© ევროპის საბჭო/ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო, 2012. წინამდებარე თარგმანი განხორციელდა ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა სატრასტო ფონდის მხარდაჭერით (/humanrightstrustfund). თარგმანი არ ატარებს სასამართლოსათვის სავალდებულო ხასიათს. დამატებითი ინფორმაციისათვის იხ. საავტორო უფლებასთან დაკავშირებული სრულყოფილი ინფორმაცია წინამდებარე დოკუმენტის ბოლოში
© Council of Europe/European Court of Human Rights, 2012. This translation was commissioned with the support of the Human Rights Trust Fund of the Council of Europe (/humanrightstrustfund). It does not bind the Court. For further information see the full copyright indication at the end of this document.
© Conseil de l’Europe/Cour européenne des droits de l’homme, 2012. La présente traduction a été effectuée avec le soutien du Fonds fiduciaire pour les droits de l’homme du Conseil de l’Europe (/humanrightstrustfund). Elle ne lie pas la Cour. Pour plus de renseignements veuillez lire l’indication de copyright/droits d’auteur à la fin du présent document.
დიდი პალატა
მ.ს.ს საქმე ბელგიისა და საბერძნეთის წინააღმდეგ
განაცხადი #30696/09
გადაწყვეტილება
სტრასბურგი
2011 წლის 21 იანვარი
წინამდებარე გადაწყვეტილება
საბოლოოა და შეიძლება დაექვემდებაროს რედაქტირებას
საქმეზე მ.ს.ს. ბელგიისა და საბერძნეთის წინააღმდეგ,
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დიდმა პალატამ, შემდეგ მოსამართლეთა შემადგენლობით:
ჟან პოლ კოსტა, თავმჯდომარე,
ხრისტოს როზაკისი,
ნიკოლას ბრატსა,
პიერ ლორენსენი,
ფრანსუაზა ტულკენსი,
ჯოსეფ კასადევალი,
ირენეუ კარბრალ ბორეტო,
ელიზაბეტ ფურა,
ხანლარ ჰაჯიევი,
დანუტე ჟოსიენე,
დრაგოლუბ პოპოვიჩი,
მარკ ვილლიგერი,
ანდრას საიო,
ლედი ბიანკუ,
ანა პოვერი,
ისილ კარაკასი.
ნებოისა ვუჩინიჩი, მოსამართლეები,
და მაიკლ ობოილი, რეგისტრატორის მოადგილე,
იმსჯელა განმარტოებით 2010 წლის 1 სექტემბერს და 15 დეკემბერს,
და 2010 წლის 15 დეკემბერს გამოიტანა წინამდებარე გადაწყვეტილება
პროცედურა
1. საქმე მომდინარეობს ავღანეთის მოქალაქე ბ-ნი მ.ს.ს (შემდგომში “განმცხადებლები”) მიერ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა ევროპული კონვენციის (“კონვენცია”) 34-ე მუხლის თანახმად, 2009 წლის 11 ივნისს ბელგიის სამეფოსა და საბერძნეთის რესპუბლიკის წინააღმდეგ შეტანილი განაცხადიდან (#30696/09). შესაბამისი სექციის თავმჯდომარემ, რომელსაც საქმე გადაეცა განსახილველად, დააკმაყოფილა განმცხადებლის თხოვნა, რომ მისი სახელი არ ყოფილიყო გამჟღავნებული (სასამართლოს რეგლამენტის 47-ე მუხლის მე-3 პუნქტი).
2. განმცხადებლის ინტერესებს წარმოადგენდა ბ-ნი ზ. ჩიჰაოუი, ბრუსელში მოღვაწე ადვოკატი. ბელგიის მთავრობის ინტერესებს წარმოადგენდა ბ-ნი მ.ტისებაერტი, მთავრობის აგენტი და ქ-ნი ნიდლისპაჩერი, თანააგენტი. საბერძნეთის მთავრობას წარმოადგენდა ქ-ნი მ.გერმანი, სახელმწიფო სამართლებრივი საბჭოს სამართლებრივი მრჩეველი.
3. განმცხადებელი ამტკიცებდა, რომ ბელგიის ხელისუფლების ორგანოების მიერ მისი გაძევება არღვევდა კონვენციის მე-2 და მე-3 მუხლებს, ხოლო საბერძნეთში კი იგი დაექვემდებარა მე-3 მუხლის საწინააღმდეგო მოპყრობას. განმცხადებელი ასევე ამტკიცებდა, რომ მას ხელი არ მიუწვდებოდა კონვენციის მე-13 მუხლით განსაზღვრულ სამართლებრივი დაცვის ეფექტიან საშუალებებზე, რომელთა გამოყენებითაც მას მიეცემოდა მისი საჩივრების განხილვის შესაძლებლობა.
4. განაცხადი განსახილველად გადაეცა სასამართლოს მეორე სექციას (სასამართლოს რეგლამენტის 52-ე მუხლის 1-ლი პუნქტი). 2009 წლის 19 ნოემბერს ხსენებული სექციის პალატამ განაცხადის შესახებ აცნობა მოპასუხე მთავრობებს. 2010 წლის 16 მარტს პალატამ, შემდეგი მოსამართლეების შემადგენლობით: ირენეუ კაბრალ ბორეტო, თავმჯდომარე, ფრანსუაზა ტულკენსი, ვლადიმირო ზაგრებელსკი, დანუტე ჟოსიენე, დროგოლუნ პოპოვიჩი, ანდრას საიო, ნონა წოწორია, მოსამართლეები და სალი დოლე, სექციის რეგისტრატორი, საქმის განხილვის უფლებამოსილება გადასცეს დიდ პალატას, საქმის განხილვის უფლებამოსილების გადაცემასთან დაკავშირებით მხარეებს არ გამოუთქვამთ პრეტენზია (კონვენციის 30-ე მუხლი და რეგლამენტის 72-ე მუხლი).
5. დიდი პალატის შემადგენლობა განისაზღვრა კონვენციის 26-ე მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტებისა და სასამართლო რეგლამენტის 24-ე მუხლის შესაბამისად.
6. კონვენციის 29-ე მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად, დიდმა პალატამ მიიღო გადაწყვეტილება თანადროულად განეხილა საქმის დასაშვებობასთან დაკავშირებული საკითხები და საქმის არსებითი მხარე.
7. განმცხადებელმა და მოპასუხე მთავრობებმა წარმოადგინეს წერილობითი კომენტარები საქმის არსებით მხარესთან დაკავშირებით (რეგლამენტის 59-ე მუხლის 1-ლი პუნქტი). საქმის მონაწილე ყოველმა მხარემ საქმის ზეპირი მოსმენისას პასუხი გასცა სხვა მხარის წერილობით კომენტარებს (რეგლამენტის 44-ე მუხლის მე-5 პუნქტი). სასამართლოს პალატის თავმჯდომარის მიერ საქმეში მე-3 მხარეებად ჩართვის ნებართვის მინიჭების შედეგად წერილობითი კომენტარები წარმოადგინეს ასევე ნიდერლანდებისა და გაერთიანებული სამეფოს მთავრობებმა, ისევე როგორც ევროპაში ადამიანის უფლებების საკონსულტაციო ცენტრმა (Aire -ს ცენტრი) (კონვენციის 36-ე მუხლის მე-2 პუნქტი და რეგლამენტის 44-ე მუხლის მე-2 პუნქტი). სასამართლოს თავმჯდომარის მიერ საქმეში მე-3 მხარეებად ჩართვის ნებართვის მინიჭების შემდგომ წერილობითი კომენტარები წარმოადგინეს ასევე ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარმა (“კომისარი”), ლტოლვილთა საკითხებთან დაკავშირებით გაეროს უმაღლესი კომისრის ოფისმა (“the UNHCR”), საბერძნეთის ჰელსინკის მონიტორმა (“GHM”). ნიდერლანდებისა და გაერთიანებული სამეფოს მთავრობებს, ასევე ლტოლვილთა საკითხებში გაეროს უმაღლეს კომისარს ნებართვა მიეცათ მონაწილეობა მიეღოთ საქმის ზეპირ მოსმენაში.
8. მოსმენა გაიმართა საჯაროდ, სტრასბურგში, ადამიანის უფლებათა შენობაში 2010 წლის 1 სექტემბერს (რეგლამენტის 59-ე მუხლის მე-3 პუნქტი).
სასამართლოს წინაშე წარსდგნენ:
- ბელგიის მთავრობის მხრიდან
ბ-ნი მარკ ტისებაერტი, მთავრობის აგენტიაგენტი
ქ-ნი იზაბელ ნიედლისპაჩერი, თანააგენტი
ქ-ნი ედდა მატერნე, ადვოკატიწარმომადგენელი
ქ-ნი ვალერიე დემინე, ატაშე, უცხოელთა ოფისიმრჩეველი
- საბერძნეთის მთავრობის მხრიდან
ბ-ნი კონსტანტინოს გეორგადისი, მრჩეველი სახელმწიფოს სამართლებრივი საბჭო აგენტის დელეგატი
ქ-ნი მირტო გერმანი, სამართლებრივი თანაშემწე სახელმწიფოს სამართლებრივი საბჭო
- განმცხადებლის მხრიდან
ბ-ნი ზოუჰაიერ ჩიჰაოუი, ადვოკატიწარმომადგენელი
- გაერთიანებული სამეფოს, მესამე მხარედ ჩართული, მთავრობის მხრიდან
ბ-ნი მარტინ კუზმიცკი,
ქ-ნი ლისა ჯოვანეტი, წარმომადგენელი
- ნიდერლანდების მთავრობის მესამე მხარედ ჩართული, მხრიდან
ბ-ნი როელანდ ბოკერი,აგენტი
ბ-ნი მარტინ კუიერი, იუსტიციის სამინისტრო
ქ-ნი კლარინდა კოერტი, მიგრაციისა და ნატურალიზაციის დეპარტამენტიდან მრჩევლები
- ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარი, მესამე მხარედ ჩართული,
ბ-ნი თომას ჰამერბერგი, კომისარი
ბ-ნი ნიკოლაოს სითაროპულოსი, დირექტორის მოადგილე
ქ-ნი ანნე ვებერიმრჩევლები
- ლტოლვილთა საკითხებში გაეროს უმაღლესი კომისრის ოფისიდან, მესამე მხარედ ჩართული,
ბ-ნი ვოლკერ ტურკი, საერთაშორისო დაცვის სამმართველოს დირექტორი წარმომადგენელი
ქ-ნი მადელინ გარლიკი, განყოფილების უფროსი, პოლიტიკური და სამართლებრივი მხარდაჭერის ევროპის ოფისი,
ბ-ნი კორნელის ვოუტერსი, ლტოლვილთა კანონმდებლობის საკითხებში მთავარი მრჩეველი, ეროვნული დაცვის სამმართველო, მრჩევლები
სასამართლომ მოისმინა მიმართვები და დასმულ შეკითხვებზე გაცემული პასუხები ქ-ნი ნიედლისპაჩერის, ქ-ნი მატერნეს, ქ-ნი გერმანის, ბ-ნი ჩიჰაოუის, ბ-ნი ბოკერის, ქ-ნი ჯოვანეტის, ბ-ნი ტურკისა და ბ-ნი ჰამერბერგისაგან.
ფაქტები
I.საქმის გარემოებები
ა. შესვლა ევროკავშირის ტერიტორიაზე
9. განმცხადებელმა ქაბული დატოვა 2008 წლის დასაწყისში და ირანისა და თურქეთის გავლით შევიდა ევროკავშირის ტერიტორიაზე საბრძნეთიდან, სადაც მას ჩამორთვეს თითის ანაბეჭდები 2008 წლის 7 დეკემბერს, მიტილენში.
10. იგი პატიმრობაში იმყოფებოდა 1 კვირის განმავლობაში, ხოლო გათავისუფლების შემდგომ მას უბრძანეს ქვეყნის დატოვება. განმცხადებელს არ მოუთხოვია თავშესაფარი საბერძნეთში.
ბ. თავშესაფრის მოთხოვნასა და გაძევებასთან დაკავშირებული პროცედურა ბელგიაში
11. 2009 წლის 10 თებერვალს საფრანგეთის გავლით განმცხადებელი ჩავიდა ბელგიაში, სადაც ჩაბარდა უცხოელთა ოფისს ყოველგვარი პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის გარეშე და მოითხოვა თავშესაფარი.
12. განმცხადებლის თითის ანაბეჭდების გადამოწმებისა და შედარების შედეგად, 2009 წლის 10 თებერვალს ევროდაკის პროგრამამ განახორციელა ინფორმაციის გენერირება, რომელმაც გამოამჟღავნა ის ფაქტი, რომ განმცხადებლის თითის ანაბეჭდების რეგისტრირება განხორციელებული იყო უკვე საბერძნეთში.
13. პირველ ეტაპზე განმცხადებელი მოათავსეს თავშესაფრის მაძიებელთათვის განკუთვნილ ლანაკენის ღია მისაღებ ცენტრში.
14. 2009 წლის 18 მარტს, #343/2003/Eჩ რეგულაციის მე-10 მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად (დუბლინის რეგულაცია, იხ. 65-82 პუნქტები ქვემოთ), უცხოელთა ოფისმა მოთხოვნა წარუდგინა საბერძნეთის ხელისუფლების ორგანოებს, რათა მათ თავის თავზე აეღოთ თავშესაფრის მოთხოვნის განხილვა. მას შემდგომ რაც საბერძნეთის ხელისუფლების ორგანოებმა პასუხგაუცემელი დატოვეს ხსენებული მოთხოვნა რეგულაციის მე-18 მუხლის 1-ლი პუნქტით დადგენილ 2 თვიან ვადაში, უცხოელთა ოფისმა ხსენებული მიიჩნია წარდგენილ მოთხოვნაზე დუმილით გამოხატულ თანხმობად, რომლის თანახმადაც საბერძნეთი ხელისუფლების ორგანოებს უნდა აეღოთ პასუხისმგებლობა თავშესაფრის მოთხოვნის განხილვაზე ზემოხსენებული დებულების მე-7 პუნქტის შესაბამისად.
15. 2009 წლის 18 მარტს დუბლინის რეგულაციის შესაბამისად განხორციელებულ დაკითხვისას, განმცხადებელმა განუცხადა უცხოელთა ოფისს, რომ იგი გამოიქცა ავღანეთიდან კონტრაბანდისტის დახმარებით, რომელსაც მან გადაუხადა 12000 დოლარი და რომელმაც წაიღო მისი პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია. მისი განცხადებით მან იმიტომ აირჩია ბელგია, რომ წარსულში შეხვდა ჩრდილო ატლანტიკურ ალიანსში (NATO) მომსახურე ბელგიელ ჯარისკაცებს, რომლებიც ძალიან მეგობრულები იყვნენ. მან მოითხოვა, რომ ბელგიის ხელისუფლების ორგანოებს განეხილათ ის საფრთხე, რომელიც მას ემუქრებოდა. განმცხადებლის მტკიცებით მას ყავდა და ნიდერლანდებში, რომელთანაც მან დაკარგა კავშირი. განმცხადებელმა ასევე განაცხადა, რომ იგი დაავადებული იყო ბ ჰეპატიტით და 8 თვის განმავლობაში მკურნალობდა.
16. 2009 წლის 2 აპრილს, ლტოლვილთა საკითხებში გაეროს უმაღლესმა კომისარმა წერილი გაუგზავნა ბელგიის მიგრაციისა და თავშესაფრის მაძიებელთა მინისტრს და გააკრიტიკა ის ხარვეზები, რომლებიც არსებობდა თავშესაფრის ძიებასთან დაკავშირებული პროცედურისას და იმ პირობებთან დაკავშირებით, რომლებშიც იმყოფებოდნენ მაძიებლები საბერძნეთში. ხსენებულ წერილში ასევე იყო მოწოდება, რომ შეჩერებულიყო საბერძნეთში გადაყვანა (იხ. 194-ე და 195-ე პუნქტები). წერილის ასლი გაეგზავნა უცხოელთა ოფისს.
17. 2009 წლის 19 მაისს, უცხოელთა ოფისმა 1980 წლის 15 დეკემბრის კანონის “უცხოელთა შესვლის, განთავსების, ცხოვრების და გაძევების შესახებ” 51/5 მუხლის შესაბამისად მიიღო გადაწყვეტილება არ მიეცა დარჩენის უფლება განმცხადებლისათვის და გამოსცა ბრძანება, რომლის თანახმადაც მას უნდა დაეტოვებინა ქვეყანა. ბრძანებაში წარმოდგენილი დასაბუთება შემდეგნაირად იყო ჩამოყალიბებული: დუბლინის რეგულაციის თანახმად ბელგია არ იყო პასუხისმგებელი განეხილა თავშესაფრის მინიჭებასთან დაკავშირებული მოთხოვნა. ხსნებულის ვალდებულება ეკისრებოდა საბერძნეთს და არ არსებობდა რაიმე მიზეზი რათა შეტანილიყო ეჭვი, რომ საბერძნეთის ხელისუფლების ორგანოები ვერ შეასრულებდნენ მათ ვალდებულებებს, რომლებიც მათ ეკისრებოდათ ევროკავშირის კანონმდებლობისა და ლტოლვილთა სტატუსის შესახებ ჟენევის 1951 წლის კონვენციით. ხსენებულის გათვალისწინებით განმცხადებელს გააჩნდა იმის გარანტია, რომ საბერძნეთში ჩასვლისთანავე იგი შეძლებდა წარედგინა თავშესაფრის მიღებასთან დაკავშირებული განაცხადი, რომელიც განხილულ იქნებოდა სათანადო წესებისა და რეგულაციების შესაბამისად. ბელგიის ხელისუფლების ორგანოებს არ ეკისრებოდათ რაიმე სახის ვალდებულება გამოეყენებინათ დადგენილი წესებიდან გადახვევასთან დაკავშირებული დებულება, რომელიც განსაზღვრული იყო რეგულაციის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტით. და ბოლოს, განმცხადებელი არ იყო ავად, რასაც შეიძლება ხელი შეეშალა მის გადაყვანაში. განმცხადებელს ასევე არ ყავდა ნათესავები ბელგიაში.
18. იმავე დღეს განმცხადებელი დააპატიმრეს, რათა მომხდარიყო ხსენებული გადაწყვეტილების აღსრულება და იგი მოათავსეს სტენოკკერზელში მდებარე არაკანონიერად მყოფი უცხოელებისათვის განკუთვნილ 127-ე დახურული ტიპის დაწესებულებაში.
19. 2009 წლის 26 მაისს ბელგიის ლტოლვილთა დახმარების კომიტეტს, რომელიც არის UNHCR –ის მოქმედი პარტნიორი ბელგიაში, ეცნობა განმცხადებლისათვის დანიშნული ადვოკატის საკონტაქტო მონაცემები.
20. 2009 წლის 27 მაისს უცხოელთა ოფისმა დაადგინა განმცხადებლის გამგზავრების თარიღი 2009 წლის 29 მაისი.
21. დაგეგმილ დღეს 10 საათსა 25 წუთზე, ტონგრესში, განმცხადებლის თავდაპირველმა წარმომადგენელმა ფაქსით წარადგინა სააპელაციო საჩივარი უცხოელთა სააპელაციო კოლეგიაში და მოითხოვა ქვეყნის დატოვების გადაწყვეტილების გაუქმება. ხსენებულთან ერთად ასევე მოთხოვნილ იქნა აღსრულების შეჩერება განსაკუთრებით აუცილებელი პროცედურების შესაბამისად. წარმოდგენილი არგუმენტაციის თანახმად, კონვენციის მე-3 მუხლზე დაყრდნობით, მითითებული იყო საბერძნეთში საშინელ პირობებში თვითნებური პატიმრობის საფრთხეზე, ასევე არასათანადო მოპყრობის საფრთხეზე. განმცხადებელი ასევე ეყრდნობოდა იმ არგუმენტს, რომ თავშესაფრის ძიებასთან დაკავშირებით საბერძნეთის კანონმდებლობაში მრავალი ხარვეზი იყო. მისი მტკიცებით არ არსებობდა ასევე ეფექტიანი ხელმისაწვდომობა სასამართლო სამართალწარმოებაზე და არსებობდა იმის საფრთხე, რომ მას გააგზავნიდნენ უკან ავღანეთში იმ მიზეზების განხილვის გარეშე, რომელმაც იგი აიძულა, რომ გამოქცეულიყო ქვეყნიდან.
22. მოსმენა ჩაინიშნა იმავე დღეს 11 საათსა და 30 წუთზე ბრუსელში, უცხოელთა სააპელაციო კოლეგიის შენობაში. განმცხადებლის წარმომადგენელი არ დასწრებია მოსმენას, ხოლო აღსრულების შეჩერებასთან დაკავშირბეული მოთხოვნა კი უარყოფილ იქნა იმავე დღეს, იმ მიზეზით, რომ წარმომადგენელი არ ესწრებოდა მოსმენას.
23. განმცხადებელმა უარი განაცხადა 2009 წლის 29 მაისს თვითმფრინავში ჩაჯდომაზე, რასაც შედეგად მოყვა მისი პატიმრობის გახანგრძლივება უცხოელთა შესახებ აქტის 27-ე მუხლის 1 პუნქტის თანახმად.
24. 2009 წლის 4 ივნისს საბერძნეთის ხელისუფლების ორგანოებმა გამოაგზავნეს სტანდარტული დოკუმენტი, რომელიც ადასტურებდა, რომ ისინი კისრულობდნენ პასუხისმგებლობას, როგორც ეს განსაზღვრული იყო დუბლინის რეგულაციის მე-18 მუხლის მე-7 პუნქტითა და მე-10 მუხლის 1-ლი პუნქტით, რათა განეხილათ განმცხადებლის თავშესაფრის მინიჭებასთან დაკავშირებული მოთხოვნა. დოკუმენტი მთავრდებოდა შემდეგი წინადადებით: “გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ საბერძნეთში ჩამოსვლისას სურვილი შემთხვევაში ხსენებულ პირს შესაძლებელობა ექნება წარმოადგინოს თავშესაფრის მიღებასთან დაკავშირებული განცხადება”.
25. 2009 წლის 9 ივნისს განმცხადებლის პატიმრობის ბრძანება ძალაში დატოვა ბრიუსელის პირველი ინსტანციის სასამართლოს პალატამ.
26. 10 ივნისს წარდგენილი სააპელაციო საჩივრის შედეგად, ბრუსელის სააპელაციო სასამართლოს ბრალდებათა პალატამ მოსმენა ჩანიშნა 2009 წლის 22 ივნისს.
27. მას შემდგომ რას 2009 წლის 11 ივნისს განმცხადებელს აცნობეს, რომ მისი გამგზავრება დაგეგმილი იყო 15 ივნისისათვის, განმცხადებელმა მისი ამჟამინდელი ადვოკატის მეშვეობით წარადგინა მეორე მოთხოვნა უცხოელთა სააპელაციო კოლეგიის წინაშე და მოითხოვა ტერიტორიის დატოვების ბრძანების გაუქმება. იგი ეყრდნობოდა იმ საფრთხეს, რომელსაც იგი დაექვემდებარებოდა ავღანეთში და ასევე იმ საფრთხეს, რომელსაც იგი დაექვემდებარებოდა საბერძნეთში გადაყვანის შედეგად, რადგანაც საბერძნეთში იმის ძალიან დაბალი შანსი რჩებოდა, რომ თავშესაფრის მიღებასთან დაკავშირებული მისი მოთხოვნა ჯეროვნად ყოფილიყო განხილული და ამასთანავე მას ემუქრებოდა საშინელ პირობებში განთავსება საბერძნეთში თავშესაფრის მაძიებელთა პატიმრობისა და განტავსების ცენტრში.
28. განმცხადებლის მეორედ გადაყვანა დაიგეგმა 2009 წლის 15 ივნისს და ამჯერად უკვე ესკორტის თანხლებით.
29. 2009 წლის 3 და 10 სექტემბრის გადაწყვეტილებებით, უცხოელთა სააპელაციო კოლეგიამ უარყო ქვეყნის დატოვების ბრძანების გაუქმებასთან დაკავშირბეული შუამდგომლობები – პირველ ჯერზე მიზეზი იყო ის, რომ განმცხადებელს არ ჰქონდა წარმოდგენილი სამართალწარმოების განხორციელებასთან დაკავშირებული მოთხოვნა გადაწყვეტილების, რომლითაც მას უარი ეთქვა აღსრულების შეჩერებაზე განსაკუთრებული აუცილებლობის პროცედურის შესაბამისად, ჩაბარების მომენტიდან შესაბამისი 15 დღის განმავლობაში, ხოლო მეორედ მიზეზი იყო ის, რომ განმცხადებელს არ წარუდგენია წერილობითი შესაგებელი.
30. უმაღლეს სასამართლოში (Conseil d’Etat) არ ყოფილა წარდგენილი საკასაციო საჩივარი.
გ. ბელგიის წინააღმდეგ წარდგენილი უზრუნველყოფის (დროებითი) ღონისძიების მოთხოვნა
31. პარალელურად 2009 წლის 11 ივნისს, განმცხადებელმა მისი წარმომადგენლის მეშვეობით თხოვნით მიმართა სტრასბურგის სასამართლოს, რათა შეჩერებულიყო მისი საბერძნეთში გადაყვანა. იმ საფრთხეებთან ერთად რომელსაც იგი ელოდა საბერძნეთში, განმცხადებლის ამტკიცებდა, რომ მან სწორედ იმიტომ დატოვა ავღანეთი, რომ თავი დაეღწია მისი მკვლელობის მცდელობისათვის, რომლის სურვილიც გააჩნდა თალიბანს და რომელსაც სურდა განმცხადებლის დასჯა იმის გამო, რომ იგი მუშაობდა თარჯიმნდა ქაბულში განთავსებული საერთაშორისო შეიარაღებული ძალებისათვის. თავისი მონათხრობის დასადასტურებლად მან წარმოადგინა სერტიფიკატები, რომლებიც ადასტურებდნენ რომ იგი ნამდვილად მუშაობდა თარჯიმნად.
32. 2009 წლის 12 ივნისს სასამართლომ უარი განაცხადა რეგლამენტის 39-ე მუხლის გამოყენებასთან დაკავშირებით, თუმცა აცნობა საბერძნეთის მთავრობა, რომ ხსენებული გადაწყვეტილება სასამართლომ იმ მოსაზრებაზე დამყარებით მიიღო, რომ საბერძნეთი შეასრულებდა კონვენციით ნაკისრ ვალდებულებებს და ამავე დროს შესაბამისობაში იქნებოდა ევროკავშირის კანონმდებლობასთან, რომელიც ეხება თავშესაფრის მაძიებლებს. საბერძნეთის მთავრობისათვის გაგზავნილი წერილი შემდგენაირად იკითხებოდა:
“ხსენებული გადაწყვეტილება ემყარებოდა იმ ჭეშმარიტ მოსაზრებას, რომ საბერძნეთი, როგორც ხელშემკვრელი სახელმწიფო, დაიცავდა კონვენციის მე-3, მე-13 და 34-ე მუხლებით ნაკისრ ვალდებულებებს. ხსენებულ ნაწილში ასევე გამოთქმული იყო იმის ღრმა რწმენა, რომ თქვენი მთავრობა ასევე დაიცავდა აღებულ ვალდებულებებს შემდეგ საკითხებთან დაკავშირებით:
-ზემოთ ხსენებულ დუბლინის რეგულაციას;
-საბჭოს 2005 წლის 1 დეკემბრის 2005/85/EC დირექტივას, რომელიც ეხება წევრ სახელმწიფოებში ლტოლვილის სტატუსის მინიჭებასა და ჩამორთმევასთან დაკავშირებულ მინიმალურ სტანდარტებს;
-საბჭოს 2003 წლის 27 იანვრის 2003/9/EC დირექტივას, რომელიც ეხება თავშესაფრის მაძიებლებთან დაკავშირებულ მინიმალურ სტანდარტებს.
ხსენებულიდან გამომდინარე მადლობელი ვიქნებოდი თუკი თქვენი მთავრობა მიაწვდიდა ინფორმაციას სასამართლოს განმცხადებლის მიერ საბერძნეთში თავშესაფრის მოთხოვნასთან დაკავშირებით წარდგენილი განცხადების შესახებ ისევე როგორც შესაბამისი პატიმრობის შესახებ, იმ შემთხვევაში თუკი საბერძნეთში ჩასვლის შემდგომ განმცხადებელი პატიმრობაში იქნება მოტავსებული”.
დ. საბერძნეთის მთავრობისათვის დროებითი (უზრუნველყოფის) ღონისძიების მითითება
33. 2009 წლის 15 ივნისს განმცხადებელი გადაიყვანეს საბერძნეთში. ათენის საერთაშორისო აეროპორტში ჩასვლისას იგი წარუდგა საბერძნეთის ხელისუფლებას იმ სახელით და გვარით, რომელთან მიმართებაშიც საბერძნეთის ხელისუფლებამ მიღწეული შეთანხმებით იკისრა შესაბამისი პასუხისმგებლობები 2009 წლის 4 ივნისს.
34. 2009 წლის 19 ივნისს განმცხადებლის ადვოკატმა მიიღო პირველი ტექსტური შეტყობინება ტელეფონზე და ხსენებულის შესახებ აცნობა სასამართლოს. ხსენებული ტექსტური შეტყობინების თანახმად საბერძნეთი ჩასვლისთანავე იგი მოათავსეს პატიმრობაში აეროპორტის გვერდზე მდებარე შენობაში, სადაც იგი ჩაკეტეს მცირე მოცულობის ოთახში 20 სხვა პატიმართან ერთად, მას ხელმისაწვდომობა ჰქონდა ტუალეტზე მხოლოდ მისი მეთვალურე მცველების შეხედულებისამებრ, უფლება არ ჰქონდა ესეირნა სუფთა ჰაერზე, ძალიან მცირე ოდენობით აძლევდნენ საკვებს და უხდებოდა ძილი ჭუჭყიან ლეიბზე ან იატაკზე.
35. 2009 წლის 18 ივნისს გათავისუფლების შემდგომ მას გადასცეს თავშესაფრის მაძიებლის ბარათი (“ვარდისფერი ბარათი”, იხ. ქვემოთ 89-ე პუნქტი). ამავე დროს პოლიციამ მას გადასცა შემდეგი შეტყობინება (შეტყობინების თარგმანი განახორციელა საბრძნეთის მთავრობამ):
“2009 წლის 18 ივნისს სპატაში, მე, ქვემორე ხელმომწერმა ოფიცერმა [...] შევატყობინე ავღანეთის მოქალაქეს რომელიც დაიბადა [...] და რომელსაც არ გააჩნია რეგისტრირებულის აცხოვრებელი ადგილი, რომ მან 2 დღის განმავლობაში უნდა მიმართოს ატტიკის პოლიციის თავშესაფრის მაძიებელთა დეპრტამენტის უცხოელთა დირექტორატს, რათა აცნობოს მისი საცხოვრებელი ადგილი საბერძნეთში იმგვარად, რომ მან მიიღოს შეტყობინებები მისი თავშესაფრის მოთხოვნასთან დაკავშირებული განცხადების განხილვის შესახებ”.
36. განმცხადებელი არ გამოცხადებულა ატტიკას პოლიციის სათაო ოფისსში, რომელიც მდებარეობს პეტრაუ რალლის გამზირზე ათენში (შემდგომ “ატტიკას პოლიციის სათაო ოფისი”).
37. განმცხადებელს არ გააჩნდა არსებობისათვის საჭირო თანხები და ამიტომ იგი საცხოვრებლად წავიდა ცენტრალურ ათენში მდებარე პარკში, სადაც ავღანელი თავშესაფრის მაძიებლები იყვნენ შეკრებილნი.
38. 2009 წლის 22 ივნისს არსებული მდგომარეობის შესახებ ინფორმაციის მიღების შემდგომ, სექციის რეგისტრატორმა დამატებითი წერილი გაუგზავნა საბერძნეთი მთავრობას, რომელიც შემდეგი შინაარსის იყო:
“თხოვნით მივმართავ თქვენს მთავრობას აცნობოს სასამართლოს განმცხადებლის ახლანდელი მდგომარეობის შესახებ, განსაკუთრებით კი იმის შესახებ აქვს თუ არა მას საშუალება, რომ ეფექტიანად მოითხოვოს თავშესაფარი. გარდა ხსენებულისა, სასამართლოს ასევე უნდა ეცნობოს იმ ღონისძიებების შესახებ, რომელთა განხორციელებასაც აპირებს თქვენი მთავრობა:
ა)განმცხადებლის დეპორტაციასთან დაკავშირებით;
ბ)რა საარსებო საშუალებებზე იგეგმება მიუწვდებოდეს განმცხადებელს მომავალში ხელი”.
39. საბერძნეთის ხელისუფლების ორგანოებს ეთხოვათ ხსენებული ინფორმაციის წარდგენა სასამართლოსათვის 2009 წლის 29 ივნისამდე, და ამავე დროს მთავრობას ეცნობა, რომ იმ შემთხვევაში თუკი მთავრობა არ უპასუხებდა სასამართლოს მითითებულ ვადებში, სასამართლო სერიოზულად დაიწყებდა მსჯელობას საბერძნეთისათვის დროებითი ღონისძიების მითითების გამოყენებასთან დაკავშირებით.
40. 2009 წლის 2 ივლისს მხედველობაში იქნა რა მიღებული ავღანეთში არსებული დაუცველობისა და არეულობის მზარდი ტენდენცია, ისევე როგორც განმცხადებლის მონაყოლის დამაჯერებლობა იმასთან დაკავშირებით თუ რა საფრთხეები ემუქრებოდა მას თუკი სამშობლოში გააგზავნიდნენ, გათვალისწინებულ იქნა რა, რომ საბერძნეთის ხელისუფლების ორგანოებმა არ გამოავლინეს რაიმე სახის რეაქცია, სასამართლომ გადაწყვიტა რეგლამენტის 39-ე მუხლის გამოყენება და მიუთითა საბერძნეთის მთავრობას, რომ მხარეთა ინტერესებიდან და სამართალწარმოების ჯეროვნად წარმართვის ინეტერესებიდან გამომდინარე მთავრობას არ განეხორციელებინა განმცხადებლის დეპორტაცია სასამართლოს წინაშე მიმდინარე სამართალწარმოების დასრულებამდე.
41. 2009 წლის 23 ივლისს საბერძნეთის მთავრობამ 2009 წლის 22 ივნისით დათარიღებული წერილის საპასუხოდ აცნობა სასამართლოს, რომ ათენის აეროპორტში ჩამოსვლისას 2009 წლის 15 ივნისს განმცხადებელმა მოითხოვა თავშესაფარი და თავშესაფრის მინიჭებასთან დაკავშირებული პროცედურა ხორციელდებოდა. მთავრობამ დაამატა, რომ განმცხადებელი არ გამოცხადდა ატტიკას სათაო ოფისში მითითებული 2 დღიანი ვადის განმავლობაში, რათა შეევსო თავშესაფრის მოთხოვნასთან დაკავშირებული განაცხადი და დაესახელებინა თავისი მისამართი.
42. ხსენებულის პარალელურად განმცხადებლის წარმომადგენელი მუდმივად უგზავნიდა სასამართლოს განმცხადებლისაგან მიღებულ ინფორმაციას. განმცხადებელი ადასტურებდა, რომ მან მოითხოვა თავშესაფრის მინიჭება აეროპორტში და მას უთხრეს, რომ მისულიყო ატტიკას პოლიციის ოფისში, რათა ეცნობებინა საცხოვრებელი ადგილი სამართალწარმოებასთან დაკავშირბეული შემდგომი კომუნიკაციის მისაღებად. თუმცა იგი არ გამოცხადებულა, რადგან მას არ გააჩნდა რაიმე სახის მისამართი, რომელიც უნდა ეცნობებინა.
ე) შემდგომი მოვლენები
43. 2009 წლის 1 აგვისტოს მაშინ როდესაც განმცხადებელი აპირებდა საბერძნეთის დატოვებას, განმცხადებელი დააკავეს აეროპორტში და აღმოუჩინეს ყალბი ბულგარული პირადობის მოწმობა.
44. იგი მოათავსეს პატიმრობაში 7 დღის განმავლობაში აეროპორტის გვერდით მდებარე იგივე შენობაში, რომელშიც იგი ადრეც იმყოფებოდა პატიმრობაში. წარმომადგენლისათვის გაგზავნილ ტექსტურ შეტყობინებაში იგი აღწერდა თავისი პატიმრობის პირობებს და ამტკიცებდა, რომ მას სცემდნენ ცენტრში მომუშავე პოლიციის ოფიცრები, ამავე დროს იგი აცხადებდა, რომ სურდა ნებისმიერი მეთოდით დაეტოვებინა საბერძნეთი რათა არ ეცხოვრა ასეთ რთულ პირობებში.
45. 2009 წლის 3 აგვისტოს ათენის სისხლის სამართლის სასამართლომ ქვეყნის ყალბი დოკუმენტებით დატოვების მცდელობისათვის მას მიუსაჯა 2 თვიანი პატიმრობა, რომელიც 3 წლით გადავადდა.
46. 2009 წლის 4 აგვისტოს საჯარო წესრიგის დაცვის სამინისტრომ (ახლა სამოქალაქო დაცვის სამინისტრო) გამოსცა ბრძანება, რომელშიც განსაზღვრა, რომ მესამე ქვეყნის მოქალაქეების საბერძნეთში შესვლის, ცხოვრების და სოციალური ინტეგრაციის შესახებ #3386/2005 კანონის 76-ე მუხლზე დაყრდნობით განმცხადებელი უნდა დაქვემდებარებოდა ადმინისტრაციული გაძევების პროცედურას. ბრძანება ასევე განსაზღვრავდა, რომ შესაძლებელი იყო განმცხადებლის გათავისუფლება, რადგან არ არსებობდა ეჭვი, რომ იგი დააპირებდა მიმალვას და ამავე დროს იგი არ შეუქმნიდა საფრთხეს სააჯრო მართლწესრიგს.
47. 2009 წლსი 18 დეკემბერს განმცხადებელი მივიდა ატტიკას პოლიციის განყოფილებაში, სადაც განაახლა თავისი ვარდისფერი ბარათი შემდგომი 6 თვით. იმავე დღეს დათარიღებული წერილით პოლიციამ წერილობით ჩაინიშნა, რომ განმცხადებელმა აცნობა მათ, რომ მას არ გააჩნდა საცხოვრებელი და თხოვნით მიმართა ჯანმრთელობისა და სოციალური დახმარების სამინისტროს რათა აღმოეჩინათ მისთვის დახმარება საცხოვრებლის პოვნის კუთხით.
48. 2010 წლის 20 იანვარს განმცხადებლის გაძევებასთან დაკავშირებული გადაწყვეტილება ავტომატურად გააუქმეს საბერძნეთის ხელისუფლების ორგანოებმა, რადგან განმცხადებელს წარდგენილი ჰქონდა თავშესაფრის მინიჭებასთან დაკავშირებული მოთხოვნა მანამ სანამ მას დააპატიმრებდნენ.
49. 2010 წლის 26 იანვრით დათარიღებული წერილით ჯანმრთელობისა და სოციალური დახმარების სამინისტრომ აცნობა სახელმწიფო სამართლებრივ საბჭოს, რომ დიდი რაოდენობის მოთხოვნების გამო, განმცხადებლისათვის საცხოვრებლის დაძებნა გადაიდო, მაგრამ მისთვის რაღაც მაინც იქნა ნაპოვნი; თუმცა იმის გამო, რომ ცნობილი არ იყო მისამართი, რომლის მეშვეობითაც შესაძლებელი იქნებოდა განმცხადებელთან დაკავშირება, ხსენებულის შესახებ ვერ მოხერხდა განმცხადებლისათვის შეტყობინების გაგზავნა.
50. 2010 წლის 18 ივნისს განმცხადებელი მივიდა ატტიკას პოლიციის განყოფილებაში სადაც მისი ვარდისფერი ბარათი განაახლეს შემდგომი 6 თვით.
51. 2010 წლის 21 ივნისს განმცხადებელმა მიიღო შეტყობინება ბერძნულ ენაზე, რომელზეც მან ხელი მოაწერა თარჯიმნის თანდასწრებით და რომლის თანახმადაც მას იძახებდნენ ატტიკას პოლიციის განყოფილებაში 2010 წლის 2 ივლისს. განმცხადებელი არ გამოცხადდა დაკითხვაზე.
52. მას შემდგომ რაც სასამართლო მოსმენის შემდგომ განმცხადებელს დაუკავშირდა მისი წარმომადგენელი, განმცხადებელმა აცნობა მას, რომ შეტყობინება მას გადასცეს ბერძნულ ენაზე, როდესაც განუახლეს ვარდისფერი ბარათი, ხოლო თარჯიმანს კი არ უხსენებია და არ დაუკონკრეტებია დაკითხვის დღე.
53. 2010 წლის 1 სექტემბრით დათარიღებული წერილობითი სატელეფონო შეტყობინებით, განმცხადებელმა აცნობა წარმომადგენელს, რომ მან კიდევ ერთხელ სცადა საბერძნეთის დატოვება და იტალიაში გამგზავრება, რადგან გაიგო, რომ იტალიაში თავშესაფრის მაძიებლებთან დაკავშირბეული პირობები უფრო შესაფერისი იყო და მას არ მოუხდებოდა ქუჩაში ცხოვრება. იგი გააჩერეს პატრასში და გადაიყვანეს სალონიკში, შემდეგ კი თურქეთის საზღვართან მისი გაძევების მიზნით. ბოლო მომენტში საბერძნეთის პოლიციამ გადაწყვიტა არ გაეძევებინა იგი და როგორც ამას განმცხადებელი ამტკიცებს ხსენებულის მიზეზს წარმოადგენდა თურქეთის პოლიციის იქ ყოფნა.
II. შესაბამისი საერთაშორისო და ევროპული სამართალი
ა) ლტოლვილის სტატუსის შესახებ ჟენევის 1951 წლის კონვენცია
54. ბელგიას და საბერძნეთს რატიფიცირებული აქვთ ლტოლვილის სტატუსის შესახებ ჟენევის 1951 წლის კონვენცია, (“ჟენევის კონვენცია”) რომელიც განსაზღვრავს იმ გარემოებებს, რომელთა არსებობის შემთხვევაშიც სახელმწიფომ უნდა მიანიჭოს ლტოლვილის სტატუსი იმათ ვინც ამას მოითხოვს, ისევე როგორც ასეთი ადამიანების უფლებებს და მოვალეოებებს.
55.წინამდებარე საქმეში უმთავრეს მუხლს, რომელზეც უნდა მოხდეს კონცენტრირება, წარმოადგენს ჟენევის კონვენციის 33-ე მუხლის 1-ლი პუნქტი, რომლის თანახმადაც:
“1. არცერთმა ხელშემკვრელმა სახელმწიფომ არ უნდა გააძევოს ან დააბრუნოს (“refouler”)” ლტოლვილი რაიმე სახით იმ ტერიტორიების საზღვრებში, სადაც მის სიცოცხლეს დაემუქრება საფრთხე მისი რასის, რელიგიოუს, ეროვნების, გარკვეული სოციალური ჯგუფისადმი კუთვნილების ან პოლიტიკური მოსაზრებების გამო”.
56. 2001 წლის 13 სექტემბრით დათარიღებულ მოხსენებაში (A/Aჩ.96/951, § 16), UNHCR-მა, რომლის ამოცანასაც წარმოადგენს სახელმწიფო მხარეების მიერ ჟენევის კონვენციით დაკისრებული ვალდებულებების მონიტორინგი, განაცხადა, რომ “non-refoulement” ის პრინციპი წარმოადგენს:
“ კონვენციაში ასახულ უმნიშვნელოვანეს დაცვის პრინციპს, რომელთან მიმართებაშიც დაუშვებელია დათქმის გაკეთება. მრავალი გზით, ხსენებული პრინციპი ლოგიკურად ავსებს თავშესაფრის მოძიების უფლებას, რომელიც აღიარებულია ადამაინის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციაში. ხსენებული უკვე ითვლება ჩვეულებითი საერთაშორისო სამართლის ნაწილად, რომელიც სავალდებულოა ყველა სახელმწიფოსათვის. ამასთან ერთად, ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართალმა non-refoulement დაადგინა წამების და საშინელი, არაადამიანური ან ღირსების შემლახველი მოპყრობის ან დასჯის ფუნდამენტურ კომპონენტად. ვალდებულება რომელიც გულისხმობს refoul -ის (გაძევება/დაბრუნება) აკრძალვას აღიარებულია რომ ეხება ლტოლვილებს მიუხედავად იმისა მათ ფორმალური სტატუსი გააჩნიათ თუ არა, და შესაბამისად მოიცავს ასევე თავშესაფრის მაძიებლებს, რომელთა სტატუსიც ჯერ არ ყოფილა განსაზღვრული. ხსენებული ასევე გულისხმობს სახელმწიფოს მიერ განხორციელებულ ნებისმიერ ღონისძიებას, რომლის შედეგადაც თავშესაფრის მაძიებელი ან ლტოლვილი შეიძლება რომ დაბრუნებულ იქნეს იმ ტერიტორიების ფარგლებში, სადაც მის სიცოცხლეს ან თავისუფლებას დაემუქრება საფრთხე, ან სადაც მას დაემუქრება დევნა. ხსენებული ასევე მოიცავს თავშესაფრის მაძიებლისათვის ან მასიური ჯგუფისათვის საზღვარზე შეშვებაზე უარის თქმას, დაკავებასა და არაპირდაპირ გაძევება/დაბრუნებას”.
ბ. ევროგაერთიანების სამართალი
1. ევროკავშირის ხელშეკრულება (ლისაბონის ხელშეკრულების შემდგომ შეტანილი ცვლილებების შედეგად, ძალაში შევიდა 2009 წლის 1 დეკემბერს)
57. კონვენციით უზრუნველყოფილი ფუნდამენტური უფლებები წარმოადგენს ევროპის გაერთიანების სამართლის ნაწილს და ასახულია შემდეგ დებულებებში:
მუხლი 2
“გაერთიანება ემყარება ისეთ ღირებულებებს, როგორებიცაა ადამიანის პატივისცემა, თავისუფლება, დემოკრატია, თანასწორობა, კანონის უზენაესობა და ადამიანის უფლებათა პატივისცემა, მათ შორის იგულისხმებიან ის პირებიც, რომლებიც არიან უმცირესობების წარმომადგენლებიც...”
მუხლი 6
“1. გაერთიანება აღიარებს იმ უფლებებს, თავისუფლებებს და პრინციპებს, რომლებიც ასახულია ევროკავშირის 2000 წლის 7 დეკემბრის წესდებაში, და რომელთა მიღებაც მოხდა სტრასბურგში, 2007 წლის 12 დეკემბერს, და რომელთაც იგივე სამართლებრივი მნიშვნელობა უნდა მიენიჭოს, როგორც ხელშეკრულებებს.
...
3. ფუნდამენტურ უფლებებს, რომლებიც უყრუნველყოფილია ადამიანის უფლებათა და ფუნდამენტურ თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციით და წევრი სახელმწიფოებისათვის საერთო კონსტიტუციურ ტრადიციებს, რომელშიც უფლებები ასახვას პოვებს, უნდა წარმოადგენდეს გაერთიანების სამართლის ზოგად პრინციპებს”
2. ევროპის გაერთიანების ფუნქციონირების შესახებს ხელშეკრულება (ლისაბონის ხელშეკრულებით განხორციელებული ცვლილებების შემდგომ, რომელიც ძალაში შევიდა 2009 წლის 1 დეკემბერს)
58. წინამდებარე გადაწყვეტილებისათვის მნიშვნელოვანი საკითხები მოცულია გაერთიანების პოლიტიკისა და გაერთიანების შიდა საქმიანობის შესახებ ევროგაერთიანების ფუნქციონირების შესახებ ხელშეკრულების მესამე თავის V კარით – რომელიც ეხება თავისუფლებას, ხელშეუხებლობასა და სამართლიანობას. ხსენებული კარის 1 თავის 67-ე მუხლის თანახმად:
“1. გაერთიანება უნდა წარმოადგენდეს თავისუფლების, ხელშეუხებლობისა და სამართლიანობის არეალს, მასში პატივი უნდა სცენ ფუნდამენტურ უფლებებს და სხვადასხვა სახელმწიფოს სამართლებრივ სისტემებსა და ტრადიციებს.
2. გაერთიანებამ ... უნდა ჩამოაყალიბოს ერთიანი პოლიტიკა თავშესაფრის მინიჭებასთან, მიგრაციასა და საგარეო საზღვართან დაკავშირებით და ხსენებული უნდა ეფუძვნებოდეს წევრ სახელმწიფოებს შორის სოლიდარობას და ეს სოლიდარობა სამართლიანი უნდა იყოს მესამე ქვეყნის მოქალაქეებთან მიმართებაში...”
59. V კარის მეორე თავი ეხება “საზღვარზე შემოწმებასთან დაკავშირებულ პოლიტიკას, თავშესაფარსა და მიგრაციას”. 78-ე მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად:
“გაერთიანებამ ერთიანი პოლიტიკა უნდა შეიმუშაოს თავშესაფრის მინიჭებასთან, დამატებით დაცვასა და დროებით დაცვასთან დაკავშირებით იმ მიზნით, რომ ჯეროვანი სტატუსი მიანიჭოს მესამე ქვეყნის მოქალაქეებს, რომლებიც ითხოვენ საერთაშორისო დაცვას, ამავე დროს გაერთიანებამ უნდა უზრუნველყოს non-refoulement–ის პრინციპის დაცვა. ხსენებული პოლიტიკა შესაბამისობაში უნდა იყოს ჟენევის კონვენციასა და სხვა ხელშეკრულებებთან.”
60. 78-ე მუხლის მე-2 პუნქტი inter alia ავალდებულებს გაერთიანების საკანონმდებლო ორგანოებს, რომ მათ მიიღონ ერთიანი სტატუსი თავშესაფრისა და დამატებითი დაცვის შესახებ ისევე როგორც კრიტერიუმები და მექანიზმები იმის განსასაზღვრად თუ რომელი წევრი სახელმწიფოა პასუხისმგებელი განიხილოს თავშესაფრის მინიჭებასთან დაკავშირებული მოთხოვნა.
3. ევროპის გაერთიანების წესდება ფუნდამენტური უფლებების შესახებ
61. ფუნდამენტური უფლებების შესახებ წესდება, რომელიც ლისაბონის ხელშეკრულების ამოქმედების შემდგომ წარმოადგენს ევროგაერთიანების კონსტიტუციის ნაწილს, მოიცავს თავშესაფრის მინიჭებასთან დაკავშირებულ ნათელს დებულებას:
მუხლი 18 – თავშესაფრის უფლება
“თავშესაფრის უფლება იმგვარად უნდა იქნეს უზრუნველყოფილი, რომ დაცული იყო ჟენევის 1951 წლის 28 ივლისის კონვენციით, ლტოლვილის სტატუსის შესახებ 1967 წლის 31 იანვრის ოქმით და ევროგაერთიანების დამაარსებელი ხელშეკრულებით დადგენილი წესები”.
4. დუბლინის თავშეფრის სისტემა
62. 1999 წელს ტამპერეს ევროპული საბჭოს შემდგომ, ევროპის გაერთიანებამ მოახდინა გაერთიანებული ევროპული თავშესაფრის სისტემის განხორციელება.
63. პირველი ეტაპის (1999-2004) დროს მიღებულ იქნა რამოდენიმე სამართლებრივი აქტი, რომლებიც ადგენდნენ მინიმალურ სტანდარტებს თავშესაფრის მაძიებელთა მიღებასთან, თავშესაფრის პროცედურებთან დაკავშირებით, ასევე იმის შესახებ თუ რა პირობები უნდა ყოფილიყო დაკმაყოფილებული რათა ინდივიდი მიჩნეულიყო პირად, რომელსაც ესაჭიროება საერთაშორისო დაცვა. ხსენებული აქტები ასევე მოიცავდა იმის განსაზღვრას, თუ რომელი წევრი სახელმწიფო იყო პასუხისმგებელი თავშესაფრის მოთხოვნის განაცხადის განხილვასთან მიმართებაში (“დუბლინის სისტემა”).
64. მეორე ფაზა ამჟამად მიმდინარეობს. ხსენებულის მიზანს წარმოადგენს დაცვის სტანდარტების შემდგომი ჰარმონიზება და გაუმჯობესება, რათა შემოღებულ იქნეს თავშესაფრის მინიჭებასთან დაკავშირებული ერთიანი სისტემა 2012 წლისათვის. 2008 წლის 17 ივნისს კომისიამ წარმოადგინა თავშესაფრის მინიჭების პოლიტიკასთან დაკავშირებული გარკვეული წინადადებები (COM (2008) 360).
ა) დუბლინის რეგულაცია და ევროდაკის რეგულაცია
65. 2003 წლის 18 თებერვლის საბჭოს #343/2003 რეგულაცია, რომელიც ადგენდა კრიტერიუმებსა და მექანიზმებს იმის განსასაზღვრად თუ რომელი წევრი სახელმწიფო არის პასუხისმგებელი თავშესაფრის მინიჭებასთან დაკავშირებული განაცხადის განხილვაზე მაშინ, როდესაც მესამე ქვეყნის მოქალაქე მას წარადგენს რომელიმე წევრ სახელმწიფოში (“დუბლინის რეგულაცია”), გამოიყენება ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებში, ნორვეგიაში, ისლანდიასა და შვეიცარიაში.
66. რეგულაციამ ჩაანაცვლა დუბლინის კონვენცია იმ ნაწილში, რომელიც ეხებოდა პასუხისმგებელი სახელმწიფოს განსაზღვრას მაშინ როდესაც თავშესაფრის მინიჭებასთან დაკავშირებული განაცხადი წარედგინება ევროკავშირის რომელიმე წევრ სახელმწიფოს. ხსენებული რეგულაცია ხელმოწერილ იქნა 1990 წლის 15 ივნისს.
67. 2003 წლის 2 სექტემბრის დამატებითი რეგულაცია, #1560/2003 აყალიბებს დუბლინის რეგულაციის გამოყენებასთან დაკავშირებულ წესებს.
68. დუბლინის რეგულაციის შესავალის პირველი ნაწილი ადგენს, რომ იგი შეადგენს თავშესაფრის მინიჭებასთან დაკავშირებული ერთიანი პოლიტიკის ნაწილს, რომლის მიზანიც არის თავისუფალი, ხელშეუხებელი და სამართლიანი გარემოს შექმნა, რომელიც ღია იქნება მათთვის, ვინც გარემოებათა იძულების გამო კანონიერად ეძიებს დაცვას ევროგაერთიანებაში.
69. შესავლის მეორე ნაწილი ადასტურებს იმას, რომ რეგულაცია ემყარება პრეზუმპციას, რომ წევრი სახელმწიფოები პატივს სცემენ non-refoulement-ის პრინციპს, რომელიც გაცხადებულია ჟენევის კონვენციაში, ხოლო ერვოპის სახელმწიფოები კი ითვლება უსაფრთხო ქვეყნებად.
70. რეგულაციის თანახმად წევრი სახელმწიფოები, ობიექტური კრიტერიუმების (5-14 მუხლები) იერარქიაზე დაყრდნობით, განსაზღვრავენ, თუ რომელ წევრ სახელმწიფოს ეკისრება პასუხისმგებლობა განიხილოს მათ ტერიტორიაზე წარმოდგენილი თავშესაფრის მინიჭებასთან დაკავშირებული განაცხადი. ხსენებულის მიზანია თავიდან იქნეს აცილებული რამოდენიმე განაცხადის წარდგენა და უზრუნველყოფილ იქნეს, რომ თავშესაფრის მაძიებლის თითოეული საქმე განიხილოს გაერთიანების მხოლოდ ერთმა წევრმა სახელმწიფომ.
71. ისეთ შემთხვევაში, როდესაც დადგენილია, რომ თავშესაფრის მაძიებელმა არაკანონიერად გადაკვეთა საზღვარი წევრ სახელმწიფოში მესამე ქვეყნიდან, ის წევრი სახელმწიფო, რომელშიც ამგვარად შევიდნენ პასუხისმგებელია თავშესაფრის მინიჭებასთან დაკავშირებული განაცხადის განხილვაზე (მუხლი 10$1). ხსენებული პასუხისმგებლობა წყვეტს მოქმედებას 12 თვის შემდგომ იმ მომენტიდან, როდესაც განხორციელდა საზღვრის არაკანონიერი გადაკვეთა.
72. მაშინ როდესაც რეგულაციაში არსებული კრიტერიუმი მიუთითებს, რომ სხვა სახელმწიფოა პასუხისმგებელი, ხსენებულ სახელმწიფოს მოეთხოვება იკისროს ვალდებულება და განიხილოს თავშესაფრის მინიჭებასთან დაკავშირებული განაცხადი. იმ სახელმწიფოს, რომელსაც წარედგინა ასეთი მოთხოვნა ვალდებულია პასუხი გასცეს მოთხოვნას მისი მიღებიდან 2 თვის ვადაში. დადგენილია, რომ 2 თვიან ვადაში პასუხის გაუცემლობა ნიშნავს, რომ პირთან მიმართებაში ვალდებულების აღების მოთხოვნა მიღებულია (მე-17 და მე-18 $$ 1 და 7 მუხლები).
