დოკუმენტი მომზადებულია საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადამიანის უფლებათა ცენტრის () მიერ. თარგმანის ხელახალი გამოქვეყნების ნებართვა გაცემულია მხოლოდ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს HUDOC-ის მონაცემთა ბაზაში განთავსების მიზნით.
The document was provided by the Supreme Court of Georgia, Human Rights Centre (). Permission to re-publish this translation has been granted for the sole purpose of its inclusion in the European Court of Human Rights’ database HUDOC.
მეოთხე სექცია
საქმე „ნ.წ. და სხვები საქართველოს წინააღმდეგ“
(N.TS. AND OTHERS v. GEORGIA)
(განაცხადი № 71776/12)
გადაწყვეტილება
სტრასბურგი
2 თებერვალი, 2016 წელი
წინამდებარე გადაწყვეტილება საბოლოოა კონვენციის 44-ე მუხლის მე-2 პარაგრაფში განსაზღვრული გარემოებების შემთხვევაში. შესაძლოა, მოხდეს გადაწყვეტილებაში სარედაქციო ხასიათის ცვლილებების შეტანა.
ნ.წ. და სხვები საქართველოს წინააღმდეგ – სასამართლო გადაწყვეტილება
1
საქმეში „ნ.წ. და სხვები საქართველოს წინააღმდეგ“,
ადამიანის უფლებების ევროპულმა სასამართლომ (მეოთხე სექცია), შემდეგი შემადგენლობით:
ანდრას შაიო, თავმჯდომარე,
მოსამართლეები:
ბოსტიან მ. ზუპანჩიჩი,
ნონა წოწორია,
კრჟისტოფ ვოიტცეკი,
ეგიდიუს კურისი,
იულია ანტონელა მოტოკი,
გაბრიელა კუცსკო - შტადლმაიერი,
და ფატოშ არაჩი, სექციის მდივნის მოადგილე,
განიხილა საქმე 2016 წლის 12 იანვარს და მიიღო შემდეგი გადაწყვეტილება, რომელიც ზემოთ აღნიშნულ დღეს იქნა მიღებული:
პროცედურა
2012 წლის 2 ნოემბერს ქალბატონმა ნ.წ-მ, რომელიც საკუთარი სახელითა და მისი დისშვილების ნ. ბ., ს. ბ. და ლ. ბ-ს („განმცხადებლები“) სახელით მოქმედებდა, ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის (შემდგომში „კონვენცია“) 34–ე მუხლის შესაბამისად, ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში საქართველოს წინააღმდეგ წარადგინა განაცხადი (N 71776/12). პალატამ სასამართლოს რეგლამენტის 47-ე მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად მიიღო გადაწყვეტილება განმცხადებლებისთვის ანონიმურობის მინიჭების თაობაზე.
განმცხადებლები წარმოდგენილნი იყვნენ „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ ადვოკატების - ქალბატონი ნ. ჯომარჯიძის, ქალბატონი თ. აბაზაძის, ქალბატონი ქ. შუბაშვილისა და ქალბატონი თ. დეკანოსიძის მიერ. საქართველოს მთავრობა (შემდგომში „მთავრობა“) წარმოდგენილი იყო მისი აგენტის ბატონი ლ. მესხორაძის მიერ, იუსტიციის სამინისტრო.
განმცხადებლები მიუთითებდნენ, რომ ადგილი ჰქონდა კონვენციის მე-8 მუხლის, პირადი და ოჯახური ცხოვრების პატივისცემის უფლების, დარღვევას ეროვნული სასამართლოების
2ნ.წ. და სხვები საქართველოს წინააღმდეგ – სასამართლო გადაწყვეტილება
მიერ ბავშვების მათი მამისთვის დაბრუნების განკარგულებაზე გადაწყვეტილების მიღების გზით.
4. 2014 წლის 26 მარტს განაცხადი გადაეგზავნა მთავრობას. 2015 წლის 02 ივნისს მხარეებს მიეცათ დამატებითი მასალების წარმოდგენის შესაძლებლობა.
ფაქტები
საქმესთან დაკავშირებული გარემოებები
ქ-ნი ნ. წ. საქართველოს მოქალაქეა, დაბადებული 1976 წელს, ცხოვრობს თბილისში. მისი სამი დისშვილი - ნ. ბ., და ტყუპი ბიჭები - ს. ბ. და ლ. ბ. - დაიბადნენ 2002 და 2006 წლებში. განმცხადებლების მიერ წარმოდგენილი მონაცემების საფუძველზე საქმესთან დაკავშირებული ფაქტები შეიძლება შემდეგი სახით შეჯამდეს:
A. ზოგადი ინფორმაცია
ქალბატონი ნ. წ-ს დამ ურთიერთობა დაიწყო გ. ბ-სთან 2000 წელს და წყვილი ცალკე საცხოვრებლად გადავიდა. მათ სამი შვილი შეეძინათ - ნ. ბ., ს. ბ. და ლ. ბ.
2006 წელს გ. ბ. გასამართლებულ იქნა ნარკოტიკების უკანონო მოხმარებისთვის და განესაზღვრა ხუთწლიანი პირობითი მსჯავრდება. 2008 წელს გ. ბ-ს დაუსვეს ფსიქიკური და ქცევითი მოშლილობის დიაგნოზი. იმავე წელს მან დაიწყო მეტადონით ჩანაცვლების მკურნალობის კურსის გავლა (რაც წარმოადგენს წამალდამოკიდებულების მკურნალობის სპეციალიზებული პროგრამის ნაწილს). 2009 წელს გ.ბ-ი დაჯარიმდა ადმინისტრაციული კოდექსის დარღვევის გამო, ნარკოტიკების უკანონო მიღების დამატებით ორი შემთხვევისთვის.
2009 წლის 26 ნოემბერს ბიჭების დედა საქმისგან დამოუკიდებელ გარემოებებში გარდაიცვალა. ბავშვები გადავიდნენ დეიდებთან და დედის მხრიდან ბებია-ბაბუასთან საცხოვრებლად. 2009 წლის დეკემბრის ბოლოს გ. ბ-მ მოითხოვა ბიჭების დაბრუნება, მაგრამ დედის ოჯახმა უარი განაცხადა მისი მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე.
ნ.წ. და სხვები საქართველოს წინააღმდეგ – სასამართლო გადაწყვეტილება
3
მისი სამედიცინო დოკუმენტაციის შესაბამისად, 2010 წლის თებერვალში გ. ბ-ის წამალდამოკიდებულება რემისიის ფაზაში გადავიდა; პიროვნული აშლილობის ნიშნები არ დაფიქსირებულა და დადგინდა, რომ იგი გარემოზე ადეკვატურ რეაგირებას ახდენდა. 2010 წლის 10 თებერვლის დიაგნოზის მიხედვით მას დაუდგინდა რემისიის ადრეული სტადია. სამედიცინო ანგარიშის შესაბამისად, იგი არ წარმოადგენდა საფრთხეს საკუთარი თავის ან მის გარშემო მყოფი პირებისათვის და გააჩნდა ჯანსაღი ცხოვრების დაწყების მოტივაცია. კიდევ ერთი, 2010 წლის 26 თებერვლით დათარიღებული სამედიცინო ცნობის თანახმად, გ. ბ-ის ცენტრალური ნერვული სისტემა არ იყო დაზიანებული და გ. ბ-ი არ გააჩნდა რაიმე სახის ფსიქიკური პათოლოგიას.
საქმის წარმოება
2010 წლის 5 იანვარს გ. ბ-მ თბილისის საქალაქო სასამართლოს მიმართა მისი ვაჟიშვილების დაბრუნების მოთხოვნით, სამოქალაქო კოდექსის 1204-ე მუხლის შესაბამისად. 2010 წლის 12 იანვარს პირველი ინსტანციის სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება საქმის წარმოებაში „სოციალური მომსახურების სააგენტოს“ (შემდგომში „სმს“) ჩართვის შესახებ. სასამართლოს განკარგულებით საქმის მასალები უნდა გადაგზავნილიყო სმს-ში, სმს-ს უნდა დაენიშნა ბიჭების ინტერესების დამცველი წარმომადგენელი და სმს-ს უნდა ჩაეტარებინა ბავშვების მამისა და დედის მხრიდან ოჯახების სოციალური გარემოსა და საცხოვრებელი პირობების შეფასება.
შეფასება სმს-ს ვაკე-საბურთალოს რაიონულმა განყოფილებამ განახორციელა. განყოფილების წარმომადგენელი ეწვია გ. ბ-სა და დედის ოჯახის საცხოვრებელ ადგილებს, ჩაატარა გასაუბრება გ. ბ-სთან, მამის მხრიდან - ბებია-ბაბუასთან, მათ რამდენიმე მეზობელთან, დედის ოჯახთან და ბიჭების ყოფილ ძიძასთან. შესაბამისმა სოციალურმა მუშაკმა დაადგინა, რომ ორივე ადგილას საცხოვრებელი პირობები დამაკმაყოფილებელი იყო. რაც შეეხება თავად ბიჭებს, სოციალურმა მუშაკმა მიუთითა შემდეგი:
„რაც შეეხება ბავშვების ინტერესებს, მათ ესაჭიროებათ მზრუნველი და უსაფრთხო გარემო.... ორივე ოჯახმა უნდა გაითვალისწინოს ბავშვების საჭიროებები და ის, თუ როგორ გაუწიონ ბავშვებს დახმარება შეთანხმებული ორმხრივი ძალისხმევის გზით, რათა ყველაზე იოლად
4ნ.წ. და სხვები საქართველოს წინააღმდეგ – სასამართლო გადაწყვეტილება
მოხდეს იმ ფსიქოლოგიური ტრავმის გადატანა, რაც ბავშვებმა დედის გარდაცვალების/დაკარგვის გამო განიცადეს...“
პარალელურად სმს-ს ვაკე-საბურთალოს რაიონულმა განყოფილებამ ორგანიზება გაუწია ბიჭების ფსიქოლოგიურ შემოწმებას. ფსიქოლოგმა შეძლო მხოლოდ ტყუპების ნახვა მამისა და ოჯახის ახლობლების თანდასწრებით. მან დაადგინა, რომ ორივე ბავშვს მამის მიმართ გაორებული დამოკიდებულება გააჩნდა: ერთი მხრივ, თბილი დამოკიდებულება და სიყვარული და მეორე მხრივ - შიში. მისი დაკვირვების შესაბამისად, ბიჭების გარკვეული ემოციური და ქცევითი ხასიათის პრობლემები განპირობებული იყო მათში არაცნობიერად არსებული პროტესტით ორივე ოჯახთან ჯანსაღი ურთიერთობების ნაკლებობის მიმართ და მათ მიერ აღქმადი იმ სიტუაციის მიმართ, რომელშიც ბავშვებს უწევდათ ცხოვრება. დასკვნაში ფსიქოლოგი მიუთითებს, რომ ბავშვების სტრესულ სიტუაციას კიდევ უფრო ამძაფრებდა მათ თავს მოხვეული მამის ნეგატიური ხატი, რაც თავისთავად, შეიძლება საფრთხეს უქმნიდეს ბავშვების ფსიქოლოგიურ ჯანმრთელობასა და ცხოვრებას (“ფსიქოლოგის ანგარიში“, 2010 წლის 3 მარტი).
ამავე პერიოდში თბილისის სასამართლომ გამოსცა შუალედური განკარგულება, რომელიც უფლებას აძლევდა გ. ბ-ს ენახა შვილები ოჯახის ორი ახლობლის თანდასწრებით. საქმის მასალებიდან ნათელი ხდება, რომ მხოლოდ რამდენიმე შეხვედრის შემდეგ მესამე პირებმა უარი განაცხადეს შემდგომ შეხვედრებში მონაწილეობის მიღებაზე.
2010 წლის 23 აპრილს ბიჭები წაიყვანეს ბავშვთა საავადმყოფოში, სადაც ფსიქოლოგიური შემოწმების შემდეგ სამივე ბავშვს დაუდგინდა ფსიქოლოგიური აშლილობა - ახლობლის დაკარგვის შიში. აღინიშნა, რომ სამივე ბავშვს გააჩნდა ნეგატიური დამოკიდებულება მამის მიმართ და სხვადასხვა სახის შიში მამასთან დაკავშირებით. სამედიცინო დასკვნის შესაბამისად, ისინი ასევე ავლენდნენ მწვავე შფოთვას, რაც დედის გარდაცვალებით იყო განპირობებული. რეკომენდაციის თანახმად, არ უნდა მომხდარიყო ცვლილებების შეტანა მათ საცხოვრებელ გარემოში, რითაც თავიდან იქნებოდა აცილებული ბავშვებისთვის დამატებითი სტრესის შექმნა.
ამასთან ერთად, 2010 წლის 26 აპრილს ფსიქოლოგიის ინსტიტუტის სპეციალისტებმა საქმის მასალების საფუძველზე
ნ.წ. და სხვები საქართველოს წინააღმდეგ – სასამართლო გადაწყვეტილება
5
დაადგინეს, რომ დედის გარდაცვალების შედეგად ბიჭების მიერ გადატანილი ემოციური სტრესის და იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ მათი საცხოვრებელი ადგილი მათი დედის მხრიდან ბებია-ბაბუისა და დეიდების საცხოვრებელს წარმოადგენდა - არ იყო რეკომენდებული მათი მამასთან დაბრუნება. სპეციალისტისთვის დასმული კითხვები მომზადებულ იქნა დედის ოჯახის სახელით მოქმედი ადვოკატის მიერ. სპეციალისტებმა ასევე გამოიკვლიეს უფროსი ძმა პირადად და წარმოადგინეს შემდეგი დაკვირვებები:
„...[ნ. ბ.] გრძნობს ფრუსტრაციას იმ სიტუაციასთან დაკავშირებით, რომელშიც იგი იმყოფება; იგი ადვილად ღიზიანდება.... ბავშვი მგრძნობიარეა და შვებას პოულობს უსაფრთხო გარემოსა და ფანტაზიების სამყაროში ... იგი გაურბის ყველაფერს მისთვის არასასურველს, რათა თავიდან აიცილოს ტრავმა...
ჩვენი აზრით, ამ ეტაპზე არ არის რეკომენდირებული [ნ. ბ.]-ის სიტუაციის მკვეთრი ცვლილება, რათა თავიდან ავიცილოთ ბიჭის დამატებითი გაღიზიანება და ტრავმირება, და ბიჭს მივცეთ მშვიდ გარემოში რეაბილიტაციის საშუალება. აშკარაა, რომ მისთვის სარგებლის მომტანი იქნებოდა მამასთან ახლო ურთიერთობის ჩამოყალიბება და მამის, როგორც მზრუნველისა და დამცველის აღქმა, მაგრამ ამის მისაღწევად, ჩვენი აზრით, აუცილებელი იქნება დამატებითი დრო. მამამ უნდა მოიპოვოს მისი ნდობა და ბავშვმა ნელ-ნელა იგრძნოს მამასთან კომუნიკაციის კვლავ დამყარების საჭიროება....
ბავშვების ფსიქოლოგიური კეთილდღეობისთვის ... ჩვენ აუცილებლად მივიჩნევთ მამასა და მის შვილებს შორის ხელახალი ადაპტაციის შესატყვის პროცესს, მაგ.: გარკვეული პერიოდის განმავლობაში (მინიმუმ ერთი წელი) მამამ შვილებთან კომუნიკაცია უნდა დაამყაროს სტაბილური რეჟიმის პირობებში და ოფიციალურად მისაღებ ფორმატში, ბავშვების ნდობის ხელახალი მოპოვების მიზნით.“
2010 წლის 30 აპრილს სმს-მ დანიშნა ბიჭების დამატებითი ფსიქოლოგიური შემოწმება. მაგრამ აღნიშნული შემოწმების ჩატარება შეუძლებელი აღმოჩნდა, რადგან მამა მათ შემოწმებას დათანხმდა მხოლოდ იმ პირობით, რომ ამგვარი შემოწმება მისი თანდასწრებით და ნეიტრალურ ადგილას მოხდებოდა. ამასთან ერთად, დედის მხრიდან ოჯახის ინფორმაციით ბიჭებმა უარი განაცხადეს მამის ნახვაზე.
2010 წლის 18 მაისს თბილისის საქალაქო სასამართლომ გასცა განკარგულება სამი ბიჭის მამისთვის დაბრუნების შესახებ. გ. ბ.-ს უკანასკნელი სამედიცინო ჩანაწერების გათვალისწინებით, სასამართლომ დაადგინა, რომ იგი მზად იყო მშობლის
6ნ.წ. და სხვები საქართველოს წინააღმდეგ – სასამართლო გადაწყვეტილება
პასუხისმგებლობის განხორციელებისთვის. ამასთან ერთად, კომპეტენტურმა მოსამართლემ დაუშვებლად ცნო ბავშვების ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ სამედიცინო დასკვნა, როგორც არასანდო დასკვნა; მისი დასკვნის თანახმად ექსპერტების დასკვნები წინააღმდეგობაში იყო ფაქტობრივ გარემოებებთან და ეფუძნებოდა ფაქტებს, რომლებიც არ გამომდინარეობდა საქმის მასალებიდან. მოსამართლემ ასევე აღნიშნა, რომ ფსიქოლოგიური თვალსაზრისით ტყუპი ბიჭები მზად იყვნენ მამასთან დასაბრუნებლად; ისინი ტრავმირებულნი იყვნენ დედის სიკვდილის შედეგად და საჭიროებდნენ მამასთან ურთიერთობას. უფროს ვაჟთან დაკავშირებით, მოსამართლემ აღნიშნა, ფსიქოლოგების ანგარიშებზე დაყრდნობით, რომ მას გააჩნდა წინასწარ მომზადებული პასუხები.
