© ევროპის საბჭო/ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო, 2013. წინამდებარე თარგმანი შესრულებულია ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა სატრასტო ფონდის ხელშეწყობით (/humanrightstrustfund). სასამართლოსათვის იგი სავალდებულო ხასიათს არ ატარებს. დამატებითი ინფორმაციისათვის იხილეთ საავტორო უფლებების სრული მიმოხილვა მოცემული დოკუმენტის ბოლოს.
Council of Europe/European Court of Human Rights, 2013. This translation was commissioned with the support of the Human Rights Trust Fund of the Council of Europe (/humanrightstrustfund). It does not bind the Court. For further information see the full copyright indication at the end of this document.
Conseil de l’Europe/Cour Européenne des Droits de l’Homme, 2013. La présente traduction a été effectuée avec le soutien du Fonds fiduciaire pour les droits de l’homme du Conseil de l’Europe (/humanrightstrustfund). Elle ne lie pas la Cour. Pour plus de renseignements veuillez lire l’indication de copyright/droits d’auteur à la fin du présent document.
საინფორმაციო ფურცელი №158 სასამართლოს პრეცედენტული სამართლის შესახებ
დეკემბერი, 2012
მიშო საფრანგეთის წინააღმდეგ - 12323/11
გადაწყვეტილება 6.12.2012 [V სექცია]
მე-8 მუხლი
მე-8 მუხლის 1-ლი ნაწილი
მიმოწერის დაცვა
პირადი ცხოვრების დაცვა
ადვოკატების ვალდებულება, განაცხადონ ეჭვი კლიენტების მიერ ფულის გათეთრების შესახებ, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ეჭვები ეფუძნება სასამართლო პროცესზე კლიენტის სახელით მოქმედების პერიოდში მოპოვებულ ინფორმაციას: დარღვევა არ დადგინდა
ფაქტები – ადვოკატთა ეროვნული ასოციაციის საბჭომ 2007 წლის ივლისში გადაწყვიტა პროფესიული რეგულაციის მიღება, რომლის მიზანიც იქნებოდა, inter alia, ფულის გათეთრების წინააღმდეგ ბრძოლის კონტექსტში იურისტის პროფესიაზე დაკისრებული ვალდებულებების განხორცილების უზრუნველყოფა ევროპული დირექტივის შესაბამისად. ამგვარად, ადვოკატები ვალდებულები გახდნენ, გარკვეულ გარემოებებში ფინანსური დაზვერვის ეროვნული ორგანოსთვის (Tracfin) მიეწოდებინათ ინფორმაცია მათი კლიენტების კუთვნილი ფულის ოდენობების შესახებ, თუკი ეჭვი გაუჩნდებოდათ, რომ ეს ფული მოპოვებული იყო დანაშაულებრივი საქმიანობის გზით, როგორიცაა ფულის გათეთრება. 2007 წლის ოქტომბერში მომჩივანმა, ადვოკატმა, Conseil d’Etat-ს მიმართა, გაეუქმებინა ადვოკატთა ასოციაციის საბჭოს გადაწყვეტილება. 2010 წლის 23 ივლისს მას საჩივარზე უარი ეთქვა.
სამართალი – მე-8 მუხლი: ადვოკატებზე დაკისრებული ვალდებულება, განეცხადებინათ თავიანთი ეჭვების შესახებ, მათი მიმოწერის დაცვის უფლებაში ჩარევას წარმოადგენდა, რადგან მათ მოეთხოვებოდათ, ადმინისტრაციული ორგანოსთვის მიეწოდებინათ სხვა პირის შესახებ ინფორმაცია, რომელიც მათ შორის მიმოწერით იყო მოპოვებული. ეს ასევე შეადგენდა ჩარევას მათი პირადი ცხოვრების დაცვის უფლებაში, რაც პროფესიულ ან ბიზნეს საქმიანობებსაც მოიცავდა. აღსანიშნავია, რომ მომჩივანს არ ჰქონია მიზეზი, განეცხადებინა ამგვარი ეჭვების შესახებ; არც განუცხადებლობის გამო გამოყენებულა მის მიმართ რაიმე სანქცია, სადავო რეგულაციების შესაბამისად. თუმცა ან თავად დაიცავდა რეგულაციებს, როცა განსახილველი გარემოებები არსებობდა, ან, თუკი ასე არ მოიქცეოდა, მის წინააღმდეგ დისციპლინური სანქციები ამუშავდებოდა, მათ შორის, საადვოკატო საქმიანობის უფლების ჩამორთმევა. ამგვარად, ეჭვების შესახებ განცხადების ვალდებულება მომჩივნის, როგორც ადვოკატის, მე-8 მუხლით გარანტირებული უფლებების განხორციელებაში „განგრძობად ჩარევას“ წარმოადგენდა, კლიენტებთან პროფესიულ მიმოწერასთან მიმართებაში.
