© ევროპის საბჭო/ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო, 2015. წინამდებარე თარგმანი შესრულებულია ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა სატრასტო ფონდის ხელშეწყობით (/humanrightstrustfund). სასამართლოსათვის იგი სავალდებულო ხასიათს არ ატარებს. დამატებითი ინფორმაციისათვის იხილეთ საავტორო უფლებების სრული მიმოხილვა მოცემული დოკუმენტის ბოლოს.
© Council of Europe/European Court of Human Rights, 2015. This translation was commissioned with the support of the Human Rights Trust Fund of the Council of Europe (/humanrightstrustfund). It does not bind the Court. For further information see the full copyright indication at the end of this document.
© Conseil de l’Europe/Cour Européenne des Droits de l’Homme, 2015. La présente traduction a été effectuée avec le soutien du Fonds fiduciaire pour les droits de l’homme du Conseil de l’Europe (/humanrightstrustfund). Elle ne lie pas la Cour. Pour plus de renseignements veuillez lire l’indication de copyright/droits d’auteur à la fin du présent document.
მეხუთე სექცია
გადაწყვეტილება საქმეზე მენესონი საფრანგეთის წინააღმდეგ
(საჩივარი #. 65192/11)
გადაწყვეტილება
(ამონარიდი)
სტრასბურგი
26 ივნისი 2014
წინამდებარე გადაწყვეტილება საბოლოოა კონვენციის მუხლი 44 § 2-ის მიხედვით, თუმცა შესაძლებელია დაექვემდებაროს სარედაქციო გადახედვას
საქმეზე მენესონი საფრანგეთის წინააღმდეგ,
ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ (მეხუთე სექციამ) შემდეგი შემადგენლობით:
მარკ ვილეგარი, თავმჯდომარე
ანგელიკა ნუსბერგერი,
ბოშტან ზუპანჩიჩი,
განა იუდკივსკა,
ვინსენტ ა დე გაეტანო,
ანდრე პოტოცკი,
ალეშ პეჟალი, მოსამართლეები,
და კლაუდია ვესტერდაიკი, სხდომის გამწესრიგებელი,
10 ივნისს 2014 წლის, განმარტოებით ითათბირა,
გამოიტანა შემდეგი გადაწყვეტილება, რომელიც მიიღო იმავე დღეს:
პროცედურა
1. საქმეს საფუძვლად უდევს საჩივარი (no. 65192/11) საფრანგეთის რესპუბლიკის წინააღმდეგ რომელიც ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა კონვენციის ("კონვენცია") 34-ე მუხლის შესაბამისად სასამართლოში შევიდა 2011 წლის 6 ოქტომბერს საფრანგეთის ორი მოქალაქის მიერ, ბ-ნი დომინიკ მენესონი („პირველი მომჩივანი“) და ქ-ნი სილვია მენესონი („მეორე მომჩივანი:“) და ამერიკის შეერთებული შტატების ორი მოქალაქის, ქ-ნი ვალენტინა მენესონის და ქ-ნი ფიორელა მენესონის („მესამე და მეოთხე მომჩივნები“) მიერ.
2. სასამართლოში მომჩივნებს წარმოადგენდა ბ-ნი პატრიკ სპინოსი, საკასაციო სასამართლოს ადვოკატი და Conseil d’Etat. საფრანგეთის მთავრობის („მთავრობა“) წარმოდგენილი იყო მისი წარმომადგენლით, ქ-ნი ედვიგ ბელიარდის მიერ, საგარეო საქმეთა სამინისტროში იურიდიული ურთიერთობების დეპარტამენტის დირექტორი.
3. 2012 წლის 12 თებერვალს სახელმწიფოს გადაეცა შეტყობინება საჩივრის თაობაზე და სექციის თავმჯდომარემ გადაწყვიტა, რომ მოცემულ საქმეზე სამართალწარმოება უნდა განხორციელდეს ლაბესი საფრანგეთის წინააღმდეგ საქმესთან სინქრონულად (საჩივარი #. 65941/11).
4. მომჩივნებმა და სახელმწიფომ წარმოადგინეს წერილობითი პოზიციები საქმის დასაშვებობის და არსებით მხარესთან დაკავშირებით.
5. 2013 წლის 10 ოქტომბერს სექციის თავმჯდომარემ გადაწყვიტა სასამართლოს რეგლამენტის მუხლი 54 § 2(ა)-ს შესაბამისად დამატებითი შეკითხვებით მიემართა მომჩივნებისთვის და მთავრობისთვის, რომელთა პასუხებიც წარმოდგენილ იქნა 2013 წლის 19 და 21 ნოემბერს შესაბამისად.
ფაქტები
I. საქმის გარემოებები
6. პირველი და მეორე მომჩივნები დაბადებული არიან 1965 და 1955 წლებში შესაბამისად. მესამე და მეოთხე მომჩივნები დაბადებული არიან 2000 წელს. ყველა მომჩივანი ცხოვრობს მაისონ-ალფორტში.
ა. მესამე და მეოთხე მომჩივნების დაბადება
7. პირველი და მეორე მომჩივნები არიან ცოლ-ქმარი. მათ არ ჰყავდათ შვილები მეორე მომჩივანის უშვილობის გამო.
8. საკუთარი გამეტის გამოყენებით ინ ვიტრო განაყოფიერების მეთოდით (ივგ) ბავშვის ჩასახვის რამოდენიმე წარუმატებელი მცდელობის შემდეგ, პირველმა და მეორე მომჩივნებმა გადაწყვიტეს ჩაეტარებინათ ივგ პირველი მომჩივანის გამეტის და დონორის კვერცხუჯრედის გამოყენებით იმ მოსაზრებით, რომ განაყოფიერებული ემბრიონის გადანერგვა მომხდარიყო სხვა ქალის საშვილოსნოში. შესაბამისად ისინი გაემგზავრნენ კალიფორნიაში, სადაც ეს პროცედურა კანონიერია და გააფორმეს შეთანხმება გესტაციური სუროგაციის შესახებ.
მომჩივნები აცხადებენ, რომ კალიფორნიის კანონმდებლობის მიხედვით, „სუროგატი დედა“ არ იღებს ფულს, არამედ ხდება მისი ხარჯების ანაზღაურება. მათ ასევე აღნიშნეს, რომ მას და მის მეუღლეს ბევრად უფრო მაღალი შემოსავალი ჰქონდათ ვიდრე მომჩივნებს და რომ მათი მხრიდან ეს იყო სოლიდარობის გამოხატულება.
9. 2000 წლის 1 მარტს დადგინდა რომ სუროგატი დედა ფეხმძიმედ იყო ტყუპებზე და კალიფორნიის უზენაესმა სასამართლომ, რომელსაც პირველმა და მეორე მომჩივნებმა და სუროგატმა დედამ და მამამ მიმართეს, 2000 წლის 14 ივლისის გადაწყვეტილებით დაადგინა, რომ პირველი მომჩივანი იქნებოდა „გენეტიკური მამა“ და მეორე მომჩივანი „იურიდიული დედა“ ნებისმიერი იმ ბავშვისთვის, რომელიც სუროგატ დედას გაუჩნდებოდა მომდევნო ოთხი თვის განმავლობაში. გადაწყვეტილებაში ასევე მითითებული იყო დეტალები, რომელიც უნდა ჩაწერილიყო დაბადების მოწმობაში და ასევე აღნიშნული იყო, რომ პირველი და მეორე მომჩივანი უნდა ყოფილიყვნენ დედა და მამა.
10. ტყუპები – მესამე და მეოთხე მომჩივნები - დაიბადნენ 2000 წლის 25 ოქტომბერს და მათი დაბადების მოწმობები შეივსო პუნქტი 9-ში მითითებული პირობების შესაბამისად.
ბ. საფრანგეთის საკონსულოს უარი დაბადების მოწმობის დეტალების რეგისტრაციაზე
11. 2000 წლის ნოემბრის დასაწყისში პირველი მომჩივანი მივიდა საფრანგეთის საკონსულოში, ლოს ანჟელესში, იმისათვის რომ დაბადების მოწმობების რეგისტრაცია მომხდარიყო დაბადების, ქორწინების და გარდაცვალების საფრანგეთის რეესტრში და ასევე მისი შვილების საკუთარ პასპორტში ჩასაწერად იმისათვის, რომ ისინი დაბრუნებულიყვნენ საფრანგეთში.
12. მომჩივანმა აღნიშნა, რომ წარსულში რამოდენიმე ფრანგმა წყვილმა მსგავს სიტუაციაში წარმატებით გაიარა ეს პროცედურა. კონსულმა უარი უთხრა პირველ მომჩივანს მოთხოვნის დაკმაყოფიელბაზე იმ საფუძვლით, რომ იგი ვერ ადასტურებდა, რომ მეორე მომჩივანმა გააჩინა ეს ბავშვები და ეჭვი შეიტანა სუროგაციაში და დოკუმენტაცია გადააგზავნა ნანტის საზოგადოებრივ პროკურორთან.
გ. პირველი და მეორე მომჩივნების მიმართ ჩატარებული გამოძიება
13. ამერიკის შეერთებული შტატების ფედერალურმა ადმინისტრაციამ გასცა პასპორტები ტყუპებისთვის, რომელშიც პირველი და მეორე მომჩივნები მითითებული იყვნენ, როგორც მშობლები და ოთხივე მომჩივანმა შეძლეს საფრანგეთში დაბრუნება 2000 წლის ნოემბერში.
14. 2000 წლის დეკემბერში წინასწარი გამოძიება ჩატარდა საზოგადოებრივი პროკურორის მოთხოვნის საფუძველზე.
15. 2001 წლის მაისში გამოძიება დაიწყო იმ პირის ან პირების მიმართ, რომელთა ვინაობა არ იყო ცნობილი და რომელთაც შეასრულეს შუამავლის როლი სუროგაციულ შეთანხმებაში და პრიველ და მეორე მომჩივნების მიმართ მცდარი წარმომადგენლობისთვის, რაც არღვევდა ბავშვების სამოქალაქო სტატუსს.
16. 2004 წლის 30 სექტემბერს, Créteil-ის საზოგადოებრივი პროკურორის პოზიციის შესაბამისად, გამოძიების მოსამართლემ მიიღო გადაწყვეტილება საქმის არ არსებობის შესახებ, ვინაიდან მოქმედებები განხორციელდა ამერიკის შეერთებული შტატების ტერიტორიაზე, სადაც ეს მოქმედებები არ არის კლასიფიცირებული როგორც დანაშაული და შესაბამისად ვერ იქნება დასჯადი საფრანგეთში.
დ. სამართალწარმოება სამოქალაქო სასამართლოში
17. 2002 წლის 25 ნოემბერს საზოგადოებრივი პროკურორის მითითებით მესამე და მეოთხე მომჩივნების გარკვეული მონაცემები დარეგისტრირდა საფრანგეთის კონსულის მიერ ლოს ანჟელესში ნანტის დაბადების, ქორწინების და გარდაცვალების ცენტრალურ რეესტრში.
18. 2003 წლის 16 მაისს Créteil-ის საზოგადოებრივმა პროკურორმა წამოიწყო პირველი და მეორე მომჩივნების მიმართ სამართალწარმოება Créteil tribunal de grande instance-ში ჩანაწერის გაუქმების მოთხოვნით. იგი აცხადებდა, რომ შეთანხმება, რომლის მიხედვითაც ქალი დაფეხმძიმდა და მუცლით ატარა ბავშვი და უარი თქვა მასზე დაბადებისას იყო ბათილი იმ საზოგადოებრივი პრინციპების მიხედვით, რომლითაც ადამიანის სხეული და სამოქალაქო სტატუსი ხელშეუვალია. მან დაადგინა, რომ 2000 წლის 14 ივლისის კალიფორნიის უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება წინააღმდეგობაში მოდიოდა საერთაშორისო საზოგადოებრივი პოლიტიკის ფრანგულ კონცეფციასთან და ფრანგულ სახელმწიფო პოლიტიკასთან და რომ მისი აღსრულება საფრანგეთში შეუძლებელი იყო და ამ გადაწყვეტილების საფუძველზე სამოქალაქო სტატუსის ამსახველი მოწმობების კანონიერება ვერ იქნება აღიარებული საფრანგეთში.
1. Créteil tribunal de grande 2005 წლის 13 დეკემბერის გადაწყვეტილება, პარიზის სააპელაციო სასამართლოს 2007 წლის 25 ოქტომბრის გადაწყვეტილება და საკასაციო სასამართლოს 2008 წლის 17 დეკემბერის გადაწყვეტილება
19. 2005 წლის 13 დეკემბრის გადაწყვეტილებით Créteil tribunal de grande instance-მა მოქმედება დაუშვებლად სცნო. მან განაცხადა, რომ „ჩანაწერი გაკეთდა მხოლოდ საზოგადოებრივი პროკურორის პირადი ინიციატივის საფუძველზე, იმისათვის რომ მომხდარიყო უკვე აღიარებული ჩანაწერების გაუქმება სამართალწარმოების საფუძველზე“. შესაბამისად ვასკვნით, რომ „საზოგადოებრივი პროკურორის მოქმედება სახელმწიფო პოლიტიკის საფუძველზე, რომელიც მან თავად დაარღვია არ შეიძლება მიჩნეულ იქნას დასაშვებად მაშინ როდესაც სამოქალაქო კოდექსის 47-ე მუხლი, რომელსაც იგი თავად დაეყრდნო აძლევდა მას უფლებას დაედგინა მოწმობების კანონიერება და უარი ეთქვა რეგისტრაციაზე რაც სავალდებულო იქნებოდა საფრანგეთში“.
20. საზოგადოებრივი პროკურორის სამსახურმა გადაწყვეტილება გაასაჩივრა პარიზის სააპელაციო სასამართლოში, რომელმაც ძალაში დატოვა ქვედა ინსტანციის სასამართლოს გადაწვეტილება 2005 წლის 13 დეკემბერს. სააპელაციო სასამართლომ ასევე მიიჩნია საზოგადოებრივი პროკურორის მოქმედებები დაბადების, ქორწინების და გარდაცვალების ნანტის ცენტრალურ რეესტრში ჩანაწერის გაუქმების თაობაზე დაუშვებლად საერთაშორისო სახელმწიფო პოლიტიკიდან გამომდინარე. მან ჩაანაცვლა საკუთარი საფუძვლები ამ გადაწყვეტილებისთვის და დაადგინა რომ ჩანაწერის შინაარსი იყო სწორი კალიფორნიის უზენაესი სასამართლოს 2000 წლის 14 ივლისის გადაწყვეტილების მიხედვით და რომ საზოგადოებრივი პროკურორი არ დაობდა იმ ფაქტზე, რომ გადაწყვეტილება იყო სავალდებულო საფრანგეთისთვის ან იმაზე, რომ სამოქალაქო კოდექსის 47-ე მუხლის მიხედვით კალიფორნიაში მიღებული ჩვეულებრივი პროცედურების დაცვით შექმნილი დოკუმენტები უნდა იყოს მიჩნეული კანონიერად.
21. 2008 წლის 17 დეკემბერს საკასაციო სასამართლომ (პირველი სამოქალაქო პალატა) გააუქმა ეს გადაწყვეტილება იმ საფუძვლით, რომ საზოგადოებრივი პროკურორის სამსახურს ჰქონდა ინტერესი მოეთხოვა ჩანაწერის გაუქმება ვინაიდან როგორც სააპელაციო სასამართლომ დაადგინა სადაო დაბადების მოწმობები შეიძლებოდა გაცემულიყო მხოლოდ სუროგაციული შეთანხმების საფუძველზე. მან საქმე განსახილველად პარიზის სააპელაციო სასამართლოში სხვა შემადგენლობის პალატაში დააბრუნა.
