© ევროპის საბჭო/ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო, 2012. წინამდებარე თარგმანი შესრულებულია ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა სატრასტო ფონდის ხელშეწყობით (/humanrightstrustfund). სასამართლოსათვის იგი სავალდებულო ხასიათს არ ატარებს. დამატებითი ინფორმაციისათვის იხილეთ საავტორო უფლებების სრული მიმოხილვა მოცემული დოკუმენტის ბოლოს.
Council of Europe/European Court of Human Rights, 2012. This translation was commissioned with the support of the Human Rights Trust Fund of the Council of Europe (/humanrightstrustfund). It does not bind the Court. For further information see the full copyright indication at the end of this document.
Conseil de l’Europe/Cour Européenne des Droits de l’Homme, 2012. La présente traduction a été effectuée avec le soutien du Fonds fiduciaire pour les droits de l’homme du Conseil de l’Europe (/humanrightstrustfund). Elle ne lie pas la Cour. Pour plus de renseignements veuillez lire l’indication de copyright/droits d’auteur à la fin du présent document.
საინფორმაციო ბარათი სასამართლოს პრეცედენტულ საქმეზე #@125
2009 წლის დეკემბერი
მუნოს დიაზი ესპანეთის წინააღმდეგ – 49151/07
გადაწყვეტილება 8.12.2009 (III სექცია)
მუხლი 14
დისკრიმინაცია
უარი ბოშათა ქორწინების კანონიერების აღიარებაზე გარდაცვლილი მეუღლის პენსიის მიღების უფლების ცოცხალი მეუღლისთვის დადგენის მიზნით: დარღვევა
ფაქტები – მომჩივანი არის ეროვნებით ესპანელი, ბოშათა თემის წარმომადგენელი. 1971 წელს ის ცოლად გაჰყვა მ.დ-ს, რომელიც ასევე ბოშათა თემს ეკუთვნოდა. ქორწინება თემისთვის დამახასიათებელი რიტუალის შესაბამისად განხორციელდა. მათ ექვსი შვილი შეეძინათ და ყველა მათგანი დარეგისტრირდა ოჯახის აღწერის რეესტრში რომელიც ესპანეთის სახელმწიფო უწყების მიერ იყო გაცემული. 1986 წელს მათ მიიღეს “დიდი ოჯახის” სტატუსი. 2002 წელს მ.დ გარდაიცვალა. ცხრამეტ წელზე მეტი ხნის განმავლობაში ის იხდიდა სოციალურ გადასახადს. მომჩივანმა მოითხოვა ცოცხლად დარჩენილი მეუღლის პენსია მაგრამ მიიღო უარი ვინაიდან მისი ქორწინება მ.დ-თან არ იყო სამოქალაქო წესით დარეგისტრირებული. 2001 წელს ეს გადაწყვეტილება ძალაში დარჩა. მომჩივანმა სარჩელით მიმართა შრომის სასამართლოს და მისი უფლება მიეღო მეუღლის პენსია დადასტურდა. მაგრამ გადაწყვეტილება გაუქმდა მართლმსაჯულების მაღალი სასამართლოს მიერ. მომჩივანმა წარადგინა amparo აპელაცია მაგრამ ის არ იქნა დაშვებული 2007 წლის გადაწყვეტილებით.
კანონი- კონვენციის მე-14-ე მუხლი დამატებითი ოქმი #1-თან ერთად: მოცემულ დროს მეუღლის პენსიის მისაღებად საჭირო საორგანიზაციო საკითხებს არეგულირებდა იმ დროს მოქმედი ზოგადი სოციალური დაცვის კანონი, რომელიც აღიარებდა გარდაცვლილი მეუღლის პენსიის მიღებას ცოცხლად დარჩენილი მეუღლის მიერ. ეს საკანონმდებლო დებულება შეივსო და მცირეთ შეიცვალა როგორც თავად კანონში ისე ეროვნული სასამართლოების პრეცედენტულ სამართალში, მათ შორის საკონსტიტუციო სასამართლოში.
