© ევროპის საბჭო/ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო, 2014. წინამდებარე თარგმანი შესრულებულია ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა სატრასტო ფონდის ხელშეწყობით (/humanrightstrustfund). სასამართლოსათვის იგი სავალდებულო ხასიათს არ ატარებს. დამატებითი ინფორმაციისათვის იხილეთ საავტორო უფლებების სრული მიმოხილვა მოცემული დოკუმენტის ბოლოს.
Council of Europe/European Court of Human Rights, 2014. This translation was commissioned with the support of the Human Rights Trust Fund of the Council of Europe (/humanrightstrustfund). It does not bind the Court. For further information see the full copyright indication at the end of this document.
Conseil de l’Europe/Cour Européenne des Droits de l’Homme, 2014. La présente traduction a été effectuée avec le soutien du Fonds fiduciaire pour les droits de l’homme du Conseil de l’Europe (/humanrightstrustfund). Elle ne lie pas la Cour. Pour plus de renseignements veuillez lire l’indication de copyright/droits d’auteur à la fin du présent document.
სასამართლოს პრეცედენტული სამართლის საინფორმაციო ბიულეტენი №170
იანვარი 2014
ო’კიიფი ირლანდიის წინააღმდეგ [დპ]-35810/09
გადაწყვეტილება 21.1.2014 [დპ]
მუხლი 3
პოზიტიური ვალდებულებები
სახელმწიფოს მიერ სათანადო მექანიზმების მიუღებლობა მასწავლებლისაგან ეროვნული სკოლის მოსწავლის სექსუალური ძალადობისაგან დასაცავად: დარღვევა
ფაქტები - მომჩივანი აცხადებდა, რომ იგი დაექვემდებარა სექსუალურ ძალადობას მასწავლებლის მხრიდან (ლჰ) მაშინ, როდესაც სწავლობდა სახელმწიფოს მიერ დაფინანსებულ ეროვნულ სკოლაში, რომელსაც ფლობდა და მართავდა კათოლიკური ეკლესია. ირლანდიაში ეროვნული სკოლები შეიქმნა მე-19 საუკუნის დასაწყისში დაწყებითი სასწავლებელის ფორმით, რომელიც პირდაპირ ფინანსდებოდა სახელმწიფოს მიერ, მაგრამ მის მართვას ერთობლივად ახორციელებდა სახელმწიფო, პატრონი და ადგილობრივი წარმომადგენლები. მოცემული სისტემის ფარგლებში სახელმწიფო უზრუნველყოფს დაფინანსების უდიდეს ნაწილს - ადგენს წესებს სასწავლო პროგრამის, მასწავლებელთა ტრენინგებისა და კვალიფიკაციის ირგვლივ, თუმცა, სკოლების უმრავლესობას ფლობენ სამღვდელო პირები (პარტონი), რომლებიც ნიშნავენ სკოლის მმართველს (როგორც წესი ასევე სამღვდელო პირს). პატრონი და მმართველი ირჩევენ, ქირაობენ და ათავისუფლებენ მასწავლებლებს.
„ლჰ“ გადადგა დაკავებული პოზიციიდან 1973 წლის სექტემბერში სხვა მოსწავლეთა მიმართ ძალადობის შესახებ საჩივრების პასუხად. თუმცა, იმ დროს განათლებისა და მეცნიერების დეპარტამენტისათვის არავის შეუტყობინებია საჩივრების არსებობის შესახებ, საჩივარი არც პოლიციაში ყოფილა წარდგენილი. „ლჰ“ გადავიდა სხვა ეროვნულ სკოლაში, სადაც განაგრძო სწავლება 1995 წელს პენსიაზე გასვლამდე. მომჩივანი საკუთარ თავში ახშობდა იმ ძალადობას, რომელსაც იგი დაექვემდებარა, და 1990-იანი წლების ბოლომდე, ანუ მას შემდეგ რაც მიიღო ფსიქოლოგიური დახმარება პოლიციის მიერ სხვა მოსწავლის საჩივრის შედეგად წარმოებული გამოძიების შემდეგ, გაიაზრა კავშირი იმ ფსიქოლოგიურ პრობლემებს, რომელიც მას გააჩნდა, და განცდილ ძალადობას შორის. მან პოლიციას მიმართა 1997 წელს. „ლჰ“-ს სისხლისსამართლებრივი დანაშაულის 386 ეპიზოდში დაედო მსჯავრი იმ ეროვნული სკოლის 21 ყოფილი მოსწავლის წინააღმდეგ სექსუალურ ძალადობის გამო, სადაც სწავლობდა მომჩივანი. 1998 წელს მან ბრალი აღიარა 21 ბრალდების მიმართ და მიესაჯა თავისუფლების აღკვეთა.
