© ევროპის საბჭო/ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო, 2012. წინამდებარე თარგმანი შესრულებულია ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა სატრასტო ფონდის ხელშეწყობით (/humanrightstrustfund). სასამართლოსათვის იგი სავალდებულო ხასიათს არ ატარებს. დამატებითი ინფორმაციისათვის იხილეთ საავტორო უფლებების სრული მიმოხილვა მოცემული დოკუმენტის ბოლოს.
Council of Europe/European Court of Human Rights, 2012. This translation was commissioned with the support of the Human Rights Trust Fund of the Council of Europe (/humanrightstrustfund). It does not bind the Court. For further information see the full copyright indication at the end of this document.
Conseil de l’Europe/Cour Européenne des Droits de l’Homme, 2012. La présente traduction a été effectuée avec le soutien du Fonds fiduciaire pour les droits de l’homme du Conseil de l’Europe (/humanrightstrustfund). Elle ne lie pas la Cour. Pour plus de renseignements veuillez lire l’indication de copyright/droits d’auteur à la fin du présent document.
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო
დიდი პალატა
საქმე ო’ჰოლორენი და ფრენსისი
გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ
(საჩივრები N.15809/02 და 25624/02)
გადაწყვეტილება
სტრასბურგი
2007 წლის 29 ივნისი
წინამდებარე საქმეზე ო’ჰოლორენი და ფრენსისი გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ,
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დიდმა პალატამ შემდგენი შემადგენლობით:
ჟან-პოლ კოსტა, პრეზიდენტი
ლუციუს ვილდჰაბერ,
ქრისტოს როზაკის,
ნიკოლას ბრატცა,
ბოშტიან მ. ზუპანჩიჩ,
რიზა ტურმენ.
ვოლოდიმირ ბუტკევიჩ,
ჯოზეფ კასადევალ,
მატი პელონპაა,
სნეჟანა ბუტუჩაროვა,
სტანისლავ პავლოვსკი,
ლეხ გარლიკი,
ხავიერ ბორეგო ბორეგო,
ალვინა გიულუმიან,
ლილიანა მიიოვიჩ,
ეხბერტ მაიერ,
იან შიკუტა, მოსამართლეები
და ვინსენტ ბერგერ, იურისკონსული,
განმარტოებით ითათბირა 2006 წლის 27 სექტემბერსა და 2007 წლის 23 მაისს,
გამოიტანა შემდეგი გადაწყვეტილება, რომელიც მიიღო ბოლოს-მითითებულ დღეს:
პროცედურასაქმეს საფუძვლად დაედო საჩივრები (ნო.15809/02 და 25624/02) დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ, რომელიც ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა კონვენციის ("კონვენცია") 34-ე მუხლის შესაბამისად, ბრიტანეთის ორმა მოქალაქემ, ბ-ნმა ჟერარ ო’ჰოლორენმა და ბ-ნმა იდრის რიჩარდ ფრენსისმა ("მომჩივნები") სასამართლოში შეიტანეს 2002 წლის 3 აპრილსა და 2001 წლის 15 ნოემბერს.მომჩივნებს, რომელთაგან ერთ-ერთმა მიიღო იურიდიული დახმარება, წარმოადგენთ ბ-ნი უელჩი, ლიბერთიდან, ლონდონი. გაერთიანებული სამეფოს მთავრობას ("მთავრობა") წარმოადგენს აგენტი ბ-ნი დ. უოლტონი, საგარეო და თანამეგობრობის ოფისიდან.ბ-ნი ო’ჰოლორენი აცხადებდა, რომ იგი დამნაშავედ იქნა ცნობილი მხოლოდ ან ძირითადად იმ საჩივრის საფუძველზე, რომლის გაკეთებაც მას აიძულეს დანაშაულის იდენტური სასჯელის მუქარის საფუძველზე. ბ-ნი ფრენსისი ჩიოდა, რომ იგი აიძულეს წარმოედგინა ჩვენება იმ დანაშაულზე, რომლის ჩადენაშიც თავად იყო ეჭვმიტანილი, რის შედეგადაც დაირღვა მისი უფლება არ მისცეს ჩვენება საკუთარი თავის წინააღმდეგ. ორივე მომჩივანი ეფუძნებოდა კონვენციის მე-6 მუხლის 1 და მე-2 ნაწილებს.საჩივრები მიეკუთვნა სასამართლოს მეოთხე სექციას (სასამართლოს რეგლამენტი, მუხლი 52 § 1). 2004 წლის 26 ოქტომბერს საჩივრები გაერთიანდა და 2005 წლის 25 ოქტომბერს სექციის პალატამ შემდეგი შემადგენლობით - ჟოსეფ კასადევალ, ნიკოლას ბრატცა, მატი პელონპაა, სტანლისლავ პავლოვსკი, ლეხ გარლიკი, ლილიანა მიოვიჩ, იან შიკუტა, მოსამართლეები და მაიკლ ო’ბოილ, სექციის გამწესრიგებელი - იგი მისაღებად სცნო. 2006 წლის 11 აპრილს პალატამ იურისდიქცია დათმო დიდი პალატის სასარგებლოდ, რაც არც ერთ მხარეს არ გაუსაჩივრებია (კონვენციის მუხლი 30 და რეგლამენტის მუხლი 72).დიდი პალატის შემადგენლობა განისაზღვრა კონვენციის 27-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებისა და რეგლამენტის 24-ე მუხლის მიხედვით. 2007 წლის 19 იანვარს ლუციუს ვილდჰაბერის პრეზიდენტობის ვადა ამოიწურა. მოცემულ პოზიციაზე იგი ჟან-პოლ კოსტამ ჩაანაცვლა და მოცემულ საქმეში გადაიბარა დიდი პალატის პრეზიდენტობა (რეგლამენტის მუხლი 9 § 2). ლუციუს ვილდჰაბერმა და მატი პელონპაამ ვადის ამოწურვის შემდეგ განაგრძეს მათზე გაპიროვნებული საქმის განხილვაში მონაწილეობა (კონვენციის მუხლი 23§7 და რეგლამენტის მუხლი 24§4).როგორც მომჩივნებმა, ისე მთავრობამ წარმოადგინეს მოსაზრებები საქმის არსებით მხარესთან დაკავშირებით.მოსმენა შედგა საჯაროდ, ადამიანის უფლებათა შენობაში, სტრასბურგში, 2006 წლის 27 სექტემბერს (რეგლამენტის მუხლი 59§3).
სასამართლოს წინაშე წარსდგნენ:
(ა)მთავრობის სახელით
ბ-ნი დ. უოლტონ,აგენტი
ბ-ნი დ. პერი,დამცველი
ქ-ნი ლ. კლარკი,
ბ-ნი მ. მეგიი,
ბ-ნი ჯ. მური,მრჩეველები
(ბ)მომჩივნების სახელით
ბ-ნი ბ. ემერსონ ქს,დამცველი,
ბ-ნი ჯ. უელჩ,ადვოკატი,
ბ-ნი დ. ფრიდმან,მრჩეველი,
ბ-ნი გ. ო’ჰოლორენ,
ბ-ნი ი. ფრენსისმომჩივნები
სასამართლომ მოისმინა ბ-ნი ემერსონისა და ბ-ნი პერის გამოსვლები და მათი პასუხები მოსამართლეთა შეკითხვებზე.
ფაქტები
I.საქმის გარემოებებიმომჩივნები დაიბადნენ 1933 და 1939 წელს და ცხოვრობენ ლონდონში და პიტერსფილდში.
ა.ბ-ნი ო’ჰოლორენი (საჩივარი No.15809/02)2000 წლის 7 აპრილს, გამთენიის 4.55 საათზე, ავტომობილი, სახელმწიფო ნომრით T61 TBX, რომლის რეგისტრირებული მფლობელიც მომჩივანი გახლდათ, დააფიქსირა კამერამ M11 ავტომაგისტრალზე, 69 მილი საათში სიჩქარით მოძრაობისას, სადაც შეზღუდვა განისაზღვრებოდა 40 მილი საათში სიჩქარით.2000 წლის 17 აპრილს, ესექსის პოლიციის პოლიციის კამერის აღსრულების განყოფილებამ მიწერა მომჩივანს:
“გამაჩნია ფოტო მტკიცებულება, რომ T61 TBX მძღოლი არ დაემორჩილა დადგენილ სიჩქარის შეზღუდვას... განზრახულია მძღოლის წინააღმდეგ საქმის აღძვრა დადგენილი სიჩქარის შეზღუდვის დაუცველობის გამო... სავარაუდო დანაშაულის ჩადენის დროისათვის ავტოსატრანსპორტო საშუალების მძღოლად თქვენ დასახელდით და გეკისრებათ სამართლებრივი ვალდებულება დაემორჩილოთ მე-2 გვერდზე მოცემული უწყების დებულებებს. უნდა გაგაფრთხილოთ, რომ თუკი 28 დღის განმავლობაში არ დაემორჩილებით აღნიშნულ მოთხოვნას, თქვენ ჩაიდენთ დანაშაულს და დაგეკისრებათ მსჯავრი სავარაუდო დანაშაულის მსგავსი მაქსიმალური სასჯელით – ჯარიმა 1,000 გირვანქა სტერლინგის ოდენობით და 3-6 ჯარიმის ქულა”.თანდართული “გამიზნული დევნის უწყება” მომჩივანს ატყობინებდა, რომ განზრახული იყო ავტოსატრანსპორტო საშუალების მძღოლის წინააღმდეგ საქმის აღძვრა. მას სთხოვდნენ წარმოედგინა მოცემული შემთხვევისას ავტოსატრანსპორტი საშუალების მძღოლის სრული სახელი და მისამართი ან სხვა ინფორმაცია რისი მიწოდებაც მას შეეძლო და რომლის საფუძველზეც მოხდებოდა მძღოლის იდენტიფიკაცია. მას კიდევ ერთხელ შეატყობინეს, რომ მოცემული ინფორმაციის გაუცემლობა სისხლისსამართლებრივად დასჯადი დანაშაული იყო 1988 წლის საგზაო მოძრაობის შესახებ კანონის 172-ე ნაწილის მიხედვით.მომჩივანმა პასუხი წერილობით გასცა, სადაც დაადასტურა, რომ მოცემულ დროს თავად მართავდა ავტომობილს.2001 წლის 27 მარტს მომჩივანი მიიწვიეს ჩრდილოეთ ესექსის მაგისტრატთა სასამართლოში, სადაც იგი გაასამართლეს გადაჭარბებული სიჩქარით ავტომობილის მართვის გამო. სასამართლომდე მომჩივანმა გამოითხოვა “გამიზნული დევნის უწყების” საფუძველზე მიცემული აღიარებითი ჩვენება. აღნიშნულ მოთხოვნას იგი აფუძნებდა პოლიციისა და კრიმინალური მტკიცებულებების 1984 წლის კანონის 76-ე და 78-ე მუხლებს, კონვენციის მე-6 მუხლთან ერთობლიობაში. მომჩივნის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა პრივიეს საბჭოს Brown v. Stott [2001] 2 WLR 817 გადაწყვეტილებაზე დაყრდნობით. შესაბამისად, ბრალდება დაეყრდნო გადაჭარბებული სიჩქარით მოძრავი ავტომობილის ფოტოს და 172-ე ნაწილის საფუძველზე გაკეთებული მოთხოვნის შედეგად მიღებულ აღიარებას. მომჩივანი დამნაშავედ სცნეს და დააკისრეს ჯარიმა 100 გირვანქა სტერლინჰის ოდენობით, ხარჯების ანაზღაურება 150 გირვანქა სტერნლინგის ოდენობით და მის მართვის მოწმობას დაერიცხა ექვსი საჯარიმო ქულა.2001 წლის 11 აპრილს მომჩივანმა სთხოვა მაგისტრატებს წარედგინათ საქმე უმაღლესი სასამართლოს მოსაზრების მისაღებად:
“მოცემული საქმის გარემოებებში, მოპასუხის მიერ აღიარება, რომ მართლაც იგი მართავდა ავტომობილს, უნდა დაშვებულიყო თუ არა პოლიციის და კრიმინალური მტკიცებულებების შესახებ 1984 წლის კანონის 76-ე და 78-ე ნაწილების, ადამიანის უფლებათა აქტისა და ევროპული სასამართლოს მიერ ბოლოხანს განხილული საქმეების საფუძველზე, რადგანაც მოპასუხე იძულებული შეიქნა მიეცა ჩვენება საკუთარი თავის წინააღმდეგ?2001 წლის 23 აპრილს მაგისტრატების მოხელემ მომჩივანს აუწყა, რომ მაგისტრატებმა უარი განაცხადეს საქმის წარდგენაზე რადგანაც საკითხი საბოლოოდ იყო გადაწყვეტილი პროვოს საბჭოს მიერ განხილულ Browns v. Stott (იხ. ზემოთ) და უმაღლესი სასამართლოს მიერ განხილულ Director of Public Prosecutions v. Wilson ([2001] EWHC Admin 198) საქმეებში.2001 წლის 19 ოქტომბერს მომჩივნის სასარჩელო მოთხოვნა მაგისტრატების მიერ იურიდიული განხილვის მოთხოვნასთან დაკავშირებით არ დაკმაყოფილდა.
