დოკუმენტი მომზადებულია საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადამიანის უფლებათა ცენტრის () მიერ. თარგმანის ხელახალი გამოქვეყნების ნებართვა გაცემულია მხოლოდ სასამართლოს HUDOC მონაცემთა ბაზაში განთავსების მიზნით.
The document was provided by the Supreme Court of Georgia, Human Rights Centre (). Permission to re-publish this translation has been granted for the sole purpose of its inclusion in the Court’s database HUDOC.
საინფორმაციო ბროშურა სასამართლოს პრეცედენტულ სამართალზე №159
იანვარი 2013
მოსენძი უკრაინის წინააღმდეგ - 52013/08
გადაწყვეტილება 17.1.2013 [Vსექცია]
მუხლი 2
პოზიტიური ვალდებულებები
მუხლი 2-1
სიცოცხლე
ეფექტური გამოძიება
უფროსი ოფიცრების პასუხისმგებლობის საკითხის დადგენის შეუსრულებლობა, ახალწვეულის თვითმკვლელობის თაობაზე, რაც მოყვა არასათანადო მოპყრობას/ახალწვეულთა რიტუალს ე.წ. საძმოში მისაღებად: დარღვევა
ფაქტები – 1999 წლის აპრილში მომჩივნის ვაჟი, რომელიც იმ დროისათვის სავალდებულო სამხედრო სამსახურს ასრულებდა, თავში ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობით გარდაცვლილი იპოვეს, მისი პოსტიდან დაახლოებით ექვსასი მეტრის მოშორებით. კრიმინალური გამოძიება, რომელმაც დაადგინა, რომ გარდაცვალების მიზეზი თვითმკვლელობა გახლდათ, განმეორებით განახლდა იმ საფუძვლით, რომ იგი არ ყოფილა საკმარისად სრულყოფილი. 2003 წელს ყოფილმა რიგითმა განმარტა, რომ მომჩივნის ვაჟის სიკვდილის საღამოს, მას და მომჩივნის ვაჟს ორი სერჟანტი აკრიტიკებდა.სერჟანტებმა ისინი განცალკევებულ ოთახში შეიყვანეს, სადაც სამხედრო წესდებების წაკითხვა და აზიდვების ერთდროულად გაკეთება აიძულეს. რაღაც მომენტში განმცხადებლის ვაჟი დაეცა. ერთ-ერთმა სერჟანტმა მას გაგრძელება უბრძანა და როდესაც მან ეს ვერ შეძლო, სერჟანტმა წიხლი კრა და ზურგში ჩაარტყა. ყოფილმა რიგითმა ახსნა, რომ იგი აღნიშნულ ინფორმაციას მალავდა, რადგან რეპრესალიების ეშინოდა. 2005 წელს ორი სერჟანტიდან ერთმა აღიარა, რომ იგი ცუდად მოეპყრა მომჩივნის ვაჟს. მას პატიმრობა მიესაჯა და ჩამოერთვა სამხედრო წოდება. შემდგომში მეორე სერჟანტი გათავისუფლდა სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისგან, რადგან ბრალდება ხანდაზმული გახდა. ამრიგად, გამომძიებელმა უარი განაცხადა სისხლისსამართლებრივი საქმის წარმოებაზე უფროსი ოფიცრების წინააღმდეგ corpus delicti-ის არარსებობის გამო, რადგან ისინი პერსონალურად არ ახდენდნენ ზეწოლას მომჩივნის ვაჟზე და არც არავისთვის მიუციათ ინსტრუქცია აღნიშნულის თაობაზე. მომჩივანმა აღძრა სამოქალაქო და ადმინისტრაციული სარჩელი შინაგან საქმეთა სამინისტროს წინააღმდეგ, რომელიც კვლავ განხილვაშია.
