის ჩამორთმევა ან განზრახ უსახლკაროდ კლასიფიცირება.”
მას შემდეგ რაც სავარაუდო ოჯახური ძალადობის გამო, მოხდება პირის კლასიფიცირება უსახლკაროდ, მას შეუძლია გაასაჩივროს ბრალდების მართებულობა და მოითხოვოს მისი კლასიფიცირება არამიზანმიმართულად უსახლკაროდ და იდავოს, რომ ადგილობრივ ხელისუფლებას აკისრია მისი ხელახალი განსახლების კანონით დადგენილი ვალდებულება.
დ.ლორდთა პალატის გადაწყვეტილება QAZI საქმეზესაქმე Qazi v. London Borough of Harrow ([2003] UKHL 43, ანალოგიურად ეხებოდა საბჭოს სახლის, რომელსაც ერთობლივად ქირაობდნენ ცოლი და ქმარი, სარგებლობაში დაბრუნების ბრძანებას. მათი ქორწინება დასრულდა და ერთობლივი ქირავნობაც შეწყდა მაშინ, როდესაც ქ-ნმა ქაზიმ მიიღო საცხოვრებლის გათავისუფლების შეტყობინება. ადგილობრივმა ხელისუფლებამ ბ-ნ ქაზის უარი უთხრა ერთპიროვნულ ქირავნობაზე, თუმცა, იგი მაინც რჩებოდა მაცხოვრებლად მის ახალ ოჯახთან ერთად და ეწინააღმდეგებოდა სარგებლობაში დაბრუნებას და ამტკიცებდა, რომ ჩარევა წარმოადგენდა კონვენციის მე-8 მუხლით გარანტირებული საცხოვრისის უფლების დარღვევას.ლორდთა პალატამ ერთხმად გადაწყვიტა, რომ მიუხედავად იმისა, რომ ქირავნობა დასრულებული იყო, მოცემული ქონება წარმოადგენდა ბ-ნი ქაზის საცხოვრისს და, შესაბამისად, გამოიყენებოდა მე-8 მუხლი. თუმცა, უმრავლოსობამ (ლორდები ჰოუფი ქრეიგჰედიდან, მილე და სკოტი ფოსკოტიდან) დაადგინა, რომ მე-8 მუხლი ვერ გამოდგებოდა ადგილობრივი ხელისუფლების საკუთრების ან კონტრაქტუალური სარგებლობის უფლების გასაბათილებლად. იმის გამო, რომ ადგილობრივ ხელისუფლებას უდავოდ გააჩნდა სარგებლობის აღდგენის მეყსიერი უფლება, მე-8 მუხლის 1 პუნქტით განმტკიცებული ბ-ნი ქაზის უფლება საცხოვრისზე არ დარღვეულა და, შესაბამისად, არ აღმოცენებულა კონვენციის 8§2 მუხლით განსაზღვრული გამართლების საჭიროება. ალტერნატიულად, მე-8 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე ჩატარებული განხილვა, უდავოდ დასრულდებოდა ადგილობრივი ხელისუფლების სასარგებლოდ მისი მესაკუთრეობრივი და სახელშეკრულებო უფლებების გათვალისწინებით. უმრავლესობა იშველიებდა კომისიის სხვადასხვა გადაწყვეტილებას მსგავს საჩივრებზე, რომლებიც ეხებოდა ერთობლივი ქირავნობის დასრულების შემდეგ ერთ-ერთი ყოფილი მოქირავნის გამოსახლებას ადგილობრივი ხელისუფლების საკუთრებიდან და რომლებიც ჩაითვალა აშკარად დაუსაბუთებლად (S. v. the United Kingdom, no. 11716/85, komisiis 1986 wlis 14 maisis gadawyvetileba, Decisions and Reports (DR) 47, gv. 274; D.P. v. the United Kingdom, no. 11949/86, 1986 wlis 1 dekembris komisiis gadawyvetileba, DR 51, gv. 195; Ure v. the United Kingdom, no. 28027/95, 1996 wlis 27 noembris komisiis gadawyvetileba; Wood v. the United Kingdom, no. 32540/96, 1997 wlis 2 ivlisis komisiis gadawyvetileba).
ლორდმა ჰოუფმა მიიჩნია რა, რომ მე-8 მუხლი გამოყენებადია, განაგრძო:
“... მიმაჩნია, რომ წინამდებარე საქმის ფაქტებიდან გამომდინარე არ იკვეთება საჭიროება იმისა, რომ მე-8 მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე ნებადართული ჩარევა არ გადაწყდეს ეროვნული კანონმდებლობის ფარგლებში, ქვეყნის სასამართლოს მიერ...
მე არ ვამბობ, რომ საცხოვრისის პატივისცემის უფლება არარელევანტურია. თუმცა მიმაჩნია, რომ ამგვარი ჩარევა გამომდინარეობს იმ კანონებიდან, რომელიც ქონების მესაკუთრე საჯარო ხელისუფლებას აძლევს აშკარა უფლებას აღიდგინოს სარგებლობა მას შემდეგ, რაც გათავისუფლების შეტყობინება გადაეცემა მოქირავნეს იმ მიზნით, რომ საცხოვრებელი ხელმისაწვდომი იყოს საცხოვრებლით დაკმაყოფილების სიაში მყოფი სხვა პირებისათვის. აღნიშნული, თავისი ბუნებით, არ არღვევს მე-8 მუხლის 1 პუნქტით გათვალისწინებულ საცხოვრისის უფლებას. ეს გახლავთ დასკვნა, რომელიც შესაძლებელია გამოყენებულ იქნას ამ ტიპის საქმეებზე ზოგადად. ...შესაბამისად, აღნიშნულზე დაყრდნობით, მე-8 მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილი ჩარევის მართებულება, ამ საქმეში არ უნდა იქნას განხილული ოლქის სასამართლოს მიერ.”
ლორდ მილემ, მსგავსად, დასძინა, რომ:
“... ჩემი აზრით, მე-8 მუხლი ზოგადად არ ირღვევა იმ პირობების გამოყენებით, რომელთა საფუძველზეც მომჩივანი იყენებს შენობას საცხოვრისად. მე-8 მუხლის 1 პუნქტი იძლევა არა საცხოვრისის უფლებას, არამედ “საცხოვრისის პატივისცემის” უფლებას.”
მე-8 მუხლის მე-2 ნაწილში მითითებულ დამაბალანსებელ პირობებზე მან აღნიშნა:
“... მსგავსი დამაბალანსებელი განხილვა არ არის საჭირო, როდესაც მისი შედეგი წინასწარ ნათელია. მოცემულ საქმეში... ადგილობრივ ხელისუფლებას ჰქონდა მეყსიერი უფლება აღედგინა ფლობა. შენობა გახლდათ ბ-ნი ქაზის საცხოვრისი და მისი გამოძევება, რა თქმა უნდა, წარმოადგენდა მისი საცხოვრისით სარგებლობის უფლების დარღვევას. თუმცა, მის მიერ შენობის დაკავების უფლება განსაზღვრული იყო ქირავნობით, რომელიც დასრულებულ იქნა. გამოძევება წარმოადგენდა საჭიროებას, ადგილობრივი ხელისუფლების, როგორც საცხოვრისის მესაკუთრის უფლების დასაცავად. ბ-ნი ქაზის საცხოვრისის “პატივისცემის” ვალდებულება არ დარღვეულა მოთხოვნით დაცლილიყო შენობა სარგებლობის იმ ვადის გასვლის შემდეგ, რაც მასთან წინასწარ იყო შეთანხმებული. უბრალოდ არ არსებობდა რაიმე ბალანსი, რომელიც შეიძლება დარღვეულიყო...”