18. დასკვნის სახით სასამართლომ მიუთითა შემდეგი:
„ზემოთხსენებულის საფუძველზე და იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ ბავშვების დედა გარდაიცვალა, ბავშვების მათი მამის და მათი ოჯახური გარემოსგან დაშორება არღვევს მათ უფლებას, აღიზარდონ ოჯახში და ეწინააღმდეგება მათ ინტერესებს...
მიმდინარე საქმეში დადგენილ იქნა, რომ მოპასუხეებს არ გააჩნიათ ბავშვების მათთან დატოვების არანაირი სამართლებრივი უფლება. განმცხადებლის [გ. ბ.]-ს მშობლის უფლებები არ არის შეზღუდული...
დადგინდა, რომ ბავშვების მათი მამისთვის დაბრუნება არ იქნება მათი ინტერესების საწინააღმდეგო, უფრო მეტიც, აუცილებელია და იქნება სასარგებლო მათთვის... ბავშვების საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით, [გ. ბ.]-ს მოთხოვნა დაკმაყოფილებულია, რამდენადაც ბავშვების ოჯახურ გარემოში აღზრდას დადებითი ზემოქმედება ექნება მათ ფიზიკურ და ინტელექტუალურ განვითარებაზე“.
საქმის მასალების მიხედვით, საქმის წარმოებაში ჩართულნი არ ყოფილან სმს-ს წარმომადგენლები.
დედის ოჯახმა გაასაჩივრა სასამართლოს გადაწყვეტილება. სხვა საკითხებთან ერთად, მათ პრეტენზია განაცხადეს იმასთან დაკავშირებით, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ ხელმისაწვდომი ფსიქოლოგიური მტკიცებულებები ცალმხრივად განიხილა; კერძოდ, იგი დაეფუძნა სმს-ს დასკვნას, რომელიც არ იყო სანდო, ამასთან, დაუსაბუთებლად უარყო სხვა სამედიცინო დასკვნები. ისინი ასევე აკრიტიკებდნენ იმ ფაქტს, რომ სასამართლოს გადაწყვეტილებაში
ნ.წ. და სხვები საქართველოს წინააღმდეგ – სასამართლო გადაწყვეტილება
7
ცენტრალური ადგილი ეკავა მამის უფლებებს, იმის ნაცვლად, რომ სასამართლოს ეხელმძღვანელა ბავშვების ინტერესებით.
21. 2011 წლის 24 თებერვალს თბილისის სააპელაციო სასამართლომ გააუქმა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება და დაადგინა, რომ ბავშვები უნდა დარჩენილიყვნენ მათი დედის ოჯახში. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა ფსიქოლოგიურ დასკვნებზე, რომელთა შესაბამისად, ბიჭებს ესაჭიროებათ სტაბილური და უსაფრთხო გარემო და ამ თვალსაზრისით, ნებისმიერ ძალდატანებით ცვლილებას შეიძლება გაეუარესებინა უკვე სტრესული მდგომარეობა. სამი მოსამართლისგან შემდგარმა კოლეგიამ შემდეგი დაადგინა:
„ ... მოცემულ ეტაპზე, დამატებითი დროის გასვლამდე და გ. ბ-ს გამოჯანმრთელების სპეციალისტების მიერ ოფიციალურად დადასტურებამდე ბავშვების გ.ბ-სთვის დაბრუნება,... და შესაბამისად ბავშვების რისკის წინაშე დაყენება, კოლეგიის მიერ მიჩნეულია დაუშვებლად ბავშვების უსაფრთხოების თვალსაზრისით. კოლეგიას მიაჩნია, რომ გ.ბ-მ უნდა მოახდინოს იმის დემონსტრირება, რომ იგი გამოჯანმრთელდა, უფრო მეტიც, ფსიქოლოგიურად უნდა მოამზადოს ბავშვები [მათი] მდგომარეობის ცვლილებისთვის, რათა ხელი შეუწყოს ბავშვების შემდგომ ადაპტაციას.“
კოლეგიამ ასევე მიუთითა, რომ ისინი იზიარებდნენ სპეციალისტების პოზიციას, რომლის მიხედვითაც, ბავშვების მათ მამასთან შეგუება უნდა მომხდარიყო ბუნებრივად. იმის გათვალისწინებით, რომ სხვადასხვა ობიექტური და სუბიექტური მიზეზების გამო, ბავშვების ურთიერთობა მათ ბიოლოგიურ მამასთან კვლავ სტრესული ხასიათის იყო, მოსამართლეების აზრით, მათი ჩვეული გარემოდან მოშორებას, შესაძლოა, მოეხდინა უარყოფითი ზემოქმედება ბავშვებზე.
სასამართლო ჩანაწერების მიხედვით, სმს-სა და სმს-ს რაიონული განყოფილების წარმომადგენლები ჩართულნი იყვნენ საქმის სააპელაციო წარმოებაში „დაინტერესებული მხარის“ სტატუსით.
2011 წლის 11 ოქტომბერს საქართველოს უზენაესმა სასამართლომ ხელახალი განხილვისთვის დაუბრუნა საქმე სააპელაციო სასამართლოს. სასამართლომ მიუთითა თბილისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაში არსებულ შემდგომ ნაკლოვანებებზე:
„საქმის კონკრეტული გარემოებებიდან და არასრულწლოვანი ბავშვების ინტერესებიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლომ დეტალურად
8ნ.წ. და სხვები საქართველოს წინააღმდეგ – სასამართლო გადაწყვეტილება
გამოიკვლია საქმის მასალები ბავშვების საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრასთან დაკავშირებით და დაასკვნა, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება უტყუარად არ ადგენს მშობლისა და შვილების დაშორების აუცილებლობას...
სადავოს არ წარმოადგენს, რომ წამალდამოკიდებულება ადამიანის ფსიქიკაზე უარყოფითად მოქმედებს. თუმცა, იმის გათვალისწინებით, რომ გ. ბ-ი მკურნალობს და საქმის მასალების შესაბამისად, მკურნალობას დადებითი შედეგები მოჰყვა, [მისი წამალდამოკიდებულება] არ იძლევა ცალსახა დასკვნის საფუძველს, რომ მამასთან ბავშვების ცხოვრება მათთვის სარისკო და სახიფათოა. ამასთან, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ისეთ ვითარებაში, როდესაც არსებობს არასრულწლოვანისთვის არაჯანსაღი გარემოს შექმნის ეჭვი, სასამართლოს სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობით შეუძლია თავისი ინიციატივით ჩართოს მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანო ბავშვების აღზრდაზე კონტროლის დასაწესებლად.
საკასაციო სასამართლო ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ ბავშვის აზრი მისი საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრასთან დაკავშირებით ძალიან მნიშვნელოვანია, თუმცა, იგი შეიძლება არ იქნეს გათვალისწინებული, თუკი მის ინტერესებს არ შეესაბამება... .
საკასაციო სასამართლო ხაზგასმით უთითებს, რომ იმ შემთხვევაში, თუკი არსებობს ეჭვი, რაც სასწრაფო რეაგირებას მოითხოვს, მშობლის უფლების არასწორად განხორციელებისა ან ბავშვის აღზრდასთან დაკავშირებული საკითხების არასწორად გადაწყვეტისა, ყველა ორგანო, მათ შორის, უპირველესად, სწორედ სასამართლო, რომელსაც კანონით სწორედ ამიტომ განესაზღვრა ინკვიზიციური უფლება ფაქტობრივი გარემოებების დადგენისა და გამოკვლევისა, ვალდებულია, მიიღოს კანონით გათვალსწინებული ზომები ბავშვების უფლებების დასაცავად და აქტიურად ჩართოს კომპეტენტური ორგანოები ამ მდგომარეობის მოსაწესრიგებლად. ამ დავის გადაწყვეტისას საყურადღებოა სამოქალაქო კოდექსის 11981 მუხლის დანაწესი, რომელიც ავალდებულებს მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს, აქტიურად ჩაერთოს არასრულწლოვანთა უფლებების, მათ შორის, განათლების უფლების დაცვაში და არა ზოგადი დაკვირვებებითა და მხოლოდ საცხოვრებელი პირობების შესწავლით შემოიფარგლოს...
საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს იმ გარემოებას, რომ საქმის მასალებით აშკარად იკვეთება ბავშვთა უფლებების დარღვევა ფიზიკური, გონებრივი, სულიერი და სოციალური განვითარებისა და აღზრდის საკითხში, რადგან კანონიერი წარმომადგენლის - მამის მიერ ვერ ხორციელდება შესაბამისი მოქმედებები ბავშვების განათლებასთან დაკავშირებით...“
25. და ბოლოს, სასამართლომ აღნიშნა, სააპელაციო სასამართლოს მიერ წარმოდგენილი დასაბუთების მსგავსად, მათ მდგომარეობაში ცვლილებისთვის ბავშვების ფსიქოლოგიური
ნ.წ. და სხვები საქართველოს წინააღმდეგ – სასამართლო გადაწყვეტილება
9
მომზადების მნიშვნელოვნება. თუმცა, სასამართლომ დაადგინა, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს შუალედური ღონისძიების შესახებ განკარგულების მიუხედავად, არ მომხდარა შეხვედრების ორგანიზება ბავშვებსა და მათ მამას შორის, რადგან ოჯახის ახლობლებმა უარი განაცხადეს ამგვარ შეხვედრებში მონაწილეობაზე. ამ გარემოებებში, არ ყოფილა ნათლად წარმოდგენილი, თუ რა სახისა უნდა ყოფილიყო მამასთან შეგუების ბუნებრივი პროცესი.
2011 წლის ნოემბერში თბილისის სააპელაციო სასამართლოში განახლდა საქმის წარმოება. დედის ოჯახი ამტკიცებდა, რომ გ. ბ-ს არ აინტერესებდა მისი ბიჭების ნახვა და მათთან კონტაქტისა და ურთიერთობის აღდგენა. მათი განცხადებით, ბოლოს მამამ ბიჭები 2010 წლის აპრილში ნახა. ისინი ასევე აკრიტიკებდნენ იმ ფაქტს, რომ გ.ბ-მ სატელევიზიო შოუში ღიად ისაუბრა ბიჭებთან დაკავშირებულ სადავო მდგომარეობაზე, რამაც, მათი განცხადებით, ბავშვების კიდევ უფრო ტრამვირება გამოიწვია. უფროს ბიჭს რცხვენოდა სკოლაში წასვლა, რადგან ყველამ იცოდა მის ოჯახში არსებული მდგომარეობის შესახებ. დედის ოჯახის განცხადებით, მას უსვამდნენ კითხვებს მისი „ნარკომანი“ მამის შესახებ. დედის ოჯახმა ასევე განაცხადა, რომ სმს-ს ასევე არ გამოუჩენია აბსოლუტურად არანაირი ინტერესი ბავშვების მიმართ, არ მომხდარა მათი მოკითხვა ერთ წელზე მეტი პერიოდის განმავლობაში. მამამ, თავის მხრივ, განაცხადა, რომ მას არ სურდა ბავშვების მასთან გადასვლა, თუ ისინი თავად არ შეიცვლიდნენ აზრს.
2011 წლის 24 ნოემბერს, გ. ბ-ს მოთხოვნის საფუძველზე სასამართლომ გამოსცა განკარგულება შუალედური ღონისძიების შესახებ, რომლის მიხედვითაც, ამ უკანასკნელს მიეცა შვილების ნახვის უფლება სმს-ს წარმომადგენლის თანდასწრებით. სააპელაციო სასამართლომ სმს-ს დაუსვა კითხვები ამ შეხვედრების მიმდინარეობის შესახებ.
2012 წლის 11 და 18 დეკემბერს სამი სოციალური მუშაკი წავიდა ბიჭების სანახავად დედის ოჯახის ბინაში. ვიზიტის შემდეგ მომზადებული ანგარიშის შესაბამისად („2012 წლის 4 იანვრის ანგარიში“), ორივე ვიზიტისას დაფიქსირდა ნეგატიური რეაქცია დედის ოჯახის წევრებისგან. 2012 წლის 11 დეკემბერს ბიჭებმა უარი განაცხადეს სოციალურ მუშაკებთან მარტო დარჩენაზე და
10ნ.წ. და სხვები საქართველოს წინააღმდეგ – სასამართლო გადაწყვეტილება
მათთან საუბარზე, მეორე შეხვედრაზე კი, მხოლოდ უფროსმა ბიჭმა ისაუბრა სოციალურ მუშაკებთან. სოციალურმა მუშაკებმა დაასკვნეს, რომ ბავშვების ფსიქო-ემოციური მდგომარეობა გაუარესდა. უფრო მეტიც, ანგარიში N-ის მიხედვით, ბავშვმა გარკვევით გამოხატა მამისა და სოციალური მუშაკების მიმართ თავისი ნეგატიური დამოკიდებულება. ამასთან დაკავშირებით, სოციალური მუშაკების ანგარიშში ვკითხულობთ შემდეგს:
„ბავშვი აშკარად ნერვიულობდა; სიტუაცია, რომელშიც ის იმყოფებოდა მნიშვნელოვან ზემოქმედებას ახდენდა მასზე და იგი ისტერიულად იმეორებდა, რომ არ უნდოდა თავის მამასთან ცხოვრება, რომ „მისმა მამამ მოკლა დედა და იგი იყო ურჩხული“, რომ „მისი მამის გამოჩენამ მოუტანა პრობლემები და მას საკუთარ მეგობრებთან რცხვენოდა თავისი მამის გამო“. ბავშვის ემოციური მდგომარეობის გამო ჩვენ იძულებული გავხდით შეგვეწყვიტა საუბარი.“
28. ანგარიშში შემდეგი დასკვნაა წარმოდგენილი:
„ ... ბავშვების - ცხრა წლის ნ-ის და ექვსი წლის ლ-ს და ს-ის - ფსიქო-ემოციური მდგომარეობა ძალიან მძიმეა. ბავშვებს არ ჰყავთ დედა და იზრდებიან ერთადერთი მშობლის გარეშე მათი მამის მიმართ მტრულად განწყობილ გარემოში... ჩვენ მიგვაჩნია, რომ ბავშვების ბიოლოგიურ მამას, გ. ბ-ს გააჩნია ადამიანური და მატერიალური რესურსები, რათა მიხედოს თავის შვილებს და შექმნას მათი განვითარებისთვის შესატყვისი პირობები. ჩვენ ასევე მიგვაჩნია, რომ ურთიერთობა ბავშვებსა და მამას შორის აუცილებელია ბავშვების მომავლისთვის, რათა ისინი განვითარდნენ როგორც საზოგადოების სრულყოფილი წევრები“.
2012 წლის იანვარში უფროსი ბიჭი წაიყვანეს ბავშვთა კლინიკაში ფსიქოლოგიური შემოწმების მიზნით, სადაც მას დაუსვეს შფოთვის ფობიის აშლილობის დიაგნოზი. რეკომენებულ იქნა ბავშვის მიერ ფსიქოთერაპიის კურსის გავლა და სტაბილურ, მშვიდ და უსაფრთხო გარემოში ცხოვრება.
2012 წლის 2 თებერვლის გადაწყვეტილებით თბილისის სააპელაციო სასამართლომ გააუქმა მისი 2014 წლის 24 თებერვლის გადაწყვეტილება და დაადგინა, რომ ბავშვებმა უნდა იცხოვრონ მათ მამასთან. სასამართლომ მიუთითა 2012 წლის 4 იანვრის ანგარიშზე და დაადგინა, რომ დედის ოჯახმა უარყოფითი ზემოქმედება მოახდინა ბავშვებზე და შესაბამისად, ჩამოყალიბდა მათი დამოკიდებულება მამასთან. კერძოდ, სასამართლომ განაცხადა შემდეგი:
ნ.წ. და სხვები საქართველოს წინააღმდეგ – სასამართლო გადაწყვეტილება
11
„კოლეგია აღნიშნავს, რომ 2009 წლის შემდეგ ბავშვების დამოკიდებულება მათი მამის მიმართ გაუარესდა და ეს მოხდა იმ ფაქტის მიუხედავად, რომ მამას არ მისცემია მის შვილებთან კომუნიკაციის შესაძლებლობა. შესაბამისად, მამა ვერ მოახდენდა უარყოფით ზემოქმედებას ბავშვებზე.
კოლეგია მიიჩნევს, რომ ბავშვების უარყოფითი დამოკიდებულება [მათი მამის მიმართ] წარმოადგენს ძლიერი, არაჯანსაღი ფსიქოლოგიური ზემოქმედებისა და არაშესატყვისი საგანმანათლებლო მეთოდების შედეგს, რომელთაც მიმართავენ ის პირები, რომლებიც ამ ბავშვების აღზრდით არიან დაკავებულნი.“
31. და,
„..ბავშების მამისთვის დაბრუნება სასარგებლო და აუცილებელია მათთვის. საქმის გარშემო არსებული ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ ბავშვების მოპასუხეებთან დარჩენა დაარღვევდა მამის, როგორც მშობლის უფლებებს, ასევე ბავშვების ინტერესებს, რადგან ასეთ შემთხვევაში ბავშვები დაშორდებოდნენ მამას და ოჯახურ გარემოს. ეს თავისთავად წარმოადგენს ბავშვის უფლებების კონვენციაში არასახულისებული ფუნდამენტური პრინციპის დარღვევას, რაც გულისხმობს შემდეგს: ყოველმხრივი და ჰარმონიული განვითარებისთვის ბავშვებმა უნდა იცხოვრონ ოჯახურ, ბედნიერების, სიყვარულისა და ურთიერთგაგების გარემოში. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია რადგან ბავშვების დამოკიდებულება მათი მამის მიმართ, იმ პირების ზემოქმედების პირობებში, რომელთან ერთადაც ცხოვრობენ ბავშვები, უფრო ნეგატიური ხდება და არა პოზიტიური. აღნიშნული ფაქტი, სასამართლოს აზრით ეწინააღმდეგება მათ ინტერესებს. ბავშვები იზრდებიან მათი მამის მიმართ მტრული დამოკიდებულების პირობებში, რაც სრულად მიუღებელია...“
„ბავშვის უფლებების კონვენციის“ მე-3 მუხლის საფუძველზე, და სამოქალაქო კოდექსის 1197-1199-ე მუხლებისა და 1204-ე მუხლის შესაბამისად, თბილისის სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ არ არსებობდა ბავშვების დედის მხრიდან ბებია-ბაბუასთან და დეიდებთან დარჩენის სამართლებრივი საფუძველი და მათ საუკეთესო ინტერესებში შედიოდა მამასთან გადასვლა.
