დოკუმენტი მომზადებულია საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადამიანის უფლებათა ცენტრის () მიერ. თარგმანის ხელახალი გამოქვეყნების ნებართვა გაცემულია მხოლოდ სასამართლოს HUDOC მონაცემთა ბაზაში განთავსების მიზნით.
The document was provided by the Supreme Court of Georgia, Human Rights Centre (). Permission to re-publish this translation has been granted for the sole purpose of its inclusion in the Court’s database HUDOC.
საინფორმაციო ბროშურა სასამართლოს პრეცედენტთან დაკავშირებით N167
2013 წლის ოქტომბერი
ნიზომხონ ჯურაიევი რუსეთის წინააღმდეგ - 31890/11
2013 წლის 3 ოქტომბრის გადაწყვეტილება [პირველი სექცია]
მე–3 მუხლი
გაძევება
პოზიტიური ვალდებულებები
რუსეთის ხელისუფლებამ ვერ დაიცვა ტაჯიკეთის დაპატიმრებული მოქალაქე ტაჯიკეთში იძულებითი რეპატრიაციისგან მიუხედავად იმისა, რომ მის მიმართ აკრძალული მოპყრობის რისკი არსებობდა: დარღვევა
34–ე მუხლი
გასაჩივრების უფლების გამოყენებაში ხელის შეშლა
რუსეთის ხელისუფლებამ ვერ დაიცვა ტაჯიკეთის დაპატიმრებული მოქალაქე ტაჯიკეთში იძულებითი რეპატრიაციისგან ევროპის სასამართლოს მიერ მოთხოვნილი დროებითი ღონისძეიბების დარღვევით: 34–ე მუხლით გათვალისწინებული მოთხოვნის შეუსრულებლობა
38–ე მუხლი
38–ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი
აუცილებელი საშუალებებით უზრუნველყოფის ვალდებულება
ხელისუფლების ორგანოებმა მოთხოვნის შესაბამისად, ვერ უზრუნველყვეს, იმ ქვეყანაში იძულებით რეპატრიაციასთან დაკავშირებული ინფორმაციისა და დოკუმენტების მიწოდება, სადაც მომჩივნის მიმართ არსებობდა რისკი, რომ არასათანადო მოპყრობას დაექვემდებარებოდა: 38–ე მუხლით გათვალისწინებული მოთხოვნის შეუსრულებლობა
ფაქტები – მომჩივანი იყო ტაჯიკეთის მოქალაქე და ცნობილი ბიზნესმენი. 2007 წელს მან დატოვა ტაჯიკეთი მის სიცოცხლესთან დაკავშირებული რისკის გამო. 2010 წლის აგვისტოში, იგი ჩავიდა რუსეთში, სადაც ცხოვრობდა მისი მშობელი. ორი კვირის შემდეგ იგი დააკავა რუსეთის ხელისუფლებამ ტაჯიკეთის მიერ გამოცემული საერთაშორისო ორდერის საფუძველზე. ტაჯიკეთი ითხოვდა მის ექსტრადიციას მის მიმართ სისხლისსამართლებრივი ბრალდების არსებობის გამო. ექსტრადიის მოთხოვნა მიღებული იყო 2011 წლის თებერვალში და რუსეთის სასამართლომ იგი ძალაში დატოვა. თუმცა, მოთხოვნა არ აღსრულებულა, რადგან ამ დროის განმავლობაში ევროპულმა სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება დროებითი ღონისძიების გატარების შესახებ, სასამართლოს რეგლამენტის 39–ე მუხლის შესაბამისად. დროებითი ღონისძიების თანახმად, მომჩივანი არ უნდა დაებრუნებინათ ტაჯიკეთში. 2012 წლის იანვარში სასამართლოს რეგისტრატურამ მიმართა რუსეთის ხელისუფლებას იმისათვის, რომ გამოეხატა მისი ღრმა შეშფოთება განმეორებით ბრალდებებთან დაკავშირებით, რის გამოც, მომჩივანი ფარულად გადაიყვანეს რუსეთიდან ტაჯიკეთში დროებითი ღონისძიებების დარღვევით. სასამართლომ მიმართა მთავრობას, წარმოედგინა ამომწურავი ინფორმაცია ამ ინციდენტების შემდგომ განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით.