ეჭვების შესახებ განცხადების ადვოკატებზე დაკისრებული ვალდებულება შესაბამისობაში იყო სავალუტო-საფინანსო კოდექსთან. კანონი ხელმისაწვდომი იყო და ნათლად აღწერდა იმ საქმიანობებს, რომელთა მიმართაც შეიძლებოდა მისი გამოყენება. სადავო ჩარევა ფულის გათეთრების წინააღმდეგ საბრძოლველად იყო გამიზნული და სისხლის სამართლის დანაშაულებს შეეხებოდა, ისახავდა რა, ამგვარად, უწესრიგობისა და დანაშაულის თავიდან აცილების მართლზომიერ მიზანს.
ყურადღების გამახვილებისა და ეჭვების შესახებ განცხადების ვალდებულებები ევროპული დირექტივების სავალუტო-საფინანსო კოდექსში ტრანსპოზიციის შედეგად წარმოიშვა; საფრანგეთი, ევროკავშირის წევრობიდან გამომდინარე სამართლებრივი ვალდებულებების გამო, მოვალე იყო, ეს დაეცვა. მიუთითებდა რა ბოსფორის ავიახაზების საქმეზე მიღებულ გადაწყვეტილებაზე, მთავრობის აზრით, უნდა ჩათვლილიყო, რომ საფრანგეთი კონვენციის მოთხოვნებს აკმაყოფილებდა, იმის გათვალისწინებით, რომ იგი უბრალოდ ასრულებდა ზემოხსენებულ ვალდებულებებს და რომ აღიარებული იყო, რომ ევროკავშირი ფუნდამენტური უფლებების იმგვარ დაცვას უზრუნველყოფდა, როგორიც კონვენციით იყო გარანტირებული. თუმცა წინამდებარე საქმე ბოსფორის ავიახაზების საქმისგან ორი ძირითადი ასპექტით განსხვავდებოდა. ის ეხებოდა საფრანგეთის მიერ დირექტივების შესრულების ვალდებულებას, რაც წევრ სახელმწიფოებს ეკისრებოდათ მისაღწევ შედეგთან მიმართებაში, მაგრამ მათ ჰქონდათ მეთოდისა და ფორმის არჩევის თავისუფლება. ამდენად, საკითხი – ჰქონდა თუ არა შედეგად საფრანგეთს, ევროკავშირის წევრობიდან გამომდინარე ვალდებულებების შესრულებისას, საკმარისი დისკრეცია, შეეჩერებინა ეკვივალენტური დაცვის პრეზუმფციის ამოქმედება – არ იყო უადგილო. გარდა ამისა და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, Conseil d’Etat-მა, როცა გადაწყვიტა, მართლმსაჯულების ევროპული სასამართლოსთვის არ მიემართა წინასწარი გადაწყვეტილების გამოტანის მოთხოვნით, მიუხედავად იმისა, რომ ამ სასამართლოს მის წინაშე დასმული, კონვენციის უფლებებთან დაკავშირებული საკითხი ჯერ არ ჰქონია განხილული, მანამდე გამოიტანა გადაწყვეტილება, სანამ ფუნდამენტური უფლებების კონტროლის შესაბამისმა საერთაშორისო მექანიზმმა, არსებითად კონვენციის ტოლფასმა, მთელი თავისი პოტენციალის გამოვლენა შეძლო. ამ გადაწყვეტილებისა და განსახილველი საკითხის მნიშვნელობის გათვალისწინებით, ეკვივალენტური დაცვის პრეზუმფცია არ იყო გამოყენებადი. ამდენად, სასამართლოს უნდა დაედგინა, იყო თუ არა ჩარევა აუცილებელი კონვენციის მე-8 მუხლის მნიშვნელობით.