დეიდებმა და დედის მხრიდან ბებია-ბაბუამ შეიტანეს სააპელაციო საჩივარი, რომელიც უარყოფილ იქნა საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ 2012 წლის 3 მაისს.
აღსრულება
2012 წლის 4 ივნისს თბილისის საქალაქო სასამართლომ გამოსცა აღსრულების განკარგულება ბავშვების მამისთვის
12ნ.წ. და სხვები საქართველოს წინააღმდეგ – სასამართლო გადაწყვეტილება
დაბრუნებასთან დაკავშირებული გადაწყვეტილების განსახორციელებლად. ბავშვების გადაცემა, რომელიც 2012 წლის 25 ივნისს უნდა განხორციელებულიყო სოციალური მუშაკის თანდასწრებით, ვერ შედგა, რადგან ბავშვებმა უარი განაცხადეს მამასთან ერთად წასვლაზე. დედის ოჯახის მოწვევით ამ პროცესს ესწრებოდა ფსიქოლოგი; მან პროცესის შემდეგ შედგენილ ანგარიშში აღნიშნა, რომ ბავშვებს ეშინოდათ, რომ მამა მათ ძალით წაიყვანდა; ისინი ტიროდნენ, რადგან არ უნდოდათ მამასთან ერთად წასვლა. ფსიქოლოგმა დაასკვნა, რომ გ. ბ-მ უნდა იპოვოს მისი შვილების ნდობის აღდგენისა და ურთიერთობის ხელახალი ჩამოყალიბების სხვა გზები. 2012 წლის 14 სექტემბერს ასევე წარუმატებელი აღმოჩნდა სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების კიდევ ერთი მცდელობა. ამ მცდელობის შემდეგ მომზადებული ანგარიშის მიხედვით ბავშვებმა უარი განაცხადეს მამასთან გადასვლაზე.
საქმის მასალების მიხედვით, დღემდე მომხდარა ეროვნული სასამართლოების მიერ მიღებული გადაწყვეტილების აღსრულება. ამ მიზნით არც სმს-ს და არც მამას არ განუხორციელებიათ დამატებითი ღონისძიებები. ბიჭები ამჟამად ცხოვრობენ დედის მხრიდან ბებია-ბაბუასა და დეიდებთან ერთად.
შესაბამისი ეროვნული კანონები
A. საქართველოს სამოქალაქო კოდექსი
საქართველოს სამოქალაქო კოდექსი შეიცავს სპეციალურ თავს, რომელიც არეგულირებს ურთიერთობას მშობლებსა და ბავშვებს შორის. 1199-ე მუხლი განსაზღვრავს, რომ მშობლების უფლებების განხორციელება არ უნდა მოხდეს იმგვარად, რომ დააზიანოს ბავშვების ინტერესები. სამოქალაქო კოდექსის შესაბამისი მუხლები ასევე ადგენს შემდეგს:
მუხლი 1200 - შვილების აღზრდა მშობლების ურთიერთშეთანხმებით
„ ... 2. მშობელთა შეუთანხმებლობის შემთხვევაში სადავო საკითხს წყვეტს სასამართლო მშობლების მონაწილეობით. ამ შემთხვევაში მშობლის უფლება, იყოს ბავშვის წარმომადგენელი სასამართლო დავასთან მიმართებით, შეჩერებულია. მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანო ნიშნავს ბავშვის წარმომადგენელს, რომელიც საქმის სასამართლოში განხილვის დროს ბავშვის ინტერესებს წარმოადგენს”
ნ.წ. და სხვები საქართველოს წინააღმდეგ – სასამართლო გადაწყვეტილება
13
მუხლი 1204 - არასრულწლოვანი შვილის დაბრუნების მოთხოვნის უფლება
„1. მშობლებს უფლება აქვთ, მოსთხოვონ სასამართლოს, გასცეს განკარგულება არასრულწლოვანი შვილის დაბრუნებაზე იმ პირისაგან, რომელიც ბავშვს თავისი მზრუნველობის ქვეშ ამყოფებს კანონიერი საფუძვლის ან შესაბამისი სასამართლო გადაწყვეტილების გარეშე.
2. სასამართლოს შეუძლია, უარი განაცხადოს ასეთ მოთხოვნაზე, თუ მოთხოვნა არ არის ბავშვის ინტერესებში“.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის შესაბამისი დებულებები შემდეგს აწესებს:
მუხლი 81 - სამოქალაქო საპროცესო ქმედუნარიანობა
„3. შვიდიდან თვრამეტ წლამდე არასრულწლოვანთა ... უფლებებსა და კანონით დაცულ ინტერესებს სასამართლოში იცავენ მათი მშობლები, მშვილებლები ან მზრუნველები. ამასთანავე, სასამართლო ვალდებულია ასეთ საქმეებში ჩააბას თვით არასრულწლოვნებიც.“
მუხლი 162 - სასამართლოს განკარგულება ექსპერტიზის ჩატარებაზე
„თუ საქმის განხილვის პროცესში წამოიჭრება საკითხი, რომელიც საჭიროებს სპეციალისტის ცოდნას, სასამართლოს შეუძლია, მხარეების მოთხოვნით ან თავისი ინიციატივით, დანიშნოს ექსპერტიზა.“
ამ კოდექსის 354-ე მუხლის შესაბამისად, საოჯახო დავების განხილვისას სასამართლოს თავისი ინიციატივით შეუძლია მოითხოვოს დამატებითი მტკიცებულებები.
სოციალური მომსახურების სააგენტოს დებულება
სოციალური მომსახურების სააგენტო („სმს“) წარმოადგენს საჯარო სამართლის იურიდიულ პირს, რომელიც შექმნილია და ფუნქციონირებს საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის, შრომისა და სოციალური საკითხების სამინისტროს დაქვემდებარებაში. სმს-ი, სხვა საკითხებთან ერთად, პასუხისმგებელია ბავშვების სოციალურ რეაბილიტაციასა და დაცვასთან დაკავშირებული სახელმწიფო პროგრამების ზედამხედველობასა და განხორციელებაზე. სააგენტოს დებულების მე-2 მუხლის, მე-2 პუნქტის „ვ1” ქვეპუნქტის შესაბამისად, სააგენტოს უფლებამოსილებებში შედის ობოლ და მშობელთა მზრუნველობას მოკლებულ ბავშვთა შვილად აყვანის, შვილობილად აყვანის,
14ნ.წ. და სხვები საქართველოს წინააღმდეგ – სასამართლო გადაწყვეტილება
მეურვეობისა და მზრუნველობის პროცესის წარმართვა და კოორდინაცია.
შესაბამისი საერთაშორისო კანონები
A. ბავშვის უფლებების საერთაშორისო კონვენცია
გაერთიანებული ერების „ბავშვის უფლებების კონვენციის“ („CRC”- „ბუკ”) შესაბამისი დებულებები, რომლებიც საქართველოში 1994 წელს შევიდა ძალაში, ადგენს შემდეგს:
მუხლი 3
„1. ბავშვის მიმართ ნებისმიერ ქმედებათა განხორციელებისას, მიუხედავად იმისა, თუ ვინ არის მათი განმახორციელებელი, სახელმწიფო თუ კერძო დაწესებულებები, რომლებიც მუშაობენ სოციალური უზრუნველყოფის საკითხებზე, სასამართლოები, ადმინისტრაციული თუ საკანონმდებლო ორგანოები, უპირველესი ყურადღება ეთმობა ბავშვის ინტერესების დაცვის უკეთ უზრუნველყოფას.“
მუხლი 9
„1. მონაწილე სახელმწიფოები უზრუნველყოფენ, რომ ბავშვი არ დაშორდეს თავის მშობლებს მათი სურვილის საწინააღმდეგოდ, იმ შემთხვევათა გამოკლებით, როცა კომპეტენტური ორგანოები, სასამართლო გადაწყვეტილების თანახმად, სათანადო კანონისა და პროცედურის შესაბამისად განსაზღვრავენ, რომ ასეთი დაშორება აუცილებელია და უკეთ ემსახურება ბავშვის ინტერესებს. ეს შეიძლება აუცილებელი გახდეს ამა თუ იმ კონკრეტულ შემთხვევაში, მაგალითად, როცა მშობლები სასტიკად ექცევიან ბავშვს და არ ზრუნავენ მასზე...
2. ამ მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ნებისმიერი განხილვის დროს ყველა დაინტერესებულ მხარეს შესაძლებლობა ეძლევა, მონაწილეობა მიიღოს საქმის განხილვაში და გამოთქვას საკუთარი მოსაზრებები.”
მუხლი 12
„1. მონაწილე სახელმწიფოები უზრუნველყოფენ საკუთარი შეხედულებების ჩამოყალიბების უნარის მქონე ბავშვის უფლებას, თავისუფლად გამოთქვას თავისი შეხედულებები ნებისმიერ საკითხზე, რომელიც მას ეხება, ამასთან, ბავშვის შეხედულებებს სათანადო ყურადღება ეთმობა მისი ასაკისა და სიმწიფის შესაბამისად.
ნ.წ. და სხვები საქართველოს წინააღმდეგ – სასამართლო გადაწყვეტილება
15
2. ამ მიზნით ბავშვს, კერძოდ, ეძლევა შესაძლებლობა, მოუსმინონ მას სასამართლო თუ ადმინისტრაციული წესით ნებისმიერი საქმის განხილვისას, რომელიც ბავშვს ეხება, როგორც უშუალოდ, ასევე წარმომადგენლის ან შესაბამისი ორგანოს მეშვეობით, ეროვნული კანონმდებლობის პროცესუალური ნორმებით გათვალისწინებული წესით.”
41. მე-14 ზოგად კომენტარში (რომელიც 2013 წლის 29 მაისს გამოქვეყნდა (CRC/C/GC/14)), რომელიც ეხება ბავშვის უფლებას, უწინარესი ყურადღება დაეთმოს ბავშვის ინტერესების დაცვის უკეთ უზრუნველყოფას, ბავშვის უფლებების კომიტეტმა, inter alia, გააკეთა შემდეგი განცხადება:
ბავშვის საუკეთესო ინტერესები და უფლება, მოუსმინონ (მუხლი 12)
ბავშვის საუკეთესო ინტერესების შეფასება უნდა მოიცავდეს ბავშვის უფლების პატივისცემას, თავისუფლად გამოხატოს თავისი მოსაზრება ყველა საკითხზე, რომელიც მასზე ზეგავლენას ახდენს და მის მიერ გამოთქმული მოსაზრებისთვის სათანადო მნიშვნელობის მინიჭებას. ეს ცალსახად არის ჩამოყალიბებული კომიტეტის მე-12 ზოგად კომენტარში, რომელშიც ყურადღება გამახვილებულია, განუყოფელ კავშირებზე მე-3 მუხლის პირველ პუნქტსა და მე-12 მუხლს შორის. ამ ორ ნორმას ურთიერთშემავსებელი როლი აქვს: პირველის მიზანს ბავშვის საუკეთესო ინტერესების რეალიზაცია წარმოადგენს, ხოლო მეორე ადგენს მეთოდოლოგიას ბავშვის ან ბავშვების მოსაზრებების მოსმენისა და მათი ჩართვისათვის ყველა იმ საკითხში, რომელიც მათ შეეხება, მათ შორის, მათი საუკეთესო ინტერესების შეფასების პროცესში. მე-3 მუხლის პირველი პუნქტის სათანადო გამოყენება ვერ მოხდება, თუ არ დაკმაყოფილდა მე- 12 მუხლის მოთხოვნები. მსგავსად ამისა, მე-3 მუხლის პირველი პუნქტი აძლიერებს მე- 12 მუხლის ფუნქციურობას, ყურადღებას
ამახვილებს რა ბავშვების არსებით როლზე მათ ცხოვრებაზე ზეგავლენის მომხდენი ნებისმიერი გადაწყვეტილების მიღებაში.
როდესაც საქმე ეხება ბავშვის საუკეთესო ინტერესებს და უფლებას - მოუსმინონ, გათვალისწინებული უნდა იქნეს ბავშვის განვითარებადი უნარები (მე-5 მუხლი)... ბავშვის მომწიფებასთან ერთად, მის მოსაზრებებს
მეტი მნიშვნელობა უნდა მიენიჭოს მისი საუკეთესო ინტერესების შეფასებისას. ჩვილებსა და მცირეწლოვან ბავშვებს იგივე უფლებები აქვთ, რაც ყველა ბავშვს, მათი საუკეთესო ინტერესების შეფასების მხრივ, მიუხედავად იმისა, რომ მათ არ შეუძლიათ თავიანთი მოსაზრების გამოხატვა ან საკუთარი თავის წარმოდგენა ისე, როგორც უფრო მოზრდილ ბავშვებს. სახელმწიფოებმა შესაბამისი ზომები უნდა მიიღონ, მათ შორის, უზრუნველყონ წარმომადგენლობა შესაბამის შემთხვევებში, ბავშვთა საუკეთესო ინტერესების შეფასებისათვის; იგივე ვრცელდება იმ ბავშვებზე, რომლებსაც არ აქვთ მოსაზრების გამოხატვის უნარი ან ნება.
კომიტეტი მიუთითებს, რომ კონვენციის მე-12 მუხლის მე-2 პუნქტი
უზრუნველყოფსბავშვისუფლებას,მოუსმინონ პირდაპირ ან
16ნ.წ. და სხვები საქართველოს წინააღმდეგ – სასამართლო გადაწყვეტილება
წარმომადგენლისსაშუალებითნებისმიერ სასამართლო თუ
ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში, რომელიც მას შეეხება...
ბავშვის საუკეთესო ინტერესების შეფასებისას გასათვალისწინებელი ელემენტები
...
(a) ბავშვის შეხედულებები
კონვენციის მე-12 მუხლი ადგენს ბავშვის უფლებას, გამოხატოს თავისი მოსაზრებები ნებისმიერი იმ გადაწყვეტილების შესახებ, რომელიც მას შეეხება. ნებისმიერი გადაწყვეტილება, რომელიც არ ითვალისწინებს
ბავშვის მოსაზრებებს ან არ ანიჭებს მის მოსაზრებებს სათანადო მნიშვნელობას ბავშვის ასაკისა და სიმწიფის ხარისხის მიხედვით, არ სცემს პატივს ბავშვის ან ბავშვების შესაძლებლობას, ზეგავლენა მოახდინონ თავიანთი საუკეთესო ინტერესების განსაზღვრაზე.
ბავშვის უფლებების კომიტეტის 2009 წლის 20 ივლისის მე-12 ზოგადი კომენტარის (CRC/C/GC/12) შესაბამისi ნაწილები შემდეგი შინაარსისაა:
შესავალი
ყველა ბავშვის უფლება, მოუსმინონ და მათი შეხედულება აღიქვან სერიოზულად, წარმოადგენს კონვენციის ერთ-ერთ ფუნდამენტურ ღირებულებას. ბავშვის უფლებების კომიტეტმა (შემდგომში კომიტეტი) მე-12 მუხლი განსაზღვრა, როგორც კონვენციის ოთხი ძირითადი პრინციპის ერთ-ერთი შემადგენელი ელემენტი, ამასთან, დანარჩენი ძირითადი პრინციპებია - არა-დისკრიმინაციის პრინციპი, სიცოცხლისა და განვითარების უფლება, და ბავშვის ინტერესების უკეთ უზრუნველყოფისთვის უპირატესი ყურადღების დათმობა, რაც ხაზს უსვამს იმ ფაქტს, რომ მოცემული მუხლი არა მხოლოდ აყალიბებს უფლებას როგორც ასეთს, არამედ გათვალისწინებული უნდა იქნეს ყველა სხვა უფლების ინტერპრეტაციისა და განხორციელებისას...
