© ევროპის საბჭო/ადამიანის უფლებათა ევროპის სასამართლო, 2015. მოცემული თარგმანი შეკვეთილ იქნა ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა მხარდაჭერის ფონდის დახმარებით (/humanrightstrustfund). აღნიშნული არ ბოჭავს სასამართლოს. დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ საავტორო უფლებების სრული მითითება მოცემული დოკუმენტის ბოლოში.
© Council of Europe/European Court of Human Rights, 2015. This translation was commissioned with the support of the Human Rights Trust Fund of the Council of Europe (/humanrightstrustfund). It does not bind the Court. For further information see the full copyright indication at the end of this document.
© Conseil de l’Europe/Cour européenne des droits de l’homme, 2015. La présente traduction a été effectuée avec le soutien du Fonds fiduciaire pour les droits de l’homme du Conseil de l’Europe (/humanrightstrustfund). Elle ne lie pas la Cour. Pour plus de renseignements veuillez lire l’indication de copyright/droits d’auteur à la fin du présent document.
საინფორმაციო ჩანაწერი სასამართლოს პრეცედენტულ საქმეზე 187
2015 წლის ივლისი
ნაზარენკო რუსეთის წინააღმდეგ - 39438/13
გადაწყვეტილება 16.7.2015 [სექცია I]
მუხლი 8
პოზიტიური ვალდებულება
მუხლი 8-1
პირადი და ოჯახური ცხოვრების პატივისცემის უფლება
მომჩივანის სრული და ავტომატური ამორიცხვა ბავშვის ცხოვრებიდან მას შემდეგ რაც დამტკიცდა რომ ის არ წარმოადგენს ბიოლოგიურ მამას: დარღვევა
ფაქტები – ქორწინებისას მომჩივანს და მის მეუღლეს შეეძინათ ქალიშვილი. მოგვიანებით წყვილი განქორწინდა, მაგრამ მომჩივანი თანაბარ მონაწილეობას იღებდა ბავშვზე მზრუნველობაში. მომჩივანის მამობის საკითხის გასაჩივრების შემდეგ დადგინდა რომ იგი არ წარმოადგენდა ბავშვის ბიოლოგიურ მამას. რის შედეგადაც მან სრულად დაკარგა ბავშვზე მეურვეობა და მასთან კონტაქტის უფლებაც კი, მიუხედავად იმისა, რომ ეროვნული უწყებებიც აღიარებდნენ რომ მომჩივანი 5 წლის განმავლობაში იღებდა მონაწილეობას ბავშვის აღზრდაში და მზრუნველობაში. მომჩივანის სახელი ამოშალეს ბავშვის დაბადების მოწმობიდან და შესაბამისად შეიცვალა ბავშვის გვარიც. ეროვნული კანონმდებლობით არ არის დარეგულირებული გამონაკლისი შემთხვევები როდესაც მიუხედავად ბიოლოგიური კავშირის არ ქონისა მომჩივანს ექნება საშუალება რაიმე ფორმის ურთიერთობა შეინარჩუნოს ბავშვთან.
კანონი – მუხლი 8: ა დაიბადა და მომჩივანის ქალიშვილად დარეგისტრირდა მომჩივანის ქორწინების პერიოდში. ა-ს არასდროს ეპარებოდა ეჭვი მომჩივანის მამობაში. მომჩივანი ზრდიდა მას და ზრუნავდა მასზე 5 წელზე მეტი ხნის განმავლობაში. ბავშვზე მეურვეობის ორგანოს და ექსპერტ ფსიქოლოგის მიერ დადგინდა რომ ახლო ემოციური კავშირი არსებობდა მომჩივანს და ა-ს შორის. მათი ურთიერთობა წარმოადგენდა ოჯახურ ცხოვრებას კონვენციის მე-8-ე მუხლის § 1-ს შესაბამისად. ბავშვთან ბიოლოგიური კავშირების არ არსებობა უარყოფით გავლენას არ ახდენდა ოჯახურ ცხოვრებაზე ამ მუხლის მიზნებისათვის (იხილეთ, გადაწყვეტილება საქმეზე კოპფი და ლიბერდა ავსტრიის წინააღმდეგ (Kopf and Liberda v. Austria), მშვილებელ მშობლებთან მიმართებით 1598/06, 17 იანვარი 2012).