სისხლისსამართლებრივი ზიანის კომპენსაციის ტრიბუნალმა მომჩივანს მიაკუთვნა კომპენსაცია და აუნაზღაურა ზარალი „ლჰ“ წინააღმდეგ საჩივრის ფარგლებში. მან ასევე სამოქალაქო სარჩელი შეიტანა, რომლის ფარგლებშიც დავობდა გულგრილობის, საპირწონე პასუხისმგებლობისა და კონსტიტუციური ვალდებულებების დარღვევის გამო სხვადასხვა სახელმწიფო ორგანოების მხრიდან (ტექნიკური მიზეზების გამო, მან ვერ უჩივლა ეკლესიას). თუმცა, უმაღლესმა სასამართლომ არ დააკმაყოფილა საჩივარი, უზენაესი სასამართლოს მიერ 2008 წლის 19 დეკემბერს გადაწყვეტილება უცვლელად იქნა დატოვებული ძირითადად იმის გამო, რომ ირლანდიის კონსტიტუცია კონკრეტულად ითვალისწინებდა ეროვნული სკოლების რეალური მართვის გადაცემას პატრონისა და მმართველის მიერ წარმოდგენილი ინტერესებისათვის, რომ მმართველი უფრო მეტად შეესაბამებოდა მოპასუხის როლს გულგრილობის ბრალდებასთან მიმართებაში და რომ მმართველი მოქმედებდა როგორც ეკლესიის და არა სახელმწიფოს წარმომადგენელი.
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს წინაშე წარმოდგენილ საჩივარში მომჩივანი ჩიოდა inter aliai მასზედ, რომ სახელმწიფომ ვერ შექმნა დაწყებითი განათლების სისტემა იმგვარად, რომ დაეცვა იგი ძალადობისაგან (კონვენციის მე-3 მუხლი) და რომ მან ვერ მოიპოვა სახელმწიფოს მიერ მისი დაუცველობის აღიარება და შესაბამისი კომპენსაცია (მუხლი 13).
სამართალი - მუხლი 3
(ა) არსობრივი ნაწილი - მთავრობის განუყოფელ ვალდებულებას წარმოადგენდა ბავშვების დაცვა არასათანადო მოპყრობისაგან, განსაკუთრებით დაწყებითი განათლების კონტექსტით რაც ამ უკანასკნელს უნდა განეხორციელებინა აუცილებელი სპეციალური ზომებისა და გარანტიების მიღებით. ამ მხრივ, ბავშვის მიმართ სექსუალური ძალადობის ბუნება იმგვარია, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც მოძალადე ბავშვზე ზემდგომ პოზიციაშია, რომ დადგენისა და შეტყობინების მექანიზმების არსებობა ფუნდამენტურ მნიშვნელობას იძენს ამგვარი ძალადობის თავიდან ასაცილებლად შექმნილი სისხლის სამართლის კანონმდებლობის ეფექტიანად გამოყენებისათვის. სახელმწიფო ვერ მოიხსნის დაწყებით სკოლებში არასრულწლოვნების წინაშე არსებულ პასუხისმგებლობას ვალდებულებების კერძო ორგანოებისა თუ ინდივიდებისათვის გადაცემით. იმ შემთხვევაშიც კი, თუკი ბავშვმა აირჩია სახელმწიფოს მიერ დამტკიცებული საგანმანათლებლო დაწესებულება (იქნება ეს ეროვნული სკოლა, ფასიანი სკოლა თუ შინ სწავლება), ვერ მოხდება სახელმწიფოზე დაკისრებული პოზიტიური ვალდებულების მოხსნა მხოლოდ იმიტომ, რომ სკოლის შესახებ არჩევანი ბავშვის მიერ იქნა მიღებული.
