© ევროპის საბჭო/ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო, 2012. წინამდებარე თარგმანი შესრულებულია ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა სატრასტო ფონდის ხელშეწყობით (/humanrightstrustfund). სასამართლოსათვის იგი სავალდებულო ხასიათს არ ატარებს. დამატებითი ინფორმაციისათვის იხილეთ საავტორო უფლებების სრული მიმოხილვა მოცემული დოკუმენტის ბოლოს.
Council of Europe/European Court of Human Rights, 2012. This translation was commissioned with the support of the Human Rights Trust Fund of the Council of Europe (/humanrightstrustfund). It does not bind the Court. For further information see the full copyright indication at the end of this document.
Conseil de l’Europe/Cour Européenne des Droits de l’Homme, 2012. La présente traduction a été effectuée avec le soutien du Fonds fiduciaire pour les droits de l’homme du Conseil de l’Europe (/humanrightstrustfund). Elle ne lie pas la Cour. Pour plus de renseignements veuillez lire l’indication de copyright/droits d’auteur à la fin du présent document.
ნადა შვეიცარიის წინააღმდეგ [GC] - ნო. 10593/08
გადაწყვეტილება 12.9.2012
მუხლი 1
სახელმწიფოთა იურისდიქცია
იურისდიქცია იმ ანკლავთა ტერიტორიის მცხოვრებთა მიმართ, რომლებიც ეფექტურად იქნენ შეზღუდულნი მგზავრობისგან, მოპასუხე სახელმწიფოს მიერ გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციის იმპლემენტაციის შედეგად
მუხლი 5
თავისუფლების შეზღუდვა
ანკლავის გარშემო არსებული ქვეყნის გავლით გზავრობის აკრძალვა: დაუშვებელი
მუხლი 8
პირადი ცხოვრების პატივისცემა
ოჯახური ცხოვრების პატივისცემა
გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციების აღსასრულებლად კანონმდებლობის საფუძველზე ანკლავის გარშემო არსებული ქვეყნის გავლით გზავრობის აკრძალვა: დარღვევა
ფაქტები – შვეიცარიის ფედერალური თალიბან ორდინანსი მიღებულ იქნა გაეროს უშიშროების საბჭოს რამდენიმე რეზოლუციის შესაბამისად. მას ქონდა მომჩივანის, ეგვიპტის მოქალაქის, შვეიცარიაში შესვლისა ან მისი გავლით ტრანზიტის შეზღუდვის ეფექტი, იმ ფაქტის გამო, რომ მისი სახელი დაემატა სიას, რომელიც იყო დანართი გაეროს უშიშროების საბჭოს სანქციების კომიტეტის იმ პირების წინააღმდეგ, რომლებიც ეჭვმიტანილნი იყვნენ კავშირში თალიბანსა და ალქაიდასთან (“სია”). მომჩივანი ცხოვრობდა კამპიონე დე’იტალიაში, დაახლოებით 1.6 კვადრატული კილომენტრის იტალიის ანკლავში, რომელიც გარშემორტყმული იყო შვეიცარიის ტიცინოს კანტონით და განცალკევებული იყო იტალიის დანარჩენი ნაწილისგან ტბით. მომჩივანი ამტკიცებდა, რომ შეზღუდვამ გაართულა მისთვის ანკლავის დატოვება და შესაბამისად მისი მეგობრებისა და ოჯახის წევრების ნახვა და ამან გამოიწვია მისთვის ტანჯვა იმის გამო, რომ აქ ქონდა შესაძლებლობა მიეღო შესაბამისი სამედიცინო მკურნალობა მისი ჯანმრთელობის პრობლემების გამო. ამასთან ერთად, მომჩივანმა დამატებით რთულად ჩათვალა მისი სახელის ამოღება ორდინანსიდან, მას მერეც კი, როდესაც შვეიცარიის გამომძიებლებმა მიიჩნიეს მის მიმართ არსებული ბრალდებები დაუსაბუთებლად.
