© ევროპის საბჭო/ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო, 2012. წინამდებარე თარგმანი შესრულებულია ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა სატრასტო ფონდის ხელშეწყობით (/humanrightstrustfund). სასამართლოსათვის იგი სავალდებულო ხასიათს არ ატარებს. დამატებითი ინფორმაციისათვის იხილეთ საავტორო უფლებების სრული მიმოხილვა მოცემული დოკუმენტის ბოლოს.
Council of Europe/European Court of Human Rights, 2012. This translation was commissioned with the support of the Human Rights Trust Fund of the Council of Europe (/humanrightstrustfund). It does not bind the Court. For further information see the full copyright indication at the end of this document.
Conseil de l’Europe/Cour Européenne des Droits de l’Homme, 2012. La présente traduction a été effectuée avec le soutien du Fonds fiduciaire pour les droits de l’homme du Conseil de l’Europe (/humanrightstrustfund). Elle ne lie pas la Cour. Pour plus de renseignements veuillez lire l’indication de copyright/droits d’auteur à la fin du présent document.
საინფორმაციო შეტყობინება სასამართლოს პრეცედენტულ სამართალზე #98
ივნისი, 2007
ოჰალორანი და ფრანცისი (O’Halloran and Francis) გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ [დიდი პალატა] - 15809/02
გადაწყვეტილება 29.6.2007 [დპ]
მე-6 მუხლი
სისხლის სამართალწარმოება
მუხლი 6.1
სისხლის სამართლებრივი ბრალდება
საქმის სამართლიანი მოსმენა
ავტომობილის რეგისტრირებული მფლობელის ვალდებულება, მიაწოდოს მძღოლის მაიდენტიფიცირებელი ინფორმაცია, როდესაც არსებობს საგზაო სამართალდარღვევის ეჭვი: დარღვევას ადგილი არ ქონია
ფაქტები: 1988 წლის საგზაო მოძრაობის შესახებ კანონის 172-ე მუხლის თანამად, ავტომობილის მფლობელს შეიძლება მოეთხოვოს, მძღოლის მაიდენტიფიცირებელი ინფორმაციის მიწოდება, იმ შემთხვევაში, როდესაც საგზაო სამართალდარღვევის ჩადენის ვარაუდი არსებობს. ინფორმაციის მიუწოდებლობა სამართალდარღვევად ითვლება, გარდა იმ შემთხვევისა როდესაც მფლობელი დაამტკიცებს, რომ მან არ იცის და ზრუნვის გონივრულ ფარგლებში ვერ დაადასტურებს მძღოლის იდენტობას. ცალკეულ შემთხვევებში განმცხადებლების ავტომობილი დააფიქსირა სიჩქარის კამერამ მაღალი სიჩქარით მოძრაობისას. მათ შესაბამისად ეთხოვათ მძღოლის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში მათ წინააღმდეგ დაიწყებოდა სისხლის სამართალწარმოება. პირველმა განმცხადებელმა აღიარა მძღოლობა მის საქმეზე და პასუხისმგებლობა დაეკისრა სიჩქარის გადაჭარბებისთვის, მას შემდეგ რაც არ დაკმაყოფილდა მისი მოთხოვნა, მისი აღიარება მტკიცებულებებიდან მოეხნათ. ის დააჯარიმეს და მის მართვის მოწმობაზე გაკეთდა შესაბამისი აღნიშვნა. მეორე განმცხადებელმა გამოიყენა დუმილის უფლება და საკუთარი თავის წინააღდეგ ჩვენების მიცემაზე უარის პრივილეგია. მის წინააღმდეგ დაიწყო სისხლის სამართალწარმოება 172-ე მუხლის თანახმად. ის დააჯარიმეს და მის მართვის მოწმობაზე გაკეთდა შესაბამისი აღნიშვნა.