სასამართლომ შესაბამისად გადაწყვიტა - იმის გამო, რომ სახელმწიფოს ჩარჩო კანონები და განსაკუთრებით დადგენისა და შეტყობინების მექანიზმები წარმოადგენენ ეროვნულ სკოლაში მყოფი ბავშვების ეფექტიან დაცვას სექსუალური ძალადობის ნებისმიერი საფრთხისაგან, რომლის შესახებაც ხელისუფლების ორგანოებმა იცოდნენ ან უნდა სცოდნოდათ იმ დროს, იმის გამო, რომ შესაბამის ფაქტებს ადგილი ჰქონდათ 1973 წელს, მომჩივნის საქმეზე სახელმწიფოს ნებისმიერი პასუხისმგებლობა უნდა შეფასდეს არასრულწლოვნებისადმი საგანმანათლებლო დაწესებულების კონტექსტში არსებული სექსუალური ძალადობის საფრთხის შესახებ იმ დროს და არა ამჟამად არსებული ფაქტებისა და სტანდარტების გათვალისწინებით და არ უნდა მოხდეს საზოგადოების ცნობიერების იმ გადასახედიდან შეფასება, რაც ცნობილი შეიქნა მოგვიანებით.
სადავო არ ყოფილა, რომ მომჩივანის მიმართ სექსუალურ ძალადობას ჰქონდა ადგილი ლჰ მხრიდან და რომ მის მიმართ არასათანადო მოპყრობა ხვდებოდა მე-3 მუხლის ფარგლებში. ასევე მცირედით განსხვავდებოდა მხარეთა პოზიციები ირლანდიის დაწყებითი სკოლის სისტემის სტრუქტურის ირგვლივ, სისტემისა, რომელიც გახლდათ ირლანდიის ისტორიული გამოცდილების ნაწილი და იყო უნიკალური ევროპაში, სადაც სახელმწიფო უზრუნველყოფდა განათლებას (ადგენდა პროგრამას, ახდენდა მასწავლებელთა ლიცენზირებასა და აფინანსებდა სკოლებს), მაშინ როდესაც ეროვნული სკოლები ახორციელებდნენ მათ ყოველდღიურ მართვას. საკითხი, რაზეც ვერ შეთანხმდნენ მხარეები ეხებოდა აღნიშნულიდან გამომდინარე სახელმწიფოს პასუხისმგებლობას ეროვნული კანონმდებლობისა და კონვენციის საფუძველზე.
სახელმწიფოს პასუხისმგებლობის დადგენისას, სასამართლომ განიხილა თუ რამდენად უნდა სცოდნოდა სახელმწიფოს არასრულწლოვანთა მიმართ სექსუალური ძალადობის საფრთხის არსებობის შესახებ, ისეთისა, როგორსაც ადგილი ჰქონდა მომჩივნის მიმართ ეროვნულ სკოლაში იმ დროს და თუ რამდენად ადექვატურად აწარმოვა სახელმწიფომ მისი სამართლებრივი სისტემით ბავშვების დაცვა ამგვარი არასათანადო მოპყრობისაგან.