სამართალი – მუხლი 2: თანამდებობის პირებმა თვითმკვლელობის ვერსია თავიდანვე ძალიან ადვილად ივარაუდეს და გამოძიების განმავლობაში ინარჩუნებდნენ მას სხვა შესაძლო ალტერნატივების სერიოზულად განხილვის გარეშე. იმავდროულად, გამოძიების რამდენიმე უხეში შეუსაბამობა და ხარვეზი, და საქმის გარკვეული გაუგებარი ასპექტები ძირს უთხრიდა ფაქტის დადგენის შესაძლებლობას და სერიოზული ეჭვის საფუძველს იძლეოდა პასუხისმგებელ თანამდებობის პირთა კეთილსინდისიერების და მათი ძალისხმევის ნამდვილობის თაობაზე, რათა დაედგინათ სიმართლე. ამგვარად, გამოჩნდა, რომ ინციდენტთან დაკავშირებული ყველა სათანადო ფაქტი, რომელმაც შიდა გამოძიების და სასამართლო ხელისუფალთა მიხედვით, მომჩივნის ვაჟს თვითმკვლელობისკენ უბიძგა, არ შეიძლება მიჩნეულ იყოს, რომ დადგენილია საკმარისი სიზუსტით. შესაბამისად, შიდასახელმწიფო თანამდებობის პირებმა საკუთარი თავები დააკმაყოფილეს აღნიშნული ფაქტობრივი დასკვნით. კერძოდ, ორი სერჟანტიდან ერთმა წარმატებით აარიდა თავი სისხლის სამართლის დევნას, მანამ, სანამ მის წინააღმდეგ ბრალდება ხანდაზმული არ გახდა. ასეთი მძიმე ბრალდების ხანდაზმულობამდე მიყვანა თავისთავად წარმოადგენს საკმარის ხარვეზს იმისათვის, რომ აღძრულიყო საკითხი მეორე მუხლთან მიმართებით. უფრო მეტიც, გამოძიება შეცდომაში შეიყვანეს და განმცხადებლის მოთხოვნა სამხედრო სამსახურის უმაღლესი თანამდებობის პირების მიმართ დარჩა განუხილველი. ამგვარად, სახელმწიფო ხელისუფალნი არ შეიძლება მოხსენიებულნი იყვნენ, რომ მათ შეასრულეს თავიანთი ვალდებულება, ეწარმოებინათ ეფექტური გამოძიება და ჯეროვნად გამოეკვლიათ მომჩივნის ვაჟის სიკვდილი, რომელიც მათი კონტროლის ქვეშ ყოფნის დროს მოხდა. იმათმა ცუდად მოპყრობამ და არმიაში არყოფნის რეალობასთან დაუკავშირებელმა, სხვა გამაღიზიანებელმა ცხოვრებისეულმა სიტუაციამ გამოიწვია თვითმკვლელობა. ამრიგად სახელმწიფო სიკვილზე პასუხისმგებელია.
საბოლოოდ, უკრაინულ არმიაში არასათანადო მოპყრობასთან მიმართებით ფართოდ გაჟღერებული უკმაყოფილების გათვალისწინებით (კერძოდ, სახალხო დამცველის დასკვნასა და ზოგიერთ საერთაშორისო მატერიალებში) სასამართლომ არ გამორიცხა იძულებითი არასათანადო მოქცევის უფრო ფართო კონტექსტის არსებობა იმ სამხედრო ნაწილში, სადაც მომჩივნის ვაჟი მსახურობდა. აქედან გამომდინარე, სახელისფულებო იერარქიის მაღალი ეშელონებისთვის პასუხისმგებლობის დაუკისრებლობა, იმისათვის რაც მოხდა, ვიდრე ინდივიდუალური ოფიცრების დანაშაულისათვის ლიმიტის დაწესება, განსაკუთრებით შემაშფოთებელი გახლდათ. მაშასადამე, დარღვეულია სახელმწიფოს პოზიტიური ვალდებულება, დაეცვა მომჩივნის ვაჟის სიცოცხლე, სანამ მათი კონტროლის ქვეშ იმყოფებოდა და ადეკვატურად ეგო პასუხი მისი სიკვდილისთვის და პროცედურული ვალდებულების შესრულება, ჩაეტარებინათ ეფექტური გამოძიება საქმესთან მიმართებით.
დასკვნა: დარღვევა (ერთსულოვნად)
მუხლი 41: 20 000 ევრო არამატერიულ ზიანთან მიმართებით. მატერიალურ ზიანთან დაკავშირებულ მოთხოვნას უარი ეთქვა.
© ევროპის საბჭო/ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო
სამდივნოს მიერ მომზადებული მოცემული მოკლე მიმოხილვა
სასამართლოსათვის არ არის სავალდებულო.
იხილეთ აქ სასამართლო პრაქტიკის საინფორმაციო ბროშურები
Full & Egal Universal Law Academy