დოკუმენტი მომზადებულია საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადამიანის უფლებათა ცენტრის () მიერ. თარგმანის ხელახალი გამოქვეყნების ნებართვა გაცემულია მხოლოდ სასამართლოს HUDOC მონაცემთა ბაზაში განთავსების მიზნით.
The document was provided by the Supreme Court of Georgia, Human Rights Centre (). Permission to re-publish this translation has been granted for the sole purpose of its inclusion in the Court’s database HUDOC.
საინფორმაციო ბუკლეტი №164 სასამართლოს პრეცედენტული სამართლის შესახებ
ივნისი 2013
მ.უ.ჰ და სხვები შვედეთის წინააღმდეგ - 50859/10
გადაწყვეტილება 27.6.2013 (მე-5 სექცია)
მუხლი 3
გაძევება
ქრისტიანული ოჯახის სავარაუდო დეპორტაცია ერაყში: დეპორტაცია არ წარმოადგენს კონვენციის დარღვევას
ფაქტები - ერაყის მოქალაქე მომჩივნებმა, რომლებიც იყვნენ რა ქრისტიანები, ბაღდადში ძირითადად მუსულმანებით დასახლებულ რეგიონში ცხოვრების შედეგად, მათ მიმართ დევნის განხორციელების საფრთხის გამო დატოვეს წარმოშობის ქვეყანა და თავშესაფრისათვის მიმართეს შვედეთის სახელმწიფოს. ისინი აცხადებდნენ, რომ ნიღბიანი ადამიანები ემუქრებოდნენ და მოითხოვდნენ მათგან ფულს. აგრეთვე, როდესაც მათ ვერ შეძლეს მოთხოვნილი თანხის გადახდა, ადგილი ჰქონდა მათი ოჯახის წევრის გატაცების მცდელობას. შვედეთის მიგრაციის საბჭომ უარყო მათი განაცხადი. მიგრაციის სასამართლომ მხარი დაუჭირა აღნიშნულ გადაწყვეტილებას იმ საფუძვლით, რომ შესაბამისი მტკიცებულებები არ იძლეოდა მომჩივანთა დაბრუნების შემთხვევაში მათ მიმართ რაიმე კონკრეტული საფრთხის არსებობის დადასტუდების საშუალებას.
სამართალი - მუხლი 3: მაშინ, როდესაც, საერთაშორისო ანგარიშები ადასტურებდნენ სიტუაციის სირთულეს ერაყში, მათ შორის, მოძალადე ჯგუფების მიერ განურჩეველი და სასიკვდილო თავდასხმების ფაქტებს და დისკრიმინაციასა და ულმობელ მოპყრობას ხელისუფლების მხრიდან, შეინიშნებოდა საერთო მდგომარეობის მცირედი გაუმჯობესება. მართლაც, მომჩივნები არ აცხადებდნენ, რომ ზოგადი მდგომარეობა ერაყში თავისთავად უქმნიდა დაბრკოლებას მათ დაბრუნებას, არამედ მათი აკრძალული მოპყრობისადმი დაქვემდებარების რისკს, ერაყში არსებულ ზოგად სიტუაციასთან ერთად, ქმნიდა მათი ქრისტიანული რელიგიისადმი კუთვნილების ფაქტი. თუმცა, მაშინ როდესაც ერაყის სამხრეთ და ცენტრალურ ნაწილებში ქრისტიანები წარმოადგენდნენ იმ მოწყვლად უმცირესობას, რომლებიც ხშირად ხდებოდნენ მზარდი და მიზანმიმართული თავდასხმის ობიექტები, სასამართლომ აღნიშნა, რომ არსებობდა ქვეყნის შიგნით, ქურთისტანის რეგიონში, ალტერნატიულ საცხოვრებელ ადგილას გადაადგილების შესაძლებლობა. საერთაშორისო წყაროებზე დაყრდნობით ზემოაღნიშნული წარმოადგენდა შედარებით უსაფრთხო ადგილს, სადაც თავშესაფარი იპოვა მრავალმა ქრისტიანმა და სადაც მათი უფლებები მიიჩნეოდა დაცულად.
