© ევროპის საბჭო/ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო, 2015. წინამდებარე თარგმანი შესრულებულია ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა სატრასტო ფონდის ხელშეწყობით (/humanrightstrustfund). სასამართლოსათვის იგი სავალდებულო ხასიათს არ ატარებს. დამატებითი ინფორმაციისათვის იხილეთ საავტორო უფლებების სრული მიმოხილვა მოცემული დოკუმენტის ბოლოს.
Council of Europe/European Court of Human Rights, 2015. This translation was commissioned with the support of the Human Rights Trust Fund of the Council of Europe (/humanrightstrustfund). It does not bind the Court. For further information see the full copyright indication at the end of this document.
Conseil de l’Europe/Cour Européenne des Droits de l’Homme, 2015. La présente traduction a été effectuée avec le soutien du Fonds fiduciaire pour les droits de l’homme du Conseil de l’Europe (/humanrightstrustfund). Elle ne lie pas la Cour. Pour plus de renseignements veuillez lire l’indication de copyright/droits d’auteur à la fin du présent document.
საინფორმაციო ჩანაწერი სასამართლოს პრეცედენტულ საქმეზე # 175
ივნისი 2014
მენესონი საფრანგეთის წინააღმდეგ - 65192/11
გადაწყვეტილება 26.6.2014 [V-ე სექცია]
მუხლი 8
მუხლი 8- 1
ოჯახური ცხოვრების პატივისცემა
პირადი ცხოვრების პატივისცემა
საფრანგეთში მშობელი-შვილის ურთიერთობებისთვის სამართლებრივი სტატუსის მინიჭებაზე უარი, როდესაც ეს ურთიერთობა სამართლებრივად ჩამოყალიბდა ამერიკის შეერთებულ შტატებში სუროგაციის შედეგად დაბადებულ ბავშვებსა და იმ წყვილს შორის ვინც მიმართა სუროგაციას: დარღვევა
[ეს მოკლე მიმოხილვა ასევე ვრცელდება გადაწყვეტილებაზე საქმეზე ლაბესი საფრანგეთის წინააღმდეგ, no. 65941/11, 26 ივნისი 2014]
ფაქტები – მომჩივნები პირველ შემთხვევაში არიან ბატონი და ქალბატონი მენესონი, საფრანგეთის მოქალაქეები და მენესონის ქალიშვილები, ამერიკის შეერთებული შტატების მოქალაქეები, 2000 წელს დაბადებული ტყუპები. მეორე საქმეზე მომჩივნები არიან ქალბატონი და ბატონი ლაბესი, საფრანგეთის მოქალაქეები და ჯულიეტ ლაბესი, ამერიკის შეერთებული შტატების მოქალაქე, დაბადებული 2001 წელს.
ქ-ნი მენესონის და ქ-ნი ლაბესის უშვილობის გამო მომჩივანმა წყვილებმა მიმართეს სუროგაციას ამერიკის შეერთებულ შტატებში. ემბრიონები, შექმნილი ბ-ნი მენესონის და ბ-ნი ლაბესის სპერმის გამოყენებით ორივე შემთხვევაში იქნა გადატანილი სხვა ქალის საშვილოსნოში. ამის შედეგად დაიბადნენ მენესონის ტყუპები (მომჩივანის შვილები) და ჯულიეტ ლაბესი. პირველ შემთხვევაში კალიფორნიაში და მეორე შემთხვევაში მინესოტაში მიღებული სასამართლო გადაწყვეტილების შედეგად ბ-ნი და ქ-ნი მენესონები იყვნენ ტყუპი გოგონების მშობლები და ბ-ნი და ქ-ნი ლაბესი ჯულიეტის მშობლები.