ლორდ სკოტი არ დაეთანხმა ლორდებს ჰოუფსა და მილეს, თუმცა სხვა საფუძვველზე:
“ჩემი აზრით, სააპელაციო სასამართლომ მართებულად აღნიშნა, რომ ბ-ნ ქაზის გააჩნდა “საცხოვრისი” მე-8 მუხლის მიხედვით, თუმცა, სასამართლოს ამასთანავე უნდა მიეთითებინა, რომ მე-8 მუხლით განმტკიცებული მისი უფლებები ვერ იქნება საცხოვრებლით უზრუნველყოფის კანონით განმტკიცებული, აღიარებული და ეჭვგარეშე საბჭოს საკუთრების უფლების ზემდგომი. მე, ჩემის მხრივ, ვიტყოდი, რომ ამ პირობებში, მე-8 მუხლი არ გამოიყენება. ამასთანავე, შესაძლებელია თქმულიყო, რომ სარგებლობის აღდგენის ორდერი “შეესაბამებოდა კანონმდებლობას” და საჭირო გახლდათ საბჭოს ფლობის უფლების დასაცავად და აღსადგენად. ... ამგვარად, მივდივართ იგივე დასკვნამდე. მე-8 მუხლი არ შეიძლება გამოვიყენოთ ფლობის სახელშეკრულებო და ქონებრივი უფლების საპირწონედ.”გამონაკლის შემთხვევებში ქმედით საშუალებებთან დაკავშირებით, ლორდმა ჰოუფმა მოიხმო (გადაწყვეტილების 79-ე პუნქტში) საქმე Sheffield City Council v. Smart [2002] EWCA Civ 4, რომელიც ეხებოდა შემთხვევას, როდესაც საბჭოს არაგარანტირებული მოქირავნე გააძევეს წესრიგის დარღვევის გამო დაწყებული საქმისწარმოების შედეგად. საქმეში სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ ადგილობრივი ხელისუფლების გადაწყვეტილება გაეცა გამათავისუფლებელი ორდერი შეიძლებოდა გასაჩივრებულიყო კონვენციის მე-8 მუხლის საფუძველზე შესაბამის ვადაში. ამასთანავე, ლორდმა ჰოუფმა მოიხმო სააპელაციო სასამართლოს მოსაზრება Smart -ის საქმიდან:
“იმ იშვიათ შემთხვევებში, როდესაც გათავისუფლების შესახებ ორდერის გაცემის შემდეგ აქვს ადგილი განსაკუთრებულ მოვლენას, რომლის შედეგადაც ძირფესვიანად იცვლება იმ პირის უფლებები და ვითარება, რომელზეც ვრცელდება სავარაუდო გამოსახლება, იმ ოლქის მოსამართლე, რომელმაც განიხილა ფლობის აღდგენის საჩივარი, შესაძლბელია ვალდებულ შეიქნას შეეხოს მოცემულ ცვლილებებს და გადაწყვიტოს თუ რამდენად გამართლებულია ფლობის აღდგენის ორდერი... თავს შევიკავებ გამოვხატო ჩემი აზრი თუ რამდენად არის სრულიად გამონაკლის ვითარებაში მყოფი მოქირავნისათვის ხელმისაწვდომი მოცემული საკითხების წამოყენება ოლქის სასამართლოში, სადაც იხილებოდა ფლობის აღდგენის საკითხი საცხოვრისით უზრუნველყოფის ორგანოს მიერ გაცემული გათავისუფლების შეტყობინების საფუძველზე. და ეს ყოველივე იმის გათვალისწინებით, როგორც ლორდ მილემ აღნიშნა, რომ გათავისუფლების შეტყობინებინების შესახებ გადაწყვეტილება უნდა განიხილოს უმაღლესმა სასამართლომ, იმ პირობით, რომ მომჩივანი მას დადგენილ დროში მიმართავს. მოცემულ შემთხვევაში ვითარება განსხვავებულია, რადგანაც გათავისუფლების შეტყობინება მიეწოდა ერთობლივ მოქირავნეთაგან ერთ-ერთს, რომლის შედეგადაც ქირავნობა დასრულდა.”
ლორდ მილემ ამასთანავე დასძინა:
“გამონაკლის შემთხვევებში, თუკი მომჩივანი მიიჩნევს, რომ ადგილობრივი ხელისუფლება უსამართლოდ იქცევა ან რომ გააჩნია არამართებული ან ფარული ზრახვები, მას შეუძლია საქმის განსახილველად მიმართოს უმაღლეს სასამართლოს. აღნიშნული დაცვა, იმასთან ერთად, რომ მაცხოვრებლის გამოძევება შეუძლებელია სასამართლო ორდერის გარეშე, რომელიც თავისთავად გულისხმობს სასამართლოს მიერ იმის განხილვას თუ რამდენად აქვს მომჩივანს ფლობის უფლება, საკმარის საფუძვლად მიმაჩნია ჩავთვალო, რომ ადგილი აქვს მომჩივნის საცხორებლის აუცილებელ და შესაფერის პატივისცემას.”საწინააღმდეგო აზრის მქონე უმცირესობა (ლორდი ბინჰემი ქორნჰილიდან და ლორდი სტეინი) აღნიშნავდა, რომ ადგილი ჰქონდა საცხოვრისის უფლების პატივისცემის უფლებაში ჩარევას და რომ გამამართლებელი საფუძვლების განხილვა, მისი წამოწევის შემთხვევაში, უნდა განხორციელებულიყო ოლქის სასამართლოს მიერ. ორივე მათგანი იწონებდა სააპელაციო სასამართლოს Sheffield City Council v. Smart განაჩენს და ახდენდა მისი მონაკვეთის ციტირებას (ციტირებული ზემოთ, პარაგრაფი 24):
“26. ადამიანის უფლებათა ევროპული კონკვენციის მიზნებიდან გამომდინარე “საცხოვრისი” ავტონომიურ ცნებას წარმოადგენს და არ არის დამოკიდებელი მესაკუთრის სამართლებრივ სტატუსზე. შესაბამისად, მოცემულ შემთხვევებში ნაგებობანი შეფილდსა და სანდერლენდში უდავოდ წარმოადგენდა ქალების საცხოვრისს. იმის გამო, რომ გათავისუფლების ორდერები გამოიწვევდა მათ გამოსახლებას, გარდაუვლად მიმაჩნია იმის აღნიშვნა, რომ აღნიშნული ორდერები წარმოადგენდნენ მომჩივანითა საცხოვრისის პატივისცემის უფლებაში ჩარევას. მე უკვე აღვნიშნე, რომ მოცემული საქმე ეხება მე-8 მუხლს, კერძოდ კი მის მეორე ნაწილს.
27. მანამდე, სანამ შევეხები მე-8 მუხლის მე-2 ნაწილიდან გამომდინარე თემებს, მსურს ხაზი გავუსვა, გამოვხატავ ჩემს ღრმა რწმენას მასზედ, რომ მოცემული საქმე არ შეიძლება დასრულდეს გადაწყვეტილებით, რომელიც არ დაადგენს კონვენციის მე-8 მუხლის 1 ნაწილის დარღვევას. იგი ეხება ურთიერთკავშირს მე-8 მუხლის ორ ნაწილს შორის. მე მიმაჩნია, რომ მოცემული მომჩივანიების გამოსახლება prima facie წარმოადგენს მათი საცხოვრისის პატივისცემის უფლების დარღვევას. თუმცა, აღნიშნული დასკვნა არ წარმოადგენს მარტივ, ყოველდღიული საქმისწარმოებას და კანონის (ამ შემთხვევაში მუხლი 8.1) სწორი ნაწილის მისადაგებას ფაქტებისადმი. ეს გადამწყვეტი საკითხია. სასამართლომ უნდა გააკეთოს იურიდიული არჩევანი ორ გზას შორის, არჩევანი რომელიც იქნება იმაზე მეტი, ვიდრე იმის გარკვევა თუ რას გულისხმობს კანონმდებელი. პირველი არჩევანი... მიგვიყვანს დასკვნმდეს, რომ კონვენციის მოთხოვნა დაცული იყო 8.1 მუხლის დონეზე ... მეორე არჩევანი, რომელსაც მე ვამჯობინებ (დაადასტურებს რა 8.1 მუხლის პრიმა ფაციე დარღვევას), აისახება განაჩენში, რომელიც მოითხოვს უფრო ზუსტი და კონკრეტული სტანდარტების დაკმაყოფილებას 8.2 მუხლთან მიმართებაში, თუკი სასამართლოს სურს, რომ გამოსახლება შესაბამისობაში მოდიოდეს კონვენციით განმტკიცებულ მომჩივანითა უფლებებთან. კონვენცია იქნება და იყო ბევრად ნაკლებად ჩართული ჩვენი ეროვნული კანონმდებლობის სტრუქტურაში, თუკი პირველ და არა მეორე გზას ავირჩევთ. სასამართლოს ვალდებულებაა იმის გადაწყვეტა თუ რა დონის ჩართულობა არის დასაშვები. შესაბამისად, პირველი ვარიანტისაგან მე თავს მხოლოდ იმიტომ კი არ ვიკავებ, რადგან მიმაჩნია, რომ მეორე გზა უფრო ბუნებრივად ასახავს კონვენციის 8.1 მუხლის ჩვეულებრივ მნიშვნელობას. მე მიმაჩნია, რომ კონვენციის უფლებების დაცვა და შესრულება, რომლისათვისაც მიღებული იქნა 1998 წლის ადამიანის უფლებათა აქტი, საჭიროებს, რომ ეროვნული კანონმდებლობის პროცედურები, რომელიც გამოიყენება მოცემული აპელაციებისას, მკაცრად უნდა იქნას განხილული კონვენციის 8.2 სტანდარტებთან მიმართებაში. ამგვარი პროცედურები აუცილებელია ადამიანის უფლებების მუნიციპალური სამართლის ჯეროვანებისათვის.”