Conseil d’Etat-ის ანალიზს სასამართლო დაეთანხმა 2010 წლის 23 ივლისის გადაწყვეტილებაში, რომელშიც, იმის აღნიშვნის შემდეგ, რომ მე-8 მუხლი პროფესიული პრივილეგიის ფუნდამენტურ უფლებას იცავდა, დადგინდა, რომ ეჭვების შესახებ განცხადების ვალდებულებისთვის ადვოკატების დაქვემდებარება არ წარმოადგენდა ზედმეტ ჩარევას საჯარო ინტერესის თვალსაზრისით, რაც თან ახლდა ფულის გათეთრების წინააღმდეგ ბრძოლას და გარანტიას, რომელიც სასამართლო პროცესებზე კლიენტების სახელით მოქმედებისას ადვოკატების მიერ მიღებული ან მოპოვებული ინფორმაციიდან მისი ამორიცხვით გამოიხატებოდა, და იურიდიული რჩევის მიწოდების კონტექსტში მიღებულ ან მოპოვებულ ინფორმაციას (გარდა იმ შემთხვევებისა, როცა იურიდიული მრჩევლი თავისი საქმიანობით აქტიურ როლს თამაშობდა ფულის გათეთრებაში). იურისტის პროფესიული პრივილეგია არ იყო ხელშეუხებელი. ის უნდა შეფასდეს იმ ნაბიჯებთან მიმართებაში, რომლებიც გადაიდგმება უკანონო საქმიანობიდან – რაც, თავისთავად, შეიძლება დანაშაულებრივი საქმიანობის დაფინანსებისთვის გამოიყენობოდა – მიღებული შემოსავლების გათეთრების წინააღმდეგ ბრძოლისთვის. ევროპული დირექტივები ამ ლოგიკას მიჰყვებოდა. თუნდაც რომელიმე ადვოკატი, ვინც ფულის გათეთრების ოპერაციაში მონაწილეობდა, სისხლისსამართლებრივად პასუხისმგებელი ყოფილიყო, ეს ვერ გააუქმებდა გადაწყვეტილებას, რომელიც ითვალისწინებდა იმ მასშტაბის სადამსჯელო სანქციებს, რომელსაც კონკრეტულად პრევენციული მიზანი ჰქონდა. დასასრულ, სადავო ჩარევის პროპორციულობის შესაფასებლად ორი ელემენტი იყო გადამწყვეტი. პირველი უკავშირდებოდა იმ ფაქტს, რომ ეჭვების შესახებ განცხადების ვალდებულება ადვოკატებს მხოლოდ ორ შემთხვევაში ეკისრებოდათ: პირველი, როცა, ისინი, პროფესიული მოვალეობების კონტექსტში, კლიენტების სახელით ან დავალებით, მონაწილეობდნენ ფინანსურ ან ქონებრივ გარიგებებში ან მოქმედებდნენ, როგორც მათი ნდობით აღჭურვილი პირები; და მეორე, როცა ისინი, კვლავაც პროფესიული მოვალეობების კონტექსტში, კლიენტებს ეხმარებოდნენ ცალკეულ განსაზღვრულ ოპერაციებთან* დაკავშირებული გარიგებების მომზადებასა და განხორციელებაში. ამგვარად, ეჭვების შესახებ განცხადების ვალდებულება შეეხებოდა მხოლოდ იმ საქმიანობას, რომელიც ადვოკატისთვის დაკისრებული დაცვის როლისგან შორს იყო და რომელიც სხვა პროფესიის წარმომადგენლების – რომლებიც ასევე ექვემდებარებოდნენ ზემოხსენებულ ვალდებულებას – საქმიანობას ჰგავდა. მეორე ელემენტი იყო ის ფაქტი, რომ კანონმდებლობაში არსებობდა ფილტრი, რომელიც იცავდა პროფესიული პრივილეგიას: ადვოკატები ანგარიშებს პირდაპირ Tracfin-ს არ უგზავნიდნენ, არამედ, საჭიროებისამებრ, Conseil d’Etat-ის და საკასაციო სასამართლოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარეს ან ადვოკატთა იმ ასოციაციის თავმჯდომარეს, რომლის წევრებიც თავად იყვნენ. ამდენად, ინფორმაცია ხელმისაწვდომი იყო სპეციალისტისთვის, ვინც არა მხოლოდ თავად ექვემდებარებოდა ქცევის იმავე წესებს, არამედ ასევე არჩეული იყო კოლეგების მიერ ამ წესების დაცვის უზრუნველსაყოფად, გარანტირებული იყო რა, ამგვარად, რომ პროფესიული პრივილეგია არ დაირღვეოდა. ადვოკატთა შესაბამისი ასოციაციის თავმჯდომარე ეჭვების შესახებ ინფორმაციას Tracfin-ს გადასცემდა მხოლოდ მას შემდეგ, რაც დარწმუნდებოდა, რომ სავალუტო-საფინანსო კოდექსით დადგენილი პირობები დაცული იყო.
