© ევროპის საბჭო/ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო, 2015. წინამდებარე თარგმანი შესრულებულია ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა სატრასტო ფონდის ხელშეწყობით (/humanrightstrustfund). სასამართლოსათვის იგი სავალდებულო ხასიათს არ ატარებს. დამატებითი ინფორმაციისათვის იხილეთ საავტორო უფლებების სრული მიმოხილვა მოცემული დოკუმენტის ბოლოს.
Council of Europe/European Court of Human Rights, 2015. This translation was commissioned with the support of the Human Rights Trust Fund of the Council of Europe (/humanrightstrustfund). It does not bind the Court. For further information see the full copyright indication at the end of this document.
Conseil de l’Europe/Cour Européenne des Droits de l’Homme, 2015. La présente traduction a été effectuée avec le soutien du Fonds fiduciaire pour les droits de l’homme du Conseil de l’Europe (/humanrightstrustfund). Elle ne lie pas la Cour. Pour plus de renseignements veuillez lire l’indication de copyright/droits d’auteur à la fin du présent document.
სასამართლო პრაქტიკის საინფორმაციო ბროშურა N. 177
აგვისტო-სექტემბერი 2014
მოკანუ და სხვები რუმინეთის წინააღმდეგ [დპ] - 45886/07, 32431/08 და 10865/09
გადაწყვეტილება 17.9.2014 [დპ]
მუხლი 2
მუხლი 2-1
ეფექტიანი გამოძიება
1990 წლის ივნისში რუმინეთის რეჟიმის წინააღმდეგ გამართული დემონსტრაციების დროს მამაკაცის გარდაცვალების გამოუძიებლობა: დარღვევა
მუხლი 3
ეფექტიანი გამოძიება
1990 წლის ივნისში რუმინეთის რეჟიმის წინააღმდეგ გამართული დემონსტრაციების დროს დაკავებისა და არასათანადო მოპყრობის გამოუძიებლობა: დარღვევა
მუხლი 35
მუხლი 35-1
ექვსთვიანი ვადა
ეროვნული ორგანოების წინაშე მომჩინის მხრიდან უმოქმედობა თერთმეტი წლის განმავლობაში: პირველადი პრეტენზია არ დაკმაყოფილდა
მუხლი 35-3
Ratione Temporis
განხილულ მოვლენასა და რუმინეთისათვის კონვენციის ძალაში შესვლას შორის გავიდა ოთხი წელი: პირველადი პრეტენზია არ დაკმაყოფილდა
ფაქტები - 1990 წლის ივნისში რუმინეთის მთავრობამ გადაწყვიტა დაესრულებინა უნივერსიტეტის მოედნისოკუპაცია, რომელიც განახორციელეს მმართველი რეჟიმის მოწინააღმდეგე დემონსტრანტებისმა და რომელიც გრძელდებოდა რამდენიმე კვირის განმავლობაში. 1990 წლის 13 ივნისს უშიშროების ძალები შევიდნენ და დააკავეს მრავალი დემონსტრანტი, რასაც შედეგად მოჰყვა დემონსტრაციების მატება. არმია გაიგზავნა ყველაზე სენსიტიურ ადგილებში, ხოლო სროლის ხმა კი გაისმა შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობის შიგნით. სამინისტროს გარშემო დემონსტრანტები იყვნენ და გასროლილი ტყვია თავში მოხვდა ბ-ნ მოკანუს, პირველი მომჩივნის ქმარს და გარდაიცვალა. იმავე საღამოს ბ-ნი სტოიკა (მეორე მომჩივანი) და რამდენიმე სხვა პირი დააკავეს, გადაიყვანეს სახელმწიფო ტელევიზიის სათაო ოფისში და არასათანადოდ მოეპყრნენ პოლიციის უნიფორმაში ჩაცმული ოფიცრები და სამოქალაქო სამოსში ჩაცმული პირები. დემონსტრაციის დაშლის შესახებ სისხლისსამართლებრივი ძიება დაიწყო 1990 წელს, საქმეში იყო დიდი რაოდენობით ცალკეული ფაილი, რომელიც შემდეგ გაერთიანდა და გადაეცა სამხედრო პროკურატურას 1997 წელს.