ბ. ბ-ნი ფრენსისი (მომჩივანი N. 25624/02)2001 წლის 12 ივნისს სიჩქარის აღმნუსხველმა კამერამ დააფიქსირა მომჩივნის რეგისტრირებულ მფლობელობაში მყოფი ავტომანქანა, რომელმაც 30 მილი/საათში სიჩქარის შეზღუდვის მქონე გზაზე განავითარა 47 მილი/საათში სიჩქარე.2001 წლის 19 ივნისს სურეის პოლიციამ მომჩივანს გაუგზავნა “გამიზნული დევნის უწყება” შემდეგი პირობებით:
“საგზაო მოძრაობის დამრღვევთა შესახებ 1988 წლის კანონის 1 ნაწილის მიხედვით, გატყობინებთ, რომ გამიზნულია დევნის დაწყება ელვისის მარკის ავტოსატრანსპორტო საშუალების, სახელმწიფო ნომრით EYX 622, მძღოლის წინააღმდეგ...
წინამდებარე ეჭვი ეფუძნება ფოტო/ვიდეო ჩანაწერით მიღებულ მტკიცებულებას. თქვენ დაფიქსირებული ხართ როგორც ზემოთხსენებული ავტოტრანსპორტის, მოცემულ დროს მოქმედი, მესაკუთრე/მფლობელი/ მძღოლი ან მომხმარებელი. თქვენ ვალდებული ხართ წარმოადგინოთ ინფორმაცია აღნიშნულ დროსა და ადგილას მყოფი მძღოლის სრული სახელის და მისამართის მითითებით. საგზაო მოძრაობის შესახებ კანონის 172-ე ნაწილის მიხედვით თქვენ ვალდებული ხართ მოცემული ინფორმაცია წარმოადგინოთ ამ უწყების მიღებიდან 28 დღის განმავლობაში. ინფორმაციის წარმოუდგენლობის შედეგად თქვენ შეიძლება დაექვემდებაროთ სასამართლო დევნას. მსჯავრდების შემთხვევაში სასჯელი ინფორმაციის არ მიწოდებისათვის იდენტურია მოცემული დანაშაულისათვის დაწესებული სასჯელისა, კერძოდ კი ჯარიმა და ჯარიმის ქულები.”2001 წლის 17 ივლისს მომჩივანმა მისწერა წერილი სურეის პოლიციას სადაც ხაზი გაუსვა მის დუმილის უფლებასა და საკუთარი თავის წინააღმდეგ ჩვენების არ-მიცემის პრივილეგიას.2001 წლის 18 ივლისს სურეის პოლიციამ შეატყობინა განმცადებლს, რომ Brown v. Stott საქმეში, ციტირებული ზემოთ, აპელაციამ დაადგინა, რომ 172-ე ნაწილი არ არღვევდა მოცემულ უფლებებს.მომჩივანმა უარი განაცხადა ინფორმაციის მიწოდებაზე.2001 წლის 28 აგვისტოს მომჩივანი მოხმობილ იქნა მაგისტრატთა სასამართლოში საგზაო მოძრაობის 1988 წლის კანონის 172(3) ნაწილისადმი დაუმორჩილებლობის გამო. მომჩივანმა მოითხოვა სასამართლო პროცესის გადადება.2001 წლის 9 ნოემბერს მაგისტრატთა სასამართლომ დააკმაყოფილა განხილვის გადადების მოთხოვნა, სავარაუდოდ მომჩივნის მიერ სტრასბურგში წარდგენილი საჩივარის გათვალისწინებით. მომჩივანმა მისწერა სასამართლოს 2001 წლის 15 ნოემბერს და დაეყრდნო კონვენციის მე-6 მუხლის 1 და მე-2 ნაწილებს.2002 წლის 8 თებერვალს მაგისტრატთა სასამართლომ გააუქმა გადავადება და პროცესი ჩანიშნა 2002 წლის 15 აპრილს. აღნიშნული დროისათვის მომჩივანს უკვე დაკისრებული ჰქონდა ჯარიმა 750 გირვანქა სტერლინგის ოდენობით, 250 გირვანქა სტერლინგი ხარჯების ასანაზღაურებლად და სამი ჯარიმის ქულა. იგი აღნიშნავს, რომ ჯარიმა მნიშვნელოვნად უფრო მსუბუქი იქნებოდა, მას რომ თავი დამნაშავედ ეცნო სიჩქარის გადაჭარბების დანაშაულში.
II.შესაბამისი ეროვნული კანონმდებლობა და პრაქტიკა
ა.საგზაო მოძრაობის მარეგულირებელი კანომდებლობა1988 წლის საგზაო მოძრაობის მარეგულირებელი კანონი (“1988 წლის აქტი”) აწესებს გარკვეულ შემთხვევებში ავტომობილის მძღოლის შესახებ ინფორმაციის გაცემის ვალდებულებას. (1) ქვე-პუნქტი ეხება საგზაო დანაშაულებს და არეგულირებს მათ. აღნიშნული მოიცავს ველოსიპედისტთა გზაზე პარკირებას (1988 წლის კანონის 21-ე ნაწილი) და მართვის დროს გაუფრთხილებლობით სიცოცხლის ხელყოფას (ნაწილი 1), დანაშაულებს რიგი სხვა დებულებების ქვეშ, მათ შორის სიჩქარის გადაჭარბებას და ავტომობილის მძღოლის მიერ გაუფრთხილებლობით მკვლელობას.
ქვე-პუნქტი 2 ითვალისწინებს შემდეგს:
“როდესაც ავტოტრანსპორტის მძღოლი ეჭვმიტანილია წინამდებარე ნაწილში გაწერილი დანაშაულის ჩადენაში _
(ა)ავტომობილის მფლობელმა პირმა უნდა გასცეს მძღოლის ვინაობის დადგენისათვის გამოსადეგი ინფორმაცია პოლიციის უფროსი ოფიცრის მიერ ან მისი სახელით მოთხოვნის შემთხვევაში, და
(ბ)ნებისმიერი სხვა პირი ვალდებულია, ზემოთმითითებული მოთხოვნის შემთხვევაში, გასცეს ნებისმიერი ინფორმაცია, რომლის გაცემაც მას შეუძლია რათა ხელი შეუწყოს მძღოლის ვინაობის დადგენას.
ქვე-პუნქტი 3 ითვალისწინებს შემდეგს:
“მოცემული დებულებების გათვალისწინებით, პირი რომელიც არ დაემორჩილება მე-2 ქვე-პუნქტით დადგენილ მოთხოვნებს დამნაშავე იქნება დანაშაულის ჩადენაში.”
ქვე-პუნქტი 4 ითვალისწინებს შემდეგს:
“პირი დამნაშავედ არ იქნება ცნობილი მე-2 ქვე-პუნქტის (ა) პარაგრაფის მიხედვით, თუ იგი დაადასტურებს, რომ არ იცოდა და ჯეროვანი გულმოდგინების მიუხედავად ვერ დაადგენდა ავტომობილის მძღოლის ვინაობას.”მე-3 ქვე-პუნქტში მითითებულ დანაშაულში ბრალდებული პირი შეიძლება დისკვალიფიცირებული იყოს, ან მის მართვის მოწმობას დაეკისროს სამი ჯარიმის ქულა ან დაჯარიმდეს სტანდარტული ჯარიმის სამმაგ ოდენობამდე, კერძოდ კი არაუმეტეს 1,000 გირვანქა სტერლინგისა.1988 წლის საგზაო მოძრაობის დამრღვევთა შესახებ კანონის მე-12 ნაწილის 1 პუნქტის მიხედვით რიგი დანაშაულების შემთხვევაში დაჩქარებულ სამართალწარმოებისას, მათ შორის სიჩქარის გადაჭარბებისათვის, 1988 წლის კანონის 172(2) ნაწილის საფუძველზე ეჭვმიტანილის მიერ ხელმოწერილი წერილობითი ჩვენება მასზედ, რომ მოცემულ შემთხვევაში იგი მართავდა ავტომობილს, შეიძლება მიღებული იყოს ფაქტობრივ სამხილად.
ბ. პოლიციისა და სისხლისსამართლებრივ მტკიცებულებათა 1984 წლის კანონინაწილი 76 აწესებს შემდეგს:
“(1) ნებისმიერ საქმის განხილვისას, ეჭვმიტანილის მიერ მიცემული აღიარებით ჩვენებას შესაძლებელია მიენიჭოს მის წინააღმდეგ მტკიცებულების სტატუსი, იმდენად, რამდენადაც იგი მნიშნველოვანია სამართალწარმოებისათვის და არ არის სასამართლოს მიერ უარყოფილი მოცემული ნაწილის საფუძველზე;
(2) თუ სამართალწარმოებაში, სადაც ბრალდებას სურს მტკიცებულებად წარმოადგინოს ეჭვმიტანილის მიერ მიცემული აღიარება, სასამართლო წინაშე წარდგენილია, რომ აღიარება იყო ან შეიძლება ყოფილიყო მიღებული _
(ა) აღიარების მიმცემი პირის შევიწროვებით; ან
(ბ) ნებისმიერი ნათქვამის ან ქმედების შედეგად, რომელიც შესაძლოა იმ დროისათვის არსებული გარემოებებით აღიარებას ხდის არასარწმუნოდ,
მაშინ, სასამართლო მის წინააღმდეგ მიცემულ აღიარებას არ მიიღებს მტკიცებულებად. გამონაკლისია შემთხვევა თუ ბრალდების მხარე სასამართლოს გონივრულ ეჭვს მიღმა დაუმტკიცებს რომ აღიარება (მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება მართალი იყოს) არ იყო მიღებული ზემოთჩამოთვლილ პირობებში.
