დოკუმენტი მომზადებულია საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადამიანის უფლებათა ცენტრის () მიერ. თარგმანის ხელახალი გამოქვეყნების ნებართვა გაცემულია მხოლოდ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს HUDOC-ის მონაცემთა ბაზაში განთავსების მიზნით.
The document was provided by the Supreme Court of Georgia, Human Rights Centre (). Permission to re-publish this translation has been granted for the sole purpose of its inclusion in the European Court of Human Rights’ database HUDOC.
საინფორმაციო შეტყობინება სასამართლოს პრეცედენტულ სამართალზე
იანვარი 2006
მიცი მალტის წინააღმდეგ (Mizzi v. Malta) - 26111/02
გადაწყვეტილება 12.1.2006 [სექცია I]
მუხლი 8
მუხლი 8-1
პირადი ცხოვრების პატივისცემა
მამობის პრეზუმპციის სასამართლოში გასაჩივრების შეუძლებლობა: დარღვევა
მუხლი 6
სამოქალაქო საქმისწარმოება
მუხლი 6-1
სასამართლოს ხელმისაწვდომობა
მამობის გაუქმების მოთხოვნის შეუძლებლობა: დარღვევა
ფაქტები: 1966 წელს განმცხადებლის მეუღლე X დაფეხმძიმდა. შემდეგ წელს, განმცხადებელი და X განქორწინდნენ და შეწყვიტეს ერთად ცხოვრება. X-მა გააჩინა გოგონა - Y. განმცხადებელი ავტომატურად ჩაითვალა Y-ს მამად მალტის კანონმდებლობის შესაბამისად და დარეგისტრირდა როგორც მისი ბიოლოგიური მამა. მას შემდეგ, რაც დნმ-ის ტესტმა, როგორც ამას განმცხადებელი ამბობს, დაადგინა, რომ იგი არ იყო Y-ის ბიოლოგიური მამა, განმცხადებელმა წარუმატებლად ცადა სამოქალაქო წარმოების წამოწყება მამობის შესახებ ჩანაწერის შეცვლისთვის. მალტის სამოქალაქო კოდექსის მიხედვით, ქმარს მხოლოდ ერთ შემთხვევაში შეეძლო ქორწინებაში ჩასახული ბავშვის შესახებ მამობის ჩანაწერის გასაჩივრება - თუ იგი დაამტკიცებდა ღალატს მისი მეუღლისგან და თუ ბავშვის დაბადება მისგან დამალული იყო. უკანასკნელი გარემოება უგულებელყვეს 1993 წელს, როცა კანონი შეიცვალა და ამგვარი გასაჩივრებისთვის ბავშვის დაბადებიდან 6 თვიანი ხანდაზმულობის ვადა დაწესდა. 1997 წელს სამოქალაქო სასამართლომ დააკმაყოფილა განმცხადებლის სარჩელი იმის აღიარების მოთხოვნით, რომ მიუხედავად სამოქალაქო კოდექსის შესაბამისი მუხლებისა, მას ჰქონდა უფლება წამოეწყო წარმოება მამობის შესახებ და რომ დაირღვა ადამიანის უფლებათა კონვენციის მე-8 მუხლი. ეს განჩინება გაუქმდა საკონსიტუციო სასამართლოს მიერ.