კანონმდებლობა: სასამართლომ არ გაიზიარა განმცხადებლების არგუმენტი იმის თაობაზე, რომ დუმილის უფლება და საკუთარი თავის წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე უარის უფლება აბსოლუტური უფლებებია. იმის განსასაზღვრად, შეიბღალა თუ არა ამ უფლებების არსი, სასამართლომ აქცენტი გააკეთა მტკიცებულების მოსაპოვებლად გამოყენებული იძულების ბუნებასა და ხარისხზე, ამ პროცედურაში გარანტიების არსებობაზე და ამ გზით მოპოვებული მტკიცებულების გამოყენებაზე.
(ა) იძულების ბუნება და ხარისხი - მართალია იძულებას პირდაპირი ხასიათი ჰქონდა, ნებისმიერი ადამიანი, ვინც აირჩევდა მანქანის ფლობას ან მართვას, იცოდა, რომ ამით დაექვემდებარა მარეგულირებელ რეჟიმს, რომელიც შექმნილია სწორედ იმიტომ, რომ აღიარებულია მანქანის ფლობითა და სარგებლობით მნიშვნელოვანი ზიანის პოტენციალი. შეიძლება მივიჩნიოთ რომ მათ, ვინც გადაწყვიტა ყავდეს და ატაროს ავტომობილი, აიღეს გარკვეული პასუხისმგებლობა და ვალდებულება, მათ შორის ვალდებულება, საეჭვო სატრანსპორტო სამართალდარღვევის შემთხვევაში შეატყობინონ შესაბამის ორგანოებს მძღოლის საიდენტიფიკაციო მონაცემები. და ბოლოს, მოკვლევის ის ფორმა, რაზეც პოლიცია იყო უფლებამოსილი, შეზღუდული იყო. 172-ე მუხლი მოქმედებდა მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც არსებობდა მძღოლის მიერ შესაბამისი სამართალდარღვევის ჩადენის ვარაუდი და ეს უფლებამოსილს ხდიდა პოლიციას, მოეთხოვა ინფორმაცია მხოლოდ მძღოლის იდენტობის სახით.
(ბ) გარანტიები - სამართალდარღვევა არ ითვლებოდა ჩადენილად, თუ ავტომობილის მესაკუთრე დაამტკიცებდა, რომ მან არ იცოდა და ზრუნვის გონივრულ ფარგლებში ვერ ეცოდინებოდა ვინ მართავდა ავტომობილს. ხოლო თავად სამართალდარღვევა არ იწვევდა მკაცრ სახდელს და არასანდო აღიარების რისკიც უმნიშვნელო იყო.
(გ) ჩვენებების გამოყენება - მიუხედავად იმისა, რომ პირველმა განმცხადებელმა დაადასტურა, რომ თავად მართავდა საკუთარ ავტომობილს და ეს ჩვენება მტკიცებულებად იქნა მიჩნეული მისი გამორიცხვის წარუმატებელი მცდელობის შემდეგ, ბრალდებას მაინც ევალებოდა სამართალდარღვევის დამტკიცება გონივრულ ეჭვს მიღმა და პირველ განმცხადებელს უფლება ქონდა, წარმოედგინა მტკიცებულებები და მოეწვია მოწმეები სურვილისამებრ. სიჩქარის გადაჭარბების სამართალდარღვევაში მძღოლის იდენტობა ერთადერთი ელემენტი იყო და ეჭვს გარეშეა ის ფაქტი, რომ პასუხისმგებლობას იწვევდა 172-ე მუხლის მოქმედების შედეგად მიღებული ინფორმაცია. მეორე განმცხადებლის შემთხვევაში, განსახილველი პროცედურა არ გამოუყენებიათ, ვინაიდან მან უარი თქვა მძღოლის დასახელებაზე. შესაბამისად, მისი ჩვენების სისხლის სამართალწარმოებაში გამოყენების საკითხი არც დამდგარა, რადგანაც მისი უარი ჩვენებაზე არ იქნა მიჩნეული მტკიცებულებად, ის თავად წარმოადგენდა სამართალდარღვევას.