2. პარიზის სააპელაციო სასამართლოს 2010 წლის 18 მარტის გადაწყვეტილება
22. პარიზის სააპელაციო სასამართლომ 2010 წლის 18 მარტის გადაწყვეტილებით გააუქმა მისთვის დაბრუნებული გადაწყვეტილება, ბათილად სცნო დაბადების მოწმობის მონაცემები და მოითხოვა გადაწყვეტილების ასახვა.
23. საზოგადოებრივი პროკურორის სამსახურის მიერ დაწყებული მოქმედების დასაშვებობის საკითხთან მიმართებით სასამართლომ დაადგინა, რომ არ შეიძლება სერიოზულად იქნას განხილული ის საკითხი რომ საზოგადოებრივი პროკურორის სამსახურმა დაარღვია სახელმწიფო პოლიტიკა ან შელახა მშვიდობიანი ოჯახური ცხოვრება მათ მიერ დაშვებული ჩანაწერის გაუქმების მოთხოვნით, ვინაიდან ამ მოქმედების მიზანი იყო უცხოური სამოქალაქო სტატუსის გავლენის პრევენცია, რომელიც მათი აზრით წინააღმდეგობაში მოდიოდა საფრანგეთის სახელმწიფო პოლიტიკასთან.
24. სააპელაციო სასამართლომ საქმის არსებით საკითხთან დაკავშირებით განაცხადა შემდეგი:
“ ... დაბადების მოწმობები გაიცა კალიფორნიის უზენაესი სასამართლოს 2000 წლის 14 ივლისის გადაწყვეტილების საფუძველზე, რომლის მიხედვითაც განისაზღვრა [პირველი მომჩივანი] გენეტიკური მამა და [მეორე მომჩივანი] იურიდიული დედა ნებისმიერი ბავშვისა, რომელიც დაიბადება [სუროგატი დედის მიერ] 2000 წლის 15 აგვისტოდან 15 დეკემბრამდე პერიოდში. სამოქალაქო სტატუსის განმსაზღვრელი დოკუმენტები შესაბამისად განუყოფელია იმ გადაწყვეტილებისა რომლითაც ის დადგენილია და ამ გადაწყვეტილების მოქმედება საერთაშორისო სამართლებრივ დონეზე პირობითია.
შტატის მიერ მიღებული გადაწყვეტილების აღიარება ეროვნულ დონეზე, რომელიც არ არის სავალდებულო საფრანგეთისთვის არცერთი კონვენციის ფარგლებში სამი პირობის ობიექტია: უცხოური სასამართლოს არაპირდაპირი იურისდიქცია, სასამართლოსა და საქმეს შორის არსებული კავშირი; საქმის არსებითი მხარის და პროცედურების შესაბამისობა საერთაშორისო საჯარო პოლიტიკასთან; და კანონისთვის თავის არიდება.
მოცემულ საქმეში დადგენილია, რომ სუროგაციაზე შეთანხმების საფუძველზე [სუროგატმა დედამ] გააჩინა ტყუპები, რომლებიც ჩაისახნენ [პირველი მომჩივანის] და მესამე პირის გამეტების შედეგად და გადაეცათ [პირველ და მეორე მომჩივნებს].
სამოქალაქო კოდექსის მუხლი 16-7, რომლის დებულებები გამომდინარეობს 1994 წლის 29 ივლისის კანონი # 94-653-დან, რომელზეც არ ვრცელდება 2004 წლის 6 აგვისტოს კანონი # 2004-800, წარმოადგენს საზოგადოებრივი პოლიტიკის საკითხს იმავე კოდექსის მუხლი 16-9-ს მიხედვით, ნებისმიერი შეთანხმება რეპროდუქციულ თუ გესტაციურ სუროგაციაზე ბათილი და ძალადაკარგულია. შესაბამისად, კალიფორნიის უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელმაც არაპირდაპირი გზით სცნო სუროგაციის შესახებ შეთანხმების კანონიერება წინააღმდეგობაში მოდის საფრანგეთის საერთაშორისო საჯარო პოლიტიკის კონცეფციასთან. შედეგად, იმის გამორკვევის გარეშე მოხდა თუ არა კანონისთვის თავის არიდება საფრანგეთის დაბადების, ქორწინების და გარდაცვალების ცენტრალურ რეესტრში ამერიკის შეერთებული შტატების დაბადების მოწმობის დეტალები, კონკრეტულად კი [მეორე მომჩივანის], როგორც ბავშვების დედის შესახებ ჩანაწერი უნდა გაუქმდეს და ეს გადაწყვეტილება მის ფარგლებში უნდა აისახოს გაუქმებულ დაბადების მოწმობებში.
[მომჩივნები] ვერ განაცხადებენ, რომ მათ არ მიეცათ სამართლიანი განხილვის შესაძლებლობა; მათ არც საკმარისი საფუძველი არ გააჩნიათ იმაზე სადაოდ, რომ ეს ღონისძიება წინააღმდეგობაში მოდის საერთაშორისო კონვენციებში და ეროვნულ კანონმდებლობაში ასახულ დებულებებთან. კონცეფცია რომელიც მათ მოჰყავთ, კონკრეტულად კი ბავშვის საუკეთესო ინტერესი, არ აძლევს მათ საშუალებას - მიუხედავად სიტუაციით გამოწვეული პრაქტიკული სირთულეებისა - მოახდინონ პროცესის ex post facto დაკანონება, რომლის არა კანონიერება დადგენილია პრეცედენტული სამართლით და ასევე ფრანგული კანონმდებლობით. ამასთანავე, რეგისტრაციის გაუქმებას არ აქვს გავლენა ბავშვების აშშ მოქალაქეობაზე და მათ სამოქალაქო სტატუსზე ამერიკის შეერთებულ შტატებში და არც ეჭვის ქვეშ აყენებს მშობელი-შვილის სამართლებრივ ურთიერთობებს [პირველ და მეორე მომჩივნებთან], რომელიც კალიფორნიის კანონით აღიარებულია ...”.
2. საკასაციო სასამართლოს 2011 წლის 6 აპრილის გადაწყვეტილება
25. მომჩივნებმა საკასაციო საჩივარი წარადგინეს იმ საფუძვლით, რომ ბავშვების საუკეთესო ინტერესები, დადგენილი ბავშვის უფლებათა კონვენციის მე-3-ე მუხლის § 1 უგულებელყოფილ იქნა და დაობდნენ, რომ შეილახა მათი უფლება ჰქონდეთ სტაბილური მშობელი-შვილის ურთიერთობები და ამავე დროს დაირღვა კონვენციის მე-8-ე მუხლი დამოუკიდებლად და კონვენციის მე-14-ე მუხლთან ერთად. მათ ასევე განაცხადეს, რომ უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილება რომლითაც აღიარებულია მშობელი-შვილის ურთიერთობები ბავშვსა და წყვილს შორის, რომლებმაც კანონის ფარგლებში გააფორმეს შეთახმება სუროგაციის შესახებ სუროგატ დედასთან არ იყო წინაააღმდეგობაში საერთაშორისო საჯარო პოლიტიკასთან და რომლის აღრევაც არ შეიძლება მოხდეს ეროვნულ საზოგადოებრივ პოლიტიკასთან.
26. 2011 წლის 8 მარტის სასამართლო განხილვაზე ადვოკატმა მოითხოვა გადაწყვეტილების ბათილად ცნობა. მან გამოხატა მოსაზრება, რომ არ შეიძლება საზღვარგარეთ კანონიერად მოპოვებული უფლების ან უცხო ქვეყნის სასამართლოს მიერ კანონიერად გამოტანილი გადაწყვეტილების სამართლებრივი შედეგების უგულებელყოფა საფრანგეთში საერთაშორისო საჯარო პოლიტიკის საფუძველზე, რითაც მოხდება საფრანგეთის მიერ რატიფიცირებული საერთაშორისო კონვენციით გარანტირებული პრინციპის, თავისუფლების ან უფლების შელახვა.
მან აღნიშნა, რომ კონკრეტულად საქმეზე ვაგნერი და J.M.W.L. ლუქსენბურგის წინააღმდეგ (Wagner and J.M.W.L. v. Luxembourg) (# 76240/01, 28 ივნისი 2007) სასამართლომ გაითვალისწინა მის მიერ კონვენციის მე-8-ე მუხლის ფარგლებში საქმის განხილვისას „ეფექტური ოჯახური ცხოვრება“ და „დე ფაქტო ოჯახური კავშირები“ მარტოხელა დედასა და ბავშვს შორის, რომელიც მან იშვილა პერუში იმ ფაქტის იგნონირებით, რომ ეს უკანასაკნელი საზღვარგეთ წავიდა ისეთი სამართლებრივი სისტემის მოსაძებნად, რომელიც მას იმ უფლებას მისცემდა რასაც მისი სამშობლო კრძალვდა. შესაბამისად თუ იგივე მიდგომა იქნება გამოყენებული მოცემულ საქმეში, იმ შემთხვევაშიც კი თუ მოხდება ეროვნული კანონმდებლობის გვერდის ავლა, საზღვარგარეთ კანონიერად შექმნილი სამართლებრივი ურთიერთობები არ შეიძლება შეიზღუდოს და არ მიეცეს მას ეფექტური საოჯახო ურთიერთობების განხორციელების, განვითარების და ნორმალურ პირობებში ფუნქციონირების საშუალება კონვენციის მე-8 ე მუხლის საფუძველზე. მან ასევე აღნიშნა, რომ მესამე და მეოთხე მომჩივნები ცხოვრობდნენ საფრნაგეთში 10 წლის განმავლობაში და იქ იზრდებოდნენ გენეტიკური და სავარაუდო მშობლების მიერ დე ფაქტო ოჯახში სადაც ისინი იღებდნენ სიყვარულს, მზრუნველობას, განათლებას და მატერიალურ კეთიდლღეობას, რაც მათი განვითარებისთვის იყო საჭირო“ და ეს ქმედითი და ემოციური კავშირის მქონე ოჯახი - სრულად კანონიერი იმ ქვეყნის კანონის ფარგლებში სადაც ის შეიქმნა - [იქცა] „სამართლებრივად ფარულად (საიდუმლოდ)“ „ბავშვებს არ აქვთ სამოქალაქო სტატუსი აღიარებული საფრანგეთში და არც მშობელი-შვილის ურთიერთობები არ არის აღიარებული ფრანგული კანონმდებლობით“. და თუ რა ფორმით ლახავს საქმის ეს გარემოებების მათ „ნორმალური ოჯახური ცხოვრების უფლებას“, ადვოკატმა შემდეგი პასუხი გასცა:
“ამ ეტაპზე ორი შესაძლო პასუხი არსებობს: ორივე როგორც თეორიულად ისე სამართლებრივად პარადოქსულია – დაბადების დეტალების რეგისტრაციაზე უარი არალოგიკურია და არ ახდენს არსებით გავლენას ოჯახის ყოველდღიურ ცხოვრებაზე, რაც ნიშნავს იმას, რომ რეგისტრაცია არის უბრალო ფორმალობა და შესაბამისად რთულია მნიშვნელოვანი წინააღმდეგობების დანახვა დაბადების მოწმობის დეტალების რეგისტრაციაში, რომელსაც თავის მხრივ შესაძლოა ჰქონდეს მინიმალური სამართლებრივი გავლენა რამაც წარმოუდგენელია რომ შეარყიოს ფუნდამენტური პრინციპების საფუძვლები და სერიოზული წინააღმდეგობა გაუწიოს საზოგადოებრივ ინტერესს (მაშინ როდესაც ისინი თავისთავად არ შეიცავენ არანაირ მინიშნებას დაბადების ბუნებაზე).
ამის საწინააღმდეგოდ, დაბადების დეტალების რეგისტრაციაზე უარი მუდმივად და არსებითად ლახავს ოჯახურ ცხოვრებას, რომელიც ოჯახს სამართლებრივად ორ ნაწილად ჰყოფს საფრანგეთი – ფრანგი წყვილი ერთის მხრივ და უცხო ქვეყნის მოქალაქე ბავშვები მეორე მხარეს – შემდეგ ჩნდება შეკითხვა ჩვენი საერთაშორისო საჯარო პოლიტიკა – რომელიც ეფუძნება სიახლოვეს – შეიძლება ლახავდეს ოჯახური ცხოვრების უფლებას კონვენციის მე–8–ე მუხლის ფარგლებში ან პირიქით მსგავსმა საჯარო პოლიტიკამ, რომლის შედეგების ანალიზიც უნდა მოხდეს პრაქტიკული კუთხით იმ სხვა ქვეყნის უფლებებთან და გადაწყვეტილებებთან ერთად რომელთა გამორიცხვასაც ფიქრობდა, არ უნდა გადაწონოს კონვენციის დებულებებისადმი დამორჩილების ვალდებულებამ;
თუ მეორე ალტერნატიული ვერსია იქნება შენარჩუნებული, იმ საფუძვლით, რომ საერთაშორისო კონვენცია უფრო მნიშვნელოვანია ვიდრე საჯარო პოლიტიკა, რომელიც ეფუძნება საკანონმდებლო დებულებით დაგდენილ სტანდარტს, ის არ გამოიწვევს ბარიერების ავტომატურ დანგრევას, რომელიც მსგავს სიტუაციებში ეროვნული საჯარო პოლიტიკის დებულებების შედეგად იქნა აგებული. იმ ქვეყნებში სადაც ეს აკრძალულია უკანონო სიტუაციების დაკანონება ოჯახური ცოხვრების პატივისცემის საფუძველზე შეიძლება მიჩნეულ იქნას საჯარო პოლიტიკის საპირისპიროდ ვინაიდან ევროპულ სასამართლოს არ გამოუტანია ერთმნიშვნელოვანი გადაწყვეტილება სუროგაციის კანონიერებასთან დაკავშირებით და სახელმწიფოებს ანიჭებს თავისუფლებას კანონმდებლობის შემუშავებაში არსებული საჭიროების მიხედვით.
მაგრამ, როდესაც საკითხი ეხება ეროვნულ ტერიტორიაზე საზღვარგარეთ კანონიერად ჩამოყალიბებული ურთიერთობების აღიარებას – მიუხედავად სავალდებულო კანონის განზრახი უგულებელყოფის ფასად – ვერაფერი შეუშლის ხელს საჯარო პოლიტიკის არ გათვალისწინებას იმ მიზნით, რომ ოჯახებს მიეცეთ საშუალება საკუთარი ცხოვრება წარმართონ იმ სამართლებრივ პირობებთან შესაბამისობაში, რომელშიც ის ჩამოყალიბდა და დე ფაქტო პირობებთან, რომელშიც ისინი ცხოვრობენ ამჟამად. ამასთანავე, ბავშვის საუკეთესო ინტერესები, რომელიც არა მხოლოდ ნიუ იორკის კონვენციით არამედ ადამიანის უფლებათა სასამართლოს პრეცედენტული სამართლით არის დადგენილი და რომელმაც ეს კრიტერიუმი მიიჩნია ოჯახური ცხოვრების პატივისცემის კომპონენტად და ასევე იბრძვის ამ ინტერპრეტაციის სასარგებლოდ. მინიმუმ ეს არის ის რა აზრიც ჩენ გამოვიტანეთ გადაწყვეტილებიდან ვაგნერის( Wagner) საქმეზე. ...”.
