დოკუმენტი მომზადებულია საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადამიანის უფლებათა ცენტრის () მიერ. თარგმანის ხელახალი გამოქვეყნების ნებართვა გაცემულია მხოლოდ სასამართლოს HUDOC მონაცემთა ბაზაში განთავსების მიზნით.
The document was provided by the Supreme Court of Georgia, Human Rights Centre (). Permission to re-publish this translation has been granted for the sole purpose of its inclusion in the Court’s database HUDOC.
საინფორმაციო ბროშურა სასამართლოს პრეცედენტულ სამართალზე №162
აპრილი 2013
მოკანუ და სხვები რუმინეთის წინააღმდეგ (refferal) - 10865/09, 32431/08 და 45886/07
განჩინება 13.11.2012 (III სექცია)
მე-3 მუხლი
ეფექტური გამოძიება
უმოქმედობა განმცხადებლის მხრიდან, რომელსაც დასჭირდა 11 წელი იმისათვის, რომ საჩივრით მიემართა ადგილობრივი პასუხისმგებელი ორგანოებისთვის: საქმე განსახილველად გადაეცა დიდ პალატას.
1990 წლის ივნისში რუმინეთის ხელისუფლებამ მიიღო ზომები, რათა დაესრულებინა უნივერსიტეტის მოედნის მრავალკვირიანი ოკუპაცია დემონსტრანტების მიერ, რომლებიც აპროტესტებდნენ იმ დროისთვის არსებულ რეჟიმს. 1990 წლის 13 ივნისს უსაფრთხოების ძალები შეიჭრნენ და დააკავეს მრავალი დემონსტრანტი, რასაც მოჰყვა დემონსტრაციების გაზრდა. ჯარი გაგზავნილი იყო ყველაზე მნიშვნელოვან ადგილებში, გასროლები განხორციელდა შინაგან საქმეთა სამინისტროდან (რომელიც გარშემორტყმული იყო დემონსტრანტების მიერ) და შეიწირა პირველი განმცხადებლის მეუღლე. პარალელურად, მეორე განმცხადებელი, ბ-ნი სტოიკა, რომელიც მიდიოდა სამსახურში 1990 წლის 13 ივნისს, დააკავეს საზოგადოებრივი ტელევიზიის შენობასთან ახლოს, წაიყვანეს, გაკოჭეს და სცემეს. შედეგად, მან დაკარგა გონება ღამის განმავლობაში და მეორე დღეს საავადმყოფოში გაიღვიძა. სისხლისსამართლებრივი გამოძიება დაიწყო 1990 წელს.
2012 წლის 13 ნოემბრის გადაწყვეტილებით (იხ. საინფორმაციო ბროშურა №157), სასამართლოს პალატამ ერთხმად დაადგინა, inter alia, რომ ადგილი არ ჰქონია მე-3 მუხლის დარღვევას პროცედურული ასპექტის მხრივ, რადგანაც ბ-მა სტოიკამ არ წარადგინა თავისი საჩივარი შესაბამის ორგანოებში 2001 წლამდე, ან მოვლენებიდან 11 წლის შემდეგ.
2013 წლის 29 აპრილს საქმე განსახილველად გადაეცა დიდ პალატას მეორე განმცხადებლის მოთხოვნით.
© ევროპის საბჭო/ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო
სამდივნოს მიერ მომზადებული მოცემული მოკლე მიმოხილვა
სასამართლოსათვის არასავალდებულოა.
იხილეთ აქ სასამართლო პრაქტიკის საინფორმაციო ბროშურები
Full & Egal Universal Law Academy