სასამართლომ დაადგინა, რომ სახელმწიფოს უნდა სცოდნოდა არასრულწლოვნების მიმართ სექსუალური დანაშაულის ოდენობის შესახებ მის მიერვე 1970-იან წლებამდე ამგვარი დანაშაულების გასამართლების საგრძნობი ოდენობის გათვალისწინებით. 1930-იანი წლებიდან 1970-იან წლებამდე რამდენიმე ანგარიში იძლეოდა დეტალურ სტატისტიკურ ინფორმაციას ირლანდიაში ბავშვების მიმართ სექსუალური დანაშაულებისათვის გასამართლების მოცულობის შესახებ. 2009 წლის მაისის რაიანის ანგარიშმაც წარმოადგინა 1970-იან წლებამდე და ამ პერიოდში სახელმწიფო ორგანოებისადმი წარმოდგენილი საჩივრები ზრდასრული პირების მიერ არასრულწლოვანთა მიმართ სექსუალური ძალადობის შესახებ. მართალია ხსენებული ანგარიში აქცენტს აკეთებდა რეფორმატორულ და ინდუსტრიულ სკოლებზე, თუმცა იგი ამასთანავე ასახავდა ეროვნულ სკოლებში ძალადობის შესახებ საჩივრების არსებობასაც.
შესაბამისად, მაშინ, როდესაც სახელმწიფომ მოზარდების უდიდეს უმრავლესობის განათლებაზე კონტროლი დათმო და გადასცა არასახელმწიფო ერთეულს, მას უნდა მიეღო შესაბამისი ზომები და გარანტიები და დაეცვა ბავშვები და მათი უსაფრთხოება პოტენციური საფრთხეებისაგან, მინიმუმ სახელმწიფოს მიერ კონტროლირებული ორგანოს მიერ არასათანადო მოპყრობის დადგენისა და მისთვის შეტყობინების ეფექტიანი მექანიზმების შექმნის გზით.
მექანიზმები რომელიც არსებობდა და რომელსაც დაეყრდნო მთავრობა არ იყო ეფექტიანი. ეროვნული სკოლების შესახებ 1965 წლის წესები და 1970 წლის სახელმძღვანელო კომენტარი გაწერს იმ გზას, რომელიც უნდა განვლოს მასწავლებლების წინააღმდეგ წარმოდგენილმა საჩივრებმა, თუმცა არ ეხება სახელმწიფო ორგანოს არანაირ ვალადებულებას განახორციელოს მონიტორინგი მასწავლებელთა მიერ მოსწავლეთა მოპყრობასთან მიმართებაში და არც პროცედურას აწესებს, რომელიც ბავშვებსა თუ მათ მშობლებს საშუალებას მიცემდა ეჩივლათ არასათანადო მოპყრობის შესახებ უშუალოდ სახელმწიფო ორგანოს წინაშე. მართლაც, სახელმძღვანელო კომენტარი პირდაპირ მიმართავდა საჩივრებს მასწავლებლების შესახებ არასახელმწიფო მმართველების, როგორც წესი ადგილობრივი მღვდილს, მიმართ, როგორც ამ საქმეში მოხდა კიდეც. ამიტომ, საჩივრები „ლჰ“ შესახებ წარმოდგენილ იქნა 1971 და 1973 წლებში მომჩივნის სკოლის მმართველის წინაშე, რომელსაც ხსენებული ინფორმაცია სახელმწიფო ორგანოს წინაშე არ წარუდგენია. ანალოგიურად, სკოლის ინსპექტორების სისტემა, რომელსაც ასევე დაეფუძნა მთავრობა, კონკრეტულად არ მოიცავდა ინსპქტორების ვალდებულებას გამოეძიებინათ ან მონიტორინგი განეხორციელებინათ მასწავლებელთა მიერ ბავშვების მოპყრობისადმი. მათი ვალდებულება გახლდათ, ზედამხედველობა გაეწიათ და ანგარიშგება ეწარმოებინათ სწავლების ხარისხზე და აკადემიურ მოსწრებაზე. მომჩივნის სკოლაზე მიმაგრებულმა ინსპექტორმა 1969-1973 წლებში განახორციელა ექვსი ვიზიტი, თუმცა მის წინაშე არავის უჩივლია „ლჰ“ შესახებ. მართლაც, „ლჰ“ საქმიანობის შესახებ საჩივარი სახელმწიფო ორგანოს წინაშე არ ყოფილა წარდგენილი 1995 წლამდე, ანუ მანამდე, სანამ „ლჰ“ არ გავიდა პენსიაზე. სასამართლომ ჩათვალა, რომ დადგენისა და შეტყობინების ნებისმიერი სისტემა, რომელიც იძლევა საშუალებას განხორციელდეს მასწავლებლის მიერ მოსწავლეებისადმი ძალადობის 300-ზე მეტი შემთხვევა ამდენად ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში ვერ იქნება ეფექტიანად მიჩნეული.
