© ევროპის საბჭო/ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო, 2012. წინამდებარე თარგმანი შესრულებულია ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა სატრასტო ფონდის ხელშეწყობით (/humanrightstrustfund). სასამართლოსათვის იგი სავალდებულო ხასიათს არ ატარებს. დამატებითი ინფორმაციისათვის იხილეთ საავტორო უფლებების სრული მიმოხილვა მოცემული დოკუმენტის ბოლოს.
Council of Europe/European Court of Human Rights, 2012. This translation was commissioned with the support of the Human Rights Trust Fund of the Council of Europe (/humanrightstrustfund). It does not bind the Court. For further information see the full copyright indication at the end of this document.
Conseil de l’Europe/Cour Européenne des Droits de l’Homme, 2012. La présente traduction a été effectuée avec le soutien du Fonds fiduciaire pour les droits de l’homme du Conseil de l’Europe (/humanrightstrustfund). Elle ne lie pas la Cour. Pour plus de renseignements veuillez lire l’indication de copyright/droits d’auteur à la fin du présent document.
საინფორმაციო შეტყობინება სასამართლოს პრეცედენტულ სამართალზე #108
მაისი, 2008
მაკკანი (McCann) დიდი ბრიტანეთის წინააღმდეგ - 19009/04
გადაწყვეტილება 13.5.2008 [IV სექცია]
მე-8 მუხლი
მუხლი 8.1
საცხოვრებლის პატივისცემა
ადგილობრივი ორგანოს დაქვემდებაებაშ არსებული საცხოვრებლიდან დამქირავებლის გასახლება გამარტივებული პროცედურის საფუძველზე, რაც ვერ უზრუნველყოფდა ადეკვატურ პროცედურულ გარანტიებს: დარღვევა
ფაქტები: განმცხადებელი და მისი მეუღლე ქალაქის საბჭოს საკუთრებაში არსებული სამ-საძინებლიანი სახლის დამქირავებლები იყვნენ 1985 წლის განსახლების კანონის საფუძველზე. ქორწინება შეწყდა და ცოლმა მოიპოვა განკარგულება, რომლის თანახმადაც განმცხადებელს მოეთხოვებოდა მეუღლეთა სახლის დატოვება ოჯახური ძალადობის საფუძვლით. მას შემდეგ რაც ცოლი და ბავშვები გადავიდნენ, განმცხადებელი დაბრუნდა გათავისუფლებულ სახლში და მნიშვნელოვანი სარემონტო სამუშაოები შეასრულა. ცოლთან ურთიერთობა მან გააუმჯობესა და ცოლმა მხარი დაუჭირა მის განცხადებას საცხოვრებლის გადაცვლაზე სხვა გამქირავებელ ორგანოსთან, რადგანაც სამ-საძინებლიანი სახლი ძალიან დიდი იყო მისთვის, მაგრამ მას იმავე ტერიტორიაზე სურდა დარჩენა, რათა ბავშვებს შეძლებოდათ მისი მონახულება. 2002 წლის იანვარში განსახლების ოფიცერმა, იცოდა რა რომ შენობა არ იყო ცარიელი, მოინახულა განმცხადებლის მეუღლე და ხელი მოაწერინა ბინის გათავისუფლების შესახებ შეტყობინებაზე. ცოლი აცხადებს, რომ მას არ ურჩიეს და იმ დროს ვერ მიხვდა, რომ ეს განმცხადებელს დაუკარგავდა სახლში ცხოვრების ან მისი გაცვლის უფლებას. ადგილობრივმა ორგანომ შემდეგ მოიძია საკუთრების განკარგულება, რაც გაასაჩივრა. სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ ადგილობრივი ორგანო კანონიერად მოქმედებდა და ბინის გათავისუფლების შესახებ შეტყობინება ძალაში იყო მიუხედავად იმისა, რომ მას ხელი მოაწერეს შედეგების ცოდნის გარეშე. ეს გადაწყვეტილება ძალაში დარჩა განმცხადებლის მიერ სასამართლო გადახედვის მოთხოვნის და სააპელაციო გასაჩივრების შემდეგაც. განმცხადებელი გამოასახლეს სახლიდან.