1971 წელს, მომჩივანის ქორწინების მომენტისთვის, ბოშური ადათებისა და ტრადიციების დაცვით, ესპანეთში ქორწინება შეუძლებელი იყო გარდა კათოლიკური ეკლესიის კანონებით და წესებით გამონაკლისს წარმოადგენდა შემთხვევა როდესაც წინასწარ იქნებოდა ეკლესიიდან განდგომა გაცხადებული. არ შეიძლებოდა მომჩივანისთვსი მოეთხოვათ მისი რელიგიის თავისუფლების უფლების შელახვის გარეშე, ქორწინება კანონიერად გაეფორმებინა, ანუ საეკლესიო წესით, მაშინ როდესაც მან გამოხატა საკუთარი თანხმობა ბოშური ადათებით დაქორწინებაზე 1971 წელს. სავარაუდოდ, ესპანეთის კონსტიტუციის 1978 წელს მიღების შემდეგ მომჩივანს შეეძლო ქორწინების სამოქალაქო წესით გაფორმება მაგრამ მან განაცხადა რომ მას გულწრფელად სწამდა რომ ბოშური წესებით და ტრადიციებით რეგისტრირებულ ქორწინებას ჰქონდა იგივე შედეგი რაც ქორწინების ინსტიტუში იყო ზოგადად ჩადებული. იმისათვის რომ, მომხდარიყო მომჩივანის გულწრფელობის შეფასება სასამართლოს უნდა გაეთვალისწინებინა ის ფაქტი რომ იგი ეკუთვნოდა თემს რომლის შიგნითაც მისი ადათებით და წესებით ქორწინების კანონიერება არ გამხდარა არასდროს სადაო და არც საზოგადოებრივი წესრიგის საწინააღმდეგოდ ყოფილა მიჩნეული ოდესმე ეროვნული უწყებების მიერ რომლებმაც გარკვეულ ასპექტში სცნეს მომჩივანის როგორც მეუღლის სტატუსი. არ შეიძლება მოხდეს კულტურულად მყარად ჩამოყალიბებული თემის კოლექტიური რწმენის ძალაუფლების იგნორირება. განსაკუთრებით კი მაშინ როდესაც ევროპის საბჭოს ქვეყნებს შორის არის საერთაშორისო შეთანხმება რომლითაც აღიარებულია უმცირესობების სპეციალური საჭიროებები და მათი უსაფრთხოების, იდენტურობის და ცხოვრების წესის დაცვა. მოცემულ საქმეში, მომჩივანის რწმენა რომ ის იყო ქორწინებაში მყოფი ქალი, ყველა თავისი შესაძლო შედეგით რაც მოჰყვება ქორწინების ინსტიტუტს, უდაოდ გაძლიერდა შიდა სახელმწიფოებრივი უწყებების დამოკიდებულებით, რომლებმაც აღიარეს იგი მ.დ-ს მეუღლედ და მათ იმოქმედეს ესე მაშინ როდესაც სახელმწიფო უწყებამ გასცა მასზე სოციალური დაცვის დოკუმენტი, კონკრეტულად კი სარეგისტრაციო დოკუმენტი სადაც ის მითითებულია როგორც დიდი ოჯახის მეუღლე და დედა, მდგომარეობა რომელიც საჭიროებდა დახმარებას და მეუღლის სტატუსის ცნობას. მომჩივანის გულწრფელობა და პატიოსნება მისი ქორწინების სამართლიანობაზე, რომელიც დადასტურებული იყო სახელმწიფო უწყებების მიერ მისი მდგომარეობის ოფიციალური აღიარებით მიანიჭა მას კანონიერი მოლოდინი იმისა რომ ის მიიჩნეოდა მ.დ-ს მეუღლედ და მასთან დაოჯახებულ წყვილად. მ.დ-ს გარდაცვალების შემდეგ ბუნებრივი იყო მომჩივანის მიერ გარდაცვლილი მეუღლის პენსიის მიღების მოლოდინი. ამიტომაც უარი მომჩივანის მეუღლედ ცნობის თაოაბზე გარდაცვლილი მეუღლის პენსიის მიღების მიზნით უცნაურია სახელმწიფო უწყებების მიერ წარსულში მსგავსი სტატუსის ცნობის გამო. ამასთანავე მომჩივანის კონკრეტული სოციალური და კულტურული მდგომარეობა არ ყოფილა გათვალისწინებული მისი გულწრფელობის შეფასებისას. ამსთან დაკავშირებით აღინიშნა, რომ ეროვნული უმცირესობების დაცვის ჩარჩო კონვენციის ფარგლებში კონვენციის მონაწილე სახელმწიფოები ვალდებულნი არიან გაითვალისწინონ ეროვნული უმცირესობის წარმომადგენელთა სპეციალური პირობები. საქმის გარემოებებიდან გამომდინარე, მომჩივანის მდგომარეობამ გამოაშკარავა არათანაზომიერი განსხვავება მოპყრობაში გულწრფელი ქორწინების პირობებთან შედარებით. საკუთარ გადაწყვეტილებაში შრომის სასამართლომ მოახდინა შესაბამისი კანონმდებლობის მომჩივანის სასარგებლოდ ინტერპრეტაცია. მაგრამ მართლმსაჯულების უმაღლესმა სასამართლომ არ დატოვა ძალაში ეს გადაწყვეტილება ყოველგვარი მითითების გარეშე ბოშების უმცირესობის სპეციფიკურ მდგომარეობაზე. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალსიწინებით, ესპანეთის სახელმწიფოსთვის არათანაზომიერი იყო უარი ეთქვა ბოშური ქორწინების აღიარებაზე გარდაცვლილი მეუღლის პენსიის მიღების უფლების მინიჭების თაობაზე, მაშინ როდესაც სახელმწიფომ მომჩივანი და მისი ბოშათა ოჯახი დაარეგისტრირა ოჯახების სარეგისტრაციო რეესტრში, მიანიჭა მათ დიდი ოჯახის სტატუსი, მას და მის ექვს შვილს მისცა ჯანმრთელობის დაზღვევა და მიიღო ცხრამეტი წლის განმავლობაში მისი ბოშური წარმოშობის მეუღლისგან სოციალური გადასახადი.