კანონი
(ა) წინასწარი შენიშვნები – მოპასუხე მთავრობა ამტკიცებდა რომ საჩივარი დაუშვებელი იყო რამდენიმე მიზეზის გამო. კერძოდ, იმის გამო რომ ის შეუსაბამო იყო რატიონე პერსონაე და რატიონე მატერიაე კონვენციასთან, მომჩივანს არ ქონდა “დაზარალებულის” სტატუსი და იმის გამო რომ მომჩივანს არ ამოუწურია ადგილობრივი დაკმაყოფილების საშუალებები. სასამართლომ გააერთიანა რატიონე მატერიაე შესაბამისობის საკითხის განხილვა საქმის არსობრივ განხილვასთან. რაც შეეხება წინასწარ შენიშვნებს სასამართლომ დაადგინა შემდეგი:
(ი) შესაბამისობა ratione personae: სასამართლოს არ შეუძლია მხარი დაუჭიროს იმ არგუმენტს, რომ მიღებული ღონისძიებები გაეროს წევრი ქვეყნების მიერ რათა მათ მოახდინონ უშიშროების საბჭოს შესაბამისი რეზოლუციების აღსრულება უნდა იქნეს მიჩნეული ამ ორგანიზაციის, ვიდრე მოპასუხე სახელმწიფოს, ღონისძიებებად. ბეჰრამი და ბეჰრამი საფრანგეთის წინააღდეგ,* საქმეში გამოხატული პოზიციისგან განსხვავებით, სადაც სადავო აქტები და ქმედებები მიეკუთვნა გაეროს ორგანოებს, რელევანტური რეზოლუციები, განსახილველ საქმეში, მოითხოვნენ სახელმწიფოებისგან ემოქმედათ საკუთარი სახელით და მოეხდინათ მათი იმპლემენტაცია ეროვნულ დონეზე. ღონისძიებები, რომლებიც დაკისრებულ იქნა უშიშროების საბჭოს რეზოლუციების მიერ, იმპლემენტირებულ იქნა ეროვნულ დონეზე ფედერალური საბჭოს ორდინანსით და მომჩივანის მოთხოვნა, შვეიცარიაში შესვლის აკრძალვისგან გამონაკლისის დაწესების შესახებ, უარყოფილ იქნა შვეიცარიის ხელისუფლების ორგანოების მიერ. განსახილველი მოქმედებები და ქმედებები შესაბამისად, მიეკუთვნებოდა შვეიცარიას და შეეძლო გამოეწვია მისი პასუხისმგებლობა.
დასკვნა: წინასწარი შენიშვნა უარყოფილია (ერთხმად)
(იი) დაზარალებულის სტატუსი: სანქციების მოხსნა, ექვს წელზე მეტი ხნის შემდეგ რაც მოხდა მათი დაწესება, არ შეიძლება ჩაითვალოს, როგორც მთავრობის მიერ კონვენციის დარღვევის აღიარებად და არ იქნა გაგრძელებული რაიმე დაკმაყოფილებით სასამართლოს პრეცედენტული სამართლის მიზნებისთვის. შესაბამისად, მომჩივანს კვლავ შეუძლია ამტკიცოს, რომ არის სადავო დარღვევების დაზარალებული.
დასკვნა: წინასწარი შენიშვნა უარყოფილია (ერთხმად).
