© ევროპის საბჭო/ადამიანის უფლებათა ევროპის სასამართლო, 2012. მოცემული თარგმანი შეკვეთილ იქნა ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა მხარდაჭერის ფონდის დახმარებით (/humanrightstrustfund). აღნიშნული არ ბოჭავს სასამართლოს. დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ საავტორო უფლებების სრული მითითება მოცემული დოკუმენტის ბოლოში.
© Council of Europe/European Court of Human Rights, 2012. This translation was commissioned with the support of the Human Rights Trust Fund of the Council of Europe (/humanrightstrustfund). It does not bind the Court. For further information see the full copyright indication at the end of this document.
© Conseil de l’Europe/Cour européenne des droits de l’homme, 2012. La présente traduction a été effectuée avec le soutien du Fonds fiduciaire pour les droits de l’homme du Conseil de l’Europe (/humanrightstrustfund). Elle ne lie pas la Cour. Pour plus de renseignements veuillez lire l’indication de copyright/droits d’auteur à la fin du présent document.
ივლისი 2012
შვეიცარიული მოძრაობა Raëlien შვეიცარიის წინააღმდეგ [GC] - 16354/06
გადაწყვეტილება 13.7.2012 [Gჩ]
მუხლი 10
მუხლი 10-1
გამოხატვის თავისუფლება
საჯაროდ სარეკლამო პოსტერის განთავსების აკრძალვა, რომელიც მიუთითებდა გამომცემლის ამორალურ საქმიანობაზე და უთითებდა აკრძალულ ინტერნეტის გვერდს: არ არის დარღვევა
ფაქტები – მომჩივანი არის არაკომერციული ასოციაცია, რომელიც წარმოადგენს ღაელიან მოძრაობის ეროვნულ ფილიალს, რომლის გამოცხადებული მიზანი არის დაამყაროს პირველადი კონტაქტი და ქონდეს კარგი ურთიერთობები უცხოპლანეტელებთან. 2001 წელს მათ მოითხოვეს პოლიციისგან ნებართვა რომ განეთავსებინათ პოსტერები, რომლებზეც განთავსებული იყო სხვასთან ერთად უცხოპლანეტელების სახეები და მფრინავი თეფშები და მოძრაობის ვებ გვერდის მისამართი და ტელეფონის ნომერი. ნებართვა არ გაიცა და ამ საკითხზე ასოციაციის ყველა საჩივარი უარყოფილ იქნა.
სასამართლოს პალატამ 2011 წლის 13 იანვრის გადაწყვეტილებაში (იხილეთ დაინფორმაციო დოკუმენტი ნო. 137) ერთხმად დაადგინა რომ ადგილი არ ქონდა მე-10 მუხლის დარღვევას იმის გამო რომ ხელისუფლების ორგანოებს ქონდათ საკმარისი საფუძველი რომ აუცილებლად განეხილათ მომჩივანი ასოციაციისთვის ნებართვაზე უარის თქმა, იმის გამო, რომ ვებ გვერდი დაკავშირებული იყო ჩლონაიდ ვებ გვერდთან (კომპანია რომელიც სთავაზობდა კონკრეტულ არალეგალურ კლონირების სერვისებს), არსებობდა შესაძლო სექსუალური ძალადობა არასრულწლოვნებზე მოძრაობაში და ხდებოდა “Geniocracy” პოპულარიზაცია (დოქტრინა რომლის მიხედვითაც ძალაუფლება უნდა გადაეცეს ინდივიდებს, რომლებსაც აქვთ მაღალი ინტელექტი).
კანონი – მუხლი 10: მომჩივანმა ასოციაციამ განიცადა ჩარევა გათვალისწინებული კანონით მისი გამოხატვის თავისუფლების განხორციელების დროს პოსტერების კამპანიის დადგენილი განხორციელების აკრძალვის გამო. მოცემული ღონისძიება ემსახურებოდა კანონიერ მიზნებს, დანაშაულის პრევენციის და ჯანმრთელობის, მორალისა და სხვათა უფლებების დაცვის ინტერესებს.
