დოკუმენტი მომზადებულია საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადამიანის უფლებათა ცენტრის () მიერ. თარგმანის ხელახალი გამოქვეყნების ნებართვა გაცემულია მხოლოდ სასამართლოს HUDOC მონაცემთა ბაზაში განთავსების მიზნით.
The document was provided by the Supreme Court of Georgia, Human Rights Centre (). Permission to re-publish this translation has been granted for the sole purpose of its inclusion in the Court’s database HUDOC.
საინფორმაციო ბროშურა სასამართლოს პრეცედენტულ სამართალზე №164
ივნისი 2013
ნენჩევა და სხვები ბულგარეთის წინააღმდეგ - 48609/06
გადაწყვეტილება 18.6.2013 [IV სექცია]
მუხლი 2
პოზიტიური ვალდებულებები
მუხლი 2-1
სიცოცხლე
ეფექტური გამოძიება
ბავშვთა საცხოვრებლის მცხოვრებთა/ბინადართა სიცოცხლის დასაცავად სათანადო ზომების მიუღებლობა, ან იქ არსებული პირობებით გამოწვეული სიკვდილიანობის ეფექტურად გამოუძიებლობა: დარღვევა
ფაქტები - ცხრა მომჩივანი წარმოადგენდა თხუთმეტი ბავშვიდან შვიდის და ოცდაორი წლის ასაკამდე პირების, რომლებმაც ახლახანს მიაღწიეს სრულწლოვანებას, მშობელს, რომლებიც გარდაიცვალნენ 1996/97 წლის ზამთარში, მძიმე გონებრივი შესაძლებლობების მქონე ბავშვთა სახლში, სოფელ ჟურკოვოში. სასამართლოს წინაშე ისინი აცხადებდნენ, რომ სახელმწიფომ ვერ შეასრულა პოზიტიური ვალდებულებები თავისი მზრუნველობით დაეცვათ ადამიანების სიცოცხლე იმ გარემოებაში, რომელიც მათი სიცოცხლისათვის და კეთილდღეობისთვის მყისიერ საფრთხეს ქმნიდა და ეწარმოებინათ მათ სიკვდილზე პასუხისმგებელ პირთა იდენტიფიცირებაზე ორიენტირებული გამოძიება.
სამართალი - მუხლი 2: პირველ რიგში უნდა დადგინდეს რა ვალდებულებები წარმოეშვა მოპასუხე სახელმწიფოს მოცემული საქმის სპეციფიკური გარემოებებიდან გამომდინარე. ყველა ბავშვი და სრულწოვანებას მიღწეული პირები იმყოფებოდნენ სახელმწიფო მზრუნველობის ქვეშ სპეციალიზებულ საზოგადოებრივ შენობაში და ხელმძღვანელთა განსაკუთრებული მეთვალყურეობის ქვეშ მათი განსაკუთრებული მოწყვლადობის გამო, სხვა ფაქტორებთან ერთად. მომჩივნის შვილები უკიდურესად ღარიბ პირობებში იყვნენ: მათ არასაკმარისად ჰქონდათ საკვები, ტანსაცმელი და წამალი, ჰქონდათ ცუდი თეთრეული და ცხოვრობდნენ ოთახში, სადაც გათბობა ზამთრისთვის შეუსაბამო იყო. ამგვარი პირობები გარდაუვლად რისკის ქვეშ აყენებდა ავადმყოფი ბავშვების სიცოცხლეს, რომლებიც იტანჯებოდნენ დაავადებებით, რომელიც მოითხოვდა სპეციფიკურ და ინტენსიურ ზრუნვას. სექტემბრის თვიდან, ანუ ადრეული შემოდგომიდან და დაახლოებით სამი თვით ადრე, სანამ პირველი ბავშვი მოკვდებოდა საცხოვრებელში, შრომისა და სოციალური დაცვის და სხვა სახელმწიფო დაწესებულებების მაღალი თანამდებობის პირები გააფრთხილეს ჟურკოვოს სახლში ბავშვების სიცოცხლის და კეთილდღეობის მიმართ არსებული რისკის თაობაზე. უფრო მეტიც, მმართველი მუდმივად ყურადღებას ამახვილებდა პირობების სერიოზულ ხასიათზე და ბავშვებისთვის საჭირო მზურნველობის მიწოდების სიძნელეზე და დახმარებისთვის მიმართავდა მრავალ საჯარო და ჰუმანიტარულ სტრუქტურას. თანამდებობის პირებს რამდენიმე ეტაპზე ჰქონდათ ზუსტი ცოდნა საცხოვრებელში ბავშვთა კეთილდღეობის მიმართ არსებული რეალური საფრთხის თაობაზე. გარდა ამისა _ ეს გახლდათ გადამწყვეტი ფაქტორი _ ტრაგიკული მოვლენა არ მომხდარა უცაბედად, ერთჯერადად და წინასწარ განჭვრეტის შეუძლებლობის მანერით. მანამდეც იყო გარდაცვალებების შემთხვევები და საცხოვრებელში ტრაგედიები დროდადრო ხდებოდა. თხუთმეტი ბავშვი და ის პირები, რომლებიც მაშინ გახდნენ სრულწლოვანნი, რომელთაგან შვიდი მომჩივნის შვილები იყვნენ, გარდაიცვალნენ 1996 წლის 15 დეკემბერსა და 1997 წლის 14 მარტს შორის, რაც არის დაახლოებით სამი თვის პერიოდი. ამრიგად, მოცემული საქმე ეხება სიტუაციას, როდესაც სახელმწიფო მზრუნველობის ქვეშ მყოფი მოწყვლადი პირების სიცოცხლე საფრთხეში იყო, რის თაობაზეც ხელისუფალნი სრულად ინფორმირებულნი იყვნენ. შესაბამისად, საკითხი შეეხო არამარტო მომჩივანთა ინდივიდუალურ სიტუაციას, არამედ საჯარო ინტერესსაც წარმოადგენდა. მაშასადამე, სახელმწიფო თანამდებობის პირები ვალდებულები იყვნენ, გადაუდებელი აუცილებლობის გამო, გადაედგათ სათანადო ნაბიჯები, რათა დაეცვათ ბავშვების სიცოცხლე, მიუხედავად მათი მშობლების ქმედებებისა და მოეწოდებინათ ახსნა-განმარტება სიკვდილის გამომწვევ მიზეზებთან და შესაძლო პასუხისმგებელ პირებთან დაკავშირებით მათ მიერ ინიცირებული საქმის წარმოების გზით.
რაც შეეხება თანამდებობის პირთა ვალდებულებას, განეხორციელებინათ დაცვითი ქმედებები, საქმის დოკუმენტებში არსებული მრავალი ელემენტი, რამდენიმე თვის განმავლობაში მმართველის გაფრთხილებებზე საცხოვრებლის პირობების თაობაზე პასუხგაუცემლობა და სწრაფი და სათანადო სამედიცინო დახმარების აშკარა ნაკლებობა, აჩვენებდა, რომ თანამდებობის პირებს არ მიუღიათ დაუყოვნებელი, რეალური და საკმარისი ზომები, რათა თავიდან აეცილებინათ სიკვდილიანობა, მიუხედავად იმისა, რომ ჰქონდათ ზუსტი ცოდნა იმ რეალური და მყისიერი საფრთხის შესახებ, რომელიც ამ პირების სიცოცხლეს ემუქრებოდა. აღნიშნულთან მიმართებით ოფიციალური ახსნა-განმარტება გაკეთებული არ ყოფილა.