ლორდმა ბინჰემმა ამასთანავე აღნიშნა, რომ საჯარო საცხოვრისით დაკმაყოფილება, სხვადასხვა საკანონმდებლო სქემების შესაბამისად, მართებულად იყო მინდობილი ადგილობრივ საცხოვრისით დაკმაყოფილების ორგანოებზე და შემთხვევები, როდესაც სასამართლო დააკმაყოფილებდა უარს ფლობის აღდგენის ორდერზე გამონაკლის შემთხვევას წარმოადგენდა. მან დაასკვნა:
“თუკი ჩემს მოსაზრებას (განსხვავებით პალატის უმრავლესობის პოზიციისაგან) ექნება შედეგი, მე დარწმუნებული ვარ, რომ საცხოვრისით უზრუნველმყოფ ორგანოებს, რომლებიც კანონით დადგენილი და მათ მიერ აღსრულებადი სქემების შესრულებისას კეთილსინისიერად მოქმედებენ, არ მოუწევთ მომეტებული დავების წარმოება.”
ე.ლორდთა პალატის გადაწყვეტილება საქმეში KAYსაქმეში Kay v. Lambeth Borough Council; Price v. Leeds County Council, 8 March 2006, [2006] UKHL 10, ლორდთა პალატა შეიკრიბა შვიდ მოსამართლისაგან შემდგარი კომიტეტის სახით (განსხვავებით ჩვეულებრივი ხუთი მოსამართლისა) რათა გადაეხედათ მათი გადაწყვეტილება QAZI საქმეში 2004 წლის 27 მაისის Connors v. the United Kingdom No. 66746/01, §§ 81–84, და 2004 წლის 29 ივლისის Blečič v. Croatia, No. 59532/00, საქმეებში მიღებული გადაწყვეტილებების გათვალისწინებით (ეს უკანასკნელი საქმე შემდეგ გადაეცა დიდ პალატას, რომელმაც 2006 წლის 8 მარტს დაადგინა, რომ საქმის არსებით მხარეზე გადაწყვეტილებას ვერ მიიღებდა დაცვის შიდასამართლებრივი საშუალებების ამოწურვის ვალდებულების დაუკმაყოფილებლობის გამო). ლორდები ერთხმად შეთანხმდნენ შემოფარგლულიყვნენ მხოლოდ იმ შემთხვევებით, როდესაც საცხოვრებლის მესაკუთრე საჯარო დაწესებულება გახლდათ.უმრავლესობამ (ლორდებმა ჰოუფი, სკოტი, ბრაუნი და ბარონესა ჰეილი) დაადგინეს, რომ Connors -ის საქმეში მიღებული გადაწყვეტილება შეესაბამებოდა QAZI -ს საქმეში გამოხატული უმრავლესობის პოზიციას და რომ არ არსებობდა საჭიროება ოლქის სასამართლოს მიერ 8.2 მუხლით საფუძველზე მომხდარიყო საქმის გადახედვა, რადგანაც საქმე იმ ტიპისა იყო, სადაც კანონი თავად აყალიბებს პასუხს და შესაბამისად, არსებითი მხარის ხელახალი განხილვა უსარგებლოა. ამ შემთხვევაში, მე-8 მუხლით დაცვა, მისი წამოწევის შემთხვევაში, არ უნდა დაკმაყოფილებულიყო. თუმცა, Connors-is da Blečič-is გადაწყვეტილებებიდან გამომდინარე, საჭირო გახლდათ იმის ხაზგასმა, რომ გამოსახლებულ პირს ფლობის აღდგენის წარმოების წინააღმდეგ დავა შეიძლება ჰქონდეს მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში, კერძოდ: (1) თუკი იგი ასაჩივრებს ეროვნულ კანონმდებლობის კონვენციის მე-8 მუხლთან შეუსაბამობას (როგორცConnors -ის საქმეში) ან (2) საერთო კანონმდებლობაზე დაყრდნობით ასაჩივრებს საჯარო ხელისუფლების, როგორც მესაკუთრის ქმედებებს ძალაუფლების ბოროტად გამოყენების გამო.უმცირესობამ (ლორდები ბინჰემი, ნიქოლსი და უოქერი) აღნიშნა, რომ საჯარო სამსახურის მიერ აღძრული ფლობის აღდგენის წარმოებისას მოპასუხეს უნდა ჰქონდეს უფლება წამოაყენოს მე-8 მუხლი ოლქის სასამართლოში. ლორდმა ბინჰემმა მიუთითა:
“მომჩივნის პოზიციისაგან განსხვავებით, მე არ ვიზიარებ ხედვას, რომ საჯარო სამსახურმა თავიდანვე უნდა ამტკიცოს რომ ფლობის აღდგენის ორდერი გამართლებულია. ამგვარი მტკიცება უმეტეს შემთხვევებში რთული და უსარგებლო იქნება. საკმარისია საჯარო სამსახურმა პოზიცია გაამყაროს საკუთრების დამცველი ეროვნული კანონმდებლობით. თუკი მობინადრეს სურს მე-8 მუხლზე დაყრდნობა ფლობის აღდგენის ორდერის გამოცემის თავიდან ასაცილებლად ან ხელის შესაშლელად, ეს მისი ნებაა და საჯარო სამსახურმა უნდა უპასუხოს მის არგუმენტებს იმ ფარგლებში, რამდენადაც ეს შეესაბამება წამოყენებულ სარჩელს. უმეტეს შემთხვევებში, ამგვარი წარმოება არ იქნება მძიმე. იშვიათ და გამონაკლის შემთხვევებში კი არ იქნება უსარგებლო.”
კანონმდებლობა
I.საჩივრების მისაღებობა
ა.კონვენციის 6 მუხლის 1 ნაწილიმომჩივანი ამტკიცებდა კონვენციის 6 § 1 მუხლის სავარაუდო დარღვევას მიუთითებდა რა, რომ ქონების ქირავნობის შეწყვეტის დროს, ადგილობრივი ხელისუფლება არ წარმოადგენდა დამოუკიდებელ და მიუკერძოებელ სასამართლოს.
კონვენციის 6 § 1 მუხლი აღნიშნავს:
“ყოველი ადამიანი, მისი სამოქალაქო ხასიათის უფლებებისა და მოვალეობების ... დადგენისას, სარგებლობს კანონის საფუძველზე შექმნილი, დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სასამართლოს მიერ, გონივრულ ვადაში, მისი საქმის სამართლიანი და საქვეყნოდ განხილვის უფლებით."აღნიშნული დებულება უზრუნველყოფს პროცედურულ გარანტიებს სამოქალაქო უფლებებისა და მოვალეობების განსაზღვის დროს. მოცემულ საქმეში, “უფლებები და მოვალეობები” გამომდინარეობდა ქირავნობიდან, რომელიც მომჩივანსა და მის ცოლს ადგილობრივ ხელისუფლებასთან ჰქონდათ გაფორმებული. ქირავნობა შეწყდა მომჩივნის ცოლისადმი 2002 წლის 4 იანვარს მიწოდებული გათავისუფლების შეტყობინებით. სამოქალაქო უფლებებისა და ვალდებულებების განსაზღვრას კი ადგილი ჰქონდა ეროვნულ სასამართლოებში, ბირმინჰემის ოლქის სასამართლოში, რომელმაც გადაწყვეტილება 2003 წლის 15 აპრილს გამოიტანა და სააპელაციო სასამართლოში, რომელმაც გადაწყვეტილება 2003 წლის 9 დეკემბერს გამოსცა. შესაბამისად, ნებისმიერი საჩივარი, რომელიც ეხება წარმოების სამართლიანობას ეხება აღნიშნული სასამართლოების წინაშე არსებულ წარმოებებს. მომჩივანი არ ასაჩივრებს სასამართლოებში მიმდინარე წარმოებების სამართლიანობას და არ აღნიშნავს, რომ წარმოების მიღმა ადგილი ჰქონდა რამეს, რასაც გავლენას იქონიებდა წარმოებებზე.შესაბამისად, აღნიშნულიდან გამომდინარეობს, რომ განცხადება არის აშკარად უსაფუძვლო კონვენციის 35 მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით და სასამართლო მას მიუღებლად სცნობს კონვენციის 35-ე მუხლის მე-4 ნაწილის საფუძველზე.
ბ. კონვენციის მე-8 მუხლიმომჩივანი ასევე ამტკიცებდა კონვენციის მე-8 მუხლის დარღვევას იმ საფუძველზე, რომ ფორმა, რომლითაც საბჭომ მოიპოვა საცხოვრისის გათავისუფლების შეტყობინება, ისევე როგორც მისგან გამომდინარე წარმოება, რომელიც იფარგლებოდა მხოლოდ საკუთრების მარეგულირებელი კანონმდებლობით, არ იცავდა მისი საცხოვრისის პატივისცემის უფლებას.
