© ევროპის საბჭო/ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო, 2015. წინამდებარე თარგმანი შესრულებულია ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა სატრასტო ფონდის ხელშეწყობით (/humanrightstrustfund). სასამართლოსათვის იგი სავალდებულო ხასიათს არ ატარებს. დამატებითი ინფორმაციისათვის იხილეთ საავტორო უფლებების სრული მიმოხილვა მოცემული დოკუმენტის ბოლოს.
Council of Europe/European Court of Human Rights, 2015. This translation was commissioned with the support of the Human Rights Trust Fund of the Council of Europe (/humanrightstrustfund). It does not bind the Court. For further information see the full copyright indication at the end of this document.
Conseil de l’Europe/Cour Européenne des Droits de l’Homme, 2015. La présente traduction a été effectuée avec le soutien du Fonds fiduciaire pour les droits de l’homme du Conseil de l’Europe (/humanrightstrustfund). Elle ne lie pas la Cour. Pour plus de renseignements veuillez lire l’indication de copyright/droits d’auteur à la fin du présent document.
სასამართლო პრაქტიკის საინფორმაციო ბროშურა N. 173
აპრილი 2014
ნაცვლიშვილი და ტოგონიძე საქართველოს წინააღმდეგ - 9043/05
გადაწყვეტილება 29.4.2014 [სექცია III]
მუხლი 6
სისხლისსამართლებრივი სამართალწარმოება
მუხლი 6-1
სამართლიანი სასამართლო განხილვის უფლება
მსჯავრდება: საპროცესო შეთანხმების შედეგად საქმის არსებითად განხილვის გარეშე: დარღვევას ადგილი არ ჰქონია
მუხლი 2, ოქმი N. 7
გასაჩივრების უფლება სისხლისსამართლებრივ საქმეებში
საპროცესო შეთანხმების შედეგად მსჯავრდების გასაჩივრების უფლების არქონა: დარღვევას ადგილი არ ჰქონია
ფაქტები - პირველ მომჩვანს, რომელიც გახლავთ მისი და მისი ცოლის მიერ (მეორე მომჩივანი) დაფუძნებული საჯარო კომპანიის მმართველი დირექტორი, რომელიც ამასთანავე ფლობს მოცემული კომპანიის წილებსაც, ბრალი დაედო კომპანიასთან დაკავშირებულ სხვადასხვა დანაშაულებში. დაცვასა და პროკურატურას შორის შედგა შეთანხმება, რომლის მიხედვითაც პროკურატურამ თხოვნით მიმართა სასამართლოს და ითხოვა პირველი მომჩვნის მსჯავრდება საქმის არსებითი მხარის განხილვის გარეშე და მოთხოვა სასჯელის ფორმად ჯარიმის შეფარდება. სასამართლომ დააკმაყოფილა შეთანხმება, მომჩივანი დამნაშავედ სცნო და მიუსაჯა ჯარიმის გადახდა. გადაწყვეტილება გასაჩივრებას არ ექვემდებარებოდა.
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოსადმი მიმართვისას, პირველმა მომჩივანმა განაცხადა, რომ საპროცესო შეთანხმების პროცედურა არასამართლიანი იყო და წარმოადგენდა სამართალწარმოების დარღვევას (კონვენციის მუხლი 6 $ 1), რომ მას არ მიეცა საშუალება გაესაჩივრებინა საპროცესო შეთანხმების დამადასტურებელი გადაწყვეტილება (მუხლი 2, ოქმი N. 7) და რომ მისი უფლება უდანაშაულობის პრეზუმფციაზე დაირღვა მედიის მიერ მისი დაკავების ფართოდ გაშუქებისა და სატელევიზიო ინტერიუებში რეგიონის გუბერნატორის კომენტარების გამო (კონვენციის მუხლი 6 $ 2). ორივე მომჩივანმა საჩივრები წარმოადგინეს კონვენციის 34-ე მუხლისა და 1-ლი ოქმის 1-ლი მუხლის საფუძველზე.
