© ევროპის საბჭო/ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო, 2012. წინამდებარე თარგმანი შესრულებულია ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა სატრასტო ფონდის ხელშეწყობით (/humanrightstrustfund). სასამართლოსათვის იგი სავალდებულო ხასიათს არ ატარებს. დამატებითი ინფორმაციისათვის იხილეთ საავტორო უფლებების სრული მიმოხილვა მოცემული დოკუმენტის ბოლოს.
Council of Europe/European Court of Human Rights, 2012. This translation was commissioned with the support of the Human Rights Trust Fund of the Council of Europe (/humanrightstrustfund). It does not bind the Court. For further information see the full copyright indication at the end of this document.
Conseil de l’Europe/Cour Européenne des Droits de l’Homme, 2012. La présente traduction a été effectuée avec le soutien du Fonds fiduciaire pour les droits de l’homme du Conseil de l’Europe (/humanrightstrustfund). Elle ne lie pas la Cour. Pour plus de renseignements veuillez lire l’indication de copyright/droits d’auteur à la fin du présent document.
საინფორმაციო შეტყობინება სასამართლოს პრეცედენტულ სამართალზე #108
მაისი, 2008
ნ. გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ - 26565/05
გადაწყვეტილება 27.5.2008 [დპ]
მე-3 მუხლი
გაძევება
აივ პაციენტის სამშობლოში შეთავაზებული დაბრუნება, სადაც მისთვის მკურნალობის ხელმისაწვდომობა არ იყო გარკვეული: დეპორტაცია არ გამოიწვევდა დარღვევას
ფაქტები: განმცხადებელი N., უგანდის მოქალაქე, ჩავიდა დიდ ბრიტანეთში 1998 წელს გამოგონილი სახელით და მოითხოვა თავშესაფარი. მომდევნო თვეებში მას დაუდგინდა ორი აივ ინფექცია, რაც გულისხმობდა დაავადებას და მაღალი ხარისხის იმუნოსუპრესიას. მას უმკურნალეს ანტირეტროვირული მედიკამენტებით და მისმა მდგომარეობამ დასტაბილურება დაიწყო. 2001 წელს სახელმწიფო მდივანმა უარი განუცხადა მას თავშესაფარზე სანდოობის საფუძვლით და ასევე არ გაიზიარა მისი მტკიცება იმის შესახებ, რომ მისი გაძევება კონვენციის მე-3 მუხლით გათვალისწინებული მოპყრობის ტოლფასი იქნებოდა. მიუხედავად იმისა, რომ მე-3 მუხლზე მითითების საფუძვლით მოსამართლისთვის მიმართვა წარმატებით დასრულდა, ეს გადაწყვეტილება შეცვალა იმიგრაციის სააპელაციო ტრიბუნალმა, რომელმაც გამოარკვია, რომ მკურნალობა ხელმისაწვდომი იყო უგანდაშიც, მიუხედავად იმისა რომ მისი ხარისხი გაერთიანებულ სამეფოში არსებულზე დაბალი იყო. განმცხადებლის საჩივრები სააპელაციო სასამართლოსა და ლორდთა პალატაში არ დაკმაყოფილდა. დიდი პალატის მიერ გადაწყვეტილების მიღების დროს განმცხადებლის მდგომარეობა სტაბილური იყო, მას შეეძლო მგზავრობა და მოსალოდნელი იყო რომ შეინარჩუნებდა ამ მდგომარეობას სანამ მისთვის საჭირო მკურნალობა გაგრძელდებოდა. თუმცა, ეროვნული სასამართლოებისთვის წარდგენილი მტკიცებულებები უთითებდა, რომ თუ მისთვის არ იქნებოდა ხელმისაწვდომი ის მედიკამენტები, რასაც ის გაერთიანებულ სამეფოში იღებდა მისი მდგომარეობა მკვეთრად გაუარესდებოდა და მას ექნებოდა გაუარესებული ჯანმრთელობა, განიცდიდა დისკომფორტს, ტკივილს და რამდენიმე წელში დადგებოდა სიკვდილი. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის თანახმად, ანტირეტროვირული მედიკამენტები ხელმისაწვდომი იყო უგანდაშიც, თუმცა რესურსის სიმწირის გამო, მას იღებდა იმ ადამიანთა მხოლოდ ნახევარი, რომელთაც ის ჭირდებოდა. განმცხადებელი ამტკიცებდა, რომ ის ვერ შეძლებდა ამ მკურნალობის ჩატარებას ღირებულების გამო და ეს არ იქნებოდა მისთვის ხელმისაწვდომი სოფლად ყოფნისას, სადაც ის ცხოვრობდა. აღმოჩნდა, რომ მას ყავდა ოჯახის წევრები უგანდაში, მაგრამ ის ასევე ამტკიცებდა, რომ ისინი არ მოისურვებდნენ ან ვერ შეძლებდნენ მის მოვლას, თუ გაიგებდნენ რომ ის მძიმედ იყო ავად.