...”ნაწილი 78(1) აღნიშნავს:
“ნებისმიერი სამართალწარმოებისას სასამართლო უფლებამოსილია უარი განაცხადოს ბრალდების საყრდენი სამხილის მიღებაზე, თუკი სასამართლო მიიჩნევს, რომ ყველა გარემოპირობის გათვალისწინებით, მათ შორის იმ ვითარებისაც, რომელშიც მოხდა მტკიცებულების მიღება, მტკიცებულების დაშვებას ექნება იმგვარი უკუშედეგი სამართალწარმოების სამართლიანობაზე, რომ სასამართლომ არ უნდა მიიღოს იგი.”
გ. შესაბამისი ეროვნული სასამართლო პრაქტიკასაქმეში Brown v Stott, ციტირებული ზემოთ, პრივის საბჭომ განიხილა ქალბატონის საქმე, რომელიც დაპატიმრებულ იქნა ქურდობისათვის იმ მანქანის ახლოს, რომელიც თითქოსდა მას ეკუთვნოდა. მას ჩაასუნთქინეს აპარატში და დაადასტურეს, რომ ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ გახლდათ. იმის დასადგენად, იყო თუ არა იგი დამნაშავე მანქანის ალკოჰოლის ზემოქმდების ქვეშ მართვაში (1988 წლის კანონის მე-5 ნაწილით დასჯადი ქმედება), პოლიციამ მას გადასცა 172-ე ნაწილის საფუძველზე გაცემული უწყება. პროკურორმა გადაწყვიტა რომ დადებითი პასუხი მანქანის მართვის შესახებ გამოეყენებინა მომეტებული ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ მართვის დანაშაულზე ბრალდებისათვის. სამართლის უმაღლესმა სასამართლომ დააკმაყოფილა მოპასუხის აპელაცია და დაადგინა, რომ ბრალდების მხარე ვერ დაეყრდნობოდა იძულებით მიცემულ აღიარებით ჩვენებას.ფისკალური რწმუნებულის აპელაციის განხილვისას, პრივის საბჭომ დაადგინა, რომ აღიარების გამოყენება არ არღვევდა კონვენციის მე-6 მუხლით დაწესებულ მოთხოვნებს. ლორდმა ბინჰემმა ქორნჰილიდან მთავარ განაჩენში დაადგინა, inter alia:
“ავტოსატრანსპორტო საშუალებების არაჯეროვანი გამოყენების შედეგად გამოწვეული სიკვდილიანობის და დაშავების მაღალი მაჩვენებელი სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს თითქმის ყველა განვითარებულ საზოგადოებაში. საზოგადოების სასარგებლოდ მისი ეფექტიანად მოგვარების საჭიროება ეჭვგარეშეა. დემოკრატიულმა საზოგადოებებმა მისი მოგვარების ერთ-ერთ ხერხად გამოიყენეს ავტოსატრანსპორტო საშუალებების რეგულირების რეჟიმს დაქვემდებარება და ზომების გატარება დამნაშავეთა დადგენის, გასამართლებისა და დასჯის გზით. მასალა ... მართალია არასრულად, მაგრამ მაინც გვთავაზობს სასჯელის დაკისრების პრობლემის მოგვარების სხვადასხვა გზებს. რიგ სამართლებრივ სისტემებში (მაგალითად ესპანეთი, ბელგია და საფრანგეთი) მცირე საგზაო დარღვევებისას მძღოლად ითვლება რეგისტრირებული მესაკუთრე, გამონაკლისია შემთხვევა, როდესაც იგი ადასტურებს, რომ მოცემულ დროს სხვა პირი მართავდა ავტომობილს ან დაადგენს სხვა გამამართლებელ საფუძვლებს. საზოგადოების ინტერესის დაცვისათვის საგზაო მოძრაობის კანონმდებლობის გატარების აშკარა საჭიროების მიუხედავად, მოცემულ საქმეში მთავარი შეკითხვა გახლავთ იმის დადგენა თუ რამდენად გახლავთ 172-ე ნაწილი არაპროპორციული პასუხი ან თუ რამდენად არღვევს იგი მოპასუხის საქმის სამართლიანი განხილვის უფლებას იმ შემთხვევაში, თუ სასამართლო მოსმენისას ადგილი აქვს მძღოლის აღიარებაზე დაყრდნობას.
მე, ჩემის მხრივ, მიმაჩნია, რომ ჯეროვნად გამოყენების შემთხვევაში, 172-ე ნაწილი არ წარმოადგენს არაპროპორციულ პასუხს სერიოზული სოციალური პრობლემისადმი და არც ის მიმაჩნია, რომ წინამდებარე საქმეში მოპასუხის აღიარებაზე დაყრდნობა არღვევს მის სამართლიანი სასამართლოს უფლებას. ამგვარ გადაწყვეტილებას რამდენიმე მიზეზის გამო ვიღებ.
1.172-ე ნაწილი ეხება ერთი მარტივი შეკითხვის დასმას. პასუხი არ ახდენს ეჭვმიტანილის ინკრიმინირებას, რადგანაც მანქანის ტარება თავისთავად არ გახლავთ დანაშაული. მანქანის ტარების აღიარება, შეიძლება, როგორც მოცემულ შემთხვევაში, წარმოადგენდეს ბრალდების გამომწვევი ფაქტის დასტურს, თუმცა ეს ნაწილი არ აწესებს სასჯელს სავარაუდო დანაშაულის გამომწვევი ფაქტების შესახებ ხანგრძლივ დაკითხვაზე, განსხვავებით სონდერსის საქმეში არსებული სადაო შემთხვევისაგან, ხოლო სასჯელი პასუხის გაცემაზე თავის შეკავებისათვის, მოცემული ნაწილის მიხედვით ზომიერია და არ ითვალისწინებს პატიმრობას. წინამდებარე საქმეში არ დასტურდება არაჯეროვანი იძულების ან ზეწოლის არსებობა, რომელიც გამოიწვევდა არასანდო აღიარებას და ამგვარად ხელს შეუწყობდა არამართებულ სამართალწარმოებას. ამგვარი ქმედების დასტური რომ არსებულიყო განმხილველი მოსამართლე ისარგებლებდა მისი უფლებამოსილებით და მიუღებლად სცნობდა მტკიცებულებას.
2.მიუხედავად იმისა, რომ უმაღლესი სასამართლო უფლებამოსილი იყო განესხვავებინა ... 172-ე ნაწილით პასუხის გაცემა და ფიზიკური სინჯის წარმოდგენა, და სარგებლობდა ამგვარად მოქცევის უფლებამოსილებით ევროპული სასამართლოს შონდერს საქმის მიხედვით, მიმაჩნია, რომ მოცემული განსხვავება არ საჭიროებს ზედმეტ აქცენტირებას. მართალია, მოპასუხის ზეპირი თუ წერილობითი პასუხით შეიქმნა ახალ მტკიცებულება, რომელიც არ არსებობდა მის მიერ პასუხის ზეპირად თუ წერილობით გაცემამდე. თუმცა, უნდა აღინიშნოს რომ მის სისხლში არსებული ალკოჰოლის დონე ფაქტი გახლდათ, რომელიც არსებობდა მის მიერ სპეციალურ დანადგარში ჩაბერვამდეც. თუმცა, ჩაბერვის მოთხოვნის მთავარი მიზანი გახლდათ (ჩაბერვაზე უარის შემთხვევაში მას დაეკისრებოდა სისხლსსამართლებრივი სასჯელი) იმ მტკიცებულების მიღება, რომელიც არ არსებობდა მის მიერ აღნიშნული ქმედების განხორციელებამდე; გასათვალისწინებელია, რომ მიღებული შედეგი უმეტესწილად, გამონაკლისი შემთხვევების გარდა, საკმარისი საფუძველს წარმოადგენს მძღოლის პასუხისგებისათვის... აღნიშნულის გათვალისწინებით რთულია გავიგო თუ რატომ არის შეკითხვაზე პასუხის გაცემის მოთხოვნა სადაო და რატომ არ არის სადაო ჩასუნთქვის მოთხოვნა. მართლაც, არანაირი კრიტიკა არ გამოთქმულა მოპასუხის მიერ სუნთქვის ტესტის გავლის მოთხოვნაზე.
3.ყველა. ვინც საკუთრებაში ფლობს ან მართავს ავტოტრანსპორტს უნდა იაზრებდეს, რომ ისინი ექვემდებარებიან რეგულირების რეჟიმს. აღნიშნული რეჟიმი ეკისრებათ არა იმიტომ, რომ მანქანის ფლობა და მართვა პრივილეგიას ან სახელმწიფოს მიერ მოცემულ შეღავათს წარმოადგენს, არამედ იმიტომ, რომ მანქანის ფლობა და გამოყენება (მსგავსად, მაგალითად, იარაღისა) აღიარებულია სერიოზული დაზიანების პოტენციურ წყაროდ. მართალია 172 (2)(ბ) ნაწილი ნებართვას იძლევა დაისვას შეკითხვა “ნებისმიერი სხვა პირის” მიმართ, რომელსაც, თუ არ გახლავთ მფლობელი ან მესაკუთრე, შეიძლება არ ეთანხმებოდეს არაპირდაპირ მარეგულირებელ რეჟიმს, მაგრამ ნებისმიერი პირი, რომელიც არ გახლავთ მესაკუთრე ან მძღოლი ამასთანავე არ მოახდენს საკუთარი თავის ინკრიმინირებას მიუხედავად მის მიერ გაცემული პასუხისა. ამ მხრივ საკითხის განხილვისას შესაძლებელია დაისვას შეკითხვა _ წარმოადგენს თუ არა 172-ე ნაწილი არაპროპორციულ საკანონმდებლო პასუხს საგზაო უსაფრთხოების პრობლემის მოსაგვარებლად, თუ რამდენად არის დაცული ბალანსი ზოგადად საზოგადოებისა და ინდივიდუალის ინტერესებს შორის ამ უკანასკნელისადმი არასათანადო ზიანის მიყენებით, თუ (მოკლედ) აღნიშნული მტკიცებულების გამოყენება გამოიწვევს მოპასუხის ელემენტარული ადამიანის უფლებების დარღვევას – ამ შეკითხვებზე თავს ვალდებულად მივიჩნევ გავცე ნეგატიური პასუხი. თუკი მოცემული არგუმენტი მისაღებია, იგი ხელმისაწვდომი გახლდათ ბრიტანეთის მოქალაქეებისადმი 1966 წლიდან და ჩემი ინფორმაციით ამ ქვეყანაში დღემდე არავის გაუსაჩივრებია კანონმდებლობის უსამართლობა.”
გადაწყვეტილება მიღებულ იქნა ინგლისის უმაღლესი სასამართლოს მიერ Director of Public Prosecitions v. Wilson საქმეში, ციტირებული ზემოთ.