სამართალი - კონვენციის 6 $ 1 მუხლი და N. 7 ოქმის მე-2 მუხლი: სასამართლოს წინაშე წარმოდგენილი შედარებითი სამართლის მასალების გათვალისწინებით მან დაასკვნა, რომ ევროპის სისხლისსამართლებრივი მართლმსაჯულების სისტემის ზოგადი მახასიათებელი გახლდათ ბრალდებულისათვის ბრალის შემსუბუქება ან სასჯელის შემცირება ბრალის აღიარების ან nolo contendere აღიარების ან საგამოძიებო ორგანოებთან მნიშვნელოვანი თანამშრომლობის საფუძველზე. თუმცა, თავისთავად საპროცესო შეთანხმებაში ცუდი არაფერია. მაგრამ როდესაც პროცესი იღებს სასამართლო განხილვის შემცირებულ ფორმას და შესაბამისად, ბრალდებული რიგ პროცედურულ უფლებებზე უარის აცხადებს, მოცემული ისე უნდა განხორციელდეს, რომ მინიმუმ გარანტიებმა დააბალანსონ სამართლიანი საქმის განხილვის პრინციპი.
პროკურატურასთან სასჯელზე შეთანხმებითა და მსჯავრის გასაჩივრებაზე უარის თქმით პირველმა მომჩივანმა უარი თქვა საქმის არსებითი მხარის განხილვაზე. შესაბამისად, ადამიანის უფლებათა სასამართლოს უნდა განეხილა თუ რამდენად სრულიად ნებაყოფლობითი ხასიათის მატარებელი გახლდათ საპროცესო შეთანხმება და თუ რამდენად სრულად იცოდა მომჩივანმა ის ფაქტობრივი და სამართლებრივი შედეგები, რაც მას მოყვებოდა, ამასთანავე სასამართლოს უნდა განეხილა თუ რამდენად საკმარისად მოხდა საპროცესო შეთნამხების შინაარსის სამართლებრივი განხილვა და თუ რამდენად სამართლიანად მოხდა მისი დადება.
სასამართლომ აღნიშნა, რომ საპროცესო შეთანხმების გაფორმების ინიციატივა მომდინარეობდა პირველი მომჩივნისაგან და არ იყო პროკურატურისაგან თავსმოხვეული. მას ჰქონდა წვდომა საქმის მასალებზე და სათანადოდ იყო წარმოდგენილი მის მიერ არჩეული, კვალიფიციური ადვოკატის მიერ შეთანხმებაზე მოალაპარაკებისა და შემდეგ მისი სამართლებრივი განხილვის დროს. საპროცესო შეთანხმების კანონიერების განმხილველმა მოსამართლემ ჰკითხა მას თუ რამდენად დაექვემდებარა არაჯეროვან ზეწოლას, რაზეც პირველმა მომჩივანმა ცხადად დაადასტურა რამდენჯერმე პროკურატურისა და მოსამართლის წინაშე, რომ იგი სრულად იაზრებდა შეთანხმების შინაარსს, მის პროცედურულ უფლებებს და რომ შეთანხმებიდან გამომდინარე სამართლებრივი შედეგები მას აუხსნეს, რის შემდეგაც იგი თანახმა იყო დადგენილ პირობებზე ყოველგვარი ზეწოლისა თუ ტყუილი დანაპირებების გარეშე.
მნიშვნელოვანია, რომ შეთანხმების წერილობითი ჩანაწერი, რომელიც შედგა და ხელი მოეწერა პროკურატურის მიერ, პირველმა მომჩივანმა და მისმა ადვოკატმა გადასცეს სასამართლოს განსახილველად, რითიც მათ მიეცათ როგორც შეთანხმების ზუსტი პირობების, ისევე წინარე მოლაპარაკებების სასამართლო განხილვის საშუალება.
შეთანხმების განმხილველ სასამართლოს ჰქონდა უფლებამოსილება განეხილა პროკურატურის მიერ შეთავაზებული სასჯელის ჯეროვანება და შეემცირებინა იგი, ან სულაც უარი ეთქვა შეთანხმების დაკმაყოფილებაზე პირობებისა და მისი დადების პროცესის სამართლიანობის შესაბამისად. საქმის განმხილველმა სასამართლომ ასევე განიხილა თუ რამდენად იყო პირველი მომჩივნის წინააღმდეგ წამოყენებული ბრალდებანი დასაბუთებული და გამყარებული prima facie მტკიცებულებებით. ამასთანავე მან საპროცესო შეთანხმება განიხილა და დაამტკიცა საჯარო მოსმენით.