73. მაშინ როდესაც ის სახელმწიფო, რომელსაც თავშესაფრის მაძიებელთან დაკავშირებით ვალდებულების აღების მოთხოვნა წარედგინა, იღებს თავის თავზე ამ ვალდებულებას, იმ სახელმწიფომ, რომელსაც წარედგინა თავშესაფრის მინიჭებასთან დაკავშირებული განაცხადი უნდა აცნობოს განმცხადებელს მისი გადაყვანის შესახებ იმ სახელმწიფოში, რომელმა აიღო ვალდებულება და უნდა განმარტოს მიზეზები. გადაყვანა უნდა განხორციელდეს მაქსიმუმ 6 თვის ვადაში იმ მომენტიდან, როდესაც წევრმა სახელმფომ აღიარა ვალდებულება განეხილა თავშესაფართან დაკავშირებული განაცხადი. როდესაც გადაყვანა არ განხორციელდება მითითებულ ვადაში, თავშესაფართან დაკავშირებული განაცხადის განხილვის პასუხისმგებლობა ეკისრება იმ წევრ სახელმწიფოს, რომელშიც წარდგენილ იქნა თავშესაფრის მინიჭებასთან დაკავშირებული განაცხადი (მუხლი 19).
74. ზოგადი პრინციპიდან გადახვევის გზით, თითოეულ წევრ სახელმწიფოს შეუძლია განიხილოს მესამე ქვეყნის მოქალაქის მიერ წარდგენილი თავშესაფრის მინიჭებასთან დაკავშირებული განაცხადი იმ შემთხვევაშიც კი, თუ ასეთი განხილვა არ შედის მის პასუხისმგებლობაში რეგულაციით (მუხლი 3$2) დადგენილი კრიტერიუმების თანახმად. ხსენებულს ეწოდება “სუვერენულობის” დებულება. ასეთ შემთხვევებში შესაბამისი სახელმწიფო თავად ხდება პასუხისმგებელი წევრი სახელმწიფო და კისრულობს ყველა იმ ვალდებულებას, რომელიც გამომდინარეობს თავშესაფრის მოთხოვნასთან დაკავშირებული განაცხადის განხილვის პასუხისმგებლობიდან.
75.ხსენებულთან ერთად, ნებისმიერ წევრ სახელმწიფოს, მაშინაც კი როდესაც იგი არ არის პასუხისმგებელი რეგულაციით დადგენილი კრიტერიუმებიდან გამომდინარე, შეუძლია ერთად ამყოფოს ოჯახის წევრები, ისევე როგორც მათზე დამოკიდებული ნათესავები, ჰუმანიტარულ საფუძველზე დაყრდნობით და ეს განახორციელოს განსაკუთრებით ოჯახური ან კულტურული მოსაზრებებიდან გამომდინარე (მხული 15$1). ხსენებული ცნობილია “ჰუმანიტარული” დებულების სახელწოდებით. ასეთ შემთხვევაში შესაბამისი წევრი სახელმწიფო, მეორე წევრი სახელმწიფოს მოთხოვნის საფუძველზე განიხილავს თავშესაფრის მინიჭებასთან დაკავშირბეულ განაცხადს. ასეთ შემთხვევაში აუცილებელია შესაბამისი პირის თანხმობა.
76. 2000 წლის 11 დეკემბრის #2725/2000 რეგულაცია ეხება ევროდაკის სისტემის შექმნას თითის ანაბეჭდების შედარებისათვის (“ევროდაკის რეგულაცია”). იგი მოითხოვს სახელმწიფოებისაგან, რათა მათ დაარეგისტრირონ თავშესაფრის მაძიებელთა თითის ანაბეჭდები. მონაცემები გადაეცემა ევროდაკის ცენტრალურ განყოფილებას, რომელსაც მართავს ევროკომისია, სადაც ანაბეჭდები ინახება მონაცემთა ცენტრალურ ბაზაში და სადაც სისტემა ადარებს ანაბეჭდებს ბაზაში არსებულ სხვა ანაბეჭდებს.
77. 2007 წლის 6 ივნისს, ევროპის კომისიამ მოხსენება წარუდგინა ევროპის პარლამენტსა და საბჭოს დუბლინის სისტემის შეფასებასთან დაკავშირებით ((COM (2007)299). 2008 წლის 3 დეკემბერს კომისიამ საჯარო გახადა წარდგენილი წინადადება დუბლინის რეგულაციის გადახალისებასთან დაკავშირებით (COM (2008) 820 ფინალ/2). რეფორმის მიზანს წარმოადგენდა სისტემის ეფექტიანობის გაუმჯობესება და იმის უზრუნველყოფა, რომ იმ პირების საჭიროებები, რომლებიც ეძიებენ საერთაშორისო დაცვას, ასახულ იყოს შესაბამისი სახელმწიფოს პასუხისმგებლობის დადგენასთან დაკავშირებულ პროცედურაში.
78. წარმოდგენილი წინადადება მიზნად ისახავს ისეთი მექანიზმის შემუშავებას, რომელიც შეჩერებს დუბლინის სისტემის შესაბამისად განხორციელებულ თავშესაფრის მაძიებლის გადაყვანას იმგვარად, რომ ერთის მხრივ წევრი სახელმწიფოების მიმართ, რომლებიც განიცდიან ზეწოლას თაშესაფრის მაძიებელთა კუთხით, კიდევ უფრო უარეს მდგომარეობაში არ აღმოჩნდნენ პირის გადაყვანის შემთხვევაში და მეორეს მხრივ თავშესაფრის მაძიებლები არ იქნენ გადაყვანილნი წევრ სახელმწიფოებში, რომლებსაც არ შეუძლიათ მათი ადექვატურად დაცვა, კერძოდ არ შეუძლიათ შესთავაზონ ჯეროვანი განთავსების პირობები და თავშესაფრის მინიჭებასთან დაკავშირებულ ადექვატურ პროცედურაზე ხელმისაწვდომობა (წინადადების 31-ე მუხლი). შესაბამისმა სახელმწიფომ უნდა მიმართოს ევროპულ კომისიას გადაწყვეტილების მისაღებად. გადაყვანის შეჩერება დასაშვებია 6 თვემდე ვადით. კომისიას თავისივე ინიციატივით, ან შესაბამისი სახელმწიფოს მოთხოვნით, შეუძლია გაახანგრძლივოს პირის გადაყვანის შეჩერებასთან დაკავშირებული გადაწყვეტილება შემდგომი 6 თვით.
79. 2009 წლის 7 მაისს ევროპის პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო ზოგადი პროცედურის შესაბამისად განხილული წინადადება და წარუდგინა იგი კომისიასა და საბჭოს.
80. 2010 წლის 15 და 16 ივლისს ბრიუსელში გამართულ არაფორმალური მართლმსაჯულებისა და შინაგან საქმეთა საბჭოს შეხვედრაზე, ევროპის გაერთიანების საბჭოს ბელგიურმა პრეზიდიუმმა შეხვედრის დღის წესრიგში შეიტანა აზრთა გაცვლა 2012 წლისათვის თავშესაფრის მინიჭებასთან დაკავშირებული ერთიანი პროცედურის შემუშავებასა და საერთაშორისო დაცვის ერთიანი მიდგომის შემუშავებაზე. განხილვა ძირითადად შეეხო თუ რა პრიორიტეტულ საკითხებზე უნდა გამართულიყო მოლაპარაკებები დუბლინის რეგულაციაში ცვლილებების შეტანისას და დაუჭერდნენ თუ არა მინისტრები მხარს დროებითი შეჩერების დებულების ჩადებას.
81. ევროპის თანამეგობრობის მართლმსაჯულების სასამართლომ (CJEC), რომელიც ლისაბონის ხელშეკრულების ძალაში შესვლის შემდგომ გახდა ევროკავშირის მართლმსაჯულების სასამართლო (CJEU), გამოიტანა ერთი გადაწვეტილება დუბლინის ხელშეკრულებასთან დაკავშირებით. პეტროსიანის საქმეში (2009 წლის 29 იანვრის გადაწყვეტილება ჩ-19/08), სასამართლოს უნდა მოეხდინა მე-20 მუხლის 1 და 2 პუნქტების განმარტება, რომლებიც ეხება თავშესაფრის მოთხოვნასთან დაკავშირებულ განაცხადზე პასუხისმგებლობის აღებას, გადაყვანის საბოლოო ვადას იმ შემთხვევაში, როდესაც მომთხოვნი წევრი სახელმწიფოს კანონმდებლობა ითვალისწინებს გასაჩივრების შესაძლებლობას, რაც იწვევს გადაყვანის შეჩერებას. სასამართლომ (CJEU) განმარტა, რომ დროის ათვლა იწყებოდა იმ მომენტიდან, როდესაც მიღებულ იქნება გადაწყვეტილება მოთხოვნის არსებითი განხილვის შედეგად.
82. სასამართლომ (CJEU) ახლახანს მიიღო მოთხოვნა გაერთიანებული სამეფოს სააპელაციო სასამართლოდან, რომლითაც მას ეთხოვება მიიღოს პირველადი გადაწყვეტილება დუბლინის რეგულაციის “სუვერენულობის” დეპულების ინტერპრეტაციასთან დაკავშირებით (საქმე N.S., C -411/10).
ბ) თავშესაფრის მინიჭებასთან დაკავშირებული ევროკავშირის დირექტივა
83. დუბლინის რეგულაციასთან ერთად მოქმედებს ასევე 3 დამატებითი ტექსტი.
84. 2003 წლის 27 იანვრის დირექტივა, რომელიც აყალიბებს წევრ სახელმწიფოებში თავშესაფრის მაძიებელთა მიღებისათვის აუცილებელ მინიმალურ სტანდარტებს (“მიღების დირექტივა”), რომელიც ძალაში შევიდა ოფიციალურ ჟურნალში გამოქვეყნებისთანავე (OJ L 31, 6.2.2003). ხსენებული დირექტივა მოითხოვს სახელმწიფოებისაგან:
- გარკვეული მატერიალური პირობების შექმნას მიღებისათვის, მათ შორის საცხოვრებელი, საკვები და ტანსაცმელი, შესაბამის პირებს ეს რეალურად უნდა გადაეცეთ ან უნდა მიეცეთ ფულადი ანაზღაურების სახით, ფულადი ანაზღაურება საკმარისი უნდა იყოს იმისათვის, რომ დააკმაყოფილოს თავშესაფრის მაძიებლის პირველადი საჭიროებები;
- უზრუნველყონ ოჯახური ერთიანობა;
- უზრუნველყონ სამედიცინო და ფსიქოლოგიური მკურნალობა;
- უზრუნველყონ არასრულწლოვნებისათვის განათლებაზე ხელმისაწვდომობა და ასევე შესაბამისი ენის გაკვეთილები, როდესაც ეს აუცილებელია მათთვის, რათა გაიარონ მიიღონ ზოგადი სასკოლო განათლება.
2007 წელს ევროპულმა კომისიამ თხოვნით მიმართა CJEC –ს (ახლა CJEU), რათა მას განეხილა ასრულებდა თუ არა საბერძნეთი აღებულ ვალდებულებას ლტოლვილების მიღებასთან დაკავშირებით. 2007 წლის 19 აპრილის გადაწყვეტილებაში (C-72/06 საქმეზე), CJEC–მ დაადგინა, რომ საბერძნეთმა ვერ შეასრულა ლტოლვილების მიღებასთან დაკავშირებული დირექტივით მასზე დაკისრებული ვალდებულება. ხსენებულის შემდგომ საბერძნეთის ხელისუფლების ორგანოებმა განახორციელეს ლტოლვილთა მიღებასთან დაკავშირებული დირექტივის კანონმდებლობასა და პრაქტიკაში ასახვა.
2009 წლის 3 ნოემბერს ევროპულმა კომისიამ წერილი გაუგზავნა საბერძნეთს და აცნობა, რომ იგი აპირებდა ახალი სამართალწარმოების აღძვრას მის საბერძნეთის წინააღმდეგ.
85. 2005 წლის 1 დეკემბრის 2005/85 დირექტივა, რომელიც ეხება წევრ სახელმწიფოებში ლტოლვილის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებული პროცედურების მინიმალურ სტანდარტებს (“პროცედურებთან დაკავშირებული დირექტივა”), რომელიც ძალაში შევიდა ოფიციალურ ჟურნალში გამოქვეყნებისთანავე (OJ L 326/13 ოფ 13.12.2005), უზრუნველყოფს შემდეგ უფლებებს:
- თავშესაფრის მინიჭებასთან დაკავშირებული განაცხადი არ შეიძლება უარყოფილ იქნეს მხოლოდ იმის საფუძველზე, რომ იგი მაქსიმალურად სწრაფად არ იქნა წარდგენილი. დამატებით უნდა აღინიშნოს, რომ განაცხადები განხილულ უნდა იქნეს ინდივიდუალურად, ობიექტურად და მიუკერძოებლად;
- თავშესაფრის მაძიებლებს უნდა გააჩნდეთ წევრ სახელმწიფოში დარჩენის უფლება მათი განაცხადის განხილვის პროცესში;
- წევრ სახელმწიფოებს ეთხოვებათ უზრუნველყონ, რომ თავშესაფრის მინიჭებასთან დაკავშირებული გადაწყვეტილებები გამოტანილ იქნეს წერილობითი ფორმით ხოლო იმ შემთხვევაში როდესაც მოთხოვნა უარყოფილი იქნება ხოლმე, მას თან ერთვოდეს წერილობითი დასაბუთება და ასევე ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, თუ რა გზით შეიძლება უარყოფითი გადაწყვეტილების გასაჩივრება;
- თავშესაფრის მაძიებლებს უნდა მიეწოდოთ ინფორმაცია შესაბამისი პროცედურების, თავიანთი უფლებებისა და ვალდებულებების შესახებ, ასევე მათ უნდა ეცნობოთ საკითხის განმხილველი ორგანოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილება და შედეგები;
- აუცილებლობის შემთხვევაში კომპეტენტური ორგანოების წინაშე თავიანთი განაცხადის წარდგენისას თავშესაფრის მაძიებლებმა უნდა ისარგებლონ თარჯიმნის მომსახურებით;
-თავშესაფრის მაძიებლებს უარი არ უნდა ეთქვათ UNHCR-თან კომუნიკაციაზე. ზოგადად წევრმა სახელმწიფოებმა შესაძლებლობა უნდა მისცენ UNHCR–ს რათა შესაბამისი წარმომადგენლები დაუშვან თავშესაფრის მაძიებლებთან, მათ შორის პატიმრობაში მყოფ პირებთან, UNHCR-ს ასევე უნდა მიუწვდებოდეს ხელი თავშესაფრის მინიჭებასთან დაკავშირებულ განაცხადებსა და პროცედურებზე და შესაძლებლობა გააჩნდეს წარუდგინოს თავისი მოსაზრებები ხელისუფლების ნებისმიერ კომპეტენტურ ორგანოს;
- თავშესაფრის მაძიებლებს უნდა გააჩნდეთ შესაძლებლობა საკუთარი ხარჯებით ეფექტიანად გაიარონ კონსულტაციები ადვოკატთან. საკითხის განმხილველი ორგანოს მიერ უარყოფითი გადაწყვეტილების გამოტანის შემთხვევაში, წევრმა სახელმწიფოებმა მოთხოვნის საფუძველზე უნდა უზრუნველყონ უფასო იურიდიული დახმარება. ხსენებული უფლება შესაძლოა დაექვემდებაროს შეზღუდვას (მაგალითად სამართლებრივი წარმომადგენლის შერჩევა მხოლოდ სამართლებრივი დახმარებისათვის ეროვნული კანონმდებლობით დადგენილი ადვოკატებიდან, მხოლოდ ისეთი სააპელაციო საჩივრების წარდგენა, რომლებსაც გააჩნიათ მომეტებული წარმატების შანსი, უფასო სამართლებრივი დახმარების გაწევა მხოლოდ მათთვის, ვისა ცარ გააჩნია საკმარისი ფინანსური რესურსები ადვოკატის დასაქირავებლად).
ევროპულმა კომისიამ სამართალწარმოება აღძრა CJEC-ში (ახლა CJEU) საბერძნეთის წინააღმდეგ 2006 წლის თებერვალში მის მიერ აღებული ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო, ხსენებული კი გამოწვეული იყო საბერძნეთში თავშესაფრის მინიჭებასთან დაკავშირებულ სისტემაში არსებული პროცედურული ხარვეზებით. 2008 წელს პროცედურულ საკითხებთან დაკავშირებული დირექტივის საბერძნეთის კანონმდებლობაში ასახვის შემდგომ, საქმე ამოღებულ იქნა განსახილველ საქმეთა ნუსხიდან.
2010 წლის 24 ივნისს ევროპის კომისიამ სამართალწარმოება აღძრა ბელგიის წინააღმდეგ CJEU –ში იმის საფუძველზე, რომ ბელგიის ხელისუფლების ორგანოებმა სრულად არ ასახეს პროცედურებთან დაკავშირებული დირექტივის დებულებები ეროვნულ კანონმდებლობაში – კერძოდ კი ეს ეხებოდა დაკითხვის წარმართვასთან დაკავშირებულ მინიმალურ ვალდებულებებს.
კომისიის მიერ 2009 წლის 21 ოქტომბერს წარდგენილ წინადადებაში, რომელიც ეხებოდა პროცედურებთან დაკავშირებული დირექტივის გადახალისებას, კომისიამ განიზრახა განმცხადებელთა ინფორმირების ვალდებულების გაძლიერება. დირექტივა ასევე ითვალისწინებდა პირველი ინსტანციის მიერ მიღებული გადაწყვეტილებების სრულყოფილ და ex nunc გადასინჯვას სასამართლოს ან ტრიბუნალის მიერ და აკონკრეტებდა, რომ სამართლებრივი დაცვის ეფექტიანი საშუალების ცნება მოითხოვდა როგორც ფაქტების ასევე სამართლებრივი საკითხების განხილვას. წინადადება ასევე ითვალისწინებდა ისეთ დებულებებს, რომლებსაც გააჩნდათ ქმედების ავტომატურად შეჩერების ეფექტი. შემოთავაზებული ცვლილებების მიზანს წარმოადგენდა შესაბამისობაში მოსვლა ისეთ საკითხებთან დაკავშირებულ განვითარებად პრეცედენტულ სამართალთან, როგორებიცაა დაცვის უფლება, მხარეთა თანასწორობა და ეფექტიანი სასამართლო დაცვის უფლება.
86. 2004 წლის 29 აპრილის 2004/83 დირექტივა ეხება მესამე ქვეყნის მოქალაქეების და მოქალაქეობის არმქონე პირების ლტოლვილად ან სხვა ისეთ პირებად, რომლებიც საჭიროებენ საერთაშორისო დაცვას, კვალიფიცირების მინიმალურ სტანდარტებსა და მინიჭებული დაცვის სახეს (“კვალიფიცირების დირექტივა”). იგი ძალაში შევიდა ოფიციალურ ჟურნალში (OJL 304 30.09.2004) გამოქვეყნებიდან 20 დღის შემდგომ.
დირექტივა მოიცავს კრიტერიუმების ჩამონათვალს ლტოლვილის ან დამატებითი დაცვის საჭიროების მქონე პირის სტატუსის მინიჭებისათვის. იგი განსაზღვრავს დორებითი დაცვის სისტემას იმ პირებისათვის, ვინც ვერ ხვდებიან ჟენევის კონვენციის მოქმედების ფარგლებში, თუმცა საჭიროებენ საერთაშორისო დაცვას, მაგალითად ფართედ გავრცელებული ძალადობის ან სამოქალაქო ომის მსხვერპლნი.
CJEC–მ (ახლანდელმა CJEU-მ) გამოიტანა ორი გადაწყვეტილება, რომლებიც ეხება კვალიფიცირების დირექტივას: Elgafaji –ს საქმეზე (C-465/07) 2009 წლის 17 თებერვალს და Salahadin Abdulla and Others–ის საქმეზე 2010 წლის 2 მარტს (C-175, 176, 178 და 179/08 გაერთიანებულ საქმეებზე).
გ. ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისრის მიერ მიღებული დოკუმენტები
87. საბერძნეთში განხორციელებული ვიზიტების შემდგომ გამოცემულ მოხსენებთან ერთად (იხ. 160-ე პუნქტი), კომისარმა გამოსცა 2001 წლის 19 სექტემბრით დათარიღებული რეკომენდაცია “იმ უცხოელი პირების უფლებების შესახებ, რომლებსაც სურთ ევროპის საბჭოს წევრ სახელმწიფოში შესვლა და გაძევების ბრძანების აღსრულებასთან დაკავშირებით”, ხსენებული რეკომენდაცია inter alia ადგენს, რომ:
“1. წევრი სახელმწიფოს საზღვართან მისვლისას, ყველას აქვს უფლება რათა მას მოპყრან ისე როგორც ეს შეესაბამება მის პირად ღირსებას და არ იქნენ ავტომატურად მიჩნეულნი როგორც კრიმინალები ან თაღლითობაში დამნაშავე პირები.
2. საზღვარზე მისვლისას, ნებისმიერ პირს, რომლის სახელმწიფოში შევლის უფლებაც ეჭვქვეშ იქნა დაყენებული, უნდა მიეცეს ხელმისაწვდომობა საქმის ზეპირ განხილვაზე, საჭიროების შემთხვევაში თარჯიმნის დახმარებით, და თარჯიმნის თანხები უნდა დაფაროს იმ სახელმწიფომ, რომელშიც პირს სურს შესვლა, და ხსენებული მოსმენის შედეგად პირს შესაძლებლობა უნდა მიეცეს სურვილის შემთხვევაში წარადგინოს თავშესაფრის მინიჭებასთან დაკავშირებული მოთხოვნა. ხსენებული უნდა მოიაზრებდეს პირთან დაკავშირებული საქმის ფაილების წარმოებას და მისთვის ინფორმაციის მიწოდებას, იმ ენაზე, რომელიც მას ესმის, შესაბამის პროცედურებთან დაკავშირებით. ამგვარად “ჩამოსვლის შესასვლელიდან” პირის refoulement–ს (გაძევება/უკან დაბრუნება) დაუშვებლად მიიჩნევა.
3. როგორც წესი არ უნდა დაწესდეს შეზღუდვა გადაადგილების თავისუფლებასთან დაკავშირებით. როდესაც ეს შესაძლებელია პატიმრობა უნდა შეიცვალოს სხვა სახის საზედამხედველო ღონისძიებით, როგორიც არის უზრუნველყოფის გარანტიები, თავდებობა ან სხვა ანალოგიური ღონისძიებები. ისეთ შემთხვევაში, როდესაც პატიმრობა მოიაზრება კომპეტენტური ორგანოების წინაშე უცხოელის გამოცხადების ერთადერთ უალტერნატივო საშუალებად, ხსენებული არ უნდა განხორციელდეს სისტემატურად პოლიციასა და ციხეში, გარდა ისეთი შემთხვევებისა, როდესაც არ არსებობს სხვა პრაქტიკული ალტერნატივე და ასეთ შემთხვევებშიც პატიმრობა არ უნდა გაგრძელდეს იმაზე მეტ ხანს, ვიდრე ეს მკაცრად აუცილებელია სპეციალიზირებულ ცენტრებში გადაყვანის განსახორციელებლად.
...
9. არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება მოთავსების ცენტრები მიჩნეულ იქნეს ციხეებად.
...
11. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სასამართლოს სახით არსებული სამართლებრივი დაცვის საშუალება, ევროპული კონვენციის მე-13 მუხლის მნიშვნელობით, არამხოლოდ კანონმდებლობაში იყოს უზრუნველყოფილი, არამედ პრაქტიკაშიც განხორციელდეს მაშინ როდესაც პირი ამტკიცებს, რომ ხელისუფლების კომპეტენტურმა ორგანოებმა დაარღვიეს ან შესაძლოა დაარღვიონ კონვენციით გარანტირებული მათი რომელიმე უფლება. სამართლებრივი დაცვის ეფექტიანი საშუალება უზრუნველყოფილი უნდა იყოს ყველა პირისათვის, რომელსაც სურს refoulement –ის ან გაძევების ბრძანების გასაჩივრება. ხსენებული საშუალების გამოყენებით შესაძლებელი უნდა იყოს გაძევებასთან დაკავშირებული ისეთი ბრძანების აღსრულების შეჩერება, რომელიც განმცხადებლის მტკიცებით სულ მცირე წინააღმდეგობაში მოდის კონვენციის მე-2 ან მე-3 მუხლის დარღვევა.”
III. საბერძნეთის შესაბამისი კანონმდებლობა და პრაქტიკა
ა. თავშესაფრის მაძიებელთა მისაღებში არსებული პირობები
1. განთავსება
88. საბერძნეთში თავშესაფრის მაძიებელთა მისაღებში არსებული პირობები, უმთავრესად რეგულირდება პრეზიდენტის ბრძანებულებით (“პბ”) #220/2007, რომლითაც ხდება მიღებასთან დაკავშირებული დირექტივის ეროვნულ კანონმდებლობაში იმპლემენტაცია. ხსენებული ტექსტის ის დებულებები, რომლებიც საინტერესოა წინამდებარე გადაწყვეტილების ჭრილში, შემდეგნაირად შეიძლება იქნეს მოკლედ ჩამოყალიბებული.
89. ხელისუფლების ორგანო, რომელიც პასუხისმგებელია თავშესაფრის მინიჭებასთან დაკავშირებული განაცხადის მიღებასა და განხილვაზე, გასცემს უფასო თავშესაფრის მაძიებლის ბარათს დაუყოვნებლივ როგორც კი ცნობილი ხდება თითის ანაბეჭდების შედეგები და არა უგვიანეს 3 დღისა იმ მომენტიდან, როდესაც წარდგენილ იქნება თავშესაფრის მინიჭებასთან დაკავშირებული განაცხადი. ხსენებული ბარათი, რომელიც ცნობილია “ვარდისფერი ბარათის” სახელით, უფლებას აძლევს განმცხადებელს დარჩეს საბერძნეთში იმ პერიოდში, როდესაც მიმდინარეობს მისი განაცხადის განხილვა. ბარათი ძალაშია 6 ტვის განმავლობაში და მისი მოქმედების ვადის გაგრძელება Eიძლება საბოლოო გადაწყვეტილების გამოცხადებამდე (მე-5 მუხლის 1-ლი პუნქტი).
90. მე-12 მუხლის 1-ლი და მე-3 პუნქტების თანახმად, ხელისუფლების კომპეტენტურმა ორგანომ ადექვატური ნაბიჯები უნდა გადადგას, რათა უზრუნველყოს მისაღებში არსებული ჯეროვანი პირობები ხელმისაწვდომი გახდეს თავშესაფრის მაძიებლისათვის. თავშესაფრის მაძიებელთათვის უზრუნველყოფილი უნდა იყო ცხოვრების ისეთი სტანდარტი, რომელიც შესაბამისი იქნება მათი ჯანმრთელობისათვის და დამაკმაყოფილებელი იქნება მათი არსებობისა და ფუნდამენტური უფლებების დაცვისათვის. ხსენებული ღონისძიებების განხორციელების ვალდებულება შეიძლება განპირობებული იყოს იმით, რომ შესაბამისი პირი არასმქონეა.
91. კომპეტენტური ორგანოებისათვის მიმართვის საფუძველზე, თავშესაფრის მაძიებელი, რომელსაც არ გააჩნია სახლი და არც იმის საშუალება, რომ გადაიხადოს საცხოვრებლის საფასური, შესახლებულ უნდა იქნეს მისაღებ ცენტრში ან სხვა ადგილას (მე-6 მუხლის მე-2 პუნქტი). საბერძნეთის ჯანდაცვისა და სოციალური სოლიდარობის სამინისტროს მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად 2009 წელს საბერძნეთის სხვადასხვა ნაწილში მოქმედებდა 14 მისაღები ცენტრი, რომელშიც შესაძლებელი იყო 935 პირის განთავსება. 6 მათგანი გათვალისწინებული მარტოხელა არასრულწლოვნებისათვის.
92. თავშესაფრის მაძიებლები, რომლებსაც სურთ დასაქმება, ეძლევათ დასაქმების დროებითი ნებართვა 189/1998 (მუხლი 10 § 1 # 220/2007) პრეზიდენტის ბრძანებულების შესაბამისად. ხსენებული ბრძანებულების მე-4 ც) პუნქტი მოითხოვს ხელისუფლების კომპეტენტური ორგანოებისაგან, რათა მათ გასცენ ნებართვა მას შემდგომ რაც დარწმუნდებიან, რომ “საბერძნეთის მოქალაქე, ევროკავშირის წევრი, ლტოლვილის სტატუსის მქონე პირი, ბერძენი წარმოშობის პირი და ასე შემდეგ ... არ არის დაინტერესებული ამ სამუშაოთი”
93. თავშესაფრის მაძიებლებს ხელმისაწვდომობა უნდა გააჩნდეთ პროფესიულ პროგრამებზე იმავე პირობებით, როგორც ეს არის უზრუნველყოფილი საბერძნეთის მოქალაქეებისათვის (მუხლი 11).
94. თუკი თავშესაფრის მაძიებლები არასმქონენი არიან და არ არიან დაზღვეულნი, თავშესაფრის მაძიებლებს უფლება აქვთ ისარგებლონ უფასო სამედიცინო დახმარებით, მათ შორის საავადმყოფოშიც. გადაუდებელი სამედიცინო დახმარება ასევე უფასო უნდა იყოს (პრეზიდენტის ბრძანებულების მე-14 მუხლი #220/2007).
2. პატიმრობა
95. როდესაც #3386/2005 კანონის 76-ე მუხლის 1-ლი პუნქტით ნებადართულია უცხოელის ადმინისტრაციული გაძევება (იხ. ქვემოთ 119-ე პუნქტი) და არსებობს ეჭვი იმასთან დაკავშირებით, რომ უცხოელი აპირებს მიმალვას, საფრთხეს შეუქმნის საჯარო წესრიგს ან ხელს შეუშლის მისი გამგზავრების ან გაძევების პროცედურის განხორციელებას, ნებადართულია დროებითი პატიმრობა, მანამ სანამ 3 დღიან ვადაში იქნება მიღებული გაძევებასთან დაკავშირებული გადაწყვეტილება (მუხლი 76(2)). #3772/2009 კანონის ძალაში შესვლამდე ადმინისტრაციული პატიმრობის გამოყენება დასაშვები იყო 3 თვის განმავლობაში. ამჟამად ხსენებული ვადა 6 თვიანია, ხოლო განსაკუთრებულ შემთხვევებში ხსენებული ვადის გაგრძელება დასაშვებია 12 თვემდე.
96. უზენაესი ადმინისტრაციული სასამართლოს წინაშე გაძევების ბრძანების გასაჩივრება, არ იწვევს პატიმრობის გაუქმებას (#3386/2005 კანონის 77-ე მუხლი).
97. მაშინ როდესაც მოქმედებს 76(1) მუხლი ათენის საერთაშორისო აეროპორტში ჩამოსვლისას, შესაბამისი პირების პატიმრობაში მოთავსება ხდება აეროპორტის გვერდით არსებულ საპატიმრო ცენტრში. საბერძნეთში თავშესაფრის მაძიებელი პირები მოთავსებულნი არიან ან შესაბამის საპატიმრო ცენტრებში ან პოლიციის განყოფილებებში.
98. პრეზიდენტის ბრძანებულების 90/2008, მე-13 მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად თავშესაფრის მინIჭებასთან დაკავშირებული განაცხადის წარდგენა არ წარმოადგენს სისხლის სამართლის დანაშაულს და ამიტომაც ამან არ შეიძლება გაამართლოს განმცხადებლის პატიმრობა, მაშინაც კი როდესაც კონკრეტული პირი ქვეყანაში შევიდა არაკანონიერად.
ბ. თავშესაფრის მინიჭებასთან დაკავშირებული პროცედურა
1. შესაბამისი დებულებები
99. განმცხადებლისათვის თავშესაფრის მინიჭებასთან დაკავშირებულ განაცხადს ეხება პრეზიდენტის შემდეგი ბრძანებულება: #61/1999 პირისათვის ლტოლვილის სტატუსის მინიჭებისა და ამ სტატუსის ჩამორთმევისა და მისი გაძევების, ოჯახის წევრებისათვის საცხოვრებლის უფლების გაცემისა და UNHჩღ –თან თანამშრომლობის საშუალებების შესახებ; და ასევე პრეზიდენტის ბრძანებულება #90/2008 რომლითაც შიდა კანონმდებლობაში იქნა ასახული 2005/85 დირექტივით, ხოლო მოგვიანებით კი 81/2009 დირექტივით გათვალისწინებული პროცედურები.
ა) პროცედურაზე ხელმისაწვდომობა
100. ყველა მესამე ქვეყნის მოქალაქესა და მოქალაქეობის არმქონე პირს გააჩნია უფლება მოითხოვოს თავშესაფარი. ხელისუფლების ორგანოები, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან შესაბამისი განაცხადების მიღებასა და განხილვაზე, უზრუნველყოფენ, რომ ყველა სრულწლოვანს შეეძლოს განაცხადის წარდგენის უფლების განხორციელება, თუმცა ამავე დროს მათ ეკისრებათ ვალდებულება პირადად წარსდგნენ ხელისუფლების ორგანოების წინაშე (90/2008 პრეზიდენტის ბრძანებულების მე-4 მუხლის 1-ლი პუნქტი).
101. ხელისუფლების ორგანოები დაუყოვნებლივ აცნობებენ თავშესაფრის მაძიებლებს თავიანთი უფლებებისა და ვალდებულებების შესახებ. ხსენებული ხორციელდება მათთვის გასაგებ ენაზე ბროშურების მიწოდებით, ხოლო ბროშურებში აღწერილია თავშესაფრის მინიჭებასთან დაკავშირებული განაცხადის განხილვის პროცედურა და თავშესაფრის მაძიებლის უფლებები და ვალდებულებები. თუკი თავშესაფრის მაძიებელს არ ესმის პროცედურის წარმოების ენა ან წერა-კითხვის უცოდინარია, მას ინფორმაციას აწვდიან ზეპირად, თარჯიმნის დახმარებით (პრეზიდენტის ბრძანებულების #61/1999 1-ლი მუხლის მე-6 პუნქტი და 90/2008 ბრძანებულების მე-8 მუხლის 1-ლი პუნქტი).
102. საინფორმაციო ბროშურის შემუშავება განხორციელდა UNHCR –თან თანამშრომლობით და ითარგმნა 6 ენაზე (არაბული, ინგლისური, ფრანგული, ბერძნული, სპარსული და თურქული).
103. როდესაც თავშესაფრის მაძიებელი ჩამოდიან ათენის საერთაშორისო აეროპორტში, ხსენებული ინფორმაციის მიწოდების ვალდებულება აწევთ აეროპორტში მყოფ უშიშროების სამსახურებს. თარგმანის უზრუნველყოფა ხორციელდება ატტიკას პოლიციის სათაო ოფისის თარჯიმნების, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და აეროპორტის პერსონალის მიერ.
104. თავშესაფრის მაძიებლებმა უნდა ითანამშრომლონ ხელისუფლების კომპეტენტურ ორგანოებთან (90/2008 პრეზიდენტის ბრძანებულების მე-9 მუხლის 1-ლი პუნქტი). კერძოდ, მათ უნდა შეატყობინონ ხელისუფლების ორგანოებს მისამართის ცვლილების შესახებ (პრეზიდენტის ბრძანებულების #220/2007 მე-6$1 მუხლი).
105. თუკი აეროპორტში არ განუხორციელებიათ, თავშესაფრის მაძიებლებმა უახლოეს შაბათ დღეს უნდა მიმართონ ატტიკას პოლიციის უცხოელთა დირექტორატს და წარადგინონ თავშესაფრის მინიჭებასთან დაკავშირებული განაცხადი. #81/2009 (მუხლი 1) ძალაში შესვლის შემდგომ განხორციელდა თავშესაფრის მინიჭებასთან დაკავშირებული განაცხადების წარდგენის დეცენტრალიზება ქვეყნის სხვადასხვა ნაწილში მდებარე 52 პოლიციის განყოფილებაში.
106. თავშესაფრის მაძიებლებმა, რომლებსაც არ მოუთხოვიათ თავშესაფარი აეროპორტში, 3 დღის განმავლობაში უნდა მიმართონ ატტიკას პოლიციის სათაო განყოფილებას და დაარეგისტრირონ თავიანთი საცხოვრებელი ადგილი.
107. შემდგომ მათ იწვევენ პოლიციის მთავარ სამმართველოში პირადი გასაუბრებისათვის, ხსენებულ გასაუბრებაზე შესაძლებელია შესაბამისი პირის წარმომადგენლის დასწრებაც. გასაუბრება/გამოკითხვა ხორციელდება თარჯიმნის დახმარებით და შესაბამის პირს თხოვენ დაადასტუროს ყველა ის ინფორმაცია, რომელიც მოცემულია განაცხადში და ასევე წარმოადგინოს იდენტიფიცირებასთან დაკავშირებული დეტალები, თუ რა გზით შევიდნენ საბერძნეთში და რა მიზეზებმა აიძულეს ისინი დაეტოვებინათ სამშობლო (პბ #90/2008 მუხლი 10$1).
(ბ) თავშესაფრის მინიჭებასთან დაკავშირებული განაცხადის განხილვა პირველ ინსტანციაში
108. 2009 წლამდე გასაუბრების შემდგომ პოლიციის ოფიცერი, რომელიც წარმართავდა ინტერვიუს, გადასცემდა ხოლმე თავშესაფრის მინიჭებასთან დაკავშირებულ განაცხადს ლტოლვილთა მრჩეველი 3 კომიტეტიდან ერთ ერთს, რომელიც შექმნილი იყო საჯარო მართლწესრიგის სამინისტროში (ახლანდელი სამოქალაქო დაცვის სამინისტრო), რათა ამ უკანასკნელს წარმოედგინა თავისი მოსაზრება. ხსენებული კომიტეტები შედგებოდა პოლიციის ოფიცრებისა და მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებისაგან, ზოგჯერ კი დამკვირვებლის სახით კომიტეტში მონაწილეობდა UNHCR –ის წარმომადგენელი. კომიტეტი, რომელსაც გადაეგზავნებოდა ხოლმე განაცხადი, თავის მოსაზრებას, შიდა მოხსენების სახით, გადასცემდა ხოლმე ატტიკას პოლიციის სათაო განყოფილებას, რომელიც იღებდა გადაწყვეტილებას.
109. პბ #812009 შემოიტანა თავშესაფრის მინიჭებასთან დაკავშირებული განაცხადების პირველი ინსტანციით განხილვის დეცენტრალიზაციის წესი და ასევე დაადგინა ლტოლვილთა მრჩეველთა კომიტეტების შექმნის ვალდებულება ქვეყანაში არსებულ პოლიციის 52 სათაო განყოფილებაში (მუხლი 3). თავად განაცხადის განხილვის პროცედურა არ შეცვლილა, მაგრამ ხსენებული ამჟამად იგი ხორციელდება სხვადასხვა რეგიონში მდებარე პოლიციის 52 სათაო განყოფილებაში.
110. გადაწყვეტილებების მიღება ხდება ინდივიდუალურად განაცხადების ჯეროვანი, ობიექტური და მიუკერძოებელი განხილვის შემდგომ. ხელისუფლების ორგანოები აგროვებენ და აფასებენ ნათელ და დეტალურ ინფორმაციას სანდო წყაროებიდან, მაგალითად UNHCR–ს მიერ მოწოდებული ინფორმაცია კონკრეტულ ქვეყანაში არსებულ ზოგად სიტუაციასთან დაკავშირებით (პბ #90/2008 მუხლი 6$2). ისევე როგორც პროცედურის ყოველ ეტაპზე, განმცხადებლებისათვის უზრუნველყოფილია თარჯიმნის უფასო მომსახურება (მუხლი 8$1ბ) პბ 90/2008).
111. თავშესაფრის მაძიებლებს გააჩნიათ უფლება ისარგებლონ ადვოკატის ან წარმომადგენლის დახმარებით, რომელთა ხარჯებსაც თავად დაფარავენ (პბ 90/2008 ბრძანებულების მუხლი 11).
112. გადაწყვეტილება ბარდება განმცხადებელს ან მის ადვოკატს ან სამართლებრივ წარმომადგენელს (პბ 90/2008 ბრძანებულების მუხლი 8$1 დ). ხსენებულ საკითხთან დაკავშირებით ბროშურის მე-10 ნაწილი შემდეგნაირად იკითხება:
“[ვარდისფერ] ბარათში აღნიშნული უნდა იყოს საცხოვრებელი ადგილი, რომელიც მაძიებელმა მიუთითა განთავსების იმ ცენტრში მიყვანისას, სადაც იგი უნდა იმყოფებოდეს. გადაწყვეტილების გამოტანის შემდგომ, ბარათი გაიგზავნება მაძიებლის მიერ მითითებულ მისამართზე და სწორედ ამიტომ არის მნიშვნელოვანი პოლიციის დროული ინფორმირება მისამართის ნებისმიერი ცვლილების შესახებ”.
113. თუკი მისამართი უცნობია, გადაწყვეტილება ეგზავნება იმ მუნიციპალიტეტს რომლის პოლიციის განყოფილებაშიც იქნა წარდგენილი თავშესაფრის მინიჭებასთან დაკავშირებული განაცხადი. ხსენებულ შემთხვევაში გადაწყვეტილება გამოიკვრება მუნიცპალიტეტის განცხადებათა დაფაზე და ხსენებულის შესახებ ეცნობება UNHCR –ს (პბ 90/2008 მუხლი 7$2).
114. ინფორმაციის მიწოდება ხდება იმ ენაზე, რომელიც გონივრულად არის მიჩნეული, რომ თავშესაფრის მაძიებელმა იცის. ხსენებული ხორციელდება მაშინ თუკი მაძიებელს არ ყავს წარმომადგენელი და არ სარგებლობს სამართლებრივი დახმარებით (პბ 90/2008 მუხლი 8$1 ე).
გ) უარყოფითი გადაწყვეტილების გასაჩივრება
115. 2009 წლამდე ლტოლვილთა საკონსულტაციო კომიტეტები, თავშესაფრის მინიჭებასთან დაკავშირებულ უარყოფით გადაწყვეტილებებს განიხილავდნენ როგორც მეორე ინსტანცია (პბ 90/2008 მუხლი 25). UNHCR–ი წარმოდგენილი იყო ამ კომიტეტებში (პბ 90/2008 მუხლი 26). მოგვიანებით შესაძლებელი იყო უზენაესი ადმინისტრაციული სასამართლოსათვის მიმართვა, რათა გაუქმებულიყო მიღებული გადაწყვეტილება. პბ 81/2009 მე-5 მუხლმა გააუქმა ლტოლვილთა საკონსულტაციო კომიტეტების მეორე ინსტანციის როლი. 2009 წლიდან პირველი ინსტანციის მიერ მიღებული გადაწყვეტილებების გასაჩივრება ხდება პირდაპირ უზენაეს ადმინისტრაციულ სასამართლოში. 2009 წლის ივლისში UNHჩღ –მა გადაწყვიტა, რომ აღარ მიიღებდა მონაწილეობას პროცედურაში.
116. თუკი განმცხადებელს უკვე არ ეცნობა შესაბამისი ინფორმაცია წერილობით, თავშესაფრის მინიჭებასთან დაკავშირებული განაცხადის უარყოფა უნდა ითვალისწინებდეს ასევე გასაჩივრების შესაძლებლობას, ვადებს და იმ შედეგებს, რომლებიც დადგება ხსენებული ვადების გაშვების შემთხვევაში (პბ 90/2008 მუხლი 7$3 და 8$1 ე).
117. უზენაეს ადმინისტრაციულ სასამართლოში გასაჩივრება არ აჩერებს გაძევებასთან დაკავშირებული იმ გადაწყვეტილების აღსრულებას, რომელიც მიღებულ იქნა თავშესაფრის მინიჭებასთან დაკავშირებული განაცხადის უარყოფის შემდგომ. თუმცა აქვს უფლება გაასაჩივროს დეპორტაციის ბრძანება შეტყობინების მიღებიდან 5 დღის ვადაში. ასეთ შემთხვევაში გადაწყვეტილების მიღება ხდება 3 სამუშაო დღის ვადაში იმ დღიდან, როდესაც წარდგენილ იქნა საჩივარი. ხსენებული გასაჩივრება არ აჩერებს გაძევებასთან დაკავშირბეული გადაწყვეტილების აღსრულებას. როდესაც დაპატიმრების ბრძანების გაცემა ხდება გაძევების ბრძანების თანადროულად, გასაჩივრება აჩერებს გაძევებას, მაგრამ არა პატიმრობას (#3386/2005 კანონის 77-ე მუხლი)
118. თავშესაფრის მაძიებლებს უფლება აქვთ ისარგებლონ უფასო სამართლებრივი დახმარებით უზენაესი ადმინისტრაციული სასამართლოს წინაშე საჩივრის წარდგენისას. ხსენებული მხოლოდ იმ შემთხვევაში ხდება, როდესაც საჩივრები არ არის არსებით განხილვაზე აშკარად დაუშვებელი ან დაუსაბუთებელი (პბ 90/2008 მუხლი 11$2).
დ) refoulement –ისაგან (გაძევება/დაბრუნება) დაცვა
119. #3386/2005 კანონი, რომელშიც ცვლილებები შევიდა #3772/2009 კანონით (76ე მუხლის 1გ პუნქტი), ითვალისწინებს უცხოელის ადმინისტრაციულ გაძევებას, კერძოდ მაშინ, როდესაც უცხოელის საბერძნეთში ყოფნა საფრთხეს უქმნის საჯარო მართლწესრიგს ან ეროვნულ უსაფრთხოებას. ითვლება, რომ უცხოელები ასეთ საფრთხეს ქმნიან მაშინ როდესაც მათ წინააღმდეგ მიმდინარეობს სისხლის სამართალწარმოება ისეთ დანაშაულთან დაკავშირებით, რომლისთვისაც გათვალისწინებულია 3 თვეზე მეტი ვადით პატიმრობა. ქვეყნის არაკანონიერად დატოვება ყალბი პასპორტის გამოყენებით წარმოადგენს სისხლის სამართლის დანაშაულს #3386/2005 კანონის 83(1) და 87(7) მუხლების თანახმად.
120. თუმცა თავშესაფრის მაძიებლები და ლტოლვილები არ ხვდებიან ხსენებულის კანონის მოქმედების ფარგლებში (1-ლი მუხლის გ) პუნქტი და 79-ე დ პუნქტი). თავშესაფრის მაძიებლებს შეუძლიათ ქვეყანაში დარჩენა მანამ სანამ მათი განაცხადების განხილვასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული პროცედურა არ დამთავრდება. ამ პერიოდის განმავლობაში დაუშვებელია ნათი გაძევება ქვეყნიდან (პბ 61/1999 მუხლი 1$1 და პბ 90/2008 მუხლი 5$1).
ე) ჰუმანიტარული მიზეზებისა და დამატებითი დაცვის გამო ქვეყანაში დარჩენის უფლების მიცემა
121. გამონაკლის შემთხვევებში, კერძოდ კი ჰუმანიტარული მიზეზებიდან გამომდინარე, საჯარო მართლწესრიგის მინისტრს (ამჟამინდელ სამოქალაქო დაცვის მინისტრს) შეუძლია გასცეს იმ უცხოელის დროებითი ცხოვრების ნებართვა, რომლის განაცხადი ლტოლვილის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით უარყოფილ იქნა. ხსენებული ნებართVა შეიძლება გაცემულ იქნეს იმ მომენტამდე სანამ შესაძლებელი გახდება ამ პირისათვის ქვეყნის დატოვება (#1975/1991 კანონის 25(6) მუხლი). როდესაც გაიცემა ასეთი სახის ნებართვა ჰუმანიტარული მიზნებიდან გამომდინარე, კრიტერიუმები, რომელთა მხედველობაში მიღებაც ხდება, არის გაძევების ან წარმოშობის ქვეყანაში პირის დაბრუნების ობიექტური შეუძლებლობა ფორს მაჟორული მიზეზების გამო, როგორიც არის ჯანმღტელობის სერიოზული პრობლემები, წარმოშობის ქვეყნისადმი გამოცხადებული საერთაშორისო ბოიკოტი, სამოქალაქო კონფლიქტი, რომელსაც თან სდევს ადამიანის უფლებათა მასობრივი დარღვევები ან როდესაც წარმოშობის ქვეყანაში არსებობს პირისადმი კონვენციის მე-3 მუხლის საწინააღმდეგო მოპყრობის საფრთხე (61/1999 პბ მუხლი 8$2). ამ უკანასკნელი შემთხვევის არსებობისას უზენაესი ადმინისტრაციული სასამართლო თვლის, რომ კონვენციის მე-3 მუხლთან დაკავშირებული საფრთხეების გათვალისწინება რომელიმე შესაძლებლობის გამოყენებას კი არ წარმოადგენს არამედ ადმინისტრაციული ხელისუფლების ორგანოების ვალდებულებაა (იხ. მაგ. 4055/2008 და 434/2009 გადაწყვეტილებები).
122. პრეზიდენტის 96/2008 ბრძანებულების თანახმად ასევე შესაძლებელია დამატებითი დაცვის უზრუნველყოფა. ხსენებული ბრძანებულებით მოხდა 2004/83/EC დირექტივის შიდა კანონმდებლობაში იმპლემენტაცია. Dირექტივა კი ეხება მესამე ქვეყნის მოქლაქეებისა და მოქალაქეობის არმქონე პირებისათვის ლტოლვილის ან ისეთი სტატუსის მინიჭებას, რომლის თანახმადაც მას ესაჭიროება სხვაგვარი საერთაშორისო დაცვა და მისთვის ასეთი დაცვის უზრუნველყოფა ხდება.
ვ) თავშესაფრის მინიჭების პროცედურასთან დაკავშირებით მიმდინარე რეფორმები
123. 2009 წლის ოქტომბერში საბერძნეთში გამართული საპარლამენტო არჩევნების შემდგომ ახალმა მთავრობამ შექმნა ექსპერტთა კომიტეტი, რომელსაც უნდა მოემზადებინა მოსაზრება საბერძნეთში თავშესაფრის მინიჭების სისტემასთან დაკავშირებით. კომიტეტს, რომელშიც შედიოდნენ ექსპერტები სამოქალაქო დაცვის სამინისტროდან, შინაგან საქმეთა და ჯანდაცვის სამინისტროებიდან, UNHCR–დან, საბერძნეთის ლტოლვილთა საბჭოდან და ომბუდსმენის ოფისიდან, ისევე როგორც სხვა მეცნიერები, ევალებოდა ცვლილებების შემოთავაზება არსებულ კანონდმებლობასა და პრაქტიკასთან მიმართებაში და წინადადებების წარმოდგენა ახალი საჯარო ორგანოს შემადგენლობასა და საქმიანობასთან დაკავშირებით, რომელიც განიხილავდა თავშესაფრის მინჭებასთან დაკავშირებულ განაცხადებს. ამ ორგანოს შემადგენლობაში არ უნდა ყოფილიყვნენ პოლიციის ოფიცრები, როგორც ეს ახლაა, არამედ უნდა ყოფილიყვნენ ჩვეულებრივი საჯარო მოხელეები. ასევე გათვალისწინებულია ლტოლვილთა საკონსულტაციო კომიტეტებისათვის სააპელაციო ორგანოს როლის აღდგენა.
124. ექსპერტთა კომიტეტის წინადადებები საბერძნეთის მთავრობას წარედგინა 2009 წლის 22 დეკემბერს და შესაბამისად მომზადდა კანონპროექტი. საბერძნეთის პრემიერ მინისტრის გეორგ პაპანდრეუს თანახმად, რომელმაც განცხადება გააკეთა 2010 წლის 20 იანვარს გამართულ პრეს კონფერენციაზე და რომელშიც მონაწილეობდა გაეროს უმაღლესი კომისარი ლტოლვილთა საკითხებში Aნტონიო გუტიერესი, მიზნად იყო დასახული კანონმდებლობის იმგვარად შეცვლა “რომ იგი შესაბამისობაში ყოფილიყო ლტოლვილის სტატუსთან დაკავშირებულ 1951 წლის კონვენციასთან და შესაბამის ევროპულ კანონმდებლობასთან”.
2. საბერძნეთში თავშესაფრის მაძიებელთა სტატისტიკური მონაცემები
125. UNHCR–ის მიერ გამოქვეყნებული სტატისტიკური მაჩვენებლების თანახმად 2008 წელს საბერძნეთი იმყოფებოდა მე-7 ადგილზე ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებს შორის თავშესაფრის მინიჭებასთან დაკავშირებული განაცხადების მიღების სტატისტიკის მხრივ. ხსენებულ წელს საბერძნეთმა მიიღო 19,880 განაცხადი (2009 წელს ეს მაჩვენებელი იყო 15,930) (Asylum Levels and Trends in Industrialized Countries, 2009). 2009 წელს უცხოელთა 88%, რომელიც შევიდა ევროკავშირში, სწორედ საბერძნეთის გავლით მოხვდა იქ.
126. 2008 წელთან დაკავშირებით, UNHCR –ის მოხსენების თანახმად გაიზარდა პირველ ინსტანციაში (ყველა მიღებულ გადაწყვეტილებასთან მიმართებით პროპორცია) პოზიტიური გადაწყვეტილებების მიღება 0.04% ჟენევის კონვენციის თანახმად ლტოლვილის სტატუსის მინიჭების კუთხით (სულ 11 ადამიანს) და 0,06% ჰუმანიტარული და დამატებითი დაცვის საჭიროების მქონეს სტატუსი (თვრამეტი პირი) (UNHCR, Observation on Greece as a country of asylum, 2009). 12,095 ჯერ იქნა სტატუსის მინიჭებაზე უარის თქმის გადაწყვეტილება. ხსენებულის შედეგად 25 პირს მიენიჭა ლტოლვილის სტატუსის ჟენევის კონვენციის თანახმად, ხოლო 11 პირს კი ჰუმანიტარული მიზეზების ან დამატებითი დაცვის საჭიროების გამო. რაც შეეხება საჩივრებს, წარმატებული საქმეების პროცენტული მაჩვენებელი იყო 2.87% და 1.26%. თუკი შევადარებთ 2008 წელს წარმატებული საქმეების საშუალო მაჩვენებელი, ექვსიდან 5 იმ ქვეყანაში, რომლებიც იღებენ განაცხადთა ყველაზე დიდი რაოდენობას, პირველ ინსტანციაში იყო 36.2% (საფრანგეთი, გაერთიანებული სამეფო, იტალია, შვედეთი და გერმანია) (UNHCR, Global Trends 2008, Refugees, Asylum-seekers, Returnees, Internally Displaced and Stateless Persons).
127. 2009 წლამდე თავშესაფრის მინიჭებასთან დაკავშირებული განაცხადების 95% შედიოდა ატტიკას პოლიციის სათაო ოფისის მეშვეობით. მას შემდგომ რაც განხორციელდა თავშესაფრის მინიჭებასთან დაკავშირებული განაცხადების წარმოების დეცენტრალიზაცია ქვეყნის მასშტაბით მდებარე პოლიციის სათაო განყოფილებებში, განაცხადთან დაახლოებით 79% ის წარმოებას ახორციელებდა ატტიკას სათაო განყოფილება.
IV. ბელგიაში არსებული შესაბამისი კანონმდებლობა და პრაქტიკა
128. უცხოელთა შესახებ კანონი ითვალისწინებს თავშესაფრის მინიჭებასთან დაკავშირებული პროცედურის სხვადასხვა ეტაპებს. როდესაც საქმე ეხება “დუბლინის” თავშესაფრის მაძიებლებს, შესაბამისი დებულებების მოკლე აღწერა შემდეგნაირად გამოიყურება.
ა. უცხოელთა ოფისი
129. უცხოლეთა ოფისი არის ადმინისტრაციული ორგანო, რომელიც პასუხისმგებელია თავშესაფრის მაძიებელთა განაცხადების რეგისტრაციაზე, მას შემდგომ რაც მოხდება მათი შეჯერება ევროდაკის მონაცემთა ბაზასთან. ორგანო ასევე პასუხისმგებელია თავშესაფრის მაძიებლების გამოკითხვაზე მათი წარსულის შესახებ, ღატა განსაზღვროს არის თუ არა ბელგია დუბლინის რეგულაციის თანახმად პასუხისმგებელი, რომ განიხილოს თავშესაფრის მინიჭებასთან დაკავშირებული განაცხადი. პროცედურის ხსენებული ასპექტები რეგულირებულია უცხოელთა შესახებ კანონის 51/5 მუხლით.
130. გამოკითხვის შემდგომ, უცხოელთა ოფისი ავსებს “დუბლინის” განაცხადის ფორმას. ხსენებული ფორმა მოიცავს ნაწილებს თავშესაფრის მაძიებელთან დაკავშირებული ზოგადი ინფორმაციის შესახებ და ასევე კონკრეტული დეტალების შესახებ თუ როგორ მოხვდნენ ისინი ბელგიაში, როგორია მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა და რა მიზნით ჩავიდნენ ისინი ბელგიაში. კანონმდებლობა არ ითვალისწინებს დებულებას გამოკითხვისას თავშესაფრის მაძიებლის მიერ ადვოკატით სარგებლობის შესახებ.
131. როდესაც უცხოელთა ოფისი ჩათვლის, რომ დუბლინის კრიტერიუმების თანახმად ან სპეციალური დბუელბების შესაბამისად ბელგია პასუხისმგებელია განაცხადის განხილვაზე (პოზიტიური გადაწყვეტილება), ან იმის გამო რომ გადაყვანისათვის დადგენილი ვადა გავიდა, ოფისი გადასცემს განაცხადს ლტოლვილთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა გენერალური კომისრის ოფისს (“the CGRSP”), ანუ ბელგიის ხელისუფლების იმ ორგანოს, რომელიც პასუხისმგებელია თავშესაფრის მინიჭებასთან დაკავშირებული განაცხადების განხილვაზე.
132. როდესაც უცხოელთა ოფისი თვლის, რომ ბელგია არ არის პასუხისმგებელი განაცხადის განხილვაზე (ნეგატიური გადაწყვეტილება), იგი გადასცემს ხსენებულ განაცხადს იმ სახელმწიფოს, რომელსაც ეკისრება მისი განხილვის პასუხისმგებლობა. თუკი შესაბამისი სახელმწიფო თანხმობას გამოთქვამს ნათლად ან დუმილით, უცხოელთა ოფისი უარყოფს თავშესაფრის მინიჭებასთან დაკავშირებულ განაცხადს და იღებს გადაწყვეტილებას ცხოვრების ნებართვის გაცემაზე უარის თქმისა და ქვეყნის დატოვების ბრძანების შესახებ.
133. უარყოფითი გადაწყვეტილებები, რომლითაც ნაბრძანებია თავშესაფრის მაძიებლის გადაყვანა, დასაბუთებული უნდა იყოს. როდესაც გადაყვანა ხდება საბერძნეთში, ქვეყნის დატოვებასთან დაკავშირებული ბრძანება უთითებს იმ პრეზუმპციაზე, რომ საბერძნეთი პატივს სცემს თავშესაფრის მინიჭების სფეროში ევრო გაერთაინებისა და საერთაშორისო თანამეგობრობის წინაშე აღებულ ვალდებულებებს და ასევე იმ ფაქტს, რომ სუვერენულობასთან დაკავშირებული დებულების გამოყენება არ არის სავალდებულო დუბლინის რეგულაციის თანახმად. გარკვეულ შემთხვევებში ნახსენებია ის ფაქტი, რომ განმცხადებელს არ წარუდგენია რაიმე სახის მტკიცებულება, რომელიც წარმოაჩენდა კონკრეტულ შედეგებს რასაც გამოიწვევდა ზოგადად არსებული სიტუაცია მის პირად სიტუაციასთან მიმართებით.
134. არ არსებობს ზუსტი სტატისტიკური მონაცემები იმასთან დაკავშირებით თუ რა პროპორციულობით იყენებს უცხოელთა ოფისი სუვერენულობის დებულებას. დადებითი გადაწყვეტილებები არ ახდენენ ამის დაკონკრეტებას. უმეტესად როგორც ეს ჩანს 2009 წლის უცხოელთა ოფისის წლიური ანგარიშიდან, 2009 წელს ბელგიამ სხვა ქვეყნებს განსახილველად გადასცა 1116 განაცხადი, რათა მათ თავიანთ თავზე აეღოთ თავშესაფრის განაცხადის განხილვის პასუხისმგებლობა, ხსენებული რიცხვიდან 420 შემთხვევაში ამ პასუხისმგებლობის აღების მოთხოვნა წარედგინა საბერძნეთს, ხოლო ხოლო 166 განაცხადი კი წარიმართა the CGRSP –ში.
135. იმ პერიოდში, როდესაც მიმდინარეობს მცდელობების განხორციელება იმის დასადგენად თუ რომელი სახელმწიფოა პასუხისმგებელი, უცხოელი შეიძლება მოთავსებულ ან დაპატიმრებულ იქნეს შესაბამის ადგილას იმ დროით რა დროც მკაცრად აუცილებელია ამისათვის, მაგრამ ხსენებული ვადა არ უნდა აღემატებოდეს 1 თვეს.
ბ. უცხოელთა სააპელაციო კოლეგია
136. უცხოელთა ოფისის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები, რომლებიც ეხება ქვეყანაში ყოფნის ნებართვას შესაძლებელია გასაჩIვრებულ იქნეს უცხოელთა სააპელაციო კოლეგიაში. უცხოელთა სააპელაციო კოლეგია არის ადმინისტრაციული სასამართლო, რომელიც შექმნილია 2006 წლის 15 სექტემბრის კანონით, რომლითაც განხორციელდა უზენაესი სასამართლოს Conseil d’Etat-ის რეფორმა და მის შემადგენლობაში შეიქმნა უცხოელთა სააპლეაციო კოლეგია. იგი აღიჭურვა Conseil d’Etat–ის იმ დავების განხილვის უფლებამოსილებებით რომლებიც ეხება უცხოელებს და ასევე იმ უფლებამოსილებებით, რომელიც გააჩნდა ლტოლვილთა სააპელაციო მუდმივმოქმედ კოლეგიას.
137. ქვეყნის დატოვების ბრძანებასთან დაკავშირბეით შეტანილ საჩივარს არ გააჩნია შემაჩერებელი ეფექტი. შესაბამისად კანონი ითვალისწინებს იმის შესაძლებლობას, რომ წარდგენილ იქნეს განაცხადი ასეთი ბრძანების აღსრულების შეჩერების მოთხოვნით. აღსრულების შეჩერებასთან დაკავშირებული ასეთი განაცხადი შეტანილ უნდა იქნეს ქვეყნის დატოვების ბრძანების გასაჩივრებამდე ან ყველაზე გვიან შეტანილ უნდა იქნეს ქვეყნის დატოვების ბრძანების გასაჩივრების თანადროულად.
1. აღსრულების შეჩერება განსაკუთრებულად სასწრაფო პროცედურის შესაბამისად
138. უცხოელთა შესახებ კანონმდებლობის 39/82 მუხლის თანახმად, პირი ამტკიცებს, რომ მას ემუქრება გარდაუვალი საფრთხის საშიშროება, შესაძლებელია ქვეყნის დატოვების ბრძანების საწინააღმდეგო განაცხადის წარდგენა განსაკუთრებულად სასწრაფო პროცედურის შესაბამისად. უცხოელთა სააპელაციო კოლეგია დააკმაყოფილებს მოთხოვნას, თუკი ჩათვლის, რომ მოთხოვნასთან დაკავშირებით წარმოდგენილი საფუძვლები საკმარისად სერიოზულია იმისათვის, რათა გამართლებულ იქნეს სადაო გადაწყვეტილების გაუქმება და ამ გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულებას შეუძლია სერიოზული და ვირტუალურად აუნაზღაურებელი ზიანი მიაყენოს შესაბამის პირს. შეჩერებასთან დაკავშირებული მოთხოვნა შეტანილ უნდა იქნეს არაუგვიანეს 5 დღისა, მაგრამ არაუადრეს 3 სამუშაო დღისაა, მას შემდგომ რაც პირს ეცნობება ქვეყნის დატოვების ბრძანების შესახებ. 2009 წლის 25 მაისამდე სანამ ძალაში შევიდოდა 2009 წლის 6 მაისის კანონი, ეს ვადა შემოიფარგლებოდა მხოლოდ 24 საათით. განსაკუთრებით სასწრაფო პროცედურის შესაბამისად წარდგენილი აღსრულების შეჩერების მოთხოვნა, აჩერებს გაძევების ბრძანების აღსრულებას.
139. 39/82(4) მუხლი განსაზღრავს, რომ უცხოელთა სააპელაციო კოლეგიის მიერ განსაკუთრებით სასწრაფო პროცედურის შესაბამისად წარდგენილი აღსრულების შეჩერების განაცხადის განხილვა უნდა მოხდეს მისი მიღებიდან 48 საათის განმავლობაში. თუკი განყოფილების თავმჯდომარე ან შესაბამისი მოსამართლე არ გამოიტანს გადაწყვეტილებას ამ დროში, პირველ თავმჯდომარეს ან თავმჯდომარეს უნდა ეცნობოს ხსენებულის შესახებ და მათ უნდა უზრუნველყონ, რომ გადაწყვეტილება გამოტანილ იქნეს განაცხადის მიღებიდან 72 საათის განმავლობაში. მათ ისიც კი შეუძლიათ, რომ თავად განიხილონ საქმე და თავად გამოიტანონ გადაწყვეტილება.
140. Conseil d’Etat–ის მიერ დადგენილი პრეცედენტული სამართლის თანახმად, რომლითაც ასევე ხელმძღვანელობს უცხოელთა სააპელაციო კოლეგია, თავისუფლების აღკვეთა საკმარისია იმისათვის, რათა დადგინდეს საფრთხის გარდაუვალი ხასიათი, თუნდაც დაგეგმილი არ იყოს რეალურად გამგზავრების თარიღი.
2. არსებითი განხილვა
141. ამის შემდგომ უცხოელთა სააპელაციო კოლეგია გადადის სადაო გადაწყვეტილების კანონიერების საკითხის განხილვაზე უცხოელთა შესახებ კანონის 39/2(2) მუხლის შესაბამისად და ამოწმებს ეყრდნობა თუ არა ადმინისტრაციული ორგანოს გადაწყვეტილება ადმინისტრაციულ საქმეში არსებულ ფაქტებს, მოცემულია არსებითი და ფორმალური დასაბუთება მიღებული გადაწყვეტილებისათვის, ფაქტების განმარტებისას და შეფასებისას ხომ არ არის დაშვებული აშკარა შეცდომა, დაცული იყო თუ არა უმნიშვნელოვანესი პროცესუალური მოთხოვნები და საკანონმდებლო ფორმალობები ხანდაზმულობასთან დაკავშირებით, ან ხო მარ მომხდარა უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება (იხ. მაგალითად უცხოელთა სააპელაციო კოლეგიის მიერ 2008 წლის 31 ივლისს გამოტანილი გადაწყვეტილება #14175).
142. როდესაც ხდება აღსრულების ბრძანების შეჩერების მოთხოვნის უარყოფა და განმცხადებლის დეპორტაცია, საქმის არსებითი მხარის განხილვა გრძელდება. უცხოელთა სააპლეაციო კოლეგიას შეუძლია არ განიხილოს ქვეყნის დატოვების ბრძანების საწინააღმდეგოდ შეტანილი საჩივარი, თუმცა მხოლოდ იმ საფუძვლით, რომ შესაბამისი განმცხადებლები აღარ იმყოფებიან ქვეყანაში და მათ აღარ გააჩნიათ ინტერესი ხსენებული ბრძანების გასაჩივრებასთან დაკავშირებით (2009 წლის 29 მაისის #28233 გადაწყვეტილება; იხ. ასევე 2009 წლის 16 ნოემბრის #34177 გადაწყვეტილება).
3. უცხოელთა სააპელაციო კოლეგიის მიერ დადგენილი პრეცედენტული სამართალი “დუბლინის” საქმეებში
143. საქმეების პირველი წყება, რომლებშიც თავშესაფრის მაძიებლები წააწყდნენ სიძნელეებს საბერძნეთში თავშესაფრის მინიჭების პროცედურაზე ხელმისაწვდომობასთან დაკავშირებით, თარიღდება 2008 წლის აპრილით. მის მიერ 2008 წლის 10 აპრილს გამოტანილ 9796 გადაწყვეტილებაში, უცხოელთა სააპელაციო კოლეგიამ განსაკუთრებით სასწრაფო პროცედურის შედეგად შეაჩერა პირის საბერძნეთში “დუბლინის” წესების შესაბამისად განსახორციელებელი გადაყვანა იმ მიზეზით, რომ საბერძნეთის ხელისუფლების ორგანოებმა პასუხი არ გასცეს ბელგიის ორგანოებს მოთხოვნას, რომ საბერძნეთს ეკისრა პასუხისმგებლობა თავშესაფრის მინიჭებასთან დაკავშირებული განაცხადის განხილვაზე და ამავე დროს უცხოელთა ოფისს არ ჰქონდა მოთხოვნილი ინდივიდუალური გარანტიები. უცხოელთა სააპელაციო კოლეგიამ დაადგინა, რომ დუმილით გამოხატული თანხმობა არ უზრუნველყოფდა საკმარის გარანტიებს, რათა საბერძნეთის ხელისუფლების ორგანოების მიერ ეფექტიანად ყოფილიყო განხილული თავშესაფრის მოთხოვნასთან დაკავშირებული განაცხადი. თუმცა 2009 წლის მარტის შემდგომ უცხოელთა ოფისი საერთოდ არ ითხოვს ასეთ გარანტიებს და გადაწყვეტილებას ირებს დუმილით გამოხატული თანხმობის საფუძველზე. უცხოელთა სააპელაციო კოლეგია სადაოს აღარ ხდის ხსენებულ მიდგომას, რადგანაც საბერძნეთმა უკვე მოახდინა საკვალიფიკაციო და პროცედურული დირექტივების ასახვა შიდა კანონმდებლობასა და პრაქტიკაში.
144. ქვეყნის დატოვების ბრძანების დასაბუთების შესწავლისას უცხოელთა სააპელაციო კოლეგია უწინარესად მხედველობაში იღებს უცხოელთა ოფისის მიერ დუბლინის წესების შესაბამისად განხორციელებული გამოკითხვისას იდენტიფიცირებულ ფაქტებს, რომლებიც აღნუსხულია ადმინისტრაციულ საქმეში. იმ შემთხვევაში თუკი მტკიცებულებების წარმოდგენა ხდება მოგვიანებით, მათ შორის ლაპარაკია ზოგადი ხასიათის დოკუმენტებზე, და მათი წარდგენა ხდება დუბლინის გამოკვლევის პროცესის მიმდინარეობისას უცხოელთა ოფისისათვის გაგზავნილ წერილში, ან ქვეყნის დატოვების ბრძანების საწინააღმდეგოდ შეტანილ საჩივარში, ასეთი სახის მტკიცებულებებს უცხოელთა სააპელაციო კოლეგია სისტემატურად არ იღებს ხოლმე მხედველობაში იმ მიზეზით, რომ მათი წარდგენა არ მომხდარა დროულად ან ისინი არ ყოფილა მოხსენიებული თავშესაფრის მაძიებლის მიერ უცხოელთა ოფისისათვის მიცემულ ჩვენებებში და ამიტომაც ეს მტკიცებულებები არ არის სარწმუნო (იხ.მაგალითად 2010 წლის 9 აპრილის #41482 გადაწყვეტილება და 2010 წლის 1 აპრილის #41351 გადაწყვეტილება).
145. ისეთ შემთხვევებში, როდესაც უცხოელთა სააპელაციო კოლეგია მხედველობაში იღებს ხოლმე დუბლინის წესების შესაბამისად თავშესაფრის მაძიებლის მიერ წარდგენილ საერთაშორისო მოხსენებებს, რომლებიც ადასტურებენ კონვენციის მე-3 მუხლის დარღვევის საფრთხეს იმ მიზეზის გამო, რომ ხარვეზები შეინიშნება თავშესაფრის მინიჭებასთან დაკავშირებულ პროცედურაში და ასევე საბერძნეთში არსებული პატიმრობისა და მოთავსების პირობების გამო, კოლეგიის პრეცედენტული სამართალი საბოლოო შედეგების თვალსაზრისით არ არის ერთგვაროვანი.
146. კოლეგიის გარკვეული შემადგენლობები იხრებოდნენ იმისაკენ, რომ მხედველობაში მიეღოთ საბერძნეთში არსებული ზოგადი სიტუაცია. მაგალითად 2008 წლის 29 მაისის 12004 და 12005 გადაწყვეტილებებში კოლეგიამ ჩათვალა, რომ უცხოელთა ოფისს უნდა განეხილა საბერძნეთში არასათანადო მოპყრობასთან დაკავშირებული პრეტენზიები:
“განმცხადებლის მხარემ დროულად აცნობა მეორე მხარეს, რომ საბერძნეთში მისი გადაყვანა, მისი აზრით გამოიწვევდა კონვენციის მე-3 მუხლის დარღვევას, კერძოდ იმ არაადამიანური და ღირსების შემლახველი მოპყრობიდან გამომდინარე რომელსაც მისის მტკიცებით იგი დაექვემდებარა და უეჭველად დაექვემდებარებოდა იქ აღმოჩენისას... კოლეგია აღნიშნავს, რომ რომ კონკრეტული საფრთხის მტკიცებისას, რომელსაც განმცხადებელი დაექვემდებარებოდა საბერძნეთში გაგზავნის შემთხვევაში, სადაც მას მოელოდა კონვენციის მე-3 მუხლის საწინააღმდეგო არაადამიანური და ღირსების შემლახველი მოპყრობა, და თავისი არგუმენტების რეალურ დოკუმენტურ წყაროებზე დაფუძვნებისას , რომლის შესახებაც მან აცნობა მეორე მხარეს, განმცხადებელმა ჩამოაყალიბა ნათელი და დეტალური პროტესტი საბერძნეთში მისი გადაყვანის მნიშვნელოვან მხარეებთან დაკავშირებით. ამიტომაც მეორე მხარეს თავის გადაწყვეტილებაშივე უნდა გაეცა პასუხი ამ პრეტენზიებთან დაკავშირებით, რათა განეხორციელებინა დასაბუთებასთან დაკავშირებული ვალდებულება.”
147. ანალოგიურად 2009 წლის 10 აპრილის 25962 გადაწყვეტილებაში უცხოელთა სააპელაციო კოლეგიამ შეაჩერა საბერძნეთში გადაყვანა შემდეგი ტერმინებით:
“კოლეგიას მიაჩნია, რომ ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისრის 2009 წლის 4 თებერვლის მოხსენებაში მოცემული ფრაზები, (...) და ასევე ის ფოტოები, რომლებიც ახდენს მასში მოცემული ინფორმაციის ილუსტრირებას და უკავშირდება თავშესაფრის მაძიებლების პატიმრობის პირობებს, განსაკუთრებულ მნიშვნელობას ატარებს. ... მართალია მოხსენება მიღებულია კოლეგიისა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებების შემდგომ, წინამდებარე მოხსენების შინაარსი საკმარისად ნათელია იმის დასადგენად, რომ მიუხედავად თავშესაფრის მინიჭების საკითხებში ევროპულ სტანდარტებთან პრაქტიკის და კანონმდებლობის შესაბამისობაში მოყვანის ახლახანს განხორციელებული მცდელობებისა , საბერძნეთის ხელისუფლების ორგანოებს არ შეუძლიათ შესთავაზონ თავშესაფრის მაძიებლებს მინიმალური განთავსებისა და პროცესუალური პირობები”.
148. კოლეგიის სხვა შემადგენლობებმა განსხვავებული მიდგომა აირჩიეს, და მხედველობაში მიიღეს განმცხადებლის მიერ იმის შესაძლებლობის არქონა, რომ წარმოეჩინათ კავშირი საბერძნეთში არსებულ ზოგად სიტუაციასა და განმცხადებლის ინდივიდუალურ სიტუაციას შორის. მაგალითად 2009 წლის 27 თებერვლის #37916 გადაწყვეტილებაში, რომლითაც უარყოფილ იქნა საბერძნეთში გადაყვანის ბრძანების შეჩერების მოთხოვნა, უცხოელთა სააპელაციო კოლეგიამ შემდეგნაირად დაასაბუთა ხსენებული:
[თარგმანი შესრულებულია სამდივნოს მიერ]
“განმცხადებლის მიერ საქმეში წარმოდგენილი ზოგადი ინფორმაცია უწინარესად ეხება უცხოელთა სიტუაციას, რომლებიც ეძიებენ საერთაშორისო დაცვას საბერძნეთში, ის გარემოებები, რომელშიც ხდება მათი გადაყვანა და მიღება საბერძნეთში, ის მოპყრობა, რომელიც ხორციელდება მათ მიმართ და თუ რა გზებით მოქმედებს და ხორციელდება თავშესაფრის მინიჭებასთან დაკავშირებული პროცედურა საბერძნეთში. წარმოდგენილი მასალები არ ადგენენ რაიმე კონკრეტულ კავშირს, რომელიც ნათელს გახდიდა, რომ საბერძნეთში არსებული ხარვეზები საბოლოო ჯამში გამოიწვევდა ქვეყნის მიერ non-refoulement –ის ვალდებულების დარღვევას ვის-à-ვის იმ უცხოელებთან მიმარტებაში, რომლებიც განმცხადებლის მსგავსად გადაიყვანეს საბერძნეთში... ხსენებულიდან გამომდინარე, განმცხადებელმა ვერ შეძლო იმის დამტკიცება, რომ სადაო გადაწყვეტილების აღსრულება დაუქვემდებარებდა მას ისეთ საფრთხეს, რომლის შედეგადაც მას მიადგებოდა აუნაზღაურებელი ზიანი”.
149. 2009 წელს კოლეგიის იგივე შემადგენლობამ 3 საქმეში საწინააღმდეგო გადაწყვეტილება მიიღო და გადაწყვიტა შეეჩერებინა ათენში განსახორციელებელი გადაყვანა იმის გამო, რომ უცხოელთა ოფისს წარმოდგენილ დასაბუთებაში უნდა გაეთვალისწინებინა საბერძნეთში არსებული ზოაგდი სიტუაცია. ხსენებული გადაწყვეტილებებია 2009 წლის 10 აპრილის 25959 და 25960 ისევე როგორც 2009 წლის 17 ივნისის 28804 გადაწყვეტილებები.
150. იმისათვის, რათა მოეხდინა არსებული პრეცედენტული სამართლის ჰარმონიზება, უცხოელთა საპელაციო კოლეგიის თავმჯდომარემ 2010 წლის 26 მარტს მოიცვია პლენუმი, რომელმა გამოიტანა 3 გადაწყვეტილება (##40963, 40964 და 10965). ხსენებულ გადაწყვეტილებებში მოცემული დასაბუთება შემდეგნაირად შეიძლება მოკლედ იქნეს ჩამოყალიბებული:
- საბერძნეთი არის ევროგაერთიანების წევრი სახელმწიფო, რომელშიც დამკვიდრებულია კანონის უზენაესობა, იგი ასევე არის კონვენციისა და ჟენევის კონვენციის ხელშემკვრელი მხარე და იგი ასევე შებოჭილია თავშესაფრის საკითხებთან დაკავშირებული ევროგაერთიანების კანონმდებლობით;
- გაერთიანების წევრთა შორის ნდობის პრინციპზე დაყრდნობით, უნდა ვივარაუდოთ, რომ შესაბამისი სახელმწიფო შეასრულებს აღებულ ვალდებულებებს (მითითება კეთდება სასამართლოს პრეცედენტულ სამარტალზე საქმეში K.R.S. v. the United Kingdom (dec.), no. 32733/08, ECHR 2008‑...);
- იმისათვის რათა ხსენებული პრეზუმპცია იქნეს გაქარწყლებული განმცხადებელმა უნდა შეძლოს in concreto წარმოაჩინოს, რომ არსებობს იმის რეალური საფრთხე, რომ იმ ქვეყანაში, რომელშიც დაგეგმილია მისი გადაყვანა, იგი შეიძლება დაექვემდებაროს კონვენციის მე-3 მუხლის საწინააღმდეგო მოპყრობას;
- მხოლოდ მითითების განხორციელება სანდო წყაროებიდან მოპოვებულ ზოგად მოხსენებებზე, რომელთა თანახმადაც არსებობს თავშესაფრის მაძიებელთა განთავსებასთან დაკავშრიებული პრობლემები, ან გამოიყენება refoulement –ის პრაქტიკა, ან მხოლოდ იმ ფაქტზე მითითება, რომ ევროკავშირის რომელიმე წევრ სახელმწიფოში თავშესაფრის მინიჭებასთან დაკავშირებული პროცედურაში შესაძლოა ხარვეზების აღმოჩენა, არ არის საკმარისი ასეთი საფრთხის დასადგენად.
151. საბოლოო ჯამში, იგივე დასაბუთება გვხვდება უცხოელთა სააპელაციო კოლეგიის მიერ გამოტანილ გადაწყვეტილებებში, როდესაც იგი იხილავს ხოლმე გაძევების შეჩერებასთან დაკავშირებულ მოთხოვნებს. ამგვარად მას შემდგომ რაც იმ ნაწილში რომელიც ეხებოდა ქვეყნის დატოვების საჩივრის დაუშვებლად გამოცხადებას – იმ მოტივით, რომ განმცხადებელი უკვე გაძევებული იყო – ზემოხსენებულ 2009 წლის 29 მაისის 28233 გადაწყვეტილებაში კოლეგიამ განიხილა კონვენციის თანახმად წარდგენილი საჩივრები – განსაკუთრებით მე-3 მუხლთან დაკავშირებით – და უარყო ისინი იმ მოტივით, რომ განმცხადებელმა ვერ წარმოჩინა რაიმე კავშირი საბერძნეთში არსებულ ზოგად სიტუაციასა და მის პირად სიტუაციას შორის.
გ. უზენაესი სასამართლო The Conseil d’Etat
152. საქმის უზენაესი სასამართლოსათვის გადაცემასთან დაკავშირებული დებულებები, ისევე როგორც The Conseil d’Etat –ის უფლებამოსილებასთან დაკავშირებული დებულებების მოძიება შესაძლებელია 1973 წლის 12 იანვრის კანონში The Conseil d’Etat –ის შესახებ.
153. ადვოკატს შეუძლია ადმინისტრაციული საჩივრის წარდგენა The Conseil d’Etat-ში უცხოელტა სააპელაციო კოლეგიის მიერ გამოტანილი გადაწყვეტილების შეტყობიდან 30 დღის განმავლობაში.
154. იმ შემთხვევაში თუკი The Conseil d’Etat–ი აპირებს საჩივრის განხილვას, იგი არსებით განხილვაზე დაშვებულად უნდა გამოცხადდეს. საჩივარი არსებით განხილვაზე დაშვებულად გამოცხადდება, თუკი იგი არ არის აშკარად მიუღებელი ან აზრს მოკლებული; და თუკი საჩივარში შესაბამისი პირი ამტკიცებს, რომ ადგილი ჰქონდა კანონმდებლობის დარღვევას ან უმნიშვნელოვანესი პროცესუალური მოთხოვნებიდან გადახვევას, რომელიც ეხება ხანდაზმულობას, ამავე დროს საჩივარი არ უნდა იყოს აშკარად დაუსაბუთებელი და სავარაუდო გადაცდომას ზეგავლენა უნდა მოეხდინა საბოლოო გადაწყვეტილებაზე და საკმარისია მის გასაუქმებლად; ან როდესაც საჩივრის განხილვა აუცილებელია პრეცედენტული სამართლის ერთგაროვნებისა და თანმიმდევრულობის უზრუნველსაყოფად.
155. ხსენებულ პროცედურას არ გააჩნია შემაჩერებელი ეფექტი. პრინციპში The Conseil d’Etat –ს საჩივრის არსებით განხილვაზე დაშვებასთან დაკავშირებული გადაწყვეტილება გამოაქვს რვა დღეში.
156. როდესაც განაცხადი არსებით განხილვაზე დაშვებულად ცხადდება, The Conseil d’Etat–ს არსებით მხარესთან დაკავშირებული გადაწყვეტილება გამოაქვს 6 თვის ვადაში და მას შეუძლია უცხოელთა სააპელაციო კოლეგიის მიერ გამოტანილი გადაწყვეტილების გაუქმება იმ მოტივით, რომ დაირღვა კანონდმებლობით დადგენილი მოთხოვნები ან უმნიშვნელოვანესი პროცესუალური მოთხოვნები ან საკანონმდებლო ფორმალობები ხანდაზმულობასთან დაკავშირებით.
157. პრეცედენტულ სამართალში მითითებული გადაწყვეტილებები ნათლად წარმოაჩენს, რომ The Conseil d’Etat –ი სადავოს არ ხდის უცხოელთა სააპელაციო კოლეგიის მიერ განხორციელებულ იმ მიდგომას, რომელზეც ზემოთ გვქონდა საუბარი და თვლის, რომ ხსენებული არ წარმოშობს პრობლემას კონვენციის მე-13 მუხლთან დაკავშირებით (იხ. ასევე მაგალითად 2009 წლის 15 დეკემბრის 5115 გადაწყვეტილება).
დ. სასამართლოები და ტრიბუნალები
158. უცხოელთა ოფისის მიერ გამოტანილი გადაწყვეტილებები, რომლებიც ეხება პატიმრობას (კონკრეტულ ადგილას განმცხადებლების დაპატიმრებასთან დაკავშირებული ბრძანებები ან მათი ხელახლა დაპატიმრების ბრძანებები) შესაძლებელია გასაჩივრებულ იქნეს სასამართლოებში. გათავისუფლებასთან დაკავშირებული განაცხადების განხილვისას, ბრიუსელის სააპელაციო სასამართლომ (ბრალდების განყოფილება) დაადგინა პრეცედენტული სამართალი, რომელიც ითვალისწინებს შესაბამისი პირისათვის მოსალოდნელ საფრთხეებს იმ შემთხვევაში თუკი ისინი უკან იქნებიან გაბრუნებულნი საბერძნეთში, ისევე როგორც სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომ საბერძნეთმა დაარღვია კონვენციის მე-3 მუხლით აღებული ვალდებულება (2009 წლის 11 ივნისის გადაწყვეტილება საქმეზე S.D. v. Greece, no. 53541/07 და 2009 წლის 26 ნოემბრის გადაწყვეტილება საქმეზე Tabesh v. Greece, no. 8256/07).
V. საერთაშორისო დოკუმენტები, რომლებიც აღწერენ თავშესაფრის მაძიებელთა პატიმრობისა და განთავსების პირობებს საბერძნეთში, ისევე როგორც თავშესაფრის მინიჭებასთან დაკავშირბეულ პროცედურას
ა. 2006 წლის შემდგომი მოხსენებები
159. 2006 წლის შემდგომ მოხსენებებში ეროვნული, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციები მუდმივად აღნიშნავდნენ საბერძნეთში თავშესაფრის მაძიებლების განთავსების ადგილებში არსებულ საშინელ პირობებზე.
160. ქვემოთ მოცემული უმნიშვნელოვანესი მოხსენებების ჩამონათვალი:
- წამების საწინააღმდეგო ევროპული კომიტეტის მოხსენება, საბერძნეთში 2005 წლის 27 აგვისტოდან 9 სექტემბრის ჩათვლით განხორციელებული ვიზიტის შედეგები, გამოქვეყნებულია 2006 წლის 20 დეკემბერს;
- LIBE –ს კომიტეტის დელეგაციის მოხსენება საბერძნეთში განხორციელებულ ვიზიტთან დაკავშირებით (სამოსსა და ათენში), ევროპის პარლამენტი 2007 წლის 17 ივლისი;
პრო ასილი, “სიმართლე შეიძლება მწარე იყოს, მაგრამ იგი უნდა ითქვას – ლტოლვილთა მდგომარეობა ეგეოსის აუზში და საბერძნეთის სანაპირო დაცვის მიერ განხორციელებული ქმედებები”, 2007 წლის ოქტომბერი;
- UNHCR “თავშესაფარი ევროპის გაერთიანებაში. კვალიფიცირების დირექტივის იმპლემენტაციასთან დაკავშირებული კვლევა”, 2007 წლის ნოემბერი;
- წამების საწინააღმდეგო ევროპული კომიტეტის მოხსენება, საბერძნეთში 2007 წლის 20 თებერვლიდან 27 თებერვლის ჩათვლით განხორციელებული ვიზიტის შედეგები, გამოქვეყნებულია 2008 წლის 8 თებერვალს;
- Amnesty International, “საბერძნეთი: თავშესაფრის მაძიებლისათვის არ არის ადგილი”, 2008 წლის 27 თებერვალი;
- ლტოლვილთა და გაძევებაში მყოფ პირთა ევროპული საბჭო (“ECRE”), “საბერძნეთში არსებული მდგომარეობის გაშუქება – ევროკაშირის თავშესაფრის ლატარეა ქარცეცხლის ქვეშ მოექცა”, 2008 წლის 3 აპრილი;
- თავშესაფრის მაძიებელთა ნორვეგიული ორგანიზაცია (“NOAS”), “თავშესაფრის უფლებით თამაში ევროპაში – საბერძნეთის თავშესაფრის მინიჭების პოლიტიკა და დუბლინის II რეგულაცია”, 2008 წლის 9 აპრილი;
- UNHCR “დუბლინისი რეგულაციის თანახმად თავშესაფრის მაძიებლის საბერძნეთში დაბრუნებასთან დაკავშირებული პოზიცია”, 2008 წლის 15 აპრილი;
- Human Rights Watch “ბრუნვად კარებში არსებული გაჭედილობა – ერაყელი და სხვა თავშესაფრის მაძიებლები და მიგრანტები საბერძნეთ/თურქეთის მხრიდან ევროკავშირის შესასვლელში”, 2008 წლის ნოემბერი;
- კლანდესტინო, “დაუფუქსირებელი მიგრაცია: დაუთვლელის დათვლა: მონაცემები და ტენდენციები ევროპაში”. 2008 წლის დეკემბერი;
- Human Rights Watch “გადარჩენისათვის მიტოვებული”, 2008 წლის დეკემბერი;
- სიმადე, “Droit d’asile: les gens de Dublin II, parcours juridique de demandeurs d’asile soumis à une réadmission selon le règlement Dublin II”, 2008 წლის დეკემბერი;
- ბ-ნი თომას ჰამერბერგი, ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისრის მოხსენება საბერძნეთში მის მიერ 2008 წლის 8-10 დეკემბერს განხორციელებულ ვიზიტთან დაკავშირებით, 2009 წლის 4 თებერვალი;
- საბერძნეთის ლტოლვილთა საბჭო, “დუბლინის დილემმა – ტვირთის დაკისრება და თავშესაფრის მაძიებელთა საფრთხის ქვეშ დაყენება”, 2009 წლის 23 თებერვალი;
- წამების საწინააღმდეგო ევროპული კომიტეტის მოხსენება, საბერძნეთში 2008 წლის 23 სექტემბრიდან 28 სექტემბრის ჩათვლით განხორციელებული ვიზიტის შედეგები, გამოქვეყნებულია 2009 წლის 30 ივნისი;
- ავსტრიის წითელი ჯვარი და კარიტასი, “დუბლინის რეგულაციის თანახმად ავსტრიის მიერ საბერძნეთში დაბრუნებულ პირთა მდგომარეობა. საბერძნეთში განხორციელებული ფაქტების დასადგენი ერთობლივი მისია (2009 წლის 23 მაისიდან 28 მაისის ჩათვლით)”, 2009 წლის აგვისტო
- ნორვეგიის ჰელსინკის კომიტეტი (“NHC”), NOAS and Aitima, “უკანა კარიდან გასვლა: დუბლინის II რეგულაცია და არაკანონიერი დეპორტაციები საბერძნეთიდან”, 2009 წლის ოქტომბერი
- Human Rights Watch, “საფრთხის შემცველი და არასტუმართმოყვარე სნააპიროები”, 2009 წლის ოქტომბერი;
- UNHCR საბერძნეთთან, როგორც თაშესაფარ ქვეყანასთან, დაკავშირებული კომენტარები, 2009 წლის დეკემბერი;
- Amnesty International “დუბლინი II –ს მაზე: დუბლინის წესების თანახმა თავშესაფრის მაძიებელთა გადაყვანა საბერძნეთში”, 2010 წლის მარტი;
- ადამიანის უფლებათა ეროვნული კომისია (საბერძნეთი), “პატიმრობის პირობები პოლიციის განყოფილებებსა და უცხოელთა პატიმრობის ადგილებში”, 2010 წლის აპრილი;
- Amnesty International “სტანდარტებთან შეუსაბამო პირობებში რუტინულად დაპატიმრებული არაკანონიერი მიგრანტები და თავშესაფრის მაძიებლები”, 2010 წლის ივლისი
ბ. პატიმრობის პირობები
161. ზემოხსენებული მოხსენებების თანახმად საბერძნეთში მოქმედებს სისტემატური პრაქტიკა, რომლის თანახმადაც ჩამოსვლისთანავე ხორციელდება თავშესაფრის მაძიებელთა დაპატიმრება და ეს გრძელდება რამოდენიმე დღე ან რამოდენიმე თვე. ხსენებული პრაქტიკა ვრცელდება როგორც ტავშესაფრის მაძიებელს, რომელიც საბერძნეთში პირველად ჩამოდის, არამედ ასევე იმ პირებზე, რომლებიც ევროკავშირის წევრ სახელმწიფოს გადაჰყავს დუბლინის რეგულაციის თანახმად. მოწმეების განცხადებით არ არის ხოლმე წარმოდგენილი პატიმრობასთან დაკავშირებული რაიმე სახის დასაბუთება.
162. ყველა იმ ცენტრში, რომელიც მოინახულეს ზემოდ ჩამოთვლილი მოხსენებების გამომქვეყნებელმა ორგანოებმა და ორგანიზაციებმა, აღწერილია ანალოგიური სიტუაცია, სტანდარტებთან შეუსაბამობის ხარისხის განსხვავებული მაჩვენებლით: გადატვირთვა, სიბინძურე, ფართის ნაკლებობა, ვენტილაციის ნაკლებობა, სეირნობის მცირე შესაძლებლობა ან შესაძლებლობის არ ქონა, დასვენების ადგილის არ არსებობა, არასაკმარისი ლეიბები, ჭუჭყიანი ლეიბები, ტუალეტზე თავისუფალი ხელმისაწვდომობის არ ქონა, არაჯეროვანი სანიტარია, განმარტოების შესაძლებლობის არქონა, მკურნალობის შეზღუდული შესაძლებლობა. გამოკითხულ პირთა უმრავლესობა ასევე უჩიოდაადმინისტრაციის მიერ შეურაცხყოფებს, განსაკუთრებით რასისტულ ნიადაგზე განხორციელებულ შეურაცხყოფებს, მცველების მიერ განხორციელებულ ფიზიკურ ძალადობას.
163. მაგალითად 2005 წლის 27 აგვისტოდან 9 სექტემბრის ჩათვლით განხორციელებული ვიზიტის შემდგომ, წამების საწინააღმდეგო კომიტეტმა განაცხადა:
“უცხოელთა განთავსების სპეციალური დაწესებულებების მშენებლობა (...) წარმოადგენს საბერძნეთისათვის იმის შანსს, რომ მან განახორციელოს ისეთი მიდგომა, რომელიც შესაბამისობაში იქნება ევროპაში განვითარებულ ნორმებსა და სტანდარტებთან. სამწუხაროდ, ხელისუფლების ორგანოებმა აირჩიეს კარცერისებრი მიდგომა, რომელიც ხშირად არასათანადო პირობებში ხორციელდება, თან არ ახლავს მიზანმიმართული აქტივობები და ჯანდაცვის მინიმალური სტანდარტები, იმ პირებთან მიმართებით, რომლებიც, ბევრი ბერძენი თანამოსაუბრეების მტკიცებით, არც მსჯავრდებულნი არიან და არც ეჭვმიტანილნი დანაშაულის ჩადენაში და მუდმივად გადიან ხოლმე ტანჯვა წამებით სავსე გზას, რათა მიაღწიონ საბერძნეთს”.
2007 წლის თებერვალში, წამების საწინააღმდეგო კომიტეტმა განახორციელა პოლიციის 24 განყოფილებისა და მართლწესრიგის სამინისტროს კურაციის ქვეშ მყოფი მიგრანტთა განთავსების ცენტრის ინსპექტირება და დაასკვნა, რომ “საბერძნეთში სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლების მიერ დაპატიმრებულ პირებს ემუქრებათ არასათანადო მოპყრობის საფრთხე”. კომიტეტის თანახმად:
“[კომიტეტის მიერ საბერძნეთში 2005 წელს განხორციელებული ვიზიტის შემდგომ] არ გაუმჯობესებულა მოპყრობა, სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლების მიერ დაპატიმრებულ პირებთან მიმართებით. წამების საწინააღმდეგო კომიტეტის დელეგაციამ კიდევ ერთხელ მოისმინა დაპატიმრებული პირების მიმართ სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლების მხრიდან განხორციელებული არასათანადო მოპყრობის პრეტენზიები. ხსენებული პრეტენზიების უმეტესობა გულისხმობდა წამორტყმას, მუშტის გარტყმას, ხელკეტის დარტყმას, რასაც ადგილი ჰქონდა პოლიციის ოფიცრების მიერ განხორციელებული დაკავების ან დაკითხვისას. (...) რამოდენიმე შემთხვევაში დელეგაციის ექიმებმა დაადგინეს, რომ არასათანადო მოპყრობასთან დაკავშირებული პრეტენზიები შეესაბამებოდა იმ დაზიანებებს, რომლებიც აღენიშნებოდათ პატიმრობაში მყოფ შესაბამის პირებს.”
2008 წლის ნოემბერში Human Rights Watch მა თავისი შეშფოთება შემდეგი ტერმინებით გამოხატა:
“მიუხედავად იმ ფაქტისა, რომ საბერძნეთის პოლიციის ორგანოებმა არ მისცეს შესაძლებლობა Human Rights Watch ს დაბრკოლების გარეშე შეეფასებინა მითითებულ ადგილებში არსებული პატიმრობის პირობები, ჩვენ შევძელით პატიმრებისაგან ისეთი ჩვენებების მოპოვება, რომლებიც სახავენ პოლიციის მიერ განხორციელებული არასათანადო მოპყრობის შემაშფოთებელ სურათს, გადატვირთვას, ანტისანიტარიას, განსაკუთრებით იმ ადგილებში სადაც ჩვენ არ მოგვცეს შესვლის უფლება, როგორიც არის სასაზღვრო პოლიციის განყოფილება, აეროპორტი, ვენნა და მიტილინი. წინამდებარე მოხსენების წინა 3 ნაწილში აღწერილი პატიმრობის პირობები და პოლიციის მიერ განხორციელებული არასათანადო მოპყრობა, ნათლად წარმოადგენს არაადამიანურ და ღირსების შემლახველ მოპყრობას”.
2008 წლის დეკემბრის მოხსენებაში Cimade-მ განაცხადა
“2003 წელს 1000 ადამიანი ჩავიდა ლესბოსზე; 2007 წელს ხსენებულმა რიცხვმა მიაღწია 6000 ხოლო 2007 წლის პირველი 8 თვის განმავლობაში 10000. (...) დემონსტრანტთა ჯგუფი გვიცდის ჩვენ: და ისინი სკანდირებენ “არანაირი საზღვარი, არანაირი ეროვნება, არანაირი დეპორტაცია, მათგან 10 პირი მოითხოვს, რომ ეს ადგილი დაიხუროს. ღობის იქიდან გამოწვდილი ხელები შველას ითხოვენ. გისოსებ შემორტყმულ 3 დიდი ოთახში იმყოფება 85 ადამიანი: ავღანელები, პალესტინელები, სომალელები მთელი დღის განმავლობაში ჩაკეტილნი არიან საშინელ სიბინძურეში. საბერძნეთში გვიან ზაფხულში უკვე გრილა და ხალხს იატაკზე ძინავს. ძალიან მძაფრი სუნია, რომელიც მე მაგონებს ნარჩენების გადასაყრელ ადგილს როისის მოსაცდელ ზონაში (...). ადამიანთა უმრავლესობა განთავსებული იყო იქ რამოდენიმე დღის ხოლო გარკვეული რაოდენობა კი რამოდენიმე თვის განმავლობაში. Mატ არ ესმით თუ რატომ არიან იქ. კაცები, ქალებისა და ბავშვებისაგან განცალკევებით იმყოფებიან. მე ავდივარ მეორე სართულზე: ინფექციური დაავადებით დაავადებული შრილანკელი კაცი, განცალკევებით არის მოთავსებული პატარა ბუნგალოში. ღიად არის დატოვებული მხოლოდ ის ანგარი რომელშიც იმყოფებიან ქალები და ბავშვები. იქ განთავსებულია საწოლები, თუმცა არასაკმარისი რაოდენობით, იქ ასევე ლეიბები, რომლებიც ცემენტის იატაკზე აფენია. უკვე გვიანი ზაფხულია, მაგრამ ყველა ჩივის, რომ მათ სცივათ და არასაკმარისი საბნებია. ბოლო ციხე განკუთვნილია არასრულწლოვნებისათვის. იქ იმყოფება 25 პირი. (...)”
2009 წლის თებერვლით დათარიღებულ მოხსენებაში, ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარმა განაცხადა:
“კომისართან გამართული შეხვედრისას, ევროპის დეპარტამენტის წარმომადგენლებმა აცნობეს მას, რომ 2008 წლის 1 დეკემბრისათვის იქ პატიმრობაში იმყოფებოდა 449 არაკანონიერი მიგრანტ, რომლებიც პოლიციას პატიმრობაში ყავდა 6 სხვადასხვა ადგილას. უმეტესად კი 5 ქვეყნის მოქალაქეები: ერაყელები (215), ავრანელები (62), ქართველები (49), პაკისტანელები (37) და პალესტინელები (27). 2008 წლის 9 დეკემბერს კომისარმა მოინახულა 2 განცალკევებული საწყობის ტიპის საპატიმრო ოთახი ფერესის სასაზღვრო პოლიციის განყოფილებაში, რომელიც ფუნქციონირებს 2000 წლიდან. იქ განთავსებული იყო 45 ახალგაზრდა კაცი, არაკანონიერი მიგრანტები, რომლებსაც ეძინათ ან დააბიჯებდნენ ცემენტის იატაკზე გვერდი გვერდ დაფენილ ლეიბებს შორის. ცუდი პირობები იყო სააბაზანოებში. რამოდენიმე პატიმარს აღენიშნებოდა კანზე არსებული გამონაყარი ხელებზე, ხოლო ერთ-ერთმა ფეხშიშველმა პატიმარმა კი განაცხადა, რომ ხელისუფლების ორგანოების არ აძლევდნენ მას ფეხსაცმელსა და სუფთა ტანსაცმელს (...). 2008 წლის 9 დეკემბერს პოლიციის ორგანოებმა აცნობეს კომისარს, რომ კიპრინოსში (ფულიკაოში) განთავსებული იყო 320 პირი 7 საპატიმრო ოთახში, მათი უმრავლესობა ერაყის ან ავღანეთის მოქალაქეები იყვნენ”.
164. 2005 წლის აგვისტოსა და სექტემბერში წამების საწინააღმდეგო კომიტეტმა მოინახულა ათენის საერთაშორისო აეროპორტის გვერდით განთავსებული საპატიმრო ცენტრი. კომიტეტმა აღნიშნა:
“კომიტეტის დელეგაცია შეშფოთებას გამოტქვამს განცალკევებულ საკნებში არსებულ პირობებთან დაკავშირებით. თითოეულ საკანში (9.5კვ.მ) ოფიციალურად უნდა განთავსებულიყო 5 პირი, რაც თავისთანავდ სტანდარტებთან შეუსაბამოა. ფაქტიურად კი არსებული ჩანაწერები ადასტურებს, რომ ხშირად, მაგალითად 2005 წლის მაისსა და ივნისსში, საკნებში განთავსებული იყო 6 და 7 ადამიანი ხოლო ზოგჯერ 9 ადამიანიც კი. საკნების გამოკვლევა უთითებს იმაზე, რომ თავდაპირველად ისინი გათვლილი იყო მხოლოდ 1 პირზე, რადგან იქ განთავსებული იყო მხოლოდ 1 ნარი – ნათელია რომ ასეთ პირობებში არაუმეტეს 3 პირისა, და სასურველია რომ არუმეტეს 2 პირისა ქინეს განთავსებული ასეთ საკნებში ღამის გასათევად. ტუალეტი განთავსებული იყო საკნის გარეთ და დელეგაციამ მრავალი პრეტენზია მოისმინა იმასთან დაკავშირებით, რომ პოლიციელი მესაკნეები სწრაფად არ ეხმაურებოდნენ ხოლმე ტუალეტში გაყვანის მოთხოვნებს, გარდა ხსენებულისა შხაპზე ხელმისაწვდომობა განსაკუთრებულად იყო შეზღუდული, ხოლო ერთ საკანში განთავსებული 5 პირი კი ჩიოდა, რომ მა თარ ჰქონდათ შხაპი მიღებული 7 დღის განმავლობაში – აუტანელი სიცხე, არსებული ოფლის სუნი ადასტურებდა მათ პრეტენზიებს. დელეგაცია ასევე შეხვდა პირს, რომელიც იმყოფებოდა ერთ ერთ საკანშI თვენახევრის განმავლობაში და მას არ ჰქონდა შესაძლებლობა გამოეცვალა ტანსაცმელი, არ გაყავდათ სუფთა ჰაერზე და არანაირ მიზანმიმართულ აქტივობას არ ახორციელებდა”.
2007 წელს საბერძნეთში განხორციელებული ვიზიტის შემდგომ, წამების საწინააღმდეგო კომიტეტმა აღნიშნა რომ ადგილი არ ჰქონდა სიტუაციის რაიმე სახის გაუმჯობესებას დაპატიმრებულ პირთა მიმართ განხორციელებული მოპყრობის კუთხით. კომიტეტმა ასევე მოახდინა ათენის საერთაშორისო აეროპორტის სადეპორტაციო საკანში პოლიციის ოფიცრების მიერ განხორციელებული არასათანადო მოპყრობის რამოდენიმე შემთხვევა:
“პეტრუ რალის საპატიმრო დაწესებულებაში, ბანგლადეში მოქალაქე ამტკიცებდა, რომ ათენის საერთაშორისო აეროპორტის სადეპორტაციო საკანში, მას შემდგომ რაც მან განაცხადა უარი დეპორტაციაზე, პოლიციის ოფიცრები, რომლებიც ახდენდნენ მის ესკორტირებას, მას ურტყამდნენ პანღურებსა და მუშტებს. იგი ასევე ამტკიცებდა, რომ მას მოუჭირეს ყელზე ხელი, თვალებში ჩაარჭეს თითები, ამოუტრიალეს ხელები ზურგს უკან და ურტყამდნენ მუხლებს უკან, დუნდულოზე და მუცელში, რის შემდგომაც მან დაკარგა გონი. დელეგაციის წევრი ექიმის მიერ განხორციელებული გასინჯვის შედეგად, შემდგომი დაზიანებები იქნა აღმოჩენილი: მცირე ზომის ნაკაწრი (დაახლოებით 0.3სმ) ქვედა ტუჩზე და შეწითლება მარცხენა ლოყაზე თვალის ქვეშ (2 სმ), სადაც ასევე აღნიშნებოდა 2 ნაკაწრი; ნაქლეშები და შეწითლებული იარები შუბლის ორივე მხარეს და შეწითლებული იარა (2 სმ) კისრის შუა მიდამოში; კისრის წინა ნაწილში მდებარე ჯირკვლის შესიება და ორივე მკლავის ზედა ნაწილების შესიება, მარჯვენა მუხლის შიდა და გარე ნაწილებზე აღენიშნებოდა შეწითლებული იარები (დაახლოებით 2სმX2სმ) ხოლოს მიმდებარე ადგილები შეწითლებული იყო.”
165. 2009 და 2010 წლებში განხორციელებული ვიზიტებისას Amnesty International–მა შემდეგნაირად აღწერა აეროპორტის გვერდით განთავსებული საპატიმრო ცენტრი:
“დაწესებულება დაყოფილია 3 სექტორად. პირველი სექტორი შედგება 3 საკნისაგან, თითოეული მათგანი დაახლოების 7კვ.მ. თითო საკანში თითო ფანჯარაა და სექტორში 2 განცალკევებული ტუალეტი და საშხაპეა. მეორე სექტორში 3 დიდი საკანია, თითოეული დაახლოებით 50 კვ.მ. იქ კორიდორში, საკნის გარეთ განთავსებულია განცალკევებული ტუალეტები. მესამე სექტორი შედგება 9 ძალიან მცირე ზომის საკნისაგან, თითოეული დაახლოებით 10 კვ.მ. საკნები ჩამწკრივებულია რიგში და მათ აცალკევებთ ვიწრო კორიდორი, სადაც განთავსებულია საბარათე ტელეფონი. კორიდორის საწინააღმდეგო მხარეს განთავსებულია ტუალეტები და ორი საშხაპე.
2009 წლის ოქტომბერში განხორციელებული ვიზიტისას, Amnesty International –ის დელეგატებმა შეძლეს პირველი ორი სექტორის მონახულება, სადაც განთავსებულნი იყვნენ დუბლინი II ფორმატში დაბრუნებული პირები და თავშესაფრის სხვა მაძიებლები. დელეგატებმა დაადგინეს, რომ პატიმრები განთავსებულნი იყვნენ საშინელი გადატვირთულობის პირობებში, ხოლო ფიზიკური პირობები კი არაადექვატური იყო. თავშესაფრის ბევრმა მაძიებელმა აღნიშნა, რომ პოლიციის ოფიცრები მათ აყენებდნენ სიტყვიერ შეურაცხყოფას.
ორგანიზაციის მიერ 2010 წლის მაისში განხორციელებული ვიზიტისას, Amnesty International –ის წარმომადგენლებს შესაძლებლობა მისცეს მოენახულებინათ სამივე სექტორი. პოლიციის ორგანოების წარმომადგენლებმა მათ განუცხადეს, რომ პირველი სექტორი გამოიყენებოდა დუბლინი II ფორმატში დაბრუნებული პირებისა და თავშესაფრის სხვა მაძიებლების განსათავსებლად, მეორე სექტორი გამოიყენებოდა არაკანონიერი ქალი მიგრანტების განსათავსებლად, რომლებიც მსჯავრდებულნი იყვნენ ყალბი საბუთებით საბერძნეთის დატოვებაში, ხოლო მესამე სექტორი გამოიყენებოდა არაკანონიერი კაცი მიგრანტების განსათავსებლად, რომლებიც მსჯავრდებულნი იყვნენ ყალბი საბუთებით საბერძნეთის დატოვებაში.
2010 წლის მაისში განხორციელებული ვიზიტისას პირველ სექტორში განთავსებული იყო თავშესაფრის 7 მაძიებელი (ექვსი კაცი და ერთი ქალი), თუმცა არ იყო განთავსებული დუბლინი II ფორმატში დაბრუნებული არცერთი პირი. მეორე სექტორში განთავსებული იყო 15 ქალი ერთ საკანში და მათგან 3 ფეხმძიმედ იყო. ერთ ერთმა ფეხმძიმე ქალმა რამოდენიმეჯერ გამოთქვა პრეტენზია, რომ მას არ შეეძლო სუნთქვა და კითხულობდა თუ როდის გაიყვანდნენ საკნის გარეთ. მეორე საკანში იმყოფებოდა კაცი, რომელსაც დაზიანებული ჰქონდა მუხლი. პირველ და მეორე სექტორში სექტორში განთავსებულმა პირებმა განუცხადეს Amnesty International –ის დელეგატებს, რომ პოლიცია ძალიან იშვიათად აღებდა მათი სეტქორების კარებებს. შედეგად მა თარ ჰქონდა ხელმისაწვდომობა სასმელი წყლის აპარატზე, რომელიც გარეთ იყო განთავსებული, და იძულებულნი იყვნენ ტუალეტებიდან დაელიათ წყალი. ვიზიტის პერიოდში დაახლოებით 145 პატიმარი ძლიერი გადატვირთულობის პირობებში იყო განთავსებული მესამე სექტორში. მათ შორის დელეგატებმა აღმოაჩინეს დუბლინი II ფორმატში დაბრუნებული პირები. მთლიანად იქ განთავსებული იყო 9 საკანი. დელეგატებმა შეძლეს მოენახულებინათ 2 საკანი, თითოეულ მათგანში იყო მხოლოდ 1 საწოლი (ცემენტის საწოლი, რომელზეც ეგო ლეიბი) და თითოეულ მათგანში განთავსებული იყო 14 დან 17 პატიმრამდე. არ იყო საკმარისი ლეიბები და პატიმრებს ეძინათ იატაკზე. გადატვირთულობისა და იატაკზე დაფენილი ლეიბების გამო, სამოძრაო ადგილი არ იყო დარჩენილი. პატიმრებმა Amnesty International–ს განუცხადეს, რომ არასაკმარისი ფართის გამო, მა თარ შეეძლოთ თანადროულად ძილი. მიუხედავად იმ ფაქტისა, რომ მონახულებულ საკნებს გააჩნდათ ფანჯრები, იქ არსებული გადატვირთულობის გამო არასაკმარისი ვენტილაცია იყო. საკნებში აუტანელი სიცხე იყო.