(იიი) დაკმაყოფილების ადგილობრივი სამართლებრივი საშუალებების ამოწურვა: სასამართლომ აღნიშნა რომ მომჩივანს არ გაუსაჩივრებია მისი მოთხოვნების უარყოფა, რათა მომხდარიყო სანქციების რეჟიმიდან მისი გამორიცხვა და ორ შემთხვევაში მას მიეცა გამონაკლისი, რომლითაც მან არ ისარგებლა. ამის მიუხედავად, იმ შეთხვევაშიც კი თუ მიიჩნევა რომ მოცემულმა გამონაკლისებდა გამოიწვიეს გარკვეული ეფექტები რეჟიმზე იმით, რომ მას მიეცა ანკლავის დროებითი დატოვების შესაძლებლობა გარკვეული მიზეზების გამო, სასამართლომ მიიჩნია, რომ მოცემული გამონაკლისების საკითხი იყო ნაწილი ფართო სიტუაციის, რისი საფუძველიც მდგომარეობდა მომჩივანის სახელის დამატებაში თალიბანის ორდინანსის დანართის სიაში, შვეიცარიის ხელისუფლების ორგენოების მიერ, რაც თავისმხრივ ეფუძნებოდა გაეროს სიას. მიუთითა რა რომ მომჩივანმა, წარმატების გარეშე, წარადგინა მრავალი მოთხოვნა ეროვნულ ხელისუფლების ორგანოებში მისი სახელის სიიდან ამოშლის მოთხოვნით და რომ ფედერალურმა სასამართლომ უარყო მისი საჩივარი კონვენციის საფუძველზე საჩივრის შინაარსის განხილვის გარეშე, მოცემულმა სამართლომ მიიჩნია, რომ მომჩივანმა ამოწურა სამართლებრივი დაკმაყოფილების ადგილობრივი საშუალებები, სანქციების რეჟიმთან მიმართებაში, მისი კონვენციის მე-5 და მე-8 მუხლებთან დაკავშირებული საჩივრების კუთხით. სასამართლო დაეთანხმა შენიშვნის შინაარს იმ კუთხით რომ მომჩივანმა არ ამუწარა სამართლებრივი დაკმაყოფილების ადგილობრივი საშუალებები მე-13 მუხლთან დაკავშირებულ საჩივართან მიმართებაში.
დასკვნა: წინასწარი შენიშვნა უარყოფილია (ერთხმად).
(ბ) საქმის არსებითი მხარე – მუხლი 8: სადავო ღონისძიებებმა დატოვა მომჩივანი შეზღუდულ გარემოში როგორც მინიმუმ ექვსი წლის განმავლობაში და შეზღუდა ან როგორც მინიმუმ, რთული გახადა მისთვის იტალიასა ან შვეიცარიაში მის ექიმებთან კონსულტირება ან მეგობრებთან ან ოჯახთან ვიზიტი. შესაბამისად, ადგილი ქონდა ჩარევას მომჩივანის პირადი ან ოჯახური ცხოვრების უფლებებში. ღონისძიებებს ქონდათ საკმარისი სამართლებრივი საფუძველი და ემსახურებოდა დანაშაულის პრევენციის ლეგიტიმურ მიზნებს და ხელს უწყობდა ეროვნულ უსაფრთხოებასა და საჯარო წესრიგს. სასამართლომ შემდგომში განიხილა რამდენად დასაბუთებული იყო ჩარევა უფლებაში. სასამართლომ კვლავ გაიმეორა რომ მონაწილე მხარე პასუხისმგებელია კონვენციის პირველი მუხლის საფუძველზე მისი ორგანოების ყველა მოქმედებისთვის და უმოქმედობისთვის, მიუხედავად იმისა, რამდენად მოცემული მოქმედება ან უმოქმედობა იყო ადგილობრივი კანონის შედეგი ან აუცილებელი, რათა უზრუნველყოფილიყო საერთაშორისო სამართლებრივი ვალდებულებების შესრულება. როდესაც იხილავდა ურთიერთმიმართებას კონვენციასა და უშიშროების საბჭოს რეზოლუციებს შორის, სასამართლომ საქმეში ალ-ჯედდა გაერთიანებუი სამეფოს წინააღმდეგ* დაადგინა რომ უნდა არსებობდეს პრეზუმცია რომ უშიშროების საბჭოს არ აქვს განზრახვა რომ რაიმე ვალდებულება დააკისროს წევრ ქვეყნებს, რომელიც დაარღვევს ადამიანის უფლებათა ფუნდამენტურ პრინციპებს და უნდა ყოფილიყო მოლოდინი რომ ნათელი და პირდაპირი ენა იქნებოდა გამოყენებული, როდესაც უშიშროების საბჭოს ექნებოდა განზრახვა რომ სახელმწიფოებს გაეტარებინათ კონკრეტული ღონისძიებები, რომლებიც კონფლიქტში მოვიდოდნენ მათ ვალდებულებებთან ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართლის მიხედვით. თუმცა განსახილველ საქმეში მოცემული პრეზუმცია უარყოფილ იქნა რადგან 1390 (2002) რეზოლუცია პირდაპირ მოითხოვდა სახელმწიფოებისგან თავიდან აერიდებინათ სიაში მყოფი ინდივიდების მიერ მათ ტერიტორიაზე შესვლა ან ტრანზიტით გასვლა.