კანონმდებლობა: მეექვსე მუხლი (უფლება სასამართლოზე) - განმცხადებლის მტკიცება, რომ ის არ იყო Y-ის ბიოლოგიური მამა, აშკარად აზრს მოკლებული არ იყო. შესაბამისად, შეიძლება ჩაითვალოს, რომ უფლება უარი თქვა მამობაზე, რომელიც განმცხადებელმა მოითხოვა, იყო სადავო და მოთხოვნა, რომლის დაყენებაც მას სურდა, იყო არსებითი და მნიშვნელოვანი. შესაბამისად, ამ საქმეში მე-6 მუხლი მოქმედებს. განმცხადებლის ნებისმიერ ქმედებას, იმ დროს, როდესაც Y დაიბადა, მამობაზე უარის თქმისთვის, წარმატების მცირე შანსი ჰქონდა, რადგან იგი ვერ შეძლებდა დაემტკიცებინა იმდროინდელი სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული აუცილებელი ელემენტების არსებობა. 1993 წლის ცვლილებების შემდეგ ხანდაზმულობის ვადა აბრკოლებდა განმცხადებლის მოთხოვნის სასამართლოს წინაშე დაყენებას. მიუხედავად იმისა, რომ განმცხადებელს მაინც შეეძლო მიემართა სამოქალაქო სასამართლოსთვის, მასზე წვდომის წილი, რომელიც შემოიფარგლებოდა წინასწარი კითხვით მიმართვის უფლებით, ვერ ჩაითვლებოდა განმცხადებლის „სასამართლოზე უფლების“ საკმარის უზრუნველყოფად. გარდა ამისა, სამოქალაქო სასამართლოს, განმცხადებლისთვის სასურველი გადაწყვეტილება საკონსტიტუციო სასამართლომ გააუქმა. აღნიშნული, შესაბამის, ადგილობრივი ნორმების სტრუქტურასთან ერთიანობაში, განმცხადებელს ართმევდნენ შესაძლებლობას საკუთარი მოთხოვნის სამართლებრივ განსაზღვრაში. სასამართლო ითვალისწინებს, რომ გარკვეული გარემოებების არსებობისას, ხანდაზმულობის ინსტიტუტი მამობასთან დაკავშირებული მოთხოვნის წარდგენის საკითხში ემსახურება სამართლებრივი სიცხადისა და ბავშვთა დაცვის ინტერესს. მიუხედავად ამისა, აღნიშნული ნორმების გამოყენებას მოდავეებისთვის შესაძლო კომპენსაციის მიღების შესაძლებლობა არ უნდა წაერთმია. პრაქტიკული შესაძლებლობის არ არსებობა განმცხადებლისთვის, რათა უარი ეთქვა მამობაზე Y-ის დაბადების მომენტიდან ამ დღემდე, მისი სასამართლოსადმი მიმართვის უფლებას არსებითად ხელყოფდა. ადგილობრივმა სასამართლოებმა ვერ შეძლეს დაედგინათ სამართლიანი ბალანსი განმცხადებლის ლეგიტიმურ ინტერესს, ქონოდა სასამართლო გადაწყვეტილება მის სავარაუდო მამობზე და სამართლებრივი სიცხადისა და სხვა, საქმესთან დაკავშირებულ პირთა დაცვის ინტერესს შორის. შესაბამისად, ჩარევა განმცხადებელს ზედმეტ ტვირთს აკისრებდა.
დასკვნა: დარღვევა (ერთხმად).