კონვენციის მე-8 მუხლის შესაბამისი დებულებების მიხედვით:
"1. ყველას აქვს უფლება დაცული იყოს მისი პირადი... ცხოვრება, საცხოვრისი ....
2. დაუშვებელია ამ უფლების განხორციელებაში საჯარო ხელისუფლების ჩარევა, გარდა ისეთი შემთხვევისა, როდესაც ასეთი ჩარევა ხორციელდება კანონის შესაბამისად და აუცილებელია დემოკრატიულ საზოგადოებაში ... ქვეყნის ეკონომიკური კეთილდღეობის ინტერესებისათვის, უწესრიგობისა თუ დანაშაულის თავიდან ასაცილებლად, ... ანდა სხვათა უფლებებისა და თავისუფლებების დასაცავად.”სასამართლო მიიჩნევს, რომ საჩივრის მოცემული ნაწილი წარმოშობს კანონის იმდენად სერიოზულ შეკითხვებს, რომ მათი განსაზღვრა დამოკიდებული უნდა იყოს საქმის არსებით განხილვაზე. საქმეში არ გამოთქმულა რაიმე საფუძველი საქმის მიუღებლად საცნობად. საჩივარი, შესაბამისად, ცხადდება მისაღებად. კონვენციის 29 § 3 მუხლის მიხედვით, სასამართლო მოცემული საჩივრის არსებით მხარეს განიხილავს ქვემოთ.
გ. კონვენციის მე-14 მუხლი მე-8 მუხლთან ერთობლიობაშიბოლოს, მომჩივანი ადარებდა რა მის ვითარებას იმ მოქირავნეთა მეუღლეების მდგომარეობას, რომლებმაც დატოვეს სახლი ურთიერთობის დაშლის გამო, თუმცა არა ოჯახური ძალადობის საფუძველზე, ამტკიცებდა კონვენციის მე-14 მუხლის დარღვევას მე-8 მუხლთან ერთობლიობაში, რადგანაც ადგილობრივ ხელისუფლებას განსხვავებული პოზიცია გააჩნია ამ ორი კატეგორიის პირთა მიმართ. მე-14 მუხლის მიხედვით:
"ამ კონვენციით გაცხადებული უფლებებითა და თავისუფლებებით სარგებლობა უზრუნველყოფილია ყოველგვარი დისკრიმინაციის გარეშე სქესის, რასის, კანის ფერის, ენის, რელიგიის, პოლიტიკური თუ სხვა შეხედულებების, ეროვნული თუ სოციალური წარმოშობის, ეროვნული უმცირესობისადმი კუთვნილების, ქონებრივი მდგომარეობის, დაბადებისა თუ სხვა ნიშნის განურჩევლად."სასამართლო აღნიშნავს, რომ მომჩივანს მე-14 მუხლის დარღვევა არ წამოუყენებია შიდასახელმწიფოებრივი წარმოების არცერთ ეტაპზე და არც სხვაგვარად გაუსაჩივრებია განსხვავებული პოლიტიკა ეროვნული სასამართლოების წინაშე. შესაბამისად, წარმოიშვება შეკითხვა, თუ რამდენად ამოწურა მომჩვანმა გასაჩივრების შიდასამართლებრივი საშუალებები კონვენციის 35-ე მუხლის მოთხოვნის შესაბამისად.ნებისმიერ შემთხვევაში, ოჯახური ძალადობის შემთხვევები განსხვავდება ოჯახური ძალადობის არმქონე შემთხვევებისაგან, და შესაბამისად, მათდამი განსხვავებული მოპყრობა ვერ ჩაითვლება დისკრიმინაციულად კონვენციის მე-14 მუხლის მიხედვით.აღნიშნულზე დაყრდნობით, საჩივრის ეს მონაკვეთი გახლავთ აშკარად დაუსაბუთებელი კონვენციის 35 § 1 მუხლის მიხედვით და სასამართლო მიუღებლად სცნობს მას კონვენციის 35-ე მუხლის მე-4 ნაწილის საფუძველზე.
II.საქმის არსებითი განხილვა მე-8 მუხლის საფუძველზე
ა.მხარეთა არგუმენტებიმხარეები შეთანხმდნენ, რომ წინამდებარე საქმეში კონვენციის მე-8 მუხლით განმტკიცებული საცხოვრისის პატივისცემის უფლება რელევანტური იყო. . თუმცა, ვერ შეთანხმდნენ იმაზე, იყო თუ არა სადავო ზომები “აუცილებელი დემოკრატიულ საზოგადოებაში”.
1. მთავრობამთავრობა ამტკიცებდა, რომ მომჩივნის 8 § 1 მუხლით განმტკიცებულ უფლებებში ჩარევა გამართლებული იყო 8 § 2 მუხლით. ადგილობრივი ხელისუფლების გადაწყვეტილება გამცხადებლის ცოლისათვის მიეწოდებინათ გათავისუფლების შეტყობინება და შემდეგ დაეწყოთ ფლობის აღდგენის წარმოება, განხორციელდა კანონის მიხედვით და ემსახურებოდა რამდენიმე კანონიერ მიზანს, კერძოდ (ა) ხელისუფლების, როგორც ქონების მესაკუთრისა და სოციალური საცხოვრისით უზრუნველყოფის მართვაზე პასუხისმგებელის უფლებების დაცვას; (ბ) იმ პირთა უფლებებისა და თავისუფლებების დაცვასა და მათი საჭიროებების დაკმაყოფილებას, რომლებიც მთავრობის მიერ საცხოვრისით უზრუნველყოფის მოლოდინის სიაში არიან; და (გ) ქვეყნის ეკონომიკური კეთილდღეობის ხელშეწყობას. ამასთანავე, იმის გამო, რომ დემოკრატია საჭიროებს საკუთრების უფლებების განმსაზღვრელი ნათელი და მკაფიო წესების არსებობას, და რადგან საკუთრების მარეგულირებელი კანონმდებლობის მიხედვით ხელისუფლებას ჰქონდა სრული უფლება აღედგინა მოცემული ქონებით სარგებლობა; მთავრობა მიუთითებდა, რომ სასამართლოს მიერ ჩარევა გამომდინარეობდა “აუცილებელი დემოკრატიულ საზოგადოებაში” კანონების აღიარებისა და იმპლემენტაციის საჭიროებით, ეს უკანასკნელი კი დასახული მიზნის პროპორციული გახლდათ.მთავრობის მიხედვით, წინამდებარე საქმე განსხვავდებოდა საქმიდან Connors v. the United Kingdom, (No. 66746/01, §§ 81–84, 27 მაისი 2004: იხ. ქემოთ პარაგრაფი 49), სადაც მე-8 მუხლის დარღვევა სასამართლომ სამი ძირითადი მიზეზის გამო დაადგინა. პირველი: ბოშების, როგორც უმცირესობის მოწყვლადი მდგომარეობა, რაც სახელმწიფოს აკისრებს მათი ცხოვრების გაუმჯობესების პოზიტიურ ვალდებულებას; მეორე: პროცედურული დაცვის არარსებობა, რის შედეგადაც ადგილობრივ ხელისუფლებას მიეცა საშუალება ბოშები გაეძევებინა ნებადართული ტერიტორიიდან სასამართლო ზედამხედველობის გარეშე; და, მესამე: ის ფაქტი, რომ ეროვნული კანონმდელობა ახორციელებდა გაუმართლებელ დისკრიმინაციას იმ ბოშათა შორის, რომლებიც ცხოვრობდნენ კერძო და საჯარო ხელისუფლების ტერიტორიებზე. Connors -ის ვითარებისაგან განსხვავებით, არ არსებობს არგუმენტი იმის სამტკიცებლად, რომ სახლის მეპატრონესა და მოქირავნეს შორის მოქმედი ეროვნული კანონმდებლობა, თავისთავად, შეუსაბამოა მე-8 მუხლთან.