2001 წლის 18 ივნისს, ანუ გასაჩივრებული მოვლენებიდან თითქმის თერთმეტი წლის შემდეგ მეორე მომჩივანმა შეიტანა სარჩელი უზენაესი სასამართლოს პროკურატურის სამხედრო ნაწილში. გამოძიება დაიწყო ბ-ნ სტოიკას მიმართ 1990 წლის 13 ივნისს არასათანადო მოპყრობის ფაქტზე. გამოძიება შეწყდა 2009 წლის 17 ივნისის გადაწყვეტილებით, რომელიც უცვლელად იქნა დატოვებული საკასაციო და მართლმსაჯულების სასამართლოს მიერ 2011 წლის 9 მარტს.
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების გამოტანის მომენტისათვის სისხლისსამართლებრივი ძიება პირველი მომჩვნის ქმრის უკანონო მკვლელობაზე ჯერ კიდევ მიმდინარეობდა.
2012 წლის 13 ნოემბრის გადაწყვეტილებით (იხ. საინფორმაციო ბროშურა N. 157), ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პალატამ ერთხმად დაადგინა, რომ ადგილი ჰქონდა კონენციის მე-2 მუხლის პროცედურული ნაწილის დარღვევას პირველ მომჩივანთან მიმართებაში, ხოლო ხუთი ხმით ორის წინააღმდეგ კი მიიჩნია, რომ მეორე მომჩივნის შემთხვევაში არ დარღვეულა მე-3 მუხლის პროცედურული ნაწილი.
სამართალი - მუხლი 35 $ 3: მოპასუხე მთავრობას არ მიუმართავს დიდი პალატისათვის და არ უდავია სასამართლოს ratione temporis იურისდიქციის არარსეობის შესახებ. თუმცა, მიუთითეს, რომ სასამართლოს შეეძლო მხოლოდ იმ საჩივრების განხილვა, რომელიც ეხებოდა 1994 წლის 20 ივნისის შემდგომ პერიოდს, ანუ მოხდა მას შემდეგ, რაც კონვენცია ძალაში შევიდა რუმინეთისათვის.
პალატამ დაადგინა, რომ ფლობდა ratione temporis იურისდიქციას კონვენციის მე-2 და მე-3 მუხლის პროცედურული ნაწილის დარღვევების შესახებ საჩივრების განსახილველად. მან უარყო მთავრობის მიერ მხოლოდ მეორე მომჩივნის საჩივართან მიმართებაში წარმოდგენილი პრეტენზია.
დიდმა პალატამ დაადგინა, რომ კონვენციის მე-2 და მე-3 მუხლების პროცედურულ ნაწილთან დაკავშირებული საჩივრები ეხებოდა იმ შეიარაღებული რეპრესიების შესაძებ გამოძიებას, რომელსაც ადგილი ჰქონდა 1990 წლის 13 და 14 ივნისს ანტი-სამთავრობო დემონსტრაციების დროს და რომ მოცემულ რეპრესიებს ემსხვერპლა პირველი მომჩივნის ქმრის სიცოცხლე და რომ დაირღვა მეორე მომჩივნის ფიზიკური ხელშეუხებლობა. გამოძიება დაიწყო 1990 წელს, მოვლენებიდან მალევე, რის შედეგადაც inter alia განხორციელდა რიგი საგამოძიებო მოქმედებანი, რომელთა უპირველესი მიზანიც გახლდათ იარაღის გასროლის შედეგად გარდაცვლილი პირთა, მათ შორის პირველი მომჩივნის ქმრის, ვინაობის დადგენა.
გამომწვევ მოვლენასა და კონვენციის რუმინეთისათვის ძალაში შესვლას - 1994 წლის 20 ივნისი - შორის გავიდა ოთხი წელი; დრო დიდი არ გახლდათ. გავიდა ათ წელზე ნაკლები და იმ ვადაზე ცოტა დრო, რომლის დროსაც სასამართლოს განუხილავს რიგი საქმეები.* ამასთანავე, სამართალწარმოების უდიდესი ნაწილი და ყველაზე მნიშვნელოვანი პროცედურული ზომები მიღებულ იქნა კონვენიის ძალაში შესვლის შემდეგ.