ოფიციალური ეფექტური გამოძიების დაწყების ვალდებულებასთან მიმართებით, მომჩივნების უფლება, სამოქალაქო საქმის წარმოების მეშვეობით მოითხოვონ და დაეუფლონ ინდივიდუალურ კომპენსაციას, არ შეიძლება მიჩნეული იყოს ადეკვატურ პასუხად კონვენციის მეორე მუხლის პირობებიდან გამომდინარე, სადაც განმტკიცებულია სასამართლო სისტემის შემაკავებელი ეფექტი და მოეთხოვებოდა არ დარღვეულიყო მისი მნიშვნელოვანი როლის შესრულება სიცოცხლის უფლების დარღვევის თავიდან ასაცილებლად. საქმეში არსებული ფაქტები მიუთითებდა განსაკუთრებულ სიტუაციაზე და არა გულგრილობის რუტინულ შემთხვევაზე. ამასთანავე, მიუხედავად იმისა, რომ მომჩივნებისთვის შესაძლებელი იყო ფაქტების დადგენა და კომპენსაციის მოპოვება, ის ფაქტი, რომ კომპენსაციისთვის სამოქალაქო საქმის წარმოების დაწყება დამოკიდებული იყო მხოლოდ მომჩივნების ინიციატივაზე, ნიშნავდა, რომ სადავო ზიანის ანაზღაურება, შედეგის მიუხედავად, არ შეიძლება გათვალისწინებული ყოფილიყო, რადგან მეორე მუხლი მოცემულ საქმეში ბულგარეთის ხელისუფლებისწარმომადგენლებს აკისრებდა ვალდებულებას, ეწარმოებინათ გამოძიება საკუთარი ინიციატივით.
რაც შეეხება გულმოდგინების და სისწრაფის მოთხოვნას, ოფიციალური გამოძიება არ დაწყებულა შემთხვევიდან ორ წელზე მეტი დროის განმავლობაში. უფრო მეტიც, სისხლისსამართლებრივი წარმოება შემდგომში გაგრძელდა დაახლოებით რვა წელი, მათ შორის, დაახლოებით ექვსი წელი მხოლოდ წინასწარი გამოძიება მიმდინარეობდა. კერძოდ, ბრალმდებელი თანამდებობის პირები არ ყოფილან აქტიურები 2001 წლიდან 2004 წლის აპრილამდე. სიმართლეს წარმოადგენდა, რომ გამოძიება განსაკუთრებულად რთული იყო. მაშასადამე, ნებისმიერი ოფიციალური სამართალწარმოების დაუწყებლობა, ტრაგიკული მოვლენიდან ორი წლის განმავლობაში, წინასწარი გამოძიების ხანგრძლივობასთან ერთად, რომელიც შეიცავდა თითქმის ოთხწლიანი უმოქმედობის პერიოდს, შესაძლებელს ხდიდა გამოძიების ეფექტურობის შებღალვას, მიუხედავად შემდგომში გამოჩენილი გულმოდგინებისა. კავშირში მყოფი სამი სასამართლო ორგანოს მიერ. უფრო მეტიც, გამოძიებამ ვერ შეძლო წარმატებით დაედგინა იმის შესაბამისი მნიშვნელობა, როგორიცაა სიკვდილის გამომწვევი შესაძლო ფაქტორები, ბავშვთა დაცვისათვის სისტემაში მომხდარი თითოეული წარუმატებლობა, მხედველობაში მიეღოთ მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა და ბუნებრივი საშუალო სიცოცხლის მაჩვენებელი იმ პირობებში, რომელშიც ისინი იმყოფებოდნენ. სისხლის სამართლოს წარმოების დაყოვნებებმა ასევე შეუძლებელი გახადა იმის გარკვევა, შეიტანეს თუ არა წვლილი ტრაგიკულ მოვლენაში ბავშვთა სახლის მართვაზე პასუხისმგებელმა პირებმა. შესაბამისად, თანამდებობის პირებზე არ შეიძლება ითქვას, რომ ისინი მოქმედებდნენ სათანადო გულმოდგინებით; ამან ხელი შეუშალა სიკვდილის გამომწვევი მიზეზების და ამ მიზეზებისა და სხვადასხვა პასუხისმგებელი თანამდებობის პირების ქმედებებს შორის შესაძლო კავშირის არსებობის სწრაფად დადგენას.