ქ-ნი მაქქენისათვის გათავისუფლების შესახებ შეტყობინებაზე ხელის მოწერის მოთხოვნა მიზნად ისახავდ იმ ვითარების მოწესრიგებას, რომლის მან შექმნა სახლის დატოვებით და ალტერნატიული საცხოვრებელის მოთხოვნით. შესაბამისად, გონივრული გახდათ მისთვის შეტყობინებაზე ხელის მოწერის მოთხოვნა და ამასთანავე, არ არსებობდა არანაირი ვალდებულება მისთვის სრულად აეხსნათ თუ რა შედეგებს გამოიწვევდა მოცემული ხელმოწერა. იმ პირობებში, როდესაც ერთობლივ მოქირავნეთა შორის ურთიერთობა ირღვევა, ადგილობრივი ხელისუფლების პოლიტიკა გულისხმობს სახლის დამტოვებელი მოქირავნისაგან უარის განმაცხადებელ ფორმაზე ხელმოწერის მიღებას (იხ. ზემოთ, პარაგრაფი 21). ამგვარი პოლიტიკა აშკარად გონივრულია, რადგანაც სახლის მესაკუთრე ადგილობრივ ხელისუფლებას საშუალებას აძლევდა აღედგინა კონტროლი მის საკუთრებაზე და, შესაბამისად, ეფექტიანად ემართა მის ხელთ არსებული საცხოვრისით უზრუნველყოფის მწირი რესურები. გარანტირებული ქირავნობის შეწყვეტის წინააღმდეგ პროცედურული დაცვა გაწერილია 1985 წლის კანონის 82-84 პუნქტებში (იხ. ზემოთ, პარაგრაფი 20) და გამოიყენება მხოლოდ იმ შემთხვევებში, როდესაც საცხოვრებლის მესაკუთრე წყვეტს ქირავნობას. წინამდებარე შემთხვევაში კი, ქირავნობა დასრულდა მომჩივნის ცოლის მიერ შეტყობინების კანონის ხელმოწერით.აღნიშნულის გათვალისწინებით, მომჩივნის ძირითადი ბრალდება ის იყო, რომ ადგილობრივმა ხელისუფლებამ არაჯეროვნად იმოქმედა, როდესაც ქ-ნი მაქქენისაგან მიიღო ბინის გათავისუფლების შეტყობინება, რადგანაც ამ შემთხვევაში კანონის მიერ დადგენილი სათანადო და ადექვატური დაცვის საშუალებები მომჩივნისათვის ხელმისაწვდომი არ შეიქნა. მეტიც, ლორდთა პალატის გადაწყვეტილებიდან საქმეში KAY (იხ. ზემოთ, პარაგრაფები 26-28) ნათელი გახდა, რომ მომჩივნის ვითარებაში მყოფ პირს საჯარო სამართლებრივი დავის წამოსაწყებად არ ესაჭიროებოდა წარმოების სასამართლო განხილვით დაწყება. ამგვარი პრეტენზიები ახლა შესაძლებელია წარდგენილ იქნას შედარებითი საჩივრის საშუალებით ფლობის აღდგენის წარმოების წინააღმდეგ ოლქის სასამართლოში. განმარტებამ KAY-ს საქმეში ხაზი გაუსვა მომჩივნის პოზიციაში მყოფი პირებისათვის უზრუნველყოფილ პროცედურულ დაცვას. ამ მხრივ წინამდებარე საქმე აშკარად განსხვავდება Connors -ის საქმიდან, სადაც მომჩივნის სასარჩელო საგანი (რომ იგი არ იყო სავარაუდო ანტისოციალურ ქმედებაზე პასუხისმგებელი) არ ეხებოდა ადგილობრივი ხელისუფლების მიერ ძალაუფლების ბოროტად გამოყენებას, სადაც მას უარი ეთქვა საქმის სასამართლო განხილვაზე.
2. მომჩივანიმომჩივანი მიუთითებდა, რომ მისი გამოსახლება, რომელიც გახლდათ შედეგი იმისა თუ რა ფორმით მოხდა გათავისუფლების შესახებ შეტყობინების მოპოვება, არღვევდა მისი საცხოვრისის პატივისცემის უფლებას. მე-8 მუხლი აქტუალური გახლდათ, რადგან ქ-ნი მაქქენი არ მოაწერდა საცხოვრისის გათავისუფლების შეტყობინებაზე ხელს, რომ არა ადგილობრივი ხელისუფლების საცხოვრისით უზრუნველყოფის ოფიცრის მოთხოვნა, და ეს მაშინ, როდესაც ადგილობრივმა ხელისუფალმა იცოდა, რომ შეტყობინებას შედეგად მოჰყვებოდა ერთობლივი ქირავნობის დასრულება და რომ მომჩივანს არ ექნებოდა საშუალება ეფექტიანად გაესაჩივრებინა მისი საცხოვრისის დაკარგვა. ამასთანავე, ქირავნობის დასრულებამ ზეგავლენა იქონია მომჩივნის ურთიერთობაზე შვილებთან, რომლებიც კვირაში სამი ღამე მასთან რჩებოდნენ. ქ-ნი მაქქინისათვით გათავისუფლების შეტყობინებაზე ხელის მოწერით, ადგილობრივმა ხელისუფლებამ არ გაითვალისწინა მე-8 მუხლით გათვალისწინებული მომჩივნის უფლებები.ერთადერთხელ, როდესაც სასამართლომ განიხილა კონვენციაზე დაფუძნებული შესაბამისი მსჯელობა, მან დაადგინა, რომ მომჩივნის უფლება საცხოვრისზე არ გახლდათ სათანადოდ დაცული. თუმცა, აპელაციისას, აღნიშნული გადაწყვეტილება ოლქის სასამართლომ შეცვალა ლორდთა პალატის QAZI გადაწყვეტილების საფუძელზე. ხოლო მომჩივნის შემდგომი თხოვნა საქმის სასამართლო განხილვაზე უარყოფილ იქნა იმ მიზეზით, რომ სააპელაციო სასამართლოს უკვე განხილული ჰქონდა საკითხი.საცხოვრებლით უზრუნველყოფის 1985 წლის კანონის 82-84 პუნქტებით (იხ. ზემოთ, პარაგრაფი 20) განსაზღვრული წარმოებისას, ოლქის სასამართლომ უნდა განიხილოს და განსაზვროს ყველა ფაქტობრივი გარემოება და საცხოვრისის მესაკუთრეს ფლობის უფლება მიანიჭოს მხოლოდ მაშინ, როდესაც “გონივრულად მიაჩნია ასე მოქცევა”. ადგილობრივი ხელისუფლების ქმედებამ, ცოლისაგან საცხოვრისის გათავისუფლების შეტყობინების მიღების სახით, რეალურად, გვერდი აუარა კანონით განსაზღვრულ, პარლამენტის მიერ მომჩივნის მსგავს მოქირავნეთა დასაცავად შექმნილ სქემას. იაზრებს რა, რომ მე-8 მუხლის საფუძველზე საეჭვოა მესაკუთრისათვის ფლობაზე უარის თქმა, მომჩივანი მაინც მიიჩნევს, რომ ინდივიდუალური პირობების გაუთვალისწინებლობა, რომლის შედეგადაც გამოსახლება არაპროპორციული ხდება, კონვენციას უსარგებლოდ ხდის.