27. მიუხედავად ამისა, 2011 წლის 6 აპრილს საკასაციო სასამართლომ (პირველი სამოქალაქო პალატა) გამოიტანა გადაწყვეტილება და არ დააკმაყოფილა საჩივარი შემდეგი საფუძვლით:
“ ... უცხო ქვეყნის სასამართლოს მიერ დადგენილი დაბადების მოწმობის დეტალების რეგისტრაციაზე უარი, იმ საფუძვლით რომ ეს გადაწყვეტილება არ არის შესაბამისობაში საფრანგეთის საჯარო პოლიტიკასთან, გამართლებულია იმ ნაწილში სადაც ეს გადაწყვეტილება შეიცავდა დებულებებს, რომელიც ეწინააღმდეგება საფრანგეთის კანონმდებლობის არსებით ნაწილს. ეროვნული კანონმდებლობის ფარგლებში არსებული პოზიციის მიხედვით ის წინააღმდეგობაში მოდის სამოქალაქო სტატუსის განუყოფელობასთან – ფრანგული სამართლის ფუნდამენტურ პრინციპთან – აღიაროს სამართლებრივი მშობელი–შვილის ურთიერთობები წარმოქმნილი სუროგაციის შესახებ შეთანხმების საფუძველზე, რომელიც შეიძლება კანონიერი იყოს სხვა ქვეყანაში მაგრამ ბათილი და უსაფუძვლოა საჯარო პოლიტიკის საფუძველზე სამოქალაქო კოდექსის მუხლები 16–7 და 16–9-ის მიხედვით.
შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ სწორად დაადგინა, რომ მსგავსი შეთანხმების აღიარება, 2000 წლის 14 ივლისის „ამერიკული“ გადაწყვეტილება წინააღმდეგობაში იყო საფრანგეთის საერთაშორისო საჯარო პოლიტიკასთან და დაბადების მოწმობის სადაო დეტალების რეგისტრაცია, რომელიც შექმნილი იყო სასამართლო გადაწყვეტილების საფუძველზე უნდა გაუქმდეს. ამით ბავშვები არ კარგავენ მშობელი–ბავშვის ურთიერთობებს, რომელიც აღიარებულია კალიფორნიის კანონმდებლობით და არ უკრძალავს მათ საფრანგეთში ქ–ნ და ბ–ნ მენესონებთან ცოხვრებას; არც ბავშვების ოჯახური და პირადი ცხოვრების პატივისცემის უფლებება ილახება კონვენციის მე–8–ე მუხლის ფარგლებში. . . , ან პრინციპს რომ მათი საუკეთესო ინტერესები არის უმნიშვნელოვანესი, ისე როგორც ეს დადგენილია ბავშვთა უფლებათა კონვენციის მუხლი 3 §1–ში...”.
4. მოქალაქეობის დამადასტურებელი მოწმოების მოთხოვნა
28. 2013 წლის 16 აპრილს პირველმა მომჩივანმა სარჩელით მიმართა პარიზის საოლქო სასამართლოს და მოითხოვა საფრანგეთის მოქალაქეობის დამადასტურებელი დოკუმენტის გაცემა მესამე და მეოთხე მომჩივნებისთვის. უფროსმა რეგისტრატორმა მას დაუდასტურა მოთხოვნის მიღება 2013 წლის 31 ოქტომბერს და 2014 წლის 13 მარტს შევსებული ფორმების სახით და განუმარტა, რომ მოთხოვნა „დამუშავების პროცესში იყო მის დეპარტამენტში და ისინი ელოდებოდნენ პასუხს კალიფორნიაში, ლოს ანჟელესში საკონსულო დეპარტამენტისგან აუთენტურობის დადგენის თაობაზე”.
...
კანონი
I. კონვენციის მე-8-ე მუხლის ნაგულვები დარღვევა
43. მომჩივნები აცხადებდნე, რომ ბავშვის საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე მათ ვერ შეძლეს პირველი და მეორე მომჩივნების და სუროგაციის შესახებ შეთანხმების გზით საზღვარგარეთ დაბადებული მესამე და მეოთხე მომჩივნებს შორის საზღვარგარეთ კანონიერად შექმნილი ურთიერთობების საფრანგეთში მშობელი-შვილის სამართლებრივი ურთიერთობების აღირების მოპოვება. ისინი დაობდნენ კონვენციის მე-8-ე მუხლით გარანტირებული პირადი და საოჯახო ურთიერთობების დარღვევის თაობაზე:
“1. 1. ყველას აქვს უფლება, პატივი სცენ მის პირად და ოჯახურ ცხოვრებას, მის საცხოვრებელსა და მიმოწერას.
2. დაუშვებელია ამ უფლების განხოციელებაში საჯარო ხელისუფლების ჩარევა, გარდა ისეთი შემთხვევებისა, როდესაც ასეთი ჩარევა ხორციელდება კანონის შესაბამისად და აუცილებელია დემოკრატიულ საზოგადოებაში ეროვნული უშიშროების, საზოგადოებრივი უსაფრთხოების ან ქვეყნის ეკონომიკური კეთილდღებოსი ინტერესებისათვის, უწესრიგობის ან დანაშაულის თავიდან ასაცილებლად, ჯანმრთელობის ან მორალისა თუ სხვათა უფლებათა და თავისუფლებათა დასაცავად.”
...
ბ. საქმის არსებითი მხარე
1. ჰქონდა თუ არა ადგილი ჩარევას
48.მხარეები არ დაობენ იმაზე, რომ საფრანგეთის სახელმწიფო ორგანოების უარი ეღიარებინათ ოჯახური კავშირები მომჩივნებს შორის წარმოადგენს „ჩარევას“ მათი ოჯახური ცხოვრების პატივისცემის უფლებაში და შესაბამისად წარმოშობს მოპასუხე სახელმწიფოს ნეგატიურ ვალდებულებას მე-8-ე მუხლის ფარგლებში და არა პოზიტიურ ვალდებულბას.
49. სასამართლო ეთანხმება და იმეორებს, რომ ამ პოზიციას იზიარებდა იგი სხვა საქმეებშიც, როგორიცაა ვაგნერი და J.M.W.L (Wagner and J.M.W.L. (ზემოთ ციტირებული, § 123) და ნეგრეპონტის-ჯიანისისი საბერძნეთის წინააღმდეგ (Negrepontis-Giannisis v. Greece (no. 56759/08, § 58, 3 მაისი 2011), რომელიც ეხებოდა ლუქსემბურგის და საბერძნეთის მთავრობების უარს სამართლებრივად ეღიარებინათ შვილად აყვანა, რომელიც დადგენილი იყო სხვა ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილებით. ისევე როგორც იმ საქმეებში, ასევე მოცემულ შემთხვევაშიც ადგილი ჰქონდა ჩარევას მე-8-ე მუხლით გარანტირებული არა მხოლოდ „ოჯახური ცხოვრების“ არამედ „პირადი ცხოვრების“ უფლებით სარგებლობაში.
50. ეს ჩარევა წარმოადგენს კონვენციის მე-8-ე მუხლის დარღვევას თუ მისი დასაბუთება ვერ მოხდება ამავე მუხლის მე-2-ე პუნქტში მითითებული საფუძვლებით, როგორიცაა „კანონის შესაბამისობა“, ჩამოთვლილი ერთი ან რამოდენიმე კანონიერი მიზნის მისაღწევად საჭირო და „აუცილებელი დემოკრატიულ საზოგადოებაში.“ ცნება „აუცილებელი“ გულისხმობს გადაუდებელ სოციალურ საჭიროებას და კონკრეტულად კი იმას რომ ის იყოს კანონიერი მიზნის პროპორციული (იხილით, მაგალითად, ვაგნერი და J.M.W.L (Wagner and J.M.W.L.), § 124, და ნეგრეპონტის-ჯიანისისი (Negrepontis-Giannisis), § 61, ორივე ზემოთ ციტირებული).
2. ჩარევის გამართლება
a)“კანონის შესაბამისი”
i.მომჩივნები
51. მომჩივნები დაობდნენ, რომ საკმარისი სამართლებრივი საფუძვლები ჩარევისთვის არ არსებობდა. საკუთარ პოზიციას ისინი ასაბუთებდნენ მოცემული მომენტისთვის ეროვნული კანონმდებლობით, რომლის მიხედვითაც მათი განაცხადი დაბადების მოწმობის დეტალების რეგისტრაციის თაობაზე, რომელიც კალიფორნიაში იყო შედგენილი არ იქნებოდა უარყოფილი საჯარო პოლიტიკის დარღვევის საფუძვლით და რომ წარმატებით დასრულდებოდა ყოველგვარი გართულებების გარეშე. ისინი იყენებდნენ საჯარო პოლიტიკის შესუსტებული გავლენის პრინციპს, რომლის მიხედვითაც „რეაგირება დებულებაზე, რომელიც არღვევს საჯარო პოლიტიკას განსხვავდება იმის მიხედვით საქმე ეხება უფლების საფრანგეთში მოპოვებას თუ ამოქმედებას იმ უფლების რომელიც კანონიერი გზით იყო მოპოვებული, გაყალბების გარეშე, საზღვარგარეთ“ (გადაწყვეტილება საქმეზე რივიერა; საკასაციო; სამოქალაქო; პირველი განყოფილება; 1953 წლის 17 აპრილი).
52. მათ მიუთითეს, პირველი, რომ სამოქალაქო კოდექსის მუხლი 16-7 ადგენს პრინციპს, რომ შეთანხმება ნებისმიერი სახის რეპროდუქციულ ან გესტაციურ სუროგაციაზე არის ბათილი და ძალადაკარგული და არ ადგენს რომ ეს ბათილობა ასევე ვრცელდება მშობელი-შვილის სამართლებრივ ურთიერთობებში მსგავსი გზით ჩასახულ ბავშვებთან მიმართებით, განსაკუთრებით კი ისეთ შემთხვევებში, როდესაც ეს ურთიერთობები სამართლებრივად ჩამოყალიბდა სხვა ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე. ამასთანავე, მათი აზრით არცერთი ფრანგული კანონი არ კრძალავს მშობელი-შვილის სამართლებრივ ურთიერთობებს მსგავსი გზით ჩასახულ ბავშვს და იმ ქალსა და მამაკაცს შორის ვისაც გადაეცა ბავშვი, და სამოქალაქო კოდექსის მუხლი 47, ისე როგორც ის მოცემულ დროს იყო, ადგენდა, რომ საზღვარგარეთ წარმოებული სამოქალაქო სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტები უნდა იყოს მიჩნეული ვალიდურად, ვინაიდან ისინი შეიქმნა ამ ქვეყანაში არსებული პროცედურების შესაბამისად. ამასთან დაკავშირებით მათ განაცხადეს, რომ კანონმდებელმა კანონში ცვლილებები შეიტანა 2003 წელს, რომლის მიხედვითაც მსგავსი გზით გაცემული დოკუმენტიცია არ მიიჩნევა ვალიდურად, მაგრამ ამ მოთხოვნასთან შესაბამისობა არ იყო სავალდებულო იმ დროისთვის. ამავე დროს ისინი აღნიშნავდნე, რომ სხვა წყვილებმა რომლებმაც გააფორმეს შეთანხმება სუროგაციის შესახებ მოახერხეს საკუთარი შვილების დაბადების დეტალების მოწმობაში ასახვა.
53. მეორე, მოცემულ მომენტში პრეცედენტული სამართლით არ ხდებოდა მშობელი-შვილის ურთიერთობის აღიარების შეფერხება საერთაშორისო საჯარო პოლიტიკის საფუძველზე. საკასაციო სასამართლომ განსხვავებული გადაწყვეტილება გამოიტანა იმ შემთხვევაში, როდესაც სუროგატი დედა ასევე იყო ბავშვის ბიოლოგიური დედა ან როდესაც სუროგაციის შესახებ შეთანხმება განხორციელდა საფრანგეთში (1991 წლის 31 მაისის და 1994 წლის 29 ივნისის გადაწყვეტილებები), და საჯარო პროკურორის სამსახურმა გადაწყვიტა არ გაესაჩივრებინა 1990 წლის 15 ივნისის პარიზის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება კანონის საფუძველზე, რომლითაც მოხდა ბავშვის შვილად აყვანის დაკანონება რომელიც ამერიკის შეერთებულ შტატებში იყო ჩასახული რეპროდუქციული ან გესტაციური სუროგაციის შეთანხმების საფუძველზე, მაშინ როდესაც მან გაასაჩივრა გადაწყვეტილება, რომლითაც დააკანონა მსგავსი მეთოდით ბავშვის საფრანგეთში ჩასახვა. მათ შეუსაბამოდ მიიჩნიეს სახელმწიფოს პოზიცია იმის თაობაზე, რომ სამოქალაქო კოდექსის 47-ე მუხლის ფარგლებში არსებული პრეცედენტული სამართალი, რომელიც ემყარება 1986 წლის 12 ნოემბრის საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას გულისხმობდა იმას, რომ სამოქალაქო სტატუსის შესახებ დოკუმენტები, რომელიც შექმნილია მესამე სახელმწიფოში არ შეიძლებოდა აღიარებული ყოფილიყო საფრანგეთში, როდესაც ჩანაწერში არსებული დეტალები არ იყო შესაბამისობაში რეალობასთან. მათ აღნიშნეს, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებში დამზადებული დაბადების მოწმობები არ ისახავდა მიზნად ბიოლოგიური კავშირის დადგენას მეორე და მესამე და მეოთხე მომჩივნებს შორის.
54. მესამე, მაშინ როდესაც მსგავს სიტუაციაში არსებულმა სხვა წყვილებმა ადვილად მოიპოვეს პასპორტები ბავშვებისთვის საფრანგეთის საკონსულოსგან ლოს ანჟელესში, მომჩივნები აღმოჩნდნენ ამ საკითხთან დაკავშირებით მოულოდნელად შეცვლილი პრაქტიკის პირპისპირ, რომელიც ემსახურებოდა სუროგატი დედობის შემთხვევების გამოვლენას, რაც ჰგავდა პრაქტიკის მოულოდნელ ცვლილებას რომელიც გახდა სასამრთლოს გადაწყვეტილებით დარღვევად იქნა მიჩნეული ვაგნერის საქმეზე ( Wagner), ზემოთ ციტირებული (§ 130).
ii. სახელმწიფო
55. სახელმწიფოს პოზიციით ჩარევა იყო „კანონთან შესაბამისი“. მათი აზრით სამოქალაქო კოდექსის მუხლი 16-7, რომელიც იყო დებულება საჯარო პოლიტიკის შესახებ, ადგენდა რომ ნებისმიერი შეთანხმება რეპორდუქციულ ან გესტაციურ სუროგაციაზე იყო ბათილი და ძალადაკარგული, და რომ საკასაციო სასამართლომ საკუთარ 1991 წლის 31 მაისის და 1994 წლის 29 ივნისის გადაწყვეტილებებში გაითვალისწინა ადამიანის სხეული და სამოქალაქო სტატუსის განუყოფლობის პრინციპი, რაც ასევე საჯარო პოლიტიკის საკითხს წარმოადგენს, აკრძალა მამის ან დედის სტატუსის მინიჭება კონტრაქტის საფუძველზე და აკრძალა მშობელი-შვილის ურთიერთობების დაწყება სუროგაციის შესახებ შეთანხმების საფუძველზე. საკუთარ პოზიციაში მათ აღნიშნეს რომ ის ფაქტი რომ ეს გადაწყვეტილებები ეხებოდა საფრანგეთის ტერიტორიაზე განხორციელებული სუროგაციის შეთანხმებას ის არ შეიძლებოდა განხილული ყოფილიყო მოცემულ საქმესთან მიმართებით. მშნიშვნელოვანი იყო, რომ მსგავსი სახის შეთანხმებები აშკარად ეწინააღმდეგებოდა საჯარო პოლიტიკის პრინციპებს. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, სახელმწიფოს აზრით შეთანხმების გაფორმებისას მომჩივნებისთვის ცნობილი იყო სუროგაციული შეთანხმების აკრძალვის საჯარო პოლიტიკის ბუნება დადგენილი ფრანგული კანონმდებლობით, ან ის სირთულეები რომელიც ამ შეთანხმებას შესაძლოა მოჰყოლოდა.