გამოძიების მასშტაბთან მიმართებით, სისტემა თეორიულად საფუძვლიანი აღმოჩნდა, რათა განემტკიცებინა სიცოცხლის უფლების დაცვა განხილულ კონტექსტში. სისხლის სამართლის კოდექსმა დასჯადი გახადა დანაშაული, რომელიც გულგრილობით ან კანონით დადგენილი სამართლებრივი გარანტის ფუნქციის დარღვევით, პროფესიული ან სხვა რისკის შემცველი საქმიანობის განხორციელებისას და კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში, შეეძლო პირისთვის სიკვდილის გამოწვევა; კანონით დადგენილი ზრუნვის ვალდებულების დარღვევით სიკვდილის გამოწვევა. ასევე, დანაშაულს წარმოადგენდა საფრთხეში მყოფი მოწყვლადი პიროვნებისთვის დახმარებაზე შეგნებულად უარის თქმა. სასამართლოებმა დაადგინეს, რომ ბავშვთა სახლის სამმა დასაქმებულმა, რომელთაც ბრალი ედებოდათ, ყველა ღონე იხმარეს რათა დაეცვათ ბავშვების სიცოცხლე; სასამართლოებმა გარკვევით განაცხადეს, რომ სისტემის გადატვირთული მუშაობა დაკავშირებული იყო იმ თანამდებობის პირებთან, რომლებმაც მმართველის საჩივრებზე პასუხის გაცემა ვერ უზრუნველყვეს. მაშასადამე, სასამართლო აღნიშნულ დასკვნამდე მივიდა ბავშვთა სახლში სამი დასაქმებულის წინააღმდეგ წაყენებული ბრალის ფარგლებში ჩატარებული სამართალწარმოების კონტექსტში. მათ მიერ დადგენილმა ფაქტებმა ასახვა არ ჰპოვა იმის შეფასებისას, იყო თუ არა სისტემაში ჩავარდნა წარმოშობილი თანამდებობის პირების წარმომადგენლების უკანონო ქმედებებით, რის თაობაზეც ამ უკანსკნელთ უნდა მოეთხოვოთ პასუხი. ჩატარებულმა გამოძიებამ, ამასთანავე, ვერ შეძლო ნათელი მოეფინა ტრაგიკული მოვლენის ირგვლივ არსებული გარემოებებისთვის, დაედგინა სიკვდილის ყველა ხელშემწყობი ფაქტორი და შეეფასებინა ერთის მხრივ, სათანადო მნიშვნელობის მქონე ბუნებრივი ფაქტორები და მეორეს მხრივ, სისტემის წარუმატებლობა, მოეხდინათ სწრაფი და შესაფერისი რეაგირება ბავშვების სიცოცხლისა და კეთილდღეობის მიმართ შექმნილ საფრთხეზე. მსგავსი სახის ანალიზი, მიღებული სწრაფად და შესაფერისი ხერხით, შესაძლებელს გახდიდა პასუხისმგებელი პირების იდენტიფიცირებას, რათა მომავალში ასეთი მოვლენების რეციდივის თავიდან აცილება მომხდარიყო.
დასკვნა: დარღვევა(ერთხმად).
მუხლი 41: 10,000 ევრო ორ მომჩივანს არამატერიალურ ზიანისთვის, დარღვევის დადგენა წარმოადგენდა საკმარის დაკმაყოფილებას დანარჩენი მომჩივნების არამატერიალური ზიანისთვის.
© ევროპის საბჭო/ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო
სამდივნოს მიერ მომზადებული მოცემული მოკლე მიმოხილვა
სასამართლოსათვის არასავალდებულოა.
იხილეთ აქ სასამართლო პრაქტიკის საინფორმაციო ბროშურები
Full & Egal Universal Law Academy