კანონმდებლობა
კონვენციის მე-6 მუხლის 1 და მე-2 ნაწილების სავარაუდო დარღვევამომჩივნები ჩიოდნენ, რომ ისინი იძულებულნი შეიქნენ მიეცათ საკუთარი თავის საწინააღმდეგო ჩვენება, რითაც დაირღვა მათი დუმილის უფლება და პრივილეგია არ მისცენ ჩვენება საკუთარი თავის წინააღმდეგ. კონვენციის მე-6 მუხლის შესაბამისი ნაწილის მიხედვით:
1.ყოველი ადამიანი, ... მისთვის წარდგენილი სისხლისსამართლებრივი ბრალდების საფუძვლიანობის გამორკვევისას, აღჭურვილია ... მისი საქმის სამართლიანი ... განხილვის უფლებით ... სასამართლოს მიერ.
2.ყოველი ბრალდებული უდანაშაულოდ მიიჩნევა, ვიდრე მისი ბრალეულობა არ დამტკიცდება კანონის შესაბამისად.
ა.კონვენციის მე-6 მუხლის 1 ნაწილის გამოყენებამომჩივნები მიუთითებდნენ, რომ მე-6 მუხლის 1 ნაწილის სისხლისსამართლებრივი ასპექტი ვრცელდებოდა მათ შემთხვევაზე, რადგანაც ორივე მათგანმა მიიღო “გამიზნული დევნის უწყება” და ორივე მათგანი დაჯარიმდა: ბ-ნი ო’ჰოლორენი გადაჭარბებული სიჩქარით მოძრაობისათვის, ხოლო ბ-ნი ფრენსისი კი განხილული შემთხვევისას მძღოლის სახელის არ გათქმის გამო.მთავრობა ამტკიცებდა, რომ მოცემულ საქმეებზე არ ვრცელდება კონვენციის მე-6 მუხლის 1 ნაწილი.სასამართლო მიიჩნევს, რომ კონვენციის მე-6 მუხლის ფარგლებში არსებულ ტერმინთა ავტონომიური მნიშვნელობით, გამიზნული დევნის უწყებამ განმცხადებლებზე “არსებითი ზეგავლენა” მოახდინა, იმდენად რამდენადაც ადგილი ჰქონდა “ბრალდებას” მათ მიერ სიჩქარის გადაჭარბების დანაშაულის ჩადენაში (იხ.Serves v. France, 20 oqtomberi 1997, § 42, Reports of Judgments and Decisions 1997‑VI). ნებისმიერ შემთხვევაში, კონვენციის მე-6 მუხლი გამოიყენება ჩვენების მიცემის იძულების შემთხვევაში, მაშინაც კი, თუ ადგილი არ აქვს სხვა სამართალწარმოებას ან თუ მომჩივანი თავისუფლდება ძირითადი სამართალწარმოებისაგან (იხ.Funke v. France, 25 Tebervali 1993, §§ 39 da 40, Series A no. 256‑A, da Heaney and McGuinness v. Ireland, no. 34720/97, §§ 43-45, ECHR 2000‑XII).სასამართლო თვლის, რომ წინამდებარე საქმეში გამოიყენება კონვენციის მე-6 მუხლი.
ბ. კონვენციის მე-6 მუხლის 1 ნაწილთან შესაბამისობა
1. მხარეთა არგუმენტებიმთავრობამ აღნიშნა, რომ საკუთარი თავის წინააღმდეგ ჩვენების არმიცემის პრივილეგია და დუმილის უფლება არ წარმოადგენდა აბსოლუტურ უფლებებს და რომ მათი გამოყენება შეიძლება შეზღუდულიყო საჯარო ინტერესებისათვის სხვა ლეგიტიმური მიზნების მისაღწევად. დუმილის უფლების შესახებ საქმეებთან ერთად (იხ. მაგალითად, Saunders v. the United Kingdom, 17 დეკემბერი 1996, § 62, Reports 1996-VI) მთავრობა შეეხო სასამართლოს ხელმისაწვდომობის შეზღუდვას (იხ. მაგალითად, Ashingdane v. the United Kingdom, 28 მაისი 1985, § 58, Series A no. 93) სასამართლო პრაქტიკას, რომელიც ადასტურებს, რომ გარკვეულ გარემოებებში ხელშემკვრელი სახელმწიფოები უფლებამოსლინი არიან მტკიცების ტვირთი გადააკისრონ, იმ პირობით რომ აღნიშნული არ არღვევს ინდივიდისა და საზოგადოების ზოგადი ინტერესის სამართლიან ბალანსს (იხ. მაგალითად, Salabiaku v. France, 7 ოქტომბერი 1988, § 28, Series A no. 141-A), დაცვის უფლების ნებადართულ შეზღუდვებს მხარეთა თანასწორობის საქმეებზე Fitt v. the United Kingdom [GC], no. 29777/96, § 45, ECHR 2000-II), მოწმეთა დაკითხვას (იხ.S.N. v. Sweden, no. 34209/96, § 47, ECHR 2002-V) და აგრეთვე ზოგად პრინციპს, რომ მტკიცებულებათა, მათ შორის მამხილებლისაც, დასაშვებობა უწინარესად ეროვნული სამართლის რეგულირების საგანს განეკუთვნება (იხ. მაგალითად, Khan v. the United Kingdom, no. 35394/97, § 38, ECHR 2000-V).მთავრობა დავობდა, რომ საგზაო მოძრაობის შესახებ კანონის (“1988 წლის კანონი”) 172-ე ნაწილით მინიჭებული უფლებამოსილება მიიღო პასუხი შეკითხვაზე თუ ვინ მართავდა მანქანას მაშინ, როდესაც ადგილი ჰქონდა სავარაუდო საგზაო დანაშაულს და მოცემული პასუხის საბრალდებო მტკიცებულებად გამოყენება ან, ალტერნატიულად, იმ პირის მსჯავრდება, რომელმაც არ წარმოადგინა ინფორმაცია, შეესაბამება მე-6 მუხლს. არსებობდა ჯეროვანი მიზეზები თუ რატომ მოეთხოვებოდა მესაკუთრეს მძღოლის იდენტიფიცირება: ავტოსაგზაო დანაშაულები წარმოადგენს საზოგადოებისათვის საფრთხის მომცველი სახიფათო ქმედების თავიდან აცილებას და იგი დამოკიდებულია ეფექტიან აღსრულებაზე (კვლევამ დაადასტურა, რომ სიჩქარის კამერები და სხვა ამცირებდა ავარიებს დაახლოებით 28%), და რომ არარსებობდა 172-წ ნაწილში მითითებული უფლებამოსილების აშკარა და ზოგადად ეფექტიანი ალტერნატივა და რომ ამგვარი უფლებამოსილების გარეშე შეუძლებელი იქნებოდა საგზაო დანაშაულების ეფექტიანად გამოძიება და დასჯა, და რომ მხოლოდ ის ფაქტი, რომ პირი გახლდათ ავტოსატრანსპორტო საშუალების მძღოლი, არ იყო ინკრიმინაციული. 172-ე ნაწილი არც უდანაშაულობის პრეზუმფციას არღვევდა, რადგანაც მტკიცების ზოგადი ტვირთი ბრალდების მხარეს ეკისრებოდა. მოცემული ნაწილი ადგენდა გარკვეულ ვითარებაში ერთი შეკითხვის დასმის უფლებამოსილებას და რომ ყველა სხვა ჩვეულებრივი ზომა არასანდო ან არაჯეროვანი ზომების გამოყენებით მიღებული მტკიცებულების გამოყენებისაგან დაცვაზე ისევ ადგილზე რჩებოდა; ასევე, დანაშაულისათვის უმაღლეს სასჯელს 1,000 გირვანქა სტერლინის ოდენობის ჯარიმა წარმოადგენდა.მთავრობა აღნიშნავდა, რომ 172-ე ნაწილის გამოყენებას უფრო შეზღუდული გავლენა ჰქონდა მძღოლებზე, ვიდრე ექნებოდა ისეთ ალტერნატივებს როგორიც გახლავთ მოთხოვნის შემთხვევაში, რეგისტრირებული მფლობელის მიერ მძღოლის სახელის შეუტყობინებლობისას ნეგატიური ჩარევა, ან კანონისმიერი პრეზუმფცია, რომ, თუ საწინააღმდეგოს არ დაამტკიცებდა, სწორედ რეგისტრირებული მესაკუთრე მართავდა ავტომობილს სადაო შემთხვევისას. მთავრობა ასევე მიიჩნევდა, რომ სწორედ ის ფაქტი, რომ სხვა საკანონმდებლო ხერხებს უმეტესწილად დაახლოებით იგივე შედეგამდე შეიძლება მივეყვანეთ, მიუთითებდა, რომ განსახილველი თემა გახლდათ პროპორციულობის საკითხი და არა უფლებების აბსოლუტური ბუნება, მომჩივნების მიერ შემოთავაზებული პირდაპირი იძულების შემთხვევებში.მომჩივნები აღნიშნავდნენ, რომ ავტომობილის არაჯეროვანი გამოყენების შედეგად გამოწვეული სერიოზული პრობლემა არ წარმოადგენდა საკმარის საფუძველს რათა გაემართლებინა იძულების სისტემის მიერ მე-6 მუხლით დადგენილი უფლებების ჩახშობა. სასჯელის შედარებით მცირე ხასიათი არ იყო გადამწყვეტი, რადგან მე-6 მუხლის უფლებები, მათ შორის საკუთარი თავის წინააღმდეგ ჩვენების არმიცემის პრინციპი და დუმილის უფლება, ვრცელდებოდა ყველა სახის სისხლის სამართლებრივ პროცესზე, განურჩევლად. ისინი დავობდნენ, რომ არ არსებობდა სხვა აშკარა ალტერნატივა, რომელიც დაამტკიცებდა, რომ არაპირდაპირი იძულების მეთოდი, ან რომ სავალდებულოდ სისხლის სამართლის პროცესის კონტექსტს მიღმა მიღებული ინკრიმინაციული ინფორმაციის გამოყენება, მიგვიყვანდა იგივე შედეგამდე. ისინი ამტკიცებდნენ. რომ რეალური ან პოტენციური მოპასუხე იძულებული იქნებოდა სასჯელის შიშით მიეცა ის ინფორმაცია, რომლის გაცემაც მას შეეძლო და რომელიც, მისი სურვილისაგან დამოუკიდებლად, ვერ იქნებოდა წარმოდგენილი დოკუმენტურ ან ფიზიკურ მტკიცებულებად. ბრალდება ვალდებული იყო საკუთარი პოზიცია დაემტკიცებინა ბრალდებულის ნების წინააღმდეგ იძულების გამოყენების გარეშე.მომჩივნები მიიჩნევდნენ, რომ სხვა საკანონმდებლო ხერხების არსებობა იგივე ან მსგავსი შედეგების მისაღებად, თუმცა ეჭმიტანილის უფლებებში ნაკლები ჩარევით (ნეგატიური ჩარევა შეკითხვებზე პასუხის გაუცემლობის შემთხვევაში ან კანონისმიერი პრეზუმფციის დაწესება მასზედ. რომ რეგისტრირებული მესაკუთრე გახლდათ მძღოლი, გამონაკლისია საწინააღმდეგოს დამტკიცება მესაკუთრის მიერ) ადასტურებდა, რომ არსებული რეჟიმი არ იყო მკაცრად აუცილებელი დემოკრატიულ საზოგადოებაში.მათ აღნიშნეს, რომ Saunders da Heaney and McGuinness საქმეებში (ორივე ციტირებული ზემოთ), სასამართლომ დაადგინა, _ საჯარო ინტერესი არ უნდა იქნას მოხმობილი იძულებით მიღებული პასუხების გამოყენების გასამართლებლად. მათ უარყვეს მთავრობის არგუმენტები, რომ პოლიციისა და კრიმინალური მტკიცებულების 1984 წლის კანონის დებულებების მიხედვით არსებობდა რაიმე სახის დაცვა მოცემული მასალის გამოყენების წინააღმდეგ, რადგან კანონის 76-ე და 78-ე ნაწილები არ გამორიცხავდა კანონისმიერი დებულების საფუძველზე მიღებულ ჩვენებას. იმის გათვალისწინებით, რომ პირდაპირი იძულებისას მომჩივნები დაექვემდებარნენ სისხლის სამართლის პროცესს და არა მარეგულირებელ გამოძიებას, მომჩივნები მიიჩნევენ, რომ დაირღვა კონვენციის მე-6 მუხლის როგორც 1, ისე მე-2 ნაწილი.