სასამართლომ კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ სახელმწიფოს შიგნით გადაადგილებისა და ალტერნატიული ადგილსამყოფელის არსებობაზე დაყრდნობის წინაპირობის სახით, მნიშვნელოვანია კონკრეტული გარანტიები: პირს, რომლის გაძევებაც ხდება, უნდა გააჩნდეს შესაბამის ადგილას გამგზავრების, ტერიტორიაზე შესვლის უფლების მოპოვების, და დასახლების შესაძლებლობა, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ასეთი გარანტიების არ არსებობის შემთხვევაში, სახეზე იყო პირის წარმოშობის ქვეყანაში აღმოჩენის საშიშროება, სადაც იგი დადგებოდა არასათანადო მოპყრობის რეალური რისკის წინაშე. რაც შეეხება ქურთისტანის რეგიონს, გარკვეული სირთულეები, რომლებიც არსებობდა გამშვები პუნქტების გავლისას, არ შეხებია ქრისტიანებს რომლებიც, როგორც ჩანს, პრივილეგირებული მოპყრობით სარგებლობდნენ. არსებობდა აგრეთვე იმის მტკიცებულება, რომ აღნიშულ ტერიტორიაზე შესვლის და საცხოვრებლად დარჩენისათვის არავინ იყო ვალდებული ჰყოლოდა დამფინანსებელი. მაშინ როდესაც, მრავალ წყაროზე დაყრდნობით, ქურთისტანის რეგიონში გადასახლებული მოსახლეობა შესაძლოა, დამდგარიყო გარკვეული სირთულებიის წინაშე, მაგალითად, როგორიცაა სათანადო საცხოვრებლისა და სამსახურის პოვნა. სასამართლოს წინაშე წარდგენილი მტკიცებულებებიდან ჩანს, რომ აღნიშნულ ტერიტორიაზე ხელმისაწვდომი იყო მრავალი სამუშაო ადგილი და იქ დასახლებულ პირებს ჰქონდათ წვდომა ჯანმრთელობის სერვისებზე, აგრეთვე, გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის (UNHCR) და ადგილობრივი ხელისუფლებისაგან ფინანსური და სხვაგვარი მხარდაჭრა. ნებისმიერ შემთხვევაში, არაფერი მიანიშნებდა იმაზე, რომ ქრისტიანი მოსახლეობის საცხოვრებელი პირობები აღნიშნულ რეგიონში იქნებოდა არაკეთილგონიერი, ან მიაღწევდა კონვენციის მე-3 მუხლით აკრძალული მოპყრობის ხარისხს. აგრეთვე, არ არსებობდა ერაყის სხვა ნაწილში მათი აღმოჩენის რეალური რისკი. შესაბამისად, ქურთისტანის რეგიონში განთავსება ქრისტიანებისათვის, ერაყის სხვა ნაწილებში მათ მიმართ დევნის ან არასათანადო მოპყრობის განხორციელების შიშის გამო, წარმოადგენდა ქმედით ალტერნატივას. და ბოლოს, მომჩივანთა პირადი გარემოებებიდან არაფერი მიუთითებდა იმაზე, რომ ქურთისტანის რეგიონში ისინი იმყოფებოდნენ რაიმე რისკის ქვეშ, განსაკუთრებით, თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ მათ მიმართ განხორციელებულ ყველა ინციდენტს ადგილი ჰქონდა ბაღდადში.
დასკვნა: დეპორტაცია არ წარმოადგენს კონვენციის დარღვევას (ხუთი ხმით ორის წინააღმდეგ)
(ქვეყნის შიგნით გადაადგილების საკითხთან დაკავშირებით იხილეთ აგრეთვე: Salah Sheekh v. the Netherlands, 1948/04, 11 იანვარი 2007, საინფორმაციო ბუკლეტი №93; Sufi and Elmi v. the United Kingdom, 8319/07, 28 ივნისი 2011, საინფორმაციო ბუკლეტი №142; და ორი გადაწყვეტილება – D.N.M. v. Sweden, 28379/11, და S.A. v. Sweden, 66523/10, ორივე მათგანი მიღებულია იმავე დღეს, როდესაც მოხდა გადაწყვეტილების გამოტანა წინამდებარე საქმესთან (M.Y.H. and Others v. Sweden) დაკავშირებით, რომელშიც მომჩივნები აცხადებდნენ, რომ დეპორტაციის შემთხვევაში, მოხვდებოდნენ მათ მიმართ ღირსების შემლახველი დანაშაულის ჩადენის სერიოზული რისკის ქვეშ. სასამართლომ ორივე საქმეში დაადგინა, რომ მიუხედავად მტკიცებულებებისა, რომლებიც მიუთითებდა, რომ მომჩივანებს შესაძლოა ვერ მიეღოთ ეფექტური დაცვა ადგილობრივი ხელისუფლებისაგან, რადგან ღირსების სახელით ჩადენილი მკვლელობები ერაყში ხშირად დაუსჯელი რჩებოდა და მიუხედავად იმისა, რომ გაურკვეველი იყო, თუ რამდენად რეალურ საშუალებას წარმოადგენდა მომჩივანთა კატეგორიის პირების, ანუ სუნიტი მუსულმანების მოთავსება ქურთისტანის რეგიონში, ფაქტებიდან გამომდინარე, მათთვის შესაძლებელი იქნებოდა აღნიშნული რეგიონიდან გადაადგილება ერაყის იმ ნაწილში, სადაც ისინი არ დადგებოდნენ იმ ოჯახებისა და კლანების მიერ განხორციელებული დევნის საფრთხის წინაშე, რომლებიც მათ ემუქრებოდნენ. და ბოლოს, დანიშნულების სახელმწიფოში ამგვარ მკვლელობებთან დაკავშირებულ დანაშაულთა რისკის არსებობის შესახებ იხილეთ N. v. Sweden, 23505/09, 20 ივლისი 2010, საინფორმაციო ბუკლეტი №132)
©ევროპის საბჭო/ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო
სამდივნოს მიერ მომზადებული წინამდებარე მოკლე მიმოხილვა
სასამართლოსათვის არ არის სავალდებულო
სასამართლო პრაქტიკის საინფორმაციო ბროშურები იხილეთ აქ
Full & Egal Universal Law Academy