© ევროპის საბჭო/ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო, 2014. წინამდებარე თარგმანი შესრულებულია ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა სატრასტო ფონდის ხელშეწყობით (/humanrightstrustfund). სასამართლოსათვის იგი სავალდებულო ხასიათს არ ატარებს. დამატებითი ინფორმაციისათვის იხილეთ საავტორო უფლებების სრული მიმოხილვა მოცემული დოკუმენტის ბოლოს.
© Council of Europe/European Court of Human Rights, 2014. This translation was commissioned with the support of the Human Rights Trust Fund of the Council of Europe (/humanrightstrustfund). It does not bind the Court. For further information see the full copyright indication at the end of this document.
© Conseil de l’Europe/Cour Européenne des Droits de l’Homme, 2014. La présente traduction a été effectuée avec le soutien du Fonds fiduciaire pour les droits de l’homme du Conseil de l’Europe (/humanrightstrustfund). Elle ne lie pas la Cour. Pour plus de renseignements veuillez lire l’indication de copyright/droits d’auteur à la fin du présent document.
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო
დიდი პალატა
საქმე ო’კიიფი ირლანდიის წინააღმდეგ
(საჩივარი No.35810/09)
გადაწყვეტილება
[ამონარიდები]
სტრასბურგი
28 იანვარი 2014
მოცემული გადაწყვეტილება საბოლოოა
იგი შესაძლოა დაექვემდებაროს რედაქტირებას
მოცემულ საქმეში ო’კიიფი ირლანდიის წინააღმდეგ,
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დიდმა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
დინ სპილმანი, პრეზიდენტი
ჯოზეფ კასადევალი,
გიდო რაიმონდი,
ინეტა ზიმელე,
მარკ ვილიგერი,
იზაბელ ბერო-ლეფევრი,
ბოშტიან მ. ზუპანჩიჩი,
ალვინა გიულუმიანი,
ნონა წოწორია,
ზდრავკა კალაიჯიევა,
ნებოიშა ვუჩინიჩი,
ვინსენტ ა. დე გაეტანო,
ანჯელიკა ბირბერგერი,
ანდრე პოტოკი,
კრისტოფ ვოიჩეკი,
ვალერიუ გრიჩკო, მოსამართლეები
პიტერ შარლეტონი, ad hocმოსამართლე,
და მაიკლ ო’ბოილი, სასამართლო გამწესრიგებლის მოადგილე,
ითათბირეს რა დახურულ კარს მიღმა 2013 წლის 6 მარტსა და 20 ნოემბერს,
მიიღეს შემდეგი გადაწყვეტილება ზემოთმოცემულ დღეს:
პროცედურა საქმეს საფუძვლად დაედო საჩივარი (No. 35810/09) ირლანდიის წინააღმდეგ, რომელიც ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა კონვენციის ("კონვენცია") 34-ე მუხლის შესაბამისად, 2009 წლის 16 ივნისს სასამართლოში წარმოადგინა ირლანდიის მოქალაქემ, ქალბატონმა ლუიზ ო’კიიფიმ ("მომჩივანი"). მომჩივანის წარმომადგენელი გახლდათ ბ-ნი ე. კანტილიონისი - ადვოკატი, რომელიც პრაქტიკას ქ.ქორქში ეწევა. ირლანდიის მთავრობის („მთავრობა“) წარმომადგენელი იყო ბ-ნი პ. უაითი საგარეო საქმეთა დეპარტამენტიდან. მომჩივანი ძირითადად ჩიოდა მე-3 მუხლით მასზედ, რომ დაწყებითი განათლების სისტემამ ვერ დაიცვა იგი მასწავლებლის მხრიდან სექსუალური ძალადობისაგან 1973 წელს და მე-13 მუხლით, იმის გამო, რომ მას ამ კუთხით არ ჰქონდა სამართლებრივი დაცვის ეფექტიანი საშუალება. მომჩივანმა ასევე მოიხმო მე-8 მუხლი და პირველი ოქმის მე-2 მუხლი, როგორც დამოუკიდებლად, ისე კონვენციის მე-14 მუხლთან ერთობლიობაში. იგი ასევე ჩიოდა ეფექტიანი შიდასახელმწიფოებრივი სამართლებრივი დაცვის საშუალებების არარსებობის შესახებ ეფუძნებოდა რა კონვენციის მე-6 მუხლს დამოუკიდებლად და მე-13 მუხლთან ერთობლიობაში. საჩივარი განეკუთვნა სასამართლოს მეხუთე სექციას (სასამართლოს რეგლამენტის 52.1 მუხლი). ირლანდიიდან არჩეულმა მოსამართლემ ანა პაუერ-ფორდმა აცილება მოითხოვა დიდი პალატის შემადგენლობიდან (მუხლი 28). 2012 წლის 13 ივნისს პალატის პრეზიდენტმა გადაწყვიტა მოსამართლე ბ-ნი პიტერ შარლეტონის დანიშვნა ad hoc მოსამართლედ (კონვენციის 26.4 მუხლი და სასამართლოს რეგლამენტის 29.1 მუხლი). 2012 წლის 26 ივნისს მოცემული სექციის პალატამ (შემდეგი შემადგენლობით, მოსამართეები დინ სპილმანი, მარკ ვილიგერი, კარელ იუნგვირთი, ბოშტიან მ. ცუპანჩიჩი, განა იუდკივსკა, ანდრე პოტოკი და პიტერ შარლეტონიб ad hoc მოსამართლე, სასამართლოს განმწესრიგებელ კლაუდია ვესტერდიკთან ერთად) განიხილა საქმე. პალატამ, ერთხმად, ამორიცხა სიიდან საჩივრები ეროვნული სამართალწარმოების ხანგრძლივობის შესახებ და ამ მხრივ, ეფექტიანი შიდასახელმწიფოებრივი სამართლებრივი დაცვის საშუალების არარსებობის შესახებ, მხარეებს შორის მოცემულ საკითხზე მიღწეული მორიგების გათვალისწინებით. ამასთანავე, ერთხმად, პალატამ დანარჩენი საჩივრები დასაშვებად სცნო. 2012 წლის 20 სექტემბერს პალატამ (ანჟელიგა ნუბერგერი, ჩანმაცვლებელი მოსამართლე, რომელმაც შეცვალა განა იუდკივსკა იმის გამო, რომ ამ უკანასკნელმა ვეღარ შეძლო შემდგომ განხილვაში მონაწილეობა (რეგლამენტის მუხლი 24.3)) იურისდიქცია დასთმო დიდი პალატის სასარგებლოდ, რის შესახებაც პრეტენზია არცერთ მხარეს არ გამოუთქვამს (კონვენციის მუხლი 30 და რეგლამენტის მუხლი 72). დიდი პალატის შემადგენლობა განისაზღვრა კონვენციის 26 §§ 4 და 5 მუხლისა და რეგლამენტის 24-ე მუხლის საფუძველზე, სადაც მოსამართლე პიტერ შარლეტონმა განაგრძო ad hocმოსამართლის ფუნქციის შესრულება (კონვენციის მუხლი 26.4 და რეგლამენტის მუხლი 29.1). მომჩივანმა, ისევე როგორც მთავრობამ, წარმოადგინა შემდგომი წერილობითი მოსაზრებანი (რეგლამენტის მუხლი 59.1) საქმის არსებით მხარეზე. ამასთანავე, საქმის წერილობით ნაწილში ჩართვის უფლება მიიღო ირლანდიის ადამიანის უფლებათა კომისიამ და კანონისა და სამართლის ევროპულმა ცენტრმა, სადაც პალატის წინაშე წარმოდგენილი მათი წერილობითი მოსაზრებები დაშვებულ იქნა დიდი პალატის წინაშე საქმის მასალებში (კონვენციის მუხლი 36/2 და რეგლამენტის მუხლი 44.3). მოსმენა შედგა საჯაროდ, ადამიანის უფლებათა შენობაში, სტრასბურგში 2013 წლის 6 მარტს (რეგლამენტის მუხლი 59.3). სასამართლოს წინაშე წარსდგნენ:
(ა) მთავრობის სახელით
ბ-ნი პ. უაითი,წარმომადგენელი
ბ-ნი ფ. მაქდონაჰი, მთავარი მრჩეველი.
ბ-ნი კ. ფაუერი, ადვოკატი,ადვოკატი
ქ-ნი ს. ფარელი, გენპროკურორის ოფისიდან,
ქ-ნი მ. მაქგარი, განათლებისა და უნარების განყოფილებიდანმრჩეველები
(ბ) მომჩივნის სახელით
ბ-ნი დ. ჰოლანდი, მთავარი მრჩეველი,
ბ-ნი ა. ქიტინგი, მთავარი მრჩეველი,მრჩეველი
ბ-ნი ე. კანტილიონი, ადვოკატი,
ქ-ნი მ. სკრივენი, ადვოკატიწარმომადგენლები.
საქმეს დაესწრო მომჩივანიც. სასამართლომ მოუსმინა ბ-ნების ჰოლანდისა და მაქდონაჰის გამოსვლებს.
ფაქტები საქმის გარემოებანი მომჩივანი დაიბადა 1964 წელს და ცხოვრობს ქორქში, ირლანდიაში.
ა. კონტექსტი მოცემული ფაქტები მხარეების მიერ სადავო არ გახლავთ. მომჩივანი 1968 წლიდან დადიოდა დანდეროუს ეროვნულ სკოლაში. სკოლის მესაკუთრე, მინდობილ პირთა დახმარებით, გახლდათ ქორქის ეპარქიის კათოლიკე ეპოსკოპოსი, რომელიც განათლებისა და მეცნიერების დეპარტამენტის მიერ („დეპარტამენტი“) აღიარებული იყო როგორც სკოლის პატრონი. მმართველი, რომელიც ეპოსკოპოსის სახლით მოქმედებდა, იყო ადგილობრივი სამრევლოს მღვრდელი („ს“). ეს უკანასკნელი ხანშიშესული და დაძაბუნებული გახლდათ, ამიტომ ადგილობრივი მღვდელი („ო“) წარმოადგენდა სკოლის de factoმმართველს, რომელიც მოქმედებდა „ს“-ს სახელითა და მისი ინტერესების შესაბამისად. ქვემორე მოცემული მითითებანი მმართველზე ეხება „ო“-ს ისევე, როგორც მის მიერ მმართველობის ფარგლებში განხორციელებულ ფუნქციებს. დანდეროუს ეროვნულ სკოლაში იყო ორი მასწავლებელი, მათ შორის ერთი („ლჰ“) იყო სკოლის დირექტორი, დაოჯახებული მამაკაცი. დანდეროუ გახლდათ მომჩივნის სამრევლოში ოთხი ეროვნული სკოლიდან ერთ-ერთი. 1971 ბავშვის მშობელმა იჩივლა მმართველთან მასზედ, რომ „ლჰ“-მ სექსუალური ძალადობა განახორციელა მის ბავშვზე. მოცემული საჩივარი პოლიციაში, დეპარტამენტსა თუ სხვა სახელმწიფო ორგანოში არ ყოფილა წარდგენილი და არ მოჰყოლია რეაგირება მმართველის მხრიდან. 1973 წლის იანვრიდან წლის შუამდე, მომჩივანი დაექვემდებარა დაახლოებით 20 სექსუალურ თავდასხმას „ლჰ“ მხრიდან კლასში მუსიკის გაკვეთილების დროს. მოცემულ გაკვეთილებზე დასწრებისას მომჩივანმა და მისმა მშობლებმა არ იცოდნენ 1971 წელს “ლჰ“ მიმართ არსებული ბრალდებების შესახებ. 1973 წლის სექტემბერში სხვა მშობლებმაც მიიტანეს მომჩივნის მშობლების ყურამდე მსგავსი ბრალდებები „ლჰ“შესახებ. მშობლების შეკრების შედეგად, რომელსაც ხელმძღვანელობდა მმართველი, „ლჰ“ გავიდა შვებულებაში ავადმყოფობის საფუძველზე, 1973 წელს კი გადადგა დაკავებული პოზიციიდან. მოცემული ბრალდებები იმ დროს არ წარდგენილა პოლიციაში, დეპარტამენტსა თუ სხვა სახელმწიფო ორგანოში. მცირე საუბრისას, მომჩივნის დედამ ჰკითხა მას შეეხო თუ არა მას „ლჰ“. მომჩივანმა უპასუხა დედას, რომ რაღაც სექსუალური ხასიათის მოხდა, მაგრამ არ ახსოვს, რომ ეს საუბარი სიღრმეებში ჩასულიყოს. 1974 წლის იანვარში მმართველმა შეატყობინა დეპარტამენტს, რომ „ლჰ“ გადადგა და დაასახელა მისი შემცვლელი. მალევე „ლჰ“ დაინიშნა ახალ პოზიციაზე სხვა ეროვნულ სკოლაში, სადაც ასწავლიდა 1995 წლამდე, პენსიაზე გასვლამდე. 1969 – 1973 წლებში, მოცემულ რეგიონზე მიმაგრებულმა ინსპექტორმა დანდეროუს ეროვნული სკოლა ექვსჯერ მოინახულა, რაც, როგორც მან მოგვიანებით აღნიშნა ჩვენების მიცემისას, ვიზიტების ზოგად მაჩვენებელზე მეტი გახლდათ. იგი შეხვდა „ლჰ“-ს და „ს“-ს. იგი დაესწრო მშობლების შეხვედრას დანდეროუს სხვა სკოლებთან გაერთიანების შესახებ. ამ დროს „ლჰ“-ს შესახებ არავის არაფერი დაუჩივლია. იგი დააკვირდა „ლჰ“ საგანმანათლებლო საქმიანობას და დამაკმაყოფილებლად მიიჩნია იგი. მომჩივანმა ჩაახშო სექსუალური ძალადობა. მიუხედავად იმისა, რომ მას ჰქონდა მნიშვნელოვანი ფსიქოლოგიური სირთულეები, ეს უკანასკნელი მას ძალადობასთან არ დაუკავშირებია. 1996 წელს მას დაუკავშირდა პოლიცია, რომელიც იძიებდა 1995 წელს, დანდეროუს ეროვნული სკოლის ყოფილი მოსწავლის საჩივარს „ლჰ“ წინააღმდეგ. მომჩივანმა პოლიციის წინაშე გააკეთა განცხადება 1997 წლის იანვარში და მოხდა მისი გადამისამართება ფსიქოლოგიური დახმარების მისაღებად. მოცემული გამოძიების ფარგლებში რამდენიმე სხვა მოსწავლემაც წარმოადგინა განცხადებანი. “ლჰ“-ს მსჯავრი დაედო სექსუალური ძალადობის 386 ეპიზოდში, რომელიც მოიცავდა სკოლის 21 ყოფილ მოსწავლეს და გრძელდებოდა დაახლოებით 10 წლის განმავლობაში. 1998 წელს მან ბრალი აღიარა 21 ეპიზოდში და მიესაჯა თავისუფლების აღკვეთა. განათლების მინისტრმა („მინისტრი“) „ლჰ“-ს გაუუქმა სწავლების ლიცენზია ეროვნული სკოლის შესახებ 1965 წლის წესების 108-ე მუხლის საფუძველზე („1965 წლის წესები“). დაახლოები 1998 წლის ივნისში, სისხლის სამართლის საქმის მდინარებისას სხვა დაზარალებული პირების მიერ წარმოდგენილი მტკიცებულების საფუძველზე და გაწეული სამედიცინო მკურნალობის შედეგად, მომჩივანმა გაიაზრა კავშირი მის ფსიქოლოგიურ პრობლემებსა და „ლჰ“ მხირდან ძალადობას შორის და მიხვდა მისი პრობლემების წარმოშობის მიზეზებს.
ბ. სისხლისსამართლებრივი ზიანისათვის კომპენსაციის ტრიბუნალი („ტრიბუნალი“) 1998 წლის ოქტომბერში მომჩივანმა მიმართა „ტრიბუნალს“ კომპენსაციისათვის. თავდაპირველი მინაკუთვნები თანხა (44,814.14 ევრო) გაიცა ერთი მოსამართლის მიერ, რაც მომჩივანმა გაასაჩივრა „ტრიბუნალის“ კოლეგიაში. მან განაცხადა, რომ „ტრიბუნალმა“ მას მისცა არჩევანი აპელაციის გაგრძელებას (იმ საფრთხესთან ერთად, რომ ტრიბუნალისადმი საჩივარი უარყოფილი იქნებოდა ხანდაზმულობის გამო) ან თავდაპირველად მინაკუთვნები თანხის - რიგ დამატებით ხარჯებთან ერთად -მიღებას შორის (53,962.24 ევრო, სადაც მორალური ზიანი ანაზღაურდა 27,000 ევროთი). მომჩივანი დათანხმდა შემოთავაზებას 2002 წლის 5 ნოემბრის წერილით და იკისრა სტანდარტული ვალდებულება „ტრიბუნალისათვის“ გადაეხადა ნებისმიერი სხვა მინაკუთვნები თანხა, რომელიც მას მიღებული ჰქონდა ამავე ზიანის ფარგლებში. თანხა გაიცა ex gratiaსაფუძველზე. იმის გამო, რომ სახელმწიფო არასდროს ყოფილა „ტრიბუნალის“ წინაშე სამართალწარმოების მხარე, მან მოცემული მინაკუთვნები თანხის შესახებ შეიტყო მოგვიანებით, უმაღლესი სასამართლოს წინაშე სამართალწარმოების ფარგლებში (იხ. ქვემოთ).
გ. სამოქალაქო სარჩელი ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით (N. 1998/10555P) უმაღლესი სასამართლო 1998 წლის 29 სექტემბერს მომჩივანმა სამოქალაქო სარჩელი შეიტანა „ლჰ“ -ს, „მინისტრისა“ და ირლანდიისა და გენერალური პროკურორის წინააღმდეგ, რომლის ფარგლებშიც ითხოვდა ზიანის ანაზღაურებას იმ პერსონალური ზიანისათვის, რომელიც მას მიადგა ფიზიკური შეურაცხყოფის, მათ შორის სექსუალური ძალადობის შედეგად „ლჰ“ მხრიდან. ამ სამი მოპასუხის წინააღმდეგ („სახელმწიფო მოპასუხენი“)სარჩელი ეფუძნებოდა შემდეგს: (ა) სახელმწიფოს გულგრილობა გამომდინარე სახელმწიფო მოპასუხეთა მხრიდან სკოლასთან მიმართებაში აღიარების, შემოწმებისა და ზედამხედველობის არარსებობასა და სათანადო ზომებისა და პროცედურების მიუღებლობისგან, რითიც მოხდებოდა „ლჰ“-საგან მომჩივნის დაცვა და 1962 წლიდან მოყოლებული სისტემატიური ძალადობის შეწყვეტა; (ბ) სახელმწიფო მოპასუხეთა საპირწონე პასუხისმგებლობა „ლჰ“ ქმედებების გამო, inter alia, ნამდვილი ურთიერთობა მათსა და სახელმწიფოს შორის იყო დასაქმება; და (გ) პასუხისმგებლობა მომჩივნის ფიზიკური ხელშეუხებლობის საკონსტიტუციო უფლების, სახელმწიფო მოპასუხეთა პასუხისმგებლობის - უზრუნველყონ დაწყებითი განათლება კონსტიტუციის 42-ე მუხლის საფუძველზე და იმ ზომებისათვის, რომელიც დადგენილია ხსენებული ვალდებულების შესასრულებლად. იმის გამო, რომ „ლჰ” არ გამოცხადდა სასამართლოში, 1999 წლის 8 ნოემბერს სასამართლომ გამოიტანა გადაწყვეტილება მომჩივნის სასარგებლოდ. 2006 წლის 24 ოქტომბერს უმაღლესმა სასამართლომ შეაფასა და მიაკუთვნა ზიანის ანაზღაურება „ლჰ“ მიერ 305,104 ათასი ევროს ოდენობით: 200,000.00 ევრო ზოგადი ზიანისათვის; 50,000.00 ევრო დამამძიმებელი ზიანისათვის; 50,000.00 საჯარიმო ზიანისათვის; და 5,104.00 სპეციალური ზიანისათვის. მომჩივანმა დაიწყო სააღსრულებო წარმოება, „ლჰ“-მ განაცხადა, რომ მას არ ჰქონდა სათანადო ოდენობის თანხა, რის გამოც მომჩივანმა მიიღო ეტაპობრივი გადახდის შესახებ ბრძანება - თვეში 400 ევროს ოდენობით. პირველი გადასახადი მან მიიღო 2007 წლის ნოემბერში, დღეისათვის მას მიღებული აქვს 31,000 ევრო. მომჩივანმა „ლჰ“ საკუთრებაში არსებული ოჯახის სახლის ნაწილზე დაარეგისტრირა ყადაღა. რაც შეეხება მის საქმეს სახელმწიფო მოპასუხეთა წინააღმდეგ, მან მოითხოვა პროფესორ ფერგიუსონის დახმარება 1970-იან წლებში ბავშვის დაცვის მექანიზმების ადექვატურობის შესაფასებლად. პროფესორმა ფერგიუსონმა 2003 წლის 14 აპრილით დათარიღებული წერილით უპასუხა, რომ 2003 წელს არსებული ბავშვის დაცვის სისტემები რომ არსებულიყო 1973 წელს, დიდი ალბათობით მომჩივნის მიმართ ძალადობის პასუხად მოხდებოდა მისი კეთილდღეობის უზრუნველყოფა. მან აქვე გამოხატა ეჭვი მასზედ, რომ იმ დროს სახელმწიფოს რაც უნდა სცოდნოდა იმ ინფორმაციის საფუძველზე ჩივილის შემთხვევაში სარჩელის წარმატება ნაკლებსავარაუდო იქნებოდა, რადგან შეუძლებელია წარსულზე განვავრცოთ ცოდნა და პასუხისმგებლობის ის სისტემები, რომელიც მოქმედებს ამჟამად. უმაღლეს სასამართლოში მოსმენა სახელმწიფო მოპასუხეთა წინააღმდეგ დაიწყო 2004 წლის 2 მარტს. 2004 წლის 5 მარტს, მაშინ როდესაც მომჩივანი წარმოადგენდა პოზიციას ეროვნულ სკოლებში სექსუალური ძალადობის თავიდან აცილებისა და მის მიმართ რეაგირების სახელმწიფო სისტემის არარსებობის შესახებ, უმაღლესი სასამართლოს მოსამართლემ ჰკითხა მომჩივნის ადვოკატს შემდეგი:
„ რა მტკიცებულება გამაჩნია, ან რა დასკვნა უნდა გამოვიტანო წარმოდგენილი მტკიცებულებიდან მასზედ, რომ ან სამოქმედო სისტემა იყო ცუდი (მე ამ საკითხს ისევ დავუბრუნდები), ან რომ არსებობდა ალტერნატიული სისტემა, რომელიც გამოყენებული უნდა ყოფილიყო და თუ რა წარმოადგენდა მოცემულ ალტერნატიულ სისტემას.“ როდესაც მომჩივნის საქმე დასრულდა, სახელმწიფო მოპასუხეებმა მოითხოვეს საქმის პირდაპირი ამორიცხვა იმის გამო, რომ მომჩივანს არ წარმოუდგენია prima facieსაქმე ზემოთმოცემულ სამ საფუძველზე. სახელმწიფო მოპასუხეებმა, inter alia, მიუთითეს, რომ გულგრილობის დამადასტურებელი მტკიცებულებანი არ არსებობდა. 2004 წლის 9 მარტს უმაღლესმა სასამართლომ მიიღო სახელმწიფო მოპასუხეთა საჩივარი, დაეთანხმა რა, რომ „მომჩივანს არ დაუდასტურებია გულგრილობა [სახელმწიფო მოპასუხეთა] მხრიდან ( „არასაკმარისი მტკიცებულებანი“). მოცემული საქმის ფარგლებში სასამართლოს არ გაუკეთებია აქცენტი გულგრილობის ორ საფუძველს შორის. თუმცა, prima facieსაქმე საპირწონე და კონსტიტუციური პასუხისმგებლობისა და მტკიცებულებების შესახებ განსახილველი იყო მოპასუხეთა მიერ. საქმის განხილვა დასრულდა 2004 წლის 12 მარტს. 2006 წლის 20 იანვარს უმაღლესმა სასამართლომ გამოიტანა გადაწყვეტილება. მან მიიჩნია, რომ სარჩელი არ იყო ხანდაზმული. მან ასევე დაასკვნა, რომ სახელმწიფო არ იყო საპირწონედ პასუხისმგებელი „ლჰ“ მიერ ჩადენილი სექსუალური ძალადობისათვის სახელმწიფოსა და ეროვნული სკოლების დენომინაციურ მმართველობას შორის არსებული ურთიერთობის გათვალისწინებით. მართალია მომჩივნის ადვოკატმა ზეპირსიტყვიერად გააჟღერა, რომ სახელმწიფო საპირწონედ პასუხისმგებელი უნდა იყოს მმართველის უმოქმედობისათვის, უმაღლესმა სასამართლომ გადაწყვეტილებაში მოცემული საკითხი არ განიხილა. დაბოლოს, უმაღლესმა სასამართლომ მიიჩნია, რომ კონსტიტუციური უფლების დაცვა არსებული კანონებით (ამ შემთხვევაში, დელიქტურით) არ გამომდინარეობდა. სახელმწიფო მოპასუხეთა წინააღმდეგ სამართალწარმოების ხარჯების ანაზღაურება დაეკისრა მომჩივანს. უზენაესი სასამართლო (O’Keeffe v. Hickey, [2008] IESC 72) 2006 წლის მაისში მომჩივანმა სააპელაციო სარჩელი წარადგინა უზენაეს სასამართლოში სადაც იგი ასაჩივრებდა დასკვნას საპირწონე პასუხისმგებლობის შესახებ და მითითებას აკეთებდა ორ გარემოებაზე: 2004 წლის 9 მარტის შუალედური გადაწყვეტილების მიღების საფუძვლების არარსებობა და უმაღლესი სასამართლოს გადაწყვეტილების მიერ მმართველის უმოქმედობის საფუძველზე საპირწონე პასუხისმგებლობის შესახებ გადაწყვეტილების მიუღებლობა. მოსამართლე ჰარდიმანმა აპელაცია დაახასიათა როგორც „ლჰ“ და „მმართველის“ ქმედებებისათვის სახელმწიფოს საპირწონე პასუხისმგებლობით შეზღუდული, თუმცა გადაწყვეტილებაში კომენტარი გააკეთა მომჩივნის დანარჩენ ორ მოთხოვნაზეც (პირდაპირი გულგრილობა და კონსტიტუციური საჩივარი). მოსამრთლე ფენელიმ ასევე მიიჩნია, რომ აპელაცია ეხებოდა მხოლოდ „ლჰ“-ს მოქმედებებისათვის საპირწონე პასუხისმგებლობას და არ გაიზიარა, რომ სახელმწიფო საპირწონედვე იყო პასუხისმგებელი „მმართველის“ გამოც. სააპელაციო მოსმენები შედგა 2006 წლის 11-13 ივნისს. უმრავლესობის (ჰარდიმანი და ფენელი ჯჯ, რომელსაც განსხვავებულად ხედვით დაეთანხმა მიურეი სიჯი და დენჰამ ჯეი, ხოლო არ დაეთანხმა ჯოჰეგან ჯეი) გადაწყვეტილებით 2008 წლის 19 დეკემბერს უზენაესმა სასამართლომ არ დააკმაყოფილა აპელაცია. ჯ. ჰარდიმანმა დეტალურად აღწერა ეროვნული სკოლების იურიდიული სტატუსი. მაშინ, როდესაც ეროვნული სკოლის განათლების მოწყობა „დღეისათვის საკმაოდ უცნაურია“, ეს უკანასკნელი გაგებული უნდა იყოს ირლანდიის მე-19 საუკუნის ისტორიის კონტექსტში. დენომინაციური კონფლიქტისა და მოგვიანებით, 1829 წელს კათოლიკური კონცესიის ემანსიპაციის გათვალისწინებით, სხვადასხვა ეკლესიები, ისევე როგორც კათოლიკური ეკლესია, მონდომებული იყო უზრუნველეყო, რომ მათივე დენომინაციის ბავშვები განათლებას მიიღებდნენ იმ სკოლებში, რომელიც კონტროლირდებოდა მათი დენომინაციით და არა სახელმწიფოს ან დადგენილი (ანგლიკანური) ეკლესიის მიერ. მოცემული ეკლესიები იყვნენ „საკმაოდ წარმატებულნი“ მოცემული მიზნის მიღწევის გზაზე: ირლანდიის ეროვნული განათლების სისტემის დასაწყისშივე (მოცემული 1831 წელს „სტენლის წერილში“), სახელმწიფო ხელისუფლება ეროვნული განათლების სისტემას აფინანსებდა „მაგრამ არ მართავდა მას და არც მისი შედეგების ადმინისტრირებას ახდენდა“. ეს უკანასკნელი ფუნქცია მინიჭებული ჰქონდა სკოლის ადგილობრივი დენომინაციის მმართველს. სახელმწიფოს დაფინანსება გაიცემოდა პროპორციული პრინციპით ყველა დენომინაციის სკოლაზე, იმის გამო, რომ მოსახლეობის უდიდესი უმრავლესობა კათოლიკე იყო და ამიტომ ეროვნულ სკოლათა უმრავლესობასაც კათოლიკე პატრონები და მმართველები ჰყავდა. ჯ. ჰარდიმანმა განაგრძო და „გამორჩეულად“ დაახასიათა ის ფაქტი, რომ მაშინ, როდესაც მე-19 საუკუნის ევროპაში მჭიდროდ იმიჯნებოდა ეკლესია და სახელმწიფო და ეკლესიის გავლენა საჯარო მომსახურებების გაწევაზე (მათ შორის საგანმანათლებოზე) დაკნინების გზას ადგა, ირლანდიაში ეკლესიის პოზიცია გაძლიერდა და გაფართოვდა. მან გაიზიარა ერთ-ერთი ექსპერტი მოწმის ჩვენება (ირლანდიაში განათლების ისტორიის შესახებ), რომელმაც 1922 წელს ირლანდიის თავისუფალი სახელმწიფოს ჩასახვის შემდგომი პოზიცია აღწერა და მიუთითა, რომ კათოლიკე მმართველები ამ „სამართავ“ სისტემაში:
„იყვნენ უკიდურესად მკაფიო და აბსოლუტურად ... კონკრეტული მასზედ, თუ როგორ განმარტავდნენ ეროვნულ სკოლებში არსებულ ვითარებას ახალ ირლანდიაში... უნდა არსებულიყო კათოლიკე სკოლა კათოლიკური მმართველობის ქვეში, კათოლიკე მასწავლებლებითა და კათოლიკე ბავშვებით.“ მოცემულმა ექსპერტმა განაგრძო და მიმოიხილა კათოლიკური ეკლესიის პასუხი 1950იან წლებში მასწავლებლების პროფესიული კავშირის მოთხოვნაზე შექმნილიყო ადგილობრივი კომიტეტები, რომელიც იზრუნებდნენ სკოლის შენობების მოვლა/შეკეთებაზე. კათოლიკურმა ეკლესიამ უპასუხა, რომ ადგილი ვერ ექნებოდა ვერანაირ ჩარევას „მემკვიდრეობით მიღებულ სკოლის განათლების უფლებების ტრადიციულ მმართვაში“. კავშირის შეზღუდული შეთავაზება მიჩნეულ იქნა ზღვარზე მყოფად, რადგან დროთა განმავლობაში მოთხოვნა შესაძლოა ჩარეულიყო „მმართველის მიერ მასწავლებლების დანიშვნასა და გათავისუფლების სხვა ასპექტებში, რაც, რა თქმა უნდა, წარმოადგენდა მთავარ უფლებას, რისთვისაც იბრძოდა და რაც მიღებულ იქნა წლების წინ“. ჯ. ჰარდიმანმა დენომინაციების მონდომებას შეინარჩუნონ არსებული როლი დაწყებითი განათლების სისტემაში „მწველი სურვილი“ უწოდა. ჯ. ჰარდიმანმა განმარტა, რომ კონსტიტუცია ასახავდა ამ მართვის სტრუქტურას: 42(4) მუხლით დადგენილი ვალდებულება სახელმწიფოს მიმართ „უზრუნველყოს“ უფასო დაწყებითი განათლება ასახავს დიდწილად სახელმწიფოს მიერ დაფინანსებულ, მაგრამ სრულად კლერიკალურად ადმინისტრირებულ განათლების სისტემას. შედეგად, ირლანდიაში არსებობდა დაახლოებით 3000 ეროვნული სკოლა: მათი უმრავლესობა კათოლიკე პატრონებისა და მმართველების კონტროლს იყო დაქვემდებარებული, რამდენიმე სკოლა სხვა დენომინაციას განეკუთვნებოდა და კიდევ უფრო ცოტა სკოლა იყო არადენომინაციური ჯგუფების მართველობის ქვეშ. მან მიუთითა, რომ ბოლო დროს, და თითქმის საუკუნე ნახევრის შემდეგ, განათლების მიწოდება დაგვიანებით, მაგრამ საბოლოოდ, ნაწილობრივ დარეგულირდა განათლების შესახებ 1998 წლის კანონით: კანონამდე სისტემა ადმინისტრირდებოდა 1965 წლის წესებისა და მინისტრის სხვადასხვა წერილების, ცირკულარებისა და მითითებების საფუძველზე. 1965 წლის წესებიდან შესაძლოა ამოკრეფილ იქნას შემდეგი, ჯ. ჰარდიმანის მიხედვით:
„მინისტრმა დაადგინა წესები ეროვნული სკოლებისათვის, მაგრამ ეს უკანასკნელი ზოგადი ხასიათისა გახლდათ და არ აძლევდა მას საშუალებას დეტალურად დაერეგულირებინა რომელიმე კონკრეტული მასწავლებლის საქმიანობა. იგი ამოწმებდა სკოლების აკადემიურ მოსწრებას, გარდა რელიგიური სწავლების ელემენტისა, მაგრამ ამის მიღმა აღარ მიდიოდა. მას... არ ჰქონდა პირდაპირი კონტროლი სკოლებზე, და მისგან გამომდინარე უზარმაზარ ძალაუფლებაზე, რადგან „გაჭედილი იყო სახელმწიფოსა და ბავშვის მმართველსა თუ კომიტეტსა თუ მენეჯმენტის საბჭოს შორის“. ამასთანავე, მინისტრი არ ნიშნავდა მმართველსა თუ მასწავლებელს და არც მათ პირდაპირ ზედამხედველობას ახორციელებდა. მოცემული გამომდინარეობდა „მენეჯერული სისტემის“ არსიდან. მტკიცებულების მიხედვით, მე ვერ ვხედავ თუ როგორ იყო შესაძლებელი მინისტრს პერსონალურად შეეფასებინა განხილული ორი ინდივიდიდან ერთ-ერთი. მეტიც, ჩანს, რომ ის მშობლები, რომლებმაც იჩივლეს პირველი მოპასუხის მისამართით, ინსტიქტურად საჩივრის მიმღებ და რეაგირების პირდაპირ ორგანოდ მიიჩნევდნენ სასულიერო წრესა და მათ მიერ დანიშნულ მმართველს. არანაირი საჩივარი და მტკიცებულება არ ყოფილა წარდგენლი მინისტრისა თუ სხვა სახელმწიფო ორგანოს წინაშე. მომჩივნების არჩევანი გახლდათ ის, რომ საქმე განიხილებოდა, ასე ვთქვათ, „სახლში“. პროცესი დასრულდა [ლჰ] ნებაყოფლობით გადადგომითა და მის სხვა, ახლომდებარე, სკოლაში დასაქმებით.
ყველა მოცემული გარემოება აშორებს მინისტრსა და სახელმწიფო ორგანოებს სკოლის მართვისა და მოპასუხის კონტროლისაგან, რაც გამომდინარეობს დიდი ხნის წინ დადგენილი განათლების სისტემიდან, რომელიც ზემოთ იქნა აღწერილი და რომელიც ეფუძნებოდა კონსტიტუციას, სადაც მინისტრი იხდის თანხას, და გარკვეულწილად არეგულირებს, მაგრამ სკოლები და მასწავლებლები კონტროლირდებიან სასულიერო მმართველებისა და პატრონების მიერ. სასამართლოს ფუნქია არ გახლავთ მოიწონოს ან გააკრიტიკოს მოცემული სისტემა, არამედ მხოლოდ უნდა აღნიშნოს მისი არსებობა და მიუთითოს იმ აშკარა ფაქტზე, რომ მის გამო მინისტრსა და სახელმწიფოს ჩამორთმეული ჰქონდა პირდაპირი კონტროლი სკოლებზე, მასწავლებლებსა და მოსწავლეებზე.“ ჯ. ჰარდიმანმა აღნიშნა, რომ მოსწავლის მიმართ სექსუალური ძალადობა უარყოფდა იმას, რის გასაკეთებლადაც იყო „ლჰ“ დაქირავებული და ასევე დაადგინა, რომ 1973 წელს იგი წარმოადგენდა „უჩვეულო, ნაკლებად განხილვად და სკოლაში სიარულის განჭვრეტადი საფრთხის უდავო გამონაკლისს“. მან მიიჩნია -„აღსანიშნავი“ გახლდათ ის ფაქტი, რომ მან არ უჩივლა პატრონს, იმ ეპარქიას, რომლის ეპისკოპოსიც იგი გახლდათ, მის მემკვიდრეებსა თუ მის წოდებას, ქორქისა და როსის (სკოლის მესაკუთრეების) საეპოსკოპოსოს საკუთრების მინდობილ პირებს, მმართველსა თუ მემკვიდრეებს. ჯ. ჰარდიმანმა დაასკვნა, რომ საპირწონე პასუხისმგებლობის შესაბამისი ტესტისა და ეროვნული სკოლების ზემორე აღწერილი კონტროლისა და მართვის ელემენტების გათვალისწინებით, სახელმწიფო მოპასუხეები არ იყვნენ პასუხისმგებელნი მომჩივნის წინაშე მის მიმართ ჩადენილი დარღვევებისათვის. კერძოდ, საპირწონე პასუხისმგებლობის ფართო ფორმის მოხმობის შემთხვევაშიც კი, მინისტრის მიერ „ლჰ“-ზე პირდაპირი კონტროლის არარსებობა, რომელიც დიდი ხნის წინ გადაეცა მმართველსა და პატრონს, აცილებდა მინისტრს პასუხისმგებლობას. ურთიერთობა „ლჰ“-სა და სახელმწიფოს შორის - „სამკუთხედი ეკლესიასთან ერთად“ - იყო სრულად sui generis და ირლანდიის უნიკალური ისტორიის გამოცდილების შედეგი. მმართველი იყო:
“პატრონის, ანუ მინისტრის უფლებამოსილების მიღმა მყოფი პირის მიერ წარდგენილი. მას არ შეუტყობინებია მინისტრისათვის რაიმე პრობლემის არსებობა ან საჩივარი [ლჰ მისამართით] ან მისი გადადგომისა და სხვა ადგილას დანიშვნის შესახებ ინფორმაცია, მანამდე სანამ ეს ყველაფერი არ გახდა faits accomplis. იგი გახლდათ არა მინისტრის, არამედ კათოლიკური ეკლესიის, ანუ იმ ძალაუფლების წარმომადგენელი, რომლის ინტერესებშიც გახლდათ მინისტრის ამორიცხვა სკოლის მართვის პროცესიდან“. ჯ. ჰარდიმანმა კომენტარი გააკეთა მომჩვნის ორ თავდაპირველ საჩივარზეც, რომელიც „არ გაგრძელდა“. სახელმწიფოს მხრიდან გულგრილობასთან დაკავშირებით მან აღნიშნა, რომ:
„ეს გახლავთ საჩივარი, რომელიც უფრო მიესადაგება მმართველს. სწორედ ის გახლდა იმ მდგომარეობაში, რომ გამოეყენებინა სათანადო ზომები და პროცედურა სკოლის სამართავად. მინისტრი ვერ იქნება პასუხისმგებელი იმ მოქმედებების „შეწყვეტაზე“, რომლის არსებობის შესახებაც მან არაფერი იცოდა.“ რაც შეეხება სახელმწიფოს პასუხისმგებლობას კონსტიტუციის 42-ე მუხლით დაწყებითი განათლების უზრუნველყოფის შესახებ და ამ მხრივ მიღებული ზომების განხორციელების ვალდებულების ირგვლივ, ჯ. ჰარდიმანმა აღნიშნა:
„ მე უკვე შევაფასე 42-ე მუხლის დებულებანი საიდანაც გამოიკვეთა, რომ მინისტრი, ეროვნული სკოლის შემთხვევაში, იყო მხოლოდ დახმარების გამწევი და დამფინანსებელი კერძო და კორპორატიული (კერძდ რომაული კათოლიციზმის) საქმიანობისა, სადაც სკოლას მართავდნენ კერძო და კორპორატიული ერთეულები. მინისტრს, შესაბამისად, როგორც მოსამართლე ქენიმ აღნიშნა საქმეში Crowley v. Ireland [1980] I.R. 102], ჩამორთმეული ჰქონდა კონტროლი განათლების პროცესზე პატრონისა და მმართველის მასსა და ბავშვებს შორის არსებობის გამო. მოცემული პირები, განსაკუთრებით კი მმართველი, ბევრად უფრო ახლო და ხშირ კონტაქტში იყვნენ სკოლასთან ვიდრე მინისტრი ან დეპარტამენტი.
მე 42.4 მუხლის დებულებებს არ განვილხილავ ისე, თითქოს იგი მინისტრს აკისრებდეს იმაზე მეტ ვალდებულებას, ვიდრე „განახორციელოს დამატებითი და გონივრული დახმარება კერძო და კორპორატიული საგანმანათლებლო ერთეულების მიმართ“, რათა „უზრუნველყოფილ იქნას უფასო დაწყებითი განათლება“. ... ჩემი აზრით კონსტიტუცია კონკრეტულად ითვალისწინებს სკოლის მართვის არა გადაცემას, არამედ უშუალოდ დათმობას იმ ინტერესებისათვის, რომელსაც წარმოადგენენ პატრონი და მმართვლი.“ ჯ. ჰარდიმანმა დასკვნისას ხაზი გაუსვა, რომ გადაწყვეტილებაში არაფერი შეიძლება განიმარტოს ისე, რომ გვთავაზობდს ეკლესიის პასუხისმგებლობას და, ნებისმიერ შემთხვევაში, საკმაოდ რთული იყო ასე განმარტება, რადგან ეკლესიის პოზიციის შესახებ სასამართლოს არ მოუსმენია, რადგან მომჩივანს მის წინაღმდეგ სარჩელი არ წარმოუდგენია. ჯ. ფენელიმ, რომელმაც გამოიტანა უმრავლესობის განსხვავებული გადაწყვეტილება, დაიწყო იმის აღნიშვნით, რომ ძალაუფლების გამოყენების ფარგლებში ბავშვების მიმართ სექსუალურმა ძალადობამ შეძრა საზოგადოება და მისი საყრდენი. სექსუალური ძალადობის საქმეებმა მრავალი სისხლის სამართლისა და უზენაესი სასამართლო ჩართო განხილვებში არაერთი წლის განმავლობაში და გასაკვირია, რომ სასამართლო პირველად აღმოჩნდა ვითარებაში, როდესაც უნდა განიხილოს დაწესებულების, მათ შორის სახელმწიფოს, პასუხისმგებლობა ეროვნულ სკოლაში მასწავლებლის მიერ სკოლის მოსწავლისადმი სექსუალური ძალადობის ფაქტისა. ჯ. ფენელიმაც დეტალურად აღწერა ეროვნული სკოლების ისტორია და შედეგად მათი სამართლებრივი სტატუსი, სისტემები, რომელიც შენარჩუნდა 1922 წელსა და 1937 წელს, კონსტიტუციის ძალაში შესვლის შემდეგ. მან გაიზიარა ექსპერტის მოსაზრება, მასზედ, რომ იგი წარმოადგენდა არა სახელმწიფო სისტემას, არამედ უფრო „სახელმწიფოს მიერ მხარდაჭერილ სისტემას“. მან აღნიშნა ძალაუფლების ნათელი გამიჯვნა სახელმწიფოს (დამფინანსებელი და კურიკულუმის შემდგენი) და მმართველის (სკოლის ყოველდღიური მმართველი, მათ შორის მასწავლებლების დანიშვნასა და გათავისუფლებაზე პასუხისმგებელი), მიუთითა რა, რომ სხვადასხვა რელიგიები ინარჩუნებდნენ და იცავდნენ საკუთარ რელიგიურ განათლებას და ამიტომ ეროვნული სკოლები განვითარდნენ დენომინაციების საფუძველზე. მან მიიჩნია, რომ ინსპექტორები განსაკუთრებულად მნიშვნელოვან როლს თამაშობდნენ სისტემაში სახელმწიფოს ზედამხედველობისა და სტანდარტების შენარჩუნების უზრუნველსაყოფად, რაც მინისტრს აძლევდა საშუალებას კმაყოფილი ყოფილიყო სისტემის ხარისხით. თუმცა, ინსპექტირების რეჟიმი არ ცვლიდა პასუხისმგებლოების არსებულ გამიჯვნას სახელმწიფოსა და მმართველს შორის, ინსპექტორს არ გააჩნდა უფლებამოსილება რა მითითებები მიეცა მასწავლებლებისათვის მათი ვალდებულებების განხორციელებისას. 1965 წლის წესები აკანონებდა პასუხისმგებლობის ამგვარ გამიჯვნას ეკლესიასა და სახელმწიფო ორგანოებს შორის. თანამედროვე დროს, სახელმწიფოს რომც ჰქონოდა უფრო მეტი ჩართულობა, ყოველდღიური მართვა მაინც მმართველის ფუნქციად რჩებოდა. მან დაასკვნა, რომ სახელმწიფო არ იყო საპირწონედ პასუხისმგებელი „ლჰ“ ქმედებებზე და, იმავე მიზეზებით, არც მმართველის მიერ 1971 წელს სახელმწიფოსათვის საჩივრის წარმოუდგენლობაზე იყო პასუხისმგებელი. „ლჰ“იყო არა სახელმწიფოს, არამედ მმართველის მიერ დაქირავებული, კანონის მიხედვით. მართალია, „ლჰ“ უნდა ჰქონოდა მინისტრის მიერ დადგენილი კვალიფიკაცია მოცემული პოზიციის დასაკავებლად და უნდა დაეცვა 1965 წლის წესები და ამ მხრივ სახელმწიფოს გააჩნდა დისციპლინური უფლებამოსილება, მაგრამ „ლჰ“ არ იყო სახელმწიფოს მიერ დაქირავებული და სახელმწიფო ვერ გაათავისუფლებდა მას. თუკი დავუბრუნდებით სააპელაციო საჩივარს მმართველის მიერ 1971 წლის საჩივრის წარმოუდგენლობის გამო სახელმწიფოს პასუხისმგებლობის შესახებ, ჯ. ფენელიმ დაასკვნა, რომ „იმავე მიზეზით, იმდენად რამდენადაც ამის თქმა აუცილებელია, ვერ დაადგინა [მმართველის] პასუხისმგებლობა 1971 წლის საჩივრის წარმოუდგენლობის გამო. [მმართველი] არ იყო მეორე მოპასუხის მიერ დაქირავებული პირი. ჯ. ჯოჰეგანი არ გაეთანხმა მოცემულ ხედვას. მან გაიზიარა პოზიცია, რომ არც დეპარტამენტმა და არც ინსპექტორებმა არ იცოდნენ ძალადობების შესახებ და აღნიშნა, რომ ყველა პრაქტიკული მიზეზის საფუძველზე, ირლანდიაში დაწყებითი განათლების უმრავლესობა ეკლესიისა და სახელმწიფოს ერთობლივი მართვით ხასიათდება და მიიჩნია, რომ მოცემული ურთიერთობა საკმარისია იმისათვის, რომ დადგინდეს კავშირი სახელმწიფოსთან და დადგეს მისი პასუხისმგებლობა, განსაკუთრებით, ამ მხრივ ჯ. ჯოჰეგანი დაეფუძნა სკოლის ინსპექტორების როლს. მან დეტალურად განიხილა სკოლის ინსპექტორების მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებანი და მათი ფუნქციები და inter alia, მიუთითა, რომ თუკი საქმის შესწავლის შედეგად ბრალდება მასწავლებლის მხრიდან ეროვნული სკოლის მოსწავლისადმი სექსუალური ძალადობის შესახებ საფუძვლიანად იქნა მიჩნეული დეპარტამენტის მიერ, მას შეეძლო გამოეწვია აღიარების გამოხმობა ან პოლიციის მიერ საქმის გამოძიება და, თუკი პოლიცია ბრალდებას მართებულად მიიჩნევდა, მასწავლებლისათვის სწავლების ლიცენზიის ჩამორთმევა. 2009 წლის 9 მაისის გადაწყვეტილებით უზენაესმა სასამართლომ გააუქმა უმაღლესი სასამართლოს გადაწყვეტილება მომჩივნისადმი ხარჯების გადახდის ვალდებულების დაკისრების თაობაზე რადგან სადავო არ ყოფილა, რომ მისი საქმე იყო მნიშვნელოვანი და კომპლექსური შეფასების მნიშვნელობის მქონე. მან მიუთითა, რომ ყოველ მხარეს უნდა დაეფარა სახელმწიფო მოპასუხეთა წინააღმდეგ მიმართული საჩივრიდან გამომდინარე ხარჯები. მომჩივანი წარმოდგენილი იყო მთელი სამოქალაქო საქმის წარმოების განმავლობაში, თუმცა მას არ უსარგებლია უფასო იურიდიული დახმარებით.