მესამე სექტორში განთავსებულმა პატიმრებმა Amnesty International –ს განუცხადეს, რომ პოლიციის ოფიცრები არ აძლევდნენ მათ საკნის გარეთ კორდირში გასეირნების უფლებას და რომ ისინი მნიშვნელოვან პრობლემებს აწყდებოდნენ ტუალეტებზე ხელმისაწვდომობასთან დაკავშირებით. ორგანიზაციის მიერ განხორციელებული ვიზიტისას, პატიმრები აკაკუნებდნენ საკნის კარებებზე და დაჟინებით მოითხოვდნენ ტუალეტში გაყვანას. Amnesty International-ის დელეგატებმა დააფიქსირეს, რომ იმ პირებს, რომლებსაც აძლევდნენ ტუალეტში გასვლის უფლებას ხელში ეჭირათ შარდით ნახევრადსავსე ან გადავსებული პლასტმასის ბოთლები. პოლიციელებმა აღიარეს, რომ ყოველ საკანში პატიმრები იყენებდნენ პლასტიკურ ბოთლებს ბუნებრივი საჭიროებისათვის და მათ სცლიდნენ ხოლმე როდესაც ნებას რთავდნენ გასულიყვნენ ტუალეტში. დელეგატებმა ასევე დააფიქსირეს, რომ ტუალეტები ჭუჭყიანი იყო, ხოლო ორ საშხაპეს კი არც კარები და არც ფარდა არ გააჩნდა და ამგვარად შეუძლებელი იყო იქ განმარტოება.
ათენის აეროპორტის პოლიციის ორგანოებმა Amnesty International –ს განუცხადეს, რომ საპატიმრო ღონისძიებების შეფარდება უკანონო მიგრანტებისათვის ან თავშესაფრის მაძიებლებისათვის, რომელთა დაკავებაც მოხდა აეროპორტში ყალბი დოკუმენტების გამო და რომლებსაც არ შეეძლოთ გადაეხადათ სამართალწარმოებასთან დაკავშირებული ხარჯები, ხელს უწყობდა საპატიმრო ადგილების გადატვირთვას.
ვიზიტის პერიოდში, ორგანიზაციის წარმომადგენელებმა ყველა სექტორში დააფიქსირეს ისეთი ჰიგიენური საშუალებების არ არსეობა, როგორებიც არის საპონი, შამპუნი და ტუალეტის ქაღალდი. გარდა ამისა პატიმართა უმრავლესობამ განუცხადეს დელეგატებს, რომ მა თარ ჰქონდათ ხელმისაწვდომობა თავიანთ ბარგზე და ამგვარად ისინი ვერ სარგებლობდნენ პირადი ნივთებით, მათ შორის ტანსაცმლის გამოცვლის შესაძლებლობით. ზოგიერთმა განაცხადა, რომ ხსენებულის შედეგად, ისინი რამოდენიმე კვირის განმავლობაში ატარებდნენ ერთი და იგივე ტანსაცმელს. გარდა ხსენებულისა მათ საერთოდ არ ჰქონდათ გარეთ სეირნობის შესაძლებლობა. ორი პირი ჩიოდა, რომ მათ ხელი არ მიუწვდებოდათ წამლებზე, რადგანაც ისინი ბარგში იყო მოთავსებული. ანალოგიური პრეტენზიები იქნა მოსმენილი 2009 წლის ოქტომბერში განხორციელებული ვიზიტისას. გარდა ხსენებულისა, სამედიცინო მომსახურებასთან დაკავშირებული პრეტენზიები უცვლელი რჩებოდა 2009 წლის ოქტომბრის შემდგომ. აეროპორტის ორგანოებმა განუცხადეს Amnesty International –ს რომ დაწესებულებაში მუდმივად არ იმყოფებოდა ექიმი და სამედიცინო მომსახურების განხორციელება ხდებოდა პატიმრის მოთხოვნის საფუძველზე აეროპორტის სასწრაფო დახმარების გამოძახების მეშვეობით”.
166. 2010 წლის 30 აპრილს განხორციელებული ვიზიტის შედეგად Médecins sans Frontières – Greece გამოაქვეყნა მოხსენება, რომელშიც ასევე დაფიქსირებული იყო საპატიმრო ცენტრში არსებული გადატვირთა (300 პატიმარი) და საგანგაშო სანიტარული და ჰიგიენური პირობები. ოჯახებისათვის განკუთვნილ 3 საკანში, რომელთა საერთო ტევადობა გათვლილი იყო 8-12 პირზე, განთავსებული იყო 155 ადამიანი ვენტილაციის არ არსებობის პირობებში და მხოლოდ 3 ტუალეტითა და საშხაპით.
გ. საცხოვრებელი პირობები
167. 160-ე პუნქტში მოცემული მოხსენებების შემუშავების მიზნით გამოკითხული პირების თანახმად, განსხვავებული პრაქტიკა მოქმედებდა თავშესაფრის მაძიებელთა განთავისუფლების შემდგომ. ათენის საერთაშორისო აეროპორტში მათ ან პირდაპირ აძლევდნენ ვარდისფერ ბარათს ან ეუბნებოდნენ, რომ გამოცხადებულიყვნენ ატტიკას პოლიციის სათაო განყოფილებაში ბარათის ასაღებად. ზოგჯერ, იმ პირებთან მიმართებით, რომლებიც პირველად იყვნენ საბერძნეთში, გამოიცემოდა ხოლმე ბრძანება ქვეყნის რამოდენიმე დღიან ვადაში დატოვებასთან დაკავშირებით. თუკი ისინი შევიდოდნენ საბერძნეთის ტერიტორიაზე და პატიმრობაში იქნებოდნენ აყვანილნი ქვეყნის სხვადასხვა ნაწილში, პრაქტიკა უფრო თანმიმდევრული იყო და გულისხმობდა ამ პირებთან მიმართებაში ქვეყნის დატოვების ბრძანების გამოცემას და ამ პირების გადაგზავნას ისეთ დიდ ქალაქებში, როგორებიც არის ათენი ან პატრასი.
168. როგორც ჩანს, ნებისმიერ შემთხვევაში მა თარ მიეწოდებოდათ ინფორმაცია საცოხვრებელთან დაკავშირებით. კერძოდ გამოკითხულმა პირებმა განაცხადეს, რომ არავის უთქვამს მათთვის, რომ მათ უნდა შეატყობინონ ხელისუფლების ორგანოებს იმის შესახებ, რომ არ გააჩნიათ საცხოვრებელი ადგილი, რაც ხელისუფლების ორგანოებისათვის წარმოადგენს იმის წინაპირობას, რომ ეცადონ მოიძიონ ასეთი პირებისათვის გარკვეული საცხოვრებელი.
169. იმ პირებს, რომლებსაც არ ჰყავთ ოჯახი ან არ გააჩნიათ ნათესავები საბერძნეთში და ამავე დროს არ შეუძლიათ გადაიხადონ რენტა, ქუჩებში ძინავთ. შედეგად ბევრმა უსახლკარო თავშესაფრის მაძიებელმა, უმეტესად მარტოხელა მამაკაცმა. მაგრამ ასევე ოჯახებმა, არაკანონიერად დაიკავეს საჯარო ადგილები, მაგალითად პატრასში არსებული თვითნაკეთი ქოხები, რომლებიც აღებულ იქნა 2009 წლის ივლისში, ათენში მდებარე სააპელაციო სასამართლოს ძველი შენობა და გარკვეული პარკები.
170. ბევრმა გამოკითხულმა განაცხადა თავდასხმისა და დაყაჩაღების მუდმივი შიშის შესახებ, და სრულ სიღარიბესთან დაკავშირებით, რომელიც გამოწვეულია მათი მდგომარეობით (საკვების მოპოვებასთან დაკავშირებული სიძნელეები, საპირფარეშოებზე ხელმისაწვდომობის არქონა და სხვ).
171. ზოგადად შესაბამისი პირები არსებობის თვალსაზრისით დამოკიდებულნი არიან სამოქალაქო საზოგადოებაზე, წითელ ჯვარსა და გარკვეულ რელიგიურ ინსტიტუტებზე.
172. როგორც ჩანს ვარდისფერი ბარათის ფლობა არ ნიშნავს რაიმე სახის შეღავათის ქონას სახელმწიფოსაგან დახმარების მიღებისათვის და ამავე დროს უმთავრეს პრობლემას წარმოადგენს დროებითი სამუშაოს შოვნასთან დაკავშირებული ბიუროკრატიული წინაღობები. მაგალითად, იმისათვის, რათა დარეგისტრირდეს გადასახადის გადამხდელად, შესაბამისმა პირმა უნდა დაადასტუროს, რომ მას გააჩნია მუდმივი საცხოვრებელი ადგილი. ხსენებული კი ეფექტიანად რიყავს უსახლკარო პირებს დასაქმების ბაზრიდან. გარდა ამისა ჯანდაცვის ორგანოებმა როგორც ჩანს არ იციან თავიანთი ვალდებულებების შესახებ, რომელიც გულისხმობს თავშესაფრის მაძიებლებისათვის უფასო სამედიცინო მკურნალობის ან ჯანმრთელობასთან დაკავშირებული იმ დამატებითი საფრთხეებისაგან დაზღვევის უზრუნველყოფას, რომელსაც შესაძლოა დაექვემდებარონ ეს პირები. 2008 წლის ნოემბერში, Human Right Watch –მა განაცხადა
“ყველა ეროვნების თავშესაფრის მაძიებელს, რომელიც შეძლებს მოიპოვოს და შეინარჩუნოს წითელი ბარათები, მცირე იმედი რჩება, რომ მიიღებს დახმარებას მთავრობისაგან იმ ხშირად გაწელილ პერიოდში, როდესაც მათი საჩივრების იხილება. ხსენებულ პირებს შორის უსახლკარო და არასმქონე პირებს ყოველთვის აკლიათ საცხოვრებელი და სოციალური დახმარების სხვა უმნიშვნელოვანესი სახეები, ნაწილობრივ კი ეს ხდება იმის გამო, რომ საბერძნეთს გააჩნია მხოლოდ 770 ადგილი მისაღებ ცენტრებში თავშესაფრის იმ მაძიებლებისათვის, რომლებიც ყველაზე ძალიან საჭიროებენ დახმარებას. მართალია 10 მისაღები ცენტრიდან 3 მათგანი განკუთვნილია მარტოხელა ბავშვებისათვის, მაგრამ Human Right Watch –ი შეხვდა მარტოხელა ბავშვებს თავშესაფრის სხვა მაძიებელთა შორის, რომლებიც ცხოვრობდნენ ქუჩებში, პარკებში და მიტოვებულ შენობებში, რადგან მა თარ გააჩნდათ საცხოვრებელი და ხელი არ მიუწვდებოდათ სოციალურ დახმარებაზე. 15 წლის ნიგერიელი ბიჭი დარეგისტრირებული იყო პოლიციაში, მაგრამ მაშინ როდესც იგი გამოკითხა Human Right Watch –მა იგი ქუჩაში ცხოვრობდა რაიმე სახის დახმარების მიღების გარეშე: “მე კვლავაც არ მაქვს საცხოვრებელი ადგილი. ადვოკატებმა ჩანიშნეს შეხვედრა, რომლის დროსაც განხილულ უნდა იქნეს ის საკითხი თუ სად ვიცხოვრებ. ამჟამად მე მძინავს ქუჩაში. მე არ ვცხოვრობ არსად. მე მცივა. თავს არ ვგრძნობ უსაფრთხოდ. მე ფეხით დავსეოირნობ ხოლმე დაახლოებით ღამის 1-2 საათამდე და მხოლოდ ამის შემდგომ ვპოულობ ხოლმე პარკს სადაც შემიძლია დავიძინო”. თავშესაფრის 2008 წლის აპრილში მაძიებელთა ნორვეგიის ორგანიზაციამ (NOAS), ნორვეგიის ჰელსინკის კომიტეტმა და საბერძნეთის ჰელსინკის მონიტორმა ერთობლივი განცხადება გააკეთეს საბერძნეთში დუბლინი II ფორმატს დაბრუნებული პირების საცხოვრებელსა და სოციალურ პირობებთან დაკავშირებით და აღნიშნეს, რომ არასმქონე თავშესაფრის მაძიებელი პირებისათვის ხელმისაწვდომი საცხოვრბეელი ადგილები “გამოუსადეგარი” ხოლო მცირე რაოდენობის საცხოვრებელ ცენტრებში არსებული პირობები კი “აუტანელი” იყო. ორგანიზაციებმა დაადგინეს, “რომ თავშესაფრის მაძიებელთა უმეტესობა რჩება ყოველგვარი სოციალური დახმარების გარეშე საცხოვრებელი პირობებისა თუ სხვა სახის სოციალური დახმარების თვალსაზრისით. პრაქტიკულად საბერძნეთი არის ქვეყანა, სადაც თავშესაფრის მაძიებლები და ლტოლვილები ყოველგვარი ყურადღების გარეშე არიან დატოვებულნი ”.
დ. თავშესაფრის მინიჭებასთან დაკავშირებული პროცედურა
1. თავშესაფრის მინიჭების პროცედურაზე ხელმისაწვდომობა
173. 160-ე პუნქტში მოცემული მოხსენებებში აღწერილია ის მრავალი წინაღობა, რომლებიც ხელს უშლიან პირებს ხელი მიუწვდებოდეთ თავშესაფრის მინიჭებასთან დაკავშირებულ პროცედურაზე ან პრაქტიკაში ძალიან ართულებენ პროცედურაზე ხელმისაწვდომობას როგორც საბერძნეთში პირველად ჩამსვლელთათვის ასევე დუბლინის რეგულაციის ფორმატში დაბრუნებული პირებისათვის, რომლებიც ჩადიან ქვეყანაში ათენის საერთაშორისო აეროპორტის გავლით.
174. საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ პირველწყაროებიდან შეგროვებული ინფორმაცია, ისევე როგორც შესაბამისი დასკვნები, შემდეგნაირად შეიძლება მოკლედ იქნეს ჩამოყალიბებული.
175. თავშესაფრის მინიჭებასთან დაკავშირებული ძალიან ცოტა განაცხადის პირდაპირ წარდგენა ხდება უშიშროების სამსახურების წინაშე საერთაშორისო აეროპორტში, არასაკმარისი თანამშრომლებიც გამო. მაგრამ გარკვეულ შემთხვევებში ხსენებულ მიზეზს ემატება ასევე ინფორმაციის ნაკლებობა, იმასთან დაკავშირებით ასეთი სამსახურები საერთოდ არსებობს თუ არა.
176. როდესაც თავშესაფრის მაძიებლები ჩადიან აეროპორტში, ხდება მათი სისტემატური დაპატიმრება სანამ სიტუაცია გაირკვევა.
177. გათავისუფლების შემდგომ მათ, ვინც პირველად არის საბერძნეთში ჩასული, ზოგჯერ უბრძანებენ ხოლმე ქვეყნის დატოვებას, ხსენებული ბრძანება ბერძნულ ენაზეა და პირებს არ აცნობებენ ხოლმე იმის შესახებ, რომ შესაძლებელია თავშესაფრის მოთხოვნა ან ამ მიზნით ადვოკატთან დაკავშირება. ისეთი შემთხვევაც კი ყოფილა, რომ დუბლინის რეგულაციის ფორმატში დაბრუნებულ პირს, რომელმაც საბერძნეთში პირველად შესვლისას მოითხოვა თავშესაფარი, უბრძანეს ქვეყნის დატოვება იმ მოტივით, რომ მათი არყოფნის პერიოდში, გასული იყო საჩივრის შეტანის ყველანაირი ვადა.
178. რამოდენიმე ორგანიზაციამ განაცხადა, რომ ათენის აეროპორტში ყოველთვის არ ეძლევათ თავშესაფრის მინიჭებასთან დაკავშირებული ბროშურა იმ პირებს ვინც დაბრუნდნე დუბლინის რეგულაციის ფორმატში. მათ ასევე არ ეძლევათ რაიმე სხვა სახის ინფორმაცია პროცედურებისა და ვადების, ისევე როგორც სამართლებრივი კონსულტაციის მიღების მიზნით ადვოკატთან ან არასამტავრობო ორგანიზაციებთან დაკავშირების შესახებ.
179. ხსენებულის საპირისპიროდ, პოლიცია იყენებს “ხრიკებს”, რათა დაუკარგოს მათ ხსენებული პროცედურის განხორციელების სურვილი. მაგალითად რამოდენიმე მოწმის თანახმად, პოლიციამ დაარწმუნა ისინი, რომ საცხოვრებელი ადგილის მისამართის განცხადება აუცილებელი პირობა იყო იმისათვის, რათა პირს ესარგებლა ხსენებული პროცედურით.
180. სამ დღიანი ვადა, რომელიც ეძლევათ თავშესაფრის მაძიებლებს, რათა ისინი გამოცხადდნენ პოლიციის სათაო განყოფილებაში, პრაქტიკულად ძალიან მმცირეა. შესაბამისი სამსახურებისადმი მიმართვა ფაქტიურად შეუძლებელია, რადგან ძალიან ბევრი ადამიანი დგას რიგში და თავშესაფრის მინIჭებასთან დაკავშირებული განაცხადის წარდგენა შესაძლებელია მხოლოდ კვირაში ერთ დღეს. გარდა ამისა, შესასვლელში შესვლის შერჩევის კრიტერიუმები აბსოლუტურად თვითნებურია და არ არსბეობს რაიმე სახის სტანდარტული წესები, რათა პრიორიტეტი მიენიჭოს იმ პირებს, რომლებსაც სურთ შენობაში შესვლა თავშესაფრის მოსათხოვად. არის ხოლმე შემთხვევები, როდესაც ათასობით ადამიანი ცხადდება დანიშნულ დღეს და მხოლოდ 300 და 350 პირის რეგისტრირება ხდება ხოლმე მთელი კვირის განმავლობაში. ამჟამად დაახლოებით 20 მოთხოვნის რეგისტრირება ხდება ხოლმე ყოველდღიურად, მაშინ როცა 2000 პირამდე იცდის ხოლმე კარს მიღმა, რათა შეავსონ სხვადასხვა ფორმალობები. ხსენებული კი იწვევს ძალიან ხანგრძლივ რიგში დგომას სანამ პირს მიეცემა პირველი გასაუბრების დანიშვნის შესაძლებლობა.
181. აშკარად არასაკმარისი თარგმანის გამო, პირველი გამოკითხვა ხშირად მიმდინარეობს ხოლმე იმ ენაზე, რომელიც თავშესაფრის მაძიებელს არ ესმის ხოლმე. გამოკითხვები ზედაპირულ ხასიათს ატარებს და შინაარსობრივად შემოიფარგლება თავშესაფრის მაძიებლისათვის იმის კითხვით, თუ რატომ ჩავიდა პირი საბერძნეთში, არანაირი კითხვის დასმა არ ხდება ხოლმე იმასთან დაკავშირებით თუ როგორია სიტუაცია მის ქვეყანაში. გარდა ხსენებულისა, რაიმე სახის სამართლებრივი დახმარების არქონის პირობებში განმცხადებელებს არ შეუძლიათ დაიქირავონ სამართლებრივი მრჩეველი და მათ ძალიან იშვიათად ახლავან ხოლმე თან ადვოკატები.
182. რაც შეეხება სასამართლოზე ხელმისაწვდომობას, მიუხედავად იმისა, რომ თავშესაფრის ნებისმიერ მაძიებელს შეუძლია თეორიაში, შეიტანოს განაცხადი სასამართლოში და მოითხოვოს ევროპის სასამართლოსაგან რეგლამენტის 39-ე მუხლის გამოყენება, როგორც ჩანს ზემოხსენებული ხარვეზები იმდენად მნიშვნელოვანია, რომ თავშესაფრის მაძიებლისათვის სასამართლოზე ხელმისაწვდომობა თითქმის შეუძლებელია. ხსენებულით აიხსნება განაცხადების ის მცირე ოდენობა, რომელსაც სასამართლო იღებს თავშესაფრის მაძიებლებისაგან და უზრუნველყოფის ღონისძიებების გამოყენების მცირე ოდენობის მოთხოვნები, რომელსაც სასამართლო იღებს საბერძნეთთან მიმართებაში.
2. თავშესაფრის მინიჭებასთან დაკავშირებული განაცხადების განხილვის პროცედურა
183. ზემოთ ჩამოთვლილი მოხსენებები, ასევე წარმოაჩენენ ხარვეზებს თავშესაფრის მინიჭებასთან დაკავშირებული განაცხადების განხილვის პროცედურაში.
184. საქმეების დიდი უმრავლესობაში, ხდება განაცხადების უარყოფა პირველ ინსტანციაში, იმ მოტივით, რომ მიჩნეულია, რომ მათი წარდგენა მოხდა ეკონომიკური მიზნებიდან გამომდინარე. 2010 წელს UNHCR –ის მიერ განხორციელებული კვლევის თანახმად პირველ ინსტანციაში 202 გამოტანილი გადაწყვეტილებიდან, 201 დასრულდა ნეგატიური შედეგით და დასაბუთებული იყო სტერეოტიპული ტერმინებით, მათში არ იყო მოცემული რაიმე სახის მინიშნება წარმოშობის ქვეყნებთან დაკავშირებით, არ იყო მოცემული რაიმე სახის ახსნა განმარტება იმ ფაქტებთან დაკავშირებით, რომელსაც ემყარებოდა გადაწყვეტილება და ასევე არ იყო წარმოდგენილი სამართლებრივი დასაბუთება.
185. მოხსენებებში გაკიცხული იყო თავშესაფრის მოთხოვნის განმხილველი პოლიციელების არაჯეროვანი ტრენინგები და კვალიფიკაცია. UNHCR–ის თანახმად 2008 წელს ატტიკის პოლიციის სათაო განყოფილების იმ 65 თანამშრომლიდან, რომლებიც პასუხისმგებელნი იყვნენ თავშესაფართან დაკავშირებული განაცხადების განხილვაზე, მხოლოდ 11 ოფიცერი იყო თავშესაფრის მინიჭებასთან დაკავშირებული საკითხების სპეციალისტი.
186. რამოდენიმე ჩვენების თანახმად, ჩვეულ პრაქტიკას წარმოადგენდა, რომ გადაწყვეტილება, რომლითაც ხდებოდა თავშესაფრის განაცხადის უარყოფა გასაჩივრების ვადების მითითება, პირს მიეღო დოკუმენტის სახით, რომელიც ბერძნულ ენაზე იყო შედგენილი და რომელიც მას გადაეცემოდა ხოლმე ვარდისფერი ბარათის გადაცემისას ან განახლებისას. რადგანაც ბარათების განახლება ხდებოდა ხოლმე ყოველ 6 თვეში, თავშესაფრის მაძიებლები ვერ იგებდნენ, რომ მათი განაცხადები ფაქტიურად უარყოფილ იქნა და მათ გააჩნდათ გასაჩივრების უფლება. თუმცა თუკი ისინი არ წარადგენდნენ საჩივარს მითითებულ ვადაში, ისინი პროცედურის მიღმა რჩებოდნენ, და არმოჩნდებოდნენ ხოლმე არაკანონიერ სიტუაციაში. ამავე დროს მათ ემუქრებოდათ დაკავებისა და პატიმრობის საფრთხე გაძევების პროცედურის განმავლობაში.
187. ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარმა და UNHCR –მა ასევე ხაზგასმით აღნიშნეს, რომ შეტყობინების პროცედურა “იმ პირებისათვის, რომელთა მისამართიც არ იყო ცნობილი” არ მუშაობდა პრაქტიკაში. ამგვარად, თავშესაფრის ბევრ მაძიებელს არ შეეძლო თვალი მედევნებინა საკუთარი განაცხადის მოძრაობისათვის და უშვებდნენ დადგენილ ვადებს.
188. პირველ ინსტანციაში თავშესაფრის მინიჭებასთან დაკავშირებული განაცხადის განხილვისათვის საჭირო დრო ძალიან ხანგრძლივი იყო. UNHCR –ის თანახმად, 2009 წლის ივლისში, პირველ ინსტანციაში 6145 საქმის ხოლო სააპელაციო ინსტანციაში 42700 საქმის გაჭიანურება მოხდა. კომისრისათვის საბერძნეთის სამოქალაქო დაცვის სამინისტროს მიერ გაგზავნილი ინფორმაციის თანახმად, თავშესაფრის მინიჭებასთან დაკავშირებული მიმდინარე განაცხადების საერთო რაოდენობამ 2010 წლის თებერვალში მიაღწია 44650.
3. სამართლებრივი დაცვის ეფექტიანი საშუალებები
189. ეწინააღმდეგებოდა, რა inter alia ლტოლვილთა საკონსულტაციო კომიტეტის მეორე ინსტანციის როლის გაუქმებას 2009 წელს (იხ. 115-ე პუნქტი), UNHCR მა 2009 წლის 17 ივლისს გამოაქვეყნა პრეს რელიზი, რომლის თანახმადაც იგი აღარ მიიღებდა მონაწილეობას საბერძნეთში თავშესაფრის მინიჭებასთან დაკავშირებულ პროცედურაში.
190. რაც შეეხება უზენაეს ადმინისტრაციულ სასამართლოში გასაჩივრებას, 160-ე პუნქტში მოცემული მოხსენებებში გაკიცხულია სამართალწარმოების გადაჭარბებული ხანგრძლივობა. ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისრის თანახმად, ამჟამად ხანგრძლივობის საშუალო მაჩვენებელი არის ხუთნახევარი წელი. მოხსენებებში ასევე ხაზგასმულია, რომ ნეგატიური გადაწყვეტილების გასაჩIვრება ავტომატურად არ იწვევს გაძევების ბრძანების შეჩერებას და აუცილებელია ცალკე სამართალწარმოების აღძვრა, რათა მოთხოვნილ იქნეს აღსრულების შეჩერება. ხსენებული შეიძლება გაგრძელდეს 10 დღიდან 4 წლამდე. გარდა ხსენებულისა მოხსენებებში აღნიშნულია, რომ უზენაესი ადმინისტრაციული სასამართლოს მიერ განხორციელებული განხილვა არ არის იმდენად ყოვლისმომცველი, რომ მოიცვას საჩივრის მნიშვნელოვანი დეტალები, რომლებიც ეხება კონვენციის დარღვევასთან დაკავშირებულ პრეტენზიებს.
191. და ბოლოს, მოხსენებში აღნიშნულია, რომ უზენაეს ადმინისტრაციულ სასამართლოში სარჩელის წარსადგენად უფასო იურიდიული დახმარების სისტემა პრაქტიკაში არ მოქმედებს. ხსენებულს ხელს უშლის სურვილის არ ქონა და იმ ადვოკატების სიმცირე, რომლებიც ახორციელებენ უფასო სამართლებრივ მომსახურებას ასეთ საკითხებზე. ეს ყოველივე კი გამოწვეულია სამართალწარმოების ხანგრძლივობით ანაზღაურების გვიან მიღების პერსპექტივით.
4. Refoulement –ის (გაძევება/უკან დაბრუნების) საფრთხე
192. საბერძნეთის ხელისუფლების ორგანოების მიერ თავშესაფრის მაძიებელთა Refoulement –ის საფრთხე იქნება ეს განხორციელებული არაპირდაპირ თურქეთში, თუ წარმოშობის ქვეყანაში, მუდმივად არსებული პრობლემაა. 161-ე პუნქტში აღნიშნულ მოხსენებებში, ისევე როგორც პრესაში, რეგულარულად არის აღნიშნული ხსენებული პრაქტიკა, და მითითებულია, რომ საბერძნეთის ხელისუფლების ორგანოები ახდენენ არამხოლოდ თავშესაფრის მაძიებელთა, რომელთაც ჯერ არ მიუმართავთ თავშესაფრის მინიჭების მოთხოვნით, დეპორტაციას, ზოგჯერ კონლექტიურადაც, არამედ ასევე მათ დეპორტაციას რომელთა განაცხადებიც დარეგისტრირდა და რომელთაც გადაეცათ ვარდისფერი ბარათები. თურქეთში გაძევება ხორციელდება ან საბერძნეთის ხელისუფლების ორგანოების ცალმხრივი ინიციატივით, თურქეთის საზღვარზე, ან საბერძნეთსა და თურქეთს შორის გაფორმებული რეადმისიის ხელშეკრულების ფარგლებში. დადგენილ იქნა, რომ ამგვარად გაძევებული რამოდენიმე პირი მოგვიანებით უკან გააგზავნეს ავღანეთში თურქეთის ხელისუფლების ორგანოებმა მათ მიერ წარდგენილი თავშესაფრის მინიჭების განაცხადის განუხილველად.
193. რამოდენიმე მოხსენება აღნიშნავს Refoulement –ის სერიოზულ საფრთხეს იმ მომენტშივე როგორც კი ხდება ხოლმე თავშესაფრის მინიჭებასთან დაკავშირებული განაცხადის უარყოფა. საფრთხე კი გამოწვეულია იმით, რომ უზენაეს ადმინისტრაციულ სასამართლოში საჩივრის შეტანა ავტომატურად არ აჩერებს გაძევების გადაწყვეტილების აღსრულებას.
5. 2009 წლის 2 აპრილის UNHCR –ის წერილი
194. 2009 წლის 2 აპრილს UNHCR –მა წერილი გაუგზავნა ბელგიის მიგრაციისა და თავშესაფრის პოლიტიკის მინიტრს და გააკრიტიკა თავშესაფრის მინიჭებასთან დაკავშირებულ პროცედურაში არსებული ხარვეზები და ის პირობები, რომლებიც არსებობდა საბერძნეთის მისაღებ ცენტრებში. ხსენებულის ფონზე UNHCR –მა რეკომენდაციით მიმართა ბელგიის ხელისუფლებას შეეჩერებინა საბერძნეთში განსახორციელებელი გადაყვანები. ხსენებული წერილის ასლი გაეგზავნა უცხოელთა ოფისს. წერილი შემდეგი შინაარსის იყო (ამონარიდები):
“UNHCR –ისათვის ცნობილია, რომ სასამართლომ საქმეზე K.R.S. v. the United Kingdom ახლახანს მიიღო გადაწყვეტილება, რომ თავშესაფრის მაძიებლის საბერძნეთში გადაყვანა, არ წარმოშობს refoulement –ის საფრთხეს კონვენციის მე-3 მუხლის მნიშვნელობით. თუმცა სასამართლოს არ უმსჯელია იმასთან დაკავშირებით შესაბამისობაშია თუ არა საბერძნეთის ქმედებები მის მიერ საერთაშორისო სამართლის თანახმად ლტოლვილებთან დაკავშირებით აღებულ ვალდებულებებთან. კერძოდ, სასამართლოს არაფერი განუცხადებია იმის შესახებ თავშესაფრის მაძიებელთა განთავსების ცენტრში არსებული პირობები შესაბამისობაში იყო თუ არა ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო და რეგიონულ სტანდარტებთან, ან გააჩნდათ თუ არა თავშესაფრის მაძიებლებს ხელმისაწვდომობა თავშესაფრის მოთხოვნის სამართლიან განხილვაზე, ან გააჩნდათ თუ არა ლტოლვილებს ეფექტიანი შესაძლებლობა, რომ ესარგებლათ ჟენევის კონვენციით დადგენილი უფლებებით. UNHCR –ს მიაჩნია, რომ ხსენებული კვლავაც წარმოადგენს პრობლემას”.
195. UNHCR –მა დაასკვნა
“ზემოხსენებული მიზეზებიდან გამომდინარე UNHCR კვლავაც რჩება იმ შეფასების მომხრე, რომელიც ეხება საბერძნეთის თავშესაფრის სისტემას და კვალავაც იზიარებს იმ რეკომენდაციებს, რომლებიც ფორმულირებულია 2008 წლის აპრილში ორგანიზაციის მიერ დაფიქსირებულ პოზიციაში, სახელდობრ ის რომ მთავრობებმა თავი უნდა შეიკავონ თავშესაფრის მაძიებელთა საბერძნეთში გადაყვანისაგან და თავად იკისრონ პასუხისმგებლობა განიხილონ შესაბამისი თავშესაფრის მინიჭების განაცხადები, როგორც ეს დადგენილია დუბლინის რეგულაციის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტით”.
VI. საერთაშორისო დოკუმენტები ავღანეთში არსებული სიტუაციის შესახებ
196. 1979 წლიდან ავღანეთი ჩაბმულია შეიარაღებულ კონფლიქტში. ამჟამად არსებული სიტუაცია გამოწვეულია სამოქალაქო ომით, რომელიც მიმდინარეობდა 1994-2001 წლებში. ხსენებული ომის დროს მოჯაჰედებმა (საბჭოთა ჯარების მოწინააღმდეგე ვეტერანები, რომელთა უმეტესობასაც ახლა თანამდებობები უკავია) დააარსეს თალიბანის მოძრაობა და მონაწილეობდნენ აშშ-ში განხორციელებულ 2001 წლის 11 სექტემბრის თავდასხმებში.
197. UNHCR–ის თანახმად (“ავღანელი თავშესაფრის მაძიებლების საერთაშორისო დაცვის საჭიროების შეფასებასთან დაკავშირებული სახელმძღვანელო პრინციპები”), ავღანეთში არსებული სიტუაცია შეიძლება შეფასდეს, როგორც გამძაფრებული შეიარაღებული კონფლიქტი, რომელსაც თან სდევს ადამიანის უფლებათა უხეში და აფართედ გავრცელებული დარღვევბი. მთავრობა და საერთაშორისო თანამოკავშირენი ებრძვიან აჯანყებულთა ჯგუფებს, მათ შორის თალიბანს, ჰეზბესლამს და ალქაედას. ლეგალური და არალეგალური სამხედრო ფორმირებები და ორგანიზებული კრიმინალური ჯგუფები ასევე მნიშვნელოვან როლს თამაშობენ კონფლიქტში. მიუხედავად რეფორმების გატარების მცდელობისა, ავღანეთში ჯერ კიდევ ფართედ არის გავრცელებული კორუფცია, ნაკლებად მოქმედებს კანონიერი პროცედურები და არაეფექტიანად ხორციელდება მართლმსაჯულება. ადამიანის უფლებების დარღვევებთან მიმართებით მართლმსაჯულების სისტემის მიერ იშვიათად ხდება ხოლმე რეაგირება ან რემედირება, დაუსჯელობა კი ფართედ არის გავრცელებული. რელიგიური კონსერვატიზმის პროგრესულმა გაძლიერებამ ზეწოლა მოახდინა მთავრობასა და პარლამენტზე, რათა მომხდარიყო ძირითადი უფლებების გარკვეულწილად დაკნინება.
198. ზემოხსენებულ დოკუმენტში, UNHCR–მა განაცხადა, რომ უმეტესად შეტაკებები კვლავაც ხდება ქვეყნის სამხრეთ და სამხრეთ აღმოსავლეთ ნაწილში. სამხრეთში ჰელმანდისა და ყანდაღარის პროვინციებში, სადაც თალიბანს ძლიერი პოზიციები აქვს, ხდება სწორედ გააფთრებული შეტაკებები. სამხრეთ, სამხრეთ აღმოსავლეთ და აღმოსავლეთ რეგიონებში მიმდინარე კონფლიქტმა გამოიწვია მოსახლეობის მიგრაცია და მრავალი ადამიანური მსხვეპრლი.
199. უფრო და უფრო მეტი მტკიცებულება ადასტურებს იმ ფაქტს, რომ იმ პირებს რომლებიც ახორციელებენ, ან ივარაუდება რომ ახორციელებენ, სამთავრობო პროექტებს, ისევე როგორც არასამთავრობო ორგანიზაციებს ან სამოქალაქო ფირმებს, რომლებიც რეალურად თანამშრომლობენ, ან ივარაუდება, რომ მუშაობენ, ავღანეთში მყოფ საერთაშორისო ძალებთან, ძალიან სერიოზული საფრთხე ემუქრებათ რომ აღმოჩნდნე მთავრობის მოწინააღმდეგე ძალების სამიზნეები.
200. რაც შეეხება შიდა გადაადგილებას, UNHCR –ი აღნიშნავს, რომ ავღანეთის არცერთი რეგიონი არ არის უსაფრთხო და თუკი ასეთი მაინც მოიპოვება ავღანეთში, იქ ჩასვლა შეუძლებელია, რადგანაც ავრანეთში გზების უმეტესობა სახიფათოა.
201. ქაბულში სიტუაცია გაუარესდა. მზარდი ეკონომიკური მიგრაცია, მძიმე ტვირთად აწვება დასაქმების ბაზარს და ისეთ რესურსებს, როგორებიც არის ინფრასტრუქტურა, მიწა და სასმელი წყალი. სიტუაციას კიდევ უფრო აუარესებს მუდმივი გვალვა, რაც იწვევს წყალთან დაკავშირებული ავადმყოფობების გავრცელებას. ქვეყნისთვის დამახასიათებელი უმუშევრობა და ძალიან მცირე სამუშაო, შესაძლებლობას უზღუდავს ბევრ ადამიანს, რათა მათ ელემენტარული საჭიროებებისათვის აუცილებელი შემოსავალი გააჩნდეთ.
202.ზოგადად UNHCR–ი თვლის, რომ შიდა გადაადგილება წარმოადგენს გონივრულ ალტერნატიულ გზას იმისათვის, რათა პირმა ისარგებლოს დაცვით გადასაადგილებელ ადგილას. აღნიშნული დაცვა შეიძლება უზრუნველყოს პირის ოჯახმა, ფართე გაგებით, გაერთიანებამ ან ტომმა. თუმცა ხსენებული ფორმის დაცვა შემოიფარგლება გარკვეული რეგიონებით, სადაც არსებობს ოჯახური ან ტომური კავშირები. თუნდაც ასეთ სიტუაციებში, აუცილებელია ინდივიდუალური შემთხვევების ანალიზი, რადგანაც ქვეყანაში ტრადიციული სოციალური კავშირები გადაგვარდა 30 წლიანი ომის, ლტოლვილთა მასიური გადაადგილებისა და სოფლების დაცლის შედეგად.
203. ხსენებულ დირექტივებში მოცემული რეკომენდაციების გათვალისწინებით, ბელგიის ხელისუფლების ორგანომ, რომელიც პასუხისმგებელია თავშესაფრის მინიჭებასთან დაკავშირებული განაცხადების განხილვაზე (CGRSP იხ. 131-ე პუნქტი) 2010 წლის თებერვლით დათარიღებულ დოკუმენტში “ლტოლვილთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა გენერალური კომისრის ოფისი ავღანელი თავშესაფრის მაძიებლების შესახებ” განაცხადა, რომ მრავალ იმ ავღანელ თავშესაფრის მაძიებელს მიანიჭეს შესაბამისი დაცვა, რომლებიც იყვნენ განსაკუთრებული საფრთხის შემცველი რეგიონებიდან.
სამართალი
204. წინამდებარე საქმის ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, სასამართლო მართებულად თვლის პირველ რიგში განმცხადებლის საჩივრები განიხილოს საბერძნეთთან მიმართებაში და შემდგომ ბელგიასთან მიმართებაში.
I. საბერძნეთის მიერ კონვენციის მე-3 მუხლის სავარაუდო დარღვევა განმცხადებლის პატიმრობის პირობების გამო
205. განმცხადებელი ამტკიცებდა, რომ ათენის საერთაშორისო აეროპორტში მისი პატიმრობის პირობები, წარმოადგენდა არაადამიანურ და ღირსების შემლახველ მოპყრობას კონვენციის მე-3 მუხლის მნიშვნელობით, რომლის თანახმადაც:
“ არავინ შეიძლება დაექვემდებაროს წამებას, არაადამიანურ ან ღირსების შემლახველ მოპყრობას ან დასჯას”
ა. მხარეთა არგუმენტაცია
1. განმცხადებელი
206. განმცხადებელი ჩიოდა პატიმრობის ორივე პერიოდთან დაკავშირებით – პირველი პერიოდი გრძელდებოდა 2009 წლის 15 დან 18 ივნისამდე, როდესაც იგი ჩავიდა ათენის საერთაშორისო აეროპორტში, ხოლო მეორე პერიოდი გრძელდებოდა 2009 წლის 1 აგვისტოდან 9 აგვისტომდე, როდესაც იგი დააპატიმრეს აეროპორტში. იგი აცხადებდა, რომ აეროპორტის გვერდით განთავსებულ ცენტრში არსებული პატიმრობის პირობები, იმდენად საშინელი იყო, რომ უთანაბრდებოდა არაადამიანურ და ღირსების შემლახველ მოპყრობას. განმცხადებელი შემდეგნაირად აღწერდა პატიმრობის პირობებს: იგი ჩაკეტილი იყო პატარა ოთახში 20 სხვა პირთან ერთად, ტუალეტზე ხელმისაწვდომობა დამოკიდებული იყო მცველების ნება სურვილზე, მას არ ჰქონდა სუფთა ჰაერზე სეირნობის უფლება, ძალიან მცირე ოდენობის საკვებს აძლევდნენ და უხდებოდა ძილი ძალიან ჭუჭყიან ლეუბზე ან იატაკზე. იგი ასევე ჩიოდა, რომ პატიმრობის მეორე პერიოდში მას სცემდნენ მცველები.
2. საბერძნეთის მთავრობა
207. მთავრობა სადაოს ხდიდა იმ ფაქტს, რომ ადგილი ჰქონდა განმცხადებლის მე-3 მუხლით უზრუნველყოფილი უფლების დარღვევას მისი პატიმრობის პირობების გამო. მთავრობის მტკიცებით განმცხადებელს არ ჰქონდა წარმოდგენილი რაიმე სახის მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა, რომ მან განიცადა არაადამიანური და ღირსების შემლახველი მოპყრობა.
208. განმცხადებლის მიერ წარმოდგენილი პირობების აღწერის საპირისპიროდ, მთავრობა განთავსების ცენტრში არსებულ პირობებს აღწერდა, როგორც მცირე ხნით განთავსებისათვის შესაბამისად მოწყობილს და აცხადებდა, რომ ცენტრი სპეციალურად იყო განკუთვნილი თავშესაფრის მაძიებლებისათვის, სადაც მათ ჯეროვნად კვებავდნენ.
209. სასამართლოს მიერ დიდი პალატის წინაშე გამართული მოსმენისას დასმულ კითხვებზე წარდგენილ პასუხში, მთავრობამ უფრო დეტალური ინფორმაცია წარადგინა ცენტრში არსებული სტრუქტურისა და განთავსების შესახებ. მთავრობის მტკიცებით ცენტრში ფუნქციონირებდა თავშესაფრის მაძიებელთათვის განკუთვნილი სექცია, რომელიც 3 ოთახისაგან შედგებოდა, მათში განთავსებული იყო 10 საწოლი და 2 ტუალეტი. თავშესაფრის მაძიებლები ერთად იყვნენ მოთავსებულნი იმ პირებთან, რომლებიც ელოდებოდნენ გაძევებას, იქ ასევე განთავსებული იყო საჯარო ტელეფონი და წყლის ონკანი. ხსენებულ ცნეტრში განმცხადებელი განთავსებული იყო 2009 წლის ივნისში მაშინ როდესაც იგი ელოდებოდა ვარდისფერი ბარათის მიღებას.
210. მთავრობა აცხადებდა, რომ 2009 წლის აგვისტოში განმცხადებელი მოთავსებული იყო განთავსების ცენტრის იმ სექციაში, რომელიც ცალკე იყო განთავსებული თავშესაფრის მაძიებელთათვის განკუთვნილი სექციიდან და განკუთვნილი იყო იმ უცხოელთათვის, რომლებმაც ჩაიდინეს დანაშაული. ხსენებულ პირებს გამოყოფილი ჰქონდათ 110 კვ.მ ფართი, რომელიც მოიცავდა 9 ოთახს და 2 ტუალეტს. იქ ასევე განთავსებული იყო საჯარო ტელეფონი და 2 ტუალეტი.
211. და ბოლოს მთავრობა ამტკიცებდა, რომ პატიმრობის მცირე პერიოდები, და მეორე პატიმრობასთან დაკავშირებული გარემოებები, რომლებიც არ უკავშირდებოდა განმცხადებლის მიერ თავშესაფრის მინიჭებასთან დაკავშირებით შეტანილ განაცხადს, არამედ იმ ფაქტს, რომ მისი დაპატიმრება გამოწვეული იყო დანაშაულის ჩადენით, რომელიც გულისხმობდა ყალბი საბუთებით საბერძნეთის დატოვების მცდელობას.
ბ. მესამე მხარედ ჩართული ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისრისა და გაეროს ლტოლვილთა საკითხებში უმაღლესი კომისრის კომენტარები
212. კომისარმა განაცხადა, რომ მას აცნობეს Médecins sans Frontières – Greece – დან (იხ. 166-ე პუნქტი) აეროპორტის გვერდით არსებული განთავსების ცენტრში არსებული პირობების შესახებ.
213. UNHჩღ –მა ხსენებულ ცენტრში ვიზიტი განახორციელა 2010 წლის მაისში და იქ არსებული პატიმრობის პირობები დაუშვებლად მიიჩნია, აღნიშნა რა რომ არ შემოდიოდა სუფთა ჰაერი, არ არსებობდა სუფთა ჰაერზე გასეირნების საშუალება და საკნებში არ იყო ტუალეტები.
გ. სასამართლოს შეფასება
1. არსებით განხილვაზე დაშვებადობის საკითხი
214. სასამართლო მიიჩნევს, რომ კონვენციის მე-3 მუხლთან დაკავშირებული განმცხადებლის პრეტენზიები, რომლებიც ეხება საბერძნეთში მისი პატიმრობის პირობებს, წამოჭრის კანონმდებლობასა და ფაქტებთან დაკავშირებულ რთულ საკითხებს, რომელთა გამოკვლევაც მოითხოვს საქმის არსებითად განხილვას.
215. ხსენებულიდან გამომდინარეობს, რომ განაცხადის წინამდებარე ნაწილი არ არსი აშკარად დაუსაბუთებელი კონვენციის 35-ე მუხლის მე-3 პუნქტის მნიშვნელობით. იგი არ შეიძლება მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად რაიმე სხვა საფუძველზე. შესაბამისად იგი არსებით განხილვაზე დაშვებულად უნდა გამოცხადდეს.
2. არსებითი მხარე
ა) ზოგადი პრინციპების მოშველიება
216. სასამართლო იმეორებს, რომ უცხოელთა დაკავება, რასაც თან ახლავს შესაბამისი პირებისათვის ჯეროვანი გარანტიების უზრუნველყოფა, დასაშვებია მხოლოდ იმ მიზნით, რომ სახელმწიფოს მიეცეს შესაძლებლობა აღკვეთოს არაკანონიერი მიგრაცია და ამავე დროს დაიცვას საერთაშორისო ვალდებულებები, რომელიც მას აღებული აქვს კერძოდ ლტოლვილის სტატუსთან დაკავშირებული 1951 წლის ჟენევის კონვენციითა და ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციით. სახელმწიფოების სამართლიანი მცდელობა, რომ აღკვეთონ მზარდი მიგრაციის მცდელობები, არ უნდა ართმევდეს თავშესაფრის მაძიებელს იმ გარანტიებს, რომელთაც უზრუნველყოფს მათთვის ზემოხსენებული კონვენციები (იხ. Amuur v. France, 1996 წლის 25 ივნისის გადაწყვეტილება, § 43, Reports of Judgments and Decisions 1996 III).
217. როდესაც სასამართლოს უხდება ხოლმე აღსრულების ღონისძიებებისა და მეთოდიკის შესაბამისობის განხილვა კონვენციის დებულებებთან, იგი იკვლევს ხოლმე შესაბამისი პირების კონკრეტულ სიტუაციას (იხ. Riad and Idiab v. Belgium, nos. 29787/03 da 29810/03, § 100, ECHR 2008‑... (extracts)).
218. სახელმწიფოებმა განსაკუთრებულად უნდა დაიცვან კონვენციის მე-3 მუხლი, რომელიც განსაზღვრავს დემოკრატიული საზოგადოების ერთ ერთ ყველაზე ფუნდამენტურ ღირებულებას და აბსოლუტური ტერმინებით კრძალავს წამებას და არაადამიანურ ან ღირსების შემლახველ მოპყრობას ან დასჯას, მიუხედავად გარემოებებისა და მსხვერპლის ჩადენილი ქმედებებისა (სხვა მაგალითებს შორის იხ. Labita v. Italy [GC],
no. 26772/95, § 119, ECHR 2000-IV).
219. სასამართლომ მრავალჯერ განაცხადა, რომ იმისათვის, რათა ქმედება მოხვდეს მე-3 მუხლის მოქმედების სფეროში, არასათანადო მოპყრობამ უნდა მიაღწიოს სისასტიკის მინიმალურ ზღვარს. ხსენებული მინიმალური ზღვარი ფარდობითია და დამოკიდებულია საქმის ყველა გარემოებაზე, როგორიც არის მოპყრობის ხანგრძლივობა და მისი ფიზიკური და სულიერი შედეგები და ზოგიერთ შემთხვევაში მსხვერპლის სქესი, ასაკი და ჯანმრთელობის მდგომარეობა (იხ. მაგალითად, Kudła v. Poland [GC], no. 30210/96, § 91, ECHR 2000-XI).
220. სასამართლო მოპყრობას “არაადამიანურად” მიიჩნევს, როდესაც “იგი განზრახ იყო განხორციელებული, გრძელდებოდა საათების განმავლობაში უწყვეტად და გამოიწვია სხეულის რეალური დაზიანება ან მნიშვნელოვანი ფიზიკური ან სულიერი ტანჯვა”. მოპყრობა “ღირსების შემლახველად ითვლება” როდესაც იგი ამცირებს ან აკნინებს ინდივიდს და გამოხატავს მისდამი უპატივცემულობას, ან როდესაც ამცირებს პირის ღირსებას ან წარმოშობს შიშს, განცდის ან არასრულფასოვნების გრძნობას, რომელსაც შეუძლია ინდივიდის სულიერი და ფიზიკური მდგრადობის შელახვა (ibid., § 92, da Pretty v. the United Kingdom, no. 2346/02, § 52, ECHR 2002‑III). შესაძლებელია საკმარისი აღმოჩნდეს, რომ პირი დამცირდეს საკუთარ თვალში და არა სხვის თვალში (სხვა მაგალითებს შორის იხ., Tyrer v. the United Kingdom, 1978 წლის 25 აპრილის გადაწყვეტილება, § 32, Series A no. 26). და ბოლოს მიუხედავად იმისა, მოპყრობის მიზანს წარმოადგენდა თუ არა პირის დამცირება შეიძლება მივიჩნიოთ ისეტ ფაქტორად, რომელიც მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული, ასეთი მიზნის არ არსებობას არ შეუძლია სრულად გამორიცხოს მე-3 მუხლის დარღვევის დადგენის შესაძლებლობა (იხ. Peers v. Greece, no. 28524/95, § 74, ECHR 2001-III).
221. კონვენციის მე-3 მუხლი სახელმწიფოებისაგან მოითხოვს, რომ მათ უზრუნველყონ, რათა პატიმრობის პირობები შესაბამისობაში იყო ადამიანის ღირსებასთან, რომ შეფარდებული ღონისძიების აღსრულების სახე და მეთოდი არ უქვემდებარებდეს პატიმარს ისეთი დონის ტანჯვას ან სიძნელეებს, რომლებიც აჭარბებენ პატიმრობისათვის დამახასიათებელი ტანჯვის გარდაუვალ დონეს, ხოლო პატიმრობისას პრაქტიკული მოთხოვნილებიდან გამომდინარე, მათი ჯანმრთელობა და კეთილდღეობა ადექვატურად იყოს დაცული (იხ. მაგალითად ზემოხსენებული, Kუდłა-ს საქმე, § 94).
222. სასამართლომ დაადგინა, რომ თავშესაფრის მაძიებლის გამოკეტვა წინასწარ მომზადებულ კაბინაში 2 თვის განმავლობაში ისე რომ მას გააჩნდეს უფლება დატოვოს ეს კაბინა ან განახორციელოს სატელეფონო ზარი, არ იყოს უზრუნველყოფილი სუფთა საწოლით და ჰიგიენური ნივთებით, წარმოადგენდა ღირსების შემლახველ მოპყრობას კონვენციის მე-3 მუხლის მნიშვნელობით (იხ. S.D. v. Greece, no. 53541/07, §§ 49-54, 2009 წლის 11 ივნისი). ანალოგიურად 6 დღიანი პატიმრობის პერიოდი შეზღუდულ სივრცეში, როდესაც არ არსებობს სიარულის შესაძლებლობა და სამოძრაო არეალი, ჭუჭყიან ლეიბებზე ძილი და ტუალეტზე თავისუფალი ხელმისაწვდომობის არქონა, სასამართლომ მე-3 მუხლთან შეუთავსებლად მიიჩნია (იქვე $51). თავშესაფრის მაძიებლის პატიმრობა 3 თვის განმავლობაში პოლიციის განყოფილებაში, იმ პერიოდში როდესაც მის მიმართ გამოიყენებოდა ადმინისტრაციული პატიმრობა, რომლის დროსაც მას არ გააჩნდა სუფთა ჰაერზე სეირნობის შესაძლებლობა და ჯეროვანი კვება, ასევე იქნა მიჩნეული ღირსების შემლახველ მოპყრობად (იხ. Tabesh v. Greece, no. 8256/07, §§ 38 - 44, 2009 წლის 26 ნოემბერი). და ბოლოს, სასამართლომ დაადგინა, რომ იმ განმცხადებლის დაპატიმრება სამი თვის განმავლობაში, რომელიც ასევე თავშესაფრის მაძიებელი იყო, ძლიერ გადატვირთულ საკანში, საშინელ ჰიგიენურ პირობებში და სიბინძურეში, სეირნობის და ჯეროვანი კვების არ არსებობის პირობებში, სადაც საშინელ მდგომარეობაში არსებული საპირფარეშოს პრაქტიკულად ვერ გამოიყენებდა ადამიანი და სადაც პატიმრებს ეძინათ განსაკუთრებით ბუნძურ და გადატვირთულ პირობებში, წარმოადგენდა მე-3 მუხლით აკრძალულ ღირსების შემლახველ მოპყრობას (იხ. A.A. v. Greece, no. 12186/08, §§ 57 - 65, 2010 წლის 22 ივლისი).
ბ) ხსენებული პრინციპების გამოყენება წინამდებარე საქმეში
223. უწინარესად სასამართლო აღნიშნავს, რომ ამჯამად სახელმწიფოები, რომლებზეც გადის ევროკავშირის საზღვრები მნიშვნელოვან სიძნელეებს განიცდიან მიგრანტებისა და თავშესაფრის მაძიებელთა მოზღვავების კუთხით. სიტუაციას კიდევ უფრო ამწვავებს წევრი სახელმწიფოებიდან თავშესაფრის მაძიებელთა გადაყვანა დუბლინის რეგულაციის ფორმატში (იხ. 65-82 პუნქტები). სასამართლო არ უგულებელყოფს იმ ტვირთსა და ზეწოლას, რომელსაც განიცდიან სახელმწიფოების ხსენებული სიტუაციის შედეგად, თან მითუმეტეს არსებული ეკონომიკური კრიზისის პირობებში. სასამართლოსათვის ცნობილია იმ სიძნელეების შესახებ, რომლებიც უკავშირდება მიგრანტებისა და თავშესაფრის მაძიებლების მიღებას მათი საერთაშორისო აეროპორტში ჩამოსვლისას და თავშესაფრის მაძიებელთა იმ აშკარად დისპროპორციულ რაოდენობას, რომლის მიღებაც შეუძლიათ გარკვეულ სახელმწიფოებს. თუმცა, მე-3 მუხლის ხასიათიდან გამომდინარე ხსენებულს არ შეუძლია გაათავისუფლოს სახელმწიფოების იმ ვალდებულებებისაგან, რომლებიც მათ აღებული აქვთ ხსენებული დებულებით.
224. ხსენებულის გათვალისწინებით, სასამართლო ვერ მიიღებს საბერძნეთის მთავრობის იმ არგუმენტს, რომ განმცხადებლის მე-3 მუხლთან დაკავშირებული პრეტენზიების განხილვისას გათვალისწინებულ უნდა იქნეს რთული გარემოებები.
225. სასამართლო აუცილებლად მიიჩნევს გაითვალისწინოს ის გარემოებები, რომელშიც განმცხადებელი იქნა მოტავსებული პატიმრობაში და ის ფაქტი, რომ მიუხედავად იმისა თუ რა არგუმენტი წარმოადგინა საბერძნეთის მთავრობამ, განმცხადებელს არ გააჩნდა, როგორც ასეთი, “არაკანონიერი მიგრანტის” სტატუსი. ხსენებულის საპირისპიროდ 2009 წლის 4 ივნისის შეთანხმების შემდგომ, რომლის თანახმადაც საბერძნეთს უნდა აერო პასუხისმგებლობა განმცხადებლის თავშესაფრის საკითხის განხილვასთან დაკავშირებით, საბერძნეთის ხელისუფლების ორგანოებისთვის, ცნობილი იყო განმცხადებლის ვინაობა და ასევე ის ფაქტი, რომ იგი იყო თავშესაფრის პოტენციური მაძიებელი. ხსენებულის მიუხედავად იგი მყისიერად იქნა პატიმრობაში აყვანილი რაიმე სახის ახსნა განმარტების გარეშე.