სამართლებრივი ანალიზი
(a) მე-12 მუხლის 1-ლი პუნქტი
(i) „უზურნველყოფენ”
19. მე-12 მუხლის 1-ლი პუნქტის შესაბამისად სახელმწიფოები „უზრუნველყოფენ“ ბავშვის უფლებას, თავისუფლად გამოხატოს მისი შეხედულებები. “უზრუნველყოფა” წარმოადგენს სპეციალური ძალის მქონე იურიდიულ ტერმინს, რომელიც მონაწილე სახელმწიფოს არ აძლევს მოქმედების თავისუფლების საშუალებას. შესაბამისად, სახელმწიფო მკაცრად ვალდებულია განახორციელოს შესაბამისი ღონისძიებები ყველა ბავშვისთვის ამ უფლების სრულად განხორციელების მიზნით. ეს ვალდებულება ორ ელემენტს მოიცავს, რათა
ნ.წ. და სხვები საქართველოს წინააღმდეგ – სასამართლო გადაწყვეტილება
17
უზრუნველყოფილი იქნეს იმ მექანიზმების არსებობა, რომლითაც უზრუნველყოფილი იქნება ბავშვის მოსაზრების მიღება იმ საკითხებზე, რომლებიც მას შეეხება და ამ მოსაზრებისთვის ჯეროვანი მნიშვნელობის მინიჭება.
ii) „საკუთარი შეხედულების ჩამოყალიბების უნარის მქონე“
კონვენციის ხელმომწერმა სახელმწიფოებმა უნდა უზრუნველყონ ყველა „საკუთარი შეხედულების ჩამოყალიბების უნარის მქონე“ ბავშვის უფლება - მოუსმინონ. ეს ფრაზა უნდა იქნეს გაგებული არა როგორც შეზღუდვა, არამედ როგორც სახელმწიფოს ვალდებულება, შესაძლებლობის ფარგლებში მაქსიმალურად შეაფასოს ბავშვის უნარი, ჩამოაყალიბოს ავტონომიური შეხედულება. ეს ნიშნავს, რომ სახელმწიფო მხარეს არ შეუძლია ქმედება დაიწყოს იმ დაშვებით, რომ ბავშვს არ გააჩნია უნარი, გამოხატოს მისი შეხედულებები. ამის საპირისპიროდ, სახელმწიფო მხარემ უნდა ივარაუდოს, რომ ბავშვს გააჩნია უნარი, ჩამოაყალიბოს მისი შეხედულებები და უნდა აღიაროს, რომ ბავშვს გააჩნია ამ შეხედულებების გამოხატვის უფლება; ბავშვს არ უნდა სჭირდებოდეს მისი უნარის დამტკიცება.
კომიტეტი ხაზს უსვამს, რომ მე-12 მუხლი არ ადგენს ასაკობრივ შეზღუდვას ბავშვის უფლებაზე, გამოხატოს მისი მოსაზრებები და არ უჭერს მხარს სახელმწიფოების მიერ ასაკობრივი შეზღუდვების დაწესებას კანონში ან პრაქტიკაში, რაც შეზღუდავდა ბავშვის უფლებას - მოუსმინონ, ყველა იმ საკითხზე, რომელიც მას ეხება...
(iii) „უფლება, თავისუფლად გამოხატოს ეს შეხედულებანი“
22. ბავშვს უფლება აქვს „თავისუფლად გამოხატოს ეს შეხედულებანი“. „თავისუფლად“ ნიშნავს, რომ ბავშვს შეუძლია თავისი შეხედულებები გამოხატოს ზეწოლის გარეშე და შეუძლია არჩევანი გააკეთოს - სურს თუ არა მას მოსმენის უფლების განხორციელება. „თავისუფლად“ ასევე ნიშნავს, რომ არ უნდა მოხდეს ბავშვის მანიპულირება ან ბავშვი არ უნდა დაექვემდებაროს ზემოქმედებას ან ზეწოლას. ამასთან ერთად, „თავისუფლად“ თავისთავად დაკავშირებულია ბავშვის „საკუთარ“ პერსპექტივასთან: ბავშვს გააჩნია უფლება - გამოხატოს მისი შეხედულებები და არა სხვების შეხედულებები.
(iv) „ბავშვთან დაკავშირებულ ყველა საკითხზე“
26. სახელმწიფოებმა უნდა უზრუნველყონ, რომ ბავშვს შეეძლოს მისი შეხედულებების გამოხატვა მასთან „დაკავშირებულ ყველა საკითხზე“. ეს წარმოადგენს მოცემული უფლების მეორე მახასიათებელს: ბავშვს აქვს უფლება, მოუსმინონ, თუკი განხილული საკითხი დაკავშირებულია ბავშვთან. ეს ძირითადი პირობა გათვალისწინებული და გააზრებული უნდა იქნეს ფართოდ.
(v) „შეხედულებებს სათანადო მნიშვნელობა ენიჭება ბავშვის ასაკისა და მოწიფულობის შესაბამისად“
18 ნ.წ. და სხვები საქართველოს წინააღმდეგ – სასამართლო გადაწყვეტილება
ბავშვის შეხედულებებს უნდა „მიენიჭოს სათანადო მნიშვნელობა ბავშვის ასაკისა და მოწიფულობის შესაბამისად“. ეს დებულება ეხება ბავშვის უნარს, რომელიც უნდა შეფასდეს, რათა მის შეხედულებებს სათანადო მნიშვნელობა მიენიჭოს, ან ბავშვისთვის მოხდეს იმის კომუნიკაცია, თუ რა გავლენას ახდენს ასეთი შეხედულებები პროცესის შედეგებზე. მე-12 მუხლი აწესებს, რომ ბავშვის მხოლოდ მოსმენა არ არის საკმარისი; ბავშვის შეხედულებები სერიოზულად უნდა იქნეს აღქმული, თუ ბავშვს აქვს თავისი შეხედულებების ჩამოყალიბების უნარი.
(b) მე-12 მუხლის მე-2 პუნქტი
(i) „უფლება - მოუსმინონ, ნებისმიერი სასამართლო თუ ადმინისტრაციული საქმის წარმოების პროცესში, რომელიც ეხება ბავშვს“
მე-12 მუხლის მე-2 პუნქტი აკონკრეტებს, რომ მოსმენის შესაძლებლობა უზრუნველყოფილი უნდა იქნეს განსაკუთრებით „ნებისმიერ სასამართლო და ადმინისტრაციული საქმის წარმოების პროცესში, რომელიც ეხება ბავშვს“. კომიტეტი ხაზს უსვამს, რომ ეს დებულება ეხება ყველა შესაბამის სასამართლო საქმის წარმოებას, რომელიც დაკავშირებულია ბავშვთან, შეზღუდვების გარეშე, რაც მაგალითად, მოიცავს, მშობლებისგან დაცილებას, მეურვეობას, მზრუნველობასა და შვილად აყვანას...
მოსმენის უფლება ეხება როგორც საქმის წარმოებებს, რომელთა ინიციატორი ბავშვია, ასევე საჩივრებს ცუდ მოპყრობასთან დაკავშირებით და სკოლიდან მოწყვეტასთან დაკავშირებულ განცხადებებს, ასევე სხვათა მიერ ინიცირებულ საქმის წარმოებებს, რომლებიც ეხება ბავშვს, როგორიცაა მშობლებისგან დაცილება ან შვილად აყვანა...
ii) „უშუალოდ, ან წარმომადგენლის ან შესაბამისი ორგანოს მეშვეობით“
მას შემდეგ, რაც ბავშვი გადაწყვეტს, გამოთქვას თავისი შეხედულება, მან უნდა გადაწყვიტოს, როგორც უნდა მოხდეს მისი მოსმენა: “უშუალოდ, ან წარმომადგენლის, ან შესაბამისი ორგანოს მეშვეობით“. კომიტეტის რეკომენდაციით, შესაძლებლობის შემთხვევაში, ბავშვს უნდა მიეცეს საშუალება უშუალოდ მას მოუსმინონ ნებისმიერი საქმის წარმოებისას.
წარმომადგენელი შეიძლება იყოს მშობელი(ები), ადვოკატი, ან სხვა პირი (მათ შორის, სოციალური მუშაკი). თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ მრავალ საქმეში (სამოქალაქო, სისხლის სამართლის ან ადმინისტრაციული) არსებობს ბავშვსა და მის ყველაზე აშკარა წარმომადგენელს (მშობელი(ები)) შორის ინტერესთა კონფლიქტის რისკი. თუ ბავშვის მოსმენა ხორციელდება წარმომადგენლის მეშვეობით, ძალზედ მნიშვნელოვანია, რომ წარმომადგენელმა ბავშვის შეხედულებები სწორად გადასცეს გადაწყვეტილების მიმღებს. შერჩეული მეთოდი უნდა განისაზღვროს ბავშვის (აუცილებლობის შემთხვევაში, შესაბამისი ორგანოს) მიერ მისი კონკრეტული მდგომარეობის შესაბამისად.
ნ.წ. და სხვები საქართველოს წინააღმდეგ – სასამართლო გადაწყვეტილება
19
წარმომადგენლებს უნდა გააჩნდეთ გადაწყვეტილების მიღების პროცესზე საკმარისი ცოდნა და ბავშვებთან მუშაობის გამოცდილება.
37. წარმომადგენელს უნდა ესმოდეს, რომ იგი წარმოადგენს ექსკლუზიურად ბავშვის ინტერესებს და არა სხვა პირების (მშობელი(ები)), დაწესებულებების ან ორგანოების (მაგ: ბავშვთა სახლი, ადმინისტრაცია ან საზოგადოება) ინტერესებს. შემუშავებული უნდა იქნეს იმ წარმომადგენლების ქცევის ნორმები, რომლებიც დანიშნულნი არიან ბავშვის შეხედულებების წარმოსადგენად.
3.სახელმწიფოს ვალდებულებები
1. მე-12 და მე-3 მუხლები
70. მე-3 მუხლის მიზანია უზრუნველყოფილი იქნეს ბავშვის საუკეთესო ინტერესების დაცვა ბავშვის მიმართ ნებისმიერ ქმედებათა განხორციელებისას, მიუხედავად იმისა, თუ ვინ არის მათი განმახორციელებელი, - სახელმწიფო თუ კერძო დაწესებულებები, რომლებიც მუშაობენ სოციალური უზრუნველყოფის საკითხებზე, სასამართლოები, ადმინისტრაციული თუ საკანონმდებლო ორგანოები. ეს ნიშნავს, რომ ბავშვის სახელით განხორციელებულ ნებისმიერ ქმედებაში მაქსიმალურად უნდა იქნეს გათვალისწინებული ბავშვის საუკეთესო ინტერესები. ბავშვის საუკეთესო ინტერესები არის იმ საპროცესო უფლების მსგავსი, რომელიც სახელმწიფოს ავალდებულებს ქმედების პროცესში დანერგოს ისეთი ნაბიჯები, რომლითაც უზრუნველყოფილი იქნება ბავშვის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინება. კონვენცია სახელმწიფო მხარეს ავალდებულებს, უზრუნველყოს ქმედებებზე პასუხისმგებელი ერთეულების მიერ ბავშვის მოსმენა მე-12 მუხლის შესაბამისად. ეს ნაბიჯი სავალდებულო ხასიათისაა.
71. ბავშვის საუკეთესო ინტერესები, რომლებიც ბავშვთან კონსულტაციის გზით განისაზღვრება, არ წარმოადგენს იმ ერთადერთ ფაქტორს, რომელიც თავიანთ ქმედებებში უნდა გაითვალისწინონ დაწესებულებებმა, ორგანოებმა და ადმინისტრაციამ. თუმცა, ეს ფაქტორი კრიტიკულად მნიშვნელოვანია, ისევე როგორც ბავშვის შეხედულებები.
...
74. მე-3 და მე-12 მუხლები არ ეწინააღმდეგება ერთმანეთს, ამ ორ ნორმას ურთიერთშემავსებელი ფუნქცია გააჩნია: პირველის მიზანს ბავშვის საუკეთესო ინტერესების რეალიზაცია წარმოადგენს, ხოლო მეორე ადგენს ბავშვის ან ბავშვების მოსაზრებების მოსმენის მიზნის მიღწევის მეთოდოლოგიას. რეალობაში მე-3 მუხლის სათანადო გამოყენება ვერ მოხდება, თუ არ დაკმაყოფილდა მე- 12 მუხლის მოთხოვნები. მსგავსად ამისა, მე-3 მუხლი აძლიერებს მე-12 მუხლის ფუნქციურობას, ყურადღებას ამახვილებს რა ბავშვების არსებით როლზე, მათ ცხოვრებაზე ზეგავლენის მომხდენი ნებისმიერი გადაწყვეტილების მიღებაში.
20 ნ.წ. და სხვები საქართველოს წინააღმდეგ – სასამართლო გადაწყვეტილება
სხვა საერთაშორისო ინსტრუმენტები
მინისტრების მოადგილეების 1098-ე შეხვედრაზე, 2010 წლის
17 ნოემბერს მინისტრების კომიტეტის მიერ მიღებული ევროპის საბჭოს მინისტერიალის ბავშვებისადმი კეთილგანწყობილი მართლმსაჯულების სახელმძღვანელო მითითებების შესაბამისი ნაწილები ითვალისწინებს შემდეგს:
I. მოქმედების სფერო და დანიშნულება
სახელმძღვანელო მითითებებში განხილულია საკითხები, რომლებიც ეხება ბავშვის ადგილს და როლს, ასევე ბავშვის შეხედულებებს, უფლებებსა და საჭიროებებს სასამართლო საქმის წარმოებებში და ამგვარი საქმის წარმოებების ალტერნატივებში.
სახელმძღვანელო მითითებები გამოყენებული უნდა იქნეს იმ ყველა შემთხვევაში, როდესაც ბავშვები რაიმე მიზეზით ან რაიმე ფორმით, სავარაუდოდ კონტაქტს ამყარებენ ყველა იმ კომპეტენტურ ორგანოსთან და სამსახურთან, რომლებიც ჩართულნი არიან სისხლის სამართლის, სამოქალაქო ან ადმინისტრაციული კანონების აღსრულებაში.
სახელმძღვანელო მითითებების მიზანია, ნებისმიერ ასეთ საქმის წარმოებაში უზრუნველყოფილი იქნეს ბავშვების ყველა უფლების, მათ შორის ინფორმაციაზე წვდომის, წარმომადგენლობის, მონაწილეობის და დაცვის უფლებების სრული გათვალისწინება ბავშვის სიმწიფისა და გაგების უნარის დონის, ასევე საქმის გარემოებების ჯეროვანი გათავლისწინებით. ბავშვების უფლებების დაცვამ არ უნდა მიაყენოს ზიანი სხვა მონაწილე მხარეების უფლებებს.
...
A. მონაწილეობა
1. დაცული უნდა იქნეს ყველა ბავშვის უფლება, ინფორმირებულნი იყვნენ თავიანთი უფლებების შესახებ, მიეცეთ მართლმსაჯულებასთან წვდომის შესაბამისი საშუალებები, ასევე, მიიღონ კონსულტაციები და მოხდეს მათი მოსმენა სამართალწარმოებისას, რომელშიც მონაწილეობენ ან რომელიც ზეგავლენას ახდენს მათზე. ეს მოიცავს ბავშვების შეხედულებებისათვის შესაბამისი მნიშვნელობის მინიჭებას, მათი სიმწიფისა და კომუნიკაციასთან დაკავშირებული ნებისმიერი შესაძლო სირთულის გათვალისწინებით, რათა უზრუნველყოფილი იქნეს ბავშვების ასეთი მონაწილეობის აზრიანობა.
...
2. იურიდიული მრჩეველი და წარმომადგენლობა
37. ბავშვებს უნდა გააჩნდეთ უფლება, ჰყავდეთ თავიანთი საკუთარი იურიდიული მრჩეველი და ჰქონდეთ მათი სახელით წარმომადგენლის ყოლის უფლება სამართალწარმოებაში, სადაც არსებობს ან შეიძლება
ნ.წ. და სხვები საქართველოს წინააღმდეგ – სასამართლო გადაწყვეტილება
21
არსებობდესინტერესთაკონფლიქტიბავშვსა და მშობლებს ან სხვა
მონაწილე მხარეს შორის ...
43. გარანტირებული უნდა იქნეს ადეკვატური წარმომადგენლობა და უფლება, ბავშვი წარმოდგენილ იქნეს მშობლებისგან დამოუკიდებლად, განსაკუთრებით კი ისეთ სამართალწარმოებაში, სადაც მშობლები, ოჯახის წევრები ან მზრუნველები არიან სავარაუდო დამნაშავეები (ეჭვმიტანილები).
3. მოსმენისა და შეხედულებების გამოხატვის უფლება
მოსამართლეებმა პატივი უნდა სცენ ბავშვების უფლებას, მოხდეს მათი მოსმენა, ყველა იმ საკითხთან მიმართებაში, რომელიც გავლენას ახდენს მათზე ან, სულ მცირე, მოხდეს მათი მოსმენა, როდესაც მიჩნეულია, რომ მათ საკმარისად ესმით განსახილველი საკითხები. ამ მიზნით გამოყენებული საშუალებები უნდა ადაპტირებულ იქნეს ბავშვის გაგებისა და კომუნიკაციისა და საქმის გარემოებების გათვალისწინების უნარის შესაბამისად. ბავშვებმა უნდა მიიღონ კონსულტაციები იმ ფორმასთან დაკავშირებით, რომლითაც მათ სურთ, მოხდეს მათი მოსმენა.
სათანადო მნიშვნელობა უნდა მიენიჭოს ბავშვის შეხედულებებს და მოსაზრებას, მისი ასაკისა და მოწიფულობის შესაბამისად.
უფლება - მოხდეს მისი მოსმენა, წარმოადგენს ბავშვის უფლებას და არა ბავშვის ვალდებულებას ...
49. განაჩენები და სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც გავლენას ახდენენ ბავშვებზე, სათანადოდ უნდა იყოს დასაბუთებული და განმარტებული ბავშვებისთვის გასაგებ ენაზე; ეს განსაკუთრებით ეხება ისეთ გადაწყვეტილებებს, რომლებიც არ შეესაბამება ბავშვის შეხედულებებს და მოსაზრებებს.