შესაბამისი ეროვნული კანონმდებლობა და პრაქტიკა
ა. დაწყებითი განათლება ირლანდიაში არსებული მდგომარეობა სასამართლო მიმოიხილავს ეროვნული სკოლების სისტემასა და დაწყებით განათლებას, რომელიც განხილულ იქნა უზენაესი სასამართლოს მიერ მოცემულ საქმეში (O’Keeffe v. Hickey, [2008] IESC 72) მათ შორის, განსაკუთრებით, მოსამართლეების ჰარდიმანისა და ჯ.ჯ. ფენელის მიერ (პარაგრაფები 30-35 ა 42-44 ზემოთ). სასკოლო დასწრების შესახებ 1926 წლის კანონის მე-4 ნაწილი ითხოვს მშობლებისაგან უზრუნველყოფილ იქნას ბავშვების დასწრება ეროვნულ სკოლასა თუ სხვა შესაფერის სკოლაში, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც არსებობს გონივრული საბაბი გამოუცხადებლობისათვის, მათ შორის პატივსადებ მიზეზს წარმოადგენს ის ფაქტი, რომ ბავშვი იღებდა შესაფერის დაწყებით განათლებას სადმე სხვაგან, ან რომ არ არსებობს ხელმისაწვდომი ეროვნული სკოლა, რაზეც მშობელს პრეტენზია არ გააჩნია რელიგიური მიზეზების გამო ან, რომ ბავშვს ხელი ეშლება სკოლაში სიარულში რომელიმე სხვა სათანადო მიზეზის გამო. სრული განაკვეთით სწავლა ყველა ბავშვისათვის სავალდებულო გახლდათ 6-დან 14წლამდე 1969 წლის ჩათვლით, რის შემდეგაც სკოლის დამთავრების ოფიციალური ასაკი გაიზარდა 16 წლამდე. დაწყებითი განათლება უფასო გახლდათ ირლანდიაში მეცხრამეტე საუკინიდან მოყოლებული. დაწყებით სკოლაში მიმავალი ბავშვების უდიდესი უმრავლესობა დადიოდნენ „ეროვნულ სკოლებში“, რომელიც ფინანსდება სახელმწიფოს მიერ და წარმოადგენს დენომინაციების მიერ მართულ დაწყებითი განათლების დაწესებულებებს. 1972-1973 და 1973-1974 წლების დეპარტამენტის ანგარიშები მიუთითებდნენ 3776 და 3688 ეროვნული სკოლის არსებობას. დეპარტამენტის სტატისტიკური ანგარიში 1973 წლის თებერვლის პერიოდზე აღნიშნავდა, რომ დაწყებითი სკოლების 94% იყო ეროვნული. 1965 წლის განათლებაში ინვესტირების შესახებ 1962/63 ანგარიშის მიხედვით, ეროვნული სკოლების 91% იმართებოდა კათოლიკურ საწყისებზე და მოიცავდა ეროვნული სკოლების მოსწავლეების 97.6%, ხოლო 9% კი პროტესტანტებისა გახლდათ და ფარავდა მოსწავლეთა 2.4%-ს. დეპარტამენტის 2011 წლის ანგარიშის მიხედვით, დაწყებითი სკოლების 96% რჩება დენომინაციური პატრონაჟისა და მართვის ქვეშ (მათ შორის 89.65% კათოლიკურია). 1963/64 წლებში ირლანდიაში არსებობდა 192 ფასიანი, სახელმწიფოს მიერ დაუფინანსებელი დაწყებითი სკოლა, დაახლოებით 21,000 ბავშვისათვის, რაც წარმოადგენდა დაწყებითი სკოლების მოსწავლეების დაახლოებთ 4-4.5%. ამგვარი სკოლების უდიდესი უმრავლესობა იყო ურბანულ რეგიონებში, უმეტესობა დუბლინში. ახალი დაწყებითი სკოლების შექმნის განახლებული კრიტერიუმების გათველისწინების შესახებ სკოლის კომისიის ანგარიში ადასტურებს 2011 წლის თებერვალში, რომ 1970იან წლებამდე მშოლებისათვის ერთადერთი რეალურად არსებული არჩევანი გახლდათ ადგილობრივი ეროვნული სკოლა. ანგარიშმა მიუთითა, რომ 1970იანი წლების დასასრულისათვის შეინიშნა ცვლილებები, ხოლო 1978 წელს შეიქმნა პირველი მრავალ-დენომიმაციური სკოლა და გაიზარდა ირლანდიურენოვანი ინტერ/მრავალ-დენომინაციური სკოლების რაოდენობა. 1937 წლის კონსტიტუცია კონსტიტუციის 42-3 მუხლი, სათაურით „განათლება“ აღნიშნავს შემდეგს:
„1. სახელმწიფო იაზრებს, რომ ბავშვის პირველი და ბუნებრივი მასწავლებელი არის ოჯახი და იძლევა გარანტიას, რომ დაიცავს მშობლის განუყოფელ უფლებასა და ვალადებულებას, შესაძლებლობის შესაბამისად, უზრუნველყოს რელიგიური და მორალური, ინტელექტუალური, ფიზიკური და სოციალური განათლება საკუთარი შვილებისათვის.
2. მშობლები თავისუფალნი არიან უზრუნველყონ განათლება სახლებსა თუ კერძო სასწავლებლებში თუ სახელმწიფოს მიერ აღიარებულ და დაფუძნებულ სკოლებში.
3(1) სახელმწიფო არ ავალდებულებს მშობლებს, საკუთრი რწმენისა თუ კანონიერი არჩევანის მიუხედავად გაგზავნონ საკუთარი შვილები სახელმწიფოს მიერ დაფუძნებულ სკოლაში თუ სხვა, სახელმწიფოს მიერ შექმნილ კონკრეტული ტიპის სკოლაში.
(2) სახელმწიფო, როგორც საერთო სიკეთის გარანტორი და დამცველი, რეალური გარემოებების შესაბამისად, მოითხოვს ბავშვებმა მიიღონ გარკვეული მორალური, ინტელექტუალური და სოციალური განათლება.
4. სახელმწიფო უზრუნველყოფს უფასო დაწყებით განათლებას და ეცდება დაეხმაროს დამატებით და გასცეს გონივრული დახმარება კერძო და კორპორატიულ საგანმანათლებო ინიციატივებზე, და, საჯარო კეთილდღეობის საჭიროების შემთხვევაში, გაუწევს დახმარებას სხვა საგანმანათლებო დაწესებულებებსა თუ ინსტიტუტებს მშობლების უფლებების ჯეროვანი გათვალისწინებით, განსაკუთრებით რელიგიურ და მორალურ ჩამოყალიბებასთან დაკავშირებულ საკითხებში.
5. გამონაკლის შემთხვევებში, როდესაც მშობლები ფიზიკური თუ მორალური მიზეზების გამო ვერ ახერხებენ საკუთარი ვალდებულებების შესრულებას ბავშვების მიმართ, სახელმწიფო, როგორც საერთო სიკეთის დამცველი, შესაბამისი საშუალებებით, უზრუნველყოფს მშობლებს საცხოვებელი ადგილით, თუმცა ყოველთვის გაითვალისწინებს ბავშვის ბუნებრივ და გაუწერელ უფლებებს“. საქმეში McEneaney v. the Minister for Education ([1941] IR 430) უზენაესმა სასამართლომ აღნიშნა, რომ „ უკვე საუკუნეზე მეტი ხანია აღიარებულია, რომ დაწყებითი განათლების მიწოდება ეროვნულ ვალდებულებას წარმოადგენს“/ მუხლი 42(2) ბავშვებს ანიჭებს უფლებას მიიღონ უფასო დაწყებითი განათლება და სიტყვები „უზრუნველყოს“ გულისხმობს, რომ სახელმწფო თავად კი არ ასწავლის ბავშვებს, არამედ უზრუნველყოფს, რომ შესაბამისი განათლება მიეწოდებათ ბავშვებს (Crowley v. Ireland [1980] IR 102). შესაბამისი კანონმდებლობა ბავშვების შესახებ 1908 წლის კანონი არეგულირებდა ბავშვთა დაცვასა და ითვალისწინებდა სახელმწიფოს ჩარევას ბავშვის მზრუნველობაში აყვანით ოჯახური ძალადობის შემთხვევაში. განათლების შესახებ 1988 წლის კანონი („1988 კანონი“) სახელმწიფოს შექმნის შემდეგ წარმოადგენდა პირველ ყოვლისმომცველ საკანონმდებლო აქტს განათლების შესახებ. იგი სავალდებულოდ განსაზღვრავდა სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული/კერძო პირების მიერ მართული დაწყებითი განათლების ბუნებას, სადაც ფუნდამენტურ ცვლილებებს არ ითვალისწინებდა. ეროვნული სკოლების წესები („1965 წესები“) და სამინისტროს შესაბამისი ცირკულარები 1922 წლის დამოუკიდებლობამდე მოქმედი წესები, რომელიც ვრცელდებოდა ეროვნულ სკოლებზე 1965 წლამდე, მიღებული იყო დეპარტამენტის მიერ. მართალია 1965 წლის წესები არ წარმოადგენდა არც პირველად და არც მეორად კანონმდებლობას, მათ ჰქონდათ იურიდიული ძალა და გახლდათ არსებული საკანონმდებლო რეჟიმის ნაწილი (Brown v. Board of management of Rathfarnham Parish National School ([2006] IEHC 178). ანუ, დეპარტამენტი არეგულირებდა საკითხებს კომენტარებით, ცირკულარებითა და დეპარტამენტის სხვა ოფიციალური ინსტრუმენტებით. მინისტრს შეეძლო უკან გამოეხმო სკოლის აღიარება თუ კონკრეტული მასწალებლის ლიცენზია, 1965 წლის წესების დაუცველობის შემთხვევაში (წესი 30 და 108, 1965 წლის წესები“). მმართველები და მმართველთა საბჭოები 1965 წლის წესების მე-15 წესი აღნიშნავდა, რომ მმართველი პასუხისმგებელი იყო სკოლის პირდაპირ მართვაზე, მასწავლებლების დანიშვნასა, და მინისტრის თანხმობის შემთხვევაში, მათ გათავლისუფლებაზე. მმართველი სკოლაში უნდა მისულიყო მოსანახულებლად და უზრუნველეყო 1965 წლის წესების დაცვა (წესი 16). მმართველის უფლებამოსილებას დაქვემდებარებული დირექტორი პასუხისმგებელი გახლდათ დისციპლინაზე, სასწავლო პერსონალის სხვა წევრების კონტროლზე და ყველა სხვა საკითხზე, რომელიც კავშირში გახლდათ სასკოლო მოწყობასთან (წესი 123(4)). 121-ე წესი ადგენდა მასწავლებელთა ქცევის წესებს: ისინი ვალდებულნი გახლდნენ, inter alia, ემოქმედათ კანონის მორჩილებით; უმკაცრესი ყურადღება მიექციათ მოსწავლეთა მორალური და ზოგადი ქცევისათვის; მიეღოთ ყველა აუცილებელი ზომა რათა უზრუნველეყოთ მოსწავლეთა უსაფრთხოება; განეხორციელებინათ ყველა კანონიერი ინსტრუქცია, რომელსაც მიიღებდნენ მმართველისაგან. 130-ე წესი მასწავლებლებს ავალდებულებდა ჯეროვნად ეზრუნათ მოსწავლეთა მდგომარეობის გაუმჯობესებასა და ზოგად კეთილდღეობაზე, მოპყრობოდნენ მათ კეთილად, ამასთანავე მტკიცედ და ემართათ სიყვარულითა და გონებით და არა სიმკაცრითა და სისასტიკით. დაწყებით სკოლათა უმრავლესობას ახლა ჰყავს მმართველთა საბჭო. მინისტრის ცირკულარი (16/76) განსაზღვრავდა წესებს 1998 წლის კანონის მიღებამდე, როდესაც ამ უკანასკნელმა საბჭოს არსებობას სავალდებულო ხასიათი მიანიჭა. მოცემული კანონის მე-14 ნაწილი აღნიშნავს, რომ პატრონის ვალდებულებაა დანიშნოს, „პარტნიორობის პრინციპების“ მიხედვით, მისი არსებობისას, საბჭო, რომლის შემადგენლობაც შეთანხმდება მინისტრსა და საგანმანათლებო პარტნიორებს შორის. საბჭოები წარმოადგენენ უწყვეტ კორპორატიულ ერთეულებს, შესაბამისად, შესაძლებელია მოხდეს მის მიერ და მის წინააღმდეგ სასამართლო სარჩელის წარდგენა. ინსპექტორები 1965 წლის წესები ითვალისწინებდა, რომ მინისტრი და მის მიერ ავტორიზებული პირები (ინსპექტორები) უფლებამოსილნი იყვნენ მოენახულებინათ და შეემოწმებინათ სკოლები ნებისმიერ დროს, როდესაც ისინი ამას საჭიროდ მიიჩნევდნენ (წესი 11). 161-ე წესი ინსპექტორს განმარტავს როგორც მინისტრის წარმომადგენელს, რომელსაც მოეთხოვება სამინისტრო უზრუნველყოს იმ ადგილობრივი ინფორმაციით, რომელსაც მინისტრი საჭიროებს სისტემის ეფექტიანად სამართავად. მათ მოეთხოვებათ მმართველებისა და მასწავლებლების ყურადღების მიპყრობა იმ წესებისადმი, რომლის დარღვევაც იკვეთება. მათ უფლება ჰქონდათ კომუნიკაცია დაემყარებინათ მმართველთან სკოლის ზოგად პირობებზე „თუ მმართველის ყურადღების გასამახვილებელ სხვა საკითხებზე, საჭიროებისამებრ, შესთავაზონ გამოსავალი“. ინსპექტორს ევალებოდა ხშირი დაუგეგმავი ვიზიტები მის რაიონში არსებულ სკოლებში და სავალდებულო წლიური ვიზიტები მასწავლებელთა სამუშაოს შესაფასებლად. ცირკულარი 16/59 ადგენდა მითითებებს ინსპექტორებისათვის მათი ურთიერთობების დასარეგულირებლად vis-à-vis მმართველებსა და მასწავლებლებთან და განსაზღვრავდა დაუგეგმავი და ზოგადი ინსპექტირების ფორმებსა და მასწავლებლების საქმიანობის შეფასების ფორმებს. საჩივრები 1970 წლის 6 მაისის სახელმძღვანელო კომენტარი განსაზღვრავს მასწავლებლების წინააღმდეგ წარმოდგენილი საჩივრის შემდგომ პროცედურას. მომჩივანს უნდა ეცნობოს, რომ საქმე გადაეცა მმართველს, პირველ რიგში, და უნდა მოეთხოვოს დააზუსტოს საჩივარი გადასცა თუ არა მმართველს. მმართველმა უნდა მიიღოს განმარტებანი შესაბამისი მასწავლებლისაგან და გადასცეს მოცემული განმარტებანი მმართველის მოსაზრებასთან ერთად დეპარტამენტს. დეპარტამენტის მთავარი ინსპექტორის მოადგილე შემდეგ გამოიტანს გადაწყვეტილებას საჭიროა თუ არა გამოძიების წარმოება. დადებითი გადაწყვეტილების შემთხვევაში, ინსპექტორმა უნდა დაკითხოს მმართველი, მასწავლებელი და მშობლები. თუკი ძიება მასწავლებლის საწინააღმდეგო დასკვნას გამოიტანს, 180-ე წესი მინისტრს უფლებამოსილებას ანიჭებს მიიღოს ზომები მასწავლებლის წინააღმდეგ თუკი ეს უკანასკნელი არაჯეროვნად მოიქცა, ან არ დაიცვა ან უარი განაცხადა დაეცვა 1965 წლის წესები. მინისტრი უფლებამოსილია მოითხოვოს მასწავლებლის წინააღმდეგ დევნის დაწყება, გამოიხმოს აღიარება და/ან გააუქმოს/შეამციროს ხელფასი. როგორც ზემოთ აღინიშნა, მინისტრის ნებართვის არსებობის შემთხვევაში, მმართველი უფლებამოსილია გაათავისუფლოს მასწავლებელი.
ბ. სისხლის სამართალი და დაკავშირებული საკითხები არასრულწლოვანზე სექსუალური ძალადობა ისჯებოდა პირის წინააღმდეგ დანაშაულების შესახებ 1861 წლის კანონის 50-ე და 51-ე მუხლებით. სისხლის სამართლის (ცვლილება) შესახებ 1935 წლის კანონი („1935 წლის კანონი“) ადგენდა შემდგომი დაცვის სისტემას ახალგაზრდა გოგონებისათვის და ცვლიდა კანონს სექსუალური დანაშაულების შესახებ. 1935 წლის კანონის 1 და მე-2 მუხლებით შემოღებულ იქნა 15 წლამდე და 15-დან 17 წლამდე გოგონათა დეფლორაციის დანაშაული. 1935 წლის კანონის მე-14 მუხლი ადგენდა შემდეგს:
„თხუთმედ წლამდე პირის თანხმობა სავარაუდო უხამს ქმედებაზე არ განიხილება პირის მიმართ უხამსი ძალადობის ბრალდების გამამართლებელ საფუძვლად.“
შედეგად, თხუთმეტ წლამდე ნებისმიერი გოგონას თანხმობა ნებისმიერი ფორმის სექსუალურ კონტაქტზე და ნებისმიერი ამქვარი კონტაქტი წარმოადგენდა (და დღემდე წარმოადგენს) დანაშაულს. ამასთანავე, მოცემულ კანონისმიერ დანაშაულებთან ერთად, მოცემული მოქმედებანი წარმოადგენდნენ ჩვეულებრივ ძალადობასაც. ირლანდიაში სასამართლო ძიებას დაქვემდებარებულ დანაშაულებს არ ჰქონდათ ხანდაზმულობის ვადა, რათა დამნაშავის მსჯავრდება შესაძლებელი ყოფილიყო მთელი მისი სიცოცხლის განმავლობაში. სისხლისსამართლებრივად დაზარალებულ პირთა კომპენსაციის სქემის მიხედვით მსხვერპლი უფლებამოსილია მოითხოვოს კომპენსაცია ძალადობრივი დანაშაულის შემთხვევაში. სქემის ადმინისტრირება ხდებოდა სისხლისსამართლებრივი დაზარალების კომპენსაციის ტრიბუნალის („ტრიბუნალი“) მიერ. განსაზღვრული გახლდათ სამთვიანი ვადა, თუმცა შესაძლებელი იყო მისი გაგრძელება. პირველადი გადაწყვეტილების მიღება ხდებოდა მოსმენის გარეშე, ხოლო მოსმენა კი დახურულად მიმდინარეობს ტრიბუნალის შესაბამისი განყოფილების წინაშე. სააპელაციო გადაწყვეტილება საბოლოო იყო. კომპენსაცია გადაიხდებოდა ex gratia პრინციპის საფუძველზე. იგი მოიცავდა ხარჯებსა და ზარალს (ჯიბიდან გაწეულ ხარჯებსა და ქვითრებს გამოკლებული სოციალური დაზღვევის გადასახადები, ხელფასი ან სარგო მიღებული ავადმყოფობის გამო შვებულების დროს) და, 1986 წლამდე, მორალური ზიანსაც.
გ. სამოქალაქო სამართალი და დაკავშირებული საკითხები დელიქტი გახლავთ სამოქალაქო სამართალდარღვევა, რომელიც პირს აყენებს ზიანს და რომელსაც შედეგად მოყვება იმ პირის სამართლებრივი პასუხისმგებლობა, რომელმაც ჩაიდინა დელიქტი. დაუდევარი ქმედება, რომელმაც გამოიწვია დელიქტი საჭიროებს მტკიცებულებას, რომ არსებობდა ზრუნვის ვალებულება მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის (მათ შორის იმგვარად ახლო ურთიერთობის არსებობა მხარეებს შორის, რომელიც მოუწოდებდა ზრუნვისაკენ ერთ მხარეს მეორესადმი) და რომ მოცემული ვალდებულება დაირღვა და რომ დარღვევამ გამოიწვია ზიანი (მაგალითად, იხ. Beatty -v- The Rent Tribunal, [2005] IESC 66). საპირწონე ვალდებულება გახლავთ ვალდებულების მიკუთვნება იმ პირისა თუ ერთეულისადმი, რომელსაც არ ჩაუდენია დანაშაული და რომელიც შესაძლოა არ იყოს დამნაშავე, მაგრამ რომელსაც გააჩნია ცალკეულ სამართლებრივი ურთიეთობა ზიანის გამომწვევი პირის მიმართ და რომელიც თავად დამნაშავეა, მათ შორის, დაუდევრობით. იურიდიული ურთიერთობანი, რომელმაც შესაძლოა გამოიწვიოს საპირწონე პასუხისმგებლობა, მოიცავს ურთიერთობას დამქირავებელსა და დაქირავებულ პირს შორის. ინდივიდის მიმართ კონსტიტუციური უფლებების დარღვევისას ასევე შესაძლებელია კონსტიტუციაზე დაყრდნობა და ანაზღაურების ძიება. საქმეში Meskell v. CIÉ[1973] IR 121)სასამართლო აღნიშნა, რომ:
„...თუკი პირს მიადგა ზიანი კონსტიტუციური უფლების დარღვევისა თუ შეზღუდვის შედეგად, პირი უფლებამოსილია მოითხოვოს ანაზღაურება იმ პირისა თუ პირების მხრიდან, რომლებმად დაარღვიეს ხსენებული უფლება.“
კონსტიტუციური დელიქტის ამგვარი გამოყენება ხდება მხოლოდ მაშინ, თუკი არსებულ კანონში არსებობს სამართლებრივი ვაკუუმი, რომელიც საჭიროებს შევსებას.