კანონმდებლობა: მე-8 მუხლი - ბინის გათავისუფლების შესახებ შეტყობინება და სარგებლობასთან დაკავშირებული საქმისწარმოება განმცხადებლის საცხოვრებლის პატივისცემის უფლებაში ჩარევას წარმოადგენდა. ჩარევა მოხდა კანონის შესაბამისად და ემსახურებოდა ლეგიტიმურ მიზანს, ადგილობრივი ორგანოს დაებრუნებინა საკუთრებით სარგებლობის უფლება იმ პირისგან, ვისაც საცხოვრებელში ყოფნის არც სახელშეკრულებო ან სხვა რაიმე უფლება გააჩნდა და უზრუნველეყო განსახლების კანონით დადგენილი წესის დაცვა. [ადამიანის უფლებათა ევროპულმა] სასამართლომ აღნიშნა, რომ ნებისმიერ პირს, რომელიც საცხოვრებლის დაკარგვის რისკის ქვეშ არის, უნდა შეეძლოს მის მიმართ გამოყენებული ზომის პროპორციულობის განსაზღვრა დამოუკიდებელი ტრიბუნალის მიერ, იმ შემთხვევაშიც კი თუ საცხოვრებლის დაკავების უფლება ამოწურულია ეროვნული კანონმდებლობის მიხედვით. გაერთიანებული სამეფოს კანონმდებლობამ საჯარო სახლების გამოყოფის რთული სისტემა შექმნა, რაც ასევე მოიცავს 1985 წლის განსახლების კანონის 84-ე განყოფილების დებულებებით დადგენილ მსგავსი დამქირავებლების დაცვას საჯარო ორგანოების გამქირავებლების მეშვეობით. მას შემდეგ რაც ადგილობრივმა ორგანომ გადაწყვიტა განმცხადებლის გასახლება კანონით დადგენილი სქემის მიხედვით, განმცხადებელი უფლებამოსილი იყო ეთხოვა სასამართლოებისთვის, შეესწავლათ მისი პირადი მდგომარეობა, მათ შორის ბავშვების საცხოვრებლით უზრუნველყოფის საჭიროება, მართლაც დატოვა თუ არა მისმა მეუღლემ ოჯახი ოჯახური ძალადობის გამო. თუმცა ადგილობრივმა ორგანომ არჩია კანონით დადგენილი წესის დაცვა, განმცხადებლის მეუღლისთვის ბინის გათავისუფლების შესახებ საერთო სამართლის გაფრთხილებაზე ხელმოწერის თხოვნით, რამაც გამოიწვია განმცხადებლის უფლების შეწყვეტა დაუყოვნებელი შედეგით, დაეტოვებინა სახლი. ამ საქმის მიმდინარეობისას სახელმწიფო ორგანომ არ გაითვალისწინა განმცხადებლის უფლება საცხოვრებლის პატივისცემაზე. არც სარგებლობასთან დაკავშირებული თანმდევი საქმისწარმოების ან სასამართლო განხილვის დროს ჰქონდა დამოუკიდებელ ტრიბუნალს შესაძლებლობა შეესწავლა, იყო თუ არა განმცხადებლის მიერ საცხოვრებლის დაკარგვა დასახულ ლეგიტიმურ მიზანთან მიმართებით პროპორციული. შეეძლო თუ არა ცოლს გაეგო ან სურდა თუ არა ბინის გათავისუფლების შესახებ შეტყობინების შედეგები, ამას არ ქონდა არსებითი მნიშვნელობა. გამარტივებული წარმოების ფარგლებში გამქირავებლისთვის ხელმისაწვდომი პროცედურული გარანტიები რითაც ერთი საერთო დამქირავებელი იღებდა ბინის გათავისუფლების შესახებ შეტყობინებას, არაადეკვატური იყო.
დადგენილება: დარღვევა (ერთხმად).
41-ე მუხლი - 2 000 ევრო არამატერიალური ზიანის სანაცვლოდ.
© ევროპის საბჭო/ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო
სამდივნოს მიერ მომზადებული ეს მოკლე შეჯამება სავალდებულო არ არის სასამართლოსთვის
სასამართლო გადაწყვეტილებების მოკლე შეჯამებებისთვის მიჰყევით ბმულს Case-Law Information Notes
© ევროპის საბჭო/ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო, 2012
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს ოფიციალური ენებია ინგლისური და ფრანგული. წინამდებარე თარგმანი შესრულებულია ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა სატრასტო ფონდის ხელშეწყობით (/humanrightstrustfund). იგი სასამართლოსათვის სავალდებულო ხასიათს არ ატარებს და არც მის ხარისხზე აკისრებს პასუხისმგებლობას. მოცემული დოკუმენტი შეიძლება ჩამოტვირთულ იქნას ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს HUDOC სასამართლო პრაქტიკის მონაცემთა ბაზიდან () ან ნებისმიერი სხვა მონაცემთა ბაზიდან, რომელთანაც სასამართლომ მოახდინა მისი გაზიარება. დასაშვებია თარგმანის რეპროდუქცირება არაკომერციული მიზნებისათვის იმ პირობით, რომ მოხდება საქმის სრული სახელწოდების ციტირება, მოცემულ საავტორო უფლებების აღნიშვნასა და ადამიანის უფლებათა სატრასტო ფონდზე მითითებით. წინამდებარე თარგმანის ნებისმიერი ნაწილის კომერციული მიზნებით გამოყენების სურვილის შემთხვევაში, გთხოვთ მოგვწეროთ შემდეგ მისამართზე: publishing@.
© Council of Europe/European Court of Human Rights, 2012
The official languages of the European Court of Human Rights are English and French. This translation was commissioned with the support of the Human Rights Trust Fund of the Council of Europe (/humanrightstrustfund). It does not bind the Court, nor does the Court take any responsibility for the quality thereof. It may be downloaded from the HUDOC case-law database of the European Court of Human Rights () or from any other database with which the Court has shared it. It may be reproduced for non-commercial purposes on condition that the full title of the case is cited, together with the above copyright indication and reference to the Human Rights Trust Fund. If it is intended to use any part of this translation for commercial purposes, please contact publishing@.
© Conseil de l’Europe/Cour européenne des droits de l’homme, 2012
Les langues officielles de la Cour européenne des droits de l’homme sont le français et l’anglais. La présente traduction a été effectuée avec le soutien du Fonds fiduciaire pour les droits de l’homme du Conseil de l’Europe (/humanrightstrustfund). Elle ne lie pas la Cour, et celle-ci décline toute responsabilité quant à sa qualité. Elle peut être téléchargée à partir de HUDOC, la base de jurisprudence de la Cour européenne des droits de l’homme (), ou de toute autre base de données à laquelle HUDOC l’a communiquée. Elle peut être reproduite à des fins non commerciales, sous réserve que le titre de l’affaire soit cité en entier et s’accompagne de l’indication de copyright ci-dessus ainsi que de la référence au Fonds fiduciaire pour les droits de l’homme. Toute personne souhaitant se servir de tout ou partie de la présente traduction à des fins commerciales est invitée à le signaler à l’adresse suivante : publishing@.
Full & Egal Universal Law Academy