© ევროპის საბჭო/ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო, 2012. წინამდებარე თარგმანი შესრულებულია ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა სატრასტო ფონდის ხელშეწყობით (/humanrightstrustfund). სასამართლოსათვის იგი სავალდებულო ხასიათს არ ატარებს. დამატებითი ინფორმაციისათვის იხილეთ საავტორო უფლებების სრული მიმოხილვა მოცემული დოკუმენტის ბოლოს.
Council of Europe/European Court of Human Rights, 2012. This translation was commissioned with the support of the Human Rights Trust Fund of the Council of Europe (/humanrightstrustfund). It does not bind the Court. For further information see the full copyright indication at the end of this document.
Conseil de l’Europe/Cour Européenne des Droits de l’Homme, 2012. La présente traduction a été effectuée avec le soutien du Fonds fiduciaire pour les droits de l’homme du Conseil de l’Europe (/humanrightstrustfund). Elle ne lie pas la Cour. Pour plus de renseignements veuillez lire l’indication de copyright/droits d’auteur à la fin du présent document.
საინფორმაციო შეტყობინება სასამართლოს პრეცედენტულ სამართალზე #107
აპრილი, 2008
M SRL მოლდოვეთის წინააღმდეგ - 21151/04
გადაწყვეტილება 8.4.2008 [IV სექცია]
1-ელი დამატებითი ოქმის 1-ელი მუხლი
1-ელი დამატებითი ოქმის 1-ელი მუხლის 1-ელი ნაწილი
საკუთრებით შეუფერხებელი სარგებლობა
ინტერნეტ-მომსახურების პროვაიდერი კომპანიისთვის საქმიანობის ლიცენზიის ჩამორთმევა წესების წმინდა ფორმალური დარღვევისთვის: დარღვევა
ფაქტები: განმცხადებელმა კომპანიამ, კერძო კორპორაციამ, რომელიც მოლდოვეთში ინტერნეტ-მომსახურების ყველაზე მსხვილი მიმწოდებელი იყო იმ დროისთვის, 2002 წლის ნოემბერში შეიცვალა სათაო ოფისი. ცვლილება დარეგისტრირდა სახელმწიფო რეგისტრაციის პალატაში და საგადასახადო ორგანოებსაც გაეგზავნათ შეტყობინება. 2003 წლის მაისში განმცხადებელმა მიმართა კომუნიკაციების მარეგულირებელ ეროვნულ ორგანოს (ANRTI) დამატებითი ლიცენზიისთვის. მიუხედავად იმისა, რომ კომპანიამ თავისი ახალი იურიდიული მისამართი მიუთითა, ლიცენზია გაიცა ძველ მისამართზე. 2003 წლის სექტემბერში განმცხადებელმა კომპანიამ და სხვა ოპერატორებმა მარეგულირებელი ორგანოსგან მიიღო წერილი, რომლითაც მათ ეთხოვა ათი დღის ვადაში თავიანთი იურიდიული მისამართის შეტყობინება, წინააღმდეგ შემთხვევაში მათ ემუქრებოდა ლიცენზიის შეჩერება. მიუხედავად იმისა, რომ კომპანიამ სცადა ამ შეცდომის გამოსწორება, მარეგულირებელმა ორგანომ სადავო გახადა მისთვის მიწოდებული ინფორმაცია და პასუხზე დალოდების ან ლიცენზიის მოქმედების შეჩერების გარეშე გააუქმეს ლიცენზია. მალე წესებში შევიდა ცვლილება, რის თანახმადაც განმცხადებელ კომპანიას უფლება არ ქონდა, მიემართა ახალი ლიცენზიის მოთხოვნით მომდევნო ექვსი თვის განმავლობაში. მარეგულირებელი კომისიის გადაწყვეტილებაზე საჩივარი არ დააკმაყოფილა სასამართლოებმა და შესაბამისად ის ბიზნესიდან განიდევნა. 50-ზე მეტ კომპანიას შორის, რომლებმაც არ შეასრულეს მარეგულირებელი ორგანოს წერილობითი მოთხოვნა, განმცხადებელი კომპანია ერთადერთი იყო ვისაც ლიცენზია გაუუქმეს, დანარჩენებს სამი თვით შეუჩერდათ ლიცენზიის მოქმედება.