2. სასამართლოს შეფასება
(ა) შესავალისასამართლო პირველ რიგში აღნიშნავს, რომ მომჩივნები განსხვავებულ ფაქტობრივ ვითარებებში იყვნენ. ბ-ნმა ო’ჰოლორენმა აღიარა, რომ იგი მართავდა ავტომობილს სადავო დროს, და ეცადა, თუმცა უშედეგოდ, რომ სამართალწარმოებიდან ამოეღო მოცემული მტკიცებულება. შედეგად, იგი ბრალდებულად სცნეს სიჩქარის გადაჭარბებაში. ბ-ნმა ფრენსისმა უარი განაცხადა სადავო დროს მანქანის მძღოლის სახელის შეტყობინებაზე გამიზნული დევნის უწყებაში მითითებულ ვადებში და მსჯავრდებულ იქნა უარის თქმის გამო. ბ-ნი ო’ჰოლორენის საქმე, ერთის შეხედვით, წააგავს შაუნდერს საქმეს (ციტირებული ზემოთ), სადაც მომჩივანი ჩიოდა სისხლის სამართლის საქმეში იმ მტკიცებულების გამოყენებას, რომელიც მისი აზრით მოპოვებული იყო მე-6 მუხლის დარღვევით. ბ-ნი ფრენსისის საქმე, მეორეს მხრივ, ჰგავდა Funke საქმეს (ციტირებული ზემოთ), J.B. v. Switzerland (no. 31827/96, ECHR 2001‑III), Heaney and McGuinness (ციტირებული ზემოთ), და Shannon v. the United Kingdom, (no. 6563/03, 4 ოქტომბერი 2005), სადაც ყოველ მათგანში მომჩივანი დაჯარიმდა ინფორმაციის არმიწოდების გამო და ყოველ საქმეში სასამართლომ ჯარიმა განიხილა სამართალწარმოებისაგან დამოუკიდებლად ან მიმდინარე წარმოების შედეგად.მთავარ საკითხს ყოველ საქმეში წარმოადგენდა იმის დადგენა, თუ რამდენად არის იმ პირის, რომელსაც ბრალი ედება სიჩქარის გადაჭარბებაში 1988 წლის კანონის 172-ე ნაწილის მიხედვით იძულება, რომ მისცეს ჩვენება რომელიც ახდენს მის ინკრიმინირებას ან რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს მისი ინკრიმინაცია, შესაბამისობაში კონვენციის მე-6 მუხლთან. შესაძლებლობის ფარგლებში სასამართლო განიხილავს მოცემულ ორ საქმეს ერთად.
(ბ) სასამართლო პრაქტიკაFunke საქმეში, მომჩივანი დამნაშავედ სცნეს სავარაუდოდ არსებული “საბაჟო დეპარტამენტისათვის საინტერესო ოპერაციებთან დაკავშირებული ქაღალდებისა და დოკუმენტების...” წარმოუდგენლობის გამო (საბაჟო კოდექსის 65-ე მუხლი). სასამართლომ დაადგინა, რომ მომჩივნის იძულების მცდელობა, რათა მას თავად მიეწოდებინა მტკიცებულებანი იმ დანაშაულებზე, რომელიც სავარაუდოდ თავადვე ჩაიდინა, არღვევდა მისი დუმილის უფლებას და საკუთარი თავის ინკრიმინაციის ხელშეწყობის აკრძალვას (Funke, ციტირებული ზემოთ, § 44). სასამართლოს არ განუვრცია თემა დუმილის უფლებასა და საკუთარი თავის ინკრიმინაციის ხელშეწყობის აკრძალვაზე.John Murray v. the United Kingdom (8 თებერვალი 1996, Reports 1996-I) საქმე, სხვა საკითხებთან ერთად, ეხებოდა დაკითხვაზე და სასამართლო პროცესზე პირის დუმილიდან გამომდინარე დასკვნების გამოტანას. სასამართლომ დაადგინა, ეჭვგარეშეა, რომ “დუმილის უფლება პოლიციაში დაკითხვისას და საკუთარი თავის წინააღმდეგ ჩვენების არმიცემის პრივილეგია წარმოადგენს ზოგადად აღიარებულ საერთაშორისო სტანდარტებს, რომელიც წარმოადგენს კონვენციის მე-6 მუხლით დადგენილი საქმის სამართლიანი განხილვის ქვაკუთხედს... ბრალდებულ პირს დაცვა ხელისუფლების მიერ არაჯეროვანი იძულებისაგან ხელს უწყობს მართლმსაჯულების შეცდომის თავიდან აცილებასა და მე-6 მუხლის მიზნების დაცვას (იხ. John Murray, ციტირებული ზემოთ, § 45). სასამართლომ განასხვავა ორი საპირისპირო ხედვა. ერთის მხრივ, აშკარა გახლდათ რომ დადგენილ გარანტიებთან არათავსებადი იყო მსჯავრის დაფუძნება მხოლოდ ან უპირატესად ბრალდებულის დუმილზე ან მის უარზე უპასუხოს შეკითხვებს ან თავად წარმოადგინოს მტკიცებულებანი. მეორეს მხრივ, გარანტიებმა არ უნდა შეუშალონ ხელი ბრალდებულის დუმილის გათვალისწინებას იმ ვითარებაში, რომელიც აშკარად საჭიროებდა განმარტებას. აღნიშნულიდან გამომდინარეობს დასკვნა, რომ “დუმილის უფლება” არ არის აბსოლუტური (ibid., § 47). იძულების ხარისხის განხილვისას, სასამართლომ აღნიშნა, რომ მომჩივნის დუმილი არ უტოლდებოდა სისხლისსამართლებრივ დანაშაულს ან სასამართლოს უგულვებელყოფას და რომ დუმილი თავისთავად ვერ იქნება განხილული როგორც ბრალის მაჩვენებელი (ibid., § 48). სასამართლომ, შესაბამისად განასხვავა მოცემული საქმე Funke -საგან, სადაც იძულების ხარისხმა, რეალურად, “გაანადგურა საკუთარი თავის წინააღმდეგ ჩვენების არმიცემის პრივილეგიის მთლიანი არსი” (ibid., § 49).Saunder-ის საქმე ეხებოდა სისხლის სამართლის პროცესში მომჩივნის იმ ჩვენებების გამოყენებას, რომელიც მიღებულ იქნა 1985 წლის კომპანიების შესახებ კანონის საფუძველზე სამართლებრივი იძულებით. ეროვნული კანონმდებლობა ითხოვდა, რომ კომპანიის თანამშრომლებს წარმოედგინათ ანგარიშები და დოკუმენტები, დასწრებოდნენ ინსპექტორების მუშაობას და დახმარებოდნენ მათ, რათა თავიდან აეცილებინათ ჯარიმა ან ორწლიანი პატიმრობა. სასამართლო შეეხო John Murray-sa da Funke-s საქმეებს და დაადგინა, რომ საკუთარი თავის ინკრიმინაციის აკრძალვა უპირატესად ეხებოდა ბრალდებული პირის სურვილს ესარგებლა დუმილის უფლებით. იგი არ ვრცელდებოდა სისხლის სამართლის პროცესზე იმ მასალების გამოყენებაზე, რომელიც შეიძლება მიღებული ყოფილიყო ბრალდებულისაგან იძულებითი უფლებამოსილების გამოყენებით, არამედ ეხებოდა იმ მასალას, რომელიც არსებობდა ბრალდებულის სურვილისაგან დამოუკიდებლად, მაგალითად, სუნთქვის, სისხლისა და შარდის ნიმუშებში. სასამართლომ დაადგინა, რომ შეკითხვა იყო შემდეგი: რამდენად წარმოადგენდა ბრალდების მიერ მომჩვნისაგან ინსპექტორების იძულების შედეგად მიღებული ჩვენებები უსაფუძვლო ჩარევას უფლებაში “საქმე განხილულიყო არსებული გარემოებების სრული გათვალისწინებით”: კერძოდ კი, უნდა დადგენილიყო დაექვემდებარა თუ არა მომჩივანი იძულებას წარმოედგინა მტკიცებულება და მოცემული მტკიცებულების გამოყენებამ დაარღვია თუ არა საქმის სამართლიანი პროცედურის ძირითადი პრინციპები მე-6 მუხლის 1 ნაწილის მიხედვით (იხ.Saunders, ციტირებული ზემოთ, §§ 67 და 69).საქმეში Serves (ციტირებული ზემოთ) მომჩივანი გამოიძახეს მოწმედ იმ საქმეში, სადაც იგი თავდაპირველად ეჭვმიტანილი გახლდათ. თუმცა, მოწმედ გამოძახების მომენტისათვის და საქმის შემდგომი განხილვისას გამოძიების შესაბამისი ნაბიჯები ბათილად იქნა ცნობილი. მან უარი განაცხადა სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის საფუძველზე მოწმის სტატუსით ფიცის დადებაზე იმ მიზეზით, რომ გამომძიებელი მოსამართლის მიერ მოთხოვნილი მტკიცებულებები შეიძლება მისთვის თვით-ინკრიმინაციული ყოფილიყო. სასამართლომ აღნიშნა, რომ მისაღები იქნებოდა მომჩივნის უარი პასუხი გაეცა მოსამართლის იმ შეკითხვებზე, რომელიც მის თვით-ინკრიმინაციულ მტკიცებულებას შეეხებოდა, მაგრამ დაადგინა, რომ მოცემულ საქმეში დაკისრებული ჯარიმა მიზნად ისახავდა ჩვენებების სიმართლის უზრუნველყოფას და არა მოწმის იძულებას მიეცა ჩვენება. შესაბამისად, ჯარიმა მას მანამდე დაეკისრა, სანამ თვით-ინკრიმინაციის საფრთხე წარმოიშვებოდა (იხ. Serves, ციტირებული ზემოთ, §§ 43-47).საქმეში Heaney and McGuinness, მომჩივნებმა, რომლებიც დაკავებულ იქნენ დაბომბვასთან დაკავშირებით, უარი განაცხადეს ეპასუხათ სპეციალური კანონმდებლობის საფუძველზე დასმულ შეკითხვებზე, რომლებიც ინდივიდისაგან ითხოვდა კონკრეტულ პერიოდში მისი გადაადგილებისა და ქმედებების სრული ანგარიშის წარმოდგენას. ისინი გაამართლეს არსებით დანაშაულში, თუმცა დაპატიმრებული იქნენ მათი გადადგილების შესახებ ანგარიშის წარმოუდგენლობის გამო. სასამართლო პრაქტიკის განხილვისა და მე-6 მუხლის 1 და მე-2 ნაწილის გამოყენებადობის დადგენის შემდეგ, სასამართლომ აღნიშნა, რომ დუმილის უფლება და საკუთარი თავის წინააღმდეგ ჩვენების არმიცემის პრივილეგია არ წარმოადგენდა აბსოლუტურ უფლებებს. მოქმდი სხვადასხვა პროცედურული დაცვის განხილვის შემდეგ, სასამართლომ დაადგინა, რომ “იძულების ხარისხმა” რომელიც განხორციელდა მომჩივნების მიმართ, კერძოდ კი მსჯავრდება და დაპატიმრება “ნებისმიერ განსაზღვრულ დროს მათი გადაადგილებისა და ქმედებების შესახებ სრული ანგარიშის წარუდგენლობის, ისევე როგორც კონკრეტული დანაშაულების ჩადენის ან გამიზნული ჩადენის შესახებ მათ ხელთ არსებული ყველა ინფორმაციის მიუწოდებლობისათვის”, “რეალურად გაანადგურა საკუთარი თავის წინააღმდეგ ჩვენების მიუცემლობის პრივილეგია და დუმილის უფლება”. შემდეგ სასამართლომ აღნიშნა, რომ მთავრობის მიერ მოხმობილი უსაფრთხოება და საჯარო წესრიგი ვერ ამართლებდა დებულებას (იხ. Heaney and McGuinness, ციტირებული ზემოთ, §§ 47-58, მითითებით უკან §24-ზე).50.