226. სასამართლო აღნიშნავს, რომ სხვადასხვა საერთაშორისო ორგანოსა და არასამათავრობო ორგანიზაციის მიერ გამოცემული მოხსენების (160-ე პუნქტი) თანახმად თავშესაფრის მაძიებელთა სისტემატური მოთავსება პატიმრობაში, ისე რომ მათთვის არ ხდებოდა დაპატიმრების მიზეზების შეტყობინება, ფართედ გავრცელებულ პრაქტიკას წარმოადგენდა საბერძნეთში.
227. სასამართლო ასევე ითვალისწინებს განმცხადებლის იმ პრეტენზიას, რომ დაექვემდებარა უხეშ მოპყრობასა და შეურაცხყოფას პოლიციის წარმომადგნლების მხრიდან მისი მეორედ დაპატიმრების პერიოდში. სასამართლო მიიჩნევს, რომ ხსენებული პრეტენზიები არ არის გამყარებული რაიმე სახის დოკუმენტების, როგორიც არის სამედიცინო დასკვნა და შესაბამისად შეუძლებელია ნათლად იმის დადგენა თუ რა გადახდა თავს განმცხადებელს. თუმცა სასამართლო ვალდებულია აღნიშნოს, რომ განმცხადებლის პრეტენზიები შეესაბამება იმ მრავალ ჩვენებას, რომლებიც მოიპოვეს მოწმეებისაგან საერთაშორისო ორგანიზაციებმა (იხ. 160-ე პუნქტი). სასამართლო განსაკუთრებით აღნიშნავს, რომ 2007 წელს საერთაშორისო აეროპორტის გვერდით მდებარე განთავსების ცენტრში განხორციელებული ვიზიტის შემდგომ, წამების საწინააღმდეგო ევროპულმა კომიტეტმა დააფიქსირა პოლიციელების მიერ განხორციელებული წამების ფაქტები (იხ. 163-ე პუნქტი)
228. სასამართლო აღნიშნავს, რომ მხარეები ვერ თანხმდებიან იმასთან დაკავშირებით, თუ რომელ სექტორში იყო განთავსებული განმცხადებელი. მტავრობა აცხადებს, რომ განმცხადებელი განთავსებული იყო 2 სხვადასხვა სექტორში მათ შორის სხვაობა მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული. მეორეს მხრივ განმცხადებელი აცხადებს, რომ პატიმრობის ორივე პერიოდის განმავლობაში იგი განთავსებული იყო აბსოლუტურად ანალოგიურ პირობებში. სასამართლო აღნიშნავს, რომ პატიმრის ერთ ან მეორე სექტორში მოთავსება პრაქტიკაში არ ექვემდებარება რაიმე მკაცრ წესებს, არამედ განპირობებულია ხოლმე იმაზე თუ რამდენი პატიმარია ამ თუ იმ სექტორში (იხ. 165-ე პუნქტი). ამიტომ შესაძლებელია, რომ განმცხადებელი პატიმრობაში ყოფილიყო მოთავსებული ორჯერ ერთსა და იმავე სექტორში. სასამართლო ასკვნის, რომ არ არსებობს იმის საჭიროება, რომ მხედველობაში იქნეს მირებული მთავრობის მიერ ამ საკითხთან დაკავშირებით შემოთავაზებული განსხვავება.
229. მნიშვნელოვანია იმის აღნიშვნა, რომ განთავსების ცენტრში არსებულ პირობებთან დაკავშირებული განმცხადებლის პრეტენზიები გამყარებულია წამების საწინააღმდეგო კომიტეტის (იხ. 163-ე პუნქტი), UNHCR–ის (213-ე პუნქტი) Aმნესტყ Iნტერნატიონალ და Amnesty International da Médecins sans Frontières – Greece (165 და 166-ე პუნქტები) დასკვნებით და ისინი ცალსახად არ გაუხდია სადაო მთავრობას.
230. სასამართლო აღნიშნავს, რომ იმ ორგანიზაციების დასკვნების თანახმად, რომლებმაც მოინახულეს აეროპორტის გვერდით არსებული განთავსების ცენტრი, ის სექტორი, რომელშიც განთავსებული იყვნენ თავშესაფრის მაძიებლები, ძალიან იშვიათად იღებოდა ხოლმე და პატიმრებს არ გააჩნდათ ხელმისაწვდომობა გარეთ მდებარე წყლის ონკანზე და ვალდებულნი იყვნენ წყალი დაელიათ ტუალეტებიდან. დაკავებულ პირთა სექტორში 110 კვ.მ ფართში განთავსებული იყო 145 პატიმარი. გარკვეულ საკნებში 14-17 პირისათვის იყო მხოლოდ 1 საწოლი. არ იყო საკმარისი ლეიბები და პატიმართა გარკვეულ რაოდენობას ცარიელ იატაკზე ეძინა. საკმარისი ადგილი არ იყო ყველა პატრისათვის, რათა ერთდროულად დაწოლილიყვნენ და დაეძინათ. არსებული გადატვირთულობის გამო არასაკმარისი ვენტილაცია იყო და საკნებში აუტანლად ცხელოდა. პატიმრების ხელმისაწვდომობა ტუალეტებზე მნიშვნელოვნად შეზღუდული იყო და პატიმრები ჩიოდნენ, რომ პოლიციელები არ აძლევდნენ მათ კორიდორში გამოსვლის ნებას. პოლიციამ აღიარა, რომ პატიმრებს უხდებოდათ პლასტმასის ბოთლებში მოშარდვა, რომლესაც ისინი ცლიდნენ იმ დროს როცა ტუალეტში გასვლის უფლებას აძლევდნენ. ყველა სექტორში ასევე დაფიქსირდა, რომ არ იყო საპნები ან ტუალეტის ქაღალდი, რომ საშხაპეებში სიბინძურე იყო და მათ ამასთანავე არ ჰქონდათ კარებები, პატიმრებს ასევ აძლევდნენ სუფთა ჰაერზე გასეირნების შესაძლებლობას.
231. სასამართლო იმეორებს, რომ ისეთი პირობები, რომლებიც არსებობდა საბერძნეთის სხვა საპატიმრო ადგილებში, სასამართლომ მიიჩნია არაადამიანურ და ღირსების შემლახველ მოპყრობად კონვენციის მე-3 მუხლის მნიშვნელობით (იხ. 222-ე პუნქტი). ხსენებული დასკვნის გამოტანისას სასამართლომ მხედველობაში მიიღო ის ფაქტი, რომ განმცხადებლები თავშესაფრის მაძიებლები იყვნენ.
232. სასამართლო ვერ ხედავს რაიმე მიზეზს, რომ სხვაგვარი დასკვნა გამოიტანოს საბერძნეთის მთავრობის მხოლოდ იმ არგუმენტის საფუძველზე, რომ განმცხადებლის პატიმრობის პერიოდი ხანმოკლე იყო. სასამართლო უმნიშვნელოდ არ თვლის განმცხადებლის პატიმრობის ორივე პერიოდს - 2009 წლის ივნისში 4 დღე და 2009 წლის აგვისტოში 1 კვირა. წინამდებარე საქმეში სასამართლომ მხედველობაში უნდა მიიღოს ის ფაქტი, რომ განმცხადებელი, როგორც თავშესაფრის მაძიებელი განსაკუთრებულად მოწყვლად მდგომარეობაში იყო მის მიერ მიგრაციისას გადატანილი ამბების გამო და იმ ტრავმული გამოცდილების ფონზე, რომელიც მას გადახდა თავს.
233. ხსენებულის საპირისპიროდ ათენის აეროპორტის გვერდით მდებარე განთავსების ცენტრში არსებულ პირობებთან დაკავშირებით ხელმისაწვდომი ინფორმაციის საფუძველზე, სასამართლო თვლის, რომ განმცხადებლის პატიმრობის პირობები არასათანადო იყო. სასამართლო მიიჩნევს, რომ ჯამში აღებული, თვითნებობის, არასრულფასოვნებისა და შიშის გრძნობა რომელიც თან სდევს თვითნებობის გამოვლინებას, ისევე როგორც ის მნიშვნელოვანი ზეგავლენა რომელსაც უეჭველად მოახდენდა პატიმრობის პირობები პირის ღისებაზე, უთანაბრდება კონვენციის მე-3 მუხლის საწინააღმდეგო ღირსების შემლახველ მოპყრობას. დამატებით უნდა აღინიშნოს, რომ განმცხადებლის რთულ მდგომარეობას, კიდევ უფრო ამძაფრებდა მისი, როგორც თავშესაფრის მაძიებლის მოწყვლადი მდგომარეობა.
234. შესაბამისად ადგილი ჰქონდა კონვენციის მე-3 მუხლის დარღვევას.
II. საბერძნეთის მიერ კონვენციის მე-3 მუხლის სავარაუდო დარღვევა განმცხადებლის საცხოვრებელი პირობების გამო
235. განმცხადებელი ამტკიცებდა, რომ საბერძნეთში ჩამოსვლის შემდგომ უკიდურესი სიღარიბის პირობებში ცხოვრება წარმოადგენდა არაადამიანურ და ღირსების შემლახველ მოპყრობას მე-3 მუხლის მნიშვნელობით.
ა. მხარეთა არგუმენტაცია
1. განმცხადებელი
236. განმცხადებელი ჩიოდა, რომ საბერძნეთის ხელისუფლების ორგანოებს არ მიუწოდებიათ მისთვის ინფორმაცია შესაძლო საცხოვრებლის შესახებ და მთავრობას არ გაუკეთებია არაფერი იმისათვის, რომ უზრუნველეყო იგი არსებობისათვის საჭირო ელემენტარული საშუალებით, მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლების ორგანოებმა კარგად უწყოდნენ იმ არასასურველი სიტუაციის შესახებ, რომელშიც ზოგადად იმყოფებოდნენ თავშესაფრის მაძიებლები და სახელდობრ განმცხადებელი. განმცხადებლის მტკიცებით მისთვის არ მიუციათ საინფორმაციო ბროშურა, რომელიც თავშესაფრის მინიჭების პროცედურას ეხება, და მან რამოდენიმეჯერ აცნობა ხელისუფლების ორგანოებს, რომ იგი უსახლკარო იყო. განმცხადებლის მტკიცებით ხსენებულის დემონსტრირება მან მოახდინა იმ სიტყვებით, რომ “მისი საცხოვრებელი ადგილი არ იყო ცნობილი” და ხსენებული ასახული იყო იმ 2009 წლის 18 ივნისის მისთვის გადაცემულ შეტყობინებაში.
237. განმცხადებელმა აღნიშნა, რომ ხელისუფლების ორგანოებმა გარკვეული ნაბიჯები გადადგეს მისთვის საცხოვრებლის პოვნის კუთხით მხოლოდ მას შემდგომ, რაც მან აცნობა პოლიციას 2009 წლის 18 დეკემბერს, რომ მის საქმეს განიხილავდა სასამართლო. განმცხადებლის მტკიცებით იგი რამოდენიმეჯერ გამოცხადდა პოლიციის სათაო ოფისსში 2009 წლის დეკემბერსა და 2010 წლის იანვარში და საათობით უცდიდა იმის გარკვევას მოძიებულ იქნა თუ არა მისთვის საცხოვრებელი. რადგანაც არანაირი საცხოვრებელი არ იქნა მისთვის შეთავაზებული, შესაბამისად მან ჩაიქნია ხელი.
238. არ გააჩნდა რა არსებობისათვის საჭირო ელემენტარული საშუალებები, ისევე როგორც ბევრი სხვა ავღანელი თავშესაფრის მაძიებელი, იგი ცხოვრობდა ათენის შუაგულში მდებარე პარკში მრავალი თვის განმავლობაში. მთელი დღეების განმავლობაში იგი ეძიებდა საკვებს. ზოგჯერ იგი იღებდა ხოლმე მატერიალურ დახმარებას ადგილობრივი მოსახლეობისა და ეკლესიისაგან. მას ხელი არ მიუწვდებოდა საშხაპეზე. ღამის განმავლობაში იგი ცხოვრობდა მუდმივი შიშის ქვეშ, რომ მას თავს დაესხმებოდნენ ან დააყაჩაღებდნენ. განმცხადებლის მტკიცებით ხსენებულიდან გამომდინარე მოწყვლადი სიტუაცია და მატერიალური და ფსიქოლოგიური ზიანი, რომელიც მან განიცადა წარმოადგენდა მე-3 მუხლის საწინააღმდეგო მოპყრობას.
239. განმცხადებელი თვლიდა, რომ უსახსრობის ის მდგომარეობა, რომელშიც იგი აღმოჩნდა, არასრულფასოვნებისა და გაურკვევლობის მდგომარეობა, რომელიც მან გადაიტანა აღწევდა იმ დონეს, რომ აღარ უტოვებდა სხვა გამოსავალს თუ არა საბერძნეთის დატოვებას და თავშესაფრის სხვაგან მოძებნას.
2. საბერძნეთის მთავრობა
240. საბერძნეთის მთავრობამ განაცხადა, რომ ის სიტუაცია, რომელშიც განმცხადებელი აღმოჩნდა მისი გათავისუფლების შემდგომ გამოწვეული იყო მისი არჩევანითა და დაშვებული შეცდომებით. განმცხადებელმა განიზრახა თავისი მატერიალური რესურსები მოეხმარებინა ქვეყნის დატოვებისათვის და არა საცხოვრებლის შოვნისათვის. გარდა ხსენებულისა იგი იცდიდა 2009 წლის 18 დეკემბრამდე, სანამ განაცხადებდა, რომ უსახლკარო იყო. იგი რომ მიყოლოდა იმ ინსტრუქციებს, რომლებიც მოცემული იყო 2009 წლის 18 ივნისის შეტყობინებაში და მისულიყო ატტიკას პოლიციის სათაო განყოფილებაში ადრევე და განეცხადებინა, რომ მას არ ჰქონდა დასარჩენი ადგილი, ხელისუფლების ორგანოები შეძლებდნენ მისთვის საცხოვრებლის პოვნას. მთავრობამ აღნიშნა, რომ სიტყვები “საცხოვრებელი ადგილი არ არის ცნობილი”, რომლებიც მოცემული იყო მისთვის გადაცემულ შეტყობინებაში, მარტივად ნიშნავდა, რომ მან არ აცნობა ხელისუფლების ორგანოებს თავისი მისამართი.
241. როგორც კი ხელისუფლების ორგანოებისათვის ცნობილი გახდა განმცხადებლის მდგომრეობის შესახებ, ხელისუფლებამ გადადგა შესაბამისი ნაბიჯები და პირისათვის ნაპოვნი იქნა ადგილი საერთო საცხოვრებელში. თუმცა ხელისუფლების ორგანოებმა ვერ შეძლეს განმცხადებლის ინფორმირება, რადგანაც მა არ ჰქონდა მითითებული მისამართი, რომლის მეშვეობითაც შესაძლებელი იქნებოდა მასთან დაკავშირება. გარდა ხსენებულისა2009 წლის ივნისის შემდგომ განმცხადებელს გააჩნდა “ვარდისფერი ბარათი”, რომელიც მას აძლევდა მუშაობის უფლებას, პროფესიული ტრენინგების, საცხოვრებლისა და სამედიცინო მკურნალობის უფლებას. ხსენებული ბარათის ვადა კი გაგრძელებულ იქნა ორჯერ
242. მთავრობა ამტკიცებდა, რომ ასეთ პირობებში სწორედ განმცხადებელი იყო ვალდებული ეაქტიურა და გამოეჩინა ინტერესი თავისი მდგომარეობის გასაუმჯობესებლად. თუმცა ხსენებულის მაგივრად, ყველაფერი ის რაც განმცხადებელმა გააკეთა საბერძნეთში მიანიშნებდა იმაზე, რომ მას არ სურდა საბერძნეთში დარჩენა.
243. საბერძნეთის მთავრობა აცხადებდა, რომ ნებისმიერ შემთხვევაში, საკითხის განმცხადებლის სასარგებლოდ გადაწყვეტა წინააღმდეგობაში მოვიდოდა კონვენციის დებულებებთან, რადგანაც არცერთი დებულება არ უზრუნველყოფდა უფლებას საცხოვრებელსა თუ პოლიტიკურ თავშესაფარზე. ხსენებულ საკითხთან მიმართებაში სხვაგვარი გადაწყვეტილების მიღება კარს გაუხსნიდა უსახლკარო ადამიანების მიერ უთვალავი ანალოგიური განაცხადის შეტანას და სახელმწიფოს დააკისრებდა არასათანადო პოზიტიურ ვალდებულებებს კეთილდღეობის უზრუნველყოფის პოლიტიკის კონტექსტში. მთავრობამ აღნიშნა, რომ სასამართლომ თავად განმარტა , რომ “მაშინ როდესაც სასურველია, რომ ყოველ ადამიანს გააჩნდეს ისეთი ადგილი სადაც მას შეეძლება ღირსეული ცხოვრება და რომელ ადგილსაც იგი უწოდებს სახლს, სამწუხაროდ ხელშემკვრელ სახელმწიფოებში ბევრი უსახლკარო ადამიანია. უზრუნველყოფს თუ არა სახელმწიფო შესაბამისი თანხების გამოყოფას, რათა ყველას გააჩნდეს სახლი, წარმოადგენს პოლიტიკური და არა სასამართლოს მიერ მისაღები გადაწყვეტილების საგანს.”( Chapman v. the United Kingdom [GC], no. 27238/95, § 99, ECHR 2001‑I).
ბ. საქმეში მე-3 მხარედ ჩართული ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისრის, ლტოლვილთა საკითხებში გაეროს უმაღლესი კომისრის, Aire –ს ცენტრისა და Amnesty International –ის კომენტარები
244. კომისარმა აღნიშნა, რომ თავშესაფრის მოთხოვნასთან დაკავშირებული განაცხადების იმ რაოდენობასთან შედარებით, რომლებიც ყოველწლიურად წარედგინება საბერძნეთს, ქვეყნის პოტენციალი განათავსოს პირები შესაბამის ცენტრებში აშკარად არასაკმარისია – მაგალიტად ხსენებული პოტენციალი 2010 წელს შედგებოდა 11 განთავსების ცენტრისაგან, რომეშიც სულ 741 ადგილი იყო. კომისრის განცხადებით თავშესაფრის მაძიებელთა მატერიალური მდგომარეობა ძალიან რთული იყო. კომისარმა ასევე აღნიშნა ხელოვნურად შექმნილი ბანაკი პატრასში, რომელშიც 2009 წლამდე ცხოვრობდა 3000 ადამიანი, უმთავრესად ერაყელები და ავღანელები, საცხოვრებლისა და ჰიგიენის სტანდარტების თვალსაზრისით ყოვლად მიუღებელ პირობებში. 2010 წლის თებერვალში განხორციელებული ვიზიტისას, კომისარმა აღნიშნა, რომ მიუხედავად მთავრობის მიერ 2008 წელს გაკეთებული განაცხადისა, ცენტრის მშენებლობა, რომელშიც შესაძლებელი იქნებოდა 1000 ადამიანის განთავსება, ჯერ არ დაწყებულა. პატრასის პოლიციამ აცნობა კომისარს, რომ ავღანელების 70% დარეგისტრირებული იყო თავშესაფრის მაძიებლად და ფლობდა “ვარდისფერ ბარათს”. კომისარმა ასევე გააკეთა მითითება სამი ავღანელის საქმეზე, რომლებიც ცხოვრობდნენ პატრასის რეგიონში და რომლებიც საბერძნეთში იმყოფებოდნენ 2 წლის განმავლობაში, ცხოვრობდნენ კარდონისაგან აგებულ თავშესაფრებში საბერძნეთის მთავრობისაგან რაიმე დახმარების მიღების გარეშე. მხოლოდ ადგილობრივი წითელი ჯვრის ორგანიზაცია ამარაგებდა მათ საკვებით და უზრუნველყოფდა მოვლა პატრონობას.
245. UNHCR –ი იზიარებდა იგივე გულისწუხილს. 2009 წლის მონაცემებით, საბერძნეთში მოქმედებდა 12 განთავსების ცენტრი, რომელშიც სულ 865 ადგილი იყო. სრულწლოვან თავშესაფრის მაძიებელ მამაკაცს თითქმის არ გააჩნდა შანსი, რომ მოხვედრილიყო განთავსების ცენტრში. ბევრი მათგანი ცხოვრობდა საჯარო ადგილებში ან მიტოვებულ სახლებში ან იყოფდნენ ოთახის ქირას, რომელიც მათთვის ძალიან დიდი იყო, სახელმწიფოსაგან ყოველგვარი დახმარების მიღების გარეშე. 2010 წლის თებერვლიდან აპრილის ჩათვლით განხორციელებული კვლევის თანახმად, “დუბლინის” ფორმატში გამოკითხული ყველა თავშესაფრის მაძიებელი უსახლკარო იყო. საქმეზე გამართული მოსმენისას UNHჩღ –მა ხაზგასმით აღნიშნა თუ რაოდენ რთული იყო ატტიკას პოლიციის სათაო განყოფილებაში შეღწევა – რაც შეუძლებელს ხდიდა ხელისუფლების ორგანოების მიერ დადგენილი ვადების დაცვას – რადგანაც ძალიან ბევრი ადამიანი იდგა რიგში და პოლიციის განყოფილების შესასვლელში მდგარი დაცვა თვითნებურად არჩევდა ხოლმე თუ ვინ შეეშვა და ვინ არა შენობაში.
246. Aire –ს ცენტრისა და Amnesty International –ის თანახმად საბერძნეთში დღეისათვის არსებული სიტუაცია იმგვარია, რომ თავშესაფრის მაძიებლები არამხოლოდ რაიმე სახის დახმარებას არ იღებენ ხელისუფლების ორგანოებისაგან, არამედ მათ ასევე არ გააჩნიათ უფლება იზრუნონ თავიანთი საჭიროებების დასაკმაყოფილებლად. ამგვარად არსებული განსაკუთრებული სიღარიბე უნდა ჩაითვალოს კონვენციის მე-3 მუხლის საწინააღმდეგო მოპყრობად და ეს დადასტურებულ იქნა სასამართლოს პრეცედენტული სამართლით იმ საქმეებში, რომლებიც ეხებოდა სახელმწიფოს არაკანონიერი ქმედების შედეგად გამოწვეულ სიღარიბეს.
გ. სასამართლოს შეფასება
1. დაშვებადობა
247. სასამართლო თვლის, რომ განმცხადებლის მიერ კონვენციის მე-3 მუხლთან დაკავშირებით წარმოდგენილი პრეტენზიები, რომელიც ეხება საბერძნეთში განცდილ რთულ საცხოვრებელ პირობებს, წამოჭრის კანონმდებლობისა და ფაქტობრივი კუთხით რთულ საკითხებს, რომელთა განხილვაც მოითხოვს საქმის არსებითად განხილვას.
248. ხსენებულიდან გამომდინარეობს, რომ განაცხადის ეს ნაწილი არ არის აშკარად დაუსაბუთებელი კონვენციის 35-ე მუხლის მე-3 ნაწილის მნიშვნელობით. იგი არ არის ასევე დაუშვებლად მისაჩნევი რაიმე სხვა საფუძველზე. შესაბამისად ხსენებული პრეტენზიები არსებითად უნდა იქნეს განხილული.
2. არსებითი განხილვა
249. სასამართლომ ზემოთ უკვე გაიმეორა ის ზოგადი პრინციპები, რომლებიც დადგენილია კონვენციის მე-3 მუხლთან დაკავშირებულ პრეცედენტულ სამართალში, რომელიც გამოიყენება წინამდებარე საქმეში (იხ. 216-222 პუნქტები). სასამართლო ასევე აუცილებლად მიიჩნევს აღნიშნოს, რომ მე-3 მუხლი არ შეიძლება განმარტებულ იქნეს ისე, რომ ავალდებულებდეს მაღალ ხელშემკვრელ მხარეს უზრუნველყოს მის იურისდიქციაში მყოფი ყველა პირი საცხოვრებლით (იხ. ზემოხსენებული Chapman –ის საქმე § 99). მე-3 მუხლი არ გულისხმობს ასევე იმ ზოგად ვალდებულებას, რომ სახელმწიფო დაეხმაროს ლტოლვილებს, რათა მათ უზრუნველყოფილი ჰქონდეთ ცხოვრების გარკვეული სტანდარტები (Müslim v. Turkey, no. 53566/99, § 85, 2005 წლის 26 აპრილი).
250. თუმცა სასამართლოს მიაჩნია, რომ წინამდებარე საქმეში წამოჭრილი საკითხი, არ შეიძლება განხილულ იქნეს ხსენებული ტერმინების კონტექსტში. ზემოხსენებული Müslim –ის საქმისაგან განსხვავებით ($$83 და 84), ღარიბი თავშესაფრის მაძიებლებისათვის საცხოვრებლისა და ჯეროვანი მატერიალური პირობების უზრუნველყოფის ვალდებულება ამ ეტაპზე გახდა პოზიტიური სამართლის ნაწილი და საბერძნეთის ხელისუფლების ორგანოები ვალდებულნი არიან დაემორჩილონ საკუთარ კანონმდებლობას, რომელშიც იმპლემენტირებულია ევროგაერთიანების კანონმდებლობა, სახელდობრ კი დირექტივა #2003/9, რომელიც ადგენს წევრ სახელმწიფოებში თავშესაფრის მაძიებელთა მიღების მინიმალურ სტანდარტებს (“მიღებასთან დაკავშირებული დირექტივა” – იხ. ზემოთ 84-ე პუნქტი). ის რასაც განმცხადებელი უჩივის საბერძნეთის ხელისუფლების ორგანოებს წინამდებარე საქმეში არის ის, რომ განზრახ განხორციელებული მოქმედებებისა და უმოქმედობის გამო, მისთვის შეუძლებელი გახდა ესარგებლა შესაბამისი უფლებებით და დაეკმაყოფილებინა სასიცოცხლო საჭიროებები.
251. სასამართლო განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს განმცხადებლის, როგორც თავშესაფრის მაძიებლის სტატუსს და როგორც ასეთი იმ ჯგუფის წევრს, რომელიც განსაკუთრებულად დაჩაგრული და მოწყვლადია და საჭიროებს სპეციალურ დაცვას (იხ. mutatis mutandis, Oršuš and Others v. Croatia [GC], no. 15766/03, § 147, ECHR 2010...). სასამართლო აღნიშნავს ფართე კონსენსუსს, რომელიც მიღწეულ იქნა საერთაშორისო და ევროპულ დონეზე სპეციალური დაცვის ხსენებულ საჭიროებასთან მიმართებით, და რაც დადასტურებულია ჟენევის კონვენციით UNHCR –ის პრინციპებითა და აქტივობებით და ევროკავშირის მიერ მიღებასთან დაკავშირებულ დირექტივაში დადგენილი სტანდარტებით.
252. ხსენებულის გათვალისწინებით, სასამართლომ უნდა დაადგინოს ხვდება თუ არა მე-3 მუხლის მოქმედების სფეროში განსაკუთრებულ მატერიალურ სიღარიბეში არსებული სიტუაცია.
253. სასამართლო იმეორებს, რომ იგი არ გამორიცხავს “ იმის შესაძლებლობას, რომ სახელმწიფოს პასუხისმგებლობის საკითხი შეიძლება დადგეს [მე-3 მუხლის თანახმად] ისეთი მოპყრობის შემთხვევაში როდესაც განმცხადებელი, რომელიც სრულად იყო სახელმწიფო დახმარებაზე დამოკიდებული, აღმოჩნდება ისეთ სიტუაციაში, როდესაც ოფიციალური ორგანოები მის მიმართ იჩენენ ინდიფერენტულობას, განიცდის სერიოზულ შეზღუდვებს ან საჭიროებებს, რაც შეუთავსებელია მის ადამიანურ ღირსებასთან” (იხ. Budina v. Russia, dec., no. 45603/05, ECHR 2009...).
254. სასამართლო აღნიშნავს, რომ სიტუაცია, რომელშიც განმცხადებელი აღმოჩნდა განსაკუთრებულად სერიოზულია. როგორც განმცხადებელი ამტკიცებს მან რამოდენიმე თვე გაატარა განსაკუთრებული სიღარიბის პირობებში, არ შეეძლო ეზრუნა და მოეგვარებინა ელემენტარული საჭიროებები როგორებიც არის: საკვები, ჰიგიენა და საცხოვრებელი ადგილი. ხსენებულს ემატებოდა ყველგან არსებული საფრთხე, რომ მას თავს დაესხმებოდნენ და დააყაჩაღებდნენ, ამასთან ხსენებული სიტუაციის გაუმჯობესების არანაირი პერსპექტივა არ არსებობდა. სწორედ ამ დაუცველობისა და მატერიალური სიდუხჭირის, ისევე როგორც ფსიქოლოგიური წნეხისათვის თავის დაღწევა სცადა განმცხადებელმა რამოდენიმეჯერ, როდესაც შეეცადა დაეტოვებინა საბერძნეთი.
255. ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისრისა და UNHCR –ის, ისევე როგორც არასამთავრობო ორგანიზაციების მოხსენებებიდან (იხ. 160-ე პუნქტი) სასამართლო აღნიშნავს, რომ განმცხადებლის მიერ ღწერილი სიტუაცია ზოგადად არსებობს და ამ სიტუაციაში უხდება ცხოვრება თავშესაფრის მაძიებელთა დიდ რაოდენობას, რომელსაც განმცხადებლის ანალოგიური წარსული აქვს. ხსენებული მიზეზების გამო სასამართლო ეჭვქვეშ არ აყენებს განმცხადებლის მონათხრობის ჭეშმარიტებას.
256. საბერძნეთის მთავრობა ამტკიცებს, რომ არსებულ სიტუაციაზე პასუხისმგებლობა აკისრია განმცხადებელს, რომ ხელისუფლების ორგანოები მოქედებდნენ ჯეროვნად და სწორედ განმცხადებელს უნდა ეზრუნა მეტი, რათა გაეუმჯობესებინა საკუთარი სიტუაცია.
257. მხარეები ვერ თანხმდებიან იმასთან დაკავშირებით გადაეცა თუ არა განმცხადებელს თავშესაფრის მაძიებელთათვის განკუთვნილი საინფორმაციო ბროშურა. თუმცა სასამართლო არ მიიჩნევს ხსენებულს მნიშვნელოვნად, რადგანაც ბროშუარაში არ არის მოხსენიებული, რომ თავშესაფრის მაძიებელს შეუძლია განუცხადოს პოლიციას, რომ იგი უსახლკაროა, და ბროშურა ასევე არ შეიცავს რაიმე სახის ინფორმაციას საცხოვრებელთან დაკავშირებით. რაც შეეხება იმ შეტყობინებას, რომელიც მიიღო განმცხადებელმა და რომლის თანახმადაც მას ეცნობა, რომ იგი ვალდებული იყო წასულიყო ატტიკას პოლიციის სათაო განყოფილებაში, რათა მოეხდინა თავისი მისამართის დარეგისტრირება (იხ. 35-ე პუნქტი), სასამართლოს აზრით ხსენებული დებულებების შინაარსი ბუნდოვანია და არ შეიძლება გონივრულად ჩაითვალოს საკმარის ინფორმაციად. სასამართლო ადგენს, რომ თუნდაც მივიჩნიოთ რომ საცხოვრებლის გამონახვა მართლაც მოხეხრდა, განმცხადებელი იყო ჯეროვნად ინფორმირებული მისი საცხოვრებლით უზრუნველყოფის შესაძლებლობის შესახებ.
258. ნებისმიერ შემთხვევაში სასამართლოსათვის გაუგებარია თუ როგორ ვერ მოახერხეს ხელისუფლების ორგანოებმა შეეტყოთ ან ევარაუდათ, რომ განმცხადებელი უსახლკაროდ იყო საბერძნეთში. მთავრობამ კი თავის მხრივ აღიარა, რომ განთავსების ცენტრებში 1000-ზე ნაკლები ადგილი, მაშინ როცა საცხოვრებელი ჭირდება ათიათასობით თავშესაფრის მაძიებელს. სასამართლო ასევე აღნიშნავს, რომ UNHCR –ის თანახმად, საყოველთაოდ ცნობილი ფაქტია, რომ ამჟამად თავშესაფრის მაძიებელ სრულწლოვან მამაკაცს პრაქტიკულად არანაირი შანსი არ აქვს, რათა ადგილი იშოვოს განთავსების ცენტრში, ხოლო 2010 წლის თებერვლიდან აპრილის ჩათვლით განხორციელებული კვლევის თანახმად, დუბლინის ფორმატში დაბრუნებული თავშესაფრის ყველა მაძიებელი უსახლკარო იყო. განმცხადებლის მსგავსად მათი უმეტესობაც პარკებსა და მიტოვებულ შენობებში ცხოვრობდა (იხ. ზემოთ 169-ე, 244-ე და 242-ე პუნქტები).
259. მართალია სასამართლოს არ შეუძლია გადაამოწმოს განმცხადებლის იმ პრეტენზიის სისწორე, რომ მან 2009 წლის დეკემბრამდე რამოდენიმეჯერ აცნობა საბერძნეთის ხელისუფლების ორგანოებს მისი უსახლკარობის შესახებ, საბერძნეთის განთავსების ცენტრებთან დაკავშირებული ზემოხსენებული მონაცემები, მნიშვნელოვნად აკნინებს მთავრობის იმ არგუმენტს, რომ სწორედ განმცხადებლის უმოქმედობამ გამოიწვია ის სიტუაცია, რომელშიც იგი აღმოჩნდა. ნებისმეირ შემთხვევაში დაუცველობისა და მოწყვლადი მდგომარეობის გათვალისწინებით, რომელშიც თავშესაფრის მაძიებლებს უხდებათ ყოფნა საბერძნეთის სასამართლო მიიჩნევს, რომ საბერძნეთის ხელისუფლების ორგანოებს არ უნდა ეცადათ განმცხადებლისათვის, რათა მას გამოეჩინა ინიციატივა და გამოცხადებულიყო პოლიციის სათაო განყოფილებაში, რათა ეცნობებინა არსებული საჭიროებების შესახებ.
260. ის ფაქტი, რომ სამართალწარმოების მიმდინარეობისას განმცხადებლისათვის ადგილი იქნა გამოძებნილი განთავსების ცენტრში არ ცვლის განმცხადებლის სიტუაციას, რადგანაც ხელისუფლების ორგანოებს არ გამოუძებნიათ რაიმე საშუალება, რომ აღნიშნული ფაქტის შესახებ ეცნობებინათ განმცხადებლისათვის. სიტუაცია მით უფრო სამწუხაროა იმ კუთხით, რომ საცხოვრებლის მოძიების შესახებ ინფორმაცია გაჟღერებული იყო მთავრობის მიერ სასამართლოსათვის 2010 წლის 1 თებერვალს წარდგენილ წერილობით კომენტარებში და მთავრობამ აცნობა დიდ პალატას, რომ ხელისუფლების ორგანოებმა მოინახულეს განმცხადებელი 2010 წლის 21 ივნისს და გადასცეს მას გამოძახების უწყება, თუმცა არ უცნობებიათ მისთვის, რომ ნაპოვნი იქნა მისთვის საცხოვრებელი.
261. სასამართლო ასევე ვერ ხედავს თუ პრაქტიკულად რა სახით შეეძლო განმცხადებელს გამოეყენებინა ვარდისფერი ბარათი. კანონმდებლობა არ ითვალისწინებს თავშესაფრის იმ მაძიებლებს, რომლებსაც გააჩნიათ ვარდისფერი ბარათები, სამუშაო ბაზარზე ხელმისაწვდომობით, რასაც თავის მხრივ შეეძლო შესაძლებლობა მიეცა განმცხადებლისათვის ეცადა თავისი პრობლემების გადაჭრა და ელემენტარული საჭიროებების დაკმაყოფილება. თუმცა აქვე კიდევ ერთხელ ზემოხსენებული მოხსენებიდან ნათლად ჩანს, რომ პრაქტიკაში სამუშაო ბაზარზე ხელმისაწვდომობა იმდენად გართულებულია ადმინისტრაციული ბარიერებით, რომ ეს არ შეიძლება ჩაითვალოს რეალურ ალტერნატივად (იხ. 160 და 172-ე პუნქტები). დამატებით უნდა აღინიშნოს, რომ განმცხადებელს განიცდიდა პირად სირთულეებს, რადგანაც მას არ ესმოდა ბერძნული ენა, არ ჰქონდა კავშირბეი, რომლებიც დაეხმარებოდნენ მას და მას ცხოვრება უხდებოდა არახელსაყრელ ეკონომიკურ კლიმატში.
262. და ბოლოს, სასამართლო აღნიშნავს, რომ ის სიტუაცია, რომელთან დაკავშირებითაც განმცხადებელს გააჩნია პრეტენზოიები, გრძელდებოდა 2009 წლის ივნისში მისი საბერძნეთში გადაყვანიდან მოყოლებული. ხსენებული სიტუაცია უკავშირდება მის, როგორც თავშესაფრის მაძიებლის, სტატუსს და ასევე უკავშირდება იმ ფაქტს, რომ თავშესაფრის მინიჭებასთან დაკავშირებით წარდგენილი მისი განცხადი ჯერ კიდევ არ ჰქონდათ განხილული საბერძნეთის ხელისუფლების ორგანოებს. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ სასამართლოს მიაჩნია, რომ ხელისუფლების ორგანოებს სწრაფად, რომ განეხილათ განმცხადებლის მიერ თავშესაფრის მინიჭებასთან დაკავშირებით წარდგენილი განაცხადი, საბერძნეთის ხელისუფლების ორგანოებს შეეძლოთ მნიშვნელოვნად შეემსუბუქებინათ მის მიერ განცდილი ტანჯვა.
263. ზემოხსენებულიდან გამომდინარე და ასევე მიღებასთან დაკავშირებული ევროპული დირექტივით საბერძნეთის ხელისუფლების ორგანოებზე დაკისრებული ვალდებულებების გათვალისწინებით (იხ. 84-ე პუნქტი), სასამართლო თვლის, რომ საბერძნეთის ხელისუფლების ორგანოებმა ჯეროვნად არ გაითვალისწინეს განმცხადებლის, როგორც თავშესაფრის მაძიებლის, მოწყვლადი მდგომარეობა და ამიტომაც ხელისუფლების ორგანოებს უნდა დაეკისროთ პასუხისმგებლობა, რადგანაც მათი უმოქმედობის გამო განმცხადებელი რამოდენიმე თვის განმავლობაში აღმოჩნდა ისეთ სიტუაციაში, რომ ცხოვრობდა ქუჩაში, არ გააჩნდა შხაპის მიღების შესაძლებლობა და მასზე ხელმისაწვდომობა, არ შეეძლო დაეკმაყოფილებინა ელემენტარული საჭიროებები. სასამართლო თვლის, რომ განმცხადებელი გახდა დამამცირებელი მოპყრობის მსხვერპლი, რამაც შელახა მისი ღირსება და ხსენებულმა სიტუაციამ ყოველგვარი ეჭვის გარეშე წარმოშვა მასში შიშის, არასასრულფასოვნებისა და დაკნინების გრძნობა, რასაც შეეძლო მიეყვანა იგი ჭკუიდან გადასვლამდე. სასამართლო თვლის, რომ ცხოვრების ასეთმა პირობებმა, რასაც თან ერთვოდა ბუნდოვან სიტუაციაში ხანგრძლივი ყოფნა და გაუმჯობესების რაიმე სახის პერსპექტივის არ არსებობამ მიაღწიეს სისასტიკის იმ დონეს, რომლის მიღწევის შემდგომაც მოპყრობა ექცევა კონვენციის მე-3 მუხლის მოქმედების სფეროში.
264. ხსენებულიდან გამომდინარეობს, რომ ხელისუფლების ორგანოების ბრალეული ქმედებების შედეგად განმცხადებელი აღმოჩნდა კონვენციის მე-3 მუხლთან შეუსაბამო სიტუაციაში. შესაბამისად ადგილი ჰქონდა ხსენებული დებულების დარღვევას.
III. თავშესაფრის მინიჭებასთან დაკავშირებულ პროცედურაში არსებული ხარვეზების გამო საბერძნეთის მიერ კონვენციის მე-13 მუხლის, კონვენციის მე-2 და მე-3 მუხლებთან კავშირში, სავარაუდო დარღვევა
265. განმცხადებელი ჩიოდა, რომ საბერძნეთის კანონმდებლობაში მას არ გააჩნდა სამართლებრივი დაცვის ეფექტიანი საშუალებები მე-2 და მე-3 მუხლებთან დაკავშირებული პრეტენზიების წარსადგენად, რაც მისი აზრით არღვევდა კონვენციის მე-13 მუხლს, რომლის თანახმადაც
მუხლი 13
ყველას, ვისაც დაერღვა ამ კონვენციით გათვალისწინებული უფლებები და თავისუფლებები, უნდა ჰქონდეს სამართლებრივი დაცვის ეფექტიანი საშუალება ეროვნული ხელისუფლებისაგან, თუნდაც ეს დარღვევა ჩაიდინოს პირმა, რომელიც სამსახურებრივ უფლებამოსილებას ახორციელებდა.
266. განმცხადებელი ამტკიცებდა, რომ საბერძნეთში მოქმედ პროცედურაში იმ დონის ხარვეზები იყო, რომ მას ემუქრებოდა თავშესაფრის მინიჭებასთან დაკავშირებული მისი განაცხადი არსებითი განხილვის გარეშე მის ქვეყანაში გაძევება/დაბრუნების საფრთხე, რაც წინააღმდეგობაში მოდიოდა კონვენციის მე-3 მუხლთან და კონვენციის მე-2 მუხლთან, რომლის თანახმადაც:
მუხლი 2
“ყოველი ადამიანის სიცოცხლის უფლება კანონით არის დაცული. არავის შეიძლება წაერთვას სიცოცხლე განზრახ. სიცოცხლის წართმევა დასაშვებია მხოლოდ სიკვდილის სასჯელის აღსრულების შედეგად, რაც სასამართლოს განაჩენით შეეფარდა მოცემულ პირს ისეთი დანაშაულის ჩადენისათვის, რომლისთვისაც კანონი ითვალისწინებს ამ სასჯელს...”
ა. მხარეთა არგუმენტაცია
1. განმცხადებელი
267. განმცხადებლის მტკიცებით მან ავღანეთი დატოვა მას შემდგომ რაც თალიბანი შეეცადა მის მოკვლას და მან თავი დააღწია. ხსენებული თავდასხმა კი მოხდა იმის გამო, რომ იგი თანამშრომლობდა როგორც თარჯიმანი ქაბულში ბაზირებულ საერთაშორისო საჰაერო ძალებთან. ევროპაში ჩამოსვლის შემდგომ იგი დაუკავშირდა ავღანეთში მყოფ ოჯახის წევრებს, რომლებმაც დაჟინებით ურჩიეს არ დაბრუნებულიყო უკან იქ არსებული არეულობისა და შევიწროების საფრთხის გამო, რომელიც პერმანენტულად იზრდებოდა. და უარესდებოდა.
268. განმცხადებელს სურდა, რომ ის საფრთხეები, რომელიც მას ემუქრებოდა, განხილული ყოფილიყო და გამოყენებულიყო საბერძნეთში მისთვის თავშესაფრის მისანიჭებლად. თუმცა მას არ სჯეროდა თავშესაფრის მინიჭებასთან დაკავშირებული პროცედურის ფუნქციონირების.
269. პირველ რიგში, განმცხადებელი ჩიოდა იმ პრაქტიკულ ბარიერებთან დაკავშირებით, რომელთაც იგი წააწყდა. მაგალითად იგი ამტკიცებდა, რომ აეროპორტში მისთვის არ მიუციათ საინფორმაციო ბროშურა, რომელშიც აღწერილი იყო თავშესაფრის მინიჭებასთან დაკავშირებული პროცედურა, არამედ უბრალოდ განუცხადეს, რომ იგი უნდა მისულიყო ატტიკას პოლიციის სათაო განყოფილებაში და მოეხდინა მისი მისამართის რეგისტრაცია. მან ეს არ გააკეთა, რადგანაც არ გააჩნდა მისამართი, სადაც დარეგისტრირებული იყო. იგი დაარწმუნეს, რომ მისამართის ქონა წარმოადგენდა პროცედურის დაწყების წინაპირობას. მოგვიანებით იგი რამოდენიმეჯერ გამოცხადდა პოლიციის სათაო განყოფილებაში, თუმცა უშედეგოდ. იქ მას მოუხდა რამოდენიმე საათიანი ლოდინი და სამწუხაროდ მისი სიტუაციის გარკვევის რაიმე პერსპექტივის გარეშე.
270. მეორე რიგში, განმცხადებელს სჯეროდა, რომ მან თავიდან აირიდა სამშობლოში უკან დაბრუნება მხოლოდ სასამართლოს მიერ საბერძნეთის მთავრობისათვის მითითებული დროებითი ღონისძიების გამო. ხსენებული “დაცვის ღონისძიების” გარდა, მას ამ ეტაპზე არ გააჩნდა რაიმე სახის გარანტია, რომ თავშესაფრის მინიჭებასთან დაკავშირებული პროცედურა ჯეროვნად განხორციელდებოდა. განხორციელების შემთხვევაში, პროცედურა არ უზრუნველყოფდა რაიმე სახით, რომ ის საფრთხეები, რომელსაც განმცხადებელი გაურბოდა, სერიოზულად იქნებოდა განხილული საბრძნეთის ხელისუფლების ორგანოების მიერ. განმცხადებელი ამტკიცებდა, რომ მას არ გააჩნდა სახსრები, რათა დაეფარა ადვოკატის მომსახურების საფასური, რომ ხსენებულ ეტაპზე არცერთი საკანონმდებლო დებულება არ ითვალისწინებდა უფასო სამართლბრივი დახმარების უზრუნველყოფას, რომ ცნობილი იყო, რომ პირველ ინსტანციაში განხორციელებული გამოკითხვები ზედაპირულ ხასიათს ატარებდა, რომ მას არ მიეცემოდა შესაძლებლობა საჩივარი შეეტანა ისეთ ორგანოში, რომელიც არსებითად განიხილავდა იმ საფრთხეებს, რომელიც მას ემუქრებოდა, რომ უზენაეს ადმინისტრაციულ სასამართლოში საჩივრის წარდგენა ავტომატურად არ იწვევდა გაძევების გადაწყვეტილების აღსრულების ავტომატურ შეჩერებას ხოლო მთლიანი პროცედურა კი ძალიან ხანგრძლივი იყო. განმცხადებლის თანახმად, ისეთი შემთხვევების თითქმის არ არსებული სტატისტიკა, როდესაც საბერძნეთის ხელისუფლების ორგანოებმა პირველ ინსტანციაში განხილვისას ან სააპელაციო დონეზე წარმოებული განხილვისას პირს მიანიჭეს საერთაშორისო დაცვა, ნათლად წარმოაჩენდა თუ რაოდენ არაეფექტიანი იყო პროცედურა.
2. საბერძნეთის მთავრობა
271. მთავრობის განცხადებითგანმცხადებელს არ განუცდია თავშესაფრის მინიჭებასთან დაკავშირებულ პროცედურაში არსებული ხარვეზების ნეგატიური შედეგები და ამიტომაც კონვენციის მიზნებიდან გამომდინარე იგი არ შეიძლება მიჩნეულ იქნეს მსხვერპლად.
272. მთავრობის მტკიცებით მხედველობაში უნდა ყოფილიყო მიღებული განმცხადებლის მიდგომა საკითხისადმი: კანონმდებლობის დარღვევით მან არ ითანამშრომლა ხელისუფლების ორგანოებთან და არ გამოუჩენია ინტერესი პროცედურის ჯეროვნად წარმართვასთან დაკავშირებით. 2009 წლის ივნისში ატტიკას პოლიციის სათაო განყოფილებაში გამოუცხადებლობით მან დაარღვია პროცედურის დაწყებასთან დაკავშირებული ფორმალობები და არ უსარგებლია იმ შანსით, რომ ეცნობებინა პოლიციისათვის, რომ არ გააჩნდა მისამართი, და ამგვარად ხელისუფლების ორგანოებისათვის არ მიუცია იმის შესაძლებლობა, რომ მათ გამოენახათ მასთან დაკავშირების სხვა გზა. გარდა ხსენებულისა, მან სხვადასხვა ყალბი პირადობის მოწმობით სცადა საბერძნეთის დატოვება და დამალა ხელისუფლების ორგანოების წინაშე ის ფაქტი, რომ მას საბერძნეთში მიმართული ჰქონდა თავშესაფრის მინიჭებასთან დაკავშირებით.
273. მთავრობა თვლიდა, რომ საბერძნეთის ხელისუფლების ორგანოები აწარმოებდნენ კანონმდებლობით დადგენილ პროცედურას მიუხედავად განმცხადებლის მიერ გამოჩენილი უყურადღებობისა და დაშვებული შეცდომებისა. მთავრობა კერძოდ ამტკიცებდა, რომ ხსენებულის ილუსტრირებას ახდენდა ის ფაქტი, რომ განმცხადებელი კვლავაც საბერძნეთში იმყოფებოდა და არ იქნა დეპორტირებული მიუხედავად იმ ფაქტისა, რომ არაკანონიერად ცდილობდა 2009 წლის აგვისტოში ქვეყნის დატოვებას.
274. ალტერნატივის სახით, მთავრობა ამტკიცებდა, რომ განმცხადებლის პრეტენზიები უსაფუძვლო იყო. მთავრობის მტკიცებით საბერძნეთის კანონმდებლობა შესაბამისობაში იყო თავშესაფრის საკითხებთან დაკავშირებულ ევროგაერთიანებისა და საერთაშორისო სამართალთან, მათ შორის ნონ-რეფოულემენტ –ის პრინციპთანაც. საბერძნეთის კანონმდებლობა უზრუნველყოფდა თავშესაფრის მინიჭებასთან დაკავშირებული განაცხადების არსებითად განხილვის შესაძლებლობას კონვენციის მე-2 და მე-3 მუხლების ჭრილში.. თავშესაფრის მაძიებლებს ხელი მიუწვდებოდათ თარჯიმნის მომსახურებაზე სამართალწარმოების ნებისმიერ ეტაპზე.
275. მთავრობა ადასტურებდა იმ ფაქტს, რომ თავშესაფართან დაკავშირებული განმცხადებლის განაცხადი ჯერ არ ყოფილა განხილული საბერძნეთის ხელისუფლების ორგანოების მიერ, მაგრამ არწმუნებდა სასამართლოს რომ იგი განხილული იქნებოდა, ზემოხსენებული სტანდარტების შესაბამისად.
276. კონვენციის მე-13 მუხლთან შესაბამისობაში, თავშესაფრის წარუმატებელ მაძიებლებს, შეუძლიათ მოითხოვონ მათი საქმის გადასინჯვა უზენაესი ადმინისტრაციული სასამართლოს მიერ. მთავრობის თანახმად, ასეთი საჩივარი ეფექტიანი დაცვის გარანტიას წარმოადგენდა და შესაბამისობაში იყო იმ აუცილებელ გარანტიებთან, რომელთა უზრუნველყოფაც სასამართლომ მოითხოვა საქმეში Bryan v. the United Kingdom განჩინება (1995 წლის 22 ნოემბერი, § 47, Series A 335 A). მთავრობამ წარმოადგინა უზენაესი ადმინისტრაციული სასამართლოს მიერ გამოტანილი მრავალი გადაწყვეტილება, რომლითაც გაუქმდა თავშესაფრის მინიჭების განაცხადზე უარი , რადგანაც ხელისუფლების ორგანოებს არ ჰქონდათ მხედველობაში მიღებული გარკვეული დოკუმენტები, რომლებიც მაგალიტად მიუთითებდნენ დევნის საფრთხეზე. ნებისმიერ შემთხვევაში მთავრობამ აღნიშნა, რომ თავშესაფრის მაძიებლების, რომელთაც უარი ეთქვათ განაცხადებზე პირველ ინსტანციაში, უზრუნველყოფა საკითხის არსებითად გასაჩივრების შესაძლებლობით, არ წარმოადგენდა კონვენციის მოთხოვნას.
277. მთავრობის თანახმად, უფასო სამართლებრივი დახმარების სისტემაში არსებულ ხარვეზებთან დაკავშირებული პრეტენზიები არ უნდა ყოფილიყო მხედველობაში მიღებული, რადგან მე-6 მუხლი არ ეხება თავშესაფრის მინიჭებასთან დაკავშირებულ პროცედურებს და შესაბამისად სასამართლოს არ უნდა განეხილა ხსენებული საკითხი წინამდებარე საქმეში.
278. უფრო მეტიც, რადგანაც თავშესაფრის მინიჭებასთან დაკავშირებული პროცედურა არ იყო დასრულებული, თავშესაფრის მაძიებლებს არ ემუქრებოდათ საკუთარ სამშობლოში დაბრუნების არანაირი საფრთხე, ხოლო აუცილებლობის შემთხვეაში კი მათ შეეძლოთ მიემართათ უზენაესი ადმინისტრაციული სასამართლოსათვის და მოეთხოვათ გაძევების იმ ბრძანების აღსრულების შეჩერება, რომელიც გამოცემული იყო თავშესაფრის მინიჭებასთან დაკავშირებული განაცხადის უარყოფის შემდგომ. ხსენებულის განხორციელებით კი შეჩერდებოდა გაძევების ბრძანების აღსრულება. ხსენებულის დასადასტურებლად მთავრობამ წარმოადგინა რამოდენიმე გადაწყვეტილება.
279. დიდი პალატის წინაშე წარდგენილ ზეპირ კომენტარებში მთავრობა ამტკიცებდა, რომ ამჟამად არსებულ სიტუაციაშიც კი განმცხადებელს არ ემუქრებოდა ავღანეთში გაძევების საფრთხე, რადგანაც მოცემულ მომენტში საბერძნეთის პოლიტიკას არ წარმოადგენდა ვინმეს იძულებით ქვეყნიდან გაძევება. ჩარტერული რეისით იძულებით უკან დაბრუნება, რომელიც 2009 წელს განხორციელდა ეხებოდათ პაკისტანელ მოქალაქეებს, რომლებსაც არ ჰქონდათ საბერძნეთში მოთხოვნილი თავშესაფარი. ავღანელები, რომელთა უკან, ავღანეთში გამგზავრებაც განხორციელდა, 2009 წელს -468 და 2010 წელს – 296 თავიანთი ნებით იქნენ უკან დაბრუნებულნი და ხსენებული განხორციელდა უკან დაბრუნების ევროპული ფონდის დაფინანსებით. არ რსებობდა ასევე განმცხადებლის თურქეთში გაგზავნი საფრთხე, რადგანაც იგი გადმოყვანილ იქნა საბერძნეთში ევროკავშირის სხვა სახელმწიფოს მიერ და ამიტომ იგი არ ხვდებოდა საბერძნეთსა და თურქეთს შორის გაფორმებული რეადმისიის ხელშეკრულების მოქმედების სფეროში.
280. დიდი პალატის წინაშე წარდგენილ ზეპირ კომენტარებში მთავრობა ასევე ეყრდნობოდა იმ ფაქტს, რომ განმცხადებელი არ მისულა დანიშნულ გასაუბრებაზე 2010 წლის 21 ივნისს და შემდგომ 2010 წლის 2 ივლისს, რა დროსაც შესაძლებელი იყო მისთვის განემარტა საბერძნეთის ხელისუფლების ორგანოებისათვის ის საფრთხეები, რომლებიც მას მოელოდა ავღანეთში დაბრუნების შემთხვევაში. მთავრობის თანახმად, ხსენებულიდან გამომდინარეობდა, რომ განმცხადებელს არამხოლოდ არ ჰქონდა თავშესაფრის მინიჭებასთან დაკავშირებულ პროცედურაში მონაწილეობის ინტერესი, არამედ მას არ ჰქონდა ასევე ამოწურული სამართლებრივი დაცვის ეფექტიანი საშუწლებები საბერძნეთის კანონმდებლობაში იმ საფრთხეებთან მიმართებაში, რომლებიც უკავშირდებოდა კონვენციის მე-2 და მე-3 მუხლების დარღვევას.