56. სამოქალაქო კოდექსის 47-ე მუხლით დადგენილი პრეცენდენტული სამართლით, რომელიც გამომდინარეობს 1986 წლის 12 ნოემბრის გადაწყვეტილებით სახელმწიფო უწყებების მოქმედება უარი ეთქვათ ამერიკის შეერთებულ შტატებში შექმნილი დაბადების მოწმობის დეტალების, რომელიც არ შეესაბამებოდა რეალობას, საფრანგეთში აღიარებაზე გამართლებული იყო. მათ დამატებით დააკონკრეტეს, რომ გარდა ცალკე აღებული შემთხვევებისა საფრანგეთში მესამე და მეოთხე მომჩივნების დაბადების მომენტისთვის არ არსებობდა პრაქტიკა საზღვარგარეთ სუროგაციული შეთანხმების შედეგად ჩასახული ბავშვის დაბადების დეტალების რეგისტრაციისა. ამით მოცემული საქმის გარემოებები განსხვავდებოდა ვაგნერის (Wagner ზემოთ ციტირებული) საქმის დეტალებისგან, რომელშიც მომჩივანებს არ მიეცათ საშუალება მსგავსი პრაქტიკით ესარგებლათ შვილად აყვანისას.
iii. სასამართლო
57. სასამართლოს პრეცედენტული სამართლის მიხედვით, გამოთქმა „კანონის შესაბამისი“ მუხლში 8 §2 მოითხოვს, რომ სადაო ღონისძიებას ან ღონისძიებებს უნდა ჰქონდეს გარკვეული საფუძველი ეროვნულ კანონმდებლობაში მაგრამ ამავე დროს ეხება სადაო კანონის ხარისხს და მოითხოვს, რომ ის იყოს ხელმისაწვდომი პირისთვის და მისი გავლენა უნდა იყოს განჭვრეტადი. იმისათვის რომ, კანონმა დააკმაყოფილოს განჭვრეტადობის კრიტერიუმი მან უნდა განსაკუთრებული სიზუსტით დაადგინოს პირობები, რომელშიც შეიძლება მოხდეს ღონისძიების გამოყენება რაც საშუალებას მისცმეს დაინტერესებულ პირებს საჭიროების შემთხვევაში შესაბამისი რჩევის საფუძველზე დაარეგულიროს საკუთარი ქცევა (იხილეთ, მაგალითად, როტარუ რუმინეთის წინააღმდეგ (Rotaru v. Romania) [GC], no. 28341/95, § 55, ECHR 2000‑V, და საბანჩიევა და სხვები რუსეთის წინააღმდეგ (Sabanchiyeva and Others v. Russia), no. 38450/05, § 124, ECHR 2013 (ამონარიდები)).
58. სასამართლო მიიჩნევს, რომ ეს პირობები მოცემულ საქმეში დაკმაყოფილებულია. პირველ რიგში სასამართლო მიუთითებს, რომ მომჩივნებს არ წარმოუდგენიათ მტკიცებულება იმის დასამტკიცებლად, რომ საფრანგეთში უფრო ლიბერალური პრაქტიკა არსებობდა საზღვარგარეთ სუროგაციის შესახებ შეთანხმების შედეგად დაბადებულ ბავშვსა და შესაძლო მშობელს შორის მშობელი–შვილის სამართლებრივი ურთიერთობების აღიარებისთვის. სასამართლო ადგენს, რომ მოცემული მომენტისთვის სამოქალაქო კოდექსის მუხლი 16–7 და 16–9 კონკრეტულად ადგენს, რომ შეთანხმება სუროგაციაზე არის ბათილი და ძალადაკარგული საჯარო პოლიტიკის საფუძვლეზე. შესაბამისად საკასაციო სასამართლომ არ მიიღო ზოგადი გადაწყვეტილება ფრანგული კანონმდებლობის ფარგლებში სუროგაციული შეთანხმების შედეგად საზღვარგარეთ დაბადებულ ბავშვებსა და მის შესაძლო მშობლებს შორის მშობელი–შვილის ურთიერთობების აღიარების თაობაზე. მან ადრე განმარტა, რომ იმ შემთხვევაში თუ სუროგატი დედა არის ბიოლოგიური დედა – მსგავსი შეთანხმება ეწინააღმდეგება ადამიანის სხეულის და სამოქალაქო სტატუსის განუყოფელობის პრინციპს. მსგავს საქმეში სასამართლომ დაადგინა, რომ ეს ხელს უშლიდა მშობელსა და შვილს შორის სამართლებრივი ურთიერთობების დამყარებას მსგავსი გზით ჩასახულ ბავშვსა და შესაძლო დედას შორის და შესაბამისად სხვა საკითხებთან ერთად ასევე აფერხებდა დაბადების, ქორწინების და გარდაცვალების რეესტრში საზღვარგარეთ დამზადებული დაბადების მოწმობის დეტალების რეგისტრაციას ... . სამოქალაქო კოდექსის ამ დებულებების საფუძველზე და საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი პრეცედენტული სამართლის შესაბამისად მოცემულ საქმეზე დადგინდა, რომ კალიფორნიის უზენაესი სასამართლოს 2000 წლის 14 ივლისის გადაწყვეტილება წინააღმდეგობაში მოდიოდა საერთაშორისო საჯარო პოლიტიკის ფრანგულ კონცეფციასთან და გადაწყვეტილებით აღიარებული იყო სუროგაციული შეთანხმება და შესაბამისად საფრანგეთის დაბადების, ქორწინების და გარდაცვალების რეესტრში დაბადების მოწმობის დეტალები, რომელიც ამ გადაწყვეტილების შესაბამისად იყო შედგენილი უნდა გაუქმდეს. სასამართლოს აზრით, მომჩივნებისთვის ცნობილი უნდა ყოფილიყო რომ არსებობდა საკმარისი რისკი იმისა, რომ ფრანგულ სასამართლოებს შესაბამისი გადაწყვეტილება მიეღოთ მათ საქმეზე მიუხედავად იმისა, რომ ეროვნული კანონმდებლობის დებულება კონკრეტულად არ კრძალავს მშობელი–შვილის სამართლებრივი ურთიერთობების აღიარებას პირველ, მეორე, მესამე და მეოთხე მომჩივნებს შორის მიუხედავად საჯარო პოლიტიკის შემსუბუქებული ეფექტის პრინციპისა (რომელსაც ამავე დროს Conseil d’État მიიჩნევს მსგავსი სიტუაციებისთვის შეუფერებლად ...). სასამართლო შესაბამისად ადგენს, რომ ჩარევა იყო „კანონის შესაბამისი“ კონვენციის მე–8–ე მუხლის მიზნებისთვის.
ბ) კანონიერი მიზნები
59. მომჩივნები აცხადებენ, რომ საჯარო პროკურორის სამსახურმა საკუთარი ინიციატივით მოითხოვა საქმეზე ამერიკის შეერთებული შტატების მიერ გამოტანილი გადაწყვეტილების რეგისტრაცია და მას შემდეგ რაც მონაცემები დარეგისტრირდა მან მიმართა ეროვნულ სასამართლოებს მათი გაუქმების მოთხოვნით. ისინი აცხადებდნენ რომ ამ ურთიერთსაწინააღმდეგო ქმედებების ფონზე ვერ იქნება მიჩნეული, რომ საფრანგეთის სახელმწიფო უწყებები კანონიერი მიზნის მისაღწევად იბრძოდნენ.
60. სახელმწიფომ უპასუხა, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებში გაცემული დაბადების მოწმობის დეტალების საფრანგეთის დაბადების, ქორწინების და გარდაცვალების რეესტრში რეგისტრაციაზე უარის საფუძველი მდგომარეობს იმაში, რომ ამით ამოქმედდებოდა სუროგაციის შეთანხმება, რომელიც ფორმალურად იყო აკრძალული ეროვნული საჯარო პოლიტიკის დებულებით და წარმოადგენდა დასჯად ქმედებას იმ შემთხვევაში თუ ის განხორციელდებოდა საფრანგეთში. ფრანგული კანონმდებლობა ასევე ასახავდა ეთიკურ და მორალურ პრინციპებს, რომელშიც ადამიანის სხეული არ შეიძლება იქცეს კომერციულ ინსტრუმენტად და ბავშვი კონტრაქტის საგნად. მათი აზრით ჩარევის „კანონიერი მიზანი“ მდგომარეობდა დანაშაულის ან დაუმორჩილებლობის აღმოფხვრაში, ჯანმრთელობის დაცვაში და სხვების უფლებების და თავისუფლებების დაცვაში. მათ ასევე განმარტეს, რომ საჯარო პროკურორის მიზანი მესამე და მეოთხე მომჩივნების დაბადების მოწმობის დეტალების რეგისტრაციისას მდგომარეობდა იმაში, რომ საბოლოოდ მათი გაუქმება მოეთხოვათ. ასე მოქმედებით ის მოქმედებდა 1999 წლის 11 მაისის სამოქალაქო სტატუსის შესახებ ზოგადი ცირკულარის 511–ე მუხლის შესაბამისად, რომელიც მოითხოვს ავტომატურ რეგისტრაციას როდესაც საკითხი ეხება საჯარო პოლიტიკას და განსაკუთრებით კი მაშინ თუ საჭირო იყო საფრანგეთის მოქალაქის სამოქალაქო სტატუსის დოკუმენტის გაუქმება, რომელიც შეიქმნა საზღვარგარეთ ადგილობრივი პროცედურების დაცვით.
61. სასამართლოსთვის მომჩივნების პოზიცია არ არის დამარწმუნებელი. მხოლოდ ის ფაქტი, რომ საჯარო პროკურორმა თავად მოითხოვა კალიფორნიის უზენაესი სასამართლოს 2000 წლის 14 ივლისის გადაწყვეტილების რეგისტრაცია იმისათვის, რომ შემდეგ მოეთხოვა ჩანაწერის გაუქმება, არ არის საკმარისი სასამართლოსთვის იმის დასადგენად რომ სადაო ჩარევის მიზანი არ იყო კონვენციის მე–8–ე მუხლის მეორე პუნქტის ჩამონათვალში. სასამართლოსთვის არც სახელმწიფოს პოზიციაა დამაჯერებელი იმის თაობაზე, რომ მიზანი იყო „დანაშაულის და არეულობის პრევენცია“. სასამართლო ადგენს, რომ სახელმწიფოს არ დაუმტკიცებია, რომ როდესაც საფრანგეთის მოქალაქეებმა განახორციელოს გარიგება სუროგაციაზე ქვეყანაში, სადაც ესეთი გარიგება კანონიერია მათ ჩაიდინეს დასჯადი ქმედება ფრანგული კანონმდებლობით. ამასთან დაკავშირებით სასამართლო აღნიშნავს, რომ მიუხედავად იმისა, რომ გამოძიება დაიწყო მოცემულ საქმეზე „სუროგაციის შესახებ გარიგებაში შუამავლის როლის შესრულების საფუძვლით და „მცდარი წარმომადგენლობისთვის, რაც არღვევს ბავშვის სამოქალაქო სტატუსს“, საგამოძიებო მოსამართლემ დაადგინა, რომ არ არსებობდა საქმე ვინაიდან მოქმედება ჩადენილი იყო ამერიკის შეერთებული შტატების ტერიტორიაზე, სადაც ეს მოქმედება არ ითვლებოდა სისხლის სამართლის დანაშაულად და შესაბამისად ეს ქმედება ვერ იქნებოდა დასჯადი საფრანგეთში (იხილეთ პუქნტები 15–16 ზემოთ);
62. სასამართლოს ესმის ის მიზეზები თუ რატომ ეუბნება საფრანგეთი უარს მშობელი–შვილის ურთიერთობების აღიარებაზე საზღვარგარეთ სუროგაციული გარიგების საფუძველზე დაბადებული ბავშვის და მის შესაძლო მშობლებს შორის და ეს მიზეზი მდგომარებს იმაში, რომ მისმა მოქალაქეებმა თავი შეიკავონ ჩარევით რეპროდუქციული მეთოდების, რაც საფრანგეთში აკრძალულია, გამოყენებისგან ეროვნული ტერიტორიის ფარგლებს გარეთ და მის მიერ საკითხის აღქმიდან გამომდინარე იცავს ბავშვებს, ისე როგორც ეს ასახულია 2009 წლის 9 აპრილის Conseil d’État–ის კვლევაში ... –სუროგატი დედები. შესაბამისად, სასამართლო მიიჩნევს, რომ სახელმწიფომ უნდა გაითვალისწინოს, რომ ჩარევა ემსახურებოდა კონვენციის მე–8–ე მუხლის მე–2–ე პუნქტით დადგენილი კანონიერი მიზნიდან ორს: „ჯანმრთელობის დაცვა“ და „სხვების უფლებების და თავისფულებების დაცვა“.
გ) “აუცილებელი დემოკრატიულ საზოგადოებაში”
i. მომჩივნები
63. მომჩივნები აცხადებდნენ თანხმობას, რომ ერთიანი ევროპული მიდგომა საკითხთან დაკავშირებით არ არსებობდა და რომ ხელშემკვრელ სახელმწიფოებს ჰქონდათ თავისუფალი მოქმედების ფართი ფარგლები სუროგაციასთან დაკავშირებული დებულებების სამართლებრივ საფუძვლებზე. მათ განაცხადეს, რომ მოცემულ საქმეში მოქმედების ეს ფარგლები შედარებითია. მათი აზრით საკითხი არ მდგომარეობდა იმაში სუროგაციის შესახებ გარიგება წევრ სახელმწიფოში იყო თუ არა შესაბამისობაში კონვენციასთან, არამედ გადასაწყვეტი იყო საკითხი იმის თაობაზე გამართლებული იყო თუ არა კანონიერად განხორციელებული სუროგაციული გარიგების შედეგად საზღვარგარეთ დაბადებული ბავშვებისთვის იმ ქვეყანაში სადაც ისინი ცხოვრობდნენ სამოქალაქო სტატუსის განმსაზღვრელი საბუთების გაცემაზე უარი, სადაც აღნიშნული იქნებოდა მათი სამართლებრივი ურთიერთობები მშობლებთან, მათ შორის ბიოლოგიურ მამასთან. მათ ასევე მიაჩნდათ რომ თუ მათი მსგავსი სიტუაციის შემთხვევებზე დაფიქრება მოხდება ეს სასარგებლო იქნებოდა ევროპისთვისაც. მიუთითეს რა ვაგნერი და J.M.W.L., (Wagner and J.M.W.L)., ზემოთ ციტირებული, მათ განაცხადეს, რომ ბავშვის საუკეთესო ინტერესები ზღუდავს სახელმწიფოს თავისუფალი მოქმედების ფარგლებს.
64. ამ გადაწყვეტილების საფუძველზე (§ 135), მომჩივნებმა განაცხადეს, რომ საფრანგეთის სასამართლოებმა არ განახორციელეს მათი ოჯახური მდგომარეობის და სადაო ინტერესების ზუსტი და დეტალური გამოკვლევა. სააპელაციო სასამართლომ უბრალოდ არ გაითვალისწინა კონვენციის მე–8–ე მუხლის ნაგულვები დარღვევის აპელაციის საფუძველი და არ წარმოადგინა ამის დასაბუთება და სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა ეს გადაწყვეტილება დაადგინა, რა რომ სადაო ღონისძიება არ უზღუდავდა მომჩივნებს ერთად ცხოვრებას.
