დოკუმენტი მომზადებულია საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადამიანის უფლებათა ცენტრის () მიერ. თარგმანის ხელახალი გამოქვეყნების ნებართვა გაცემულია მხოლოდ სასამართლოს HUDOC მონაცემთა ბაზაში განთავსების მიზნით.
The document was provided by the Supreme Court of Georgia, Human Rights Centre (). Permission to re-publish this translation has been granted for the sole purpose of its inclusion in the Court’s database HUDOC.
საინფორმაციო ბროშურა სასამართლოს პრეცედენტულ სამართალზე N169
დეკემბერი 2013
ნ.კ. საფრანგეთის წინააღმდეგ - 7974/11
გადაწყვეტილება 19.12.2013 [V სექცია]
მუხლი 3
გაძევება
პაკისტანში მომჩივნისადმი ცუდად მოპყრობის რისკი აჰმადიზმის რწმენაზე მოქცევის გამო: დეპორტაცია გამოიწვევდა დარღვევას
ფაქტები – მომჩივანი, რომელიც პაკისტანში სუნიტი მუსულმანების ოჯახიდან იყო, გადავიდა აჰმადის რელიგიაზე. 2009 წელს იგი ჩავიდა საფრანგეთში, სადაც მის განაცხადს, თავშესაფრის მოპოვების თაობაზე, უარი ეთქვა.
სამართალი – მუხლი 3: პაკისტანში ზოგადი სიტუაციის გათვალისწინებით, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის რისკი აჰმადის მოძრაობის წევრების მიმართ იყო კარგად დოკუმენტირებული, როგორც საერთაშორისო დასკვნებით, ასევე ბრიტანეთის უმაღლესი სასამართლოს მითითებით. თანამდებობის პირები ზოგადად არ იცავდნენ მათ და ხშირად მონაწილეობდნენ კიდეც მათ დევნაში, კერძოდ, ღვთისგმობის საწინააღმდეგო კანონმდებლობის საფუძველზე. ამრიგად, უმაღლესი სასამართლოს მითითებები განსაკუთრებით უსმევდა ხაზს აჰმადიზმის მიმდევართა განცდილ რისკებზე, რომლებიც თავიანთ რელიგიას საჯაროდ ქადაგებდნენ და სხვების თავიანთ რწმენაზე მოქცევას ცდილობდნენ, განსხვავებით იმათგან, რომლებიც საკუთარ რწმენას ჩუმად მისდევდნენ და თანამდებობის პირები არ აწუხებდნენ. ამ უკანასკნელის გათვალისწინებით, იმისათვის, რომ მომხადრიყო მესამე მუხლის დაცვა, აჰმადის მოძრაობის წევრობის ფაქტი საკმარისი არ იყო. მომჩივანს უნდა ეჩვენებინა, რომ იგი ღიად მისდევდა ამ რელიგიას და პროზელიტიზმით იყო დაკავებული, ან სულ მცირე, აღიქმებოდა როგორც ასეთად, პაკისტანის ხელისუფლების წარმომადგენელთა მიერ.
მომჩივანმა წარმოადგინა დეტალური ანგარიში, განმტკიცებული რამდენიმე დოკუმენტით. თუმცა, აღნიშნული მასალები უარყვეს თანამდებობის პირებმა მოკლე განმარტებით. უფრო მეტიც, მთავრობამ არ მიიღო არც ერთი მტკიცებულება, რომელიც აშკარად ეჭვს იწვევდა წარმოდგენილი დოკუმენტების ავთენტურობაზე. შესაბამისად, მომჩივნის საიმედოობასთან დაკავშირებით ეჭვის მიზეზი არ არსებობდა. მას არ შეეძლო შემდგომში ემტკიცებინა მისი ანგარიშის უტყუარობა ან მის მიერ წარდგენილი მტკიცებულების ავთენტურობა. იმ კითხვასთან მიმართებით, გაურბოდა თუ არა იგი ცუდად მოპყრობის რისკს პაკისტანში დაბრუნების შემთხვევაში, მომჩივანმა წარმოადგინა დოკუმენტები, რომელიც აჩვენებდა, რომ პაკისტანელი თანამდებობის პირები მას აღიქვამდნენ არა როგორც აჰმადის მოძრაობის უბრალო მიმდევარს, არამედ როგორც მქადაგებელს და ამგვარად, დაბრუნების შემთხვევაში, მას ჰქონდა შესამჩნევი პროფილი, რაც ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან მტრული ყურადღების გამომწვევი იყო. საბოლოოდ, რამდენადაც მთავრობამ ვერ შეძლო სერიოზული კითხვის ნიშნის ქვეშ დაეყენებინა მომჩივნის შიშები და მისი პროფილისა და პაკისტანში აჰმადისტების სიტუაციის გათვალისწინებით, მომჩივანს მისი წარმოშობის ქვეყანაში დაბრუნება დააყენებდა სასტიკი მოპყრობის რისკის წინაშე კონვენციის მესამე მუხლის დარღვევით.
დასკვნა: გადაცემა გამოიწვევდა დარღვევას (ერთხმად)
მუხლი 41: ზიანთან დაკავშირებით მოთხოვნა არ ყოფილა წაყენებული.
© ევროპის საბჭო/ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო
სამდივნოს მიერ მომზადებული მოცემული მოკლე მიმოხილვა
სასამართლოსათვის არასავალდებულოა.
იხილეთ აქ სასამართლო პრაქტიკის საინფორმაციო ბროშურები
Full & Egal Universal Law Academy