დ. შესაბამისი საჯარო გამოძიებანი და ბავშვის დაცვის განვითარება ქერიგენის ანგარიში 1931 ქერიგენის კომიტეტი შეიქმნა 1930 წელს იმ მიზნით, რომ განეხილა რიგი სისხლის სამართლის კანონების ცვლილებები და შეეთავაზებინა „არასრულწლოვანთა პროსტიტუციის პრობლემების“ მოგვარების გზები. მან ჩაატარა 17 სხდომა და მოუსმინა 29 მოწმეს და განიხილა სხვა წერილობითი საბუთები. 1931 წლის 20 აგვისტოს კომიტეტმა საბოლოო ანგარიში წარუდგინა იუსიტიციის მინისტრს. ანგარიში რეკომენდაციას იძლეოდა სოციალური და საკანონმდებლო რეფორმების შესახებ inter alia არასრულწლოვანთა მიმართ სექსუალური დანაშაულების საკითხებზე. პოლიციის კომისარი გახლდათ მნიშვნელოვანი მოწმე კომიტეტის წინაშე. სასამართლოს წინაშე გამოსვლამდე, მან წარმოადგინა სტატისტიკური ინფორმაცია, რომელიც მიიღო იმ პასუხების შედეგად, რომელიც დააგზავნა ცირკულარით 800-ზე მეტ პოლიციის განყოფილებაში 1924 წლიდან 1930 წლამდე სექსუალური დანაშაულებზე სასამრთლოს დევნის შესახებ 10 წლამდე, 10-13, 13-16, 16-18 და 18 წელზე მეტი ასაკის გოგონების „დეფლორაციის, სექსუალური კავშირისა თუ გაუპატიურების“ დანაშაულის ირგვლივ. მან წარმოადგინა სტატისტიკის დეტალური ანალიზი და inter aliaა ღნიშნა, რომ „ყოველწლიურად შესაშფოთებლად იზრდებოდა სექსუალური დანაშაული, მათ შორის 16 წლამდე გოგონებისა და ბავშვების წინააღმდეგ, მათ შორის მრავალი შემთხვევა 10 წლამდე ბავშვების მიმართ“. იგი თვლიდა, რომ სექსუალური დანაშაულის მხოლოდ 15%-ზე ნაკლებზე განხორციელდა სისხლის სამართლის დევნა. სხვა შემთხვევებში დევნა არ განხორციელებულა მათ შორის მშობლების ინერტულობის შედეგად მიჰყოლოდნენ საქმეს მიზეზთა გამო სხვათა და სხვათა. იუსტიციის დეპარტამენტის რჩევის საფუძველზე (მემორანდუმი, რომელიც ახლდა ანგარიშს) ქერიგენის კომიტეტის წინაშე წარმოდგენილი არც მტკიცებულებანი და არც ანგარიში არ გამოქვეყნებულა. ამგვარი რჩევის გაცემისას, იუსტიციის დეპარტამენტმა გააკრიტიკა ანგარიში რამდენიმე ასპექტში და აღნიშნა, რომ მისგან გამომდინარე აშკარა დასკვნა გახლდათ ის, რომ ღირსება და რელიგიის გავლენა ირლანდიაზე აღარ არსებობდა და რომ ერთადერთი გამოსავალი პოლიციის მოქმედება გახლდათ. დებატები ანგარიშის ირგვლივ გაგრძელდა საპარლამენტო კომიტეტში. რამდენიმე რეკომენდაცია განხორციელდა, მათ შორის სისხლის სამართლის (ცვლილება) 1935 წლის კანონის მიღება (პარაგრაფი 63 ზემოთ). იუსტიციის დეპარტამენტის მასალები მოცემულ ანგარიშზე გამოქვეყნდა 1991 წელს. შემდგომი საარქივო მასალა გამოაშკარავდა 1999 წელს. რეფორმატორული და ინდუსტრიული სკოლები რეფორმატორული სკოლები შეიქმნა 1850-იან წლებში, ხოლო ინდუსტრიული სკოლები კი 1860-იან წლებში. მოცემული სკოლები ძირითადად იმართებოდა დენომინაციების, ხოლო ფინანსდებოდა სახელმწიფოს მიერ. ეს უკანასკნელი იღებდა ახალგაზრდა დამნაშვეებს, მაგრამ ყოველ ასეთ სკოლაში შეიძლება ყოფილიყო მხოლოდ რამდენიმე დამნაშავე. თუმცა, სულ იყო დაახლოებით 50 ინდუსტრიული სკოლა, ანუ სკოლა, რომელიც წვრთნიდა ბავშვებს: სკოლებში ხდებოდა ბავშვების განთავსება, ჩაცმა, კვება და სწავლება (ბავშვების შესახებ 1908 წლის კანონის 44-ე მუხლი). 1936 წლიდან 1970 წლამდე სულ 170,000 ბავშვი და ახალგაზრდა პირი (მათ შორის შესაბამისი ასაკობრივი ჯგუფის დაახლოებით 1.2%) დადიოდა ინდუსტრიულ სკოლაში. საშუალოდ ისინი იქ შვიდ წელს ატარებდნენ. ბავშვთა უდიდესი უმრავლესობა ინდუსტრიულ სკოლებში განათავსეს „საჭიროების“ გამო, ხოლო შემდეგი მიზეზი კი გახლდათ ჩართულობა სისხლის სამართლებრივ დანაშაულში ან სკოლის გაცდენა. მოცემულ საფუძველთაგან ყოველი მოიცავდა რაიონული სასამართლოს ავტორიზაციას. ინდუსტრიული სკოლების წესებისა და რეგულაციების შესახებ 1933 წლის კანონის მე-7 მუხლი ადგენდა, რომ ბავშვების სწავლება უნდა განხორცელებულიყო ეროვნული სკოლების პროგრამით და ადგენდა რეკომენდირებულ საათებს სასწავლო ინსტრუქტაჟისა და ინდუსტრიული წვრთნისათვის. ქასენისა და კენედის ანგარიშები რეფორმატორული და ინდუსტრიული სკოლების შესახებ 1936 წლის ქასენის ანგარიში, რომელიც სახელმწიფოს დაკვეთით დაიწერა, ეხებოდა რეფორმატორული და ინდუსტრიული სკოლების მართვას. ანგარიში ეხებოდა სისტემას, და 51 დასკვნისა და რეკომენდაციის იმპლემენტაციას. სისტემა დიდწილად უცვლელი იყო მოგვიანებით სახელმწიფოს მიერ შექმნილი კომიტეტის მიერ მის შესწავლამდე, კომიტეტს თავმჯდომარეობდა მოსამართლე ეილინ კენედი. კენედის ანგარიში გამოიცა 1970 წელს, როდესაც რეფორმატორული და ინდუსტრიული სკოლის სისტემა უკვე დაღმასვლას განიცდიდა. რიგი სკოლების დახურვა რეკომენდირებული იყო და არსებობდა შეთავაზებები სხვა ცვლილებების განხორციელების შესახებ. მან დაადგინა, რომ ინსპექტირების სისტემა სრულიად არაეფექტიანი იყო და ურჩია დაწესებულებებს დამოუკიდებელი კანონისმიერი ორგანოს შექმნა, რომელიც უზრუნველყოფდა ბავშვზე ზრუნვის უმაღლესი სტანდარტების დაცვას და იქნებოდა inter alia, სხვა საანგარიშო მექანიზმების ზედამხედველი. რაიანის ანგარიში რეფორმატორულ და ინდუსტრიულ სკოლებზე 1980-იანი წლების ბოლოსა და 1990-იანი წლების დასაწყისში ირლანდიაში საჯაროდ გამომზეურებული რიგი მოვლენებისა და პაექრობის შემდეგ, განსაკუთრებით სამღვდელოების მიერ ბავშვთა მიმართ ძალადობასთან დაკავშირებულ საკითხებზე, პრემიერ-მინისტრმა გამოაქვეყნა შემდეგი წერილობითი მოსაზრება 1999 წლის 11 მაისს:
„სახელმწიფოსა და მისი ყველა მოქალაქის სახელით, მთავრობას სურს უთხრას გულწრფელი და აწ უკვე დაგვიანებული ბოდიში ბავშვების მიმართ ძალადობის მსხვერპლთ ჩვენი ერთობლივი უმოქმედობისათვის, რადგან ვერ შევნიშნეთ მათი ტკივილი და ვერ მივედით მათთან დასახმარებლად.“ მოხდა ბავშვთა მიმართ ძალადობის დადგენის კომისიის შესახებ 2000 წლის კანონის მიღება (ცვლილებები შევიდა 2005 წელს). კომისიამ (შემდგომში ცნობილი როგორც რაიანის კომისია) გამოიძია და ანგარიში წარმოადგინა ბავშვთა მიმართ ძალადობის (მათ შორის სექსუალური ძალადობის) შემთხვევებზე ძირითადად რეფორმატორულ და ინდუსტრიულ სკოლებში. იმის გამო, რომ ამ დროისათვის შედარებით მცირე რაოდენობის რეფორმატორული სკოლა ფუნქციონირებდა, კომისიის საქმიანობა ძირითადად გავრცელდა ინდუსტრიულ სკოლებზე. კომისიის მანდატი ძირითადად მოიცავდა 1930-1970იან წლებს, ანუ ქასენისა და კენედის ანგარიშებს შორის პერიოდს. ცხრა წელზე მეტი ხნის განმავლობაში მოხდა მტკიცებულებების შეგროვება და ჩაიდო დიდტანიან დოკუმენტაციაში, მათ შორის ექსპერტთა მოსაზრებანი და დაახლოებით 1500-ზე მეტი მომჩივნის ჩვენება. „საგამოძიებო კომიტეტმა“ მოისმინა ჩვენებები იმ მოწმეებისაგან, რომელთაც სურდათ საკუთარი ბრალდებების გამოძიება, ხოლო „კონფიდენციალური კომიტეტი“ კი დახურულ კარს მიღმა ახდენდა მოწმეთა ჩვენებების ჩაწერას მიყენებული ძალადობის შედეგად გამოწვეული ტანჯვის შესახებ. ამ უკანასკნელი კომიტეტის მიერ მიღებული ჩვენებების შესახებ, შესაბამისად, მეორე მხარეს არ უდავია. კომისიამ ანგარიში წარმოადგინა 2009 წლის მაისში („რაიანის ანგარიში“). მან დაადგინა, რომ რეფორმატორულ და ინდუსტრიულ სკოლებში საეკლესიო პირთა მიერ ქრონიკული და სასტიკი ფიზიკური, მათ შორის, სექსუალური ძალადობა, ფართოდგავრცელებული გახლდათ. მაშინ როდესაც რელიგიური ხელმძღვანელობა ახერხებდა ძალადობის საქმეების მოგვარებას იმგვარად, რომ დაეცვათ საკუთარი მიმდინარეობა და მოეხდინათ გასაჯაროების საფრთხის მინიმალიზება, ანგარიში ადასტურებდა, რომ იგივე რელიგიური პირები, საერო პირთა მიერ ჩადენილ ძალადობას ატყობინებდნენ პოლიციას. დეპარტამენტის გენერალურმა მდივანმა საგამოძიებო კომიტეტის წინაშე გამოთქვა წუხილი ვალდებულებების დიდწილად შეუსრულებლობის გამო, რომელიც მოიცავდა ბავშვებზე ზრუნვის ჯეროვანების უზრუნველყოფას და ხაზი გაუსვა, რომ დეპარტამენტმა ვერ შეძლო დამაკმაყოფილებელი ზრუნვის განხორციელება. სამღვდელოების მიერ ბავშვებზე ძალადობა იშვიათად მიდიოდა დეპარტამენტის ყურამდე და ის ფაქტები, რომელიც მათთვის ცნობილი ხდებოდა, არ იყო სათანადოდ გამოძიებული. პირველი კარის მე-14 თავი („ბრანდერის თავი“) ეხებოდა „სერიული სექსუალური და ფიზიკური მოძალადის“ კარიერასთან დაკავშირებულ საკითხებს, რომელიც გახლდათ საერო მასწავლებელი დაახლოებით 10 სკოლაში (მათ შორის 6 ეროვნულ სკოლაში) 40 წლის განმავლობაში, და რომელმაც კარიერა დაასრულა 1980 წელს. პენსიაზე გასვლის შემდეგ, მას მსჯავრი დაედო მრავალ მოსწავლეზე სექსუალური ძალადობის გამო. ანგარიში მიუთითებდა, რომ როდესაც მშობლები ცდილობდნენ მისი ქმედების კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენებას 1960-იან და 1970-იან წლებში, მას იცავდა ეპისკოპოსი და სკოლის მმართველ ორგანოს იგი გადაყავდა ერთი სკოლიდან მეორეში. პოლიციამ საჩივრების ირგვლივ მტკიცებულებანი მიიღო 1960-იან წლებში. 1980-იანების დასაწყისში წარმოდგენილი საჩივრები უგულვებელყოფილ იქნა დეპარტამენტის მიერ. მიდგომა, რომელიც დეპარტამენტს ჰქონდა კომისიამდე, გაუმართლებელი გახლავთ იმ დროს მოქმედი სტანდარტებითაც კი. გამოძიება არა მარტო შოკის მომგვრელი იყო, არამედ ასახავდა „სიმარტივეს, რომლითაც სექსუალურ თავდამსხმელებს შეეძლოთ ემოქმედათ სახელმწიფოს საგანმანათლებლო სისტემაში გამოაშკარავებისა თუ სანქციის შიშის გარეშე.“ მესამე ნაწილი წარმოადგენდა კონფიდენციალური კომიტეტის ანგარიშს, რომელმაც მიიღო მტკიცებულებანი 1930-1990 წლების ძალადობის შესახებ 1090 პირისაგან 216 დაწესებულებიდან, რომელიც ძირითადად წარმოადგენდა რეფორმატორულ და ინდუსტრიულ სკოლებს, თუმცა ასევე მოიცავდა ეროვნულ სკოლებსაც. კომიტეტმა მოისმინა 82 ანგარიში ძალადობის შესახებ 70 მოწმისაგან 73 დაწყებითი და საშუალო სკოლიდან: მათმა უმრავლესობამ სკოლა დაამთავრა 1970-იანებში ან მანამდე და მათმა ნახევარმა განაცხადა სექსუალური ძალადობის შესახებ. თანამედროვე ანგარიშები შეტანილი გახლდათ, inter alia პოლიციასა და დეპარტამენტში. რიგმა მოწმემ ხაზი გაუსვა საჯარო ან თვალნათელ სექსუალურ ძალადობას. პირველი თავის მე-4 ნაწილი ეხებოდა დეპარტამენტს, რომელსაც ჰქონდა სამართლებრივი ვალდებულება ბავშვის შესახებ 1908 წლის კანონის მიხედვით იმ ბავშვთა მიმართ, რომლებიც გამწესებულნი გახლდნენ რეფორმატორულ და ინდუსტრიულ სკოლებში. დეპარტამენტს არ გააჩნდა საკმარისი ინფორმაცია იმის გამო, რომ ინსპექცა არაადექვატური გახლდათ. დეპარტამენტის მოხელეებმა იცოდნენ, რომ ადგილი ჰქონდა ძალადობას და უნდა გამოეყენებინათ მათი სამართლებრივი უფლებამოსილებანი შესაბამის სკოლებში ბავშვთა ინტერესების დასაცავად, მათ შორის მმართველის გათავისუფლების ფორმით. თუმცა, დეპარტამენტს არ უცდია განეხორციელებინა ცვლილებები, რომელიც დიდწილად გააუმჯობესებდა დაკავებული ბავშვების ბედს. მართლაც:
„დეპარტამენტის მიერ დაკისრებული ვალდებულების შეუსრულებლობა შესაძლოა განხილულ იქნას როგორც სახელმწიფოს მიერ კონგრეგაციების დომინანტურობისა და მათ მიერ სისტემის ფლობის მდუმარე აღიარება. დეპარტამენტის გენერალურმა მდივანმა აღნიშნა, რომ დეპარტამენტმა გამოამჟღავნა „უკიდურესად დიდი პატივისცემა“ რელიგიური კონგრეგაციების მიმართ. მოცემული პატივისცემა წარმოადგენდა წინაღობას ცვლილებების გზაზე და დასჭირდა დამოუკიდებელი ჩარევა კენედის ანგარიშის სახით, რომელიც განხორციელდა 1970 წელს და რომლითაც დაიწყო უკიდურესად მოძველებული სისტემის დაშლა“. მეხუთე თავი შეიცავდა inter alia ექსპერტთა მოსაზრებების ასლებს. რიგმა მომჩივნებმა ისაუბრეს ირლანდიის ისტორიის უფროს მასწავლებელთან, პროფესორ ფერიტერთან და შეეხნენ იმ მოსაზრებას, რომ სახელმწიფომ პოლიციის დონეზე მხოლოდ 1980-იან წლებში შეიტყო არასრულწლოვანთა მიმართ ფიზიკური ძალადობის შესახებ. კომისიამ, როგორც ანგარიშის დამკვეთმა, მოცემული მოსაზრება დაურთო მისსავე ანგარიშს. პროფესორ ფერიტერის ანგარიშმა რიანის კომისიამდე არსებული მოვლენები ისტორიულ კონტექსტში გადაიყვანა. მან „ქერიგანის ანგარიში“ (1931) მოიხსენია როგორც „გარდამტეხი“ ირლანდიაში სექსუალური დანაშაულის დასჯადობის მასშტაბის შესახებ სრული ინფორმაციის წარმოდგენის გამო. ამასთანავე, მან სისხლის სამართლის სასამართლოთა არქივებიდან ამოიღო და გაანალიზა მოგვიანებითი დასჯადობის სტატისტიკა (1930 -1960იანი წლები). პოლიცია საკმაოდ მონდომებული იყო პედოფილიაში დამნაშავე პირთა დასასჯელად, მაგრამ ის ფაქტი, რომ სექსუალურ დანაშაულთა უმეტესობის შეტყობინება რეალურად არ ხდებოდა, მიუთითებს, რომ ხსენებული დანაშაული სერიოზულ პრობლემას წარმოადგენდა მე-20 საუკუნის ირლანდიაში. მან განაგრძო და აღნიშნა, რომ სისხლის სამართლის სასამართლოთა არქივები ადასტურებდნენ „ გოგონების და ბიჭების მიმართ სექსუალური დანაშაულის მუდმივად მაღალ დონეს“. მოცემულ საქმეთა უმრავლესობა მედიაში არ ხსენებულა, მაგრამ იგი მაინც მიიჩნევს, რომ პოლიციას ამ დანაშაულებების შესახებ ინფორმაცია მაინც ჰქონდა.. მეხუთე თავი, ანგარიშს ურთავს რაიანის კომისიის მიერ დაკვეთილ და ბ-ნი როლინსონის მიერ განხორციელებულ კვლევას სათაურით „რეზიდენტ ბავშვებზე ზრუნვა ინგლისში, 1948-1975: ისტორია და ანგარიში“. მან მიმოიხილა ინგლისის რეზიდენტ სკოლებში არსებული ზრუნვა ბავშვებზე 1948-1975 წლებში. სათაურში „ძალადობა“, ბ-ნმა როლინსონმა მიუთითა, რომ 1980-იანი წლების შუამდე ადგილი ჰქონდა „პროფესიულ თუ ზრდასრულთა არასაკმარის სენსიტიზაციას როგორც სიტყვიერი, ისე ფიზიკური ძალადობის მიმართ“ და რომ „აუცილებელი იყო თავიდან არიდებულიყო მახე და პოტენციური გადაჭარბება“ იმ პერიოდის დღევანდელი სტანდარტებით განსჯისას. რაიანის ანგარიში შეიცავდა რამდენიმე რეკომენდაციას. იგი მნიშვნელოვნად იყო მიჩნეული პირველ რიგში იმის გამო, რომ სახელმწიფო აღიარებდა იმას, რომ ბავშვთა მიმართ ძალადობა ხორციელდებოდა სისტემებისა და პოლიტიკის, მართვისა და იმ ზემდგომი პერსონალის ადმინისტრირების უმოქმედობის გამო, რომელთაც ეხებოდათ რეფორმატორული და ინდუსტრიული სკოლები. რიგი სხვა რეკომენდაციები შემუშავდა ბავშვზე ორიენტირებული სახელმწიფო პოლიტიკისა და სერვისების შემუშავებისა და არსებულის გადახედვის შესახებ, ასევე ანგარიშვალდებულების საკითხები სწორედ იმ ელემენტების ირგვლივ, რომელიც აუცილებელია ადექვატური და დამოუკიდებელი ინსპექტირებისათვის ბავშვთა მისამართით არსებული ყველა და მათ შორის უწინარესად „ბავშვები უპირველეს ყოვლისა: ბავშვთა დაცვისა და კეთილდღეობის ეროვნული სახელმძღვანელო პრინციპების“ სისტემის იმპლემენტაციისას (იხ. პარაგრაფი 89 ქვემოთ). მოგვიანებითი ანგარიშები სექსუალური ძალადობის შესახებ მოგვიანებითმა ოფიციალურმა გამოძიებებმა და ანგარიშებმა გააკრიტიკეს კათოლიკური ეკლესიის პასუხი სამღვდელო პირების მიერ ბავშვთა მიმართ სექსუალური ძალადობის შესახებ ბრალდებებზე. 2005 წლის ფერნსის ანგარიშმა მიუთითა 1962-2002 წლებში ბავშვთა მიმართ ძალადობის 100 საჩივრის შესახებ ფერნის ეპარქიის 21 მღვდლის მისამართით. ანგარიში აკრიტიკებდა ეკლესიის პასუხს, მაგრამ არ მიუთითებდა სახელმწიფო ორგანოების მიმართ საჩივრების წარდგენის შესახებ 1970იან წლებამდე. 2009 წლის მერფის ანგარიში ეხებოდა ეკლესიისა და სახელმწიფოს მიერ 1975-2004 წლებში ბავშვთა მიმართ დუბლინის ეპარქიის სამღვდელოების პირთა მიერ ძალადობის შესახებ საჩივრებზე რეაგირებას. ანგარიში აღნიშნავდა ბავშვთა მიმართ სამღვდელოების მხრიდან სექსუალური ძალადობის ფართო მასშტაბს მოცემულ პერიოდში. მართალია ბავშვთა დაცვის შესახებ კანონმდებლობის საჭიროების აშკარა აღიარება მოხდა 1970-იანი წლების დასაწყისში, მაგრამ საკანონმდებლო რეგულირების გაჭიანურებამ 1990-იან წლებამდე განსაკუთრებული ეპითეტი მიიღო. 1996 წელს ირლანდიის ეპოსკოპოსებმა მიიღოს ჩარჩო დოკუმენტი სათაურით „ ბავშვთა მიმართ სექსუალური ძალადობა: ეკლესიის პასუხის მონახაზი“. 2011 წლის კლოინის ანგარიშმა განიხილა კათოლიკური ეკლესიის ხელისუფლების მიმართ საეკლესიო პირების მიერ სექსუალური ძალადობის ბრალდებების პასუხი მონახაზის მიღების შემდეგ, ანუ მაშინ, როდესაც იგულისხმებოდა, რომ ხსენებულმა ხელისუფლებამ იცოდა პრობლემის მასშტაბის შესახებ და შეეძლო მასზე რეაგირება. ანგარიში უკიდურესად კრიტიკული იყო ეკლესიის პასუხის მიმართ, მათ შორის მოგვიანებითი პერიოდის ანალიზის გათვალისწინებითაც. დამატებითი განვითარებანი ბავშვთა დაცვის საკითხის მიმართ 1991 წლის ნოემბერში დეპარტამენტმა გამოსცა სახელმძღვანელო პრინციპები იმ პროცედურებზე, რომლითაც უნდა მომხდარიყო ბავშვთა მიმართ ძალადობის ბრალდებებისა თუ მის მიმართ ეჭვის შემთხვევებზე რეაგირება (ცირკულარი 16/91). მათი განახლება მოხდა 2001 წელს („ბავშვის დაცვა - სახელმძღვანელო პრინციპები და პროცედურები“) და 2006 წელს („ბავშვთა დაცვის სახელმძღვანელო პრინციპები და პროცედურები დაწყებითი სკოლებისათვის“). 1999 წელს სახელმწიფოს მიერ მიღებულ იქნა პირველი ყოვლისმომცველი დოკუმენტი ბავშვთა დაცვის საკითხზე („ბავშვები უპირველე ყოფლისა: ბავშვთა დაცვისა და კეთილდღეობის ეროვნული სახელმძღვანელო პრინციპები“). მოცემული პრინციპები მიზნად ისახავდნენ ბავშვთა მიმართ ძალადობის დადგენასა და მათზე ანგარიშგების პროცესში დახმარებასა და ბავშვთა და მათი ოჯახებისათვის სერვისის მიმწოდებელ ორგანიზაციათა პროფესიული საქმიანობის გაუმჯობესებას. დოკუმენტი მას შემდეგ განახლდა, მათ შორის ბოლო განახლება შედგა 2011 წელს. სახელმწიფომ გამოაქვეყნა „ბავშვები პირველ რიგში“ ბილი 2012 წელს, სადაც გათვალისწინებულ იქნა ხსენებული სახელმძღვანელო პრინციპების ეფექტიანი იმპლემენტაციის უზრუნველყოფა. 2002 წელს შეიქმნა ბავშვთა ომბუდსმენის სამსახური, რომელიც მიზნად ისახავდა ბავშვთა უფლებების შესახებ საჯარო ცნობიერების ხელშეწყობას. მიღებულ იქნა ახალი და კონკრეტული სისხლის სამართლის დანაშაულები, მათ შორის ბავშვისათვის დაუდევრობით საფრთხის შექმნა (2006 წლის სისხლისსამართლებრივი მართლმსაჯულების შესახებ კანონი, მუხლი 176). შექიმნა სხვადასხვა კომპენსაციის სქემები, რომელიც მიზნად ისახავდა რეფორმატორული და ინდუსტრიული სკოლების ძალადობის მსხვერპლთა მიმართ კომპენსაციის გაცემას. „ბავშვთა უფლებების“ 2012 წლის რეფერენდუმის შედეგად მიღებულ იქნა კონსტიტუციის 31-ე შესწორება, რომელიც ითვალისწინებდა ბავშვის უფლებებისა და დაცვის 42-ე მუხლში დებულების დამატებას. მოცემული დროისათვის ცვლილება ძალაში ჯერ არ შესულა. შესაბამისი საერთაშორისო სამართალი და პრაქტიკა
ა. ევროპის საბჭო ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ (PACE) ბავშვთა დაცვის შესახებ პირველი რეკომენდაცია მიიღო 1969 წელს 561-ე რეკომენდაციის ფარგლებში, სათაურით არასრულწლოვანთა დაცვა არაჯეროვანი მოპყრობისაგან. მართალია იგი უწინარესად ეხებოდა ბავშვთა დაცვას შინ ცემისაგან, იგი სახელმწიფოს რეკომენდაციას აძლევდა „მიეღო ყველა აუცილებელი ზომა რათა უზრუნველეყო შესაბამისი სამინისტროებისა და დეპარტამენტების მიერ იმის ცოდნა თუ რა მოცულობითა და მასშტაბით იდგა ბავშვთა წინაშე ფიზიკური თუ გონებრივი სისასტიკის საფრთხე“ და შემდეგ „მოეთხოვა იმ ორგანოსათვის, რომელიც პასუხისმგებელი იყო არაჯეროვან მოპყრობას დაქვემდებარებულ ბავშვებზე ზრუნვაზე, შესაძლებლობის ფარგლებში მოეხდინა კერძო ორგანიზაციების საქმიანობათა კოორდინირება“.მინისტრთა კომიტეტის რეკომენდაცია N. რ(79)17 ბავშვთა არაჯეროვანი მოპყრობისაგან დაცვის შსახებ ეფუძნება PACE-ს რეკომენდაციას: მთავრობები ვალდებულნი არიან მიიღონ ყველა აუცილებელი ზომა რათა უზრუნველყონ ძალადობას დაქვემდებარებულ ბავშვთა უსაფრთხოება „როდესაც ძალადობა გამოწვეულია ბავშვზე ზრუნვის ვალდებულების მქონე პირთა ან მათზე დროებითი ან მუდმივი კონტროლის მქონე პირთა მოქმედებითა თუ უმოქმედობით.“ 1961 წლის ევროპული სოცილური ქარტია მე-7 მუხლში აღნიშნავს, რომ ბავშვებსა და ახალგაზრდებს უფლება აქვთ ისარგებლონ სპეციალური დაცვით მათ წინაშე არსებული ფიზიკური და მორალური საფრთხისაგან.
ბ. გაერთიანებული ერების ორგანიზაცია ბავშვის უფლებების ჟენევის დეკლარაცია მიღებულ იქნა ერთა ლიგის მიერ 1924 წელს და ხაზს უსვამდა პრეამბულაში ხუთ დაცვით პრინციპს, რომელიც კაციობრიობას ანგარიშვალდებულს ხდიდა ბავშვების „საუკეთესო რაც აბადია“ მიმართ. 1959 წელს, ერთხმად გაეროს გენერალურმა ასამბლეამ მიიღო ბავშვთა უფლებების დაცვის შესახებ დეკლარაცია, რომელიც განავრცობდა 1924 წლის დეკლარაციას. ხსენებული 1959 წლის დეკლარაცია შესავალში მიუთითებს ზოგად პრინციპს, რომ ბავშვი, მისი ფიზიკური და გონებრივი უმწიფარობის გამო, საჭიროებს სპეციალურ გარანტიებსა და დაცვას. მე-2 პრინციპი აღნიშნავს, რომ ბავშვი სარგებლობს სპეციალური დაცვით და უნდა ჰქონდეს საშუალებანი და შესაძლებლობანი განვითარდეს ფიზიკურად, გონებრივად, მორალურად, სულიერად და სოციალურად ჯანმრთელ და ნორმალურ გარემოში, თავისუფლებისა და ღირსების გრძნობით, ისე, რომ ბავშვის ინტერესები ყოველთვის უპირველეს ადგილზე იდგეს. მე-8 პრინციპი მიუთითებს, რომ ბავშვი ყველა ვითარებაში პირველი უნდა იღებდეს დაცვასა და დახმარებას, ხოლო მე-9 პრინციპი კი აღნიშნავს, რომ ბავშვი დაცული უნდა იყოს უგულვებელყოფის, სისასტიკისა და ექსპლუატაციის ყველა ფორმისაგან. 1948 წლის ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია შეიცავს ორ მუხლს, რომელიც პირდაპირ ვრცელდება ბავშვებზე - მუხლი 25 სპეციალური ზრუნვისა და დახმარების შესახებ და მუხლი 26 უფასო დაწყებითი განათლების უფლების შესახებ - და ამასთანავე ჩამოთვლის ადამიანის უფლებებს, რომელიც ვრცელდება ყველა ადამიანზე, მათ შორის უფლებას არ დაექვემდებარო სასტიკ, არაადამიანურ ან დამამცირებელ მოპყრობას. სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების საერთაშორისო პაქტის 24-ე მუხლი ადგენს, რომ „ყველა ბავშვს, დისკრიმინაციის გარეშე ... აქვს ოჯახის, საზოგადოებისა და სახელმწიფოს მიერ დაცვის უფლება, რომელიც გამომდინარეობს მისი, როგორც არასრულწლოვანის სტატუსიდან“. ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტისმე-2 მუხლი სახელმწიფოს ავალდებულებს მიიღოს ზომები, მათ შორის საკანონმდებლო, რათა პროგრესულად განახორციელოს პაქტით დაცული უფლებები. მისი მე-10 მუხლი თანმიმდევრულად ჩამოთვლის დაცვისა და დახმარების იმ სპეციალურ ზომებს, რომლებიც მიღებულ უნდა იქნას ახალგაზრდებისათვის. მე-12 მუხლი ეხება ყველა ადამიანის უფლებას „ისარგებლოს ფიზიკური და მორალური ჯანმრთელობის უმაღლესი მიღწევადი სტანდარტით“ და ითვალისწინებს კონკრეტულ დებულებებს რომლის მიხედვითაც წევრ სახელმწიფოები ვალდაებულნი არიან მიიღონ ზომები ბავშვთათვის ჯანმრთელი განვითარების უზრუნველსაყოფად. ორივე პაქტი ხელმოსაწერად გაიხსნა 1966 წელს და ირლანდიის მიერ ხელმოწერილი და რატიფიცირებულ იქნა 1973 და 1989 წლებში. ბავშვთა უფლებების შესახებ 1989 წლის კონვენციის შესავალი მოიხმობს inter alia ბავშვთა დაცვის 1924 და 1959 წლის დეკლარაციების, ადამიანის უფლებათა დეკლარაციისა და სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების პაქტის სხვადასხვა დებულებებს. მე-19 მუხლი აღნიშნავს, რომ სახელმწიფო ვალდებულია დაიცვას ბავშვი არაჯეროვანი მოპყრობისაგან როგორც მშობლების, ისე მათზე ზრუნვის ვალდებულების მქონე სხვა პირებისაგან და ადგენს შესაფერის სოციალურ პროგრამებს, რათა თავიდან იქნას აცილებული ძალადობა და მოხდეს მსხვერპლთა მკურნალობა.
