დოკუმენტი მომზადებულია საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადამიანის უფლებათა ცენტრის () მიერ. თარგმანის ხელახალი გამოქვეყნების ნებართვა გაცემულია მხოლოდ სასამართლოს HUDOC მონაცემთა ბაზაში განთავსების მიზნით.
The document was provided by the Supreme Court of Georgia, Human Rights Centre (). Permission to re-publish this translation has been granted for the sole purpose of its inclusion in the Court’s database HUDOC.
საინფორმაციო ბროშურა სასამართლოს პრეცედენტულ სამართალზე №167
ოქტომბერი 2013
მუსოლმანი ალბანეთის წინააღმდეგ – 29864/03
გადაწყვეტილება 8.10.2013 [IV სექცია]
მუხლი 6
მუხლი 6-2
უდანაშაულობის პრეზუმფცია
დამოუკიდებელი პოლიტიკური პარტიის თავმჯდომარემ, სროლის შემდეგ, მაშინვე მკვლელობაში საჯაროდ ბრალი დასდო: დაუშვებელია
ფაქტები – ტირანაში, 1998 წლის სექტემბერში, პარლამენტის წევრს და მის მცველებს ესროლეს და სასიკვდილოდ დაჭრეს, როდესაც ისინი გამოვიდნენ დემოკრატიული პარტიის სათაო ოფისიდან. ამის შემდგომ, დაუყოვნებლივ, პარტიის თავმჯდომარემ, ცნობილმა საჯარო პირმა, მომჩივანს, პოლიციის ოფიცერს, ბრალი დასდო დანაშაულის ჩადენაში. როგორც ჩანს, დემოკრატიული პარტიის ოფიციალური პრეს- განცხადება გამოვიდა შემდგომში იმავე დღეს, სადაც მომჩივანი ასევე იდენტიფიცირებული იყო, როგორც მკვლელი. დაახლოებით ერთი წლის შემდეგ, 1999 წლის დეკემბერში, რაიონულმა სასამართლომ საქმის გამომძიებელი პროკურორის მოთხოვნით ბრძანება გასცა მომჩივნის დაკავების თაობაზე. ორივე, რაიონული სასამართლო და პროკურორი, გარკვევით აღნიშნავდნენ, რომ დემოკრატიული პარტიის თავმჯდომარემ მომჩივნის სახელი მოიხსენია, როგორც დანაშაულში დამნაშავე. მომჩივანი დააკავეს 2001 წლის მაისში. სასამართლო პროცესზე იგი დამნაშავედ ცნეს და მიუსაჯეს უვადო პატიმრობა.
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს წინაშე, მომჩივანი ჩიოდა, inter alia, რომ დემოკრატიული პარტიის თავმჯდომარის 1998 წლის კომენტარებმა მას ჩამოართვა უდანაშაულობის პრეზუმფციის პრივილეგია, კონვენციის მე-6 მუხლის მე–2 ნაწილის დარღვევით.
სამართალი – მე-6 მუხლის მე-2 ნაწილი: სასამართლო იმეორებდა, რომ მე-6 მუხლის მე-2 ნაწილით განმტკიცებული უდანაშაულობის პრეზუმფცია დარღვეულია, როდესაც საჯარო თანამდებობის პირის მიერ სისხლისსამართლებრივ დანაშაულში ბრალდებულის მისამართით გაკეთებული განცხადება აისახება მოსაზრებაზე, რომ იგი დამნაშავეა, სანამ აღნიშნული კანონის მიხედვით დამტკიცდება.
ამგვარად, მოცემულ საქმეში, დემოკრატიული პარტიის თავმჯდომარე არ შეიძლება განხილული იყოს, ისე რომ იგი იქცეოდა როგორც საჯარო თანამდებობის პირი მე-6 მუხლის მე-2 ნაწილის მნიშვნელობის ფარგლებში. ის არ იყო ჩართული სისხლისსამართლებრივ გამოძიებაში როგორც პოლიციის ოფიცერი, გამომძიებელი ან პროკურორი. მას არ ეკავა საზოგადოებრივი თანამდებობა ან ახორციელებდა სახელმწიფო ხელისუფლებას და ფაქტიურად, სახელმწიფო ორგანოს მიერ ფორმალურად დელეგირებული არ ჰქონდა არანაირი ძალაუფლება. იგი მოქმედებდა როგორც კერძო პირი, პოლიტიკური პარტიის თავმჯდომარის სახით, რომელიც იურიდიულად და ფინანსურად დამოუკიდებელი იყო სახელმწიფოსგან. მისი განცხადება, რომელიც გაკეთებული იყო მწვავე პოლიტიკურ ამინდში, შეიძლება მოხსენებული იყოს როგორც მისი პარტიის განაჩენი MP-ს მკვლელობისათვის. როგორც ასეთი, უბრალო ფაქტი, რომ მისი ქმედებები შეიძლება სოციალურად გამოსადეგი ყოფილიყო სამართლიანობის აღდგენის მოთხოვნაში, არ გადააქცევს მას საზოგადოებრივი ინტერესით მოქმედ საჯარო თანამდებობის პირად.
დასკვნა: დაუშვებელი (აშკარად დაუსაბუთებელი).
(იხილე აგრეთვე, mutatis mutandis, Kotov v. Russia [GC], 54522/00, 2012წლის 3 აპრილი, საინფორმაციო ბროშურა 151)
სასამართლომ ასევე დაადგინა, რომ ადგილი არ ჰქონდა კონვენციის მე–6 მუხლის 1 ნაწილის და მე–3 ნაწილის „ა„ და „დ“ ქვეპუნქტების დარღვევას.
© ევროპის საბჭო/ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო
სამდივნოს მიერ მომზადებული მოცემული მოკლე მიმოხილვა
სასამართლოსათვის არასავალდებულოა.
იხილეთ აქ სასამართლო პრაქტიკის საინფორმაციო ბროშურები
Full & Egal Universal Law Academy