© ევროპის საბჭო/ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო, 2015. წინამდებარე თარგმანი შესრულებულია ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა სატრასტო ფონდის ხელშეწყობით (/humanrightstrustfund). სასამართლოსათვის იგი სავალდებულო ხასიათს არ ატარებს. დამატებითი ინფორმაციისათვის იხილეთ საავტორო უფლებების სრული მიმოხილვა მოცემული დოკუმენტის ბოლოს.
Council of Europe/European Court of Human Rights, 2015. This translation was commissioned with the support of the Human Rights Trust Fund of the Council of Europe (/humanrightstrustfund). It does not bind the Court. For further information see the full copyright indication at the end of this document.
Conseil de l’Europe/Cour Européenne des Droits de l’Homme, 2015. La présente traduction a été effectuée avec le soutien du Fonds fiduciaire pour les droits de l’homme du Conseil de l’Europe (/humanrightstrustfund). Elle ne lie pas la Cour. Pour plus de renseignements veuillez lire l’indication de copyright/droits d’auteur à la fin du présent document.
სასამართლო პრაქტიკის საინფორმაციო ბროშურა N. 173
აპრილი 2014
ნუსრეთ კაია და სხვები თურქეთის წინააღმდეგ - 43750/06, 43752/06, 32054/08 ა.შ.
გადაწყვეტილება 22.5. 2014 [სექცია II]
მუხლი 8
მუხლი 8-1
მიმოწერის პატივისცემა
ოჯახური ცხოვრების პატივისცემა
თურქეთში ქურთი პატიმრებისათვის სატელეფონო საუბრისას ქურთული ენით სარგებლობის შეზღუდვა: დარღვევა
ფაქტები - პატიმრობის დროს, მომჩივნებს ციხის ადმინისტრაცია არ აძლევდა უფლებას სატელეფონო საუბრები ნათესავებთან ეწარმოებინათ ქურთულ ენაზე. მათი მოთხოვნა შეზღუდვის მოხსნაზე არ დაკმაყოფილდა.
სამართალი - მუხლი 8: მომჩივნებსა და მათ ოჯახებს შორის სატელეფონო კომუნიკაციის შეზღუდვა იმის გამო, რომ მათ სურდათ ქურთულად საუბარი, შესაძლოა მიჩნეულ იქნას ოჯახური ცხოვრების პატივისცემის უფლებასა და მიმოწერის უფლებაში ჩარევაში კონვენციის 8 $ 1 მუხლის მიზნებიდან გამომდინარე. მოცემული საქმე ეხებოდა არა მომჩივნიების თავისუფლებას ესარგებლათ კონკრეტული ენით, როგორც ასეთი, არამედ უფლებას შეენარჩუნებინათ გონივრული კონტაქტი ოჯახთან. 2006 წლის ევროპის ციხის წესების რეკომენდაციის მიხედვით, ციხის ადმინისტრაცია ვალდებული იყო დახმარებოდა პატიმრებს შეენარჩუნებინათ კონტაქტი ახლო ნათესავებთან. მოცემულ საქმეში, ეროვნული კანონმდებლობა პატიმრებს აძლევდა უფლებას შეენარჩუნებინათ კონტაქტი გარე სამყაროსთან სატელეფონო საუბრების დახმარებით. თუმცა მოცემული საუბრები, უსაფრთხოების მიზნებიდან გამომდინარე, შესაძლებელია დაქვემდებარებოდა მონიტორინგს ციხის ადმინისტრაციის მხრიდან. ამასთანავე, იმისათვის, რომ უზრუნველყოფილიყო პატიმრებზე ეფექტური ზედამხედველობა,მათ სთხოვდნენ მხოლოდ თურქულ ენაზე საუბარს. უნდა აღინიშნოს, რომ თურქეთის კანონმდებლობა უშვებდა ამგვარ გამონაკლისს, რომელიც ექვემდებარებოდა ფორმალურ მოთხოვნებს, მათ შორის პროცედურას, რომლის მიხედვითაც ციხის ადმინისტრაციას შეეძლო დაეზუსტებინა თუ რამდენად ესმოდა თუქრული ენა იმ პირს, ვისაც ესაუბრებოდა პატიმარი. შეზღუდვა გამომდინარეობდა მაშინ მოქმედი წესებიდან და ეროვნული ხელისუფლების გადაწყვეტილებებიდან, რომელთა მიხედვითაც ხსენებული დაზუსტების ხარჯი პატიმარს ეკისრებოდა.