ბ. ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისრის, ლტოლვილთა საკითხებში გაეროს უმაღლესი კომისრის ოფისის, Aire –ს ცენტრის, Amnesty International –ის და საბერძნეთის ჰელსინკის მონიტორის, როგორც საქმეში მესამე მხარედ ჩართული ორგანიზაციებსი კომენტარები
281.კომისარს, UNHCR–ს, Aire –ს ცენტრს, Amnesty International -ს და GHM –ს მიაჩნდათ, რომ თავშესაფრის საკითხებთან დაკავშირებით საბერძნეთში არსებული კანონმდებლობა და პრაქტიკა შესაბამისობაში არ იყო ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო და ევროპულ სტანდარტებთან. ხსენებულმა ორგანიზაციებმა გააკრიტიკეს ადექვატური ინფორმაციის არ არსებობა, თავშესაფრის პროცედურასთან დაკავშირებული ჯეროვანი ინფორმაციის არ არსებობა, ჯეროვნად გავწრთნილი თანამშრომლების არ არსებობა, რომლებიც მიიღებდნენ და აწარმოებდნენ თავშესაფრის მინიჭებასთან დაკავშირებულ განაცხადებს, პირველი ინსტანციის ორგანოების მიერ მიღებული გადაწყვეტილებების უხარისობა, რაც გამოწვეული იყო სტრუქტურული გაუმართაობითა და პროცესუალური გარანტიების ნაკლებობით, კერძოდ კი უფასო სამართლებრივ დახმარებასა და თარჯიმანზე ხელმისაწვდომობით, უზენაეს ადმინისტრაციულ სასამართლოში გასაჩივრების, როგორც სამართლებრივი დაცვის საშუალების არაეფექტიანობაზე, რადგანაც ხსენებული პროცედურა ძალიან დიდ ხანს გრძელდებოდა და ასევე იმიტომ რომ უზენაეს ადმინისტრაციულ სასამართლოში გასაჩივრებას ავტომატურად არ მოჰყვებოდა აღსრულების შეჩერება და პირებს ძალიან უძნელდებოდათ სამართლებრივი დახმარების მოპოვება. ორგანიზაციები ასევე აღნიშნავდნენ, რომ “დუბლინის” ფორმატში დაბრუნებული თავშესაფრის მაძიებლები იგივე ბარიერებს აწყდებოდნენ პრაქტიკაში, როგორც თავშესაფრის სხვა მაძიებლები.
282. კომისარმა და UNHCR –მა გამოთქვეს სერიოზული შეშფოთება საბერძნეთის ხელისუფლების ორგანოების მიერ განხორციელებულ განგრძობად პრაქტიკასთან მიმართებაში, რომელიც გულისხმობდა პირების თურქეთში იძულებით დაბრუნებას, იქნებოდა ეს კოლექტიურად თუ ინდივიდუალურად განხორციელებული დაბრუნება. ის საქმეები, რომელთა იდენტიფიცირებაც მოახდინეს ამ ორგანიზაციებმა, ეხებოდათ როგორც იმ პირებს, რომლებიც პირველად ჩამოვიდნენ საბერძნეთში, ასევე იმ პირებს, რომლებიც უკვე დარეგისტრირებულნი იყვნენ როგორც თავშესაფრის მაძიებლები.
გ. სასამართლოს შეფასება
1. დაშვებადობა
283. საბერძნეთის მთავრობამ განაცხადა, რომ განმცხადებელი არ იყო მისი უფლების დარღვევის მსხვერპლი კონვენციის 34-ე მუხლის მნიშვნელობით, რადგანაც ის სიტუაცია, რომელშიც იგი აღმოჩნდა პრეტენზიის გაჩენის მოემნტიდანვე, გამოწვეული იყო მის მიერ და მას არ განუცდია პროცედურაში არსებული რაიმე სახის ხარვეზიდან გამოწვეული ნეგატიური შედეგი. მთავრობა ასევე ამტკიცებდა, რომ განმცხადებელი არ მისულა დანიშნულ გასაუბრებაზე ატტიკას პოლიციის სათაო განყოფილებაში 2010 წლის 2 ივლისს და არ მიუცია საბერძნეთის ხელისუფლების ორგენოებისათვის იმის შანსი, რომ არსებითად განეხილათ მისი პრეტენზიებ. ხსენებული ნიშნავდა იმას, რომ მას არ ჰქონდა ამოწურული სამართლებრივი დაცვის ეროვნული საშუალებები და ამიტომაც მთავრობამ თხოვნით მიმართა სასამართლოს, რათა მას განაცხადის ხსენებული ნაწილი გამოეცხადებინა არსებით განხილვაზე დაუშვებლად და უარეყო იგი კონვენციის 35-ე მუხლის 1 და მე-4 პუნქტების შესაბამისად.
284. სასამართლო აღნიშნავს, რომ მთავრობის პირველად პრეტენზიებში წამოჭრილი საკითხი ძალიან ახლოს არის დაკავშირებული იმ საკითხებთან, რომელიც სასამართლომ უნდა გაიხილოს საბერძნეთში თავშესაფრის მინIჭებასთან დაკავშირებული პროცედურიდან გამოწვეული კონვენციის მე-13 და მე-2 და მე-3 მუხლებთან დაკავშირებული პრეტენზიების განხილვისას. შესაბამისად დაშვებადობის საკითხი განხილულ იქნება ხსენებული პრეტენზიების არსებით მხარესთან ერთად.
285. უფრო მეტიც, სასამართლო თვლის, რომ განაცხადის ეს ნაწილი წამოჭრის რთულ საკითხებს საკანონმდებლო და პრაქტიკული კუთხით და მათი განხილვა შეუძლებელია არსებითი განხილვის გარეშე. შესაბამისად გამომდინარეობს, რომ პრეტენზიები არ არის აშკარად დაუსაბუთებელი კონვენციის 35-ე მუხლის მე-3(ა) პუნქტის მნიშვნელობით. პრეტენზიები არც სხვა რაიმე საფუძველზე შეიძლება იქნეს მიჩნეული დაუშვებლად. შესაბამისად ისინი არსებით განხილვაზე დაშვებულად უნდა გამოცხადდეს.
2. არსებითი განხილვა
ა) ზოგადი პრინციპები
286. თავშესაფრის მაძიებელთა გაძევებასთან დაკავშირებულ საქმეებში, სასამართლომ განმარტა, რომ იგი არ იხილავს თავად თავშესაფრის მინიჭებასთან დაკავშირებულ განაცხადს და არ ამოწმებს იმას სახელმწიფოები ასრულებენ თუ არა ჟენევის კონვენციით დაკისრებულ ვალდებულებებს. სასამართლოს განხილვის უმთავრეს საგანს წარმოადგენს იმის დადგენა მოქმედებს თუ არა ეფექტიანი გარანტიები იმისათვის, რათა შესაბამისი პირი დაცული იყოს თვითნებური refoulement –საგან, იქნება ის პირდაპირი თუ არაპირდაპირი ხასიათის, იმ ქვეყანაში, რომლიდანაც იგი გამოიქცა. (იხ. სხვა მაგალითებს შორის, T.I. v. the United Kingdom (dec. no. 43844/98, ECHR 2000-III), და Müslim,-ის ზემოხსენებული საქმე, §§ 72 ტო 76).
287. კონვენციის 1-ლი მუხლის თანახმად (რომლის თანახმადაც მაღალი ხელშემკვრელი მხარეები ყველასათვის თავიანთი იურისდიქციის ფარგლებში უზრუნველყოფენ ამ კონვენციის I თავში განსაზღვრულ უფლებებსა და თავისუფლებებს), უზრუნველყოფილ უფლებათა იმპლემენტაციისა და განხორციელების უწინარესი პასუხისმგებლობა აკისრიათ ხელისუფლების ეროვნულ ორგანოებს. შესაბამისად სასამართლოსადმი საჩივრით მიმართვის მექანიზმი ადამიანის უფლებათა დაცვის ეროვნული სისტემების დამხმარე ხასიათს ატარებს. ხსენებული დამხმარე ხასიათი ჩამოყალიბებულია კონვენციის მე-13 და 35-ე მუხლის 1-ე პუნქტებში (იხ. Kudła v. Poland [GC], no. 30210/96, § 152, ECHR 2000‑XI).
288. როგორც ეს სასამართლომ მრავალჯერ განმარტა, კონვენციის მე-13 მუხლი უზრუნველყოფს ეროვნულ დონეზე სამართლებრივი დაცვის ისეთი საშუალების არსებობას, რომლითაც შესაძლებელი იქნება კონვენციით გარანტირებული უფლებებისა და თავისუფლებების არსებითად განხორციელება მიუხედავად იმისა, თუ რა ფორმით იქნება შეიძლება ეს უფლებები დაცული იყოს ეროვნულ კანონმდებლობაში. ამგვარად მე-13 მუხლის ეფექტი მდგომარეობს იმაში, რომ მოითხოვოს ეროვნულ დონეზე სამართლებრივი დაცვის ისეთი საშუალების უზრუნველყოფა, რომელიც კონვენციით გარანტირებულ უფლებასთან დაკავშირებულ “საფუძვლიან პრეტენზიას” არსებითად განიხილავს და შესაბამის ზომებსაც მიიღებს. კონვენციის მე-13 მუხლით სახელმწიფოებზე დაკისრებული ვალდებუელებათა საზღვრები ცვალებადია და დამოკიდებულია განმცხადებლის პრეტენზიის ხასიათზე; თუმცა მე-13 მუხლით მოთხოვნილი სამართლებრივი დაცვის საშუალება “ეფექტიანი” უნდა იყოს პრაქტიკაში ისევე როგორც კანონმდებლობაში (Kudla -ს ზემოხსენებული საქმე, § 157).
289. მე-13 მუხლის მნიშვნელობით “სამართლებრივი დაცვის საშუალების” ეფექტიანობა არ არის დამოკიდებული განმცხადებლისათვის აუცილებლად სასარგებლო გადაწყვეტილების გამოტანაზე. ხსენებულ დებულებაში ნახსენები “ხელისუფლების ორგანო” აუცილებლად არ გულისხმობს, რომ იგი უნდა იყო სასამართლო ორგანო, მაგრამ იმ შემთხვევაში, თუკი ორგანო არ არის სასამართლო, მისი უფლებამოსილებები და გარანტიები, რომელთა მინიჭებაც მას შეუძლია, შესაბამისია იმის განსასაზღვრად ეფექტიანია თუ არა სამართლებრივი დაცვის ხსენებული საშუალება. ამავე დროს თუნდაც სამართლებრივი დაცვის ერთი კონკრეტული საშუალება თავისთავად არ აკმაყოფილებს მე-13 მუხლის მოთხოვნებს, ეროვნული კანონმდებლობით გათვალისწინებულმა სამართლებრივი დაცვის დამხმარე საშუალებებმა, შესაძლოა უზრუნველყონ ხსენებული (იხ. Gebremedhin [Gaberamadhien] v. France, no. 25389/05, § 53, ECHR 2007‑V § 53).
290. იმისათვის, რათა სამართლებრივი დაცვის საშუალება ეფექტიანად ჩაითვალოს იგი ხელმისაწვდომი უნდა იყოს პრაქტიკული და საკანონმდებლო კუთხით, კერძოდ კი მის გამოყენებას ხელს გაუმართლებლად არ უნდა უშლიდეს მოპასუხე სახელმწიფოს ხელისუფლების ორგანოების მიერ განხორციელებული მოქმედებები და უმოქმედობა (იხ. Çakıcı v. Turkey [GC], no. 23657/94, § 112, ECHR 1999‑IV).
291. კონვენციის მე-13 მუხლი მოითხოვს სამართლებრივი დაცვის ისეთი საშუალების უზრუნველყოფას, რომელიც შესაძლებლობას მისცემს ხელისუფლების ორგანოებს არსებითად განიხილონ კონვენციით უზრუნველყოფილ უფლების დარღვევასთან დაკავშირებული პრეტენზია და ადექვატური ზომებიც მიიღონ, თუმცა ხელშემკვრელ სახლემწიფოებს გააჩნიათ გარკვეული დისკრეცია თუ რა სახით განახორციელებენ ამ დებულებით დაკისრებულ ვალდებულებას (Jabari v. Turkey, no. 40035/98, § 48, ECHR 2000‑VIII).
292. განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს სამართლებრივი დაცვის საშუალების სწარაფად მოქმედებას და არ გამოირიცხება, რომ სამართლებრივი დაცვის საშუალების ადექვატურობა ხელყოფილ იქნეს მისი გაჭიანურებული ხანგრძლივობით (იხ. Doran v. Ireland, no. 50389/99, § 57, ECHR 2003‑X).
293. და ბოლოს, იმ მნიშვნელობიდან გამომდინარე, რომელსაც სასამართლო ანიჭებს კონვენციის მე-3 მუხლს, იმ ზიანის აუნაზღაურებელი ხასიათის გათვალისწინებით, რომელიც შეიძლება გამოწვეულ იქნეს წამების ან არასათანადო მოპყრობის საფრთხის რეალობაში განხორციელების შემთხვევაში, კონვენციის მე-13 მუხლის მნიშვნელობით სამართლებრივი დაცვის საშუალების ეფექტიანობა იმპერატიულად მოითხოვს ხელისუფლების ეროვნული ორგანოებისაგან საკითხის ზედმიწევნით შესწავლას (Shamayev and Others v. Georgia and Russia, no. 36378/02, § 448, ECHR 2005‑III), ნებისმიერი იმ პრეტენზიის ზედმიწევნით შესწავლას, რომლის თანახმადაც არსებობს მე-3 მუხლის საწინააღმდეგო მოპყრობის რეალური საფრთხე (იხ. ჟაბარი-ს ზემოხსენებული საქმე, § 50). ხსენებული ასევე მოითხოვს გადაწყვეტილების სწრაფად მიღებას (იხ. Batı and Others v. Turkey, nos. 33097/96 and 57834/00, § 136, ECHR 2004‑IV (ამონარიდები)); ხსენებული მუხლი ასევე მოითხოვს, რომ ასეთ შემთხვევებში შესაბამის პირს ხელმისაწვდომობა ჰქონდეს სამართლებრივი დაცვის ისეთ საშუალებებზე, რომლებსაც გააჩნიათ გაძევება/ექსტრადირება/დეპორტაციის გადაწყვეტილების ავტომატური შეჩერების ეფექტი (იხ. Čonka v. Belgium, no. 51564/99, §§ 81-83, ECHR 2002‑I, და ზემოხსენებული Gebremedhin [Gaberamadhien], საქმე, § 66).
ბ) ხსენებული პრინციპების გამოყენება წინამდებარე საქმეში
294. იმისათვის, რათა დადგინდეს გამოიყენება თუ არა მე-13 მუხლი წინამდებარე საქმეში, სასამართლომ უნდა გამოარკვიოს, შეუძლია თუ არა განმცხადებელს საფუძვლიანად ამტკიცოს, რომ ავღანეთში მისი გადაყვანა დაარღვევს კონვენციის მე-2 და მე-3 მუხლებს.
295. სასამართლო აღნიშნავს, რომ განაცხადის წარდგენისას, მასთან მიმართებაში ავღანეთში არსებულ საფრთხეებთან დაკავშირებით განმცხადებელმა ასევე წარმოადგინა სერთიფიკატების ასლები, რომლებიც ადასტურებდნენ, რომ იგი მუშაობდა თარჯიმნად (იხ. ზემოთ 31-ე პუნქტი). სასამართლოს ასევე ხელი მიუწვდება ავღანეთში ამჟამად არსებულ სიტუაციასთან დაკავშირებულ ზოგად ინფორმაციასა და UNHCR –ის მიერ გამოცემულ “ავღანელი თავშესაფრის მაძიებლების საერთაშორისო დაცვის საჭიროების შეფასებასთან დაკავშირებული სახელმძღვანელო პრინციპებზე”, რომელტა განახლებაც რეგულარულად ხორციელდება (იხ. ზემოთ 197-202 პუნქტები).
296. სასამართლოსათვის წინამდებარე ინფორმაცია წარმოადგენს prima facie მტკიცებულებას, რომ ავღანეთში არსებული სიტუაცია იწვევდა და ახლა იწვევს დაუცველობის ფართედ გავრცელებულ პრობლემას და რომ განმცხადებელი მიეკუთვნება იმ პირთა კატეგორიას, რომლებიც განსაკუთრებით ექვემდებარებიან შევიწროებას ანტისამთავრობო ძალების მხრიდან, რადგანაც იგი მუშაობდა თარჯიმნად საერთაშორისო ძალებთან. სასამართლო ასევე აღნიშნავს, რომ ავღანეთში არსებული სიტუაციის სიმწვავე და საფრთხეები, სადაო არ გაუხდიათ მხარეებს. ხსენებულის საპირისპიროდ საბერძნეთის მთავრობამ განაცხადა, რომ მთავრობის პოლიტიკას არ წარმოადგენს თავშესაფრის მაძიებელთა იძულებით უკან სამშობლოში დაბრუნება იქ ნათლად მომეტებული საფრთხის შემცველი სიტუაციის არსებობის გამო.
297. ხსენებულიდან გამომდინარე სასამართლო ასკვნის, რომ განმცხადებელს გააჩნია საფუძვლიანი პრეტენზიები კონვენციის მე-2 და მე-3 მუხლებთან დაკავშირებით.
298. წინამდებარე საქმეში ხსენებული არ ნიშნავს, რომ სასამართლომ გადაწყვეტილება უნდა მიიღოს იმასთან დაკავშირებით ადგილი ექნებოდა თუ არა მოცემული დებულებების დარღვეას, განმცხადებლის უკან დაბრუნების შემთხვევაში. პირველ რიგში ამის ვალდებულება აკისრიათ საბერძნეთის ხელისუფლების ორგანოებს, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან თავშესაფრის მინიჭებასთან დაკავშირებულ საკითხებზე, რათა მათ თავად განიხილონ განმცხადებლის მიერ წარდგენილი მოთხოვნა და დოკუმენტები და ამავე დროს შეაფასონ ის საფრთხეები, რომელსაც განმცხადებელი დაექვემდებარება ავღანეთში დაბრუნების შემთხვევაში. სასამართლოს უწინარეს ამოცანას წარმოადგენს იმის გარკვევა არსებობს თუ არა ეფექტიანი გარანტიები წინამდებარე საქმეში, რათა განმცხადებელი იქნეს დაცული თავის ქვეყანაში თვითნებურად უკან, პირდაპირ ან არაპირდაპირ, დაბრუნებისაგან.
299. სასამართლო აღნიშნავს, რომ საბერძნეთის კანონმდებლობა, რომელიც თავშესაფრის საკითხებში ემყარება ევროკავშირის კანონმდებლობით დადგენილ სტანდარტებს, შეიცავს გარანტიების წყებას, რათა თავშესაფრის მაძიებელი, იმ საფრთხეების არსებითად განხილვის გარეშე, რომელიც მას ემუქრება, დაცული იყოს იმ ქვეყანაში დაბრუნებისაგან, რომლიდანაც იგი გამოიქცა (იხ. 99-121). სასამართლო აღნიშნავს ასევე მთავრობის მიერ წარდგენილ იმ გარანტიას, რომ თავშესაფრის მინიჭებასთან დაკავშირებული განმცხადებლის განაცხადი განხილული იქნებოდა კანონმდებლობის შესაბამისად.
300. თუმცა სასამართლო ადგენს, რომ წლების განმავლობაში UNHCR –მა და ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარმა, ისევე როგორც მრავალმა საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციამ, გამოააშკარავა განგრძობადად და მუდმივად საბერძნეთის კანონმდებლობა არ გამოიყენება ხოლმე პრაქტიკაში თავშესაფრის მინიჭებასთან დაკავშირებული პროცედურა ხასიათდება იმგვარი მნიშვნელოვანი სტრუქტურული ხარვეზებით, რომ თავშესაფრის მაძიებლებს ძალიან მცირე შანსი რჩებათ, რომ კონვენციით გარანტირებული უფლების დარღვევასთან დაკავშირებული მათი პრეტენზიები სერიოზულად იქნეს განხილული საბერძნეთის ხელისუფლების ორგანოების მიერ, და რომ სამართლებრივი დაცვის ეფექტიანი საშუალების არ არსებობის ფონზე, ჯამში ისინი დაუცველნი რჩებიან ხოლმე სამშობლოში უკან დაბრუნების თვითნებურად მიღებული გადაწყვეტილებისაგან (160-ე და 173-195 პუნქტები).
301. პირველ რიგში სასამართლო აღნიშნავს, ხარვეზს თავშესაფრის მინიჭებასთან დაკავშირებულ პროცედურზე ხელმისაწვდომობასა და ამ განაცხადთა განხილვის პროცედურასთან დაკავშირებით (ზემოთ მოცემული 173-ე და 188-ე პუნქტები): არასაკმარისი ინფორმაციის მიწოდება თავშესაფრის მაძიებლებისათვის განსახორციელებ პროცედურებთან დაკავშირებით, ატტიკას პოლიციის სათაო განყოფილებაში შეღწევასთან დაკავშირებული სირთულეები, ხელისუფლების ორგანოებსა და თავშესაფრის მაძიებლებს შორის კომუნიკაციის რაიმე სახის სანდო სისტემის არარსებობა, თარჯიმნების ნაკლებობა და შესაბამისი პასუხისმგებელი იმ პერსონალის არაჯეროვანი გაწვრთნა, რომელიც აწარმოებს პირად გასაბრებას თავშესაფრის მაძიებელთან, უფასო სამართლებრივი დახმარების არ არსებობა, რაც ართმევს თავშესაფრის მაძიებელს შესაძლებლობას ჰყავდეს სამართლებრივი წარმომადგენელი, გადაწყვეტილების მიღების ძალიან გაჭიანურება. ხსენებული ხარვეზები ზეგავლენას ახდენს საბერძნეთში პირველად ჩასულ თავშესაფრის მაძიებლებზე ისევე როგორც დუბლინის რეგულაციის ფორმატში საბერძნეთში დაბრუნებულ თავშესაფრის მაძიებლებზე.
302. სასამართლო ასევე შეშფოთებულია იმ დასკვნებით, რომლებიც მოცემულია UNHCR –ის მიერ განხორციელებულ მრავალ კვლევაში, რომლებიც აჩვენებენ, რომ პირველ ინსტანციაში მიღებული თითქმის ყველა გადაწყვეტილება ნეგატიურია და სტერეოტიპულ ხასიათს ატარებს და მათში არ არის მოცემული გადაწყვეტილების მიღების რაიმე სახის დეტალი ან მიზეზები (იხ. ზემოთ 184-ე პუნქტი). დამატებით უნდა აღინიშნოს, რომ ის მაკონტროლებელი ფუნქცია, რომელიც გააჩნდა ლტოლვილთა საკონსულტაციო კომიტეტს გაუქმებულ იქნა და UNHCR –ი აღარ იღებს მონაწილეობას თავშესაფრის მინიჭებასთან დაკავშირებულ პროცედურაში (იხ. 114 და 189-ე პუნქტები).
303. მთავრობა ამტკიცებდა, რომ რაც არ უნდა ხარვეზები ყოფილიყო თავშესაფრის პროცედურაში, მათ ზეგავლენა არ მოუხდენიათ განმცხადებლის კონკრეტულ სიტუაციაზე.
304. ხსენებულთან დაკავშირებით სასამართლო აღნიშნავს, რომ განმცხადებელი ჩივის, რომ მისთვის არ უცნობებიათ შესაბამისი პროცედურების შესახებ. სასამართლოს არ აქვს რაიმე სურვილი კითხვის ქვეშ დააყენოს მთავრობის კეთილსინდისიერება საინფორმაციო ბუკლეტის აეროპორტში ხელმისაწვდომობასთან დაკავშირებით, არამედ იგი განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს განმცხადებლის ვერსიას, რადგანაც ხსენებული გამყარებულია მრავალი იმ მოწმის ჩვენებით, რომელთა მოპოვებაც მოახერხეს კომისარმა, UNHCR–მა და სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციამ. სასამართლოს აზრით პროცედურასთან დაკავშირებულ ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობის ნაკლებობა წარმოადგენდა ამ პროცედურებზე ხელმისაწვდომობის უმტავრეს ბარიერს.
305. მთავრობამ ასევე გააკრიტიკა განმცხადებელი იმისათვის, რომ იგი არ გამოცხადდა ატტიკას პოლიციის სათაო განყოფილებაში შეტყობინებაში მითითებულ ვადებში და ამით ხელი შეუშალა პროცედურის წარმოების დაწყებას.
306. ხსენებულ საკითხთან დაკავშირებით სასამართლო პირველ რიგში აღნიშნავს, რომ ის სამდღიანი ვადა, რომელიც განმცხადებელს მისცეს ძალიან ხანმოკლე იყო იმის გათვალისწინებით თუ რაოდენ რთული იყო პოლიციის შესაბამის სათაო განყოფილებაში შეღწევა.
307. ასევე უნდა აღინიშნოს, რომ მხოლოდ განმცხადებელი არ აღმოჩენილა ასეთ სიტუაციაში, რომ არასწორად განემარტა შეტყობინება და თავშესაფრის ბევრი მაძიებელი არ მიდიოდა პოლიციის სათაო განყოფილებაში, რადგანაც მათ არ შეეძლოთ განეცხადებინათ საცხოვრებელი მისამართი.
308. უფრო მეტიც, იმ შემთხვევაშიც კი თუ განმცხადებელმა მიიღო საინფორმაციო ბროშურა, სასამართლო იზიარებს განმცხადებლის მოსაზრებას, რომ შესაბამისი ტექსტი ძალიან ბუნდოვანი იყო გამოსაყენებლად (112-ე პუნქტი) და რომ არსად არ არის მითითებული იმის შესახებ, რომ თავშესაფრის მაძიებლებს შეუძლიათ შეატყობინონ ატტიკას პოლიციის სათაო განყოფილებას, რომ მათ არ გააჩნიათ მისამართი საბერძნეთში, და ამის შედეგად ინფორმაცია სხვა გზით იქნეს მიწოდებული შესაბამისი პირისათვის.
309. ასეთ პირობებში სასამართლო თვლის, რომ მთავრობას ნაკლებად თუ შეუძლია დაყრდნოს იმ არგუმენტს, რომ განმცხადებელმა არ შეასრულა დადგენილი ფორმალური მოთხოვნა და ეს რომ შეესრულებინა ხელისუფლების ორგანოები გამოძებნიდნენ განმცხადებელთან კომუნიკაციის შესაფერის მეთოდებს იმგვარად, რომ მას წარმატებით შეეძლებოდა პროცედურაში მონაწილეობა.
310. შემდგომ სასამართლო აღნიშნავს, რომ მხარეები თანხმდებიან იმაზე, რომ განმცხადებლის მიერ თავშესაფრის მინიჭებასთან დაკავშირებული მოთხოვნა ჯერ არ ყოფილა განხილული საბერძნეთის ხელისუფლების ორგანოების მიერ.
311. მთავრობის თანახმად ხსენებული სიტუაცია გამოწვეულია იმ ფაქტით, რომ განმცხადებელი არ გამოცხადდა 2010 წლის 2 ივლისს დანიშნულ შეხვედრაზე, რომელზეც მისი გამოკითხვა უნდა ეწარმოებინა ლტოლვილთა საკონსულტაციო კომიტეტს. მთავრობას არ აუხსნია თუ რა ზეგავლენა მოახდინა გამოუცხადებლობამ ეროვნული საამართალწარმოების წარმართვაზე. ნებისმიერ შემთხვევაში განმცხადებელმა, წარმომადგენლის მეშვეობით, აცნობა სასამართლოს, გამოძახების უწყება მას გადაეცა ბერძნულ ენაზე, როდესაც მან განაახლა ვარდისფერი ბარათი, თარჯიმანს კი არაფერი უთქვამს მისთვის ინტერვიუსათვის დადგენილი თარიღის შესახებ. მართალია სასამართლოს არ შეუძლია გადაამოწმოს ხსენებულ საკითხთან დაკავშირებით თუ რა მოხდა სინამდვილეში, მაგრამ სასამართლო უფრო სარწმუნოდ მიიჩნევს განმცხადებლის ვერსიას და რომლის თანახმადაც საბერძნეთში ფიქსირდებოდა ინფორმაციისა და კომუნიკაციის მწვავე ნაკლებობა, რაც ზეგავლენას ახდენდა თავშესაფრის მაძიებლებზე.
312. ასეთ პირობებში სასამართლო არ იზიარებს მთავრობის იმ მოსაზრებას, რომ განმცხადებელმა, თავისი ქმედებებით, არ მისცა ხელისუფლების ეროვნულ ორგანოებს იმის შანსი, რომ მათ არსებითად განეხილათ მისი პრეტენზიები და რომ მასზე ზეგავლენა არ მოუხდენია თავშესაფრის პროცედურაში არსებულ ხარვეზებს.
313. სასამართლო ასკვნის, რომ დღემდე საბერძნეთის ხელისუფლების ორგანოებს არ გადაუდგამთ რაიმე ნაბიჯები, რათა განმცხადებელთან დაემყარებინათ კავშირი, არ მიუღიათ რაიმე სახის გადაწყვეტილება მის საქმეზე და არ მიუციათ მისთვის რეალური და ადექვატური შესაძლებლობა, რომ დაეცვა თავისი პოზიცია თავშესაფრის მოთხოვნასთან დაკავშირებით შეტანილ განაცხადთან მიმართებით. უფრო მნიშვნელოვანი კი, რასაც სასამართლო განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევს, არის ევროკავშირის წევრ სხვა სახელმწიფოებთან შედარებით საბერძნეთის მიერ დამატებითი დაცვის ღონისძიებების მინიჭების საოცრად დაბალი მაჩვენებელი (იხ. 125-126 პუნქტები). რა თქმა უნდა სტატისტიკისათვის მნიშვნელობის მინიჭების საკითხი განსხვავებულია და დამოკიდებულია გარემოებებზე, მაგრამ სასამართლოს აზრით ეს გარემოებები ამყარებენ განმცხადებლის იმ არგუმენტს, რომ მან დაკარგა რწმენა თავშესაფრის მინიჭებასთან დაკავშირებული პროცედურისადმი.
314. სასამართლო ვერ დაარწმუნა საბერძნეთის მთავრობის იმ განმარტებებმა, რომლებიც ეხებოდა ავღანეთში პირების უკან დაბრუნების პოლიტიკას მხოლოდ კეთილი ნების საფუძველზე. სასამართლოს არ შეუძლია მოახდინოს იმ ფაქტის იგნორირება, რომ საბერძნეთის მიერ პირების იძულებით დაბრუნება მაღალი საფრთხის შემცველ ქვეყნებში, ხშირად იქნა დაგმობილი ამ საქმეში მესამე მხარედ ჩართული ორგანიზაციების მიერ და კრიტიკა ასევე გამოითქვა სასამართლოს მიერ მოძიებულ რამოდენიმე მოხსენებაში (იხ. 160-ე, 192-ე და 282-ე პუნქტები).
315. სასამართლოსათვის ყველაზე დიდ შეშფოთებას იწვევს refoulement–ის საფრთხე, რომელიც პრაქტიკაში ემუქრება განმცხადებელს იმ მომენტამდე სანამ არსებითი გადაწყვეტილება იქნება გამოტანილი მის საქმეზე. პრეზიდენტის ბრძანებულები #90/2008 განმცხადებელი გადაურჩა გაძევებას 2009 წლის აგვისტოში (იხ. 43-48 და 120-ე პუნქტები). თუმცა განმცხადებელი ჩიოდა, რომ ძლივს გადაურჩა პოლიციის მიერ განხორციელებულ მეორე მცდელობას, რომ მოეხდინათ მისი დეპორტაცია თურქეთში. ის ფაქტი, რომ ორივე შემთხვევაში განმცხადებელი ცდილობდა საბერძნეთის დატოვებას, არ შეიძლება მეტყველებდეს განმცხადებლის საწინააღმდეგოდ იმ საკითხის განხილვისას შესაბამისობაში იყო თუ არა კონვენციასთან საბერძნეთის ხელისუფლების ორგანოების მიერ განხორციელებული ქმედებები. ხელისუფლების ორგანოების ქმედებები იმ დროს როდესაც განმცხადებელი ცდილობდა მოენახა გამოსავალი შექმნილი სიტუაციიდან, სასამართლომ შეაფასა მე-3 მუხლის დარღვევად (263-ე და 264-ე პუნქტები).
316. ამის შემდგომ სასამართლომ უნდა განიხილოს, როგორც ამას მთავრობა ამტკიცებდა, უზენაეს ადმინისტრაციულ სასამართლოში თავშესაფრის მოთხოვნაზე უარყოფითი გადაწყვეტილების გასაჩივრება, შეიძლება თუ არა ჩაითვალოს თვითნებური refoulement –ისაგან დაცვის გარანტიად.
317. სასამართლო იწყებს იმის აღნიშვნით, რომ როგორც ამას მთავრობა ამტკიცებდა, მიუხედავად იმისა, რომ სასამართლოში თავშესაფრის მოთხოვნაზე უარყოფითი გადაწყვეტილების გასაჩივრება ავტომატურად იწვევდა გაძევების გადაწყვეტილების აღსრულების შეჩერებას, თავად გაძევების ბრძანების, რომელიც გამოტანილი იქნებოდა თავშესაფრის მოთხოვნაზე უარყოფითი გადაწყვეტილების მიღების შემდგომ, გასაჩივრება ავტომატურად იწვევდა გაძევების ბრძანების აღსრულების შეჩერებას.
318. თუმცა სასამართლო იმეორებს, რომ პრაქტიკაში სამართლებრივი დაცვის საშუალებაზე ხელმისაწვდომობას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ეფექტიანობის საკითხის შეფასებისთვის. სასამართლომ უკვე აღნიშნა, რომ საებრძნეთის ხელისუფლების ორგანოებს არ გადაუდგამთ რაიმე ნაბიჯი, რათა უზრუნველეყოთ კომუნიკაცია ხელისუფლების ორგანოებსა და განმცხადებელს შორის. ხსენებული ფაქტი კი, იმ ხარვეზებთან ერთად რომელიც თან სდევს მიღებული გადაწყვეტიელებების შეტყობინების პროცედურას იმ პირებთან მიმართებაში “რომელთა მისამართიც არ არის ცნობილი” და რომლის შესახებაც განცხადება გაკეთებული ჰქონდა ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარსა და UNHCR –ს (იხ. 187-ე პუნქტი), ძალზე ბუნდოვანს ხდის იმ ფაქტს შეძლებს თუ არა განმცხადებელი, რომ დროულად შეიტყოს თავშესაფრის მინიჭებასთან დაკავშირებით მის მიერ წარდგენილ განაცხადთან მიმართებაში მიღებული გადაწყვეტილების შესახებ, რათა დადგენილ ვადებში მოახდინოს რეაგირება.
319. გარდა ამისა, მიუხედავად იმისა, რომ განმცხადებელს ნამდვილად არ გააჩნია ადვოკატის მომსახურების ღირებულების დასაფარი სახსრები, მას არ მიუღია რაიმე სახის ინფორმაცია იმ ორგანიზაციების შესახებ, რომლებიც ეწევიან უფასო სამართლებრივი რჩევებითა და მითითებებით დახმარებას. ხსენებულ ვითარებას კიდევ უფრო ამწვავებს იმ ადვოკატების არასაკმარისი რაოდენობა, რომლებსაც სურვილი აქვთ იმონაწილეონ უფასო სამართლებრივი დახმარების სისტემაში (იხ. 191-ე და 281-ე პუნქტები), რაც თავისთავად პრაქტიკაში არაეფექტიანს ხდის სისტემას. მთავრობის კომენტარების საპირისპიროდ სასამართლო თვლის , რომ შექმნილი სიტუაცია ასევე შეიძლება მივიჩნიოთ იმ ბარიერად, რომელიც ხელს უშლის სამართლებრივი დაცვის საშუალებაზე ხელმისაწვდომობას და ხვდება კონვენციის მე-13 მუხლის მოქმედების ფარგლებში, განსაკუთრებით როდესაც საქმე ეხება თავშესაფრის მაძიებლებს.
320. და ბოლოს, სასამართლოს არ შეუძლია მიიჩნიოს, როგორც ამას მთავრობა ამტკიცებდა, რომ უზენაესი ადმინისტრაციული სასამართლოს წინაშე გამართული სამართალწარმოების ხანგრძლივობა შეუსაბამოა კონვენციის მე-13 მუხლის მიზნებისათვის. სასამართლოს ხაზგასმით აქვს აღნიშნული სწრაფი ქმედებების მნიშვნელობა ისეთ საქმეებში, რომლებიც ეხება ხელისუფლების როგანოების მიერ განხორციელებულ არასათანადო მოპყრობას (იხ. ზემოთ 293-ე პუნქტი). სასამართლო დამატებით აღნიშნავს, რომ სწრაფი მოქმედება განსაკუთრებით აუცილებელია ისეთ შემთხვეევბში, როგორიც წინამდებარე შემთხვევაა, როდესაც შესაბამისმა პირმა შეიტანა საჩივარი კონვენციის მე-3 მუხლის სავარაუდო დარღვევასთან დაკავშირებით მისი დეპორტაციის შემთხვევაში და როდესაც მას არ გააჩნია იმის გარანტიები, რომ მისი საჩივრის არსებით მხარეს პირველ ინსტანციაში არ განიხილავენ სერიოზულად, რომ სტატისტიკურად მას არ გააჩნია დაცვის რაიმე შანსი და ცხოვრება უხდება უკიდურეს სირარიბეში, რაც სასამართლოს გარკვეულ შემთხვევებში დაუფიქსირებია, რომ წარმოადგენს მე-3 მუხლის საწინააღმდეგო მოპყრობას. შესაბამისად სასამართლო ადგენს, რომ ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისრის მიერ მოწოდებული ინფორმაცია, სამართალწარმოების ხანგრძლივობასთან დაკავშირებით (იხ. 190-ე პუნქტი), რაც მთავრობას არ გაუხდია სადავო, წარმოადგენს იმის მტკიცებულებას, რომ უზენაეს ადმინისტრაციულ სასამართლოში გასაჩივრება არ აღმოფხვრის გარანტიების იმ ნაკლოვანებებს, რომლებიც თან სდევს თავშესაფრის მინიჭებასთან დაკავშირებული განაცხადების არსებითად განხილვას.
გ. დასკვნა
321. ზემოხსენებულიდან გამომდინარე, საბერძნეთის მთავრობის მიერ წარმოდგენილი პირველადი პრეტენზიები (იხ. 283-ე პუნქტი) არ შეიძლება გაზიარებულ იქნეს და სასამართლო ადგენს, რომ ადგილი ჰქონდა კონვენციის მე-13 მუხლის მე-3 მუხლთან კავშირში დარღვევას იმ ხარვეზების გამო, რომელიც თან სდევდა საბერძნეთის ხელისუფლების ორგანოების მიერ განმცხადებლის მიერ თავშესაფრის მინიჭებასთან დაკავშირებით წარდგენილი განაცხადის განხილვას და ასევე იმ საფრთხის გამო, რომელიც მას ემუქრება პირდაპირ ან ირიბად იქნეს დაბრუნებული თავის სამშობლოში, მისი თავშესაფრის განაცხადის არსებითი მხარის სერიოზული განხილვის გარეშე და ამ კუთხით სამართლებრივი დაცვის ეფექტიან საშუალებაზე ხელმისაწვდომობის გარეშე.
322. ხსენებულიდან გამომდინარე და საქმის გარემოებების გათვალისწინებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს იმის საჭიროება, რომ სასამართლომ განიხილოს განმცხადებლის პრეტენზიები მე-13 მუხლის მე-2 მუხლთან კავშირში სავარაუდო დარღვევასთან დაკავშირებით.
IV. კონვენციის მე-2 და მე-3 მუხლების სავარაუდო დარღვევა ბელგიის მიერ განმცხადებლის იმ საფრთხეებისადმი დაქვემდებარების გამო, რომელიც წარმოიშობა საბერძნეთის თავშესაფრის პროცედურაში არსებული ხარვეზებიდან
323. განმცხადებელი ამტკიცებდა, რომ დუბლინის რეგულაციის შესაბამისად საბერძნეთში მისი უკან დაბრუნება მაშინ როდესაც ბელგიის ხელისუფლების ორგანოებმა კარგად უწყოდნენ საბერძნეთის თავშესაფრის პროცედურაში არსებული ხარვეზების შესახებ და არ შეაფასეს ის საფრთხე, რომელიც მას ემუქრებოდა, ბელგიის ხელისუფლების ორგანოებმა დაარღვიეს კონვენციის ზემოხსენებული მე-2 და მე-3 მუხლები.
ა. მხარეთა არგუმენტაცია
1. განმცხადებელი
324. განმცხადებელი ამტკიცებდა, რომ გაძევების მომენტში, ბელგიის ხელისუფლების ორგანოებმა უწყოდნენ იმის შესახებ, რომ საბერძნეთში არსებული თავშესაფრის მინიჭების პროცედურა იმდენად ხარვეზიანი იყო, რომ ძალიან მცირე შანსი იყო, რათა განმცხადებლის თავშესაფრის განაცხადის სერიოზული განხილვა განეხორციელებინათ საბერძნეთის ხელისუფლების ორგანოებს და რომ არსებობდა იმის საფრთხე, რომ მას უკან სამშობლოში გააგზავნიდნენ. იმ მრავალ საერთაშორისო მოხსენებასთან ერთად, რომლებიც გამოქვეყნებული იყო მისი გაძევების პერიოდში, განმცხადებლის ადვოკატმა ნათლად აუხსნა ბელგიის ორგანოებს საბერძნეთში არსებული სიტუაცია, რომელიც გულისხმობდა საბერძნეთში თავშესაფრის მაძიებელთა ფუნდამენტური უფლებების სისტემატურ დარღვევას. ხსენებული არგუმენტაცია და განმარტება განმცხადებელმა წარუდგინა უცხოელთა სააპელაციო კოლეგიას 2009 წლის 29 მაისს. არგუმენტაცია და განმარტება ასევე წარედგინა ბრიუსელის სააპელაციო სასამართლოს სისიხლის სამართლის პალატას 2009 წლის 10 ივნისს. განმცხადებელი თვლიდა, რომ ბელგიის ხელისუფლების ორგანოების არგუმენტი, რომ განმცხადებელს ბელგიაში ჩამოსვლამდე არ შეეძლო პრეტენზია განეცხადებინა საბერძნეთში თავშესაფრის მინიჭებასთან დაკავშირებულ პროცედურაში არსებული ხარვეზების მსხვერპლად, შეუსაბამო იყო. იმ ფაქტთან ერთად რომ ხსენებულის ფორმალური დადასტურება შეუძლებელია in abstracto და სანამ საფრთხის მატერიალიზება მოხდება, ბელგიის ხელისუფლების ორგანოებს მხედველობაში უნდა მიეღოთ ზოგადად არსებული სიტუაცია და არ უნდა დაეყენებინათ იგი საფრთხის წინაშე საბერძნეთში უკან დაბრუნებით.
325. განმცხადებლის აზრით იმის გათვალისწინებით თუ რისი შეტყობაც მან მოახერხა ზემოხსენებული T.I.–ს საქმეზე (გადაწყვეტილება) მიღებული გადაწყვეტილებიდან, დუბლინის რეგულაციის გამოყენება არ ათავისუფლებს ბელგიის ხელისუფლების ორგანოებს იმის გადამოწმების ვალდებულებისაგან არსებობდა თუ არა საბერძნეთში refoulement –ისაგან დაცვის საკმარისი გარანტიები, პროცედურაში არსებული იმ ხარვეზების გათვალისწინებით ან წარმოებული პოლიტიკის მხედველობაში მიღებით, რომ მოხდებოდა ავღანეთში მისი პირდაპირი ან არაპირდაპირი გზით refoulement –ი. ასეთი გარანტიების გარეშე და განმცხადებლის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების გათვალისწინებით, ბელგიის ხელისუფლების ორგანოებს თავად უნდა გადაემოწმებინათ ის საფრთხეები, რომლებიც განმცხადებელს ემუქრებოდა თავის სამშობლოში და ამ ვალდებულებას ბელგიას აკისრებდა კონვენციის მე-2 და მე-3 მუხლთან დაკავშირებული სასამართლოს პრეცედენტული სამართალი (კერძოდ კი საქმე NA. v. the United Kingdom, no. 25904/07, 2008 წლის 17 ივლისი). თუმცა წინამდებარე საქმეში ბელგიის მთავრობას არ განუხორციელებია რაიმე სახის დაზღვევის ღონისძიება მის დეპორტაციამდე. ხსენებულის საპირისპიროდ მისი დეპორტაციის ბრძანება მიღებულ იქნა მხოლოდ იმ ვარაუდის საფუძველზე – დუბლინის რეგულაციით გათვალისწინებული დუმილით გამოხატული თანხმობის საფუძველზე – რომ საბერძნეთის ხელისუფლების ორგანოები შეასრულებდნენ თავიანთ ვალდებულებებს, ამ დროს კი განმცხადებელთან მიმართებაში არ ყოფილა მიღებული რაიმე სახის ინდივიდუალური გარანტია. ხსენებულს განმცხადებელი განიხილავდა, როგორც ბელგიის ხელისუფლების ორგანოების მიერ განხორციელებულ სისტემატურ პრაქტიკას. ბელგიის ხელისუფლების ორგანოები ხომ მისი მტკიცებით ყოველთვის უარყოფდნენ და ამჟამადაც უარს ამბობენ დუბლინის რეგულაციაში მოცემული სუვერენულობის დებულების გამოყენებაზე, და ამიტომაც უარს არ ამბობდნენ საბერძნეთში ხალხის უკან გადაყვანაზე.
2. ბელგიის მთავრობა
326. მთავრობა ამტკიცებდა, რომ დუბლინის რეგულაციის გამოყენებისას ბელგია არ იყო პასუხისმგებელი განმცხადებლის მიერ თავშესაფრის მინიჭებასთან დაკავშირებული განაცხადის განხილვაზე და ხსენებულიდან გამომდინარე არ წარმოადგენდა მის ამოცანას განეხილა განმცხადებლის სიცოცხლესა და ფიზიკურ უსაფრთხოებასთან დაკავშირებული საფრთხეები, რომლებიც მას ემუქრებოდა ავღანეთში. დუბლინის რეგულაციაში ჯეროვნად იყო გათვალისწინებული ჟენევის კონვენციაში განსაზღვრული non-refoulement –ის პრინციპი, ადამიანის ფუნდამენტური უფლებები და ის პრინციპი, რომ ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები უსაფრთხო ქვეყნები იყო. მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში, ინდივიდუალური საქმის გათვალისწინებით ახორციელებდა ხოლმე ბელგია რეგულაციის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტში მოცემულ გადახვევას ამ პრინციპებიდან და მხოლოდ ისეთ შემთხვევაში როდესაც შესაბამისი პირი დამაჯერებლად წარმოაჩენდა, რომ მას ემუქრებოდა წამების ან არაადამიანური მოპყრობის საფრთხე კონვენციის მე-3 მუხლის მნიშვნელობით. მართლაც ხსენებული მიდგომა შესაბამისობაში იყო სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან, რომელიც მოითხოვდა კავშირის არსებობას ქვეყანაში არსებულ იმ ზოგად სიტუაციას, რომელთან მიმართებაშიც პრეტენზია იყო გამოთქმული, და განმცხადებლის ინდივიდუალურ სიტუაციას შორის (როგორც ეს იყო ზემოხსენებულ Sultani -ს საქმეში , Thampibillai v. the Netherlands, no. 61350/00, 2004 წლის 17 თებერვალი და Y. v. Russia, no. 20113/07, 2008 წლის 4 დეკემბერი).
327. ბელგიის მთავრობამ არ იცოდა ზუსტად თუ რა შემთხვევებში გამოიყენებოდა სუვერენულობის დებულება, რადგანაც ხსენებულთან მიმართებაში არ ხდებოდა სტატისტიკის წარმოება უცხოელთა ოფისის მიერ, ხოლო როდესაც ხდებოდა ამ დებულების გამოყენება გადაწყვეტილება არ საბუთდებოდა. თუმცა იმისათვის, რათა წარმოეჩინა, რომ საჭიროების შემთხვევაში იყენებდა სუვერენულობის დებულებას, ბელგიის მთავრობამ სასამართლოს წარუდგინა 10 საქმე, როდესაც პასუხისმგებელ ქვეყანაში გადაყვანა შეჩერებულ იქნა სუვერენულობის დებულებაზე დაყრდნობით. ხსენებული საქმეების ნახევარში პოლონეთი იყო თავშესაფრის განაცხადების განხილვაზე პასუხისმგებელი ქვეყანა, ორ შემთხვევაში საბერძნეთი ხოლო დანარჩენ შემთხვევებში უნგრეთი და საფრანგეთი. შვიდ შემთხვევაში დებულების გამოყენების მიზეზს წარმოადგენდა ოჯახის წევრის ცხოვრება ბელგიაში, ორ შემთხვევაში პირის ჯანმრთელობის პრობლემები, ხოლო ბოლო საქმე კი ეხებოდა არასარულწლოვანს. განმცხადებლის შემთხვევაში ბელგიას არ გააჩნდა რაიმე მიზეზი, რომ გამოეყენებინა ხსენებული დებულება და არანაირი ინფორმაცია არ ადასტურებდა, რომ იგი წარმოადგენდა საბერძნეთში მე-3 მუხლის საწინააღმდეგო მოპყრობის მსხვერპლს. ხსენებულის საპირისპიროდ მას არ განუცხადებია უცხოელთა ოფისისათვის, რომ მან უარი განაცხადა საბერძნეთში შეტანილი თავშესაფრის განაცხადზე და ასევე არ უცნობებია საბერძნეთის წინააღმდეგ არსებული რაიმე სახის პრეტენზიების შესახებ. და მართლაც, თავად სასამართლოსაც არ მიუჩნევია აუცილებლად მიეთითებინა ბელგიის მთავრობისათვის უზრუნველყოფის ღონისძიება, რათა შეეჩერებინა განმცხადებლის გადაყვანა.
328. თუმცა მთავრობამ აღნიშნა, რომ ქვეყნის დატოვების ბრძანება გამოცემულ იქნა იმ გარანტიაზე დაყრდნობით, რომ განმცხადებელი არ იქნებოდა გაგზავნილი უკან ავღანეთში მის მიერ საბერძნეთის ორგანოებისათვის წარდგენილი პრეტენზიების არსებითი განხილვის გარეშე. რაც შეეხება თავშესაფრის პროცედურას და პროცედურის მსვლელობას, მთავრობა ეყრდნობოდა საბერძნეთის ხელისუფლების ორგანოების მიერ წარმოდგენილ გარანტიებს: რომლის თანახმადაც საბერძნეთმა აღიარა თავშესაფრის განაცხადის განხილვის პასუხისმგებლობა, ზოგად ინფორმაციას, რომელიც მოცემული იყო საბერძნეთის ხელისუფლების ორგანოების მიერ შედგენილ საქმის მოკლე აღწერილობის შემცველ დოკუმენტში და საბერძნეთის მიერ სასამართლოსათვის სხვა საქმეებთან დაკავშირებით წარდგენილ კომენტარებში. ხსენებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, ბელგიის ხელისუფლების ორგანოებმა აღნიშნეს, რომ იმ შემთხვევაში თუკი უცხოელი გაივლიდა თავშესაფრის მინიჭებასთან დაკავშირებულ პროცედურას საბერძნეთში, მისი განაცხადის არსებითი მხარე განხილული იქნებოდა ინდივიდუალურად და თავშესაფრის მაძიებელს შესაძლებლობა ექნებოდა ესარგებლა ადვოკატის ან თარჯიმნის დახმარებით სამართალწარმოების თითოეულ ეტაპზე. ასევე არსებობდა სამართლებრივი დაცვის საშუალებები, მათ შორის უზენაეს ადმინისტრაციულ სასამართლოში სააპელაციო საჩივრის შეტანის შესაძლებლობა. შესაბამისად, მართალია ბელგიის მთავრობისათვის ცნობილი იყო იმ ხარვეზების შესახებ, რომლებიც არსებობდა საბერძნეთის თავშესაფრის სისტემაში, მაგრამ ბელგიის მთავრობამ განაცხადა, რომ იგი საკმარისად იქნა დარწმუნებული იმ მცდელობებით, რომელსაც საბერძნეთი ახორციელებდა, რათა ევროკავშირის კანონმდებლობასთან შესაბამისობაში მოეყვანა ეროვნული კანონმდებლობა და პრაქტიკა და აღესრულებინა ის ვალდებულებები, რომლებიც უკავშირდებოდა ადამიანის უფლებებს, მათ შორის პროცესუალურ ვალდებულებებს.
329. რაც შეეხება ავღანეთში refoulement –ის საფრთხეს, მთავრობამ ასევე გაითვალისწინა ის გარანტიები, რომლებიც საბერძნეთმა წარუდგინა სასამართლოს საქმეზე K.R.S. v. the United Kingdom (ზემოხსენებული გადაწყვეტილება) და ასევე განმცხადებლის ის შესაძლებლობა, რომ საბერძნეთში ყოფნის პერიოდში განაცხადი წარედგინა სასამართლოსათვის, ხოლო აუცილებლობის შემთხვევაში კი მოეთხოვა რეგლამენტის 39-ე მუხლის გამოყენება. ხსენებულ გარანტიებზე დაყრდნობით მთავრობა თვლიდა, რომ განმცხადებლის საბერძნეთში გადაყვანა არ არღვევდა კონვენციის მე-3 მუხლს.
ბ. საქმეში მესამე მხარედ ჩართული ნიდერლანდებისა და გაერთიანებული სამეფოს მთავრობების, ლტოლვილთა საკითხებში გაეროს უმაღლესი კომისრის ოფისის, Aire –ს ცენტრისა და Amnesty International–ის, საბერძნეთის ჰელსინკის მონიტორის წერილობითი კომენტარები
330. ნიდერლანდების მთავრობის თანახმად, საბერძნეთის თავშესაფრის სისტემაში არსებული ხარვეზებიდან არ გამომდინარეობს, რომ თავშესაფრის მაძიებლისათვის მინიჭებული სამართლებრივი დაცვა ზოგადად მოჩვენებითი და ილუზიური იყო, რომ წევრმა სახელმწიფოებმა თავი უნდა შეიკავონ ხალხის საბერძნეთში გადაყვანისაგან იმ მოტივით, რომ ხსენებულის განხორციელების შემთხვევაში ისინი დაარღვევენ კონვენციის მე-3 მუხლს. ევროკავშირის სტანდარტებთან საბერძნეთის თავშესაფრის სისტემის შესაბამისობაში მოყვანა წარმოადგენდა არა სასამართლო კომპეტენციას, არამედ კომისიისა და საბერძნეთის ხელისუფლების ორგანოების ამოცანას, სხვა წევრი ქვეყნების ლოჯისტიკური დახმარებით. ამიტომ ნიდერლანდების მთავრობა თვლიდა, რომ თავის თავზე დაკისრებულ პასუხისმგებლობას იგი ასრულებდა იმის უზრუნველყოფით, რომ ათენში მდებარე საელჩოს წარმომადგენლის დახმარებით, თავშესაფრის ნებისმიერი მაძიებელი, რომლის გადაყვანაც მოხდა, გადასცემოდა თავშესაფრის მინიჭების საკითხებში კომპეტენტურ სამსახურებს საერთაშორისო აეროპორტში. სასამართლოს მიერ ზემოხსენებულ K.R.S –ს საქმეზე გამოტანილი გადაწყვეტილების გათვალისწინებით, უნდა მიჩნეულიყო, რომ საბერძნეთი არ ასრულებდა ნაკისრ საერთაშორისო ვალდებულებებს და რომ გადაყვანილ პირებს შეეძლებოდათ საჩივრით მიემართათ ეროვნული სასამართლოებისათვის და შემდგომ, აუცილებლობის შემთხვევაში, სასამართლოსათვის. სხვაგვარი გადაწყვეტილება გამოიწვევდა სახელმწიფოთაშორისი ნდობის პრინციპის უარყოფას, რომელსაც ემყარება დუბლინის სისტემა, უზრუნველყოფის ღონისძიებებით რეგულაციის გამოყენების დაბლოკვას და კითხვის ქვეშ დააყენებდა იმ დაბალნსებულ და გაწონასწორებულ მიდგომას, რომელიც სასამართლომ დაადგინა, მაგალითად მის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაში საქმეზე Bosphorus Hava Yolları Turizm ve Ticaret Anonim Şirketi v. Ireland [GC] (no. 45036/98, ECHR 2005 VI), სადაც სასამართლომ შეაფასა სახელმწიფოების პასუხისმგებლობა ევროკავშირის კანონმდებლობის გამოყენების კონტექსტში.