შესაბამისად, სასამართომ დაადგინა, რომ ჰქონდა ratione temporis იურისდიქცია განეხილა პირველი და მეორე მომჩივნების მიერ, კონვენციის მე-2 და მე-3 მუხლის პროცედურული ნაწილზე დაყრდნობით წარმოდგენილი საჩივრები იმდენად, რამდენადაც საჩივრები ეხებოდა სისხლის სამართლის გამოძიებას, რომელიც განხორციელდა რუმინეთისათვის კონვენციის ძალაში შესვლის, ანუ 1994 წლის 20 ინვისის შემდეგ.
მუხლი 35 $ 1: პალატას უნდა განეხილა პრეტენზია მასზედ, რომ მეორე მომჩივანმა საჩივარი შესაბამის ორგანოებს ხანდაზმულობის ვადის დარღვევით წარუდგინა და რომ იგი უნდა გაერთიანებულიყო კონვენციის მე-3 მუხლის პროცედურული ასპექტის დარღვევის შესახებ საჩივრის არსებითი ნაწილის განხილვასთან და შედეგად დაუშვებლად ცნობილიყო.
დიდმა პალატამ საქმის განხილვისას მიიჩნია, რომ მეორე მომჩივანის ვალდებულება დროულად წარმოედგინა სისხლისსამართლებრივი საჩივარი მჭიდრო კავშირში იყო არსებულ ეროვნულ სამართლებრივ სისტემასთან. ერთიანობაში, მოცემული არგუმენტები შესაძლოა მიჩნეულ იქნას პრეტენზიად მასზედ, რომ მომჩივანმა დაარღვია კონვენციის 35 $ 1 მუხლით დადგენილი ექვსთვიანი ვადა.
მეორე მომჩივნის მოწყვლადობა და მისი უძლურების შეგრძნება, გრძობა, რომელიც ჰქონდა მის მსგავს სხვა მრავალ დაზარალებულს, რომლებიც მრავალი წელი იცდნიდნენ საჩივრის წარსადგენად, გონივრულად და მისაღებად ხსნის მის უმოქმედობას 1990 წლიდან 2001 წლამდე. შესაბამისად, მომჩვანს არ დაურღვევია დროულად საჩივრის წარმოდგენილს ვალადებულება.
ამასთანავე, რამდენიმე ელემენტი საქმეში მიუთითებს, რომ ხელისუფლების ორგანოებმა იცოდნენ ან ზედმეტი სირთულის გარეშე შეეძლოთ დაედგინათ 1990 წლის 13 ივნისისა და შემდეგი ღამის მოვლენებისა მსხვერპლთა ვინაობა. მოცემულ გარემოებებში რთულია მივიჩნიოთ, რომ მეორე მომჩივნის მიერ საჩივრის წარმოდგენის გაჭიანურებამ ხელი შეუშალა გამოძიების ეფექტიანობას. ნებისმიერ შემთხვევაში, მომჩივნის საჩივარი დაემატა საგამოძიებო საქმის მასალებს, რომელიც ეხებოდა 1990 წლის 13-15 ივნისის მოვლენების შედეგად დაზარალებულ პირებს, სადაც პროკურატურის სამხედრო ნაწილის 2008 წლის 29 აპრილის გადაწყვეტილება მოიცავდა ათასზე მეტი მსხვერპლის სახელს. შესაბამისად, გამოძიება მთლიანობაში მიმდიანრეობდა განსაკუთრებულ ვითარებაში.
2001 წლისდან მოყოლებული მეორე მომჩივანსა და სახელმწიფო ორგანოებს შორის შედგა რამდენიმე საფუძლიანი კონტაქტი მომჩვნის მიერ წარმოდგენილი საჩივრის ირგვლივ, სადაც, ამასთანავე იგი ითხოვდა ინფორმაციას და ყოველ წელს თავად მიდიოდა პროკურატურაში და ითხოვდა ინფორმაციას გამოძიების მიმდინარეობის შესახებ. საქმის მასალების მიხედვით იკვეთებოდა - არსებობდა ხელშესახები ინფორმაცია გამოძიების მიმდინარეობის შესახებ.
2001 წლის შემდეგ გამოძიების განვითარების, მისი მასშტაბისა და სირთულის გათვალისწინებით, მომჩივანი, მას შემდეგ რაც წარმოდაგინა საჩივარი ეროვნულ ხელისუფლების ორგანოებთან, საფუძვლიანად იმედოვნებდა, რომ გამოძიება ეფექტიანი იქნებოდა და შესაბამისად, ელოდა შედეგს მანამდე სანამ არსებობდა რეალური შესაძლებლობა საგამოძიებო ზომების გამოყენების შესახებ.