კანონმდებლობა: მე-3 მუხლი - სასამართლომ შეაჯამა მძიმედ დაავადებულის გაძევებასთან დაკავშირებული პრინციპები: უცხოელები, რომლებიც ექვემდებარებიან გაძევებას, არ არიან უფლებამოსილი მოითხოვონ მათი ხელშემკვრელი სახელმწიფოს ტერიტორიაზე დარჩენა იმისთვის, რომ განაგრძონ იქ არსებული სამედიცინო, სოციალური ან სხვა ფორმის დახმარებით ან მომსახურებით სარგებლობა. განმცხადებლის მდგომარეობა, მათ შორის ის, რომ მისი სიცოცხლის მოსალოდნელი ხანგრძლივობა მნიშვნელოვნად შემცირდებოდა თუკი მას დააბრუნებდნენ, არ არის საკმარისი იმისთვის, რომ დადგეს მე-3 მუხლის დარღვევის საკითხი. გადაწყვეტილებამ ფსიქიკურად ან ფიზიკურად მძიმედ დაავადებული უცხოელის იმ ქვეყანაში დაბრუნების შესახებ, სადაც ამ დაავადების მკურნალობის საშუალებები უარესია იმასთან შედარებით, რაც ხელმისაწვდომია ხელშემკვრელ სახელმწიფოში, შესაძლოა განაპირობოს საკითხი მე-3 მუხლის ფარგლებში განხილვა, თუმცა მხოლოდ ძალიან საგამონაკლისო შემთხვევაში, სადაც ჰუმანიტარული საფუძვლებია წამყვანი, როგორც ეს იყო საქმეში D. გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ (გადაწყვეტილებებისა და განჩნებების ანგარიშები 1997-III - განმცხადებელი სასიკვდილოდ იყო ავად, მომაკვდავის მოვლის ან სამედიცინო ზრუნვის არანაირი გარანტია არ არსებობდა მის სამშობლოში, არც ოჯახი იყო, რომელიც ისურვებდა ან შეძლებდა მინიმალური საკვებით, თავშესაფრით ან სოციალური ზრუნვით უზრუნველყოფას). მე-3 მუხლი ხელშემკვრელ სახელმწიფოს არ აკისრებს ვალდებულებას, აღმოფხვრას სხვადასხვა ქვეყანაში მკურნალობის დონეებს შორის განსხვავება იმ უცხოელებისთვის უფასო და შეუზღუდავი სამედიცინო მომსახურების მიწოდებით, რომელთაც მის ტერიტორიაზე დარჩენის უფლება არ აქვთ. და ბოლოს, ეს პრინციპები უნდა გავრცელდეს ყველა იმ ადამიანის გაძევებაზე, რომლებსაც აწუხებთ ბუნებრივად შეძენილი ფიზიკური ან ფსიქიკური დაავადება, რაც იწვევს ტანჯვას, ტკივილს და სიცოცხლის ხანგრძლივობის შემცირებას და საჭიროებს მკურნალობას, რაც, თავის მხრივ, შეიძლება სრულად ხელმისაწვდომი არ იყოს განმცხადებლის სამშობლოში ან ხელმისაწვდომი იყოს მხოლოდ მნიშვნელოვანი საფასურის სანაცვლოდ.