65. ამასთანავე მომჩივნების აზრით საკასაციო სასამართლოს ხისტი პოზიცია, რომელმაც შეინარჩუნა სუროგაციის აკრძალვის ბლანკეტური „პრევენციული ეფექტი“, ზღუდავდა ნებისმიერ პრაგმატულ გარიგებას, რომელიც ბავშვის საუკეთესო ინტერესების საფუძველზე აღიარებდა სიტუაციის გავლენას, რომელიც კანონიერად შეიქმნა საზღვარგარეთ. მათი აზრით ეს ეწინააღმდეგებოდა სასამართლოს მიერ დადგენილ პრაქტიკას მე–8–ე მუხლთან მიმართებით, რომელმაც ჩამოაყალიბა პრაქტიკული მიდგომა ოჯახური ცხოვრების რეალობის მიმართ (მომჩივნებმა კონკრეტულად მიუთითეს გადაწყვეტილებას ვაგნერის საქმეზე (Wagner), ზემოთ ციტირებული, § 133).
66. მომჩივნები საკუთარ პოზიციაში მიუთითებენ, რომ ეროვნული სასამართლოების მიერ წარმოდგენილი საფუძვლები არ იყო შესაბამისი ვინაიდან ადამიანის სამოქალაქო სტატუსის განუყოფლობა წარმოადგენს ბევრი პრაქტიკული საკითხის ერთობლიობას. ტრანსსექსუალებს, მაგალითად აქვთ საშუალება მათ დაბადების მოწმობაში ჩაწერილი სქესი შეცვალონ და სუროგაციული შეთანხმების შედეგად საზღვარგარეთ კანონიერად დაბადებული ბავშვების სამართლებრივი აღიარება კი წარმოადგენდა საზოგადოებაში და პარლამენტში სამართლის სპეციალისტებს შორის განხილვის საკითხს. ეს კიდევ უფრო გაუგებარი ხდებოდა, როდესაც ფრანგული კანონმდებლობა კეთილგანწყობილი იყო „შესაძლო“ მშობლების მიმართ. შესაბამისად, ემბრიონების მესამე მხარის საშვილოსნოში იმპლანტაციის შემთხვევაში (კანონიერია საფრანგეთში; მომჩივნებმა მიუთითეს საზოგადოებრივი ჯანდაცვის კოდექსის მუხლი L. 2141-4 et seq.), ქალი რომელიც მუცლით ატარებდა სხვა წყვილის ემბრიონებს და გააჩინა ბავშვი, რომელიც ბიოლოგიურად მას არ ეკუთვნოდა შეუძლია თუ არა მის პარტნიორთან ერთად ამ ბავშვთან დაამყაროს სამართლებრივი მშობელი–შვილის ურთიერთობა ისე, რომ გამოერიცხათ ამ პროცესიდან ბიოლოგიური მშობლები. ასევე დონორის საშუალებით განაყოფიერებისას (ასევე კანონიერი საფრანგეთში) არ შეიძლება სამართლებრივი მშობელი–შვილის ურთიერთობა დამყარდეს სპერმის დონორთან, როდესაც მშობელი შვილის სამართლებრივი ურთიერთობების დამყარება დედის პარტნიორთან შესაძლებელია (მომჩვნებმა მიუთითეს სამოქალაქო კოდექსის მუხლები 311-19 და 311-20 ).
67. მომჩივნების აზრით დამატებითი ფაქტორების გათვალისწინება უნდა მოხდეს და რომ ჩარევა არ წარმოადგენდა დასახული მიზნის მიღწევის საშაულებას ვინაიდან, როგორც საკასაციო სასამართლომ მიუთითა ის არ ართმევდა ბავშვებს სამართლებრივ მშობელი–შვილის ურთიერთობებს იმ დედასთან და მამასთან, რომლებიც კალიფორნიის კანონით იყო აღიარებული და არც უკრძალავდა მომჩივნებს ერთად ცხოვრებას საფრნაგეთში. ამასთანავე, მათი ნამდვილი და ემოციური ოჯახური ცხოვრება იყო „სამართლებრივად საიდუმლო“. ეს კი განსაკუთრებით შოკის მომგვრელი იყო პირველი მომჩივანის შემთხვევაში, რომელსაც არ მიეცა უფლება სამართლებრივი მშობელი–შვილის ურთიერთობების აღიარების მესამე და მეოთხე მომჩივნებთან ვინაიდან უარი ეთქვა მისი შვილების დაბადების მოწმობის დეტალების რეგისტრაციაზე საფრანგეთის დაბადების, გარდაცვალების და ქორწინების რეესტრში მიუხედავად იმისა, რომ იგი მათი ბიოლოგიური მამა იყო და ვერაფერი ვერ შეუშლიდა ხელს მათი ურთიერთობების ოფიციალურად რეგისტრაციას. ამავე დროს მომჩივნებს არ ჰქონდათ ოჯახური კავშირების სამართლებრივად ცნობის სხვა საშუალება ვინაიდან საკასაციო სასამართლოს პრეცედენტული სამართალი არ იძლეოდა არა მხოლოდ დაბადების დეტალების რეგისტრაციის არამედ მათი დე ფაქტო სტატუსის აღიარების და გამოყენების საშუალებას (possession d’état). შესაბამისად მათი საქმე მნიშვნელოვნად განსხვავდებოდა სიტუაციისგან, რომელიც აღწერილია საქმეზე შავრადოვი ბულგარეთის წინააღმდეგ (Shavdarov v. Bulgaria (no. 3465/03, 21 დეკემბერი 2010).
68. მომჩივნების აზრით, გამოყენებულ ღონისძიებას ასევე ჰქონდა „მნიშვნელოვნად დისპროპორციული შედეგები“ მესამე და მეოთხე მომჩივნებისთვის: პირველ ორ მომჩივანთან მშობელი–შვილის ურთიერთობების სამართლებრივად აღიარების გარეშე მათ არ ენიჭებოდათ საფრანგეთის მოქალაქეობა და ვერ იღებდნენ ფრანგულ პასპორტებს, არ ჰქონდათ ბინადრობის მოწმობა და მათთვის საფრანგეთის მოქალაქეობის მიღება შესაძლოა ყოფილიყო წარმოუდგენელი რაც მათ არ მისცემდათ კანონიერ საშუალებას მონაწილეობა მიეღოთ არჩევნებში და მიეცათ ხმა და ისინი მემკვიდრეობით ვერ მიიღებდნენ პირველი და მეორე მომჩივნების ქონებას. პირველი მომჩივანის სიკვდილის ან პირველი და მეორე მომჩივნების განქორწინების შემთხვევაში მეორე მომჩივანი დაკარგავდა ყველანაირ უფლებას ბავშვებთან მიმართებით მათი და საკუთარი უფლებების საზიანოდ. ადმინისტრაციული ნაბიჯები რისთვისაც საჭირო იყო საფრანგეთის მოქალაქეობა ან ოფიციალურად აღიარებული მშობელი–შვილის ურთიერთობები (სოციალური უსაფრთხოების მიზნებისთვის ბავშვების რეგისტრაცია, სკოლის კაფეტერიაში ან რეკრეაციულ ცენტრში გაწევრიანება, ან ოჯახის შემწეობის ცენტრიდან დახმარების მიღებაზე განაცხადის შევსება), მათ ევალებოდათ აშშ–ში გაცემული დაბადების მოწმობის ოფიციალურ თარგმანთან ერთად წარმოდგენა იმისათვის რომ დაედასტურებინათ რომ შვილები მათ ეკუთვნოდათ და განცხადების წარმატება დამოკიდებული იყო პასუხისმგებელი პირის კეთილ ნებაზე. მომჩივნებმა ასევე აღნიშნეს, რომ გენერალურმა პროკურორმა გაუწია რეკომენდაცია მომხდარიყო მშობელი–შვილის სამართლებრივი ურთიერთობების ცნობა მომჩივნებს შორის, კონკრეტულად კი ბავშვის საუკეთესო ინტერესების საფუძველზე და პარიზის სააპელაციო სასამართლომ თავად გადაწყვიტა რომ სიტუაცია პრაქტიკულ სირთულეებს შეუქმნიდა მენესონების ოჯახს. მათ ასევე მიუთითეს Conseil d’État–ის 2009 წლის ანგარიშზე ბიოეთიკური კანონების შესახებ, რომელშიც ნათქვამია რომ „პრაქტიკაში ოჯახების ცხოვრება რეგისტრაციის გარეშე უფრო გართულებულია, იმ ფორმალობების გამო რომელიც უნდა შესრულებულიყო ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე“. მათ ასევე აღნიშნეს, რომ ვაგნერის (Wagner), ზემოთ ციტირებული (§ 132), საქმეზე სასამართლომ აღიარა რომ მსგავს სიტუაციაში არ იყო გათვალისწინებული „სოციალური რეალობა“ და „ბავშვი არ იღებდა სამართლებრივ დაცვას რაც საშუალებას მისცემდა მას სრულად ყოფილიყო ინტეგრირებული [ამ შემთხვევაში] მშვილებელ ოჯახთან“. მათ ასევე ეჭვის ქვეშ დააყენეს საზღვარგარეთ წარმოებული დაბადების მოწმობის დეტალების რეგისტრაციაზე უარის მიზანი თუ როგორც ხელისუფლება აღნიშნავს მხოლოდ ფორმალობაა“.
69. მომჩივნებმა ასევე განაცხადეს, რომ სასამართლოს გადაწყვეტილება მე–8–ე მუხლის არ დარღვევის შესახებ საქმეზე ა. ბ.და გ ირლანდიის წინააღმდეგ (A., B. and C. v. Ireland [GC] (no. 25579/05, ECHR 2010) და ს.ფ. და სხვები ავსტრიის წინააღმდეგ (S.H. and Others v. Austria) [GC] (no. 57813/00, ECHR 2011), რომელიც ეხებოდა აბორტის ხელმისაწვდომობას და სამედიცინო დახმარებით რეპროდუქციას, ემყარებოდა იმ მოსაზრებას რომ მიუხედავად იმისა, რომ ეროვნული კანონმდებლობით ეს მანიპულაციები აკრძალული იყო, ის არ უკრძალავდა პირებს საზღვარგარეთ გამგზავრებას ამ მიზნით და ს.ჰ–ის საქმეში კანონიერი მამა–შვილის და დედა–შვილის ურთიერთობები მართული იყო სამოქალაქო კოდექსით, რომელიც მშობლების სურვილების მიმართ პატივისცემას გამოხატავდა”.
70. სექციის თავმჯდომარის მიერ დამატებით დასმული შეკითხვების საპასუხოდ (იხილეთ პუნქტი 5 ზემოთ), მომჩივნებმა განმარტეს, რომ სამოქალაქო კოდექსის მუხლები 311–14, მშობელი–შვილის სამართლებრივი ურთიერთობები იმართებოდა დედის მშობლიური ქვეყნის კანონმდებლობით ბავშვის დაბადების დღის მომენტისთვის (და იმ შემთხვევაში, როდესაც დედის ვინაობა არ იყო ცნობილი მაშინ ბავშვის სამშობლოს კანონმდებლობით), და საკასაციო სასამართლოს პრაქტიკით (სამოქალაქო საქმეთა პირველი განყოფილება, 1996 წლის 11 ივნისი) ეს არის დაბადების მოწმობაში მითითებული ქვეყანა. კალიფორნიის უზენაესი სასამართლოს 2000 წლის 14 ივლისის გადაწყვეტილებიდან ცხადია რომ მესამე და მეოთხე მომჩივნების ოფიციალური მშობლები იყვნენ პირველი და მეორე მომჩივნები. საფრანგეთის სახელმწიფო ორგანოებმა და სასამართლომ არ აღიარეს ეს საკითხი ვინაიდან დედა არ იყო აღიარებული როგორც ამ სტატუსის მქონე ფრანგული კანონმდებლობით, მშობელი–შვილის სამართლებრივი ურთიერთობები არ შეიძლებოდა მართული ყოფილიყო ამ ქვეყნის კანონებით. შესაბამისად, ეს ურთიერთობები იმართებოდა მესამე და მეოთხე მომჩივნების ქვეყნის კანონმდებლობით: აშშ კანონმდებლობით. ვინაიდან სამართლებრივი მშობელი–შვილის ურთიერთობები პირველ ორ მომჩივნებს და მესამე და მეოთხე მომჩივნებს შორის ვერ დამყარდება საფრანგეთის კანონმდებლობის შესაბამისად და ასევე 2013 წლის 13 სექტემბრის საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით გაუქმდა ბიოლოგიური მამის მამობა იმ ბავშვებისა, რომლებიც დაიბადნენ საზღვარგარეთ სუროგაციული გარიგების შედეგად ..., მესამე და მეოთხე მომჩივნები ვერ მიიღებენ საფრანგეთის მოქალაქეობას სამოქალაქო კოდექსის მე–18–ე მუხლის მიხედვით (“ბავშვი, რომლის ერთ–ერთ მშობელს აქვს საფრანგეთის მოქალაქეობა ითვლება საფრანგეთის მოქალაქედ) მიუხედავად იმისა, რომ პირველი მომჩივანი იყო მათი ბიოლოგიური მამა. მომჩივნებმა ასევე აღნიშნეს, რომ მიუხედავად 2013 წლის 25 იანვრის ცირკულარისა ..., მესამე და მეოთხე მომჩივნებმა ვერ მიიღეს მოქალაქეობის დამადასტურებელი დოკუმენტი. მათ განაცხადეს, რომ საკასაციო სასამართლოს მიერ მათ საქმეზე გამოტანილი გადაწყვეტილების შედეგად და 2013 წლის 13 სექტემბრის გადაწყვეტილებით, სადაც დაბადების მოწმობების შედგენის პროცესს იმ ბავშვებისა რომელიც სუროგაციული შეთანხმების შედეგად დაიბადნენ საზღვარგარეთ „თაღლითური“ ეწოდა, სამოქალაქო კოდექსის 47–ე მუხლის მიზნებისთვის აშშ–ში წარმოებული ბავშვების დაბადების მოწმობები იურიდიულად ძალადაკარგულად იქნა მიჩნეული. ცირკულარის მიზანი არ იყო მოქალაქეობის დამადასტურებელი დოკუმენტის გაცემისთვის ხელის შეშლა მხოლოდ მცირე ეჭვის საფუძველზე, რომ გამოყენებული იყო სუროგაციული გარიგება, მაშინ როდესაც სასამართლომ დაადგინა რომ ადგილი ჰქონდა შეთანხმებას სუროგაციაზე. ამ არგუმენტის საპასუხოდ მათ განაცხადეს რომ, მათ არ მიუღიათ პასუხი საფრანგეთის მოქალაქეობის მოწმობის გაცემის მოთხოვნაზე მესამე და მეოთხე მომჩივნებისთვის, რომელიც პირველმა მომჩივანმა წარადგინა 2013 წლის 16 აპრილს შესაბამის უწყებაში Charenton Le Pont საოლქო სასამართლოში. მათ მხოლოდ მიიღეს განცხადების მიღების შესახებ დასტური რეგისტრატორისა დათარიღებული 2013 წლის 31 ოქტომბრით და 2014 წლის 13 მარტით სადაც აღნიშნულია, რომ „მოთხოვნა ჯერ კიდევ დამუშავების პროცესშია მის დეპარტამენტში და რომ ისინი ელოდებიან დადასტურებას ლოს ანჟელესის საკონსულოსგან.“ მათ ასევე დაამატეს, რომ საკასაციო სასამართლოს 2013 წლის 13 სექტემბრის გადაწყვეტილების ფარგლებში პირველ მომჩივანს არ შეეძლო მესამე და მეოთხე მომჩივნების აღიარება მიუხედავად იმისა, რომ ის მათი ბიოლოგიური მამა იყო.