331. გაერთიანებული სამეფოს მთავრობამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ დუბლინის რეგულაცია მნიშვნელოვანი წინ გადადგმული ნაბიჯი იყო თავშესაფრის განაცხადების განხილვის კონტექსტში, და ხელს უწყობდა, რომ შესაბამის პირებს არ ჰქონოდათ იმის დრო, რომ დაემყარებინათ სახელმწიფოში ფუჭი სოციალური და კულტურული კავშირები. ხსენებულის გათვალისწინებით, მხედველობაში უნდა მივიღოთ, რომ მე-3 მუხლით გათვალისწინებული ვალდებულებების შეფასებისას, პირის გადაყვანამდე თავშესაფრის განაცხადის განხილვაზე შესაბამისი პასუხისმგებელი სახელმწიფო, როგორც ეს წინამდებარე საქმეშიც მოხდა, ვალდებული იყო შეეჩერებინა მთლიანი პროცესი. გაერთიანებული სამეფოს მთავრობა დარწმუნებული იყო, რომ ასეთი ტიპის საჩივრები, რომელთა წარდგენაც გასაგებია ისეთ საქმეებში, როდესაც პირის გაძევება ხდება კონვენციის არაწევრ სახელმწიფოში, თავიდან უნდა იქნეს აცილებული, როდესაც თავშესაფრის განაცხადის განხილვაზე პასუხისმგებელი სახელმწიფო იყო ამავე დროს კონვენციის წევრი სახელმწიფო. ასეთ შემთხვევებში სასამართლომ დაადგინა ზემოხსენებულ K.R.S–ს გადაწყვეტილებაში, რომ კონვენციის ნორმალური ინტერპრეტაცია გულისხმობს, რომ დაინტერესებულმა მხარეებმა წარადგინონ პრეტენზიები იმ ქვეყნის სასამართლოში, რომელიც პასუხისმგებელია თავშესაფრის მინიჭების განაცხადის განხილვაზე, და ამის შემდგომ სურვილის ქონის შემთხვევაში ევროპის სასამართლოში. გაერთიანებული მთავრობის თანახმად ხსენებული არ ათავისუფლებს გადამყვან სახელმწიფოს კონვენციის პოტენციური დარღვევიდან წარმოშობილი პასუხისმგებლობისაგან, მაგრამ ხსენებული ნიშნავდა, რომ სახელმწიფოების პასუხისმგებლობა წარმოიშობა მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევებში, როდესაც ნათლად იქნება წარმოჩენილი, რომ შესაბამის პირებს არ გააჩნიათ ხელმისაწვდომობა შესაბამისი სახელმწიფოს ეროვნულ სასამართლოზე, რათა ეროვნულმა სასამართლომ განიხილოს მათი თავშესაფრის განაცხადი. თუმცა არანაირი ასეთი სახის გარემოებები არ ყოფილა წარმოდგენილი წინამდებარე საქმეში.
332. UNHCR –ს მოსაზრებით, როგორც ეს ორგანიზაციამ განაცხადა 2008 წლის აპრილში გამოქვეყნებულ მოხსენებაში, თავშესაფრის მაძიებლები არ უნდა იქნენ გადაყვანილნი, როდესაც, ისევე როგორც წინამდებარე საქმეში, არსებობს იმის მტკიცებულებები, რომ თავშესაფრის განაცხადის განხილვაზე პასუხისმგებელი სახელმწიფო ახორციელებდა ხოლმე გადაყვანებს მაღალი საფრთხის შემცველ ქვეყნებში, რომ ამ ქვეყანაში შესაბამისი პირები აწყდებოდნენ ბარიერებს თავშესაფრის პროცედურზე ხელმისაწვდომობის საკითხში, რომ ბარიერები მოქმედებდა განაცხადების ეფექტიანად განხილვის კუთხით და არ არსებობდა სამართლებრივი დაცვის ეფექტიანი საშუალებები, რომ ამ ქვეყანაში მიღებისა და განთავსების პირობებმა შესაძლოა გამოიწვიოს კონვენციის მე-3 მუხლის დარღვევა. თავშესაფრის მაძიებლების ასეთ პირობებში გადაყვანის აკრძალვა დადგენილი იყო თავად დუბლინის რეგულაციით და სრულ შესაბამისობაში იყო ჟენევის კონვენციის 33-ე მუხლთან და თავად კონვენციასთან. UNHCR –ი ხაზგასმით აღნიშნავდა, რომ ხსენებული არ იყო თეორიული შესაძლებლობა და რომ ბელგიისაგან განსხვავებით ზემოხსენებული მიზეზების გამო, ცალკეული სახელმწიფოების სასამართლოებმა შეაჩერეს საბერძნეთში განსახორციელებელი გადაყვანა. ნებისმიერ შემთხვევაში როგორც ეს სასამართლომ ნათლად განაცხადა ზემოხსენებული T.I. –ს საქმეზე გამოტანილ გადაწყვეტილებაში, თითოეული სახელმწიფო ვალდებული იყო კონვენციის თანახმად, რომ ადამიანები არ დაექვემდებარებინა მე-3 მუხლის საწინააღმდეგო მოპყრობისათვის დუბლინის სისტემის ავტომატური გამოყენების შედეგად.
333. Aire –ს ცენტრი და Amnesty International –ი თვლიდნენ, რომ ამჟამად არსებული ვერსიით, მაშინ როდესაც ამ დოკუმენტში არ არსებობს ისეთ ქვეყნებში გადაყვანასთან დაკავშირებული გადაწყვეტილების აღსრულების შეჩერების დებულება, რომლებიც არ ასრულებენ თავშესაფრის საკითხებში საერთაშორისო ვალდებულებებს, დუბლინის რეგულაცია უქვემდებარებდა თავშესაფრის მაძიებლებს refoulement –ის საფრთხეს, რაც არღვევს ევროპულ კონვენციასა და ჟენევის კონვენციას. ხსენებული ორგანიზაციები აღნიშნავდნენ იმ მნიშვნელოვან განსხვავებებს, თუ როგორ იყენებდნენ ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები რეგულაციას და თუ როგორ აფასებდნენ ეროვნული სასამართლოები გადაყვანის კანონიერებას, როდესაც საკითხი ეხებოდა ფუნდამენტური უფლებების დარღვევის საფრთხის შეფასებას, კერძოდ კი როდესაც თავშესაფრის განაცხადის განხილვაზე პასუხისმგებელი სახელმწიფო ჯეროვნად არ ახდენდა თავშესაფართან დაკავშირებული ევროგაერთიანების სხვა მიდგომების იმპლემენტირებას. Aire –ს ცენტრი და Amnesty International–ი თვლიდნენ, რომ ის სახელმწიფოები, რომლებიც ახორციელებდნენ თავშესაფრის მაძიებელეთა გადაყვანას, იზიარებდნენ პასუხისმგებლობას იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ მოეპყრობოდა მათ მიმღები სახელმწიფო, იმდენად რამდენადაც მათ შეეძლოთ ადამიანის უფლებათა დარღვევის აღკვეთა რეგულაციაში გათვალისწინებული სუვერენულობის დებულების გამოყენებით. ორგანიზაციების აზრით ევროპის კომისიის მიერ მიმღები სახელმწიფოს წინააღმდეგ ქმედებების განხორციელების შესაძლებლობა, თუკი ეს სახელმწიფოები არ ასრულებდნენ აღებულ ვალდებულებებს, არ წარმოადგენდა სამართლებრივი დაცვის ეფექტიან საშუალებას თავშესაფრის მაძიებლის ფუნდამენტური უფლებების დარღვევის საპირისპიროდ. რადგანაც CJEU –ს არ გამოუთქვამს თავისი მოსაზრება დუბლინის ფორმატში განხორციელებული გადაყვანის კანონიერებასთან დაკავშირებით და თუ როდის იწვევს ასეთი გადაყვანა დარღევას, ორგანიზაციები ვერ იქნენ ასევე დარწმუნებულნი ლისაბონის ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირველადი გამოკითხვის პროცედურის ეფექტიანობაში.
334. GHM –მა აღნიშნა, რომ განმცხადებლის გაძევების მომენტში, ხელმისაწვდომი იყო საკმარისი რაოდენობის დოკუმენტები, რომლებიც ადასტურებდნენ ხარვეზებს თავშესაფრის მინიჭებასთან დაკავშირებულ პროცედურაში, თუ რა პირობებში ხდებოდა თავშესაფრის მაძიებელთა განთავსება და თურქეთში პირდაპირი თუ არაპირდაპირი რეფოულემენტ –ის საფრთხე. GHM –ი თვლიდა, რომ ბელგიის ხელისუფლების ორგანოებისათვის შეუძლებელია აღნიშნული არ ყოფილიყო ცნობილი, განსაკუთრებით იმის ფონზე, რომ ერთი და იგივე დოკუმენტები იქნა გამოყენებული შიდა პროცედურებში, რათა გამოცემულიყო საბერძნეთში გადაყვანის აღსრულების შეჩერების ბრძანება. GHM –ის თანახმად შესაბამისი დოკუმენტები და განსაკუთრებით UNHCR –ის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტები საკმარისი იყო იმისათვის, რომ სასამართლოს გამოეტანა ზემოხსენებულ K.R.S. - ის საქმეზე მიღებული გადაწყვეტილების, რომ საბერძნეთმა შეასრულა თავშესაფრის საკითხებში აღებული საერთაშორისო ვალდებულებები, საწინააღმდეგო გადაწყვეტილება.
გ. სასამართლოს შეფასება
1. დაშვებადობა
335. ბელგიის მთავრობამ გააკრიტიკა განმცხადებელი იმ ფაქტთან დაკავშირებით, რომ მან სწორად არ გამოიყენა პროცედურა, რომლის თანახმადაც მას შეეძლო მოეთხოვა გადაყვანის ბრძანების აღსრულების შეჩერება განსაკუთრებით სასწრაფო პროცედურის გამოყენებით. კრიტიკა იქნა ასევე გამოთქმული იმის გამო, რომ განმცხადებელმა არ წარადგინა საჩივარი უცხოელთა სააპელაციო კოლეგიაში, რათა გაუქმებულიყო ქვეყნიდან მისი გაძევების ბრძანება. განმცხადებელს ასევე არ ჰქონდა შეტანილი საკასაციო საჩივარი Conseil d’Etat –ში. შესაბამისად მთავრობა ამტკიცებდა, რომ განმცხადებელს არ ჰქონდა ამოწურული სამართლებრივი დაცვის ეროვნული საშუალებები და სთავაზობდა სასამართლოს, რომ ამ უკანასკნელს განაცხადის ხსენებული ნაწილი არსებით განხილვაზე დაუშვებლად გამოეცხადებინა და უარეყო იგი კონვენციის 35-ე მუხლის 1-ლი და მე-4 პუნქტების თანახმად.
336. სასამართლო აღნიშნავს, რომ განმცხადებელი ასევე ჩიოდა იმასთან დაკავშირებით, რომ მას არ გააჩნდა კონვენციის მე-13 მუხლით დადგენილი მოთხოვნების შესაბამისი სამართლებრივი დაცვის ეფექტიანი საშუალება, რომლის გამოყენებითაც იგი შეძლებდა მე-2 და მე-3 მუხლებთან დაკავშირებული პრეტენზიების განხილვას და ამტკიცებდა ხსენებულ კონტექსტში სამართლებრივი დაცვის არსებული საშუალებები არ იყო ეფექტიანი მე-13 მუხლის მნიშვნელობით (იხ. 370-377-ე პუნქტები ქვემოთ). სასამართლო თვლის, რომ მთავრობის პრეტენზია სამართლებრივი დაცვის ეროვნული სასუალებების არ ამოწურვასთან დაკავშირებით განხილულ უნდა იქნეს პრეტენზიების არსებით მხარესთან ერთად კონვენციის მე-13 მუხლის მე-2 და მე-3 მუხლებთან კავშირში, სავარაუდო დარღვევის საკითხის განხილვისას.
337. ხსენებულის გათვალისწინებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ განაცხადის წინამდებარე ნაწილი არ შეიძლება უარყოფილ იქნეს სამართლებრივი დაცვის ეროვნული საშუალებების არ ამოწურვის მოტივით (იხ. 385-396 პუნქტები ქვემოთ) და რომ იგი წამოჭრის სამართალსა და ფაქტებთან დაკავშირებულ რთულ საკითხებს, რომელთა განსაზღვრაც შეუძლებელია მათი არსებითად განხილვის გარეშე; შესაბამისად გამომდინარეობს გადაწყვეტილება, რომ პრეტენზია არ არის აშკარად დაუსაბუთებელი კონვენციის 35-ე მუხლის მე-3 პუნქტის მნიშვნელობით. განაცხადი არ შეიძლება დაუშვებლად მივიჩნიოთ ასევე რაიმე სხვა საფუძველზე. შესაბამისად განაცხადის ეს ნაწილი არსებით განხილვაზე დაშვებულად უნდა გამოცხადდეს.
2. ბელგიის პასუხისმგებლობა კონვენციის თანახმად
338. სასამართლო აღნიშნავს Bosphorus –ის საქმეზე გამოტანილ გადაწყვეტილებაზე საქმეში მესამე მხარედ ჩართული ნიდერლანდების მთავრობის მიერ გაკეთებულ მინიშნებას (იხ. 330-ე პუნქტი).
ხსენებულ საქმეში სასამართლომ გაიმეორა, რომ კონვენცია არ უკრძალავს ხელშემკვრელ სახელმწიფოებს, რათა მათ თავიანთი სუვერენული უფლებამოსილებები გადასცენ საერთაშორისო ორგანიზაციას გარკვეულ სფეროებში ან ქმედებების განხორციელებისას თანამშრომლობის მიზნით (იხ. ზემოხსენებული Bosphorus –ის საქმეზე გამოტანილი გადაწყვეტილება $152). თუმცა სახელმწიფოები მაინც რჩებიან პასუხისმგებელნი კონვენციის თანახმად მათი ორგანოების მიერ ეროვნული კანონმდებლობისა თუ საერთაშორისო ვალდებულებების თანახმად განხორციელებულ ყველა მოქმედებასა თუ უმოქმედობასთან დაკავშირებით (იქვე, $153). სახელმწიფოს მიერ ასეთ ვალდებულებასთან შესაბამისობაში განხორციელებული ქმედება გამართლებულია იმ დონეზე რა დონითაც შესაბამისი ორგანიზაცია მოწოდებულია დაიცვას ადამიანის ფუნდამენტური უფლებები იმგვარად, რომ ეს სულ მცირე შეიძლებოდეს ჩაითვალოს კონვენციით უზრუნველყოფილი დაცვის ექვივალენტად. თუმცა სახელმწიფო სრულად აგებს პასუხს კონვენციის თანახმად ყველა იმ ქმედებისათვის, რომლებიც სცდებიან მკაცრად განსაზღვრულ საერთაშორისო ვალდებულებებს, განსაკუთრებით კი მაშინ, როდესაც მათი განხორციელება ხდება სახელმწიფო დისკრეციის ფარგლებში (იქვე $155-157). სასამართლომ დაადგინა, რომ ევროკავშირის კანონმდებლობის მიერ ადამიანის ფუნდამენტურ უფლებათა დაცვა ექვივალენტური იყო კონვენციით უზრუნველყოფილი დაცვისა (იხ. $165). ხსენებული დასკვნის გამოტანისას, სასამართლომ დიდი მნიშვნელობა მიანიჭა ECJ –ს (მართლმსაჯულების ევროპული სასამართლო) ახლანდელი CJEU–ს (ევროკავშირის მართLმსაჯულების სასამართლო) როლსა და უფლებამოსილებებს, მხედველობაში მიიღო რა ის ფაქტი, რომ ადამიანის ფუნდამენტური უფლებების არსებითი გარანტიების ეფექტიანობა პრაქტიკაში დამოკიდებული იყო კონტროლის იმ მექანიზმებზე, რომლებიც დადგენილი იყო ამ უფლებების დასაცავად (იქვე $160). სასამართლომ ასევე იზრუნა იმაზე რომ შეეზღუდა Bosphorus –ის გადაწყვეტილების მოქმედების ფარგლები ევროგაერთიანების კანონმდებლობასთან მიმართებაში – რომელიც წარმოადგენდა ევროკავშირის კანონმდებლობის “პირველ ქვაკუთხედს” (იქვე., $72.).
339. სასამართლო აღნიშნავს, რომ დუბლინის რეგულაციის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტი უზრუნველყოფს, რომ მე-3 მუხლის 1-ელ პუნქტში მოცემული ზოგადი წესებიდან გადახვევის გზით, ყოველ წევრ სახელმწიფოს შეუძლია განიხილოს მე-3 ქვეყნის მოქალაქის მიერ თავშესაფრის მინიჭებასთან დაკავშირებით წარდგენილი განაცხადი თუნდაც ასეთი განაცხადის განხილვა არ წარმოადგენს მის პასუხისმგებლობას რეგულაციით დადგენილი კრიტერიუმების შესაბამისად.ეს არის ეგრედ წოდებული “სუვერენულობის” დებულება. ასეთ შემთხვევაში შესაბამისი სახელმწიფო ხდება წევრი სახელმწიფო, რომელიც პასუხისმგებელია რეგულაციის მიზნებიდან გამომდინარე და კისრულობს იმ ვალდებულებებს, რომლებიც გამომდინარეობს პასუხისმგებლობებიდან.
340. სასამართლო ასკვნის, რომ ხსენებული რეგულაციის თანახმად ბელგიის ხელისუფლების ორგანოებს შეეძლოთ თავი შეეკავებინათ განმცხადებლის გადაყვანისაგან, თუკი ისინი ჩათვლიდნენ, რომ მიმღები ქვეყანა, სახელდობრ კი საბერძნეთი, არ ასრულებდა კონვენციით მასზე დაკისრებულ ვალდებულებებს. შესაბამისად, სასამართლო მიიჩნევს, რომ სადავო ღონისძიება, რომელიც განახორციელეს ბელგიის ხელისუფლების ორგანოებმა არ ხვდება მკაცრად ბელგიის მიერ ნაკისრ საერთაშორისო ვალდებულებებში. შესაბამისად ექვივალენტური დაცვის პრეზუმპცია არ მოქმედებს წინამდებარე შემთხვევაში.
3. კონვენციის მე-2 და მე-3 მუხლებთან დაკავშირებული პრეტენზიების არსებითი განხილვა
ა) თ.I.-ს და K.ღ.შ.-ის გადაწყვეტილებები
341. ხსენებულ ორ საქმეში სასამართლოს მიეცა შესაძლებლობა ემსჯელა დუბლინის კონვენციის, ხოლო შემდგომ კი დუბლინის რეგულაციის გავლენაზე კონვენციასთან მიმართებით.
342. თ.I. –ს ზემოხსენებული საქმე ეხებოდა შრილანკის მოქალაქეს, რომელიც წარუმატებლად ითხოვდა თავშესაფარს გერმანიაში და შემდგომ წარადგინა თავშესაფრის ანალოგიური განაცხადი გაერთიანებულ სამეფოში. დუბლინის კონვენციაზე დაყრდნობით, გაერთიანებულმა სამეფომ ბრძანა ხსენებული პირის უკან დაბრუნება გერმანიაში.
თავის გადაწყვეტილებაში სასამართლომ განაცხადა, რომ არაპირდაპირ გაძევება შუალედურ ქვეყანაში, რომელიც ასევე წარმოადგენს ხელშემკვრელ სახელმწიფოს, უცვლელს ტოვებდა გადამცემი სახელმწიფოს პასუხისმგებლობას და რომ სახელმწიფოს ეთხოვებოდა მყარად დადგენილი პრეცედენტული სამართლის თანახმად, არ მოეხდინა პირის დეპორტაცია ისეთ შემთხვევაში, როდესაც არსებობდა არსებითი საფუძვლები იმის დასაჯერებლად, რომ გაძევების შემთხვევაში შესაბამისი პირი მიმღებ სახელმწიფოში დაექვემდებარებოდა მე-3 მუხლის საწინააღმდეგო მოპყრობას.
ხსენებულთან ერთად, სასამართლომ გაიმეორა, რომ როდესაც სახელმწიფოები თანამშრომლობენ ისეთ სფეროში, რომელიც შესაძლოა გულისხმობდეს ადამიანის ფუნდამენტურ უფლებათა დაცვას, კონვენციის მიზნებსა და ობიექტთან შეუსაბამო იქნება, თუკი სახელმწიფოები ერთმანეთს გაათავისუფლებდნენ კონვენციით შესაბამის სფეროში ვის-à-ვის დაკისრებული ვალდებულებებისაგან (სხვა მაგალითებს შორის იხ. Waite and Kennedy v. Germany [GC], no. 26083/94, § 67, ECHR 1999‑I).
ამიტომაც, როდესაც ისინი იყენებენ დუბლინის რეგულაციას სახელმწიფოებმა უნდა უზრუნველყონ, რომ შუალედური ქვეყნის თავშესაფრის მინიჭების პროცედურა საკმარის გარანტიებს უზრუნველყოფდეს, რათა კონვენციის მე-3 მუხლის დარღვევის თვალსაზრისით არსებული საფრთხეების შეფასების გარეშე, თავშესაფრის მაძიებელი, პირდაპირ ან არაპირდაპირ, არ იქნეს დაბრუნებული თავის სამშობლოში.
მართალია T. I. –ს საქმეში სასამართლომ უარყო ის არგუმენტი, რომ რადგანაც გერმანია იყო კონვენციის მხარე, ხსენებული ათავისუფლებდა გაერთიანებულ სამეფოს თავშესაფრის მაძიებლის მომავალი ბედის გადამოწმების ვალდებულებისაგან იმ სახელმიფოში, რომელშიც გერმანია გეგმავდა მის გადაყვანას, იმ ფაქტმა, რომ გერმანიაში არსებული თავშესაფრის პროცედურა ზოგადად შეესაბამებოდა კონვენციასა და კერძოდ მე-3 მუხლს, შესაძლებლობა მისცა სასამართლოს, რომ უარეყო ის პრეტენზია, რომ განმცხადებლის გერმანიაში გადაყვანა დაუქვემდებარებდა მას ხსენებული მუხლის საწინააღმდეგო მოპყრობის რეალურ საფრთხეს. სასამართლომ ჩათვალა, რომ ხსენებულ საქმეში არ არსებობდა რაიმე მიზეზი იმის დასაჯერებლად, რომ გერმანია არ შეასრულებდა კონვენციის მე-3 მუხლით მასზე დაკისრებულ ვალდებულებებს და არ დაიცავდა განმცხადებელს შრილანკაში გაგზავნისაგან, იმ შემთხვევაში თუკი განმცხადებელი შეძლებდა სარწმუნო არგუმენტების წარდგენას, რომლებიც დაადასტურებდნენ, რომ ხსენებულ ქვეყანაში მას ემუქრებოდა არასთანადო მოპყრობის საფრთხე.
343. ხსენებული მიგდომა სასამართლომ განამტკიცა და განავითარა ზემოხსენებული K.R.S. –ის საქმეზე გამოტანილ გადაწყვეტილებაში. საქმე ეხებოდა გაერთიანებული სამეფოს ხელისუფლების ორგანოების მიერ დუბლინის რეგულაციის ფორმატში ირანელი თავშესაფრის მაძიებლის გადაყვანას საბერძნეთში, ანუ ქვეყანაში, რომელშიც იგი შევიდა, 2006 წელს გაერთიანებულ სამეფოში ჩასვლამდე. კონვენციის მე-3 მუხლზე დაყრდნობით, განმცხადებელი ჩიოდა საბერძნეთის თავშესაფრის სისტემაში არსებულ ხარვეზებთან დაკავშირებით და თავშესაფრის მინიჭებასთან დაკავშირებული განაცხადის არსებითად განხილვის გარეშე ირანში უკან გაგზავნის საფრთხესთან დაკავშირებით, ისევე როგორც საბერძნეთში თავშესაფრის მაძიებელთა განთავსების პირობების შესახებ.
მას შემდგომ რაც დაადასტურა T.I. –ს საქმეზე დადგენილი პრეცედენტული სამართლის გამოყენება დუბლინის რეგულაციასთან მიმართებაში (ხსენებულ საკითხთან დაკავშირებით იხ. ასევე Stapleton v. Ireland (dec.), no. 56588/07, § 30, ECHR 2010‑...), სასამართლომ მიიჩნია, რომ საწინააღმდეგოს დამტკიცების შესაძლებლობის არქონის შემთხევვაში, მას უნდა მიეჩნია, რომ საბერძნეთი ასრულებდა ვალდებულებებს, რომლებიც ნაკისრი ჰქონდა ევროგაერთიანების იმ დირექტივების თანახმად, რომლებიც განსაზღვრავდნენ მინიმალურ სტანდარტებს თავშესაფრის მინიჭების პროცედურისა და თავშესაფრის მაძიებლთა მიღებისათვის. ხსენებულ დირექტივათა ასახვა კი მოხდა საბერძნეთის კანონმდებლობაში. ხსენებულიდან გამომდინარე კი საბერძნეთის ქმედებები შესაბამისობაში იყო კონვენციის მე-3 მუხლთან.
სასამართლოს აზრით, ხსენებულ დროს გაერთიანებული სამეფოსა და სასამართლოსათვის ხელმისაწვდომი ინფორმაციის გათვალისწინებით შესაძლებელი იყო იმის ვარაუდი, რომ საბერძნეთი ასრულებდა ნაკისრ ვალდებულებებს და არ აგზავნიდა ვინმეს უკან ირანში, განმცხადებლის სამშობლოში.
არ არსებობდა ასევე რაიმე მიზეზი იმის დასაჯერებლად, რომ დუბლინის რეგულაციის შესაბამისად საბერძნეთში უკან გაბრუნებული პირები, მათ შორის ისინი, ვისი თავშესაფრის განაცხადებიც უარყოფილ იქნა საბერძნეთის ხელისუფლების ორგანოების მიერ გამოტანილი საბოლოო გადაწყვეტილებით, ვერ შეძლებდნენ სტრასბურგის სასამართლოსათვის მიმართვას და უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების მოტხოვნას სასამართლოს რეგლამენტის 39-ე მუხლის შესაბამისად.
ბ) ხსენებული პრინციპების გამოყენება წინამდებარე საქმეში
344. სასამართლომ უკვე განაცხადა თავისი მოსაზრება, რომ განმცხადებელს შეეძლო საფუძვლიანი პრეტენზიის წარდგენა იმასთან დაკავშირებით, რომ მისი ავღანეთში უკან დაბრუნება გამოიწვევდა კონვენციის მე-2 ან მე-3 მუხლის დარღვევას (იხ. 296-ე და 297-ე პუნქტები).
345. ამიტომ სასამართლომ ახლა უნდა განიხილოს ის საკითხი, მიუხედავად K.R.S –ის საქმეზე დადგენილი პრეცედენტული სამართლისა, რომელთან მიმართებაშიც მთავრობა ამტკიცებდა რომ წინამდებარე საქმეში განსახორციელებელი ქმედებები ამ საქმეში დადგენილ პრინციპებთან შესაბამისობაში იქნებოდა, უნდა ჩაეთვალა თუ არა ბელგიის ხელისუფლების ორგანოებს, გაბათილებულად ის პრეზუმპცია, რომ საბერძნეთის ხელისუფლების ორგანოები შეასრულებდნენ თავშესაფრის საკითხებთან დაკავშირებით ნაკისრ საერთაშორისო ვალდებულებებს.
346. სასამართლო არ ეთანხმება ბელგიის მთავრობის იმ არგუმენტს, რომ იქიდან გამომდინარე, რომ განმცხადებელმა არ აცნობა გასაუბრების დროს თავისი პრეტენზიები უცხოელთა ოფისს, ამ უკანასკნელისათვის იმ დროს როცა მან მიიღო განმცხადებლის ქვეყნიდან გაძევების ბრძანება, ცნობილი არ იყო ის საფრთხეები, რომლებიც ემუქრებოდა განმცხადებელს მისი საბერძნეთში უკან დაბრუნების შემთხვევაში.
347. პირველ რიგში სასამართლო აღნიშნავს, რომ მრავალი მოხსენება და მასალა დაემატა იმ ინფორმაციას, რომელზეც მას ხელი მიუწვდებოდა K.R.S –ის საქმეზე 2008 წელს გამოტანილი გადაწყვეტილებისას. ყველა ხსენებული მოხსენება და მასალა, რომელიც წარმოებული იყო ადგილზე განხორციელებული ვიზიტების შედეგად, აღნიშნავდნენ საბერძნეთში დუბლინის სისტემის გამოყენებასთან დაკავშირებულ პრაქტიკულ სიძნელეებს, ხარვეზებს თავშესაფრის მინიჭებასთან დაკავშირებულ პროცედურაში და პირის პირდაპირი თუ არაპირდაპირი გზით refoulement –ის პრაქტიკას ინდივიდუალურ თუ კოლექტიურ საფუძველზე.
348. ხსენებული დოკუმენტების ავტორები არიან UNHCR და ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარი, საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციები Amnesty International, Human Rights Watch, Pro-Asyl და ლტოლვილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა ევროპული საბჭო და ასევე საბერძნეთში მოქმედი არასამტავრობო ორგანიზაციები საბერძნეთის ჰელსინკის მონიტორი და ადამიანის უფლებათა საბერძნეთის ეროვნული კომისია (იხ. ზემოთ 160-ე პუნქტი). სასამართლო აღნიშნავს, რომ ეს დოკუმენტები ქვეყნდებოდა რეგულარული ინტერვალებით 2006 წლიდან მოყოლებული და მათმა გამოქვეყნებამ კიდევ უფრო ხშირი ხასიათი მიიღო 2008 და 2009 წლებში და რომ მათი უმეტესობა უკვე გამოქვეყნებული იყო იმ მომენტისათვის როდესაც განმცხადებლის გაძევების ბრძანება იქნა მიღებული.
349. სასამართლო ასევე კრიტიკულ მნიშვნელობას ანიჭებს UNHCR –ის მიერ 2009 წლის აპრილში ბელგიის იმ მინისტრისათვის გაგზავნილ წერილს, რომლის კომპეტენციაშიც შედიოდა მიგრაციასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. ხსენებული წერილი, რომლის ასლიც ასევე გაგზავნილ იქნა უცხოელთა ოფისისათვის, შეიცავდა ცალსახა მოთხოვნას, რომ შეჩერებულიყო საბერძნეთში თავშესაფრის მაძიებელთა გადაყვანა (იხ. 194-ე და 195-ე პუნქტები).
350. ხსენებულტან ერთად გასათვალისწინებელი ის ფაქტი, რომ 2008 წლის დეკემბრის შემდგომ თავშესაფრის ევროპულ სისტემაში დაიწყო რეფორმების ფაზა და პირველი ფაზეს ეტაპზე შემუშავებული ტექსტების პრაქტიკაში გამოყენების შედეგად შეძენილი გამოცდილების საფუძველზე, ევროპულმა კომისიამ შეიმუშავა წინადადებები, რომელთა მიზანსაც წარმოადგენდა თავშესაფრის მაძიებელთა ფუნდამენტური უფლებების დაცვის არსებითი გაძლიერება და დუბლინის რეგულაციის ფორმატში წარმოებული გადაყვანების დროებითი შეჩერება, რათა თავიდან ყოფილიყო აცილებული თავშესაფრის მაძიებელთა დაბრუნება იმ წევრ სახელმწიფოებში, რომლებსაც არ შეეძლოთ უზრუნველეყოთ მათთვის მათი ფუნდამენტური უფლებების დაცვის სათანადო დონე (იხ. 77-79 პუნქტები).
351. გარდა ამისა სასამართლო აღნიშნავს, რომ დუბლინის რეგულაციის ფორმატში უცხოელთა ოფისის მიერ განხორციელებული პროცედურა არ უტოვებდა განმცხადებელს იმის შესაძლებლობას, რომ მას განეცხადებინა საბერძნეთში მისი გადაყვანის საწინააღმდეგო მიზეზები. უცხოელთა ოფისის მიერ შემუშავებული ფორმა არ შეიცავდა სექციას, სადაც ასეთი კომენტარების გაკეთება შესაძლებელი იქნებოდა (იხ. 130-ე პუნქტი).
352. ამ პირობებში სასამართლო თვლის, რომ ზოგადი სიტუაცია ცნობილი იყო ბელგიის ხელისუფლების ორგანოებისათვის და რომ განმცხადებელს არ შეიძლებოდა დაკისრებოდა სიტუაციის განმარტებასთან დაკავშირებით მთლიანი ტვირთი. ხსენებულის საპირისპიროდ, სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ მიუხედავად მთავრობის მიერ სუვერენულობის დებულების გამოყენების რამოდენიმე მაგალითისა, რომელთა შორის შემთხვევით არ მოხვდა საბერძნეთი, უცხოელთა ოფისი სისტემატურად იყენებდა დუბლინის რეგულაციას, რათა გადაეყვანა პირები საბერძნეთში. ხსენებული განხორციელებისას ბელგიის ხელისუფლების ორგანოები არ განიხილავდნენ ხოლმე გამონაკლისის გამოყენების შესაძლებლობას.
353. ბელგიის მთავრობა ამტკციებდა, რომ ნებისმიერ შემთხვევაში მან საკმარისი გარანტიები მოიპოვა საბერძნეთის ხელისუფლების ორგანოებისაგანა იმასთან დაკავშირებით, რომ განმცხადებელს არ დაემუქრებოდა კონვენციის საწინააღმდეგო მოპყრობა საბერძნეთში. ხსენებულთან დაკავშირებით სასამართლო აღნიშნავს, რომ ეროვნული კანონმდებლობის არსებობა და საერთაშორისო კანონმდებლობაზე მიერთება, რომელიც პრინციპში უზრუნველყოფს პატივისცემას ადამიანის უფლებებისადმი, არ არის საკმარისი არსათანადო მოპყრობის საფრთხისაგან დაცვის უზრუნველსაყოფად ისეთ შემთხვევებში, როგორც ეს წინამდებარე საქმეშია, როდესაც სარწმუნო წყაროები ირწმუნებიანმ რომ ხელისუფლების ორგანოები ახორციელებენ ან იწყნარებენ პრაქტიკას, რომელიც აშკარად წინააღმდეგობაში მოდის კონვენციით დადგენილ პრინციპებთან (mutatis mutandis, Saadi v. Italy [GC], no. 37201/06, § 147, ECHR 2008‑...).
354. სასამართლოს ასევე მიაჩნია, რომ საბერძნეთის მიერ ბელგიისათვის მიცემული დიპლომატიური გარანტიები არ არის საკმარისი. პირველ რიგში სასამართლო აღნიშნავს, რომ დუბლინის რეგულაციის ფორმატში პასუხისმგებლობის აღებასთან დაკავშირებული შეთანხმება საბერძნეთის ხელისუფლების ორგანოებმა ბელგიას გაუგზავნეს მას შემდგომ, რაც ბელგიამ გამოსცა განმცხადებლის მიერ ქვეყნის დატოვების ბრძანება და აქედან გამომდინარე გაძევების ბრძანება გამოცემულ იქნა მხოლოდ საბერძნეთის ხელისუფლების ორგანოების მიერ დუმილით გამოხატული თანხმობის საფუძველზე. მეორე რიგში სასამართლო აღნიშნავს, რომ შეთანხმებასთან დაკავშირებული დოკუმენტი შედგენილი იყო სტერეოტიპული ტერმინებით (იხ. ზემოთ 24-ე პუნქტი) და არ შეიცავს რაიმე სახის გარანტიას კონკრეტულად განმცხადებელთან მიმარტებაში. არც ბელგიის მთავრობის მიერ ნახსენები საინფორმაციო დოკუმენტი, რომელიც მას გაუგზავნეს საბერძნეთის ხელისუფლების ორგანოებმა არ შეიცავდა რაიმე სახის ინდივიდუალურ გარანტიას; იგი მხოლოდ უთითებდა შესაბამის კანონმდებლობაზე და არ ასახავდა პრაქტიკულად არსებულ სიტუაციას.
355. ხსენებულის შემდგომ სასამართლო უარყოფს მთავრობის იმ არგუმენტს, რომ სასამართლომ არ ჩათვალა აუცილებლად ბელგიის მთავრობისათვის რეგლამენტის 39-ე მუხლის თანახმად, უზრუნველყოფის ღონისძიების სახიტ მიეთითებინა განმცხადებლის გადაყვანის შეჩერება. სასამართლო იმეორებს, რომ ისეთ შემთხვევებში, როდესაც განმცხადებლის გაძევება გარდაუვალია იმ მომენტისათვის, როდესაც ხსენებულთან დაკავშირებით საჩივარი შედის სასამართლოში, ეს უკანასკნელი იღებს ხოლმე სასწრაფო გადაწყვეტილებას. მითითებული ღონისძიება ატარებს ხოლმე დამცავ ხასიათს და ხსენებული არანაირად არ გამორიცხავს განაცხადის განხილვას შესაძლებლობას კონვენციის 34-ე მუხლთან შესაბამისობის კუთხით. ხსენებულ ეტაპზე, როდესაც უზრუნველყოფის ღონისძიების მითითება ხდება ხოლმე, სასამართლო არ შედის ხოლმე საქმის ღრმა განხილვაში – სინამდვილეში კი ხშირად ამ ეტაპზე მას არ გააჩნია ხოლმე საკმარისი ინფორმაცია ხსენებულის განსახორციელებლად (იხ. mutatis mutandis, Paladi v. Moldova [GC], no. 39806/05, § 89, ECHR 2009). უფრო მეტიც წინამდებარე საქმეში, სასამართლოს მიერ გაგზავნილი წერილები ნათლად ადასტურებენ, რომ უწყოდა რა ყველაფერი საბერძნეთში არსებულ სიტუაციასთან დაკავშირებით, სასამართლომ მოსთხოვა საბერძნეთის მთავრობას ყურადღებით განეხილა განმცხადებლის საქმე და სასამართლოსათვის მიეწოდებინა ინფორმაცია (იხ. ზემოთ 32-ე და 38-39-ე პუნქტები).
356. მოპასუხე მთავრობამ, რომელსაც მხარს უმაგრებდნენ საქმეში მესამე მხარედ ჩართული მთავრობები, ბოლოს განაცხადა, რომ თავშესაფრის მაძიებლებმა სასამართლოში განაცხადი უნდა წარადგინონ მხოლოდ საბერძნეთის წინააღმდეგ მას შემდგომ, რაც განმცხადებელი ამოწურავდა სამართლებრივი დაცვის საშუალებებს ამ ქვეყანაში, და აუცილებლობის შემთხვევაში მოითხოვონ უზრუნველყოფის ღონისძიების მითითება საბერძნეთის წინააღმდეგ.
357. აცხადებს რა რომ პრინციპში ხსენებული წარმოადგენს კონვენციის სისტემის თანახმად ყველაზე ნორმალურ გზას, სასამართლო მიიჩნევს, რომ მის მიერ განხორციელებული იმ ბარიერების ანალიზი, რომლებსაც თავშეაფრის მაძიებლები აწყდებიან საბერძნეთში ნათლად მეტყველებს იმაზე, რომ თავშესაფრის მიღებასთან დაკავშირებით ამ ქვეყანაში წარდგენილი განაცხადები მხოლოდ ილუზიურ ხასიათს ატარებს. სასამართლო აღნიშნავს, რომ განმცხადებელი მის წინაშე წარმოდგენილია ადვოკატის მიერ, რომელიც იცავდა მას ბელგიაში. საბერძნეთში შეტანილი თავშესაფრის მაძიებელთა განაცხადების რაოდენობის გათვალისწინებით, არ შეიძლება გამოტანილ იქნეს რაიმე დასკვნა იმ ფაქტიდან, რომ თავშესაფრის ზოგიერთმა მაძიებელმა წარადგინა განაცხადი სასამართლოში საბერძნეთის წინააღმდეგ. ხსენებულთან დაკავშირებით სასამართლო ასევე ითვალისწინებს საბერძნეთის წინააღმდეგ რეგლამენტის 39-ე მუხლით გათვალისწინებული უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებასთან დაკავშირებული მოთხოვნების ძალიან მცირე ოდენობას, რომელიც წარდგენილია ამ ქვეყანაში მყოფი თავშესაფრის მაძიებლების მიერ, სხვა ქვეყნებში მყოფი თავშესაფრის მაძიებლების მიერ წარდგენილ ანალოგიურ მოთხოვნებთან შედარებით.
358. ხსენებულის გათვალისწინებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ განმცხადებლის გაძევების მომენტში, ბელგიის ხელისუფლების ორგანოებმა იცოდნენ ან უნდა სცოდნოდათ, რომ განმცხადებელს არ გააჩნდა რაიმე სახის გარანტია, რომ მისი თავშესაფრის განაცხადი სერიოზულად იქნებოდა განხილული საბერძნეთის ხელისუფლების ორგანოების მიერ. ბელგიის ხელისუფლებას კი ასევე გააჩნდა შესაძლებლობა, რომ უარი განეცხადებინა მის გადაყვანაზე.
359. მთავრობა ამტკიცებდა, რომ განმცხადებელმა არასაკმარისად განუმარტა ბელგიის ხელისუფლების ორგანოებს ის საფრთხე, რომ მას არ ექნებოდა ხელმისაწვდომობა თავშესაფრის მინიჭებასთან დაკავშირებულ პროცედურაზე და საბერძნეთის ხელისუფლების ორგანოები მას გააგზავნიდნენ უკან სამშობლოში. თუმცა სასამართლო თვლის, რომ სწორედ ბელგიის ხელისუფლების ორგანოებს ეკისრებოდათ ვალდებულება, რომ, უწყოდნენ რა ზემოხსენებული სიტუაციის შესახებ, მარტივად კი არ ევარაუდათ, რომ განმცხადებელს მოეპყრობოდნენ კონვენციის სტანდარტების შესაბამისად, არამედ პირიქით, პირველ რიგში გადაემოწმებინათ თუ როგორ იყენებდნენ საბერძნეთის ხელისუფლების ორგანოები თავშესაფრის მინიჭებასთან დაკავშირებულ საკუთარ კანონმდებლობას პრაქტიკაში. ბელგიის ორგანოებს ეს რომ განეხორციელებინათ ისინი ადვილად დაინახავდნენ, რომ ის საფრთხეები, რომლებზეც განმცხადებელი აპელირებდა, რეალური და საკმარისი იყო იმისათვის, რათა მოხვედრილიყო მე-3 მუხლის მოქმედების ფარგლებში. ის ფაქტი, რომ საბერძნეთში მყოფ თავშესაფრის მაძიებელთა დიდი რაოდენობა განმცხადებლის ანალოგიურ მდგომარეობაში იყო, არანაირად არ ამცირებს შესაბამის საფრთხეს, როდესაც ეს უკანასკნელი საკმარისად რეალური და მოსალოდნელია (იხ. mutatis mutandis, Saadi -ის ზემოხსენებული საქმე § 132).
გ) დასკვნა
360. ზემოხსენებული მოსაზრებები გათვალისწინებით, სასამართლო ადგენს, რომ ბელგიის მიერ განმცხადებლის საბერძნეთში გადაყვანამ დაარღვია კონვენციის მე-3 მუხლი.
361. ხსენებული დასკვნისა და საქმის გარემოებების გათვალისწინებით სასამართლო ადგენს, რომ საჭირო აღარ არის განმცხადებლის მე-2 მუხლთან დაკავშირებული პრეტენზიების განხილვა.
V. ბელგიის მიერ კონვენციის მე-3 მუხლის სავარაუდო დარღვევა განმცხადებლის პატიმრობისა და ცხოვრების იმ პირობებისადმი დაქვემდებარების გამო, რომლებიც ეწინააღმდეგება მე-3 მუხლს
362. განმცხადებელი ამტკიცებდა, რომ პატიმრობისა და ცხოვრების იმ პირობების, გამო რომელსაც იგი დაექვემდებარა საბერძნეთში, დუბლინის რეგულაციის ფორმატში მისი საბერძნეთში დაბრუნებით ბელგიის ხელისუფლების ორგანოებმა იგი დაუქვემდებარეს მე-3 მუხლით აკრძალულ მოპყრობას.
363. მთავრობა სადაოს ხდიდა ხსენებულ პრეტენზიას, რადგანაც ვერ ხედავდა მე-3 მუხლის დარღვევას იმ ფაქტით, რომ მოხდა განმცხადებლის საბერძნეთში გადაყვანა და იქაურ თავშესაფრის მინიჭების სისტემაში არსებობდა ხარვეზები.
364. სასამართლო თვლის, რომ კონვენციის ზმოხსენებულ დებულებასთან დაკავშირებული განმცხადებლის პრეტენზიები წამოჭრის რთულ საკითხს სამართლებრივი და ფაქტობრივი კუთხით, რომელთა განხილვაც შეუძლებელია მათი არსებითი მხარის შეფასების გარეშე; შესაბამისად გამომდინარეობს, რომ განაცხადის წინამდებარე ნაწილი არ არის აშკარად დაუსაბუთებელი კონვენციის35-ე მუხლის მე-3 პუნქტის მნიშვნელობით. იგი ასევე არ შეიძლება მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად რაიმე სხვა საფუძვლით. შესაბამისად იგი დაშვებულად უნდა გამოცხადდეს.
365. არსებით მხარესთან მიმართებით, სასამართლო იმეორებს, რომ მყარად დადგენილი პრეცედენტული სამართლის თანახმად, ხელშემკვრელი სახელმწიფოს მიერ თავშესაფრის მაძიებლის გაძევებამ შესაძლოა გამოიწვიოს მე-3 მუხლის დარღვევა და ამგვარად წარმოშვას სახელმწიფოს პასუხისმგებლობა კონვენციის თანახმად, როდესაც არსებობს არსებითი საფუძვლები იმის დასაჯერებლად, რომ შესაბამის პირს რეალურად ემუქრება იმის საფრთხე, რომ დაექვემდებარება წამებას ან არაადამიანურ ან ღირსების შემლახველ მოპყრობას იმ ქვეყანაში, რომელშიც იგეგმება მისი გაგზავნა. ასეთ გარემოებებში, მე-3 მუხლი მოიაზრებს სახელმწიფოს ვალდებულებას, რომ პირი არ იქნეს გაგზავნილი ასეთ ქვეყანაში (იხ. Soering v. the United Kingdom, 1989 wlis 7 ivlisi, Series A no. 161, §§ 90-91; Vilvarajah and Others v. the United Kingdom, 1991 წლის 30 ოქტომბრის გადაწყვეტილება, Series A no. 125, § 103; H.L.R. v. France, 1997 წლის 29 აპრილის გადაწყვეტილება, 1997-III, § 34; Jabari –ის ზემოხსენებული საქმე, § 38; Salah Sheekh v. the Netherlands, no. 1948/04, § 135, ECHR 2007‑I (ამონარიდები), no. 1948/04; და Saadi -ის ზემოხსენებული საქმე, § 152).
366. წინამდებარე საქმეში სასამართლომ უკვე მიიჩნია, საბერძნეთში განმცხადებლის პატიმრობისა და ცხოვრების პირობები ღირსების შემლახველად (იხ. ზემოთ 233, 234, 263, 264 პუნქტები). სასამართლო აღნიშნავს, რომ ხსენებული ფაქტები კარგად იყო ცნობილი განმცხადებლის გადაყვანამდე და თავისუფლად შეიძლებოდა შესაბამის ინფორმაციის ამოკითხვა მრავალი წყაროდან (იხ. ზემოთ 162-164 პუნქტები). სასამართლოს ასევე სურს ხაზგასმით აღნიშნოს, რომ არ შეიძლება განმცხადებლის საწინააღმდეგოდ მეტყველებდეს ის ფაქტი, რომ მან არ აცნობა ბელგიის ადმინისტრაციული ხელისუფლების ორგანოებს იმ მიზეზების შესახებ თუ რატომ არ უნდოდა უკან საბერძნეთში დაბრუნება. სასამართლომ დაადგინა, რომ უცხოელთა ოფისის მიერ განხორციელებული პროცედურა არ მოიაზრებდა ასეთი ახსნა განმარტებების წარმოდგენის ვალდებულებას, ხოლო ბელგიის ხელისუფლების ორგანოები კი სისტემატურად იყენებდნენ დუბლინის რეგულაციას (იხ. ზემოთ 352-ე პუნქტი).
367. ხსენებულ დასკვნებსა და იმ ვალდებულებებზე დაყრდნობით, რომლებიც ეკისრებათ სახელმწიფოებს კონვენციის მე-3 მუხლით გაძევებასთან დაკავშირებულ საკითხებში, სასამართლო მიიჩნევს, რომ განმცხადებლის საბერძნეთში გადაყვანით, ბელგიის ხელისუფლების ორგანოებმა განგებ დაუქვემდებარეს იგი პატიმრობისა და ცხოვრების ისეთ პირობებს, რომლებიც წარმოადგენს ღირსების შემლახველ მოპყრობას.
368. ხსენებულის გათვალისწინებით, ადგილი ჰქონდა კონვენციის მე-3 მუხლის დარღვევას.
VI. ბელგიის მიერ კონვენციის მე-13 მუხლის მე-2 და მუხლებთან კავშირში სავარაუდო დარღვევა გაძევების ბრძანების გასაჩივრების კუთხით სამართლებრივი დაცვის ეფექტიანი საშუალების არ არსებობის გამო
369. განმცხადებელი ამტკიცებდა, რომ ბელგიაში არ არსებობდა სამართლებრივი დაცვის ეფექტიანი საშუალება, როგორც ამას მოითხოვს კონვენციის მე-13 მუხლი, რომლის გამოყენებითაც იგი შეძლებდა ედავა კონვენციის მე-2 და მე-3 მუხლების სავარაუდო დარვევასთან დაკავშირებით
ა. მხარეთა არგუმენტაცია
1. განმცხადებელი
370. განმცხადებელი ამტკიცებდა, რომ არებულ გარემოებებში მან მაქსიმალურად სწრაფად წარუდგინა ბელგიის ხელისუფლების ორგანოებს მოთხოვნა მისი გაძევების შეჩერებასთან დაკავშირებით და ეს გაანხორციელა განსაკუთრებით სასწრაფო პროცედურის შესაბამისად. თუმცა იგი წააწყდა პრაქტიკულ პრობლემებს, რომლებმაც ხელი შეუშალეს მას განსაკუთრებით სასწრაფო პროცედურაზე ხელმისაწვდომობის კუთხით.
371. პირველ რიგში განმცხადებელმა განმარტა, რომ 2009 წლის 19 მაისს, როდესაც გამოცემულ იქნა მის მიერ ქვეყნის დატოვების ბღძანება, იგი დააპატიმრეს და მოათავსეს უცხოელთათვის განკუთვნილ დახურულ ცენტრში. ბელგიის ხელისუფლების ორგანოებმა მისი თხოვნით მას ადვოკატი დაუნიშნეს დაპატიმრებიდან მხოლოდ 5 დღის შემდგომ (ამაღლების დღესასწაულის შემდეგ) და ამ დროის შემდეგ იყო, როდესაც ლტოლვილთა დახმარების ბელგიის კომიტეტმა შეძლო დაედგინა, რომ ადვოკატმა განმცხადებელს აცნობა დუბლინის ფორმატში თავშესაფრის მაძიებელთა შესახებ ზოგადი ინფორმაცია. პირველმა ადვოკატმა, რომელიც არ იყო სპეციალისტი თავშესაფრის მინიჭების საკითხებში, საქმის მასალების 3 დღის ვადაში გაცნობის შემდეგ, განსაკუთრებით სასწრაფო პროცედურის შესაბამისად, წარადგინა მოთხოვნა გაძევების ბრძანების აღსრულების შეჩერებასთან დაკავშირებით. ხსენებული პერიოდი განმცხადებლის აზრით ზედმეტად ხანგრძლივი იყო.
372. მეორე რიგში, საქმეზე მოსმენა ჩაინიშნა იმ მომენტიდან მხოლოდ 1 საათის შემდგომ, რაც ბრძანების აღსრულებასთან დაკავშირებული განაცხადი იქნა შეტანილი, და ამით განმცხადებლის ადვოკატს, რომლის სამუშაო ოფისიც მდებარეობდა უცხოელთა სააპელაციო კოლეგიიდან 130 კილომეტრის მოშორებით, შეეზღუდა იმის შესაძლებლობა, რომ დასწრებოდა მოსმენას. განმცხადებლის თანახმად, მის ადვოკატს არ გააჩნდა პრაქტიკული შესაძლებლობა, რომ წარმოდგენილი ყოფილიყო, რადგანაც უფასო სამართლებრივი დახმარების “უცხოელთა” პერმანენტული დახმარების სამსახურის განყოფილების მოვალეობა არ იყო საგანგებო მდგომარეობის დროს ჩაენაცვლებინა ადვოკატი, რომელსაც არ შეეძლო მოსმენაზე დასწრება. ხსენებული ვერსიის დასადასტურებლად, განმცხადებელმა სასამართლოს წარუდგინა შესაბამისი განყოფილების თავმჯდომარის წერილობითი დოკუმენტი. განმცხადებელი ასევე ამტკიცებდა, რომ რადგანაც მისი გადაყვანა არ იგეგმებოდა მყისიერად, არამედ ამისათვის განსაზღვრული იყო თარიღი 27 მაისი, ნებისმიერ შემთხვევაში შესაძლებელი იყო მისი მოთხოვნის განხილვის გადადება, რადგანაც მისი სასწრაფო განხილვა არ იყო აუცილებელი.
373. სასწრაფო პროცედურაზე პრაქტიკული ხელმისაწვდომობის არქონასთან ერთად, განმცხადებელმა აღნიშნა, რომ ნებისმიერ შემთხვევაში უცხოელთა სააპელაციო კოლეგიის წინაშე საჩივრის წარდგენა, გაძევების შემთხვევაში კონვენციის მე-2 და მე-3 მუხლების სავარაუდო დარღვევის საფრთხესთან დაკავშირებით, არ წარმოადგენდა სამართლებრივი დაცვის ეფექტიან საშუალებას კონვენციის მე-13 მუხლის მნიშვნელობით. შესაბამისად მას არ უნდა დაეკისროს პასუხისმგებლობა იმ ფაქტის გამო, რომ მან არ ამოწურა სამართლებრივი დაცვის ხსენებული საშუალება.
374. პირველ რიგში განმცხადებელი ამტკიცებდა, რომ მისი გაძევების პერიოდში, მის მიერ გაძევების შეჩერებასთან დაკავშირებით შეტანილ განაცხადას არ გააჩნდა წარმატების შანსი, რადგანაც უცხოელთა სააპელაციო კოლეგიის გარკვეულ პალატები მიიჩნედვნენ, რომ არ არსებობდა აუნაზღაურებელი ზიანის მიყენების საფრთხე, რადგანაც უნდა ყოფილიყო ნავარაუდევი, რომ საბერძნეთი შეასრულებდა თავშესაფრის საკითხებთან დაკავშირებით მასზე დაკისრებულ საერთაშორისო ვალდებულებებს და რომ ხსენებული ვარაუდის გაქარწყლება არ შეიძლებოდა საბერძნეთში არსებულ ზოგად სიატუაციასთან დაკავშირებული მოხსენებების საფუძველზე, ისე რომ in concreto არ ყოფილიყო წარმოდგენილი საფრთხეები, რომლებიც პირს ემუქრებოდა. ხსენებული მიდგომის საწინააღმდეგო მხოლოდ რამოდენიმე გადაწყვეტილება იქნა გამოტანილი , მაგრამ ამ გადაწყვეტილეებში არ ყოფილა აბსოლუტურად არანაირი ახსნა-განმარტება მოცემული თუ რა მიზეზების გამო იქნა გამოტანილი ხსენებული გადაწყვეტიელები.
375. განმცხადებლის აზრით მტკიცების მომეტებული ტვირთი, რომელიც ეკისრებოდათ შესაბამის ინდივიდებს, წარმოაჩენდა, რომ ისინი მიეკუთვნებოდნენ მოწყვლად ჯგუფს, რომლებიც საბერძნეთში სისტემატურად ექვემდებარებოდნენ კონვენციის მე-3 მუხლის საწინააღმდეგო მოპყრობას, ხოლო უცხოელთა სააპელაციო კოლეგიის წინაშე წარდგენილ განაცხადებს, კი სრულიად არაეფექტიანს ხდიდა. შემდგომმა მოვლენებმა დაადასტურეს მისი მოსაზრებების ჭეშმარიტება, რადგანაც მან რეალურად განიცადა in concreto და დაექვემდებარა იმ საფრთხეებს, რომელთა შესახებაც იგი ჩიოდა.
376. მას შემდგომ რაც განმცხადებლის მიერ განსაკუთრებით სასწრაფო პროცედურის შესაბამისად წარდგენილი განაცხადი ქინა უარყოფილი, განმცხადბლისათვის აზრი აღარ ჰქონდა რათა მოეთხოვა არსებითი სამართალწარმოება, რადგანაც ხსენებულს არ ექნებოდა შემაჩერებელი ეფექტი და ვერ შეაჩერებდა საბერძნეთში მის გადაყვანას. ფაქტიურად ხსენებული წარმოადგენდა უცხოელთა სააპლეაციო კოლეგიის მიერ განხორციელებულ მუდმივ პრაქტიკას, რომ უარეყო ასეთი ტიპის განაცხადები, რადგანაც ასეთ პირობებში განმცხადებლებს აღარ გააჩნდათ იმის ინტერესი, რომ ღონისძიების აღსრულება შეჩერებულიყო. და ბოლოს, იმ შემთხვევაშიც კი უცხოელთა სააპელაციო კოლეგიას დაუშვებლად რომ არ გამოეცხადებინა საქმე ხსენებულ საფუძველზე, განმცხადებელი მაინც ვერ მიაღწევდა იმას, რომ ქვეყნიდან მისი გაძევების ბრძანება გაუქმებულიყო ზემოხსენებული მყარად დამკვიდრებული პრეცედენტული სამართლიდან გამომდინარე.