საფრანგეთის სახელმწიფო უწყებებმა, ეჭვის საფუძველზე რომ ორივე შემთხვევაში სურაგოციას ჰქონდა ადგილი, უარი განაცხადეს დაბადების მოწმობის დარეგისტრირებაზე საფრანგეთის დაბადების, ქორწინების და გარდაცვალების რეესტრში. მიუხედავად ამისა მენესონთა შემთხვევაში დაბადების მოწმობები დარეგისტრირდა რეესტრში საჯარო პროკურორის მოთხოვნის საფუძველზე, რომელმაც უჩივლა წყვილს და რეგისტრაციის გაუქმება მოითხოვა. ლაბესის შემთხვევაში კი წყვილმა არ გაასაჩივრა დაბადების რეგისტრაციაზე უარი მაგრამ მოითხოვა სამართლებრივი ურთიერთობების აღიარება დე ფაქტო სტატუსის საფუძველზე (“possession d’état”). მათ მოიპოვეს “acte de notoriété”, მოსამართლის მიერ გაცემული დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს ვაჟიშვილის ან ქალიშვილის სტატუსს, რაც არის დე ფაქტო მშობელი-შვილის ურთიერთობა, მაგრამ საჯარო პროკურორმა უარი თქვა ამის რეესტრში დარეგისტრირებაზე. შემდეგ წყვილმა მიმართა სასამართლოს.
მომჩივნების მოთხოვნა არ დააკმაყოფილა და ძალაში დატოვა ბოლო ინსტანციის საკასაციო სასამართლომ 2011 წლის 6 აპრილს იმ საფუძვლით, რომ მსგავსი ჩანაწერის დაფიქსირება რეესტრში გააქტიურებს სუროგაციის შეთანხმებას, რომელიც ანულირებული და გაუქმებულია საფრანგეთის სამოქალაქო კოდექსით. სასამართლომ დაადგინა, რომ ადგილი არ ჰქონია პირადი და ოჯახური ცხოვრების უფლების დარღვევას, ვინაიდან ჩანაწერის გაუქმება არ ართმევდა ბავშვებს უფლებას ჰქონოდათ მშობლები-შვილის ურთიერთობა დედასთან და მამასთან კალიფორნიის და მინესოტას კანონების მიხედვით, მათ არ ეკრძალებოდათ საფრანგეთში ცხოვრება ბ-ნ და ქ-ნ მენესონთან და ბ-ნ და ქ-ნ ლაბესთან ერთად.
კანონი – მე-8-ე მუხლი: ადგილი ჰქონდა მე-8-ე მუხლით გარანტირებული „ოჯახური ცხოვრების“ და „პირადი ცხოვრების“ უფლებაში ჩარევას. გასაჩივრებული ქმედების საფუძველი არსებობდა ეროვნულ კანონმდებლობაში და სადაო კანონი იყო ხელმისაწვდომი და განჭვრეტადი.
საფრანგეთის უარი ეცნო სამართლებრივი ურთიერთობები საზღვარგარეთ, სუროგაციის გზით დაბადებულ ბავშვსა და მომავალ მშობლებს შორის, გამომდინარეობდა სურვილიდან არ მომხდარიყო საფრანგეთის მოქალაქეების წახალისება ჩაეტარებინათ საფრანგეთის ტერიტორიაზე აკრძალული რეპროდუქციული მანიპულაცია და დაეცვათ ბავშვები და სუროგატი დედა. შესაბამისად, სადაო ჩარევა ემსახურებოდა ორ კანონიერ მიზანს, კონკრეტულად კი „ჯანმრთელობის დაცვას“ და „სხვების უფლებების და თავისუფლებების დაცვას“.
ევროპაში არ არსებობს კონსენსუსი სუროგაციის კანონიერებაზე ან საზღვარგარეთ სუროგაციის გზით კანონიერად ჩასახული ბავშვების და მშობლების ურთიერთობების აღიარებაზე. ამ კონსენსუსის ნაკლებობამ გამოიწვია რთული ეთიკური საკითხები. შესაბამისად, სახელმწიფოები უნდა სარგებლობდნენ თავისუფალი შეფასების ფართო ფარგლებით სუროგაციასთან დაკავშირებული საკითხების გადაწყვეტისას. მიუხედავად ამისა, თავისუფალი შეფასების ფარგლები იყო ვიწრო ისეთ საკითხთან მიმართებით, როგორიცაა მშობელი, რაც წარმოადგენს პირის იდენტურობის მნიშვნელოვან ასპექტს. სასამართლოს ასევე უნდა დაედგინა დაცული იყო თუ არა სამართლიანი ბალანსი სახელმწიფოს ინტერესს და იმ პირებს შორის ვისაც პირადად ეხებოდა საკითხი იმ ფუნდამენტური პრინციპის გათვალისწინებით, რომ ყველა შემთხვევაში, როდესაც საკითხი ეხება ბავშვებს ყველაფერი უნდა გადაწყდეს მათი საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე.