ii. სახელმწიფო
71. სახელმწიფოს პოზიციის მიხედვით, უცხოეთში გაცემული სამოქალაქო დოკუმენტების, კონკრეტულად კი მესამე და მეოთხე მომჩივნების დაბადების მოწმობის დეტალების რეგისტრაციაზე უარი არ უშლიდა მათ ხელს სრულყოფილ მოქალაქეებად ეგრძნოთ თავი საფრანგეთში. პირველ რიგში მათ განაცხადეს, რომ საფრანგეთის მოქალაქეობის დამადასტურებელი მოწმობის გაცემა ხდება ამ მოწმომების საფუძველზე როდესაც დადგენილია, რომ ერთ–ერთი მშობელი არის საფრანგეთის მოქალაქე (სახელმწიფომ წარმოადგინა იუსტიციის სამინისტროს მიერ 2013 წლის 25 იანვარს გაცემული ცირკულარი და დაადგინა, რომ მომჩივნებს არ გადაუდგამთ არანაირი ნაბიჯები იმისათვის, რომ მესამე და მეოთხე მომჩივნებს საფრანგეთის მოქალაქეობა მიეღოთ. მეორე, პირველი და მეორე მომჩივნები სარგებლობდნენ მშობლის სრული პასუხისმგებლობით მესამე და მეოთხე მომჩივნების მიმართ ამერიკის შეერთებულ შტატებში გაცემული სამოქალაქო სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტების საფუძველზე; მესამე, იმ შემთხვევაში თუ პირველი და მეორე მომჩივნები განქორწინდებიან საოჯახო საქმეთა მოსამართლე განსაზღვრავს მათ საცხოვრებელ ადგილს და მშობლებთან კონტაქტის უფლებას ისე როგორც ეს დადგენილია უცხო ქვეყანაში გაცემული სამოქალაქო სტატუსის განმსაზღვრელი დოკუმენტაციით; მეოთხე, მესამე და მეოთხე მომჩივნები იქნებიან მემკვიდრეები და მიიღებენ პირველი და მეორე მომჩივნების ქონებას მემკვიდრეობით ამერიკის შეერთებულ შტატებში გაცემული სამოქალაქო დოკუმენტაციის საფუძველზე. სახელმწიფომ ასევე განსაზღვრა, რომ მომჩივნებმა დაძლიეს ის პრობლემები, რომელიც მათ მიუთითეს და აღნიშნეს, რომ ვერ შეძლეს მესამე და მეოთხე მომჩივნების რეგისტრაცია სოციალური უსაფრთხოების მიზნებისთვის ან მათი სკოლაში ჩარიცხვა ან საოჯახო შემწეობის სამსახურიდან დახამრების მიღება და ზოგადად მათ ვერ მოახერხეს იმის ჩვენება რომ მათ „ყოველდღიურად მრავალი სირთულის“ გადალახვა უწევდათ იმის გამო რომ მათი შვილების დაბადების მოწმობის დეტალები არ აისახა რეგისტრაციისას. შესაბამისად, სახელმწიფომ ეჭვის ქვეშ დააყენა მომჩივნების ოჯახურ ცხოვრებაში ჩარევა, ჩარევა შემოიფარგლებოდა მხოლოდ საფრანგეთში სამოქალაქო სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტაციის მიღებით.
72. მთავრობამ ასევე ხაზი გაუსვა, რომ ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) რაიმე ფორმით შესაძლებლობის გამორიცხვის, იმ პრინციპის პატივსაცემად რომ ადამიანის სხეული და მისი სამოქალაქო სტატუსი განუყოფელია და ბავშვის საუკეთესო ინტერესების დაცვის მიზნით კანონმდებელმა გამოხატა რა ფრანგი ხალხის ნება გადაწყვიტა აეკრძალა სუროგაცია საფრანგეთში. ეროვნული სასამართლოები მოიქცნენ შესაბამისად უარი თქვეს რა საზღვარგარეთ განხორციელებული სუროგაციული შეთანხმების შედეგად დაბადებული ბავშვების სამოქალაქო სტატუსის დეტალების რეგისტრაციაზე; ამის დაშვება განხილული იქნებოდა, როგორც ეროვნული კანონმდებლობის განზრახ უგულებელყოფის ტოლფასი ქმედება რაც ეჭვის ქვეშ დააყენებდა სუროგაციის ამკრძალავი დებულებების თანმიმდევრულ გამოყენებას.
კონკრეტულ საკითხზე - როგორიცაა მამა-შვილის კანონიერი ურთიერთობების რეგისტრაცია, სასამართლომ აღნიშნა, რომ ეს გამოწვეული იყო იმ გარემოებით, რომ პირველმა და მეორე მომჩივნებმა როგორც წყვილმა ისე გააფორმეს სუროგაციაზე შეთანხმება და რომ წყვილის მდგომარეობა ამ შემთხვევაში განუყოფელია. ფრანგული კანონმდებლობის მიხედვით დადგენილი სიტუაციები რომელშიც მშობელი-შვილის ურთიერთობები შეიძლება ჩამოყალიბდეს რაც გულისხმობს შექმნის წმინდა ბიოლოგიურ გზას კონკრეტულ სიტუაციაში „დიდი ეჭვის ქვეშ იდგა.“ და ბოლოს, „რაც შეეხება ბავშვის ინტერესებს, უფრო მიზანშეწონილი იყო ორივე მშობლის ბავშვებთან კავშირის სამართლებრივი აღიარების ერთ დონეზე განხილვა”.
73. მთავრობამ ასევე განაცხადა, რომ სუროგაცია იყო მორალური და ეთიკური საკითხი და წევრ სახელმწიფოებს შორის ამ საკითხზე კონსენსუსი არ არსებობდა და ისინი სარგებლობდნენ თავისუფალი შეფასების ფარგლებით ამ სფეროში და იმ მეთოდებზე თუ რა მეთოდებითაც მოახდენენ საზღვარგარეთ დაწყებული მშობელი-შვილის ურთიერთობების შეკავებას. მათი აზრით, თუ გავითვალისწინებთ ესეთ ფართო თავისუფალი შეფასების ფარგლებს და იმ ფაქტს რომ მომჩივნებს ჰქონდათ ნორმალური საოჯახო ცხოვრების შესაძლებლობა მათი შვილების აშშ-ში მიღებული სამოქალაქო სტატუსის საფუძველზე, რაც მათი საუკეთესო ინტერესების დაცვის საშუალებას იძლეოდა, მაშინ კონვენციის მე-8-ე მუხლით დადგენილ უფლებაში ჩარევა „აბსოლუტურად პროპორციული“ იყო დასახული მიზნის და შესაბამისად ადგილი არ ჰქონია ამ დებულების დარღვევას.
74. სექციის თავმჯდომარის მიერ დასმულ დამატებით შეკითხვებზე (იხილეთ პუნქტი 5 ზემოთ), მთავრობამ აღნიშნა, რომ მშობელი-შვილის პირველ ორ და მესამე და მეოთხე მომჩივნებს შორის სამართლებრივი ურთიერთობების დამყარების შესაბამისი კანონმდებლობა იყო სამოქალაქო კოდექსის მუხლი 311-14 - იმ ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისი, რომლის მოქალაქეც იყო დედა - კონკრეტულად კი საკასაციო სასამართლოს პრეცედენტული სამართლის მიხედვით (სამოქალაქო საქმეთა განყოფილება, 1996 წლის 11 ივნისი Bull. civ. no. 244). შესაბამისად სუროგატი დედის ქვეყნის კანონმდებლობით, კონკრეტულად კი აშშ კანონმდებლობით ამ კონკრეტულ შემთხვევაში, პირველი და მეორე მომჩივნები იყვნენ მესამე და მეოთხე მომჩივნების მშობლები, მეორე მომჩივანი იყო მათი „კანონიერი დედა“. მთავრობამ ასევე აღნიშნა, რომ სამოქალაქო კოდექსის 47-ე მუხლის მოთხოვნების შესაბამისად, მიუხედავად იმისა დეტალები იყო თუ არა რეგისტრირებული, უცხო ქვეყნის მიერ გაცემული დაბადების მოწმობები ძალაში იყო საფრანგეთში - კონკრეტულად კი მშობელი-შვილის სამართლებრივი ურთიერთობების დეტალები, რომელიც ამ დოკუმენტში იყო ასახული. მათ აღნიშნეს, რომ მუხლი 47 შესაბამისობაში იყო მოცემულ საქმესთან მიუხედავად იმისა, რომ მესამე და მეოთხე მომჩივნების აშშ დაბადების მოწმობის დეტალები გაუქმდა საკასაციო სასამართლოს 2011 წლის 6 აპრილის გადაწყვეტილებით, სასამართლოს პრეცედენტული სამართლით სუროგაციაზე შეთანხმება იყო ბათილი და ძალადაკრგული საჯარო პოლიტიკის საფუძველზე და ვერ ამოქმედდებოდა მშობელი-შვილის სამართლებრივი ურთიერთობების ფარგლებში ფრანგული კანონმდებლობით. შესაბამისად სამოქალაქო კოდექსის მე-18-ე მუხლი - რომლის მიხედვითაც ბავშვი ითვლება საფრანგეთის მოქალაქედ იმ შემთხვევაში თუ მისი ერთ-ერთი მშობელი მაინც არის საფრანგეთის მოქალაქე - ვრცელდება იმ შემთხვევაზე, როდესაც უცხო ქვეყნის სამოქალაქო სტატუსის განმსაზღვრელი დოკუმენტებით დგინდება კანონიერად დამყარებული მშობელი-შვილის ურთიერთობები. ბოლოს, მთავრობამ განაცხადა რომ პირველ მომჩივანს არ შეეძლო ეღიარებინა მესამე და მეოთხე მომჩივნები საფრნაგეთში, ვინაიდან საკასაციო სასამართლომ დაადგინა 2013 წლის 13 სექტემბერს რომ მამობის აღიარება შესაძლო მამის მიერ ბავშვის მიმართ, რომელიც დაიბადა სუროგაციული შეთანხმების გზით უნდა იქნეს ბათილი, რადგანაც მან თავი აარიდა კანონს ამ გარიგებაზე არჩევანის გააკეთებით.
iii. სასამართლოს პოზიცია
α. ზოგადი მიმოხილვა
75. სასამართლო მიუთითებს მთავრობის პოზიციაზე, რომ ხელშემკვრელი სახელმწიფოები სადაო საკითხის გადაწყვეტისას თუ რა არის „საჭირო დემოკრატიულ საზოგადოებაში“ სარგებლობენ ფართო თავსუფალი შეფასების ფარგლებით. სასამართლო ასევე მიუთითებს, რომ მომჩივნები დაეთანხმენ ამ მოსაზრებას მაგრამ მიიჩნიეს რომ ამ ფარგლების ხარისხი მოცემულ საქმეში სადაო საკითხთან დაკავშირებით იყო შედარებითი.
76. სასამართლო იზიარებს მომჩივნების ანალიზს;
77. სასამართლო იმეორებს, რომ სახელმწიფოს თავისუფალი მოქმედების ფარგლები განსხვავდება სიტუაციის, საგნის და კონტექსტის მიხედვით; ამიტომ ერთ-ერთი შესაბამისი ფაქტორი არის ხელშემკვრელი სახელმწიფოების კანონებს შორის საერთო საფუძვლის არსებობა ან არ არსებობა (იხილეთ, მაგალითად, ვაგნერი და J.M.W.L (Wagner and J.M.W.L.), და ნეგრეპონტის-ჯიანისისი (Negrepontis-Giannisis), ზემოთ ციტირებული, § 128 და § 69 შესაბამისად). შესაბამისად, ერთის მხრივ როდესაც არ არსებობს კონსენსუსი ევროპის საბჭოს წევრ სახელმწიფოებს შორის სადაო ინტერესების მნიშვნელობის თაობაზე ან მისი დაცვის საუკეთესო საშუალებების შესახებ, განსაკუთრებით კი იმ შემთხვევაში, როდესაც საკითხი ეხება მგრძნობიარე მორალურ და ეთიკურ საკითხებს მაშინ ფარგლები არის ფართო. მეორეს მხრივ, პირის არსებობის ან იდენტურობის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ასპექტი საფრთხის ქვეშაა და სახელმწიფოსთვის დაშვებული ფარგლები შეზღუდული იქნება. (იხილეთ, კონკრეტულად, ს.ჰ., ზემოთ ციტირებული, § 94).
78. მოცემულ საქმეში სასამართლო მიიჩნევს რომ სუროგაციის კანონიერებაზე ან სურიგაციის გზით ჩასახულ ბავშვსა და შესაძლო მშობლებს შორის ურთიერთობების სამართლებრივ აღიარებაზე ევროპაში კონსენსუსი არ არის. სასამართლოების მიერ ჩატარებული შედარებითი კვლევა აჩვენებს რომ ევროპის საბჭოს 35 წევრი სახელმწიფოდან სუროგაცია საფრანგეთის გარდა კიდევ აკრძალულია 14 სახელმწიფოში. ათ სახელმწიფოში ის ან აკრძალულია ან დაუშვებელია ზოგადი დებულებებით ან მისი კანონიერების საკითხი არ არის ნათელი. მაგრამ სუროგაცია შვიდ წევრ სახელმწიფოში დაშვებული და მისაღებია. ამ 35 წევრი სახელმწიფოდან 13 ქვეყანაში შესაძლებელია მშობლებსა და სუროგაციული შეთანხმების შედეგად საზღვარგარეთ დაბადებულ შვილებს შორის მშობელი შვილის ურთიერთობების სამართლებრვი აღიარების მიღება. ეს ასევე ჩანს რომ შესაძლებელია კიდევ 11 სხვა სახელმწიფოში (მათ შორის ერთ ქვეყანაში სადაც შესაძლებლობა შემოიფარგლება მხოლოდ მამა-შვილის ურთიერთობებით, სადაც შესაძლო მამა არის ბიოლოგიური მამა), მაგრამ არ არის შესაძლებელი დანარჩენ 11 სახელმწიფოში (გარდა ერთი შემთხვევისა, როდესაც აღიარების მიღება შესაძლებელია მხოლოდ მამა-შვილის ურთიერთობების, სადაც სავარაუდო მამა არის ბიოლოგიური მამა) ... .
79. კონსენსუსის არ არსებობა სუროგაციას აქცევს მგრძნობიარე ეთიკურ საკითხად. ეს ასევე ადასტურებს, რომ სახელმწიფოები უნდა სარგებლობდნენ თავისუფალი შეფასების ფართო ფარგლებით არა მხოლოდ ისეთ საკითხზე როგორიცაა რეპროდუქციული დახმარების ამ ფორმის დაშვება არამედ მშობელი-შვილის ურთიერთობების სამართლებრივი აღიარებაც საზღვარგარეთ სუროგაციული გზით კანონიერად ჩასახულ ბავშვსა და შესაძლო მშობლებს შორის.