ამის მიუხედავად, გაეროს ქარტია თავზე არ ახვევს სახელმწიფოებს კონკრეტულ მოდელს უშიშროების საბჭოს მიერ VII თავის საფუძველზე მიღებული რეზოლუციების იმპლემენტაციისათვის, არამედ ამის საპირისპიროთ უტოვებს მათ თავისუფალ არჩევანს სხვადასხვა შესაძლო მოდელებს შორის მოცემული რეზოლუციების ადგილობრივ სამართლებრივ რეჟიმში ტრანსფორმაციისთვის. შესაბამისად, შვეიცარია სარგებლობდა შეზღუდულ, მაგრამ რეალურ თავისუფლებას შესაბამისი სავალდებულო რეზოლუციების იმპლემენტაციის დროს. სასამართლომ შემდგომში განიხილა რამდენად შვეიცარიის ხელისუფლების ორგანოების მიერ გატარებული ღონისძიებები იყო პროპორციული მოცემული თავისუფლების ფარგლებში. სასამართლომ მიიჩნია გასაოცრად რომ შვეიცარიის ხელისუფლების ორგანოებმა, როგორც ჩანს, არ მოახდინეს ინფორმირება 2009 წლის სექტემბრამდე სანქციათა კომიტეტის ფედერალური პროკურორის დასკვნების თაობაზე, რომელიც გამოტანილ იქნა 2005 წლის მაისში და რომლის მიხედვითაც ბრალდებები მომჩივანის წინააღმდეგ ნათლად იქნა მიჩნეული უსაფუძვლოთ: უფრო სწრაფი კომუნიკაცია საგამოძიებო ორგანოების დასკვნების შეიძლება გამხდარიყო უფრო ადრე მომჩივანის სახელის გაეროს სიიდან წაშლის საფუძველი. რაც შეეხება აკრძალვის ფარგლებს, მან შეზღუდა მომჩივანი არა მარტო შვეიცარიაში შესვლის თვალსაზრისით, არამედ აგრეთვე საერთოდ კამპიონე დე’იტალიის დატოვების კუთხით, იმის გათვალისწინებით რომ ის გახლდათ ანკლავში, მათ შორის იტალიის ნებისმიერი სხვა ნაწილში მგზავრობის კუთხით, იმ ქვეყნის, რომლის მოქალაქეც ის იყო. საქმეში აგრეთვე იყო სამედიცინო ასპექტები, რომლის მნიშვნელობა არ შეიძლება იქნეს დაკნინებული: მომჩივანს, რომელიც დაბადებულია 1931 წელს და ქონდა ჯანმრთელობის პრობლემები, უარი ეთქვა რამდენიმე მოთხოვნაზე, რომელიც მან წარადგინა, სამედიცინო მიზეზების გამო, შესვლის ან ტრანზიტის აკრძალვიდან გამონაკლისის მიღების მიზნით ან სასამართლო პროცედურებთან დაკავშირებით. შვეიცარიის ხელისუფლების ორგანოებმა არც შესთავაზეს მას რაიმე დახმარება, მისი კონკრეტული სიტუაციის გათვალისწინებით, აკრძალვიდან ფართო გამონაკლისის მიღებისათვის. მიუხედავად იმისა რომ ისიც მართალია რომ შვეიცარია არ იყო პასუხისმგებელი მომჩივანის სიაში ყოფნის გამო და არ იყო რა მისი მოქალაქეობის ან საცხოვრებლის ქვეყანა, ის არ იყო კომპეტენტური რომ მიემართა სანქციების კომიტეტისათვის სიიდან წაშლის მიზნებისთვის, შვეიცარიის ხელისუფლება, როგორც ჩანს, არასდროს არ მოუწოდებიათ იტალიასთვის რათა მას განეხორციელებინა მოცემული მოქმედება ან შეეთავაზებინა დახმარება ამ მიზნით. სასამართლომ მიიჩნია ამასთან მიმართებაში, რომ მათ საკმარისად არ მიიღეს მხედველობაში საქმის რეალობები, კერძოდ მომჩივანის უნიკალური გეოგრაფიული მდებარეობა და ღონისძიებების მნიშვნელოვანი ხანგრძლივობა. მოპასუხე სახელმწიფოს არ შეეძლო ეფექტურად შეეზღუდა საკუთარი თავი უშიშროების საბჭოს რეზოლუციების სავალდებულო ხასიათზე