საქმის გარემოებებიდან გამომდინარე, მათ შორის მარეგულირებელი რეჟიმის განსაკუთრებული ბუნებისა და 172-ე მუხლის შესაბამისად გაცემული შეტყობინების საფუძველზე მიღებული ინფორმაციის შეზღუდული ბუნების გათვალისწინებით, განმცხადებლების დუმილის უფლებისა და თვით-ინკრიმინირების პრივილეგიის არსი არ შელახულა.
დადგენილება: დარღვევას არ ქონდა ადგილი (თხუთმეტი ხმა ორის წინააღმდეგ).
© ევროპის საბჭო/ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო
სამდივნოს მიერ მომზადებული ეს მოკლე შეჯამება სავალდებულო არ არის სასამართლოსთვის
სასამართლო გადაწყვეტილებების მოკლე შეჯამებებისთვის მიჰყევით ბმულს Case-Law Information Notes
© ევროპის საბჭო/ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო, 2012
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს ოფიციალური ენებია ინგლისური და ფრანგული. წინამდებარე თარგმანი შესრულებულია ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა სატრასტო ფონდის ხელშეწყობით (/humanrightstrustfund). იგი სასამართლოსათვის სავალდებულო ხასიათს არ ატარებს და არც მის ხარისხზე აკისრებს პასუხისმგებლობას. მოცემული დოკუმენტი შეიძლება ჩამოტვირთულ იქნას ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს HUDOC სასამართლო პრაქტიკის მონაცემთა ბაზიდან () ან ნებისმიერი სხვა მონაცემთა ბაზიდან, რომელთანაც სასამართლომ მოახდინა მისი გაზიარება. დასაშვებია თარგმანის რეპროდუქცირება არაკომერციული მიზნებისათვის იმ პირობით, რომ მოხდება საქმის სრული სახელწოდების ციტირება, მოცემულ საავტორო უფლებების აღნიშვნასა და ადამიანის უფლებათა სატრასტო ფონდზე მითითებით. წინამდებარე თარგმანის ნებისმიერი ნაწილის კომერციული მიზნებით გამოყენების სურვილის შემთხვევაში, გთხოვთ მოგვწეროთ შემდეგ მისამართზე: publishing@.
© Council of Europe/European Court of Human Rights, 2012
The official languages of the European Court of Human Rights are English and French. This translation was commissioned with the support of the Human Rights Trust Fund of the Council of Europe (/humanrightstrustfund). It does not bind the Court, nor does the Court take any responsibility for the quality thereof. It may be downloaded from the HUDOC case-law database of the European Court of Human Rights () or from any other database with which the Court has shared it. It may be reproduced for non-commercial purposes on condition that the full title of the case is cited, together with the above copyright indication and reference to the Human Rights Trust Fund. If it is intended to use any part of this translation for commercial purposes, please contact publishing@.
© Conseil de l’Europe/Cour européenne des droits de l’homme, 2012
Les langues officielles de la Cour européenne des droits de l’homme sont le français et l’anglais. La présente traduction a été effectuée avec le soutien du Fonds fiduciaire pour les droits de l’homme du Conseil de l’Europe (/humanrightstrustfund). Elle ne lie pas la Cour, et celle-ci décline toute responsabilité quant à sa qualité. Elle peut être téléchargée à partir de HUDOC, la base de jurisprudence de la Cour européenne des droits de l’homme (), ou de toute autre base de données à laquelle HUDOC l’a communiquée. Elle peut être reproduite à des fins non commerciales, sous réserve que le titre de l’affaire soit cité en entier et s’accompagne de l’indication de copyright ci-dessus ainsi que de la référence au Fonds fiduciaire pour les droits de l’homme. Toute personne souhaitant se servir de tout ou partie de la présente traduction à des fins commerciales est invitée à le signaler à l’adresse suivante : publishing@.
Full & Egal Universal Law Academy