სამართალი მომჩივანი აცხადებდა, რომ სახელმწიფომ არ დაიცვა იგი ეროვნულ სკოლაში მასწავლებლის მხრიდან სექსუალური ძალადობისაგან და რომ მას არ გააჩნდა სამართლებრივი დაცვის ეფექტიანი საშუალება სახელმწიფოს მიმართ. მან მოიხმო კონვენციის მე-3 (დამოუკიდებლად და მე-13 მუხლთან ერთობლიობაში) და მე-8 მუხლები და პირველი ოქმის მე-2 მუხლი, დამოუკიდებლად და კონვენციის მე-14 მუხლთან ერთობლიობაში.
...
II. კონვენციის მე-3 მუხლის არსებითი ნაწილის სავარაუდო დარღვევა კონვენციის მე-3 მუხლი აღნიშნავს შემდეგს:
„არავინ შეიძლება დაექვემდებაროს წამებას ან არაადამიანურ ან დამამცირებელ მოპყრობას ან სასჯელს.“
ა. მხარეთა არგუმენტები მომჩივანი მომჩივნის მთავარი საჩივარი გახლდათ ის, რომ სახელმწიფომ, მე-3 მუხლით დადგენილი პოზიტიური ვალდებულების დარღვევით, ვერ მოახერხა შესაბამისი სამართლებრივი გარემოს შექმნა ბავშვების დასაცავად სექსუალური ძალადობსიაგან, იმ საფრთხისაგან, რომლის არსებობის შესახებაც მან იცოდა ან უნდა სცოდნოდა და მაშინ, როდესაც სამართლებრივი გარემო იქნებოდა სახელმწიფოს მიერ ეროვნული სკოლების უმართავობის საპირწონე კონტროლი. ამასთანავე, არ არსებობდა ნათელი თუ ადექვატური სამართლებრივი ვალდებულებანი და სახელმძღვანელო პრინციპები შესაბამისი მონაწილე მხარეების მიმართ რათა უზრუნველყოფილიყო მათი მხრიდან ბავშვებისადმი მოპყრობის ეფექტიანი მონიტორინგი და არასათანადო მოპყრობის, მათ შორის ძალადობის შემთხვევებისას, საჩივრებზე სათანადო ყურადღების მიქცევა. მე-3 და მე-8 მუხლები, ისევე როგორც პირველი ოქმის მე-2 მუხლი ერთობლიობაში სახელმწიფოს აკისრებს ვალდებულებას ისე მოახდინოს საგანმანათლებლო სისტემის ორგანიზება, რომ უზრუნველჰყოს ბავშვთა დაცვის ვალდებულების შესრულება, ვალდებულებისა რომელიც გამომდინარეობდა, თუმცა პირდაპირ არ იყო მოთხოვნილი, კონსტიტუციის 42-ე მუხლით. განათლება, როგორც ყველა განვითარებულ დემოკრატიაში, გახლდათ ეროვნული ვალდებულება (McEneaney and Crowley, ციტირებული ზემოთ). კონსტიტუციის 42-ე მუხლი იძლეოდა ნებართვას და ავალდებულებდა სახელმწიფოს თავად მოეხდინათ განათლების მიწოდება. იმ შემთხვევაში, თუკი სახელმწიფო მოცემულ ვალდებულებას გადაანდობდა სხვა, არასახელმწიფოებრივ ერთეულს, ეროვნული სკოლის მოდელის შემთხვევაში უნდა მომხდარიყო ბავშვის დაცვის რეგულაციების გათვალისწინება. ნებისმიერ შემთხვევაში, სახელმწიფო ვერ აიცილებს კონვენციურ დაცვის ვალდებულებას დაწყებითი განათლების კერძო ერთეულისადმი გადაცემის გზით (Costello-Roberts v. the United Kingdom). დაბოლოს, სახელმწიფო ვერ გაიმართლებდა თავს იმის მითითებით, რომ მომჩივანს გააჩნდა სხვა საგანმანათლებო ოფციები, რადგან მას ამგვარი საშუალება არ ჰქონია. მომჩივანი დაეფუძნა გარკვეულ მასალებს, მათ შორის ქერიგენისა და რაიანის ანგარიშებს რათა განევრცო მისი არგუმენტი მასზედ, რომ სახელმწიფომ იცოდა ან უნდა სცოდნოდა ეროვნულ სკოლებში ბავშვთა მიმართ ძალადობის საფრთხეების შესახებ. მან ხაზი გაუსვა, რომ რაიანის ანგარიში გამოქვეყნდა 9 წლიანი გამოძიებისა და მის სამოქალაქო საქმეზე უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ. მან ასევე აღნიშნა, რომ სახელმწიფომ იცოდა ან უნდა სცოდნოდა, რომ შესაბამისი დაცვითი ზომები, მათ შორის ადექვატური მონიტორინგისა და ანგარიშგების მექანიზმები არ არსებობდა მსგავსი ძალადობის თავიდან ასაცილებლად. მოკლედ, მან აღნიშნა, რომ ეროვნულ სკოლებში მოსწავლეთა მიმართ ძალადობას ხელს უწყობდა დაწყებითი განათლების ეროვნული სკოლების მოდელი და სექსუალური ძალადობის პრევენციისა და აღმოჩენის, ისევე როგორც მისგან დაცვის ეფექტიანი ზომების მიუღებლობა. ზომები, რომელსაც მთავრობა ეფუძნებოდა არაადექვატური იყო და, მართლაც, მომჩივანი მიიჩნევდა, რომ წარმოადგენდა სახელმწიფოს მხრიდან კონტროლის არარსებობას. 1965 წლის წესები და ცირკულარები არ წარმოადგენდა არც პირველად და არც დამატებით საკანონმდებლო ბაზას, მათი სამართლებრივი საფუძველი გაურკვეველი გახლდათ, იყო იმდენად დიდი რაოდენობითა და ისეთი ურთიერთგადამფარველი, რომ რთული იყო იმის განსაზღვრა თუ რომელი მათგანი იყო ძალაში და რომ ეს უკანასკნელნი არც საზოგადოებისათვის ხელმისაწვდომი გახლდნენ. ნებისმიერ შემთხვევაში, მოცემული წესები და ცირკულარები არ იყო ეფექტიანი: არ არსებობდა არანაიდი მითითება სექსუალურ ძალადობაზე, არც ძალადობის შემთხვევაში საჩივრის პროცედურა იყო გაწერილი და არც მონიტორინგის, გამოძიებისა და სახელმწიფო ორგანოს წინაშე მოხსენების სავალდებულო მოთხოვნა არსებობდა. მშობელთა საკონტაქტო პირად რჩებოდა მმართველი. მიუხედავად იმისა, მოხდებოდა თუ არა საჩივრის სახელმწიფოს წინაშე წარდგენა, ეფექტიანი დადგენისა და გასაჩივრების პროცედურის არარსებობა იმას მიუთითებდა, რომ სახელმწიფომდე საჩივრები არ მიდიოდა. მომჩივანი ასევე მიიჩნევდა, რომ ინსპექტირების სისტემას შეეძლო, მაგრამ არ იცავდა ბავშვებს ძალადობსიაგან. იგი იმგვარად იყო შექმნილი, რომ უზრუნველეყო სწავლების ხარისხი და არა რათა ეკონტროლებინა მასწავლებელთა ქცევა ან მიეღო ძალადობის შესახებ საჩივრები. შესაბამისად, მშობლები სავალდებულოდ თვლიდნენ მმართველის წინაშე ჩივილს, და მართლაც, 1970 წლის 6 მაისი სახელმძღვანელო ნოტის მიხედვით, მათ სწორედ ასე მოქცევა ევალდებოდათ. არ არსებობდა ურთიერთობა ინსპექტორსა და მშობლებს შორის, არც პრინციპის დონეზე და არც პრაქტიკაში, ისევე, როგორც არც ერთი გაიდლაინისა თუ ცირკულარის მიხედვით არ იყო განსაზღვრული კონტაქტის დამყარება მშობლებსა და ინსპექტორებს შორის. სახელმწიფო ინსპქტირების სისტემის არაადექვატურობა, მომჩივნის აზრით, inter alia გაჟღერდა რაიანის ანგარიშში, სადაც მას შემდეგ ურთიერთშედარება განხორციელდა ბავშვთა დაცვის მრავალ სახელმძღვანელო პრინციპთან და მოცემული საქმის ფაქტებთან. ამ უკანასკნელის მხრივ, აღსანიშნავია, რომ 1960-იანი წლების შუიდან დანდეროუს ეროვნულ სკოლაში „ლჰ“ მიერ ძალადობა განხორციელდა 400 შემთხვევაში და არავის უჩივლია ინსპქტორის წინაშე. უფრო ზოგადად, მომჩივანმა ხაზი გაუსვა სახელმწიფოს მიერ ეროვნული სამართალწარმოებისას წარმოდგენილ არგუმენტაციას - სადაც იგი აცხადებდა რომ არ გააჩნდა კონტროლი, ცოდნა და ფუნქცია სკოლების მართვაში, მასწავლებლების ქცევისა და გადახრების მიმართ და სადაც იგი სრულ პასუხისმგებლობას პატრონებს/მმართველებს აკისრებდა, ხოლო ადამიანის უფლებათა სასამართლოს წინაშე კი აცხადებდა, რომ არსებობდა ნათელი სამართლებრივი საფუძვლები სახელმწიფოს მიერ დაცვის უზრუნველსაყოფად. დაბოლოს, კაუზალური ტესტი დადგინდა საქმეში E. and Others v. the United Kingdom, ციტირებული ზემოთ, §§ 98-100. მომჩივანმა აღნიშნა, რომ არსებობდა ეფექტიანი ანგარიშგების მექანიზმი, 1971 წელს საჩივარი რომ ყოფილიყო წარმოდგენილი, „რეალური შანსი“ იარსებებდა იმისა, რომ 1973 წლის ძალადობა აღარ მომხდარიყო. მთავრობა მთავრობამ გაიმეორა უზენაესი სასამართლოს მიერ ირლანდიის დაწყებითი განათლების სისტემის განვითარებისა და სტრუქტურის აღწერა და დასძინა, რომ მოცემული სისტემა უკვე არსებობდა ირლანდიის სახელმწიფოს შექმნის მომენტისათვის 1922 წელს და შენარჩუნებულ იქნა 1937 წელს, ირლანდიის კონსტიტუციის 42-ე მუხლის ძალაში შესვლის შემდეგაც. შესაბამისად, დანდეროუს ეროვნული სკოლა ეკუთვნოდა, იმართებოდა და ექვემდებარებოდა კათოლიკურ ეკლესიასა და მის წარმომადგენლებს. „ლჰ“ არ იყო სახელმწიფო მოხელე არამედ იყო დაქირავებული მმართველი, რომელიც მართავდა სკოლას პატრონის სახელითა და უფლებამოსილებით. აღნიშნული მომენტი არ წარმოადგენდა ტექნიკურ ბიუროკრატიულ განსხვავებას, არამედ იყო სკოლის საკუთრებისა და მართვის რეალური „დათმობა“ დენომინაციებისათვის. მოცემული განაწილება მისაღები გახლდათ როგორც უმრავლესობა, ისე უმცირესობა დენომინაციებისათვის, ასახავდა ირლანდიელი ხალხის ნებასა და ადამიანის უფლებათა სასამართლოს ფუნქცია არ გახლავთ შეცვალოს ის ურთიერთობები, რომელიც წარმოადგენდა ირლანდიის დაწყებითი სკოლების სისტემის მნიშვნელოვან ნაწილს. მოსაზრება, რომ დაწყებითი განათლება იყო ეროვნული დაწესებულება რომელსაც განვითარებულ დემოკრატიულ სახელმწიფოში სრულიად უნდა მართავდეს სახელმწიფო, გამომდინარეობა გარკვეული იდეოლოგიური ხედვიდან, რომელსაც სრულად არ იზიარებდა ყველა ხელშემკვრელი სახელმწიფო, მათ შორის არც ირლანდია. მთავრობა ხაზს უსვამდა, რომ კანონმდებლობა არ ავალდებულებდა ბავშვს ესწავლა ეროვნულ სკოლაში, რადგან კანონმდებლობა ითვალისწინებდა სხვა სასწავლო ვარიანტებსაც. რაც შეეხება არსებით საჩივარს მე-3 მუხლით დაცვის არარსებობის შესახებ, მთავრობა დავობდა, რომ სახელმწიფოს პასუხისმგებლობას ადგილი არ ჰქონდა. საქმე Van der Mussele v. Belgium (23 ნოემბერი 1983, Series A no. 70) განსხვავებული გარემოებების მქონე გახლდათ, რადაგან იქ არ არსებობდა 1 ოქმის მე-2 მუხლით დაკისრებული ვალდებულებების „გადაცემა“ იმის გამო, რომ ეს უკანასკნელი სახელმწიფოებისაგან მოითხოვდა, რომ არავის მიეღო უარი განათლებაზე. Costello Roberts საქმე განსხვავებული გახლდათ იმის გამო, რომ ფიზიკური სასჯელი წარმოადგენდა დისციპლინური სისტემის ნაწილს და განათლების ფარგლებში, „ლჰ“ ქმედება იყო მასწავლებლის როლის „სრული უგულვებელყოფა“. სახელმწიფოს პასუხისმგებლობა სისხლის სამართლებრივი დანაშაულებისათვის, რომელიც არ უკავშირდებოდა კონვენციური უფლების დაცვასთან იზღუდებოდა დაცვის ვალდებულებით (Osman v. the United Kingdom, 28 ოქტომბერი 1998, Reports 1998‑VIII) და შესაბამისად არ არსებობდა მტკიცებულება, რომ სახელმწიფომ იცოდა ან უნდა სცოდნოდა, რომ 1973 წელს არსებობდა მოსწავლის მიმართ „ლჰ“ მიერ ძალადობის რეალური საფრთხე. რაც შეეხება იმას, თუ რა იცოდა რეალურად სახელმწიფომ, მთავრობამ აღნიშნა, რომ არც წარმოდგენილი დოკუმენტები და არც დანდეროუს ეროვნული სკოლის ინსპექტირების შედეგად ამოღებული და უზენაესი სასამართლოსათვის წარდგენილი მასალა არ მიუთითებდა, რომ სახელმწიფო მოხელეებმა მიიღეს რაიმე ტიპის საჩივარი „ლჰ“ მოქმედებების შესახებ. ვერც იმის თქმა შეიძლებოდა, რომ სახელმწიფოს უნდა სცოდნოდა 1970-იან წლებში ეროვნულ სკოლებში მასწავლებლების მიერ ბავშვებისადმი სექსუალური ძალადობის საფრთხეების შესახებ. უმნიშვნელოვანესი გახლავთ საკითხი შეფასდეს სახელმწიფოს კონსტრუქციული ცოდნის გათვალისწინებით, წინდაუხედავობის გარეშე: 1973 წელს ბავშვთა მიმართ ძალადობის საფრთხის შესახებ ცოდნა თითქმის არ არსებობდა და 1970-იან წლებზე დღეისათვის არსებული ცოდნისა და სტანდარტების გამოყენება რეტროსპექტიულად დაუშვებელია. მთავარი შეკითხვა შემდეგი გახლავთ - რამდენად უნდა სცოდნოდა სახელმწიფოს ირლანდიაში, 1970-იან წლებში მასწავლებლების მხრიდან ბავშვებისადმი სექსუალური ძალადობის საფრთხის შესახებ, რაზეც პასუხი ნეგატიური გახლავთ. მთავრობამ ხაზი გაუსვა ჯ. ჰარდიმანის მოსაზრებას 1970იან წლებში არსებული განსხვავებული სულისკვეთების შესახებ, რაც განმარტავს იმას, თუ რატომ არ წარადგინა იმ დროს არცერთმა მშობელმა საჩივარი სახელმწიფო ორგანოების წინაშე. მთავრობა ასევე დაეყრდნო კვლევას სათაურით „რეზიდენტ ბავშვებზე ზრუნვა ინგლისში 1948-1975: ისტორია და ანგარიში“, რომელიც თან ერთვოდა რაიანის ანგარიშს. მომჩივანს თავად არ წარმოუდგენია არანაირი მტკიცებულება ეროვნული სასამართლოების წინაშე 1970-იან წლებში არსებული საფრთხის ცოდნის მასშტაბის დასადასტურებლად და მართლაც, მისივე ექსპერტი (პროფესორი ფერგიუსონი) მიიჩნევდა, რომ არ არსებობდა მტკიცებულება, რომელიც გაამყარებდა პრევენციული სტრატეგიების საჭიროებას 1970-იან წლებში. ქერიგენის ანგარიშიც არ იყო მომჩივნისათვის სასარგებლო: მართალია იგი შეიცავდა გარკვეულ ინფორმაციას მომეტებული სექსუალური დანაშაულების შესახებ და მიუთითებდა, რომ პოლიცია აქტიურად ახორციელებდა დევნას ახალგაზრდა გოგონების წინააღმდეგ დანაშაულის ჩადენაში ბრალდებული პირების მიმართ, არ არსებობდა არანაირი მტკიცებულება გვევარაუდა, რომ გოგონები საფრთხის წინაშე იყვნენ სკოლაში და რომ ამ საფრთხეს მასწავლებლები წარმოადგენდნენ. მთავრობა დაეთანხმა, რომ დეპარტამენტმა, მართლაც, არაჯეროვნად განიხილა ბ-ნი ბრანდერის შესახებ საჩივარი, თუმცა, ვერავინ დაავალდებულებდა სახელმწიფოს ეს კონკრეტული ინფორმაცია განევრცო და ევარაუდა, რომ 1970-იან წლებში ბავშვები სკოლებში ზოგადად სექსუალური ძალადობის საფრთხის წინაშე იმყოფებოდნენ. მას შემდეგ რაც სახელმწიფომ შეიტყო და გაიაზრა საკითხები, მან შემიოღო კიდეც შესაბამისი სახელმძღვანელო პრინციპები. ნებისმიერ შემთხვევაში, ეროვნული კანონმდებლობა მოიცავდა ეფექტიანი დაცვის მექანიზმებს, რომელიც აბალანსებდა ნებისმიერ იმ საფრთხეს, რომელიც შესაძლოა არსებულიყო იმ დროს. „ლჰ“ ქმედებები გახლდათ სისხლისსამართლებრივად დასჯადი დანაშაულები და როგროც კი საჩივრები წარდგენილ იქნა პოლიციის წინაშე 1990-იანი წლების შუაში, სრულფასოვანი სისხლისსამართლებრივი გამოძიება განხორციელდა, რასაც მოყვა „ლჰ“ მსჯავრდება და დაპატიმრება. დელიქტური სამოქალაქო სამართალი აყალიბებს „ლჰ“ და რელიგიური ხელისუფლების წინააღმდეგ სამოქალაქო საჩივრის წარმოების საფუძვლებს. 1965 წლის წესებიც ადგენდა დაცვის პრინციპებს. მოცემული წესები გახლდათ სამართლებრივი ვალდებულებანი, რომელიც აშკარად ვრცელდებოდა მასწავლებელზე და მმართველზე და რომელიც ნათლად განსაზღვრავდა თუ როგორ უნდა მომხდარიყო საჩივრის შეტანა და მიყოლა. მთავრობა ეფუძნებოდა უმეტესწილად 121-ე და 130-ე წესებს, რომელიც ადგენდა მასწავლებელთა ქცევის სტანდარტებს; ასევე 108-ე წესს და 1970 წლის 6 მაისის სახელმძღვანელო კომენტარს იმ მასწავლებლებთან ურთიერთობის განსასაზღვრად, რომლებიც არ იქცეოდნენ ჯეროვნად. ამასთანავე, ინსპექტორის როლი inter alia მოიცავდა მინისტრისათვის ანგარიშის წარდგენას სისტემის ხარისხის შესახებ, მათ შორის, უნდა აღნიშნულიყო თუ რამდენად და როგორ ხდებოდა 1965 წლის წესების დაცვა და რამდენად იყო „განათლების სათანადო სტანდარტი“ დაცული ყველა დაწყებით სკოლაში. ყოველივე აღნიშნულთან ერთად, მმართველს, მასწავლებელსა და მშობელს ეკისრებოდა ბავშვების დაცვის ვალდებულება და ნებისმიერ მათგანს შეეძლო, მაგრამ არ წარმოუდგენია მომჩივნის საქმეზე საჩივარი ინსპექტორის, მინისტრის, დეპარტამენტისა თუ პოლიციის წინაშე. მსგავსი საჩივარი წარმოდგენილი რომ ყოფილიყო, გამოიწვევდა შესაბამისი ძიების დაწყებას და სათანადო სანქციის დადგენას, მაგალითად, მინისტრის მიერ მასწავლებლის ლიცენზიის გამოხმობას. რეალური პრობლემა გახლათ ის, რომ არ მომხდარა არსებული პროცედურის გამოყენება: „ლჰ“ შესახებ ადრინდელი საჩივარი წარდგენილ იქნა მმართელის და არა სახელმწიფო ორგანოს წინაშე. მოკლედ, მთავრობა დავობდა, რომ იმ დროისათვის არსებობდა გარანტიები, რომელიც შეესაბამებოდა ნებისმიერ იმ საფრთხეს, რომლის შესახებაც სახელმწიფოს უნდა სცოდნოდა 1970-იანი წლების გადასახედიდან შეფასებისას და დღევანდელი ცოდნისა თუ 40 წლიანი კონტექსტისათვის ამჟამინდელი სტანდარტის გამოყენების გარეშე.
ბ. მესამე მხარეთა არგუმენტები ირლანდიის ადამიანის უფლებათა კომისია („კომისია“) კომისია შეიქმნა 2000 წელს და მისი წესდების მიხედვით იგი მიზნად ისახავს ადამიანის უფლებების ხელშეწყობასა და დაცვას ირლანდიაში და საწყისებს იღებს 1998 წლის წითელი პარასკევის შეთანხმებიდან. იგი სასამართლოს წინაშე აქამდეც ყოფილა მესამე მხარედ ჩართული სხვა საქმეებში. კომისიამ, inter alia, აღნიშნა, რომ მე-3 მუხლით აკრძალული მოპყრობის პრევენციის პოზიტიური ვალდებულება, მათ შორის ზოგადი ვალდებულება იმგვარად იყოს დაწყებითი განათლების სისტემა ორგანიზებული, რომ უზრუნველყოფილ იქნას ბავშვთა დაცვა, სახელმწიფოს მაინც ეკისრება მიუხედავად იმისა, გადასცა თუ არა საჯარო მომსახურების ვალდებულება კერძო ორგანოს. ამ კონტექსტში კომისიამ მიიჩნია, რომ მნიშვნელოვან იყო იმის გარკვევა თუ რამდენად შეინარჩუნა სახელმწიფომ მის მიერ დაფინანსებულ ეროვნულ სკოლებზე საკმარისი კონტროლი რათა უზრუნველეყო კონვენციური უფლებების დაცვა. 1965 წლის წესების სამართლებრივი სტატუსი ბუნდოვანი გახლდათ. წესები გაურკვევლად განსაზღვრავდნენ ინსპექტორის როლს მასწავლებლის ქცევის შეფასებისას და, მართალია წესები ეხებოდა მასწავლებლების „არაჯეროვან ქცევას“, ეს უკანასკნელი ტერმინი არ განიმარტებოდა მის მიერ და არც პროცედურა იყო განსაზღვრული თუ როგორ მომხდარიყო მასზე რეაირება. იმის გამო, რომ კერძო სკოლები და შინ სწავლება არ იყო ირლანდიელი მშობლების უდიდესი უმრავლესობისათვის ხელმისაწვდომი ალტერნატივა, დაწყებით განათლების სავალდებულოობა მშობლებს ავალდებულებდა ბავშვების ეროვნულ სკოლებში მიყვანას, მოცემული ვალდებულების დარღვევა კი იწვევდა სისხლისსამართლებრივ წარმოებას, ჯარიმებსა და ბავშვებზე ზრუნვის ჩამორთმევასაც კი. ანუ, ტიპიურ ეროვნულ სკოლაში, სადაც ირლანდიელ ბავშვთა უმრავლესობა სავალდებულოდ დადიოდა, სკოლის მენეჯმენტს არ გააჩნდა ან ჰქონდა მცირე სახელმძღვანელო პრინციპები თუ როგორ ემოქმედათ ძალადობის შესახებ ბრალდებებისა თუ ეჭვის გაჩენის შემთხვევაში, სკოლებს არ გააჩნდათ ამგვარი შემთხვევების დეპარტამენტისა თუ პოლიციისათვის შეტყობინების ვალდებულება, სოციალურ სამსახურს არ გააჩნდა მსგავს ბრალდებებსა თუ ეჭვებზე რეაგირების სათანადო უფლებამოსილება, ხოლო ბავშვებსა და მათ მშობლებს კი უჭირდათ ამგვარი საჩივრების წარმოდგენა. კანონისა და სამართლის ევროპული ცენტრი („ცენტრი“) „ცენტრმა“ აღნიშნა რომ გახლდათ არასამთავრობო ორგანიზაცია, რომლის ძირითადი მიზანიც გახლდათ რელიგიური თავისუფლების დაცვა. იგი მესამე მხარედ იყო წარმოდგენილი სასამართლოს წინაშე სხვა საქმეებში. „ცენტრმა“ აქცენტი გააკეთა იმ საკითხის განხილვაზე, თუ რამდაენად შეიძლება მიჩნეულ იქნეს სახელმწიფო „ლჰ“-ს მიერ მომჩივნის მიმართ ძალადობაზე პასუხისმგებლად. „ცენტრმა“ აღნიშნა, რომ საგანმანათლებო სისტემის შექმნიდან მოყოლებული სახელმწიფოს როლი შეზღუდული იყო დაფინანსებითა და სილაბუსისა და სწავლების ხარისხის კონტროლით. სისტემას არ შეუქმნია იერარქიული კავშირი სახელმწიფოსა და სკოლას/მასწავლებელს შორის და, არც სამართლებრივი ვალდებულება არსებობს რომელიც სკოლას დაავალდებულებს ინფორმირებული იყოლოის სახელმწიფო. არც 1 ოქმის მე-2 მუხლი უწესებს სახელმწიფოს ვალდებულებას უშუალოდ მოახდინოს სკოლების ადმინისტრირება, მათ შორის ყველა დისციპლინური საკითხის მართვის ჩათვლით. რაც შეეხება იმას, თუ რამდენად დააკმაყოფილა სახელმწიფომ მე-3 მუხლით აკრძალული მოპყრობის თავიდან აცილების პოზიტიური ვალდებულება, „ცენტრმა“ აღნიშნა, რომ იგი არ მიიჩნევს რომ სახელმწიფოს ეკისრებოდ ამგვარი ზომების მიღების ვალდებულება, რადგან 1970-იანი წლების დასაწყისიდან მოყოლებული არსებობდა სისხლისა და სამოქალაქო სამართლით გათვალისწინებული სამართალწარმოების პრინციპები, რომელიც ვრცელდებოდა მსგავს შემთხვევებზე. იმის გამო, რომ სახელმწიფოს არც ეროვნული კანონმდებლობითა და არც კონვენციით არ ეკისრებოდა დაწყებითი განათლების ყოველდღიური მართვის ვალდებულება, სახელმწიფო არ იყო პასუხისმგებელი დაწყებითი სკოლის მასწავლებლის მოქმედებებზე. იმაზე აპელირება, რომ სახელმწიფო პასუხისმგებელია მასწავლებლის მოქმედებების თავიდან აცილებაზე, წარმოადგენს პირდაპირი პასუხისმგებლობის დაკისრებას. სკოლათა მართვის კერძო და დენომინაციური ბუნება არასდროს წარმოადგენდა წინაღობას ძალადობის პრევენციისათვის და არასდროს გამორიცხავდა შესაბამისი კანონის გამოყენებას.