ბ. სასამართლოს შეფასებასასამართლომ არაერთხელ აღნიშნა, რომ იმის შეფასება, წარმოადგენს თუ არა საკუთრება “საცხოვრისს” ფაქტობრივი ელემენტია და არ არის დამოკიდებული ეროვნული კანონმდებლობით განსაზღვრულ ცხოვრების კანონიერებაზე (იხ. მაგ. Buckley v. the United Kingdom, 1996 წლის 25 სექტემბრის გადაწყვეტილება, Reports of Judgments and Decisions 1996 IV, § 54, სადაც მომჩივანი 8 წლის განმავლობაში ცხოვრობდა მის საკუთარ მიწის ნაკვეთზე სათანადო დაგეგმარების ნებართვის გარეშე). წინამდებარე საქმეში, ეროვნულმა სასამართლოებმა დაადგინეს და მხარეებმაც გაიზიარეს, რომ ადგილობრივი ხელისუფლების სახლი, რომელსაც ერთობლივად ქირაობდნენ მომჩივანი და მისი მეუღლე და სადაც იგი ცხოვრობდა 2001 წლის ნოემბრიდან მაინც წარმოადგენდა მის “საცხოვრისს” მე-8 მუხლის 1 ნაწილის მიხედვით, მიუხედავად იმისა, რომ ეროვნული კანონმდებლობის მიხედვით ცოლის მიერ გათავისუფლების შეტყობინების მიღების შემდეგ მას აღარ ჰქონდა მისი დაკავების უფლება. სასამართლო ეთანხმება მოცემულ მსჯელობას.ამასთანავე,საცხოვრისის გათავისუფლების შესახებ შეტყობინება, რომელიც მიუვიდა მომჩივნის ცოლს ადგილობრივი ხელისუფლებისაგან, ისევე როგორც ადგილობრივი ხელისუფლების მიერ წამოწყებული ფლობის აღდგენის წარმოება, მოიცავდა მომჩივნის საცხოვრისის პატივისცემის უფლებაში ჩარევას.სასამართლო მიიჩნევს, რომ ჩარევა შეესაბამებოდა კანონს და ლეგიტიმურად ისახავდა მიზნად სხვათა უფლებებისა და თავისუფლებების ორგვარ დაცვას. პირველ რიგში, იგი იცავდა ადგილობრივი ხელისუფლების უფლებას აღედგინა ქონების ფლობა იმ პირისაგან, რომელსაც არ გააჩნდა მასში განთავსების არც სახელშეკრულებო და არც რაიმე სხვაგვარი უფლება. ასპექტს რომელიც თანაბრად ვრცელდება საცხოვრებლის ყველა იმ მესაკუთრეზე, რომელიც ცდილობს საკუთრებაზე ფლობის აღდგენას, საკმაო ყურადღება დაუთმეს ეროვნულმა სასამართლოებმა. ამასთანავე, ჩარევა მიზნად ისახავდა საცხოვრებლით უზრუნველყოფის კანონიერი გეგმის ჯეროვან განხორციელებას. “სხვები” ამ შემთხვევაში არიან სხვადასხვა კომპლექსური სისტემით, მათ შორის, საცხოვრებლით უზრუნველყოფის კანონით განსაზღვრული ბენეფიციარები. სასამართლო იზიარებს, რომ კანონის საფუძველში ჩადებული პოლიტიკის გონივრული განხორციელება შესაძლებელი ხდება კანონით განსაზღვრულ პირთა წრის შეზღუდვით.შესაბამისად, ძირითადი შეკითხვა მოცემულ საქმეში გახლავთ თუ რამდენად იყო ჩარევა დასახული მიზნის პროპორციული და იყო თუ არა “აუცილებელი დემოკრატიულ საზოგადოებაში”. უნდა აღინიშნოს, რომ მე-8 მუხლის მე-2 ნაწილით დადგენილი მოთხოვნა ეხება როგორც პროცედურას, ისე შინაარსსაც. “საცხოვრისის” უფლებაში ჩარევის საჭიროების განხილვისას, სასამართლო დაეყრდნო საქმეს Connors v. the United Kingdom, (No. 66746/01, §§ 81–84, 27 მაისი 2004), რომელზეც გადაწყვეტილება მიღებულ იქნა ლორდთა პალატის მიერ QAZI -ს საქმის განხილვის შემდეგ (იხ. ზემოთ, პარაგრაფები 22-25), მაგრამ KAY გადაწყვეტილების მიღებამდე (იხ. ზემოთ, პარაგრაფები 26-28), რომელმაც დაადგინა ფლობის აღდგენის დაჩქარებული წარმოების გამოყენების პრინციპები:
“81. ჩარევა კანონიერი მიზნისათვის ჩაითვლება “აუცილებლად დემოკრატიულ საზოგადოებაში” თუ იგი პასუხობს “მწველ სოციალურ საჭიროებას” და, კერძოდ, თუ არის დასახული ლეგიტიმური მიზნის პროპორციული. მართალია საჭიროების პირველადი განსაზღვრა ეროვნული ხელისუფლების ფუნქციას განეკუთვნება, თუმცა საბოლოო შეფასებას, იყო თუ არა ჩარევის მიზეზები გონივრული და საკმარისი, კონვენციის მოთხოვნების შესაბამისად ახორციელებს სასამართლო...
82. ამ მხრივ, თავისუფალი შეფასების ზღვრის დადგენის საშუალება აუცილებლად უნდა დავუტოვოთ ეროვნულ ხელისუფლებას, რადგანაც ისინი საერთაშორისო სასამართლოზე უკეთ არიან აღჭურვილი უნარით შეაფასონ ადგილობრივი საჭიროებანი და პირობები მათსავე ქვეყანაში არსებულ ვითარებასთან პირდაპირი და უწყვეტი კავშირის გამო. ზღვარი განსხვავდება კონვენციის ამა თუ იმ მუხლის, ინდივიდისათვის მისი მნიშვნელობისა და შეზღუდული საქმიანობების, ისევე როგორც შეზღუდვებით მისაღწევი მიზნის ბუნების მიხედვით. ზღვარი უფრო ვიწრო იქნება, როდესაც უფლება გადამწყვეტი იქნება ინდივიდის მიერ პირადი თუ ძირითადი უფლებებით სარგებლობისას... მეორეს მხრივ იმ სფეროებში, რომელიც მოიცავს სოციალურ თუ ეკონომიკურ პოლიტიკას, დადგენილია, რომ თავისუფალი შეფასების ზღვარი ფართოა, ისევე როგორც დაგეგმვის შემთხვევაში, როდესაც სასამართლომ დაადგინა, რომ “იმდენად რამდენადაც დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელება მოიცას მრავალ ადგილობრივ ფაქტორს დაგეგმვითი პოლიტიკის შერჩევისა და განხორციელებისას, ეროვნული ხელისუფლება სარგებლობს ფართო თავისუფალი შეფასების ზღვარით”... სასამართლომ ასევე აღნიშნა, რომ ისეთ სფეროებში, როგორიცაა საცხოვრებლით უზრუნველყოფა, რომელიც თანამედროვე საზოგადოების კეთილდღეობასა და ეკონომიკურ პოლიტიკაში ცენტრალურ როლს თამაშობს, იგი პატივს სცემს კანონმდებლის გადაწყვეტილებას იმაზე, თუ რა ხვდება მის ზოგად ინტერესში; გამონაკლისია შემთხვევა, როდესაც გადაწყვეტილებას აშკარად აკლია გონივრული საფუძველი... შესაძლებელია აღინიშნოს, რომ მოცემული დავა ხვდება #1 დამატებითი ოქმის 1 მუხლში და არა მე-8 მუხლში, რომელიც ეხება ცენტრალური მნიშვნელობის უფლებას პირის იდენტობაზე, თვითგამორკვევაზე, ფიზიკურ და მორალურ ერთობაზე, სხვა პირებთან ურთიერთობის შენარჩუნებას, საზოგადოებაში დაფუძნებასა და უსაფრთხო ადგილის ქონას.. მაშინ, როდესაც მე-8 მუხლის კონტექსტში წამოიჭრება ზოგადი სოციალურ-ეკონომიკური პოლიტიკის საკითხები, თავისუფალი შეფასების ზღვარი დამოკიდებულია საქმის კონტექსტზე, სადაც განსაკუთრებული მნიშნველობა ენიჭება მომჩივნის პირად სივრცეში შეჭრის მასშტაბებს...