377. განმცხადებელმა დამატებით აღნიშნა, რომ როდესაც Conseil d’Etat –ს წარედგინებოდა ხოლმე ასეთ გადაწყვეტილებებთან დაკავშირებული საკასაციო საჩივარი, უზენაესი სასამართლო ეჭვქვეშ არ აყენებდა ხოლმე უცხოელთა სააპლეაციო კოლეგიის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას და თვლიდა ხოლმე, რომ სიტუაცია არ წამოჭრიდა საკითხს კონვენციის მე-13 მუხლიდან გამომდინარე.
2. ბელგიის მთავრობა
378. ბელგიის მთავრობამ განაცხადა, რომ განმცხადებელს გააჩნდა სამართლებრივი დაცვის რამოდენიმე საშუალება ეროვნული სასამართლოების სახით, რომლებიც აკმაყოფილებდნენ კონვენციის მე-13 მუხლის მოთხოვნებს, მაგრამ არ მოუწურავს ისინი.
379. გაძევების ბრძანების აღსრულების შეჩერების მიზნით განსაკუთრებით სასწრაფო პროცედურის გამოყენებასთან დაკავშირებით, მთავრობამ აღნიშნა, რომ საჩივრების წარდგენა შესაძლებელი იყო უცხოელთა სააპლეაციო კოლეგიაში ნებისმიერ დროს, ყოველგვარი ბარიერის გარეშე და ამ პროცედურას გააჩნდა აღსრულების შემაჩერებელი ეფექტი, ერვოპულ სასამართლოს კი დადასტურებული ჰქონდა ამ პროცედურის ეფექტიანობა საქმეზე Quraishi v. Belgium (6130/08, 2009 წლის 12 მაისის გადაწყვეტილება). მთავრობის მტკიცებით განმცხადებელმა თავი ჩაიგდო საგანგებო სიტუაციაში, როდესაც საჩივრით მიმართა უცხოელთა სააპლეაციო კოლეგიას მის გამგზავრებამდე რამოდენიმე საათით ადრე, და ეს იმის ფონზე, რომ იგი პატიმრობაში აყვანილ იქნა 10 დღით ადრე ქვეყნიდან მისი გაძევების ბრძანების საფუძველზე. განმცხადებლის მიერ დაშვებული უყურადღებობისათვის დასჯა, წარმოადგენდა Conseil d’Etat –ის მიერ მყარად დამკვიდრებულ პრაქტიკას და გამართლებული იყო პროცედურის საგანგებო ხასიათით, რომელიც ასუსტებდა დაცვის უფლებებს და საქმის გამოძიება დაყავდა მინიმუმამდე. ის ფაქტი, რომ ფრენა არ იყო დაგეგმილი 27 მაისამდე, არ იყო მნიშვნელოვანი, რადგანაც განმცხადებლის მიერ წარმოდგენილი მაგალითის გარდა, უცხოელთა სააპლეაციო კოლეგის მიერ დადგენილი პრეცედენტული სამართალი ნათლად აჩვენებდა, რომ თავისუფლების აღკვეთა საკმარისი იყო მყისიერი საფრთხის გასამართლებლად.
380. გარდა ხსენებულისა ასევე სახეზე იყო ის ფაქტი, რომ საკითხის სწრაფად განხილვის საჭიროებიდან გამომდინარე, საქმის განხილვა დაუყოვნებლივ ჩაინიშნა, თუმცა ხსენებულ მოსმენას არ დასწრებია არავინ, მიუხედავად იმისა, რომ განმცხადებლის წარმომადგენელს შეეძლო ბრუსელის სამართლებრივი დახმარების მუდმივმოქმედი ოფისისათვის, რომ განმცხადებელი წარმოდგენილი ყოფილიყო სხვა წარმომადგენლის მიერ უცხოელთა სააპლეაციო კოლეგიის წინაშე.
381. მთავრობამ სადაო გახადა განმცხადებლის ის არგუმენტი, რომ გაძევების ბრძანების შეჩერების მოთხოვნას არ ჰქონდა დაკმაყოფილების შანსი და წარმოადგინა კოლეგიის 5 გადაწყვეტილება, რომლებიც მიღებული იყო 2008 და 2009 წლებში, რომლითაც ნაბრძანები იქნა საბერძნეთში გადაყვანის შეჩერება განსაკუთრებით სასწრაფო პროცედურის შესაბამისად იმ საფუძველზე, რომ განმცხადებლის მიერ კონვენციის მე-3 მუხლის თანახმად წარმოდგენილი საჩივრების სერიოზული ხასიათიდან გამომდინარე, ბელგიის დატოვებასთან დაკავშირებული გადაწყვეტილება, prima facie არ იყო საკმარისად ჯეროვნად დასაბუთებული. მთავრობის თანახმად სწორედ განმცხადებლების ინტერესებში შედიოდა, რათა მათ მოეთხოვათ საქმის სასამართლო წესით განხილვა და შესაძლებლობა მიეცათ უცხოელთა სააპლეაციო კოლეგიისა და შემდგომ Conseil d’Etat –სათვის, რომ მათ გამოეძებნათ გამოსავალი და ემსჯელათ სადავო გადაწყვეტილების სამართლიანობასთან დაკავშირებით.
382. ის ფაქტი, რომ ხსენებულ პერიოდში განმცხადებელი გადაყვანილ იქნა საბერძნეთში ხელს არ უშლიდა მას რომ გაეგრძელებინა სამართალწარმოება. ხსენებულის დასადასტურებლად მთავრობა ეყრდნობოდა უცხოელთა სააპელაციო კოლეგიის მიერ 2009 წლის 29 მაისს გამოტანილ #28233 გადაწყვეტილებას, რომლითაც საჩივარი დაშვებულად იქნა გამოცხადებული მიუხედავად იმ ფაქტისა, რომ იმ საქმეში განმცხადებელი უკვე გადაყვანილი იყო. მოგვიანებით განაცხადი უარყოფილ იქნა, რადგანაც აღარ არსებობდა განმცხადებლის რაიმე ინტერესი იქიდან გამომდინარე, რომ განაცხადი ეხებოდა ქვეყნის დატოვების ბრძანებას და მას ჰქონდა წარმოდგენილი in concreto რაიმე მტკიცებულება, რომ ადგილი ჰქონდა კონვენციის მე-3 მუხლის დარღვევას.
383. არსებით მხარესთან დაკავშირებით, მთავრობა ადასტურებდა, რომ ისევე როგორც გადაყვანის ბრძანების შეჩერების ეტაპზე იმ საკითხის განხილვისას არსებობდა თუ არა აუნაზღაურებელი ზიანის საფრთხე, უცხოელთა სააპელაციო კოლეგიის მიერ დამკვიდრებული პრეცედენტული სამართალი, რომელიც ემყარებოდა სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს, მოითხოვდა განმცხადებლისაგან, რათა მას წარმოეჩინა მოსალოდნელი რეალური საფრთხე. თუმცა, ისევე როგორც სამართლებრივი დაცვის საშუალების ეფექტიანობა კონვენციის მე-13 მუხლის მნიშვნელობით არ არის დამოკიდებული აუცილებლად სასურველი გადაწყვეტილების გამოტანის ნათელ პერსპექტივაზე, მთავრობის მტკიცებით არასასურველი გადაწყვეტილების პერსპექტივაც არ უნდა იქნეს მიღებული მხედველობაში სამართლებრივი დაცვის საშუალების ეფექტიანობის შეფასებისას.
384. UNHCR, რომელიც მე-3 მხარედ იყო ჩართული საქმეში, თვლიდა, რომ უცხოელთა სააპელაციო კოლეგიისა და Conseil d’Etat–ის პრეცედენტული სამართალი წარუმატებლობისათვის ეფექტიანად სწირავდა ნებისმიერ იმ განაცხადს, რომლითაც პირი ითხოვდა დუბლინის რეგულაციის ფორმატში გამოცემული ქვეყნის დატოვების ბრძანების შეჩერებას ან გადასინჯვას, რადგანაც ხსენებულ პირებს არ შეეძლოთ წარედგინათ კონკრეტული მტკიცებულებები იმასთან დაკავშირებით, რომ მათ ემუქრებოდათ ინდივიდუალური საფრთხე და რომ მათთვის შეუძლებელი იყო დაცვის უზრუნველყოფა მიმღებ ქვეყანაში. ხსენებული მიდგომით ბელგიის სასამართლოები ავტომატურად ეყრდნობოდნენ დუბლინის რეგულაციას და ჯეროვნად არ ასრულებდნენ უფრო მნიშვნელოვან ვალდებულებებს, რომლებიც მათ ჰქონდათ დაკისრებული კონვენციითა და ლტოლვილთა საკითხებში მოქმედი საერთაშორისო სამართლით.
ბ. სასამართლოს შეფასება
385. სასამართლომ უკვე დაადგინა, რომ ბელგიის ხელისუფლების ორგანოების მიერ განმცხადებლის გაძევება საბერძნეთში არღვევდა კონვენციის მე-3 მუხლს (იხ. 359-ე და 360-ე პუნქტები). ამიტომ ხსენებულთან მიმართებაში განმცხადებლის პრეტენზიები “საფუძვლიანად” უნდა იქნეს მიჩნეული კონვენციის მე-13 მუხლიდან გამომდინარე.
386. პირველ რიგში სასამართლო აღნიშნავს, რომ ბელგიის კანონმდებლობის თანახმად უცხოელთა სააპელაციო კოლეგიაში საჩივრის შეტანა, რომლითაც მოთხოვნილი იქნება გაძევების ბრძანების გაუქმება, არ აჩერებს ამ ბრძანების აღსრულებას. თუმცა, მთავრობამ აღნიშნა, რომ აღსრულების შეჩერებასთან დაკავშირებული მოთხოვნის წარდგენა შესაძლებელია იგივე სასამართლოს წინაშე “განსაკუთრებულად სასწრაფო პროცედურის” შესაბამისად და განსაკუთრებით სასწრაფო იმ პროცედურისაგან განსხვავებით, რომელიც არსებობდა Conseil d’Etat –ში, კანონის თანახმად უცხოელთა სააპელაციო კოლეგიაში არსებული პროცედურა ავტომატურად აჩერებდა გაძევების ბრძანების აღსრულებას კოლეგიის მიერ გადაწყვეტილების მიღებამდე, რაც კოლეგიას უნდა განეხორციელებინა მახიმუმ 72 საათიან ვადაში.
387. ეთანხმება რა, რომ ხსენებული წარმოადგენს გაუმჯობესების ნიშანს, რომელიც განხორციელდა Čonka –ს საქმეზე მიღებული გადაწყვეტილების შემდგომ (§§ 81-83, რაც სასამართლომ ასევე დაადსტურა ზემოხსენებულ Gebremedhin -ის გადაწყვეტილებაში §§ 66-67), სასამართლო იმეორებს, რომ მისი პრეცედენტული სამართლით ასევე დადგენილია (293-ე პუნქტი ზემოთ), რომ ნებისმიერი საჩივარი, რომლის თანახმადაც სხვა ქვეყანაში გაძევება, პირს დაუქვემდებარებს კონვენციის მე-3 მუხლის საწინააღმდეგო მოპყრობას, მოითხოვს ზედმიწევნით და საგულდაგულო შესწავლას და რომ სახელმწიფოებისათვის მინიჭებული შეფასების გარკვეული თავისუფლების შესაბამისად, მე-13 მუხლთან შესაბამისობა მოითხოვს, რომ კომპეტენტურ ორგანოს შეეძლოს განიხილოს პრეტენზია არსებითად და მიანიჭოს მსხვერპლს ჯეროვანი ანაზღაურება.
388. სასამართლო შეხედულება იმასთან დაკავშირებით, რომ მე-13 მუხლიდან მომდინარე მოთხოვნა მოითხოვს სადაო ღონისძიების შეჩერებას, არ შეიძლება ჩაითვალოს მეორეხარისხოვნად, ანუ აქ მნიშვნელობა არ აქვს გამოკვლევის ფარგლებთან დაკავშირებულ მოთხოვნას. საპირისპირო მოსაზრება უფლებას მისცემდა სახელმწიფოებს გაეძევებინათ შესაბამისი პირები ისე, რომ არც კი განეხილათ მე-3 მუხლთან დაკავშირებით მათ მიერ წარდგენილი პრეტენზიები მაქსიმალურად ზედმიწევნით.
389. თუმცა განსაკუთრებით სასწრაფო პროცედურას სწორედ ამ შედეგამდე მივყავართ. მთავრობამ თავად განმარტა, რომ ხსენებული პროცედურა მინიმუმამდე ამცირებს დაცვის უფლებებსა და საქმის განხილვის ფარგლებს. სასამართლოსათვის ცნობილი გადაწყვეტილებები (ზემოთ 144-ე და 148-ე პუნქტები), ადასტურებენ, რომ უცხოელთა სააპელაციო კოლეგიის ცალკეული შემდგებლობების მიერ მე-3 მუხლთან დაკავშირებული საჩივრების განხილვა, განმცხადებლის გაძევების პერიოდში, არ წარმოებდა ჯეროვნად. ხსენებული კოლეგიები განხილვისას შემოიფარგლებოდნენ ხოლმე მხოლოდ იმის გადამოწმებით წარმოადგინეს თუ არა შესაბამისმა პირებნა კონკრეტული მტკიცებულებები, რომ მათ ემუქრებოდან ისეთი საფრთხე, რომელიც გამოიწვევდა აუნაზღაურებელ ზიანს და დაარღვევდა კონვენციის მე-3 მუხლს. ხსენებულის განხორციელებისას კოლეგიის შემადგენლობები იმდენად ზრდიდნენ განმცხადებელთა მტკიცების ტვიღტს, რომ ხსენებული ხელს უშლიდა დარღვევის სავარაუდო საფრთხის არსებითად განხილვას. ხსენებულის გარდა იმ შემთხვევაშიც კი თუ შესაბამისი ინდივიდები შეეცდებოდნენ დამატებითი მასალების წარმოდგენას უცხოელთა ოფისსში გამართული გასაუბრების შემდგომ, უცხოელთა სააპელაციო ყოველთვის არ ითვალისწინებდა ხოლმე ამ მასალას. ამგვარად შესაბამის პირებს არ გააჩნდათ საშუალება, რომ დაედასტურებინათ თავიანთი პრეტენზიები კონვენციის მე-3 მუხლის სავარაუდო დარღვევასთან დაკავშირებით.
390. სასამართლო ასკვნის, რომ გაძევების ბრძანების აღსრულების შეჩერების მოთხოვნა განსაკუთრებულად სასწრაფო პროცედურის ფორმატში, არ აკმაყოფილებს კონვენციის მე-13 მუხლის მოთხოვნებს.
391. მოცემული დროისათვის მოქმედი პრეცედენტული სამართლის ფონზე, იმ რამოდემიმე გადაწყვეტილებას, რომელთა თანახმადაც შეჩერებულ იქნა საბერძნეთში გაძევება, (იხ. 149-ე პუნქტი) არ ცვლის სასამართლოს შეხედულებას, რადგანაც გაძევების აღსრულების შეჩერების გადაწყვეტილებები არ ეფუძვნებოდა მე-3 მუხლის სავარაუდო დარღვევასთან დაკავშირებული საფრთხის არსებით განხილვას, არამედ ემყარებოდა მხოლოდ სააპელაციო კოლეგიის დასკვნას, რომ უცხოელთა ოფისის გადაწყვეტილებები საკმარისად არ იყო დასაბუთებული.
392. სასამართლო აღნიშნავს, რომ განმცხადებელი ასევე წააწყდა რამოდენიმე პრაქტიკულ ბარიერს იმ სამართლებრივი დაცვის საშუალებების გამოყენებისას, რომელთა ეფექტიანობაზეც აპელირებდა მთავრობა. სასამართლო აღნიშნავს, რომ განსაკუთრებით სასწრაფო პროცედურის ფორმატში წარდგენილი განმცხადებლის საჩივარი უარყოფილ იქნა პროცესუალურ საფუძვლებზე, სახელდობრ კი პროცესზე მისი გამოუცხადებლობის გამო. თუმცა მთავრობის პოზიციის საპირისპიროდ, სასამართლო თვლის, რომ საქმის გარემოებებიდან გამომდინარე ხსენებული ფაქტი არ შეიძლება მივაწეროთ განმცხადებლის უყურადღებობას. სასამართლოს ვერ წარმოუდგენია თუ როგორ უნდა მისულიყო განმცხადებლის წარმომადგენელი უცხოელთა სააპელაციო კოლეგიაში დანიშნულ დროზე. რაც შეეხება დახმარების შესაძლებლობის მიღებას მუდმივმოქმედი იურიდიული სამსახურიდან, სასამართლო აღნიშნავს, რომ ნებისმიერ შემთხვევაში მთავრობას არ წარმოუდგენია იმის დამადასტურებელი მტკიცებულება, რომ ასეთი სამსახური საერთოდ არსებობს პრაქტიკაში.
393. რაც შეეხება იმ განგრძობადი სამართალწარმოების სარგებლიანობას, რომლის შედეგადაც განმცხადებელი ცდილობდა მისი ქვეყნიდან გაძევების ბრძანების გაუქმებას თუნდაც მას შემდგომ, რაც მოხდა ქვეყნიდან მისი გადაყვანა, სასამართლო აღნიშნავს, რომ მთავრობის მიერ წარმოდგენილი ერთადერთი მაგალითი ადასტურებს (იხ. 151-ე და 382-ე პუნქტები), რომ განმცხადებლის რწმენა, რომ მას შემდგომ რაც მოხდება პირის დეპორტირება უცხოელთა სააპელაციო კოლეგია საჩივარს დაუშვებლად მიიჩნევს იმ მოტივით, რომ აღარ აქვს აზრი ქვეყნის დატოვების ბრძანების გაუქმებას. იმ დროს როდესაც სიმართლეს წარმოადგენს ის ფაქტი, რომ უცხოელთა სააპელაციო კოლეგიამ განიხილა ხსენებულ გადაწყვეტილებაში კონვენციის მე-3 მუხლთან დაკავშირებული პრეტენზიები, სასამართლო ვერ ხედავს თუ როგორც შეეძლო უცხოელთა სააპელაციო კოლეგიას, რომლის გადაწყვეტილებასაც არ გააჩნდა შემაჩერებელი ეფექტი, კვლავაც უზრუნველეყო განმცხადებლისათვის დარღვეულ უფლებაში აღდგენა, თუნდაც დაედგინა, რომ ადგილი ჰქონდა კონვენციის მე-3 მუხლის დარღვევას.
394. სასამართლო დამატებით აღნიშნავს, რომ როგორც ჩანს მხარეები თანხმდებიან იმ ფაქტთან დაკავშირებით, რომ განმცხადებლის საჩივარს არ გააჩნდა წარმატების შანსი უცხოელთა სააპელაციო კოლეგიისა და Conseil d’Etat–ის მიერ მყარად დადგენილი პრეცედენტული სამართლის თანახმად და ასევე იმ ფაქტის გამო, რომ განმცხადებელს არ გააჩნდა შესაძლებლობა in concreto წარმოეჩინა ზიანის აუნაზღაურებელი ხასიათი, რომელსაც გამოიწვევდა კონვენციით გარანტირებული უფლების სავარაუდო დარღვევა. სასამართლო იმეორებს, რომ მაშინ როდესაც სამართლებრივი დაცვის საშუალების ეფექტიანობა არ არის დამოკიდებული განმცხადებლის მიერ აუცილებლად წარმატებული შედეგის მიღწევაზე, დარღვეულ უფლებაში ადექვატური აღდგენის შესაძლებლობა წამოჭრის საკითხს მე-13 მუხლის ქოლგის ქვეშ (იხ. ზემოხსენებული Kudla –ს საქმე, $157).
395. და ბოლოს, სასამართლო აღნიშნავს, რომ წინამდებარე საქმის გარემოებები აშკარად განსხვავდება Quraishi–ს საქმისაგან, რომელსაც იშველიებდა მთავრობა. ხსენებულ საქმეში, რომელიც ეხება 2006 წლის მოვლენებს და უცხოელთა სააპლეაციო კოლეგიის წინაშე 2007 წელს გამართულ სამართალწარმოებას, ანუ ეს არის დრო როდესაც კოლეგია შეუდგა საქმიანობას, განმცხადებელმა მიაღწია გაძევების ბრძანების აღსრულების შეჩერებას სასამართლოების ჩარევის მეშვეობით. ყველაზე მნიშვნელოვანი კი ის არის, რომ იმ დროისათვის როდესაც სასამართლო იხილავდა მათ საქმეს არ ყოფილა განხორციელებული მათი გაძევება და ასევე არ ყოფილა დადგენილი უცხოელთა სააპელაციო კოლეგიის მიერ პრეცედენტული სამართალი დუბლინის ფორმატთან დაკავშირებულ საქმეებთან მიმართებით.
396. ხსენებულის გათვალისწინებით, სასამართლო ადგენს, რომ ადგილი ჰქონდა კონვენციის მე-13 მუხლის, მე-3 მუხლთან კავშირში, დარღვევას. აღნიშნულიდან გამომდინარეობს, რომ განმცხადებელს არ შეიძლება შეერაცხოს სამართლებრივი დაცვის ეროვნული საშუალებების არამოწურვის ფაქტი და რომ გაზიარებულ არ უნდა იქნეს არამოწურვასთან დაკავშირებით ბელგიის მთავრობის პირველადი პრეტენზია (იხ. 335-ე პუნქტი).
397. ხსენებული დასკვნის გათვალისწინებით, ისევე როგორც საქმის გარემოებების მხედველობაში მიღებით, სასამართლო თვლის, რომ აღარ არის საჭირო განმცხადებლის პრეტენზიების განხილვა კონვენციის მე-13 მუხლის, მე-2 მუხლთან კავშირში, სავარაუდო დარღვევასთან დაკავშირებით.
VII. კონვენციის 46-ე და 41-ე მუხლების დარღვევა
ა. კონვენციის 46-ე მუხლი
398. კონვენციის 46-ე მუხლის თანახმად:
1.მაღალი ხელშემკვრელი მხარეები კისრულობენ ვალდებულებას, დაემორჩილონ სასამართლოს საბოლოო განჩინებას ნებისმიერ საქმეზე, რომლის მხარეებიც ისინი არიან.
2.სასამართლოს საბოლოო განჩინება გადაეცემა მინისტრთა კომიტეტს, რომელიც ზედამხედველობს მის აღსრულებას.”
399. კონვენციის 46-ე მუხლის თანახმად მაღალი ხელშემკვრელი მხარეები კისრულობენ ვალდებულებას დამორჩილონ სასამართლოს მიერ იმ საქმეებზე გამოტანილ გადაწყვეტილებას, რომლის მხარეებიც ისინი არიან, ხოლო მინისტრთა კომიტეტი კი პასუხისმგებელია თვალყური ადევნოს გადაწყვეტილებების აღსრულებას. ხსენებული ნიშნავს იმად, რომ როდესაც სასამართლო ადგენს კონვენციის დარღვევას, მოპასუხე სახელმწიფოს ეკისრება სამართლებრივი ვალდებულება, რომ არამხოლოდ გადაუხადოს დაინტერესებულ მხარეებს კონვენციის 41-ე მუხლის შესაბამისად მინიჭებული სამართლიანი დაკმაყოფილების თანხები, არამედ ასევე განახორციელოს აუცილებელი ზოგადი და/ან, იქ სადაც ეს შესაბამისია, ინდივიდუალური ღონისძიებები. რადგანაც უმეტესად სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილებები ატარებენ დეკლარაციულ ხასიათს, უწინარესად სწორედ სახელმწიფოს გადასაწყვეტია, რა თქმა უნდა ეს ექვემდებარება მინისტრთა კომიტეტის ზედამხედველობას, თუ რა საშუალებები აირჩიოს კონვენციის 46-ე მუხლით დაკისრებული ვალდებულებების განსახორციელებლად, თუმცა ხსენებული საშუალებები შესაბამისობაში უნდა იყოს სასამართლოს მიერ გამოტანილ გადაწყვეტილებაში მოცემულ დასკვნებთან. თუმცა, გარკვეულ სიტუაციებში სასამართლომ შესაძლოა მიზანშეწონილად მიიჩნიოს მოპასუხე სახელმწიფოსათვის ისეთი ღონისძიებების მითითება, რომელთა განხორციელებასაც შეუძლია ბოლო მოუღოს – ხშირად სისტემატური ხასიათის – სიტუაციას, რამაც გამოიწვია კონვენციით გარანტირებული უფლების დარღვევა (იხ. მაგალითად Öcalan v. Turkey [GC], no. 46221/99, § 210, ECHR 2005-IV, da Popov v. Russia, no. 26853/04, § 263, 2006 წლის 13 ივლისი). ზოგჯერ დადგენილი დარღვევის ხასიათი იმგვარია, რომ არ ტოვებს არჩევანის საშუალებას იმ ღონისძიებებთან დაკავშირებით, რომლითაც შესაძლებელია დარღვეულ უფლებაში აღდგენა (Assanidzé v. Goorgia [GC], no. 71503/01, 2004 წლის 8 აპრილი, § 198, ECHR 2004-II; Verein gegen Tierfabriken Schweiz (VgT) v. Switzerland (no. 2) [GC], no. 32772/02, 2009 წლის 30 ივნისის გადაწყვეტილება, §§ 85 და 88, ECHR 2009-..).
400. წინამდებარე საქმეში სასამართლო აუცილებლად მიიჩნევს გარკვეული ინდივიდუალური ღონისძიებების მითითებას, რათა ჯეროვნად იქნეს აღსრულებული წინამდებარე გადაწყვეტილება განმცხადებელთან მიმართებაში, რაღა თქმა უნდა ხსენებული არანაირად არ მოდის წინააღმდეგობაში იმ ზოგადი ხასიათის ღონისძიებებთან, რომელთა განხორციელებაც აუცილებელია იმისათვის, რომ ადგილი არ ჰქონდეს ანალოგიურ დარღვევებს მომავალში (mutatis mutandis, Broniowski v. Poland [GC], no. 31443/96, § 193, ECHR 2004-V).
401. სასამართლომ დაადგინა კონვენციის მე-3 მუხლის დარღვევა საბერძნეთის მიერ იმ საცხოვრებელი პირობების გამო, რომელიც გააჩნდა განმცხადებელს საბერძნეთში, ხსენებულს ასევე თან დაერთო ხანგრძლივი გაურკვევლობა, რომელშიც განმცხადებელი ცხოვრობდა და სიტუაციის გაუმჯობესების რაიმე პერსპექტივის არ არსებობა (იხ. 263-ე პუნქტი). სასამართლომ ასევე დაადგინა კონვენციის მე-13 მუხლის დარღვევა, მე-3 მუხლთან კავშირში, თავშესაფრის პროცედურაში არსებული ხარვეზების გამო, რომელიც გამოყენებულ იქნა განმცხადებელთან მიმართებაში, და თავშესაფრის მოთხოვნასთან დაკავშირებული განაცხადის სერიოზული განხილვის გარეშე მისი ავღანეთში refoulement –ის საფრთხის გამო და ასევე იმის გამო, რომ განმცხადებელს ხელი არ მიუწვდებოდა სამართლებრივი დაცვის ეფექტიან საშუალებაზე (იხ. ზემოთ 322-ე პუნქტი).
402. საქმის კონკრეტული გარემოებების გათვალისწინებით და ასევე იმ საჭიროების მხედველობაში მიღებით, რომელიც აუცილებელია კონვენციის მე-13 მუხლი, მე-3 მუხლთან კავშირში, დარღვევების აღმოსაფხვრელად, სასამართლო ვალდებულებას აკისრებს საბერძნეთს, დაუყოვნებლად შეუდგეს განმცხადებლის თავშესაფრის მოთხოვნის არსებით განხილვას, რომელიც დააკმაყოფილებს კონვენციის მოთხოვნებს, ხოლო განხილვის პერიოდში კი, თავი შეიკავოს განმცხადებლის დეპორტაციისაგან.
ბ. კონვენციის 41-ე მუხლი
403. კონვენციის 403-ე მუხლის თანახმად:
“თუ სასამართლო დაადგენს, რომ დაირღვა კონვენცია და მისი ოქმები, ხოლო შესაბამისი მაღალი ხელშემკვრელი მხარის შიდასახელმწიფოებრივი სამართალი დარღვევის მხოლოდ ნაწილობრივი გამოსწორების შესაძლებლობას იძლევა, საჭიროების შემთხვევაში, სასამართლო დაზარალებულ მხარეს სამართლიან დაკმაყოფილებას მიაკუთვნებს.”
1. მორალური ზიანი
ა) საბერძნეთთან მიმართებაში
404. განმცხადებელი ითხოვდა 1000 ევროს იმ მორალური ზიანისათვის, რომელიც მან განიცადა პატიმრობის 2 პერიოდისას.
405. საბერძნეთის მთავრობა ხსენებულ პრეტენზიებს არ მიიჩნევდა დასაბუთებულად.
406. სასამართლომ დაადგინა, რომ განმცხადებლის პატიმრობის პირობები არღვევდა კონვენციის მე-3 მუხლს. სასამართლო თვლის, რომ განმცხადებელს უნდა განეცადა გარკვეული სტრესი, რომლის კომპენსირებაც შეუძლებელია მხოლოდ იმ ფაქტით, რომ სასამართლომ დაადგინა კონვენციის დარღვევა. წინამდებარე საქმეში დადგენილი დარღვევების გათვალისწინებით, სასამართლო ჯეროვნად თვლის დააკმაყოფილოს განმცხადებლის პრეტენზია და მიანიჭოს მას 1000 ევრო განცდილი მორალური ზიანისათვის
ბ. ბელგიასთან მიმართებაში
407. განმცხადებელი კომპენსაციის სახით ითხოვდა 31.825 ევროს იმ მორალური ზიანისათვის, რომელიც მან ერთის მხრივ განიცადა ბელგიაში ღია ცენტრში მოთავსებით, ხოლო მოგვიანებით დახურულ ცენტრში დაპატიმრებით სანამ მოხდებოდა მისი გადაყვანა საბერძნეთში (6925 ევრო), ხოლო მეორეს მხრივ კი ბელგიის ხელისუფლების ორგანოების მიერ საბერძნეთში მის გადაყვანასთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილების გამო (24900 ევრო).
408. ბელგიის მთავრობა ამტკიცებდა, რომ იმ შემთხვევეაში, თუკი სასამართლო დაადგენდა ბელგიის პასუხისმგებლობის საკითხს, განმცხადებელს შეეძლო ბელგიის სასამართლოებში აღეძღა სამართალწარმოება და მოეთხოვა კომპენსაცია ნებისმიერი მორალური ზიანისათვის, რომელიც მან განიცადა პატიმრობით. ნებისმიერ შემთხვევაში მთავრობა თვლიდა, რომ ხსენებული პრეტენზია არ იყო ჯეროვნად დასაბუთებული, რომ განმცხადებელმა ვერ დაადასტურა სახელმწიფოს ბრალეულობა ან მიზეზობრივი კავშირი სავარაუდო ბრალეულ ქმედებასა და განცდილ მორალურ ზიანს შორის.
409. სასამართლო იმეორებს, რომ მას შეუძლია თანხის მიკუთვნება 41-ე მუხლით გათვალისწინებული სამართლიანი დაკმაყოფილების შესაბამისად, როდესაც დანაკარგი ან ზიანიგამოწვეული იყო დადგენილი დარღვევით, თუმცა სახელმწიფო არ არის ვალდებული აანაზღაუროს ის ზიანი, რომელთა მიყენებაზეც იგი არ არის პასუხისმგებელი (იხ. ზემოხსენებული Saadi-ის საქმე $186). წინამდებარე საქმეში სასამართლოს არ დაუდგენია კონვენციის დარღვევა იმის გამო, რომ საბერძნეთში გადაყვანამდე განმცხადებელი პატიმრობაში იმყოფებოდა ბელგიაში. შესაბამისად სასამართლო უარყოფს განმცხადებლის პრეტენზიას ამ ნაწილში.
410. რაც შეეხება საბერძნეთში გადაყვანის გამო წარმოშობილ სავარაუდო ზიანს, სასამართლომ დაადგინა, რომ გადაყვანამ გამოიწვია კონვენციის მე-3 მუხლის დარღვევა პირველი იმის გამო, რომ ხსენებულის შედეგად განმცხადებელი დაექვემდებარა მე-3 მუხლის საწინააღმდეგო მოპყრობას, საბერძნეთში პატიმრობისას, და მეორე რიგში იმიტომ, რომ ხსენებულის შედეგად განმცხადებელი დაექვემდებარა იმ საფრთხეებს, რომელიც თან სდევდა საბერძნეთში არსებული თავშესაფრის პროცედურებში არსებულ ხარვეზებს. სასამართლო იმეორებს, რომ ის ფაქტი, რომ განმცხადებელს შეუძლია მოითხოვოს კომპენსაცია ბელგიის სასამართლოების მეშვეობით არ ავალდებულებს ევროპულ სასამართლოს, რომ უარი განუცხადოს განმცხადებელს პრეტენზიის დაკმაყოფილებაზე იმ მოტივით, რომ ეს პრეტენზია დაუსაბუთებელია (იხ. De Wilde, Ooms and Versyp v. Belgium (მუხლი 50), 1972 წლის 10 მარტი, § 16, Series A no. 14)
411. ასამართლო თვლის, რომ განმცხადებელს უნდა განეცადა გარკვეული სტრესი, რომლისთვისაც სამართლიან დაკმაყოფილებას არ შეიძლება წარმოადგენდეს მხოლოდ ის ფაქტი, რომ სასამართლომ დაადგინა კონვენციის დარღვევა. წინამდებარე საქმეში დადგენილი დარღვევების ხასიათიდან გამომდინარე, სასამართლო ჯეროვნად თვლის დააკმაყოფილოს განმცხადებლის პრეტენზია და ანიჭებს მას 24900 ევროს განცდილი მორალური ზიანისათვის.
2. ხარჯები და გაწეული დანახარჯები
ა) საბერძნეთთან მიმართებაში
412. განმცხადებელი მოითხოვდა იმ თანხების ანაზღაურებას, რომლის გაღებაც მას მოუწია სასამართლოს წინაშე საბერძნეთის მთავრობის წინააღმდეგ თავისი ინტერესების წარმოდგენასთან დაკავშირებით. გადასახდელი ჰონორარებისა და გაწეული დანახარჯების ჩამონათვალის თანახმად, ხარჯები და გაწეული დანახარჯები 2010 წლის 15 მარტისათვის უტოლდებოდა 3450 ევროს, ანუ საათობრივი განაკვეთი შეადგენდა 75 ევროს. ადვოკატი უთითებდა, რომ იგი შეუთანხმდა განმცხადებელს, რომ სტრასბურგის სასამართლოში საქმის მოგების შემთხვევაში ეს უკანასკნელი მას თანხას გადაუხდიდა ნაწილ ნაწილ ზემოხსენებული საათობრივი ანაზღაურებით.
413. საბერძნეთის მთავრობა ხსენებულ პრეტენზიას გადამეტებულად და დაუსაბუთებლად მიიჩნევდა
414. სასამართლო დადგენილად მიიჩნევს იმ ფაქტს, რომ განმცხადებელმა რეალურად გაიღო მოთხოვნილი ხარჯები, რადგანაც იყო რა კლიენტი მან იკისრა სამართლებრივი ვალდებულება გადაეხადა სამართლებრივი წარმომადგენლისათვის შეთანხმებული საათობრივი ანაზღაურების საფუძველზე (mutatis mutandis, Sanoma Uitgevers B.V. v. the Netherlands, no. 38224/03, § 110, 2009 წლის 31 მარტი). ასევე იმის გათვალისწინებით, რომ ხარჯები და გაწეული დანახარჯების გაღება აუცილებლობიდან გამომდინარე მოხდა და ისინი გონივრულად გამოიყურება რაოდენობითი თვალსაზრისით, სასამართლო განმცხადებელს ანიჭებს 3450 ევროს.
ბ) ბელგიასთან მიმართებით
415. განმცხადებელი მოითხოვდა ხარჯებისა და გაწეული დანახარჯების ანაზღაურებას, რომელთა გაღებაც მას მოუხდა ბელგიის სასამართლოებისა და ბელგიის წინააღმდეგ სტრასბურგის სასამართლოში გამართული სამართალწარმოებისას. განმცხადებლის ადვოკატმა წარმოადგინა ჰონორარებისა და გაწეული დანახარჯების ჩამონათვალი, რომლის თანახმადაც 2010 წლის 15 მარტისათვის ხარჯები და გაწეული დანახარჯები უტოლდებოდა 7680 ევროს, ანუ საათობრივი განაკვეთი შეადგენდა 75 ევროს, 1605 ევრო მოთხოვნილი იყო ბელგიის სასამართლოების წინაშე გამართულ სამართალწარმოებასთან მიმართებაში, ხოლო 6075 ევრო კი სტრასბურგის სასამართლოს წინაშე ბელგიის მთავრობის წინააღმდეგ გამართულ სამართალწარმოებასთან მიმართებაში.
416. ბელგიის მთავრობამ თხოვნით მიმართა სასამართლოს უარეყო განმცხადებლის პრეტენზიები. მთავრობის აზრით განმცხადებელს უფლება ჰქონდა ესარგებლა უფასო იურიდიული დახმარებით და ასევე მოეთხოვა მთავრობისგან თანხა სამართლებრივი ხარჯების ანაზღაურებისათვის. ამიტომაც განმცხადებლისათვის არ იყო აუცილებელი ხსენებული ხარჯების გაღება. მისი ადვოკატი მიიღებდა ნებისმიერ კომპენსაციას ნებისმიერი ხარჯისათვის, რომლის გაღებაც მას მოუხდებოდა ბელგიის სასამართლოებისა და სტრასბურგის სასამართლოს წინაშე განხორციელებული სამართალწარმოებისას და ეს განხორციელდებოდა სამოსამართლო კოდექსის იმ დებულებების საფუძველზე, რომელიც ეხება იურიდიულ დახმარებას. კოდექსი უზრუნველყოფდა ანაზღაურების სისტემას “ქულების” სახით, რომელიც შეესაბამებოდა ადვოკატის მიერ გაწეულ მომსახურებას. 2010 წელს 1 ქულა უდრიდა 26.91 ევროს. ხსენებული მონაცემი 2009 წელს იყო 23.25 ევრო. ეს დებულება დაკმაყოფილებული რომ ყოფილიყო, ადვოკატს უკვე ექნებოდა უფლება მიეღო ანაზღაურება 2009 წლის ხარჯებისათვის. მთავრობამ ასევე აღნიშნა, რომ სამოსამართლო კოდექსის 1022-ე მუხლის შესაბამისად, რომელიც ეხებოდა სამართლებრივი ხარჯების ანაზღაურებას, მხარე რომელიც წააგებდა საქმეს, ეთხოვებოდა გადაეხადა მოწინააღმდეგე მხარის სამართლებრივი ხარჯები სრულად ან ნაწილობრივ. ისეთ შემთხვევებში, როდესაც სამართალწარმოება არ შეიძლებოდა შეფასებულიყო ფულადი თვალსაზრისით, გადასახდელი თანხის რაოდენობას ადგენდა სასამართლო. როდესაც უფასო სამართლებრივი დახმარების მინიჭება ხდებოდა ხოლმე და ეროვნული სასამართლო სამართალწარმოების შედეგად სამართლებრივი ხარჯებისათვის უფრო დიდ ანაზღაურებას გასცემდა, ხაზინას შეეძლო უკან დაებრუნებინა უფასო იურიდიული დახმარებისათვის გადახდილი თანხა.
417. განმცხადებლის ადვოკატმა დაადასტურა, რომ იგი დანიშნა ბელგიის მთავრობამ, როგორც უფასო იურიდიული დახმარების ადვოკატი, მაგრამ მხოლოდ იმ მიზნით, რომ მას დაეცვა განმცხადებელი პირველი ინსტანციის სასამართლოს წინაშე. ხსნეებული სამუშაოსათვის მას მიენიჭა “10 ქულა”. ადვოკატის მტკიცებით მას არ მიუღია სახელმწიფოსაგან რაიმე სახის ანაზღაურება გაწეული სამართლებრივი დახმარებისათვის. სხვა სამართალწარმოებებთან დაკავშირებით იგი შეუთანხმდა განმცხადებელს, რომ ეს უკანასკნელი მას გადაუხდიდა მას ნაწილ ნაწილ ზემოხსენებული საათობრივი სარგოს საფუძველზე თუკი იგი მოიგებდა საქმე სტრასბურგის სასამართლოში. ხსენებული ვალდებულება მხოლოდ ნაწილობრივ იქნა შესრულებული. განმცხადებლის თანახმად არ არსებობდა იმის საფრთხე, რომ ბელგიის ხელისუფლების ორგანოები მას გადაუხდიდნენ ზედმეტ კომპენსაციას, რადგანაც მინიჭებული პროცესუალური ხარჯები გამოქვითულ იქნა გადასახდელი სამართლებრივი დახმარების ხარჯებიდან. ხსენებულიდან კი გამომდინარეობდა, რომ თუკი პროცესუალური ხარჯები გადააჭარბებდა სამართლებრივი დახმარებისათვის გადახდილ თანხას ადვოკატი მოსთხოვდა უფასო იურიდიული დახმარების ოფისს შეეწყვიტა სამართლებრივი დახმარების აღმოჩენა, ხოლო თუკი სტრასბურგის სასამართლოს მიერ მინიჭებული ხარჯებისა და გაწეული დანახარჯების თანხები უფრო მაღალი იქნებოდა, ვიდრე სამართლებრივი დახმარების ღირებულება, მისი ადვოკატი ვერ მიიღებდა ვერაფერს სამართლებრივი დახმარების ხარჯების კუთხით.
418. სასამართლოს მიერ დადგენილი პრეცედენტული სამართლის თანახმად თანხები ხარჯებისა და გაწეული დანახარჯებისათვის არ იქნება მინიჭებული 41-ე მუხლის შესაბამისად, თუკი არ იქნება დადგენილი, რომ მათი გაღება მოხდა რეალურად და აუცილებლობიდან გამომდინარე და მათი ოდენობა გონივრული. გარდა ამისა, სამართლებრივი ხარჯების ანაზღაურება ხდება მხოლოდ იმ დოზით, რა დოზითაც ისინი უკავშირდება სასამართლოს მიერ დადგენილ დარღვევას (სხვა მაგალითებს შორის იხ. ზემოხსენებული Sanoma Uitgevers B.V. v. the Netherlands, 109).
419. პირველ რიგში სასამართლო განიხილავს იმ ხარჯებსა და დანახარჯებს, რომელთა გაღებაც მოხდა ეროვნული სასამართლოების წინაშე გამართული სამართალწარმოებისას. სასამართლო აღნიშნავს, რომ განმცხადებელს არ წარუდგენია სასამართლოსათვის მოთხოვნილი თანხის გაშიფვრა/ჩამონათვალი სხვადასხვა სამართალწარმოებასთან დაკავშირბეით. ხსენებული ხელს უშლის სასამართლოს ნათლად განსაზღვროს თუ რა ოდენობის თანხა იქნება შესაბამისი იმ დარღვევებთან მიმართებაში, რომელთა დადგენაც მოხდა სასამართლოს მიერ წინამდებარე საქმეში და თუ რა დოზით მოხდა, ან შესაძლებელია მოხდეს მათი დაფარვა სამართლებრივი დახმარების მიერ. რადგანაც სასამართლოსათვის არ არის ნათელი ხსენებულთან დაკავშირბეით არსებული სიტუაცია (იხ. mutatis mutandis, Musiał v. Poland [GC], no. 24557/94, § 61, ECHR 1999‑II)) სასამართლო უარყოფს ამ პრეტენზიებს.
420. რაც შეეხება იმ ხარჯებსა და გაწეულ დანახარჯებს, რომელთა გაღებაც მოხდა ბელგიის წინააღმდეგ სტრასბურგის სასამართლოში სამართალწარმოებისას, სასამართლო იმეორებს, რომ იგი არ თვლის თავს ვალდებულად იხელმძღვანელოს ეროვნული სარგოებითა და პრაქტიკით, თუმცა შეუძლია გაითვალისწინოს ისინი (იხ. Venema v. the Netherlands, no. 35731/97, § 116, ECHR 2002‑X). ნებისმიერ შემთხვევაში, იმავე მიზეზებზე დაყრდნობით, როგორც ეს მოხდა საბერძნეთის შემთხვევაში (იხ. 414-ე პუნქტი), სასამართლო ანიჭებს განმცხადებელს 6075 ევროს.
გ) ბელგიასა და საბერძნეთთან მიმართებით
421. ბოლოს განმცხადებელი მოითხოვდა იმ თანხების ანაზღაურებას, რომლებიც უკავშირდებოდა სტარსბურგის სასამართლოს წინაშე გამართულ სამართალწარმოებას. განმცხადებლის ადვოკატის მიერ წარმოდგენილი ჰონორარებისა გაწეული დანახარჯების ჩამონათვალის თანახმად ეს თანხა შეადგენდა 2550 ევროს წერილობითი კომენტარების მომზადებისათვის (საათობრივი სარგო 75 ევრო). რაიმე სახის ქვითრების წარმოდგენის გარეშე, განმცხადებელი ასევე მოითხოვდა 296.74 ევროს ანაზღაურებას თავისი ადვოკატის სტრასბურგში მგზავრობისა და განთავსების ხარჯებისათვის.
422. დადგენილი პრეცედენტული სამართლის თანახმად, სასამართლო უარყოფს პრეტენზიის იმ ნაწილს, რომელიც არ არის დასაბუთებული შესაბამისი ქვითრებით.
423. დანარჩენ პრეტენზიებთან დაკავშირებით, დადგენილად მიიჩნევს რა რომ ხარჯები და დანახარჯები, რომელთა გაღებაც განმცხადებელს მოუწია აუცილებლობით იყო გამოწვეული და გონივრული ოდენობისაა, სასამართლო განმცხადებელს აკუთვნებს 2550 ევროს. ითვალისწინებს რა პასუხისმგებლობას კონვენციის სხვადასხვა დარღვევისათვის, რომლებიც დაადგინა სასამართლომ, ბელგიამ და საბერძნეთმა შუაზე უნდა გაიყონ ხსენებული თანხა.
დ) საურავი
424. სასამართლო შესაფერისად თვლის, რომ საურავი უნდა დაწესდეს ცენტრალური ევროპული ბანკის სესხისათვის განკუთვნილი მინიმალური პროცენტის სახით, რომელსაც უნდა დაემატოს სამ პროცენტიანი განაკვეთი.
ყოველივე ზემოხსენებულიდან გამომდინარე, სასამართლო
1.საქმის არსებით მხარესთან ერთად იხილავს, თექვსმეტი ხმით ერთის წინააღმდეგ, საბერძნეთის მთავრობის მიერ წამოჭრილ პირველად პრეტენზიებს და უარყოფს მათ;
2.არსებით განხილვაზე დაშვებულად აცხადებს, ერთხმად, კონვენციის მე-3 მუხლთან დაკავშირებულ პრეტენზიებს, რომელიც ეხება საბერძნეთში განმცხადებლის პატიმრობის პირობებს;
3.ადგენს, ერტხმად, რომ საბერძნეთის მთავრობამ დაარღვია კონვენციის მე-3 მუხლი განმცხადებლის პატიმრობის პირობების გამო;
4.არსებით განხილვაზე დაშვებულად აცხადებს, უმრავლესობით, კონვენციის მე-3 მუხლთან დაკავშირებულ პრეტენზიას, რომელიც ეხება განმცხადებლის საცხოვრებელ პირობებს საბერძნეთში;
5.ადგენს, თექვსმეტი ხმით ერთის წინააღმდეგ, რომ საბერძნეთმა დაარღვია კონვენციის მე-3 მუხლი საბერძნეთში განმცხადებლის საცხოვრებელი პირობების გამო
6.არსებით განხილვაზე დაშვებულად აცხადებს, ერთხმად, საბერძნეთის წინააღმდეგ მიმართულ პრეტენზიას კონვენციის მე-13 მუხლის, მე-3 მუხლთან კავშირში, სავარაუდო დარღვევასთან დაკავშირებით;
7.ადგენს, ერთხმად, რომ საბერძნეთმა დაარღვია მე-13 მუხლი, მე-3 მუხლთან კავშირში, იმ ხარვეზების გამო, რომლებიც არსებობდა განმცხადებლის თავშესაფრის მინიჭებასთან დაკავშირებულ პროცედურაში და მისი ავღანეთში გაძევების საფრთხის გამო. ხსენებულს ასევე თან ერთვოდა იმის საფრთხე, რომ ამ პერიოდში სერიოზულად არ იქნებოდა განხილული განმცხადებლის თავშესაფრის საჩივრის არსებითი მხარე და მას ხელი არ მიუწვდებოდა სამართლებრივი დაცვის ეფექტიან საშუალებაზე;
8.ადგენს, ერთხმად, რომ საჭირო აღარ არის განმცხადებლის პრეტენზიების განხილვა კონვენციის მე-13 მუხლის, მე-2 მუხლთან კავშირში, დარღვევასთან დაკავშირებით;
9.საქმის არსებით მხარესთან ერთად იხილავს, ერთხმად, ბელგიის მთავრობის მიერ წამოჭრილ პირველად პრეტენზიებს, უარყოფს მათ და არსებით განხილვაზე დაშვებულად აცხადებს, ერთხმად, ბელგიის წინააღმდეგ წარდგენილ პრეტენზიებს;
10.ადგენს, თექვსმეტი ხმით ეღტის წინააღმდეგ, რომ ბელგიის მთავრობამ დაარღვია კონვენციის მე-3 მუხლი იმის გამო, რომ საბერძნეთში უკან დაბრუნებით ბელგიის ხელისუფლების ორგანოებმა განმცხადებელი დაუქვემდებარეს ამ სახელმწიფოში თავშესაფრის მინიჭების პროცედურებში არსებულ ხარვეზებთან დაკავშირებულ საფრთხეებს;
11.ადგენს, ერთხმად, რომ საჭირო არ არის განმცხადებლის პრეტენზიების განხილვა კონვენციის მე-2 მუხლის დარღვევასთან დაკავშირებით;
12.ადგენს, თხუთმეტი ხმით ორის წინააღმდეგ, რომ ბელგიის მთავრობამ დაარღვია კონვენციის მე-3 მუხლი, რადგანაც, საბერძნეთში უკან დაბრუნებით, ბელგიის ხელისუფლების ორგანოებმა განმცხადებელი დაუქვემდებარეს იმ ქვეყანაში არსებულ პატიმრობისა და საცხოვრებელ პირობებს, რომლებიც არღვევენ ხსენებულ მუხლს;
13.ადგენს, ერთხმად, რომ ბელგიის მთავრობამ დაარღვია კონვენციის მე-13 მუხლი მე-3 მუხლთან კავშირში;
14.ადგენს, ერთხმად, რომ საჭირო არ არის განმცხადებლის პრეტენზიების განხილვა კონვენციის მე-13 მუხლის, მე-2 მუხლთან კავშირში, დარღვევასთან დაკავშირებით;
15.ადგენს ერთხმად,
ა)რომ საბერძნეთის სახელმწიფომ განმცხადებელს სამი თვის ვადაში უნდა გადაუხადოს შემდეგი თანხები,
(ი)1000 (ათასი) ევრო მორალური ზიანისათვის პლიუს ნებისმიერი, გადასახადი, რომლითაც შეიძლება ზემოხსენებული თანხა დაიბეგროს;
(იი)4725 (ოთხიათას შვიდას ოცდახუთი ევრო) ხარჯებისა და გაწეული დანახარჯებისათვის პლიუს ნებისმიერი, გადასახადი, რომლითაც შეიძლება ზემოხსენებული თანხა დაიბეგროს
ბ) რომ ზემოხსენებული 3 თვიანი ვადის გასვლის შემდგომ გადახდის დღემდე საურავი უნდა იქნეს გადახდილი იმ მოცულობით, რაც უტოლდება ევროპული ბანკის სესხისათვის განკუთვნილი მინიმალურ პროცენტს, რომელსაც უნდა დაემატოს სამ პროცენტიანი განაკვეთი;
16. ადგენს,
ა)თხუთმეტი ხმით ორის წინააღმდეგ, რომ ბელგიის სახელმწიფომ, სამი თვის ვადაში, განმცხადებელს უნდა გადაუხადოს 24900 ევრო (ოცდაოთხიათასცხრაასი ევრო) მიყენებული მორალური ზიანისათვის, პლიუს ნებისმიერი გადასახადი, რომლითაც ხსენებული თანხა შეიძლება დაიბეგროს;
ბ)თექვსმეტი ხმით ერთის წინააღმდეგ, რომ ბელგიის სახელმწიფომ სამი თვის ვადაში, განმცხადებელს უნდა გადაუხადოს 7350 ევრო (შვიდიათასსამასორმოცდაათი ევრო) ხარჯებისა და გაწეული დანახარჯებისათვის, პლიუს ნებისმიერი გადასახადი, რომლითაც ხსენებული თანხა შეიძლება დაიბეგროს;
გ)რომ ზემოხსენებული 3 თვიანი ვადის გასვლის შემდგომ გადახდის დღემდე საურავი უნდა იქნეს გადახდილი იმ მოცულობით, რაც უტოლდება ევროპული ბანკის სესხისათვის განკუთვნილი მინიმალურ პროცენტს, რომელსაც უნდა დაემატოს სამ პროცენტიანი განაკვეთი.
17. უარყოფს, ერთხმად, დანარჩენ პრეტენზიებს სამართლიან დაკმაყოფილებასთან დაკავშირებით.
შესრულებულია ინგლისურ და ფრანგულ ენებზე, და გაცხადებულია საჯარო სხდომაზე ადამიანის უფლებათა შენობაში, სტრასბურგი, 2011 წლის 21 იანვარი
მაიკლ ობოილიჟან პოლ კოსტა
რეგისტრატორის მოადგილეთავმჯდომარე
© ევროპის საბჭო/ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო, 2012
ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში სამართალწარმოების ენებია ინგლისური და ფრანგული. წინამდებარე თარგმანი განხორციელდა ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა სატრასტო ფონდის მხარდაჭერით (/humanrightstrustfund). თარგმანი არ ატარებს სასამართლოსათვის სავალდებულო ხასიათს და სასამართლო არ კისრულობს რაიმე სახის პასუხისმგებლობას თარგმანის ხარისხზე. თარგმანის ჩამოტვირთვა შესაძლებელია ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს HUDOC -ის პრეცედენტული სამართლის მონაცემთა ბაზიდან () ან ნებისმიერი სხვა მონაცემთა ბაზიდან რომელსაც გააჩნია წვდომა სასამართლოს მონაცემთა ბაზაზე. თარგმანის გამოყენება შეიძლება არაკომერციული მიზნებისათვის იმ პირობით, რომ მოხსენიებული იქნება საქმის სრული დასახელება, ზემოხსენებული მითითება საავტორო უფლებისა და ადამიანის უფლებათა სატრასტო ფონდის შესახებ. იმ შემთხვევაში თუკი იგეგმება წინამდებარე თარგმანის რომელიმე ნაწილის გამოყენება კომერციული მიზნებისათვის, გთხოვთ მოგვმართოთ ელექტრონული ფოსტის შემდეგ მისამართზე publishing@
© Council of Europe/European Court of Human Rights, 2012.
The official languages of the European Court of Human Rights are English and French. This translation was commissioned with the support of the Human Rights Trust Fund of the Council of Europe (/humanrightstrustfund). It does not bind the Court, nor does the Court take any responsibility for the quality thereof. It may be downloaded from the HUDOC case-law database of the European Court of Human Rights () or from any other database with which the Court has shared it. It may be reproduced for non-commercial purposes on condition that the full title of the case is cited, together with the above copyright indication and reference to the Human Rights Trust Fund. If it is intended to use any part of this translation for commercial purposes, please contact publishing@.
© Conseil de l’Europe/Cour européenne des droits de l’homme, 2012.
Les langues officielles de la Cour européenne des droits de l’homme sont le français et l’anglais. La présente traduction a été effectuée avec le soutien du Fonds fiduciaire pour les droits de l’homme du Conseil de l’Europe (/humanrightstrustfund). Elle ne lie pas la Cour, et celle-ci décline toute responsabilité quant à sa qualité. Elle peut être téléchargée à partir de HUDOC, la base de jurisprudence de la Cour européenne des droits de l’homme (), ou de toute autre base de données à laquelle HUDOC l’a communiquée. Elle peut être reproduite à des fins non commerciales, sous réserve que le titre de l’affaire soit cité en entier et s’accompagne de l’indication de copyright ci-dessus ainsi que de la référence au Fonds fiduciaire pour les droits de l’homme. Toute personne souhaitant se servir de tout ou partie de la présente traduction à des fins commerciales est invitée à le signaler à l’adresse suivante : publishing@.
Full & Egal Universal Law Academy