44. 1996 წლის 25 იანვარს ევროპის საბჭოს მიერ მიღებულ იქნა კონვენცია ბავშვთა უფლებათა განხორციელების შესახებ, რომელიც ძალაში 2000 წლის 1 ივლისს შევიდა. დღეისათვის ეს კონვენცია ხელმოწერილია ევროპის საბჭოს ოცდარვა წევრი სახელმწიფოს მიერ და რატიფიცირებულია ოცი სახელმწიფოს მიერ. საქართველო არ წარმოადგენს ამ კონვენციის მხარეს.
კონვენციის შესაბამის ნაწილებში ვკითხულობთ შემდეგს:
მუხლი 3 – უფლება - იყოს ინფორმირებული და გამოხატოს თავისი მოსაზრებები სამართალწარმოებისას
„ბავშვს, რომელიც ეროვნული სამართლის მიხედვით ითვლება, როგორც საკმარისი შემეცნების უნარის მქონე, საქმის წარმოებისას, სასამართლო ხელისუფლების მიერ მასზე გავლენის მოხდენამდე, უნდა მიენიჭოს შემდეგი უფლებები და გააჩნდეს უფლება, მოითხოვოს ასეთი უფლებების განხორციელება:
a. მიიღოს ყველა შესაბამისი ინფორმაცია;
22 ნ.წ. და სხვები საქართველოს წინააღმდეგ – სასამართლო გადაწყვეტილება
მიიღოს კონსულტაციები და გამოხატოს თავისი შეხედულებები;
იყოს ინფორმირებული ამ მოსაზრებების შესრულების შესაძლო შედეგებზე და ნებისმიერი გადაწყვეტილების შესაძლო შედეგებზე.”
მუხლი 6 – გადაწყვეტილების მიღების პროცესი
„სამართალწარმოებაში, რომელიც გავლენას ახდენს ბავშვზე, სასამართლო ხელისუფლებამ გადაწყვეტილების მიღებამდე უნდა:
განსაზღვროს, გააჩნია თუ არა ბავშვის საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე გადაწყვეტილების მისაღებად საკმარისი ინფორმაცია და, საჭიროების შემთხვევაში, უნდა მიიღოს დამატებითი ინფორმაცია, კერძოდ, მშობლის პასუხისმგებლობის მტვირთველი პირებისაგან;
იმ შემთხვევაში, როდესაც შიდასახელმწიფოებრივი სამართლის მიხედვით მიჩნეულია, რომ ბავშვს გააჩნია საკმარისი შემეცნების უნარი, სასამართლო ხელისუფლებამ უნდა უზრუნველყოს:
– ბავშვის მიერ ყველა შესაბამისი ინფორმაციის მიღება;
– შესაბამის შემთხვევებში ბავშვისთვის პირადი კონსულტაციების მიწოდება; საჭიროების შემთხვევაში, ამგვარი კონსულტაციები ბავშვთან, სხვებისგან განცალკევებით, უნდა განხორცილედეს უშუალოდ სასამართლო ხელისუფლების მიერ ან სხვა პირების ან ორგანოების მეშვეობით, ბავშვის გაგების უნარის შესაბამისი წესით, თუ ეს არ ეწინააღმდეგება ბავშვის საუკეთესო ინტერესებს;
– ბავშვის შეხედულებების გამოხატვის შესაძლებლობა;
c. სასამართლო ხელისუფლებამ შესაბამისი მნიშვნელობა უნდა მიანიჭოს ბავშვის მიერ გამოხატულ შეხედულებებს.”
მუხლი 9 – წარმომადგენლის დანიშვნა
„1. საქმის წარმოებაში, რომელიც ზეგავლენას ახდენს ბავშვზე და სადაც შიდასახელმწიფოებრივი სამართლის მიხედვით, მშობლის პასუხისმგებლობის მტვირთველ პირებს ეკრძალებათ ბავშვის წარმომადგენლობა, მათ და ბავშვს შორის წარმოქმნილი ინტერესთა კონფლიქტის გამო, სასამართლო ხელისუფლებას უნდა გააჩნდეს უფლებამოსილება, დანიშნოს ბავშვის სპეციალური წარმომადგენელი ამ საქმის წარმოების მიზნებისათვის ...”
C. წარმომადგენლების როლი
მუხლი 10
„1. საქმის წარმოებისას, სასამართლო ხელისუფლების მიერ ბავშვზე ზეგავლენის მოხდენამდე, წარმომადგენელმა, თუ ეს აშკარად არ ეწინააღმდეგება ბავშვის საუკეთესო ინტერესებს, უნდა:
ნ.წ. და სხვები საქართველოს წინააღმდეგ – სასამართლო გადაწყვეტილება
23
მიაწოდოს ყველა შესაბამისი ინფორმაცია ბავშვს, თუ შიდასახელმწიფოებრივი სამართლის მიხედვით, ითვლება, რომ ბავშვს გააჩნია საკმარისი გააზრების უნარი;
მიაწოდოს ახსნა–განმარტებები თუ შიდასახელმწიფოებრივი სამართლით მიჩნეულია, რომ ბავშვს გააჩნია მისი შეხედულებების შესრულების შესაძლო შედეგების და წარმომადგენლის ნებისმირი ქმედების შესაძლო შედეგების გააზრების უნარი;
დაადგინოს ბავშვის შეხედულებები და წარუდგინოს ეს შეხედულებები სასამართლო ხელისუფლებას ...”
კანონი
კონვენციის მე-8 მუხლის სავარაუდო დარღვევა
ქალბატონმა ნ.წ–მ საჩივარი წარმოადგინა პირადი და ოჯახური ცხოვრების პატივისცემის უფლების დარღვევაზე, მასთან და მის დისშვილებთან მიმართებაში. ის დაეყრდნო კონვენციის მე–8 მუხლს, რომელიც აწესებს შემდეგს:
„1. ყველას აქვს უფლება, პატივი სცენ მის პირად და ოჯახურ ცხოვრებას, მის საცხოვრებელსა და მიმოწერას.
2. დაუშვებელია ამ უფლების განხორციელებაში საჯარო ხელისუფლების ჩარევა, გარდა ისეთი შემთხვევებისა, როდესაც ასეთი ჩარევა ხორციელდება კანონის შესაბამისად და აუცილებელია დემოკრატიულ საზოგადოებაში ეროვნული უშიშროების, საზოგადოებრივი უსაფრთხოების ან ქვეყნის ეკონომიკური კეთილდღეობის ინტერესებისათვის, უწესრიგობის ან დანაშაულის თავიდან ასაცილებლად, ჯანმრთელობის ან მორალისა თუ სხვათა უფლებათა და თავისუფლებათა დასაცავად”.
განაცხადის მოქმედების ფარგლები
თავის წერილობით შენიშვნებში, რომელიც სასამართლოში ინახება, ქალბატონმა ნ.წ–მ ნათლად მიუთითა, რომ ის ჩიოდა მხოლოდ მისი დისშვილების სახელით და როგორც მათი წარმომადგენელი და არ ისახავდა მიზნად საკუთარი სახელით რაიმე საჩივრის წარდგენას. ზემოთ აღნიშნულ პოზიციასთან დაკავშირებით, მთავრობამ განაცხადა, რომ დეიდას არ ჰქონდა სასამართლოსთვის მიმართვის უფლება (locus standi) საჩივრის მისი დისშვილების სახელით შეტანის მიზნით.
24 ნ.წ. და სხვები საქართველოს წინააღმდეგ – სასამართლო გადაწყვეტილება
სასამართლო აღნიშნავს, რომ განმცხადებლებმა განმარტეს თავიანთი არგუმენტები და მთავრობამაც წარმოადგინა პასუხი. შესაბამისად, სასამართლო არ განიხილავს ქალბატონი ნ.წ–ს საჩივრებს კონვენციის მე–8 მუხლის ფარგლებში და მიმდინარე საქმის განხილვისას შემდეგი ორი საკითხით შემოიფარგლება: გააჩნია თუ არა ქალბატონ ნ.წ–ს სასამართლოსთვის მიმართვის უფლება მისი დისშვილების სახელით საჩივარის შეტანის მიზნით, და თუ კი, ხომ არ დაირღვა ბიჭების უფლება, პატივი სცენ მათ პირად და ოჯახურ ცხოვრებას, ეროვნული სასამართლოს გადაწყვეტილების შედეგად, რაც გულისხმობს თავიანთ მამასთან დაბრუნებას.
დასაშვებობა
მხარეთა არგუმენტები
(a) მთავრობა
მთავრობამ განაცხადა, რომ დეიდას არ გააჩნია აუცილებელი უფლებამოსილება, იმოქმედოს მისი დისშვილების სახელით. ამ მიმართებით, მათი არგუმენტი იყო სამდონიანი: პირველ რიგში, ბიჭების მამას არასოდეს არ ჩამორთმევია მშობლის უფლებები და წარმოადგენდა ბიჭების ერთადერთ კანონიერ მეურვეს ბიჭების დედის გარდაცვალების შემდეგ (იხილეთ კრუშკიჩი და სხვები, ხორვატიის წინააღმდეგ (Kruškić and Others v. Croatia) (განჩინება), №10140/13, 25 ნოემბერი, 2014 წ.); მეორე, ბიჭები არასოდეს ყოფილან თავიანთი დეიდის მეურვეობის ქვეშ და, აქედან გამომდინარე, მას არ გააჩნია რაიმე სამართლებრივი საფუძველი თავისი დისშვილების ინტერესების წარმომადგენლობისათვის. ეროვნული სამართალწარმოების კონტექტსშიც კი, ბიჭების ინტერესების წარმომადგენლობა, მთავრობის განცხადებით, ხორციელდებოდა სოციალური მომსახურების სააგენტოს წარმომადგენლის მიერ, და არა მის (დეიდის) მიერ. ნებისმიერ შემთხვევაში, ქალბატონი ნ.წ–ის დეიდის სტატუსი არ ნიშნავდა ბიჭებთან ოჯახურ ცხოვრებას, რაც კონვენციის მე–8 მუხლის ფარგლებში განხილვას ექვემდებარება.
49. მთავრობამ ასევე აღნიშნა, რომ ნებისმიერ შემთხვევაში განაცხადი იყო ნაადრევი, რადგანაც ეროვნული სასამართლოების გადაწყვეტილება, რომელიც ბრძანებდა ბიჭების დაბრუნებას მათ მამასთან, ჯერ არ იყო აღსრულებული და ბიჭები ისევ აგრძელებდნენ ცხოვრებას მათი დედის ოჯახში.
ნ.წ. და სხვები საქართველოს წინააღმდეგ – სასამართლო გადაწყვეტილება
25
(b) განმცხადებლები
განმცხადებლებმა, „სამართლებრივი რესურსების ცენტრი“ ვალენტინ კამპეანუს სახელით რუმინეთის წინააღმდეგ (Centre for Legal Resources on behalf of Valentin Câmpeanu v. Romania) ([დიდი პალატა], № 47848/08, § 103, ECHR, 2014წ.) საქმესთან დაკავშირებით სასამართლო გადაწყვეტილების მითითებით, განაცხადეს, რომ განაცხადის წარდგენის მომენტში ბიჭები იყვნენ ათი (უფროსი ბიჭი) და ექვსი (ტყუპები) წლის ასაკის; ისინი იყვნენ უმწეო მდგომარეობაში და მოკლებულნი იყვნენ სასამართლოში საჩივრის პირადად შეტანის რაიმე სახის პრაქტიკულ საშუალებას. მათი დედის გარდაცვალების და მამის მიმართ მათი მტრული დამოკიდებულების გათვალისწინებით, გარდა თავიანთი დეიდისა, არავინ გააჩნდათ, ვინც შეძლებდა საჩივრის შეტანას მათი სახელით. განმცხადებლის თვალსაზრისით, ბავშვების უმწეო მდგომარეობა ამართლებდა განაცხადის მიმართ ნაკლებად მკაცრი მიდგომის გამოყენებას მიმდინარე საქმეში სასამართლოსთვის მიმართვის უფლებასთან დაკავშირებით. მათ ასევე აღნიშნეს, რომ ასეთი მიდგომა უკვე გამოყენებულ იქნა სასამართლოს მიერ რამდენიმე შემთხვევაში (იხილეთ ილჰანი თურქეთის წინააღმდეგ (İlhan v. Turkey) [დიდი პალატა], №22277/93, §§ 49-55, ECHR 2000-VII, და Y.F. თურქეთის წინააღმდეგ (Y.F. v. Turkey), №24209/94, § 31, ECHR 2003-IX), მათ შორის, იმ შემთხვევებში, როდესაც ბავშვების ინტერესები საფრთხის ქვეშ იყო (იხილეთ ბეკერი დანიის წინააღმდეგ (Becker v. Denmark) №7011/75, 3 ოქტომბერი, 1975 წ.; სიბერტი გერმანიის წინააღმდეგ (Siebert v. Germany) (განჩინება), №59008/00, 9 ივნისი, 2005წ.; და სკოზარი და გიუნტა იტალიის წინააღმდეგ (Scozzari and Giunta v. Italy) [დიდი პალატა], №№ 39221/98 და 41963/98, §§ 138-139, ECHR 2000-VIII).
51. დეიდისსასამართლოსთვისმიმართვის უფლების
მხარდასაჭერად, განმცხადებლები ასევე დაეყრდნენ კონვენციის 37-ე მუხლს და განაცხადეს, რომ ადამიანის უფლებათა პატივისცემა, როგორც ეს განსაზღვრულია კონვენციაში, მოითხოვდა სასამართლოსგან მიმდინარე საქმის გამოკვლევის გაგრძელებას. ამ საკითხთან დაკავშირებით მათ მოიხმეს სასამართლოს პრეცედენტული საქმე, სადაც ადამიანის უფლებათა დაცვის ინტერესებიდან გამომდინარე, უახლოეს ნათესავს მიეცა გარდაცვლილი მომჩივანის სახელით განაცხადის გაკეთების უფლება (იხილეთ კარნერი ავსტრიის წინააღმდეგ (Karner v. Austria), №40016/98, §§ 24-28, ECHR 2003-IX, და მიკალეფი მალტას წინააღმდეგ (Micallef v. Malta), № 17056/06, §§ 44-51, 15 იანვარი, 2008 წ.).
26 ნ.წ. და სხვები საქართველოს წინააღმდეგ – სასამართლო გადაწყვეტილება
სასამართლოს მიერ განხორციელებული შეფასება
(a) პრინციპების შეჯამება
ბოლო პერიოდის საქმეებში – “სამართლებრივი რესურსების
ცენტრი” ვალენტინ კამპეანუს სახელით (Centre for Legal Resources on behalf of Valentin Câmpeanu) (ციტირებულია ზემოთ) და ლამბერტი და სხვები საფრანგეთის წინააღმდეგ (Lambert and Others v. France) ([დიდი პალატა], № 46043/14, ECHR 2015 (ამონარიდები) – სასამართლომ არაერთგზის განაცხადა, რომ როდესაც განაცხადი არ არის შეტანილი თავად დაზარალებულის მიერ, სასამართლოს რეგლამენტის 45.3 მუხლი მოქმედების დაწყების მიზნით მოითხოვს ხელმოწერილი წერილობითი უფლებამოსილების წარმოდგენას. არსებითად მნიშვნელოვანია, რომ წარმომადგენლებმა მოახდინონ იმის დემონსტრირება, რომ მათ მიიღეს კონკრეტული და მკაფიო ინსტრუქციები სავარაუდო დაზარალებულისაგან, რომლის სახელითაც სასამართლოს წინაშე მოქმედება განიზრახეს. თუმცა, განსაკუთრებულ მიდგომას შეიძლება საჭიროებდნენ ეროვნული ხელისუფლების მხრიდან მე–2, მე–3 და მე–8 მუხლების სავარაუდო დარღვევის მსხვერპლები. კერძო პირების ან პირების გაერთიანების მიერ დაზარალებულის ან დაზარალებულთა სახელით წარდგენილი განაცხადები ამგვარად გამოცხადდა დასაშვებად, უფლებამოსილების ყოველგვარი ვალიდური ფორმის წარუდგენლობის მიუხედავად (იხილეთ ილჰანი თურქეთის წინააღმდეგ (İlhan v. Turkey) [დიდი პალატა], №22277/93, §§ 53-55, ECHR 2000-VII; Y.F. თურქეთის წინააღმდეგ (Y.F. v. Turkey), №24209/94, § 29, ECHR 2003-IX; „სამართლებრივი რესურსების ცენტრი“ ვალენტინ კამპეანუს სახელით (Centre for Legal Resources on behalf of Valentin Câmpeanu), ციტირებულია ზემოთ, § 103; იხილეთ ასევე „ადამიანის უფლებების დაცვის ასოციაცია რუმინეთში – ჰელსინკის კომიტეტი“ იონელ გარსიას სახელით რუმინეთის წინააღმდეგ (Association for the Defence of Human Rights in Romania – Helsinki Committee on behalf of Ionel Garcea v. Romania), №2959/11, §§ 42-46, 24 მარტი, 2015წ.).
53. სასამართლოს პრეცედენტული სამართლის შესაბამისად, განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა დაზარალებულთა უმწეობას მათი ასაკის, სქესისა ან შეზღუდული შესაძლებლობის გამო, ისეთ შემთხვევებში, როდესაც ეს ფაქტორები მათთვის შეუძლებელს ხდის [ადამიანის უფლებათა ევროპული] სასამართლოსთვის საჩივრით მიმართვას; ამასთან, ჯეროვანი ყურადღება ეთმობა განაცხადის შემტან პირსა და დაზარალებულს შორის არსებულ კავშირებს (იხილეთ, ილჰანი (Ilhan), ციტირებულია ზემოთ, §§ 53-55).