მეორე მომჩივანმა ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართოში საჩივარი წარმოადგინა 2008 წლის 25 ივნისს, ეროვნულ პროკურატურაში საჩივრის შეტანიდან შვიდი წლის შემდეგ. გამოძიება ჯერ კიდევ მიმდინარეობდა და ხდებოდა საგამოძიებო ზომების გამოყენება. ზემოთმითითებული მიზეზების გამო, რომელიც ჯერ კიდევ არსებობდა მომჩივნის მიერ სასამართლოში საჩივრის წარმოდგენის მომენტისათვის, რთულია მოხდეს მომჩივნის გამტყუნება ხანგრძლივი ლოდინის გამო. ამასთანავე, ეროვნულ დონეზე საბოლოო გადაწყვეტილება მომჩივანის საქმეში სასამრთლომ გამოიტანა 2011 წლის 9 მარტს. შესაბამისად, საჩივარი ვადის დარღვევით არ წარმოდგენილა.
დასკვნა: პირველადი პრეტენზია არ დაკმაყოფილდა (თოთხმეტი ხმით სამის წინააღმდეგ)
მუხლი 2 და მუხლი 3 (პროცედურული ნაწილი): სახელმწიფო ხელისუფლების შესაბამისმა ორგანოებმა საკუთარი ინიციატივით დაიწყეს სისხლისსამართლებრივი ძიება 1990 წლის ივნისის მოვლენებიდან მალევე. მოცემული გამოძიება, რომელიც თავიდანვე ეხებოდა პირველი მომჩივნის ქმრის და სხვა პირთა ცეცხლსასროლი იარაღით გამოწვეულ გარდაცვალებას, ჯერ კიდევ მიმდინარეობს პირველ მომჩივანთან მიმართებაში. გამოძიების ნაწილი ეხებოდა მეორე მომჩივანსაც და მასში ჩართული იყო 37 მაღალჩინოსანისა და სამხედროს სახელი, რომლებსაც სამსახურეობრივი უფლებამოსილებანი შეუჩერდათ 2011 წლის 9 მარტის საკასაციო და მართლმსაჯულების სასამართლოს გადაწყეტილებით.
სასამართლოს ratione temporis იურისდიქცია აძლევს უფლებას განიხილოს გამოძიების მხოლოდ ის ნაწილი, რომელიც განხორციელდა 1994 წლის 20 ივნისის, ანუ მას შემდეგ, რაც რუმინეთისათვის ძალაში შევიდა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენცია.
რაც შეეხება დამოუკიდებლობის საკითხს, გამოძიება დაევალა სამხედრო პროკურორებს, რომლებიც იმყოფებდნენ ეჭვმინტაილთა სამხედრო დაქვემდებარებაში. ამგვარ შემთხვევებში სასამართლოს რუმინეთის წინააღმდეგ განხილულ საქმეებში უკვე დადაგენილი აქვს, რომ ადგილი აქვს კონვენციის მე-2 და მე-3 მუხლების პროცედურული ნაწილის დარღვევას.
რაც შეეხება გამოძიების სისწრაფესა და ადექვატურობას, პირველ მომჩივანთან მიმართებაში გამოძიება მიმდინარეობდა 23 წელი, მათ შორის 19 წელი მას შემდეგ რაც რუმინეთმა მოახდინა კონვენციის რატიფიცირება. მეორე მომჩივნის შემთხვევაში კი გამოძიება შეწყდა 2011 წლის 9 მარტის გადაწყვეტილებით, გამოძიების დაწყებიდან 21 წლის შემდეგ, მათ შორის მეორე მომჩვნის მიერ ადგილობრივ დონეზე საჩივრის შეტანისა და საქმის საგამოძიებო მასალებზე დართვიდან 10 წლის შემდეგ. მართალია სასამართლო აღიარებს, რომ საქმე უდავოდ კომპლექსურია, მაგრამ მიიჩნევს, რომ მთავრობის მიერ მოხმობილი პოლიტიკური და საზოგადოებრივი მიზეზები ვერ ამართლებს ამდენად ხანგრძლივ პერიოდს. პირუკუ, რუმინეთისათვის მოცემული გამოძიების მნიშვნელობას უნდა გამოეწვია საქმის დაუყოვნებლივ და გაჭიანურების გარეშე გამოძიება, რათა თავიდან აცილებულიყო ყოველგვარი ეჭვი უკანონო ქმედებების მიმართ შემწყნარებლური დამოკიდებულების შესახებ.