დაყრდნობით, მაგრამ უნდა დაერწმუნებინა სასამართლო რომ მიიღო – ან შეეცადა რომ მიეღო – ყველა შესაძლო ღონისძიება რათა ადაპტირება მოეხდინა სანქციათა რეჟიმის მომჩივანის ინდივიდუალურ სიტუაციასთან. მოცემულმა დასკვნამ გაათავისუფლდა სასამართლო ერთის მხრივ კონვენციიდან მომდინარე და მეორეს მხრივ გაეროს ქარტიიდან მომდინარე ვალდებულებებს შორის იერარქიის საკითხის დადგენისაგან. მოპასუხე მთავრობამ ვერ შეძლო ეჩვენებინა რომ მათ ცადეს, რამდენადაც შეეძლოთ, ჰარმონიზაცია მოეხდინათ იმ ვალდებულებებს შორის, რომლებსაც ისინი მიიჩნევდნენ ურთიერთსაწინააღმდეგოდ. შესაბამისად, წინასწარი შენიშვნა რომ საჩივარი არ იყო შესაბამისობაში რატიონე მატერიაე უარყოფილ იქნა. ყველა ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, შეზღუდვებმა, რომლებიც დაწესებულ იქნა მომჩივანის გადაადგილების თავისუფლებაზე მნიშვნელოვანი დროის პერიოდით არ დაიცვეს სამართლიანი ბალანსი მის პირად და ოჯახური ცხოვრების დაცვის უფლებასა და ლეგიტიმურ მიზანს შორის.
დასკვნა: დარღვევა (ერთხმად).
მუხლი 13: სასამართლო მიიჩნევს რომ მომჩივანს ქონდა საშუალება მიემართა ეროვნულ ხელისუფლების ორგანოებს რათა მათ წაეშალათ მისი სახელი სიიდან და ეს შეიძლება გამხდარიყო სამართლებრივი დაკმაყოფილება მისი საჩივრებისთვის კონვენციის საფუძველზე. თუმცა, მოცემულმა ხელისუფლების ორგანოებმა არ განიხილეს მისი საჩივრები არსებითად. კერძოდ, ფედერალურმა სასამართლომ მიიჩნია რომ მიუხედავად იმისა რომ მას შეეძლო დაედასტურებია რომ შვეიცარია შებოჭილი იყო უშიშროების საბჭოს რეზოლუციებით, მას არ შეეძლო მოეხსნა სანქციები, რომლებიც დაკისრებული ქონდა მომჩივანს იმის გამო რომ ისინი არ იცავდნენ ადამიანის უფლებებს. ამასთან ერთად, ფედერალურმა სასამართლომ, პირდაპირ აღიარა რომ სიიდან ამოღების პროცედურა გაეროს დონეზე არ შეიძლება ჩათვლილიყო ეფექტურ სამართლებრივ დაკმაყოფილებად კონვენციის მე-13 მუხლის მიზნებისთვის.
დასკვნა: დარღვევა (ერთხმად)
მუხლი 5 § 1: მიუხედავად იმისა რომ მომჩივანის გადაადგილების თავისუფლებაზე შეზღუდვა შენარჩუნებულ იქნა დროის მნიშვნელოვან ნაწილში, ტერიტორია სადაც მას არ შეეძლო მგზავრობა იყო მესამე ქვეყნის ნაწილი, რომელსაც, საერთაშორისო სამართლის მიხედვით, ქონდა უფლება შეეზღუდა უცხოელის შესვლა. განსახილველ შეზღუდვებს არ შეუშლია ხელი მომჩივანისთვის თავისუფლად ეცხოვრა და გადაადგილებულიყო მისი მუდმივი საცხოვრებელი ტერიტორიის ფარგლებში. მიუხედავად იმისა რომ მოცემული ტერიტორია იყო პატარა, მომჩივანი, ზუსტად რომ ითქვას არ იყო დაკავებული და იგი არც შინა პატიმრობაში იმყოფებოდა. სანქციების რეჟიმი საშუალებას აძლევდა მომჩივანს მოეთხოვა გამონაკლისი შესვლის და ტრანზიტის აკრძალვიდან და მოცემული გამონაკლისები მართლაც გავრცელდა მასზე ორ შემთხვევაში (თუმცა მას ისინი არ გამოუყენებია). შესაბამისად, მომჩივანს არ ქონდა “თავისუფლება შეზღუდული” მე-5 მუხლის პირველი ნაწილის მიზნებისათვის.