მომჩივანი საქმეში Weh v. Austria (ნო. 38544/97, 8 აპრილი 2004) დაჯარიმდა ავტოსატრანსპორტო საშუალებების შესახებ კანონის საფუძველზე რაიონის ხელისუფლების მიერ მოთხოვნილი ინფორმაციის, კერძოდ კი განსაზღვრულ დროს მისი ავტომობილის მძღოლის სახელისა და მისმართის შესახებ არასწორი ინფორმაციის მიცემის გამო. სამართალწარმოება უკვე დაწყებული იყო უცნობი დამნაშავეების მიმართ. სასამართლომ უარი განაცხადა დაფუძნებოდა უკვე არსებულ საქმეებს P., R. and H. v. Austria, nos. 15135/89, 15136/89 and 15137/89, კომისიის 1989 წლის 5 სექტემბრის გადაწყვეტილება, Decisions and Reports 62, გვ. 319), და აღნიშნა, რომ მომჩივანს მოეთხოვებოდა მარტივად ერთი ქმედების განხორციელება – ეპასუხა ვინ იყო მისი მანქანის მძღოლი – რაც არ წარმოადგენდა თავისთავად ინკრიმინაციულ ქმედებას. სასამართლომ აღნიშნა, რომ მის წინაშე არსებულ საქმეში არ არსებობდა კავშირი უცნობი პირების წინააღმდეგ აღძრულ სისხლისსამართლებრივ საქმესა და იმ სამართალწარმოებას შორის, რომლის დროსაც მომჩივანი დაჯარიმდა არასწორი ინფორმაციის წარდგენის გამო (იხ.Weh, ციტირებული ზემოთ, §§32-56).საქმეში Shannon (ციტირებული ზემოთ), მომჩივანს მოსთხოვეს გამომძიებლისათვის ინფორმაციის მიწოდება ქურდობასა და ყალბი ანგარიშების წარმოების შესახებ. მოთხოვნის საფუძველი იყო 1996 წლის ბრძანება დანაშაულებრივი შემოსავლის შესახებ (ჩრდილოეთ ირლანდია). იგი არ გამოცხადდა ინფორმაციის გამცემ ინტერვიუზე და შედეგად დაჯარიმდა. მიუხედავად იმისა, რომ მომჩივანი გამართლებულ იქნა მის წინააღმდეგ ცრუ ანგარიშგებისა და იგივე ფაქტებიდან გამომდინარე სიცრუის შეთქმულების დანაშაულში, სასამართლომ დაადგინა, რომ მომჩივანი უფლებამოსილი იყო ეჩივლა საკუთარი თავის ინკრიმინირების აკრძალვაში ჩარევის შესახებ. იძულებითი ზომების გამართლების შესახებ სასამართლომ აღნიშნა, რომ ყველა იძულებითი ზომა არ გულისხმობდა საკუთარი თავის წინააღმდეგ ინკრიმინაციის აკრძალვაში გაუმართლებელ ჩარევას. სასამართლომ დაადგინა, რომ არც უსაფრთხოების კონტექსტი და არც არსებული პროცედურული დაცვა არ ამართლებდა მოცემულ საქმეში გამოყენებულ ზომებს (იხ.Shannon, ციტირებული ზემოთ, §§ 26-40).საქმე Jalloh v. Germany ([GC], no. 54810/00, ECHR 2006 IX) ეხებოდა მომჩივნის მიერ გადაყლაპული ნარკოტიკების გამოყენებას მტკიცებულებად, რომლის ამოღებაც მოხდა პირსასაქმებელი წამლის იძულებითი გამოყენების შედეგად. სასამართლომ განიხილა დუმილის უფლება და საკუთარი თავის ინკრიმინაციის აკრძალვა ქვემორე მოცემული პირობებით:
“94. ... მიუხედავად იმისა, რომ მე-6 მუხლი აწესებს საქმის სამართლიანად განხილვის გარანტიებს, იგი არ აყალიბებს წესებს მტკიცებულებათა მისაღებობის შესახებ, რაც, უპირატესად ეროვნული კანონდებლობის რეგულირების საგანს განეკუთვნება (იხ.Schenk v. Switzerland, 12 ivlisi 1988, §§ 45-46, Series A no. 140, da Teixeira de Castro v. Portugal, 9 ivnisi 1998, § 34, Reports 1998-IV)).
...
100. დუმილის უფლებისა და საკუთარი თავის ინკრიმინაციის აკრძალვის დარღვევით მიღებული მტკიცებლებების შესახებ სასამართლო აღნიშნავს, რომ მოცემული უფლებები წარმოადგენს მე-6 მუხლით დადგენილი სამართლიანი პროცედურის ქვაკუთხედს. მათი აზრი მდგომარეობს, inter alia, ბრალდებულის ხელისუფლების მიერ არაჯეროვანი იძულებისაგან დაცვაში, რაც, შესაბამისად, თავიდან გვაცილებს მართლმსაჯულების ნაკლოვანებას და უზრუნველყოფს მე-6 მუხლით დადგენილი მიზნების მიღწევას. უშუალოდ საკუთარი თავის ინკრიმინაციის აკრძალვა გულისხმობს, რომ სისხლის სამართლის საქმეში ბრალდების მხარე ეცადოს დაამტკიცოს ბრალდებულის დამნაშავეობა იმ მტკიცებულებების გამოყენების გარეშე, რომელიც მოპოვებული იქნა ბრალდებულის სურვილის საწინააღმდეგოდ, იძულებისა თუ ჩაგვრის გამოყენებით (inter alia, Saunders, ციტირებული ზემოთ, § 68; Heaney and McGuinness, ციტირებული ზემოთ, § 40; J.B. v. Switzerland, no. 31827/96, § 64, ECHR 2001-III; Allan [v. the United Kingdom, no. 48539/99], § 44[, ECHR 2002‑IX]).
101. იმის დადგენისას, თუ რამდენად მოხდა საკუთარი თავის წინააღმდეგ ინკრიმინაციის აკრძალვის უგულვებელყოფა, სასამართლო გაითვალისწინებს შემდეგ ელემენტებს: იძულების ბუნება და ხარისხი, პროცედურული გარანტიების არსებობა და მოპოვებული მასალისადმი მისი გამოყენება (იხ. მაგალითად, Tirado Ortiz and Lozano Martin v. Spain (dec.), no. 43486/98, ECHR 1999-V; Heaney and McGuinness, ციტირებული ზემოთ, §§ 51-55; და Allan, ციტირებული ზემოთ, § 44).
102. სასამართლო მუდმივად აღნიშნავდა, რომ საკუთარი თავის ინკრიმინირების აკრძალვა უპირატესად გულისხმობდა ბრალდებულის მიერ დუმილის სურვილის პატივისცემას. კონვენციის ხელშემკვრელი მხარეების სამართლებრივ სისტემაში, ისევე როგორც მის მიღმა, ზოგადი აღქმის მიხედვით იგი არ ვრცელდება სისხლის სამართლის საქმეში ბრალდებულისაგან იძულებითი უფლებამოსილების გამოყენებით მიღებულ მასალაზე, გამონაკლისი გახლავთ შემთხვევა, როდესაც მოცემული სამხილი დამოუკიდებლად არსებობდა ეჭვმიტანილის ნების მიუხედავად ...
113. სასამართლოს აზრით, მოცემულ საქმეში არსებული მტკიცებულება, კერძოდ კი ნარკოტიკები, რომელიც დამალული გახლდათ მომჩივნის სხეულში და რომლის ამოღებაც მოხდა იძულებით პირსაქმებელის გამოყენებით, შეიძლება მოხვდეს იმ კატეგორიის მასალებში, რომლებიც დამოუკიდებლად არსებობენ ეჭვმიტანილის ნების მიუხედავად და რომელთა გამოყენებაც, ზოგადად, არ არის აკრძალული სისხლის სამართლის საქმის წარმოებაში. თუმცა, წინამდებარე საქმე რამდენიმე ელემენტით განსხვავდება Saunders საქმეში მოხმობილი მაგალითებისაგან. პირველ რიგში, Funke da J.B. v. Switzerland საქმეებში გასაჩივრებული ზომები, კერძოდ კი პირსაქმებელი, გამოყენებული იყო რეალური მტკიცებულების მოსაპოვებლად მომჩივნის ნების მიუხედავად. Saunders საქმეში არსებული მტკიცებულება ამოღებული იყო იძულებით, ექსპერტის მიერ გამოკვლევის ჩასატარებლად, რომელიც მიზნად ისახავდა, მაგალითად, ალკოჰოლის ან ნარკოტიკული საშუალების არსებობას დადგენას.
114. მეორეს მხრივ, წინამდებარე საქმეში გამოყენებული ძალის ხარისხი მნიშვნელოვნად განსხვავდება იმ იძულების ხარისხისაგან, რომელიც ზოგადად საჭიროა Saunders საქმის მსგავსი ტიპის მასალის მოსაპოვებლად. ამგვარი მასალის მოსაპოვებლად მოპასუხეს სთხოვენ პასიურად გადაიტანოს მის ფიზიკურ ხელშეუხებლობაში მცირე ჩარევა (მაგალითად, როდესაც საუბარია სისხლის ან თმის ან სხეულის ქსოვილის აღებაზე). მაშინაც კი, თუ მოპასუხის აქტიური მონაწილეობა არის საჭირო, Saunders საქმიდან ჩანს, რომ საქმე გვაქვს ნორმალურად ფუნქციონირებადი ორგანიზმიდან მისაღებ მასალაზე (მაგალთად, სუნთქვის, შარდის ან ხმის ნიმუშები). მოცემულ შემთხვევაში კი საქმე გვაქვს მომჩივნის იძულებასთან წარმოედგინა მტკიცებულებანი ცხვირში მილის იძულებითი განთავსებით და იმ ნივთიერების შეყვანით, რომელიც გამოიწვევდა მისი სხეულის პათოლოგიურ რეაქციას. როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, მოცემული პროცედურა არ იყო მომჩივნის ჯანმრთელობისათვის საფრთხეს მოკლებული.