გ. სასამართლოს შეფასება წინამდებარე საქმეში განხილულ ფაქტებს ადგილი ჰქონდა 1973 წელს. სასამართლო ვალდებულია, როგორც მთავრობამ აღნიშნა კიდეც, შეაფასოს სახელმწიფოს შესაბამისი ვალდებულებანი 1973 წელს არსებული ფაქტებისა და სტანდარტების გათვალისწინებით და უგულვებელჰყოს საგანმანათლებლო სფეროში ბავშვთა მიმართ სექსუალური ძალადობის საფრთხის მიმართ საზოგადოების დღეისათვის არსებული სიფრთხილე, რაც მიღწეულ იქნა ბოლოდროს საზოგადოების მიერ, მათ შორის ირლანდიის შემთხვევიდან გამომდინარე, საჯარო დისკუსიით მოცემულ საკითხზე (პარაგრაფები 73-88 ზემოთ). სახელმწიფოს შესაბამისი პოზიტიური ვალდებულება სასამართლო იმეორებს, რომ მე-3 მუხლი ეხება დემოკრატიული საზოგადოების ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ღირებულებას. იგი უპირობოდ კრძალავს წამებას, არაადამიანურ ან დამამცირებელ მოპყრობას ან სასჯელს. კონვენციის 1-ლი მუხლით მაღალ ხელშემკვრელ მხარეებზე დაკისრებული ვალდებულება, საკუთარ ტერიტორიაზე ყველა უზრუნველყონ კონვენციით დადგენილი უფლებებითა და თავისუფლებებით, რომელიც მე-3 მუხლთან ერთობლიობაში, სახელმწიფოსაგან მოითხოვს იმგვარი ზომების მიღებას, რომელიც უზრუნველყოფს მოცემული სახელმწიფოს იურისდიქციაში მყოფი ინდივიდების დაცვას წამებისა თუ არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობისაგან, მათ შორის კერძო პირების მიერ განხორციელებული არაჯეროვანი ქმედებებისაგანაც. დაცვის ამგვარი პოზიტიური ვალდებულება იმგვარად უნდა განიმარტოს, რომ არ დააკისროს ხელისუფლების ორგანოებს მომეტებული ვალდებულება და გათვალისწინებულ უნდა იქნას, კერძოდ, ადამიანური ქცევის განუჭვრეტელობა და რიგი არჩევანისა, რომლის მიღებაც ხდება პრიორიტეტებისა და რესურსების გათვალისწინებით. შესაბამისად, არაჯეროვანი მოპყრობის ყოველი საფრთხე არ მოიცავს ხელისუფლების ორგანოების მიერ საფრთხის მატერიალიზებისაგან კონვენციური პრევენციის ვალდებულებას. თუმცა, ხსენებული ზომები, მინიმუმ, უნდა უზრუნველყოფდეს, განსაკუთრებით ბავშვების და სხვა მოწყვლადი პირების, ეფექტიან დაცვას და უნდა ითვალისწინებდეს იმ არაჯეროვანი მოპყრობის პრევენციის გონივრულ ნაბიჯებს, რომლის შესახებაც იცოდა, ან უნდა სცოდნოდა სახელმწიფო ორგანოებს ((X and Y v. the Netherlandsგადაწყვეტილება 26 მარტი 1985, Series A no. 91, §§ 21–27; A. v. the United Kingdom, 23 სექტემბერი 1998, Reports 1998‑VI, § 22; Z and Others v. the United Kingdom, ციტირებული ზემოთ, §§ 74-75, ECHR 2001‑V; D.P. and J.C. v. the United Kingdom, no. 38719/97, § 109, 10 ოქტომბერი 2002; დაM.C. v. Bulgaria,no. 39272/98, § 149, ECHR 2003‑XII). მოცემულ საქმეში არსებული დაწყებითი განათლების კონტექსტი განხილულ ვალდებულებას უფრო აფართოებს და დიდ მნიშვნელობას ანიჭებს. სასამართლოს პრაქტიკა ნათლად აღნიშნავს, რომ დაცვის პოზიტიური ვალდებულება განსაკუთრებულ მნიშვნელობას იღებს მნიშვნელოვანი საჯარო სერვისების, მაგალითად დაწყებითი განათლების უზრუნველყოფის კონტექსტში, სადაც სკოლის მმართველობა ვალდებულია დაიცვას მოსწავლეთა ჯანმრთელობა და კეთილდღეობა, მითუფრო კი იმ ახალგაზრდათა, რომლებიც განსაკუთრებით მოწყვლადი არიან და იმყოფებიან სკოლის ექსკლუზიური კონტროლის ქვეშ (Grzelak v. Poland, no. 7710/02, § 87, 15 ივნისი 2010; დაIlbeyi Kemaloğlu and Meriye Kemaloğlu v. Turkey, no. 19986/06, § 35, 10 აპრილი 2012). მე-3 მუხლით გარანტირებული უფლებების ფუნდამენტური ბუნებისა და ბავშვების განსაკუთრებულად მოწყვლადი ბუნების გათვალისწინებით, მთავრობის განუყოფელ ვალდებულებას წარმოადგენს მათი დაცვა არაჯეროვანი მოპყრობისაგან, განსაკუთრებით დაწყებითი განათლების კონტექსტში საჭიროების მიხედვით სპეციალური ზომებისა და გარანტიების მიღების გზით. ამასთანავე, მოცემული ვალდებულება ვრცელდებოდა მიმდინარე საქმეში განვითარებული მოვლენების დროსაც, კერძოდ 1973 წელს.
მოცემულ პერიოდამდე მიღებული საერთაშორისო ინსტრუმენტები, რომელიც მიმოხილულია ზემორე 91-95 პარაგრაფებში, ხაზს უსვამენ სახელმწიფოთა ვალდებულებას მიიღონ სპეციალური ზომები ბავშვების დასაცავად. სასამართლო ამ მხრივ ხაზს უსვამს ორ საერთაშორისო პაქტს, რომლებიც ხელმოსაწერად გაიხსნა 1966 წელს და რომელთაც ირლანდიამ ხელი 1973 წელს მოაწერა, თუმცა რატიფიცირებას ადგილი ჰქონდა 1989 წელს.
ამასთანავე, სასამართლოს პრაქტიკა, მის ჯერ კიდევ მეხუთე გადაწყვეტილებაში, მიუთითებს, რომ კონვენცია პოზიტიურ ვალდებულებებს აკისრებს სახელმწიფოებს 1 ოქმის მე-2 მუხლის კონტექსტში, რომელიც ეხება განათლების უფლებას (საქმე, რომელიც ეხებოდა „ბელგიაში განათლებაში ენების გამოყენების რიგ სამართლებრივ საკითხებს“ (არსებითი ნაწილი), 23 ივლისი1968, § 3, Series A no. 6).Marckxსაქმეში გამოყენებული და ხშირად მოხმობილი ფორმულირება (Marckx v. Belgium, 13 ივნისი 1979, § 31, Series A no. 31) პოზიტიურ ვალდებულებას მე-8 მუხლის ფარგლებში განმარტავს როგორც ოჯახში ბავშვის ინტეგრაციის უზრუნველყოფას (notably, in Aireyv. Ireland, 9 October 1979, § 25, Series A no. 32). მათ შორის, ყველაზე რელევანტურია X and Y v. the Netherland საქმე, ციტირებული ზემოთ, რომელმაც დაადგინა, რომ გონებრივად შეზღუდული პირის მიმართ სექსუალური მოქმედების კრიმინალიზაციის არარსებობა გულისხმობდა სახელმწიფოს მიერ პოზიტიური ვალდებულების დარღვევას დაეცვა მსხვერპლის მე-8 მუხლით განმტკიცებული უფლებანი. ამგვარი დასკვნის მიღებისას, ადამიანის უფლებათა სასამართლომ არ გაიზიარა მთავრობის არგუმენტი მასზედ, რომ ფაქტები ხსენებულ საქმეში „გამონაკლისი“ ხასიათისა გახლათ და რომ საკანონმდებლო წუნი განუჭვრეტელი იყო. მოპასუხე სახელმწიფოს უნდა სცოდნოდა კერძო ბავშვთა ზრუნვის დაწესებულებაში, გონებრივად შეზღუდული მოზარდის მიმართ სექსუალური ძალადობის საფრთხის არსებობის შესახებ და შესაბამისად უნდა დაერეგულირებინათ საკითხი სამართლებრივად. მოცემული საქმის ფაქტები წინ უსწრებდა ან თანადროული გახლდათ წინამდებარე საქმეში განხილული მოვლენებისა.
მართალია, რომ სასამართლომ შემდგომ დეტალურად განმარტა და განიხილა სახელმწიფოთა პოზიტიური ვალდებულებების ბუნება მოცემული ადრეული საქმეებიდან მოყოლებული. თუმცა, მიჩნეულია, რომ ეს ყოველივე წარმოადგენს იმ სასამართლო პრაქტიკის განმარტებას, რომელიც გამოიყენებოდა წინარე ფაქტების მიმართ და რომელიც არ წარმოშობს უკუძალის საკითხს (Varnava and Others v. Turkey [GC], nos. 16064/90, 16065/90, 16066/90, 16068/90, 16069/90, 16070/90, 16071/90, 16072/90 and 16073/90, § 140, ECHR 2009). რაც შეეხება დაცვის პოზიტიური ვალდებულების შინაარსს, სასამართლო მოიხმობს მოცემულ საქმეში არსებულ მსგავსი მძიმე ქმედებების მიმართ გამოყენებულ ეფექტიან პრევენციულ ზომებს, რომელთა მიღწევაც შესაძლებელია მხოლოდ ეფექტური სისხლისსამართლებრივი დებულებების არსებობის შემთხვევაში, როდესაც ამ უკანასკნელს ამყარებს კანონის აღსრულების მოქმედი სისტემა (X and Y v. the Netherlands, ციტირებული ზემოთ, § 27; ისევე როგროც, მაგალითად, Beganović v. Croatia, no. 46423/06, § 71, 25 ივნისი 2009; Mahmut Kaya v. Turkey, no. 22535/93, § 115, ECHR 2000‑III; და M.C. v. Bulgaria,ციტირებული ზემოთ, § 150). ამასთანავე, მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ბავშვის მიმართ სექსუალური ძალადობის ბუნება, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც მოძალადე ბავშვზე ძალაუფლების მქონე მდგომარეობაშია, იმგვარია, რომ ფაქტის დადგენისა და მისი შეტყობინების მექანიზმების არსებობა ფუნდამენტურ მნიშვნელობას იძენს შესაბამისი სისხლის სამართლის კანონების იმპლემენტაციის პროცესში (Juppala v. Finland, no. 18620/03, § 42, 2 დეკემბერი 2008). სასამართლო დასძენს, რომ იგი მიიჩნევს, მსგავსად მთავრობისა, რომ სასამართლოს წინაშე არ წარმოდგენილა მტკიცებულება მომჩივნის დაცვის ოპერატიული უუნარობისა (Osman v. the United Kingdom, at §§ 115-16). 1995 წლამდე „ლჰ“ წინააღმდეგ საჩივრები არ ყოფილა წარდგენილი სახელმწიფოს წინაშე და სწორედ ამ დრომდე სახელმწიფომ არც იცოდა და არც უნდა სცოდნოდა, რომ ეს კონკრეტული მასწავლებელი „ლჰ“ საფრთხეს უქმნიდა კონკრეტულ მოსწავლეს, ანუ მომჩივანს. ასევე აღსანიშნავია, რომ აუცილებელი არ არის დადასტურდეს, „რომ არა“ სახელმწიფოს უმოქმედობა, ადგილი არ ექნებოდა არასათანადო მოპყრობას. გონივრულად არსებული ზომების მიუღებლობა, რომელთაც გააჩნდათ შედეგის შეცვლის ან მიყენებული ზიანის შემსუბუქების რეალური შანსი საკმარისია სახელმწიფოს პასუხისმგებლობის დასადგენად (E. and Others v. the United Kingdom, ციტირებული ზემოთ, § 99). როგორც მომჩივანმა აღნიშნა, სახელმწიფო ვერ მოიხსნის პასუხისმგებლობას დაწყებით სკოლებში არასრულწლოვანთა მიმართ მოცემული ვალდებულებების კერძო ორგანოსა თუ ინდივიდებისათვის გადაცემის გამო (Costello-Roberts v. the United Kingdom, ციტირებული ზემოთ, § 27. იხ. აგრეთვე, mutatis mutandis, Storck v. Germany, no. 61603/00, § 103, ECHR 2005‑V). თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ მოცემული საქმე კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს, როგროც ეს მთავრობამ შემოგვთავაზა, სახელმწიფოს მიერ დაწყებითი განათლების მართვის განუხორციელებლობის სისტემისა თუ მასთან თანმდევი იდეოლოგიის შენარჩუნებას. ნაცვლად ამისა, მოცემულ საქმეში წამოყენებული საკითხი ეხება იმას, თუ რამდენად მოიცავდა არსებული სისტემა ბავშვის დაცვის საკმარის მექანიზმებს. დაბოლოს, მთავრობა გვთავაზობდა, რომ სახელმწიფოს მოხსნილი ჰქონდა მისი კონვენციური ვალდებულებანი იმის გამო, რომ მომჩივანმა აირჩია დანდეროუს ეროვნულ სკოლაში სიარული. ამ მხრივ სასამართლო მიიჩნევს, რომ მომჩივანს არ ჰქონდა სხვა „რეალური და ხელმისაწვდომი ალტერნატივა“ თუ არა ევლო ადგილობრივ ეროვნულ სკოლაში მსგავსად სხვა სასკოლო ასაკის მქონე ბავშვთა უდიდესი უმრავლესობისა (Campbell and Cosans v. the United Kingdom, 25 თებერვალი 1982, § 8, Series A no. 48). დაწყებითი განათლება სავალდებულო გახლდათ (სკოლაში დასწრების 1926 წლის კანონის მე-4 და მე-17 მუხლები), იშვიათად თუ ჰქონდათ მშობლებს საშუალება ესარგებლათ ორი დანარჩენი სწავლების ვარიანტით (შინ სწავლება ან სვლა რათა ევლოთ იშვიათ, ფასიან დაწყებით სკოლაში) მაშინ როდესაც ეროვნული სკოლები უფასო გახლდათ და ეროვნულ სკოლათა ქსელი საკმაოდ დიდი იყო. მომჩივნის სამრევლოში იყო ოთხი ეროვნული სკოლა და ინფორმაცია არ არის წარმოდგენილი თუ რა მანძილზე იყო უახლოესი ფასიანი სკოლა განთავსებული. ნებისმიერ შემთხვევაში, სახელმწიფო ვერ მოიხსნის დაცვის პოზიტიურ ვალდებულებას მხოლოდ იმის გამო, რომ ბავშვმა აირჩია სახელმწიფოს მიერ აკრედიტირებული ერთ-ერთი საგანმანათლებო ვარიანტი, იქნებოდა ეს ეროვნული სკოლა, ფასიანი სკოლა, თუ შინ სწავლება (Costello-Roberts, ციტირებული ზემოთ, § 27). დასკვნის სახით უნდა აღინიშნოს, რომ მოცემული საქმის მიზნებისათვის დასადგენია, სახელმწიფოს კანონთა და შემთხვევათა დადგენისა და შეტყობინების მექანიზმების გათვალისწინებით, საკმარისი იყო თუ არა არსებული ზომები ეროვნულ სკოლებში სექსუალური ძალადობისაგან ბავშვთა ეფექტურად დასაცავად, რომლის საფრთხის შესახებაც ხელისუფლების ორგანოები ფლობდნენ ან უნდა ეფლოთ ინფორმაცია 1973 წელს. შესრულდა თუ არა პოზიტიური ვალდებულება? სადავო არ გახლავთ, რომ 1973 წელს მომჩივანის მიმართ სექსუალური ძალადობა გამოიყენა „ლჰ“-მ. „ლჰ“-მ ბრალი აღიარა იმავე სკოლაში რამდენიმე მოსწავლის მიმართ სექსუალური ძალადობის ბრალდებაზეც. „ლჰ“-ს არ უსარგებლია დაცვით მომჩივნის მიერ დაწყებულ სამოქალაქო საქმეში, რომლის ფარგლებშც უზენაესმა სასამართლომ მიიჩნია, რომ „ლჰ“-მ ძალა გამოიყენა მომჩივნის მიმართ. ადამიანის უფლებათა სასამართლო ასევე მიიჩნევს, და აღნიშნული არც გასაჩივრებულა, რომ არასათანადო მოპყრობა ხვდებოდა კონვენციის მე-3 მუხლის ფარგლებში. კერძოდ, როდესაც მომჩივანი იყო დაახლოებით ცხრა წლის და როდესაც დაახლოებით ექვსი თვის განმავლობაში იგი დაექვემდებარა სექსუალური ძალადობის 20 აქტს „ლჰ“-საგან, რომელიც მისი მასწავლებლი და სკოლის დირექტორი გახლდათ, ანუ იყო ხელისუფლებისა და კონტროლის მქონე პოზიციაზე (იხ. მაგალითად E. and Others v. the United Kingdom, ციტირებული ზემოთ, § 89). მხარეებს შორის არსებობდა მცირე უთანხმოება ირლანდიის დაწყებითი სკოლების სისტემის სტრუქტურასთან დაკავშირებით, ისინი დავობდნენ მისგან გამომდინარე სახელმწიფოს პასუხისმგებლობის შესახებ ეროვნული კანონმდებლობისა და კონვენციის მიხედვით. რელიგიური წრეებისა და სახელმწიფოს შესაბამისი როლები ირლანდიის დაწყებითი განათლების სისტემაში უცვლელი გახლდათ მე-19 საუკუნიდან დღემდე. სახელმწიფო განსაზღვრავდა განათლებას (ადგენდა კურიკულუმს, ახდენდა მასწავლებელთა ლიცენზირებასა და აფინანსებდა სკოლებს), თუმცა დაწყებითი განათლების მიწოდებას ახორციელებდნენ ეროვნული სკოლები. რელიგიური ორგანოები იყვნენ ეროვნულ სკოლათა მესაკუთრენი (პატრონები) და მართავდნენ მათ (მმართველები). როგორც აღინიშნა ჯ. ჰარდიმანის მიერ, რელიგიური ორგანოების მიერ ეროვნული სკოლების მართვა წარმოადგენდა ეროვნული სკოლების მართვის სახელმწიფოს მიერ არა მხოლოდ ავტორიზებას, არამედ „გადაცემასაც“დენომინაციური ერთეულებისადმი, მათი ინტერესების შესაბამისად, სწორედ იმ ორგანოებისადმი, რომლებიც შუალედურ რგოლს წარმოდგენდნენ სახელმწიფოსა და ბავშვს შორის. განათლების მინისტრი, შესაბამისად, ეროვნულ სკოლებს არც პირდაპირ მართავდა და არც ყოველდღიურ კონტროლს ახორციელებდა (იხ. პარაგრაფები 35 და 40 ზემოთ). როგორც აღინიშნა კიდევ უზენაეს სასამართლოში ჯჯ. ჰარდიმანისა და ფენელის მიერ, დენომინაციებმა გამოხატეს მტკიცე სურვილი შეენარჩუნებინათ დაწყებითი განათლების ეროვნული სკოლის მოდელი და განეგრძოთ მოცემულ სისტემაზე კონტროლი. იმის გამო, რომ დენომინაციების მიზანი გახლდათ მათი სულისკვეთების ასახვა სკოლებში, ეროვნული სკოლები ჩამოყალიბდნენ უწინარესად დენომინაციური სისტემით: შესაბამისად, კათოლიკეების მიერ მართული ეროვნული სკოლა როგორც წესი ექვემდებარებოდა კათოლიკე მმართველს (როგორც წესი ადგილობრივი სამრევლოს მღვდელი), სადაც ასწავლიდნენ კათოლიკე მასწავლებლები და იყვნენ კათოლიკე მოსწავლენი (იხ. ჰერდიმანი და ჯჯ. ფენელი, პარაგრაფები 31-32 და 43 ზემოთ). ამგვარი ეროვნული სკოლის მოდელი მოქმედებდა 1922 წლის დამოუკიდებლობის შემდეგაც და გათვალისწინებული და მხარდჭერილი გახლდათ 1937 წელს მიღებული კონსტიტუციის 42(4) მუხლით. 1970-იანი წლების დასაწყისში ეროვნული სკოლები წარმოადგენდა ყველა დაწყებითი სკოლის 94%. მათ შორის დაახლოებით 91%-ს ფლობდა და მართავდა კათოლიკე ეკლესია, თუმცა კათოლიკეების მიერ მართულ ეროვნულ სკოლებში არსებულ დაწყებითი სკოლის მოსწავლეთა რიცხვი სავარაუდოდ კიდევ უფრო მაღალი გახლდათ. შესაბამისად, 1970-იანი წლების დასაწყისში 12/13 წლის ასაკის ირლანდიელ ბავშვთა უმრავლესობა, მსგავსად მომჩივანისა, დადიოდა ეროვნულ სკოლაში. როგორც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებმა ჰარდიმანმა და ფენელიმ აღნიშნეს, ეროვნული სკოლები გახლდათ სასწავლო დაწესებულებანი, რომელთაც ფლობდა და მართავდა, საკუთარი ინტერესებით, არასახელმწიფოებრივი ერთეული, სადაც სახელმწიფოს მხრიდან კონტროლი მინიმუმამდე იყო დაყვანილი. აღსანიშნავია, რომ არასახელმწიფოებრივი ერთეული უდიდესი გავლენის მქონე გახლდათ, განსაკუთრებით მოსწავლეებსა და მშობლებზე, სადაც ეს უკანასკნელი ცდილობდა არსებული პოზიციის შენარჩუნებას. დაწყებითი განათლების ამგვარი მოდელი, როგროც ჩანს უნიკალური გახლდათ ევროპაში. უზენაესმა სასამართლომაც აღიარა მოცემული და სისტემას სრულად sui generis ირლანდიური უნიკალური ისტორიული გამოცდილების პროდუქტი უწოდა. სახელმწიფოს მიერ განათლების ამგვარი უნიკალური მოდელის შენარჩუნებასთან ერთად, მან იცოდა არასრულწლოვანთა მიმართ სექსუალური ძალადობის დანაშაულების შემთხვევაში სისხლის სამართის კანონდების მოქმედების მასშტაბის შესახებ. ირლანდიის სახელმწიფოს გააჩნდა კანონები ან იღებდა ახალ კანონებს 1922 წელს დამოუკიდებლობის შემდეგ, რომელიც კონკრეტულად ახდენდა არასრულწლოვანთა მიმართ სექსუალური ძალადობის კრიმინალიზაციას, მათ შორის პირის წინააღდეგ დანაშაულთა შესახებ 1861 წლის კანონის 50-ე და 51-ე მუხლები (ცვლილებებით) და სისხლის სამართლის 1935 წლის კანონი (ცვლილებებით) („1935 წლის კანონი“). ამგვარი ქმედებანი ამასთანავე წარმოადგენდა უხამს და ჩვეულებრივ თავდასხმას. სასამართლოს წინაშე წარმოდგენილი მტკიცებულებანი მიუთითებს, რომ 1970-იან წლებამდე ბავშვთა მიმართ სექსუალური დანაშაულებისათვის დევნის შემთხვევები სტაბილურად იზრდებოდა. სასამართლომ ყურადღება გაამახვილა ჯერ კიდევ პოლიციის კომისრის მიერ ქერიგენის კომიტეტისათვის 1931 წელს წარმოდგენილი დეტალურ სტატისტიკურ მტკიცებულებზე (იხ. პარაგრაფი 71 ზემოთ). ირლანდიაში 800 პოლიციის განყოფილებიდან მიღებული ინფორმაციის საფუძველზე მან დაასკვნა, რომ ირლანდიაში შემაშფოთებელი გახლდათ სექსუალური დანაშაულის ოდენობა, სადაც დიდი რაოდენობა დანაშაულებისა ჩადენილი გახლდათ 10 წლამდე არასრულწლოვნების მიმართ. ამასთანავე, მოცემული მომხსენებელი მიიჩნევდა, რომ დევნის რაოდენობა ასახავდა რეალურად მომხდარი დანაშაულების მხოლოდ ნაწილს. ბავშვების მიმართ ძალადობის სიხშირესა და მოძალადეების სავარაუდო დაუსჯელობას შორის მიზეზობრივი კავშირის გათვალისწინებით, კომიტეტის ანგარიში რეკომენდაციას იძლეოდა განხორციელებულიყო საკანონმდებლო