ნ.წ. და სხვები საქართველოს წინააღმდეგ – სასამართლო გადაწყვეტილება
27
54. კერძოდ, ბავშვებთან დაკავშირებით სასამართლომ წარსულში განსაზღვრა, რომ ბავშვების პოზიცია 34-ე მუხლთან მიმართებაში ფრთხილ განხილვას ავალდებულებს, რადგან ისინი, როგორც წესი, უნდა დაეყრდნონ სხვებს თავიანთი საჩივრის წარდგენისა და მათი ინტერესების წარმოდგენისას და ბავშვები შესაძლოა არ იყვნენ იმ ასაკის ან შესაძლებლობების მქონე, რომ რეალურად მოახდინონ მათი სახელით განსახორციელებელი ნაბიჯების დადასტურება. შესაბამისად, ამ სფეროში შემზღუდველი ან ტექნიკური მიდგომა თავიდან უნდა იქნეს აცილებული (იხილეთ S.D., D.P. და A.T. გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ (S.D., D.P. and A.T. v. the United Kingdom), № 23715/94, კომისიის 1996 წლის 20 მაისის გადაწყვეტილება; P.,C. და S. გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ (P.,C. and S. v. the United Kingdom) (განჩინება), 56547/00, 11 დეკემბერი, 2001 წ.; C. და D.გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ (C. and D. v. the United Kingdom) (დადგენილება), №34407/02, 31 აგვისტო, 2004წ.; გიუსტო, ბორნაჩინი და V. იტალიის წინააღმდეგ (Giusto, Bornacin and V. v. Italy), №38972/06, 15 მაისი, 2007წ.; მორეტი და ბენედეტი იტალიის წინააღმდეგ (Moretti and Benedetti v. Italy), № 16318/07, § 32, 27 აპრილი, 2010წ.; სნერსონი და კამპანელა იტალიის წინააღმდეგ (Šneersone and Kampanella v. Italy), №14737/09, § 61, 12 ივლისი, 2011წ.; M.D. და სხვები მალტას წინააღმდეგ (M.D. and Others v. Malta), №64791/10, § 37, 17 ივლისი, 2012 წ.; და A.K. და L. ხორვატიის წინააღმდეგ (A.K. and L. v. Croatia), №37956/11, § 47, 8 იანვარი, 2013 წ.). ასეთ შემთხვევებში მნიშვნელოვანია გათვალისწინებული იქნეს ბავშვის უფლების დაცვასთან დაკავშირებული ნებისმიერი სერიოზული საკითხის შესწავლა (იხილეთ C. და D., P., C. და S., და M.D. და სხვები (C. and D., P., C. and S., and M.D. and Others), ორივე ციტირებულია ზემოთ; იხილეთ ასევე სკოზარი და გიუნტა (Scozzari and Giunta), ციტირებულია ზემოთ, § 138; ტონჩევი ბულგარეთის წინააღმდეგ (Tonchev v. Bulgaria), №18527/02, § 31, 19 ნოემბერი, 2009 წ.; და რომადკა და რომადკოვა რუსეთის წინააღმდეგ (Hromadka and Hromadkova v. Russia), №22909/10, § 118, 11 დეკემბერი, 2014წ.).
(b) განაცხადი წინამდებარე საქმეზე
55. სასამართლო მიიჩნევს, რომ არსებულ საქმეში სამი ბიჭი აშკარად უმწეო მდგომარეობაში იმყოფებოდა. ისინი იყვნენ არასრულწლოვნები, რომელთაც დაკარგეს თავიანთი დედა და
ჰქონდათ გართულებული, თუ არა მტრული, ურთიერთობა მათ მამასთან. ბავშების დეიდამ წარმოადგინა არსებული განცხადება მათი სახელით. უდავოა, რომ ის აქტიურად მონაწილეობდა
28ნ.წ. და სხვები საქართველოს წინააღმდეგ – სასამართლო გადაწყვეტილება
ბიჭების აღზრდაში, ზრუნავდა მათზე და, მინიმუმ, 2009 წლის დეკემბრის შემდგომ პერიოდში უზრუნველყოფდა მათ საცხოვრებელი ადგილით. სასამართლოში განაცხადის წარდგენის მომენტისათვის ბიჭები ორზე მეტი წლის განმავლობაში მუდმივად ცხოვრობდნენ დედისეულ ოჯახში. მოცემულ ვითარებაში არანაირი ეჭვი არ არსებობს იმასთან დაკავშირებით, რომ დეიდას საკმაოდ მჭიდრო კავშირი ჰქონდა თავის დისშვილებთან, კონვენციის მე–8 მუხლის დარღვევის პირდაპირ სავარაუდო მსხვერპლებთან, რათა მათი სახელით შეეტანა საჩივარი. შესაბამისად, უნდა განისაზღვროს, აკმაყოფილებს თუ არა არსებული საქმე ორ დამატებით კრიტერიუმს სასამართლოს შესაბამისი პრეცედენტული სამართლის თვალსაზრისით: პირველი, რისკი იმისა, რომ დეიდის საჩივრის გარეშე ბიჭები მოკლებულნი იქნებოდნენ თავიანთი უფლებების ეფექტურ დაცვას; და მეორე, ხომ არ არსებობს ინტერესთა კონფლიქტი ბავშვებს და მათ დეიდას შორის (იხილეთ ლამბერტი (Lambert), ციტირებულია ზემოთ, § 102).
56. რაც შეეხება პირველ კრიტერიუმს, სასამართლო აღნიშნავს, რომ ბიჭების ოჯახური სიტუაციის, სახელდობრ დედის გარდაცვალებისა და მამასთან აშკარა გაუცხოების გათვალისწინებით, როგორც ჩანს, არ არსებობს უფრო ახლო ნათესავი, ვისაც შეეძლო საჩივრის მათი სახელით შეტანა. ოჯახის წევრებს, გარდა მამისა და დედის მხრიდან ბებია-ბაბუისა და დეიდებისა, არანაირი ინტერესი არ გამოუხატავთ შესაბამისი ეროვნული სამართალწარმოების მიმართ (იხილეთ მე-10 და მე-20 პარაგრაფები ზემოთ). მამა, ეროვნული სამართალწარმოების შედეგების კონტექსტში, აშკარად არ ავლენს არანაირ ინტერესს (იხილეთ ასევე 34-35-ე პარაგრაფები ზემოთ). რაც შეეხება ბავშვების წარმომადგენლობის პოტენციურ ინსტიტუციონალურ ალტერნატივას, სასამართლო აღნიშნავს, რომ მიმდინარე განაცხადში სოციალური მომსახურების სააგენტო თავად წარმოადგენდა კრიტიკის საგანს. აქედან გამომდინარე, არარეალისტური იქნებოდა იმის მოლოდინი, რომ სოციალური მომსახურების სააგენტო ხელს შეუწყობდა ბავშვების სახელით საჩივრის შეტანას, რომელიც ნაწილობრივ მოიცავდა მათ მიერ წარმოდგენილი სისტემის კრიტიკას. შესაბამისად, წინამდებარე საქმეში არ არსებობდა წარმომადგენლობის ალტერნატიული წყარო, რაც შეუსაბამოდ ან არასაჭიროდ აქცევდა დეიდის მიერ თავის თავზე აღებულ როლს.
ნ.წ. და სხვები საქართველოს წინააღმდეგ – სასამართლო გადაწყვეტილება
29
რაც შეეხება მეორე კრიტერიუმს, სასამართლო აღნიშნავს, რომ არსებულ საქმესთან დაკავშირებულ საჩივარში მთავარ საკითხს წარმოადგენს ადგილობრივი ხელისუფლების მიერ კონვენციის მოთხოვნების პროცესუალური შესაბამისობის სავარაუდო დარღვევა და ბავშვების საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე, მოქმედებასთან დაკავშირებული სავარაუდო დარღვევები. განაცხადის ობიექტისა და სფეროს გათვალისწინებით (იხილეთ 46-47-ე პარაგრაფები ზემოთ და 73-ე პარაგრაფი ქვემოთ), სასამართლო ვერ ხედავს, რამდენად შეიძლება არსებობდეს ინტერესთა კონფლიქტი დეიდასა და მის დისშვილებს შორის სწორედ ამ საკითხზე (იხილეთ S.D., D.P. და A.T. (განჩინება), ციტირებულია ზემოთ). ის ფაქტი, რომ ქალბატონი ნ.წ. არ წარადგენს საჩივარს საკუთარი სახელით, სასამართლოს მიერ ზემოთ წარმოდგენილ მოსაზრებას კიდევ უფრო განამტკიცებს (ამის საპირისპიროდ, იხილეთ, კრუშკიჩი და სხვები (Kruškić and Others) (ციტირებულია ზემოთ), § 97).
თავის შენიშვნებში მთავრობა მეტწილად ეყრდნობა სასამართლო გადაწყვეტილებას საქმეზე კრუშკიჩი და სხვები (Kruškić and Others) (იხილეთ 48-ე პარაგრაფი ზემოთ). სასამართლო აღნიშნავს, რომ არსებულ საქმეზე ეროვნული სამართალწარმოების მიმდინარეობისას, განსხვავებით ზემოთ მოყვანილი ერთი შემთხვევისა, ბავშვები არასოდეს ყოფილან წარმოდგენილნი მეურვის მიერ სამართალწარმოების მიზნით, ასევე, ადვოკატის მიერ, რომელსაც შეეძლო პროცედურულად ემოქმედა მათი სახელით (შეადარეთ კრუშკიჩი და სხვები (Kruškić and Others), ციტირებულია ზემოთ, §§ 76, 85, და 87). სოციალური მომსახურების სააგენტო, რომელიც მთავრობის განცხადებით პასუხისმგებელი იყო ბიჭების ინტერესების წარმომადგენლობაზე, ფაქტობრივად ატარებდა მხოლოდ "დაინტერესებული მხარის" სტატუსს, ამ სტატუსისთვის „დამახასიათებელი“ პროცესუალური უფლებების გარეშე (იხილეთ 74-77-ე პარაგრაფები ქვემოთ).
გარდა ამისა, იმ დროს, როდესაც კრუშკიჩის საქმეში აქცენტი კეთდებოდა ბებია/ბაბუა–შვილიშვილის ურთიერთობის შეწყვეტაზე, მთავარ საკითხს მიმდინარე საქმეში წარმოადგენს ადგილობრივი ხელისუფლების მიერ ბავშვების ინტერესების სავარაუდო უგულვებელყოფა და სამართალწარმოების პროცედურული ხარვეზები. ამ მიმართებით, ასევე, მიმდინარე განაცხადის სფეროს გათვალისწინებით (იხილეთ 46-47-ე პარაგრაფები ზემოთ), მთავრობის არგუმენტი დეიდასა და მის დისშვილებს შორის ოჯახური
30ნ.წ. და სხვები საქართველოს წინააღმდეგ – სასამართლო გადაწყვეტილება
ცხოვრების არარსებობასთან დაკავშირებით არარელევანტურია, კონვენციის მე–8 მუხლის მიზნებიდან გამომდინარე.
ყოველივე ზემოთაღნიშნულის გათვალისწინებით, ასევე, იმ ფაქტის მხედველობაში მიღებით, რომ სასამართლოს აზრით, წინამდებარე განაცხადი ეხება ბიჭების მნიშვნელოვან ინტერესებს, რომელიც იმსახურებს განხილვას კონვენციის ფარგლებში, სასამართლო მიიჩნევს, რომ დეიდას გააჩნდა თავისი დისშვილების სახელით განაცხადის შეტანისთვის საჭირო სტატუსი. ეს კი ნიშნავს, რომ მთავრობის მიერ ამ საკითხთან დაკავშირებით გამოხატული პროტესტი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
რაც შეეხება მთავრობის არგუმენტს, რომ განაცხადი არის ნაადრევი, სასამართლო აღნიშნავს, რომ გადაწყვეტილება, დაუბრუნდნენ ბიჭები თავიანთ მამას, არის საბოლოო და ექვემდებარება აღსრულებას. აღსრულების განკარგულება გაიცა 2012 წლის 4 ივნისს; მცდელობას, წამოეყვანათ ბიჭები თავიანთი დედისეული ოჯახიდან, ორჯერ ქონდა ადგილი, თუმცა, წარუმატებლად. მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილება გაცემულია სამ წელზე მეტი პერიოდის წინ, მას კვლავ გააჩნია სრული იურიდიული ძალა. არ არის შესაძლებელი, რომ აცილებულ იქნეს მისი აღსრულება; ამასთან, მთავრობას არ მიუმართავს სასამართლოსთვის შუამდგომლობით იმასთან დაკავშირებით, რომ მამამ უკუაგდო შვილების დაბრუნების მცდელობის იდეა. ამგვარ გარემოებებში, სასამართლო მიიჩნევს, რომ ბავშვებს შეუძლიათ განაცხადონ კონვენციის 34-ე მუხლის მნიშვნელობის ფარგლებში მათი დაზარალებულის სტატუტის შესახებ (იხილეთ, mutatis mutandis, შამაევი და სხვები საქართველოსა და რუსეთის წინააღმდეგ (Shamayev and Others v. Georgia and Russia), №36378/02, § 358, ECHR 2005-III, და აბდულაჟონ ისაკოვი რუსეთის წინააღმდეგ (Abdulazhon Isakov v. Russia), №14049/08, § 100, 8 ივლისი, 2010 წ.). შესაბამისად, სასამართლო არ აკმაყოფილებს მთავრობის პროტესტს იმასთან დაკავშირებით, რომ ბავშვებს არ გააჩნიათ დაზარალებულის სტატუსი.
61. სასამართლო აღნიშნავს, რომ განაცხადი არ წარმოადგენს აშკარად დაუსაბუთებელს კონვენციის 35.3.a მუხლის ფარგლებში. სასამართლო ასევე აღნიშნავს, რომ განაცხადი არ არის დაუშვებელი ნებისმიერი სხვა საფუძვლით. შესაბამისად, განაცხადი უნდა გამოცხადდეს დასაშვებად.
ნ.წ. და სხვები საქართველოს წინააღმდეგ – სასამართლო გადაწყვეტილება
31
საქმის კონკრეტული გარემოებები
მხარეების მიერ წარმოდგენილი არგუმენტები
(a) მთავრობა
მთავრობამ განაცხადა, რომ მამასთან ბავშვების დაბრუნების თაობაზე განკარგულების გაცემამდე ეროვნულმა სასამართლოებმა ჩაატარეს ბავშვებთან დაკავშირებული მთელი რიგი ფაქტორების სიღრმისეული კვლევა. ისინი ამტკიცებდნენ, რომ სოციალური მომსახურების სააგენტოსა და ფსიქოლოგის მონაწილეობა სამართალწარმოებაში წარმოადგენდა იმის გარანტიას, რომ ბავშვებს მოუსმინეს. რაც შეეხება საქმის კონკრეტულ ფაქტობრივ გარემოებებს, მთავრობამ ხაზი გაუსვა, რომ გ.ბ–ს არასოდეს არ ჩამორთმევია მშობლის უფლებები; ექსპერტის დასკვნის შესაბამისად, ის უკვე აღარ იყო ნარკოტიკებზე დამოკიდებული და მზად იყო განეახლებინა თავისი მშობლის პასუხისმგებლობების განხორციელება. მას ასევე გააჩნდა ადეკვატური ფინანსური რესურსები და შესაფერისი საცხოვრებელი პირობები, სადაც ის შეძლებდა თავის შვილებზე ზრუნვას.
რაც შეეხება ბავშვების დამოკიდებულებას, მთავრობა ამტკიცებდა, რომ ბავშვები ცხოვრობდნენ უარყოფითი გავლენის ქვეშ დედისეულ ოჯახში და რომ მათი დარჩენა ასეთ არაჯანსაღ ფსიქოლოგიურ გარემოში წინააღმდეგობაში მოდიოდა მათ საუკეთესო ინტერესებთან.
მთავრობამ კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 81-ე მუხლის მოთხოვნების შესაბამისად, უფროსი ბიჭი ჩართული იყო ეროვნულ დონეზე სამართალწარმოებაში სოციალური მომსახურების სააგენტოს წარმომადგენელის მეშვეობით. აღნიშნულთან მიმართებით, მთავრობის მტკიცებით, ზემოთ აღნიშნული დებულება არ უნდა განიმარტოს, როგორც ეროვნული სასამართლოს ვალდებულება, უშუალოდ ჩართოს არასრულწლოვნები შესაბამის სამართალწარმოებაში.
დასკვნის სახით, მთავრობამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ოჯახური ცხოვრების სფეროში სახელმწიფოებს მინიჭებული აქვთ თავისუფალი შეფასები საკმაოდ ფართო ფარგლები და რომ ბავშვების საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე,
32ნ.წ. და სხვები საქართველოს წინააღმდეგ – სასამართლო გადაწყვეტილება
დასაბუთებული გადაწყვეტილების მიღებით ადგილი არ ჰქონია ადგილობრივი ხელისუფლების მიერ უფლებამოსილების გადაჭარბებას.