80. ასევე გათვალისწინებული უნდა იყოს ის ფაქტი რომ პიროვნების ინდივიდუალობის მნიშვნელოვანი ასპექტი საფრთხის ქვეშ არის იმ შემთხვევაში, როდესაც მშობელი-შვილის ურთიერთობები დასარეგულირებელია. მოპასუხე სახელმწიფოსთვის მინიჭებული თავისუფალი შეფასების ფარგლები მოცემულ შემთხვევაში უნდა შემცირდეს.
81. კანონმდებლის მიერ მიღებული გამოსავალი - თუნდაც არსებულ ფარგლებში - არ სცდება სასამართლოს განხილვის ფარგლებს. სასამართლომ უნდა ფრთხილად გამოიძიოს გათვალისწინებული არგუმენტები რამაც შედეგი დააყენა და უნდა დაადგინოს დაცული იყო თუ არა სამართლიანი ბალანსი სახელმწიფოს სადაო ინტერესებს და იმ ინტერესებს შორის რაზეც პირდაპირი გავლენა იქონია (იხილეთ, mutatis mutandis, ს.ჰ და სხვები (S.H. and Others), ზემოთ ციტირებული, § 97). სასამართლომ უნდა გაითვალისწინოს ძირითადი პრინციპები, რომლის მიხედვითაც ნებისმიერ დროს როდესაც საქმე ეხება ბავშვს ბავშვის საუკეთესო ინტერესები არის უმნიშვნელოვანესი (იხილეთ, ვაგნერი და J.M.W.L. (Wagner and J.M.W.L.), ზემოთ ციტირებული, §§ 133-34, და ე.ბ საფრანგეთის წინააღმდეგ ( E.B. v. France [GC]), no. 43546/02, §§ 76 და 95, 22 იანვარი 2008).
82. მოცემულ საქმეში საკასაციო სასამართლომ დაადგინა, რომ საფრანგეთის საერთაშორისო საჯარო პოლიტიკა კრძალავს დაბადების, ქორწინების და გარდაცვალების რეესტრში ისეთი დაბადების მოწმობის დეტალების რეგისტრაციას, რომელიც შედგენილია უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე რომელიც ისეთ დებულებებს შეიცავს რაც წინააღმდეგობაში მოდის ფრანგულ კანონმდებლობასთან. სასამართლომ ასევე აღნიშნა, რომ ფრანგული კანონმდებლობის მიხედვით სუროგაციაზე შეთანხმება არის ბათილი და ძალადაკარგული საჯარო პოლიტიკის საფუძველზე რაც წინააღმდეგობაში მოდის „ფრანგული სამართლის ძირითად პრინციპთან“ სამოქალაქო სტატუსის განუყოფლობის შესახებ. მომჩივნების საქმეზე კალიფორნიის უზენაესი სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილებით სუროგაციული შეთანხმება კანონიერად იქნა მიჩნეული რაც წინააღმდეგობაში მოდიოდა საერთაშორისო საჯარო პოლიტიკის ფრანგულ კონცეფციასთან და ვინაიდან მესამე და მეოთხე მომჩივნების დაბადების მოწმობები ამ გადაწყვეტილების მიხედვით იქნა შექმნილი ამ მოწმობების დეტალები ვერ იქნებოდა რეგისტრირებული საფრანგეთის დაბადების, ქორწინების და გარდაცვალების რეესტრში (იხილეთ პუნქტი 27 ზემოთ).
83. მომჩივნების უუნარობა პირველ ორ და მესამე და მეოთხე მომჩივნებს შორის მშობელი-შვილის ურთიერთობები ფრანგული კანონმდებლობის ფარგლებში ყოფილიყო აღიარებული საკასაციო სასამართლოს აზრით გამოწვეულია საფრანგეთის კანონმდებლის გადაწყვეტილებით ეთიკური საკითხების გამო აეკრძალა სუროგაცია საფრნაგეთში. ამ საკითხთან დაკავშირებით მთავრობამ აღნიშნა, რომ ეროვნული სასამართლოები მოქმედებდნენ ამ გადაწყვეტილების ფარგლებში, როდესაც მათ კანონიერად უთხრეს მომჩივანს უარი საზღვარგარეთ სუროგაციული შეთანხმების შედეგად დაბადებული ბავშვების და საფრნაგეთის საზღვრების გარეთ გაცემული სამოქალაქო სტატუსის დამადასტურებელი დაბადების მოწმობის დეტალების რეგისტრაციაზე. სხვანაირად მოქმედება მთავრობის აზრით განხილული იქნებოდა, როგორც ეროვნული კანონმდებლობის განზრახ უგულებელყოფის ტოლფასი ქმედება რაც ეჭვის ქვეშ დააყენებდა სუროგაციის ამკრძალავი დებულებების თანმიმდევრულ გამოყენებას.
84. სასამართლო მიიჩნევს, რომ მსგავსი მიდგომა შეკამათების საფუძველია საერთაშორისო საჯარო პოლიტიკის ფარგლებში, რაც კერძო საერთაშორისო სამართლისთვის დამახასიათებელია. საკითხის ეჭვის ქვეშ დაყენება არ არის მნიშვნელოვანი, არამდეგ საჭიროა დადგინდეს ამ მექანიზმის გამოყენებისას მოცემულ საქმეზე ეროვნულმა სასამრთლოებმა სათანადოდ გაითვალისწინეს სამართლიანი ბალანსის დადგენის საჭიროება თუ არა ერთის მხრივ საზოგადოების ინტერესებს, რომ ამ საზოგადოების წევრები ეწყობიან დემოკრატიულად მიღებულ არჩევანს და მეორეს მხრივ მომჩივნების ინტერესებს შორის - ბავშვების საუკეთესო ინტერსების მნიშვნელობის გათვალისწინებით - სრულყოფილად ისარგებლონ პირადი და ოჯახური ცხოვრების პატივისცემის უფლებით.
85. ამასთან დაკავშირებით სასამართლო აღნიშნავს, რომ საკასაციო სასამართლომ დაადგინა, რომ მესამე და მეოთხე მომჩივნების დაბადების მოწმობების დეტალების საფრანგეთის დაბადების, ქორწმინების და გარდაცვალების რეესტრში არ არღვევდა მათი ოჯახური და პირადი ცხოვრების პატივისცემის უფლებას ან მათ საუკეთესო ინტერესებს ვინადან ისინი არ კარგავდნენ კალიფორნიის კანონმდებლობით აღიარებული სამართლებრივი მშობელი-შვილის ურთიერთობებს და არ უშლიდა მათ ხელს ეცხოვრათ საფრანგეთში პირველ და მეორე მომჩივანთან ერთად (იხილეთ პუნქტი 27 ზემოთ).
86. სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეში უნდა გაიმიჯნოს მომჩივნების ოჯახური ცხოვრების პატივისცემის უფლება ერთის მხრივ და მესამე და მეოთხე მომჩივნების პირადი ცხოვრების პატივისცემის უფლება მეორეს მხრივ.
β. მომჩივნების ოჯახური ცხოვრების პატივისცემის უფლება
87. პირველ საკითხთან დაკავშირებით სასამართლო მიიჩნევს, რომ საფრანგეთის კანონმდებლობის ფარგლებში მშობელი-შვილის სამართლებრივი ურთიერთობების არ აღიარება პირველ და მეორე და მესამე და მეოთხე მომჩივნებს შორის ნამდვილად ახდენს გავლენას მათ ოჯახურ ცოხვრებაზე. ამასთან დაკავშირებით ის აღნიშნავს, როგორც მომჩივნებმა განაცხადეს პარიზის სააპელაციო სასამართლომ აღიარა რომ შექმნილი სიტუაცია გამოიწვევს „პრაქტიკულ სირთულეებს“ (იხილეთ პუნქტი 24 ზემოთ). ის ასევე მიუთითებს, რომ 2009 წლის ანგარიშში ბიოეთიკური კანონების მიმოხილვის შესახებ, Conseil d’État-მა განაცხადა, რომ „ ოჯახური ცხოვრება უფრო გართულებულია რეგისტრაციის არ ქონით იმ ფორმალობების გამო, რომელიც უნდა შესრულდეს ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე.” (იხილეთ პუნქტი 68 ზემოთ).
88. შესაბამისად, იმის გამო რომ მომჩივნებს არ აქვთ ფრანგული სამოქალაქო სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტაცია ან ოჯახის რეგისტრაცია საფრანგეთში მომჩივნები ვალდებულნი არიან წარმოადგინონ ამერიკის შეერთებულ შტატებში გაცემული სამოქალაქო სტატუსის განმსაზღვრელი დოკუმენტები ოფიციალურ თარგმანთან ერთად ნებისმიერ შემთხვევაში, როდესაც გარკვეული მომსახურების ან უფლების მიღება საჭიროებს მშობელი-შვილის ურთიერთობების დადასტურებულ დოკუმენტს და ხშირად მათ ის პირები ვინც ამ დოკუმენტებს იხილავენ ეჭვის თვალით უყურებენ ან უბრალოდ არ ესმით საფუძვლები. მომჩივნები მიუთითებენ სირთულეებზე, რომელიც მათ შეხვდათ მესამე და მეოთხე მომჩივნების სოციალური უსაფრთხოების რეგისტრაციისას, სკოლის კაფეტერიაში ან რეკრეაციულ ცენტრში გაწევრიანებისას ან ფინანსური დახმარებისთვის ოჯახური შემწეობის სამსახურში განაცხადის შევსებისას.
89. უფრო მეტიც, არსებულ სიტუაციაში ის ფაქტი, რომ ორ ბავშვს არ აქვს პირველ და მეორე მომჩივანთან მშობელი-შვილის სამართლებრივი ურთიერთობები ნიშნავს იმას, რომ მათ არ აქვთ საფრანგეთის მოქალაქეობა. ეს ართულებს ოჯახურ მოგზაურობას და ბადებს უსაფუძვლო ეჭვებს მესამე და მეოთხე მომჩივნების საფრანგეთის ტერიტორიაზე დარჩენის თაობაზე მას შემდეგ რაც ისინი მიაღწევენ სრულწლოვანების ასაკს და ოჯახური კავშირის სტაბილურობაზე. მთავრობის აზრით იუსტიციის სამინისტროს 2013 წლის 25 იანვრის ცირკულარის საფუძველზე მესამე და მეოთხე მომჩივანს შეუძლიათ საფრანგეთის მოქალაქეობის დამადასტურებელი მოწმობის მიღება სამოქალაქო კოდექსის მე-18-ე მუხლის შესაბამისად, რომელიც ადგენს, რომ „ბავშვი, რომლის ერთ-ერთი მშობელი მაინც საფრანგეთის მოქალაქეა ითვლება საფრანგეთის მოქალაქედ“, მათი აშშ-ში გაცემული დაბადების მოწმობის საფუძველზე.
90. სასამართლო აღნიშნავს, რომ არ არის ნათელი რომ მსგავსი შესაძლებლობა რეალურად არსებობს.
პირველი, სასამართლო აღნიშნავს, რომ ნახსენები დებულებების მიხედვით საფრანგეთის მოქალაქეობა მიენიჭება ერთი ან მეორე მშობლის მოქალაქეობის საფუძველზე. სასამართლოს წინაშე განსახილველი საკითხი კი სწორედ მშობლის სამართლებრივ განმარტებას ეხება კონკრეტულ სიტუაციაში. შესაბამისად, მომჩივნების პოზიცია და მთავრობის პასუხი კი გულისხმობს, რომ კერძო საერთაშორისო სამართალი იშველიებს სამოქალაქო კოდექსის მე-18-ე მუხლს იმისათვის, რომ საფრანგეთის მოქალაქეობა მიანიჭოს მესამე და მეოთხე მომჩივნებს რაც ძალიან რთული და თითქმის შეუძლებელია მოცემულ შემთხვევაში.
მეორე, სასამართლო აღნიშნავს, რომ მთავრობა ეყრდნობა სამოქალაქო კოდექსის 47-ე მუხლს. ამ დებულების მიხედვით საზღვარგარეთ გაცემული სამოქალაქო სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტები, რომელიც შექმნილია დაინტერესებულ ქვეყანაში არსებული პროცედურების შესაბამისად მიიჩნევა ლეგიტიმურად „გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც სხვა მოწმობები და დოკუმენტები შეიცავს გარე მონაცემებს ან თავად მოწმობის დეტალებით ნათელია, რომ სადაო დოკუმენტი არ არის კანონიერი ან გაყალბებულია ან ასახული ფაქტები არ შეესაბამება რეალობას“. შესაბამისად ჩნდება შეკითხვა, ეს გამონაკლისი მოცემულ შემთხვევაზე ვრცელდება თუ არა, როდესაც დადგენილია, რომ დაინტერესებული ბავშვები დაბადებულნი არიან საზღვარგარეთ გაფორმებული სუროგაციული შეთანხმების შედეგად რასაც საკასაციო სასამართლო მიიჩნევს კანონისთვის თავის არიდებად. მიუხედავად იმისა, რომ თავმჯდომარემ მოუწოდა მათ ამ შეკითხვაზე პასუხის გაცემისკენ და დააკონკრეტა არსებობდა თუ არა რისკი იმისა, რომ მსგავსი ფორმით გაცემული მოქალაქეობის დამადასტურებელი დოკუმენტი შეიძლებოდა გასაჩივრებულიყო ან გაუქმებულიყო, მაგრამ მთავრობამ არ განმარტა ეს საკითხი. პარიზის საოლქო სასამართლოში 2013 წლის 16 აპრილს ამ მიზნით შეტანილი მოთხოვნა პირველი მომჩივანის მიერ თერთმეტი თვის შემდეგ ჯერ კიდევ განხილვის ეტაპზე იყო. უფროსმა რეგისტრატორმა 2013 წლის 31 ოქტომბერს და 2014 წლის 13 მარტს წერილობითი ფორმით გასცა პასუხი რომ „მოთხოვნა ჯერ კიდევ დამუშავების პროცესშია მის დეპარტამენტში და ჯერ კიდევ ელოდებიან კალიფორნიიდან, ლოს ანჟელესის საკონსულო დეპარტამენტიდან განმარტებებს“. (იხილეთ პუნქტი 28 ზემოთ).
91. აქედან გამომდინარე აბსოლუტურად გასაგებია ოჯახური ცხოვრების დაცვის მნიშვნელობა პირველ და მეორე და მესამე და მეოთხე მომჩივნებს შორის პირველი მომჩივანის გარდაცვალების ან პირველი და მეორე მომჩივნების განქორწინების შემთხვევაში.
92. მომჩივნების ოჯახური ცხოვრების პოტენციური რისკის ხარისხთან ერთად სასამართლოს მიაჩნია, რომ უნდა დადგინდეს პრაქტიკული წინაღობები, რომლის გადალახვაც ოჯახს უწევს ფრანგული კანონმდებლობის მიხედვით პირველ და მეორე და მესამე და მეოთხე მომჩივნებს შორის სამართლებრივი მშობელი-შვილის არ აღიარების გამო (იხილეთ, X, Y და Z, ზემოთ ციტირებული, § 48). სასამართლო მიუთითებს, რომ მომჩივნები არ დაობენ რომ მათთვის შეუძლებელი იყო სირთულეების გადალახვა და არც იმის ჩვენებას ცდილობენ რომ საფრანგეთში სამართლებრივი მშობელი-შვილის ურთიერთობების არ აღიარებამ ხელი შეუშალა მათ საფრანგეთში ოჯახური ცხოვრების პატივისცემის უფლებით სარგებლობას. ამასთან დაკავშირებით სასამართლო მიუთითებს რომ ოთხივე მომჩივანმა ბავშვების დაბადებიდან მოკლე ვადაში შეძლეს საფრანგეთში საცხოვრებლად გადასვლა, ცხოვრობენ ერთად ისეთ პირობებში როგორშიც ბევრი სხვა ოჯახები და არ არსებობს მათი განცალკევების რისკი სახელმწიფო ორგანოების მიერ მათი სიტუაციის გამო ფრანგული კანონმდებლობის მიხედვით. (იხილეთ, mutatis mutandis, შავრადოვი ბულგარეთის წინააღმდეგ (Shavdarov v. Bulgaria), no. 3465/03, §§ 49-50, 21 დეკემბერი 2010).