ცვლილებები და შემოღებულიყო უფრო მკაცრი სასჯელები, რასაც შედეგად მოჰყვა 1935 წლის კანონის მიღება, რომელმაც inter alia შემოიღო ახალგაზრდა გოგონების მიმართ ცალკეული სექსუალური დანაშაულების დასჯადობა. პროფესორ ფერიტერის ანგარიში, რომელიც დაკვეთილი გახლდათ რაიანის კომისიის მიერ და მასზე დართული ანგარიში (პარაგრაფი 82 ზემოთ), აანალიზებდა სისხლის სამართლის სასამართლოების არქივიდან მოპოვებულ სტატისტიკას განხორციელებული დევნის ირგვლივ ქერიგანის ანგარიშის შემდგომ პერიოდში 1960 წლამდე. მის ანგარიშში აღინიშნა inter alia, რომ არქივები აჩვენებდნენ სექსუალური დანაშაულების დიდ რაოდენობას ახალგაზრდა ბიჭებისა და გოგონების მიმართ. დაბოლოს, რაიანის ანგარიშმა ასევე მიმოიხილა ზრდასრული პირების მიერ ბავშვთა მიმართ სექსუალური დანაშაულების შესახებ სახელმწიფო ორგანოების მიმართ წარდგენილი საჩივრები 1970-იან წლებამდე და 1970-იან წლებში (ზემორეპარაგრაფები 78-81). მოცემული ანგარიში უპირატესად ეხებოდა ინდუსტრიულ სკოლებს, სადაც პროგრამა განსხვავდებოდა ეროვნული სკოლებისაგან და სადაც რეზიდენტი ბავშვები იზოლირებულნ იყვნენ ოჯახებისა და საზოგადოებისაგან (იხ. ინდუსტრიულ სკოლათა აღწერა ზემორე 73-ე პარაგრაფში), თუმცა მოცემული ადრინდელი საჩივრები მაინც წარმოადგენდნენ სახელმწიფოსადმი შეტყობინებას საგანმანათლებლო კონტექსტში სრულწლოვნების მიერ არასრულწლოვანთა მიმართ სექსუალური ძალადობის შესახებ. ნებისმიერ შემთხვევაში 1970-იან წლებამდე და ამ პერიოდში სახელმწიფოს წინაშე საჩივრები, რომელიც განხილული იყო რაიანის ანგარიშის III თავში, inter alia, ეხებოდა ეროვნულ სკოლებსაც (პარაგრაფი 80 ზემოთ). შესაბამისად, სახელმწიფომ იცოდა ზრდასრული პირების მიერ არასრულწლოვანთა წინააღმდეგ სექსუალური დანაშაულების მასშტაბის შესახებ. ამიტომ, ახალგაზრდა ბავშვთა უმრავლესობის განათლების კონტროლის არასახელმწიფოებრივი ერთეულისათვის გადაბარებისას, სახელმწიფოს უნდა სცოდნოდა, მოცემულ კონტექსტში ბავშვთა დაცვის განუყოფელი ვალდებულების გათვალისწინებით, იმ პოტენციური საფრთხის შესახებ, რომელიც დაემუქრებოდა ამ უკანასკნელთა უსაფრთხოებას დაცვის სათანადო სისტემის არსებობის გარეშე. ხსენებული საფრთხე უნდა დარეგულირებულიყო სათანადო ზომებისა და გარანტიების შემოღებით. რაც, მინიმუმ, უნდა განსაზღვრულიყო ნებისმიერ არასათანადო მოპყრობის სახელმწიფოს მიერ კონტროლირებული ორგანოს მიერ დადგენის ან მისთვის შეტყობინების გზით, რადგან ამგვარი პროცედურები ფუნდამენტური მნიშვნელობის მქონეა სისხლის სამართლის კანონმდებლობაში არასათანადო მოპყრობის თავიდან ასაცილებლად, და უფრო ზოგადად კი, სახელმწიფოს მიერ ნაკისრი დაცვის პოზიტიური ვალდებულების შესასრულებლად (ზემორე პარაგრაფი 148). პირველი მექანიზმი, რომელსაც დაეყრდნო სახელმწიფო გახლდათ 1965 წლის წესებსა და 1970 წლის 6 მაისის სახელმძღვანელო პრინციპებში გაწერილი შეტყობინების პროცედურა (პარაგრაფი 62 ზემოთ). თუმცა, არცერთი ხსენებული დოკუმენტი არ ეხებოდა სახელმწიფო ორგანოს ვალდებულებას აწარმოოს მასწავლებლის მიერ ბავშვთა მიმართ მოპყრობის მონიტორინგი და არც ერთი მათგანი არ ადგენდა ბავშვისა თუ მშობლის მიერ არასათანადო მოპყრობის შესახებ საჩივრის წარდგენას უშუალოდ სახელმწიფო ორგანოს წინაშე. პირუკუ, თუკი ადგილი ჰქონდა მასწავლებლის წინააღმდეგ ჩივილს სავალდებულო იყო არასახელმწიფო, დენომინაციური მმართველისათვის მიმართვა 1970 წლის 6 მაისის სახელმძღვანელო კომენტარის მიერ დადგენილი ტექსტით, რომელსაც ეფუძნებოდა მთავრობა. თუკი მშობელი იჭოჭმანებდა თავი აერიდებინა მმართველისათვის (როგორც წესი და ამ საქმეშიც ადგილობრივი მღველი) და ეჩივლა უშუალოდ სახელმწიფო ორგანოს წინაშე, შესაბამისი წესები მას ამგვარი ქცევის თავის შეკავებისაკენ უბიძგებდა. მეორე მოხმობილი მექანიზმი გახლდათ სკოლის ინსპექტორების სისტემა, რომელიც დადგენილი იყო 1965 წლის წესებისა და 16/59 ცირკულარით (პარაგრაფი 61 ზემოთ). სასამართლო აღნიშნავს, რომ ინსპექტორების მთავარი ფუნქცია გახლდათ სწავლებისა და აკადემიური მოსწრების ხარისხზე კონტროლი და ანგარიშგება. მოცემული ინსტრუმენტები, რომელთაც დაეფუძნა მთავრობა, არ აწესებდნენ ინსპექტორთა ვალდებულებას დაკვირვებოდნენ მასწავლებლის მიერ ბავშვთა მიმართ მოპყრობას და არც იმის საშუალებას აძლევდა ბავშვებსა თუ მშობლებს პირდაპირ ინსპექტორთან ეჩივლათ, მშობლებმა ინსპექტორის ვიზიტის შესახებ წინასწარ არაფერი იცოდნენ და, პირდაპირი ურთიერთობა ინსპექტორსა და ბავშვებს და/ან მშობლებს შორის არ იყო განსაზღვრული. ინსპექტორების ვიზიტების სიხშირე (პარაგრაფი 61 ზემოთ) ამ მხრივ არაფერს ცვლიდა. მოცემულ ფაქტთან მიმართებაში მთავრობას არ წარმოუდგენია არანაირი ინფორმაცია ინსპექტორისათვის მასწავლებლის მიერ ბავშვის არასათანადო მოპყრობის გამო საჩივრის წარდგენის შესახებ. როგორც აღნიშნა ჯ. ჰარდიმანმა უზენაეს სასამართლოში, მინისტრი (ინსპექტორების დამარებით) ამოწმებდა სკოლებს მხოლოდ აკადემიური მოსწრების კუთხით: მინისტრს ჩამორთმეული ჰქონდა სკოლის უშუალო კონტროლი რადგან არასახელმწიფო ერთეულის მმართველი იდგა სახელმწიფოსა და ბავშვს შორის (პარაგრაფი 35 ზემოთ). შესაბამისად, სასამართლო მიიჩნევს, რომ ის მექანიზმები, რომელსაც ეფუძნებოდა მთავრობა, არ წარმოადგენდა ეფექტური დაცვის განმახორციელებელ კავშირს სახელმწიფო ორგანოებსა და დაწყებითი სკოლების ბავშვებსა და/ან მათ მშობლებს შორის და, მართლაც, ემორჩილებოდა ეროვნული სკოლების მოდელის ფარგლებში არსებულ პასუხისმგებლობათა განადანაწილებას. წინამდებარე საქმის ფაქტები, სასამართლოს აზრით, ასახავს 1973 წლამდე დაცვისა და ეფექტური მარეგულირებელი კანონმდებლობის ნაკლებობის შედეგებს, რომელიც „გონივრულად შეფასებისას, თავიდან შეიძლება ყოფილიყო აცილებული ან, მინიმუმ, მიყენებული ზიანის საფრთხე შესაძლოა შემცირებულიყო მაინც“ მომჩივნის შემთხვევაში (E and Others v. the United Kingdom, ციტირებული ზემოთ, § 100). „ლჰ“ მიმართებაში ადგილი ჰქონდა 400-ზე მეტ ძალადობის ინციდენტს დანდეროუს ეროვნულ სკოლეში 1960-იანი წლების შუიდან მოყოლებული. მისი მისამართით საჩივრები დენომინაციურ მმართველთან წარმოდგენილ იქნა 1971 და 1973 წლებში, მაგრამ როგორც აღნიშნა კიდევ უზენაესმა სასამართლომ, მმართველს ხსენებული საჩივრები არცერთი სახელმწიფო ორგანოს წინაშე არ წარუდგენია. მოცემულ სკოლაში ინსპექტორმა განახორციელა 6 ვიზიტი 1969-1973 წლებში და არავის შეუტყობინებია მისთვის „ლჰ“ წინააღმდეგ არსებული საჩივრების შესახებ. მართლაც, 1995 წლამდე, ანუ როდესაც „ლჰ“ პენსიაზე გავიდა, სახელმწიფოს წინაშე „ლჰ“ შესახებ არავის უჩივლია. დადგენისა და შეტყობინების ნებისმიერი სისტემა, რომელიც იძლეოდა საშუალებას ამდენი ხანი გაგრძელებულიყო ამდენად ფართო და სერიოზული არასათანადო მოპყრობა, არაეფექტიანად უნდა იქნეს მიჩნეული (C.A.S. and C.S. v. Romania, no. 26692/05, § 83, 20მარტი 2012). 1971 წლის საჩივარზე ადექვატურ რეაგირებას შესაძლოა თავიდან აეცილებინა მომჩივნის მიმართ ორი წლის შემდეგ განხორციელებული ძალადობა იმავე მასწავლებლის მიერ, იმავე სკოლაში. დაბოლოს, პროფესირ ფერგიუსონის წერილი, რომელსაც დაეყრდნო მთავრობა, არ გახლდათ ექსპერტის მიერ განხორციელებული საგამოძიებო ანგარიში, არამედ უფრო სასამართლომდელ რჩევას წარმოადგენდა და, შესაბამისად, გარდაუვლად ეხებოდა ისეთ საკითხებს, როგორიცაა წარმატების ალბათობა და ხარჯები. პროფესორ როლისონის კომენტარები, რომელსაც ასევე დაეყრდნო მთავრობა, მიმართული იყო სახელმწიფოს ცნობიერების ასამაღლებლად გაერთიანებულ სამეფოში სექსუალური ძალადობის საკითხებზე, მაშინ როდესაც სასამართლოს წინაშე განხილული საკითხი საჭიროებს კონკრეტული ქვეყნის ვითარების შეფასებას. დასკვნის სახით, სასამართლო აღნიშნავს, რომ მოცემული საქმე პირდაპირ არ ეხება „ლჰ“-ს, სამღვდელო მმართველისა თუ პატრონის, მშობლის ან ნებისმიერი სხვა პირის პასუხისმგებლობას მომჩივნის მიმართ 1973 წელს განხორციელებული სექსუალური ძალადობისათვის. საჩივარი ეხება სახელმწიფოს პასუხისმგებლობას. უფრო კონკრეტულად კი, განიხილავს თუ რამდენად უნდა სცოდნოდა მოპასუხე სახელმწიფოს მომჩივნის მსგავსი არასრულწლოვნების მიმართ ეროვნულ სკოლებში, მოცემულ დროს არსებული სექსუალური ძალადობის საფრთხის შესახებ და თუ რამდენად ადექვატურად დაიცვა ბავშვები სამართლებრივი სისტემის დახმარებით ამგვარი მოპყრობისაგან.
სასამართომ დაადგინა, რომ 1970-იან წლებში მთავრობის განუყოფელი პოზიტიური ვალდებულება გახლდათ ბავშვების დაცვა არასათანადო მოპყრობისაგან. მეტიც, მოცემული ვალდებულება უდიდესი მნიშვნელობის მქონე იყო დაწყებითი განათლების კონტექსტში. მოცემული ვალდებულება ვერ შესრულდა მაშინ, როდესაც ირლანდიის სახელმწიფომ, რომელმაც, inter alia, მოცემული დანაშაულებისათვის დიდი ოდენობით მსჯავდების გათვალისწინებით, მიჩნეულ უნდა იქნას, რომ იცოდა ბავშვების მიმართ ზრდასრული პირების მიერ განხორციელებული სექსუალური ძალადობის შესახებ და მიუხედავად ამისა, განაგრძო ირლანდიელ ბავშვთა უდიდესი უმრავლესობის დაწყებითი განათლების მართვის მინდობა არასახელმწიფო ერთეულებისათვის (ეროვნული სკოლები) იმგვარად, რომ არ აამუშავა ძალადობისადმი სახელმწიფოს მხრიდან ეფექტიანი კონტროლის მექანიზმი. პირუკუ, პოტენციური მომჩივნები გარიყულ იქნენ სახელმწიფო ორგანოებთან კონტაქტისაგან და აღმოჩნდნენ არასახელმწიფო ერთეულის დენომინატიური მმართველების პირისპირ (იხ. პარაგრაფი 163 ზემოთ). მოცემულ საქმეში შედეგი გახლდათ არასახელმწიფოებრივი ერთეულის მმართველის მიერ „ლჰ“-ს მიმართ მანამდე არსებული საჩივრის უპასუხოდ დატოვება, მომჩივნის მიმართ „ლჰ“ მოგვიანებითი ძალადობის მიმართ უმოქმედობა და უფრო ზოგადად,“ლჰ“ მიერ იმავე ეროვნული სკოლის მრავალი სხვა მოსწავლისადმი ხანგრძლივი და სერიოზული სექსუალური უწესო ქცევის იგნორირება. ასეთ გარემოებებში უნდა მივიჩნიოთ, რომ სახელმწიფომ ვერ შეასრულა მისი პოზიტიური ვალდებულება დაეცვა მომჩივანი იმ სექსუალური ძალადობისაგან, რომელსაც იგი დაექვემდებარა 1973 წელს, მაშინ როდესაც იგი იყო მოსწავლე დანდეროუს ეროვნულ სკოლაში. შესაბამისად, ადგილი ჰქონდა მისი უფლებების დარღვევას კონვენციის მე-3 მუხლით. შედეგად, სასამართლო არ აკმაყოფილებს მთავრობის პირველად პრეტენზიას მასზედ, რომ საჩივარი იყო აშკარად დაუსაბუთებელი.
III. კონვენციის მე-3 მუხლის პროცედურული ნაწილის სავარაუდო დარღვევა მომჩივანი აცხადებდა, რომ სახელმწიფომ ასევე დაარღვია ვალდებულება ჯეროვნად გამოეძიებინა ან სათანადო სამართლებრივი პასუხი გაეცა არასათანადო მოპყრობის შესახებ სავარაუდო საქმისათვის. მან მიუთითა, რომ ეფექტიური დადგენისა და შეტყობინების მექანიზმის ნაკლებობა გულისხმობდა, რომ 1971 წლის საჩივარი „ლჰ“ შესახებ არ იყო შეტყობინებული და გამოიწვია „ლჰ“ მიმართ სისხლისსამართლებრივი გამოძიების ხანგრძლივი გაჭიანურება. მთავრობა აცხადებდა, რომ 1973 წელს არსებობდა სათანადო პროცედურა, მაგრამ მიუხედავად ამისა, ადგილი არ ჰქონია სახელმწიფო ერთეულისათვის 1995 წლამდე საჩივრის წარდგენას. ხოლო წარდგენის შემდეგ, სახელმწიფომ შეასრულა მისი პროცედურული ვალდებულებანი: გამოძიება პოლიციის მიერ, „ლჰ“ მსჯავრდება, ტრიბუნალის მიერ თანხის მიკუთვნება, მომჩივნის „ლჰ“ მიმართ სამოქალაქო სარჩელი მისდა სასარგებლოდ გადაწყდა, ხოლო გულგრილობის საფუძველზე სამოქალაქო სარჩელი კი არ დაკმაყოფილდა მტკიცებულებათა ნაკლებობის გამო. სასამართლო მოიხმობს C.A.S. and C.S. v. Romania (ციტირებული ზემოთ, §§ 68-70) საქმეში მოცემულ პრინციპებს, რომელთა მიხედვითაც მე-3 მუხლი სახელმწიფო ორგანოებს აკისრებს ეფექტიანი ოფიციალური გამოძიების წარმოებას კერძო პირის მიერ სავარაუდო არასათანადო მოპყრობის მისამართით, სადაც გამოძიებამ, როგორც ასეთი, უნდა დაადგინოს საქმის ფაქტები და განსაზღვროს და შემდეგ დასაჯოს დამნაშავენი. მოცემული გამოძიება წარმოებულ უნდა იქნას დამოუკიდებლად, დაუყოვნებლივ და გონივრულ ვადაში. დაზარალებულ პირს უნდა შეეძლოს ეფექტური მონაწილეობა. ადექვატური დადგენისა და შეტყობინების მექანიზმის არსებობა ზემოთ იქნა განხილული სახელმწიფოს პოზიტიური ვალდებულებების ჭრილში კონვენციის მე-3 მუხლის არსებით ნაწილში. პროცედურული ვალდებულებანი წარმოიშვება მას შემდეგ, რაც გარემოებების შესახებ შეტყობინებას მიიღებენ სახელმწიფო ორგანოები (C.A.S. and C.S. v. Romania, at § 70 იქვე არსებული მითითებებით). მოცემულ საქმეში, როგორც კი მოხდა დანდეროუს ეროვნულ სკოლაში „ლჰ“ მიერ ბავშვის მიმართ სექსუალური ძალადობის შესახებ საჩივრის წარდგენა პოლიციაში 1995 წელს, დაიწყო გამოძიება. მომჩივანს დაუკავშირდნენ ჩვენების მისაცემად, რომელიც მან მისცა კიდეც 1997 წლის დასაწყისში და მოხდა მისი გადამისამართება დახმარების მისაღებად (მაგალითად,C.A.S. and C.S. v. Romania, at § 82). „ლჰ“-ს მსჯავრი დაედო სექსუალური ძალადობის 386 ეპიზოდში, რომელიც მოიცავდა დანდეროუს ეროვნული სკოლის 21 მოსწავლეს. „ლჰ“-მ დანაშაული აღიარა 21 ეპიზოდში. მოხდა მისი მსჯავრდება და თავისუფლების აღკვეთა. წარმოდგენილი დოკუმენტებიდან არ იკვეთება მოიცავდა თუ არა ხსენებული 21 ეპიზოდი მომჩივნის საქმესაც. აქვე აღსანიშნავია, რომ მომჩივანს არაფერი უმოქმედია იმის შესახებ, რომ „ლჰ“-ს მიეცა საშუალება ეღიარებინა ბრალი და დათანხმებოდა სასჯელის ზომას. ნებისმიერი საჩივარი, რომელიც ეხება მომჩივნის მიერ აღიარებისა და კომეპსაციის მიუღებლობას სახელმწიფოსაგან დაუცველობის გამო, ხვდება და განხილულ იქნა კონვენციის მე-13 მუხლის, მე-3 მუხლთან ერთობლიობაში, ფარგლებში. ამიტომ, სასამართლო მიიჩნევს, რომ ადგილი არ ჰქონია კონვენციის მე-3 მუხლით პროცედურული ვალდებულების დარღვევას სახელმწიფოს მხრიდან.
IV. კონვენციის მე-13 მუხლის სავარაუდო დარღვევა კონვენციის მე-3 მუხლის არსობრივ ნაწილთან ერთობლიობაში მე-13 მუხლის რელევანტური ნაწილი აღნიშნავს შემდეგს:
„ყველას ვისაც დაერღვა ამ კონვენციით გათვალისწინებული უფლებები და თავისუფლებები, უნდა ჰქონდეს ეროვნული ხელისუფლებისაგან სამართლებრივი დაცვის ეფექტიანი საშუალება, მაშინაც კი, როდესაც დარღვევა ჩადენილი იქნება პირის მიერ, რომელიც სამსახურებრივ უფლებამოსილებას ახორციელებდა.“ მომჩივანი ჩიოდა, რომ მას ჰქონდა უფლება, მაგრამ ვერ ისარგებლა სახელმწიფოს მიერ ეფექტიანი ეროვნული სამართლებლივი დაცვით ამ უკანასკნელის მიერ მისი სექსუალური ძალადობისაგან დაუცველობის გამო. მთავრობა აცხადებდა, რომ არსებობდა დაცვის საშუალებანი როგორც სახელმწიფო, ისე არასახელმწიფო ერთეულების მიმართ. სასამართლო მოიხმობს მსგავსად ზემორე 115-ე პარაგრაფისა, რომ მოცემულის მსგავს საქმეში, მე-13 მუხლი ითხოვს იმგვარი მექანიზმის არსებობას, რომელიც დაადგენს სახელმწიფო მოხელეთა თუ ორგანოთა პასუხისმგებლობას კონვენციის დამრღვევი მოქმედებისა თუ უმოქმედობისათვის და განსაზღვრავს, სხვა მისაგებლებთან ერთად, კომპენსაციას იმ მორალური ზიანისათვის, რომელიც გამომდინარეობს დარღვევისაგან (Z and Others v. the United Kingdom, ციტირებული ზემოთ, § 109). სასამართლო ასევე მოიხმობს შესაბამის სასამართლო პრაქტიკასა და პრინციპებს, რომელიც განხილულია McFarlane v. Irelandგადაწყვეტილება ([GC], no. 31333/06, 10 სექტემბერი 2010)საქმის 107-108 პარაგრაფებში. კერძოდ, სასამართლოს როლი გახლავთ დაადგინოს, მხარეების მიერ წარმოდგენილი არგუმენტების მიხედვით, თუ რამდენად იყო განხილული პროცედურა ეფექტიანი დაცვის საშუალება რომელიც არსებობდა მომჩივნისათვის როგორც თეორიულად ისე პრაქტიკულად, ანუ, იყო ხელმისაწვდომი, სამართლებრივი დაცვის გამწევი და წარმატების გონივრული შანსების მატარებელი. სამართლებრივი დაცვის მნიშვნელობა კონტინენტურ სისტემაში, სადაც არსებობს დაწერილი კონსტიტუცია ხაზგასასმელია (იხ. განსაკუთრებით D v. Ireland, no. 26499/02, (dec.), § 85, 27 ივნისი 2006).
ა. სამოქალაქო სამართლებრივი დაცვა არასახელმწიფო ერთეულის მისამართით მთავრობა აცხადებდა, რომ მომჩივანს უნდა ეჩივლა სკოლის ყოფილი და/ან ახლანდელი პატრონისათვის, იმ ეპარქიისათვის, სადაც იგი იყო ეპისკოპოსი, მმართველისა და/ან de facto მმართველისათვის ან მათი უფლებამონაცვლისა ან წოდებებისათვის, რასაც ადგილი არ ჰქონია და რაც „აღსანიშნავია“ უზენაესი სასამართლოს ჰარდიმან ჯ.-ს მიხედვით. სახელმწიფოსაგან დაცვის საჩივარზე გავლენის მოხდენის გარეშე, მომჩივანმა მიუთითა, რომ პატრონი და მმართველი უკვე გარდაცვლილნი იყვნენ მის მიერ სამოქალაქო სარჩელის წარმოდგენის მომენტისათვის, ამჟამინდელმა ეპისკოპოსმა კი მომჩივნის წერილს, რომელიც მან გაუგზავნა სარჩელის წარდგენამდე, უპასუხა და აღნიშნა, რომ კანონი მას უჭერდა მხარს, იმის გამო, რომ ეპისკოპოსის მიმართ ჩივილი არ იყო შესაძლებელი რადგან იგი არ იყო კორპორაციის ხელმძღვანელი, რომლის ვალდებულებითი მემკვიდრეობაც მასზე გადავიდოდა. იმის გათვალისწინებით, რომ სასამართლო მიიჩნევს, რომ მომჩივანს ჰქონდა უფლება ესარგებლა სამართლებრივი დაცვით, სახელმწიფოს ნებისმიერი პასუხისმგებლობის დადგენა და განხილული სამოქალაქო მისაგებლები სხვა ინდივიდებისა თუ არასახელმწიფოებრივი ერთეულების მიმართ მოცემულ საქმეში არაეფექტიანად უნდა იქნას მიჩნეული წარმატების შანსებისა (პატრონი და მმართველი) და მიკუთვნებული ზიანის ანაზღაურებისდა მიუხედავად (სამოქალაქო დავა „ლჰ“ წინააღმდეგ). ამასთანავე, მთავრობის მიერ მოხმობილი „ლჰ“ მსჯავრდება, რომელიც ქვაკუთხედია მე-3 მუხლის პროცედურულ გარანტიებთან მიმართებაში, არ წარმოადგენდა მომჩივნისათის ეფექტიან სამართლებრივი დაცვის საშუალებას კონვენციის მე-13 მუხლის მიზნებისათვის.