(b) განმცხადებლები
დეიდამ განაცხადა, რომ მისი დისშვილების უფლებები, როგორც ეს გარანტირებულია კონვენციის მე–8 მუხლის ფარგლებში, დაირღვა, რადგან ეროვნულმა სასამართლოებმა საფუძვლიანად ვერ შეაფასეს მათი მდგომარეობა და ვერ გაითვალისწინეს მათი საუკეთესო ინტერესები. მან განაცხადა, რომ საქმის მოკვლევისას ადგილობრივ ხელისუფლებას ყურადღების მიღმა დარჩა რამდენიმე მნიშვნელოვანი ფაქტორი. პირველ რიგში და უწინარეს ყოვლისა, სასამართლოებმა უგულებელყვეს ბიჭების უარყოფითი დამოკიდებულება მათი მამის მიმართ. ამასთან დაკავშირებით, დეიდამ განსაკუთრებულად ხაზგასმით აღნიშნა საქმეზე ჰოკანენი ფინეთის წინააღმდეგ (Hokkanen v. Finland), 23 სექტემბერი, 1994წ., §§ 61-62, სერიები A №299-A) სასამართლოს გადაწყვეტილების მითითებით, რომ უფროსი ბიჭი, რომელიც საქმის განხილვის პერიოდში იყო ცხრა წლის, კატეგორიულად ეწინააღმდეგებოდა მამის სახლში გადასვლის იდეას. აქედან გამომდინარე, საცხოვრებელი პირობების შეფასების ნაცვლად ადგილობრივ ხელისუფლებას ყურადღება უნდა გაემახვილებინა ბიჭების ემოციურ მდგომარეობაზე და საკითხის შესაძლო გადაჭრის გზებზე. დეიდის აზრით, იმის ვარაუდის პირობებშიც კი, რომ ბავშვების უარყოფითი დამოკიდებულება მათი მამის მიმართ ნაწილობრივ განპირობებული იყო დედისეული ოჯახის ზეგავლენით, ყოველგვარი რეაბილიტაციის გეგმისა და მოსამზადებელი პერიოდის გათვალისწინების გარეშე მათ დაუყოვნებელ დაბრუნებაზე განკარგულების გაცემა, ნებისმიერ შემთხვევაში ეწინააღმდეგებოდა მათ საუკეთესო ინტერესებს.
67. ამასთან, დეიდა ამტკიცებდა, რომ მამას არ გააჩნდა ინტერესი მისი შვილების მიმართ. მიუხედავად ორი შუალედური განკარგულების მიღებისა, მას რეალურად არასოდეს უცდია მათი ნახვა; და რაც მთავარია, მიუხედავად იმისა, რომ გ.ბ–სათვის ბავშვების დაბრუნებასთან დაკავშირებით სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილების აღსრულების ორი წარუმატებელი მცდელობიდან სამ წელზე მეტი გავიდა, ამ უკანასკნელს (მამას) ბიჭებთან კონტაქტის დასამყარებლად არაფერი გაუკეთებია. ამასთან, მას (მამას) არ შეუტანია საჩივარი სასამართლოში საბოლოო გადაწყვეტილების აღუსრულებლობასთან დაკავშირებით და არ დაკავშირებია სოციალური მომსახურების
ნ.წ. და სხვები საქართველოს წინააღმდეგ – სასამართლო გადაწყვეტილება
33
სააგენტოს მისთვის დახმარების აღმოჩენის მიზნით.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 81-ე მუხლთან დაკავშირებით, განმცხადებლებმა მითითება გააკეთეს ბავშვთა უფლებების კონვენციის ფარგლებში ჩამოყალიბებულ პრინციპზე, რომლის თანახმადაც, ბავშვი, რომელსაც აქვს უნარი ჩამოაყალიბოს თავისი საკუთარი შეხედულება, პირადად უნდა იქნეს ჩართული საქმის წარმოებაში, რომელიც უკავშირდება მის უფლებებს. ისინი არ დაეთანხმნენ მთავრობის მიერ შემოთავაზებული ზემოთ ხსენებული დებულების ინტერპრეტაციას და განაცხადეს, რომ ფრაზა „ამავე დროს“ გულისხმობდა, რომ კანონიერი წარმომადგენლის დანიშვნის პარალელურად, შვიდიდან თვრამეტ წლამდე ასაკის არასრულწლოვანი უშუალოდ უნდა ყოფილიყო ჩართული საქმის წარმოებაში.
და ბოლოს, განმცხადებლები დაჟინებით ამტკიცებდნენ, რომ ბიჭებთან დაკავშირებული ვითარების ზედაპირულად შეფასებამ, მათი (ბავშვების) მოსაზრებების უგულვებელყოფასთან ერთად, განაპირობა ეროვნული სასამართლოების მიერ ისეთი გადაწყვეტილების მიღება, რომელიც ეწინააღმდეგებოდა მათ საუკეთესო ინტერესებს.
სასამართლოს შეფასება
(a) ზოგადი პრინციპები
სასამართლო განმეორებით აღნიშნავს, რომ კონვენციის მე–8 მუხლის თანახმად, მშობლისა და ბავშვის მიერ მათი ერთად ყოფნით ერთობლივი სიამოვნების მიღება ქმნის ოჯახური ცხოვრების ფუნდამენტურ ელემენტს (იხილეთ, სხვა წყაროებს შორის, ოლსონი შვედეთის წინააღმდეგ (Olsson v. Sweden) (№1), 24 მარტი, 1988წ., § 59, სერიები A №130, და მონორი რუმინეთისა და უნგრეთის წინააღმდეგ (Monory v. Romania and Hungary), № 71099/01, § 70, 5 აპრილი, 2005წ.). ამ კონტექსტში, მე–8 მუხლის არსებითი მიზანია პირის დაცვა საჯარო ხელისუფლების მხრიდან თვითნებური ქმედებისაგან. გარდა ამისა, ოჯახური ცხოვრების ეფექტიან „პატივისცემას“ ახასიათებს პოზიტიური ვალდებულებები. აქედან გამომდინარე, სასამართლომ არაერთხელ დაადგინა, რომ მე-8
34ნ.წ. და სხვები საქართველოს წინააღმდეგ – სასამართლო გადაწყვეტილება
მოიცავს მშობელთა უფლებას, მიიღონ ზომები, რაც საშუალებას მისცემს მათ, აღადგინონ ურთიერთობა თავიანთ შვილებთან და ეროვნული ხელისუფლების ვალდებულებას, განახორციელონ შესაბამისი ქმედებები (იხილეთ, სხვა მრავალ მაგალითს შორის, ერიქსონი შვედეთის წინააღმდეგ (Eriksson v. Sweden), 1989 წლის 22 ივნისის გადაწყვეტილება, სერიები A №156, გვ. 26-27, § 71; მარგარეტა და როჯერ ანდერსონი შვედეთის წინააღმდეგ (Margareta and Roger Andersson v. Sweden), 1992 წლის 25 თებერვლის გადაწყვეტილება, სერიები A №226-A, გვ. 30, § 91; ოლსონი შვედეთის წინააღმდეგ (Olsson v. Sweden) (№ 2), 1992 წლის 27 ნოემბრის გადაწყვეტილება, სერიები A № 250, გვ. 35-36, § 90; ნუუტინენი ფინეთის წინააღმდეგ (Nuutinen v. Finland), 2000 წლის 27 ივნისის გადაწყვეტილება, მოხსენებები განაჩენებისა და გადაწყვეტილებების შესახებ 2000-VIII, გვ. 83, § 127; იგნაკოლო–ზენიდი რუმინეთის წინააღმდეგ (Ignaccolo-Zenide v. Romania), №31679/96, § 94, ECHR 2000-I; და სილვესტერი ავსტრიის წინააღმდეგ (Sylvester v. Austria), №№ 36812/97 და 40104/98, § 58, 24 აპრილი, 2003 წ.). ეს ასევე ეხება იმ შემთხვევებს, სადაც ბავშვებთან კონტაქტის შესახებ და საცხოვრებელ ადგილთან დაკავშირებული დავები წარმოიშობა მშობლებსა და/ან ბავშვების ოჯახის სხვა წევრებს შორის (იხილეთ ფუშკა რუმინეთის წინააღმდეგ (Fuşcă v. Romania), №34630/07, § 34, 13 ივლისი, 2010წ.; რომადკა და რომადკოვა რუსეთის წინააღმდეგ (Hromadka and Hromadkova v. Russia), №22909/10, § 150, 11 დეკემბერი, 2014წ.; და მანიკი ლიტვის წინააღმდეგ (Manic v. Lithuania), №46600/11, § 101, 13 იანვარი, 2015 წ.)
71. თუმცა,
ეროვნული ხელისუფლების
ვალდებულება,
განახორციელოს
ღონისძიებები
ოჯახის
გაერთიანების
ხელშეწყობის მიზნით, არ არის აბსოლიტური ხასიათის (იხილეთ
ჰოკანენი (Hokkanen), ციტირებულიაზემოთ,§ 58; ვამოსი უნგრეთის წინააღმდეგ (Vamosi v. Hungary) (განჩინება), 71657/01, 23 მარტი, 2004წ.). მშობლის იმ ბავშვთან ხელახალი გაერთიანება, რომელიც გარკვეული პერიოდი ცხოვრობს სხვა პირებთან ერთად, შეიძლება ვერ მოხდეს დაუყოვნებლივ და ამ მიზნის მისაღწევად შესაძლოა საჭირო გახდეს მოსამზადებელი ღონისძიებების გატარება. ამგვარი მომზადების ხასიათი და მასშტაბი დამოკიდებულია თითოეული შემთხვევის გარემოებებზე, თუმცა, ყველა დაინტერესებული მხარის გაგება და თანამშრომლობა ყოველთვის იქნება ამ პროცესის მნიშვნელოვანი შემადგენელი ელემენტი. თუმცა, ეროვნულმა ხელისუფლებამ მაქსიმალური ძალისხმევა უნდა მიმართოს ამგვარი თანამშრომლობის ხელშეწყობის მიზნით, ამ სფეროში
ძალდატანების გამოყენების ნებისმიერი ვალდებულება უნდა შეიზღუდოს, რადგან კონვენციის მე–8 მუხლის თანახმად, მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული ყველა დაინტერესებული
ნ.წ. და სხვები საქართველოს წინააღმდეგ – სასამართლო გადაწყვეტილება
35
მხარის ინტერესები, ასევე, უფლებები და თავისუფლება და, განსაკუთრებით, ბავშვის საუკეთესო ინტერესები და მისი უფლებები,. თუკი მშობელთან კონტაქტი საფრთხეს უქმნის ამ ინტერესებს ან აბრკოლებს ამ უფლებების განხორციელებას, ეროვნული ხელისუფლება პასუხისმგებელია შექმნას სამართლიანი ბალანსი (იხილეთ ჰოკანენი (Hokkanen), ციტირებულია ზემოთ, § 58). ბავშვის საუკეთესო ინტერესები უნდა წარმოადგენდეს განხილვის უმთავრეს საგანს, მისი ბუნებიდან და სერიოზულობიდან გამომდინარე, შეიძლება აჭარბებდეს მშობლების ინტერესებს (იხილეთ, სხვა მრავალ სხვა წყაროს შორის, ოლსონი (Olsson) (№2), § 90, იგნაკოლო–ზენიდი (Ignaccolo-Zenide), § 94, ორივე ციტირებულია ზემოთ; პლაზა პოლონეთის წინააღმდეგ (Płaza v. Poland), № 18830/07, § 71, 25
იანვარი, 2011წ.; და მანიკი (Manic), ციტირებულია ზემოთ, § 102,
შემდგომი თანდართული მითითებებით).
72. სასამართლო ასევე აღნიშნავს, რომ მართალი მე–8 მუხლი არ შეიცავს ზუსტ პროცედურულ მოთხოვნებს, განმცხადებელი უნდა იყოს ჩართული გადაწყვეტილებების მიღების პროცესში, იმ ხარისხით, რაც საკმარისია მისი ინტერესების საჭირო დონეზე დაცვის უზრუნველსაყოფად, რაც თავის მხრივ გარანტირებულია ამ მუხლით (იხილეთ ფერნანდეს მარტინესი ესპანეთის
წინააღმდეგ (Fernández Martínez v. Spain) [დიდი პალატა], №56030/07, § 147, ECHR 2014 (ამონარიდები); Z.J. ლიტვის წინააღმდეგ (Z.J. v. Lithuania), № 60092/12, § 100, 29 აპრილი, 2014 წ.; ელშოლცი გერმანიის წინააღმდეგ (Elsholz v. Germany) [დიდი პალატა], №25735/94, § 52, ECHR 2000-VIII; და W. გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ (W. v. the United Kingdom), 8 ივლისი, 1987წ., §64, სერიები A №121). ბავშვების შემთხვევაში, ზემოთ აღნიშნული პრინციპი ხორციელდება მათი უფლების მეშვეობით, მიიღონ კონსულტაციები და მოხდეს მათი მოსმენა (იხილეთ M. და M. ხორვატიის წინააღმდეგ (M. and M. v. Croatia), № 10161/13, §§ 180-181, 3 სექტემბერი, 2015წ.). სასამართლომ უკვე დაადგინა, რომ
ბავშვების მომწიფებასთან და, გარკვეული დროის გასვლის შემდეგ, მათ მიერ, მაგალითად, მშობლებთან კონტაქტთან დაკავშირებით, თავიანთი მოსაზრებების ჩამოყალიბების უნარის
განვითარებასთან ერთად, სასამართლოებმა სათანადო მნიშვნელობა უნდა მიანიჭონ მათ შეხედულებებს და გრძნობებს,
36ნ.წ. და სხვები საქართველოს წინააღმდეგ – სასამართლო გადაწყვეტილება
ისევე, როგორც მათ უფლებას, პატივი სცენ მათ პირად ცხოვრებას
(იხილეთ პლაზა (Plaza), ციტირებულია ზემოთ, § 71). იგივე პრინციპები სათანადოდ არის განმტკიცებული ბავშვთა უფლებების კონვენციის მე-12 მუხლში და სხვა შესაბამის საერთაშორისო დოკუმენტებში (იხილეთ 40-44-ე პარაგრაფები ზემოთ).
(b) აღნიშნული პრინციპების გამოყენება წინამდებარე საქმეში
სასამართლო აღნიშნავს, რომ ამ საქმის არსი ძევს განმცხადებლის საჩივარში, რომლის მიხედვითაც მიმდინარე საქმეში ადგილობრივი ხელისუფლების მიერ განხორციელებული პროცედურები არ იყო შესაბამისობაში კონვენციის მე–8 მუხლის მოთხოვნებთან და ის უგულებელყოფდა ბავშვების საუკეთესო ინტერესებს. ამიტომაც, გამოსაკვლევია ორი ძირითადი ასპექტი – იყვნენ თუ არა ბიჭები სათანადოდ ჩართულები საქმის წარმოებაში, და იყო თუ არა ეროვნული სასამართლოების მიერ მიღებული გადაწყვეტილებები ნაკარნახევი მათი საუკეთესო ინტერესებით.
უფლება იყო წარმოდგენილი და გაგონილი
მთავრობამ განაცხადა, რომ ბავშვები ჩართულნი იყვნენ ეროვნულ სამართალწარმოებაში და მოხდა მათი მოსმენა ეროვნულ სამართალწარმოებაში, მათთვის სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ დანიშნული წარმომადგენლის მეშვეობით (იხილეთ 62-ე პარაგრაფი ზემოთ). მთავრობა აცხადებს, რომ 2010 წლის 12 იანვარს თბილისის საქალაქო სასამართლომ ნამდვილად მოითხოვა წარმომადგენლის დანიშვნა ბიჭებისათვის, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1200-ე მუხლის შესაბამისად. თუმცა, მას ჰქონდა გარკვეული შენიშვნები ამ წარმომადგენლის სპეციფიკურ როლთან დაკავშირებით, რომელიც მას უნდა შეესრულებინა ეროვნული სამართალწარმოების მიმდინარეობისას. ამდენად, როგორც საქმის მასალებიდან ჩანს,
სოციალური მომსახურების სააგენტო ფორმალურად ჩაერთო სამართალწარმოებაში მხოლოდ სააპელაციო ეტაპიდან (იხილეთ მე-19 პარაგრაფი ზემოთ), გაურკვეველი მიზეზებით გამოტოვა რა პირველ ინსტანციაში საქმის მთლიანი განხილვა. სააპელაციო სამართალწარმოებაში მისი ჩართვის შემდეგ, სოციალური მომსახურების სააგენტომ და მისმა შესაბამისმა რაიონულმა განყოფილებამ მიიღო „დაინტერესებული მხარის“ სტატუსი (იხილეთ 23-ე პარაგრაფი ზემოთ). თუმცა, სამოქალაქო საპროცესო კოდექსი არ ითვალისწინებს რაიმე დებულებას "დაინტერესებული მხარის" სტატუსთან და/ან მის შემდგომ საპროცესო უფლებებთან დაკავშირებით. აქედან გამომდინარე,
ნ.წ. და სხვები საქართველოს წინააღმდეგ – სასამართლო გადაწყვეტილება
37
გაურკვეველი რჩება, თუ როგორ შეძლო სოციალური მომსახურების სააგენტომ ეფექტურად წარმოედგინა ბავშვების ინტერესები, როცა მას არ გააჩნდა ფორმალური პროცედურული როლი ამ საქმეში. ზემოთ თქმულს სასამართლო მიჰყავს მეორე საკითხამდე.
ბავშვების ინტერესების წარდგენის მიზნით მოხდა სოციალური მომსახურების სააგენტოსა და მისი შესაბამისი
რაიონული განყოფილების განსაზღვრა, სამოქალაქო კოდექსის 1200.2 მუხლის შესაბამისად. მაგრამ ისევ გაურკვეველი რჩება, თუ ზუსტად რას გულისხმობს წარმომადგენლობის ეს ტიპი. არც სამოქალაქო საპროცესო კოდექსი და არც სოციალური მომსახურების სააგენტოსთან დაკავშირებული კანონმდებლობა არ განმარტავს ზემოთ მოცემული სქემის ფარგლებში დანიშნული წარმომადგენლის ფუნქციებსა და უფლებამოსილებებს. პრაქტიკულად, სამართალწარმოების ორ წელზე მეტი პერიოდის განმავლობაში, სოციალური მომსახურების სააგენტოს სხვადასხვა წარმომადგენელი ბიჭებს მხოლოდ რამდენჯერმე შეხვდა ერთადერთი მიზნით, მოემზადებინათ რამდენიმე ანგარიში ბიჭების საცხოვრებელ პირობებსა და მათ ემოციურ მდგომარეობასთან დაკავშირებით. ბიჭების მონიტორინგისა და მათთან სანდო ურთიერთობის დამყარების მიზნით ადგილი არ ჰქონია რეგულარულ და ხშირ კონტაქტს ბიჭებთან.