115. მესამე, მტკიცებულებანი მოცემულ საქმეში მიღებული იყო მე-3 მუხლის დარღვევით ჩატარებული პროცედურით. მომჩივნის შემთხვევაში გამოყენებული მეთოდები დიდწილად განსხვავდება იმ პროცედურებისაგან, რომელიც მიზნად ისახავს, მაგალითად, სუნთქვის ტესტის ან სისხლის ნიმუშის მიღებას. ეს უკანასკნელი პროცედურები, იშვიათი გამონაკლისის გარდა, არ აღწევენ სისასტიკის მინიმალურ ზღვარს და შესაბამისად არ ეწინააღმდეგებიან მე-3 მუხლს. ამასთანავე, მიუხედავად იმისა, რომ მოცემული ზომები წარმოადგენენ მომჩივნის პირადი ცხოვრების პატივისცემის უფლებაში ჩარევას, ისინი გამართლებულია კონვენციის მე-8 მუხლის მე-2 ნაწილით როგორც დანაშაულის თავიდან აცილებისათვის საჭირო ზომები (იხ,inter alia, Tirado Ortiz and Lozano Martin ციტირებული ზემოთ).
116. ... წინამდებარე სამართალწარმოებაზე ვრცელდება საკუთარი თავის ინკრიმინაციის აკრძალვის პრინციპი.
117. იმის დასადგენად თუ რამდენად დაირღვა მომჩივნის უფლება არ მოახდინოს საკუთარი თავის ინკრიმინაცია, სასამართლო თავის მხრივ გაითვალისწინებს შემდეგ ფაქტორებს: მტკიცებულების მისაღებად გამოყენებული იძულების ბუნება და ხარისხი; გამოძიებისათვის საჯარო ინტერესის მასშტაბი და სასჯელი მოცემული დანაშაულისათვის; პროცედურაში ნებისმიერი რელევანტური გარანტიების არსებობა; და ამგვარად მოპოვებული მასალის გამოყენება.”
(გ) სასამართლოს შეფასებამომჩივნები დავობდნენ, რომ დუმილის უფლება და საკუთარი თავის ინკრიმინირებს აკრძალვა აბსოლუტურ უფლებას წარმოადგენდა და რომ ნებისმიერი პირდაპირი იძულების ფორმის გამოყენება ბრალდებულისადმი ინკრიმინაციული ჩვენების მიცემის მოთხოვნითმისი ნების საწინააღმდეგოდ, თავისთავად ანადგურებდა უფლების არსს. სასამართლო ვერ დაეთანხმება მოცემულ პოზიციას. მართლაც, როგორც მომჩივნებმა აღნიშნეს, დღემდე განხილულ ყველა საქმეში - სადაც გამოყენებულ იქნა “პირდაპირი იძულება”, რომელიც მიზნად ისახავდა რეალური თუ პოტენციური ეჭვმიტანილის მიერ იმ ინფორმაციის წარმოდგენას, რომელიც ხელს შეუწყობდა მის მსჯავრდებას - სასამართლომ დაადგინა საკუთარი თავის ინკრიმინაციის აკრძალვის დარღვევა. მიუხედავად ამისა, ეს არ ნიშნავს. რომ ნებისმიერი პირდაპირი იძულება ავტომატურად დარღვევას წარმოადგენს. მაშინ როდესაც მე-6 მუხლის მიხედვით საქმის სამართლიანი განხილვის უფლება წარმოადგენს უპირობო უფლებას, ის თუ რა გახლავთ საქმის სამართლიანი განხილვა ვერ განისაზღვრება ერთი უცვლელი წესით, არამედ დამოკიდებული იქნება კონკრეტული საქმის გარემოებებზე. აღნიშნული პოზიცია დადასტურებულ იქნა განსაზრვრულ კონტექსტში დუმილის უფლებით საქმეში Heaney and McGuinness და ახლახანს სასამართლოს მიერ გამოტანილ განაჩენში საქმეზე Jalloh, სადაც სასამართლომ განსაზღვრა ის ფაქტორები, რომელსაც იგი გაითვალისწინებს იმის დადგენისას, თუ რამდენად დაირღვა მომჩვნის უფლება არ მოახდინოს საკუთარი თავის ინკრიმინირება.მომჩივნები აღნიშნავდნენ, რომ Jalloh საქმე განსხვავებული იყო მოცემული საქმიდან, რადგანც იგი ეხებოდა არა ინკრიმინაციული ჩვენების იძულებით მიღებას, არამედ “ნამდვილი” მტკიცებულების გამოყენებას მსგავსად Saunders საქმისა, ისეთის როგორიცაა სუნთქვის, სისხლის და შარდის ნიმუშები და, შესაბამისად, წარმოადგენდა მოცემულ განაჩენში დადგენილი ზოგადი წესიდან გამონაკლისს. სასამართლო იზიარებს, რომ Jalloh საქმის ფაქტობრივი გარემოებები დიდწილად განსხვავდებოდა წინამდებარე საქმისაგან. თუმცა, იგი მაინც არ არის დარწმუნებული მომჩივნების არგუმენტირებით. შესაძლებელი რომც იყოს ნათელი ზღვარის დადგენა, ერთის მხრივ ინკრიმინაციული ჩვენების მისაღებად იძულების გამოყენებასა და, მეორეს მხრივ ინკრიმინაციული ხასიათის “ნამდვილ” მტკიცებულებას შორის, სასამართლო მიიჩნევს რომ Jalloh საქმე მაინც არ ხვდება Saunders საქმეში აღნიშნული “ნამდვილი” მტკიცებულების გამონაკლისთა შორის. პირიქით, სასამართლომ დაადგინა, რომ საქმე უნდა განხილულიყო თვით-ინკრიმინაციად, ამ ტერნიმისათვის Funke და J.B. v. Switzerland საქმეებში მინიჭებული ფართო მნიშნველობით, რათა მოეცვა საქმეები, სადაც ინკრიმინაციული მტკიცებულებების მიწოდების იძულება გახლდათ მთავარი საკითხი (იხ.Jalloh, ციტირებული ზემოთ, §§ 113-116).Jalloh გადაწყვეტილებაში დადგენილი პრინციპების გათვალსიწინებით, და იმის დასადგენად, თუ რამდენად მოხდა მომჩივნების დუმილის უფლებისა და თვით-ინკრიმინაციის აკრძალვის დაღვევა, სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს მტკიცებულების მისაღებად გამოყენებული იძულების ბუნებასა და ხარისხზე, პროცედურის შესაბამისი გარანტიების არსებობაზე და მოპოვებული მასალების გამოყენებაზე.ბ-ნი ო’ჰოლორენის შემთხვევაში მტკიცებულების მისაღებად გამოყენებული იძულების ბუნება და ხარისხი, ისევე როგორც ბ-ნი ფრენსისის შემთხვევაში მტკიცებულების მოპოვების მცდელობა აღწერილი გახლდათ ყოველი მომჩივნის მიერ მიღებულ გამიზნული დევნის უწყებაში. მათ შეატყობინეს, რომ როგორც მათი ავტომობილების რეგისტრირებული მფლობელები, ისინი ვალდებულნი იყვნენ მოეხსენებინათ კონკრეტულ შემთხვევაში მანქანის მძღოლის სახელი და მისამართი. ორივე მათგანმა იცოდა, რომ ინფორმაციის მიუწოდებლობა დანაშაულს წარმოადგენდა საგზაო მოძრაობის 1988 წლის კანონის 172-ე ნაწილის მიხედვით. ინფორმაციის გაუცემლობაზე ჯარიმა განისაზღვრებოდა 1,000 გირვანქა სტერლინგამდე ოდენობით და იწვევდა მართვის უფლების ჩამორთმევას ან სამი საჯარიმო ქულის დარიცხვას მართვის მოწმობაზე.სასამართლო ეთანხმება, რომ იძულება პირდაპირი ხასიათის იყო, მსგავსად იმ სხვა საქმეებისა, სადაც ადგილი ჰქონდა ჯარიმის მუქარას ან მის დაკისრებას ინფორმაციის მიუწოდებლობის გამო. წინამდებარე საქმეში იძულება გამოყენებული იყო საგზაო მოძრაობის კანონის 172-ე ნაწილის საფუძველზე, რომელიც ავტომობილის რეგისტრირებულ მფლობელს კონკრეტულ ვალდებულებას აკისრებს გარკვეულ პირობებში, წარმოადგინოს ინფორმაცია ავტომობილის მძღოლის შესახებ. სასამართლო აღნიშნავს, რომ როგორც იძულება, ისე მის ქვეშ მოქცეული დანაშაულები ბუნებით “სისხლისსამართლებრივი” იყო; იძულება, როგორც ლორდმა ბინჰემმა აღნიშნა პრივის საბჭოს საქმეში Brown v. Stott (იხ. პარაგრაფი 31 ზემოთ), გამომდინარეობდა იმ ფაქტიდან, რომ “ყველა ვინც საკუთრებაში ფლობს ან მართავს ავტოტრანსპორტს, უნდა იაზრებდეს, რომ ისინი ექვემდებარებიან რეგულირების რეჟიმს. აღნიშნული რეჟიმი ეკისრებათ არა იმიტომ, რომ მანქანის ფლობა და მართვა პრივილეგიას ან სახელმწიფოს მიერ მოცემულ შეღავათს წარმოადგენს, არამედ იმიტომ, რომ მანქანის ფლობა და გამოყენება (მსგავსად, მაგალითად, იარაღისა) აღიარებულია სერიოზული დაზიანების პოტენციურ წყაროდ.” ყველა, ვინც ირჩევს ავტოსატრანსპორტო საშუალების ფლობასა და მართვას, ითვლება რომ დაეთანხმა ავტოსატრანსპორტო საშუალებების მარეგულირებელი რეჟიმის მიერ დადგენილ გარკვეულ პასუხისმგებლობებსა და ვალდებულებებს; გაერთიანებული სამეფოს სამართლებრივ ჩარჩოში კი, აღნიშნული პასუხისმგებლობები მოიცავს ვალდებულებას, რომ საეჭვო საგზაო-სატრანსპორტო დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში, მოხდეს ხელისუფლებისათვის მოცემულ შემთხვევაში მძღოლის ვინაობის შეტყობინება.წინამდებარე საქმეებში გამოყენებული იძულების შემდგომი ასპექტი გახლავთ პოლიციისათვის ნებადართული ძიების შეზღუდული ბუნება. 172 (2)(ა) პუნქტი ვრცელდება მხოლოდ იმ შემთხვევებზე, როდესაც სავარაუდოდ ავტომობილის მძღოლმა ჩაიდინა დანაშაული და შესაბამისად, კანონი ნებას რთავს პოლიციას მოიძიოს ინფორმაცია მხოლოდ “მძღოლის ვინაობის შესახებ”. შესაბამისად, ინფორმაცია არის უფრო შეზღუდული ვიდრე წინა საქმეებში, სადაც მომჩივნის მიმართ გამოყენებულ იქნა კანონისმიერი უფლებამოსილებანი რათა მოეთხოვათ “ნებისმიერი სახის ფურცლები და დოკუმენტები, რომელიც უკავშირდება დეპარტამენტისათვის საინტერესო ოპერაციებს” (იხ. Funke ციტირებული ზემოთ, §30) ან ის “დოკუმენტები, ა.