კანონმდებლობა: 1-ელი დამატებით ოქმის 1-ელი მუხლი - ლიცენზიის შეწყვეტა იყო საკუთრებით სარგებლობაზე კონტროლის ზომა, რომელიც ექცევა 1-ელი დამატებითი ოქმის 1-ელი მუხლის მე-2 ნაწილის მოქმედებაში. ცენტრალურ საკითხს წარმოადგენდა პროპორციულობა. რაც შეეხება განმცხადებელი კომპანიის მიერ წესების დაუცველობას, მოპასუხე სახელმწიფომ ვერ მიუთითა რაიმე ზიანზე, რაც გამოიწვია ლიცენზიის ტექსტში მისამართის შეცვლის მიუთითებლობამ. მარეგულირებელმა ორგანომ ძალიან კარგად იცოდა მისამართის ცვლილების შესახებ და არ ქონია განმცხადებელ კომპანიასთან დაკავშირების პრობლემა. სხვა სახელმწიფო ორგანოები და კლიენტებიც ინფორმირებული იყვნენ. არ არსებობდა ეჭვი იმის შესახებ, რომ კომპანია ცდილობდა გადასახადებისთვის თავის არიდებას. ამ გარემოებების გათვალისწინებით, გამაოგნებელი იყო ასეთი მკაცრი ზომის გამოყენება მოლდოვეთის ყველაზე მსკვილი ინტერნეტ-მომსახურების კომპანიის მიმართ და ამით მისი იძულება შეეწყვიტა საქმიანობა და გაეყიდა მთელი ქონება. თავის მხრივ მარეგულირებელმა კომპანიამ ვერ შეასრულა თავისი, როგორც სახელმწიფო ორგანოს მოვალეობები, ემოქმედა დროულად, სათანადოდ და თანმიმდევრულად. მიუხედავად იმისა, რომ მას შეატყობინეს მისამართის ცვლილება, განმცხადებელზე ახალი ლიცენზია გაიცა ძველი მისამართის მითითებით, მარეგულირებელი დუმილით დაეთანხმა რა ლიცენზიაში ტექნიკურ შეცდომას და მოგვიანებით განმცხადებელი კომპანია შეცდომაში შეყვანით დააჯერა, რომ მას შეეძლო საქმიანობის გაგრძელება იმ პირობით, რომ მოთხოვნილ ინფორმაცია დათქმულ დროში მიაწვდიდა. აუცილებელი პროცედურული გარანტიებიც არ იყო დაცული, რადგანაც განმცხადებელ კომპანიას არანაირი საშულება არ მიეცა ახსნა-განმარტებით წარმდგარიყო მარეგულირებელი ორგანოს წინაშე, ხოლო გასაჩივრებისას, საქმე განიხილეს განმცხადებლის დაუსწრებლად, მას შემდეგ რაც მისი განცხადება შეფერხების შესახებ დასაბუთების გარეშე განუხილველი დარჩა. ეროვნული სასამართლოების მხრიდან საქმის შესწავლა ნამდვილად ფორმალისტური იყო, დაბალანსებული შეფასებების გარეშე. და ბოლოს, გამოიკვეთა დისკრიმინაციული მოპყრობის მტკიცებულება, რადგანაც განმცხადებელ კომპანიას ბევრად უფრო მკაცრად მოეპყრნენ ვიდრე მსგავს მდგომარეობაში მყოფ სხვა კომპანიებს. პროცედურების თვითნებურობის, დისკრიმინაციული მოპყრობისა და არაპროპორციულად მკაცრი ზომების გამოყენების გათვალისწინებით არ შეიძლება ჩაითვალოს, რომ სახელმწიფო ორგანოებმა დაიცვეს ნამდვილი და თანმიმდევრული განხილვის მიდგომა ლიცენზიის გაუქმებისას და შესაბამისად ვერ უზრუნველყვეს აუცილებელი სამართლიანი ბალანსი.
დადგენილება: დარღვევა (ერთხმად).
41-ე მუხლი - არ არის მზად გადაწყვეტილებისთვის.
© ევროპის საბჭო/ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო
სამდივნოს მიერ მომზადებული ეს მოკლე შეჯამება სავალდებულო არ არის სასამართლოსთვის
სასამართლო გადაწყვეტილებების მოკლე შეჯამებებისთვის მიჰყევით ბმულს Case-Law Information Notes
© ევროპის საბჭო/ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო, 2012
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს ოფიციალური ენებია ინგლისური და ფრანგული. წინამდებარე თარგმანი შესრულებულია ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა სატრასტო ფონდის ხელშეწყობით (/humanrightstrustfund). იგი სასამართლოსათვის სავალდებულო ხასიათს არ ატარებს და არც მის ხარისხზე აკისრებს პასუხისმგებლობას. მოცემული დოკუმენტი შეიძლება ჩამოტვირთულ იქნას ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს HUDOC სასამართლო პრაქტიკის მონაცემთა ბაზიდან () ან ნებისმიერი სხვა მონაცემთა ბაზიდან, რომელთანაც სასამართლომ მოახდინა მისი გაზიარება. დასაშვებია თარგმანის რეპროდუქცირება არაკომერციული მიზნებისათვის იმ პირობით, რომ მოხდება საქმის სრული სახელწოდების ციტირება, მოცემულ საავტორო უფლებების აღნიშვნასა და ადამიანის უფლებათა სატრასტო ფონდზე მითითებით. წინამდებარე თარგმანის ნებისმიერი ნაწილის კომერციული მიზნებით გამოყენების სურვილის შემთხვევაში, გთხოვთ მოგვწეროთ შემდეგ მისამართზე: publishing@.
© Council of Europe/European Court of Human Rights, 2012
The official languages of the European Court of Human Rights are English and French. This translation was commissioned with the support of the Human Rights Trust Fund of the Council of Europe (/humanrightstrustfund). It does not bind the Court, nor does the Court take any responsibility for the quality thereof. It may be downloaded from the HUDOC case-law database of the European Court of Human Rights () or from any other database with which the Court has shared it. It may be reproduced for non-commercial purposes on condition that the full title of the case is cited, together with the above copyright indication and reference to the Human Rights Trust Fund. If it is intended to use any part of this translation for commercial purposes, please contact publishing@.
© Conseil de l’Europe/Cour européenne des droits de l’homme, 2012
Les langues officielles de la Cour européenne des droits de l’homme sont le français et l’anglais. La présente traduction a été effectuée avec le soutien du Fonds fiduciaire pour les droits de l’homme du Conseil de l’Europe (/humanrightstrustfund). Elle ne lie pas la Cour, et celle-ci décline toute responsabilité quant à sa qualité. Elle peut être téléchargée à partir de HUDOC, la base de jurisprudence de la Cour européenne des droits de l’homme (), ou de toute autre base de données à laquelle HUDOC l’a communiquée. Elle peut être reproduite à des fins non commerciales, sous réserve que le titre de l’affaire soit cité en entier et s’accompagne de l’indication de copyright ci-dessus ainsi que de la référence au Fonds fiduciaire pour les droits de l’homme. Toute personne souhaitant se servir de tout ou partie de la présente traduction à des fins commerciales est invitée à le signaler à l’adresse suivante : publishing@.
Full & Egal Universal Law Academy