მოცემულმა საქმემ წარმოშვა საკითხი ეროვნულ ხელისუფლების ორგანოებს რამდენად უნდა დაეშვათ მომჩივანი ასოციაცია გაევრცელებინა იდეები პოსტერების კამპანიის მეშვეობით საჯარო ადგილის გამოყოფის გზით. განსახილველი კამპანიის მიზანი ძირითადად იყო ყურადღების მიქცევა საზოგადეობის იდეებისადმი და იმ ჯგუფის საქმიანობებისადმი, რომელსაც თითქოსდა რელიგიური კონოტაცია ქონდა და ითვალისწინებდა შეტყობინებას, რომელიც თითქოსდა მოსული იყო უცხოპლანეტელებისაგან, ამ მიზნით ვებ გვერდზე მითითებით. მოცემული ვებ გვერდი შესაბამისად მიუთითებდა მხოლოდ მცირე სახით სოციალურ ან პოლიტიკურ იდეებზე, რადგან მისი ძირითადი მიზანი იყო მოსახლეობის მოზიდვა მომჩივანი ასოციაციის საქმიანობაში. იმ შემთხვევაშიც კი თუ მომჩივანის შეტყობინება ექცეოდა კომერციული რეკლამის კონტექსტის გარეთ, იგი ამის მიუხედავად ახლოს იყო კომერციულ შეტყობინებასთან, რადგან მას ქონდა გარკვეული პროზელიტური ფუნქცია. შესაბამისად სახელმწიფოს თავისუფალი შეფასების ზღვარი იყო უფრო ფართო. ამ მიზეზის გამო საჯარო ბილბორდების მენეჯმენტი იმ კამპანიების კონტექსტში, რომელიც არ იყო მკაცრად პოლიტიკური შეიძლება განსხვავდებოდეს ერთი სახელმწიფოსა თუ მეორეში ან კიდევ ერთი რეგიონიდან მეორეში ერთი და იგივე სახელმწიფოში. შესაბამისად, მხოლოდ სერიოზული მიზეზებს შეიძლება აეძულებინა სასამართლო რომ შეეცვალა მისი შეფასება ეროვნული ხელისუფლების ორგანოების შეფასებით. სადავო პოსტერს ნათლად ქონდა მიზანი მიექცია ხალხის ყურადღება ვებ გვერდისადმი: მისამართი რომელიც მოცემული იყო გამუქებული ტექსტით შემდეგი სლოგანის ქვეშ “შეტყობინება უცხოპლანეტელებისგან”. სასამართლოს შესაბამისად უნდა ენახა არა მარტო თავად პოსტერი, არამედ ვებ გვერდის შინაარსი.
არ არსებობდა არანაირი საკითხი სასამართლო ზედამხედველობის ეფექტურობასთან დაკავშირებით. ადგილობრივმა სასამართლოებმა, რომლებმაც განიხილეს საქმე წარმოადგინეს დეტალური დასაბუთება პოსტერების კამპანიაზე დაშვებაზე უარის გამო, კერძოდ, ადამიანის კლონირებისა და “Geniocracy” პროპაგანდა, მათ შორის შესაძლებლობა რომ მოძრაობის ნაშრომლებს და იდეებს შეიძლება მოყოლოდა სექსუალური ძალადობა არასრულწლოვნების მათი წევრების მხრიდან. როცა ზოგიერთ ამ მიზეზებს აღებულს ცალცალკე შეიძლება არ ქონოდა საშუალება დაესაბუთებინა პოსტერების აკრძალვა, ადგილობრივ ხელისუფლებას ქონდათ უფლება განეხილა რომ მთლიანი სიტუაციის გათვალისწინებით აკრძალვა გარდაუვალი იყო. დიდი პალატა ვერ ხედავს რაიმე მიზეზს რომ გადაუხვიოს პალატის ამ შეფასებას. შესაბამისად, წუხილები გამოხატული ადგილობრივი ხელისუფლების მიერ დაფუძნებული იყო რელევანტურ და საკმარის მიზეზებზე.
მეტიც, პალატამ დაადგინა რომ სადავო ღონისძიება შეზღუდული იყო შინაარსში, მომჩივანი ასოციაცია თავისუფალი იყო გამოეხატა მისი მოსაზრებები კომუნიკაციის სხვა მრავალი საშუალების გამოყენებით. მომჩივანი ასოციაცია ამტკიცებდა რომ პალატის მოცემული პოზიცია იყო ურთერთსაწინააღმდეგო. ამის მიუხედავად, სასამართლოს მოსაზრებით, მოცემული წინააღმდეგობა არ იყო წარმოსახვაზე მეტი. როგორც მთავრობა, სასამართლომ დაადგინა რომ განსხვავება უნდა იქნეს დაფიქსირებული ასოციაციის მიზანსა და იმ საშუალებებს შორის რომელსაც ის იყენებდა მოცემული მიზნის მისაღწევად. შესაბამისად, მოცემულ საქმეში შესაძლოა არაპროპორციული ყოფილიყო ასოციაციის აკრძალვა თავისთავად ან მისი ვებ გვერდის ზემოაღნიშნული ფაქტორების საფუძველზე. საჯარო ადგილებში პოსტერების განთავსებით შემოფარგვლა სადავო ატარებდა მიზნად ასოციაციის უფლებების მინიმალური შეზღუდვის მიზანს. რადგან მომჩივან ასოციაციას ქონდა საშუალება გაეგრძელებინა მისი იდეების გავრცელება, კერძოდ მისი ვებ გვერდისა ან ლიფლეტების საშუალებით (წერილების ყუთებში განთავსებით ან ქუჩაში დარიგებით), სადავო ღონისძიება არ იყო დისპროპორციული.