(ა) მომჩივნების ოჯახური ცხოვრების პატივისცემის უფლება - ფრანგული კანონმდებლობით მშობელი-შვილის ურთიერთობების ცნობა/აღიარება გავლენას ახდენდა მათი ოჯახური ცხოვრების სხვადასხვა დონეზე. მომჩივნები ვალდებულნი იყვნენ ეწარმოებინათ ამერიკული სამოქალაქო სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტაცია, რომელსაც თან ჰქონდა დართული დამოწმებული თარგმანი იმ შემთხვევაში, როდესაც უფლება ან მომსახურება საჭიროებდა მშობლის თანხმობას და რომელიც არ იქნა აღრიცხული რეესტრში. ამასთანავე, მომჩივნების შვილებმა ვერ მიიღეს საფრანგეთის მოქალაქეობა, რაც გავლენას ახდენდა ოჯახის გადაადგილებასა და მოგზაურობაზე და ასევე სადაოს ხდიდა ბავშვების საფრანგეთში ცხოვრებას მას შემდეგ რაც ისინი გახდებოდნენ სრულწლოვანნი და საფრთხეს უქმნიდა ოჯახის ერთიანობას. საეჭვო იყო ასევე ოჯახური ცხოვრების მომავალი ერთ-ერთი ბიოლოგიური მამის გარდაცვალების ან წყვილის განქორწინების შემთხვევაში.
მიუხედავად მომჩივნების ოჯახური ცხოვრების პოტენციური რისკებისა სასამართლომ მიიჩნია, რომ მისი გადაწყვეტილება უნდა ეფუძნებოდეს რეალურ წინააღმდეგობებს რომელსაც მომჩივნები წააწყდნენ ფრანგული კანონმდებლობით ბიოლოგიურ მამასა და შვილებს შორის მშობელი-შვილის ურთიერთობის არ აღიარების გამო. მომჩივნები არ დაობდნენ რომ ის სირთულები, რომლის წინაშეც ისინი აღმოჩდნენ წარმოადგენდა დაუძლეველ პრობლემას და მათ არც იმის დემონსტრირება მოუხდენიათ რომ ფრანგული კანონმდებლობით მშობელი-შვილის ურთიერთობის არ აღიარებამ ზიანი მიაყენა მათი ოჯახურის ცხოვრების პატივისცემას. მათ შეძლეს საფრანგეთში საცხოვრებლად გადასვლა ბავშვების დაბადებიდან მოკლე დროში, მათ შეძლეს ერთად ცხოვრება ისეთ გარემოებებში რომელიც სხვა ოჯახების ცხოვრების მსგავსი იყო და არ არსებობდა მათი განცალკევების საფრთხე სახელმწიფო უწყებების მხრიდან მიუხედავად იმისა, რომ ფრანგული კანონმდებლობით ეს ურთიერთობა არ იყო აღიარებული.
ამასთანავე, მომჩივნების კონვენციაზე დაფუძნებული არგუმენტის უარყოფით, საკასაციო სასამართლოს არ გამორჩა გამოეკვლია მათი კონკრეტული სიტუაცია ვინაიდან მოსამართლეებმა დაადგინეს რომ ის პრაქტიკული სირთულეები, რომლის წინაშეც მომჩივნები აღმოჩდნენ მათი ოჯახური ცხოვრებისას რაც გამოწვეული იყო საფრანგეთის კანონმდებლობით საზღვარგარეთ დაწყებული მშობელი-შვილის ურთიერთობის არ აღიარებით არ სცდება კონვენციის მე-8-ე მუხლით დადგენილი შეზღუდვების ფარგლებს.
ფრანგული კანონმდებლობით მშობელი-შვილის ურთიერთობების არ აღიარებით გამოწვეული მომჩივნების ოჯახურო ცხოვრების პრაქტიკული შედეგების და ასევე მოპასუხე სახელმწიფოს თავისუფალი მოქმედების ფარგლების გათვალისწინებით მოცემულ საქმეზე საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით სამართლიანი ბალანსი იყო დაცული მომჩივნების ინტერსებს და სახელმწიფო ინტერესებს შორის ოჯახური ცხოვრების პატივისცემის კუთხით.
დასკვნა: არ არის დარღვევა (ერთხმად).