2012 წლის 29 მარტს მომჩივანი გაათავისუფლეს დროებითი დაკავების ცენტრიდან. არც მისი ადვოკატი და არც ახლო ნათესავები ხელისუფლების ორგანოების მიერ არ იყვნენ ინფორმირებულნი მისი გათავისუფლების გადაწყვეტილების შესახებ. თუმცა, ადვოკატმა განაცხადა, რომ იგი მომჩივნის თანამესაკნემ ტელეფონით გააფრთხილა მომჩივნის გამგზავრების შესახებ, მაგრამ როდესაც ადვოკატი მივიდა დროებითი დაკავების ცენტრში მომჩივანი უკვალოდ გაუჩინარებული დახვდა. 2012 წლის 7 აპრილს ტაჯიკეთის სახელმწიფო ტელევიზიით გავრცელდა მომჩივნის ვიდეო, სადაც იგი კითხულობდა განცხადებას და ამბობდა, რომ დროებითი დაკავების ცენტრიდან მისი გათავისუფლების შემდეგ, მან გადაწყვიტა, რომ ტაჯიკეთში დაბრუნებულიყო, რადგანაც იგი დამნაშავედ გრძნობდა თავს და ღელავდა მის შვილებსა და ხანშიშესულ დედაზე. თავის განაცხადებაში მან აღნიშნა, რომ 370 ევრო ისესხა ადგილობრივ მარკეტში თანამემამულისგან და გაემგზავრა ტაჯიკეთში.
სამართალი – მე–3 მუხლი: არსებობდა გონივრული ეჭვი იმისა, რომ მომჩივანი საიდუმლოდ და უკანონოდ გადაიყავანეს რუსეთიდან ტაჯიკეთში უცნობმა პირებმა. ეს მოხდა რუსეთში მისი გათავისუფლების კვალდაკვალ 2012 წლის 29 მარტს. მომჩივნის იძულებითი დაბრუნება ტაჯიკეთში მას დაუცლველს ხდიდა მე–3 მუხლის საწინააღმდეგო მოპყრობის რისკისაგან.
გადამყვანის პასუხიმგებლობასთან დაკავშრებით კი, რესპოდენტი სახელმწიფო პასუხიმგებელია მე–3 მუხლით გათვალისწინებული პოზიტიური ვალდებულების დარღვევისათვის. იგი პასუხისმგებელია, მიუხედავად იმისა, გადაიყავანეს თუ არა მომჩივანი, ან რა საშუალებებით მონაწილეობდნენ სახელმწიფო აგენტები სადავო ოპერაციაში.