ამ კონტექსტში გათვალისწინებულ უნდა იქნეს „ევროპული კონვენცია ბავშვთა უფლებების განხორციელების“ შესახებ, რომელიც არ არის რატიფიცირებული საქართველოს მიერ, მაგრამ წარმოადგენს შესაბამისი პრინციპების ინტერპრეტაციის სასარგებლო ინსტრუმენტს. ზემოთ ხსენებული კონვენციის მე–10 მუხლი განსაზღვრავს, რომ წარმომადგენლის მოვალეობაა, იმოქმედოს სათანადო წესით ბავშვის სახელით, რაც გულისხმობს ბავშვისთვის ინფორმაციისა და განმარტებების მიწოდებას, ბავშვის შეხედულებების დადგენას და სასამართლო ხელისუფლების წინაშე მათ წარდგენას (იხილეთ 44-ე პარაგრაფი ზემოთ). გარდა ამისა, ევროპის საბჭოს მინისტრების კომიტეტის სახელმძღვანელო მითითებები ბავშვებისადმი კეთილგანწყობილ სამართალთან დაკავშირებით ადგენს, რომ იმ შემთხვევაში, როდესაც არსებობს ინტერესთა კონფლიქტი მშობლებსა და ბავშვებს შორის,
სამართალწარმოების მიზნებისათვის უნდა მოხდეს მეურვის ან სხვა დამოუკიდებელი წარმომადგენელის დანიშვნა, ბავშვის
38ნ.წ. და სხვები საქართველოს წინააღმდეგ – სასამართლო გადაწყვეტილება
შეხედულებების
და
ინტერესების
წარმოდგენისა
და
სამართალწარმოების
შინაარსის
შესახებ
ბავშვისთვის
ინფორმაციის მიწოდების მიზნით (იხილეთ 43-ე პარაგრაფი ზემოთ).
სასამართლო ვერ ხედავს, თუ როგორ შეიძლება, სოციალური მომსახურების სააგენტო, რამდენიმე ანგარიშის შედგენისა და სასამართლო სხდომებზე დაშვებისათვის აუცილებელი სტატუსის გარეშე დასწრების გზით, კლასიფიცირდეს, როგორც ადეკვატური და მნიშვნელოვანი წარმომადგენელი, როგორც ეს, inter alia, განსაზღვრულია ზემოთ ხსენებულ საერთაშორისო სტანდარტებში.
აუცილებელია დადგინდეს, სასამართლო ხელისუფლების ორგანოებმა რაიმე სხვა ფორმით ხომ არ მოუსმინეს ბავშვებს. აღნიშნულთან მიმართებით, სასამართლო, ბავშვის უფლებათა
კონვენციის მე-12 მუხლის გათვალისწინებით (იხილეთ 40-42-ე პარაგრაფები ზემოთ, და, კერძოდ, ბავშვის უფლებათა კომიტეტის
№12 ზოგადი კომენტარების 32-ე პუნქტი), ყურადღებას ამახვილებს იმ ფაქტზე, რომ ნებისმიერ სასამართლო ან ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში, რომელიც ახდენს გავლენას ბავშვთა უფლებებზე, კონვენციის მე–8 მუხლის თანახმად, ბავშვები, რომელთაც აქვთ თავისი საკუთარი მოსაზრებების ჩამოყალიბების უნარი, საკმარისად ჩართულნი უნდა იყვნენ გადაწყვეტილების მიღების პროცესში და მიეცეთ
შესაძლებლობა, მოუსმინონ მათ და, ამგვარად, გამოხატონ თავიანთი შეხედულებები (იხილეთ ასევე M. და M., ციტირებულია ზემოთ, § 181). იგივე პრინციპები სათანადოდ არის განმტკიცებული ევროპის საბჭოს მინისტრების კომიტეტის სახელმძღვანელო მითითებებში ბავშვებისადმი კეთილგანწყობილ სამართალთან დაკავშირებით, რაც ითვალისწინებს ბავშვთა უფლებას, მოხდეს მათი მოსმენა და გამოხატონ თავიანთი
შეხედულებები ყველა იმ საკითხთან დაკავშირებით, რომელიც მათზე ახდენს გავლენას (იხილეთ 43-ე პუნქტი ზემოთ).
მიმდინარე საქმეში სამი ბიჭიდან არც ერთის უშუალო მოსმენა არ განხორციელებულა არც ერთ სასამართლო ინსტანციაში. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 81-ე მუხლის თანახმად, განმცხადებლები ამტკიცებენ, რომ უფროსი ბიჭის შემთხვევაში მისი უფლება, მისთვის მოესმინათ მოსამართლეებს,დაირღვა. თავის მხრივ, მთავრობამ განაცხადა, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 81-ე მუხლი არ გულისხმობს შვიდ წელზე ზემოთ ბავშვების უშუალოდ ჩართვის სავალდებულოობას იმ სამართალწარმოებაში, რომელიც
ნ.წ. და სხვები საქართველოს წინააღმდეგ – სასამართლო გადაწყვეტილება
39
ზეგავლენას ახდენს მათზე (იხილეთ 64-ე პარაგრაფი ზემოთ).
შესაბამისი დებულების (იხილეთ 37-ე პარაგრაფი ზემოთ) სიტყვასიტყვით წაკითხვისას შეიძლება ვივარაუდოთ, რომ დებულება ფაქტობრივად ითვალისწინებს შვიდიდან თვრამეტ წლამდე ასაკის არასრულწლოვანთა უფლებას, პირდაპირ იყვნენ ჩართულნი სამართალწარმოებაში, რომელიც გავლენას ახდენს მათ უფლებებზე; ამასთან, არც ერთ მხარეს არ წარმოუდგენია რაიმე შესაბამისი ეროვნული პრეცედენტული სამართლის მაგალითები. ნებისმიერ შემთხვევაში, შესაბამისი საერთაშორისო სტანდარტების გათვალისწინებით, სასამართლოს არ ესმის, თუ რატომ ვერ შეძლეს ეროვნულმა სასამართლოებმა, განეხილათ სამართალწარმოებაში
უფროსი ბიჭის პირდაპირი ჩართვის შესაძლებლობა და წარმოედგინათ მისი არ მოსმენის დასაბუთება (იხილეთ M. და M., ციტირებულია ზემოთ, §§ 184-185). მისი უშუალოდ ჩართვის პოტენციური საჭიროება განსაკუთრებულად აშკარა იყო, ბიჭების წარმომადგენლობაში არსებული ზემოთ აღნიშნული ხარვეზების გათვალისწინებით.
საუკეთესო ინტერესების შეფასება
დავუბრუნდეთ საქმის წარმოების მეორე ასპექტს, სახელდობრ, ადექვატურად გაითვალისწინეს თუ არა ეროვნულმა სასამართლოებმა ბავშვების საუკეთესო ინტერესები; ეროვნული სასამართლოების გადაწყვეტილების, ბავშვების თავიანთ მამასთან დაბრუნების ორი ძირითადი მიზეზი იყო შემდეგი: პირველი, მათ საუკეთესო ინტერესებში იყო, რომ დაბრუნებოდნენ თავიანთ მამას და მეორე, დედისეული ოჯახი უარყოფით გავლენას ახდენდა ბიჭებზე. სასამართლო იზიარებს ეროვნული სასამართლოების ზემოთ მოცემულ მოტივაციას. მართლაც, მშობლისა და შვილის ერთმანეთთან ყოფნით მიღებული სიამოვნება წარმოადგენს ოჯახური ცხოვრების ფუნდამენტურ ელემენტს და ბავშვების საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარეობს მათთვის მშვიდ და ჰარმონიულ გარემოში განვითარების საშუალების მიცემა. თუმცა, საუკეთესო ინტერესების შეფასებისას, ადგილობრივმა სასამართლოებმა ვერ შეძლეს ერთ მნიშვნელოვან ფაქტზე ადეკვატური ყურადღების მიმართვა: ბიჭებს არ უნდოდათ თავიანთ მამასთან დაბრუნება.
40 ნ.წ. და სხვები საქართველოს წინააღმდეგ – სასამართლო გადაწყვეტილება
ამ მიმართებით, სასამართლო ეხება რამდენიმე ანგარიშს, რომელიც ადგენს, რომ დედისეული ოჯახის ნეგატიური დამოკიდებულება გ.ბ–ს მიმართ წარმოადგენდა ბიჭების მამასთან ურთიერთობის ჩამოყალიბების ფაქტორს. მაგრამ, რაც არ უნდა მანიპულაციური როლი ეთამაშა დედის ოჯახს, ეროვნული სასამართლოებისათვის წარდგენილი მტკიცებულება, მამის მიმართ ბავშვების მტრულ დამოკიდებულებასთან დაკავშირებით, ცალსახა იყო. სოციალური მუშაკების 2012 წლის 4 იანვრის უახლეს დასკვნაში აღნიშნულია ბავშვების მათი მამის მიმართ
განსაკუთრებულად მძიმე ხასიათის გაუცხოება (იხილეთ 27-28 პარაგრაფები ზემოთ).
გარდა ამისა, სასამართლო ანიჭებს განსაკუთრებულ წონას სხვადასხვა ფსიქოლოგების ანგარიშებს, რომლებიც მთელი საქმის წარმოების განმავლობაში ეხება ბიჭების ფსიქოლოგიური ჯანმრთელობისთვის პოტენციურ საფრთხეს, მათი გ.ბ–სთან ძალდატანებითი დაბრუნების შემთხვევაში (იხილეთ 14-15-ე და 29-ე პარაგრაფები ზემოთ). ამგვარ ვითარებაში, ასეთი რადიკალური ღონისძიების გატარება, შესაბამისი გადასვლისა და მოსამზადებელი ღონისძიებების გათვალისწინების გარეშე, რომელიც მიზნად ისახავს ბიჭებსა და მათ გაუცხოებულ მამას შორის ურთიერთობების აღდგენაში დახმარების აღმოჩენას,
როგორც ჩანს, ეწინააღმდეგება მათ საუკეთესო ინტერესებს (იხილეთ, Z.J., ციტირებულია ზემოთ, §§ 99 და 103; შეადარეთ ასევე პლაზას (Plaza), § 86, ჰოკანენი, § 61, და M. და M., § 186, ყველა ციტირებულია ზემოთ).
დასკვნა
სასამართლოს აზრით, არაჯეროვანმა წარმომადგენლობამ და შედეგად ბიჭების შეხედულებების სათანადოდ წარდგენასა და მათ მოსმენაში მარცხმა შეარყია არსებულ საქმეზე გადაწყვეტილების მიღების პროცესის პროცედურული სამართლიანობა; რაც კიდევ უფრო გამძაფრდა ბიჭების საუკეთესო ინტერესების არაადეკვატური და ცალმხრივი შეფასებით, სადაც მათი ემოციური მდგომარეობა უბრალოდ იგნორირებულ იქნა. ზემოთ ხსენებულის საფუძველზე სასამართლო ასკვნის, რომ ადგილი ჰქონდა ბიჭების კონვენციის მე-8 მუხლში განსაზღვრული უფლების - პირადი და ოჯახური ცხოვრების პატივისცემის უფლების დარღვევას.
ნ.წ. და სხვები საქართველოს წინააღმდეგ – სასამართლო გადაწყვეტილება
41
II. კონვენციის 41-ე მუხლის გამოყენება
85. კონვენციის 41–ე მუხლი ითვალისწინებს შემდეგს:
„თუ სასამართლო დაადგენს, რომ დაირღვა კონვენცია და მისი ოქმები, ხოლო შესაბამისი მაღალი ხელშემკვრელი მხარის შიდასახელმწიფოებრივი სასამართლო დარღვევის მხოლოდ ნაწილობრივი გამოსწორების შესაძლებლობას იძლევა, საჭიროების შემთხვევაში, სასამართლო დაზარალებულ მხარეს სამართლიან დაკმაყოფილებას მიაკუთვნებს.”
ზიანი
თითოეულმა განმცხადებელმა მოითხოვა 5 000 ევრო არამატერიალური ზიანის სანაცვლოდ, რაც გამოწვეული იყო იმ შფოთვითა და გაურკვევლობით, რომლის გადატანაც მოუხდათ და უხდებათ დღემდე განმცხადებლებს.
მთავრობამ განაცხადა, რომ სამი ბიჭის სახელით მოთხოვნილი თანხა არაგონივრული იყო.
სასამართლო მიიჩნევს, რომ ბიჭებმა განიცადეს სტრესი და შფოთვა, რაც ნაწილობრივ გამოწვეული იყო იმ ადგილობრივი ხელისუფლების მიერ, რომლებიც წარმართავდნენ მათ საქმეს. აქედან გამომდინარე, სასამართლო არამატერიალური ზიანის
სანაცვლოდ მათთვის ერთობლივად განსაზღვრავს 10 000 ევროს. თანხა გადახდილი უნდა იქნეს ქ–ნი ნ.წ–სათვის, რათა მან ეს
თანხა ბავშვებისათვის შეინახოს.
ხარჯები და დანახარჯები
განმცხადებლებმა ასევე მოითხოვეს 1 200 ევრო, ადგილობრივ სასამართლოებში საქმისწარმოებისას გაწეული ხარჯებისა და დანახარჯების ანაზღაურებისათვის.
მთავრობას კომენტარი არ გაუკეთებია.
სასამართლოს პრეცედენტული სამართლის თანახმად, განმცხადებელი უფლებამოსილია მოითხოვოს ხარჯებისა და დანახარჯების ანაზღაურება, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ნაჩვენებია, რომ ეს ხარჯები რეალურად იქნა გაწეული, ხარჯების გაწევა აუცილებლობას წარმოადგენდა და არის გონივრული ოდენობის. წინამდებარე საქმეში, სასამართლო გონივრულად მიიჩნევს, გამოყოს 900 ევრო ეროვნულ სამართალწარმოებაში გაწეული ხარჯებისა და დანახარჯებისათვის, შესაბამისი
42ნ.წ. და სხვები საქართველოს წინააღმდეგ – სასამართლო გადაწყვეტილება
დოკუმენტების წარდგენისა და ზემოთხსენებული კრიტერიუმების დაკმაყოფილების შემთხვევაში.
საურავი
სასამართლოს მიზანშეწონილად მიაჩნია, საურავის განაკვეთის განსაზღვრა ევროპის ცენტრალური ბანკის ზღვრულ სასესხო საპროცენტო განაკვეზე დაყრდნობით, რომელსაც უნდა დაემატოს სამი საპროცენტო ერთეული.
ზემოთ წარმოდგენილი მსჯელობის საფუძველზე, სასამართლო ერთხმად
აცხადებს განაცხადს დასაშვებად;
ადგენს, რომ ნ.ბ, ს.ბ, და ლ.ბ–ს მიმართ ადგილი ქონდა კონვენციის მე–8 მუხლის დარღვევას;
ადგენს, რომ
(a) კონვენციის 44.2 მუხლის თანახმად, საბოლოო განაჩენის გამოტანის თარიღიდან სამი თვის განმავლობაში მოპასუხე სახელმწიფომ განმცხადებლებს უნდა გადაუხადოს შემდეგი თანხა; ეს თანხა უნდა დაკონვერტირდეს მოპასუხე სახელმწიფოს ეროვნულ ვალუტაში, ანგარიშსწორების თარიღისათვის მოქმედი შესაბამისი ოფიციალური კურსით:
(i) არა-მატერიალური ზიანი - 10 000 ევრო (ათი ათასი ევრო), დამატებული ნებისმიერი გადასახადი, რომელიც შეიძლება იყოს გადასახდელი; მოცემული თანხა უნდა განკარგოს ქალბატონმა ნ.წ–მ;
(ii) ხარჯები და დანახარჯები - 900 ევრო (ცხრაასი ევრო), დამატებული ნებისმიერი გადასახადი, რომელიც შეიძლება დაეკისროთ განმცხადებლებს;
(b) ზემოთ ხსენებული სამი თვის ამოწურვიდან ანგარიშსწორებამდე ზემოთ წარმოდგენილ თანხაზე მარტივი პროცენტის პრინციპის დაცვით უნდა მოხდეს საურავის დარიცხვა, რაც შეადგენს ევროპის ცენტრალური ბანკის ზღვრული სასესხო საპროცენტო განაკვეთის ეკვივალენტურ საპროცენტო განაკვეთს (რომელიც იმოქმედებს გადაუხდელობის პერიოდში) დამატებული სამი საპროცენტო ერთეული;
ნ.წ. და სხვები საქართველოს წინააღმდეგ – სასამართლო გადაწყვეტილება
43
არ აკმაყოფილებს განმცხადებლების დანარჩენ
მოთხოვნებს სამართლიან დაკმაყოფილებაზე.
დოკუმენტი შედგენილია ინგლისურ ენაზე, 2016 წლის 2 თებერვალს მხარეებს შეტყობინება გაეგზავნათ წერილობით, სასამართლოს რეგლამენტის 77 §§ 2 და 3 მუხლის შესაბამისად.
ფატოშ არაჩი
ანდრას შაიო
მდივნის მოადგილე
თავმჯდომარე
Full & Egal Universal Law Academy