ადამიანის უფლებათა სასამართლოს დადგენილი აქვს, რომ უშიშროების რიგი ზომები - მათ შორის გაქცევის საფრთხის თავიდან არიდება - წარმოადგენს პატიმრების მიმართ გარკვეული ამკრძალავი რეჟიმის გამამართლებელ მიზეზს, რომელიც იწევს პატიმარსა და მის ოჯახს შორის მათ მიერ არჩეულ ენაზე კომუნიკაციის შეზღუდვას, თუკი არ არის დადასტურებული, რომ პატიმარს არ შეეძლო ნებადართულ ენაზე საუბარი. მოცემულის გათვალისწინებითა და წინამდებარე საქმის გარემოებების მიხედვით, განხილული რეგულაციები მოქმედებდა ზოგადად და არ აკეთებდა განსხვავებას პატიმრების მიხედვით ინდივიდუალური უსაფრთხოების მოთხოვნების იმ შეფასების გარეშე, რომლითაც განსხვავდებოდა პატიმრის პიროვნებისა თუ დანაშაულის მიხედვით. ამასთანავე, ეროვნულმა ხელისუფლების ორგანოებმა არ იცოდნენ მომჩივნების ქურთულ ენაზე სატელეფონო საუბრების დაშვების თხოვნების განხილვისას, რომ მოცემული ენა ხშირად გამოიყენებოდა თურქეთში და რომ რიგი პატიმრები სწორედ ამ ენაზე ესაუბრებოდნენ ოჯახებს. ამისდა მიუხედავად, მათ არ უზრუნიათ თარჯიმნის მომსახურების სისტემის შექმაზე. ოჯახური ცხოვრების მიზნებიდან გამომდიანრე, აუცილებელი გახლავთ, რომ ციხის ადმინისტრაცია დაეხმაროს პატიმრებს შეინარჩუნონ რეალური კონტაქტი ახლო ნათესავებთან. ამ მხრივ, პატიმრების მტკიცება მასზედ, რომ ქურთული გახლდათ მათთვის ოჯახთან საუბრის ენა და რომ მხოლოდ ეს ენა ესმოდათ მათ ნათესავებს, კითხვის ნიშნის ქვეშ არ დგას. სასამართლომ მოცემულ ფაქტს დიდი მნიშვნელობა მიანიჭა მოცემულ საქმეში.
შესაბამისად, პრაქტიკა, რომლის მიხედვითაც პატიმრებს, რომლებმაც გამოხატეს სურვილი ოჯახის წევრებთან ტელეფონით ქურთულად ესაუბრათ, დაექვემდებარა პირველადი შემოწმოების პროცედურას, რომელიც მიზნად ისახავდა იმის განხილვას, თუ რამდენად არ შეეძლოთ მათ თურქულად საუბარი, არ ეფუძნებოდა მომჩივნებისა და მათი ოჯახების კონტაქტზე დაფუძნებული შეზღუდვის რელევანტურ ან საკმარის მიზეზებს. მომჩივნების უფლებაში - ოჯახის წევრებს ტელეფონით ქურთულ ენაზე ესაუბრონ - ჩარევა, შესაბამისად ვერ მიიჩნევა აუცილებლად. მოცემული ფაქტი დადასტურდა მოგვიანებით „წესების“ 88/2 (p) ცვლილებით, რომლითაც შეიცვალა ის პირობები, რომელშიც ხდება თურქულის გარდა სხვა ენაზე სატელეფონო საუბრების წარმოების მოთხოვნის პირობების განსაზღვრა. შესაბამისად, ამჟამად საკმარისი პატიმრის მიერ წერილობითი განცხადების წარმოდგენა მასზედ, რომ პატიმარს ან მისი ოჯახის ამა თუ იმ წევრს არ შეუძლია თურქულად საუბარი.