მიუხედავად ამისა, პირველ მომჩივანთან მიმართებაში ადგილი ჰქონდა გამოძიებაში ხანგრძლივ უმოქმედობას. ამასთანავე, თვით ეროვნულმა ორგანოებმაც დაასკვნეს, რომ გამოძიებას მრავალი წუნი ჰქონდა.
მეორე მომჩივნის მიმართ ძალადობის შესახებ გამოძიება შეწყდა 2009 წლის 17 ივნისის გადაწყვეტილებით, რომლითაც დადგინდა, რომ არ უნდა დაწყებულიყო დევნა. გადაწყვეტილება ძალაში დატოვა 2011 წლის 9 მარტის გადაწყვეტილებამაც, ანუ საჩივრიდან შეტანიდან გავიდა 10 წელი. თუმცა, მიუხედავად გასული დროისა და მეორე მომჩივნის მიმართ განხორციელებული საგამოძიებო ქმედებებისა, არცერთი გადაწყვეტილებით არ დადგენილა მეორე მომჩივნისა თუ სხვა პირთა მიმართ სახელმწიფო ტელევიზიის სათაო ოფისში არასათანადო მოპყრობის გარემოებანი. გამოძიების ეს ნაწილი შეწყდა სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის ხანდაზმულობის ვადის გამო. თუმცა, კონვენციის მე-2 და მე-3 მუხლიდან გამომდინარე პროცედურული ვალადებულებები არ დაკმაყოფილებულა იმ დროს, როდესაც შეწყდა გამოძიება ხელისუფლების ორგანოების მხრიდან უმოქმედობის გამო ხანდაზმულობის ვადის გასვლის მიზეზით.
იკვეთება, რომ გამოძიებაზე პასუხისმგებელ ხელისუფლების ორგანოებს არ მიუღიათ ყველა გონივრული ზომა პასუხისმგებელ პირთა დასადგენად და დასასჯელად.
მსხვერპლის ნათესავების სამართალწარმოებაში ჩართვის ვალდებულებასთან მიმართებაში უნდა აღინიშნოს, რომ პირველმა მომჩივანმა არაფერი იცოდა გამოძიების მიმდინარეობის შესახებ მისი ქმრის მკველობაში ეჭვმიტანილ პირთა მიმართ 2000 წლის 18 მაისის გადაწყვეტილებამდე.ასევე, პროკურორმა იგი პირველად დაკითხა 2007 წლის 14 თებერვალს, ანუ მოვლენებიდან თითქმის 17 წლის შემდეგ და შემდეგ, 2007 წლის 17 დეკემბრის საკასაციო და მართლმსაჯულების სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ, მომჩივნისათვის არავის შეუტყობინებია გამოძიების მიმდინარეობის შესახებ. შესაბამისად, სასამართლო ვერ მიიჩნევს, რომ გამოძიებაში მონაწილეობის ინტერესები საკმარისად იქნა დაცული.
შესაბამისად, აღნიშნულის გათვალისწინებით, პირველმა მომჩივანმა ვერ ისარგებლა კონვენციის მე-2 მუხლით დადგენილი ეფექტიანი გამოძიებით, ხოლო მეორე მომჩივანს კი შეეზღუდა ეფექტიანი გამოძიების უფლება კონვენციის მე-3 მუხლის შესაბამისად.
დასკვნა: მე-2 მუხლის პროცედურული ნაწილის დარღვევა (თექვსმეტი ხმა ერთის წინააღმდეგ); და მე-2 მუხლის პროცედურული დარღვევა (თოთხმეტი ხმა სამის წინააღმდეგ).
მუხლი 41: 30,000 ევრო პირველ მომჩივანს და 15,000 ევრო მეორე მომჩივანს მორალური ზიანისთვის.