1971 წლის საჩივარზე რომ განხორციელებულიყო ადექვატური რეაგირება, შესაძლოა თავიდან აცილებულიყო მომჩივნის მიმართ ორი წლის შემდგომ განხორციელებული ძალადობა იმავე მასწავლებლის მიერ იმავე სკოლაში. ნაცვლად ამისა, სექსუალური ძალადობის ცნობილი საფრთხეების საწინააღმდეგო ეფექტიანი სახელმწიფო კონტროლის მექანიზმის არარსებობამ გამოიწვია არასახელმწიფო ერთეულის - მმართველის უმოქმედობა სექსუალური ძალადობის შესახებ წარმოდგენილ წინარე საჩივრებზე, მოგვიანებით „ლჰ“ მიერ მომჩივნისადმი ძალადობა, და უფრო ზოგადად, განგრძობადი და სერიოზული სექსუალური არაჯეროვანი მოქმედებანი „ლჰ“ მიერ მრავალი სხვა სტუდენტის მიმართ იმავე სკოლაში. სახელმწიფომ, შესაბამისად, ვერ შეასრულა საკუთარი პოზიტიური ვალდებულება დაეცვა მომჩივანი სექსუალური ძალადობსიაგან.
დასკვნა: დარღვევა (თერთმეტი ხმით ექვსის წინააღმდეგ)
(ბ) პროცედურული ასპექტი - როგორც კი საჩივარი „ლჰ“ მიერ ეროვნული სკოლის მოსწავლისადმი სექსუალური ძალადობის შესახებ წარდგა პოლიციის წინაშე 1995 წელს, დაიწყო გამოძიება, რომლის დროსაც მომჩივანს მიეცა საკუთარი მოსაზრების წარმოდგენის საშუალება. გამოძიების შედეგად „ლჰ“ ბრალი დაედო სექსუალური ძალადობის მრავალ ეპიზოდში, მოხდა მისი მსჯავრდება და დაპატიმრება. მომჩივანს არაფერი უთქვამს მასზედ, რომ „ლჰ“ მიეცა საშუალება ეღიარებინა ბრალი და დათანხმებოდა სასჯელს.
დასკვნა: დარღვევას ადგილი არ ჰქონია (ერთხმად)
მე-13 მუხლი მე-3 მუხლთან ერთობლიობაში: მომჩივანს ჰქონდა სამართლებრივი დაცვის საშუალება, რომლითაც ხდებოდა სახელმწიფოს ნებისმიერი პასუხისმგებლობის დადგენა. შესაბამისად, შემოთავაზებული სამოქალაქო სამართლებრივი დაცვის საშუალებანი სხვა ინდივიდებისა თუ არასახელმწიფო ერთეულების მიმართ, რომელთაც დაეფუძნა მთავრობა, არაეფექტიანად უნდა იყოს მიჩნეული მოცემულ საქმეში, მიუხედავად საქმის წარმატებით დასრულების შანსებისა. ასევე, მაშინ როდესაც მე-3 მუხლით დადგენილი პროცედურული გარანტიებისათვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს „ლჰ“-ს მსჯავრდებას, ეს უკანასკნელი არ წარმოადგენდა ეფექტიანი სამართლებრივი დაცვის საშუალებას მომჩივნისათვის მე-13 მუხლის მნიშვნელობით.
რაც შეეხება სახელმწიფოს წინააღმდეგ სავარაუდო სამართლებრივი დაცვის საშუალებებს, საქმეში არ გამჟღავნებულა, რომ რომელიმე ეროვნული სამართლებრივი დაცვის საშუალება (სახელმწიფოს საპირწონე პასუხისმგებლობა, სახელმწიფოს პირდაპირი გულგრილობის ბრალდება თუ კონსტიტუციური დელიქტური საჩივარი) იყო ეფექტიანი მომჩივნის მიერ სახელმწიფოსადმი წარმოდგენილი სარჩელისათვის, რომლის ფარგლებშიც იგი აცხადებდა, რომ სახელმწიფომ ვერ მოახერხა მისი ძალადობისაგან დაცვა.