შესაბამისად, ეროვნული ხელისუფლების ორგანოები არ გასცდნენ შეფასების თავისუფლების საზღვრებს, რომელიც მათ მინიჭებული ქონდათ ამ საქმეში; საფუძვლები მათი გადაწყვეტილებებისათვის იყო “რელევანტური და საკმარისი” და შეესაბამებოდა “უკიდურეს საზოგადოებრივ საჭიროებას”. სასამართლომ ვერ დაინახა რაიმე სერიოზული მიზეზი რათა შეეცვამა საკუთარი შეფასება რომელიც ეფუძნებოდა უკანასკნელი ინსტანციის შეფასებას, რომელმაც განიხილა საკითხი ფრთხილად და აღნიშნული სასამართლო პრეცედენტული სამართლით დადგენილი პრინციპების შესაბამისად.
დასკვნა: არ არის დარღვევა (ცხრა ხმა რვის წინააღმდეგ)
© ევროპის საბჭო/ადამიანის უფელებათა ევროპის სასამართლო, 2012
ადამიანის უფლებათა ევროპის სასამართლოს ოფიციალური ენებია ინგლისური და ფრანგული. მოცემული თარგმანი შეკვეთილ იქნა ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა მხარდაჭერის ფონდის დახმარებით ((/humanrightstrustfund). აღნიშნული არ ბოჭავს სასამართლოს და სასამართლო არ იღებს რაიმე პასუხისმგებლობას მის ხასისხზე. აღნიშნული შეიძლება ჩამოტვირთულ იქნას ადამიანის უფლებათა ევროპის სასამართლოს HUDOჩ-ის პრეცედენტული სამართლის მონაცემთა ბაზიდან () ან ნებისმიერი სხვა მონაცემთა ბაზიდან, რომელსაც სასამართლომ გაუზიარა იგი. აღნიშნული შეიძლება კვლავ იქნეს ნაწარმოები არაკომერციული მიზნებისთვის იმ პირობით რომ საქმის სრული დასახელება იქნება მითითებული, მოცემული საავტორო უფლებისა და ადამიანის უფლებათა მხარდაჭერის ფონდზე მითითებით. თუ განზრახულია აღნიშნული თარგმანის რაიმე ნაწილის კომერციული მიზნებისთვის გამოყენება, გთხოვთ დაუკავშირდეთ publishing@.
© Council of Europe/European Court of Human Rights, 2012
The official languages of the European Court of Human Rights are English and French. This translation was commissioned with the support of the Human Rights Trust Fund of the Council of Europe (/humanrightstrustfund). It does not bind the Court, nor does the Court take any responsibility for the quality thereof. It may be downloaded from the HUDOC case-law database of the European Court of Human Rights () or from any other database with which the Court has shared it. It may be reproduced for non-commercial purposes on condition that the full title of the case is cited, together with the above copyright indication and reference to the Human Rights Trust Fund. If it is intended to use any part of this translation for commercial purposes, please contact publishing@.
© Conseil de l’Europe/Cour européenne des droits de l’homme, 2012
Les langues officielles de la Cour européenne des droits de l’homme sont le français et l’anglais. La présente traduction a été effectuée avec le soutien du Fonds fiduciaire pour les droits de l’homme du Conseil de l’Europe (/humanrightstrustfund). Elle ne lie pas la Cour, et celle-ci décline toute responsabilité quant à sa qualité. Elle peut être téléchargée à partir de HUDOC, la base de jurisprudence de la Cour européenne des droits de l’homme (), ou de toute autre base de données à laquelle HUDOC l’a communiquée. Elle peut être reproduite à des fins non commerciales, sous réserve que le titre de l’affaire soit cité en entier et s’accompagne de l’indication de copyright ci-dessus ainsi que de la référence au Fonds fiduciaire pour les droits de l’homme. Toute personne souhaitant se servir de tout ou partie de la présente traduction à des fins commerciales est invitée à le signaler à l’adresse suivante : publishing@.
Click here for the Case-Law Information Notes
Full & Egal Universal Law Academy