სასამართლო შეშფოთებულია რუსული კანონმდებლობის მოუქნელობით, რომლითაც დარეგულირებულია ურთიერთობის საკითხები. მთავრობას არანაირი მიზეზი არ მოუწოდებია იმისა, თუ რატომ არის „საჭირო დემოკრატიულ საზოგადოებაში“ არსებობდეს მოუქნელი სია იმ პირებისა, რომელთაც აქვთ უფლება შეინარჩუნონ ურთიერთობა ბავშვთან და რატომ არ უშვებს კანონმდებლობა გამონაკლისის საშუალებას ოჯახური მდგომარეობის სხვადასხვა სიტუაციების გათვალისწინებით და ბავშვის საუკეთესო ინტერსებიდან გამომდინარე. მსგავსი კანონის შედეგად მომჩივანი, რომელიც არ წამოადგენს ბავშვის ნათესავს, მაგრამ რომელიც მასზე ზრუნავდა წლების განმავლობაში და რომელთანაც მას ახლო პირადი ურთიერთობები ჩამოუყალიბდა ვერ ამყარებდა ურთიერთობას ვერანაირ გარემოებებში, მიუხედავად ბავშვის საუკეთესო ინტერესებისა.
სასამართლო ვერ დარწმუნდა, რომ ბავშვის საუკეთესო ინტერესი ურთიერთობის უფლების ასპექტში შეიძლება განისაზღვროს ზოგადი სამართლებრივი ვარაუდებით. ყველა ადამიანის უფლებების სამართლიანი ბალანსი საჭიროებს საქმის კონკრეტული გარემოებების შესწავლას. შესაბამისად, მუხლი 8 შეიძლება განმარტებული იყოს, როგორც ხელშემკვრელ სახელმწიფოზე ისეთი ვალდებულების დამდგენი, რომელიც თითოეული საქმის ინდივიდუალურად მიდგომის საშულებას იძლევა ისეთ საკითხზე თუ რამდენად ბავშვის საუკეთესო ინტერესებში შედის ჰქონდეს ურთიერთობა თუ არა პირთან მიუხედავად მასთან ბიოლოგიური კავშირისა, რომელიც მასზე ზრუნავდა საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში. მომჩივანის უფლების შეზღუდვით შეენარჩუნებინა კონტაქტი ა-თან იმის გამოკვლევის გარეშე თავად ა-ს საუკეთესო ინტერესს წარმოადგენდა თუ არა ამ ურთიერთობის შენარჩუნება, რუსეთმა ვერ დააკმაყოფილა ეს ვალდებულება.
ადამიანი, რომელმაც ბავშვი როგორც საკუთარი ისე გაზარდა გარკვეული დროის განმავლობაში არ შეიძლება სრულად გამორიცხული იყოს ბავშვის ცხოვრებიდან მას შემდეგ რაც გამოვლინდება, რომ ის მის ბიოლოგიურ მშობელს არ წარმოადგენს გარდა იმ შემთხვევებისა თუ ეს ბავშვის საუკეთესო ინტერსებში შედის. მოცემულ საქმეში კი მსგავსი მიზეზი არ არსებობს. არასდროს მდგარა საკითხი იმის თაობაზე რომ მომჩივანთან ურთიერთობა საზიანო იყო ა-ს განვითარებისთვის. პირიქით, დადგენილია ბავშვზე მეურვეობის ორგანოს და ექსპერტ ფსიქოლოგის მიერ რომ ძლიერი ორმხირივი კავშირი იყო მომჩივანს და ა-ს შორის და რომ მომჩივანი კარგად ზრუნავდა ბავშვზე.