დასკვნა: დარღვევა (ხუთი ხმით ორის წინააღმდეგ)
მუხლი 41: 300 ევრო ყოველ მომჩივანს მორალური ზიანისათვის.
*ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის რეკომენდაცია REC(2006)2 ციხის წესების შესახებ, მიღებული 2006 წლის 11 იანვარს.
© ევროპის საბჭო/ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო
სამდივნოს მიერ მომზადებული მოცემული მოკლე მიმოხილვა
სასამართლოსათვის არასავალდებულოა.
იხილეთ აქ სასამართლო პრაქტიკის საინფორმაციო ბროშურები
© ევროპის საბჭო/ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო, 2015
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს ოფიციალური ენებია ინგლისური და ფრანგული. წინამდებარე თარგმანი შესრულებულია ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა სატრასტო ფონდის ხელშეწყობით (/humanrightstrustfund). იგი სასამართლოსათვის სავალდებულო ხასიათს არ ატარებს და არც მის ხარისხზე აკისრებს პასუხისმგებლობას. მოცემული დოკუმენტი შეიძლება ჩამოტვირთულ იქნას ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს HUDOC სასამართლო პრაქტიკის მონაცემთა ბაზიდან () ან ნებისმიერი სხვა მონაცემთა ბაზიდან, რომელთანაც სასამართლომ მოახდინა მისი გაზიარება. დასაშვებია თარგმანის რეპროდუქცირება არაკომერციული მიზნებისათვის იმ პირობით, რომ მოხდება საქმის სრული სახელწოდების ციტირება, მოცემულ საავტორო უფლებების აღნიშვნასა და ადამიანის უფლებათა სატრასტო ფონდზე მითითებით. წინამდებარე თარგმანის ნებისმიერი ნაწილის კომერციული მიზნებით გამოყენების სურვილის შემთხვევაში, გთხოვთ მოგვწეროთ შემდეგ მისამართზე: publishing@.
© Council of Europe/European Court of Human Rights, 2015
The official languages of the European Court of Human Rights are English and French. This translation was commissioned with the support of the Human Rights Trust Fund of the Council of Europe (/humanrightstrustfund). It does not bind the Court, nor does the Court take any responsibility for the quality thereof. It may be downloaded from the HUDOC case-law database of the European Court of Human Rights () or from any other database with which the Court has shared it. It may be reproduced for non-commercial purposes on condition that the full title of the case is cited, together with the above copyright indication and reference to the Human Rights Trust Fund. If it is intended to use any part of this translation for commercial purposes, please contact publishing@.
© Conseil de l’Europe/Cour européenne des droits de l’homme, 2015
Les langues officielles de la Cour européenne des droits de l’homme sont le français et l’anglais. La présente traduction a été effectuée avec le soutien du Fonds fiduciaire pour les droits de l’homme du Conseil de l’Europe (/humanrightstrustfund). Elle ne lie pas la Cour, et celle-ci décline toute responsabilité quant à sa qualité. Elle peut être téléchargée à partir de HUDOC, la base de jurisprudence de la Cour européenne des droits de l’homme (), ou de toute autre base de données à laquelle HUDOC l’a communiquée. Elle peut être reproduite à des fins non commerciales, sous réserve que le titre de l’affaire soit cité en entier et s’accompagne de l’indication de copyright ci-dessus ainsi que de la référence au Fonds fiduciaire pour les droits de l’homme. Toute personne souhaitant se servir de tout ou partie de la présente traduction à des fins commerciales est invitée à le signaler à l’adresse suivante : publishing@.
Full & Egal Universal Law Academy