მუხლი 8 – ამ საქმეში განმცხადებელი სამართლებრივი გზებით ცდილობდა მისი ნავარაუდები მამობის შეცვლას ბიოლოგიური მტკიცებულებების საფუძველზე. სასამართლოს ამოცანა იყო გამოეკვლია მოპასუხე სახელმწიფოსგან, განმცხადებლის მიერ დაყენებული მამობის საკითხის შეფასება, იყო თუ არა თანხვედრაში ამ მუხლით დაკისრებულ პოზიტიურ ვალდებულებებთან. განმცხადებელისთვის არასდროს ყოფილა შესაძლებელი, რომ მისი შვილის სისხლის ანალიზის პასუხები გამოეკვლია სასამართლოს წინაშე. განმცხადებელს, მხოლოდ 1993 წლის ცვლილებების შემდეგ, მიეცემოდა უფლება სადავოდ გაეხადა მამობის საკითხი მეცნიერული და ღალატის შესახებ მტკიცებულებების საფუძველზე, Y-ს დაბადებიდან 6 თვის განმავლობაში სასამართლოსთვის მიმართვა რომ ყოფილიყო შესაძლებელი. მიუხედავად ამისა, მდგომარეობის გამოსწორების ერთადერთი გზა განმცხადებლისთვის ხანდაზმულობის ვადის დენის ხელახლა დაწყების მეშვეობით იყო სამოქალაქო სასამართლოსთვის მიმართვა. სამოქალაქო სასამართლოსა და საკონსტიტუციო სასამართლოს რომ დაეკმაყოფილებინათ განმცხადებლის მოთხოვნა, შეძლებდნენ მისი ინტერესების - რომელსაც ლეგიტიმური მიზეზები ქონდა იმისთვის, რომ ჩაეთვალა რომ Y არ იყო მისი შვილი და სურდა სასამართლოში სადავოდ გაეხადა მისი მამობის სამართლებრივი პრეზუმფცია - ადეკვატურ დაცვას. სასამართლო არ იყო დარწმუნებული იმაში, რომ განმცხადებლებისთვის სამართლებრივი ზომების გატარების რადიკალური შეზღუდვა იყო „აუცილებელი დემოკრატიულ საზოგადოებაში.“ მან დაადგინა, რომ Y-ის პოტენციური ინტერესი - ესარგებლა „სოციალური რეალობით,“ რომ იყო განმცხადებლის შვილი ვერ გადაწონიდა ამ უკანასკნელის ლეგიტიმურ უფლებას, ჰქონოდა თუნდაც ერთი შესაძლებლობა, უარი ეთქვა ბავშვზე, რომელიც, განმცხადებლის მიერ მოპოვებული სამეცნიერო მტკიცებულებების მიხედვით, მას არ ეკუთვნოდა. ფაქტი, რომ განმცხადებელს არ ქონია უფლება უარი ეთქვა მამობაზე არ იყო პროპორციული ლეგიტიმური ინტერესებისა. შემდეგ, სამართლიანი ბალანსი ვერ დადგინდა ოჯახური ურთიერთობების სამართლებრივი სიცხადის ზოგად ინტერესსა და განმცხადებლის უფლებას, მისი მამობის პრეზუმფცია განხილული ყოფილიყო ბიოლოგიური მტკიცებულებების შუქ-ქვეშ, შორის. შესაბამისად, თავისუფალი შეფასების ფარგლების მიუხედავად, რომელიც ადგილობრივ ხელისუფალს აქვს, ამ უკანასკნელმა ვერ შეძლო დაეცვა განმცხადებლის უფლება პირადი ცხოვრების პატივისცემაზე, რომელიც მას მე-8 მუხლის საფუძველზე ჰქონდა.
დასკვნა: დარღვევა (ერთხმად).
მე-14 მუხლი, მე-6 და მე-8 მუხლებთან ერთობლიობაში - განმცხადებელი, მამობის სადავოდ გახდის საკითხში დაექვემდებარა ხანდაზმულობის ვადებს, რომელიც არ ვრცელდებოდა სხვა „დაინტერესებულ მხარეებზე.“ სასამართლომ დაადგინა, რომ ხანდაზმულობის ხისტ გამოყენებამ, საკონსტიტუციო სასამართლოს უართან ერთად, დაეშვა გამონაკლისი, განმცხადებელს წაართვა შესაძლებლობა ესარგებლა მე-6 და მე-8 მუხლებით დაცული უფლებებით, რომლებსაც იყენებდნენ და კვლავ იყენებენ სხვა დაინტერესებული მხარეები.
დასკვნა: დარღვევა (ერთხმად).
© ევროპის საბჭო/ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო
სამდივნოს მიერ მომზადებული ეს მოკლე შეჯამება არ არის სავალდებულო სასამართლოსთვის. დამატებით იხილეთ Case-Law Information Notes
Full & Egal Universal Law Academy