უდავოა, რომ რუსეთის ხელისუფლების ორგანოებმა ვერ დაიცვეს მომჩივანი ტაჯიკეთში იძულებითი გადაყავნისა და ამ ქვეყანაში არასათანადო მოპყრობის, რეალური და პირდაპირი რისკისგან. არ არის საეჭვო, რომ მათ უნდა სცოდნოდათ ასეთი რისკის შესახებ მაშინ, როდესაც მიიღეს გადაწყვეტილება მომჩივნის გათავისუფლების შესახებ. მომჩივნის წარსულისა და მის საქმეში ტაჯიკეთის ხელისუფლების ქმედებების გათვალისწინებით, ტაჯიკეთში უკანონო გადაცემის შემთხვევა არ არის ერთადერთი. მსგავსი პერიოდული ინციდენტების შესახებ რუსეთის ხელისუფლება აქტიურად იყო გაფრთხილებული სასამართლოს მიერ. ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტი საკმაოდ შეწუხებულია, რომ მოუწოდოს ხელისუფლების წარმომადგენლებს განსაკუთრებული სიფხიზლისკენ და მოითხოვს სათანადო ზომების მიღებას კონკრეტული სიტუაციის შესაბამისად. მიუხედავად ამისა, ხელისუფლების ორგანოებმა ვერ უზრუნველყვეს რაიმე ზომის მიღება მომჩივნის დასაცავად მისი მოულოდნელი გათავისუფლების კრიტიკულ მომენტში. უფრო გასაოცარია ის, რომ მათ მიზანმიმართულად არ შეატყობინეს მომჩივნის წარმოამდგენელს დაგეგმილი გათავისუფლების შესახებ გონივრულ ვადაში. შესაბამისად, მომჩივანს წაართვეს ყველანაირი შანსი იმისა, რომ დაცული ყოფილიყო მისი წარმომადგენლების ან ნათესავების მიერ. კომპეტენტურმა ორგანოებმა არ მიიღეს არანაირი ზომა მომჩივნის დასაცავად მას შემდეგ, რაც მიიღეს ოფიციალური მოთხოვნა წარმომადგენლის მხრიდან მომჩივნის გაუჩინარების შემდეგ. შედეგად, მომჩივანი აღარ იყო რუსეთის იურისდიქციაში და ტაჯიკეთის ხელისუფლების მიზანი მის ექსტრადიციასთან დაკავშირებით აშკარად უკანონო საშუალებით იყო მიღწეული.
ასევე, რუსეთის ხელისუფლების ორგანოებმა ვერ ჩაატარეს ეფექტიანი გამოძიება მომჩივნის გაუჩუნარებასა და მის უკანონო გადაცემასთან დაკავშირებით. ისინი გამუდმებით უარს აცხადებდნენ, დაეწყოთ სისხლისამართლებრივი გამოძიება იმის გამო, რომ საქმეში არ არსებობდა corpus delicti და ერთადერთი საგამოძიებო ღონისძიება, რომლის შესახებაც სასამართლოს ეცნობა, იყო სადავო ქმედებებზე ცხრა თვის შემდეგ გაგზავნილი მოთხოვნა რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო საზღვრის უკანონო გადაკვეთის შესახებ ინფორაციის შემოწმებასთან დაკავშირებით. რასაკვირველია, ხელისუფლების ორგანოებს სურდათ მნიშვნელოვანი მტკიცებულებების დაფარვა.
ამგავარად, რუსეთის ფედერაციამ დაარღვია თავისი პოზიტიური ვალდებულება, დაეცვა მომჩივნის სიცოცხლე ტაჯიკეთში წამებისა და არასათანადო მოპყრობის რეალური და პირდაპირი საფრთხისგან; ჩაეტარებინა ეფექტიანი გამოძიება ამ ქვეყანაში მომჩივნის უკანონო და იძულებით გადაცემასთან დაკავშირებით. სასამართლო მიიჩნევს, რომ რუსეთის მიერ ამ ვალდებულებების შესრულებას განსაკუთრებული მნიშვნელობა ჰქონდა მომჩივნის საქმეში, რადგანაც იგი უარყოფდა იმ გამოუსწორებელ სიტუაციას, რომელიც ეროვნული ექსტრადიციის პროცედურისათვისა და სასამართლოს დროებთი ღონისძიების მიზანმიმართული გვერდის ავლით პრაქტიკულად ჩამოყალიბდა. რესპოდენტ სახელმწიფოში ასეთი ინციდენტების გაგრძელება წარმოადგენს კანონის უზენაოსობის აშკარა უგულვებელყოფას. იგი მძიმე შედეგებს იწვევს რუსეთის შიდასამართლებრივი წესრიგის, კონვენციის სისტემისა და სასამართლო ხელისუფლების ეფექტიანობასთან დაკავშირებით.
დასკვნა: დარღვევა (ერთხმად).