რაც შეეხება ოქმი N. 7, მუხლი 2-თან დაკავშირებულ საჩივარს, სასამართლომ ნორმალურად მიიჩნია საპროცესო შეთანხმების შედეგად გასაჩივრების უფლების უფრო ვიწრო მასშტაბის დადგენა. საპროცესო შეთანხმებაზე დათანხმებით, პირველმა მომჩივანმა უარი განაცხადა საქმის ჩვეულებრივი განხილვის უფლებაზე, რისი სამართლებრივი შედეგიც მან იცოდა ან უნდა სცოდნოდა საკუთარი ადვოკატებისაგან. 6 $ 1 მუხლის ფარგლებში მიღებული დასკვნების ანალოგიით, სასამართლომ მიიჩნია, რომ სააპელაციო განხილვის ჩვეულებრივ უფლებაზე უარის თქმა არ წარმოადგენდა მე-7 ოქმის მე-2 მუხლით დადგენილი გონივრულობის უფლების თვითნებურ შეზღუდვას.
დასკვნა: დარღვევას ადგილი არ ჰქონია (ექვსი ხმა ერთის წინააღმდეგ).
მუხლი 6 $ 2: სასამართლომ გაითვალისწინა საჯარო მოხელეების მიერ დანაშაულის ჩადენაში ბრალდებული და გასამართლებული პირის მისამართით გამოყენებული სიტყვების შერჩევის მნიშვნელობა. თუმცა, რაიონის გუბერნატორს პირდაპირ არ მიუთითებია პირველ მომჩივაზე ან მის წინააღმდეგ მიმართულ სისხლისსამართლბრივ სამართალწარმოებაზე. გამოსვლისას მან გააკეთა ზოგადი განცხადება სახელმწიფოს პოლიტიკაზე ქვეყნის კორუმპირებული ჩინოვნიკების მიმართ, პირველ მომჩივანზე ყოველგვარი პირდაპირი თუ ირიბი მითითების გარეშე.
რაც შეეხება პირველი მომჩივნის დაკავების გადაღებას კერძო სატელევიზიო სადგურის ჟურნალისტების მიერ, რთულია მიჩნეულ იქნას, რომ მოცემული ფაქტი უტოლდებოდა ნეგატიური მედია კამპანიას მომჩივნის სასამრთლო განხილვის დასაბრკოლებლად. ამასთანავე არც ის იკვეთება, რომ მედიის ინტერესი მოცემულ საქმეში პროკურატურის, გუბერნატორის ან სხვა სახელმწიფო მოხელის გაღვივებული ყოფილიყო. შედეგად, მედიის მხრიდან პირველი მომჩივნის საქმის გაშუქება არ ცდებოდა ქვეყნის ერთ-ერთი ყველაზე დიდი ქარხნის მმართველი დირექტორის დაკავების შესახებ საზოგადოების ინფორმირების ფარგლებს.
დასკვნა: დარღვევას ადგილი არ ჰქონია (ერთხმად)
1 ოქმი, მუხლი 1: მომჩივნების ქონების დაკარგვა და სხვა გადახდები, რომელიც მათ დაეკისრათ საპროცესო შეთანხმების შედეგად უშუალო კავშირიში გახლდათ და გამომდინარეობდა პირველი მომჩივნის სისხლისსამართლებრივი ბრალეულობის დადგენასთან. მოცემული სასჯელის ფინანსური ნაწილის კანონიერება და ჯეროვანება, შესაბამისად, ვერ გამოიყოფა უშუალოდ საპროცესო შეთანხმების სამართლიანობის საკითხის განხილვიდან. შესაბამისად, კონვენციის 6 $ 1 მუხლისა და N.7 ოქმის მე-2 მუხლის განხილვისას მიღებული დასკვნების თანახმად, სასამართლომ იგივე მიზეზებით დაასკვნა, რომ ადგილი არ ჰქონია N.1 ოქმის 1-ლი მუხლის დარღვევას.