შ., რომელიც სინტერესო იყო გადასახადების შესაფასებლად” (იხ..B. v. Switzerland, ციტირებული ზემოთ, §39). საქმეში Heaney and McGuinness მომჩივნებს მოსთხოვეს წარმოედგინათ “სრული ანგარიში მათ გადაადგილებასა და მოძრაობებზე კონკრეტულ პერიოდში” (ციტირებული ზემოთ, §24), ხოლო საქმეში შჰანნონ, ინფორმაცია შეიძლება მოპოვებული ყოფილიყო (მხოლოდ მცირე სამართლებრივი პროფესიული პრივილეგიის შეზღუდვით) ნებისმიერ საქმეზე, რომელიც გამომძიებელს გამოძიებასთან დაკავშირებულად მიაჩნდა (იხ. მითითება Shannon §23, ციტირებული ზემოთ). Weh საქმეში მომჩივნისან გამოთხოვილი ინფორმაცია იზღუდებოდა მსგავსად მოცემული საქმისა, “იმ ინფორმაციით, თუ ვინ ატარებდა კონკრეტულ ავტომობილს... კონკრეტულ დროს...” (იხ.Weh, ციტირებული ზემოთ, § 24). აღნიშნულ საქმეში სასამართლომ მე-6 მუხლის დარღვევა არ დაადგინა, რადგანაც მის წინააღმდეგ არ მიმდინარეობდა ან იგეგმებოდა საქმის წარმოება. მან მიუთითა, რომ მარტივი ფაქტის აღნიშნვა – თუ ვინ ატარებდა მანქანას – თავისთავად არ იყო ინკრიმინაციული (ibid., §§ 53-54). როგორც ლორდმა ბინჰემმა აღნიშნა Brown v. Stott საქმეში (პარაგრაფი 31, ზემოთ), 172-ე ნაწილი არ კრძალავს ხანგრძლივ დაკითხვას იმ ფაქტების შესახებ, რომელმაც შეიძლება დასაბამი მისცეს სისხლის სამართლის დანაშაულს, ხოლო პასუხის გაუცემლობაზე სასჯელი გახლავთ “ზომიერი და არ მოიცავს პატიმრობას”.Jalloh საქმეში სასამართლო შეეხო შესაბამისი პროცედურული გარანტიების არსებობას. იმ შემთხვევებში, როდესაც ხდება 1988 წლის კანონის 172-ე ნაწილით დადგენილი იძულების ზომების გამოყენება, 172(4) ნაწილის მიხედვით სასამართლო აღნიშნავს, რომ 172(2)(ა) ნაწილის საფუძველზე დანაშაულის ჩადენას არ აქვს ადგილი, თუ ავტომობილის მფლობელი დაადასტურებს. რომ არ იცოდა და ჯეროვანი გულმოდგინების მიუხედავად ვერ ეცოდინებოდა ავტომობილის მძღოლის ვინაობა. დანაშაული შესაბამისად არ ეფუძნება მკაცრ პასუხისგებას და არასანდო აღიარების საფრთხე უმნიშვნელოა.რაც შეეხება მიცემული ჩვენებების გამოყენებას, ბ-ნი ო’ჰოლორენის ჩვენება, რომ იგი მართავდა საკუთარ ავტომობილს, 1988 წლის საგზაო დამნაშავეთა კანონის 12(1) ნაწილის მიხედვით მისაღები იყო როგორც ფაქტობრივი მტკიცებულება და შესაბამისად, იგი ჯეროვნად იქნა მსჯავრდებული სიჩქარის გადაჭარბებისათვის. სასამართლო პროცესზე მომჩივანი ეცადა გაესაჩვირებინა მისი ჩვენების მისაღებობა 1984 წლის პოლიციის და კრიმინალური მტკიცებულების კანონის 76-ე და 78-ე ნაწილებზე დაყრდნობით, თუმცა უშედეგოდ. საერთო სამართალწარმოებისას, ბრალდებას გონივრულ ეჭვს მიღმა უნდა დაემტკიცებინა დანაშაული, მათ შორის არასანდო მტკიცებულების და იძულების ან არაჯეროვანი საშუალებებით მიღებული მტკიცებულებების წინააღმდეგ დაცვა (თუმცა არ მოიცავდა 172-ე ნაწილის საფუძველზე მიღებული ჩვენების დასაშვებობის გასაჩივრებას) და მოპასუხეს შეეძლო წარმოედგინა მტკიცებულებანი და მოეწვია მოწმეები საკუთარი სურვილის მიხედვით. როგორც აღინიშნა საქმეში Brown v. Stott, მძღოლის ვინაობა არის გადაჭარბებული სიჩქარით მოძრაობის დანაშაულის მხოლოდ ერთი ელემენტი და მიმინარე სამართალწარმოებაში ბრალდების საკითხი მხოლოდ 172(2)(ა) ნაწილით მიღებული ინფორმაციის საფუძველზე არ წარმოიშვება.იმის გამო, რომ ბ-ნმა ფრენსისმა უარი განაცხადა ჩვენების მიცემაზე, მიმდინარე სამართალწარმოებაში ვერ მოხდა მისი გამოყენება და მართლაც, სამართალწარმოება არც კი შედგა. სისხლის სამართლის საქმის განხილვაში ჩვენებების გამოყენების თემა არ წამოჭრილა, რადგანაც მისი უარი ჩვენების მიცემაზე არ განხილულა მტკიცებულებად: იგი დამოუკიდებლად შეადგენდა დანაშაულს (იხ.Allen v. the United Kingdom (dec.), no. 76574/01, ECHR 2002-VIII).წინამდებარე საქმის ყველა გარემოების, მათ შორის განხილული მარეგულირებელი რეჟიმის სპეციალური ბუნებისა და 1988 წლის საგზაო მოძრაობის კანონის 172-ე ნაწილის საფუძველზე გაცემული უწყებით მიღებული შეღუდული ინფორმაციის გათვალისწინებით, სასამართლა მიიჩნევს, რომ მომჩივნების დუმილის უფლებისა და საკუთარი თავის წინააღმდეგ ჩვენების არმიცემის პრივილეგიის არსი არ დარღვეულა.შესაბამისად, ადგილი არ აქვს კონვენციის მე-6 მუხლის 1 ნაწილის დარღვევას.
გ. კონვენციის მე-6 მუხლის მე-2 ნაწილი
წარმოდგენილ არგუმენტებში, მომჩივნებმა მოიხმეს კონვენციის მე-6 მუხლის მე-2 ნაწილი და უდანაშაულობის პრეზუმფცია, თუმცა დამოუკიდებელი საჩივარი მოცემულ დებულებებთან დაკავშირებით არ წარმოუდგენიათ.სასამართლო მიიჩნევს, რომ არ წარმოიშვება კონვენციის მე-6 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე განსახილველი დამოუკიდებელი საკითხი.
აღნიშნულის საფუძველზე, სასამართლო
1.ადგენს, თხუთმეტი ხმით ორის წინააღმდეგ, რომ კონვენციის მე-6 მუხლის 1 ნაწილი არ დარღვეულა;
2.ადგენს, ერთხმად, რომ კონვენციის მე-6 მუხლის მე-2 ნაწილით არ წარმოიშვება ცალკე საკითხი.
შესრულებულია ინგლისურ და ფრანგულ ენებზე, გაცხადებულია საჯარო მოსმენაზე ადამიანის უფლებათა შენობაში, სტრასბურგში, 2007 წლის 29 ივნისს.
ვინსენტ ბერგერჟან-პოლ კოსტა
იურისკონსულიპრეზიდენტი
კონვენციის 45-ე მუხლის მე-2 ნაწილისა და სასამართლოს რეგლამენტის 74-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, წინამდებარე განაჩენს თან ერთვის შემდეგი განცალკევებული მოსაზრებანი:
(ა) მოსამართლე ბორეგო ბორეგოს თანმხვედრი მოსაზრება;
(ბ) მოსამართლე პავლოვსკის განსხვავებული მოსაზრება;
(გ) მოსამართლე მაიერის განსხვავებული მოსაზრება;
ჟ.-პ. კ.
ვ.ბ
"მოცემულ თარგმანს არ ერთვის განსხვავებული მოსაზრებანი, თუმცა იგი თან ახლავს ოფიციალურ, ინგლისურ და/ან ფრანგულ ენაზე წარმოდგენილ გადაწყვეტილებას და ხელმისაწვდომია სასამართლოს პრაქტიკის მონაცემთა ბაზაში - HUDOC."
© ევროპის საბჭო/ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო, 2012
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს ოფიციალური ენებია ინგლისური და ფრანგული. წინამდებარე თარგმანი შესრულებულია ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა სატრასტო ფონდის ხელშეწყობით (/humanrightstrustfund). იგი სასამართლოსათვის სავალდებულო ხასიათს არ ატარებს და არც მის ხარისხზე აკისრებს პასუხისმგებლობას. მოცემული დოკუმენტი შეიძლება ჩამოტვირთულ იქნას ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს HUDOC სასამართლო პრაქტიკის მონაცემთა ბაზიდან () ან ნებისმიერი სხვა მონაცემთა ბაზიდან, რომელთანაც სასამართლომ მოახდინა მისი გაზიარება. დასაშვებია თარგმანის რეპროდუქცირება არაკომერციული მიზნებისათვის იმ პირობით, რომ მოხდება საქმის სრული სახელწოდების ციტირება, მოცემულ საავტორო უფლებების აღნიშვნასა და ადამიანის უფლებათა სატრასტო ფონდზე მითითებით. წინამდებარე თარგმანის ნებისმიერი ნაწილის კომერციული მიზნებით გამოყენების სურვილის შემთხვევაში, გთხოვთ მოგვწეროთ შემდეგ მისამართზე: publishing@.
© Council of Europe/European Court of Human Rights, 2012
The official languages of the European Court of Human Rights are English and French. This translation was commissioned with the support of the Human Rights Trust Fund of the Council of Europe (/humanrightstrustfund). It does not bind the Court, nor does the Court take any responsibility for the quality thereof. It may be downloaded from the HUDOC case-law database of the European Court of Human Rights () or from any other database with which the Court has shared it. It may be reproduced for non-commercial purposes on condition that the full title of the case is cited, together with the above copyright indication and reference to the Human Rights Trust Fund. If it is intended to use any part of this translation for commercial purposes, please contact publishing@.
© Conseil de l’Europe/Cour européenne des droits de l’homme, 2012
Les langues officielles de la Cour européenne des droits de l’homme sont le français et l’anglais. La présente traduction a été effectuée avec le soutien du Fonds fiduciaire pour les droits de l’homme du Conseil de l’Europe (/humanrightstrustfund). Elle ne lie pas la Cour, et celle-ci décline toute responsabilité quant à sa qualité. Elle peut être téléchargée à partir de HUDOC, la base de jurisprudence de la Cour européenne des droits de l’homme (), ou de toute autre base de données à laquelle HUDOC l’a communiquée. Elle peut être reproduite à des fins non commerciales, sous réserve que le titre de l’affaire soit cité en entier et s’accompagne de l’indication de copyright ci-dessus ainsi que de la référence au Fonds fiduciaire pour les droits de l’homme. Toute personne souhaitant se servir de tout ou partie de la présente traduction à des fins commerciales est invitée à le signaler à l’adresse suivante : publishing@.
Full & Egal Universal Law Academy