დასკვნა: დაუშვებელი (საფუძვლის გარეშე).
მუხლი 41: არანაირი მოთხოვნა არ იქნა დაყენებული ზიანთან დაკავშირებით.
* ბეჰრამი და ბეჰრამი საფრანგეთის წინააღმდეგ და სარამატი საფრანგეთის, გერმანიის და ნორვეგიის წინააღმდეგ (DEC.) [GC], nos. 71412/01 და 78166/01, 2 მაისი 2007, II Information Note NO 97.
** ალ ჯედდა გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ [GC], ნო. 27021/08, 7 ივლისი 2011, Information Note. NO 143.
© ევროპის საბჭო/ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო, 2012
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს ოფიციალური ენებია ინგლისური და ფრანგული. წინამდებარე თარგმანი შესრულებულია ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა სატრასტო ფონდის ხელშეწყობით (/humanrightstrustfund). იგი სასამართლოსათვის სავალდებულო ხასიათს არ ატარებს და არც მის ხარისხზე აკისრებს პასუხისმგებლობას. მოცემული დოკუმენტი შეიძლება ჩამოტვირთულ იქნას ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს HUDOC სასამართლო პრაქტიკის მონაცემთა ბაზიდან () ან ნებისმიერი სხვა მონაცემთა ბაზიდან, რომელთანაც სასამართლომ მოახდინა მისი გაზიარება. დასაშვებია თარგმანის რეპროდუქცირება არაკომერციული მიზნებისათვის იმ პირობით, რომ მოხდება საქმის სრული სახელწოდების ციტირება, მოცემულ საავტორო უფლებების აღნიშვნასა და ადამიანის უფლებათა სატრასტო ფონდზე მითითებით. წინამდებარე თარგმანის ნებისმიერი ნაწილის კომერციული მიზნებით გამოყენების სურვილის შემთხვევაში, გთხოვთ მოგვწეროთ შემდეგ მისამართზე: publishing@.
© Council of Europe/European Court of Human Rights, 2012
The official languages of the European Court of Human Rights are English and French. This translation was commissioned with the support of the Human Rights Trust Fund of the Council of Europe (/humanrightstrustfund). It does not bind the Court, nor does the Court take any responsibility for the quality thereof. It may be downloaded from the HUDOC case-law database of the European Court of Human Rights () or from any other database with which the Court has shared it. It may be reproduced for non-commercial purposes on condition that the full title of the case is cited, together with the above copyright indication and reference to the Human Rights Trust Fund. If it is intended to use any part of this translation for commercial purposes, please contact publishing@.
© Conseil de l’Europe/Cour européenne des droits de l’homme, 2012
Les langues officielles de la Cour européenne des droits de l’homme sont le français et l’anglais. La présente traduction a été effectuée avec le soutien du Fonds fiduciaire pour les droits de l’homme du Conseil de l’Europe (/humanrightstrustfund). Elle ne lie pas la Cour, et celle-ci décline toute responsabilité quant à sa qualité. Elle peut être téléchargée à partir de HUDOC, la base de jurisprudence de la Cour européenne des droits de l’homme (), ou de toute autre base de données à laquelle HUDOC l’a communiquée. Elle peut être reproduite à des fins non commerciales, sous réserve que le titre de l’affaire soit cité en entier et s’accompagne de l’indication de copyright ci-dessus ainsi que de la référence au Fonds fiduciaire pour les droits de l’homme. Toute personne souhaitant se servir de tout ou partie de la présente traduction à des fins commerciales est invitée à le signaler à l’adresse suivante : publishing@.
Click here for the Case-Law Information Notes
Full & Egal Universal Law Academy