განმცხადებლის საქმეში, მისი საჩივარი ეფუძნებოდა მხოლოდ ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობას და სამშობლოში სათანადო ხელმისაწვდომი მკურნალობის არ არსებობას. ის ფაქტი, რომ გაერთიანებულმა სამეფომ ბიუჯეტის ხარჯზე უზრუნველყო ის სამედიცინო და სოციალური დახმარებით, სანამ მისი თავშესაფრის მოთხოვნის განცხადება და კონვენციასთან მიმართებით საჩივრები განიხილებოდა, თავისთავად არ წარმოშობს მისი უზრუნველყოფის გაგრძელების ვალდებულებას. მიუხედავად იმისა, რომ მისი ცხოვრების დონე და სიცოცხლის ხანგრძლივობა უგანდაში დაბრუნებით შეიცვლებოდა, ის არ იყო კრიტიკული ავადმყოფი. ჯანმრთელობის გაუარესების სიმკვეთრე და მისთვის მკურნალობის, მხარდაჭერისა და ზრუნვის, მათ შორის ნათესავებისგან ზრუნვის ხელმისაწვდომობის შესაძლო ფარგლები გარკვეულწილად სპეკულაციას მოიცავდა, განსაკუთრებით მსოფლიო მასშტაბით აივ და შიდსის მკურნალობის მუდმივი განვითარების თვალსაზრისით. შესაბამისად მისი საქმე არ ავლენდა „მეტად საგამონაკლისო გარემოებებს“.
დადგენილება: დარღვევას არ ქონდა ადგილი (თოთხმეტი ხმა სამის წინააღმდეგ).
© ევროპის საბჭო/ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო
სამდივნოს მიერ მომზადებული ეს მოკლე შეჯამება სავალდებულო არ არის სასამართლოსთვის
სასამართლო გადაწყვეტილებების მოკლე შეჯამებებისთვის მიჰყევით ბმულს Case-Law Information Notes
© ევროპის საბჭო/ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო, 2012
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს ოფიციალური ენებია ინგლისური და ფრანგული. წინამდებარე თარგმანი შესრულებულია ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა სატრასტო ფონდის ხელშეწყობით (/humanrightstrustfund). იგი სასამართლოსათვის სავალდებულო ხასიათს არ ატარებს და არც მის ხარისხზე აკისრებს პასუხისმგებლობას. მოცემული დოკუმენტი შეიძლება ჩამოტვირთულ იქნას ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს HUDOC სასამართლო პრაქტიკის მონაცემთა ბაზიდან () ან ნებისმიერი სხვა მონაცემთა ბაზიდან, რომელთანაც სასამართლომ მოახდინა მისი გაზიარება. დასაშვებია თარგმანის რეპროდუქცირება არაკომერციული მიზნებისათვის იმ პირობით, რომ მოხდება საქმის სრული სახელწოდების ციტირება, მოცემულ საავტორო უფლებების აღნიშვნასა და ადამიანის უფლებათა სატრასტო ფონდზე მითითებით. წინამდებარე თარგმანის ნებისმიერი ნაწილის კომერციული მიზნებით გამოყენების სურვილის შემთხვევაში, გთხოვთ მოგვწეროთ შემდეგ მისამართზე: publishing@.
© Council of Europe/European Court of Human Rights, 2012
The official languages of the European Court of Human Rights are English and French. This translation was commissioned with the support of the Human Rights Trust Fund of the Council of Europe (/humanrightstrustfund). It does not bind the Court, nor does the Court take any responsibility for the quality thereof. It may be downloaded from the HUDOC case-law database of the European Court of Human Rights () or from any other database with which the Court has shared it. It may be reproduced for non-commercial purposes on condition that the full title of the case is cited, together with the above copyright indication and reference to the Human Rights Trust Fund. If it is intended to use any part of this translation for commercial purposes, please contact publishing@.
© Conseil de l’Europe/Cour européenne des droits de l’homme, 2012
Les langues officielles de la Cour européenne des droits de l’homme sont le français et l’anglais. La présente traduction a été effectuée avec le soutien du Fonds fiduciaire pour les droits de l’homme du Conseil de l’Europe (/humanrightstrustfund). Elle ne lie pas la Cour, et celle-ci décline toute responsabilité quant à sa qualité. Elle peut être téléchargée à partir de HUDOC, la base de jurisprudence de la Cour européenne des droits de l’homme (), ou de toute autre base de données à laquelle HUDOC l’a communiquée. Elle peut être reproduite à des fins non commerciales, sous réserve que le titre de l’affaire soit cité en entier et s’accompagne de l’indication de copyright ci-dessus ainsi que de la référence au Fonds fiduciaire pour les droits de l’homme. Toute personne souhaitant se servir de tout ou partie de la présente traduction à des fins commerciales est invitée à le signaler à l’adresse suivante : publishing@.
Full & Egal Universal Law Academy