93. სასამართლო ასევე აღნიშნავს, რომ კონვენციის ფარგლებში მომჩივნების მიერ სააპელაციო სარჩელის საფუძვლების უარყოფით საკასაციო სასამართლომ დაადგინა, რომ მესამე და მეოთხე მომჩივნების დაბადების მოწმობების დეტალების საფრანგეთის დაბადების, ქორწინების და გარდაცვალების რეესტრში რეგისტრაციაზე უარი არ უშლიდა ხელს მათ ეცხოვრათ საფრანგეთში პირველ და მეორე მომჩივნებთან ერთდ (იხილეთ პუნქტი 27 ზემოთ). სიტუაციის კველევის მნიშვნელობაზე ხაზგასმით რაც სასამართლომ ვაგნერი და J.M.W.L-ის საქმეზე (Wagner and J.M.W.L. ზემოთ ციტირებული above, § 135) დაადგინა, სასამართლო ასკვნის, რომ მოცემულ საქმეში საფრანგეთის სასამართლოებმა ჩაატარეს შესაბამისი კველვა ზემოთ ხსენებული პირობებით და დაადგინეს, რომ პრაქტიკული სირთულეები რომელიც მომჩივნებს შესაძლოა შეხვდეთ ოჯახური ცხოვრებისას იმის გამო რომ ფრანგული კანონმდებლობის ფარგლებში მათ ვერ მოახდინეს მშობელი-შვილის სამართლებრივი ურთიერთობების აღიარება რომელიც მათ შორის საზღვარგარეთ დაიწყო არ სცდება კონვენციის მე-8-ე მუხლით დადგენილი შეზღუდვების ფარგლებს.
94. შესაბამისად, მომჩივნების ოჯახური ცხოვრების პრაქტიკული შედეგები გამოწვეული ფრანგული კანონმდებლობის ფარგლებში მშობელი-შვილის სამართლებრივი ურთიერთობების პირველ ორ და მესამე და მეოთხე მომჩივნებს შორის არ აღიარებით და მოპასუხე სახელმწიფოსთვის მინიჭებული თავისუფალი შეფასების ფარგლებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ საკასაციო სასამართლოს დასკვნის შედეგად შექმნილი სიტუაცია მოცემულ საქმეში ადგენს სამართლიან ბალანსს მომჩივნების და სახელმწიფოს ინტერესებს შორის ოჯახური ცხოვრების პატივისცემასთან მიმართებით.
95. ჯერ კიდევ დასადგენია იგივე ვრცელდება თუ არა მესამე და მეოთხე მომჩივნების პირადი ცხოვრების პატივისცემის უფლებაზე.
γ. მესამე და მეოთხე მომჩივნების პირადი ცხოვრების პატივისცემის უფლება
96. როგორც სასამართლომ აღნიშნა, პირადი ცხოვრების პატივისცემის უფლება გულისხმობს ყველა ინდივიდუალური პირის მიერ საკუთარი პირადობის დეტალების დადგენის შესაძლებლობას, მათ შორის მშობელი-შვილის სამართლებრივი ურთიერთობების . . . ; პირის იდენტურობის უმნიშვნელოვანესი ასპექტი საფრთხის ქვეშ არის როდესაც მშობელი-შვილის სამართლებრივი ურთიერთობები არ არის დარეგულირებული (იხილეთ პუნქტი 80 ზემოთ). ეროვნული კანონმდებლობის მიხედვით, მესამე და მეოთხე მომჩივნები სამართლებრივი ბუნდოვანების პირობებში იმყოფებიან. მართალია მშობელი-შვილის სამართლებრივი ურთიერთობები პირველ და მეორე მომჩივანთან აღიარებულია საფრანგეთის სასამართლოების მიერ იმდენად რამდენადაც ეს დადგენილია კალიფორნიის კანონმდებლობით, აშშ სასამართლო გადაწყვეტილებისთვის რაიმე ძალის მინიჭებაზე და დაბადების მოწმობის დეტალების ჩაწერაზე უარი ნათელს ხდის რომ ურთიერთობები არ არის აღიარებული ფრანგული სამართლებრივი სისტემით. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ მიუხედავად იმისა, რომ ბავშვები სხვა ქვეყანაში იყვნენ იდენტიფიცირებულნი, როგორც პირველი და მეორე მომჩივნების შვილები საფრანგეთი უარს ეუბნება მათ ამ სტატუსზე ფრანგული კანონმდებლობის ფარგლებში. სასამართლოს მიაჩნია, რომ მსგავსი სახის წინააღმდეგობა პრობელმებს უქმნის ბავშვების იდენტურობას ფრანგულ საზოგადოებაში.
97. კონვენციის მე-8-ე მუხლი არ ადგენს კონკრეტული მოქალაქეობის მიღების გარანტიებს, ფაქტი მდგომარეობს იმაში რომ მოქალაქეობა არის პირის იდენტურობის ნაწილი (იხილეთ ჯენოვესი მალტის წინააღმდეგ (Genovese v. Malta, no. 53124/09, § 33, 11 ოქტომბერი 2011). როგორც სასამართლომ უკვე აღნიშნა მიუხედავად იმისა, რომ მათი ბიოლოგიური მამა ფრანგი იყო მესამე და მეოთხე მომჩივნები საფრთხის წინაშე იდგნენ მიეღოთ სამოქალაქო კოდექსის მე-18-ე მუხლით დადგენილი საფრანგეთის მოქალაქეობა. ... . ამ ბუნდოვანებას აქვს უარყოფითი გავლენა მათ პირად იდენტობაზე.
98. სასამართლო ასევე ადგენს, რომ ის ფაქტი რომ მესამე და მეოთხე მომჩივნები არ არიან ფრანგული კანონმდბელობის მიხედვით იდენტიფიცირებულნი როგორც პირველი და მეორე მომჩივნების შვილები იწვევს მათი მემკვიდრეობის უფლების ეჭვის ქვეშ დაყენებას. სასამართლო მიუთითებს, რომ მთავრობა კი უარყოფს, მაგრამ Conseil d’État-მა დაადგინა, რომ საზღვარგარეთ დადგენილი მშობელი-შვილის შესაძლო დედასთან სამართლებრივი ურთიერთობების აღიარების არ არსებობა საფრანგეთში საზღვარგარეთ სუროაგციული შეთანხმების შედეგად დაბადებული ბავშვი ვერ გახდება დედის მხრიდან მემკვიდრე გარდა იმ შემთხვევეისა თუ დედა არ დაასახელებს ამ ბავშვს მემკვიდრედ და ამ შემთხვევაში მემკვიდრეობის გადახდის დაანგარიშება ხდება ისევე როგორც მესამე მხარის შემთხვევაში ..., რაც ნაკლებად ხელსაყრელია. მსგავსი სიტუაცია წარმოიქმნება მამის ქონების მემკვიდრეობასთან მიმართებითაც, მიუხედავად იმისა არის თუ არა იგი ბიოლოგიური მამა როგორც მოცემულ შემთხვევაშია. ესეც მათი იდენტურობის შემადგენელი კომპონენტია მათ მშობლების განსაზღვრასთან მიმართებით, რაც სუროგაციული გარიგების შედეგად საზღვარგარეთ დაბადებულმა ბავშვებმა ვერ მიიღეს.
99. სასამართლოს ესმის, რომ საფრანგეთს სურს დაიცვას საკუთარი მოქალაქეები საზღვარგარეთ გამოიყენონ ის რეპროდუქციული მანიპულაცია რაც საფრანგეთის ტერიტორიაზე აკრძალულია (იხილეთ პუნქტი 62 ზემოთ). ამის გათვალისწინებით შესაძლო მშობლებსა და სუროგაციული მეთოდით ჩასახულ ბავშვებს შორის მშობელი-შვილის ურთიერთობების ფრანგული კანონმდებლობით არ აღიარების ეფექტი არ შემოიფარგლება მხოლოდ მშობლებით რომლებმაც არჩევანი გააკეთეს საფრანგეთის ტერიტორიაზე აკრძალულ რეპროდუქციულ მანიპულაციაზე. ეს გავლენას ახდენს თვითონ ბავშვებზე, რომელთა პირადი ცხოვრების პატივისცემის უფლება - რომელიც მდგომარეობს იმაში, რომ ყველას უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა დაადგინოს მისი წარმომავლობის არსი, მათ შორის მშობელი-შვილი სამართლებრივი ურთიერთობები - არსებითი ზეგავლენის ობიექტია. შესაბამისად, სერიოზული შეკითხვა ჩნდება იმის თაობაზე, თუ რამდენად შეესაბამება ეს სიტუაცია ბავშვის საუკეთესო ინტერესებს, რომელთა პატივისცემა უნდა იყოს ნებისმიერი გადაწყვეტილების განმსაზღვრელი.
100. ეს კონკრეტული საქმე, როდესაც ერთ-ერთი მშობელი ასევე ბავშვების ბიოლოგიური მამაა საჭიროებს ცალკე ანალიზს. ბიოლოგიური მშობლების, როგორც პიროვნების იდენტურობის განმსაზღვრელი კომპონენტის (მაგალითისთის იხილეთ იაგი (Jäggi) ზემოთ ციტირებული, § 37) მნიშვნელობიდან გამომდინარე ვერ ვიტყვით რომ ბავშვის საუკეთესო ინტერესებში შედიოდა მისთვის ისეთი სამართლებრივი ურთიერთობების ჩამორთმევა, რომელშიც ურთიერთობების ბიოლოგიური რეალობა დადგენილი იყო და დაინტერესებული მშობლები და ბავშვები ითხოვდნენ სრულ აღიარებას ამ სიტუაციის. მესამე და მეოთხე მომჩივნებს და მათ ბიოლოგიურ მამას შორის ურთიერთობები არა მხოლოდ არ იყო აღიარებული როდესაც დაბადების მოწმობის დეტალების რეგისტრაცია იყო მოთხოვნილი, არამედ ფორმალური აღიარება სამოქალაქო სტატუსის დე ფაქტო გამოყენებით, შვილად აყვანის ან ურთიერთობების დეკლარირებით წინააღმდეგობაშია საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი პრეცედენტული სამართლით . . . სასამართლო მიიჩნევს, რომ მესამე და მეოთხე მომჩივნების იდენტურობის და პირადი ცხოვრების პატივისცემის უფლებაზე სერიოზული შეზღუდვით, რაც უკრძალავს ორივე მათგანს ეროვნული კანონმდებლობის ფარგლებში ბიოლოგიურ მამასთან სამართლებრივი ურთიერთობების აღიარებას, მოპასუხე სახელმწიფომ დაარღვია მისთვის დაშვებული თავისუფალი შეფასების ფარგლები.
101. დაპირისპირებული ინტერესების შეფასებისას ბავშვის საუკეთესო ინტერსებისთვის უპირატესობის მინიჭების მნიშვნელობიდან გამომდინარე სასამართლო ადგენს რომ მესამე და მეოთხე მომჩივნების პირადი ცხოვრების პატივისცემის უფლება შეილახა.
3. დასკვნა
102. მომჩივნების ოჯახური ცხოვრების პატივისცემის უფლება დადგენილი კონვენციის მე-8-ე მუხლით არ დარღვეულა. მაგრამ დაირღვა იგივე მუხლი მესამე და მეოთხე მომჩივნების პირადი ცხოვრების პატივისცემის უფლება.
...
ამ მიზეზის გამო, სასამართლო ერთხმად,
...
2. ადგენს, რომ ადგილი არ ჰქონია კონვენციის მე-8-ე მუხლით დადგენილი ოჯახური ცხოვრების უფლებების დარღვევას მომჩივნების მიმართ;
3. ადგენს, რომ ადგილი ჰქონდა კონვენციის მე-8-ე მუხლით დადგენილი პირადი ცხოვრების პატივისცემის უფლებების დარღვევას მესამე და მეოთხე მომჩივნების მიმართ;
...
მომზადებულია ფრანგულ ენაზე და წერილობით წარდგენილია 2014 წლის 26 ივნისს სასამართლოს რეგლამენტის 77-ე მუხლის §§ 2 და მე-3-ე მუხლის შესაბამისად.
კლაუდია ვესტერდიკი მარკ ვილიგარი
სხდომის გამწესრიგებელითამჯდომარე
© ევროპის საბჭო/ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო, 2015
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს ოფიციალური ენებია ინგლისური და ფრანგული. წინამდებარე თარგმანი შესრულებულია ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა სატრასტო ფონდის ხელშეწყობით (/humanrightstrustfund). იგი სასამართლოსათვის სავალდებულო ხასიათს არ ატარებს და არც მის ხარისხზე აკისრებს პასუხისმგებლობას. მოცემული დოკუმენტი შეიძლება ჩამოტვირთულ იქნას ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს HUDOC სასამართლო პრაქტიკის მონაცემთა ბაზიდან () ან ნებისმიერი სხვა მონაცემთა ბაზიდან, რომელთანაც სასამართლომ მოახდინა მისი გაზიარება. დასაშვებია თარგმანის რეპროდუქცირება არაკომერციული მიზნებისათვის იმ პირობით, რომ მოხდება საქმის სრული სახელწოდების ციტირება, მოცემულ საავტორო უფლებების აღნიშვნასა და ადამიანის უფლებათა სატრასტო ფონდზე მითითებით. წინამდებარე თარგმანის ნებისმიერი ნაწილის კომერციული მიზნებით გამოყენების სურვილის შემთხვევაში, გთხოვთ მოგვწეროთ შემდეგ მისამართზე: publishing@.
© Council of Europe/European Court of Human Rights, 2015
The official languages of the European Court of Human Rights are English and French. This translation was commissioned with the support of the Human Rights Trust Fund of the Council of Europe (/humanrightstrustfund). It does not bind the Court, nor does the Court take any responsibility for the quality thereof. It may be downloaded from the HUDOC case-law database of the European Court of Human Rights () or from any other database with which the Court has shared it. It may be reproduced for non-commercial purposes on condition that the full title of the case is cited, together with the above copyright indication and reference to the Human Rights Trust Fund. If it is intended to use any part of this translation for commercial purposes, please contact publishing@.
© Conseil de l’Europe/Cour européenne des droits de l’homme, 2015
Les langues officielles de la Cour européenne des droits de l’homme sont le français et l’anglais. La présente traduction a été effectuée avec le soutien du Fonds fiduciaire pour les droits de l’homme du Conseil de l’Europe (/humanrightstrustfund). Elle ne lie pas la Cour, et celle-ci décline toute responsabilité quant à sa qualité. Elle peut être téléchargée à partir de HUDOC, la base de jurisprudence de la Cour européenne des droits de l’homme (), ou de toute autre base de données à laquelle HUDOC l’a communiquée. Elle peut être reproduite à des fins non commerciales, sous réserve que le titre de l’affaire soit cité en entier et s’accompagne de l’indication de copyright ci-dessus ainsi que de la référence au Fonds fiduciaire pour les droits de l’homme. Toute personne souhaitant se servir de tout ou partie de la présente traduction à des fins commerciales est invitée à le signaler à l’adresse suivante : publishing@.
Full & Egal Universal Law Academy