დასკვნა: დარღვევა (თერთმეტი ხმით ექვსის წინააღმდეგ).
მუხლი 41: ერთიანი თანხა 30,000 ევროს ოდენობით როგორც მატერიალური ისე მორალური ზიანისათვის, იმ ფინანსური კომპენსაციის გათვალისწინებით, რომელიც უკვე მიიღო მომჩივანმა და რომელსაც იგი მიიღებს „ლჰ“-საგან მომავალი გადახდების ფარგლებში.
© ევროპის საბჭო/ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო
სამდივნოს მიერ მომზადებული მოცემული მოკლე მიმოხილვა
სასამართლოსათვის არასავალდებულოა.
იხილეთ აქ სასამართლო პრაქტიკის საინფორმაციო ბროშურები
© ევროპის საბჭო/ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო, 2014
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს ოფიციალური ენებია ინგლისური და ფრანგული. წინამდებარე თარგმანი შესრულებულია ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა სატრასტო ფონდის ხელშეწყობით (/humanrightstrustfund). იგი სასამართლოსათვის სავალდებულო ხასიათს არ ატარებს და არც მის ხარისხზე აკისრებს პასუხისმგებლობას. მოცემული დოკუმენტი შეიძლება ჩამოტვირთულ იქნას ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს HUDOC სასამართლო პრაქტიკის მონაცემთა ბაზიდან () ან ნებისმიერი სხვა მონაცემთა ბაზიდან, რომელთანაც სასამართლომ მოახდინა მისი გაზიარება. დასაშვებია თარგმანის რეპროდუქცირება არაკომერციული მიზნებისათვის იმ პირობით, რომ მოხდება საქმის სრული სახელწოდების ციტირება, მოცემულ საავტორო უფლებების აღნიშვნასა და ადამიანის უფლებათა სატრასტო ფონდზე მითითებით. წინამდებარე თარგმანის ნებისმიერი ნაწილის კომერციული მიზნებით გამოყენების სურვილის შემთხვევაში, გთხოვთ მოგვწეროთ შემდეგ მისამართზე: publishing@.
© Council of Europe/European Court of Human Rights, 2014
The official languages of the European Court of Human Rights are English and French. This translation was commissioned with the support of the Human Rights Trust Fund of the Council of Europe (/humanrightstrustfund). It does not bind the Court, nor does the Court take any responsibility for the quality thereof. It may be downloaded from the HUDOC case-law database of the European Court of Human Rights () or from any other database with which the Court has shared it. It may be reproduced for non-commercial purposes on condition that the full title of the case is cited, together with the above copyright indication and reference to the Human Rights Trust Fund. If it is intended to use any part of this translation for commercial purposes, please contact publishing@.
© Conseil de l’Europe/Cour européenne des droits de l’homme, 2014
Les langues officielles de la Cour européenne des droits de l’homme sont le français et l’anglais. La présente traduction a été effectuée avec le soutien du Fonds fiduciaire pour les droits de l’homme du Conseil de l’Europe (/humanrightstrustfund). Elle ne lie pas la Cour, et celle-ci décline toute responsabilité quant à sa qualité. Elle peut être téléchargée à partir de HUDOC, la base de jurisprudence de la Cour européenne des droits de l’homme (), ou de toute autre base de données à laquelle HUDOC l’a communiquée. Elle peut être reproduite à des fins non commerciales, sous réserve que le titre de l’affaire soit cité en entier et s’accompagne de l’indication de copyright ci-dessus ainsi que de la référence au Fonds fiduciaire pour les droits de l’homme. Toute personne souhaitant se servir de tout ou partie de la présente traduction à des fins commerciales est invitée à le signaler à l’adresse suivante : publishing@.
Full & Egal Universal Law Academy