83. ინდივიდისათვის ხელმისაწვდომი პროცედურული გარანტიები განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმის განსაზღვრისას, შემოიფარგლა თუ არა მოპასუხე სახელმწიფო თავისუფალი შეფასების ზღვარის ფარგლებით მაშინ, როდესაც განსაზღვრავდა მარეგულირებელ პირობებს. კერძოდ კი, სასამართლომ უნდა განიხილოს იყო თუ არა ჩარევის გამომწვევი გადაწყვეტილების მიღების პროცესი სამართლიანი და ჰქონდა თუ არა ადგილი მე-8 მუხლით განმტკიცებულ ინდივიდის უფლებების პატივისცემას...”სასამართლო ვერ გაიზიარებს მთავრობის არგუმენტს, რომ გადაწყვეტილება Connors -ის საქმეში ეხებოდა მხოლოდ ბოშების გამოსახლების შემთხვევებს, ან ისეთ საქმეებს სადაც მომჩივანს სურდა უშუალოდ კანონის და არა მის საქმეზე კანონის გამოყენების გასაჩივრება. საცხოვრისის დაკარგვა წარმოადგენს საცხოვრისის უფლების პატივისცემაში ყველაზე მძიმე ჩარევას. ნებისმიერ პირს, რომელიც იმყოფება ამ მასშტაბის ჩარევის რისკის წინაშე, უნდა ჰქონდეს მიღებული ზომის პროპორციულობის დამოუკიდებელი სასამართლომ მიერ განხილვის უფლება კონვენციის მე-8 მუხლის შესაბამისი პრინციპების გათვალისწინებით, და ეს მიუხედავად იმისა, რომ ეროვნული კანონმდებლობის საფუძველზე ბინადრობის უფლება უკვე დასრულებულია.სასამართლო აღნიშნავს, რომ გაერთიანებული სამეფოს კანონმდებლობას, inter alia, საცხოვრებლის უზრუნველყოფის აქტებით შექმნილი აქვს საჯარო განსახლების კომპლექსური სისტემა, რომელსაც მომჩივანი არ ასაჩივრებს. მოცემული სისტემა მოიცავს საცხოვრებლით უზრუნველყოფის 1985 წლის კანონის 84-ე ნაწილში გაწერილ დებულებებს, რომლებიც იცავენ საჯარო ხელისუფლების მიერ საკუთრებაში არსებული საცხოვრებლის გარანტირებულ მოქირავნეებს, ისეთებს, როგორიც გახლდათ მომჩივანი ერთობლივი ქირავნობის ჟამს. მოცემული დებულებების მიხედვით, სასამართლო არ არის უფლებამოსილი მესაკუთრე საჯარო ხელისუფლებას მიანიჭოს იმ ქონებაზე ფლობის უფლება, რომელიც დაკავებულია გარანტირებული მოქირავნის მიერ. გამონაკლის წარმოადგენს კანონით განსაზღვრული შემთხვევები, და ისიც მაშინ, როდესაც მათი გამოყენება გონვირულობის ფარგლებში ხვდება. ადგილობრივ ხელისუფლებას მომჩივანი რომ გამოესახლებინა დადგენილი სქემის მიხედვით, მაშინ მომჩივანს შესაძლებლობა ექნებოდა მოეთხოვა სასამართლოსათვის საქმის ხელახალი განხილვა, მაგალითად, შეემოწმებინა მართლა დატოვა თუ არა ოჯახი მისმა ცოლმა ოჯახური ძალადობის გამო და მოცემულ პირობებში, განსაკუთრებით იმ საჭიროების გათვალისწინებით, რომ კვირაში რამდენიმეჯერ ვიზიტისას მომჩივანს სახლი სჭირდება, რათა ბავშვებმა მასთან ღამე გაათენონ, რამდენად გონივრული იყო ფლობის აღდგენის ორდერის გამოცემა.თუმცა, მოცემულ საქმეში, ადგილობრივმა ხელისუფლებამ გადაწყვიტა გვერდი აევლო კანონით დადგენილი სქემისათვის და სთხოვა ქ-ნ მაქქენს მოეწერა ხელი საცხოვრისის გათავისუფლების შეტყობინებაზე, რომლის შედეგადაც მომჩივნის უფლება დარჩენილიყო სახლში უმალვე დასრულდებოდა. როგორც ჩანს ხელისუფლებამ, მიმდინარე პროცედურისას არ გაითვალისწინა მომჩივნის საცხოვრებლის პატივისცემის უფლება. მეტიც, ეროვნული კანონმდებლობის მიხედვით (იხ. უმრავლესობის პოზიცია საქმეში QAZI და KAY, პარაგრაფები 22-28, ზემოთ) შემოკლებული წარმოებისას, მაგალითად ისეთისა, როგორიც მიმდინარეობდა მომჩივნის წინააღმდეგ, ოლქის სასამართლოს არ ჰქონდა ფლობის აღდგენის ორდერის პროპორციულობის განხილვის უფლება. გამონაკლისია შემთხვევები, როდესაც, როგორც ეს მოცემულ საქმეში სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, “გათავისუფლების შესახებ შეტყობინების მიწოდების შემდეგ ისეთ შემთხვევას ჰქონდა ადგილი, რომელმაც ფუნდამენტურად შეცვალა ვითარება სავარაუდო გამოსახლების საქმის ირგვლივ”. მოცემულ საქმეში ადგილი არ ჰქონია ამგვარ გამონაკლის შემთხვევას. იმის გამო, რომ მომჩივნის საცხოვრებლის მესაკუთრე გახლდათ საჯარო ხელისუფლება, მას შეეძლო გაესაჩივრებინა გათავისუფლების შესახებ შეტყობინების მოპოვების გადაწყვეტილება და მოეთხოვა ფლობის აღდგენის წარმოების სასამართლო განხილვა. მისი საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რადგან ადგილობრივ ხელისუფლებას არ უმოქმედია უკანონოდ.ჩონნორს-ის საქმის მსგავსად, მე-8 მუხლით დადგენილი, ჩარევის პროპორციულობის შესაფასებელი “პროცედურული გარანტიები” არ აძლევდა მომჩივანს სამართლებრივი განხილვის საშუალებას, რათა ამგვარად დაექვემდებარებინა ადგილობრივი ხელისუფლების გადაწყვეტილება კანონიერებისა და გონივრულობის კრიტიკულ შეფასებას. სასამართლო განხილვა არ არის კარგად მორგებული იმ სენსიტიული ფაქტობრივი საკითხების გადაწყვეტაზე, რომელიც უმჯობესია იმ ოლქის სასამართლომ განიხილოს, რომელიც პასუხისმგებელია ფლობის აღდგენის ორდერის გამოცემაზე. მოცემულ საქმეში, სამართლებრივი განხილვის პროცედურა, მსგავსად ფლობის აღდგენის პროცედურისა, არ აძლევდა დამოუკიდებელ სასამართლოს საშუალებას განეხილა საკითხი თუ რამდენად იყო საცხოვრისის დაკარგვა 8 § 2 მუხლით დადგენილი ლეგიტიმური მიზნის პროპორციული.სასამართლო არ იზიარებს ხედვას, რომ მაცხოვრებლისათვის საკითხის მე-8 მუხლით განხილვის უფლების მინიჭება სერიოზულ ზეგავლენას მოახდენს სისტემის ფუნქციონირებაზე ან საცხოვრებლის მესაკუთრისა და მოქირავნის ურთიერთობების მარეგულირებელ ეროვნულ კანონმდებლობაზე. როგორც ლორდთა პალატის უმცირესობამ აღნიშნა KAY საქმეში (იხ. ზემოთ, პარაგრაფი 28), მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში შეძლებს მომჩივანი იმგვარი არგუმენტების წამოწევას, რომელიც გამოიწვევს სასამართლოს მიერ საკითხის განხილვას. უმეტეს შემთხვევებში კი, ფლობის აღდგენის ორდერის გაცემა შესაძლებელი იქნება შემოკლებული წარმოების შედეგად.სწორედ ამის გამო, მნიშნველობა არ აქვს ქ-ნმა მაქქენმა გაიგო თუ არა ან სურდა თუ არა გათავისუფლების შესახებ შეტყობინების შედეგის დადგომა. საცხოვრებლის მესაკუთრისათვის ხელმისაწვდომი შემოკლებული წარმოების საფუძველზე, მაშინ როდესაც ერთობლივი ქირავნობის ერთ-ერთმა მოქირავნემ ხელი მოაწერა გათავისუფლების შესახებ შეტყობინებას, მომჩივანი დარჩა საცხოვრისის გარეშე, და მას არ მიეცა საშუალება გაესაჩივრებინა დადგენილი ზომის პროპორციულობა დამოუკიდებელი სასამართლოს წინაშე. აღნიშნულიდან გამომდინარეობს, რომ ადექვატური პროცედურული დაცვის ნაკლებობის გამო, მოცემულ საქმეში ადგილი ჰქონდა კონვენციის მე-8 მუხლის დარღვევას.
III.კონვენციის 41-ე მუხლის გამოყენებამომჩივანი ითხოვდა სამართლიან დაკმაყოფილებას კონვენციის 41-ე მუხლზე დაყრდნობით:
"თუ სასამართლო დაადგენს, რომ დაირღვა კონვენცია და მისი ოქმები, ხოლო შესაბამისი მაღალი ხელშემკვრელი მხარის შიდასახელმწიფოებრივი სამართალი დარღვევის მხოლოდ ნაწილობრივი გამოსწორების შესაძლებლობას იძლევა, საჭიროების შემთხვევაში, სასამართლო დაზარალებულ მხარეს სამართლიან დაკმაყოფილებას მიაკუთვნებს."