(იხ. ისკანდაროვი რუსეთის წინააღმდეგ,7185/05, 2010 წლის 23 სექტემბერი, საინფორმაციო ბუკლეტი N133; აბდულხაკოვი რუსეთის წინააღმდეგ,14743/11, 2012 წლის 2 ოქტომბერი, საინფორმაცო ბუკლეტი N156; და სავრიდინ დზურაიევი რუსეთის წინააღმდეგ,71386/10, 2013 წლის 25 აპრილი, საინფორმაციო ბუკლეტი N162)
34–ე მუხლი: 2011 წლის 26 მაისს რესპოდენტ მთავრობას სასამართლომ მიმართა, რომ არ გადაეცა მომჩივანი ტაჯიკეთისთვის, სანამ სასამართლოსგან არ მიიღებდა შეტყობნებას ამასთან დაკავშირებით. მიუხედავად სასამართლოს ამ მოთხოვნისა, 2012 წლის 29 მარტიდან 7 აპრილამდე პერიოდში, მომჩივანი იძულებით იყო რეპატრირებული ტაჯიკეთში.
სასამართლომ დაადგინა, რუსეთის ხელისუფლების ორგანოები პასუხიმგებელნი იყვნენ ტაჯიკეთში წამების და არასათანადო მოპყრობის რეალური და პირდაპირი რისკისგან მოჩივნის დაცვის ვერუზრუნველყოფისათვის, რომელიც შესაძლო იძულებით რეპატრიაციის შედეგი იყო. შესაბამისად, დროებითი ღონისძიების დარღვევისათვის პასუხიმგებლობა ეკისრებოდა რუსეთის ხელისუფლებას.
დასკვნა: 34–ე მუხლით გათვალისწინებული მოთხოვნის შეუსრულებლობა (ერთხმად).
38–ე მუხლი: მომჩივნის საქმე შეიცავდა წინააღმდეგობრივ ფაქტობრივ შეკითხვებს, რომელთა ახსნაც შეიძლება რესპოდენტ სახელმწიფოსთან ნამდვილი თანამშორმლობით კონვენციის 38–ე მუხლიდან გამომდინარე. სასამართლომ დასვა რამდენიმე დეტალური ფაქტობრივი შეკითხვა და მოითხოვა შესაბამისი დოკუმენტაცია, მაგრამ მთავრობამ მათზე ზერელე პასუხები წარმოადგინა და მიუთითა მიმდინარე გამოძიებასა და იმაზე, რომ ისინი არსებით ელემენტს არ შეიცავდა. ამასთან, მათ ვერ წარუდგინეს სასამართლოს ვერცერთი ეროვნული გადაწყვეტილება სისხლისსამართლებრივი გამოძიების დაწყებაზე უარის შესახებ, ან ასეთი გადაწყვეტილებების გაუქმების შემთხვევები უფრო მაღალი ხელისუფლების ორგანოების მიერ.
მთავრობამ ვერ შეძლო სასამართლოსთან თანამშრომლობა, რაც გამოიხატა სპეციფიურ, ფარტობრივ კითხვებზე არაპირდაპირ პასუხებსა და ეროვნულ დონეზე მკაცრი გამოძიების არჩატარებაში, რამაც გამოააშკარავა ხელისუფლების ორგანოების სურვილის არქონა, დაედგინათ სიმართლე საქმის გარემოებეთან დაკავშიერებით.
დასკვნა: 38–ე მუხლით გათავლისწინებული მოთხოვნის შეუსრულებლობა (ერთხმად).
სასამართლომ ასევე ერთხმად დაადგინა კონვენციის მე–5 მუხლის მე–4 ნაწილის დარღვევა დაკავების შესახებ მომჩივნის სააპელაციო მოსმენის გადადებასთან დაკავშირებით.
41–ე მუხლი: 30,000 ევრო არამატერიალური ზიანის ანაზრაურების სახით.
©ევროპის საბჭო/ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო
სამდივნოს მიერ მომზადებული წინამდებარე მოკლე მიმოხილვა
სასამართლოსათვის არ არის სავალდებულო
სასამართლო პრაქტიკის საინფორმაციო ბროშურები იხილეთ აქ
Full & Egal Universal Law Academy