ბ. სამოქალაქო დავა სახელმწიფოს წინააღმდეგ მხარეთა არგუმენტები მთავრობა აცხადებდა, რომ მომჩივანს უნდა ემტკიცებინა სახელმწიფოს საპირწონე პასუხისმგებლობა პატრონისა და/ან მმართველის ნაცვლად. თუმცა, მთავრობა ძირითადად ეფუძნებოდა ორ სხვა სამართლებრივი დაცვის საშუალებას. პირველ რიგში, ისინი შეეხნენ საჩივარს რომელიც აცხადებდა, რომ დაწყებითი განათლების სისტემა, რომელიც გათვალისწინებულია კონსტიტუციის 42-ე მუხლით, არღვევდა მის გაუწერელ კონსტიტუციურ უფლებას ფიზიკური ხელშეუხებლობის შესახებ (კონსტიტუციური დელიქტი). მეორე კი, ისინი მიუთითებდნენ, რომ მომჩივანს შეეძლო განეგრძო გულგრილობის მტკიცება უზენაესი სასამართლოს წინაშე აპელაციისას, სადაც იგი აღნიშნავდა, რომ სახელმწიფომ ვერ მოახერხა დაწყებითი განათლების სისტემის ორგანიზება იმგვარად, რომ დაეცვა იგი ძალადობსიაგან. სწორედ აღნიშნული წარმოადგენდა მომჩივნის სარჩელს კონვენციის მე-3 მუხლით. უზენაესმა სასამართლომ არ დააკმაყოფილა მისი საჩივრები იმის გამო, რომ მას არ წარმოუდგენია მტკიცებულებანი: მართლაც, მისი საკუთარი ექსპერტი (პროფესორი ფერგიუსონი, პარაგრაფი 24 ზემოთ) არ ურჩევდა მას ედავა სახელმწიფოს მიერ შესაბამისი საფრთხის შესახებ ცოდნის ნაკლებობის გამო. შესაბამისად, არაგონივრული იყო დავა მასზედ, რომ მომჩივანს უნდა მიეცეს აპელაციის უფლება იმის გამო, რომ არ დაუკმაყოფილდა საჩივარი მტკიცებულებების ნაკლებობის საფუძველზე. ნებისმიერ შემთხვევაში, მთავრობა დავობდა, რომ რიგი ეროვნული სასამართლო პრაქტიკა მიუთითბდა, რომ სარჩელის დაუკმაყოფილებლობა მტკიცებულებათა ნაკლებობის გამო გასაჩივრებადი გახლდათ და, შემდეგ, რომ მას შეეძლო მისი აპელაცია იმის გამო, რომ უმაღლესმა სასამართლომ მას არ აცნობა ნათელი მიზეზები თუ რატომ მივიდა კონკრეტულ დასკვნამდე და თუ რატომ არ განიხილა ცალკე მომჩივნის მიერ წარმოდგენილი საჩივარი გულგრილობის კუთხით. მომჩივანი აცხადებდა, რომ ეროვნული სამართალწარმოებისას მან იდავა პატრონის და/ან მმართველის სახელმწიფოს საპირწონე პასუხისმგებლობის საკითხზეც. მან ასევე კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა სახელმწიფოსაგან სამართლებრივი დაცვის ის ორი საშუალება, რომელსაც დაეყრდნო მთავრობა. უმაღლესი სასამართლოს მიერ კონსტიტუციური დელიქტის სარჩელის დაუკმაყოფილებლობა გასაჩივრებას არ ექვემდებარება. სახელმწიფოს მიერ ფიზიკური ხელშეუხებლობის გაუწერელი კონსტიტუციური უფლების დაცვა იმპლემენტირებული იყო დელიქტური სამართლით და არ არსებობდა ზიანის ანაზღაურების გაწერილი პროცედურა ფიზიკური ხელშეუხებლობის კონსტიტუციური უფლების დარღვევის შემთხვევაში. გულგრილობისთვის ჩივილიც ვერ იქნებოდა ეფექტიანი. მისი სარჩელი მიუღებლად იქნა ცნობილი პირველივე ინსტანციაზე და, მიუხედავად იმისა, რომ არგუმენტაცია არ მიუღია, იგი ცალსახად გამომდინარეობდა იმ ფაქტიდან, რომ წარმოდგენილი მტკიცებულებანი არ ადასტურებდა prima facie გულგრილობას. ამასთანავე, მომჩივანს არ ჰქონდა რესურსი თავად ეწარმოებინა საჭირო გამოძიება, რომლის მასშტაბიც შემდგომ დადასტურდა რომ უზარმაზარი იქნებოდა, იმის გათვალისწინებით თუ მოგვიანებით რა რესურსიც დახარჯა რაიანის კომისიამ გამოძიებასა და ანგარიშის წარმოდგენაზე (პარაგრაფი 77 ზემოთ). უმაღლესი სასამართლოს მიერ მტკიცებულებათა დადგენის გასაჩივრების წარმატებულობა ნაკლებ სავარაუდო გახლდათ მიუხედავად იმისა გამოიყენებდა თუ არა იგი მთავრობის მიერ მოხმობილ სასამართლო პრაქტიკას. ირლანდიის ადამიანის უფლებათა კომიტეტის მოსაზრებანი კომიტეტი არ მიიჩნევდა კონსტიტუციური დელიქტის შემთხვევაში სამართლებრივი დაცვის საშუალებას ეფექტიანად. კერძოდ, მან აღნიშნა, რომ მაშინ, როდესაც სასამართლოებმა, თეორიულად, მხარი დაუჭირეს კონსტიტუციური უფლებების სავარაუდო დარღვევების გამოსწორების იდეას (Byrne v. Ireland [1972] IR 241, გვ. 281; დაMeskill v. Ireland [1973] IR 121), იმავე სასამართლოები, როგორც წესი თავიდან ირიდებდნენ კონკრეტულად კონსტიტუციური სამართლებრივი დაცვის რეჟიმით განსაზღვრულ არსებული კანონისმიერი და საერთო სამართლით განსაზღვრული დაცვის მექანიზმების გამოყენებას და შედეგად, კონსტიტუციური სასამართლოები არსებულ დაცვის საშუალებებს იყენებდნენ დელიქტურის ფორმით (W v. Ireland (no. 2) ([1999] 2 IR 141). კომიტეტმა აღნიშნა, რომ სწორედ ამგვარ მოვლენას ჰქონდა ადგილი წინამდებარე საქმეშიც: იმისათვის, რომ სახელმწიფოს წინააღმდეგ კონსტიტუციური სარჩელი არ დაკმაყოფილებულიყო საკმარისი იყო მომჩივანი გადამისამართებულიყო დელიქტურ სამართლებრივი დაცვის მექანიზმზე მისი ფიზიკური ხელშეუხებლობის უფლების დარღვევისათვის. თუმცა, დელიქტური ურთიერთობის ბუნება (გულგრილობა/საპირწონე პასუხისმგებლობა) განსაზღვრავს სახელმწიფოს ვალდებულებებს/პასუხისმგებლობებს და არ ეხება სახელმწიფოს უფრო ფართო ვალდებულებას დაიცვას ბავშვის უფლებები საჯარო საგანმანათლებლო დაწესებულების სისტემაში. მოცემული ფაქტი წარმოშობს შეკითხვას თუ რამდენად წარმოადგენს კერძო სამართლებრივი დელიქტური დაცვა ადექვატურ მექანიზმს მომჩივნის კონსტიტუციური უფლებების არსის გათვალისწინებით, განსაკურებით იმის გამო, რომ კერძო სამართლებრივი დაცვა აქცენტირებს სახელმწიფოს ქცევაზე და არა მომჩივნის უფლებებზე. სასამართლოს შეფასება სასამართლო არაა დარწმუნებული, რომ მთავრობის მიერ მოხმობილი სამართლებრივი დაცვის რომელიმე საშუალება ეფექტური ყოფილიყო მოცემულ საქმეში. პირველად, უზენაესმა სასამართლომ არ დაადგინა სახელმწიფოს საპირწონე პასუხისმგებლობა „ლჰ“ ქმედებების გამო, რომელიც წარმოადგენდა საერო მასწავლებელს, რომელსაც ხელფასს სახელმწიფო უხდიდა. სახელმწიფოს საპირწონე პასუხისმგებლობის დადგენა პატრონის და/ან მმართველის გამო, რომლებიც წარმოადგენდნე სამღვდელო პირებს და რომელთაც ხელფასს სახელმწიფო არ უხდიდა, კიდევ უფრო ნაკლებ სავარაუდოა. შესაბამისად, ჯ. ფენელიმ აღნიშნა, რომ სახელმწიფოს პასუხისმგებლობა ვერ დადგება მმართველის გამო, რადგან იგი არ იყო სახელმწიფოს მიერ დაქირავებული (პარაგრაფი 45 ზემოთ). მეორე, სახელმწიფოს წინააღმდეგ საჩივარი პირდაპირი გულგრილობის გამო საჭიროებს inter alia სახელმწიფოსა და მომჩივანს შორის ისეთი მჭიდრო ურთიერთობის არსებობის აღიარებას, რომელიც შექმნიდა სახელმწიფოს მხრიდან მომჩივანზე ზრუნვის ვალდებულებას (პარაგრაფი 66 ზემოთ). თუმცა, დენომინაციური მმართველების პოზიცია და სახელმწიფო კონტროლის ნაკლებობა ეროვნულ სკოლებში გამორიცხავს ამგვარი ზრუნვის ვალდებულების არსებობას (იხ. აგრეთვე ჯ. ჰარდიმანი, პარაგრაფები 35 და 39 ზემოთ). მესამე, მთავრობა აცხადებდა, რომ მომჩივანს უნდა ედავა კონსტიტუცური დელიქტის საფუძველზე უზენაესი სასამართლოს წინაშე (პარაგრაფი 180 ზემოთ). თუმცა, უზენაეს სასამართლოს რომც არ გადაემისამართებინა მომჩივანი არსებული დელიქტური სამართლებრივი დაცვის მექანიზმებისაკენ, მთავრობას არ უჩვენებია, შესაბამისი სასამართლო პრაქტიკის წარმოდგენით, თუ როგორ მოხდებოდა სახელმწიფოს პასუხისმგებლობის დადგენა მომჩივნის ფიზიკური ხელშეუხებლობის კონსტიტუციური უფლების დარღვევისათვის იმ სისტემის გამო, რომელიც კონკრეტულად არის გათვალისწინებული კონტსტიტუციის 42-ე მუხლით. მიუხედავად იმისა, იყო თუ არა მოცემული საფუძველი ჯეროვნად განხილული უზენაესი სასამართლოს წინაშე, უნდა აღინიშნოს, რომ ჯ. ჰარდიმანმა უზენაეს სასამართლოში არ გაითვალისწინა იგი (პარაგრაფი 40 ზემოთ).
გ. სასამართლოს დასკვნა ზემოთგანხილული მიზეზების გათვალისწინებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ ვერ დასტურდება ეფექტიანი ეროვნული სამართლებრივი დაცვის საშუალების არსებობა მომჩივნისათვის კონვენციის მე-3 მუხლის არსობრივი ნაწილის საჩივართან მიმართებაში. შესაბამისად, ადგილი ჰქონდა კონვენციის მე-13 მუხლის დარღვევას. შესაბამისად, სასამართლო არ აკმაყოფილებს მთავრობის პირველად პრეტენზიას საჩივრის აშკარად დაუსაბუთებლობის შესახებ.
VI. კონვენციის 41-ე მუხლის გამოყენება კონვენცის 41-ე მუხლი აღნიშნავს შემდეგს:
„თუ სასამართლო დაადგენს, რომ დაირღვა კონვენცია და მისი ოქმები, ხოლო შესაბამისი მაღალი ხელშემკვრელი მხარის შიდასახელმწიფოებრივი სამართალი დარღვევის მხოლოდ ნაწილობრივი გამოსწორების შესაძლებლობას იძლევა, საჭიროების შემთხვევაში, სასამართლო დაზარალებულ მხარეს სამართლიან დაკმაყოფილებას მიაკუთვნებს“.
ა. ზიანი მხარეთა არგუმენტები მომჩივანი მორალური ზიანისათვის ითხოვდა 223,000 ევროს: უმაღლესმა სასამართლომ მას მიაკუთვნა 250,000 ევრო (ზოგადი და დამამძიმებელი ზიანისათვის) გამოკლებული ტრიბუნალის მიერ მიკუთვნებული 27,000 ევრო მორალური ზიანისათვის, იგულისხმა რა, რომ ტრიბუნალის მიერ მიკუთვნებული თანხის ანაზღაურება არ იქნებოდა მოთხოვნილი სახელმწიფოს მიერ. მომჩივანმა უმაღლესი სასამართლოს წინაშე წარმოადგინა სამედიცინო და ფსიქიატრიული მტკიცებულებანი, სადაც აღნიშნული იყო „ლჰ“ მიერ სექსუალური ძალადობის გავლენა მომჩივანზე. ძალადობის ბუნების, ხანგრძლივობისა და გავლენის გათვალისწინებით, მან მიიჩნია, რომ უნდა დადგენილიყო მე-3 მუხლის უკიდურესად სერიოზული დარღვევა. მომჩივანმა ასევე მოითხოვა უკვე დახარჯული 5104 ევრო მატერიალური ზიანისათვის, რომელიც მიაკუთვნა კიდევაც მას უმაღლესმა სასამართლომ. მოცემული თანხა მოიცავდა წარსულ და მომავალ სამედიცინო, ტრანსპორტირებისა და სხვა ხარჯებს, რომელიც კავშირში იყო მის მიერ განცდილ სექსუალურ ძალადობასთან. მომჩივანმა მიიღო ტრიბუნალის მიერ მიკუთვნებული თანხა ისევე როგორც ის თანხა, რომელსაც მას უხდიდა „ლჰ“ ნაწილობრივი რეპარაციის სახით. მთავრობა აცხადებდა, რომ მომჩივნის მორალური და მატერიალური ზიანის მოთხოვნები არ იყო ჯეროვნად დასაბუთებული და გაშლილი და მიიჩნევდა, რომ არ არსებობდა მიზეზობრივი კავშირი დადგენილ დარღვევებსა და რაიმე ზიანს შორის. მთავრობას არ წარმოუდგენია მორალური ზიანის მისეული კომპენსაციის ოდენობა, და არ ეთანხმებოდა მომჩივნის მიერ უმაღლესი სასამართლოს მიკუთვნებულ თანხაზე დაფუძნებას მორალური ზიანისათვის კომპენსაციის განსაზღვრისას. მთავრობა მიიჩნევდა, რომ დაფუძნება უადგილო იყო (იმის გამო, რომ ეს იყო თანხა „ლჰ“და არა სახელმწიფოს ქმედებების გამო იყო დაკისრებული). ამ დროისათვის მომჩივანს მიღებული აქვს გარკვეული თანხები, მას ჰქონდა „ლჰ“ წინააღმდეგ აღსრულების სხვადასხვა მექანიზმების გამოყენების საშუალება და რომ სახელმწიფო არ იყო პასუხისმგებელი „ლჰ“ ფინანსურ შესაძლებლობებზე. მთავრობამ ასევე ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ ტრიბუნალის მიერ მიკუთვნებული თანხა სახელმწიფოს მიერ იყო დაფინანსებული და მიუთითა, რომ მომჩივანი დაეთანხმა მიკუთვნებულ თანხას სამართლიანი დაკმაყოფილების ფორმით. ადამიანის უფლებათა სასამართლოს წინაშე წარმოდგენილი ზიანის ანაზღაურებასთან მიმართებაში მთავრობამ, ასევე, კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა მომჩივნისაგან უმაღლესი სასამართლოს მიერ კონკრეტული ზიანისათვის მიკუთვნებული თანხის ოდენობაზე დაყრდნობა. სასამართლოს შეფასება სასამართლო იმეორებს, რომ 41-ე მუხლი მას უფლებას აძლევს დაზარალებულ მხარეს მიაკუთვნოს სათანადო დაკმაყოფილება. თუკი სასამართლო დაადგენს, რომ ადგილი ჰქონდა კონვენციის მნიშვნელოვანი მუხლის დარღვევას, რომელმაც გამოიწვია მნიშვნელოვანი ტკივილი და ტანჯვა, მას შეუძლია გასცეს თანხობრივი დაკმაყოფილება მორალური ზიანისათვის (მაგალითად, El Masri v. the former Yugoslav Republic of Macedonia [GC], no. 39630/09, § 269, ECHR 2012). რაც შეეხება მატერიალურ ზიანს, აუცილებელია ნათელი მიზეზობრივი კავშირის დადგენა მიყენებულ ზიანსა და კონვენციის დადგენილ დარღვევას შორის. სრული რეპარაციის (restitutio in integrum) მიზნით თანხის ზუსტი დადგენა შესაძლოა შეუძლებელი იყოს დარღვევისაგან გამომდინარე ზიანის არაკონკრეტული ბუნების გამო, თუმცა თანხის გაცემა შესაძლებელია: ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანია განისაზღვროს სამართლიანი დაკმაყოფილების მოცულობა როგორც არსებული, ისე მომავალი ზიანის გათვალისწინებით, რომლის სამართლიან მოცულობასაც განსაზღვრავს სასამართლო (E. and Others v. the United Kingdom, ციტირებული ზემოთ, §§ 120-121). ადამიანის უფლებათა სასამართლო ითვალისწინებს უმაღლესი სასამართლოს მიერ გაზიარებულ მტკიცებულებას მომჩივნის მიერ გაწეული და მომავალი ზარალის შესახებ (რომელიც ძირითადად მოიცავს აქამდე გაწეულ და მომავალ სამედიცინო და ფსიქიატრიული მკურნალობის ხარჯებს) და ამ მხრივ უკვე მიკუთვნებულ 5104 ევროს. ამასთანავე, იმ სერიოზული არასათანადო მოპყრობის ბუნების გათვალისწინებით, რომელსაც დაექვემდებარა მომჩივანი, სასამართლო მიიჩნევს, რომ მას მიადგა იმგვარი მორალური ზიანი, რომლის სათანადო კომპენსირებაც ვერ მოხდება მხოლოდ კონვენციის დარღვევის დადგენით. მაშინ როდესაც არსებობს განსხვავება იმ მიკუთვნებულ თანხებს შორის, რომელიც გაიცა ეროვნულ დონეზე და რომელიც არ ეხებოდა სახელმწიფოს პასუხისმგებლობას და მოცემულ საჩივარს შორის, რომელიც აქცენტს აკეთებს სახელმწიფოს პასუხისმგებლობაზე, სასამართლო მიიჩნევს, რომ კონვენციის 41-ე მუხლით დადგენილი თანხა უნდა ითვალისწინებდეს უმაღლესი სასამართლოს მიერ მიკუთვნებული თანხის ოდენობას (305, 104 ევრო მთლიანობაში), ისევე როგორც „ლჰ“ მიერ გადახდილ და გადასახდელ ოდენობას. ასევე გასათვალისწინებელია ტრიბუნალის მიერ მომჩივნისათვის გადახდილი თანხა (53,962.24 ევრო) იმის დაშვებით, რომ არ მოხდება მისი ანაზღაურება. ორივე კუთხით მიკუთვნებულ თანხებს ჰქონდათ მატერიალური და მორალური ზიანის ელემენტები. სასამართლო ითვალისწინებს რა მომჩივნის მიერ დღემდე მიღებულ ფინანსურ კომპენსაციასა და მომავალში „ლჰ“ მიერ გადასახდელ თანხას, იღებს გადაწყვეტილებას ერთიანად შეაფასოს მატერიალური და მორალური ზიანი. აღნიშნულის საფუძველზე, სამართლიანი დაკმაყოფილების პრინციპის გათვალისწინებით იგი მომჩივანს მორალური და მატერიალური ზიანისათვის ერთიანობაში მიაკუთვნებს 30,000 ევროს დამატებული ნებისმიერი დაკისრებადი გადასახადი.
...
აღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლო
... ადგენს, თერთმეტი ხმით ექვსის წინააღმდეგ, რომ ადგილი ჰქონდა კონვენციის მე-3 მუხლის არსებით დარღვევას სახელმწიფოს მიერ მომჩივნის დაცვის ვალდებულების შეუსრულებლობის გამო და, შესაბამისად, არ აკმაყოფილებს მთავრობის პრეტენზიას საჩივრის აშკარა დაუსაბუთებლობის შესახებ; ადგენს, თერთმეტი ხმით ექვსის წინააღმდეგ, რომ ადგილი ჰქონდა კონვენციის მე-13 მუხლის, მე-3 მუხლის არსებით ნაწილთან ერთობლიობაში დარღვევას სახელმწიფოს მიერ მომჩივნის დაცვის ვალდებულების დარღვევის საპასუხოდ ეფექტიანი სამართლებრივი დაცვის არარსებობის გამო და, შესაბამისად, არ აკმაყოფილებს მთავრობის პრეტენზიას საჩივრის აშკარა დაუსაბუთებლობის შესახებ; ადგენს, ერთხმად, რომ ადგილი არ ჰქონია კონვენციის მე-3 მუხლის პროცედურულ დარღვევას;
... ადგენს, თერთმეტი ხმით ექვსის წინააღმდეგ
(ა) რომ მოპასუხე სახელმწიფომ მომჩივანს სამი თვის ვადაში უნდა გადაუხადოს:
(i) 30,000 (ოცდაათი ათასი) ევრო, დამატებული ნებისმიერი გადასახადი, რომელიც შესაძლოა დაეკისროს მოცემულ თანხას, მიყენებული მატერიალური და მორალური ზიანისათვის; ...
შესრულებულია ინგლისურ და ფრანგულ ენებზე და გაცხადებულია საჯაროდ ადამიანის უფლებათა შენობაში სტრასბურგში 2014 წლის 28 იანვარს.
მაიკლ ო’ბოილიდინ სპილმანი
გამწესრიგებლის მოადგილეპრეზიდენტი
კონვენციის 45§ 2 მუხლისა და სასამართლოს რეგლამენტის 74 § 2 მუხლის მიხედვით, გადაწყვეტილებას თან ერთვის შემდეგი ცალკეული მოსაზრებანი:
(ა) მოსამართლე ზიმელეს თანმხვედრი მოსაზრება;
(ბ) მოსამართლე ცუპანჩიჩის, გიულუმიანის, კალაჯიევას, დე გაეტანოსა და ვოიცეკის ერთობლივი ნაწილობრივ განსხვავებული მოსაზრება; და
(გ) მოსამართლე შარლეტონის ნაწილობრივ განსხვავებული მოსაზრება;
დ.ს.
მ.ო’ბ.
განსხვავებული მოსაზრებები არ ითარგმნა, თუმცა ინგლისურ და/ან ფრანგულ ენაზე თან ერთვის გადაწყვეტილების ოფიციალურ ვერსიას, რომელიც განთავსებულია [ადამიანის უფლებათა ევროპული] სასამართლოს პრეცედენტული სამართლის მონაცემთა ბაზაში HUDOC.
© ევროპის საბჭო/ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო, 2014
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს ოფიციალური ენებია ინგლისური და ფრანგული. წინამდებარე თარგმანი გაკეთდა ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებების სატრასტო ფონდის მხარდაჭერით (/humanrightstrustfund). თარგმანი სასამართლოსთვის სავალდებულო იურიდიული ძალის მქონე არაა და სასამართლო მის ხარისხზე პასუხს არ აგებს. თარგმანის ჩამოტვირთვა შესაძლებელია ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართლის მონაცემთა ბაზიდან (), ან ნებისმიერი სხვა მონაცემთა ბაზიდან, რომელსაც სასამართლომ წინამდებარე თარგმანი გადასცა. თარგმანის გამოყენება არაკომერციული მიზნებისთვის ნებადართულია იმ პირობით, რომ მოხდება საქმის სრული დასახელების ციტირება, ზემოთ მოცემული საავტორო უფლებებისა და ადამიანის უფლებების ნდობის ფონდის შესახებ შენიშნვის მითითებით. წინამდებარე თარგმანის, ან მისი ნაწილის, კომერციული მიზნებით გამოყენების სურვილის შემთხვევაში, გთხოვთ, მიმართოთ publishing@.
© Council of Europe/European Court of Human Rights, 2014
The official languages of the European Court of Human Rights are English and French. This translation was commissioned with the support of the Human Rights Trust Fund of the Council of Europe (/humanrightstrustfund). It does not bind the Court, nor does the Court take any responsibility for the quality thereof. It may be downloaded from the HUDOC case-law database of the European Court of Human Rights () or from any other database with which the Court has shared it. It may be reproduced for non-commercial purposes on condition that the full title of the case is cited, together with the above copyright indication and reference to the Human Rights Trust Fund. If it is intended to use any part of this translation for commercial purposes, please contact publishing@.
© Conseil de l’Europe/Cour européenne des droits de l’homme, 2014
Les langues officielles de la Cour européenne des droits de l’homme sont le français et l’anglais. La présente traduction a été effectuée avec le soutien du Fonds fiduciaire pour les droits de l’homme du Conseil de l’Europe (/humanrightstrustfund). Elle ne lie pas la Cour, et celle-ci décline toute responsabilité quant à sa qualité. Elle peut être téléchargée à partir de HUDOC, la base de jurisprudence de la Cour européenne des droits de l’homme (), ou de toute autre base de données à laquelle HUDOC l’a communiquée. Elle peut être reproduite à des fins non commerciales, sous réserve que le titre de l’affaire soit cité en entier et s’accompagne de l’indication de copyright ci-dessus ainsi que de la référence au Fonds fiduciaire pour les droits de l’homme. Toute personne souhaitant se servir de tout ou partie de la présente traduction à des fins commerciales est invitée à le signaler à l’adresse suivante : publishing@.
Full & Egal Universal Law Academy