შეჯამებისას უნდა აღინიშნოს, რომ სახელმწიფო ორგანოებმა ვერ დააკმაყოფილეს ვალდებულება შეენარჩუნებინათ ოჯახური კავშირები მომჩივანს და ა-ს შორის. მომჩივანის სრული და ავტომატური ამორიცხვა ა-ს ცხოვრებიდან მას შემდეგ რაც მისი მამობა გაუქმდა და ეროვნული დებულებების მოუქნელობა - განსაკუთრებით კი კონტაქტის შენარჩუნების უფლება ა-ს საუკეთესო ინტერსების სწორი შეფასების გარეშე - არღვევს მომჩივანის ოჯახური ცხოვრების უფლებას.
დასკვნა: დარღვევა (ერთხმად).
მუხლი 41: არ არის მოთხოვნა ზიანის ანაზღაურებაზე
© ევროპის საბჭო/ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო
სამდივნოს მიერ მომზადებული მოცემული მოკლე მიმოხილვა
სასამართლოსათვის არასავალდებულოა.
იხილეთ აქ სასამართლო პრაქტიკის საინფორმაციო ბროშურები
© ევროპის საბჭო/ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო, 2015
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს ოფიციალური ენებია ინგლისური და ფრანგული. წინამდებარე თარგმანი შესრულებულია ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა სატრასტო ფონდის ხელშეწყობით (/humanrightstrustfund). იგი სასამართლოსათვის სავალდებულო ხასიათს არ ატარებს და არც მის ხარისხზე აკისრებს პასუხისმგებლობას. მოცემული დოკუმენტი შეიძლება ჩამოტვირთულ იქნას ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს HUDOC სასამართლო პრაქტიკის მონაცემთა ბაზიდან () ან ნებისმიერი სხვა მონაცემთა ბაზიდან, რომელთანაც სასამართლომ მოახდინა მისი გაზიარება. დასაშვებია თარგმანის რეპროდუქცირება არაკომერციული მიზნებისათვის იმ პირობით, რომ მოხდება საქმის სრული სახელწოდების ციტირება, მოცემულ საავტორო უფლებების აღნიშვნასა და ადამიანის უფლებათა სატრასტო ფონდზე მითითებით. წინამდებარე თარგმანის ნებისმიერი ნაწილის კომერციული მიზნებით გამოყენების სურვილის შემთხვევაში, გთხოვთ მოგვწეროთ შემდეგ მისამართზე: publishing@.
© Council of Europe/European Court of Human Rights, 2015
The official languages of the European Court of Human Rights are English and French. This translation was commissioned with the support of the Human Rights Trust Fund of the Council of Europe (/humanrightstrustfund). It does not bind the Court, nor does the Court take any responsibility for the quality thereof. It may be downloaded from the HUDOC case-law database of the European Court of Human Rights () or from any other database with which the Court has shared it. It may be reproduced for non-commercial purposes on condition that the full title of the case is cited, together with the above copyright indication and reference to the Human Rights Trust Fund. If it is intended to use any part of this translation for commercial purposes, please contact publishing@.
© Conseil de l’Europe/Cour européenne des droits de l’homme, 2015
Les langues officielles de la Cour européenne des droits de l’homme sont le français et l’anglais. La présente traduction a été effectuée avec le soutien du Fonds fiduciaire pour les droits de l’homme du Conseil de l’Europe (/humanrightstrustfund). Elle ne lie pas la Cour, et celle-ci décline toute responsabilité quant à sa qualité. Elle peut être téléchargée à partir de HUDOC, la base de jurisprudence de la Cour européenne des droits de l’homme (), ou de toute autre base de données à laquelle HUDOC l’a communiquée. Elle peut être reproduite à des fins non commerciales, sous réserve que le titre de l’affaire soit cité en entier et s’accompagne de l’indication de copyright ci-dessus ainsi que de la référence au Fonds fiduciaire pour les droits de l’homme. Toute personne souhaitant se servir de tout ou partie de la présente traduction à des fins commerciales est invitée à le signaler à l’adresse suivante : publishing@.
Full & Egal Universal Law Academy