(ბ) მომჩივნების შვილების ოჯახური ცხოვრების პატივისცემის უფლება - საფრანგეთის სახელმწიფო უწყებებმა მიუხედავად იმისა, რომ მომჩივნების შვილები სხვა ქვეყანაში იდენტიფიცირებულნი იყვნენ როგორც მოცემული მშობლების შვილები მაინც არ მიანიჭეს სტატუსი ფრანგულ სამართლებრივ სისტემაში. ამ წინააღმდეგობამ ეჭვის ქვეშ დააყენა მათი ფრანგულ საზოგადოებასთან იდენტიფიცირება; ამასთანავე, მიოუხედავად იმისა რომ კოვნეციის მე-8-ე მუხლი არ იძლევა კონკრეტული მოქალაქეობის მიღების გარანტიას ფაქტად რჩება ის რომ ეროვნება წარმაოდგენს ინდივიდუალური იდენტურობის კომპონენტს. მიუხედავად იმისა, რომ მათი ბიოლოგიური მამები იყვნენ ფრანგები, მომჩივნების შვილებს ემუქრებოდათ ბუნდოვანება საფრანგეთის მოქალაქეობის მიღებასთან დაკავშირებით რასაც უარყოფითი გავლენა აქვს მათ პიროვნულ იდენტურობაზე. ამასთანავე, იმის გამო რომ მომჩივნების შვილები არ იყვნენ იდენტიფიცირებულნი როგორც მათი სავარაუდო მშობლების შვილები გავლენას ახდენდა მათ მემკვიდრეობის უფლებაზე.
საფრანგეთს შესაძლოა ჰქონდეს სურვილი არ წაახალისოს საკუთარი ქვეყნის მოქალაქეები მიმართონ ისეთ რეპროდუქციულ მანიპულაციას საზღვარგარეთ, რომელიც ქვეყნის შიგნით აკრძალულია. ზემოთქმულიდან გამომდინარე სავარაუდო მშობლებსა და მსგავსი წესით ჩასახულ შვილებს შორის ფრანგული კანონმდებლობით მშობელი-შვილის ურთიერთობის აღიარებაზე უარის გავლენა არ იზღუდებოდა ამ უკანასკნელის მდგომარეობით, რომელმაც თავად აირჩია ის რეპროდუქციული მეთოდი რომელიც გასაჩივრდა საფრანგეთის უწყებების მიერ. ამან გავლენა იქონია თავად ბავშვების მდგომარეობაზეც, რომელთა პირადი ცხოვრების პატივისცემის უფლება - რაც მდგომარეობს იმაში, რომ ყველას აქვს საკუთარი იდენტურობის დადგენის უფლება, მათ შორის მშობლის განსაზღვრის - იყო მნიშვნელოვნად შელახული. შესაბამისად არსებობდა სერიოზული პრობლემა ამ მდგომარეობის ბავშვის საუკეთესო ინტერსებთან შესაბამისობის კუთხით, რაც უნდა იყოს სახელმძღვანელო პრინციპი გადაწყვეტილების მიღების პროცესში.
ეს ანალიზი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, როდესაც ერთ-ერთი შესაძლო მშობელი ასევე იყო ბავშვის ბიოლოგიური მამა. თუ გავითვალისწინებთ ბიოლოგიური მშობლის, როგორც თითოეული ინდივიდის იდენტურობის შემადგენელი კომპონენტის მნიშვნელობას, არ შეიძლება ითქვას რომ ბავშვის საუკეთესო ინტერესს წარმოადგენს მისთვის მსგავსი ბუნების სამართლებრივი კავშირის ჩამორთმევა, როდესაც მსგავსი ბიოლოგიური კავშირი უკვე არსებობს და ბავშვი და მისი მშობელი ცდილობენ მოიპოვონ ამ ურთიერთობების სრული აღიარება. ბავშვებსა და მის ბიოლოგიურ მამას შორის კავშირი არა მხოლოდ არ იყო აღიარებული როდესაც დაბადების მოწმობის რეესტრში რეგისტრაციის მოთხოვნა იქნა წარდგენილი; ამასთანავე ამ კავშირის აღიარება მამობის ან შვილად აყვანის გზით, ან ამ სტატუსით დე ფაქტო სარგებლობით, წინააღმდეგობაში მოვიდოდა საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი პრეცედენტული გადაწყვეტილებებით ამ საკითხთან დაკავშირებით. მომჩივანი ბავშვების პირადობის და მათი პირადი ცხოვრების პატივისცემის ამ სერიოზული შეზღუდვის გათვალისწინებით ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ დაადგინა, რომ ეროვნული კანონმდებლობით ბავშვების მათ ბიოლოგიურ მამაბეთან ურთიერთობების აღიარების შეფერხებით მოპასუხე სახელმწიფომ დაარღვია დაშვებული თავისუფალი შეფასების ზღვარი. ასევე საფრთხის ქვეშ არსებული ინტერსების აწონვისას ბავშვის საუკეთესო ინტერესების მნიშვნელობიდან გამომდინარე დარღვეულია მომჩივანი ბავშვების პირადი ცხოვრების პატივისცემის უფლება.