დასკვნა: დარღვევას ადგილი არ ჰქონია (ერთხმად)
მუხლი 34: მომჩივნები აცხადებდნენ, რომ საქართველოს ხელისუფლება მათზე ახორციელებდა ზეწოლას რათა უკან გამოეხმოთ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში წარმოდგენილი საჩივარი. თუმცა, მომჩივნების ქალიშვილისა და გენერალური პროკურატურის წარმომადგენელს შორის მიმოწერის შინარსის გათვალისწინებით, აღვნიშნავთ რა, რომ პროკურატურასა და კერძო მესამე მხარეს შორის არაფორმალური გზებით კომუნიკაცია არ წარმოადგენს საქმის მოგვარების სათანადო საშუალებას, სასამართლო მიიჩნევს, რომ უშუალოდ ხსენებული კომუნიკაცია ვერ მიიჩნევა სახელმწიფოს მიერ 34-ე მუხლით ნაკისრ ვალდებულებებთან შეუსაბამოდ. წარმომადგენლის მხრიდან მომჩივნების ქალიშვილთან კონტაქტი არ იყო გათვლილი მომჩივნების მიერ საჩივრის გამოხმობაზე ან შეცვლაზე ან სხვაგვარ ინდივიდუალური გასაჩივრების უფლებით ეფექტიან სარგებლობაში ჩარევაზე და არც ჰქონია ამგვარი შედეგი.
დასკვნა: დარღვევას ადგილი არ ჰქონია (ერთხმად).
© ევროპის საბჭო/ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო
სამდივნოს მიერ მომზადებული მოცემული მოკლე მიმოხილვა
სასამართლოსათვის არასავალდებულოა.
იხილეთ აქ სასამართლო პრაქტიკის საინფორმაციო ბროშურები
© ევროპის საბჭო/ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო, 2015
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს ოფიციალური ენებია ინგლისური და ფრანგული. წინამდებარე თარგმანი შესრულებულია ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა სატრასტო ფონდის ხელშეწყობით (/humanrightstrustfund). იგი სასამართლოსათვის სავალდებულო ხასიათს არ ატარებს და არც მის ხარისხზე აკისრებს პასუხისმგებლობას. მოცემული დოკუმენტი შეიძლება ჩამოტვირთულ იქნას ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს HUDOC სასამართლო პრაქტიკის მონაცემთა ბაზიდან () ან ნებისმიერი სხვა მონაცემთა ბაზიდან, რომელთანაც სასამართლომ მოახდინა მისი გაზიარება. დასაშვებია თარგმანის რეპროდუქცირება არაკომერციული მიზნებისათვის იმ პირობით, რომ მოხდება საქმის სრული სახელწოდების ციტირება, მოცემულ საავტორო უფლებების აღნიშვნასა და ადამიანის უფლებათა სატრასტო ფონდზე მითითებით. წინამდებარე თარგმანის ნებისმიერი ნაწილის კომერციული მიზნებით გამოყენების სურვილის შემთხვევაში, გთხოვთ მოგვწეროთ შემდეგ მისამართზე: publishing@.
© Council of Europe/European Court of Human Rights, 2015
The official languages of the European Court of Human Rights are English and French. This translation was commissioned with the support of the Human Rights Trust Fund of the Council of Europe (/humanrightstrustfund). It does not bind the Court, nor does the Court take any responsibility for the quality thereof. It may be downloaded from the HUDOC case-law database of the European Court of Human Rights () or from any other database with which the Court has shared it. It may be reproduced for non-commercial purposes on condition that the full title of the case is cited, together with the above copyright indication and reference to the Human Rights Trust Fund. If it is intended to use any part of this translation for commercial purposes, please contact publishing@.
© Conseil de l’Europe/Cour européenne des droits de l’homme, 2015
Les langues officielles de la Cour européenne des droits de l’homme sont le français et l’anglais. La présente traduction a été effectuée avec le soutien du Fonds fiduciaire pour les droits de l’homme du Conseil de l’Europe (/humanrightstrustfund). Elle ne lie pas la Cour, et celle-ci décline toute responsabilité quant à sa qualité. Elle peut être téléchargée à partir de HUDOC, la base de jurisprudence de la Cour européenne des droits de l’homme (), ou de toute autre base de données à laquelle HUDOC l’a communiquée. Elle peut être reproduite à des fins non commerciales, sous réserve que le titre de l’affaire soit cité en entier et s’accompagne de l’indication de copyright ci-dessus ainsi que de la référence au Fonds fiduciaire pour les droits de l’homme. Toute personne souhaitant se servir de tout ou partie de la présente traduction à des fins commerciales est invitée à le signaler à l’adresse suivante : publishing@.
Full & Egal Universal Law Academy