სასამართლომ ასევე ერთხმად დაადგინა, რომ ადგილი ჰქონდა კონვენციის 6 $ 1 მუხლის დარღვევას მესამე მომჩივნის ასოციაცია „1989 წლის 21 დეკემბრის“ მისამართით. მოცემული ასოციაცია აერთიანებდა იმ პირებს, რომელთაც მიადგათ დაზიანებანი 1989 წლის დეკემბერში ანტისამთავრობო დემონსტრაციების ძალადობრივად დაშლის დროს ისევე როგორც მოცემული მოვლენების დროს გარდაცვლილ პირთა ნათესავებს. სასამართლომ დაასკვნა, რომ გასაჩივრებული სამართალწარმოება გაჭიანურებული იყო.
(იხ. აგრეთვე Janowiec and Others v. Russia [GC], 55508/07 and 29520/09, 21 ოქტომბერი 2013, საინფორმაციო ბროშურა N. 167)
* სხვა საქმეებს შორის, იხ. Şandru and Others v. Romania, 22465/03, 8 დეკემბერი 2009, საინფორმაციო ბროშურა N.125
© ევროპის საბჭო/ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო
სამდივნოს მიერ მომზადებული მოცემული მოკლე მიმოხილვა
სასამართლოსათვის არასავალდებულოა.
იხილეთ აქ სასამართლო პრაქტიკის საინფორმაციო ბროშურები
© ევროპის საბჭო/ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო, 2015
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს ოფიციალური ენებია ინგლისური და ფრანგული. წინამდებარე თარგმანი შესრულებულია ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა სატრასტო ფონდის ხელშეწყობით (/humanrightstrustfund). იგი სასამართლოსათვის სავალდებულო ხასიათს არ ატარებს და არც მის ხარისხზე აკისრებს პასუხისმგებლობას. მოცემული დოკუმენტი შეიძლება ჩამოტვირთულ იქნას ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს HUDOC სასამართლო პრაქტიკის მონაცემთა ბაზიდან () ან ნებისმიერი სხვა მონაცემთა ბაზიდან, რომელთანაც სასამართლომ მოახდინა მისი გაზიარება. დასაშვებია თარგმანის რეპროდუქცირება არაკომერციული მიზნებისათვის იმ პირობით, რომ მოხდება საქმის სრული სახელწოდების ციტირება, მოცემულ საავტორო უფლებების აღნიშვნასა და ადამიანის უფლებათა სატრასტო ფონდზე მითითებით. წინამდებარე თარგმანის ნებისმიერი ნაწილის კომერციული მიზნებით გამოყენების სურვილის შემთხვევაში, გთხოვთ მოგვწეროთ შემდეგ მისამართზე: publishing@.
© Council of Europe/European Court of Human Rights, 2015
The official languages of the European Court of Human Rights are English and French. This translation was commissioned with the support of the Human Rights Trust Fund of the Council of Europe (/humanrightstrustfund). It does not bind the Court, nor does the Court take any responsibility for the quality thereof. It may be downloaded from the HUDOC case-law database of the European Court of Human Rights () or from any other database with which the Court has shared it. It may be reproduced for non-commercial purposes on condition that the full title of the case is cited, together with the above copyright indication and reference to the Human Rights Trust Fund. If it is intended to use any part of this translation for commercial purposes, please contact publishing@.
© Conseil de l’Europe/Cour européenne des droits de l’homme, 2015
Les langues officielles de la Cour européenne des droits de l’homme sont le français et l’anglais. La présente traduction a été effectuée avec le soutien du Fonds fiduciaire pour les droits de l’homme du Conseil de l’Europe (/humanrightstrustfund). Elle ne lie pas la Cour, et celle-ci décline toute responsabilité quant à sa qualité. Elle peut être téléchargée à partir de HUDOC, la base de jurisprudence de la Cour européenne des droits de l’homme (), ou de toute autre base de données à laquelle HUDOC l’a communiquée. Elle peut être reproduite à des fins non commerciales, sous réserve que le titre de l’affaire soit cité en entier et s’accompagne de l’indication de copyright ci-dessus ainsi que de la référence au Fonds fiduciaire pour les droits de l’homme. Toute personne souhaitant se servir de tout ou partie de la présente traduction à des fins commerciales est invitée à le signaler à l’adresse suivante : publishing@.
Full & Egal Universal Law Academy