ა.მორალური ზიანიმომჩივანი ითხოვდა მორალური ზიანის ანაზღაურებას 50,000 ევროს ოდენობით, მათ შორის 20,000 ევრო საცხოვრისის დაკარგვის გამო, 20,000 ევრო ბავშვებთან ურთიერთობაში ჩარევის გამო და 10,000 ტანჯვისათვის და იმ მწუხარებისათვის, რაც გამოიწვია გამოსახლებამ, განსაკუთრებით კი იმის გათვალისწინებით, რომ ოლქის მოსამართლემ ეს უკანასკნელი ქმედება გაუმართლებლად მიიჩნია.მთავრობამ აღნიშნა, რომ განსხვავებით Connors -ის საქმის მომჩივნისაგან, რომელიც 15 წლის განმავლობაში არსებული მისი საცხოვრისიდან გამოაძევეს შეტყობინების მიღებიდან მალევე და რომელსაც სასამართლომ მიაკუთვნა 14,000 ევრო მორალური ზიანისათვის, წინამდებარე მომჩივანი ცხოვრობდა სადაო საცხოვრებელში მხოლოდ სამი წელი, მანამდე, სანამ შეწყდებოდა მისი ქორწინება, 2001 წლის აპრილში მასზე გაიცა შემაკავებელი ორდერი. ამის შემდეგ, მომჩვანმა, 2002 წლის 4 იანვარს მოითხოვა საკუთრების გადაცვლა, რადგანაც მისთვის სახლი ზედმეტად დიდი იყო. ამ პირობებში, და იმის გათვალისწინებით, რომ შეუძლებელი იყო იმის დადგენა თუ როგორი იქნებოდა მომჩივნის პოზიცია რომ არ დადგენილიყო მე-8 მუხლის დარღვევა (რომელზეც, ნებისმიერ შემთხვევაში, მას უარი ეთქვა), მთავრობამ განაცხადა, რომ დარღვევის დადგენა თავისთავად უკვე წარმოადგენდა სამართლიან დაკმაყოფილებას, ან, ალტერნატიულად, მისთვის მიკუთვნებული თანხა უნდა ყოფილიყო Connors -ის საქმეში მიკუთვნებულზე მნიშნვლოვნად ნაკლები.სასამართლო აღნიშნავს, რომ მან დაადგინა მე-8 მუხლის მხოლოდ პროცედურული დარღვევა. მომჩივნის წინააღმდეგ არსებული ოჯახური ძალადობის ბრალდების, მისი, როგორც მარტოხელას (მიუხედავად იმისა, რომ მას სურდა შვილებთან რეგულარულ კონტაქტი, მათ შორის ღამით დარჩენაც) და ადგილობრივი მთავრობის საკუთრებაში არსებული საცხოვრებლის ნაკლებობის გათვალისწინებით, უცნობია, ეროვნულ სასამართლოს რომ მისცემოდა გამოსახლების პროპორციულობის განხილვის საშუალება, ფლობის აღდგენის ორდერი შეიძლება მაინც არ გამოცემულიყო. მიუხედავად ამისა, მომჩივანს ჩამოერთვა საცხოვრისი და არ მიეცა საშუალება მიეღო გადაწყვეტილება მე-8 მუხლის საფუძველზე. შესაბამისად, სასამართლო მიიჩნევს, რომ მან განიცადა გარკვეული მორალური ზიანი, კერძოდ კი იმედგაცრუება და უსამართლობა, რაც სათანადოდ არ კომპენსირდება კონვენციის დარღვევის დადგენით (იხ. ჩონნორს, § 114). სამართლიანობის საფუძველზე შეფასებისას, მოცემული თავით, სასამართლო მომჩივანს მიაკუთვნებს 2,000 ევროს.
ბ. ხარჯებიამასთანავე, მომჩივანი ითხოვდა ეროვნულ და სტრასბურგში მიმდინარე განხილვებთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურებას, რომელიც ეროვნული inter parte კურსით, უდრიდა 75,570.18 გირვანქა-სტერლინგს. მათ შორის, 7,691.32 გირვანქა-სტერლინგი გახლდათ მისი ხარჯი ამ სასამართლოს წინაშე.მთავრობამ აღნიშნა, რომ 45,000 გირვანქა-სტერლინგი შიდა წარმოებისათვის, ხოლო 6,000 გირვანქა-სტერლინგი სტრასბურგში მიმდინარე წარმოებისათვის ადექვატურ ანაზღაურებას წარმოადგენდა.სასამართლო აკმაყოფილებს 75,000 ევროს მოთხოვნას ხარჯების დასაფარად, რასაც ემატება ნებისმიერი გადასახადი, რომელიც ამ თანხას შეიძლება დაეკისროს, გამოკლებული 850 ევრო, რომელიც უკვე მიღებულია იურიდიული დახმარების ფარგლებში ევროპის საბჭოსაგან.
გ. საურავისასამართლო თვლის, რომ საურავი უნდა განისაზღვროს ევროპის ცენტრალური ბანკის სესხის საშუალო განაკვეთის ოდენობით, დამატებული სამი პროცენტი.
ამის საფუძველზე სასამართლო
1. აცხადებს, კონვენციის მე-8 მუხლის საფუძველზე შეტანილ საჩივარს მისაღებად;
2. აცხადებს, დანარჩენ საჩივარს მიუღებლად;
3. ადგენს, რომ ადგილი ჰქონდა კონვენციის მე-8 მუხლის დარღვევას;
4. ადგენს, (ა) რომ მოპასუხე სახელმწიფომ უნდა გადაუხადოს მომჩივანს გადაწყვეტილების ძალაში შესვლიდან სამი თვის განმავლობაში 2,000 (ორი ათასი) ევრო მორალური ზიანისათვის და 75,000 (სამოცდათხუთმეტი ათასი) ევრო ხარჯებისათვის, აღნიშნულს გამოკლებული 850 (რვაას ორმოცდაათი) ევრო, რომელიც იურიდიული დახმარების ფარგლებში გადაიხადა ევროპის საბჭომ, აღნიშნულს დამატებული ნებისმიერი გადასახადი, რომელიც ამ თანხას შეიძლება დაეკისროს. თანხა უნდა გაიცეს ეროვნულ ვალუტაში, გაცემის დღეს არსებული კურსის მიხედვით;
(ბ) რომ ზემოხსენებული სამი თვის გასვლის შემდეგ ანგარიშსწორების თარიღამდე, გადასახდელ თანხას დაერიცხოს მარტივი პროცენტი, რომელიც უდრის ევროპის ცენტრალური ბანკის ზღვრულ სასესხო პროცენტს, გადახდის ვალდებულების გადაცილების პერიოდში პლიუს სამი პროცენტი.
5. უარს აცხადებს სამართლიან დაკმაყოფილებასთან დაკავშირებით მომჩივნის სხვა მოთხოვნების დაკმაყოფილებაზე.
შესრულებულია ინგლისურ ენაზე, შეტყობინებულია წერილობით 2008 წლის 13 მაისს, სასამართლოს რეგლამენტის 77-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების შესაბამისად.
ლორენს ერლილეხ გარლიკი
სასამართლო გამწესრიგებელიპრეზიდენტი
© ევროპის საბჭო/ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო, 2012
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს ოფიციალური ენებია ინგლისური და ფრანგული. წინამდებარე თარგმანი შესრულებულია ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა სატრასტო ფონდის ხელშეწყობით (/humanrightstrustfund). იგი სასამართლოსათვის სავალდებულო ხასიათს არ ატარებს და არც მის ხარისხზე აკისრებს პასუხისმგებლობას. მოცემული დოკუმენტი შეიძლება ჩამოტვირთულ იქნას ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს HUDOC სასამართლო პრაქტიკის მონაცემთა ბაზიდან () ან ნებისმიერი სხვა მონაცემთა ბაზიდან, რომელთანაც სასამართლომ მოახდინა მისი გაზიარება. დასაშვებია თარგმანის რეპროდუქცირება არაკომერციული მიზნებისათვის იმ პირობით, რომ მოხდება საქმის სრული სახელწოდების ციტირება, მოცემულ საავტორო უფლებების აღნიშვნასა და ადამიანის უფლებათა სატრასტო ფონდზე მითითებით. წინამდებარე თარგმანის ნებისმიერი ნაწილის კომერციული მიზნებით გამოყენების სურვილის შემთხვევაში, გთხოვთ მოგვწეროთ შემდეგ მისამართზე: publishing@.
© Council of Europe/European Court of Human Rights, 2012
The official languages of the European Court of Human Rights are English and French. This translation was commissioned with the support of the Human Rights Trust Fund of the Council of Europe (/humanrightstrustfund). It does not bind the Court, nor does the Court take any responsibility for the quality thereof. It may be downloaded from the HUDOC case-law database of the European Court of Human Rights () or from any other database with which the Court has shared it. It may be reproduced for non-commercial purposes on condition that the full title of the case is cited, together with the above copyright indication and reference to the Human Rights Trust Fund. If it is intended to use any part of this translation for commercial purposes, please contact publishing@.
© Conseil de l’Europe/Cour européenne des droits de l’homme, 2012
Les langues officielles de la Cour européenne des droits de l’homme sont le français et l’anglais. La présente traduction a été effectuée avec le soutien du Fonds fiduciaire pour les droits de l’homme du Conseil de l’Europe (/humanrightstrustfund). Elle ne lie pas la Cour, et celle-ci décline toute responsabilité quant à sa qualité. Elle peut être téléchargée à partir de HUDOC, la base de jurisprudence de la Cour européenne des droits de l’homme (), ou de toute autre base de données à laquelle HUDOC l’a communiquée. Elle peut être reproduite à des fins non commerciales, sous réserve que le titre de l’affaire soit cité en entier et s’accompagne de l’indication de copyright ci-dessus ainsi que de la référence au Fonds fiduciaire pour les droits de l’homme. Toute personne souhaitant se servir de tout ou partie de la présente traduction à des fins commerciales est invitée à le signaler à l’adresse suivante : publishing@.
Full & Egal Universal Law Academy