დასკვნა: დარღვევა (ერთხმად).
მუხლი 41: 5,000 ევრო მომჩივნების თითოეულ შვილს მორალური ზიანის ანაზღაურებისათვის
© ევროპის საბჭო/ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო
სამდივნოს მიერ მომზადებული მოცემული მოკლე მიმოხილვა
სასამართლოსათვის არასავალდებულოა.
იხილეთ აქ სასამართლო პრაქტიკის საინფორმაციო ბროშურები
© ევროპის საბჭო/ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო, 2015
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს ოფიციალური ენებია ინგლისური და ფრანგული. წინამდებარე თარგმანი შესრულებულია ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა სატრასტო ფონდის ხელშეწყობით (/humanrightstrustfund). იგი სასამართლოსათვის სავალდებულო ხასიათს არ ატარებს და არც მის ხარისხზე აკისრებს პასუხისმგებლობას. მოცემული დოკუმენტი შეიძლება ჩამოტვირთულ იქნას ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს HUDOC სასამართლო პრაქტიკის მონაცემთა ბაზიდან () ან ნებისმიერი სხვა მონაცემთა ბაზიდან, რომელთანაც სასამართლომ მოახდინა მისი გაზიარება. დასაშვებია თარგმანის რეპროდუქცირება არაკომერციული მიზნებისათვის იმ პირობით, რომ მოხდება საქმის სრული სახელწოდების ციტირება, მოცემულ საავტორო უფლებების აღნიშვნასა და ადამიანის უფლებათა სატრასტო ფონდზე მითითებით. წინამდებარე თარგმანის ნებისმიერი ნაწილის კომერციული მიზნებით გამოყენების სურვილის შემთხვევაში, გთხოვთ მოგვწეროთ შემდეგ მისამართზე: publishing@.
© Council of Europe/European Court of Human Rights, 2015
The official languages of the European Court of Human Rights are English and French. This translation was commissioned with the support of the Human Rights Trust Fund of the Council of Europe (/humanrightstrustfund). It does not bind the Court, nor does the Court take any responsibility for the quality thereof. It may be downloaded from the HUDOC case-law database of the European Court of Human Rights () or from any other database with which the Court has shared it. It may be reproduced for non-commercial purposes on condition that the full title of the case is cited, together with the above copyright indication and reference to the Human Rights Trust Fund. If it is intended to use any part of this translation for commercial purposes, please contact publishing@.
© Conseil de l’Europe/Cour européenne des droits de l’homme, 2015
Les langues officielles de la Cour européenne des droits de l’homme sont le français et l’anglais. La présente traduction a été effectuée avec le soutien du Fonds fiduciaire pour les droits de l’homme du Conseil de l’Europe (/humanrightstrustfund). Elle ne lie pas la Cour, et celle-ci décline toute responsabilité quant à sa qualité. Elle peut être téléchargée à partir de HUDOC, la base de jurisprudence de la Cour européenne des droits de l’homme (), ou de toute autre base de données à laquelle HUDOC l’a communiquée. Elle peut être reproduite à des fins non commerciales, sous réserve que le titre de l’affaire soit cité en entier et s’accompagne de l’indication de copyright ci-dessus ainsi que de la référence au Fonds fiduciaire pour les droits de l’homme. Toute personne souhaitant se servir de tout ou partie de la présente traduction à des fins commerciales est invitée à le signaler à l’adresse suivante : publishing@.
Full & Egal Universal Law Academy