და ბოლოს, სასამართლო ვერ გაითვალისწინებს სახელმწიფოს არგუმენტს, რომ შესაბამისი იქნებოდა მომჩივანისთვის ქორწინება სამოქალაქო წესით დაერეგისტრირებინა იმისათვის რომ მიეღო პენსია. დისკრიმინაციის აკრძალვა განამრტებული მე-14-ე მუხლით შესაბამისი იქნებოდა თუ, თითოეულ შემთხვევაში, მომჩივანის პირადი მდგომარეობა ჩამოთვლილ კრიტერიუმებთან მიმართებით ზუსტად ისე იქნებოდა გათვალისწინებული როგორც ჩამოყალიბებული.
დასკვნა: დარღვევა (ექვსი ხმა ერთის წინააღმდეგ)
მუხლი 41: 70 000 ევრო ყველა სახის ზიანის ასანაზღაურებლად
© ევროპის საბჭო/ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო, 2012
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს ოფიციალური ენებია ინგლისური და ფრანგული. წინამდებარე თარგმანი შესრულებულია ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა სატრასტო ფონდის ხელშეწყობით (/humanrightstrustfund). იგი სასამართლოსათვის სავალდებულო ხასიათს არ ატარებს და არც მის ხარისხზე აკისრებს პასუხისმგებლობას. მოცემული დოკუმენტი შეიძლება ჩამოტვირთულ იქნას ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს HUDOC სასამართლო პრაქტიკის მონაცემთა ბაზიდან () ან ნებისმიერი სხვა მონაცემთა ბაზიდან, რომელთანაც სასამართლომ მოახდინა მისი გაზიარება. დასაშვებია თარგმანის რეპროდუქცირება არაკომერციული მიზნებისათვის იმ პირობით, რომ მოხდება საქმის სრული სახელწოდების ციტირება, მოცემულ საავტორო უფლებების აღნიშვნასა და ადამიანის უფლებათა სატრასტო ფონდზე მითითებით. წინამდებარე თარგმანის ნებისმიერი ნაწილის კომერციული მიზნებით გამოყენების სურვილის შემთხვევაში, გთხოვთ მოგვწეროთ შემდეგ მისამართზე: publishing@.
© Council of Europe/European Court of Human Rights, 2012
The official languages of the European Court of Human Rights are English and French. This translation was commissioned with the support of the Human Rights Trust Fund of the Council of Europe (/humanrightstrustfund). It does not bind the Court, nor does the Court take any responsibility for the quality thereof. It may be downloaded from the HUDOC case-law database of the European Court of Human Rights () or from any other database with which the Court has shared it. It may be reproduced for non-commercial purposes on condition that the full title of the case is cited, together with the above copyright indication and reference to the Human Rights Trust Fund. If it is intended to use any part of this translation for commercial purposes, please contact publishing@.
© Conseil de l’Europe/Cour européenne des droits de l’homme, 2012
Les langues officielles de la Cour européenne des droits de l’homme sont le français et l’anglais. La présente traduction a été effectuée avec le soutien du Fonds fiduciaire pour les droits de l’homme du Conseil de l’Europe (/humanrightstrustfund). Elle ne lie pas la Cour, et celle-ci décline toute responsabilité quant à sa qualité. Elle peut être téléchargée à partir de HUDOC, la base de jurisprudence de la Cour européenne des droits de l’homme (), ou de toute autre base de données à laquelle HUDOC l’a communiquée. Elle peut être reproduite à des fins non commerciales, sous réserve que le titre de l’affaire soit cité en entier et s’accompagne de l’indication de copyright ci-dessus ainsi que de la référence au Fonds fiduciaire pour les droits de l’homme. Toute personne souhaitant se servir de tout ou partie de la présente traduction à des fins commerciales est invitée à le signaler à l’adresse suivante : publishing@.
Click here for the Case-Law Information Notes
Full & Egal Universal Law Academy