ამგვარად, როგორც იგი განხორციელდა და მართლზომიერი მიზნისა და დემოკრატიულ საზოგადოებაში ამ უკანასკნელის განსაკუთრებული მნიშვნელობის გათვალისწინებით, ეჭვების შესახებ განცხადების ვალდებულება იურისტის პროფესიულ პრივილეგიაში არაპროპორციულ ჩარევას არ წარმოადგენდა.
დასკვნა: დარღვევა არ დადგინდა (ერთხმად).
(იხილეთ Bosphorus Hava Yolları Turizm Anonim Şirketi v. Ireland [GC], no. 45036/98, 30 June 2005, საინფორმაციო ფურცელი)
* ეს ოპერაციები იყო: (1) უძრავი ქონებისა და ბიზნეს-ორგანიზაციების ყიდვა-გაყიდვა; (2) კლიენტის ფულის, ფასიანი ქაღალდების ან სხვა აქტივების მართვა; (3) საბანკო, შემნახველი ან ფასიანი ქაღალდების ანგარიშების გახსნა; (4) კომპანიების შექმნისთვის საჭირო შენატანების ორგანიზება; (5) კომპანიების შექმნა, ექსპლუატაცია ან მართვა; (6) უცხო ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად შექმნილი კონცერნების ან მსგავსი სტრუქტურების შექმნა, ექსპლუატაცია ან მართვა.
© ევროპის საბჭო/ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო
სამდივნოს მიერ მომზადებული მოცემული მოკლე მიმოხილვა
სასამართლოსათვის არასავალდებულოა.
იხილეთ აქ სასამართლო პრაქტიკის საინფორმაციო ბროშურები
© ევროპის საბჭო/ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო, 2013
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს ოფიციალური ენებია ინგლისური და ფრანგული. წინამდებარე თარგმანი შესრულებულია ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა სატრასტო ფონდის ხელშეწყობით (/humanrightstrustfund). იგი სასამართლოსათვის სავალდებულო ხასიათს არ ატარებს და არც მის ხარისხზე აკისრებს პასუხისმგებლობას. მოცემული დოკუმენტი შეიძლება ჩამოტვირთულ იქნას ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს HUDOC სასამართლო პრაქტიკის მონაცემთა ბაზიდან () ან ნებისმიერი სხვა მონაცემთა ბაზიდან, რომელთანაც სასამართლომ მოახდინა მისი გაზიარება. დასაშვებია თარგმანის რეპროდუქცირება არაკომერციული მიზნებისათვის იმ პირობით, რომ მოხდება საქმის სრული სახელწოდების ციტირება, მოცემულ საავტორო უფლებების აღნიშვნასა და ადამიანის უფლებათა სატრასტო ფონდზე მითითებით. წინამდებარე თარგმანის ნებისმიერი ნაწილის კომერციული მიზნებით გამოყენების სურვილის შემთხვევაში, გთხოვთ მოგვწეროთ შემდეგ მისამართზე: publishing@.
© Council of Europe/European Court of Human Rights, 2013
The official languages of the European Court of Human Rights are English and French. This translation was commissioned with the support of the Human Rights Trust Fund of the Council of Europe (/humanrightstrustfund). It does not bind the Court, nor does the Court take any responsibility for the quality thereof. It may be downloaded from the HUDOC case-law database of the European Court of Human Rights () or from any other database with which the Court has shared it. It may be reproduced for non-commercial purposes on condition that the full title of the case is cited, together with the above copyright indication and reference to the Human Rights Trust Fund. If it is intended to use any part of this translation for commercial purposes, please contact publishing@.
© Conseil de l’Europe/Cour européenne des droits de l’homme, 2013
Les langues officielles de la Cour européenne des droits de l’homme sont le français et l’anglais. La présente traduction a été effectuée avec le soutien du Fonds fiduciaire pour les droits de l’homme du Conseil de l’Europe (/humanrightstrustfund). Elle ne lie pas la Cour, et celle-ci décline toute responsabilité quant à sa qualité. Elle peut être téléchargée à partir de HUDOC, la base de jurisprudence de la Cour européenne des droits de l’homme (), ou de toute autre base de données à laquelle HUDOC l’a communiquée. Elle peut être reproduite à des fins non commerciales, sous réserve que le titre de l’affaire soit cité en entier et s’accompagne de l’indication de copyright ci-dessus ainsi que de la référence au Fonds fiduciaire pour les droits de l’homme. Toute personne souhaitant se servir de tout ou partie de la présente traduction à des fins commerciales est invitée à le signaler à l’adresse suivante : publishing@.
Full & Egal Universal Law Academy